შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭრილობა {სრულად}


14-08-2020, 23:46
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 24 520

გაზაფხულის მშვიდი ღამე იყო. სიჩუმე რომელსაც დიდხანს არაფერი არღვევდა . შუაღამე , ღრმა ძილი და სიზმრები რომლებიც უეცრად გაჩეინლმა ხმაურმა გაფანტა. იგნორი შეეძლო, ეს არ იყო პირველი ღამე რომელიც ხმაურმა აურია ხშირად ჩხუბობდნენ სასმელისგან გონებაარეული მეზობლები , რომელთა წამალიც ანჩხლი ცოლები იყვნენ. რამდენიმე წუთს გრძელდებოდა მსგავსი კამათი და ძილის გაგრძელებაც შესაძლებელი ხდებოდა , მაგრამ ეს ყველაფერი კარანტინამდე ჩვეული ამბავი გახლდათ, ახლა როდესაც კომენდანტის საათი გამოცხადდა შუაღამით არაფერი ხდებოდა . გამონაკლისი ღამე აღმოჩნდა ხელჩართული ბრძოლა, არეულობა , სიტყვები რომლებიც ჰაერში იფანტებოდა და კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრებ გოგონამდეც აღწევდა. ბალიშის თავზე დაფარებაც არ შველოდა ამ მდგომარეობას , ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა
-აქ ბინის შეძენა ნამდვილად სულელური გადაწყვეტილება იყო. სიმშვიდეს ვეძებდი და სად მოვხვდი ...ლოთებისა და ხულიგნების გარემოცვაში . რა გიკვირს მაგდა, რა გაოცებს სკოლაში ყოველ დღე არ ხედავ მსგავს ხულიგნურ გარჩევებს? რაღაც სისულელის გამო რომ დაიწყებენ გაუთავებელ დაპირისპირებას - ნახევრად მძინარე დააბიჯებდა ოთახებს შორის . ბოლოს სამზარეულოში შევიდა რომელიც სახლის მეორე მხარეს იყო და ნაკლებად აღწევდა ხმაური . წყლის დალევას აპირებდა , მაგრამ მაცივარში ტორტის ნაჭერი რომ დაინახა თავი ვეღარ შეიკავა. მაღალ სკამზე იჯდა და ცდილობდა სიმშვიდე სიტკბოს მიღებით მოეპოვებინა , ესეც არ გამოვიდა. ხმაური გაიზარდა, მეზობლების შეძახილებს პოლიციის სირენის ხმა დაერთო შემდეგ კი სიტუაცია სულ მთლად უკონტროლო გახდა. სახლში ცხელოდა , ჰაერი აღარ ჰყოფნიდა , მაგრამ ფანჯარასთან მიახლოებას არ აპირებდა. პოლიციელები ბიჭებს დევნიდნენ, როგორც სჩანს ყველანი გაიქცნენ და მათი დაჭერა არც ისეთი მარტივი იყო . ხმა თავიდანვე შორიდან ისმოდა მაგრამ სიჩუმის გამო მარტივად აღწევდა .
მაგიდაზე ედო თავი და თვლემდა , ისევ უკან დაბრუნება გადაწყვიტა დახუჭული თვალებით მიაბიჯებდა ოთახებს შორის სადარბაზოში შემოსულმა ხმაურმა რომ დააფრთხო. არა , მშიშარა არ იყო , ნამდვილად არ იყო , მაგრამ ეს მდგომარეობა მარტოხელა ქალისთვის არ იყო იოლი გადასატანი ,თანაც იმ დროს . ჯერ ნაბიჯების ხმა ესმოდა, აშკარად ერთი იყო, მის სუნთქვასაც კი უსმენდა ისე გაინაბა. აი რკინის კარზე მუშტები რომ დაუშინეს იქ უკვე ინფარქტამდე ცოტა აკლდა. გულზე ხელისგული მიიბჯინა და კიდევ უფრო უკან დაიხია. არ გააღებდა, რა თქმა უნდა კარს არც კი მიეკარებოდა რომ არა ნაცნობი ხმა
-მაგდა ... მაგდალენა ვიცი მანდ ხარ გამიღე- ხრინწიანი, ტკივილშერეული ხმა გაიგო. სუნთქვააჩქარებულს პირი უშრებოდა და გოგოც მაშინვე ამოქმედდა. არ უფიქრია, ინსტიქტმა მართა, გულმა უკარნახა მოქმედება ისე რომ ტვინმა ჩართა ვერ მოახერხა. სწრაფად გახსნა კარი ბიჭი შეიყვანა , ისევ დახურა და სიბნელეში გვერდით მდგომ დიდი ხნის უნახავ ბიჭს მზერა გაუსწორა-დედას შევ.ცი ლამის დამიჭირეს - კედელს მიეყრდნო , ერთი ხელი დაბლა ჰქონდა ჩამოშვებული მეორეთი იჭერდა და ღრმად სუნთქავდა
-ნიკოლოზ ...- ბიჭის სახელი ძლივს თქვა , იმდენად იყო შეცვლილი ისიც ვერ გაიგო მისი ცნობა როგორ მოახერხა- რა ჯანდაბაა , მეჩვენები?- აჩქარებულ გულს ვერაფერს უხერხებდა, სუნთქვა შეეკრა, მკერდზე ხელისგული მიიბჯინა და მზერა გაუსწორა მომღიმარს
-ხშირად გეჩვენები ხოლმე მაგდალენა?- როგორ უცნაურად ამბობდა სახელსაც კი, როგორი ირონიული იყო ამ მდგომარეობაშიც კი
-იცი თვითიზოლაციაში ვარ... კოვიდით დაინფიცირებულთან კონტაქტი ვარ და შესაძლოა შენც დაგაინფიცირო
-ორ მეტრიანი დისტანცია დავიცვათ- ტუჩები ენისწვერით დაისველა, პირი უშრებოდა და შუბლიც დანამული ჰქონდა. იატაკზე დაჯდა ,თავი კედელს მიაბჯინა და თვალები დახუჭა- მგონი წავიდნენ
-და შენი წასვლის დროა
-ვერ წავალ მაგდა - სპორტული მოსაცმელის ელვა გახსნა და სისხლით დასვრილი მხარი აჩვენა . უეცრად მზერაც კი დაებინდა , მსგავსი რამ არასდროს განუცდია რა არ ჰქონდა ნანახი, მაგრამ ნიკოს მდგომარეობა ვერ აიტანა
-ეს ვინ გააკეთა... ღმერთო ჩემო -მუხლებზე დაეშვა, ცივ იატაკზე ნახევრად შიშველი იდგა , ტანსაცმელს აშორებდა ბიჭს და ჭრილობას გაფართოებული ამღვრეული თვალებით უყურებდა. არაფერი ახსოვდა და ადარდებდა, არც ის ნიკა რას იტყოდა, არც ის რომ საღ გონებაზე იყო და ყველაფერს დაიმახსოვრებდა. ლამის სიცილი დაიწყო რომ მიხვდა საშიში არაფერი იყო- მადლობა ღმერთს ... მადლობა ღმერთს არაფერია შემავალი არაა მხოლოდ კუნთებია დაზიანებული - თითები სისხლით ჰქონდა დასვრილი, მაისური მიაჭირა ჭრილობაზე და პირველი წამოდგა
-ხომ მიხედავ - ჩუმად უყურებდა, თვალს არ აშორებდა მის მოძრაობებს და სიამოვნებდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა
-დიდი სიამოვნებით მოგკლავდი , მაგრამ არ შემიძლია - წამოდგომაში დაეხმარა. მისაღებში დივანზე დასვა, შუქი აანთო და ყველაფერი წამებში გააჩინა. ბიჭი საკუთარ მდგომარეობას აღარც აქცევდა ყურადღებას, გოგოს უყურებდა და იაზრებდა მონატრებას ,რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ნემსი რომ გაუკეთა მხარში და ჭრილობის დამუშავება დაიწყო შემდეგ შეეცვალა მზერა
-აბა არ მოგკლავო? მტკივა ტო
-ნუ იტყუები...გაგიყუჩდა აჰ თუ ისევ ნემსის გეშინია - გაიცინა და საქმე განაგრძო ისე რომ მისთვის არ შეუხედავს. მაგიდაზე იჯდა , მის გაშლილ ფეხებს შორის მოქცეული,მთელი ტანით მისკენ გადახრილი მხოლოდ ჭრილობას უყურებდა და ვერც იაზრებდა მდგომარეობას რომელშიც იყო სანამ ნიკომ სახეზე ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან არ გადაუწია
-ვინ წარმოიდგენდა ,რომ შენი დახმარება დამჭირდებოდა და შენც უარს არ მეტყოდი - ქალის სახესთან საუბრობდა და მის ამღვრეულ ყავისფერ თვალებს მზერას არ აშორებდა- რამდენი დრო გავიდა
-და არაფერი შეცვლილა! მე ისევ არ გიმეტებ შენ კი ნებისმიერ დროს შეგიძლია ზურგი დანის ჩარტყმა
-გეყოფა ! მე არასდროს არაფერი გამიკეთებია შენს საწინააღმდეგოდ და შენ ეს კარგად იცი
-გაჩუმდი !- შეხვევა დაიწყო და ისე მოუჭირა ისევ ატკინა. მაჯაზე ხელი მოუჭირა და მკერდზე მიაკრა- ასე გქონდეს... არ გაშალო -ბინტი დაახვია , შეკრა და ხელზე ჩამოჰკიდა-ბავშობაში იმდენჯერ გქონდ ამოტეხილი დარწმუნებული ვარ იცი როგორ უნდა მოიქცე- ყველაფრის ალაგება დაიწყო . ისევ ფეხშიშველი დააბიჯებდა. ნაწნავად შეკრული თმა თითქმის დაეშალა , გაცოფებული დააბიჯებდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა ისევ რომ იწვევდა მისი სიახლოვე შფოთვას არადა უნიშვნელო უნდა გამხდარიყო ბიჭის მთელი არსებობა.
ხელები დაიბანა, ყველაფერი ურნაში ჩაყარა და ნიჟარას დაეყრდნო. ცოტაც და იტირებდა ბიჭი რომ მიუახლოვდა. მის ზურგს უკან იდგა, მხარზე ჯანსაღი ხელით შეეხო და რამდენიმე თითით ნაზად მოეფერა, სულ ერთი წამით ,მაგრამ მაინც წამსვე გამოიწვია ცვლილებები
-უნდა დავრჩე- ჩაახველა და უკან დაიხია- ხომ იცი,რომ წავიდე რაც მოხდება
-ისევ შარში გამხვიე... მეც უნდა დამიჭირონ შენთან ერთად?
-არ დამიჭერენ
-ხო ერთხელ ყოფილა თუ ორჯერ - ონკანი დაკეტა , ხელები გაიმშრალა და პირველი გავიდა ოთახიდან. ხალათი შეიკრა , თმაზე ხელი გადაისვა და ღრმად ჩაისუნთქა- იმედია ვირუსი არ მაქვს და არ გადაგედება
-ერთად რომ მოვკვდეთ საინტერესო იქნება არა?
-საინტერესოა როცა უყვართ , როცა ეზიზღებათ არა ! - საძინებლის კარი გააღო და შევიდა . საწოლი გაასწორა და დერეფანში მდგომს გახედა- აქ დაიძინე . ეს დალიე ... დოზა თუ არ გეყოფა მეორეც დალიე ,ალბათ შეჩვეული ხარ . თუ არ შემაწუხებ კარგი იქნება, ისედაც არ მაკლია სტრესი
არაფერი უთქვამს ბიჭს. ორივე სხვადასხვა ოთახში გამოიკეტა , არეული გონებით გაცოცხლებული წარსულით ,რომელიც ქაოსს ამძაფრებდა. სიგიჟე ჩაიდინა , იცოდა რომ არასწორი იყო საკუთარ თავთან და მაინც ისე მოიქცა როგორც გული კარნახობდა. შედეგებზე არ ფიქრობდა, მხოლოდ იმ ტკივილს იხსენებდა რომელსაც წლების წინ იღებდა.
დაძინება ვერ მოახერხა. დილით ჩვეულებისამებრ ზარის ხმა გაიგო, დედა ურეკავდა
-დილამშვიდობისა დე , როგორ ხარ?
-კარგად დე...
-ცუდი ხმა გაქვს...არაფერი დამიმალო იცოდე. მიდი უცებ თვალი ჩართე დამენახე
-აჰაა დე , მეძინა და გამაღვიძე
-ამიტომ გაქვს წითელი თვალები ? სიცხე გაქვს? - ისე წამოიკივლა მაგდაც კი შეხტა
-რაა? მერე მანდ რა გინდა საავადმყოფოში რატომ არ ხარ
-ნატალია მამას ნუ აშინებ არ მაქვს სიცხე... კარგად ვარ ! - ხმას აუწია, გაღიზიანებული იყო და აღარ შეეძლო ამდენი პანიკის გაძლება- ერთმანეთს გაუფრთხილდით , სახლიდან არ გახვიდეთ ! მიყვარხართ - გაუღიმა და ორივე დაამშვიდა. ოთახიდან ვერ გავიდოდა სანამ ორივეს არ მოსუმენდა, ეჭვს ვერ გამოიწვევდა მათი ანევრიულება არ შეეძლო. კარი რომ გააღო მალევე დაინახა დაუპატიჟებელი სტუმარი. ზურგით იდგა სახლის ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ესაუბრებოდა
-შენი ჩასვრილი საქმეები დღეიდან თვითონ მოაგვარე თორემ გეფიცები ნაწლავებს გამოგაცლი - უცებ გათიშა, ხმაურით დააბრუნა თავის ადგილზე და კედელს მუშტი მიარტყა- დედას შევ.ცი გამოს.რებულო ყველაფერი მე უნდა გავუკეთო
-როგორც ვხედავ კარგად ხარ- უემოციო ნიღაბი მოირგო და სააბაზანოსკენ დაიძრა
- კარგად არ ვარ ...სისხლი მომდის ისევ. ძილში გადავბრუნდი და მტკივა
-მეტი გამაყუჩებელი არ მაქვს...იქ რაც მოგიტანე მხოლოდ ის . ვწუხვარ ნარკომანებისთვის სამყოფი დოზები სახლში არ მაქვს- კარი ცხვირწინ მიუხურა და გასაღებით გადაკეტა. დუშის ქვეშ ისე დადგა თითქოს გარეთ არავინ ელოდა მოწესრიგდა, თმაც იქვე გაიშრო და გარეთ ისე გავიდა. არ ჩანდა, მისაღებში არ იყო , არც საძინებელში და თავი უცნაურად იგრძნო. იფიქრა დაუმშვიდობებლად , ყოველგვარი სიტყვების გარეშე თუ დატოვა და წავიდა.
-მაცივარი სავსეა,მაგრამ ისეთი ვერაფერი ვიპოვნე რომ დამანაყროს- უკმაყოფილო სახით გამოვიდა სამზარეულოდან , ტოსტი მოემზადებინდა და უღიმღამოდ ჭამდა
-საქონლების ფაშვის ამოსავსები პროდუქტი სახლში არასდროს მექნება
-რა ვიცი მაშინ ლამის 100 კილო რომ იყავი დანაყრებული ჩანდი
-როდის მაშინ მეშვიდე კლასში ჩემი წონის მაქსიმუმს 65 კილოს რომ მივაღწიე? - თვალები აენთო და წამსვე მისკენ შებრუნდა-იმ დროს შენ ჯერ კიდევ ბავშვი იყავი, ჩამოუყალიბებელი ცინგლიანი ... საერთოდ კაცს თუ დამესგავსებოდი ოდესმე არ მეგონა- ისე შეათვალიერა თითქოს რაღაც საშინელს ხედავდა- თუმცა დიდადაც არ შევმცდარვარ
-გველი იყავი და გველად დარჩი... ასაკთან ერთად შხამიც გემატება და გამოცდილებაც არა? - მიუახლოვდა და სკამზე მშვიდად ჩამოჯდა- ისევ უაზროდ იცავ თავს , ვხედავ როგორ ცახცახებ
-როგორი უნდა იყო ,რომ საშველად იმ ქალს მიმართო რომელსაც მთელი ბავშვობა გაუმწარე
-კარგი რაა, ისე ამბობ თითქოს მართლა მტრები ვიყავით... ორივე ვერთობოდით ამ ჩვენი პაექრობით. ახლაც გსიამოვნებს ამ საშინელებებს რომ მეუბნები, აღიარე მაგდა. მე ვარ ვიღაც შენი პი.ტალო ნაცნობი ხომ არა
-შეუძლებელია ადამიანს ეზიზღებოდე და შენს მტრად არ ითვლებოდეს
-და ვის ეზიზღებოდი - წარბები შეკრა და საუბარი სერიოზული გახადა. არ დაცალდა, მაგდას მობილური ამღერდა- რა ჯანდაბაა მაღვიძარა ? ისევ ასეთ ზარებს აყენებ?- სიცილი დაიწყო და მაგდა კიდვე უფრო მეტად დაამძიმა
-მალე გაკვეთილი მაქვს...შენგან განსხვავებით უსაქმური არ ვარ . წადი სანამ დავასრულებ
-რა გაკვეთილი ტო ამ გაგანია კორონობის ჟამს
-ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ განუვითარებელო
-სამედიცინოზე არ სწავლობდი? რა გაკვეთილები აგიტყდა...ვერ დაამთავრე ? - უცებ გაიცინა და კიდევ ერთხელ ატკინა
-დავამთავრე და დიპლომიც მაქვს ,მაგრამ ფარმაცევტი გავხდი და აფთიაქში ვმუშაობ . ქიმიას და ბიოლოგიასაც ვასწავლი, გამოცდებიც ჩავაბარე და სკოლაში მუშაობაც დავიწყე ... სწორად შევაფასე ჩემი შესაძლებლობები და ვაკეთებ იმას რაც შემიძლია. თუმცა შენც ხომ შეაფასე ხულიგნობ, ლოთობ, კაიფობ , ჟ/მაობ ცხოველი იყავი და ალბათ ცხოველად დარჩი . ფაქტი სახეზეა...ვიღაც ეტყობა ისე გაამწარე რომ შენი მოკვლა სცადა
-არასდროს გამოგდიოდა ჩემი მოთმინების ამოწურვა ...შენ გესლზე იმუნიტეტი გამომიმუშავდა ცივსისხლიანო ანაკონდა- წელს ზემოთ შიშველი იყო, შეხვეულ მხარზე ბინტი თითქმის სულ გაწითლებული ჩანდა და თვალებიც სისხლისფერი ჰქონდა. შიგნიდან დუღდა, მაგრამ თავს აკონტროლებდა. სხვა რომ ყოფილიყო ამ სიტყვებისთვის ძვლებს დაუმტვრევდა, მაგრამ მაგდას ვერ შეეხებოდა ხელს ვერ ახლებდა . ყველაფერს ეტყოდა, საშინელებებს ,მაგრამ სიტყვები სიტყვებად დარჩებოდა- გაკვეთილზე იგვიანებ მაგდა მასწავლებელო
წავიდა, მისაღებში დაჯდა. ორი გაკვეთილი ჩაატარა და ცდილობდა ყურადღება არ გაფანტვროდა. დავალებებიც მისცა, ტესტებიც დაუტოვა და შენდეგ დახურა ლეპტოპი. სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო ისიც. თმა მაღლა შეიკრა და ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დაცალა
-ისევ ისე საუბრობ როგორც სკოლაში... ასე ჩქარ ნალაპარაკებს როგორ იგებენ საწყალი ბავშვები - მოულოდნელად გამოჩნდა, მაგდა ლამის დაიხრჩო მოულოდნელობისგან
-ისევ აქ ხარ?
-ვერ წავალ , ხომ გითხარი...
-რატომ, დაურეკე რომელიმე მეგობარს და წაგიყვანს.
-სახლში ფეხით ვერ დავბრუნდები, ჩემი მეგობრები ქალაქში არ არიან და შეგახსენებ ,რომ ჩაკეტილები ვართ. მანქანები არ მოძრაობენ , არც ცხენი მყავს და ველოსიპედიც არსად ჩანს
-მე მოგცემ იმ 3000 ლარს თუ ეგაა პრობლემა
-საინტერესო იქნება პატრული რომ გამაჩერებს გაფითრებულს, დაჭრილს , გაუბედურებულს...მეძებენ და პირდაპირ ციხეში მიკრავენ თავს
-დამნაშავეებისთვის შექმნეს ეგ დაწესებულება მე თუ სწორად მახსოვს შესაბამისად იქ უნდა იყო
-არაფერი დამიშავებია!
-როგორ არა , ბიჭების დაჯგუფებები წესიერ ხალხს ესხმიან თავს დანას უყრიან და ხელებიც ამიტო აქვთ დაგლეჯილი ამ პატიოსან ადამიანებს , ვინმე კი არ უცემიათ მსხვერპლნი არიან
-სკოლაშიც ყოველთვის ყველაფერს მე მაბრალებდნენ... შენ კი ისე მიცავდი როგორც სხვები
-უბრალოდ ტეხავდა კლასისგან გარიყვა...მათ გამო ვაკეთებდი
-ხო, კარგი ბიჭების გამო რომლებიც რაღაცას აფუჭებდენ და მერე არ აღიარებდნენ მე რომ მტენიდნენ ყველაფერს მამაჩემი გიჟდებოდა და ხელებს მამტვრევდა ...შენ ხომ იცი მაგდალენა სულ იცოდი და სულ ამბობდი ,რომ დამნაშავე არ ვიყავი
-მაშინ არ იყავი, მაგრამ შემდეგ დააშავე
-და იქნებ ისევ მაბრალებდნენ
-რა გინდა ნიკოლოზ ? შენთვის სულერთი იყო ჩემი აზრი ყოველთვის და ახლა ამ დიალოგს რატომ ვმართავთ იქნებ ამიხსნა
-მე აქ დავრჩები , მანამ სანამ წასვლის დრო და საშუალება არ მექნება ეს კი არ ვიცი როდის იქნება. შენ კი არავის არაფერს ეტყვი იმიტომ ,რომ მე დამნაშავე ვარ და შემიძლია ყველაფერი გავაკეთო თავის გადასარჩენად
-რა სასაცილოა შენი მუქარა - მართლა არ ეშინოდა, ყველაფერს გრძნობდა შიშის გარდა. ზოგჯერ დაცულადაც კი უგრძვნია თავი მის გვერდით. ნიკო გაჩერდა, მზერა გაუსწორა და ერთხანს აკვრიდებოდა
-არ გეშინია?
-არარაობები არასდროს მაშინებდნენ ,თანაც მე ხომ გველი ვარ ანაკონდა, გიურზა, კობრა და კიდევ ათასი უბედურება
-გველებს თავს აცლიან
-თავის წაცლისთვის საჭირო იარაღის პოვნას ამ ბინაში დიდი დრო დასჭირდება...თუ იმ იარაღით აპირებ იდიოტურად რომ მალავ - ოთახიდან გასვლამდე გაჩერდა, ირონიულად გაუღიმა და სამზარეულოში გადაინაცვლა. სადილს ამზადებდა და თან მობილურით საუბრობდა . ყურსასმენები ეკეთა ამიტომ მოსაუბრის ხმას ვერ ისმენდა ,მხოლოდ მაგდას მოქმედებას აკვირდებოდა შორიდან და ცდილობდა ტკივილი დაეიგნორებინა.
-მიყვარხარ ...უზომოდ . ხომ გამომიგზავნი იმათ რაც მოგწერე ...საოცრება ხარ ,ჩემი პირადი სასწაული- იღიმოდა და თან ღომის მომზადებას აგრძელებდა. სუფრა მალევე გაამზადა, რამდენიმე კერძი მოამზადა ,ორი თეფში დადო,მაგრამ ნიკო არ მიუპატიჟებია. ჩუმად დაიწყო საუზმობა და ცდილობდა ბიჭის მზერა დაეიგნორებინა
-ამდენი დრო გავიდა,რომ კერძების მომზადებაც ისწავლე?
-მე თავიდანვე ბევრი რამ ვიცოდი !
-ხო შენი ქადები, ორცხობილები და შაქრით სავსე საკონდიტრო ნაწარმი მახსოვს. მთელ კლასს გვხვდებოდა
-შენ როდის ჭამე, ხომ თქვი შხამიანი იქნება და არ მინდაო
-ყველაფერს ვაკეთებთ რასაც ვამბობთ ?- ქვემოდან ამოხედა და კიდევ ერთხელ გაავსო თეფში- ჯანდაბა ცალი ხელით ჭამა ნამდვილი კოშმარია...შე უკუღმართო როგორ ახერხებ მარცხენათი ამდენი რამის გაკეთებას
-მთელი ქვაბი დაცალე მეტი რაღა გინდა
-ნუ მამადლი, არ დავიხრჩო
-ხო და ახლა მე შემტენიან შენ სიკვდილს...ციხე მაკლია ბედნიერებისთვის
-ასე მარტივად ვერ მომიშორებ- ჩუმად თქვა და ოთახიდან გასულს მალევე უკან გაჰყვა- კიდევ გაკვეთილი გაქვს?
-არა ! - ტელევიზორი ჩართო , სერიალის ყურება დაიწყო . ნიკოს ტკივილი აწუხებდა და სისხლიც მოსდიოდა . ცუდად იყო და თან თხოვნას არ აპირებდა. მაგდაც ელოდა ,როდის სთხოვდა კიდევ დახმარებას და უკვე ეკლებზე იჯდა. რამდენჯერაც შეხედა მის მხარს იმდენჯერ სცადა თვალის არიდება. შემდეგ კარზე ზარის ხმა გაიგეს და მაშინვე წამოდგა
-სად მიდიხარ - მაჯაში ჩაავლო და გააჩერა
-იდიოტო... სახლში არავინ შემოვა . რაღაც მომიტანა კურიერმა და წავიდა - ხელი გაითავისუფლა და კარის გასაღებად წავიდა. მალევე დაბრუნდა უკან მოზრდილი ყუთით ,რომელიც მაგიდის ცენტრში დადო და ისევ სერიალს მიუბრუნდა
-ამ სისულელეებს როგორ უყურებ
-მადროვე ყურადღება გადავიტანო
-ამ გოგოს უყვარს?- ვერ ისვენებდა უნდოდა ისევ ეთქვა რამე მაგდა კი აწამებდა და ბევრს არ ელაპარაკებოდა
-ხო , სულელია
-ბიჭს არ უყვარს?
-ვერ ხედავ როგორ აწვალებს? სხვა ქალი ჰყავს და ამასაც არ უშვებს თუმცა შენ არ გაგიკვირდება სულ ორი გყავდა ერთად
-შენ საიდან იცი მე ვინ როდის და რამდენი მყავდა
-ღმერთმა დამიფაროს ყველაფერი ვიცოდე. იმ ორი ქათმისტვინას ჩხუბიც მახსოვს...შუა დერეფანში რომ გაწეწეს ერთმანეთი , კარგი სანახაობა იყო
-ჩემთვის არა !
-ხო როგორ არა, კმაყოფილებისგან გასკდი ორი გოგო შენ გამო ჩხუბობდა
-ჩემ გამო არა, საკუთარი სისულელის გამო ბრაზობდნენ და ჩხუბით ანეიტრალებდნენ ბრაზს. მე ერთგულებას არავის დავპირებივარ , არასდროს !
-ვარდები რომ დაახვედრე სალომეს მაგიდაზე წერილით ეგ სხვა იყო?
-ეგ თაიგული მე არ მიმიტანია
-შეგაწერეს და შენც შეიწერე?
-ასე გამოვიდა , ერთი თაიგულით რომ დაიკერა აღარ გავმაზე ... მაგრამ არაფერი გვქონია საერთოდ. როგორაა ისე , არ მინახავს დიდი ხანია
-პირადად მეც არ მინახავს, გათხოვდა და ორი ბავშვი ჰყავს
-შენც გაჰყვები იმას?- პაუზის შემდეგ უთხრა და მაგდას გახედვა აიძულა
-ვის
-აი იმას მობილურით რომ უხსნიდი სიყვარულს გაბწყინებული სახითა და ტკბილი სიტყვებით ...ასე ლაპარაკს თუ დაიწყებდი ვერასდროს ვიფიქრებდი. გაბანალურდი მაგდალინა?
-ვერ გავყვები - მოიწყნა თითქოს თან ერთი სული ჰქონდა როდის ჩაარტყამდა რამეს - მე როგორ ვეყვარები უშნო ვარ, მახინჯი და აუტანელი
-ასე გითხრა ? - დაიბნა ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა ასეთი არეული მზერით
-მან არა ... შენ მითხარი ბევჯერ
-სისულელეა... მე მსგავსი არაფერი მითქვამს რა მესაქმებოდა შენს გარეგნობასთან
-რამდენი არ გახსოვს
-და შენ ყველაფერი გახსოვს? ამბობდი არ მაინტერესებსო
-მე და შენ საუბარი არასდროს შეგვეძლო და თუ შეიძლება პატივი დამდე , ამ მხრივ მაინც მოიქეცი სტუმარივით
-ხელს არ შემიხვევ? მტკივა . ქეშს მოგცემ და შენი ბარათით გადაიხადე , რამე იყიდე ცუდად ვარ - დივანზე ჰქონდა თავი მიდებული, სუნთქვის რიტმიც დაერღვა, კანი გაფითრებული ჰქონდა -თითებს ვეღარ ვამოძრავებ ...დამიბუშდა
-სასიამოვნო სულაც არ ყოფილა არადა მეგონა მომეწონებოდა შენი წამება-ღრმად ჩაისუნტქა, ყუთი გახსნა და აღმოჩნდა ,რომ სხვადასხვა პრეპარატები ეწყო შიგნით- ხმა არ გავიგო
-ვიცოდი - გამომშრალი ტუჩები ერთმანეთს დააშორა და მკრთალად გაუღიმა
-არაფერიც არ იცოდი ...უბრალოდ აქვე იყავი და მიხვდი ,რომ ჩემი გამოყენება შეგეძლო . არ მეგონა ამდენად თუ შეგეძლო აზროვნება - ისევ ახლოს იყო, ჭრილობა დაუშავა და წამალიც მისცა.
-რამდენს დალევ
-ერთს ან ორს რამდენი უნდა დავლიო...რა გინდა მაგდა?
-ისე მეუბნები ვითომ ტაბლეტებზე მე ვიჯექი
-ვინ გიყვებოდა ამბებს ჩემზე ... დიდი ხანია აღარ გიჭორავია? ეგ ამბები წარსულშია
-ჩვენ საერთო ნაცნობებს წლებია აღარ ვეკონტაქტები მე შემთხვევით თუ სადმე არ გადავეყრები
-ჩემ დებთან რაღა გინდოდა... ორივეს ენატრები
-არ შემიძლია იმათთან მეგობრობა ვისთანაც შენ ხარ კავშირში
-თვითონ ვერ მიტან და მე მაბრალებ რაღაცებს
-ჯობია დაწვე და დაიძინო- საძინებელში შეიკეტა. ტელევიზორი ჩართო და ისევ სერიალის ყურება განაგრძო . უბრალოდ უყურებდა ეკრანს, არაფერი ესმოდა და ყურადღებაც ვერ გადაჰქონდა. როგორ უნდა დამშვიდებულიყო სახლში თითქმის უცნობი კაცი ჰყავდა, რატომ შეუშვა, რატომ მისცა დარჩენის უფლება რატომ არ ურეკავდა პოლიციას.დამნაშავე შეიფარა? არა , არასდროს უნდოდა მისი დანაშაულის დაჯერება . ყოველთვის ფიქრობდა, რომ მის ცხოვრებას გარდამტეხი წერტილი სჭირდებოდა, რომ შეეძლო სხვანაირი ყოფილიყო და მაინც ისევ ისე გრძელდებოდა. რამდენი რამ შეიცვალა , გზას აგრძელებდა უკვე დამოუკიდებელი იყო უამრავი ადამიანი გაიცნო მასზე უარესებიც ნახა და უკეტესებიც ,მაგრამ ნიკოს მის გონებაში სხვა ადგილი ეკავა. ვერასდროს ივიწყებდა, მისი სახელის გაგებაც კი თავდაყირა უყენებდა ფიქრებს.
საძინებლიდან რომ გავიდა ტელევიზორის ხმა ისევ ისმოდა, მისაღებში დივანზე ეძინა. გაფითრებული იყო , საშინლად გამოიყურებოდა. მტევნებზე ნაკაწრები ჰქონდა, კანი გადაყვლეფილი ჯინსი ჭუჭყიანი იყო . დაღლილი ჩანდა, ალბათ ძალიან სტკიოდა და მაგდას ამის გააზრება გულს ტკენა. ასე არ უნდა ყოფილიყო, მასზე არ უნდა ეფიქრა და მაინც თხელი პლედით ხელში იდგა , ფრთხილად დააფარა ,შუბლზე ოდნავ შეახო თითები ტემპერატურის შესამოწმებლად . შემდეგ სამზარეულოში გადაინაცვლა, ბულიონის მომზადება დაიწყო . წამლები კი ჰქონდა ყველაფერი რაც შეიძლება დახმარებოდა ,მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. სახლში ისეთი სიჩუმე იყო, მხოლოდ ტელევიზორის ხმა ისმოდა ისიც დაბალ ხმაზე . საინფორმაციო გამოშვებაში ისევ ინფიცირებულებზე საუბრობდნენ , იმდენად მძიმე იყო სიტუაცია მოსვენება აღარ ჰქონდა. ეშინოდა მშობლების გამო , ნათესავების, მეგობრების რომლებიც ან ექიმებად მუშაობდნენ ან აფთიაქში უწევდათ უამრავ ადამიანთან კონტაქტი. ყველას გამო ღელავდა, საკუთარი თავი იმდენად აღარ აინტერესებდა შეჩვეული იყო მუდამ რაღაც ემართებოდა და უკვე აღარც ჰქონდა რეაქცია. სულ ელაპარაკებოდა გოგონებს და ამჯერადაც თავისუფალ დროს დაურეკეს
-როგორ ხარ დაო...ტემპერატურა გაქვს გადმოგიყვანოთ გ’ოსპიტალში?
-თი ძალიან გთხოვ ძლივს რაღაც ვირუსი ამცდა და ნუ შემაწერ..თქვენ რას შვებით
-რავი არ დადასტურდა არცერთი დღეს... ისევ გადავრჩით , ოპერაციაზე ვიყავი ახლახანს გამოვედი. ის მოხუცი ბებო დილით გარდაიცვალა, ყველა ვტიროდით ახლაც თავი მისკდება
-აუუ რა ცუდიაა ,როგორი საყვარელი ქალი იყო - ხასიათი გაუფუჭდა და მოიღუშა. ხშირად ადიოდა რეანიმაციის განყოფილებაში როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდა, ხან ეხმარებოდათ ხანაც ისე უბრალოდ ღამეს მათთან ერთად ატარებდა ამიტომ პაციენტებს იცნობდა
-მინდა მოვიდე, მაგრამ კიდე ათი დღე მარტო უნდა იყო
-სხვები რას შვებიან გიგა თავს იკლავდა უნდა მოვიდე მარტო ცოდოხარ შენ კორონა არ მოგეკარებოდაო
-იდიოტი-ხმამაღლა გაიცინა და მეორე სკამზე გაშალა ფეხები-კოჭები დამისივდა იმდენ ხანს ვიდექი ფეხზე. ცოტაც და წავიქცევი
-დაისვენე ცოტა თუ წაიქეცი ვინ მიხედავს მაგათ
-აუუ მომენატრე...მოვალ შეხვეული დავჯდები მოშორებით ... ნინისაც გამოვიყოლებ ისიც ვერ ისვენებს
-ვაიმეე არ გაგიჟდე ნინი არ მოიყვანო...ისე ჭირვეულობს ფეხმძიმედაა მგონი და ახლოს არ გამაკარო რამე არ დავმართო . დაეტიოს სახლში კარგ დროს დახურეს მაგის განყოფილება
-რაღაც ვერ ხარ შენ ... რამე ხდება?
-არაფერი - მოატყუა , ეტყოდა აუცილებლად მაგრამ ასე დისტანციურად ვერ თანაც ეჭვი ჰქონდა ნიკო ყველაფერს უსმენდა
-რა არი გოგო ასეთი სახე მაშინ გაქვს ერთ ორ ადამიანს რომ ეხება საქმე
-არავის არ ეხება უბრალოდ გამოვიკეტე აქ და დავტოვე გოგოები . როდის დავბრუნდები ნეტავ
-ქსელის მომხმარებლები წიოკობენ თურმე ის მაგდა აფთიაქარი სადააო
-ვაიმეე აფთიაქარს რო ამბობ ცუდად ვხდები- სიცილი დაიწყო გოგოს ტონზე და ცოტა გახალისდა კიდეც. ინსტიქტურად დაიწყო სიარული მიჩვეული იყო საუბრისას სულ ვერ ისვენებდა და ამჯერადაც დატოვა ოთახი
-როგორც იქნა გამოხვედი- ნიკოს ხმა გაიგო და თინიმაც მაშინვე დაიჭირა ბგერები. მაგდამ კი გათიშა ტელეფონი, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა იმდენჯერ დაურეკა ერთი წამის განმავლობაში ააფეთქა
-ეგ ვინაა ? რა ხდება? კაცი გყავს გოგო?
-ხო არ გაგიჟდი შენ
-რატო გაგიჟდა აბა ქალი ვარ? - როგორც კი გასართობი იპოვნა მაშინვე მიუახლოვდა და მის გვერდით დადგა
-ვაიმეე უცნობი სახეა... მეგონა ვინმე ჩვენიანი მოვიდა უჩემოდ აქ მართლა რაღაც ხდება და მე გული გამისკდება ახლა . მღალატობ გოგოო? - ფეხზე იდგა თვალებგაფართპებული როლში შეჭრილი და თან ნიკოს უყურებდა რომელიც ნაგლად არ შორდებოდა მაგდას
-სულ ვიცოდი ,რომ ლეზბი იყავი -ისე დარწმუნებულმა თქვა გოგო სულ გააგიჟა
-გეფიცები ჩემი ხელით გაგფატრავ თუ არ გაქრები ახლა ჩემი თვალსაწიერიდან
-ასე მემუქრები შენ ლამის 20 წელია
-ოცი? მოიცა ოცი წლის წინ იცნობდი? შენ ნიკო ხარ? ჯანდაბა - ისე მიიწია ტელეფონთან თითქოს უკეთ დაინახავდა, რომ მიხვდა ზედმეტი ტქვა უცებ განაგრძო- თუ ლევანი, რატი?ანდრი? კიდე ვინ იყვნენ შენი კლასელები ? თუ ნათესავი ხარ? არაა შენს ნათესავ ბიჭებს ვიცნობ მმ ვინ ხარ მეორე ყავისფერთვალებავ?
-ნიკო , თქვენ მშვენიერო ქალბატონო?
-ჰმ, მაშ ნიკო არა?- მზერით ეჩხუბებოდა მაგდას და თან არაფერს ამბობდა- სასიამოვნოაა ადამიანის გაცნობა ჩემი გოგოს წარსულიდან
-იმედი მაქვს მეგობრების შერჩევა უნივერსიტეტში მაინც ისწავლა და შენც რიგითი მოღალატე არ ხარ- იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები,რომ თინიც კი გაოცებული დარჩა
-ნიკოლოზ იქნებ შეეშვა ჩემ ცხოვრებაში შემოჭრას...მგონი შენ აქ იმალები და იქნებ მე არა ,მაგრამ სხვამ ჩაგიშვას ასე თუ შემომივარდები საუბრისას - არ მორიდებია თინისთან ისე მიახალა და სამზარეულოში შევიდა-ტატო სად არის , ოპერაციები ჰქონდა დღესაც? არ დაურეკავს ორი დღეა უთხარი ვბრაზობ
-ჯანდაბა...მოსვლას აპირებს - უცებ მოვიდა გონს და სიურპრიზი ჩაუშალა ბიჭს. რაღაცები მოაქვს და მოდის , წუთი წუთზე მანდ იქნება იმიტო დავრეკე მინდოდა მენახა რა რეაქცია გექნებოდა - წყლის ჭიქა ისე დადო მაგიდაზე ლამის ნაწილებად დაიმსხვრა. სწრაფად გავარდა ნიკოსთან და მკლავში წვდა
-წამომყევი... სწრაფად
-რა ხდება ...მაგდალენა - საძინებელში რომ შეიყვანა მზერა შეეცვალა
-იდიოტო ...ღმერთო ჩემო რა სახე გაქვს
-მე რა სახე მაქვს კი არა შენ რას მიპირებ
-რას უნდა გიპირებდე შენ ... ჩემი მეგობარი მოდის და უნდა დაიმალო . შენი ხმა რომ გავიგო იცოდე მოგკლავ! -კარზე ზარის ხმაც გაიგო და სწრაფად დატოვა ბიჭი.
-მაგდუ მე ვარ ...გამიღე
-ტატოო ... აქ რას აკეთებ? - სიცილი დაიწყო შეხვეული ბიჭი რომ დაინახა. მხოლოდ თვალები უჩანდა და ისინიც დაუწვრილდა აშკარად იღიმოდა . ხელში ორი დიდი შეკვრა ეჭირა და ისე შეაბიჯა-რა მომიტანეე?
-ყველაფერი რაც ჩემ მაგდუსას უყვარს ...ხომ კარგად ხარ?
-ოქრო ხარ რაა...ჩაგეხუტებოდი და ბევრს გაკოცებდი რომ შემეძლოს
-წელიწადში ერთხელ განდომებ კოცნას და ისიც კორონას დროს დაემთხვა ...ბედის ირონიაა რა
-შემოდი- სადეზინფექციო ხსნარში ამოავლო და ისე შეიყვანა მისაღებში
-წიგნებიც მოგიტანე...მოიწყინე ალბათ ხომ?
-ცოტა, მაგრამ გადავიტან. ხომ იცი მიყვარს სახლში ყოფნა, უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობ რომ ვერ ვმუშაობ ასეთ დროს
-მალე გავა ეს დრო მთავარია განმეორებითი ტესტიც უარყოფითი იყოს... მომენატრე გოგონი
-მეც, მეც ყველანი მომენატრეთ
-კარგი ახლა არ იტირო არ შემშალო თორემ ჩაგეხუტები და შენთან გამოვიკეტები
-ადგილი აღარ გვაქვს... უკვე ერთს ჩამეხუტა და გამოვიკეტეთ- მიწის გასკდომა ინატრა არხეინად რომ გამოვიდა ბატონი ნიკოლოზი ტანზე პირსახოცი ხალათი მოეცვა თითქოს მთლიანად შიშველი იყო, ხელი ხალათის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი აშკარად ტკიოდა ,თვალები ისე უელავდა მაგდამ სიტყვის თქმა ვერ მოახერხა .
-ეს ვინ ჯანდაბაა მაგდუ?
-შენ აშკარად აზრზე არ ხარ...მაგდუს რომ ეძახი უკვე ყველაფერი ნათელია - გაიცინა, ირონიული გახდა და იმდენად გამაღიზიანებელი იყო ამ დროს მაგდა უკვე ლოცულობდა ტატოს მოთმინება შეენარჩუნებინა
