შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით.(ნაწილი 1)


25-08-2020, 12:29
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 2 097

ქეითის pov:
არ ვიცი როდესმე გაგიგიათ თუ არა ამ ადგილზე...არ ვიცი თუ იცით საერთოდ რა ხდება ამ ტერიტორიაზე და რატომ უშლიან მშობლები შვილებს ,რომ ამ ტერიტორიას ახლოს არ მიეკარონ.
სიმართლე რომ გითხრათ არც მე ვიცი ეს!
ბავშვობაში მეც ყოველთის მაინტერესებდა ,რატომ ??
მაგრამ აი უკვე 23 წლის ვარ ,ამას  კი  ისევ არავინ არ მეუბნება.
ჩვენი უბნის საბჭო გამალებით ცდილობს ეს ამბავი დამალოს
და ,,დაგვიცვას,,მაგრამ დიდად არ გამოსდით ხშირ შემთხვევაში.

-გაიგეთ ახალი მკვლელობის შესახებ?

-იგივე ქუჩაზე კაცი სიკვდილამდე ნაცემი იპოვეს!

-უცხო ხალხი შეუნიშნავთ უბანში,სავარაუდოდ მას ეძებენ.

-ბავშვები გარეთ არ გაუშვათ!

-სიფრთხილე გვმართებს.

ესაა ჩვენი ყოველდღიურობა...აქ არის რაღაც საიდუმლო, რომელზეც არავინ არ საუბრობს ,მაგრამ ყველამ იცის ამის შესახებ.
სახელი ქეითი ,ასაკი სულ რაღაც
23-ის,ვცხოვრობ ერთ პატარა და საყვარელ უბანში,ამ უბანში კი ყველა ერთმანეთან ახლოს ვართ  და ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს,მოკლედ ერთი დიდი ოჯახი ვართ!
მაგრამ არის ერთი პატარა საიდუმლო ამ საყვარელ და პატარა უბანში!
დამიჯერეთ აქ  არც ისეთი ჰარმონიულად არის ყველაფერი როგორც გგვგონია და ჩანს.
ხშირად ამ  თემას არავინ არ ეხება ,იმის მიუხედავათ რომ ეს ყველაფერი   ჩვენს გარშემო  ხდება...ისე იქცევიან თითქოს არაფერი იციან .
გაინტერესებთ ალბად რა საიდუმლოს მალავს ჩვენი უბნის საბჭო გამალებით ?
აქ არის ერთი მონაკვეთი
რაღაც ადგილი ,აქედან ძაალიან ახლოს, სადაც არც ისეთი კარგი რაღაცები ხდება!
ამ ადგილს ჩვენს ,,შავ ხაზს ,,
ვეძახით.
სწორედ აქ მდებარეობს ძაალიან საშიში მაფიური დაჯგუფება ,რომელიც  გამიგია  თურმე ძაალიან ძლიერია და მათთან დაპირისპირებას ვერავინ ბედავს
და მათი ლიდერი კი ,რომელიც ამ დაჯგუფებას მიუძღვება წინ ,თურმე
ძაალიან სასტიკი და ცივია!
იძახიან მისი ერთი გამოხედვაც კი აიძულებთ მტრებს ,უკან მოუხედავათ შიშით გაიქცესო.
არავისგან გამიგია რომ იმ ადგილს მიკარებოდა!
ის ადგილი ჩვენი უბნისთვის აკრძალული ტერიტორიაა.
ყველაფრის მიუხედავად კი ხშირად ყოფილა შემთხვევა,როდესაც საბჭომ ვერ დამალა მათგან გამოწვეული საბედისწერო შემთხვევა...მაგალითად შუა ქუჩაში დახოცილი ადამიანები ან თუნდაც ცეცხლ მოკიდებული აფეთქებული მანქანები .
განა სხვა დროს არ იცოდნენ ხალხმა რა ხდებოდა?
ძაალიან კარგად იცოდნენ ,უბრალოდ ისე იქცევიან თითქოს არც იციან.
არ ვიცი სადამდე გასტანს ეს ყველაფერი!
ჩვენ საფრთხეში ვართ,ფაქტობრივად მათ  კლანჭებში ვართ მოქცეულები, მაგრამ მაინც ამაზეც ხმას დღემდე არავინ არ იღებს.

მხოლოდ ემალებიან.

მხოლოდ გაურბიან.

-შვილოოო!!ქეით!!ბაჭიაა! გღვიძავს?
გავიგე მამას ყვირილი და ამას კარზე ნაზი კაკუნიხ მოჰყვა.
მეც გავიგე ეს თუ არა და დაფეთებულმა წამოვყავი თავი და საწოლიდან პირდაპირ ფაქტობრივად  კოლიდორში აღმოვჩნდი.
-ჰოოო მამა ,რა ხდება?!! გარეთ გასულს მამა აღარ დამხვდა,რის შედეგათაც
სწრაფი ნაბიჯებით ნახევრად მძინარემ ჩავირბინე კიბები და პირველ სართულზე ჩასულს მამა ღიმილით შემეგება.
ჯერ ამათვარიელ
ჩამათვარიელა ღიმილით დაბნეულმა ,შემდეგ კი მითხრა .
-დილამშვიდობის ბაჭია! მაპატიე რომ გაგაღვიძე,მაგრამ სტუმარი გვყავს...ბრუნოს უნდა შენი ნახვა.
თქვა მამამ და იქვე მდგარ ბრუნოზე მიმითითა ,რომელიც აქამდე ვერ შევნიშნე!
ამაზე მე სირცხვილით
მამას ამოვეფარე !
ღამის პერანგში გამოწყობილ ,თმა აჩეჩილ გოგოს რომ დაინახავ რას იფიქრებ?
ბრუნოსაც თან ეგ არ უნდა ?
დამცინებს მეორე სიცოცხლემდე!
-ფერმაში შენაირებიც ყავთ? მაგრად გამოყურები ქეით!
მითხრა ბრუნომ სიცილით.
-აქ რა გინდა ასე დილა ადრიან ბრუნო? მოსვენებას რატომ არ მაცლი?
ვიკითხე მე უხერხული ღიმილით და მისკენ ყოყმანით გავემართე.
-ხო,ხო ვიცი რომ დილაა,მაგრამ ძაალიან მინდა რომ დღეს საბჭოს შეკრებაზე დაგპატიჟო და ვეღარ მოვიცადე!
მიპასუხა ბრუნომ გაბრწყინებული თვალებით,რაზეც მე თვალები გადავატრიალე.
-საბჭოს შეკრება,მანდ რა მინდა?ვიკითხე მე პირდაპირ ,უხერხული ღიმილით.
-წვეულება იქნება და თან ვაპირებთ საინტერესო თემა  განვიხილოთ,რომელიც ჩვენს უბანს ეხება,დავიჯერო არ გაინტერესებს ეს ?
დაასრულა წინადადება კითხვით და თან გამიღიმა.
-დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება,მაგრამ მგონი აჯობებს სახლში დავრჩე! ვუპასუხე გულახდილად მე და კარებისკენ წავედი,მაგრამ ბრუნო იგივე ადგილას იდგა და ლეკვის თვალებით მიყურებდა.
-ბრუნო? ისევ არაფერი..იგივე სახე და გამოხედვა...ნუ რა უნდა მექნა?
დავნებდი!
-კარგი მოვალ..ახლა შეგიძლია წახვიდე!!!კარგად!!გამიხარდა შენი ნახვა!!! ვთქვი მე ღიმილით და ფაქტობრივად უკვე ძაალით გავაგდე სახლიდან !
კარი რომ მოვხურე გავიაზრე მისი ნათქვამი და დავფიქრდი .
-წვეულება...ხალხი..სერიოზული თემები...სერიოზული ხალხის სერიოზული საუბრები....აჰ...არც ისეთი სასიამოვნო იქნება.
ვთქვი და ღრმად ამოვიხვნეშე .
-ბრუნო ვინ ხარ რა!
ბრუნოსთან არ მაქვს არანაირი პრობლემა, უბრალოდ ის უბნის საბჭოს  პრეზიდენტის  შვილია და ხანდახან თავი საოცრება გგონია.
მე მოვწონვარ ბავშვობიდან, ამიტომ სულ კუჩში დამდევს .
-მამა!!რატომ გამაღვიძე ბრუნოს გამო?!
დავადექი მამას სამზარეულოში  უკმაყოფილო სახით,რაზეც სიცილით გამომხედა.
-შვილო ბრუნო კარგი ბიჭია ,რას ერჩი?
მითხრა მამამ და ჩაი მოსვა ჭიქიდან.
-24 საათი მაგას მიწევს ისედაც ვუყურო! ყველგან დამდევს !
ახლა დასვენებასაც არ მაცდის!
ვთქვი  უკმაყოფილომ და მეორე სართულისკენ ავიღე გეზი .
უკვე ათი ხდებოდა და სამსახურში დამაგვიანდებოდა!
მე კი არ მინდა სამსახურის დაკარგვა,რადგან კარგი თანამდებობა მაქვს,მთავარი მენეჯერი ვარ !
თანაც  ჩემი სამსახური აქვე ახლოს არის  და უკვე მეორე წელი დაიწყო რაც შეუჩერებლიბ ვმუშაობ,ფაქტობრივად ჩემმი მეორე სახლია!
პატარა საყვარელი კაფეა ,ამიტომ მხიბლავს ასე ძაალიან .

-შვილო!!!სამსახურში მიდიხარ უკვე?გავიგე უცბად დედას ხმა.
-ხო დეე! ვუპასუხე მე და შარვალი ამოვიცვი.
-ამაზე რას იტყვი ???!დღეს საღამოსთვის!
მითხრა აღელვებით დედამ და ბედნიერად ამიფრიალა სახესთან რაღაც გამოსასვლელი კაბა,რომელიც ბრჭყვინავდა და ათასი ზიზილ პიპილო ეკიდა ზედ!
ამაზე მე დაჭყანულმა ავხედე.
-ასე უნდა წავიდეთ??სამეფო შეკრებაა თუ საბჭოს შეკრება ?? მეშინია ხანდახან თქვენი ხალხო!
ვთქვი მე გაფითრებულმა და თან მივაყოლე.
-არ მინდა..შარვლით წავალ,ხო იცი არ შემიძლია ეს კაბები და პრანჭვა გრეხვა!! ვთქვი და სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი,რომლითაც საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი!
ვის რათ უნდა კაბები და მაკიაჟი?
მე მომწონს ასეთი მე.
-ერთადერთი გოგო მყავს და ეგეც
ასეთი! სულ შარვალი და უღიმღამო ფერები,თან ყველგან!
ასეთი რა დავაშავე?
თქვა მოწყენილმა დედამ წუწუნით,რაზეც მობეზრებული სახით გავხედე და ის პასუხი გავეცი ,რომელსაც ელოდა.
-აჭარბებ დედა...ჩავილაპარაკე მობეზრებული სახით,რაზეც საწყლად ამოხეხა თუ არა და მოვლბი.
-კარგი ხო ,კარგი! კარგი!
ჩავიცმევ,ჩავიცმევ! ეს ვთქვი თუ არა და დედამ სიხარულით ხტუნაობა დაიწყო.
-აი ნახავ ბრუნოს როგორ მოეწონები!!ამაზე მე დედას გაფართოვებული თვალებით შევხედე და მოხტუნავე ჰაერში გავაჩერე.
-შენ და მამა რაღაც ცუდად ჭიკჭიკებთ..ბრუნო ეს,ბრუნო ის" ვთქვი და პიჯაკი მოვიცვი თან.
-არადა ვთქვი რომ არ მომწონს როგორც მამაკაცი.
სერიოზული გამომეტყველებით დავასრულე და კარს მივეშურე.
-წავედი!წავედი მოკლედ!!დამაგვიანდება!

-არ გშია!!?გეჭამა!
მომაძახა დედამ.
-არ მინდა დე!!იქ შევჭამ ,აბა საღამომდე!

-შვილო მოკლე გზით არ მოჭრა,შავი ხაზის უბანი იქვეა!!

-არა დედა არა,დამშვიდდი!
ყოველ დილით იგივეს მეუბნები.
ვთქვი და კარი მოვიხურე .

გზაზე სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი. იმდენად სწრაფად,რომ ერთხელ ვიღაცას შევეჯახე ,ერთხელ კი რამის მანქანამ დამარტყა,მაგრამ არ მანაღვლებდა!
სწრაფი ნაბიჯით ვაგრძელებდი გზას და ჩემმი საფიქრალი მქონდა,მეჩქარებოდა!
მაგრამ ბოლოს ერთმა რაღაცამ მაინც მიქცია ჩემი დიდი ყურადღება და ფიქრებიდან ამომაძვრინა...შუა ცენტრში ჩვენს კაფესთან ახლოს ხალხი იყო მოგროვებული და იქვე პოლიციელებიც ირეოდნენ .
ძაალიან დამაინტერესა და ერთ-ერთ მოხუცს მივუახლოვდი და ვკითხე.
-ბოდიში ბატონო, რა მოხდა აქ? ვიკითხე და კაცს მივაჩერდი.
-დაბრუნდა! წამოძახა კაცმა,ამაზე კი მე დაბნეულმა ვკითხე.
-ვინ დაბრუნდა?
-იან მილერი დაბრუნდა!!
თქვა კაცმა და განერვიულებული გამეცალა!
ამაზე უფრო დავიბენი ...ვინა იანი?
და რა სჭირდა ამ კაცს?
დაბრუნდაო??
უბრალოდ დრო არ მქონდა  და დავივიწყე მომხდარი,შემდეგ კი პირდაპირ გზა გავაგრძელე,იმის მიუხედავად რომ მეტის გაგება მინდოდა.

მალე სამსახურში ვიყავი და საბედნიეროდ დიდხანს არ დამაგვიანდა!
-მაპატიეთ საყვარლებო,ცოტა დავაგვიანე..აბა როგორ ართმევთ თავს,დღეს ბევრი ხალხია?
ვიკითხე ღიმილით და ჩემმი სახელი პიჯაკის ჯიბესთან მივიმაგრე.
-კი საკმაოდ ბევრი ხალხია.
ეს რომ გავიგე არც კი მიფიქრია გასახდელში შევარდი და მიმტანის ფორმა ჩავიცვი...ვიცოდი რომ ეს არ მევალებოდა,მაგრამ ასეთ დროს მათი დახმარება მინდოდა.
2 წუთში ამოვიცვი ფორმა და გავიგე კიდევაც ყვირილი.
-ქეით!!!შეკვეთის აღებას შეძლებ?!!
ეს ჩემმი თანამშრომელი იყო და მისი თხოვნა გავიგე თუ არა
მეც გიჟივით გავარდი და კლიენტებს მენიუ მივაწოდე.
მანამ ფიქრობდნენ რა უნდოდათ
თან რაღაც თემაზე საუბრობდნენ,
თემაზე ,რომელმაც ძაალიან დამაინტერესა.
-რატო დაბრუნდა ნეტა?
იკითხა ერთმა.
-არ ვიცი..მაგრამ რაღაც მნიშვნელვანი იქნება!
თქვა მეორემ, ამაზე
კი პირველმა ჩაიცინა.
-ხო აბა იან მილერი უაზრობაზე თავს არ შეიწუხებდა..რაღაც სერიოზული იქნება.
იან მილერი??ეს სახელი არ მითხრა იმ კაცმაც??
ძაალიან დავიბენი და უფრო მეტად დამაინტერესა რა ხდებოდა!
აუცილებლად  უნდა გამერკვია.
მთელი დღე სულ ამ სახელზე ვფიქრობდი ვინ იქნებოდა
და ისე გავიდა ჩემი სამუშაო საათი ვერც გავიგე.
დადგა წასვლის დრო
ფორმა გავიხადე და ტანსაცმელი  ჩავიცვი თუ არა ტელეფონზეც დამირეკეს .
--------------
ბრუნო:ქეით!! მორჩი უკვეე?! მე გარეთ გელოდები ლამაზო!
ქეითი:ბრუნო!?გარეთ მელოდები!??როდის მოხვედი!?
ბრუნო:სულ რაღაც ნახევარი საათიაა^^
ქეითი:ბრუნო კარგი რააა!
რატომ დამდევ მანიაკივით?
ბრუნო:ჩუუ~~ გელოდები ძვირფასო ~~
---------------
ამაზე მე ტელეფონი გავთიშე პირდაპირ და უკანა კარიდან ბუზღუნით გავედი.
-რამდენჯერ უნდა ვუთხრა ,რომ ასეთ რააღაცებს ნუ აკეთებს !

-ვერ მიღეებ ბრუნო იმას რაც გინდა,იდექი და მელოდე ახლა!

-ზოგჯერ მაგიჟებს რაა !

-ამის ნერვები არ მაქვს.
ვბუტბუტებდი და თან შიგადაში გაღიზიანებული სწრაფათ მივემართებოდი წინ !
მაგრამ ადგილზე გავიყინე უეცრად ,რომ რაღაც ძაალიან უცნაურ სიტუაციას შევესწარი !
ორ ბიჭს ვიღაც კაცი ყავდათ კუთხეში მიმწყვდეული და ბოლო ხმაზე უყვიროდნენ.
-ეს რომ გაიგოს მოგკლავს!!
გინდა შენც იმ საცოდავის ბედი გაიზიაროოო!!?
ყვიროდა ერთი ,რაზეც მე უკვე ძაალიან შემეშინდა და მივხვდი არც ისეთი კარგი სიტუაცია იყო ,მითუმეტეს მეორეს იარაღი რომ დავუნახე!
ეს რომ დავინახე სასწრაფოთ უკან დავიხიე  ,მაგრამ  კარს შევასკდი თუ არა ცოტა ხმაური გამოვიწვიე ,აღმოჩნდა რომ ესეც საკმარისი იყო რომ მათ გაეგოთ!
ორივე მათგანმა დამინახა და ჩემსკენ მოტრიალდნენ ,შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდნენ!
-მე...მე..არაფერი დამინახავს!!წამოვიყვირე მე და საოცარი სისწრაფით შევარდი ისევ უკან  !
კარი მილიონჯერ გადავკეტე და ამჯერად უკვე მილიონჯერ
მერჩივნა ბრუნოს წავეყვანე სახლში, ამიტომ წინა კარიდან დავტოვე სასწრაფოთ კაფე .
-უკვე მეგონა აღარ გამოდიოდი.
გამიღიმა ბრუნომ როგორც კი მანქანაში ჩავუჯექი.
-არ გეგონა. ვუპასუხე სარკასტულად და ღიმილით ღვედი შევიკარი.
-ნახევარი საათი გეყოფა?
ისევ მისი ხმა გავიგე.
-ჰა? გავხედე მე დაბნეულმა.
-რა გჭირს რაღაც დაბნეული ჩანხარ..თან სახეზეც სულ გაფითრებული ხარ..რამე მოხდა?
ეს რომ მკითხა თავს დავაძალე და გავუღიმე,რადგან ვერ ვეტყოდი რომ მგონი ყველაზე სასტიკი მაფიური დაჯგუფების პატარა კომფლიქტს შევესწარი.
-არაფერი ბრუნო..კარგად ვარ.
როგორი მშვიდადც შემეძლო ვუპასუხე და თან მზერა ავარიდე.
ვფიქრობდი..იქნებ პოლიციას გამოვუძახო?
მაგრამ პოლიცია ვერაფერს გახდება..ნუთუ აზრი აქვს?!
სჯობს დავივიწყო,სულ ასეთი მდგომარეობაა ამ უბანში ისედაც.
-აბა რას მეუბნებოდი?
მივუბრუნდი ისევ ბრუნოს.
-მომზადებაში ნახევარი საათი გეყოფათქო?
გამიმეორა კითხვა.
-კი მეყოფა.
ვთქვი მე და ისევ ფანჯარას მივაჩერდი .

სახლში ფეხი როგორც კი შევდგი დედაჩემი მომვარდა და ოთახში გამაქანა !
უცბად მეგონა მათხოვებდა ან ბანკეტზე მიშვებდა ,არ ვიცი!
სწორედ ასე იყო ბანკეტის დღესაც.
-ეს აქ იდება  გაიკეთე ,მე ფეხსაცმელებს შემოგიტან!
თქვა დედამ და ოთახიდან პანიკაში მყოფი გაიქცა.
-უკვე დავიღალე.
ამოვიხვნეშე მე და იქვე დადებული საყურები გავიკითე.
-ნამდვილ პრინცესა იქნები! 
გავიგე უკნიდან გახარებული დედას ხმა,რაზეც თვალები გადავატრიალე.
-დარწმუნებული ვარ,მაგრამ შეგიძლია შეწყვიტო ეს ზედმეტად ემოციურობა?
ვთქვი მე და სიმწრით გავიცინე, შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი და ჩემს თავს შევავლე თვალი..ვაღიარებ ,მშვენივრად გამოვიყურებოდი!
-მოგაკითხეს. მამას ხმაც გავიგე უკნიდან ,რომელიც კარებში იდგა .
-კარგი წავედი დე მაააა არ ინერვიულოთ, მალე დავბრუნდები!
ვთქვი და ორივეს ლოყაზე ვაკოცე .
-გპირდებით სახსალამათს დაგიბრუნებთ  თქვენს შვილს ბატონო  ენდრიუ და ქალბატონო ნინა!
თქვა ბრუნომ და ხელი ჩამკიდა .
მანქანამდეც ასე მიმიყვანა, შემდეგ კი ნამდვილი ჯელტმენივით კარი გამიღო.
-ოხ ,მადლობა!
გავიცინე მე და დავჯექი.
ცოტახანში კი საბჭოს შენობასთან ვიყავით უკვე .
შენობა საოცრად განათებული იყო ,ეზო კი ხალხით იყო სავსე,
აქეთ -იქით რამდენიმე მიმტანიც ირეოდა და შამპანიურებს დატარებდნენ.
-შეიძლება? იკითხა ბრუნომ და ორი შამპანიურით სავსე ჭიქა აოღო ,შემდეგ კი მე მომიტრიალდა და ერთი მომცა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს! თქვა და ჭიქა მომიჯახუნა ..ჩვენ?
რას ნიშნავს ეს ჩვენ??
-ქეით! გავიგე ბრუნოს ხმა.
-გისმენ. შევხედე მე .
-იცი რომ ძაალიან შემიყვარდი ხო?
მითხრა ბრუნომ ღიმილით და ლოყაზე მომეფერა .
-ბრუნო!გთხოვ თავიდან არ დაიწყო,ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე! ვთქვი მე და გაღიზიანებულმა უკვე ყველაფრით წასვლა დავაპირე.
-ქეით!მოიცა!იცი ყველაზე მეტად რა მაგიჟებს შენში?! რამდენჯერაც არ უნდა მკრა ხელი მით უფრო მინდიხარ!!
და მალე ნახავ მაინც ჩემი გახდები.
თქვა და ჩემსკენ მოიწია ,ამაზე მე ჩამეცინა.
-ბრუნო დათვერი უკვე? თუ კი ,გირჩევ როკ გამეცალო სანამ აქვე არ მიცემიხარ ყველას თვალწინ!
მე არავისი არ ვარ და არც ვიქნები!
ბევრჯერ გითხარი რომ ასე არ გელაპარაკა ჩემზე.
ვთქვი მე და გაბრაზებულმა გავწიე იქით და  ჭიქა შევაჩეჩე ხელში ,შემდეგ  იქით გავედი .
-რით ვერ გაიგო ამ ბიჭმა რომ ისე არ უნდა მომიდგეს როგორც სათამაშოს!
ნივთი ვარ?!
ვლაპარაკობდი ჩემთვის ,სააბილოდ კი ცოტა რომ დავწყნარებულიყავი იქვე ჩამოვჯექი და მშვიდად დავუწყე ცას ყურება...მიყვარდა ღამე და ღამის ცაა,რადგან ნებისმიერ სიტუაციაში მამშვიდებდა.
მაგრამ სიმშვიდე უცბად საუბარის ხმამ დამირღვია.
-ვის გამო დაბრუნდა გარკვიეთ!!!
გავიგე კაცის ხმა,რომელსაც უკან რამოდენიმე ადამიანი მიყვებოდა.
-სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ საბჭოს წევრებს რომ დაბრუნდა!
სხვა გზა არააა!
რა მნიშვნელიბა აქვს ახლა იმას რის გამო დაბრუნდა!!
გავიგე ქალის ხმაც..რა ხდება აქ საერთოდ ?
ვინ დაბრუნდა ,ვისთვის დაბრუნდა?
რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი
ვერ ვხვდებოდი და ინტერესით ვკვდებოდი...ვინ არის ის ვინც ამხელა პანიკა გამოიწვია თავისი დაბრუნებით ქალაქში?

იანის პოვ:
ვიჯექი და ამ ბოლო წლების წინ მომხდარზე ვფიქრობდი .
3 წლის უკან აქაურობა დავტოვე საერთოდ და სხვაგან წავედი.
ზედმეტად  ჩავიკეტე ჩემს თავში ,არავინ და აღარაფერი აღარ მინდოდა.
რა შეიძლებოდა ჩემთვის სასიამოვნო ყოფილიყო,როდესაც ვინც მიყვარდა და ვის გამოც ვცოცხლობდი მოკლეს!
ჩემი საცოლე ..ის ყველაფერი იყო ჩემთვის ,ჯენიფერი ...ის უბრალოდ არ ვიცი ვინ იყო ჩემს ცხოვრებაში!
უბრალოდ ყველაფერი!
ადამიანი ,რომელმაც სრულიად გაადამიტრიალა თავში ყველაფერი!
მდიდარი ვარ ,ფული
მაქვს, ავტორიტეტი,ყველა მიცნობს ,წარმატებული ვარ და ყველას ეშინია ჩემი ,მაგრამ რაც ის აღარ მყავს ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს აღარაფერი აღარ  მაქვს,სულ არაფერი.
ერთი ცარიელი ადამიანი ვარ ,ისეთი ცარიელი ,რომ მეც უკვე ვერ ვცნობ საკუთარ თავს !
ადრინდელზე უფრო სასტიკი და ცივი გავხდი ,ვეღარავის ვეღარ დავინდობ და აღარავის აღარ ვაპატიებ .
შურისძიების წარმოუდგენელი გრძნობა გამიჩნდა,ამიტომ მოვაკვლევინე  გუშინ ის კაცი .
ვინც კი ჩემთან პატარა შეცდომას დაუშვებს ,ვკლავ!
მან ეს დაიმსახურა
და კიდევ ბევრს დავხოცავ ,მანამ არ მივიღებ იმას რაც მინდა.
ალბათ გაინტერესებთ რა???
გეტყვით.
ჩემი ცოლი ჯენიფერი არ მოკვდებოდა, რომ არა ერთი კაცის უყურადღებობა !
ჩემი პარტნიორი,ან უფრო სწორედ ჩემი მეგობარი ,რომელიც მამობას მიწევდა და მეც  მამათ ვთვლიდი..საკუთარ თავზე მეტადაც კი ვენდობოდი მგონი,ამიტომ მივანდე ჩემი საცოლის დაცვა ,მან კი რა გაკეთა??
ვერ დაიცვა ...მაშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი არც მქონდა შურისძიების თავი ,ამიტომ უბრალოდ ვუთხარი რომ გამქრალიყო და აღარსად აღარ დამნახვოდა .
აი გავიდა დიდი დრო და ჩემი ახალი “მე”არ მასვენებს და მეუბნება რომ შური უნდა ვიძიო ,მეუბნება რომ უნდა ის გავუკეთო
მას რაც ეკუთნის და რასაც იმსახურებს!
ხოდა მეც აღარ დავაყოვნებ,მე ის უნდა ვნახო და ყველაფრისთვის ვაზღვევინო რაც ჩაიდინა.
იქნებ შემდეგ მომასვენოს ამ საშინელმა გრძნობამ.
ამ წამიდან ფაქტობრივად მისი სიცოცხლე ჩემია!
ჩემზეა დამოკიდებული გადარჩება თუ იცოცხლებს.


ქეითის  პოვ:
ისევ ჰაერზე ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი,მაგრამ უკვე სიცივე ვიგრძენი თხელ კაბაში და გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი,რა თქმა უნდა ბრუნოს გარეშე!
მაგრამ ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული მისი ხმა რომ მისწვდა ჩემმს სმენას.
-ქეით მივდივარ და არ მინდა მარტო წახვიდე შენ ..ჩემთან ერთად არ წამოხვალ? გავიგე ბრუნოს კითხვა თუ არა უბრალოდ უემოციოდ ავხედე.
-თუ ისევ სიყვარულზე არ იქადაგებ კი.
ვთქვი მე და მის წინ წავედი .
-გპირდები.
მიპასუხა ბრუნომ და უკნიდან დამეწია .

მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოგვიღია ,ჩუმად ვიყავით ,მაგრამ ადგილზე მისულებმა ბრუნომ ისევ დაიწყო იმ თემაზე საუბარი ,რომელიც ასე მაღიზიანებდა.
-ქეით იცი...არის რაც ძაალიან მომწონს შენში.
გავიგე სანამ მანქანიდან გადავიოდი ბრუნოს ხმა და უკვე გავღიზიანდი.
-ბრუნო გთხოვ...შენ დამპირდი.
არ დაიწყო რაა!
ვთქვი მე და კარი გავაღე ,ამაზე უცბად ბრუნომ დამიჭირა ხელით .
-არ ხარ ყალბი და არ ცდილობ ვინმეს რამის გამო თავი მოაწონო,შენ შენ ხარ და ეს ყველაზე მეტად მომწონს.
მითხრა ღიმილით მან ,მე კი უბრალოდ გავუღიმე და  ერთი ნახვამდის ვუთხარი მხოლოდ და მორჩა .

მანქანიდან რომ გადმოვედი სახლს ვუახლოვდებოდი უკვე, ცოტა უცნაური სიტუაცია რომ შევნიშნე.
სრულიად შავებში გამოწყობილი კაცი საფოსტე ყუთან იდგა და რაღაცას აგდებდა.
ფოსტალიონს ნამდვილად არ გავდა ,ამიტომ მე მოთმინებით დაველოდე კაცს სანამ არ წავიდოდა,შემდეგ კი ნელა მივუახლოვდი საფოსტო ყუთს შიგნით ,რომ ჩავიხედე დიდი არაფერი არ დამხვდა რასაც მოველოდი,მხოლოდ წერილები .
მეც იმედგაცრუებულმა ამოვიღე წერილები და ბარემ შეტანა გადავწყვიტე,გზა და გზა თან  ვათვარიელებდი ,რომელი ვისგან იყო.

,,იან მილერი,,ამოვიკითხე უცბად
წერილზე წითლად დაწერილი სახელი ,ამაზე კი პირდაპირ ყველაფერი გამახსენდა!
დღევანდელი მითქმა მოთქმა იმ იან მილერზე ,რომელიც რაღაცის გამო უკან დაბრუნდა!
ეს ის იან მილერია,ზუსტად ვიცი ..სწორედ ის ყველა რომ ლაპარაკობს!
მაგრამ რა უნდა ჩვენთან?
ან ვინაა?
გავიფიქრე და წერილი ჩანთაში ჩავიცურე.
სახლში რომ შევედი საბედნიეროდ არავინ არ დამხვდა ,როგორც ჩანს ყველას ეძინა.
მეც დიდი სიხარულით წამოვჯექი საწოლზე და წერილი გავხსენი:
--------------------------
გამარჯობა ძველო მეგობარო ,ალბათ გახსოვარ ვინც ვარ
და ალბათ ისიც გაინტერესებს რატომ გწერ??
ან თუნდაც რატომ გამოვჩდი ასე უეცრად,შენ ხომ კარგად მიცნობ არა?
8 წელი გავიდა ყველაფრის შემდეგ,
მე კი არ მიყვარს საქმის გადადება !
ან იმ წამსვე ვაკეთებ, ან საერთოდ ვივიწყებ,მაგრამ რაღაცეები შეიცვალა.
ყველაფერს გეტყვი თუ სამშაბათს შემხვდები იქ სადაც ყოველთვის ვიკრიბებოდით.
5 საათზე,არ დააგვიანო !
ბევრი სერიოზული თება გვაქვს განსახილველი .
-------------------------
ამის წაკითხვის შემდეგ უარესად დავიბენი ,ვინ იყო ეს კაცი..ან ჩვენ რა შუაში ვართ?
უკვე იმაზეც ვფიქრობდი წერილი უკან დამებრუნებინა,მაგრამ არა!
ვის სწერდა?
მამაჩემს?
ეს უნდა გამერკვია ,სასწრაფოთ ფეხზე წამოვდექი და სარდაფისკენ გავემართე!
იქ არის ერთი ყუთი, რომელიც ისე დევს და არავინ არ ხსნის!
ეს მამას ყუთია და სწორედ ეს ყუთი ინახავს მის წარსულს და თუ რაიმე მოხდა წარსულში,ამაზე პასუხით იქ იქნება!
მე კი დარწმუნებული ვარ რაღაც საიდუმლო აქვს მამას.
სასწრაფოთ ყუთის ძებნა დავიწყე და საბედნიეროდ ძაალიან მალე ვიპოვე კიდეც,რადგან მე ვიცი მხოლოდ სად მალავდა მამა ამ ყუთს!
ნელა გადავწმინდე მტვერი და ყუთი გავხსენი.
ყუთში ფაქტობრივად ყველაფერი იყო!რაღაც ფურცლები ,სურათები
და იარაღი?
ამის დანახვაზა გული შემიკრთა ,რაში უნდოდა მამას იარაღი?
მე უფრო ღრმად დავიწყე ჩეჩვა და აი დავინახე ფოტო .
ფოტოზე ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი, მართლაც ძაალიან ცივი გამოხედვით მამას გვერდით იდგა!
მიახლოვებით 20 წლის იქნებოდა.
სასწრაგოთ ფოტო ამოვატრიალე და უკან წარწერაც ამოვიკითხე:
,,იან მილერი და ენდრიუ..08.06.****
შავი ხაზი,,
ამჯერად სამწუხაროდ ყველაფერი გასაგები იყო ...არ მინდოდა ამის გააზრება,მაგრამ სიმართლე წინ მქონდა!
ეს საშინელი საიდუმლო ,რომელიც არავინ არ იცის მამაზე!
მამაჩემი მასფიასთან რაღაც კავშირშია ?
იმ საზიზღარი და მკვლელი ხალხის გვერდით იყო ადრე?
შავი ხაზის ნაწილი იყო!
ვერასდროს წარმოვიდგენდი.
საშინლად ავნერვიულდი და დავიბენი,
ასეთი რთული სიტუაცის წინ არასდროს ვმდგარვარ.
რა უნდა გავაკეთო?
როგორ შემიძლია ეს საიდუმლო შევინახო,მითუმეტეს იმის შემდეგ რაც იმ წერილში წავიკითხე.
მას მამას ნახვა უნდა ,მაგრამ რატომ?
ღირს ამ წერილის მამასთვის მიცემა?
სწორედ ამაზე ფიქრში გავათენე მთელი ღამე და მგონი არც მძინებია ნორმალურად.

დილით კი სრულიად გამოთაყვანებულმა გავიღვიძე ,რასაც ქვია გათიშული ვიყავი!
გუშინდელმა შემთხვევამ, როდესაც გაირკვა რომ თურმე მამაჩემი მააფის წევრი იყო,არც ისეთი კარგად იმოქმედა ჩემზე.
ნელა ავდექი თან სულ სხვა სამყაროში ვიყავი ,ტანსაცმელი ჩავიცვი და საჭმელიც ძაალიან ცოტა ვჭამე ,თან სულ ჩუმად ვიყავი..ერთი სიტყვა არ მითქვამს.

ასე ვიყავი მთელი დღე სამსახურშიც,
უბრალოდ ძაალიან დაბნეული ვიყავი ...ხვალ სამშაბათია ,რა გავაკეთო?
ვუთხრა მამას ყველაფერი და ისევ იმ საქმეს დაუბრუნდეს ,თუ მე მივხედო ამ ყველაფერს???
იმ ღამითაც სამსახურის შემდეგ პირდაპირ დავწექი,მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე.
ათას რაღაცაზე ვფიქრობდი,მაგრამ ბოლოს მტკიცეთ გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფრის მოგვარება მე უნდა მეცადა.

ჯიმის პოვ:
დღეს სამშაბათია...სწორედ ის დღე ,როდესაც ყველანი ისევ ჩვენს მეგობარს ენდრიუს შევხვდებით.
კარგად მახსოვს ის დრო ენდრიუ
ჩვენთან რომ მუშაობდა.
ყველანი ახალგაზრდები ვიყავით
და ფაქტობრივად ობლები!
ენდრიუ კი ყოველთვის გვერდში გვედგა როგორც ნამდვილი მშობელი,მაგრამ ის შემთხვევ...ამან ყველაფერი გაფუჭა.
დღეს ენდრიუს ხვდება იანი,მე კი არ ვიცი რას მოიმოქმედებს და რას გაკეთებს, მაგრამ ცუდის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ.
არ მინდა ენდრიუს რამე დაუშაოს და ვიცი არც მას არ უნდა.
უბრალოდ არ ვიცი რა დაემართა, ძაალიან შეიცვალა ,დღითი დღე უფრო და უფრო უგულო ხდება.
-იან...დღეს უნდა შეხვდე ენდრიუს?
ვიკითხე უცბად მე,ამაზე მან თავი დამიქნია.
-რას აპირებ? ვკითხე ამაზე მე,
იანმა კი ჩაიცინა.
-რა იყო რატომ ნერვიულობ?
-იან,რას აპირებ?! გავუმეორე მე ცოტა მაღალ ხმაზე.
-შენ ნუ ერევი ჯიმ..მე უკეთ ვიცი რას გავაკეთებ.
მიპასუხა იანმა და ოთახი უკმაყოფილო გამომეტყველებით დატოვა,მაგრამ მალევე
მეც უკან გავეკიდე.
-მის  მოკლას აპირებ?
-არ ვიცი ,ვნახოთ.
მიპასუხა იანმა მშვიდად.
-არ მოგცემ ამის უფლებას! ვთქვი მე და წინ გადავუდექი.
-მე ვარ ლიდერი და მე ვწყვეტ !
მისნაირი ბევრი მოგვიკლავს და დიდი ამბავი!
მიპასუხა უკვე ყვირილით.
-რა გჭირს საერთოდ!!შენ ის აღარ ხარ ვისაც მე ვიცნობდი და გამოფხიზლდი ცოტა..რას ქვია ბევრი მოგვიკლავს!
ის ენდრიუა,ჩვენი მეგობარი,არაბიოლოგიური მამა!
ადამიანი ,რომელთანაც ამდენი დრო გვაქვს გატარებული.
იან გაგიჟდი საერთოდ?
ვთქვი მე  გაბრაზებულმა და
თან მივამატე .
-შურისძიება ხო?
ეს გამოძრავებს მხოლოდ!
ამაზე იანმა უკვე დაწყნარებულმა
თავი დამიქნია..მე კი მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო.
-ნება მომეცი რაღაც შემოგთავაზო და როგორც მეგობარს მომისმინე!
ვთქვი მე მტკიცეთ , იანიც ჩემსდა გასაკვირად გაჩერდა და მტკიცე მზერა მომაპყრო.
-გისმენ.
-თუ ფიქრობ რომ მისი სიცოცხლე შენ გეკუთნის, რადგან ასეთი სავალალო შეცდომა დაუშვა,მინდა გითხრა რომ მწარედ ცდები!
და მაინც თუ არ გასვენებს ეს 'ვალი'რომელიც მას შენთან აქვს,რატომ არ შეიძლება რომ მოკვლის მაგიერ რამე სხვა გააკეთო?
-მაინც რა?
-შეგიძლია აიძულო სიცოცხლის ფასად სამუდამოდ გემსახუროს ან..
-ან რა?!
-მას შვილები ხომ ყავს?
თუ ის არა ,შეგიძლია მისი შვილი აიყვანო მის მაგივრად როგორც ,,ვალის,,საფასური და შენს საქმეში გამოიყენო.

-არ არის ცუდი აზრი.
ჩაფიქრდა შუგა.
-რაღაც მაინც თუ დარჩა შენში
არ გაკეთო ის რაზეც ფიქრობ!
ენდრიუ არ უნდა მოკვდეს.
ვუთხარი მე ბოლოჯერ და მშვიდად დავჯექი .
ამჯერად იმედია იფიქრებს შუგა ჩემს სიტყვებზე.

ქეთის პოვ:
სამშაბათი....ეს დღე მაშინებდა
მგონი ამ წამიდან ეს დღე საერთოდ მძულდა.
მეშინოდა,თან ძაალიან ,მაგრამ მე ეს უნდა გავაკეთო!!
მამა ამ ამბავში აღარ უნდა გაერიოს!!მჯერა თავს გავართმევ ...ყველაფერი კარგად იქნება  ,მაგრამ მაინც!
რა თქმა უნდა ცუდის მეტზე არაფერზე მეფიქრება.
არ ვიცი იქ რა მოხდება და რა დამხვდება. 

შეკრების ადგილი...ამ ადგილის მიგნება არც ისეთი ძნელი იყო ,მალევე მივხვდი  რა ადგილზე იყო ლაპარაკი!
იმ ყუთში ყველანაირი ინფორმაცია ვნახე მამაჩემის იმ დროინდელ ცხოვრებაზე,ყველაფერი დაწვრილებით  ეწერა პატარა რვეულში,რომელიც დღიურივით ჰქონია მამას!
თთოეული მომენტი და საიდუმლო,როგორც ჩანს ჩაიწერა.
-მამა ,დედა ,გავედი! გავძახე მშობლებს სანამ სახლს დავტოვებდი,თან ვფიქრობდი
დავემშვიდობოდი თუ არა..იქნებ  ბოლოჯერ ვხედავ მათ.

კი ვიცი სისულელეს ვაკეთებ!
მე ერთი ჩვეულებრივი გოგო,
სულ მარტო ვხვდები შემზარავი მააფის ლიდერს.
მეც ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი საერთოდ...უბრალოდ მამაჩემის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი და აღარც მაინტერესებდა შედეგები!
თუ რამე უნდა მამასგან ,მე გავაკეთებ!
მე მითხრას!
მისამართი ამოწერილი მქონდა და ვიცოდი სად იყო ეს ადგილი,მაგრამ
დიდად ადვილი მაინც  არ აღმოჩნდა ამ ადგილის მიგნება ,რადგან ამ ადგილას რესტორანში სწორედ მისნაირი ხალხი იკრიბებოდა,რა თქმა უნდა ადვილად ვერ ვიპოვიდი,მაგრამ როგორც ოყო დიდიხნის ძებნის შემდეგ მივუახლოვდი იმ ადგილს !
დიდი რესტორანი იყო ,განათებული დიდი ეზოთი  და ჩემსდა გასაკვირად პირველად ვხედავდი ასეთ რესტორანს.
-გამარჯობა...იან მილერზე  მაგიდა? ვიკითხე  მე დაბნეულმა,
ამაზე გოგომ გაკვირვებულმა ამომხედა.
-იან მილერი??! მეც თავდაჯერებულმა თავი დავუქნიე,გოგონამ ნერწყვი სიმწრით ჩაყლაპა და ბოლოს მითხრა.
-მომყევით!
ეს თქვა  გოგომ და წინ გამიძღვა .
მეც უკან გავყევი და თან ყველგან თვალებს ვაცეცებდი და ვეძებდი იმ სახეს რომელიც ფოტოში ვნახე, გული  კი გამალებით მიცემდა!

და აი ბოლოს გაჩერდა გოგო ერთ მაგიდასთან.
მე ნელა თვალი ავაყოლე და სკამზე მჯდარ ბიჭს შევხედე ...ეს ის არ იყო!
ამას იმ წამსვე მივხვდი!
რადგან ბიჭი გულუბრყვილოდ დაბნეული შემომყურებდა.
-ეს არის ?ეს მაგიდა? მივუბრუნდი გოგოს დაბნეული,რადგამ მეგონა შეეშალა.
-დიახ.
მიპასუხა მან და უსიტყვოდ მაქცია ზურგი.
ცოტახანი ესე გაშეშებული ვიდექი, მანამ ცოტახანში ბიჭის ხმა არ გავიგონე.
-შენ ვინ ხარ? იკითხა უცხო გარეგნობის სიმპათიურმა ბიჭმა ,მე ამაზე შეშინებულმა შევხედე ბიჭს.
-მე...მე...მე ენდრიუს შვილი ვარ.
ვთქვი ხმის კანკალით.
-შვილი? და შენ აქ რა გინდა?
იკითხა ბიჭმა გაფართოვებული თვალებით, მე კი თამამად სკამი ხელის კანკალით
გამოვწიე და დავჯექი თუ არა,
მტკიცეთ შევხედე ბიჭს.
-რა გინდათ  მამასგან ?
ამაზე მან სრულიად მოულოდნელად გაიცინა.
-შენ...მისი შვილი ხარ??
არა გეტყობა,მართლა საკმაოდ მამაცი ჩანხარ.
მითხრა ღიმილით ბიჭმა.
-რამ მოგიყვანა მარტო აქ?
ასეთ ადგილას?
თან იან მილერს ეძებ ხო ?
იცის მაინც ეს მამაშენმა?

-არა...რადგან არ მინდა მას რაიმე კავშირი ჰქონდეს ამ ბინძურ საქმესთან.
მე კი მას ყველაფრის ფასად ავარიდებ ამას თავიდან,ის მამაჩემია და მინდა რომ  დავიცვა!
ვთქვი მე გულახდილად და ბასრი მზერა მივაპყრე ბიჭს .
-ყველაფრის ფასად!? მაგრამ ისე რომ არც მოველოდი  ბიჭმა ეს იკითხა, ამაზე მე ცოტა შეშინებულმა თავი დავაქნიე,რადგან ძაალიან დავიძაბე .
-მაშინ მართლაც ზუსტ დროს გამოჩენილხარ ჩემო კარგო..მოკლედ მოდი ახლა გაგეცნობი!
მე ჯიმი ვარ და არა იანი,წესით კი ამას შენც მიხვდებოდი.
მამაშენი კი ჩემი კარგი მეგობარი იყო ერთ დროს და ამავდროულად როგორც მშობელ მამას ისე ვუყურებდი.
მისთვის მხოლოდ კარგი მინდა,მეც მინდა დავეხმარო...ასე რომ ერთი კითხვა მაქვს შენთან..შენ ძმა გყავს?პირ ღია ვუსმენდი,მაგრამ ეს რომ იკითხა ბოლოს საერთოდ დავიბენი,ეს რატომ გახდა მისთვის საინტერესო?
-არა.. არ მყავს.
ვუპასუხე პირდაპირ ,მას კი ამაზე სახე სულ გაუფითრდა..კარგადაა?
-არა?!!! რას ქვია არ გყავს? დარწმუნებული ხარ? იქნებ გყავს?
რა კითხვაა ეს!?
ბიჭი ისეთ პანიკაში ჩავარდა,უცბად ძაალიან შევშინდი და გაკვირვებულმა ვუპასუხე.
-არ მყავს,ამაში დარწმუნებული ვარ!
-ჯანდაბა..აბა რა ვქნათ?
იკითხა ბიჭმა,რაზეც დავინტერესდი..რას გულისხმობდა?
-რა ხდება? ვიკითხე მე ნერვიულობით.
-მოკლედ ახლა რაღაცას გეტყვი ,მაგრამ იცოდე რომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო!
რადგან არის რაღაც რის გამოც მამაშენის მოკვლა უნდა ჩვენს ლიდერს..მე კი ეს არ მინდა და მინდა დაგეხმაროთ,უბრალოდ შენც მოგიწევს რაღაცაში დამეხმარო!
მითხრა ბიჭმა ეს თუ არა გული გამიჩერდა თითქოს,ვგრძნობდი როგორ მჭამდა
ნელ-ნელა შიში მამის დაკარგვისა.
-ყველაფერს გავაკეთებ!!
მამა არ მომიკლათ!
ვთქვი  ხმამაღლა და უკვე ტირილი დავაპირე.
-დამშვიდი და მომისმინე..ბევრი ლაპარაკის შემდეგ როგორც იქნა იანი დავითანხმე ,რომ არ მოეკლა ენდრიუ,მაგრამ გადაწყვიტა მისი შვილი წაერთმია მისთვის როგორც მისი სიცოცხლის   ბოლომდე მსახური,ერთგული პარტნიორი, რომელიც ენდრიუს ვალს გადაიხდის .
თქვა ჯიმა და მე მომაჩერდა.
-შენ ბიჭი არ ხარ..ეს რომ მან  გაიგოს, რომ შენ ხარ ერთადერთი შვილი ,შეიძლება ისევ მისი მოკვლა გადაწყვიტოს!
ამიტომ სასწრაფოთ რამე უნდა მოვიფიქროთ!
თქვა და აღელვებულმა მოსვა ჭიქიდან შავი ღვინო ,რაზეც ჩავფიქრდი..ჩავფიქრდი და სულ გადავეშვი ამ ფიქრებში!
შინაგანად ვიმსხვრეოდი უკვე და ჩემმს ქვეცნობიერს ბზარები უჩნდებოდა..მამას მომიკლავენ?!
ამას როგორ დავუშვებ?
რა გავაკეთო?
რა გამოსავალი მაქვს ასეთ სიტუაციაში!
ნეტავი ბიჭი მაინც ვიყო!
ნეტა ბიჭი ვიყო!
შემეძლოს ნეტა ეს...ან..ან იქნებ შემიძლია კიდეც?
მან თქვა რომ იმ ვიღაც იანმა არ იცის რომ გოგო ყავს მხოლოდ მამას!
-შემიძლია მე ვიყო ბიჭი!!
წამოვიყვირე უცბად მე ,ამაზე ჯიმმა ღვინო ისევ უკან გადმოასხა და გაფართოვებული თვალები მომანათა.
-რაა??რებს იძახი? თამაში კი არაა ეს!!
იცი ამაზე რომ გაიგოს რას გიზავს?
-ვერ გაიგებს!
არ დავაცადე სათქმელი ბოლომდე .
-შეუძლებელია ამის ისე გაკეთება რომ ვერ მიხვდეს!
-არა შევძლებ!
მაინც არ დავნებდი,რაზეც ცოტახანს ჩუმად მიყურა,შემდეგ კი მიპასუხა.
-კარგი როგორც გინდა..თუ ფიქრობ რომ საკმარისად ძლიერი ხარ რომ ამაზე წახვიდე ,ვცადოთ ეს!
-მითხარი შესაძლებელია ხო ეს?
ჩემმი გარდასახვა როგორც კაცი.
ვიკითხე მე ყოყმანით.
-რა თქმა უნდა შესაძლებელია ,ყველაფერში დაგეხმარები მეც,მთავარია შენ შეძლო კარგად თამაში...ყოჩაღი გოგო ყოფილხარ მართლაც..შენი სახელი?გამიღიმა მან.
-ქეითი.
ვუპასუხე მე .
-ქეით ხვალ დაგიკავშირდები და ჩვენი გეგმა განვახორციელოთ..მაგრამ დაიმახსოვრე ამის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს!
არავის არ უთხრა!
მკაცრად გამაფრთხილა
და ანგარიში მოითხოვა,შემდეგ კი დამემშვიდობა და წავიდა.

რაზე დავანხმდი??
გავაცნობიერე უცბად ყველაფერი და საგონებელში ჩავვარდი!
ვიცოდი დიდ ხიფათში ვიგდებდი თავს ,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ,მამა უნდა გადამერჩინა.

იანის pov:
-რა ქენი? ვიკითხე მოვიდა თუ არა ჯიმი.
-ყველაფერი მოვაგვარე.
თქვა ჯიმმა,მე კი ამაზე ფეხზე წამოვდექი და თვალებზე მივაშტერდი.
-მაინც რა?
-მისი შვილი იქნება აქ მის მაგივრად.
მიპასუხა  ღიმილით.
-ამმმ ..დიდად არ მიხარია ,მერჩივნა მომეკლა,მაგრამ კარგი!
ჯანდაბას,მისი შვილიც  საკმარისი იქნება ამ ჯერად.
ვთქვი  მაცდურად .

ენდრიუსთვის სიკვდილზე უარესი მისი შვილის აქ წამოყვანა იქნება ,ამაში
100%-ით დარწმუნებული ვარ!
ამიტომაც ამჯერად ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ.
-ხვალ მოიყვანე აქ,მინდა ვნახო როგორია და აღარც დროის დავკარგვა მინდა! ვთქვი მე და კარისკენ წავედი.
-ხვ..ა..ლ? იკითხა შეშინებულმა.
-ხო ხვალ. შევხედე მე მტკიცედ.

-ხომ იცი ჯომ ეს პერიოდი მააფის სამყაროს გაღვიძების პერიოდია,კარგი იქნება თუ ისეთი ვიღაც მეყოლება გვერდით ვინც სათამაშოსავით მეყოლება,ბოლოს და ბოლოს მისი სიცოცხლე ხო ჩემია.

»»»»»»»»»»»»»»»»»»»»»»»»
მგონი მიხვდით როგორც განვითარდა მოვლენები..^^
მმოკლედ იმედია მოგწონთ
გაგრძელება იქნება.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია წარმატებები

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან კარგია წარმატებები

მადლობა ჩემო კარგი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent