უარყოფილი (თავი 6)
- მალე ჩემს ფეხებთან დაჩოქილებს გნახავთ. ვამბობ ჩუმად და ბედნიერებისგან კიდევ უფრო მეღიმება. სახლში გვიან ვბრუნდები. ბავშვების ხმა უმალ მესმის და მეც გახარებული მათკენ მივიწევ. - ჩემი ელაჩკა მოსულა. მეხვევა სანდრო და გვერდზე მისვავს. - მოიცა ბიჭო, ვნახო სხვებიც. მას ვუღიმი და ყველას ვეხვევი, საბოლოოდ კი დამიამეს ხელებს ვგრძნობ წელზე და მის გვერდით ვჯდები. ლუკა დაძაბული აკვირდება ყველაფერს, ამის მიზეზს ვერ ვხვდები, კოცნა მხოლოდ დასამშვიდებლად იყო განკუთვნილი. - ელა ახლა ვფიქრობდით სადმე ხომ არ წავსულიყავით დასასვენებლად. - ზღვა მინდა მე. გაბუტული ზის ვივიენი. - სხვათაშორის მეც ძალიან მიყვარს ზღვა. ამბობს ბელა და გაბრიელს აკვირდება. - კაი ტო წავიდეთ მაშინ ზღვაზე, რადგან გოგოებს უნდათ. - აუუ მე მთაში მინდა. გიოც ყვება წუწუნში ვივიენს - რა ბავშვები ხართ რა ირონიულად ეცინება დამიანეს - ოჰ გვიკადრეთ? ემილიც არ იშურებს სარკაზმს - იყოს ზღვა. წავიდეთ ზღვაზე რამდენიმე დღით, შემდეგ კი მთაში. რა პრობლემებს ქმნით? ეცინება ლუკას. მათ შემხედვარეს ღიმილს ვერ ვიკავებ და ფართოდ ვიღიმი. მათი ჩხუბი, კინკლაობა, სიყვარული, შეკრებები იმდენად სასიამოვნო საყურებელია, რომ მეც კი სითბოთი ვივსები. - ჰო მართლა, ნინაც წამოიყვანე - არ ვიცი ვიფიქრებ. - ვინმეს პრობლემა თუ არ გექნებათ სამსახურში და სასწავლებელში ზეგ დილით წავიდეთ. ყველა უხმოდ ვუქნევთ თავს და მალევე ვიშლებით, რადგან მოსამზადებლები ვართ. დაღლილობა თავისას შვება და იმ ღამით მკვდარივით მეძინება. დილას სამსახურში მივდივარ ორი კვირით ვთავისუფლდები და შემდგომ გოგოებს ვხვდები, მათ შორის ნინასაც. - აბაა მზად ხართ, რომ ყველა მაღაზია დავლაშქროთ? ბედნიერებისგან ადგილზე ხტუნავს ანაბელი. - ღმერთო შენ გვიშველე. ხელებს მაღლა სწევს ემილი და სიცილს ვერავინ ვიკავებთ. ბელა არა და არ ჩერდება, ცდილობს ყველა მაღაზია მოიაროს და ათასი ნივთი იყიდოს. ბოლოს ღონემიხდილები ერთ კაფეში ვსხდებით. - მე მეტს ვეღარ გავქაჩავ. - რა? კიდევ ბევრი რამ დამრჩა საყიდელი. - ბელა გთხოვ. საწყალი თვალებით ვუყურებ და ისიც გვნებდება. - ჯანდაბას თქვენი თავი. წავედით სახლში. სიცილით ვტოვებთ კაფეს და ისე მივიწევთ სახლისკენ. შესვლისას კარებშივე მხვდება ლუკა. ლოყაზე ვკოცნი და სამზარეულოსკენ მივიწევ. - რა კარგი სუნია. - ჰო პიცა შევუკვეთე. - საუკეთესო ხარ ლუკა. მისი დაძაბულობა არ შევიმჩნიე და ასე ვცადე სიტუაციის განმუხტვა მაგიდასთან მოვთავსდი და გემრიელად ჩავკბიჩე პიცის ერთ-ერთი ნაჭერი. - მოგწონს? - კი ძალიან გემრიელია. - პიცაზე არ მიკითხავს. - ეს რამეს ცვლის? აზრზე ვერ მოვდივარ ისე ხტება ლუკა ფეხზე - შენ მას არ იცნობ. პასუხს არ ვუბრუნდებ მშვიდად ვდგები ფეხზე და ოთახში შევდივარ. ძალაგამოცლილი იქვე მოწყვეტით ვჯდები და სიგარეტს ვუკიდებ. დილას მშვიდად და კარგად მეძინა, მანამ სანამ ცივმა წყალმა არ გამომაფხიხლა. თავიდან ვერ გამოვერკვიე, მაგრამ შემდეგ რომ მივხვდი რა ხდებოდა, ფეხზე წამოვხტი. ნათლად დავინახე, როგორ გარბოდნენ ოთახიდან სანდრო და გიო. - მოგკლავთ გიო, სანდრო, ამას მხოლოდ თქვენ მოიფიქრებდით. კაბას ვიცვავ და ისე გავდივარ მისაღებში, სადაც სიცილით მხვდებიან ბავშვები. - რა ჩვენი ბრალია ელაჩკა, არ იღვიძებდი და. - რომელზე მივდივართ? - ყავა დალიე და გავიდეთ. ლუკა ხელში მაჩეჩებს ცხელ სითხეს და მსუბუქად მიღიმის. ყავას სწრაფად ვსვამ და ყველანი ერთად ვტოვებთ სახლს. ორ მანქანაში ვნაწილდებით. ერთში მე, დამიანე, ემილი, ლუკა და სანდრო ვთავსდებით, დანარჩენები მეორე მანქანაში. ბათუმში შუადღეს ვაღწევთ. საშინლად დაღლილები და დასიცხულები ვართ. - არ მჯერა ჩამოვედი. ამბობს გახარებული ემილი და იცინის. - ნუ გიხარია, სახლი გვაქვს მოსაძებნი. პასუხობს დამიანე და ირონიულად უყურებს. - ამან თუ არ ჩამაშხამა, ისე ხომ არ შეუძლია რა. მე ვერ წამოვალ სახლი თქვენ აარჩიეთ. ემილი მართლაც რჩება. სახლის ასარჩევად კი მე, სანდრო, ბელა და გაბრიელი მივდივართ. - სახლს მე ვარჩევ. წამში იწყებს ანაბელი. - აუფ კი აბა მომინდომა გვერდზე უდგება სანდრო - მაშინ არ დავრჩები მე. გოგო ვარ და დამითმე. - კაი ხო. დამანებე თავი. მე და გაბრიელი თავს ვერ ვიკავებთ მათ კინკლაობაზე და ბოლო ხმაზე ვიცინით. სახლს მართლაც ბელა არჩევს, ოციოდე წუთის შემდეგ აგნებს ადგილს, რომელიც მოსწონს. სახლი საკმაოდ დიდია, ორსართულიანი. ეზოში ორი ჰამაკი, მაგიდა და სკამებია. თვითონ სახლს რაც შეეხება, იმის მოუხედავად, რომ დიდია საკმაოდ მყუდროდ გამოიყურება. 5 საძინელებელია, სამზარეულო მისაღებს უკავშირდება. ჩემი ოთახი ყველაზე ბოლოში იყო. მე და ნინამ ერთად გადავწყვიტეთ დაძინება. ჩემი ოთახიდან საკმაოდ კარგად ჩანდა ზღვა. მისი სურნელი მთლიანად მედებოდა. დასვენება გადავწყვიტეთ. ზღვაზე საღამოს გვიან გავედით, შვიდ საათზე. თითქმის ყველა ზღვაში ვიყავით გაბრიელისა და დამიანეს გარდა. საკმაოდ შორს ვიყავი, როდესაც შევამჩნიე ბელასთან მისული ბიჭი და გაბრიელის დაჭიმული ძარღვები. მათკენ ახლოს წავედი, თუმცა გაბრიელმა დამასწრო. ბელას მიუახლოვდა და წელზე ხელი შემომხვია. - რა ხდება სიხარულო? - შენ ვინ ხარ? აგდებულად ეკითხება ბიჭი გაბრიელს და ზუსტად ვიცი გაბრიელიც ძლივს იკავებს თავს. - მე ანაბელის საქმრო ვარ, დარწმუნებული ვარ პრობლემა არ შეიქმნება შენ წახვალ და დაგვტოვებ. ბოლო სიტყვებს მკაცრად ამბობს გაბრიელი და ბიჭიც სწრაფად სცილდება წყვილს. გაბრიელი ერთი ხელის მოძრაობით აბრუნებს ბელას მისკენ და უფრო ახლოს იზიდავს. - სპეკტაკლი მორჩა, შეგიძლია ხელი გამიშვა. - და ვინ თქვა, რომ მორჩა? მე არ დამისრულებია პატარავ. - გაბრიელ გეყოფა. - ვფიქრობ სალაპარაკო გვაქვს. - რა სალაპარაკო? ბიჭი მოვიდა და გააქციე საერთოდ ვინ რას გეკითხება. - ნუ ჯიუტობ ბელა. ახლა ადგები და გამომყვები მე და ჰო კიდევ ასე გამომწვევად ნუ მოძრაობ ძალიან ახლოს მყავხარ. - ფუ იდიოტი. ამბობს ხმამაღლა ბელა და ნაპირისკენ მიიწევს. გაბრიელიც სიცილით თვალს გვიკრავს და მას მიყვება. სახლში სრული სიწყნარეა, სიმყუდროვეს ბელას და გაბრიელის სახლში შესვლა არღვევს. - მეორედ მსგავსი რამ არ გაბედო გაბრიელ. - და ვინ ამიკრძალავს? - გეყოფა გესმის? არ გაქვს ამის უფლება. ყვირის ბელა და ცდილობს ოთახში შევიდეს, თუმცა გაბრიელის ძლიერი ხელები წამში აბრუნებს ადგილზე და უფრო მჭიდროდ იხუტებს. - ჯანდაბა, როგორ მაგიჟებ ანაბელ. გააზრებას ვერ ასწრებს ბელა ისე სწრაფად ხვევს გაბრიელი წელზე ხელებს და მთელი გრძნობით კოცნის. თავიდან ბელა იბნევა, მაგრამ ბოლოს ცდუნებას ვერ უძლებს. ისიც ხომ უგონოდ არის გაბრიელზე შეყვარებული, თუმცა ამას საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებს. გაბრიელს კოცნაში ყვება. ხელებს თმებში უცურებს და ისიც ცდილობს დატკბეს შექმნილი ვითარებით. ესეთი რამ აღარ დაბრუნდება, რადგან ეს იყო პირველი, განუმეორებელი და შეუცვლელი. როგორც კი გაბრიელმა ხელი ოდნავ შეუშვა მაშინვე განზე გახდა ბელა. - არა რა უფლებით.... - არ თქვა, რომ არ მოგეწონა. - ეს ყველაზე საშინელი იყო ჩემი გამოცდილებიდან. - მეც ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია. იცინის გაბრიელი და გულზე იხუტებს აჟიტირებულს გოგოს. კარების შეღებისთანავე ვამჩნევთ ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს. ჩუმადვე ვბრუნდებით უკან ეზოში და სკამებზე ვსხდებით. - ანუ რა გამოდის ჩემმა ბელამ მიღალატა? სიცილს იწყებს სანდრო - ნუ ხარ ცანცარა შენ. თავს ვერ იკავებს ვივიენი - ჩვენ როდის გავიმეოროთ? თვალს მიკრავს დამიანე და იცინის, მეც მხოლოდ სიცილით ვპასუხობ მის რეპლიკას. ცოტახანში გვრიტები გამოვიდნენ სახლიდან. სიხარულს ასხივებდნენ, თუმცა ბელა მაინც არ თმობდა პოზიციებს. - გილოცავთ. ემილი მათკენ მიდის და ეხვევა. - იცოდე, არ გაბედო მისი წყენინება. ლუკასაც ეცინება და ორივეს ეხვევა. გვიანობამდე რაღაცეებზე ვლაპარაკობთ. დაძინება არცერთს არ გვინდა. ბელა გაბრიელს ეხუტება და ხელს არაფრის დიდებით არ უშვებს. ისეთი კარგები არიან, მათი ყურება არასდროს მობეზრდება ადამიანს. სახლში გვიან შევდივართ ვვახშმობთ და დასაძინებლად ვწვებით. ფიქრს ვერაფრით ვერ ვწყვეტ. საწოლიდან ფრთხილად ვდგები, ნინას პლედს ვუსწორებ, სიგარეტს ხელში ვიღებ და ოთახს ვტოვებ. მისაღებში დამიანე მხვდება. ესღა მაკლდა. - უკვე რამდენიმე დღეა თავს მარიდებ ელა. სიგარეტის კვამლს სახეში მაბოლებს და პირისპირ მიჯდება. - გეჩვენება. მე არასდროს არავის არ ვარიდებ თავს. - კარგი რა პატარავ, მოდი დაივიწყე წარსული. სწრაფად დგება ფეხზე, მეც მაყენებს და საშინლად ამცირებს ჩვენს შორის მანძილს. სახეზე ჩამოყრილ თმებს მისწორებს, ნელ-ნელა სახე ახლოს მოაქვს და ცდილობს ტუჩებზე შემეხოს, თუმცა თავს გვერდით ვხრი. მხოლოდ ლუკა მიტრიალებს თავში. ამის გააზრებისთანავე ვზრდი ჩვენს შორის მანძილს. უკმაყოფილოდ, თუმცა მაინც ირონიულად მიყურებს. - ძილინებისა პატარავ. კარების დახურვისთანავე სკამზე ვეცემი და სიგარეტის ახალ ღერს ვუკიდებ. სახეს ხელებში ვრგავ. - მისი თვალები მხოლოდ გაბნევს და გიზიდავს არა? ლუკას ხრინწიან ხმას ყველგან ვარჩევ. - ახლა არა გთხოვ. ხელს ხელზე ვადებ და მსუბუქად ვუჭერ, ისიც წამში ჩნდება ჩემთან, გვერდზე მიდგება და მიხუტებს. - თქვენ ორს ყველაფერი რიგზე გაქვთ? ოთახში დამიანე ბრუნდება და ჩვენ შორის დგება. - სავსებით. ვუღიმი ორივეს და ჩემს ოთახში შევდივარ. დილამდე აივანზე ვრჩები, მხოლოდ ლუკასა და დამიანეზე მეფიქრება. არ ვიცი რა მემართება. პარადოქსული ის არის, რომ არავინ მინდა. მჭირდება მაგრამ არ მინდა. ვერ გამიგია რა ხდება ჩემს თავს. საშინლად მინდა, ვიგრძნო რომ ჯერ არ მოვმკვდარვარ... რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ .. რომ ჯერ შემწევს სიყვარულის უნარი და ბედნიერების შეგრძნების ძალა. დღეები ერთმანეთს სასიამოვნოდ მისდევს. დროს მხიარულად ვატარებთ, ბელა და გაბრიელი ერთმანეთს კიდევ უფრო უახლოვდებიან, რაც ყველას გვახარებს და გვაბედნიერებს. მათი სიყვარული იმდენად სუფთა და დიდია, რომ ეჭვი არაფერში გვეპარება არცერთს. დროის უმეტეს ნაწილს ზღვაში ვატარებთ ყველა, ლუკას და ბელას გარდა, რომლებსაც საშინლად ეშინიათ ყველაფრის რაც წყალთან არის დაკავშირებული. ახლაც ყველა ერთად ნაპირზე ვისხედით და ვსაუბრობდით. - წავიდეთ რა სადმე ბარში. ამბობს ემილი თავისი იდეით კმაყოფილი. - აუ ჰო, თან მაგრად დავლევთ. მას ყვება გიოც. - შენ მეტი არაფერზე არ იფიქრო გაუბრაზდა ვივიენი გიოს. - კაი რა ვივი. ცოტა გამხიარულდი. ამჯერად ჩემი და იჭერს გიოს მხარეს და მას უცინის. - მშვენიერი, ანუ წავიდეთ ახლავე სახლში და და მოვემზადოთ. ვუღიმი ყველას და ფეხზე ვდგები. ისინიც მბაძავენ და ყველანი სახლისკენ მივიწევთ. მე და ნინა ოთახში ვიკეტებით. ერთმანეთს გამომცდელად ვაკვირდებით და კარადიდან ყველანაირ კაბას საწოლზე ვისვრით. ნინა მალევე ირჩევს სასურველ კაბას. შავ წელზე მომდგარ ქვედაბოლოს და შავ ტოპს ერთმანეთს უხამებს, რაც საოცრად უხდება მის სწორ და ლამაზ ფეხებს. ქერა სწორ თმას მხრებზე იყრის და მსუბუქი მაკიაჟის კეთებას იწყებს. მე კი ჯერ ტანსაცმელიც არ ამირჩევია. საბოლოოდ მუქ ნაცრისფერ შარვალს შავ მაისურსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვუხამებ. ჩემს კულულებს ერთ მხარეს ვიწევ და მეც ნინას ვუერთდები მაკიაჟის კეთებაში. - რა სექსუალური დაიკო მყავს, მეშინია რომელიმე არ გააგიჟო. მაკვირდება ნინა - მაინც რომელი? - რავიცი ლუკა და დამიანე სულ თვალებით გჭამენ და. - და შენ ქალბატონო ამ ბოლო დროს საეჭვოდ იცავ გიოს. - თითქოს ხომ ჩემზე დიდი ხარ, მაგრამ არა რა. იცინის ნინა და ოთახიდან გადის. მეც თავის ქნევით მიყვები უკან და მალევე ვამჩნევ მისაღებში მდგომ გოგოებს. რომლებიც საოცრად კარგად გამოიყურებიან. მათი შემხედვარე ჩუმად მეღიმება და გაბრიელის მზერასაც მაშინვე ვიჭერ. ბელას წითელი, საკმაოდ მოკლე კაბა აცვია, წითელი თმა მაღლა აქვს აწეული რაც მის ნაკვთებს კიდევ უფრო კარგად კვეთს, გაბრიელი ზუსტად ვიცი ვერ გაუძლებს ამ დარტყმას. აი ემილის კი ლურჯი კომბინიზონი. ვივიენს შავი მაღალწელიანი მოკლე და მომდგარი შორტი აცვია, იისფერი ტოპი აქვს შეხამებული და შავი მაღლები, სახლს საღამოს ერთად ვტოვებთ. ბათუმის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში შევდივართ. თავისუფალ ადგილს ვიკავებთ და ძლიერ სასმელს ვსვავთ. მხოლოდ ოდნავ ნასვამები ვიწყებთ ცეკვას და გართობას. სანდრო ადგილზე არ ჩერდება, ხან რომელ გოგოს მისდევს და ხანაც რომელს. მისი შემხედვარე სიცილს ვერცერთი ვიკავებთ. ბოლოს ხმაურისგან და ძლიერი სასმლისგან თავის ტკივილი მიტევს და მეც აივანზე გავდივარ. ზღვის სურნელს ღრმად ვისუნთქავ და მოაჯის ვეყრდნობი. სიგარეტის ღერს მოხერხებულად ვიჭერ თითებს შორის. - ელიზაბეტ, აი სად ყოფილხარ. მესმის ლუკას ხმა და მისკენ ვბრუნდები. ჯობდა არ შევბრუნებულიყავი ის იმდენად ახლოს იყო, რომ... - კარგად ხარ? ისიც მოაჯირს ეყრდნობა, მხოლოდ იმ განსხვავებით ჩემგან, რომ მის ხელებს შორის მაქცევს და თვალებში მიყურებს. ძალიან ფრთხილად მიახლოვდება, თითქოს ცდილობს არ შემაშინოს. - შენი თვალები... ის, ზღვისფერია. ამბობს სუნთქვაშეკრული. - ელიზაბეტ საოცარი ქალი ხარ. თავს ვერ ვიკავებ, ჩემი ტუჩები მისას უახლოვდება. წამით მგონია, რომ ჩემი გული ფეთქვას წყვეტს. ეს ეს არის ჩვენი ტუჩები ერთმანეთს უნდა შეეხოს, რომ ნინას ყვირილი მაფხიზლებს. მისი საშინელი კივილი და აცრემლებული თვალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.