-ჩემი მეგობარია...ქალაქში ჩარჩა და აქ მოვიდა. თქვა კორონასი არ მეშინია გარეთ გათენებას სჯობს აქ დავრჩეო და ქალაქის გახსნამდე დარჩება.
-სად ცხოვრობს ... მე წავიყვან ხომ იცი საშვი მაქვს -ტატო არ იყო ის კაცი ასე მალე რომ წამოგებოდა პროვოკაციას. აშკარად არ სიამოვნება ამ ფორმაში მაგდას სახლში კაცის ნახვა, მაგრამ უფლება არ ჰქონდა და არც ამბობდა რამეს
-იმდენად შორს ,რომ შენი საშვი არ დამეხმარება ...რატომ ხართ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთან იქნებ ჯერ კიდევ არ დაუდგინდა ვირუსი და თქვენი საშუალებით სხვები დაინფიცირდნენ. ჩემგან განსხვავებით ადამიანებთან კონტაქტი მოგიხდებათ ტარიელ ...როგორი უპასუხისმგებლობაა ღმერთო ჩემო - მაგდას გვერდით დაჯდა, გოგო ისე უყურებდა აშკარად ემუქრებოდა, მაგრამ მაინც თავისას აგრძელებდა
-არც ის არის კარგი ტონი ახალგაზრდა გოგონასთან სახლში რომ შემოიჭერით და კეთილგანწყობით სარგებლობთ. დავიჯერო სხვა ნაცნობი არ გყავთ ქალაქში?
-არ მინდა კიდევ სხვა ვინმესთან მივიდე და მაგდალენას კლასტერი შევქმნა ...თუ მაინცადამაინც ჩვენ ორნიც საკმარისი ვიქნებით - გოგოს თითებს შეეხო და ისე მოუჭირა მაგდამ თავის დახსნა ვერ შეძლო
-ტატო , მადლობა ყველაფრისთვის...გამიხარდა შენი ნახვა. ვიცი ბევრი ოპერაცია გქონდა დღეს და არ მინდა ჩემ გამო დაიღალო, დასვენება გჭირდება. დაგირეკავ მოგვიანებით -სხვა გზა არ ჰქონდა, ტატო უნდა გაეშვა სახლიდან. ისიც მარტივად მიხვდა მაგდას მინიშნებას და ბინა დატოვა. უცნაური სიტუაცია იყო, ასე არასდროს ყოფილა. მისთვის შეურაცხმყოფელი იყო ეს სიტუაცია, ნახევრად შიშველი კაცი ჰყავდა სახლში რაც რეპუტაციას უნადგურებდა. მნიშვნელობა ჰქონდა მეგობრების აზრს და არ უნდოდა ვინმეს ეჭვი შეეტანა მის პრინციპებში.
-რა გააკეთე ...ასეთი უმადური როგორ ხარ. კარი გაგიღე, დაგეხმარე და ასე მიხდი? ჩემი წესიერება დაგრჩა მაშინ ჩირქში ამოსასვრელი და ახლა ესეც გააკეთე...ყოჩაღ, გმადლობ, დიდი მადლობა ნიკოლოზ ასეთი დაფასებისთვის - ყელში ბურთი მოაწვა ცოტაც და ბრაზისგან იფეთქებდა
-ხომ უთხარი მეგობარიაო ... შენი თუ სჯერა და გიცნობს ეცოდინება ,რომ ასე მალულად სახლში საყვარელს არ გამოკეტავ და კარანტინის დროს ვნებიანად არ გაატარებ. ზედმეტად ცივი და მოსაწყენი ხარ ამ ყველაფრისთვის ეს მეც კი ვიცი და ის ტარასი თუ გიცნობს არაფერიც არ მოხდება- თითქოს უდარდელად განაგრძო საუბარი და ხელი ისევ მოხარა .
-ჩაიცვი და აქედან წადი !
-ამ მდგომარეობაში გამაგდებ ? -მანძილი გადალახა და მის წინ დადგა- მითხარი გამიმეტებ ქუჩისთვის? ციხისთვის და
-შენ ავი სული ხარ... რომელიც ძლივს მოვიშორე როგორც იქნა დასრულდა სკოლა და გავთავისუფლდი არ ვარ ვალდებული . მე იმაზე მეტი გავაკეთე ვიდრე საჭირო იყო და ვნანობ კარი რომ გაგიღე
-გამიღე, შეცდი და ახლა არსად წავალ- ცივი გახდა, მისი მზერა წამში გაიყინა - ჯანდაბა რისთვის ბრაზდები ვიღაც ს.რი რომ გავაბრაზე? მოვიდა საჩუქრებით ,ცოტაც და ზას.ობას დაიწყებდით მაქვს მე ნერვები საიმისოდ რომ მეზობელ ოთახში გავჩერებულიყავი და თქვენთვის მესმინა?- უცებ იფეთქა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი- მითხარი რას აპირებდი გეგონა მშვიდად დავრჩებოდი იქ ?
-რას ბოდავ თვითონაც არ იცი ტატო ჩემი მეგობარია, მასწავლიდა და შენგან განსხვავებით ბევრი გააკეთა ჩემთვის. მე არ მყავს ისეთი ვინმე ვინც აქ მოვა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი სხეულით დატკბეს ...საერთოდ არ მყავს არავინ და რა ჯანდაბად მეუბნები ასეთ სისულელეებს . ვერაფერი გაამართლებს შენს ქცევას ...ხალათით დამადექი და ისე მომიჯექი გვერდით ჩემი სიტყვები ტყუილი ეგონებოდა
-ძალიან კარგია - ისე იცვლებოდა მისი მზერა თითქოს მაგდას მისი სამართავი პულტი ჰქონდა . უკვე იღიმოდა, სახე გაუნათდდა - შესანიშნავია
-ბოდავ ხომ? - ცოტაც და ისტერიკა დაეწყებოდა კიდევ როგორ იყო სრულ ჭკუაზე საკუთარი თავის უკვირდა- ჩემი ხელით უნდა მოკვდე ხო აუცილებლად
-თუ აუცილებლად ვინმეს ხელით სიკვდილი მიწერია ვისურვებდი კიდეც,რომ შენ იყო ყველაზე მართალი ჩემთან შენ ხარ ,სხვა არავინ არსდროს !
იმ დღის შემდეგ მაგდასთან არავინ მისულა, თინი აკონტროლებდა ყველას ისე ,რომ მხოლოდ დისტანციურად საუბრობდნენ. ტატოს ესაუბრა და როგორღაც მოაგვარა სიტუაცია, მაგრამ კაცი მაინც არ ენდობოდა უეცრად გამოჩენილ უცნობს. რამდენიმე დღე ისე გავიდა თითქმის არც საუბრობდნენ. ნიკო არ ცდილობდა საუბრის წამოწყებას მაგდა კი ინიციატორი არასდროს იქნებოდა. ჭრილობას უმუშავებდა, წამლებს აძლევდა და მის მდგომარეობას აკვირდებოდა.
დილიდან ცუდად გრძნობდა თავს, საწოლიდან ადგომის ძალა არ ჰქონდა და არც გასულა ოთახიდან. თვლემდა კარის გაღების ხმა რომ გაიგო და ნიკოს მზერამ აუწვა ზურგი. ჩუმად იდგა და უყურებდა ,ამოწმებდა ნამდვილად ეძინა თუ არა შემდეგ მისკენ დაიძრა და საწოლთან ჩაიმუხლა. თითები ფრთხილად შეახო თმაზე და ლოყაზე გადავიდა
-სიცხე არ მაქვს შეგიძლია მშვიდად იყო- თვალები გაახილა და ბიჭის დაბინდულ თვალებს ზედმეტად ახლოს რომ წააწყდა სუნთქვა შეეკრა
-არც მეშინია... კარგად ხარ ?
-არა , მარტო მინდა მომდევნო რამდენიმე დღე ყოფნა
-კარგი, გასაგებია- გაიცინა მიხვდა რაც ხდებოდა და იატაკზე დაჯდა - თავიდანვე ეგრე გეთქვა , ტო გული გამისკდა
-როდის მერე დარდობ ჩემზე... მე ხო მატყუარა ვარ , სიმულიანტი და სულ ვიგონებდი ტკივილს რათა უსწვალელობა გამეპრავებია - ჩუმად ლაპარაკობდა ,მაგრამ ბრაზით ჰქონდა სავსე ხმა
-ყველაზე მეტად ეგ გაბრაზებდა - ისევ გაიცინა . კომფორტულად მოეწყო , ფეხები გაშალა, ზურგით კედელს მიეყრდნო და ისე უყურებდა- ბევრი რამ მითქვამს მაგრამ მსგავს თემაზე ყველაზე მეტად ჭედავდი ... შენი ნერვებით თამაში ყველაზე მაგარი კაიფი იყო რაც კი რამ განმიცდია ცხოვრებაში
-ყველაფერი მტკიოდა ,სულ რაღაც მჭირდა და მაინც ვცდილობდი მესწავლა შენ კი არაფერი გაწუხებდა და ტყუილად იჯექი 6 საათი იმ შენს მერხზე
-რატო ტყუილად , შენ ნერვებზე ვთამაშობდი ... როგორ ცუდადაც არ უნდა ყოფილიყავი წამსვე ცოცხლდებოდი და მიტევდი
-მადლობა გადაგიხადო იმისთვის რომ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდი ?
-მე იმას გეუბნებოდი რასაც ვფიქრობდი
-ხო , ეგ მართალია სხვებთან შედარებით ნამდვილად ანგელოზი ხარ... ზურგში დანა არასდროს ჩაგირტყავს
-არც შენ იყავი უფრთო ანგელოზი , ახლა მაინც აღიარე
-ხო , ცოდვები ყველას გვაქვს...თუმცა დიდად არც ვნანობ როგორი დამპლებიც იყვნენ ისე ვექცეოდი
-ჩამშვები არასდროს ყოფილხარ და რატომ უთხარი მაშინ ფიზიკის მასწავლებელს ნიკომ გატეხა ის რაღაც დედამოტყ...ხელსაწყოო? არ მომატყუო, ვიცი შენც უთხარი
-მე არ ვიცოდი ვინ გატეხა, არ დამინახავს ... არაფერს ვეუბნებოდი. დედაჩემთან ერთად გამომიჭირა, ორივე მაწვებოდნენ და მე უბრალოდ ვუთხარი, რომ არაფერი ვიცოდი და ალბათ ის იყო მართალი რაც უთხრეს
-ტყუილს კარგად ვერასდროს ამბობდი, სულ გეცვლებოდა გამომეტყველება... შენ პულსს ოთახის მეორე ბოლოში ვგრძნობდი . გამშრალ ტუჩებს რომ დაიკბენდი და გაილოკავდი, თითებს თმაზე გადაისვამდი, მერე ერთ ადგილზე წრიალს იწყებდი...როცა რაღაც კარგად არ იცოდი და ნერვიულობდი მაშინაც ასე იქცეოდი
-და რომ გეკითხა მე გიყურებდი
-შენც მიყურებდი
-ტყუილია !
-მეუბნებოდნენ გიყურებსო და მეც ვიხედებოდი
-ჯანდაბა იქნებ სხვას ვუყურებდი იმ მხარეს
-ვის , თორნიკეს? - თავი დახრილი ჰქონდა, უცნაურად საუბრობდა ქვემოდან ამოხედა და თვალები გაუმუქდა
-არა , კონკრეტულად არავის ვუყურებდი უბრალოდ ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი ... შენ კი იჯექი ტელეფონში ჩამძვრალი და რაღაცას თამაშობდი . მაშინაც ფულზე თამაშობდი ?
-ხანდახან ... ძირითადად ფეხბურთს ვთამაშობდი
-ფეხბურთი, ერთადერთი იყო რაც გიყვარდა მგონი და ისიც მიატოვე
-როცა სიგარეტს, ალკოჰოლს და ათას უბედურებას იყვარებ შეუძლებელია სპორტიც თანვე გიყვარდეს ... თანაც არც ისე კარგად ვთამაშობდი გუნში რომ ავეყვანე. არც საშუალება მქონდა ნორმალური მწრთვნელიც არ გვყავდა ...ზოგჯერ ოცნებები არ ხდება მაგდალენა
-შეგეძლო ნორმალური ცხოვრება გქონოდა, გესწავლა რაღაც სულელი არ იყავი . ისეთ დებილებს ვხვდებოდი უნივერსიტეტში დაწერილ ტესტს ვერ იმახსოვრებდნენ და კარნახს ვერ იგებდნენ
-ხო , მე გადაწერის ნიჭი მქონდა შენგან განსხვავებით მზერაც მიჭრიდა
-საზიზღარი ხარ
-სათვალე ადრეც ხო გეკეთა ... მერე აღარ .ახლა ისევ დაუბრუნდი?
-კომპიუტერთან და კითხვის დროს მიკეთია მხოლოდ...ისეთი ბრმაც არ ვარ შენ რომ ამბობდი- ისევ იმ პოზაში იწვა, ერთი ხელი ბალიშის ქვეშ ჰქონდა თვალები უეცრად აემღვრა და რთული მისახვედრი არ იყო მალე ტირილს დაიწყებდა
-ადრე ასეთი სენსიტიური არ იყავი ... სულ ოთხჯერ იტირე მთელი 9 წლის განმავლობაში . ერთხელ ბებიაშენის ცუდად ყოფნის ამბავი რომ გითხრეს , მეორედაც სიკვდილის გამო...მგონი ნათლიაშენის გამო, მესამედ იმ ს.რმა ამერიკელმა რომ გიყვირა და დირექტორს უთხრა ცუდი ყოფაქცევა აქვსო ისეთი თავმოყვარე იყავი და მაინც თავი ვერ შეიკავე შეურაცხყოფილმა ... ერთხელ კიდე ჩემ გამო , მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რა გითხარი
-შენ გამო არ მიტირია...იმ ამერიკელის გამოც იმიტომ ვიტირე რომ ტყუილად დამადანაშაულა და რეპუტაცია შემილახა
-შენ და შენი რეპუტაცია ...
-მე ჩემი ადგილი მქონდა და მექნება ყოველთვის , მას არავინ უნდა შეეხოს
-შენ გახსოვს რატომ იტირე? - თემის შეცვლა არ დაანება ისევ უკან დაბრუნდა
-მთელი დღე აქ ჯდომას აპირებ?
-მამაშენზე ვთქვი რაღაც, ისე გაბრაზდი გინდოდა მომვარდნოდი, მაგრამ გაკვეთილი იყო და არ შეგეძლო გაკვეთილის ჩაშლა. მასწავლებელი სხვა რომ ყოფილიყო ისე მიყურებდი სკამს ან მერხს მესროდი ვიცი
-ამბობდი არ მახსოვსო...როგორც სჩანს ისე ამაყობ შენი ჩადენილი საქმეებით,ყველაფერს იმახსოვრებ . გილოცავ, შესანიშნავი მეხსიერება გაქვს
-რთულია როცა გაბრაზებული დაადგები არასწორ გზას უკან მობრუნება აღარ შეგიძლია და ისევ იმ გზას მიჰყვები სულ რომ არ დაიკარგო, სულ რომ არ მოშორდე . კარგი მაგდალენა, წავალ დაიძინე - წამოდგა და წამით ისე დაიხარა თითქოს კოცნას აპირებდა მალევე მოვიდა გონს და ოთახი დატოვა.
მადა არ ჰქონდა, გამაყუჩებელი დალია მუცლის ტკივილის გასაყუცებლად, რამდენჯერმე აბაზანაში შევიდა და მხოლოდ ეს იყო . სანამ ნიკო არ შევიდა ისევ
-შემოვიდე?
-უკვე შემოსული ხარ ნიკოლოზ
-კარტოფილი შევწვი , გამოხვალ ?
-არა
-კარგი ,მაშინ შემოგიტან ... ტყემალიც გინდა ხო?
-არ მინდა - განმეორება ვეღარ მოასწრო კარისკენ რომ გაიხედა აღარ იდგა. ტელევიზორის ეკრანს უყურებდა, სამზარეულოდან ხმაური გაიგო და მალევე გამოჩნდა ხის დაფით ხელსი. მხარზე ტილო ჰქონდა გადაფენილი და ერთი ხელით მოჰქონდა ყველაფერი-სერიოზულად? უნდა მომწამლო? ჩემი საყვარელი კარტოფილით წავალ იმქვეყნად
-ვიცოდი ამას რომ მეტყოდი
-ვერ ვვითარდები , სამწუხაროა
-ნახე როგორი დაბრაწულია ეს თუ არ ჭამე სასწრაფოს გამოვიძახებ ზნაჩიტ კვდები
-მე კი არა შენ კვდები მგონი, სულ რომ კისერი წამემტვრია ზედ არ შემომხედავდი . არ დამიმალო რაღაც ცუდი გჭირს და ცოდვების გამოსასყიდად მოხვედი?
-გაგიხარდება?
-გამიხარდება რომ მოკვდე და თან შენს ჭრილობას ვუვლი , ლოგიკა შენში ზეობს- ჩანგალი აიღო და შეწსითლებულ კარტოფილს დაარჭო, ტყემალში ამოავლო და ნიკოს პირთან მიუტანა- პირი გააღე
-წავიღებ ახლა- ლანგარს ხელი დაავლო და მაგდამ სიცილი დაიწყო
-მოიცა სად მიგაქვს, მშია თურმე ... თან კარგად გამოიყურება - კომფორტულად დაჯდა და დაგემოვნება განაგრძო- მმ კარგია... შენ არ ჭამ?
-მარტო მაგრად მეზარება ...ხო იცი ვერ ვეგუები მარტო ყოფნას შენგან განსხვავებით
-მოიტანე შენთვისაც ანდაც წამოვალ-უცებ გადასწია საბანი
-რა გამოვიდა, ტყუილად მოგიტანე? მაგ ხის დაფას რამდენხანს ვეძებდი იცი? რანაირი ხარ სახლში არაფერი გაქვს ისეთი ქმარმა კომფორტი რომ შეგიქმნას
-მე ვინ წამიყვანს ცოლად - ჩაიცინა და ოთახიდან ისე გავიდა ხალათი არც გახსენებია. მიჩვეული იყო და ჩვევის დავიწყება რთულია- არ მოდიხარ? გაცივდება- სამზარეულოს მაღალ სკამზე კომფორტულად იყო მოკალათებული და განცხრომით შეექცეოდა საყვარელ კერძს. ნიკოს კი სულ დაუკარგა მადა, თეფშის ნაცვლად მაგდას უყურებდა და ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. არაფერი ჰქონდა ყალბი, პატარა ბავშვივით ჭამდა და არ ადარდებდა როგორ გამოიყურებოდა. ლამაზი არ იყო, მაგრამ რაღაცნაირად გამოიყურებოდა არავის გავდა, არაფრით იყო გარშემომყოფების მსგავსი.
.............
-აღდგება მანქანების მოძრაობა ქალაქი გაიხსნება და წამოვალ ... ხო . არაფერს. შენ შ.გ ხო არ გაქ ... რას ქვია ნუ გიყვირი მაშინ სისულელეებს ნუ ბოდავ . ყველაზე წესიერია მათ შორის ვისაც ვიცნობ და იმიტომ. არა , მჯერა და მორჩა ეგ შენი საქმე არ არის. ასე უცებ როგორ გაივლიდა , ისევ მტკივა მაგრამ ხორცდება ნელ-ნელა . მაგის დედას შევ.ცი მე დამაბოლა , დაჩაგრულად გამოიყვანა თავი , იმათ დამაჯახა და მოტყდა. ვიპოვნი სად წავა და მანამ გავუერთიანებ თავ-ყბას სანამ ისინი იპოვნიან. აბა ხო არ მოვაკვლევინებ ბიჭო ...ჩემებს მიხედე და ნერვებს ნუ მიშლი ვაფშე ნუ მირეკავ. თუ მომინდება დაგირეკავ თვითონ-მობილური დადო და სიგარეტის უკანასკნელი ღერი აოიღო კოლოფიდან. რომ მოუკიდა მერე მიხვდა სახლში სუნი რომ გავრცელდებოდა და ფანჯარასთან დადგა
-საერთოდ თუ აღარ მოწევ აქ ყოფნის დროს დამავალებ
-ბოლო ღერია
-ისე დანანებით ამბობ მგონი მთხოვ რომ ვიყიდო
-მე შენ ფული დაგიტოვე მაგიდაზე მაგდა ,ასე რომ კეთილი ინებე და ის თანხა გამოიყენე
-პოლიცია რომ გეძებდეს უკვე აქ მოვიდოდნენ, დაგვკითხავდნენ მაინც ისე გამოიქეცი აშკარად ვერავინ დაგიმტკიდებს რომ იქ იყავი
-იქ კამერები არ არის და ისე ვიარე ,რომ ვერავინ დამინახავდა...ამიტომ ხო, პოლიცია არ დამეძებს
-მომატყუე
-სულ ცოტა...რომ დაგერეკა ხომ დამიჭერდნენ
-იცი,რომ არ დავრეკავდი
- იქნებ მართლა ვინმეს რამე დავუშავე
-შენ ზედმეტად ხიფათიანი და უიღბლო ხარ. ალბათ ახლაც შემთხვევით გაეხვიე რაღაც შარში..ყოველ შემთხვევაში მინდა მჯეროდეს რომ განზრახ არავის ავნებდი
-არ მეგონა თუ გჯეროდა
-ხო , რაღაცების კიდევ მჯერა და მინდა ,რომ არ ვცდებოდე
-ნუ ნერვიულობ ,გთხოვ ...ისე წავალ თითქოს არც ვყოფილვარ
-ასე არასდროს ხდება, უკვალოდ არაფერი ქრება , იმედი მაქვს ეს დრო მალე გავა. გარეთ საშინელება ხდება, დედამიწაზე იმდენი ადამიანი იღუპება ნამდვილად არ მინდა ისეთ რამეზე ვიდარდო რაც სრულიად სასაცილოა ამ კრიზისის ფონზე.
-სამსახურში როგორ წახვალ , მანქანები კიდევ არ მოძრაობენ
-ფეხით...
-რომელ საათზე დაბრუნდები
-არ ვიცი ... მუშაობის დასრულების შემდეგ პირდაპირ სახლში არ მოვდივარ ხოლმე , ალბათ მეგობრებს შევუვლი კლინიკაში
-სულ ესაა შენი ყოველდღიურობა? აფთიაქში მთელი დღის გატარება შემდგე კი კლინიკაში მეგობრებთან ერთად მორიგეობა ... ღამესაც იქ ატარებ ხოლმე , მათ საქმეს აკეთებ უხელფასოდ, უსტატუსოდ
-რა გინდა მითხრა რომ მოსაწყენი ცხოვრება მაქვს ?
-თქმაც არ სჭირდება ყველაფერი თავად ამბობს სათქმელს...გამხდარი ხარ, გადაღლილი, ფერმკრთალი , გამოფიტული სულ რაღაცას სწავლობდი, სულ თავს იტანჯავდი შენი იდეალურობით შეპყრობილი გონებით. სტერეოტიპით,რომ აუცილებლად უნდა გესწავლა და ბოლოს რა მიიღე ესაა ბედნიერება? ექიმიც არ ხარ ...ამდენხანს ისწავლე და წამლებს ყიდი ავადმყოფებს რომლებსაც სხვამ მისცა დანიშნულება
-გილოცავ- სუნთქვა შეეკრა, ისევ ეტკინა კიდევ ერთი ჭრილობა გაჩნდა სიმართლით გამოწვეული იარა რომელიც კიდევ დიდხანს არ შეხორცდებოდა- ახალი წყარო იპოვნე ჩემს დასაცინად და დასამცირებლად- შებრუნდა და ოთახში შეიკეტა, საკუთარ სახლში იმალებოდა. ტირილამდე სასაცილო იყო მისი მდგომარეობა.
-სად მიდიხარ ... არ მოგბეზრდა მარტო ყოფნა და მაწყენილობა? ორნი ვართ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ციხეში დამაბრუნეს
-თუ არ მოგწონს შეგიძლია ციხეში გადაინაცვლო იქ სადაც უკვე რამდენჯერმე იყავი და საბოლოოდ დარჩი დიდი ხნით. რამდენიმე თვე ალბათ არაფერია ... ჩემი ცხოვრება ხომ მოსაწყენია ვსწვალობდი, ნორმალური ადამიანივით ვიქცეოდი, შენ გიძლებდი, მერე იმ საშინელ საგნებს ლამის 1000 გამოცდაზე ვიყავი შეიძლება მეტზეც და თითოზე მინიმუმ 1 წელი მაკლდებოდა...ახლა წესით ცოცხალი არც უნდა ვიყო , მაგრამ მაინც ვარ . ჩემი მიზანი ეს იყო მქონოდა ცოდნა, საქმე ... მე საკუთარი ხელფასით ვცხოვრობ და შენ? ერთობი, ფათერაკებითა და თავგადასავლებით ცხოვრობს ბიჭი . ჩემი ყოველდღიურობა არ მოსწონს, მეც რომ ვკაიფობდე ,ვთამაშობდე, ვიღაც უცნობებთან ვიწვე, ვლოთობდე და ათას უბედურებას ვაკეთებდე საინტერესო იქნებოდა არა? მე არ შემეძლო მთელი ცხოვრება მშობლების ფულით ცხოვრება, არც ამ ჯოჯოხეთური სწავლის გარეშე არსებობა შენ? შენ ისევ საბერძნეთში გადახვეწილი დედაშენი გიგზავნის ფულს წინდის საყიდლად თუ შეიცვალა რამე. მამა როგორაა, რეანიმაციაში რომ იწვა გულის შეტევის გამო რამდენჯერმე ვინახულე. ტატომ გაუკეთა შუნტირება და ოპერაციაზეც ვიყავი. შენ ? აა შენ ხო რაღაც ჩხუბის გამო დაგიჭირეს, კლუბში ვიღაცას ბოთლი გადაატეხე თუ რაღაც უბედურება მე რა ვიცი. მამაშენი რომ კვდებოდა შენ „კაპეზეში“ იყავი... ჩემი ცხოვრება მოსაწყენია შენი კი ჯოჯოხეთი !- ბრაზისგან გონს აღარ იყო, ყველაფერი წამებში თქვა და ხმაადაკარგული შეჩერდა მის წინ . ზედმეტად ახლოს იყო, ელოდა როდის დაახრჩობდა ნიკო ის კი უცნაური სევდიანი მზერით იდგა და თვალს არ აშორებდა
-მომენატრე მაგდალენა
-სასაცილო ხარ მსგავს სიტყვებს რომ იყენებ ოც წელიწადში ერთხელ და მაშინაც არ იცი რას ამბობ საერთოდ. თუმცა შენთვის „მიყვარხარ“ გამარჯობასავითაა და მომენატრე არც კი ვიცი რამდენად ხშირად გამოყენებადი გახადე ბოლო დროს მე რომ მეუბნები
-სულ მაინტერესებდა სკოლის შემდეგ რა მაკლდა...თითქოს ყველაფერი გავაკეთე , ყველაფერი საშინელება რაც ტვინში მიტრიალებდა . არაფრით კაიფი არ მომწონდა , დამოკიდებული არაფერზე ვარ ერთხელ ან ორჯერ ვსინჯავდი სიგარეტის და ალკოჰოლის გარდა ყველაფერს შენ კი
-ჩემით გართობა ყველაზე ჯანსაღი და სასიამოვნო ცოდვაა შენს ცხოვრებაში ...
- შენ არაფერი გენატრება ძველი დროიდან?
-მე მეზიზღება ძველი დრო და ყველაფერი იმ დროიდან
-იტყუები . შენ მე არ გეზიზღები
-მხოლოდ იმიტომ ,რომ ადამიანების ზიზღი არ შემიძლია , მაგრამ ვერ გიტან უკვე ვხვდები რომ ალერგია მაქვს...ჩვეულებრივი ინტოქსიკაცია მეწყება შენთან მოახლოებისას . ეს დღეები ისე ცუდად ვარ ყველაფერი მტკივა
-მე რომ არ ვიყავი თავს კარგად გრძნობდი ?- ჩვეულებრივზე ჩუმად და მშვიდად საუბრობდა. მაგდა კი ისევ უსაზღვროდ აღელვებული იყო და მისი გულისცემის ხმა ისმოდა ყველგან
-ბევრად უკეთ ვიდრე ახლა ვარ ,იმიტომ რომ შენს გარდა მე ვერავინ მაღელვებს ამ მდგომარეობამდე
-იმედი მაქვს ვერავინ მოახერხებს ამ მდგომარეობის შეცვლას და ერთადერთი ვიქნები - თითები ფრთხილად შეახო ლოყაზე, თითქოს წინასწარ ეხებოდა ცრემლების კვალს რომელიც მალევე გადალახადა ჯებირებს. ტუჩები შუბლზე ხანგრძლივად შეახო და სულ ერთი წამით მოეხვია - ჩემთვის ერთადერთი ხარ , მიხარია რომ ხარ ... მაპატიე ,რომ ვარ

მარტო დარჩა , სიცარიელეზე მეტი იგრძნო ტკივილზე უფრო ძლიერი რაღაც რამაც იქვე მოკლა, დაასრულა . ცრემლები იმ ადგილს მიუყვებოდნენ წამის წინ ბიჭი რომ ეხებოდა უჩვეულოდ გრილი თითებით. ვინ იცის კიდევ რამდენჯერ იტირებდა მის გამო , სათვალავიც კი არეული ჰქონდა. ჭრილობა თავიდან გაიხსნა , ყოველთვის ასე სრულდებოდა მისი გამოჩენა. სხეულზე არსებული ჭრილობის მოშორება იმდენად მარტივია რამდენადაც რთულია სულიდან მისი გაქრობა. სულს სამუდამო იარად რჩება .
გარეთ ისევ კარანტინი იყო, დედამიწა ვირუსმა დაატყვევა ის კი ისევ გააგრძელებდა საკუთარ საქმეს. სულ მცირე წვლილს შეიტანდა ადამიანების ჯანმრთელობისთვის. დაიწყებდა უფერული ცხოვრების კიდევ ერთ დეკადს. ვინ იცის როდემდე გააგრძელებდა ისევ მშვიდ ცხოვრებას მოგონებით უჩვეულ ორ კვირაზე ,რომელიც ერთ დიდ სიზმარს უფრო ჰგავდა ვიდრე ცხადს.

არსებობს ცხოვრებაში გზები,რომლებიც ვერასდროს გადაიკვეთება ერთ ხაზზე გაგრძელებას ორნი ერთად ვერ შეძლებენ და ერთმანეთისგან შორს, სხვადასხვა გზაზე განაგრძობენ სიარულს დასასრულამდე. მაგდას გზას ვერავინ შეუერთდდებოდა,ნიკო ბევრს დაიმგზავრებდა ,მაგრამ დასასრულამდე ვინ გაჰყვება არავინ იცის. თითქოს მაგდა მზე იყო , მარტოდ მარტო დარჩენილი. ნიკო კი მთვარე ვარსკვლავებით გარემოცული...


მომენატრეთ...
გადავხედე ნაწერებს და სხვა ვერაფერი ვიპოვნე არადა არ მინდოდა ამ უჩვეულო ერთი დღის შემოქმედების გაზიარება, არც კი ვიცი რა რეაქცია გექნებათ, მაგრამ მაინც დავდე
იმედი მაქვს მალე დავბრუნდები რაღაც მეტით
ბევრი ემოციით და იმ გრძნობებით მე რომ მჩვევია



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომეწონა, სასიამოვნო წასაკითხი იყო❤

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარი
ძალიან მომეწონა, სასიამოვნო წასაკითხი იყო❤

მადლობა ♡♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი ტატა

საუკეთესო ხარ kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი haddes

სასიამოვნო წასაკითხი იყო თუმცა შემეცოდნენ. არ მემეტებოდნენ მარტოობისთვის ❤️

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ტატა
საუკეთესო ხარ kissing_heart kissing_heart

მადლობა
heart_eyes heart_eyes

haddes
სასიამოვნო წასაკითხი იყო თუმცა შემეცოდნენ. არ მემეტებოდნენ მარტოობისთვის ❤️

ასე გამოვიდა smile blush
მიხარია თუ სასიამოვნო წასაკითხი გამოვიდა

 


№6 სტუმარი ნაინა

სევდიანი მაგრამ ძალიან კარგი იყო, ბოლო წუთამდე მეგონა ერთად დატოვებდი, არადა ერთმანეთს როგორ უხდებოდნენ, ბევრი წარმტებები შენ.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ნაინა
სევდიანი მაგრამ ძალიან კარგი იყო, ბოლო წუთამდე მეგონა ერთად დატოვებდი, არადა ერთმანეთს როგორ უხდებოდნენ, ბევრი წარმტებები შენ.

მადლობაა
♡♡♡♡♡
სევდიანი გამოვიდა რატომღაც

 


№8 სტუმარი მარიი

ძალიან მომეწონა და გაგრძელებასაც სიამოვნებით ვიხილავდი❤

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

მარიი
ძალიან მომეწონა და გაგრძელებასაც სიამოვნებით ვიხილავდი❤

მადლობა
heart_eyes

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო❤❤❤
პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი ისტორია იყო❤ სევდით, გაუაზრებელი სიყვარულის ისტორიით და მგონი მომავლის უცნაური იმედით სავსე❤
დამენანენ კიდეც დაშორებისთვის მაგრამ ამ ამბავს სხვანაირი დასასრული ვერ მოუხდებოდა❤
წარსული ისაა რასაც ვერც გაექცევი და ვერც დაემალები, ოდესმე აუცილებლად გაგახსენებს თქვს. ვერც მაგდალენა და ვერც ნიკოლოზი წარსულს ვერ დაემალებიან და ალბათ ოდესმე ისევ გადაკვეთენ ერთმანეთს❤
"არსებობს ცხოვრებაში გზები,რომლებიც ვერასდროს გადაიკვეთება ერთ ხაზზე გაგრძელებას ორნი ერთად ვერ შეძლებენ და ერთმანეთისგან შორს, სხვადასხვა გზაზე განაგრძობენ სიარულს დასასრულამდე. მაგდას გზას ვერავინ შეუერთდდებოდა,ნიკო ბევრს დაიმგზავრებდა ,მაგრამ დასასრულამდე ვინ გაჰყვება არავინ იცის. თითქოს მაგდა მზე იყო , მარტოდ მარტო დარჩენილი. ნიკო კი მთვარე ვარსკვლავებით გარემოცული..." ❤❤❤❤

შემდეგამდე, მარიამო❤

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამო❤❤❤
პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი ისტორია იყო❤ სევდით, გაუაზრებელი სიყვარულის ისტორიით და მგონი მომავლის უცნაური იმედით სავსე❤
დამენანენ კიდეც დაშორებისთვის მაგრამ ამ ამბავს სხვანაირი დასასრული ვერ მოუხდებოდა❤
წარსული ისაა რასაც ვერც გაექცევი და ვერც დაემალები, ოდესმე აუცილებლად გაგახსენებს თქვს. ვერც მაგდალენა და ვერც ნიკოლოზი წარსულს ვერ დაემალებიან და ალბათ ოდესმე ისევ გადაკვეთენ ერთმანეთს❤
"არსებობს ცხოვრებაში გზები,რომლებიც ვერასდროს გადაიკვეთება ერთ ხაზზე გაგრძელებას ორნი ერთად ვერ შეძლებენ და ერთმანეთისგან შორს, სხვადასხვა გზაზე განაგრძობენ სიარულს დასასრულამდე. მაგდას გზას ვერავინ შეუერთდდებოდა,ნიკო ბევრს დაიმგზავრებდა ,მაგრამ დასასრულამდე ვინ გაჰყვება არავინ იცის. თითქოს მაგდა მზე იყო , მარტოდ მარტო დარჩენილი. ნიკო კი მთვარე ვარსკვლავებით გარემოცული..." ❤❤❤❤

შემდეგამდე, მარიამო❤

შემდეგამდე ძვირფასო
რომელიც აუცილებლად კარგი დასასრულით იქნება
მომენატრა ბედნიერი დასასრულები
ამატი გზები კი დიდი ალბათობით არასდროს გადაიკვეთება

 


№12  offline წევრი დარინა

შენი გამოჩენები სულ მიხარიაა, მინდა რომ სულ აქ იყოო, ძალიან სედი იყოო, ისე უხდებოდენ ერთმანეთს ბოლომდე მეგონა რომ გადალახავდენ იმ ზღვარს რაც მათ შორის იყოო მაგრამ ვერაა და გული მეტკინაა, შემეცოდა ნიკოლოზიი იმ ყველაფრისთვის მისი განცდებიი უფრო ახლოს მინდოდა გამეგოო არ მეყოო, მართალია ასე დაასრულე მაგრამ მე ჩემებურად გავაგრძელებ რადგან ცალკცალკეე ვერ გავიმეტე მე ესენიი. როგორც ყოველთვის მარიამ მოწოდების სიმაღლეზე ხარ ❤️❤️❤️❤️ მიხარიხარ ასეთი რომ ხარ❤️❤️❤️ მალე დაგვიბრუნდიი.

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
შენი გამოჩენები სულ მიხარიაა, მინდა რომ სულ აქ იყოო, ძალიან სედი იყოო, ისე უხდებოდენ ერთმანეთს ბოლომდე მეგონა რომ გადალახავდენ იმ ზღვარს რაც მათ შორის იყოო მაგრამ ვერაა და გული მეტკინაა, შემეცოდა ნიკოლოზიი იმ ყველაფრისთვის მისი განცდებიი უფრო ახლოს მინდოდა გამეგოო არ მეყოო, მართალია ასე დაასრულე მაგრამ მე ჩემებურად გავაგრძელებ რადგან ცალკცალკეე ვერ გავიმეტე მე ესენიი. როგორც ყოველთვის მარიამ მოწოდების სიმაღლეზე ხარ ❤️❤️❤️❤️ მიხარიხარ ასეთი რომ ხარ❤️❤️❤️ მალე დაგვიბრუნდიი.

დარინააა ♡♡♡
ნიკუშას რომ უგულშემატკივრებდი ვიცოდი :დ
შენ შენებურად დაასრულე მიეცი ფანტაზიას გზა ფართოო :დ
მომდევნო იმედი მაქვს კარგად დასრულდება
ჯერ არ დამისრულებუა მაგრამ რამე თუ არ გადამიტრიალდა ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინდება

 


№14  offline წევრი დარინა

sameone crazy girl
დარინა
შენი გამოჩენები სულ მიხარიაა, მინდა რომ სულ აქ იყოო, ძალიან სედი იყოო, ისე უხდებოდენ ერთმანეთს ბოლომდე მეგონა რომ გადალახავდენ იმ ზღვარს რაც მათ შორის იყოო მაგრამ ვერაა და გული მეტკინაა, შემეცოდა ნიკოლოზიი იმ ყველაფრისთვის მისი განცდებიი უფრო ახლოს მინდოდა გამეგოო არ მეყოო, მართალია ასე დაასრულე მაგრამ მე ჩემებურად გავაგრძელებ რადგან ცალკცალკეე ვერ გავიმეტე მე ესენიი. როგორც ყოველთვის მარიამ მოწოდების სიმაღლეზე ხარ ❤️❤️❤️❤️ მიხარიხარ ასეთი რომ ხარ❤️❤️❤️ მალე დაგვიბრუნდიი.

დარინააა ♡♡♡
ნიკუშას რომ უგულშემატკივრებდი ვიცოდი :დ
შენ შენებურად დაასრულე მიეცი ფანტაზიას გზა ფართოო :დ
მომდევნო იმედი მაქვს კარგად დასრულდება
ჯერ არ დამისრულებუა მაგრამ რამე თუ არ გადამიტრიალდა ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინდება

გულუ დამეთუთქაა ნიკუშაზეე, მომდევნოს რაღაც განსაკუთრებულად ველოდებიი, მომენატრაა შენიი ძველიი ისტორიებიიი აბ ბოლოს მერამდენედ გადავავლე თვალიი არ ვიციიი და ბოლო ისტორიებიი აიი განსაკუთრებულად ემოციურიი და ტკივილიანიაა. მინდა ბედნიერი დასასრულიი მეე გელოდებიი ❤️????❤️❤️

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
sameone crazy girl
დარინა
შენი გამოჩენები სულ მიხარიაა, მინდა რომ სულ აქ იყოო, ძალიან სედი იყოო, ისე უხდებოდენ ერთმანეთს ბოლომდე მეგონა რომ გადალახავდენ იმ ზღვარს რაც მათ შორის იყოო მაგრამ ვერაა და გული მეტკინაა, შემეცოდა ნიკოლოზიი იმ ყველაფრისთვის მისი განცდებიი უფრო ახლოს მინდოდა გამეგოო არ მეყოო, მართალია ასე დაასრულე მაგრამ მე ჩემებურად გავაგრძელებ რადგან ცალკცალკეე ვერ გავიმეტე მე ესენიი. როგორც ყოველთვის მარიამ მოწოდების სიმაღლეზე ხარ ❤️❤️❤️❤️ მიხარიხარ ასეთი რომ ხარ❤️❤️❤️ მალე დაგვიბრუნდიი.

დარინააა ♡♡♡
ნიკუშას რომ უგულშემატკივრებდი ვიცოდი :დ
შენ შენებურად დაასრულე მიეცი ფანტაზიას გზა ფართოო :დ
მომდევნო იმედი მაქვს კარგად დასრულდება
ჯერ არ დამისრულებუა მაგრამ რამე თუ არ გადამიტრიალდა ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინდება

გულუ დამეთუთქაა ნიკუშაზეე, მომდევნოს რაღაც განსაკუთრებულად ველოდებიი, მომენატრაა შენიი ძველიი ისტორიებიიი აბ ბოლოს მერამდენედ გადავავლე თვალიი არ ვიციიი და ბოლო ისტორიებიი აიი განსაკუთრებულად ემოციურიი და ტკივილიანიაა. მინდა ბედნიერი დასასრულიი მეე გელოდებიი ❤️????❤️❤️

ისე სულ კაცებზე რომ შეგტკივა გული მაგდა არ შეგეცოდა? ის რო ნორმალურად მოქცეოდა ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა
სადაა სოლიდარობა :დ

 


№16  offline წევრი ვიპნი

მეორე ნაწილიც რო ჰქონდეს კარგი იქნებოდა,ჩემებურად დავასრულებ არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს.

 


№17 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ორი რომ მინდა და საინტერესო იქნებოდა მარიამ ამათი ამბავი.გაგრძლება იქნებ ქონდეს?რაღაც სევდიანად დასრულდა თითქოს კიარა არ მემეტებოდა არცერთი ასე ცალკე ერთმანეთისგან.ვფიქრობ გავრცობაც შეგიძლია თუ გაქ გეგმაში მსგავსი რამ.თუარადა ესეც კარგი იყო ემოციური და გულში ჩამწვდომი უბრალოდ მეტი მაგდა და ნიკო მინდოდა.ძალიან მომეწონა ეს წყვილი რაღაცნაირები.შენ რომ გამოანათე ძალიან გამიხარფა ძალიან მაკლია შენი ისტორიები

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ვიპნი
მეორე ნაწილიც რო ჰქონდეს კარგი იქნებოდა,ჩემებურად დავასრულებ არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს.

თქვენ თქვენი ფანტაზიით დაასრულეთ
მე ასე გამომივიდა სხვაგვარად ვერ მოვახერხე ♡♡

სტუმარი თამო
ეს ორი რომ მინდა და საინტერესო იქნებოდა მარიამ ამათი ამბავი.გაგრძლება იქნებ ქონდეს?რაღაც სევდიანად დასრულდა თითქოს კიარა არ მემეტებოდა არცერთი ასე ცალკე ერთმანეთისგან.ვფიქრობ გავრცობაც შეგიძლია თუ გაქ გეგმაში მსგავსი რამ.თუარადა ესეც კარგი იყო ემოციური და გულში ჩამწვდომი უბრალოდ მეტი მაგდა და ნიკო მინდოდა.ძალიან მომეწონა ეს წყვილი რაღაცნაირები.შენ რომ გამოანათე ძალიან გამიხარფა ძალიან მაკლია შენი ისტორიები

ვეცდები მალევე დავბრუნდე ახალი ისტორიით რომელიც ნამდვილად ჩემებური იქნება
ეს კი დარჩება ასრ როგორც არის სამწუხაროდ არ ვგეგმავ გაგრძრლებას

 


№19 სტუმარი ტაისა

თხრობის სტილი დამახასითაბელად სასიამოვნო იყო, მაგრამ შენთვის თითქოსდა უცხო სევდიანი დასასრულმა გული დამწყვიტა.
მინდოდა მაგდალენა და ნიკო ♡
ეგეც არაფერი, ახალ ისტორიას დაველოდები :დ

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

ტაისა
თხრობის სტილი დამახასითაბელად სასიამოვნო იყო, მაგრამ შენთვის თითქოსდა უცხო სევდიანი დასასრულმა გული დამწყვიტა.
მინდოდა მაგდალენა და ნიკო ♡
ეგეც არაფერი, ახალ ისტორიას დაველოდები :დ

მიხარია მიუხედავად შინაარსისა მაინც თუ შვეინარჩუნე ჩემი სტილი
ხო ერთად ვერ გამოვიდა , მაგრამ მგონი არაუშავს
laughing heart_eyes heart_eyes

 


№21  offline წევრი whidout name

უცნაირად სასიამოვნო წასაკითხი იყო... სევდიანი... რაღაცნაირი არ ციცი რა შეიძლება ეწოდოს მაგრამ სასიამოვნო იყო თავისებურად. ამ ოსტორიაში ნიკოლოზმა დამაინტერესა თავისი უცნაურობით და დაფარული ემოციებით... რაღაცნაირი იყო... აიიი ამოუხსნელს რომ ეძახიან ისეთი. ძალიან კარგი იყო, მადლობა მარიამო❤ და მომავალ შეხვედრამდე.

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

whidout name
უცნაირად სასიამოვნო წასაკითხი იყო... სევდიანი... რაღაცნაირი არ ციცი რა შეიძლება ეწოდოს მაგრამ სასიამოვნო იყო თავისებურად. ამ ოსტორიაში ნიკოლოზმა დამაინტერესა თავისი უცნაურობით და დაფარული ემოციებით... რაღაცნაირი იყო... აიიი ამოუხსნელს რომ ეძახიან ისეთი. ძალიან კარგი იყო, მადლობა მარიამო❤ და მომავალ შეხვედრამდე.

მგონი ყველა ნიკოლოზმა დაგაინტერესათ
არ ველოდი მსგავს გამოხმაურებას
უცნაურია ჩემთვისაც ეს ისტორია, ვფიქრობდი შემეცვალა , მაგრამ რომ წავიკითხე მიხვვდი ისევ ვერ დავწერდი ვერაფერს
ამიტომ რა ვიცი თქვენი ფანტაზიით წარმოიდგინეტ გაგრძელება
smile heart_eyes heart_eyes

 


№23  offline წევრი ნანა73

ჩემთვის ეს ისტორია დაუსრულებელია.
ასე არა, ასე შეუძლებელია ამდენი წლის მოგონებების, ემოციების დასრულება. თანაც ორმხრივის.
შენი გამოჩენა სიამოვნებაა.
❤️❤️❤️

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
ჩემთვის ეს ისტორია დაუსრულებელია.
ასე არა, ასე შეუძლებელია ამდენი წლის მოგონებების, ემოციების დასრულება. თანაც ორმხრივის.
შენი გამოჩენა სიამოვნებაა.
❤️❤️❤️

ვერ შეგეწინააღ.დეგებით იმიტომ რომ მკითხველის მხრიდან თუ შევხედავ ალბათ მართლაც დაუსრულებელია , მაგრამ მე გაგრძელება არ შემიძლია სამწუხაროდ . ამიტომ ჩავთვალოთ რომ ეს რაღაც ნაწყვეტია მათი ცხოვრებიდან
♡♡♡♡♡

 


№25 სტუმარი სტუმარი თეონა

ჩამოსასხმელ ნაყინს რომ ჭამ, იმ იმედით რომ ვაფლის ბოლოში ჩასულმა, ბოლოს. ყველაზე გემრიელი ნაწილი უნდა ჭამო და ჰოპ აღმოაჩენ, რომ ინ ნაწილის ნაცვლად რაღაც პლასმასის უგემურობა ჩადგმული. აი ეგ განცდა დამრჩა ბოლოში. გემო ვერ ჩავატანე. არადა თავიდან ძან კარგად წავიდა მართლა. აუცილებლად უნდა დასრულო, რომ იცი ისე, შენებურად კარგად. ცუდი ან კარგი დასასრულით და არა ასე მიფუჩეჩებულად.

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეონა
ჩამოსასხმელ ნაყინს რომ ჭამ, იმ იმედით რომ ვაფლის ბოლოში ჩასულმა, ბოლოს. ყველაზე გემრიელი ნაწილი უნდა ჭამო და ჰოპ აღმოაჩენ, რომ ინ ნაწილის ნაცვლად რაღაც პლასმასის უგემურობა ჩადგმული. აი ეგ განცდა დამრჩა ბოლოში. გემო ვერ ჩავატანე. არადა თავიდან ძან კარგად წავიდა მართლა. აუცილებლად უნდა დასრულო, რომ იცი ისე, შენებურად კარგად. ცუდი ან კარგი დასასრულით და არა ასე მიფუჩეჩებულად.

შესაძლოა არ მოგეწონათ მაგრამ მიფუჩეჩებულუ ნამდვილად არაა ჩემთვის. საკმაოდ დიდხანს ვწერდი და იქ დავასრულე სადაც დასრულდა ჩემთვის. რა ემოციაც არ მოდის ხელოვნუტად ვერ გამოვიწვევ და ვერ დავწერ

 


№27 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო სევდიანი ემოციებით სავსე რატომღაც მგონია მაგდალენას უყვარს ნიკო და ნიკოსაც მაგრამ ვერ გამოუტყდნენ ერთმანეთს თორემ ვის აღელვებდა ვიღაცის წარსული

 


№28 სტუმარი სტუმარი მერი

კარგი იქნებოდა გაგრძელება.არ მეყო.❤

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო იყო სევდიანი ემოციებით სავსე რატომღაც მგონია მაგდალენას უყვარს ნიკო და ნიკოსაც მაგრამ ვერ გამოუტყდნენ ერთმანეთს თორემ ვის აღელვებდა ვიღაცის წარსული

როცა კითხულობ წარსულის დავიწყებაც შესაძლებელია, მაგრამ როდესაც რეალურად ხდება ყველაფერს გრძნობები არ განსაზღვრავს grin relaxed

სტუმარი მერი
კარგი იქნებოდა გაგრძელება.არ მეყო.❤

სამწუხაროდ გაგრძელებას ვერ დაგპირდებით
worried

 


№30  offline წევრი duchi_duchi

ისე გამიხარდა აქ რომ შემოვედი და ახალი ისტორია დამხვდა ლამის ცეკვა დავიწყე.ვგიჟდები შენზე! ისე მომენატრა შენი ისტორიები ყველა ორჯერ მაქვს წაკითხული.აი დღეს კი ვიფიქრე გადავხედავ ახალი ხომ არაფერია ხოდა დამხვდა ჭრილობა მართლაც რომ ჭრილობა წარსულის ჭრილობა დროდა დრო რომ გახსენებს თავს გგონია რომ
მოიშუშე და თავიდან გეხსნება.,,ჩემთვის ერთადერთი ხარ,მადლობა რომ ხარ და მაპატიე რომ ვარ,, აი ხო პატარა ისტორია იყო და ისე შემიყვარდა ეს გადარეული ნიკო რომ არ მინდოდა ასე გულნატკენს გაეხურა კარი.აი ეს მზე და მთვარე მინდა ერთად ძალიან ძალიან მინდა,ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს.მართალია შენი მკითხველი ვარ და ალბათ არც მაქვს ამის თხოვნის უფლება მაგრამ ოდესმე იქნებ გააგრძელო ჩემი ხათრით და ეს გადარეული ნიკო მიახვედრო რომ უყვარს მზე თავად მთვარეს. წარმატებები და მიხარიხარ.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent