რა გინდა ჩემგან დადვანო?(4თავი)
გზაში არ ვლაპარაკობდით მხოლოდ მუსიკას ვუსმენდით,როგორც ჩანს ჩემი და ალექსანდრეს გემოვნება მუსიკაში ერთმანეთს გავდა. ჩემი საყვარელი სიმღერა ჩაირთო და თვალები დავხუჭე,ვერც გავაცნობიერე მუსიკას ისე ავყევი.ზოგადად სიმღერის დროს მთელ გრძნობებს გადმოვცემ ხოლმე და სულიერად ვმშვიდდები.თვალები რომ გავახილე მაშინღა მივხვდი რომ ალექსანდრეს გვერდით ვმღეროდი. ცოტა შემრცხვა და ალექსანდრეს შევხედე,გაოცებული მიყურებდა -არ მჯერა რომ ესე საოცრად მღერი(ალექსანდრე) დავიმორცხვე სახეზე სულ გავწითლდი -კიდე მიმღერე რამე რა(ალექსანდრე) -აუ კაი რა(მე) -მიდი ერთიც გთხოვ(ალექსანდრე) -ნუ კაი რადგან მთხოვ ერთს გიმღერებ(მე) თვალები დავხუჭე და სიმღერა დავიწყე,ალექსანდრეც ამყვა და თვალები გავახილე.მიღიმოდა,მეც გავუღიმე და ერთად ვმღეროდით.ჩვენი ხმები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდნენ,როგორც ჩანს ისიც კარგად მღერის. -აუ ადელმა რომ მოგვისმინოს მუხლებზე დაგვიდგება(ალექსანდრე) ვიცინოდით და ვმღეროდით,ბოლოს ბარშიც მივედით.ალექსანდრემ კარები გამიღო და შესასვლელისკენ წავედით.ალექსანდრეს ესალმებოდნენ,ხელს ართმევდნენ როგორც ჩანს ამ ადგილის ხშირი სტუმარია. -წამო დავლიოთ ცოტა და მერე ვიცეკვოთ(ალექსანდრე) -კაი მარა გოგოებმა რა უნდა დალიონ(ბექა) -ის რასაც თქვენ დალევთ(სალი) -რავი არაყი გვინდა ჩვენ და გაქაჩავთ?(ბექა) -თავისუფლად(მე) -კაი წამოთ მაშინ(ბექა) 5 ჭიქა არაყის მერე მივხვდი რომ სიმთვრალეში შევდიოდი და ჰაერზე გასვლა მჭირდებოდა -აუ მე გარეთ გავალ და მალე მოვალ(მე) -ცუდად ხარ?(ალექსანდრე) -არა კარგად ვარ ჰაერი მინდა უბრალოდ,აქ ყველგან სასმელის სუნია(მე) -კაი მიდი და მალე მოდი(ალექსანდრე) -კაი(მე) ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მხვდებოდა სახეზე.აქედან საკმაოდ კარგი ხედი ჩანდა,სურათი გადავუღე და ტელეფონი შევინახე. -პრივეტ ნინი,არ მეგონა აქ თუ გნახავდი(რატი) -პრივეტ რატი(მე) -როგორ ხარ?(რატი) -რავი კარგად შენ?(მე) -ხო მეც. მარტო ხარ?(რატი) -არა(მე) -აჰამ შეყვარებულთან ერთად(რატი) -შეყვარებული არ მყავს(მე) -ვა კაი(რატი) -ჰომ(მე) -წამო შევიდეთ სასმელზე დაგპატიჟებ(რატი) -აუ დავლიე უკვე და აღარ მინდა მეტი(მე) -კაი წამო მაშინ ერთი ცეკვა მაჩუქე(რატი) -აუ არა რა(მე) -წამო წამო(რატი) ხელი მომკიდა და შიგნით შემიყვანა. ალექსანდრემ დაგვინახა და სახე შეეცვალა.რატიმ ხელები წელზე მომხვია და ცეკვა დავიწყეთ.ალექსანდრეს ვუყურებდი და ისიც მე მიყურებდა. 5 წუთის შემდეგ ვიღაც ქერა გოგოსთან ერთად დაიწყო ცეკვა.ეს არ მესიამოვნა განა იმიტომ რომ ვეჭვიანობ ან მსგავსი რამ, უბრალოდ მივხვდი რომ აბაროტს მიღებდა თავისი ჭკუით და ნერვები მომეშალა. მეც დავიწყე თამაში და რატისთან უფრო ახლოს მივედი,თითქმის ჩახუტებულები ვიყავით.რატიმ თმა გადამიწია და დავინახე ჩვენკენ წამოსული ალექსანდრე -მეორედ ამ გოგოს გაეკარები და ჩემი ხელით მოგკლავ(ალექსანდრე) -შენ ვინ ხარ ნინისთან ურთიერთობას რო მიკრძალავ ან რა უფლება გაქ(რატი) -სრული უფლება მაქ უთხრა ალექსანდრემ და რატის მუშტი სახეში დაარტყა. მე ვიკივლე რატი დაეცა და სისხლი მოსდიოდა -შენიი..(რატი) რატი ფეხზე ადგა და ალექსანდრესთვის უნდა დაერტყა ბექამ რომ დაარტყა.რატი კიდე დაეცა,ალექსანდრე და ბექა მივარდნენ და ურტყამდნენ -ალექსანდრე გთხოოვ გაუშვი(მე) არ მისმენდა ამიტომ ახლოს მივედი და მხარზე ხელი მოვუჭირე -გაუშვი გთხოვ(მე) ალექსანდრემ ბექა ააყენა და დასისხლიანებულ რატის შეხედა -შენ სხვა დროს მოგხედავ(ალექსანდრე) ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა -გაგიჟდიი?რატო დაარტყი რა უფლებით?(მე) -რა რაუფლებით გოგო ვერ დაინახე რო გეფლირტავებოდა ეგ ახვარი?(ალექსანდრე) -რა ფლირტი ჩემი ნაცნობია ისეთი ოჯახის შვილია მსგავს არაფერს იკადრებდა.ვინ მოგცა იმის უფლება რომ ვინც მომიახლოვდება შეგიძლია დაასისხლიანო ან თუნდაც მოკლა(ვყვიროდი მე) -მეთვითონ მივეცი ჩემთავს(ალექსანდრე) -საღოლ(მე) ჩანთა ავიღე და კიბეებზე ჩასვლას ვაპირებდი ალექსანდრემ ხელი რომ მომკიდა და თავისკენ შემატრიალა -სად მიდიხარ ესე ღამე მარტო(ალექსანდრე) -არ არის შენი საქმე(მე) -წამოდი სახლში მე წაგიყვან(ალექსანდრე) -შენთან ერთად წასვლას,მარტო წასვლა მირჩევნია(მე) -კაი წადი(ალექსანდრე) ხელი გამიშვა და მეც კიბეებზე სწრაფად ჩავედი.ტელეფონი ამოვიღე და სალის მივწერე სახლში წავედი თქო.ყურსასმენებში მუსიკა ჩავრთე და ცრემლებს გზა გავუნთავისუფლე.გვერდზე პარკში ჩამოვჯექი და ვტიროდი. -კარგი რა ნუ ტირი გთხოვ(ალექსანდრე) -რა გინდა დადვანო რა?არ შეგიძლია მარტო დამტოვო ჩემთავთან როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება?(მე) -არა(ალექსანდრე) -გთხოვ წადი(მე) -ნუ მთხოვ(ალექსანდრე) -გთხოვ,წადი(მე) -წავალ და ვეღარასდროს ვეღარ მნახავ გინდა?(ალექსანდრე) -კი(ჩამწყდარი ხმით ვუთხარი ალექსანდრეს და ცრემლები წამომივიდა) -ბედნიერად(ალექსანდრე) სკამიდან ადგა და წავიდა.უკან არც მოუხედავს.გული საშინლად დამწყდა და მეც წავედი. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა მაგრამ ნერვიულად მივაბიჯებდი ტრასაზე.მხოლოდ ალექსანდრეს დიალოგზე მეფიქრებოდა.უეცრად თეთრი შუქები დავინახე და ძირს დავეცი... -გონზე მოდის(ექიმი) -სად ვარ(მე) -ქალბატონო ნინი ავარიაში მოყევით,რთული ოპერაცია გადალახეთ და ძალიან გაგიმართლათ ეხლა გონს რომ ხართ. გაგსინჯავთ და დაისვენეთ(ექიმი) -მე,ჩემ მეგობარს უნდა დავურეკო, ინერვიულებს(მე) -მოსაცდელში ერთი გოგო და ორი ბიჭი გელოდებიან(ექიმი) -შეიძლება დაქალი ვნახო?(მე) -რათქმაუნდა(ექიმი) გარეთ გავიდა და რამდენიმე წამში სალი შემოვიდა აწითლებული თვალებით -ჩემო პატარავ(ტირილით მითხრა ნინიმ და ჩამეხუტა) -კარგად ვარ ჩემო სიყვარულო აღარ ინერვიულო(მე) -რამე რომ დაგმართნოდა ჩემ თავს არ ვაპატიებდი(სალი) -დამშვიდდი ცოცხალი ვარ(მე) -ეს, ეს როგორ მოხდა(სალი)~ ყველაფერი მოვუყევი და მისი სახის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი -უყვარხარ(სალი) -საიდან მოიტანე(მე) -მთელი ღამე სახლში არ წასულა,თავის თავს არ გავდა,პირველად ვნახე ალექსანდრე დადვანის ტირილი(სალი) -ახლა აქ არის?(მე) -კი(სალი) -მასთან ლაპარაკი მინდა(მე) -კაი ვეტყვი ოღონდ ჭკუით იცოდე, ისეთი არაფერი გააკეთო რასაც ბოლოს ინანებ(სალი) -კაი(მე) წამებში დავინახე დადვანის განადგურებული სახე -გამარჯობა(მე) ხმას არ იღებდა,მხოლოდ მიყურებდა.უეცრად მოვიდა და შუბლზე მაკოცა -მეგონა ვეღარასდროს გნახავდი(ალექსანდრე) -ცოცხალი ვარ,არაფერი მომსვლია(მე) -ჩემი ბრალი იყო,მარტო არ უნდა გამეშვი(ალექსანდრე) -ჩემი სიჯიუტის ბრალი იყო(მე) ჩემი ხელი აიღო და ცხელი ტუჩები მიაწება.მიკვირდა მისი ეს საქციელი. -ბატონო ალექსანდრე პაციენტს დასვენება სჭირდება(ექთანი) -დროებით პატარავ(ალექსანდრე) -დროებით(მე) ალექსანდრეც გავიდა და დავრჩი თეთრ პალატაში მარტო.თავიდან ვერ ვიგდებდი ალექსანდრეზე ფიქრებს.ბოლოს ჩამეძინა და სიზმარშიც ალექსანდრესთან ვიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.