შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (12 თავი)


19-08-2020, 01:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 978

ლაშა ადგა საწოლიდან,ფანჯარასთან მივიდა და დამავალი მზეს გაუშტერა თვალი, რომლის ოქროსფერი სხივები მის გაფითრებულ სახეს დასთამაშებდა, მიაც ადგა და ძმას მიუახლოვდა
-ლაშა რეალურად რა შეგემთხვა?-მიამ ძმას ხელი დაადო მხარზე
-სანდროს მანქანას დავეტაკე, მერე კი მისი ბიჭები დამესხნენ თავს-გულწრფელად უთხრა ლაშამ დას
-ნათიასთან იყავი?
-კიი
-თქვენს შორის რამე ხდება?
-არა-ლაშა დისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა -გგონია ისეთი ნაბიჭვ.რი ვარ რომ...
-არა ეს არ მიგულისხმია ლაშა, უბრალოდ გატყობ რომ ძალიან შეყვარებული ხარ...
-ნათია ძალიან კარგი ადამიანია დამიჯერე-ლაშა კვლავ თვალებში უყურებდა დას -რომ გაგაცნობ ამაში დარწმუნდები
-გამაცნობ?-გაეცინა მიას
-ხო უნდა გაგაცნო-ლაშას თვალები უციმციმდა ნათიას გახსენებაზე
-ლაშა რაღაც მინდა გკითხო-მია ყოყმანობდა ვერ გადაეწყვიტა ეკითხა თუ არა -ოღონდ არ დამცინო
-არა რატომ უნდა დაგცინო -გაეცინა ლაშას და საწოლზე დაჯდა, რადგან დგომის თავი აღარ ქონდა
-შენი აზრით სიყვარული რა ფერია?-მია ძმის გვერდით დაჯდა და თვალებში ჩააცქერდა მას
-ცისფერი-დაუფიქრებლად პასუხობს ლაშა
-ცისფერი თვალები აქვს?! ხო?!-თან კითხა თან უპასუხა მიამ
-კი-ლაშას ეღიმება
-რას გრძნობ მას რომ ხედავ?
-გული გამალებით მიწყებს ცემას, ჯერ ჩქარდება, მერე თითქოს ჩერდება, სუნთქვა მიხშირდება, მერე წყდება, თავს უცნაურად ვგრძნობ ხოლმე...ბედნიერებას, სიცოცხლეს და სიხარულს განვიცდი.
-როგორ ფიქრობ მასაც იგივე ემართება?
-არა-ლაშამ გადაჭრით უპასუხა, მიას ცოტათი ეწყინა ეს პასუხი
-რაიცი? იქნებ მალავს ემოციებს? იქნებ ეშინია ამ სიყვარულის?
-სწორედ რომ ეშინია
-როგორ გგონია მიხვდები თუ მასაც ისევე გიჟურად შეუყვარდები როგორც შენ გიყვარს?
-თვალები მია, თვალები ყველაფერს ამბობენ, იცი ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია, ზოგჯერ ადამიანი ქმედებით მეტს გადმოსცემს ვიდრე ცარიელი სიტყვებია მია... თუ ამ ყველაფერს იმიტომ მეკითხები რომ გაინტერესებს თორნიკეს რეალურად უყვარხარ თუარა გეტყვი რომ უყვარხარ და თუ შენს გრძნობებში გარკვევა გიჭირს დაბნეული ხარ და შეშინებული გეტყვი რომ მას უფლება უნდა მისცე შენთან მოახლოების, რომ გაერკვე საკუთარ გრძნობებში, მიხვდე გჭირდება თუარა ის.
ნათია ცრემლებად დაიღვარა როცა ნანამ დაურეკა და უთხრა რომ ლალიმ ნიცა ბათუმში წაიყვანა დასასვენებლად. ვერ იჯერებდა რომ ნიცა ისე წავიდა რომ დედას არ დაემშვიდობა, ვერც იმას იჯერებდა რომ ნიცამ ტელეფონი გათიშა განზრახ რომ დედა ვერ დაკონტაქტებოდა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა.ნათიამ რაც ნომერი შეიცვალა ნანას და ლაშას გარდა არავინ იცოდა, ასე ერჩია, რომ მიქარებისგან ლანძღვისგან თავი დაეხწია, მაგრამ ახლა ისე იყო აღელვებული რომ ნათია არამარტო ნიცას, ლალის და გეგას ურეკავდა, მაგრამ სამივეს გათიშული ქონდა ტელეფონი, შეტყობინებეს უტოვებდა სოც ქსელში მაგრამ არცერთი არ ჩანდა საიტზეც უკვე მეორე დღე იყო. ბოლოს სანდროსაც დაურეკა, მაგრამ ის ჯიუტად არ პასუხობდა, ნათიას არცერთ ნარეკს არ უპასუხა, სანდრო სახლში იყო და ელოდა როდის მივიდოდა ნათია მასთან. თავგზააბნეული და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ნათია მივიდა სწორედ იმ გადაწყვეტილებამდე რომელიც შეიმუშავა სანდროს ოჯახმა, სწორედ მის ამ ნაბიჯს ელოდნენ მისგან, სანდროსთან მისვლას და უკან დახევას. ნათიას გრძნობებზე თამაში კარგად ეხერხებოდა სამივეს, ზუსტად იცოდნენ ამ შეშინებული, დამფრთხალი, მარტოსული გოგოს სუსტი წერტილი, იცოდნენ რომ ნიცას გამო ნათია ყველაფერ გააკეთებდა, იცოდნენე ისიც რომ ის ოჯახისგან მიტივებული და გარიყული იყო, იცოდნენ გვერდში არავინ დაუდგებოდა, ამიტომ ნათია უკან დაიხევდა... მისი სიამაყე თავმოყვარეობა და მიზანდასახულობა რომელიც არაერთხელ ქონდათ გადათელილი დროებითი, ბრაზისგან გამოწვეული იყო და მალევე შეძლებდნენ ამგვარი ქმედებით რომ ნათიას უარი ეთქვა ყველაფერზე.
ლაშას ნათიაზე ფიქრი არ ასვენებდა, თითქოს გრძნობდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მის თავს, მაგრამ მალევე მოუწია მასზე ფიქრის შეწყვეტა იმ მიზეზით რომ ანამ დაურეკა ტირილით და ბლუდიუნით უთხრა
-ჩემები მანდ მოდიან, აინტერესებთ რა ხდება
-დაწყნარდი მოვუგვარებ
-მითხრეს რომ თუ განქორწინება შენ მოისურვე ჩემი შეცდომის გამო არ მაპატიებენ-ამოიტირა ანამ
-ანა ნუ ტირიხარ, გიორგი არ შეაშინო
-თითქოს ძალიან გადარდებს შვილი-დაუყვირა ანამ
-სისულელების ლაპარაკს მორჩი, იმის მერე რაც მოხდა როგორ წარმოგედგინა ჩვენი ერთად ყოფნა?
-უნდა უთხრა?-ხმა ჩაუწყდა ანას
-რათქმაუნდა არა-გაბრაზდა ლაშა -სანამ აქ მომივარდებიან შენები რამეს მოვიფიქრებ
-გგონია თუ შენს თავზე აიღებ და ეტყვი სხვა შემიყვარდა და მაგიტომ ვეყრებიო გვაპატიებენ? ცალკე მე დამდებენ ბრალს რომ ცუდი ცოლი ვიყავი და მაგიტომ მიმატოვე და ცალკკე შენ რომ უნამუსოდ მიმაგდე-ატირდა ისევ ანა
-გეყოფა-ლაშა დივანიდან ადგა და აქეთ-იქით დაიწყო ნერვიულად სიარული -ისე მოვაგვარებ რომ არც შენ დაზარალდე და არც მე, მთავარია შენ არაფერი წამოგცდეს
-რომ ვერაფერი მათქმევინეს მაგიტომ გაგიჟდნენ, ვუთხარი ერთად გადავწყვიტეთქო და ლამის ჭკუიდან გადავიდა მამაჩემი, ჩემს ძმას ელოდებოდნენ, მოვიდა თუ არა შენთან გამოცვივდნენ საქმეების გასარკვევად
-ანა დამშვიდიდთქო-ლაშა გაბრაზდა -რომ გეუბნები მოვუგვარებთქო, ესეიგი მოვუგვარებ-უთხრა მკაცრი ტონით -ეხლა გათიშე და ჩემს ზარს
დაელოდე-ლაშამ გაუთიშა თუარა ნათიას დაურეკა
-როგორხარ?-კითხა როგორცკი ნათიამ უპასუხა
-კარგად-იცრუა ნათიამ
-შენი ხმა არ მომწონს ტიროდი?-დაიძაბა ლაშა
-არა უბრალოდ მოვიწყინე
-ნიცას ელაპარაკე?
-კიი-ისევ მოატყუა ლაშა
-ნათია შენი ხმა არ მომწონს რამეს
მიმალავ?-დაეჭვდა ლაშა
-არათქო ხომ გითხარი-ნათიას ხმა გაებზარა და თავს ძლივს იკავებდა ისევ რომარ ატირებულიყო
-მისმინე ეხლა სერიოზული საქმე მაქვს-უთხრა უცნაურად აღელვებული ხმით -შენთან მოვიდოდი მაგრამ არ შემიძლია, თუ შევძელი მოვალ გვიან
-არაა საჭირო მოსვლა კარგად ვართქო-გაღიზიანდა ნათია
-ვიცი რომ მატყუებ-ლაშას ნათიას ასეთი საუბრის ტონი უფრო მეტად აეჭვებდა
-არ მინდა რომ მოხვიდე, მართლა კარგად ვარ ,დასვენება მჭირდება მხოლოდ
-ნათია იცოდე უჩემოდ ნაბიჯიც არ გადადგა-თავადაც არ იცოდა, რატომ უთხრა ეს ნათიას, ალბათ მიხვდა რომ ნათია გატყდა,ის ძველი შემართება და სიმტკიცე დაკარგა
-ლაშა ხვალ დაგირეკავ-უთარა ნათიამ დაღლილი ხმით
-არ დაგავიწყდეს რომ მიყვარხარ-უთხრა ლაშამ უცნაურად და გაუთიშა მაშინვე ნათიამ, რომელზეც მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა, უკვე მერამდენედ ეუბნებოდა რომ უყვარდა და მაიც ყოველ ჯერზე ისევე ისე ეყინებოდა სისხლი ძარღვებში, ისევ ისე გამალებით იწყებდა გული ცემას და გაყინული სისხლი შხუილით იწყებდა მოძრაობას ძარღვებში, ისევ ისე იწყებდნენ ფრენას პეპლები მუცელში... რამდენად ბესნიერი და უბედური იყო ნათია ახლა ამ წამებში, რამდენად ძვირფასი იყო ვიღაცისთვის და რამდენად საძულველი, შურისძიების ობიექტი ვიღაცისთვის... კვლავ ცრემლები მოეძალა და ატირდა.
ლაშას მოუსვენრობა შეატყეს ოჯახის წევრებმა, მაგრამ არავინ არაფერი კითხა, ლაშას გაუთავებელი პრობლემებით დაღლილებმა, მითუმეტეს რომ არავის არაფერა უხსნიდა წესიერად თუ რა და რატომ ხდებოდა და თავად რას აპირებდა მოცემულ სიტუაციაში.
ყველა გაღიზიანდა როცა დაინახეს რომ მათი ეზოს ჭიშკარს გოგას ჯიპი მოადგა, ანას ძმის დანახვა არასდროს სიამოვნებდათ მითუმეტეს ახლა ასეთ რთულ და დაძაბულ სიტუაციაში, ეს შეუგნებელი, უხეში და თავხედი ბიჭი ყოველთვის პოულობდა მიზეზს ჩხუბისთვის და ახლა როცა ნამდვილად ქონდა მიზეზი სკანდალი მოეწყო რათქმაუნდა მისმი დანახვა ყველა შეაშფოთა და გააღიზიანა ოჯახში, მითუმეტეს რომ მისი მანქანის უკან გაჩერდა ანას მამის მანქანა, საიდანაც გადმოლაგდნენ მისი მამა, დედა, ბებია და ბაბუა
-ამის დედაც-დაიღრინა აივანზე სკამზე მჯდომმა ლაშამ და წამოდგა
-რა ჯანდაბა უნდა?-ლაშას შეხედა მიამ რომელსაც სახე წაშლილი ქონდა
-თამაზ ეხლა გავგიჟდები-თამუნა კიბიდან დაეშვა და ქმარს მიუახლოვდა რომელიცეზოში თავის მანქანას წმენდდა. ლაშა კარისკენ წავიდა რომელიც გოგამ შეაღო უხეშად
-რა ხდება?-მია ძმას მიყვებოდა უკან და შეშინდა გოგას გიჟური სიფათის დანახვაზე, გოგა გააფთრებული წამოვიდა ლაშასკენ და როგორცკი მიუახლოვდა თავი ცხვირში ჩაარტყა, იმდენად მოულოდნელად მოხდა რომ ლაშა შექანდა და ლამის წაიქცა, მამაისის მანქანის წინა ცხვირს მიეჯახა წონასწორობა დაკარგული, მიამ და თამუნამ შეკივლეს, კიდევ რომ გაიწია მისკენ გოგამ თამაზი გადაეღობა
-შე ნაბიჭვარ. გეგონა შეგარჩენდი ჩემი დის მიტოვებას? -იყვირა გოგამ და ისევ გაიქაჩა მისკენ
-მანიაკი ხარ?-უყვირა მიამ გაავებულ ბიჭს და ძმას მივარდა რომელსაც სისხლი სდიოდა ცხვირიდან, გოგამ კი თამაზს უხეშად გამოგლიჯა მკლავი
-მანიაკი შენი ძმაა -დაიღრინა ანას დედამ
-მართლა?-დაუყვირა თამუნამ ქალს -შენი გოგო ვინღაა?-წინ დაუდგა გაავებული სათვალიან ქალს
-დედა დედა-ლაშა მიუახლოვდა თამუნას და გააჩუმა
-აგვიხსნი რა მოხდა? რატომ გამოაგდე ჩვენი გოგო სახლიდან თუ იმ ენაზე დაგელაპარაკოთ რომელიც უფრო შეიძლება გაიგო?-დაუღრინა ანას მამამ ლაშას რომელიც სისხლს ვერ იჩერებდა ცხვირიდან
-რა უბედურებაა-აყვირდა მია-იქნებ აცადოთ რომ სისხლდენა შეიჩეროს და მერე გაგცეთ პასუხი? ან ასე მოვარდნა რა უბედურებაა? თან საქმის გარჩევა ეზოში-ბრაზობდა სახეალეწილი მია
-კარგი-ანას მამა პირველი წავიდა სახლისკენ, სახლის კარი უხეშად გააღო და მისაღებში დივანზე დაეშვა მოწყვეტი, ყველა მას შეყვა სახლში და გადანაწილდნენ სკამებსა და დივანზე, მიამ ძმა სააბაზანოში შეიყვანა, სახე დააბანინა და ცხვირზე ცივი ტილო დაადო
-იცოდი არა რომ უნდა მოსულიყვნენ, მაგიტომ იყავი ასე
-ხი ანამ დამირეკა
-რაუნდა უთხრა მიზეზად? ანა რომ გაყიდო ალბათ მოკლავენ, შენი თავი რომ გაყიდო შენ მოგკლავენ ეს ავადმყოფები
-უკვე ვიცი როგორც უნდა დავაშოშმინო-ლაშამ ტილო მოიშორა ცხვირიდან და მისაღებში გავიდა
-მა და ანას ერთმანეთი აღარ გვიყვარს-თქვა მტკიცედ -ამიტომ გადავწყვიტეთ დაშორება, როგორც იცით ამის სრული უფლება გვაქვს
-რას ბოდავ-გოგამ დაუღრინა -აქ დაბრუნდა იმ პირობით რომ შერიგდებოდით, ის კიდე უკან მოგვადგა
-ხო მივხვდით, რომ არ გვინოდა ერთად ყოფნა, რა არის ამაში გაუგებარი?-ლაშა ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა
-რა ზღაპრებს გვიყვები? გოგო მოვიდა და გამოაგდე სახლიდან-იღრინებოდა კვლავ გოგა
-კიარ გამოვაგდე გადავწყვიტეთ რომ ჯობდა განვქორწინებულიყავით-ლაშას სიმშვიდე ნელნელა ქრებოდა,რადგან აშკარად ეტყობოდათ აქ მყოფთ რომ არ სჯეროდათ მისი
-ცოტნესთან რამე შეეშალა და არ აპატიე თუ იმ კახპას გამო გამოაგდე-დაუყვირა გოგამ ლაშა და წამოვარდა სკამიდან გააფთრებული, მოხდა ისე რომ ერთმანეთს დაერივნენე და საშინელი ჩხუბი მოუხდათ, ანას ოჯახი ს მიზანი დალაპარაკება კიარა მათზე შურისძიება იყო.
