შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი მეხუთე)


31-08-2020, 00:57
ავტორი lashausafrtx
ნანახია 9 239

ალექსანდრე დილიდანვე გაემგზავრა ბათუმში, ჩასულმა მიაკითხა მის მეგობარ ნურის,.. მათ მოიკითხეს ერთმანეთი და ნურიმ უთხრა ცოტახნით დაესვენა და ოდნავ მოგვიანებით დაუკავშირდებოდა მას, ალექსანდრე ნურიმ ერთერთ სასტუმროში მოათავსა, და ალექსანდრეს დაღლილობისგან მალევე დაეძინა. რომ გაიღვიძა საღამო იყო შებინდებული, ფეხზე წამოდგა შხაპი მიიღო და გამზადება დაიწყო, ამასობაში მისმა მობილურმა ტელეფონმაც დარეკა, ალექსანდრემ იმ წუთასვე უპასუხა რადგან ელოდებოდა ზარს, ნურიმ უთხრა რომ მალე გამზადებულიყო რადგან მალე მასთან იქნებოდა და რესტორანში უნდა წასულიყვნენ, რადგან იქ ერთი ადამიანი უნდა გაეცნო ალექსანდრესთვის, მართლაც მალევე მოაკითხა მანქანით ნურიმ ალექსანდრეს, და წავიდნენ რესტორნისკენ, გზაში ნური ცდილობს მოკლედ აუხსნას გარემოება ალექსანდრეს, მოკლედ სეხემ აქ ჩამოსვლისას სახელი გადაიკეთა და დავითი დაირქვა, რადგან მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ის გავლენიანი მდიდარი ბიზმესმენი გახდა... მან აიშენა უზარმაზარი სახლი და ახლა ის მის ერთადერთ 17 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს, რაღათქმა უნდა მცველებიც და მოსამსახურეებიც გარს ახვევია, ხოდა სწორედ, მის დაცვის უფროს ვიცნობ კარგად და შენზე ვუთხარი ახლა რესტორანში გველოდება რომ გავესაუბროდ და დაგაკვირდეს, ეს ერთადერთი გზაა რომ მასთან მოხვდე, ალექსანდრემ გაოცებულმა ჰკითხა ნურის,.. ანუ რა გინდა თქვა რომ მე ის არაკაცი უნდა დავიცვა რომელმაც მამა მომიკლა? ნურიმ კი უპასუხა, არა რა თქმა უნდა შენ სეხე კიარა მისი 17 წლის ვაჟი უნდა დაიცვა, ის უსინათლოა დაბადებიდან, მაგრამ მხატვარია, და ხშირად სურს რომ გავიდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ეს კი ძალიან სარისკოა და სახიფათოა მას სჭირდება სანდო და გამოცდილი მცველი რომელიც უზრუნველყობს მის უსაფრთხოებას. ალექსიმ ამოიოხრა და თქვა, ეს მაკლდა ახლა... ამასობაში რესტორანს მიუახლოვდნენ, შესვლის თანავე შეეგება ალექსის და ნურის ოფიციანტი და მიუთითა ის ადგილი სადაც სეხეს დაცვის უფროსი იჯდა სუფრასთან, ნური მიესალმა, და გააცნო ალექსანდრე, ალექსანდრესაც გააცნო დაცვის უფროსი გოჩა, და სუფრას მიუსხდნენ, გოჩა ალექსანდრეს რამოდენიმე კითხვას უსვამს, ალექსიც არ იბნევა და მალევე სცემს პასუხებს. ერთი სიტყვით გოჩას მოეწონა ალექსი, და მას დაწვრილებით აუხსნა თუ რა ევალებოდა მას რომ სეხეს ვაჟი ნიკა უნდა წაეყვანა ზოგჯერ ბუნებაში ზოგჯერ ზღვაზე და სადაც მოუსურვებდა ყველგან, მაგრამ რთული ის იყო რომ როდის რომელ ადგილზე ისურვებდა წასვლას დაზუსტებდით ვერ გაიგებდა, რადგან ნიკა არაპროგნოზირებადი იყო ის ხომ ხელოვანი იყო... უსინათლო ხელოვანი. გოჩა და ალექსი შეთანხმდნენ ერთმანეთში ახლა მთავარი იყო სეხეს მოსწონებოდა ალექსი რომ მოერე დღიდანვე ჩაბმულიყო საქმეში, გოჩამ ალექსი დილით 10 საათზე დაიბარა სეხეს სახლში, მისცა მისამართი, და დაუბარა რომ მოვიდოდა დაკავშირებოდა მობილური ტელეფონით. ამის შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ნურიმ ალექსი სასტუმრომდე მანქანით მიიყვანა, ალექსი გადმოვიდა მანქანიდან და ნურის დაემშვიდობა, ნომერში რომ შევიდა.. მუქი ლურჯი პიჯაკი სკამზე გადაკიდა, და შავი პერანგის ღილებიც შეიხსნა... შემდეგ კაბურიდან ამოიღო პისტოლეტი ჩაალაგა ტყვიები, და საწოლის გვერდით დაიდო, შემდეგ დაწვა და ჩაეძინა. ძილში ძალიან ფორიაქობდა, სახე სულ დაუსველდა.. ხედავს როგორ ეპატიჟება გოჩა სეხეს სახლში, რომ შეიყვანა მან დაინახა სეხე და მისი ვაჟი როგორ იდგნენ ზურგით, სეხე ფეხზე დგას.. მისი ვაჟი კი სკამზე სიზ და სეხეს ხელი აქვს ნიკას მხარზე დადებული, გოჩა ხმამაღლა აცნობს ალექსის, გაიცანით ეს ალექსანდრეაა.... სეხე და სახით ბრუნდება მათკენ და ნიკასაც ატრიალებს, სახით რომ დაუდგნენ პირისპირ ალექსიმ დაინახა სეხე სულ სისხლში იყო ხელში დანა ეჭირა, ნიკას კი ალექსასნდრეს მამის გიორგის სახე ჰქონდა, და სეხე მას ანაკუწებდა დანით, სისხლი კი ალექსის ეშხეფებოდა სახეზე, ალექსიმ ხმამაღლა წამოიყვირა... და ამასობაში გაეღვიძა შეშინებულს, მან აღელვებულმა საათს დახედა, ღამის 3 საათი იყო.. ამასობაში მან შენიშნა რომ შავი პერანგით, და კლასიკური შარვლით ჩასძინებია შემთხვევით, ამიტომ გამოიცვალა და კვლავ დაწვა დასაძინებლად. დილით მაღვიძარამ გააღვიძა რომელიც 9საათზე იყო დაყენებული.. ფეხზე წამოდგა შხაპი მიიღო და გაემზადა... შემდეგ პისტოლეტი აიღო ხელში და კაბურაში დააბრუნა, სასტუმროდან გამოსულმა, გზად ნურის დაუკავშირდა და გააფრთხილა რომ უკვე სეხეს სახლში მიდიოდა, ნურიმაც დაავალა რომ ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა შემდეგ როგორც განვითარდებოდა მოვლენები, ალექსანდრემ მანქანა დაძრა და სეხეს სახლისკენ წავიდა. როდესაც სახლს მიუახლოვდა ჭიშკართან გააჩერა მანქანა, ჭიშკრიდან მას დაცვა აკვირდებოდა, ალექსი ცდილობს დაუკავშირდეს გოჩას, მანაც უპასუხა ტელეფონზე, და უთხრა რომ ახლავე გააფრთხილებდა დაცვას რომ შემოეშვა ეზოში, მართლაც დაცვამ უპასუხა ტელეფონს და საუბრის დასრულების შემდეგ ალექსის ჭიშკარი გაუღო, და მისასვლელი გზა ანიშნა. სახლის კარებთან ალექსის გოჩა დახვდა რომელმაც სახლში შეიყვანა კიბეებზე აიყვანა და სეხეს კაბინეტის კარებზე ორჯერ ნელა დააკაკუნა, შემოდი! შესძახა სეხემ, ალექსი და გოჩაც შევიდნენ კაბინეტში, ალექსი მოუთმენლად ელოდება სეხეს სახის დანახვას და მარჯვენა ხელი იარაღზე აქვს ჩაბღაუჭებული.. სეხე ფანჯრისკენ არის გორგოლაჭებიანი სკამით შეტრიალებული... გოჩა ცდილობს შემოახედოს სეხე და ალექსი გააცნოს, ბატონო დავით, გაიცანით ეს არის ალექსანდრე მე რომ გითხარით, სეხე ნელ ნელა შემოტრიალდა მათკენ სახით და ალექსიმ თვალის დაუხამხამებლად ჩახედა თვალებში, სეხე გამოიყურებოდა მელოტი, დაბალი, მუქი კანის ფერით, წვრილი შავი ულვაშით და საშინელი გამომეტყველებით... მას ეცვა პალმის ხეებით მოხატული მოკლე სახელოებით პერანგი, ბანანის ფერი შარვალი, და თეთრი ტუფლები თასმის გარეშე, ფეხზე რომ წამოდგა ალექსანდრესთან შედარებით ძალიან დაბალი გამოჩნდა, ის მიუახლოვდა ალექსის და უთხრა იცოდე ჩემს შვილს გვერდიდან არ უნდა მოშორდე! სადაც წავა იქ გაყვები დაეხმარები ნამდვილი მფარველი უნდა იყო მისთვის,, ყველაფერი უნდა შეუსრულო რასაც მოისურვებს, იცოდე ის უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს არცერთი დღით თორემ სულს ამოგხდი! ბრძანა აგრესიული ტონით სეხემ ალექსის მიმართულებით, ალექსი თვალს თალში უსწორებს და მშვიდად პასუხობს, დიახ ბატონო დავით მე თქვენი შვილის ნამდვილი მფარველი ანგელოზი ვიქნები... ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ და თქვენი ვაჟი ისურვებთ. საუბრის დასრულების შემდეგ სეხემ ალექსის ხელი გაუწოდა, ალექსიმაც ჩამოართვა ხელი და მას გაუნძრევლად უყურებს თვალებში, გოჩამ შეატყო რომ ამის გამო სეხე გაღიზიანებას იწყებდა, და ამიტომ წამოიძახა რომ ახლა ალექსის ნიკაც უნდა გავაცნოთ რომ საქმეს დღეიდან შეუდგეს, სეხეს და გოჩას ალექსი მიჰყავთ ნიკას გასაცნობად, მანამ სანამ ნიკას ოთახს მიუახლოვდებიან, სეხემ აუხსნა ალექსანდრეს რომ მისი ვაჟი ნიკა დაბადებიდან უსინათლოა და მას განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება, თანაც ის დამწყები მხატვარია და მას სურს ხატვამდე შეიგრძნოს ის ხელით რის დახატვასაც აპირებს, და ამიტომ დაზუსტებით სად მოუწევთ მათ წასვლა ეს არავინ იცის ნიკას გარდა, ბოლოჯერ გეკითხები მზად ხარ შეასრულო შენი საქმე? ეკითხება სეხე ალექსის, რა თქმა უნდა სრულებით მზად ვარ.. პასუხობს ალექსი, ამასობაში ნიკას ოთახს მიუახლოვდნენ, სეხემ შეაღო კარი და ნიკა გამოიყვანა, თან მას შუბლზე აკოცა, და ალექსანდრეს გააცნო, ნიკა ამიერიდან შენ ალექსანდრე მოგხედავს, ყველგან წაგიყვანს სადაც მოისურვებ და რამდენი ხანიც მოისურვებ, რაც გინდა სთხოვე ყველაფერს შეგისრულებს, ნიკამ ალექსის ხელით შეეხო მხარზე და გაიღიმა, ვგრძნობ რომ ძალიან დავმეგობრდებით, წარმოთქვა ნიკამ, ალექსიმ უპასუხა.. ეჭვიც არ მეპარება ამაში, ნიკა ფიზიკურად ძალიან სუსტი და გამხდარი იყო, ამის გამო სეხე ძალიან დარდობდა და მას სურდა რომ ის მოძლიერებულიყო, ამიტომ ალექსის ისიც დაავალა რომ მას ბევრი საკვები მიეღო, ხელფასი იმაზე მეტს დაუნიშნავდა რომ ვერც დაესიზმრებოდა, მაგრამ ერთი პირობით, ალექსანდრეს ამ სახლში უნდა ეცხოვრა, და ნიკასთვის ძირფესვიანად მიეხედა, მხოლოდ 2 საათით შეეძლო დაეტოვებინა სახლი, ალექსანდრეც დათანხმდა ამ პირობებს და ამ დღიდანვე ჩადგა სამსახურში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent