შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალბინოსი


27-08-2020, 01:18
ნანახია 8 767

ივლისის სუსხიანი დილა იდგა. განსაკუთრებულ დღეს ვესწრებოდით. ხშირად არ ისმის ოკეანის სულისშემძვრელი ხმა ჩვენს სოფელში.
დღეს სათემო დღესასწაული აუცილებლად გაიმართება. აღსანიშნავი დღეები გველის თუ ყინვამ ისევ არ მოიმატა.
ოჯახის კაცები ვაჟებთან ერთად დათვზე სანადიროდ გახლდნენ და დღეს, როგორც მამამ თქვა, გემრიელი სუფრა გვექნება.
ოკეანის დნობამ თევზის ზემოთ ამოსვლა გამოიწვია და გადამფრენმა ჩიტებმაც არ დააყოვნეს.
ჯადოსნური დღეა.
ვზივარ სანაპიროზე და მესმის ყინულები როგორ ეხეთქება ერთმანეთს, ტალღები როგორ აწყდება ნაპირს და რუვილი მკლავს მივცე უფლება მის ბობოქარ მკლავებში მომიქციოს და მშთანთქოს.
რამდენიმე წლის უკან შევამჩნიე გემი, ჩვენს ნაპირს მოადგა გზააბნეული. ჩვენ გემრიელად გავუმასპინძლდით, გავათბეთ. მამამ და სხვა ოჯახის კაცებმა გზა მიასწავლეს და გაამგზავრეს. არ დამავიწყდება როგორები იყვნენ. ლამაზად და თხლად ჩაცმულნი, იმ სიცივეს სულ რომ არ შეეფერებოდა რომელიც იქ იდგა. ამ თხელ ტანისამოსში ჩვენს მამაკაცებთან ასანთის ღერებივით მოჩანდნენ.
როგორ მინდოდა მაშინ მეც შევმხტარიყავი გემბანზე მათთან ერთად ვმდგარიყავი და ხელი დამექნია ჩემი თანასოფლელებისათვის დამშვიდობების ნიშნად. როგორ მინდოდა იმ გემზე თუნდაც მოსამსახურედ მოვხვედრილიყავი ოღონდ გაყოლა შემძ₾ებოდა. თუმცა მამას ამის თქმას ვერც კი გავუბედავდი.
სამაგიეროდ კონცხის ქიმიდან თვალცრემლიანი ვუყურებდი როგორ მიიზლაზნებოდა ეს უშველებელი თუნუქის ვეშაპი ოკეანის ზედაპირზე და როგორ მიაპობდა ყინულით დაფარულ ბობოქარ წყალს ნელ-ნელა.
გული დამწყდა, თუმცა რა შემეძლო?! ოლგა კი მიყურებდა ეჭვნარევი გამომეტყველებით, მაგრამ გულისწყრომას ვერ ვმალავდი. ცოტა ხანში ამის გამართლება „დედათა წესით“ მომიწია.
- როზა ბავშვები გკითხულობენ, კოცონს ვანთებთ, სად დაიკარგე? - დამიძახა ოლგამ
შორიდან თუმცა მისი ქოშინი იქაც კი მესმოდა. როგორც ჩანს ბევრი ურბენია.
- მოვდივარ! - ვუპასუხე და ბოლოჯერ შევავლე თვალი წინ მყოფ სილამაზეს.
ავდექი და სოფლისკენგავეშურე. ჟრიამული სანაპირომდეც კი აღწევდა. მაცხოვრებლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მეც მიხაროდა, თუმცა რაღაც მაინც მღრღნიდა შიგნიდან. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ამ ადგილის მიმართ, ცნობისმოყვარეობა და ოკეანეში შორს შეცურვის სურვილი გულს მიჭამდა.
რას ვიზამთ, ზოგჯერ ჩვენს შინაგან მიდრეკილებებსა და სურვილებზე დაბლა ვდგავართ და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. თუმცა ვინ იცის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent