ანუკი. გარგძელება (თავი მეათე)
ალექსანდრემ გვერდი აუარა და მანქანაში ჩაჯდა. -თავხედი... ვითომ ძალიან ადარდებს ელენე. მოკლედ.. მე სახლში გავალ.. რაღაცეებს წამოვიღებ და დავბრუნდები. -მოიცადე , მეც წამოვალ-რეზი მანქანიდან გადმოვიდა-მე გაგიყვან ვაფშე. -კაი. *** ანუკი და რეზი სახლში იჯდნენ და საუზმობდნენ სანამ საავადმყოფოში დაბრუნდებოდნენ. თან უამრავ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და ცოტახანში ისეთ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, რომელზეც საუბარი ანუკის მხოლოდ რეზისთან თუ შეეძლო. -გიყვარს? -იცი რა არი ყველაზე უცნაური? წარსულში.. ყველა ის დღე რაც მასთან მაქვს გატარებული, უმეტესობა, მაქვს კაიფში ან მთვრალი ვიყავი.. ანუ ბუნდოვნად მახსოვს და მაინც მიზიდავს... მაინც მიყვარს. ალბათ ფსიქიკურად არ ვარ კარგად. რანაირად შეიძლება ამდენი ხნის მერე მიყვარდეს, როდესაც თვითონ დასანახად ვერ მიტანს და მეც ვერ ვიტან.. იმდენი რაღაც გადამხდა თავს მაგის გამო... -გინდა გითხრა რატო გიყვარს? -რატო -ალექსანდრემდე შენი ცხოვრება უაზრო იყო, უმოტივაციო, უმიზნო. დააკვირდი, როგორ განვითარდი და წინ წახვედი მასთან ურთიერთობის მერე? იქამდე არც დაგესიზმრებოდა, რომ მამაშენის ფირმას ჩაუდგებოდი სათავეში, ან რო საერთოდ შენი რესტორნების ქსელს შექმნიდი. ან ვინმე რო შეგიყვარდებოდა. ანუკი, მაგ ადამიანმა ცხოვრებით დაგაინტერესა და რეალობა დაგანახა. ეხლა უბრალოდ ვერ ელევი, რო ისიც იგივეს არ გრძნობს. -ხო, მარა ალბათ არაფერი გამოგვივიდოდა. როგორ შეიძლება ორი ადამიანი გიყვარდეს ერთდროულად, ჩემთანაც დადიოდა და ლიზისთანაც. ორპირი ადამიანია, ცივი, უემოციო,.. -ცხოველი. დავიზეპირე უკვე. უნდა დაივიწყო, ცოლი ყავს. -ვიცი.. შენი აზრით ესეთი ადვილი რო იყოს აქამდე არ დავიკიდებდი? -ანუ იტყუებოდი, იქ არავინ გიყვარს? -არა. არც მოწონებით . უბრალოდ დიტოსთვის თქმა არმინდოდა, მიტყდება იგივე შეცდომას რო მეორედ ვუშვებ. -კაი ვისთან გიტყდება დიტოსთან? ძმაკაცს რო შეყვარებული აახია. -რეზი, მემგონი ფსიქიატრი მჭირდება, აქამდე არც მეგონა.. არც ვფიქრობდი, ვაფშე არ წარმომედგინა რო ვუყვარდი, თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ ოდესმე შეიძლებოდა ისევ შემყვარებოდა. კაი შენ რაში გაინტერესებს ჩემი საპნის ოპერა. ჯობია დროზე მოვეგო გონს და მივხედო ფირმას და დედას. ალექსანდრე კიდე როგორი წარსულიც იყო ისეთივე წარსულად.. სომეხი ვარ ხო? წინადადებასაც ვეღარ ვაყალიბებ. წამალს დავლევ და წავიდეთ, სანამ საბოლოოდ გავაპარტახე შენი წარმოდგენა ჩემზე. -ანუკი, ხო იცი ჩემთვის სულ ერთია შენ ალექსანდრეს დაიკიდებ თუ არა, ამ მომენტში არსებითი მნიშვნელობა მარტო იმას აქვს შენ დაიტანჯები მაგით თუ არა . თორე ის ვიცი ,რო ახლოსაც არ გაეკარები სანამ ცოლი ყავს. -ხო.. ვიცი. როდის მიფრინავ? -ჯერ არა . აქ ვარ და რაშიც დაგჭირდები დაგეხმარები. ამ დროს ტატოც მოვიდა. -შენ ეხლა მოხვედი სახლში? -ხო ცხრაას ადგილას მომიწია წასვლა, სანაცნობოთი გამოვჩხრიკე იმ ბანკის უფროსი. -მერე? -და ვერ წარმოიდგენ ვისი მამაა ეგ კაცი. -ვისი? -ალექსანდრეს ცოლის. მაგასთან უნდა მივიდე ეხლა და ვეხვეწო რო შეაჩერონ ავეჯის გაზიდვა. -როდესაც შენ დილით თავზე დაახურე ალექსანდრეს რო არც ეგ და არც მაგისი ცოლი არ შეგეხონ . რა საინტერესოა. -რეზი მოკეტე... შენ რო მიხვიდე? მარტო ალექსანდრეს ცოლთან. -რანაირად გავარტყა ეგრე, ისედაც სახლში უნდა დავადგე. -აუ მე არ წამოვალ ძაან გთხოვ, თან მე რო მოვიდე უფრო უარს გეტყვის. ელენეს ხათრი აქ. მე რა გავაკეთო მითხარი. -საავადმყოფოში წასვლას აზრი არ აქ რა, ნინო იქნება იქ. შენ წადი ფირმაში, კეტავენ ეხა, დაიწყე მნიშვნელოვანი საბუთბის ჩალაგება და სახლში წამოიღე. მამაშენის კაბინეტშია უმეტესობა. -წამო, გაგიყვან. -კაი, არა შენ .. მოიცა, ტატო რეზი ვერ შეამჩნიე? -ვერ შევამჩნიე? -ანუ რავი რამდენი წელია არ გინახავს. -რავი გუშინ ვნახე აეროპორტში. -და არ მითხარი? -სურპრიზის გაკეთება უნდოდა, არ მაქ ამის დრო. მე ქრისტინესთან, შენ ოფისში. დროზე ნუ გძინავს. *** -ანუ რომელი ერთი საბუთი უნდა წავუღო? აქ ცხრაასი რაღაცაა. -ყველა რო რამე ყუთში ჩავაგდოთ? -ყოჩაღ რეზი, არ იცნობ ტატოს? მეტყვის დაჯექი და მოძებნე, რომელია მაქედან მნიშვნელოვანიო. -შენი ბავშვობის სურათები აქ რატოა. -ეტყობა ძაან ადრე წამოიღო, რავიცი აბა. -შენი რეფერატები კოლეჯიდან? ყოველ შემთხვევაში ასლები. -ჩემი რეფერატები?-ანუკიმ საბუთები მაგიდაზე დატოვა , რეზისთან მივიდა და ფაილი გამოართვა-მართლა.. ჩემია... ასლი. საიდან აქვს? ან რისთვის უნდოდა? -ყველა შენი შუალედურის და ფინალურის ქულები. ყველა გამოცდის ქულა. -ჩემი დავალიანებები საიდან აქვს? -და თან გადახდილი. -რა ... ანუ.. როგორ ვერ მივხვდი. -ეს 4 წელი ყველაფერს თვალს ადევნებდა. -ჩემი ფირმა რო შეიქმნა სტატია დაიბეჭდა და ეგეც აქ არის..არ მჯერა. -არც მე. მამაშენს გული ჰქონდა? -ან უბრალოდ... მაკონტროლირებელი მანიაკები იყვნენ ორივე. არაფერი მნიშვნელოვანი. გავაგრძელოთ ძებნა. რეზიმ ანუკის რეფერატები და გამოცდების ფურცლები ყუთში ჩადო, დახურა და დააწება. -ეს ერთი მზადაა. -რა ჩადე მანდ? -რაღაც საბუთები, რაც უეჭველი საჭიროა. -კაი, მეც ფინანსებთან რაც არის დაკავშირებული და გადმოფორმებულ აქციებთან აქ მაქვს , მევალეების სიაც, მეტი არაფერია საჭირო. წავედით. *** ერთი კვირის განმავლობაში ტატო და ანუკი გიჟებივით დაქროდნენ მთელ თბილისში და სპონსორებს ეძებდნენ ფირმისთვის, მაგრამ გამომდინარე კორონას სიტუაციიდან, არავის არ სურდა ისეთ ფირმასთან თანამშრომლობა, რომელსაც ბანკთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბოლოს სასტუმროს დახურვა მოუწიათ დროებით. ანუკიმ კი საბოლოოდ გადაწყვიტა ამერიკაში დაბრუნება რადგან 1 კვირა გამოცდები ჰქონდა და მერე უკვე დამამთავრებელი ცერემონია. თუმცა იქ ელენე ვერ მიყავდა, გული დასუსტებული ჰქონდა და ფრენას დიდი ალბათობით მძიმედ გადაიტანდა. ანუკის ამერიკაში რეზიც მიყვებოდა, აინტერესებდა იქაურობა და თან უნდოდა დიპლომების გაცემას დასწრებოდა. უკვე თვითმფრინავში ისხდნენ, როდესაც ანუკის ალექსანდრეს ხმა მოესმა. -რეზი.. რეზი მითხარი, რო ეხლა ეს არ გესმის. -რა არ მესმის? -ხმა... ვაიმე, გავგიჟდები. -რა ხმა, რა ხმები გესმის. ისევ დაიწყე? ისევ კაიფში ხარ? -ვაიმე, რეზიი-ანუკიმ საყელოში ჩაავლო ხელი და ოდნავ შეანჯღრია-რა კაიფი, ნეტა კაიფში ვიყო, ალექსანდრეა აქ. -გამარჯობა, ხელს ხო არ გიშლით-ამ დროს ალექსანდრე მის უკან იდგა. -გამარჯობა... და შეილება ვიკითხო აქ რა გინდა? -შენ მოგყვები. არ შეილება? -და მართლა?-რეზიც ჩაერთო საუბარში. -რაღაც საქმე მაქვს, რომ მცოდნოდა ესეც მოფრინავდა, ალბათ აღარ მექნებოდა. -რა დამთხვევაა, ალბათ მეც ეგრე ვიზამდი. კარგი შეგილია შენ ადგილზე დაჯდე, უნდა ავფრინდეთ მალე. -თქვენის ნებართვით-ალექსანდრემ გაუღიმა და მის გვერდით დაჯდა. -რას აკეთებ? -ჩემ ადგილზე ვჯდები. -არა, ეს ადგილი შენია? -კი. -უკაცრავად, რამდენ ხანში ავფრინდებით? -15 წუთში. -ანუ შეიძლება რომ გავიდე? ანუ დავტოვო თვითმფრინავი, საჩქარო საქმე გამომიჩნდა, ახლობელი მყავს ცუდად და..-ანუკი წამოდგა და ის იყო ჩემოდანს უნდა მიწვდომოდა, რომ რეზიმ ხელი ჩაავლო და სკამზე დასვა. -ნუ ლაზღანდარობ ამხელა გოგო, დაჯექი და ნუ უშლი ხელს ხალხს. მუშაობენ. -გამიშვი, სხვა რეისით წამოვალ. -მორჩი ისტერიკას და მოიქეცი როგორც შეგეფერება. -რეზი... -გეყოფა. კარგი იქნება მთელი 9 საათი წყნარად თუ მოიქცევი, თორე ან შენ გადაგაგდებ, ან მე გადავხტები-რეზიმ ყურსასმეები გაიკეთა და ფანჯრისკენ მიტრიალდა. ანუკი შუაში იჯდა და გვერდით ალექსანდრე ეჯდა. -აუ რეზი-ყურსასმენები მოხსნა, ტუჩები მოკუმა და რაღაც ბავშვური გამომეტყველებით ახედა-ადგილს გამიცვლი? -მოგხვდება-რეზიმ ყურსასმენები ისევ გაიკეთა და გატრიალდა. -შეგიძლია სადმე რო დამინახავ ისტერიკები რო არ მოაწყო? -არ ვაწყობ ისტერიკას... -ვეღარ ვხვდები რატო იქცევი ესე. შენ არ გინდოდა ხალხის წინაშე ცივილიზებულად რომ მოვქცეულიყავით? ხოდა მოიქეცი ნორმალურად. არც მე მეხატება გულზე შენთან ერთად 9საათი ფრენა. -მართალი ხარ. -რო არ გიცნობდე, ვიფიქრებდი რო ისევ გიყვარვარ, მაგრამ მერე ისევ გიყურებ და ზიზღის გარდა ვერაფერს ვხედავ შენ თვალებში. -მე შენი ცოლივით სულელი კი არ ვარ-ზუსტად ამ დროს შეამჩნია ანუკიმ, რო ალექსანდრეს ბეჭედი აღარ ეკეთა-სადაა ბეჭედი? -ეგ შენი საქმე არ არის. ეს ფრენა სამივესთვის დაუვიწყარი იქნებოდა. პირველმა საათმა ალბათ ყველაზე მშვიდად ჩაიარა, ანუკის ცოტახანში ჩაეძინა და თავი რეზის მხარზე ედო, მაგრამ რეზი ცოტახნით საპირფარეშოში გავიდა და ანუკის თავი საზურგეზე მიაყუდებინა. მასაც ეძინა და გაუცნობიერებლად მეორე მხარეს გადაიტანა თავი და ალექსანდრეს დაადო. -რა..-მხოლოდ მერე შეხედა ალექსანდრემ და მიხვდა რო ეძინა, დიდხანს ფიქრობდა გაეღვიძებინა თუ არა, მაგრამ გადაიფიქრა და რეზის დაელოდა. ანუკიმ კი მალევე გაიღვიძა. -რ.. ბოდიში-სახეზე გაწითლდა და ალექსანდრეს ზურგი აქცია. -ცოლს გავშორდი. -ხოო? რატო?-ისე კითხა რო უკან არ გატრიალებულა -მიღალატა. ალბათ გაგიხარდ.ა -რატო უნდა გამხარებოდა რო ცოლი გაგშორდა. -ღალატი ვიგულისხმე ანა. -ანას ნუ მეძახი. -შენ ხო ალექსანდრეს მეძახი. -ვინმე ახლობელთან გიღალატა? -არა, და რა მნიშვნელობა აქვს. -იქნებ გეცადათ შერიგება. -შენ ხო არ შემირიგდი. -ჩვენი სიტუაცია სხვაა, რამდენი ცოლი გინდა გყავდეს? -2. -გყავდა უკვე ორი. ანუ მეტი აღარ გინდა? -ეგ არ მითქვამს. ამ დროს რეზიც მოვიდა. -მე გაგაღვიძე? -არა... -ანუკი კიდე უფრო გაწითლდა-არ გინდა რამე საჭმელი მოიტანო? -კაი, ვიყიდი რამეს-და რეზი ისევ წავიდა. -და რა იგულისხმე? -ვერ მიხვდები. მეზარება ყველა სიტყვის ახსნა. ბოდიში მინდოდა მომეხადა...-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა-და არ მინდა ბოდიშს შენ ზურგს ვუხდიდე. იქნებ დამდო პატივი და შემოტრიალდე? ანუკი ფრთხილად და ნელად გაბრუნდა, თუმცა თვალს მაინც არიდებდა. -მაშინ რომ მოხვედი ჩემთან, არასწორი ვიყავი. არ უნდა მეთქვა ის რაც გითხარი. არ ვთვლი რომ ორპირი ხარ, ეგოისტი შეილება. თან არ დავფიქრებულვარ და შენი კუთხიდან არ შემიხედავს ამ ყველაფრისთვის. მოკლედ .. ბოდიში. -მადლობა. -შენი ჯერია. -ჩემი ჯერია? -ხო . არაფერი არ გინდა მითხრა? -მე რატო უნდა მოვიხადო ბოდიში? -შვილი რო დამიმალე? -მკვდარი შვილი? -თუნდაც ანუკი?! -5 თვის ბავშვის დასაფლავებაზე მოხვიდოდი? თუ რა, დამერეკა ალო იცი რა , ჩვენი შვილი, ანუ მუცელი მომეშალა და ჩამოდი გამამხნევე? მაპატიე რო გიმალავდი, მაგრამ სანდრო აპირებდა მის აღზრდას? შენ არც განიხილებოდი საერთოდ? -შენთითონ ხო ხვდები რო ძალიან ცუდად ჟღერს ეს ყველაფერი. -ვიცი. -და არ ფიქრობ რომ დააშავე? -ორი წლის ბავშვივით რატო მელაპარაკები. ერთადერთი შეცდომა შენთან სექსი იყო და მეტი არაფერი. -ეგ ჩემი შეცდომ აუფრო იყო, არ უნდა მესარგებლა სიტუაციით. -ყოჩაღ... მადლობა. -ვერ გავიგე ეხლა რა გეწყინა. -კაგრი.. ბოდიში... შეიძლება უნდა მეთქვა, მაგრამ გაითვალისწინე რო ამ ბოდიშს არ ვგულისხმობ. უბრალოდ ნაწილობრივ დამნაშავე ვარ. -შეუძლებელი... ადამიანი ხარ. -მე? -კი. ჯიუტი. რას ნიშნავს ნაწილობრივ ბოდიში? გაგიგია ნაწილობრივი დამნაშვე ესეთი ტერმინი? -შეიძლება ეხლა მაინც არ ვიჩხუბოთ? 8 საათია წინ. -ეგ შენზეა დამოკიდებული. -მთლიანი ბოდიში მოვიხადო? -ანუკი, ბოდიშში არაა აქ საქმე. ჩემი შვილი უმამოდ უნდა გაზრდილიყო, შენი ეგოიზმის გამო. მარტო, ავადმყოფი დედით. იცი ავადმყოფს რა კუთხითაც ვგულისხმობ , სანამ ჩხუბს დამიწყებ. მე ნებისმიერ კომპრომისზე წამოვიდოდი. -აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-ანუკის თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და მოიწმინდა. -კარგია რო კიდევ დიდი დრო გვაქვს წინ, სხვა დროს ალბათ ვერც დავილაპარაკებდით ესე. -ხო, შენ გიჟდები ჩემ წამებაზე. -რას ეძახი წამებას? -იცი რო ჩემთვის მტკივნეული თემაა, რატო აგრძელებ? -და ჩემთვის არ არის? -არ მინდა ამის გარჩევა.. -კაი, ნუღა ტირიხარ. არ დამიწყია იმისთვის რო ამეტირებინე . ვერ ვიტან რო ტირიან. მორჩი-ხელსახოცი მიაწოდა და თვალი აარიდა. -შენ თვალწინ. -რა? -ვერ იტან შენ თვალწინ რო ტირიან, თორე შენ ზურგსუკან რა ხდება, ყოველთვის ფეხზე გეკიდა. -როგორ არ მიყვარს ეს ყოფილი ცოლების თემა. ისე ლაპარაკობენ გეგონება გიცნობენ. -ხო, უკვე შეგილია მრავლობითშიც ილაპარაკო ჩვენზე. საერთოდაც კლუბი გახსენი, მესამე შემოგვიერთდეს. -იცი შენი გადამკიდე მემგონი მეორეც არ უნდა მომეყვანა, მესწავლა ნეტა ჭკუა. -ნეტა პირველიც არ მოგეყვანა. -გეყოფათ-ამ დროს რეზიც მოვიდა და ანუკის საჭმელი მიცა. მან წამალი ამოიღო და დალია. -სასმელს ხომ არ ინებებდით?-ბორტ გამცილებელი მათ მიუახლოვდა და სასმელები შესთავაზა. -არა, მადლობა-ალექსანდრემ რეზის გახედა. -არც მე. -მე დავლევ, რა გაქვთ? -ანუკი-ალექსანდრემ და რეზიმ საშინელი გამომეტყველებით გახედეს. -ვხუმრობ, რა არ შეილება?-გაეცინა და გაწითლებულ ბორტ გამცილებელს გახედა-არა, მადლობა. -იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავს. -რა საქმე გაქვს ამერიკაში? -სამსახურიდან, ვიღაც ინვესტორებს უნდა ჩავაკითხო და საქართველოში წავიყვანო. არაფერი მნიშვნელოვანი. 3 დღის საქმეა. -აჰა.. ისევ ვიძინებ, თავი თუ კიდე ერთხელ დაგადე უბრალოდ გამაღვიძე-ანუკიმ თავი ისევ რეზის დაადო და ძილი განაგრძო, რო გამოფხიზლდა მთელ თვითმფრინავს ეძინა. ჩუმად წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა. სახეზე წყალი შეისხა და ცოტახნით სარკეს მიაჩერდა. რაღაც უჩვეულოდ გრძნობდა თავს, მშვიდად. ამდენი კვირის შემდეგ პირველად იყო ესე წყნარად, თუ რა თქმა უნდა ალექსანდრესთან ყოველ ორ წამში ერთხელ კამათს სიმშვიდეს ვუწოდებთ. უკან რომ დაბრუნდა ალექსსაც ეღვიძა. -გაგაღვიძე? -არა. არ მეძინა. ნახევარ საათში ვიქნებით. -ესე მალე... -ხო. -თუ.. დახმარება დაგჭირდა .. ინვესტორებთან, ან რა ვიცი... თუ გინდა დამიკავშირდი. -და დახმარება რო არ დამჭირდეს? -მაშინ ... -არ დაგიკავშირდე? -არა, შენ როგორც გინდა. -ისე რო სადმე გავიდეთ. დამათვალიერებინო აქაურობა. თუ გეცლება. -და შენი ცოლი რას იტყვის ამაზე? -ყოფილი ცოლი. -კარგი. დაგათვალიერებინებ. -ოღონდ შენი ჭყიპინის გარეშე. *** სულ ორი წუთი დამითმეეთ. მაინტერესებს რა ასაკის მკითხველები მყავს ძირითადად და ვისაც შეგიძლიათ კომენტარებში რო დაწეროთ თუნდაც მიახლოებიით <3 <3 წინასწარ მადლობა მხარდაჭერისთვიის. და ასევე მითხარით თუ რამე არ მოგწონთ(ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია და განვითარებაში მაგრა მეხმარებაა ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.