ნათიამ მთელი ღამე თეთრად გაათენა, ნიცაზე ფიქრი აწამებდა, სანდროს დაურეკა დილაადრიან და მისდა გასაკვირად უპასუხა
-მეგონა მოხვიდოდი-ჩაესმა სანდროს უცნაური ხმა ნათიას
-ტყუილად გგონია რომ იმას გამაკეთებინებ რაც გინდა-ნათია ცდილობდა რომ ხმაში სიმტკიცე შეენარჩუნებინა
-თუ არ მოხვალ იცოდე რომ ისე ვიზავ რომ თავად შემეხვეწო-ბრაზი გაერია სანდეოს ხმაში
-ტყუილად გირეკავდი როგორც ჩანს-ნათიამ დააპირა გაეთიშა ტელწფონი რომ სანდრომ სწრაფად უთხრა
-გუშინ მთელი ღამე ტირილში გაათენა ნიცამ
-რაა?-გული შეუქანდა ნათიას
-რაც გაიგე, ადვილი არაა იმის გააზრება რომ დედამ ვიღაც კაცში გაგცვალა
-რას ბოდავ ავადმყოფო-ჩაყვირა ნათიამ ბოლო ხმაზე
-რაც გაიგე-დაუღრიალა სანდრომ -დრო საღამომდე გაქ თუ არ მოხვალ ჩემთან, იცოდე იმდენს ვიზავ რომ ნიცას შენს თავს შევაზიზღებ
-რა გულისამრევი ხარ-ჩაყვირა ნათიამ და გამწარებულმა ტელეფონი მოისროლა.
ლაშას ყველაფერი სტკიოდა, დილით ვერ ადგა საწოლიდან, თუმცა როცა ნათიას დაურეკა და გათიშული აღმოჩნდა მისი ტელეფონი გიჟივით წამოვარდა დაფეთებული, კიდევ დარეკა კიდევ და კიდევ, თუმცა აზრი რათქმაუნდა არ ქონდა გათიშულ ტელეფონთან რეკვას. გაცოფებული აქეთ-იქით გადიგამოდიოდა თან ფეხათრევით, გუშინდელი ჩხუბის მერე კიდევუფრო დასუსტებული დამისავათებული იყო, თუმცა ნათიაზე ფიქრი ყველა ტკივილს ავიწყებდა. მიამ დაამშვიდა იქნებ დაუჯდა, ან უბრალოდ გაღიზიანებულია და არ აქ შენთან ლაპარაკის თავიო, მაგრამ ბოლომდე ვერ დააწყნარა ძმა, რომელიც ხუთწუთში ერთხელ ურეკავდა ნათიას
-უნდა წავიდე, ასე ვერ ვიქნები, ეს მის საქციელს არ გავს-ლაშა ვეღარ ძლებდა სახლში
-რით წახვალ? ტაქსი გამოვიძახო?
-არა რა ტაქსი თამუნა გაგიჟდება თოკას დავურეკავ
-ჩამობრძანდა?-მია გაღიზიანდა მისი სახელის გაგონებაზე
-კი-ლაშა დას მიაჩერდა და ბოროტულად გაეღიმა, ტელეფონი მოიმარჯვა და დაურეკა
-თოკა გცალია?
-შენთვის კი
-ნათიასთან შეგიძლია წამიყვანო?
-იასნა-ეუბნება მხიარული ხმით და ლაშა თიშავს
-მოვა-კვლავ მიას აჩერდება თაფლისფერ თვალებში ლაშა და ცდილობს გაიგოს რას ფიქრობს ან განიცდის
-დამირეკე რომ მიხვალ-მია ზურგს აქცევს ძმას დაოთახიდან გასვლას აპირებს
-შენც ჩემთან ერთად მოდიხარ-ცდილობს არ გაეცინოს და სერიოზულობა შეინარჩუნოს რომ მია წაყოლაზე დაიყოლიოს
-არა-მია ძმისკენ ბრუნდება, ხვდება მის მზაკვრულ ჩანაფიქრს
-ხოიცი ჩვენ ორნი რომ წავიდეთ დედა გაგიჟდება, შენც რომ იქნები აღარ გაჭედავს
-როდის აქეთაა თამუნასი გეშინია?-მია ძმას ეჭვით უყურებს
-არ მეშინია, უბრალოდ გაჭედავსთქო და არ მაქ მაგის თავითქო
-კარგი-მოულოდნელად თანხმდება მია ძმას და თავის ოთახში შედის, ლაშას ტელეფონი რეკავს
-სად ხარ ბიჭო, მოვედი და გელოდები ჭიშკართან
-მალე გამოვალ-ეუბნება ლაშა და უთიშავს, მერე მიას კარზე უკაკუნებს -მია დაუჩქარე -ცოტახანში მია გამოდის თავის ოთახიდან, ლაშა უსტვენს
-რაა?-მია ბრაზდება ძმის ამგვარ რეაქციაზე
-ეს რა სილამაზეა?-იცინის ის-გინდა რომ საბოლოოდ ჭკვიდან შეშალო ის
არანორმალური?-იცინის გიჟივით
-ეგ სულ გიჟი იყო-მია ხელს იქნევს და გარეთ გადის უკან ლაშა მიყვება, კიბეზე ჩასულებს თამუნა ხვდებათ დ გაოცებული შეყურებს შვილებს
-ძალიან მაინტერესებს სად მიბრძანდებით? ერთი სახე მონგრეული და მეორე ძაან გადაპრანჭული?
-საქმეზე-მია უღიმის დედას, გვერდს უვლის და ჭიშკრისაკენ მიიწევს, ლაშაც დას მიყვება ჩქარი ნაბიჯით
-სად მიდიხართქო?-უყვირის თამუნა
-გაკოცეთ-უყვირის მია და ჭიშკარს აღებს, გადის თუარა ქუჩაში თორნიკეს თვალებს ეფეთება მისი აციმციმებული თაფლისფერი თვალები, რომელიც სიგარეტს ეწევა მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი, მიას დანახვაზე ადგილზე შეშდება და უცნაურად უყურებს ქუსლებზე შემდგარ, შავ მოკლეკაბიან სექსუალურად ჩაცმულ გოგონას რომელიც დგას და გამომწვევად უღიმის, ისეთი შოკი მიიღო რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ისეც იფიქრა მეჩვენებაო
-როგორ ხარ?-მია უღიმის, თორნიკე თვალწბს ახამხამებს და რეალობას უბრუნდება
-კარგად შენ?-უღიმის და მის გამოწვევას იღებს, წამში აზრზე მოდის, მიას იახლოვდება და ლოყაზე კოცნის -მომენატრე-ეუბნება სიცილით და ცხვირზე თითებს უჭერს, მიას ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ძალიან დიდი ხანია არ უნახია და ბესნიერებისგან გულის გამალებულ ცემას გრძნობს
-წავედით-გამოდის ლაშა კარიდან რომელიც რატომღაც არ ჩანდა აქამდე
-წავედით-თორნიკე საჭესთან ჯდება, მია უკანა კარს აღებს -შენ წინ დაჯექი-ეუბნება ლაშა და გაღებულ კარში თავად ჯდება
-რა პონტში?-მია იძაბება უნებურად
-მე ღვედს ვერ შევიკრავ და ტაქსი ხოარა
-დაჯექი არ ვიკბინები ნუ გეშინია-თორნიკე წინა კარს უღებს მიას, გოგონა დიდხანს აღარ იფასებს თავს და ჯდება.
-მომენატრე-ეუბნება ლაშა მეგობარს
-მეც-თორნიკე სარკიდან უყურებს ლაშას და თვალს უკრავს ღიმილით
-მიასაც მოენატრე-ლაშა ძლივს ახერხებს თავის შეკავებას რომ სიცილი არ აუვარდეს
-ხოო?-თორნიკე მიასკენ იყურება რომელიც გაბრაზებული სახით ზის და თვალს არ აშორებს საქარე მინას
-ტრასას უყურო შენ ჯობია-ისმის ლაშას მოგუდული ხმა
-იმიტომ წამომიყვანეთ რომ ნერვები
მომიშალოთ? -ბრაზდება მია მათ ქცევაზე -როდის აქეთია მაჭანკალი გახდი ძამიკო?-ლაშასკენ იყურება გაცეცხლები მია
-ნუ რა გავაკეთო, მარტო, ეს ბიჭი ვერ უმკლავდება შენს ქაჯობას
-ლაშა ამისთვის დაისჯები-იმუქრება მია
-თოკა დარწმუნებული ხარ რომ ამ გადარეულთან გინდა დარჩენილი ცხოვრების გატარება?- ლაშა კვლავ იცინის
-რათქმაუნდა-თორნიკე კვლავ მიასკენ იყურება, გოგონა გრძნობს მის გამომწვევ მზერას და ჯიუტად არ იყურება მისკენ
-მაშინ უნდა გააქტიურდე ცოტა, მეც დაგეხმარები, მინდა რაც შეიძლება მალე მოვიშორო ეს უჟმური
-მესმის-მიას ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში, თორნიმე მუსიკას რთავს ბოლო ხმაზე და სიჩქარეს უმატებს...
მიას სახლის კარზე აგამეტებით აბრახუნებს ლაშა
-შვოლო სახლში არაა-მეზობელი გამოდი ხმაურით შეწუხებული -ცოტახნისწინ მოვედი სახლში და გზაში შემხვდა
-მარტო იყო? ვინმე ხომარ ახლდა?-მღელვარება დაეტყო ხმაში ლაშას
-მარტო იყო მარა ტიროდა
-მადლობა-ლაშა სწრაფად გადის სადარბაზოდან და წაშლილი სახით ეუბნება თორნიკეს -სწრაფად ვაკეში
-რა მოხდა?-მია მისი სახის დანახვაზე ნერვიულდება
-მერე აგიხსნით ეხლა გაზს მიაჭირე -ეუბნება ლაშა მეგობარს რომელიც მანქანას ქოქავს და საბურავების ხრჭიით ადგილს წყვეტს.
ნათიამ დიდი ხნის ფიქრის მერე გადაწყვიტა სანდროს მოთხოვნის დაკმაყოფილება და მასთან მისვლა, რომ დალაპარაკებოდა და გაერკვია მასთან საბოლოოდ ურთიერთობა. რას იფიქრებდა რომ სანდრო სანთლებით, ვარდის ფურცლებით და საძილე საშვალებით ელოდა სახლში ურჩ ცოლს.
ნათია სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და კორპუს ახედა რომელშიც გაატარა თერთმეტი ჯოჯოხეთური წელი, სადარბაზოსთან მისული უკან მოტრიალდა, მაგრამ ბოლოს მაინც შებრუნდა და კიბეეზე ასვლა დაიწყო, ნელნელა ადიოდა ჯოჯოხეთისკენ მიმავალ კიბეს, რომელიც მიიყვანდა მას იმ კართან რომელიც უეჭველი დაწვავდა დაფერფლავდა და გაანადგურებდა ალბათ ამჯერად სამუდამოდ, მაგრამ მინც მიდიოდა, ფაქტიურად იცოდა იქ რაც ელოდა მაგრამ მაინც ჯიუტად რაღაც იქით ექჩებოდა, ალბათ ნიცას დაკარგვის შიში რომელიც სხვა ყველა შიშს, სიძულვილს და ზიზღს ფარავდა. მეოთხე სართულის ბოლო საფეხურზე იგრძნო როგორ ააფარა ვიღაცამ პირზე ხელი, როგორ აეკრო უკნიდან მის სხეულს და მეორე ხელით ძლიერად დაუჭირა ხელები, ნათიამ რა აღარ იფიქრა, ჯერ ეგონა ავადმყოფი სანდრო დაესხა, მერე ეგონა ქურდი, შიშმა და კანკალმა აიტანა რა დეოსაც ყურში ჩაესმა ნაცნობი ყველაზე საყვარელი ხმა
-მე ვარ-დაუჩურჩულა ლაშამ და რომ დაწყნარდა ნათია ხელი გაუშვა და თავისკენ მიატრიალა სახეალეწილი გოგონა, შემდეგ მაჯაში უხეშად წაავლო ხელი და კიბე ჩაარბენინა, დაბნეული და თავგზაარეული ნათია ხმისამოუღებლად მიყვებოდა, ლაშამ მანქანასთან მიიყვანა კარი გააღო და ფაქტიურად უყვირა
-დაჯექი-ნათიას წინააღმდეგობა არ გაუწევია აცრემლიანებული თვალებით შეხედა ლაშას და მანქანაში ჩაჯდა, ლაშაც გვერდით მიუჯდა და კარი დაკეტა, თორნიკემ მანქანა დაქოქა და გაზს მიაჭირა



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ შემდეგ თავს❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

ძაააალიან მაგარია, ბოლო წამამდე მეგონა რომ იმ სახლში შეეთრეოდაა... როგორ გამიხარდაააა ლაშამ რო მიუსწრო ვერ წარმოიდგენ, სუნთქვა შემეკრა ^-^ აუ გაჩერდეეს რა ეს ნათიააა.. რამდენს მიხედოს ამ ლაშამ კაცო ცოდოა.

მია და თორნიკე ძააან საყვარლები არიააან ^-^ იმედია ხშირად იქნება მაგათი მომენტები.. ძაან მაინტერესებს როგორ მოარჯულებს ამ ქაჯანას თორნიკე :დ :დ :დ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან მაგარი იყო გააქტიურდა ლაშა გამიხარდა ეს ორივე იმსახურებენ ბედნიერებას ამდენი ტანჯვის შემდეგ მადლობა,♥️????????

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ხატია
ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ შემდეგ თავს❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ხვალ ან ზეგ დავდებ შემდეგ თავს, მიხარია რომ მოგეწონათ

სტუმარი ანი
ძაააალიან მაგარია, ბოლო წამამდე მეგონა რომ იმ სახლში შეეთრეოდაა... როგორ გამიხარდაააა ლაშამ რო მიუსწრო ვერ წარმოიდგენ, სუნთქვა შემეკრა ^-^ აუ გაჩერდეეს რა ეს ნათიააა.. რამდენს მიხედოს ამ ლაშამ კაცო ცოდოა.

მია და თორნიკე ძააან საყვარლები არიააან ^-^ იმედია ხშირად იქნება მაგათი მომენტები.. ძაან მაინტერესებს როგორ მოარჯულებს ამ ქაჯანას თორნიკე :დ :დ :დ

ნათია რომ დარწმუნდება ლაშას სიყვარულში მერე უკვე თამამად მიიღებს გადაწყვეტილებებს, მიასრაც სეეხება თორნიკეს კიდევ კარგახანს აწვალებს

სტუმარი ნესტანი
მომეწონა ძალიან მაგარი იყო გააქტიურდა ლაშა გამიხარდა ეს ორივე იმსახურებენ ბედნიერებას ამდენი ტანჯვის შემდეგ მადლობა,♥️????????

მადლობა თქვენ რომ მიზიარებთ თქვენს აზრს და სტიმულს მაძლევთ

 


№5 სტუმარი ანუ

დღეს დადებ?

 


№6 სტუმარი სტუმარი თათია

იქნებ დღეს დადოო? :)

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თათია
იქნებ დღეს დადოო? :)

დღეს წეღან ავტვირთე მაგრამ მერე გაიჭედა და არ გამოქვეყნდა, რატომ არვიცი. ხვალ დავდებ იმედია აიტვირთება ხვალ მაინც

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს ვეღარ დადებ?

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა რომ მიუსწრო ლაშამ.ველი ახალ თავს და ძაან გთხოვ შვილს ნუ შეაძულებ დედის თავს რა
--------------------
ლანა

 


№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
დღეს ვეღარ დადებ?

დღეს დავდებ, იმედია ამჯერად აიტვირთება

La-Na
გამიხარდა რომ მიუსწრო ლაშამ.ველი ახალ თავს და ძაან გთხოვ შვილს ნუ შეაძულებ დედის თავს რა

ცოტა აერევათ ურთიერთობა მაგრამ დედა-შვილური კავშირის ძალა თავისას იზავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent