შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი


28-08-2020, 17:02
ავტორი Emolass99
ნანახია 912

ყველაფერი ჯერ კიდე მაშინ დაიწყო, სანამ სამყარო ისეთი ბოროტებით აივსებოდა, რომელიც კაცობრიობის სრულ განადგურებას დაისახავდა მიზნად.

1841წელს ფერგიუსონთა საგვარეულო სასახლეში ჩვეული გაბატონებული სიჩუმე ჩვილის განწირულმა ტირილმა დაარღვია.

ᲨემᲗხვევიᲗობა არ ყოფილა ერᲗი ᲨეხედვიᲗ უბრალო Ჩვილის პირველ ᲩასუნᲗქვას Თვრამეტი ჯადოქრის სიცოცხლე რომ Შეეწირა.

მისი უმწეო, შემაწუხებელი ხმა სასახლის ბნელი დერეფნის თითოეულ კუთხეს მოედო და იქ მყოფთ ამით ახალი ისტორიის დაბადება ამცნო.

ფერგიუსონᲗა დედოფალმა პატარა სხეულᲨი გაᲦვიᲫებულ Ძლევამოსილ არსებას ნატალია დაარქვა.

ჯერ კიდევ დედის სიᲗბოს სურვილიᲗ ატირებული Ჩვილის ტირილი, მᲗავარ დარბაზᲨი Შემოსულმამოხუცი ქალის ნაბიჯებმა ᲩაახᲨო და დიდებული დედოფლის ყურადᲦება მიიპყრო.

-მინევრა, როგორც იქნა. გაიცანი მსოფლიოს მომავალი მბრᲫანებელი ნატალია ფერგიუსონი.

შავ ლაბადიანმა მოხუცმა ღვარძლიანი ᲦიმილიᲗ შეავლო Თვალი დარბაზᲨი მოფუსფუსე უბრალო მოკვდავებს და მსოფლიოში ერთადერთ ვამპირ ალქაჯს ამაყად გაუსწორა მზერა.

საუკუნოვანმა დედაბერმა მტკიცე ნაბიჯიᲗ მიიკვლია გზა ბავᲨვის აკვნამდე, დანაოჭებული და დროისგან გაცრეცილი თითები ბავშვს სახეზე აუსვა და  შეცბა.

-ანუ ეს მართალია. ხალხი არ ცდებოდა! შენ მთავარი წესი დაარღვიე და შვილი ადამიანისგან გააჩინე!

-ის ძლიერი იქნება.

მშვიდათ უპასუხა ძლევამოსილმა ფერგისონმა და შვილს ამაყად დახედა. მოხუცმა ბავშვს ხელი ახლა თავზე დაადო, ჩუმად ამოიბუტბუტა უცნაური სიტყვები და თვალები აატრიალა.

წამის შემდეგ სრულიად შეცვლილი მოშორდა ჩვილს. ახლა სახეზე გამარჯვებულის ღიმილი თამამად დასთამაშებდა. ჯერ ბავშვს დახედავდა შემდეგ კი დედას და ღვარძლიანად იცინოდა.

-რას მივაწერო შენი ეს საქციელი?
სერენა ნელა წამოიწია სავარძლიდან და მოხუცის იდუმალ ზღვისფერ თვალებს ჩახედა.

-ის ჯერ კიდე მოკვდავია.

მორგანას გაცვეთილ ხმაში გამარჯვება იკითხებოდა, მაგრამ არც სერენას დასტყობია ხასიათის ცვლილება. მანაც გაიღიმა და ამაყად დახედა წელში მოხრილ ჭაღარა ქალს.

-ასეც უნდა იყოს. შელოცვა, რომელიც მას დავადე...

-მას დიდ ძალას მისცემს, ვიცი. იმ ძალას რომლითაც შენ დაგამარცხებს.

ახლა კი ნამდვილად გადაურბინა ქალს დიდმა შიშმა სახეზე. ქალიშვილს კვლავ დახედა, მაგრამ ახლა მის მზერაში მხოლოდ ზიზღი იგრძნობოდა.

-შენ მიერ გამოყენებულ შელოცვას თვრამეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისიც სწორედ თვრამეტი წელი იცხოვრებს ადამიანად, მაგრამ ბოლო წლები დაიტანჯება. სისხლის წყურვილთან ერთად მზეზე გასვლას ვეღარ შეძლებს. მეთვრამეტე დაბადებისდღეზე წყურვილი ისე გაუმძაფრდება, რომ პირველად დალევს სისხლს. ამის შემდეგ გახდება ნახევარსისხლიანი. შექმნის და გაუძღვება რაზმს, რომელიც შენს წინააღმდეგ წავა, ეს კი შენი აღსასრული იქნება.

მოხუცის სიტყვებმა სრულიად შეცვალა დედის დამოკიდებულება შვილის მიმართ.

სერენამ ერთი ღატაკი მოსამსახურე იხმო თავისთან ქალიც თავდახრილი მივიდა მასთან და მოწიწებით შეხედა მათ დედოფალს.

-ბავშვი წაიყვანე, მოაშორე სასახლეს, არ უამბო ზებუნებრივსა და ჩვენს სამყაროზე, ერთი ქოხია ქალაქის ბოლოს ნისვილში(გამოგონილი ქალაქი). იქ გამოკეტე და გაზარდე. მეთვრამეტე დაბადების დღეს დააბი და არანაირი მოკვდავი არ მიუშვა მასთან. ხოლო თუ მაინც გასინჯა ადამიანის სისხლი, მაშინვე მოკალი!

დედის სიტყვებმა ქალი შეაძრწუნა. წამით შეავლო თვალი პატარა აკვანში მოცუცქნულ არსებას და დედოფლის მიმართ ზიზღით აივსო.

-თქვენო აღმატებულობავ, მე სამი შვილი მყავს მათ ვერ მივატოვებ. ანალიზა, ჩემი მესამე შვილი ჯერ კიდე არ არის ერთი წლის მათ ვჭირდები.

-თუ დავალებას არ შეასრულებ ისინი სუნთქვას შეწყვეტენ! ახლა თავად აირჩიე. რომელი გირჩევნია.

ქალმა უღონოდ ამოიოხრა და კვლავ თავი დახარა. ნატალია ხელში აიყვანა და სასახლე დატოვა. გზაში ცრემლები სდიოდა უმწეო ედენს. უკვე ენატრებოდა საკუთარი ქალიშვილი და ამასთან ერთად ეცოდებოდა ჩვილი ნატალია, რომელიც სიცოცხლის პირველივე წუთებში უარყო დედამ.

ედენს თბილი ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. სწრაფად გაიკვლია გზა ლოყისკენ, ქალის ლამაზ, სწორ ცხვირთან მიცოცდა და ძირს დაეშვა. ჯიუტი ტკივილისგან გამოქცეული ცრემლი რბილად დაეცა ნატალიას ლოყაზე. ჩვილი შეირხა და ოდნავ გაახილა თვალები.
მაშინ ედენმა პირველად შეხედა გოგოს ჯადოსნურ, მწვანე თვალებს და მიხვდა, რომ ახლა ის იყო მისი ანალიზა. პატარა ნატალიამ ცერის ზომა ხელი გულზე დაადო ედენს და ამით თითქოს ანიშნა, რომ ის მის გვერდით იქნებოდა .

-პატარავ, შენც ისევე გაგიმეტეს, როგორც ჩემი ძვირფასი ანალიზა. იქნები ჩემი პატარა გოგონა?

მოსამსახურის გატეხილ ხმას ჩვილი გაურკვეველი ბგერებით გამოეხმაურა და გაუღიმა.

-ნატალია...

ჩაიბუტბუტა ქალმა და გოგონას პატარა თმაზე გადაუსვა ხელი. _მე შენ ტალიას დაგიძახებ, ისევე აღგზრდი, როგორც ჩემ სამუელს და ფაბიანს. არ დავუშვებ ისეთ ურჩხულად იქცე, როგორიც დედაშენია.

ეტლი, რომლითაც ედენმა ბავშვი წამოიყვანა ბნელ სახლთან გაჩერდა.ქალი გადმოვიდა ბავშვი გულზე მიიხუტა მისი ნივთები აიღო და ხის კარი ჭრიალით შეაღო. ჩანთა მაშინვე დადო ძველ იატაკზე და ხის სახლისთვის დამახასიათებელი ნესტის სუნი შეისუნთქა. ბავშვთან ერთად შეამოწმა ოთახები და საბოლოოდ ძველ საძინებელში ჩვილთან ერთად მოთავსდა. შიმშილისგან შეწუხებული ტალია იმ ძუძუთი გამოკვება, რომლითაც სახლში დაბრუნებისას მისი შვილი უნდა დაენაყრებინა. ჩვილმა ზედმეტი ხმაურის გარეშედაიძინა და ემოციებისგან გადაღლილ დედინაცვალს ძილის საშუალება მისცა.



№1  offline ახალბედა მწერალი Alice76

ძალიან პაწაწუნა მონაკვეთია, თუმცა ამითაც ვისიამოვნე და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად მაქვს გაგრძელების სურვილი. ტალიას ბედი მაინტერესებს, უფრო თუ გაადიდებ თავების მოცულობას, მთლად უკეთესი.
კითხვისას მქონდა შეგრძნება, რომ უკვე წამიკითხავს ასეთი ისტორია, ადრეც ხომ არ აქვეყნებდი? ან სხვაგან ხომ არ იდო?

❤️

 


№2  offline წევრი Emolass99

Alice76
ძალიან პაწაწუნა მონაკვეთია, თუმცა ამითაც ვისიამოვნე და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად მაქვს გაგრძელების სურვილი. ტალიას ბედი მაინტერესებს, უფრო თუ გაადიდებ თავების მოცულობას, მთლად უკეთესი.
კითხვისას მქონდა შეგრძნება, რომ უკვე წამიკითხავს ასეთი ისტორია, ადრეც ხომ არ აქვეყნებდი? ან სხვაგან ხომ არ იდო?

❤️

მომდევნო თავები საკმაოდ დიდია. უბრალოდ პირველივე თავიდან არ მინდოდა მკითხველი დამეტვირთა და მოვლენები დამეჩქარებინა. ❤ რაც შეეხება დადებას. კი ვათფადზე მიდევს, მაგრამ იქაური მოთხოვნის გამო ფანფიქციად მომიწია გადაკეთება. აქ კიდე შესაძლებლობა დავინახე რომ ორიგინალში გამომექვეყნებინა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent