სხვისი ცოლი (11თავი)
ნათია დაძაბული და გაოგნებული შეყურებდა კარში მდგომ ლაშას, რომელიც ფეხში დგომას ვეღარ ახერხებდა და ლამის ძირს დაეცა რომ არა ნათიას დროული დახმარება, ნათია ლაშას მხარში ამოუდგა და სახლში შეიყვანა, საძინებელ ოთახამდე მიახწიეს წვალებით და საწოლზე დააწვინა. ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო ნათია -ნუ გეშინია კარგად ვარ-ახედა ლაშამ თავზე წამომდგარ დაფეთებულ ნათიას -ეჭვიც არ მეპარება-გაეცინა ნათიას -შენთან არ მოვიდოდი მაგრამ სხვაგან წასასვლელი არ მქონდა-უთხრა ლაშამ, ნათიამ არაფერი უპასუხა და ოთახიდან გავიდა, მალე დაბრუნდა პირველადი დახმარების პატარა ჩანთით ხელში, ლაშას გახეთქილი ტუჩი და წარბი დაუმუშავა ასევე სხეულზე ნაკაწრებიც, ისე რომ არც თავად იღებდა ხმას და არც ლაშა. -გინდა გამაყუჩებელი მოგცე?-დააცქერდა ნათია მის სახეს -არა-უთხრა ლაშამ და თვალები დახუჭა -მე გავალ შენ დაიძინე-ნათია არ დაელოდა ლაშას პასუხს და ოთახიდან სწრაფად გავიდა და კარი გაიჯახუნა, ძალიან დაძაბული და შეშინებული იყო ამ ყველაფრით, ლაშასი რათქმაუნდა არ ეშინოდა მაგრამ ეს აიტუაცია ძალიან არ მოსწონდა. დივანზე წამოწვა მისაღებში და ფიქრისგან თავატკიებულს გვიან ჩაეძინა, ლაშას რათქმაუნდა რა ეძინა მთელი ღამე, ნათიაზე და სანდროზე ფიქრს ვერ იშორებდა თავიდან, რაც მეტად ცდილობდა ნათიასთან მიახლოებას მით მეტად შორდებოდა თითქოს, მით მეტად აშორებდა მასთან ბედისწერა, მით მეტად ებრძოდა ცხოვრება. დილით კარის ხმამ გააღვიძა -რიგორ ხარ? წვნიანი მოგიმზადე-უღიმის ნათია და პატარა თეფშს დგავს საწოლის გვერდით ტუმბოზე -მთელი ღამე გავათენე-გულწრფელად ეუბნება ლაშა -ტკივილმა თუ არ დაგაძინა რატომ არ შემეხმიანე? წამალს დაგალევინებდი -ტკივილმა ნაკლებად შემაწუხა-უღიმის ლაშა -უფრო შენზე ფიქრმა არ დამაძინა -ეუბნება უცნაური ხმით და თვალს არ ააორებს საბნეულ გოგონას -როგორც ჩანს სწრაფად ხდები უკეთ-გაბრაზდა ნათია -ამ მდგომარეობაშიც რომ გაქვს ფლირტის თავი-დაუღრინა და გასვლა დააპირა -ნათია გთხოვ-ლაშას ხმა უკვე კართან მისულ ნათიას მისწვდა -ნუ მიბრაზდები -ნათია მისკენ მოტრიალდა და მის ოდნავ შესიებულ, დალურჯებულ სახეს დააკვირდა -მაშინ ამ თემას მოეშვი-მკაცრად უთხრა -კარგი-პირობა მისცა და თვალები დახუჭა -ჭამას შეძლებ?-გაისმა ნათიას ჩავარდნილი ხმა -ვერა-თვალები გაახილა და ნათიას მიაჩერდა საწყალი თვალებით -კარგი-ნათიამ ყოყმანით უპასუხა და მის საწოლს მიუახლოვდა, მასთან ახლოს დაჯდა და თეფში აიღო ხელში -ამჯერად მე გაჭმევ-უთხრა მკაცრი ტონით, ლაშა ოდნავ წამოიწია და ნათიას მიაჩერდა, რამდენიმე კოვზი შეჭამა -აღარ მინდა, მეტს ვერ გავქაჩავ-აუბნება ღიმილით, ნათია თეფშს ტუმბოზე დებს და წამოდგომას აპირებს თუმცა ლაშა მაჯას უჭერს და თავისკენ ქაჩავს ნათიას -გამიშვი-ნათია არ იბნევა და მზერას უსწორებს მის ამღვრეულ თვალებს -ასე ცივად რატომ მექცევი, სულ რატომ გამირბიხარ? -ლაშას ხმაში ბრაზი და საყვედური გაერია -ლაშა შენ ცოლი გყავს-ნათიას ხმა გაებზარა -ეს საკმარისი არაა შენთვის? -ანა ჩემთვის არაფერა ნიშნავს და შენ ეს კარგად იცი, იმიტომ რომ მე მხოლოდ შენ მიყვარხარ-ნათიამ თვალი აარიდა მის მზერას და თავი დახარა -ჩემგან რას მოითხოვ ვერ ვხვდები-ამოიბლუდუნა დაძაბულმა გოგონამ - მინდა მოვისმინო ის, რისი მოსმენაც მინდა და შენ კარგად იცი რისი მოსმენაც მინდა შენგან-ნათიამ თავი ასწია და კვლავ ლაშას მიანათა აწყლიანებული ცისფერი თვალები -ლაშა გთხოვ-ნათიას ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა -ნათია-ლაშამ მის მაჯას ხელი გაუშვა და თმაში შეუცურა თითები -მითხარი, მხოლოდ ერთი სიტყვა-ლაშა ისე მიუახლოვდა ნათიას რომ ცხელი არეული სუნთქვა შეაფრქვია სახეზე, ნათიამ თვალი გაისწორა ლაშას ,მან თავი ვერ შეიკავა და ნათიას ტუჩებს მიაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები, ნათიას წინააღმდეგობის მცდელობა ამაო გამოდგა, ლაშამ მკლავებში მოიმწყვდია წამში და კოცნა იქამდე არ დასრულდა სანამ თავად არ მოისურვა მისი დასრულება, როგორცკი ნათია გაათავისუფლა, გაბრაზებულმა გოგონამ სილა გააწნა სახეში და საწოლიდან წამოვარდა და ოთახიდან გავარდა, ლაშა საწოლიდან წვალებით წამოდგა და მისაღებში გავიდა სადაც ნათია იყო -ნათია -ლაშა მიუახლოვდა და მისუკან დადგა -არ მითხრა რომ ისევ გაუაზრებლად მოხდა ეს -არა! სრულიად გააზრებულად ჩავიდინე ეს-ლაშას ამ თავხესურმა ტონმა ისე გააღიზიანა ნათია რომ მისკენ შეტრიალდა გაბრაზებული -ხვდები რომ ზედმეტი მოგდის? -ნათიამ ცრემლები შეიშრო -მინდა ვიცოდე ჩემს მიმართ რას გრძნობ-ლაშა თვალებში ჩააცქერდა ნათიას -დღეს რატომ გახდა აუცილებელი შენთვის იმის ცოდნა თუ რას ვგრძნობ? -ნათია რამდენჯერაც შეგეხე იმდენჯერ ეს ძალით გავაკეთე-ლაშას ხმაში ბრაზი გაერია -ლაშა გეყოფა, ცუდად ხარ ჯობია დაწვე -ისევ ცდილობ ამ თემას გაექცე-ლაშამ ვეღარ მოთოკა თავი -თუ გეტყვი რომ მიყვარხარ ეს გგონია რამეს შეცვლის?-ნათიას ხმაში იმდენი ტკივილი და სევდა იყო ლაშას გული ეტკინა -ნათია რატომ გეშინია?-ლაშა თვალებში ჩააცქერდა კვლავ -გგონია თუ გამომიტყდები სიყვარულში... მე... გგონია რომ-ლაშა აზრებს ვეღარ უყრიდა თავს-გგონია რომ მე ამ შემთხვევაში ღრმად შევტოპავ? თავგზას აგირევ? -ლაშა გთხოვ, ჯერ მზად არ ვარ ამ ყველაფრისთვის, თუმცა უნდა ხვდებოდე იმას რომ, შენ რომ აქ ხარ ჩემს სახლში, ღამეს აქ ათენებ ჩემა გვერდითა ოთხში, მოდიხარ მაშინ როცა გინდა, რეკავ ჩემს ნომერზე როცა გინდა და მე ამ ყველაფრის უფლებას გაძლევ ესეიგი...-ნათიას ხმა ჩაუწყდა -ესეიგი?-ლაშა ჩაეკითხა -სისხლი გდის-ნათიამ მის ტუჩს გაუშტერა თვალი -ხო ერთმა გადარეულმა გოგომ გამარტყა-ლაშამ აღარ გააწვალა ნათია, უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო ნათიასგან, ამიტომ რადგან ნათიამ შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი და სულ სხვა რამეზე გადავიდა ლაშაც გაყვა მის სურვილს -ბამბას მოვიტან-ნათია გავიდა და მალე დაბრუნდა -ძალიან გტკივა?-თან სისხლს წმენდდა -გული უფრო მეტკინა-ლაშას ეცინებოდა -ლაშა შეწყვიტე, ტვინს ნუ მირევ და დაწექი. ტყუილად ცდილობ რომ ჩვენი ურთიერთობა გააღრმავო, ეს არ მოხდება. -კარგი კარგი-ლაშას ცოტა ეწყინა. ლალი ძალიან გაღიზიანებული იყო -ხედავ ? სანდროს უჩივლა-ყვიროდა გაავებული -რას ბოდავ?-გეგამ სააბაზანოდან გაყო თავი -გუშინ რომ გაგაიჟდა ჩვენი შვილი და სახლიდან გავარდა თურმე მაგიტომ რომ ეს უწყება მიუღია -რა უწყება-გეგა სანდროს საძინებელში შევარდა -ნათიას უჩივლია მისთვის, რომ არ მიუახლოვდეს ას მეტრზე, თან განქორწინებაზეც შეუტანია განცხადება იმ კახპას -მანახე-ლალის გამოგლიჯა გეგამ საბუთები ხელიდან და კითხვას შეუდგა -უეჭველი ნათიას საძებნელად წავიდა გუშინ -ნათიას სად იპოვიდა? იმ კახპამ მარტო დეიდამის უთხრა მისამართი -რა უნდა ვქნათ? არ მეგონა ასე თუ ამისგამო გაგიჟდა, მეგონა სხვა რამ მოხდა-უთხრა ლალიმ ქმარს -რა უნდა ვქნათ და ნიცას წაიყვან ბათუმში და ეტყვი რომ ისვენებთ, თან ეტყვი რომ იმ კახპას სხვა ყავს და მასთან ერთად უნდა ცხოვრება, მოკლეთ იცი რაც უნდა უთხრა ბავშვს, დედის წინააღმდეგ აამხედრებ, სანდრო კი აიძულებს მას რომ უარი თქვას გაყრაზე. -გგონია ის კახპა ასე იოლად დანებდება? -ნიცას გამო უკან დაიხევს -თუ დაგავიწყდა გეტყვი რომ მას უკვე ყავს საყვარელი, რომელიც მფარველობს, ასე რომ არ იყოს გგონია ამდენს გაბედავდა და შეძლებდა? -ეგ კახპა ნიცას გამო ყველაფერზე წავა, მითუმეტეს მაგის საყვარელი ცოლიანია -როგორცჩანს ეს არ აღელვებთ, თუმცა ვცადოთ -მაგ კახპას მისამართს მალე გავიგებ და მერე ნახავს-დაიმუქრა გეგა და ოთახიდან გავარდა. საღამოს ლაშა ტაქსით დაბრუნდა შინ, თამუნა ისე იყო მასზე გაბრაზებული რომ ზედაც არ შეხედა შვილს, მხოლოდ მაშინ გაიხედა მისკენ როცა მიამ შეყვირა -რა დაგემართა? სახეზე რა გჭირს? იჩხუბე კიდე? -ავარიაში მოვყევი-შეხედა დას ლაშამ -ღმერთო ჩემო-თამუნამ შვილს შეხედა -ნუ დაიმართებთ ისტერიკას რა -თორნიკემ კიდე დაგვირეკა და გვითხრა რომ სამსახურიდან გაგაზავნეს ერთად კახეთში, კი დავეჭვდით მაგრამ აღარ ჩავეძიეთ -აბა რა მექნა, რომ დამერეკა და მეთქვა ავარიაში მოვყევითქო ერთამბავს ატეხდით, მეკიდე თქვენი თავი არ მქონდა -ღამე სად იყავი აბა?-გაოცდა თამუნა -ლექსოს სახლში-იცრუა ლაშამ -მარტო იყავი? თუ მომვლელად ის გოგო გედგა? -მარტო ვიყავი, როგორც ხედავ სასიკვდილო და მოსავლელი არ ვიყავი -შენი ცოლი დაბრუნდა, თუ გაინტერესებს საერთოდ რა ხდება შენს საკუთარ ოჯახში-მიახალა თამუნამ -ანა დაბრუნდა?-გაოცდა ლაშა -რა იყო გეგონა რომ ყველაფერი წამში დამთავრდებოდა და იმ შენს უწესო ქალთან გაიქცეოდი?-თამუნა მიაჩერდა ლაშას ამღვრეული თვალები -გინდა რაღაც გითხრა? ანაც და მისი წასვლა დაბრუნებაც -მიახალა დედას -რა თავხედობაა?!-გაბრაზდა თამაზი-სულ გკიდა ცოლ-შვილი? -თქვენ ყველაფერს ისე იგებთ როგორც გსურთ -აგვიხსენი რომ სწორათ გავიგოთ -მამა მე ანა არ მიყვარს და მასთან ცხოვრებას არ ვაპირებ-მოულოდნელად განაცხადა -მართლა? აქამდე ვერ ხვდებოდი ცოლი რომ არ გიყვარდა?-აყვირდა თამუნა -ვხვდებოდი და ზუსტად ვიცოდი, მავრამ მიზეზი არ მქონდა ეს სულელური კავშირი საბოლოოოდ გამეწყვიტა -ახლა კი გაქვს-დაუღრინა თამუნამ -დიახ მაქვს-ლაშამ ვეღარ გალძო ფეხზე დგომა და დივანზე დაჯდა -ასე მარტივად შეგიძლია დაანგრიო ოჯახი ვიღაც... ვიღაც ქალის გამო-თავი მოთოკა თამუნამ -შემიძლია-თამამდ თქვა და წამოწვა დივანზე წვალებით -და მეთუ არ მინდა გაშორება?-სახლში შევიდა აქამდე კართან მიყურადებული ანა, ყველამ გაოცებით შეხედა მას, ლაშამ უცნაური მზერით შეხედა ცოლს -რატომ? შეგიყვარდი?-ლაშას ხმაში ირონია გაერია -თუ იმიტომ რომ ცოტნე დაიჭირეს?-ანას სახე აელეწა უმალ -გგონია რახან წახვედი სახლიდან, არ ვიცოდი რას აკეთებდი? ვის ხვდებოდი, სად დადიოდი?-ლაშას ირონია თამუნას აღიზინებდა -სად უნდა ევლო? რას ბოდავ? დაუკვირდი სიტყვებს -ზუსტად ვიცი სად და რამდენჯერ შეხვდა ცოტნეს-უთხრა ლაშამ მკაცრი ტონით დედას ისე რომ ანასთვის თვალი არ მოუშორებია -რას ბოდავ-ანას ცრემლები მოაწვა -ცოტნემ გამომიგზავნა სურათები-ლაშამ ტელეფონი აიღო და დედას გაუწოდა -ცოტნე ამას არ იზავდა-ანამ იყვირა, შოკი მიიღო უბრალოდ -გააკეთა და იცი რატომ? იმიტომ რომ უნდა უბედური იყო, მისაღები მიიღო შენგან-მიახალა ლაშამ ანას -ახლა უბრალოდ აღარ აინტერესებ -რას ბოდავ-იღრიალა თამუნამ -გინდა თქვა რომ ისინი ერთად... -არა, მაგრამ... -რაებს ბოდავ-ანა გაცეცხლდა -მიდი ნახე- ლაშა ტელეფონას აწვდიდა დედას,თამუნამ გამოგლიჯა ხელიდან ტელეფონი ლაშას -და ამას ასე მშვიდად ხვდები?-გაბრაზდა თამაზი -ხო ასე მშვიდად ვხვდები იმიტომ რომ ანა -ეს რა არის?-გაცეცხლებული თამუნა რძალს მივარდა -რაღაც შეცდომაა-ატირდა ანა -შენ არ მეუბნებოდი ლაშას ბრალია ყველაფერი მე არ მი და ოჯახის დანგრევაო? -არც მინდა -შენ მე მატყუებდი, კარგად მახსოვს ჩემს შვილს როგორ ადანაშაულებდი ოჯახის დანგრევაში, როგორ ტიროდი ასე ლაშასგამო ხდებაო? ის კი არა- იყვირა მწყობრიდან გამოსულმა ქალმა -მეუბნებოდი არ შევურიგდებიო, არ ვაპატიებო, რომ დავიღალე შენთან ხვეწნით სახლში დავბრუნდი და ამ დილით მოგბადექი, მივხვდი არ მინდა ოჯახის დანგრევაო -ესეიგი ცოტნე დაიჭირეს და უკან მოადექი ჩემს ძმას?-უყვირა მიამ რძალს -მხოლოდ ამიტო დაბრუნდი აააქ? -იცით რაა ყველანი მეზიზღებით-მიხვდა ანა რომ გამოიჭირეს, ამიტომ თავის მართლებას აზრი არ ქონდა გადაწყვიტა ყველა დაგროვილი ბოღმა და ზიზღი მიეფრქია მათთვის -სწორედ რომ ამიტომ დავბრუნდი აქ, სინამდვილეში მძულს ლაშა, ანამ იქვე დადებული თავის ჩანთიდან ამოიღო ქორწინების მოწმობა დახია და ზედ მიაყარ ფეხზე წამომდგარ ლაშას, რომელიც გადაფითრებული სახით ძლივს იდგა ფეხზე -მეზიზღები, გული მერევა შენზე, სინამდვილეში აქ ოჯახმა გამომაგდო, უნდათ რომ ლაშამ შეგვინახოს, მხოლოდ ამიტომ უღირთ ჩემი აქ გამოგდება ყოველ ჯერზე-ცრემლები მოეძალა ანა -მხოლოდ ფულოს გამო?-გაცეცხლდა მია-და შენ როგორ შეგიძლია იყო ჩუმად -არ შემიძლია, მაგრამ მაიძულებდა ყველა ერთად, გესმის, მაიძულებდნენ!!! მემუქრებოდნენ! მათთვის ის კმაროდა რომ ლაშა ბიძამისი სამშენებლო მასალების ფირმაში დირექტორია, ეს კმარა მათთვის ჩემი ბედნიერებისთვის -დამელოდე-ლაშა მაღლა ავიდა და მალე ჩამოვიდა და რაღაც საბუთები მაგდაზე დაყარა -ეს რა ჯანდაბაა-გაცეცხლდა თამუნა -განქორწნების საბუთებია-მიახალა ლაშამ -რაა? -რაც გაიგე გეყრები!-უღრიალა ცოლს -ხელი მოაწერე, გიორგის მამობას გავუწევ და ალიმენტსაც გადაგიხდი არ ინერვიული მაგრამ შენთან შერიგებას და ყველაფრის თავიდან დაწყებას არ ვაპირებ მითუმეტეს მაშინ როცა ცოტნეს ლამის ჩაუწექი საწოლში, თავად შეგაჩერა და მერე მე გამომიგზავნა ეს ფოტოები, მიზანს მიახწია, გაგასულელა, მე კი გული ამირია შენზე, მაგრამ იცოდე გაყრის მერე თუ მსგავსი რამ მოხდება, შენსა და მას ან ნებისმიერ კაცს შორის გიორგის წაგართმევ-დაუსისინა ყურთან ახლოს -თუ კიდევ მსგავს შეცდომას დაუშვებ შვილს წაგართმევ-დაუღრიალა ბოლოს და სახე ალეწილი გავარდა სახლიდან, ტაშის ხმამ ყველა დააფრთხო -ყოჩაღ ანა-მიამ ტაშის დაკვრა განაგრძო-დედა კიდევ შენსგამო ცრემლებად იღვრებოდა, ლაშას ადანაშაულებდა, ვერ პატიობდა ამ ყველაფერს, მას დებდა ბრალს მომხდარში, და შენ რას აკეთებდი ამ დეოს? ისარგებლე რომ ლაშა სახლში არ მოვიდა ერთი ორჯერ და ყოფილ შეყვარებულს გაეკიდე და ლამის ჩაუწექი -გაეთრიე-უღრიალა თამუნამ რძალს გაეთრიე ჩემი სახლიდან-ანამ ამაყად ზიზღით შეხედა ყველას, მერე განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერა და გიორგისთან ერთად სახლი დატოვა რომელიც ასე სძულდა და გულს ურევდა მუდამ. ახლა ზუსტად იცოდს რომ ლაშა სამუდამოდ მოიშორა თავიდან, ლაშასავე სურვილით და ახლა ისიც იცოდა რა ნაგავიც იყო ცოტნეც და ორივესგან გაითავისუფლა დამძიმებული სული. -ლაშა ეს ყველაფერი როგორ მოხდა?-მია ძმის ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა -მია იცი რაა? კარგია რომ ასე მოხდა, მანამდე გამბედაობა არცერთს არ გვყოფნიდა უარი გვეთქვა ამ ოჯახურ თანაცხოვრებაზე რომელმაც ორივეს მხოლოდ ტკივილი მოგვაყენა -ასე იოლად როგორ უშვებ ანას? არ ფიქრობ რომ ცოტნემ რადგან ასე გაიმეტა, ახლა რომ გამოვიდეს უარეს დამართებს? ამ სულელ გოგოს? -ანას არ მივატოვებ, მგონია ესე შორიდა უფრო შევძლებთ ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებას, ჩვენს შორის აზლა ზიზღი აღარ იქნება -შეძლებ რომ დაიცვა? -შევძლებ რადგან ის ჩემი შვილის დედაა და ყველაფერა გავაკეთებ რომ დავიცვა -აქამდე რომ ვერ დაიცავი? -იმიტომ რომ არ მინდოდა მისი დაცვა, ჩემთვის ასე რომ ვთქვათ ზედმეტი ადამიანი იყო, რომელიც მეკიდა, ახლა ჩემი შვილის დედაა მხოლოდ -იმედია რომ გაუმკლავდები მის გამოხტომებს -გავუმკლავდები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.