მომაკვდინებელი საიდუმლო
რთულია ცხოვრების გაგრძელება როცა იცი, რომ სულ მარტო ხარ, აღარავინ გყავს. ამ სამყაროში არ არის შენი ადგილი. უნდა წახვიდე, მოშორდე აქაურობას და სადღაც არარსებულ სამყაროში გადაიკარგო, სადაც ყველაფერი გაცილებით მარტივია და და არც ეს სამყარო არ არის დაუნდობელი, გყავს შენი ოჯახი და შენი საყვარელი ადამიანიც შენ გვერდითაა.. მაგრამ ამ დროს თითქოს ვიღაც კარს ამტვრევს, დაუფიქრებლად იჭრება შენში და ბოლოს გიღებს. ეს სწორედ ის ტკივილია, რომელიც შენ მოგაყენეს, ოჯახი ამოგიხოცეს, საყვარელი ქალი მოგიკლეს. აი, ეს არის რეალობა და არა ის, რაც შენ გონებაშია. ამ სამყარომ უკვე შენც შეგცვალა, ჭკუიდან გადაგიყვანა, შენც ისეთივე დაუნდობელი გაგხადა როგორიც თავად არის. შენ ახლა მკვლელი ხარ. შენც მათ დაემსგავსე, შენც ისევე უმოწყალოდ ართმევ სხვებს სიცოცხლეს, როგორც შენ ოჯახს წაართვეს...მაქსი პროფესიონალი ქილერია, უამრავი ადამიანის სისხლი აქვს დაღვრილი ისე, რომ წარბიც არ შეუხრია. არ ინდობს არავის, მას ხომ ამაში ფულს უხდიან. კლავს ადამიანებს, ამის შემდეგ კი სახლში ბრუნდება და მშვიდად მიირთმევს ვახშამს. მხოლოდ ღამით არ ასვენებს კოშმარები: ესიზმრება როგორ ბრუნდება შინ, სახლში მოსულს კი სისხლის გუბე ხვდება. ხედავს თოფით მოკლულ დედ-მამას და ყელგამოჭრილ ცოლს... ეღვიძება, ოფლისგან იწურება. რამდენიმე წამში კი იაზრებს, რომ ეს მხოლოდ ეს მხოლოდ კოშმარი იყო, კოშმარი საშინელი წარსულიდან რომელმაც ის ასეთი სასტიკი და დაუნდობელი გახადა როგორიც ახლა არის. მაგრამ... ცხოვრებაში სასწაულებიც ხომ ხდება? ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, და რაც მთავარია, ცხოვრება ყოველთვის ღირს, მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელიც ამ დამპალ სამყაროში გაგაძლებინებს. მაქსს ასეთი არავინ ჰყავდა, თუმცა.. მალე მის ცხოვრებაში ჩნდება ქალი, რომელიც მაქსის ყინულივით გულს გაალღობს, მაქსს ქეითი თავდავიწყებით უყვარდება, თუმცა, ქეითმა არც მისი წარსულისა და არც საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. მაქსს სურს, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს, არ სურს ამ საიდუმლოს სხვისთვის გამხელა, რადგან ჰგონია, რომ ქეითი, რომელმაც კვლავ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი, თუ მის საიდუმლოს გაიგებს მაშინვე მიატოვებს, მაქსის ცხოვრება კი კვლავ ჯოჯოხეთს დაემსგავსება. მალე მაქსის და ქეითის სიყვარულს დიდი საფრთხე ელის, მაქსმა ქეითი იმ ბოროტმოქმედებისგან უნდა დაიცვას, რომლებიც მას დასდევენ მოსაკლავად. მალე ქეითი იგებს მაქსის საიდუმლო საქმიანობისა და წარსულის შესახებ. ქეითს იტაცებენ ბოროტმოქმედები. მაქსი მის გადასარჩენად იძულებულია თავად ჩავარდეს ბოროტმოქმედებს ხელში. მაქსი მიდის დანიშნულების ადგილზე, ჩუმად შეიპარება და ცდილობს ქეითის დახსნას, მაგრამ შეამჩნევენ მაქსს, იარაღს ქეითს მიუშვერენ, სასხლეტს თითს გამოკრავენ, მაგრამ მაქსი ქეითს გადაეფარება და ქეითისათვის განკუთვნილი ტყვია მაქსის სხეულში აღმოჩნდება. მომაკვდავი ძირს ეცემა. ქეითი მივარდება. ტირის, შველას ითხოვს... მაქსი ღიმილიანი და შეყვარებული თვალებით შეყურებს ატირებულ ქეითს, უღიმის.. ტანჯული, ტკივილისაგან გაწამებული ხმით ეუბნება: "ქეით, მე, მე არ მინდოდა სიმართლე გაგეგო, მეგონა რომ მიმატოვებდი, მე, შენ ძალიან მიყვარხარ"...❣ სისხლისგან იცლება და კვდება... ალბათ არავინ ისურვებდა მისნაირ ცხოვრებას. სრულიად იმედდაკარგულმა და დატანჯულმა მაინც შეძლო ცხოვრების გაგრძელება. მან იპოვა ადამიანი, რომელიც მას გააბედნიერებდა. მერე რა, რომ სიმართლის დამალვა უწევდა, მერე რა, რომ ხანმოკლე აღმოჩნდა ეს ბედნიერება, ის მაინც ბედნიერი მოკვდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.