ანუკი. გაგრძელება (თავი მეთერთმეტე)
*** ნახევარ საათში ფრენა დასრულდა. თუმცა 2 საათის განმავლობაში მათ აეროპორტის დატოვება ვერ მოახერხეს , ისევ სიცხის გაზომვის პროცედურების გამო. საბოლოოდ დილის 4 საათზე ანუკიმ კამპუსში მიაღწია და მკვდარივით დაწვა დასაძინებლად. რეზი და ალექსანდრე კი ერთ სასტუმროში დაბინავდნენ, რა თქმა უნდა ცალ-ცალკე ნომრებში, უბრალოდ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო იყო ნიუ ორკში. დილით ანუკი კარზე ბრაგუნმა გააღვიძა. -ნუკი!!-კართან ქეითი იყო. ბოლოს გაახსენდა რო თვითონაც ჰქონდა გასაღები და შევიდა-რატო არ მითხარი რომელზე ჩამოდიოდი, დაგხვდებოდი. -არა, მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით ერთად და ის დამეხმარა... ესე ადრე რატო ჩამოიღე კარი, ან ღამე სად იყავი? -რაღაც ფართი იყო დინის სახლში, დამთავრების პონტში ეხლა სულ აწყობენ. ხვალაც არის წამოდი. -რა ხვალაც არის, დაგავიწყდა რო გამოცდები გვაქვს? -მერე რა, ხო ხარ მზად? -რანაირად ვიქნებოდი? -აბა ერთ ღამეში უნდა მოემზადო? -ნიჭიერი ვარ. მოვიფიქრებ რამეს. რომელი საათია? -3 დაიწყო. -აუ.. უნდა მოვწესრიგდე და დავიწყო გადამეორება. -ააან, წამო სადმე გავიდეთ რა. -ქეით, 1 კვირა მაცადე მორჩეს გამოცდები და სადაც გინდა გავიდეთ რა. -იცოდე ვიმახსოვრებ მაგ სიტყვებს. -დაიმახსოვრე. თუ გინდა დამეხმარე. -არა, ფირმაში ვარ გასასვლელი. -კორონას გამო ხო გაჩერდა? -არა, ღადაობ, სკოლები გაიხსნა და რაღა ჩვენი ფირმა დაიხუროს. ვხსნით ისევ. შენ რო მოიხოდები მერე მოდი, ჯერ არ იქნება მაგდენი საქმე. -კაი. მადლობა. -რა ხდება ახალიიი? -რას გულისხმობ? -შენ ყოფილ ქმარს? როგორ შეეწყეთ ერთად რო იმუშავეთ. -ნუ... არც ისე კარგად. ეხლა ცოლს გაშორდა. -და ეეგ კარგია ხო? -რატოა კარგი? -იმიტო რო ისევ გიყვარს. -რ-რა თქვი? -ნუკი, გადასარევად გიცნობ, გიყვარს. -არა, არ მიცნობ როგორც ჩანს. -კარგი, როგორც იტყვი. -ჯორჯიც ეგრე ფიქრობს? -ჯორჯმა მითხრა. -ხოდა ორივეს მაგრა გაკლიათ, კაი ჭორაობის დრო არ მაქვს, უნდა ვიმეცადინო. -რატო გიტყდება ესე ძაან რო გიყვარს? -ვაიმე ქეით არ მიყვარს!!!-ანუკიმ იმხელაზე დაიღრიალა ხმა ჩაეხლიჩა. -კარგი.. მშვიდად, წავედი . შენ კიდე მწვანე ჩაის გირჩევ, მე მშველის. *** ანუკიმ მთელი დღე სწავლას მოანდომა, ღამე გაათენა და გამოცდაც ასე თუ ისე წარმატებულად ჩააბარა. სულ რაღაც 4 გამოცდა ჰქონდა დარჩენილი და არც ერთისთვის არ იყო მზად. სახლში მივიდა თუ არა ყავა გაიკეთა, რადგან მეორე გამოცდა ხვალ დილით ადრე ჰქონდა და ამჯერად ღამის გათენება აღარ უშველიდა. ამ დროს ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა ალექსანდრესგან. ,,აღარ უნდა დამათვალიერებინო ქალაქი?'' -დღეს?... აუ ეს ხო ხვალ მიდის... ჯანდაბა. არა, ანუკი.. შენ გამოცდა გაქვს ხვალ.. თუმცა.. არც ისე რთული, 1-2 საათით რომ გახვიდე არაფერია-ყავა ხელში აიღო და აქეთ-იქით სიარული დაიწყო-მაგრამ მაშინ უნდა გამოვიძინო, საშინელებას ვგავარ, რომ გამოვიძინო დროს დავკარგავ.. მაგრამ ხო შევპირდი ქალაქს დაგათვალიერებინებ თქო.. და თან რო გამოცდა მაქვს? რანაირად მოვიქცე, რა უბედურებაა-ამ დროს უკან გატრიალდა და გაშეშებული ჯორჯი და ქეითი დაინახა-ო... თქვენ.. მოხვედით? ხმა რო არ გამიგია? -ხო, ისა.. ქეით, შეგილია 911 აკრიფო და დარეკო სანამ მე თოკებს მოვიტან?-ჯორჯი შეშინებული უყურებდა ანუკის. -რა 911. -ვის ელაპარაკებოდი? არაუშავს ანუკი, ყველას ჰყოლია წარმოსახვითი მეგობრები, მთავარია ეს მხოლოდ წარმოსახვითი მეგობრები იყოს და არა სულები. ჩვენ შენ არ განგსჯით. ხო ჯორჯ? აი ჯორჯი 5 წლის რო იყო თავის სათამაშო დათვს ელაპარაკებოდა. -ქეით! შენ ხო თქვი არავის ვეტყვიო. -სხვათა შორის დღემდე ელაპარაკება. -რა?! -დაწყნარდით. უბრალოდ რაღაცას ვერ ვწყვეტდი და ხმამაღლა ვფიქრობ. რა დაგემართათ. -იუმორის გრძნობა საქართველოში დატოვა-ჯორჯმა ყავა გამოართვა და ოდნავ მოსვა-რას გიგავს სახე? -გამოცდისთვის ვემზადებოდი მთელი ღამე -3 კვირა რას აკეთებდი? -აბა ჩვენ შენ არ განგსჯითო, რანაირები ხართ? -უბრალოდ ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყო, რაც გაკლია ბოლო პერიოდი-ეს უკვე მართლა ისე ჟღერდა როგორც განსჯა. საყვედური. შენიშვნა. ყველაფერი შეიძლება დავარქვათ. -მაკლია? -კი, დამამთავრებელი გამოცდები ესეთი უმნიშვნელო არ უნდა იყოს შენთვის. -არც არის? ვერ მატყობ სახეზე? და თან დარწმუნებული ვარ 100 ზე დავწერ, იმიტო რო ყველა ის საკითხი შემხვდა... რაც დღეს გადავიმეორე... თუ გუშინ-ანუკიმ ყავა გამოართვა და მთლიანად დალია. -გატყობ სახეზე და არ მომწონს. მემგონი ჯობია ცოტახანი დაიძინო და ღამე გადაიმეორო. -არა, ეხლა შეიძლება გავიდე. -გახვიდე? -ხო.. ის... რეზი არის ჩამოსული, ჩემი მეგობარი საქართველოდან და ქალაქი უნდა დავათვალიერებინო. ძაან მთხოვა, თან ცოტა გადავერთვები. თქვენ რამე გინდოდათ? -ვიფიქრე ვნახავთ, ვკითხავთ გამოცდაზე რა ქნა თქო. -აი გპირდებით ამ 1 მა კვირამ ჩაიაროს და აუცილებლად დავჯდეთ სადმე და წესიერად გავარჩიოთ ფირმის საკითხიც და ყველაფერიც კაი? -მაინც გადავწყვიტეთ რო 1 კვირა არ გავხსნით, ამიტო შეგილია წყნარად იმეცადინო. რო მერე სამივემ ერთად გავაგრძელოთ საქმე. -მადლობა, ეხა წავალ სახეს მოვიწესრიგებ თორე ალბათ ზომბს ვგავარ. -მუმიას უფრო. -მადლობა ჯორჯ, როგორც ყოველთვის კომპლიმენტებს ასხივებ. *** ანუკიმ მაკიაჟი გაიკეთა, მაგრამ მერე მოიცილა. ,,რატო ვიპრანჭები? უბრალოდ უნდა გავისეირნოთ'' მაგრამ მერე საკუთარ თავს შეხედა სარკეში და ჩაშავებული თვალები რომ დაინახა ისევ წაისვა მაკიაჟი. ბოლოს ყველაფერი მოიცილა და ცოტა ტონალური დაიტოვა. დიდად არ გამოწყობილა, თან ცივი ამინდი იყო. ჩვეულებრივად ჩაიცვა და მასთან შესახვედრად გავიდა. -როგორ ხარ? -კარგად. შენ? -მეც.. ესე იგი, საიდან გინდა რო დავიწყოთ? -გიდი შენ ხარ. -კარგიი... -მოდი ესე გეტყვი. შენ სადაც დადიხარ ხშირად ან რა ადგილებიც გიყვარს ყველაზე მეტად იქ წავიდეთ. -ნუ.. რავიი, მე ერთ კაფეში დავდივარ ხშირად ..-ჯანდაბა გაიფიქრა, ეხლა არ ეგონოს რო პაემანზე ვეპატიჟები ან რამე ეგეთი, ნუ ფიქრობ ამდენ ხანს თორე მართლა ეგრე ეგონება-მაგრამ კორონას გამო დაკეტილია-ჭკვიანურია-ცენტრალურ პარკში მიყვარს ხოლმე სეირნობა. -ხოდა წავიდეთ. -სად გაჩერდი, რომელ სასტუმროში? -four season-ში. -რეზიც მანდ არი ხო? -კი. -ხო არ გითქვამს რო ჩემ სანახავად გამოხვედი? -არც მინახავს და რა იყო რო? -ყველას ვაიგნორებ, გამოცდები რო მაქვს ხვალისთვის და არმინდა ცუდად გამომივიდეს. -მე რატო არ მაიგნორებ? -ხვალ მიფრინავ და თან პირობა მოგეცი. არ მიყვარს პირობის გატეხვა. -გასაგებია. არ გეტყვი რო წადი და იმეცადინე თქო, ცოტას წავიეგოისტებ. -ვგიჟდები ამ პარკზე, ლექციების მერე სუ აქ მოვდიოდით მე ქეითი და ჯორჯი. ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, თუნდაც რომელი ლექტორი მოგვწონდა და არა მარტო, როგორც ნუ.. ლექტორი. ჯორჯის ყოველკვირეულ შეყვარებულებზე. -შენ შეყვარებულებზე? -ყველაფერზე, არაფერს არ ვუმალავდით ერთმანეთს-ამას რა ეხლა უნდა რო რამე გამომტყუოს?-ამიტო არ მინდა აქაურობის დატოვება, მეგობრები მყავს, მივეჩვიე ნიუ ორკს, ისე როგორც ოდესღაც თბილისი მიყვარდა. სამსახურიც მაქვს. -სწავლას რო დაამთავრებ აქ დარჩები? -კი. ელენეს ნინო მოუვლის. ჩავალ ხოლმე, ბოლო ბოლო ჩემი ფირმაა, როცა მინდა დავბრუნდები. ცოტა ფინანსურად რო მოვჯობინდები მამას სასტუმროს თავიდან გავხსნი. აქ სპონსორებს ვიპოვი. -და მომავალში რატო და არა ეხლა? -ჩვენ რესტორნებს რო არ მივხედო.. ქეითი და ჯორჯი დიდი ალბათობით წილს შემიმცირებენ. საკმარისზე დიდხანს ვიჯექი სახლში. -და საქართველოშიც გაქვს სამსახური და ოჯახი. -მეგობრები არ მყავს მანდ. ჩემი ბოლო დაბადების დღის შემდეგ მანდ.. აღარავინ არ მელაპარაკება. ჩემთან ასოცირება უტყდებათ, ყველას დიტოს და რეზის გარდა. -იმიტო რო დიტოსთან ასოცირებაც ყველას უტყდება და რეზი.. პროსტა რეზია. -დიტოს ეგრე მკაცრად ნუ განსჯი. -შენ რა თქმა უნდა მეცხრე ცაზე იქნებოდი რო გაიგებდი რო ლიზი მაგას გაყვა. -ნუ ისაწ....ბ თავს. გამოხვედი ანგელოზი და ჩვენ ყველა ეშმაკები, რომლებმაც ჯერ თავი შეგაყვარეთ და მერე ჩვენ დაგაგდეთ. -ეგ არც მიფიქრია და არ მითქვამს. რატო თარგმნი ჩემ სიტყვებს შენ ენაზე? -მაპატიე.. გაღიზიანებული ვარ, არ მეძინა ღამე. ვბოდავ ალბათ. -ვერ ვიტან კაცები თავს რო ისაწ....ბენ, და თუ კარგად მიცნობ ეგ არასოდეს არ მიცდია. -ვიცი. -კარგი, წეღან ისე საყვარლად აარიდე შეყვარებულების კითხვას თავი რო ვკვდები ინტერესით. -მუზეუმში წავიდეთ არ გიინდა? -ანუკი, მემგონი საკმარისად გონიერი ხარ იმისთვის, რომ მიხვდე რო ამერიკაში ერთი 10ჯერ მაინც ვარ ნამყოფი.. და აქ ტურისთვის არ მომიყვანიხარ. უბრალოდ .. შენთან საუბარი მინდოდა, მაინტერესებდა რას აკეთებდი ეს წლები. მეგობრულად. -მეგობრულად. -კი, მეგობრულად. ხო შეგვილია ვიმეგობროთ. -შეგვიძლია. კაი, რა გაინტერესებს? -გკითხე უკვე, მაგრამ თუ არ გინდა მაგაზე ლაპარაკი, არ არის პრობლემა. -არა, უბრალოდ.. უცნაურია, შენთან ამ თემაზე ლაპარკაი. მაგრამ რადგან მეგობრები ვართ.. მყავდა ერთი.. ან ორი. უმნიშვნელო. -ქართველები? -არა. და ალბათ ეგეც იყო მიზეზი დაშორების. ძალიან განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ, შეიძლება რამე საერთო მონახოთ, მაგრამ ძირეულ საკითხებში, როგორიც მსოფლმხედველობაა, კარიერა, ოჯახი, ცოტა ძალიან განსხვავებულად აზროვნებენ. -მაგალითად? -შენითაც გეცოდინება. აქ მიღებულია ერთად ცხოვრება დაოჯახებამდე, მე ეგეთი რაღაც არ შემიძლია. მაგიტო დავშორდი პირველ შეყვარებულს. -ანუ არ გიყვარდა. -სიყვარული რა შუაშია? -თუ გიყვარდა ესე იგი ეჭვს არ შეიტანდი რო დაოჯახდებოდით ხო გადასვლის მერე? -რა შუაშია, იმას თუ ვუყვარდი ჯერ დაოჯახება შემოეთავაზებინა და მერე ერთად ცხოვრება. რა უკუღმართობაა. -არ გახსოვს ჩვენც ჯერ რო ერთად ვცხოვრობდით. -ერთი დღე? ისიც დაძალებით? რაღაც გეშლება მეგობარო. ეს სულ სხვა სიტუაციაა. -რა მხრივ? -ყველა მხრივ?! შენ არ მიყვარდი თან.. დასაწყისში. -ნუ ბრაზდები ესე ყველაფერზე. ნერვებს გაიფუჭებ. ისე სულ მაინტერესებდა, როდიდან შეგიყვარდი? -სულელური კითხვაა. შემდეგი. -რატო არ მპასუხობ?-ალექსანდრემ ხელით გააჩერა და მისკენ შეაბრუნა, მერე უცებ უკან დაიხია და გამომწვევად შეხედა ანუკის სიცივისგან აწითლებულ სახეს. ცოტახნით არც ერთს არაფერი უთქვამს. ერთმანეთს თვალებში მიჩერებოდნენ. -ჩვენი ხელის მოწერის დღეს... დათუნია და ნუტელა რო მოიტანე, მაშინ რაღაც ინტერესი გამიჩნდა მეპოვა ცხოველის შიგნით თბილი და ნორმალური ადამიანი. ცოტა ეგოისტიც ვიყავი, მამა ახალი გარდაცვლილი გყავდა და მე კიდე უფრო ნერვებს გიშლიდი.. -მეც არ დაგაკელი ლიზათი. მე რატო არ მეკითხები? -იმიტო რო არ გყვარებივარ. -რითი დაასკვენი? -ამას ახსნა არ ჭირდება.. არა? -რატო არა. -ალექს.. შენ გჯერა რო მე შეიძლება შენ მიყვარდე და ამავდროულად სანდრო? -ეგრე არ იყო? -მეღადავები ხო? სანდროსთან ურთიერთობაზე კიდე უფრო დიდი შეცდომა მარტო შენი შეყვარება იყო. არ მიყვარდა. საერთოდ. უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ მქონდა. და შენ რა გამართლება გაქ? -არანაირი, მე შენ მიყვარდი. ლიზა დავტოვე კარგად გაიხსენე, მამაშენსაც ვუთხარი ყველაფერი. მზად ვიყავი შევცვლილიყავი და შენ უბრალოდ გაქრი. 5 წლით და უკან არც მოიხედე. -და რა უნდა გამეკეთებინა? იმ მომენტში უბრალოდ შურისძიება მინდოდა, შენ რომ ეგ ყველაფერი გადაწყვიტე მე უკვე გეგმა მქონდა დაწყობილი. -შურისძიების. -კი. თან.. ამის მერეც რო გყვარებოდი, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ერთად ყოფნა? უბრალო თავის დამცირება იქნებოდა. მე დავანგრიე ის რაც არ უნდა აშენებულიყო არასდროს. -ნუ ლაპარაკობ რაღაც ბანალური წიგნებიდან ამოკითხული ფრაზებით. და მე ნუ მასწავლი მიყვარდი თუ არა, შენ თავზე რაც გინდა ის თქვი, გინდა თქვი რო გეზიზღებოდი, ან უბრალო გატაცება იყო, მაგრამ ჩემ გრძნობებში ეჭვი თუ შეგაქ ეგ შენი კომპლექსებია. -არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი. -რატო? -შენი აზრით? ძალიან ბევრ რაღაცას ვნანობ. -გავიგე ჩემ შეყვარებას. -არა მარტო. და მაგას შენ გამო არ ვნანობ. ჩემ სიდებილეს ვაბრალებ. ბავშვი ვიყავი, არც მიფიქრია რა მოყვებოდა ამას. ფიქტიური ქორწილი იყო, შენ სხვა გიყვარდა . უაზროდ დავიტანჯე თავი, შენც რო ისე არ დაიტანჯე როგორც მე , გადავწყვიტე შური მეძია.. ამის გამო ბოდიშს გიხდი. ალბათ ძაან შორს წავედი. ალბათ მართლაც ეგოისტი ვარ და ვერ ვამჩნევ. -არა.. არ ხარ. გაბრაზებულზე ბევრი რამე გითხარი მაშინ და მოგიხადე უკვე ბოდიში. -ხო მარა, მაშინ... -არ აქვს მნიშვნელობა რა იყო მაშინ. კიდე მომიყევი რამე. -სულ მე გიყვები, შენი ჯერია. სად გაიცანი ქრისტინე? -მამამისი ბანკს ფლობს, ერთ-ერთ კორპორატიულზე შევხვდი. -გიყვარდა? -ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. შენ რო წახვედი ზუსტად 3 თვეში ცოლად მოვიყვანე. -ესე მალე? -ბევრი მიზეზის გამო. ცოტა ბავშვური, საყვარელი და მშვიდი გოგოა. ზედმეტს არაფერს ამბობდა ან აკეთებდა... -როგორც ჩანს აკეთებდა-ანუკის გაეღიმა-ვაი.. ბოდიში.. ცუდად გამომივიდა. -ხმამაღლა არ აპირებდი თქმას ხო-ალექსანდრესაც გაეღიმა-ჩემი ბრალია. -ჩემზე ჭკვიანი გამოდგა. -რა? -მეც უნდა მეღალატა. უფრო ეფექტური იქნბებოდა. -რა ჭკვიანი, ვიღაც ცინგლიან სანდროს გაეკიდე, თან ჩემ ბავშვს მიმალავდი და ისე შემარცხვინე მთელი თბილისის თვალწინ რო მეტი რა უნდა გაგეკეთებინა. -ხო მარა ღალატი უფრო ეფექტური იქნებოდა, მაშინ გეგონებოდა მაინც რო არ მიყვარდი. ეგ უფრო მტკივნეული იქნებოდა. ეხლა გვიანია... -შემდეგს მოუწყე ეგ. -აუცილებლად. თან მოვუყვები როგორ მოგექეცი შენ და მერე თუ მართლა დარჩება, ცოლად გავყვები. -აუ.. ნუღა იხსენებ მაშინ რა გითხარი.. -რატო იგრუზები? -კი. -კარგი. -რა სიტყვა სიტყვით იმახსოვრებ იმ საზიზღრობებს რაც მაქ ნათქვამი და გაკეთებული და რაც კარგი გავაკეთე ის ყველაფერი დაგავიწყდა. -არა, ძალიან კარგად მახსოვს ხელი რო მოვაწერეთ იმ დღეს როგორიც იყავი. -როგორი. წამო სადმე დავჯდეთ ყავა დავლიოთ რა. -რატო გცივა? -კი, არ მინდა გავცივდე-ალექსანდრეს გაეცინა, ქუჩის იქით კაფე დაინახა და იქ შეიყვანა. ყავა შეუკვეთეს და ლაპარაკი გააგრძელეს. -მომიყევი რა გახსოვს. -რავი.. მამაჩემმა იარაღი მომადო შუბლზე და დამემუქრა რო თუ ხელს არ მოვაწერდი მომკლავდა, თან მიღრიალებდა რა დაგაკელიო. ეგ ცოტა ბუნდოვნად მახსოვს, იმდენად შოკში ვიყავი. მერე შენ უთხარი რო ჩემ ცოლს მეორედ ხელს არავინ დააკარებს და ამიერიდან ჩემი პრობლემააო. ერთ ჩემ დაქალთან მიხვედი და თხოვე... -ნინის. -ხო ნინის-ანუკის გაეღიმა და ესიამოვნა ნინის სახელი რო ახსოვდა-კითხე რითი შეილება გავამხიარულო ანუკიო -მოგიყვა ეგენი? -კი. და იმან ნუტელაო მგონი გითხრა. -ნუტელა და მწვანე ჩაი. -მწვანე ჩაი ხო.. დღემდე ვსვამ. მამშვიდებს. მერე სანდროს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და მგონი მაგ დროს შემოხვედი და კართან დატოვე სათამაშო და ტკბილეული. ალექსანდრეს წარბები შეეჭმუხნა და გვერდით გაიხედა, ხელი აუთამაშდა. -ხო.. არ დამიტოვებია, დავაგდე. გაბრაზებული ვიყავი. -რაზე? -კიდე იმ სი... სანდროს რო ელაპარაკებოდი. -მაგ დროს რა .. მოგწონდი? -არა, მარა რაღაცნაირად არ მესიამოვნა. -რატო არასოდეს არ მპასუხობ წესიერად. ყოველთვის გაურბიხარ კითხვებს. -არ ვიცი მაშინ მომწონდი თუ არა, უბრალოდ ვიეჭვიანე. მაშინ გამიჩნდა პრეტენზია რომ ჩემი ცოლი სხვასთან არ უნდა ყოფილიყო. მე არ მიყვარდი, მაგრამ არ მინდოდა შენ ვინმე გყვარებოდა. -ერთი სიტყვით შენც კარგი ეგოისტი ხარ. ეგრე მოექეცი ქრისტინესაც. -კი. ეგრე მოვექეცი. -არც უარყოფ. -არა, ჩემი შეცდომების აღიარება პრობლემა არასდროს ყოფილა. -და მათი გამოსწორება? -უბრალოდ მაინტერესებს, უკონტექსტოდ გეკითხები. რომ არა ეს 5 წელი.. დაუშვად შენ ამერიკაში არ წახვედი, მე ქრისტინე არ მოვიყვანე ცოლად, როგორ ფიქრობ მომავალი ექნებოდა ჩვენ ურთიერთობას? *** ბოლო ორ თავს ძალიან ბევრი მკითხველი გამოუჩნდა, ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის რამდენს ნიშნავს ამდენი ადამიანი რო კითხულობს ჩემ მოთხრობას. ჩემთვის უზარმაზარი მოტივაციაა, მადლობა ყველას სავარაუდოდ ანუკის რომ დავამთავრებ კიდევ ერთ ახალ ისტორიას დავიწყებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.