შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (18 თავი)


31-08-2020, 04:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 461

ნათიას ცხოვრებაში რეალურად არაფერი შეცვლილა, მას ისევ არ აძლევდნენ ყოფილი ქმარი და მისი მშობლები მოსვენებას, არც მამა და ძმა აძლევდნენ გასაქანს, ამ ყველაფერს ემატებოდა ანას უწყვეტი ზარები, რომელიც მისგან მოითხოვდა რონ მისი ქმრისთვის თავი დაენებებინა, და ოჯახი არ დაენგრია, გარდა ამ რთული სიტუაციისა ნიცასთან ურთიერთობაც დაძაბული ქონდა, მას ლაშას შესახებ ერთი სიტყვის გაგონებაც არ სურდა, რადგან სანდროს ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თავისთან მიყავდა და ათას სისულელეს ეუბნებოდნენ ის და მისი მშობლები ლაშაზე.
ძალიან უჭირდა ასევე ხუთასი ლარით თავის გატანა, მაშინ როცა ბინის ქირაში უწევდა ორასორმოცდაათი ლარის გადახდა და დარჩენილი თანხით მთელი თვე არამარტო თავისი თავის შვილის შენახვაც, რიმელსაც მამა და მისი ოჯახი ერთ თეთრსაც კიარ ახარჯებდა, თუმცა ამისთვისაც მადლობელი იყო ღმერთის, მითუმეტეს რომ ძიძად მუშაობდა მარტოხელა დედის ოჯახში და ძალიან გაუმართლა ამ გოგონაში, იგი ძალიან კარგად ექცეოდა მასაც და ნიცასაც, მისი დედაც კარგი ქალი იყო, ინგლისურის პედაგოგი, კერძო სკოლაში ასწავლიდა და ნიცას ამეცადინებდა ხოლმე , ნათიას ძალიან გაუმართლა ამ ადამიანებში და გაჭირვების მიუხედავად მაინც მყარად იდგა ფეხზე მითუმეტეს რომ მის ცხოვრებში იყო ლაშა, ადამიანი რომელიც ცხოვრებას უფერადებდა თავისიბარსებობით.
ლაშაც რთულ სიტუაციაში იყო, ანა მაქსიმალურად წელავდა განქორწინების პროცეს, ორჯერ სასამართლო პროცესზე გული წაუვიდა შესაბამისად გადაიდო სხდომა და ასე დაუსრულებლად.
-ლაშა წადი და იმ შტერ გოგოს დაელაპარაკე-მია ძალიან ბრაზობდა ანას ქცევებზე
-მერამდენედ? აზრი არ აქვს
-მისმინე ლაშა ეგ გოგო ყველაფერს გააკეთებს რომ სხდომა ისევ გადაიდოს
-ვიცი და არვიცი რა გავაკეთო
-მიდი და უხეშად დაელაპარაკე, ცოტა შეაშინე, ასე ვერაფერს მიახწევ, არ ესმის
-მია ხოიცი რომ არ შემიძლია მასეთი რამე
-ლაშა ნუ სულელობ, ნათია რამდენი თვის წინ გაშორდა იმ იდიოტს და შენ გელოდება, შენ მი ამ შენს შტერ ცოლს დასდევ უკვე ოთხი თვეა
-აბა რა გავაკეთო?
-ლაშა-მია დივანზე დაჯდა ძმის გვერდით -მიდი და წესიერად კიარა მკაცრად, თავხედურად დაელაპარაკე, ხომ ხედავ რომ არ ესმის მაგას წესიერად ნათქვამი სიტყვა, დამიჯერე რომ შედეგს მიაღწევ, მიხვდება რომ მოთმინების ძაფი გაგიწყდა აღარ დაინდობ თუ კიდე გაგიჭედავს
-ანა კარგად მიცნობს იცის რომ ასეთი ადამიანი არ ვარ
-ლაშა რასაც გეუბნები ის გააკეთე-დაარიგა მიამ ლაშა რომელიც ნამდვილად არ ელოდებოდა შედეგს ამგვარი ქცევის შემდეგ, თუმცა შეცდა როცა ანასთან მივიდა სასამართლოს წინა ღამეს და უხეშად დაუწყო ლაპარაკი ანას ის თავდაჯერებულობა და სიჯიუტე სადღაც გაქრა
-მისმისნე ხვალ თუ კიდევ რამე სისულელეს ჩაიდენ და განქორწინებაზე უარს იტყვი გეფიცები რომ ისეთს დაგმართებ რომ შენი სურვილით გამეყრები
-მაინც რას იზავ?-ანანთვალებში ჩააცქერდა ქმარს
-ამ სახლიდან გაგაგდებ-დაუღრინა ლაშამ
-ამას ვერ გააკეთებ მე შენი შვილის დედა ვარ
-ანა ცეცხლს ეთამაშები და იცოდე დაიწვები
-ვერაფერს დამიშავებ -ანას არ სჯეროდა მისი სიტყვების
-დაშავებას არც ვაპირებ, გარდა იმისა რომ ქუჩაში ამოყობ თავს და სამსახურსაც დაგაკარგვინებ
-ასე ვერ მომექცევი
-ხვალამდე დრო გაქვს და მოიფიქრე რა ჯობია, ჩემთან გაყრა და ადამიანური ურთიერთობა თუ ჩემთან ომი, რომელშიც დარწმუნებული იყავი რომ წაგებული დარჩები, რადგან ადრე თუ გვიან გაგეყრები სასამართლოს ძალით და აი მერე კი განანებ თვითოეულ შენს საქციელს-დაუყვირა ლაშამ და სწრაფად გაეცალა იქაურობას, მთელი ეს დრო მია არ ერეოდა მათ საქმეში რადგან ლაშა უფლებას არ აძლევდა მაგრამ ახლა როცა ასე დაიძაბა საქმე ლაშას წასვლის მერე რძალს მიადგა სახლში და სთხოვა გამასპინძლებოდა ყავით, ანას არ ესიამოვნა მისი სტუმრობა შუაღამისას თუმცა სახლიდან ვერ გააგდებდა ამიტომ ყავა მიართვა და მის წინ დაჯდა სავარძელში
-მისმინე არანორმალურო-პირდაპირ ასე უხეშად დაიწყო მიამ -ჩემი ძმა ნაბიჭვარ. სირ. არაა და ამით სარგებლობ, იცი რომ რადგან მისი შვილის დედა ხარ ყველაფრისდა მიუხედავად პატივს გცემს და წესიერად მოგექცევა, მაგრამ აი მე კარგად იცი მისნაირი მშვიდი და დალაგებული ნამდვილად არ ვარ, ოთხი თვეა ცხოვრებას ურთულებ და გყოფნის თავხედობა ნათიას დაურეკო და ბრალი დასდო ოჯახის დანგრევაში
-წადი აქედან შენი თავი არ მაქვს-ანა ცდილობდა თავი შეეკავებინა და მშვიდად მოეშორებინა მული თავიდან
-ეს ჩემი ძმის სახლის და როცა მინდა მაშინ წავალ, ეტყობა დაგავიწყდა-მიახალა მიამ და ყავა მოსვა
-ეს სახლი ჩემი შვილისაა
-მისმინე არანორმალურო-უყვირა მიამ -თუ ჭკვიანად არ იქნები და განაგრძობ ლაშასთვის ცხოვრების გართულებას მივალ გოგასთან და მოვახსენებ რომ ლაშამ იმიტომ მიგატოვა რომ ცოტნეს ლამის ლოგინში ჩაუგორდი, სურათებსაც მივუტან და კიდევ ისეთებს ვეტყვი თავში აზრადაც რომარ მოგივა, როგორ გგონია რას იზავს შენი დარტყმული ძმა?
-ამას ვერ იზავ
-ნახავ თუარ ვიზავ, ლაშამ ამდენი რამ გააკეთა შენთვის, ძიძა აიყვანა ბავშვისთვის, სამსახური გაშოვნინა, ყველანაირად გვერდში დაგოდგა და შენ იმის მაგივრად რომ დააფასო ეს ჩემს ძმას სცენებს უწყობ და ცხოვრებას უწამლავ, იცი ბოლოს რას მიიღებ რომ აქედან დაახვევ და ლაშას ზურჰს შეგაქცევს და აი მაშინ მაგრად დაგენძ.ევა, მითუმეტეს რომ შენი ოჯახი გაიგებს კახპასავით მთვრალინრომ აეკიდე ცოტნეს-მია ადგა ანას თავზე წამოადგა და საფეთქელთან მიადო -თუ ამ თავში ოდნავ მაინც გაქვს ტვინი შემორჩენილი გაანძრიე და დაფიქრდი, რას მიიღებ ლაშასთან დაპირისპირებით და რას მიიღებ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობით-მერე ზურგი აქცია და წავიდა.
ნათია ძალიან ღელავდა სასამართლოს წინ, მას იმედი კვლავ არ ქონდა რომ ანა გაეყრებოდა ლაშას, ძალიან იყო აფორიაქებული, უფრო მაშინ დაიძაბა როცა ლაშამ დაურეკა და უთხრა სხდომა იწყება და უნდა გავთიშოვო, ამის მერე საღამომდე აღარ ჩართულა მისი ტელეფონი, ნათიამ მიასთანაც დარეკა, თორნიკესთანაც მაგრამ არცერთი არ პასუხობდა მის ჯინაზე ტელეფონს. საღამოს კარზე ატეხილმა ბრახუნმა შეაკრთო და სწრაფად მივარდა კარს, გამოაღო და ადგილზე გაიყინა, მის წინ იდგა ლაშა უცნაური სახით, იმდენად დაიძაბა ნათია რომ ვერ გაბედა იმის კითხვა თუ რა მოხდა სასამართლოზე, ლაშა კარგახანს უყურებდა ნათიას თვალებში რომელიც მოთმინება დაკარგული მაინც მოთმინებით ელოდა ლაშას ხმის ამოღებას, ლაშას ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ნათიას ალეწილ სახეზე და მოულოდნელად მის ტუჩებს დააცხრა, იმდენად მოულოდნელი იყო ნათიასთვის მისი ეს ქცევა რომ უმალ ხელები მიაბჯინა მკერდზე და მისი უკან დახევა სცადა, რასაც მოყვა ლაშას აგრესიული რეაქცია, მან მკლავებში მოიმწყვდია სიფრიფანა სხეული ისე რომ მის ტუჩებს არ მოშორებია და სახლში შეიყვანა, კარი ფეხით მიხურა, ნათია გაბრაზდა და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მის ამ თავხედურ ქცევას, იმდენი იბრძოლა რომ ლაშას ტუჩებს დაახწია თავი და აიძულა ხელების გაშვება თავგზააბნეულ ბიჭს
-გაგიჟდი? რას აკეთებ?-კითხვა სუნთქვა არეულმა გოგონამ და თვალებში ჩააცქერდა
-გკოცნი-გაეღიმა ლაშას მის აწითლებულ სახეზე
-ლაშა-გაბრაზდა ნათია და თვალი აარიდა მის გამომწვევ მზერას -ხოიცი რომ აქ ვერ მოხვალ მაშინ როცა გინდა-ლაშამ სიტყვა არ დაამთავრებინა, წელზე მოხვია ხელები და სხეულზე აიკრო სუნთვაარეული გოგონა რომელმაც ინსტიქტურად კვლავ მკერდზე მიაბჯინა ხელები
-მიყვარხარ-პირდაპირ თვალებში უყურებს და ისე ეუბნება დაბნეულ ნათიას ლაშა, რომელსაც თავისი აჩქარებული გულისცემაც კი ესმის ისეთი დაძაბული და აღელვებულია ლაშასთან სიახლოვით, ლაშას თავგზა ერევა, წამში კარგავს თავს და კვლავ ნათის ტუჩებს აცხრება, კოცნის თავდავიწყებით, მთელი ემოციით, გრძნობით, სიყვარით, როგორ უნდა ნათიას რომ თავს მოერიოს მაგრამ გრძნობების წინაშე ახლა გონება უძლურია, ამ გიჟურ კოცნას კოცნით პასუხობს რადგან არ სურს ამ ბედნიერი და ლამაზი წუთების ხელიდან გაშვება,
მოწოლილ ემოციებს და ვნენებს გიჟური კოცნა ოდნავ აცხრობს და ერთმანეთის ტუჩებს რომ წყდებიან ლაშა ჩურჩულით ეუბნება
-ერთმანეთს დავშორდით
-რაა? -ყვირის ნათია
-ხო გავეყარეთ დღეიდან თავისუფალი კაცი ვარ
-ლაშა-ნათია ისეთი გახარებულია რომ კისერზე ეკიდება ლაშას, რომელიც ძლიერად ხვევს წელზე ხელებს და ჰაერში ატრიალებს თვალებ აცრემლინებულ გოგონას
-ყველაფერი დამთავრდა-იღიმის ლაშა რომელსაც ნათია ლოყაზე კოცნის
-სულ ესაა?-ტუჩებს უკმაყოფილოდ ბრეცავს ლაშა
-ლაშა-ნათია ბუზღუნებს და ტრიალდება მაგრამ ლაშა მაჯაში ავლებს ხელს და თავისკენ აბრუნებს ნათიას -ლაშა-ნათია ისევ საყვედურით ეუბნება მის სახელს და ცდილობს მაჯა დაიხსნას
-ნათია რატომ მაწვალებ?-ეცინება ლაშას
-ნუ სულელობ ლაშა-ნათიას ეღიმება და თავს ხრის
-ნათია მაგიჟებ-ლაშა ხელს უშვებს მის მაჯას და თმაზე აყოლებს ხელს, თითებშორის იქცევს თმის ღერებს და ცხირთან მიაქვს -ეს სურნელი -ამბობს გატაცებით და ღრმად ისუნთქავს ნათიას თმის გამაბრუებელ სურნელს, ნათიას გული უჩქარდება კვლავ და კედელს ეყრდნეობა ზურგით, ლაშა თმას მხარსუკან უწევს და ცხელ ვნებიან ტუჩებს მის ყელს აწებებს, ნათია ადგილზე იყინება, ლაშა ცხვირისწვერით ეხება მის ყელს და გადადის ლავიწის ძვალზე, ნათიას სუნთქავც უჩერდება, თუმცა როგორცკი ლაშას ტუჩების შეხებას გრძნობს ეგრევე აზრზე მოდის და ჩუღჩულებს
-ლაშა გთხოვ-თუმცა თავისი ხმა მხოლოდ თვითონ ესმის, მისი სურნელით გაბრუებულ ლაშას არაფერი ესმის, ნათი ნაბიჯს დგავს, მაგრამ ლაშა მაშინვე კედელს აბჯენს ხელს და ნათის არ ძლევს წასვლის საშუალებას, შემდეგ მეორე ხელსაც აბჯენს კელდეს და დაყურებს თვალებ ახამხამებულ გოგონას რომელიც ხელებ შორის ყავს მომწყვდეული
-მიყვარხარ-ამბობს ჩურჩულით ლაშა ისე რომ მის ტუჩის კუთხეს ეხება მისი ვნებიანი ტუჩები, რომელიც კვლავ ნათიას გაფითრებულ ტუჩებს წვდება.
თამუნა კმაყოფილი სახით ზის მაგიდასთან და მიას უყურებს
-ნათიასთან წავიდა არა ის ვაჟბატონი?
-კი-მია დედას უყურებს უცნაური თვალებით
-ამ გოგომ ასე როგორ გააგიჟა-ბრაზობს თამუნა
-უყვარს-მხრებს იჩეჩავს მია
-მე იმ ქალბატონს მივაკითხე, ველაპარაკე, გავაფრთხილე თუ ჭკვიანად არ იქნები და ლაშას კიდე გაუჭედავ სასამართლოზე განანებთქო და ის კიდე ნათიასთან გავარდა ეგრევე
-შენც ნახე ანა?
-ც რას ნიშნავ?
-მეც მივაკითხე და გავაფრთხილე
-ესეიგი სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ ერთი ქალი ვერ მოარჯულა მაგ იდიოტმა-გაეცინა თამუნას
-დედა ოჯახის მხარდაჭერაა მთავარი, ხედავ? ჩავერიეთ თუარა მოკეტა იმ შტერმა გოგომ, მანამდე ლაშა რომ არ გვაძლევდა უფლებას და რამდენი გაუბედა, იმისგამო რომ ლაშას იცის გიო სიგიჟემდე უყვარს და მის პონტში დედამის ისეთს ვერაფერს გაუკეთებდა, გათამამდა და რას უკეთებდა ლაშას, ჩავერიეთ თუარა მოკეტა და დაშოშმინადა, იცოდა რომ მართლა ვიფრენდით იმ სახლიდან
-მარტო სახლიდან კიარა ვუთხარი დედაშენს ვეტყვი რომ მეორე ორსულობა წამლებით შეიწყვიტეთქო
-რაა?-გაოგნდა მია
-აბა შენ რა გეგონა, სასწრაფოთი მართლა მოწამვლის გამო წავიყვანე საავადმყოფოში? ვუთხარი ლაშასაც ვეტყვი ეგრე რომ მოიქეცითქო და... -ქალი გაჩუმდა და შვილს მიაჩერდა უცნაური არეული თვალებით
-დედა ეს როგორ დაგვიმალე?-გაბრაზდა მია
-აბა რა მექნა? შენთვის რომ მეთქვა ენას არ გააჩერებდი და ლაშა სულ გაგიჟდებოდა, ისედაც გიჟს გავდა
-ესეიგი შენი შეეშინდა-ჩაფიქრდა მია
-აბა სახლის დაკარგვა რას შეაშინებდა, სასამართლოთი ისედაც გიორგის მიანიჭეს ეგ სახლი, მეურვე კი ეგ სულელი გოგოა და..როგორ გამოაგდებდით? სამსახურის დაკარგვაც არ აშინებდა, მაინც ლაშას მოუწევდა მათი შენახვა, მართლა ხომარ დავტოვებდით ულუკმაპუროდ?
-ლაშას რატომ დაეხმარე? ნათია არ გევასება, და ხომ იცოდი რომ მაშინვე მასთან წავიდოდა?- მართლა დაინტერესდა მია
-ვხედავდი როგორ იტანჯებოდა ჩემი შვილი
-კარგია რომ ჩაერიე
-სხვა გზა არ დამიტოვა, მინდა ვედნიერი იყოს
-იქნება-გაეღიმა მიას
-და შენზე რას მეტყვი? თუ გგონია არ ვიცი ცდები
-არა?- იბნა მია და დედას შეანათა თაფლისფერი თვალები
-მე და მაიამ უკვე გადავწყვიტეთ ქორწილში ვინ უნდა დავპატიჟოთ
-დედა-გაცეცხლდა მია
-რა დედა ყველა თქვენზე ლაპარაკობს
-ილაპარაკონ და იყვნენ, როცა რამე მოხდება სერიოზული მოვალ და გეტყვი, ვთხოვდებითქო, მაგრამ მსგავსი არაფერი
-დარწმუნებული ვარ თორნიკეს შენ არ აძლევ გასაქანს-გაეცინა თამუნას
-დიდად არ იწუხებს თავს ჩემსგამო
-კარგი, კარგი, გასაგებია, არაფერი ხდება-დამშვიდდა თამუნა, რადგან მიხვდა რომ მია ამ თემამ კიარ დააბნია არამეს გააღიზიანა.
თამუნა ძალიან უხასიათოდ იყო დილიდან
-კარგი გეყოფა-თამაზს მოსწყინდა მისი სახის ყურება -ასეთი ნუ დახვდები რა ბავშვებს
-აბა როგორ დავხვდე? ჯერ კიდე ვერ ვეგუები იმ აზრს რომ ის გოგო
-ის გოგო, ის გოგო, იძახე ეხლა, ეგ უყვარს და რა ქნას?
-უყვარს, მიყვარს, ვუყვარვარ, როგორ დავიღე-გაბრაზდა თამუნა და საძინებლიდან გავარდა
-დედა დიდლიდან რატომ ჩხუბობ?
-ვნერვიულობ-უთხრა მიას გაღიზიანებულმა ქალმა
-რა განერვიულებს?
-შენ და მამაშენს სულ გკიდიათ-გაცეცხლდა თამუნა და გარეთ გავარდა
-იმედია სანამ ლაშა მოვა იქმდე არ გაგიჟდება-თამაზი გავიდა მისაღებში და მიას გვერდით დაჯდა დივანზე
-მამა შენც ნერვიულობ?
-არა, რაა აქ სანერვიულო? ეს ლაშას არჩევანია
-მიხარია რომ მხარს უჭერთ
-სხვა გზა არ დაგვიტოვეთ, ორივემ დაანგრიეთ ოჯახი და რავქნათ ახლა მე და თამუნამ? გვინდა თუ არა, უნდა მივიღოთ თქვენი ახალი არჩევანი
-ნათია ძალიან კარგი გოგოა
-მთავარია შენ ძმას სურს ის გოგო
-მამა, მარტო ეს არ კმარა ბედნიერებისთვის, ის გოგო მთელმა ოჯახმა უნდა მივიღოთ, სხვაგვარად ლაშა ბედნიერი ვერ იქნება
-მივიღებთ მივიღებთ-შევარდა თამუნა და ნერვიულად დაიწყო წინდაუკან სიარული -სხვა რა გზაა?.
ლაშამ კარზე დააკაკუნა და ძალაინ დაიძაბა როცა კარი ნიცამ გაუღო, მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა და კარგახანს უყურებდნენ ასე დაძაბული მზერით ერთმანეთს
-მობრძანდით-ნიცა კარს მოშორდა და მიტრიალდა
-ნიცა-ლაშამ დაუძახა აღელვები ხმით, ნიცა ადგილზე გაიყინა-შეიძლება ვილაპარაკოთ?-ამოთქვა ლაშამ
-ჩვეენ?-ნიცა მისკენ მირტიალდა, ნათია სამზარეულოდან დაძაბული უსმენდა მათ
-კი მარტო მე და შენ-უთხრა ლაშამ და თვალებში ჩააცქერდა გოგონას
-კარგით-დაეთანხმა ნიცა და საძინებელში შევიდა, ლაშა უკან მიყვა, ნათიას თავის დაქნევით მიესალმა და საძინებელში შევიდა, ნიცა საწოლზე დაჯდა და ლაშას სავარძელზე ანიშნა დამჯდარიყო ლაშა დაჯდა
-ნიცა-ლაშამ ძლივს გაბედა და ამითქვა მისი სახელი -შენ იცი... ანუ ნათიამ გითხრა რომ...-არ ეგონა ლაშას ასე თუ გაუჭირდებოდა მასთან საუბარი, თვალი აარიდა ნიცას სევდიან სახეს და იატაკს დააცქერდა -მე ის მიყვრს... მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე შენ დედას გართმევ
-ვიცი-უთხარა ნიცამ ძალიან მოწყენილი ხმით
-გთხოვ არ იფიქრო რომ მე მის სიყვარულს წაგართმევ, ან დედას გართმევ
-მითხრა დედამ უკვე ეს-ნიცას ხმა გაებზარა
-ვიცი რომ გითხრა, მაგრამ შენ მაინც ძალნ განიცდი
-ვეცდები არ შეგაწუხოთ-ნიცას ნათქვამმა ლაშა გააღიზიანა, მიხვდა რომ ეს მისი კისრა მამაისის სიტყვები იყო, რომელიც ნიცას წამლავდა
-ნიცა მინდა რომ უფლება მომცე დაგიახლოვდე, მინდა კარგად გამიცნო, მინდა დაგიმტკიცო რომ არ ვარ ისეთი როგორიც გგონივარ ბებიის და მამაის ლაპარაკის გამო
-მთავარია დედაა ბედნიერი-ნისევ სანდროს და ლალის ჩაწვეთებული
-დედა ბედნიერი ვერ იქნება შენ თუ გულნატკენი იქნები, დედა ვერსდროს გაიღიმებს თუ მისი შვილის სახეზე მისი მიზეზით ერთი წვეთი ცრემლი მაინც თუ ჩამოცურდება -ლაშას ამ სიტყვებს ნიცას ჩამოცვენილი ცრემლები მოყვა -გთხოვ არ იტირო, ძალიან გთხოვ-ლაშა ადგა სავარძლიდან, ნიცას გვერდით დაჯდა საწოლზე და ხელი გადახვია ატირებულ გოგონას -ნიცა -ლაშამ ჩაიხუტა
ათრთოლებული გოგონა -გთხოვ ნუ ტირი, შენ ნათიას ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანი ხარ და იქნები... როგორც ჩემთვის ჩემი გიორგი... იცი რა საყვარელია? ძალიან უნდა შენი გაცნობა, სურათებით გიცნობს-ლაშას სიტყვებზე ნიცას გაეცინა
-დედამ მეც მანახა მისი სურათები-იღიმება ნიცა, კარსუკან მდგარი ნათია რომელიც დაძაბული და შეშინებული იდგა ოდნავ დამშვიდდა
-ძაან საყვარელია, მამიკოს ბედნიერებაა
-მამაჩემს ჩემზე არასდროს უთქვია ასე-ახედა ლაშას ნიცამ
-მამიკო დიდ შეცდომას უშვებს, რომ არ გეუბნება როგორ ძლიერ უყვარხარ
-მამას არ ვუყვარვარ, სულ მეჩხუბება-ასლუკუნდა ნიცა
-უყვარხარ, უბრალოდ ზოგი ამას ვერ გამოხატავს, ან არ გამოხატავს, როგორ შეიძლება შენით არ ამაყობდეს მამა? არ უყვარდეს ასეთი არაჩვეულებრივი ბავშვი?
-მამა ფიქრობს რომ მე მათთან იმიტომ მივდივარ რომ ფული გვინდა მე და დედას
-მამა ბევრ რამეს ფიქრობს, რადგან ახლა ცხოვრებაზეა გაბრაზებული და ჯავრს იყრის ყველაზე
-შენ არ ხარ გაბრაზებული ცხოვრებაზე?-ნიცას კითხვაზე ლაშას გაეცინა
-არვარ იმიტომ რომ მე გავიცანი ნათია, გაგიცანი შენ და ვფიქრობ რომ გამიმართლა
-შენ მე არ მიცნობ, იქნებ მერე შენც შემიძულო?
-ხოდა უფლება მომეცი გაგიცნო, დარწმუნებული ვარ რომ სიძულვილის მიზეზი არ მექნება იმიტომ რომ მე მიყვარს შენი დედიკო, მინდა გავაბედნიერო, მას კი ვერ გავაბედნიერებ იმით რომ შენ ,მისი ერთადერთი შვილი შეგიძულო და გული გატკინო, ასევე, შენც ,მე თუ შემიძულებ დედას ძალიან ატკენ გულს, შესაბამისად დედას ვერ გავაბედნიერებთ, მეკი მინდა რომ ის ძალიან ბედნიერი იყოს
-რატომ?
-იმიტომ რომ ძალიან მიყვარს.
ლაშა სულელივით იღიმებოდა და თვალს ხშირად ალარებდა, მანქანაში გვერდით მჯდომ ნათიასკენ, ხანკი სარკეში ნიცას გახედავდა ხოლმე
-ლაშა სად მიგყავართ? -უკვე მეასეჯერ ეკითხებოდა ლაშას
-სადღაც
-ეგ რა პასუხია?-იბუტება ნათია
-მალე მივალთ-უღიმის ლაშა და სიჩქარეს უმატებს ისედაც ჩქარა მიმავალ ავტომობილს
-აუ მაგარია-ნიცა ცქმუტავს
-გინდა ლუქი გაგიხსნა?-სარკიდან გახედა ლაშამ
-კიიიი, მინდააა-ყვირის გახარებული ნიცა
-გაგიჟდი? -ნათია ბრაზდება და ლაშას აშტერდება
-აუ დედა-ბუზღუნებს უკმაყოფილო სახით ნიცა
-არ შეიძლება-ბრაზობს ნათია მაგრამ ამასობაში ლუქი იხსნება და გახარებული ნიცა ეგრევე ფეხზე დგება, ლაშა სიჩქარეს აგდებს და მუსიკას რთავს ბოლო ხმაზე
-მაგარია-თავს დაბლა სწევს ნიცა და ყვირის ბოლონხმაზე, მერე მისევ თავს მაღლა ყოფს ხელებს შლის და თვალებს ხუჭავს
-ლაშა-ნათია ბუზღუნებს
-ნუ გეშინია-ლაშამ ნიკაპზე ხელი აარტყა ნაზად გოგონას, რომელსაც ეცინება და იმ ხელში ხელს ურტყავს
-იდიოტო-ეღიმება გოგონას.
ნათიას სუნთქვა ეკვრება როცა ლაშა თავის სოფელში შედის და შავ რკინის ჭიშკართან აჩერებს მანქანას
-არა -ნათია ლაშას იყურებს დაბნეული სახით
-აუ რატო გავჩერდით?-ნიცა სავარძელზე ჯდება და ბუზღუნებს
-იმიტომ რომ ჩემს სახლში მოვედით-ლაშა მისკენ ტრიალდება -გადავიდეთ?-უღიმის ნიცას
-კიი-ნიცა გადადის
-ლაშა გინდა რომ გული გამისკდეს?-ნათიას ხმა იკანკალებს
-ასე ნუ ბრაცავ ტუჩებს-ლაშა თვალებ უჭყეტავს და მანქანიდან გადადის საწრაფოდ რომ თავზე კონტროლი არ დაკარგოს, ნათიაც გადადის, ლაშა მის თითებში თითებს ხლართავას
-შეიძლება?-ნიცას ანახებს ახლართულ თითებს, ნათიას ეცინება, ნიცა მხრებს
იჩეჩავს -წავედით-ლაშა მეორე ხელს ნიცას ხვევს და ღია კარში შედიან, სადაც იუბილარს მოუთმენლად ელიან, ყველა მათკენ იყურება, ნათია ერთიანად იძაბება, მოულოდნელად გააჟრიალა და სახე აელეწა როცა მიასთან ერთად მოღუშულ სახიანი ქალი მიუახლოვდა
-დედა გაიცანი ნათია ჩემი საცოლე-ნათის და თამუნას ამღვრეული თვალები ერთმანეთს ეფეთება, გოგონა ახამხამებს დაბნეულად თვალებს და მალებე არიდებს ამ მრისხამე მზერას თვალს
-სასიამოვნოა-ამბობს ცივად თამუნა და ნათიას ათვალიერებს, მიაზე გადააქვს მზერა და ანიშნება არაუშავს რა გოგოაო -ეს კი მისი გოგონა
ნიცაა-ლაშაც იძაბება ამ მომენტზე
-სასიამოვნოა პატარა ქალბატონო-უღიმის ნიცას
-ჩემი ცისთვალა-იცინის მია და ნიცას იხუტებს გულში მერე ნათიას
-ეს კი მამაჩემი-ნათიას უთითებს მომღიმარ თამაზზე რომელიც ხელს ართმევს აცახცახებულ გოგონას
-მიხარია იმ გოგონას გაცნობა რომლის არსებობამაც ჩემი შვილის ცხოვრება გააფერადა
-მადლობა-ნათიას ცრემლები აწვება
-ეს ნიცაა -თამაზი ნიცასაც ხელს ართმევს
-დედიკოსავით ანათებს -უღიმის თამაზი, ნათია ისეთი დაძაბულია რომ გრძნობს როგორ ერთმევა ძალა სხეულში.
-აი ჩვენც მოვედით-ისმის თორნიკეს ხმა მათ უკან, ყველანი იქით იყურებიან, თორნიკეს გიორგი უჭირავს ხელში რომელიც მამის დანახვაზე გახარებული ტიკავს
-მამიკო-ყვირის ლაშა და გიორგის ართმევს ხელიდან თორნიკეს -ჩემი ბიჭი მამიკოს გადარეული მამას გიჟი-ლაშა ძლიერად იხუტებს გულში და ნათისთან მიყავს
-გაიცანი ჩემი ბედნიერება-უღიმის სუნთქვა გაჩერებულ ნათიას
-ძაან საყვარელია-ნიცა ეფერება თითებზე გიორგი ეტოტება, ნიცა მაშივე იყვანს ხელში
-ნათია კარგად ხარ?-ლაშა გვერდით უდგას და ჩუმად ეკითხება
-არვიცი-ნათია უყურებს დაძაბული და იღიმება.
სახლში გაშლილ სუფრას მიუსხდა ოცამდე ადამიანი, ნათია ჯერ ისევ ვერ გამოდის მდგომარეობიდან და მიას გაყავს აივანზე რომ გონს მოვიდეს
-ნათია ისეთი გაფითრებული ხარ-მია თვალებში უყურებს
-არ ვიცოდი ჩვენს მოყვანას სახლში თუ აპირებდა თორემ არ გამოვყვებოდი-ეუბნება დაძაბული ნათია
-იმიტომ არ გითხრა
-მეგონა სადმე აპირებდა ჩვენს წაყვანას და დაბადებისდღის ისე აღნიშვნას
-ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი გთხოვ
-შენც ინერვიულებ ჩემებთან რომ მიგიყვან საცოლის სტატუსით-ესმის თორნიკეს ზმა ყურსუკან მიას
-ჯანდაბა-ხტება ადგილზე დამფრთხალი მია -ეგ რომ მოხდება ისეთი ღრმად მოხუცებული ვიქნები რომ ალბათ ჩემი სახელიც აღარ მემახსოვრებ-უბღვერს თორნიკეს მია
-ესეიგი დაგაჩქარო მოვლენები?-წარბს წკიპავს მაღლა თორნიკე და ცდილობს მაქსიმალურად შეიკავოს სიცილი
-ვერაფერს ვერ დააჩქრებ იმიტომ რომ არ ვაპირებ გამოგყვე-ეუბნება დამცინავი ტონით და თორნიკეს სახეზე ეყინება ღიმილი
-მოგიტაცებ-ისეთი მუქარის ტონით ეუბნება რომ მიას ირონია სადღაც ქრება უკვალოდ, კარგახანს სიჩუმეა და ნათიას სიცილი არღვევს განეფებულ სიჩუმეს
-ნუ სულელობ-მია ცდილობს გაიღიმოს და ხუმრობაში გაუტაროს
-თუ კიდე დიდხანს მაწვალებ მოგიტაცებ-აუბნება მკაცრი ტონით და სიბნელეში იკარგება მისი სილუეტი
-ღმერთო რა იდიოტია
-იდიოტი კიარა შეყვარებული-ახლა ლაშა წამოადგათ თავზე გოგონებს
-ძალიან გინდა რომ თავიდან მომიშორო არა?-ეცინება მიას
-კი მინდა მაგრამ-ლაშა მხრებს იჩეჩავს და ხელებს ხვევს ნათიას და საფეთქელზე აწებებს ტუჩებს
-ლაშა ნერვებს ნუ მიშლი-მია თვალს არიდებს მათ
-ნათია ხედავ? სასწრაფოდ უნდა გავთხოვოთ თორემ არაფერს დაგვაცდის ეს-თავისავე სიტყვებზე ეცინება გიჟივით
-იდიოტო-ეცინება მიასაც
-თუ გამატან დღესვე წავიყვან-ისმეის თორნიკეს ხმა
-გატან ძმაო და არ მიგყავს -ლაშა გიჟივით იცინის, ნათიაც ვეღარ იკავებს თავს
-ლაშა არ შეგარჩენ მას ხო იცი?-ბრაზდება მია
-სახლიდან ვერა მაგრამ ისე რომ წავიყვანო მოსულა? -თორნიკე განათების მკრთალ შუქზე მაინც ახერხებს ლაშას ჩააცქერდეს თვალებში, რომელიც მაშინვე ხვდება მისი ნათქვამის სერიოზულობას და მაშინვე სახე ეცვლება, თორნიკე იძაბება, მიხვდა რომ ლაშამ ზუსტად გაიგო მისი ნათქვამი
-მოსულა-ეუბნება სერიოზული სახით -ვიცი რომ მიასაც უყვარხარ-ამის თქმა და მიას მწარე ხელის ჩარტყმა ბეჭებში ერთი იყო
-რას ბოდავთ?-უყვირის მია რომელიც ხვდება რომ ეს ხუმრობა აღარაა
-რაც გაიგე-თორნიკე უახლოვდება და თვალებში აცქერდება დაძაბულ გოგონას, რომელსაც სუნთქვა უჩერდება წამში
-თორნიკე-ამოთქვა გაბრაზებულმა მისი სახელი და ხმა ჩაუწყდა მეტის თქმა ვერ მოახერხა მღელვარებისაგან
-მიყვარხარ-თორნიკე მის ყურთან ახლოს ჩურჩულებს და კვლავ სიბნელეში უჩინარდება მისი სილუეტი
-შედით და შემოვალ-ლაშა თორნიკეს მისდევს უკან, მია იძაბება
-ეს ხუმრობა არ იყო-უყურებს ნათიას ცრემლიანი თვალებით
-მია ნუ სულელობ, თორნიკეს უყვარხარ, ისეთს არაფერ გააკეთებს რაც შენ გულს გატკენს ხოიცი არა?-ნათია ეხუტება და სახლში შეყავს.
-თორნიკს შენ რა ამაზე მართლა ფიქრობ?-ლაშა უახლოვდება მეგობარს რომელიც ნერვიულად ეწევა სიგარეტის მესამე ღერს
-არვიცი-თორნიკე ლაშას უყირებს ამღვრეული თვალებით
-თორნიკე მთავარია გული არ ატკინო, გესმის რას გეუბნები?
-არ ვატკენ-თორნიკეს ხმა უკანკალებს
-მისმინე, ზუსტად ვიცი რასაც განიცდი,, უკვე გიჭირს ემოციების მოთოკვა, თავის კონტროლი, მაგრამ უნდა შეძლო ეს და რამე ისეთი არ ჩაიდინო რაც ორივეს გულს გატკენთ
-ვიცი ვიცი-თორნიკეს ხმა უკანკალებს და მეოთხე ღერს უკიდებს რომელსაც ლაშა ართმევს თითებიდან და თავად აგრძელებს მოწევას
-მოკლეთ ადამიანს არ შეარგებთ არაფერს
რა-ბუზღუნებს ის და ეცინება.
ნათიამ გიორგისთან მალევე გამონახა საერთო ენა და მალევე მიიჩვია ნიცას დახმარებით, ლაშას ძალიან უხაროდა რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მხოლოდ ის ადარდებდა რომ მია კვლავ გაებუტა მას და თორნიკეს, კი მიეჩვია ამ ორის გიჟურ ქცევას მაგრამ ამინც ნერვიულობდა, დანარჩენი ყველაფრი რიგზე იყო, ნიცასთანაც დაალაგა ურთიერთობა, სახლში რომ მიყავდა ის და ნათიას, მხოლოდ ნიცას საყვარელ მუსიკას უსმენდნენ მთი გზა, როთიც ნიცას გული კიდევერთხელ მოიგო, მანქანაში დაეძინა სანამ თბილისში შევიდოდნენ და ნათია უკან გადაჯდა რომ თავი კალთაში დაედებინა
-მგონი ნიცას გული მოვიგე
-ასეთი ბედნიერი დიდიხანი არ ყოფილა არც ის და ...არც მე
-სულ ბედნიერები ვიქნებით, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის
-ვიცი-გაეღიმა ნათიას.



№1 სტუმარი ანუ

ვაიმეეეე, ძაააან საყვარლობა იყოო ^-^ როგორ მიხქრია ყველაფერი რო დალაგდაააა...
ძაან მაგარი თაბი იყოო აი ძალიან...
ეს მია ისევ რატო ქაჯობს.
მოკლედ ძალიან მიყვარს ლაშა და ნათია რაა ^-^

 


№2 სტუმარი anna

როგორც იქნა ეღირსათ ბედნიერება. მიამ ძალიან შეიფერა თორნიკეს დამოკიდებულება და მისი სიყვარული და ზედმეტად იფასებს თავს. ამ ბიჭის ადგილზე საერთოდ აღარ მივაქცევდი ყურადღებას და გრძნობებზე სიტყვასაც აღარ ჩამოვუგდებდი, პირიქით ცოტა უნდა მოანატროს თავი, მია უნდა მიხვდეს თორნიკეს ფასს და იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს რომ ძალიან ქაჯობს.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ანუ
ვაიმეეეე, ძაააან საყვარლობა იყოო ^-^ როგორ მიხქრია ყველაფერი რო დალაგდაააა...
ძაან მაგარი თაბი იყოო აი ძალიან...
ეს მია ისევ რატო ქაჯობს.
მოკლედ ძალიან მიყვარს ლაშა და ნათია რაა ^-^

მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ, მიას რაც შეეხება მოარჯულებს თორნიკე :)

anna
როგორც იქნა ეღირსათ ბედნიერება. მიამ ძალიან შეიფერა თორნიკეს დამოკიდებულება და მისი სიყვარული და ზედმეტად იფასებს თავს. ამ ბიჭის ადგილზე საერთოდ აღარ მივაქცევდი ყურადღებას და გრძნობებზე სიტყვასაც აღარ ჩამოვუგდებდი, პირიქით ცოტა უნდა მოანატროს თავი, მია უნდა მიხვდეს თორნიკეს ფასს და იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს რომ ძალიან ქაჯობს.

ლაშა და ნათიას ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა, მიას რაც შეეხება თორნიკე მოარჯულებს მას და საბოლოოდ გაარკვევენ ურრთიერთობას

 


№4 სტუმარი anna

ნეაკო
ანუ
ვაიმეეეე, ძაააან საყვარლობა იყოო ^-^ როგორ მიხქრია ყველაფერი რო დალაგდაააა...
ძაან მაგარი თაბი იყოო აი ძალიან...
ეს მია ისევ რატო ქაჯობს.
მოკლედ ძალიან მიყვარს ლაშა და ნათია რაა ^-^

მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ, მიას რაც შეეხება მოარჯულებს თორნიკე :)

anna
როგორც იქნა ეღირსათ ბედნიერება. მიამ ძალიან შეიფერა თორნიკეს დამოკიდებულება და მისი სიყვარული და ზედმეტად იფასებს თავს. ამ ბიჭის ადგილზე საერთოდ აღარ მივაქცევდი ყურადღებას და გრძნობებზე სიტყვასაც აღარ ჩამოვუგდებდი, პირიქით ცოტა უნდა მოანატროს თავი, მია უნდა მიხვდეს თორნიკეს ფასს და იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს რომ ძალიან ქაჯობს.

ლაშა და ნათიას ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა, მიას რაც შეეხება თორნიკე მოარჯულებს მას და საბოლოოდ გაარკვევენ ურრთიერთობას


მართლა გამიხარდა ლაშას და ნათიას რომ დაულაგდათ ყველაფერი. მიას და ტორნიკეს რაც შეეხება, მინდა თორნიკეს დაკარგვის საფრთხე იგრძნოს მიამ, საკმარისად ეხვეწა და სდია თორნიკემ და ეს კუდში დევნა და მიას ხვეწნა მუდარა, თორნიკეს სიყვარულის მათხოვრობა უკვე მაღიზიანებს. გელოდები ახალი თავით heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა ძლივს დალაგდა ყველაფერი,ბედნიერები იქნებიან და საბოლოდ მიწაზე და ზთორნიკეს წყვილზე იმდენი ვიცინე ეშინია ამგოგოს თავს არ იფასებს მადლობთ

 


№6 სტუმარი ატბ

როდის დადებ

 


№7  offline მოდერი ნეაკო

დღეს დავდებ

anna
ნეაკო
ანუ
ვაიმეეეე, ძაააან საყვარლობა იყოო ^-^ როგორ მიხქრია ყველაფერი რო დალაგდაააა...
ძაან მაგარი თაბი იყოო აი ძალიან...
ეს მია ისევ რატო ქაჯობს.
მოკლედ ძალიან მიყვარს ლაშა და ნათია რაა ^-^

მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ, მიას რაც შეეხება მოარჯულებს თორნიკე :)

anna
როგორც იქნა ეღირსათ ბედნიერება. მიამ ძალიან შეიფერა თორნიკეს დამოკიდებულება და მისი სიყვარული და ზედმეტად იფასებს თავს. ამ ბიჭის ადგილზე საერთოდ აღარ მივაქცევდი ყურადღებას და გრძნობებზე სიტყვასაც აღარ ჩამოვუგდებდი, პირიქით ცოტა უნდა მოანატროს თავი, მია უნდა მიხვდეს თორნიკეს ფასს და იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს რომ ძალიან ქაჯობს.

ლაშა და ნათიას ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა, მიას რაც შეეხება თორნიკე მოარჯულებს მას და საბოლოოდ გაარკვევენ ურრთიერთობას


მართლა გამიხარდა ლაშას და ნათიას რომ დაულაგდათ ყველაფერი. მიას და ტორნიკეს რაც შეეხება, მინდა თორნიკეს დაკარგვის საფრთხე იგრძნოს მიამ, საკმარისად ეხვეწა და სდია თორნიკემ და ეს კუდში დევნა და მიას ხვეწნა მუდარა, თორნიკეს სიყვარულის მათხოვრობა უკვე მაღიზიანებს. გელოდები ახალი თავით heart_eyes

თორნიკე მიას სიჯიუტეს არ დაემორჩილება და გადადგავს ნაბიჯს, რომლის გამბედაობაც მიას არ აქვს

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა ძლივს დალაგდა ყველაფერი,ბედნიერები იქნებიან და საბოლოდ მიწაზე და ზთორნიკეს წყვილზე იმდენი ვიცინე ეშინია ამგოგოს თავს არ იფასებს მადლობთ

ყველაფერი დალაგდა, თორნიკე და მიაც გაარკვევენ ურთიერთონას

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დაიდება შემდეგი თავი?

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

აღარ იდება შემდეგი თავი ?

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიზა

თორნიკე და მია ერთად იქნებიან??
შემდეგი თავი როდის დაიდებაა??

 


№11  offline წევრი მი რა

ძაან მაგარია

 


№12 სტუმარი Xato

Sad ari gagrdzeleba?veli sulmoutqmenlad

 


№13 სტუმარი სტუმარი Tekla

მომდევნო თავი არდაიდებაა რიგირ მაინტერესებს ძალიან კარგი წასაკითხია ემიციური და ამავდროულად ტკბილი

 


№14 სტუმარი სტუმარი Tekla

ნეაკო
ანუ
ვაიმეეეე, ძაააან საყვარლობა იყოო ^-^ როგორ მიხქრია ყველაფერი რო დალაგდაააა...
ძაან მაგარი თაბი იყოო აი ძალიან...
ეს მია ისევ რატო ქაჯობს.
მოკლედ ძალიან მიყვარს ლაშა და ნათია რაა ^-^

მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ, მიას რაც შეეხება მოარჯულებს თორნიკე :)

anna
როგორც იქნა ეღირსათ ბედნიერება. მიამ ძალიან შეიფერა თორნიკეს დამოკიდებულება და მისი სიყვარული და ზედმეტად იფასებს თავს. ამ ბიჭის ადგილზე საერთოდ აღარ მივაქცევდი ყურადღებას და გრძნობებზე სიტყვასაც აღარ ჩამოვუგდებდი, პირიქით ცოტა უნდა მოანატროს თავი, მია უნდა მიხვდეს თორნიკეს ფასს და იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს რომ ძალიან ქაჯობს.

ლაშა და ნათიას ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა, მიას რაც შეეხება თორნიკე მოარჯულებს მას და საბოლოოდ გაარკვევენ ურრთიერთობას

როდის დადებ ახალ თავს რატომ არ დებ ნიაკოო ძალიან მაინტერესებს????????

 


№15 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი Tekla
ნეაკო
ანუ
ვაიმეეეე, ძაააან საყვარლობა იყოო ^-^ როგორ მიხქრია ყველაფერი რო დალაგდაააა...
ძაან მაგარი თაბი იყოო აი ძალიან...
ეს მია ისევ რატო ქაჯობს.
მოკლედ ძალიან მიყვარს ლაშა და ნათია რაა ^-^

მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ, მიას რაც შეეხება მოარჯულებს თორნიკე :)

anna
როგორც იქნა ეღირსათ ბედნიერება. მიამ ძალიან შეიფერა თორნიკეს დამოკიდებულება და მისი სიყვარული და ზედმეტად იფასებს თავს. ამ ბიჭის ადგილზე საერთოდ აღარ მივაქცევდი ყურადღებას და გრძნობებზე სიტყვასაც აღარ ჩამოვუგდებდი, პირიქით ცოტა უნდა მოანატროს თავი, მია უნდა მიხვდეს თორნიკეს ფასს და იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს რომ ძალიან ქაჯობს.

ლაშა და ნათიას ურთიერთობა საბოლოოდ დალაგდა, მიას რაც შეეხება თორნიკე მოარჯულებს მას და საბოლოოდ გაარკვევენ ურრთიერთობას

როდის დადებ ახალ თავს რატომ არ დებ ნიაკოო ძალიან მაინტერესებს????????

დასასრულს სანახავად დაწერეთ საძიები ველში ასე (,,სხვისი ცოლო" დასასრული)
ანუ ცოლის ნაცვლად ცოლო მაქვს აკრეფილი და შეცდომით მაქ გამოქვეყნებული სათაური

 


№16  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ეს ისტორია დ ა ს რ უ ლ ე ბ უ ლ ი ა!❤❤❤❤
უბრალოდ სათაური გამოვაქვეყნე არასწორად მე -18 თავის მეტე დასასრული წერია :(

საძიები ველში მოძებნეთ ასე
( ს ხ ვ ი ს ი ც ო ლ ო დასასრული)

შემეშალა ანუ და ცოლის ნაცვლად ცოლო გამომიქვეყნებია.
ან ჩემს გვერდზე გადადით და სიახლეეებს ჩაყევით.
დასასრულის მეორე ნაწილსაც დავწერ ახლა და ასე მოძებნეთ თუ გსურთ წაკითხვა

,,სხვისი ცოლი" (დასასრული) II ნაწილი

მადლობა რომ კითხულობთ ❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent