შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„მე რომ შემეძლოს”


16-11-2019, 19:57
ავტორი Anna Eprikyan
ნანახია 2 161

მე რომ შემეძლოს სიმართლის ახსნა,
ავხსნიდი კიდეც,
არც დავყრიდი ფარხმალს,
მე რომ შემეძლოს სიზუსტის აღქმა,ვიტყოდი ფუჭია ეს მთელი დრამა,

ერთხელ რომ შემეძლოს მე შენი ნახვა,
გნახავდი ალბათ,რომ მქონდეს სწრაფვა,
გნახავდი ალბათ,თუ კვლავ ვიყო კარგად,
ადრე ხომ მე ამის სურვილი მკლავდა,

მომწონდა წარსული წუთები ერთად,
ვიყავი ისე,როგორც არც ერთთან
ყოფნით არ ვყოფილვარ,იმაზე მეტად
მომწონდი,ვიდრე მსურდა ამ ქვეყნად

მე რომ შემეძლოს შავ ზღვაზე წასვლა,
ვიტყოდი მინდა შენს ქალაქში ჩასვლა,
ქალაქის ცენტრში იმ იმედით გასვლა,
რომ ერთხელ შემეძლოს მე შენი ნახვა,

მე რომ შემეძლოს ლამაზად ხატვა,
შევქმნიდი სახეს,რომელსაც ჰგავდა,
ის სახე,რომლის გულწრფელობის მწამდა,
რომლის შეხების სურვილი მწვავდა,

და ბოლოს,რომ შემეძლოს წარსულის წაშლა,
წავშლიდი უკვალოდ,თან მინდა დახსნა
ბნელიდან,რომელიც სიყვარულს ჰგავდა,
რომლის არსებობის უეჭვოდ მწამდა.



№1  offline წევრი autumnsun

და მაინც რა ლამაზია გრძნობების რითმებად აღქმა
მომეწონა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent