მანგო და შავი კატა {სრულად}
- ნეტავ, ეს რა ხილია?! ნეტავ ტკბილია კი?!- დაეჭვებით დასცქერებოდა, შავი კატა- კოკო ფორთოხლისფერ მანგოს, რომლის არომატიც ზღვის ღრმა ფსკერიდანაც იგრძნობოდა. გზააბნეულს და ამასთანავე საშინლად მოშიებულს ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაიგდებდა თავის ბასრ ბრჭყალებში რაიმე გემრიელ ნუგბარს. - რას მომშტერებიხარ, ყვავო!- მჭექარედ გაისმა, მანგოს დინჯი და გაწონასწორებული ხმა, რომელმაც შავი კატა- კოკო ჰაერში დააბზრიალა... ზუსტად ისე, როგორც ცირკის სანახაობის დროს აღინიშნებოდა ხოლმე. - მე?! ყვავი?!- ენის ბორძიკითა და ამავდროულად ცინიკური ტონით წარმოთქვა, კოკომ, რომელიც ნელ-ნელა მსხვერპლისკენ იწევდა უკუსვლით. - ამოთხვრილხარ აქ შავ მელანში და ჩემი ფორთოხლისფერი კანის გაშავებაც ჩაგისახავს გეგმაში! რა, არ თქვა, რომ ასე არ არის! ტყუილად მიყურებ ასეთი ცინიკური გამომეტყველებით! - გასაგებია, რომ შენი კანი ფორთოხლისფერია. საინტერესოა, ფორთოხალისავით მწიფე და ტკბილი ხარ თუ არა შინაგანად.- თითოეული სიტყვის წარმოთქმისას უფრო და უფრო იწევდა, მანგოსკენ კოკო. ზუსტად ისეთი გამომეტყველებით უყურებოდა მსხვერპლს, როგორც ეს აღზნებულ კაცს შეჰფეროდა. - არ მომეკარო! - არ მოგეკარო, თორემ?!- ხმაში სითამამე შეეპარა, კოკოს და უფრო მეტადაც კი გაცხოველდა თითქოს. - თორემ... თორემ, აუცილებლად ინანებ! - მე ისედაც ბევრ რამეს ვნანობ, ძვირფასო. შენც არ იქნები გამონაკლისი. ახალ-ახალი გასართობები ძალიან მიზიდავს. შავი კატის ბუნების შესახებ აუცილებლად უნდა გცოდნოდა. - არა, ჩემი ფორთოხლისფერი კანი არა ოღონდ! - თურმე გემრიელი ყოფილხარ... - თავი დამანებე... - მთხოვე... - გთხოვ... - მეტი! - გეხვეწები, უბრალოდ გამიშვი! - არაა ეს საკმარისი! - აბა, რას მთხოვ... გინდა, რომ ნაკუწებად მაქციო? ამის "მუღამი" გაგაჩნია?! - შენ, ჩემი ახალი წრუწუნა ხარ, რომელიც წამდაუწუმ გულისამრევად წრუწუნებს. - არ... - რაც უფრო მეტს საუბრობ, უფრო მინდა, რომ შენი კანქვეშა სამყაროს თანაზიარი გავხდე. ნეტავ, იცოდე, როგორ მშია. როგორ მომდის ნერწყვი, როდესაც შენ გიყურებ. ამიერიდან გეცოდინება, რომ შავ კატებს უნდა უფრთხოდე. - მე არ მეშინია, შენი! - ხო, დაგიჯერე. შენი აკანკალებული მტევანი და ფეხებიც იგივეს მოწმობს. - გეყოფა... - რომ არა?! - შეშლილი, ფსიქოპატი შავი კატა ხარ, რომელიც სხვისი ტკივილით საზრდოობს! - ასეთი გემრიელი სიტყვები, ჯერ ჩემთვის არავის არ უთქვამს. იქნებ იმიტომ, რომ სიყვარულის გრძნობა გამოძრავებს?! - სიყვარულის?! ღმერთმა დაგწყევლოს! - დომინანტობა? - გიჟი ხარ! - მშიერი ყველა თავისებურად სიგიჟის ზღვარზეა. - შიმშილს ნუ შეაწებებ, შენს აღვირახსნილობის ბუნებას! თავი დამანებე, შავო კატავ! - მხოლოდ ერთხელ... - არც ერთხელ... - მაშინ ბოლომდე... - მორჩი! - მხოლოდ ერთი კანის ნაწილი. მშია.. - მტკივა.. - გარედან უხეში, შიგნიდან მოტკბო... - აღარ... - ადამიანებს ამიტომაც უყვარხარ! სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გელოდება. შავმა კატამ დაგინდო, თუმცა ადამიანების თითებში თუ აღმოჩნდი, ჩათვალე, რომ ნამდვილად დაღუპული ხარ! გაითვალისწინე, ეს მანგო! ისე... უკანასკნელი გამოთხოვების ჟამს ტანგოს ხომ ვერ მეცეკვებოდით?! - გადი... - კარგი, კარგი... სიამოვნებას გისურვებ, ადამიანის სხეულში მოგზაურობისას. არივედერჩი, მანგო! - ჯანდაბაში და იმის იქითაც გივლია, შავო კატავ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.