დასასრული. 1
თითებზე ვითვლი რომელი თვე იქნებოდა... არის რაღაცეები, რომ დაიწყებ გახსენებას, ჩაძირვას, წარმოდგენას და მოიკუნტები. საკუთარი თავი გეზიზღება იმის გამო რასთანაც კავშირიც არ გაქვს. უბრალოდ ფიქრშიც რომ ადანაშაულებ თავს. და მარტი... რატომღაც მძულს ეს თვე. ყოველთვის სუსხია, ყოველთვის მცივა. თეთრეულს ატყვია ძალადობის და ტკვილს ლაქა, რომელსაც ვერ უძლებენ. გათენებამდე ნააბორტალ მუცელს ვეფერები. ვეუბნები რომ როცა გაიზრდება მოვუყვები ყველაფერს. მოვუყვები როგორ გაუძლოს. მოსაყოლი არავისთან არაფერი მაქვს. ეს ბოლოა რასაც ვამბობ შემდეგ კი დრო მჭირდება რომ ვიფიქრო, ვის ლოდინში გავატარებ ცხოვრების ბოლო საათებს... ტკივილს, რომელსაც ყველა ვერ უძლებს დედაჩემმა გაუძლო. ალბათ მაშინ ძალადობაზე მტკივნეული წართმეული ნამუსი იყო. დაბადება-კარგად ნაცემს მშობიარობა დაეწყო. -დედა თუ შვილი...? -ორივეს დედაც მოვ**ან! მაგრამ მეც გავჩნდი. ნახევრად ჯამრთელი და დღემდე ვფიქრობ რისთვის დავიბადე?! პასუხი რომ ვერ ვიპოვე ალბათ ამიტომაც ვუყურებ მაჯებს ადგილი რომ არ დარჩათ და ვზომავ, როგორ არ გადავრჩე. დედამ დამტოვა და დავრჩი მამასთან რომლის წარმოდგენაზეც მისი სისხლიანი თვალები მიდგას წინ და ხელები... ხორცზე მეტად სული მტკიოდა. თავს მიტოვებულად ვერ ვგრძნობდი სანამ არ გავაანალიზე, რომ ,,დედას'' ტიტულზე არავინ მოდიოდა. წაქცევისას წამიერად ვფიქრობდი ახლა რომ ვიტირო, ვისი სახელი დავიძახო, მაინც არავინ ჩანს რომ წამომაყენოს და დაფლეთილ მუხლებზე სული შემიბეროს. უფლება არ მქონდა რომ მასთან მელაპარაკა ამიტომ საწოლთან ჩუმათ ვხაზავდი ჯოხებს რამდენი თვე დარჩა მის ნახვამდე მაგრამ ახლა ვხვდები რომ არ ღირდა არცერთი სიმწარე რასაც მის ნახვამდე გავდიოდი. ვეხვეოდი მთელი ძალით კისერზე, ვბღაოდი, გული სკდებოდა ტკივილით. -არ წახვიდე -მოიცა, ავტობუსზე დანაგვიანება.კიდევ ჩამოვალ... (ერთხელ მითხარი რომ აღარ წავალ. მითხარი რომ თან წამიყვან. მითხარი რომ არ დამტოვებ აქ, მარტოს...) ტირილით გული ამობსკვნილს მაღვიძებდა მამაჩემის ,,თბილი'' ხმა. ნახევრადშიშველს, ზამთრის სუსხი ,,მათბობდა''... ყველამ გამწირა. ყველა მომიკვდა და ისევ მხოლოდ ჩემს შვილს ვგლოვობ, ვერ გაჩენილს... ბაღის ასაკში უკვე ვიცოდი რა არის ,,წამალი''. ვიცოდი, რომ ახალ წელს ყველა სარდაფში ვხვდებით. ვიცოდი, რომ დაბადების დღე არ იღნიშნება, რომ არ შეიძლება დაუკრა სახლში. გაიარა. ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ რა ვუყო წარსულს?! ორიოდე ჭიქით თავი გავიბრუე. სიგარეტიც უგემურად გადადის ფილტვებში. ვუყურებ მაჯებს და ვითვლი. ყველა ნაპრალს თავის სახელი აქვს:მარტოობა, ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთი... აი ეს, ყველაზე დიდი და ყველაზე მტკივნეული. მე ამ დღეს მომკლეს. თეთრმეტი წლის ასაკში პირველ ახალ წელს ვხვდებოდი მეგობართან. ეს ის დროა, სამუდამოდ რომ ღამდება. არასდროს ჰპოვო ნათელი. -გაჩუმდი, ნუ გეშინია. ხმა არ ამოიღო. არასდროს ჰკითხო ადამიანს რატომ არავის დაუძახა დასახმარებლად. ხმა დავკარგე. მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ. მოსაყოლად არც ღირს. იმ ღამეს მომკლეს. -გაჩუმდი. ამ სიტყვის გაგონებაზე ვგრძნობ როგორ გადის ჩემგან ღმერთი. ეს პირველი ჯოჯოხეთია რომელიც გავიარე. მეორე კი მაშინ დაიწყო როცა დავკარგე მეგობრები. არ დამიჯერეს. არავინ დამეხმარა. მეცინება როცა ვიხსენებ როგორ გამთელეს. სულ ოდნავ მაინც არ გეტკინათ ჩემი ტკივილი? მე ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. დავიწყე წერა. პირველად მოვუყევი ფურცელს ჩემი ტკივილი. მეორე ჯოჯოხეთი კი მაშინ დაიწყო, როცა სკოლიდან შინ დაბრუნებისას მეზობლების არასასიამოვნო სახე მხვდებოდა. ისევ გამწირეს. ნათესავებმა რიგ რიგობით წაიკითხეს ჩემი დღიური. სათვალით, უსათვალოდ. ყველამ იცოდა ჩემი ამბავი. -შენ გამოიწვევდი. -მამაშენის ტოლა კაცი შენ რატო შემოგხედავდა. -შენი ბრალია. შენ გამოიწვიე -ქალიშვილი მაინც ხარ? გაიარა. ყველაფერმა გაიარა... 3წელი ვიყავი მკვდარი. უკვე დავქალდი. მკერდი შემევსო. უკვე ნამდვილად შემეძლო გამოწვევა. პირველად გავიცანი ბიჭი. პირველად ვენდე. მაგრამ ისევ ჯოჯოხეთში მომიწია გავლა. მეორედ ვცადე ახალი წლის ცისთვის თვალის გასწორება. მომატყუეს. ორმა ნაბიჭვარმა ერთად ,,მეთამაშეს''. -გაჩუმდი. ნუ ყვირიხარ გოგო... -გაჩუმდი, ვიცი რომ გინდა. -ნახე როგორი ცხელია. მაშინ არ ვიცოდი რას ნიშნავდა ,,სიცხე'' ისევ გამწირეს. ალბათ ცრემლებმა შეაშინა თორემ ძლიერ მკლავებზე ეტყობოდათ ,,არდანებება''. გაიარა ყველაფერმა. დღეს ჩემი ბოლო დღეა. მაგრამ აღარავის ველოდები როგორც მაშინ, როცა პირველად შემიყვარდა. ეს იყო სიყვარული-სადაც არავის არავინ უყვარს. სიყვარულის მთავარი გამოხატულება -ლოდინია მაგრამ მაშინ, როცა იცი რომ მოვა. ბოლოს ხვდები, რომ შენი ტკივილი მხოლოდ შენია. ვერავის გაუყოფ. მერე კი მივხვდი რომ ადამიანს არასოდეს არ უნდა აგრძნობინო რომ გჭირდება რადგან დროთა განმავლობაში თავად დაგანახვებს, - რომ არა გჭირდება, ვინაიდან თვითონ არ სჭირდები. ეს იყო სიყვარული- რომლის გახსენებაზეც არასდროს მეღიმება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.