უარყოფილი (თავი 9) შურისძიება
- ესეც პირველი ნაბიჯი დე. კომპანიას გვიან ღამით ვტოვებ. ამ დროის განმავლობაში კარგი უფროსის როლს ვთამაშობ. გარემოს ვათვალიერებ ტაქსს ვაჩერებ და დანიშნულების ადგილს ვკარნახობ. ჩემი ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავს. შეტყობინებაც არ აყოვნებს, რომელიც ლუკასგანაა. - უბრალოდ სახლში დაბრუნდი ყველაფერს მოვაგვარებთ. გპირდები ამასაც გავუმკლავდებით. თავს უკან ვაგდებ. - ნეტავ შემეძლოს, ნეტავ შემეძლოს ყველაფრის დავიწყება და შენთან ყოფნა. ქუსლების კაკუნით ამაყად მივაბიჯებ დანგრეულ შენობაში. რთული მისახვედრი არ არის რომელ ოთახში უნდა შევიდე, რადგან ქალის განწირული ჩხუბის ხმა ყველგან ისმის. - მამაჩემი მიპოვის, ამას არ შეგარჩენთ, ყველას სათითაოდ მოგკლავთ. დიდ მიტოვებულ დარბაზში შევდივარ. - ეჰ ჩემო კესარია, იყო დრო ამას მეც ვამბობდი, ხედავ რა მარტივად შეიძლება სიტუაციის ჩემობრუნება? - ელიზაბეტ შენ? - ვინმე სხვას ელოდი? - ზურა ამას არ შეგარჩენს. - დასაკარგი არაფერი მაქვს. - ასე ნუ მომექცევი ელიზაბეტ გთხოვ. გემუდარები შენ ასეთი არ ხარ, შენ ასე ვერ გაწირავ სხვას. გთხოვ უბრალოდ გამიშვი. უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი, ყველა ტკივილი გთხოვ ელა. ირონიული ღიმილით ვუახლოვდები სკამზე დაბმულ, შეშინებულ, ბინძურ და თვალებჩაცვენილ გოგოს. მთელი ტანით ვიხრები მისკენ და თვალს თვალში ვუყრი - საკუთარ თავს შეხედე კესარია არარაობა ხარ. მთელი შენი ცხოვრება არაფერი იყო. ცდილობდი საკუთარი სახელი დაგეტოვებინა ამ სამყაროში, თუმცა შენი სახელის ხსენებისას ყველას ერთი უთავმოყვარეო ბო^ი ახსენდება. შენ კესარია დადვანი ჩემს წინ ზიხარ და მეხვეწები გაგანთავისუფლო. სად გაქრა შენი სიამაყე და თავდაჯერებულობა? სად გაქრა ის კესარია მე რომ გავიცანი? სხეულს ვერ იმორჩილებ, კანკალებ და ჩემი გეშინია. ახლა მაინც ხვდები მე რას განვიცდიდი? თუმცა არა შენ ის მაინც იცი რომ მამიკოს არ მიუტოვებიხარ, მაგრამ იმედები მინდა გაგიცრუო, რადგან სანამ მამიკო გიპოვის მანამდე შენ გვამი იქნები. წელში ვსწორდები და უკან ვბრუნდები. - ელიზაბეტ გევედრები ბოლოს მაინც ტყდება და ცრემლები ნიაღვარივით ჩამოდის ბარბის სახეზე. - ვიდეო გადაუღეთ, გათიშვამდე ცემეთ და შემდეგ ზურას გაუგზავნეთ. - მხოლოდ ვცემოთ? - გაუპატიურებით ვერაფერს დააკლებთ ნახევარი ქვეყნის ნახმარია. კარისკენ მივდივარ, ისევ ამაყად, ისევ ქუსლების კაკუნით, თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ვცდილობ მუდარის და კივილის ხმას ყურადღება არ მივაქციო. - ძლიერი ვარ ამაზე უფრო ძლიერი ვარ. მეორე სართულზე შედარებით ნორმალურ ოთახში შევდივარ, სავარძელში ვჯდები სიგარეტს ვუკიდებ და ფიქრებში მივდივარ. ვფიქრობ რა იქნებოდა რომ არა ის ყველაფერი, რაც გამოვიარე, რამდენად უზრუნველი ცხოვრება მექნებოდა ლაღი და ბავშვური, თუმცა ყალბი. მე ისევ ვიქნებოდი მამიკოს განებივრებული გოგო, მე და ნინას ისევ გვექნებოდა იდეალური ურთიერთობა და დედა ისევ ჩემთან იქნებოდა. ფიქრებიდან ისევ შეტყობინების ხმას გამოვყავარ. - ვიცი რასაც აკეთებ უბრალოდ გაჩერდი პატარავ და მითხარი სადაც ხარ. დიდ ეკრანზე ისახება კესარიას განადგურებული სახე, გახეთქილი ტუჩიდან სისხლი თქრიალით მოსდის, თვალებზე სილურჯეები აქვს, მისი ცრემლები… - მიშველეთ, ვინმე დამეხმარეთ. ყვირის და თან კედლისკენ მიხოხავს. - მეტი აღარ შემიძლია ელიზაბეტ, გემუდარები. არც კი ვიცი ასეთი ცივ სისხლიანი როდის გავხდი, მეგონა გამიჭირდებოდა, თუმცა მის ტანჯვას თვალმოუშორებლად ვუყურებ და ადგილიდან არ ვიძვრი. არ მებრალება, არ მეცოდება, საერთოდ არ მწუხვარ მის გამო. მე ორმაგად მტკიოდა, მე ორმაგად განვიცდიდი, მე გაურკვევლობაში ვიყავი, არც კი ვიცოდი რის გამო ვისჯებოდი, მან კი იცი, მამამისის ცოდვების გამო აგებს პასუხს. ეკრანზე უცხო ნომერი მოჩანს, რამდენიმე ზარს ვაცდი და შემდეგ ვპასუხობ. - გიპოვი, იცოდე გიპოვი და მოგკლავ. არც შევმცდარვარ, ზურას ღრიალი სწრაფად სწვდება ჩემს ყურთასმენას. - მაინც როგორ მიპოვი? გგონია, რადგან ახლა გელაპარაკები შეძლებ მიპოვო? შენზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ. მშვიდად და აუჩქარებლად ვცემ პასუხს. - და ჰო, დამიჯერე ახლა ყველაზე ნაკლებად შენ გაწყობს ჩემი გაბრაზება, ამიტომ ტყუილი მუქარებით უფრო ნუ გამაბორიტებთ ბატონო ზურა. ვიცინი ირონიულად და ვგრძნობ როგორ უხშირდება სუნთქვა, მეც ამით გათამამებული, ასევე მშვიდად ვაგრძელებ. - პირველი მაინც რომელი გირჩევნია შენი შვილის შეფუთული თითები გამოვაგზავნო ან იქნებ.. - ელიზაბეტ გთხოვ, ჭკუიდან ნუ გადაგყავარ, დამიბრუნე შვილი, მაპიებას გთხოვ, ნუ ატკენ მას, ამას ნუ გააკეთებ შენ კარგი ხარ. შენ ჩვენნაირი არ ხარ, დედაშენი რას იტყოდა შენს საქციელზე საერთოდ დაფიქრებულხარ ამაზე? დამიბრუნე კესარია, ჩვენით მოვგვარდეთ ოღონდ მას ნუ ავნებ. ასე ნუ მოგვექცევი, ვიცი საერთოდ არ უნდა ვიღებდე ხმას, მაგრამ ის ჩემი შვილია, ჩემი გოგონა, ჩემი პატარა, ჩემი კესარია. ვგრძნობ, როგორ ერევა ცრემლები, ძალას ვიკრებ და საუბარს ვაგრძებ. - ამ ისტორიაში ერთი რამ გამოგრჩა, მეც ვიღაცის შვილი ვიყავი და მეც ისევე მტკიოდა როგორც ახლა შენს კესარიას. სწრაფად ვცემ პასუხს და ვუთიშავ, შემდეგ კი საერთოდ ვთიშავ ტელეფონს. ოთახს ვტოვებ და ისევ დიდი დარბაზისკენ მივემართები. კუთხეში წევს, თვალები დახუჭული აქვს, შორიდან მკვდარიც კი გეგონება, ვუყურებ და საკუთარ თავს ვხედავ. განადგურებულია, სიცოცხლის ნიშნები საერთოდ არ ეტყობა. მხოლოდ მაშინ აშორებს ქუთუთოებს ერთმანეთს, როდესაც ჩემი ნაბიჯების ხმა ესმის. - ელ... ელიზაბეტ წყალი... ძლივს ძლივობით აბამს ორ სიტყვას ერთმანეთზე. მეც უხმოდ ვიღებ წლის ბოთლს და მასთან ახლოს მიმაქვს. ცდილობს წამოიწიოს, თუმცა ტკივილი თავს ახსენებს და სახეს სასაცილოდ მანჭავს. წყალს ნელ-ნელა და სასიამოვნო სახით ვსვავ. თავიდან გაფართოებული თვალებით მიყურებს. მერე ქვითინი უვარდება და პანიკურად იწყება კივილს. - დამეხმარეთ, მიშველეთ. გული არავის გაქვთ? ასე ცდილობს გავლენის მოხდენას, თუმცა გარშემო არცერთი ხრის წარბს. რამდენიმე ზორბა კაცი მიდგას გვერდით და ვიცი, რომ ნებისმიერ ფასად დამიცავენ, სწორედ ეს მაძლევს საშუალებას ვიყო ასე მშვიდად. - თმები ძირში მოაჭერით და მინდა რომ სახეზე სამუდამო შრამი დარჩეს. - არა, არა ოღონდ ეს არა ელიზაბეტ. ფეხებში მვარდება და ისე მთხოვს. მისკენ ვიხრები და ხელებს მკლავში ვავლებ. - სულ ტყუილად ხარჯავ ენერგიას. შემდეგ ხელს ვკრავ და ისიც მოწყვეტით ეცემა. - ბატონო ზვიად. გასვლისას ვუღიმი და თავს ვუკრავ შედარებით ხანში შესულ კაცს - მუდამ შენს სამსახურში მიგულე ლიზა. ისიც ღიმილით მასაჩუქრებს. ისევ ოთახში ვბრუნდები. სავარძელში ვთავსდები და მეც ვერ ვხვდები როდის მეძინება. არ ვიცი როდის მეღვიძება და არც ის ვიცი რამდენ ხანს მძინავს, თუმცა ტელეფონის ჩართვისას მილიონობით გამოტოვებული ზარი მაინც მხვდება. ძირითადად ლუკასგან და ზურასგან. ისევ რეკავენ ზურაა, მისი გატეხილი და დაღლილი ხმა სწრაფად სწვდება ჩემს ყურთასმენას. - მთელი ღამე გირეკავდი ელა, მეტი აღარ შემიძლია, უბრალოდ მითხარი რა გავაკეთო. რითი ვიხსნა საკუთარი შვილი. - სიცოცხლე სიცოცხლის სანაცვლოდ. რამდენიმე წუთიანი დუმილი საუკუნედ იწელება. - ხუმრობ? სიმწრით ეცინება. - მამაჩემმა ყველას დაანახა რა შეუძლია შვილის გასანადგურებლად, ახლა შენი ჯერია ვნახოთ რას გააკეთებ შვილის გადასარჩენად. - ელიზაბეტ, გთხოვ. - ხვალ ამდროს დამირეკავ და პასუხს გამაგებინებ, იცოდე არ გაბედო რაიმეს გაფუჭება. პასუხს ვუბრუნებ და ტელეფონს ვთიშავ. - ესეც მეორე ნაბიჯი დე. საღამოს ზურა რეკავს. - რა სწრაფი ხარ, აბა ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღე ბატონო ზურაბ. ვამბობ ხმამაღლა და ველოდები.. - თანახმა ვარ. ძალიან ხმადაბლა თითქმის ჩურჩულით ამბობს მეორე მზრიდან. კმაყოფილს მეღიმება. - მისამართს მოგწერ, იცოდე ვინმე რომ წამოიყვანო პირველი შენს კესარიას დავახლი შუბლში ტყვიას. არც კი სცადო რაიმეს გაფუჭება, თუ შვილის სიცოცხლე რამედ გიღირს. ვუბრუნებ პასუხს, შემდეგ მისამართს ვწერ და მოსალოდნელი მასკარადისთვის ვემზადები. რაც უფრო გვიანდება შიში მიპყრობს, ჩემი ბიჭები მზად არიან ყველაფრისთვის. მხოლოდ წამით ვფიქრობ ყველაფრის დავიწყებას და კესარიას გაშვებას თუმცა შემდეგ წარსულის მწარე მოგონებები მახსენებს თავს და მეც ამ აზრს უკუვაგდებ. დაახლოებით ღამის ორი საათია ნაბიჯების ხმა რომ გვესმის. თითქოს ერთ დღეში დაბერებული შემოდის ზურა და პირდაპირ კესარიას ვარდება. - ჩემი პატარა, ჩემი ლამაზი. - მამიკო, დაბრუნდი ჩემს წასაყვანად მოხვედი ხო? - ხო მა, მოდი ჩემთან. ხელებს ხვევს შვილს და მძლავრად იხურტებს გულში.. - ყველაფერი ჩემი ბრალია კესო, მამი მაპატიე რა. რამდენჯერ წარმოვიდგინე იმ ბინძურ სარდაფში ეს სცენა ვერც კი ვიხსენებ. ყოველდღე, ყოცელწუთს ველოდი ლევანის გამოჩენას. რამდენჯერმე მომელანდა კიდეც, როგორ მოდიოდა ჩემსკენ. ეს ლოდინი ბოლოს მიღებდა. მე მისმა უარყოფამ მომკლა და გამანადგურა. მე მამაჩემმა გამიმეტა. - ამაზე სახლში ვილაპარაკოთ მა. - კარგით, კარგით გული ნუ ამიჩუყეთ. არარსებული ცრემლი მოვიწმინდე და ისე გავიცინე. - მამიკო სახლში არ ბრუნდება კესარია. მათ წინ ვდგები და ხელებს ვაჯვარედინებ. - მამა რას ამბობს ელა, რას ნიშნავს არ ბრუნდები. - შვილო მე.. - გარიგება შევთავაზე. ან შენ ან ის. მამიკომ გადაგარჩინა პრინცესა, ის თავს წირავს შენს გამო. - რა სისულელეს ამბობს მამა? არა იცოდე არ გაბედო. წამში კაპასდება, ყვირილს იწყებს და მამამის ებღაუჭება. - დააბით. - მამა გთხოვ არ მოგცემ ამის უფლებას. ტირილს იწყებს და რაც შეიძლება მჭიდროდ ხვევს კისერზე ხელებს. - მიყვარხარ პატარავ ეს არ დაგავიწყდეს. ბოლოჯერ კოცნის შუბლზე და შორდება. კესარიას ხელით იჭერენ, ზურას იაღარს ვუწვდი და მის წინ ვდგები. - გარიგება ასეთია, თავს იკლავ საკუთარი შვილის წინ, მე კი შენ ბოლო ამოსუნთქვას ვნახავ, როგორც კი დავრწმუნდები, რომ მკვდარი ხარ კესოს სახლში გავუშვებ. თავს უხმოდ მიქნევს. - გემუდარები ელა, რამე სხვა გზა უნდა არსებობდეს გევედრები ამას ნუ იზავ. ბოლო იმედს ებღაუჭება კესარია, თუმცა მას პასუხს არ ვცემ. - ბოლოს არაფერს იტყვი? - დამნაშავე ვარ.. დავიმსახურე, ყველაფერი დავიმსახურე. ელიზაბეტ ვნანობ კესარიას გეფიცები ვნანობ. ყველაფერი მაპატიე გთხოვ უბრალოდ მაპატიე. ის, რაც გაგიკეთე.. ამას ახსნა არ აქვს. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მე გაგიკეთე. მუხლებზე ეცემა - ვიცი ვერასდროს შეძლებ ამის პატიებას, თუმცა მაინც ასე თავხედურად გიხდი ბოდიშს და პატიებას გთხოვ. მიყვარხარ კესარია პატარავ. ბოლოჯერღა ამბობს და ტყვიას შუბლში იხლის. კესარია გონებას კარგავს და ისიც მოწყვეტით ეცემა ძირს. არ ვიცი რას ვგრძნობ, არ ვიცი ამას რა ჰქვია, თუმცა მშვიდად ვარ. ყველა ადამიანზე უფრო მშვიდად და ვიცი, რომ გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დამრჩა. - რომ გაიღვიძებს სახლში იყოს. ვამბობ ხმამაღლა და გასასვლელისკენ მივიწევ ზვიადი, რომ მეღობება. - ლიზა დაცვა გჭირდება, ასე ვერ გახვალ თუნდაც ღამის ოთხ საათზე. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა ბატონო ზვიად. დაცვა აღარ მჭირდება, ვეღარავინ მავმებს. ერთხელ ვეხვევი, დაგდებულ იარაღს ვიღებ და შენობას სამუდამოდ ვტოვებ. ცარიელ ქუჩებში ფეხით მივაბიჯებ. ისეთი სიმშვიდეა, ისეთი სიჩუმე მეშინია ამ ყველაფერმა არ მშთანთქოს. გაუჩერებლად მივდივარ და საბოლოოდ ნახევარი საათის შემდეგ სახლთან ვხვდები, საკუთარ სახლთან. რამდენიმე წუთს ვყოფ სახლის გარეთ, არ ვიცი იქ რა დამხვდება, არც ის ვიცი ეს როგორ დასრულდება, თუმცა უკან დახევა მაშინ, როდესაც გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია, ყველაზე დიდ სილაჩრედ მიმაჩნია. საკუთარ თავს ვამხნევებ, სხვა არც არავინ დამრჩენია. ვცდილობ, არ ვიფიქრო რას იტყოდა დედა, სამაგიეროდ იმაზე ვფიქრობ რას განიცდიდა სიკვდილის წინ და მეც გაუაზრებლად ვხდები სახლში, სადაც ჩემი აღარაფერია, დრომ ჩემი კვალი ბრწყინვალედ წაშალა. ყველა ოთახს ვამოწმებ ნინა არსად არ ჩანს. გული ამოვარდნას მაქვს. ან ახლა, ან არასდროს. შუქი მხოლოდ ლევანის კაბინეტში ანთია. - ყოველთვის საქმეს მიადვილებ ლევან. ოთახში ვაბიჯებ და მის წინ ვდგები. სავარძელში ზის, ხელში ვისკის ჭიქით. საშინლად დაღლილი თვალები აქვს და ჩემი დანახვა არც უკვირს. - შენ მოკალი ზურა. - და არ გეშინია, რომ შენც იმავე გზაზე გაგიშვებ? - მე უკვე დიდი ხნის წინ შევეგუე ამ ფაქტს ელის. ამბობს და ვისკის ბოთლს იყუდებს. - გიღირდა ეს ყველაფერი ამად? - სასაცილო ხარ შვილო. თავს იმით იმართლებს რომ შური იძიე, სინამდვილეში კი არაფრით განსხვავდები ჩემგან. - მე არასდროს ვყოფილვარ შენი შვილი. - პატიებას არ გთხოვ ღმერთი მაპატიებს, თუ საჭიროდ ჩათვლის - ზურასაც ამდენი რომ ელაპარაკა იქამდეც არ იცოცხლებდა სადამდეც ამის უფლება მე მივეცი. - მე მამა ვარ და მეკუთვნის. მიღიმის სევდიანად. - ბოლოა არა? - ბოლოა მამიკო. იარაღს ვიღებ და გულზე ვაბჯენ. - მაშინ იცოდე, რომ სიმდიდრემ დამაბრმავა, თქვენი სიყვარული არასდროს შემიწყვიტავს. - მომაკვდავის სიტყვები? - მამაშენის სიტყვები. - ეს დედაჩემისთვის. იარაღს ფეხში ვესვრი, ძირს ეცემა და ტკივილისგან სახეს მანჭავს. ზევიდან დავყურებ და ირონიულად ვუღიმი. - თვით ლევან ბურდულს ვუყურებ ახლა. - ელის, პატარა შენ ასეთი არ ხარ. - ეს კი შენი ელისისთვის. ვამბობ და ტყვიას პირდაპირ გულში ვახლი. ობოლი ცრემლი მვარდება თვალიდან. ერთი ხელით ვიმშრალებ და სახლს ვტოვებ. ტაქს ვაჩერებ და მისამართს ვკარნახობ, საბოლოოდ ისევ აქ ვარ დედაჩემთან. - ესეც მესამე ნაბიჯი დე, შენი ცივსისხლიანი მკვლელი შვილი ამ ომში გამარჯვებულია. ვამბობ და იქვე ვიკეცები, აზროვნების უნარი დაკარგული მაქვს, ვერაფერს ვხედავ და ვერაფერს ვგრძნობ. არ ვიცი რომელი საათია, არ ვიცი რა ხდება ან რა მოხდება მომავალში, თუმცა ვიცი რომ ამან უკვე აზრი დაკარგა. მე დავასრულე, ამით დავასრულე და ჩემი ვალი მოვიხადე. ჩემს ხელებს სამი ადამიანის სისხლი ამშვენებს, თუმცა გულში თავისუფლების და სიმშვიდის გრძნობას ვერაფერს ვშველი. გამარჯობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ ჩემს იტორიას. ჩემთვის ეს ყველზე მძიმე თავი იყო, მართლა ძალიან გამიჭირდა მოვლენების აღწერა და შემდეგ თქვენთვის გადმოცემა. იმედი მაქვს ძალიან არ გამაკრიტიკებთ და თქვენს აზრს დააფიქსირებთ. ყველაზე მეტად ამ თავზე მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.