შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით(ნაწილი-6)


2-09-2020, 01:54
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 397

მოკლედ სანამ დავიწყებ გაგაფრთხილებთ,რომ ამ თავში ბევრი რაღაც მოხდება
ერთად ,ისიამოვნეთ.

იანის pov:
უკვე 1 კვირა გავიდა რაც დამჭრეს და ამ საავადმტყოფოში ვარ დამწყვდეული,სახლში მინდა წასვლა და საერთოდ ჩემი ქალაქი მომენატრა..თან რომ ვიცი რომ მამაჩემი აქ სადღაც ტრიალებს, სუნთქვა მეკვრის!
-როდის გამწერთ? ზუსტ დროს მედდა რომ დავინახე,ვკითხე .
მან კი გამიმართლა და სასიამოვნო პასუხი დამიბრუნა.
-დღეს შეგიძლიათ წაბრძანდეთ თუ გნებავთ.
მიპასუხა ღიმილით მედდამ ...თავისთავად წავიდოდი!
-მადლობა..ვთქვი მე
და გვერძე გადავტრიალდი.
საბედნიეროდ აქაურობას მალე თავს დავახწევდი.

მამაჩემი ყოველთვის აღვიძებდა ჩემში სისუსტებს და უფრო იმ პატარა 7 წლის ბიჭს ,რომელსაც აიძულებდა იარაღიდან სროლა ესწავლა,ასევე უმოწყალოდ მოეკლა თავისი შინაური ცხოველი ბაჭია და ასევე კაცი ,რომელიც დარწმუნებული ვარ დედას გარდაცვალებაშია გარეული!!!
საბედნიეროდ მოვახერხე და ამ ბინძურ საქმეს ჩემი დაა მოვწყვიტე!
აქედან შორსა და როგორც ნორმალური ადამიანი ისე ცხოვრობს,სწავლობს და თავისი ახალგაზდობის წლებით სიამოვნებას იღებს.

ქეითის pov:
-ნაბი !!ჯოშუა!!კრემს მოშორდით სასწრაფოდ!!
დავემუქრე უკვე მერამდენედ ორივეს და თასით მდგარი კრემი ავაცალე ცხვირ წინ.
-ჯიმზე უარესი ხარ შენ! პატარა ბავშვივით გამომიყო ენა ნაბიმ,რაზეც კოვზი მოვუღერე ხუმრობით.
-აბა ,აბა! გეყოფათ ცანცარი!
იანს დღეს საღამოს წერენ და მარტო ჯაგა ჯუგა კლუბში გაქცევა არ კმარა ამის აღსანიშნავად !!
თქვა ჯიმმა ყველაზე სერიოზული გამოხედვით.
-ბოლოს და ბოლოს იაპონის მაფიურ დაჯგუფებას მოვერიეთ!
მიამატა ამაყად ლეონმა.
-აუუ!!ტორტის გაკეთება თუ იცოდი ბობი აქამდე დაგიახლოვდებოდი!!გვერდით მომიდგა სიცილით ჯეიკი და წარბები ათამაშაა.
-ჯიმიც მეხმარება! ხო იცი კაცების ხელი მაინც სხვაა!
გამოვიჩინე თავი კაცურად.
-აჰ..ბობი კარგი ბიჭი ხარ და სიმართლე რომ გითხრა ,ქეითიც ძაალიან კარგი გოგოა და სავალდებულოა რომ ისიც აქ  იყოს!მომესმა მომღიმარი ჰარის ხმა ,რაზეც სულ გავოფლიანდი ისე ავნერვიულდი.
-კიი,მაგრამ სამწუხაროდ ჩემმი დაა დღეს ვერ გამოვა,სხვა დროს იყოს.
ვთქვი მე ნერვიულობით და მეგონა გაადავრჩი,მაგრამ...
-ბობიი..რაღაც შევამჩნიე...ქეითს.
რა შეამჩნია?
არ ჰქონდა დამთავრბული ჰარის სიტყვა ,ამ გამოუვალი მდგომარეობიდან ჯოშუამ რომ მიხსნა..სავარაუდოდ გამიზნულად!
-ჰარი!!!წამომყევი !
ლუდებს მარტო ვერ დავძრავ!
თქვა ხვეწნით ჯოშუამ და ძალით ააყენა ჰარი.
-მიზეზები არ გელევა!
თქვა ჰარიმ და ახლართული ფეხებით გაყვა ჯოშუას, რომელიც გიჟივით მიაქანებდა კარისკენ ,შემდეგ კი ორივემ ერთად დატოვა სახლი.

-ვაიჰჰ..ბობი წამო მივაფსათ რა!
გავიგე ჯიმის სიტყვები ,რომელიც წინსაფარს იხსნიდა,ამაზე მე გაოცებულმა ავხედე ...მართლა მთავაზობს ამას?
მან კი თვალით რაღაც მანიშნა
და მეც მივხვდი რას ცდილობდა და უკან გავყევი .

-რაღაცას ეჭვობს!! ჯიმმა მოხურა თუ არა სააბაზანოს კარი ეს სიტყვები მითხრა.
-რამე ისეთი დაინახა ნეტა ?
ვიკითხე მე დაბნეულმა.
-რა უნდა დაენახა??!!
მომხედა აფორიაქებულმა ჯიმმა,რაზეც მივხვდი რომ სხვა რაღაც ეგონა და გაფართოვებული თვალებით ავხედე!
-არა,ის  არ დაუნახია რაც შენ იფიქრე!
ვუთხარი პანიკაში მყოფმა,რაზეც თავი გააქნია.
-აბა  მაშინ რა? ეს რომ იკითხა მე უბრალოდ მხრები ავიჩეჩე.
-წამო ,წამო გავარკვევთ მაგას მერე!
ამაზე უკვე ეს თქვა ჯიმმა და კარიდან ჩემთან ერთად გავიდა!

-აუ,რა ქალიააა!!!გასვლისთანავე ბიჭების ხმა მომესმა, რომლებიც ტელევიზორა მისჩერებოდნენ.
-გადართეთ!!რეებს უყურებთ?
მივარდა ჯიმი ბიჭებს და პულტს ეცაა!
-აუ ჯიმ ,ერთხელ მაინც ჩაიგდე ხმა რა!!თქვა ლეონმა და პულტი გამოგლიჯა ისევ ,შემდეგ კი აქეთ გამოაგდო ჯიმი !
-ხანდახან მგონია რომ ჰორმონალური შემოტევები ამ ბიჭებს ბოლოს მოუღებს, ან კიდე მე!!
ჯიმი ნათქვამზე გამცინა,
მომკალით და დედაჩემს მაგონებდა,ალბად მაგიტო უფრო ვძლებდი აქ რომ ჯიმი დედაჩემს გავდა საქციელებით ,ლეონს კი მამას ვამსგავსებდი.


იანის pov:
ჩაცმული ბედნიერი სახით ვიჯექი მანქანაში და უკვე ნაცნობ ქუჩებს ვაკვირდებოდი..როგორც იქნა სახლში ვბრუნდები!!
ამ ფიქრებში ისე რომ ვერც გავიგე სახლამდე მივედი.
ნელა გადმომიყვანა ჩემმა კაცმა და ჩემთან ერთად დაიძრა.
კარი რომ შევაღე საშინელი სიბნელე იყო ..რა ჯანდაბა?
არ არიან სახლში ?
-უკვე დაიძინეს ამათ? ვიკითხე იმედგაცრუებულმა
და სინათლის პნობკას ავკარი ხელი,და წინ კი რა დამხვდა ?
ბუშტებით სავსე ოთახი და ყველა
გიჟივით მომყვირალი!
ბობის ტორტი ეჭირა ,ნაბი კი ლეონს ეხმარებოდა, შამპანიურის გახსნაში.
საოცრად მესიამოვნა მათი ასეთი დახვედრა,ამას ვაღიარებ.
-მადლობა ყველას.
ვთქვი მე ღიმილით და
ამის შემდეგ ყველა სუფრას მივუსხედით და ცოტახანი მშვიდად ავღნიშნეთ ყველაფერი.
მაგრამ ეს მშვიდი გარემო ცოტახანში მოსაწყენი გახდა.
-წავიდეთ ახლა რა კლუბში,მომბეზრდა აქ ჯდომა და ჭამა!
მაგიდას დაენარცხა თავით მოწყენილი ნაბი.
-კაი ხო ადექით,მიდით მიდით წაეთრიეთ დათვერით იმ საქაჯეთში!
თქვა ჯიმმა და ფეხზე წამოდგომა დაიწყო თვითონაც .
ცოტახანში ასევე მალე გაემზადა ყველა ,ორიოდე წუთში კი უკვე მანქანაშიც ვისხედით და კლუბის გზას მივუყვებოდით,დღეს მაგრად უნდა დავლიო!!

ქეითის პოვ:
კლუბში ფეხი როგორც კი შევდგი
ყურები გამეხვრიტა ისეთ მაღალ ხმაზე იყო მუსიკა,მაგრამ მაინც ძაალიან მომეწონდა გარემო.
როგორც კი მაგიდასთან დავსხედით ყველამ დალევა დაიწყო ,გამწარებულები
სვავდნენ და უკვე რამდენიმეს ეტყობოდა რომ მოეკიდათ.
-გაუმარჯოს ქეითს!!რომელიც თავდაუზოგვად იბრძოდა,ისე როგორც ვაჟკაცი!
ადღეგრძელა ჰარიმ ქეითი, ანუ მე და ჭიქა მოგვიჭახუნა ყველას.
-და ბობისაც ,რომელიც ამ დროს სახლში მშვიდად იჯდა.
დაამატა ცინიკურად სიცილით იანმა,ამაზე მე თვალები გადავატრიალე..გველი.
-თავისი მწარე ენით რომ არ გააფუჭოს ყველაფერი არ შეიძლება.
ჩავიჩურჩულე ჩემთვის და უკვე მერამდენედ გადავკარი მთლიანად ,ვაღიარებ უკვე მეც მეკიდებოდა...რადგან უკვე ბუნდად ვხედავდი ბრბოში მოცეკვავე ბიჭებს და იანს ,რომელიც პირველად ვნახე გაღიმებული და ასე სასცილოდ მოცეკვავე .
-გინდა ვიცეკვოთ?
უცბად შემახტუნა მაღალი ლამაზი გოგოს კითხვამ,რომელიც ჩემს წინ მომღიმარი იდგა ,ამაზე მე თავი დავაქნიე..აბა უარს როგორ ვეტყოდი!
თვისუფალი კაცი ლამაზ ქალს არ ეუბნბა ცეკვაზე უარს...იანი იეჭვებდა რომ გეი ვარ
ან რამე უარესი !
აი დავიწყეთ ცეკვა და გოგონამ კომპლიმეტებით მამკო..ქალებიც ეუბნებიან კაცებს კონპლიმენტებს?
-ძაალიან სიმპათიური ხარ!
პირდაპირი მნიშვნელობით ყვირილით მითხრა, რადგან ცდილობდა ჩემთვის ხმა მოეწვდინა ასეთ ხმაურში.
-მადლობა.
ვთქვი გულიბრყვილოდ და თან დავამატე.
-შენცც!
ამაზე გოგომ უცნაურად დაბნეული სახით შემომხედა.
"*ჩახველება*ლამაზი ხარ.
გოგომ ამაზე იმით მიპასუხა, რომ მაიკის ქვეშ შემომიცურა ნელა ხელი ,კი მთვრალი ვიყავი უკვე ხმაგრამ სასწრაფოთ ჩაირთო განგაშის გამოძახილი ჩემს ტვინში ,რომ გოგო გამეჩერებინა, მანამ ხელს იმას არ მოკიდებდა რაც ჩემს ქალობას გამჟღავნებდა!
-ბოდიში !!საჭირო ოთახში მინდა!
ვთქვი და გიჟივით ბარბაცით
გავუყევი საჭირო ოთახისკენ გზას,
თან კედლებს ვეხეთქებოდი და დაბინდული თვალებით შევსცქეროდი უკვე ჩვენს მაგიდაზე მჯდარ იანს,რომელიც გამალებით ,,ეზასავებოდა,,ვიღაც შავთმიან გოგოს.
მშვენიერია.
-ფუუუუ!!წამოვიძახე ერთი და
ტუალეტის კარი შევაღე ფეხით .
-გაარყვნილოო!!
გავიგე იმ წამსვე გოგოს ყვირილის ხმა ,რომელიც ყველაფერს ზედ მესროდა !
-ჰაა!!??რაა?!! დავიბენი მე უეცრად,მანამ სარკეში ჩემმს თავს არ შევხედე .
-გაეთრიეეე!!
გავიგე სხვების ყვირილიც და შეშინებული გამოვედი უკან!
-აჰ! დამავიწყდა რომ კაცი ვარ.
ჩავილაპარაკე წუწუნით და კარს მივაჩერდი .
-კაცების ტუალეტი.
ამოვიკითხე ლუღლუღით ძლივს და მივხვდი რომ ეს იყო ის კარი ,რომელსაც ვეკუთნოდი.
-აჰ..აღარ უნდა დამავიწყდეს რომ კაცი ვარ!
ხმამაღლა ვთქვი მთვრალმა და გათიშულმა,რაზეც უკან უეცარ ხმაზე შევხტი .
-ცოტა ფრთხილად უნდა იყო.
უკან მივტრიალდი და ჩემსდა გასაკვირად ფხიზელი ჰარი დამხვდა წინ.
მე ჰარის ღიმილით ავხედე ,იმის იმედით რომ ვერ გაიგო რაც ვთქვი.
ჰარი ნელა მომიახლოვდა
და საროჩკის საყელო გადამიწია!
მე ცოტა შევშინდი, მაგრამ მაინც არაფერი მოვიმოქმედე.
-იცი ,ძაალიან უცნაურია!
როგორ ჰქონდა ქეთისაც და შენც იგივე სილურჯები ყელზე.
თქვა ჰარიმ და უეცრად ხელი მკლავზე გადაიტანა.
-წამოდი!მთვრალი ხარ!!
ამაზე მე გაკვირვებულმა ავხედე.
რამე გაიგო?!ანუ გაიგო რომ ქალი ვარ??!ვუსვავდი ჩემს თავს კითხვებს და ჰარის უკან მივყვებოდი.
აღარ მინდოდა ზედმეტი ალიაქოთი გამომეწვია.

ქეითის pov:
ჰარი და მე ვიჯექით მარტო მაგიდასთან,ჰარი ჩუმად იყო და გაბრაზებული სახით ზედაც არ მიყურებდა ,ვიცი ვაწყენინე ,მაგრამ მეჩხუბოს,მიყვიროს!
ოღონთ ეს სიჩუმე არა..მეტს ვეღარ გავუძელი და ხმა ამოვიღე.
-ჰარი..ყველაფერი გაიგე?
ისე ვიკითხე არც შემიხედავს ჰარისთვის.
-ხო გავიგე.
იგივე ნაირად მიპასუხა ჰარიმ.
-ბოდიში.
ვთქვი მე და უკვე ჰარის შევხედე,ცოტახანში კი მანაც შემომხედა.
-არ მესმის უბრალოდ!!
რატომ დამიმალეთ?
დამიწყო უკვე ჩხუბი.
-ბოდიში ,კიდევ ერთხელ.
ვთქვი მე და შემდეგ ახლოს მივიწიე უფრო.
-მაპატიებ?
გავაფართოვე საწყლად თვალები და ზედ მივაჩერდი.
-ჯანდაბას შენს თავს!!
გაიღიმა უკვე ჰარიმ.
-მადლობა!
ჩავეხუტე ჰარის გახარებული.
-მაგრამ იცოდე იანთან ფრთხილად!
რომ გაიგოს რომ ატყუებდი მანდ მორჩება ყველაფერი შენთვის!
მითხრა უკვე სერიოზულად ჰარიმ..აშკარად ჩემზე ნერვიულობდა.
-კი ვიცი ეგ უკვე და ფრთხილად ვარ.
ვთქვი ეს თუ არადა ჩემი მეწყვილე დავინახე ,ზემოდან თითქოს ნაწყენი დამყურებდა..გეფიცებით უეცრად გული გამისკდა.
-სად გამექეცი?! ეს რომ მკითხა,დაბნეულმა ვუპასუხე.
-არსად,უბრალოდ...არ დამაცადა ახსნა და ხელი მტაცა პირდაპირ!
-კაი არაუშავრს ,ადექი ახლა ვიცეკვოთ!
თქვა გოგომ და ჩემი წინაღმდეგობის მიუხედავად ფეხზე ამაყენა და საცეკვაოდ გამათრია.
-ჰარი მიშველე!~
მხოლოდ პირის გატოკებით ვუთხარი ჰარის შორიდან.
-რა ვქნა?
მივხვდი ჰარის სიტყვებს ,რომელიც მხრებს იჩეჩავდა.

როგორც კი საცეკვაოდ შევიჭერით ბრბოში ,იმ წამსვე დამიწყო გოგომ ისევ ხელების ფათური,
9-ჯერ გავწიე,მაგრამ აზრი?!
არ ჩერდებოდა...ასე რომ გააგრძელოს გამომაშკარავებს!
-მინდიხარ! ჩამჩურჩულა გოგომ და ჩემი ვითომ მამაკაცური ღირსებისკენ წამოიღო
ხელი ,რომელიც არ მქონდა თავისთავად!
ამაზე მე გველივით დავიკლაკნე და უკან გადავხტი!
-არ დავაჩქაროთ მოვლენები!
გოგომ ამაზე მხოლოდ ჩაიცინა.
-რატომაც არა.
ამაზე მე ნერწყვი ჩავყლაპე..მივხვდი ასე ადვილად ვერ მოვიშორებდი და რამე ჭკვიანური მჭირდებოდა.
-წამოდი წავიდეთ!
მაგრამ ვერ მოვასწარი ვერაფერი, გოგომ რომ ხელი მომკიდა და ჩემმი წათრევა დაიწყო,მაგრამ მე ჯიუტად დავრჩი ადგილზე,მგონია გადავრჩი,მისი ხმა რომ არ გამეგო!
-მიდი ბობი, გაყევი! დაგავაჟკაცებს!
იანმა სიცილით მითხრა, გიჟივით იღიმოდა თან ისევ...ეს საიდანღა გამოძვრა?
-ვაჟკაცი ვარ უკვე ..!!
წამოვიყვირე მე უხერხული ღიმილით.
-ოოოო წამო!!გავიგე გოგოს ხმა და იანის უცნაური გამოხედვა..რა ჯანდაბას აკეთებ რატო არ მიყვებიო?
თითქოს სახეზე ამოვიკითხე !
ახლა ამას რომ არ გავყვე იანს ეჭვები გაუჩნდება..შეიძლება გოგო არ ვეგონო პირდაპირ,მაგრამ გეით ჩამთვალოს,შემდეგ ახლოს აღარც მიმიკარებს.
გავყვები და რამენაირად თავს დავიძვრენ!!
გავიფიქრე მე და უკვე სხვა გზა რომ არ მქონდა გოგოს გავყევი,მაგრამ რომ ვერ დამეძვრინა თავი?
იქ რას ვიზავდი არ ვიცოდი!
რა უნდა მექნა?ვერაფერი!
დამერხა!!

ოთახში შევედით თუ არა გოგო მოქმედებაზე გადმოვიდა.
-დაწექი!
თქვა გოგომ და ხელი წამკრა,მაგრამ როგორღაც დაცემა თავიდან ავირიდე.
-არ მინდა ,ვიდგები.
ვთქვი მე ნერვიულობით და უხერხულად ჩამოვდე კამოდზე ხელი,ამაზე გოგომ ხელი მომკიდა და უკვე საწოლზე ძალით მიმაწვინა !
-არ მინდა!!დავიწყე ყვირილი განწირული ხმით.
-რა გჭირს!!!?რა არ გინდა??
გაბრაზდა უკვე გოგო და საროჩკის გახსნა დაიწყო ...აჰ...არა!
როგორ გავაჩერო?
მთვრალი მაინც  არ ვიყო!
-გაჩერდი! წამოვიყვირე უკვე მე და ხელები საროჩკიდან გავაწევინე!
გოგომ ამაზე გიჟივით მომიქნია თავისი მართლაც კლანჭები!
-ნუ მეწინაღმდეგები! შენ დღეს ჩემთან დაწვები,მორჩა!!
გიჟია ეს საერთოდ ?
რა მარტის კატასავით ატეხილია !
ვფიქრობდი და თან ბედის ირონიაზე მეცინებოდა...გუშინ კაცის გაუპატიურებას გადავურჩი და დღეს ქალი გამაუპატიურებს?
ამ ფიქრებში გართულს აღარ ვიცოდი რა მექნა ,გოგო მართლა ჰალკივით ძლიერი იყო და ვერ ვაჩერებდი და აი უკვე ყელში ამოსულმა გოგომ საროჩკა შემომახია ,ეს კი სრულიად მოულოდნელი იყო.
რა თქმა უნდა იქ ჩემი პატარა საიდუმლო დახვდა..სხვა რა?
-ესს ..რა..არის?
იკითხა დაშოკილმა გოგომ.
-მომშორდი! ვთქვი მე და რაც ძალა მქონდა გოგო იქით გადავაგდე ,შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი!
მორჩა?
-რაც ნახე დაივიწყე!!!
ეს ვიყვირე და ბარბაცით გასასვლელი კარისკენ გავიქეცი,მაგრამ მის ხმამ ადგილზე გამყინდა!
-იანს მაინც ვეტყვი ,სად გარბიხარ?გავიგე თუ არა კარებში მდგარმა გოგოს ხმა ,ავნერვიულდი.
-იანს რას ეტყვი?
ვიკითხე აღელვებულლმა.
-იანმა მითხრა რომ შენთან ღამე გამეტარებინა !
ეს მისი საჩუქარი იქნებოდა!!
მაგრამ მან როგორც ჩანს რაღაც არ იცის შენზე.
ამაზე მე შევკრთი ..ის იანს ყველაფერს ეტყვის ?
-არ მოგცემ უფლებას რომ ეს უთხრა!!!
ვთქვი და კარი ჩემს უკან მივხურე.
-რას იზავ?სამუდამოდ აქ ჩამკეტავ? მას ამას მაინც ვეტყვი.
ჩაიცინა გოგომ,ამაზე უკვე მივხვდი რომ გოგო მართლა გააკეთებდა ამას და დამალვას და მის შეჩერებას აზრი არ ჰქონდა..ამიტომ ცოტა რბილად მივუდექი .
-არ უთხრა გთხოვ.
გოგო ამაზე ფეხზე წამოდგა ღიმილით.
-ვეტყვი...რატომაც არა? ასე მასთან პლიუსი დამეწერება,მას ხომ არ უყვარს მოღალატებიი ბობ.
თქვა ცინიკურად და კარიდან უხეშად გამწია
ადრე?გვიან?რა მნიშვნელბა აქვს?
აქ სადამდე დავამწყვდევდი ?
იანი მაინც გაიგებდა..რა მექნა არ ვიცოდი ,გაშეშებული ვიდექი ასე ცოტახანს და ნერვიულობით უკვე თავის ტკივილები მეწყებოდა...მგონი ზედმეტი დავლიე.
-რა ვქნა ახლა?
დავიწყე აქეთ-იქით სიარული რომ გავიაზრე უცბად ყველაფერი !
სიარულითაც რომ დავიღალე იქვე საწოლზე ჩამოვჯექი.
რაც იქნება იქნება!!
იან გელოდები!

იანის პოვ:
ერთ-ერთ გოგოსთან ერთად საჭირო ოთახში ვიყავი და პატარა გართობით ვიყავი დაკავებული ,მაგრამ უეცრად ვიღაცამ ჩემი სახელის ძახილით აიკლო იქაურობა!!
და რომ არ გაჩუმდა ,კაბინის კარი გავაღე .
-რა გაყვირებს!?არ გაჩუმდები??!
ამაზე გოგო ახლოს მოვიდა.
-ყველგან გეძებდი იცი რა მოხდა??იკითხა აღელვებულმა.
-ახლა ბობისთან უნდა იყო!!
ფეხებზე რა მოხდა!
ვუპასუხე უკვე უხეშად.
-ვერ ვიქნები!!იმიტომ რომ ეგ შენი ბობი ქალიაა!!
წამოიძახა გოგომ ,მე კი ამაზე მხოლოდ გამეცინა..რა სისულელეს იძახის?
-რეებს ბოდავ ძუკნა ?
მისკენ სახიფათოდ ახლოს მივედი,რაზეც შიში შევატყე .
-სიმართლეს გეუბნები იან,თუ გინდა შეამოწმე !!!
ხმის კანკალით მითხრა,მე კი უკვე ცოტა დავეჭვდი ...ცოტახანი ასე გაშეშებული ვიდექი და ვფიქრობდი რა მექნა .
ბოლოს კი გადავწყვიტე გოგოს დაჟინებული თხოვნით მართლაც შემემოწმებინა და თავისთავად ბობი კაცი აღმოჩნდებოდა თუ არა ამ ძუკნასაც დავსჯიდი!
მთელი გზა სანამ ოთახამდე მივედი ეს ყველაფერი სასაცილოდ მიმაჩნდა,მანამ კარი არ შევაღე!
შემდეგ კი ბობიც დავინახე შეშინებული გამომეტყველებით ლოგინზე იჯდა .
მე მას უბრალოდ ზემოდან გადავხედე და დავინახე აქ რაღაც არ იყო ნორმალურად .
-იან.
წამოდგა ფეხზე
ისე რომ ხელი არ გაუშვია მკერდზე შემოხვეული საბნისთვის...ამ წამს უკვე რაღაც ეჭვები გამიმართლდა და შევშინდი.
-რას მალავ მანდ?
ვიკითხე და ნელ-ნელა წავედი მისკენ,ამაზე უფრო მეტად შეეტყო ბობის შიში..მე კი დაეჭვება.
-გეკითხები რას მალავთქო?
გავიმეორე მკაცრად კითხვა და საბანი ხელით მოვქაჩე ,მაგრამ ბობიმ არაფრის დიდებით არ გაუშვა ხელი!
ის რაღაცას მალავს...მკერდს???
არა..არ მჯერა რომ ეს სიმართლეა!
-სიმართლეა რაც გოგომ მითხრა ?!
ვიკითხე თვალი რომ გავუსწორე,ის კი ხმას არ იღებდა ,ამან ძაალიან გამაბრაზა !
გამაბრაზა არა ,გამაცოფა ,გადამრია!
-კარგი თუ არ მეუბნები ჩემით შევამოწმებ!
ვთქვი მე საბოოლოდ და ხელი ვკარი ,ისე რომ საწოლზე დაეცა.
-იან რას აკეთებ!??
გავიგე მისი აკანკალებული და შეშინებული ხმა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და პირდაპირ შარვალზე ვეცი .
ქამარი 2 წამში გავხსენი,
ბობი მეწინააღმდეგებოდა ,მაგრამ
მაინც ვერ გამაჩერა !
შარვალი ჩავხადე და იქ ასე ვთქვათ არაფერი დამხვდა...ხო საერთოდ არაფერი!
ახლა კი გასაგები იყო ყველაფერი.
ის ქალია!!ამდენხანს მატყუებდა!
ეგეც და დარწმუნებული ვარ დანარჩენებიც!
ისე გავცოფდი მეგონა ყველაფერს დავლეწავდი!!
ამდენხანს სულელივით მატყუებდა ?
-იან ..გთხოვ..აგიხსნი!
დამიწყო ხვეწნა მან,მაგრამ მისი ვედრება ფეხებზე მეკიდა!
-არანაირი მეორე შანსი!!
ვთქვი მე და ხელი მოვკიდე, იქიდან ასე გავათრიე საბანი ზედ ქონდა მოხვეული ,ბრბოშიც ასე გავატარე!
ყველა ჩვენ გვიყურებდა,ის კი უბრალოდ თავის გათავისუფლებას ცდილობდა ჩემგან .
-გაეთრიეე და თვალით აღარ დამენახო!!
დავუყვირე მას და პირდაპირ კარიდან გავაგდე,ის კი ძირს მიწაზე დაეცა და აცრემლილი თვალებით ამომხედა.
-არ მოგკლავ ...მხოლოდ იმიტომ რომ გადამარჩინე!!
მივაყოლე თან და ისევ კლუბში შევედი.
იქ მალევე ბიჭებსაც შევეჩეხე ,გაუგნებულები მიყურებდნენ და კარისკენ გაურბოდათ თვალი.
-სადა ქეითი!?
გაბედა და ბოლოს ჯიმმა ამოიღო ხმა..რა თქმა უნდა!
-რომ მატყუებდი არ კმარა და ახლა უკვე ქეთუსიას დაცვასაც აპირებ!!?ურჩხული იანისგან ჯიმმა უნდა გადარჩინოს ხო ყველა!!??
დავუწყე ჯიმს ყვირილი,რადგან მასზეც არანაკლებ ვიყავი გაბრაზებული ან იქნებ უფრო ნაწყენი?
-შენ არაფერი არ გესმის.
მითხრა ჯიმმა სერიოზული სახით და გვერდით თითქოს არაფერი ისე გამიარა.
-მიდით !! თქვენც გაყევით !!
რას ელოდებით?!!
მივუბრუნდი ბიჭებს,რომლებსაც ასევე მზერა გასასვლელისკენ გაურბოდათ.
-იან უნდა დაწყნარდე.
მითხრა ლეონმა სერიოზული სახით.
-მე წყნარად ვარ,ეს თქვენ დაიწყნარეთ ტრაკები და აქ ჩემს ზურგს უკან საპნისოპერებს ნუ ხლართავთ !!
წამოვიყვირე ისევ მე და მერე პირდაპირ ბარისკენ წავედი.
მათი სახების ნახვა აღარ მინდოდა,
მოოღაალატებიი!
და მატყუარები!
აი როგრებს ვერ ვიტან ყველაზე მეტად.

ქეითის პოვ:
ისევ საბან შემოხვეული ვიჯექი მიწაზე და ვტიროდი..ვიცი ამის დრო არაა, ამით რას ვუშველი?
მაგრამ უფრო იმიტომ ვტიროდი რომ ყველას იმედები გავუცრუე ,ჩემი გამომჟღავნებით და ყველაფერი გავაფუჭე!!
-ქეით...კარგად ხარ?!გავიგე უცბად ჯიმის ხმა ,რომელიც ჩემსკენ მორბოდა.
-ჯიმ! ვთქვი მე ტირილით და ჯიმს ჩავეხუტე...ისე მჭირდებოდა ამ წამს ეს!
-დაწყნარდი..მოგვარდება ყველაფერი!მითხრა ჯიმმა და თავისი პიჯაკი შემომაცვა,შიშველ ტანზე.
-ადექი ,ადექი წავიდეთ.
ამაზე მე დაბნეულმა სლუკუნით ვკითხე.
-სად?
-დღეს ისევ ჩვეულებრივად სახლში დაიძინებ,და ხვალ მოგიწევს სახლში დაბრუნდე.
მითხრა დადარდიანებულმა ,რაზეც მხოლოდ თავი დავუქნიე.
-მომენატრებით...ვუთხარი გულახდილად და ტირილს მოვუმატე.
-დამშვიდდი ..ჩვენც ძაალიან მოგვენატრები.
მიპასუხა ღიმილით ჯიმმა და შუბლზე მაკოცა.
მთელი გზა უბრალოდ ხმის ამოუღებლად ფანჯრიდან ვიყურებოდი და ცრემლები ისევ გამდიოდა,ვეღარ ვუწევდი გრძნობებს კონტროლს.
არც კი ვიცოდი გამხარებოდა ამ ყველაფრის დასრულება თუ პირიქით!?
იანი რას მოიმოქმედებდა?

იანის პოვ:
გუშინდელი ამბავი რაც გაირკვა ბევრი დავლიე ,რასაც ქვია გათიშვამდე!
მაგრამ ყველაფრის მიუხედავათ დილით ადრიანად გამეღვიძა.
ჩემი ოთახი ნორმალურზე უფრო ჩაბნელებული იყო ,თავი საშინლად მტკიოდა და გუშინ რაც ვიყვირე მაგის გამო ყელიც მტკიოდა!
გუშინდელი ტანისამოსი ისევ ზედ მეცვა ,ადგომა მინდოდა, მაგრამ რომ ვიცი რა საშინელი ,,ნაბახუსევი,,მქონდა ვერ ვბედავდი თითქოს... ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ფეხზე ნელა წამოვდექი .
მაშინვე ყველაფერმა ტრიალი დაიწყო,ცოტაც და დავეცემოდი,მაგრამ თავი შევიმაგრე და საწოლზე ჩამოვჯექი ,თან გუშინდელზე დავიწყე ისევ ფიქრი და ნელ-ნელა საშინლად იმატა ისევ ჩემში ბრაზმა!
როგორ გაბედა ასე ჩემი გასულელება??
ამ დროის მანძილზე გოგო იყო!!?
ფიქრს ვერ ვწყვეტდი რა მექნა ,გადამეხადა მისთვის სამაგიერო, თუ უბრალოდ თავი დამენებებინა?
მან ორჯერ გადამარჩინა...ამიტომ ვერ მოვკლავდი,მაგრამ პატიებით ტყუილს ვერ ვაპატიებდი.
ამ ფიქრებში დერეფანში რაღაც ხმაურმა მიქცია ჩემი ყურადღება,მე ნელა წამოვდექი და კარი გავაღე..იქ კი ის დამხვდა...ქეითი ,რომელიც ბობი მეგონა,ჩემოდანს მიათრევდა.
-აქ რა ჯანდაბა გინდა ?
ვიკითხე უხეშად.
-მივდივარ უკვე,უბრალოდ ჩემი ნივთები ავიღე.
მიპასუხა უემოციოდ ,ისე რომ ზედაც არ მიყურებდა.
-ცოტა სწრაფად და აქედან მალე წადი..ვუთხარი მე და ისევ ოთახში შევბუნდი .
არ მინდოდა მეტად გავბრაზებულიყავი მასზე ,თორემ ვგრძნობდი რაღაც ძაალიან ცუდს ჩავიდენდი.


ქეითის პოვ:
წამოსვლამდე ყველა ძაალიან თბილად დამემშვიდოდა ჯეიკის და იანის გარდა !
ჯეიკი ცოტა ცივად დამემშვიდობა ,ეტყობოდა ნაწყენი იყო და იანი საერთოდ არა !
რა თქმა უნდა.
მათ რომ ვემშვიდობებოდი მივხვდი როგორ მივეჩვიე და როგორ მომენატრებოდნენ,მაგრამ უნდა წავულიყავი და დამევიწყებინა საერთოდ მათი არსებობა.
ტაქსში ფანჯრიდან ვაკვირდებოდი ყველაფერს და ნელ-ნელა უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემში სევდა,არ მინდოდა ყველაფერი ასე დამთავრებულიყო ,ნამდვილად არ მინდოდა ...მაგრამ სრულიად საპირისპიროდ შემოტრიალდა ყველაფერი.
სახლთან რომ მივედი პირდაპირ შევაღე კარი ...ვიცოდი დედა და მამა არ მელოდებოდნენ და ძაალიან გაუხარდებოდათ,ნუ ასეც მოხდა.
დედამ და მამამ რომ დამინახეს ძაალიან გაუხარდათ და საათობით მეხუტებოდნენ.
მათან რომ მოვრჩი საუბარს ასე თუ დავარქმევთ,რადგან არც მაგის ხასიათზე ვიყავი,ავედი და წამოვწექი .
უბრალოდ ჭერს მივაშტერდი ,ამდენი რაღაცის შემდეგ რაც მოხდა ძნელი იქნებოდა ჩემთვის ნორმალური ცხოვრების გაგრძელება .

2 წლის შემდეგ:
აი უკვე 2 წელი გავიდა იმ ამბის შემდეგ ,მე ჩვეულებრივად ისევ ჩემი ცხოვრების რიტმს მივყევი ისევ.
სამსახური დავიწყე ,ამაში  კი ბრუნო დამეხმარა და ჩემი გამოცდილებაც ,რომელიც როგორც ბობიმ მაშინ შევიძინე .
ახლა პოლიციელი ვარ და პატარ პატარა საქმებს მივუძღვები,ჯერ დიდი საქმეები ჩემთვის ადრეა,მაგრამ მაინც მოდის ჩემამდე ამბები როგორიცა: "მასფიური"
დაჯგუფებების ცუდი ქმედებები.
ამით კი ვხვდები რომ მათან ისევ იგივე სიტუაცია,რაც იყო..იმედია ყველა კარგადაა.
ბრუნო ახლა უფრო ხშირადა ჩემს გვერდით,სიმართლე გითხრათ აღარ ვწუხდები, შევეჩვიე ფაქტობრივაფ 24 საათი რომ მასთან ვატარებ დროს..ბრუნო კარგი ადამიანია ,პატარა გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით ,მაგრამ ვინ არის უნაკლო??
დილით როგორც ყოველთვის ბრუნოს ზარმა გამაღვიძა, მე თავი ნელა წამოვყავი და მივხვდი რომ  ქათმის ბუდეს მიგავდა თავი და ტელეფონი ზუზუნით ავიღე .
-------------------------
ქეითი:გისმენ ბრუნო.
ბრუნო:ქეით!! ადექი ,სამსახურში არ უნდა წახვიდე ??
5 წუთში მოგაკითხავ და მზად დამხვდი!
ქეითი:ბრუნო ხომ გითხარი არ მჭირდება პირადი მძღოლი ,ჩემით ვივლი !
ბრუნო:არა ,მე მინდა გატაროო!!
ახლა კი  ადექი!
---------------------
-რა ჯიუტია ეს ბიჭი!
ჩავიბურტყუნე მე და ნელა წამოვდექი ფეხზე,და შხაპის მისაღებად შევედი.
ილოდოს ბრუნომ..ასე ძაან ხო უნდა ჩემი მძღოლობა?!!
სააბაზანოდან რომ გამოვედი დედას დამსახურებით ჩემი ფორმა დაუთოებული და გამზადებული დამხვდა,მეც  სასწრაფოთ ჩავიცვი და გარეთ გავედი ,იქ კი უკვე გაღიმებული ბრუნო მელოდებოდა .
-დილა მშვიდობის!!დაგვიანე!
თქვა ღიმილით და პატარა ყუთი მომაწოდა.
-დილა მშვიდობის..ქალებმა დაგვიანება ვიცით .
ვუთხარი სიცილით და თვალი ჩავუკარი,შემდეგ კი ყუთს დავხედე.
-ეს რა არის?
-დონატებია..ვიცოდი ვერ მოასწრებდი ჭამას!
გამიღიმა ბრუნომ.
-მადლობა!
გავუღიმე მეც და ცოტა შევჭამე ,მართლა მშიოდა!
აი მივედით მალე ჩემს სამსახურთან, მე სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი ბრუნოს ხმა გავიგე.
-ქეით..დღეს არ გინდა საღამოთი სადმე წავიდეთ? ცოტა გავერთობით,რას იტყვი?
მითხრა მორცხვად ბრუნომ ,მე კი გავიფიქრე...რატომაც არა ?
მე ბრუნოს დღეს საღამოსთვის შევუთანხმდი ,შემდეგ კი სასწრაფოთ შენობაში შევარდი.
-სად ხარ ქეით?!!ვიღაც გარყვნილი ბიჭის საქმე ჩამაბარეს იცი!!?
გავიგე შესვლის თანავე ჩემი კოლეგას ნადიას ხმა,რომელსაც აქ მართლა ძაალიან მაგრად დავუმეგობრდი .
-ვინ გარყვნილი?!
შევხედე სიცილით და თან ჩემს ადგილას დავჯექი .
-რავი აუპატიურებსო გოგოებსო!
ჩამჩურჩულა ნადიამ გაფართოვებული თვალებით.
-მიდი იქნებ სადმე გადაგეყაროს, გეშველოს!
ვუთხარი მე ხუმრობით და  სიცილით,შედეგად კი  თავშიც მომხვდა მისი ხელი.
-არანორმალური ხარ!!
მითხრა და გვერძე მაგიდასთან დაჯდა.
-ღმერთოო რამდენი საქმეაა ერთად ,ამეხადა თავი!!
გავიგე ნადიას  წუწუნი,რაზეც დავეთანხმე და თან ავყევი.
-მე მკითხე?!
ვიკითხე მე და ფურცლებზე მკვდარივით დავაგდე თავი.
მთელი დღე სამსახურში უაზრო საქმებს განვიხილავდი!!
უაზროზე უაზროს!!
რატომ უნდა დარეკო პოლიციაში მხოლოდ იმიტომ რომ მეზობლის ძაღლმა გიკბინა !!?
მე ვერ ვხვდები უბრალოდ,ამაზე სერიოზული არაფერიაა!?
ვბრაზობდი და ვაგრძელებდი ფურცლებში ჩაფლობილი საქმეს,უეცრად ისევ რომ გაისმა ზარი. -გისმენთ.

-ქეით გამოძახებაა...მისამართს გიგზავნი და მალე გამოცხადდი ადგილზე!
გავიგე ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელის ხმა და მისამართის გამოგზავნას დაველოდე...ცოტანახანში კი მოვიდა მისამართიც  !
მე ნელა დავხედე მისამართს
და სრულიად მოულოდნელად აღნოვაჩინე რომ ეს  ჩემი სახლის მისამართი იყო!!
ძაალიან შემეშინდა და გიჟივით წამოვხტი !
ისე გავრბოდი 10 კაცს მაინც შევეჯახე!
-ქეით!  მოიცაა!!
გავიგე ნადიას ხმაც უკნიდან,და ცოტახანში მანქანის კარი რომ მოვგლიჯე კინაღამ და ჩავჯექი, ნადიაც გვერდით დავინახე.
მე სასწრაფოთ დავქოქე მანქანა
და ისეთი სიჩქარით წავედი ,მგონი დამაჯარიმებდნენ ათასჯერ,პოლიცილი რომ არ ვყოფილიყავი!
-ჰე ,ჰეეე !! ქეით შეანელე !
დაწყნარდი!!რა ხდება??
მესმოდა ხმა ,მაგრამ ხმას არ ვიღებდი და გიჟივით მივაქროლებდი ისევ მანქანას .
დაახლოვებით 5 წუთში მართლაც ჩემს სახლთან გავჩნდი.
სახლთან ხალხი იყო მოგროვებული და სასწრაფოს მანქანა იდგა,უკვე ცუდზე ცუდის ფიქრში ცრემლებს ვერ ვიკავებდი!
გიჟივით გადავედი და ხალხი გავწიე რომ მენახა ვინ იყო იქ
და აი დავინახე...მამაჩემი სულ დასისხლიანებული ექიმებს მიყავდათ უკვე ,დედა კი იქვე იდგა და ცრემლები ღაპა ღუპით სცვიოდა.
-მამააა!! წამოვიყვირე მე და ტირილით მივარდი მამაჩემს...რა მოუვიდაა??!
-ქეით!!გავიგე დედას ნამტირალები ხმა ,რომელმაც ძალით გამომიყვანა და ძლიერად ჩამეხუტა .
-დამშვიდი ჩემო გოგო ,ჩუ ჩუ....ყველაფერი კარგად იქნება,რწმენა არ დაკარგო!
მამშვიდებდა დედა და თვითონც ტიროდა.

ამის შემდეგ უბრალოდ საავადმყოფოს მოსაცდელში ვიჯექით ჩუმად და ველოდებოდით ექიმების პასუხს ცგადარჩებოდა თუ არა ოპერაცისს შემდეგ მამა.
ხმა არ ამომიღია ,იმის მიუხედავად რომ მაინტერესებდა რა მოხდა.
დაახლოვებით 4 საათი ველოდეთ,ბოლოს ექიმი რომ გამოვიდა,ექიმს არც ისეთი კარგი სახე ჰქონდა.
-რა ხდებაა?!!როგორაა მამაჩემი?!!
გადარჩინეთ!!?
მივარდი მე ექიმს .
-კი გადავარჩინეთ.
მითხრა ექიმმა ,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასეთი სევდიანი სახით ...მან  კი მალევე მიაყოლა .
-მაგრამ...კომაში ჩავარდა.
მე ამის გაგებზე გაღიმებული სახე მომეღუშა და ტირილით ისევ დედას ჩავეხუტე!
ვიცოდი რომ გადარჩა და ეს კარგია ,მაგრამ კომაში თუ იქნება დიდი შანსია ვეღარ გაიღვიძოს!

დედას დაჟინებული თხოვნით
მე სახლში წამოვედი ,რადგან სხვა გზა არ მქონდა, სამსახურში უნდა მევლო და თან უკვე ძაალიან გვიანი იყო.
როგორც ყოველთვის ბრუნო დამხვდა და სახლამდე წამიყვანა,მთელი გზა ჩუმად ვიყავი ,მაგრამ ბოლოს დიდი ფიქრის შემდეგ ბრუნოს ვკითხე.
-ბრუნო..იცი რა მოხდა?ან ეს ვინ ჩაიდინა?
ამაზე ბრუნომ  დაძაბული სახით შემომხეხა.
-საკუთარ სახლთან ყველას შეუმჩნევლად რამის სასიკვდილოთ დაჭრეს...ვვარაუდობ რომ ეს მააფის ამბავია.
თქვა და ისევ გზას მიაჩერდა .
მააფია???ნუთუ ეს იანმა ჩაიდინა ეს!
ის მამას მოკვლას აპირებდა!
და შეასრულა კიდეც!
ფაქტობრივად მომიკლა მამა!
იან ეს როგორ გააკეთე!?
მეგონა გული პატარათი მაინც გქონდა შერჩენილი ,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი!!!
მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი
და ფიქრები არ მასვენებდა,
ფაქტობრივად მხოლოდ 1 საათი მეძინა ,ამიტომ დილით ცოტა ადგომა გამიჭირდა..მაგრამ მამას ამბავი რომ გამახსენდა ენერგია მომემატა.
ის თავისას მიიღებს!!
იან მილერ არ შეგარჩენ ამას.
სამაგიერის გადაგიხდი.

სამსახურში როგორც კი მივედი ნადიამ მითხრა რომ ოთახში ყველად შეკრება იყო და იქ უნდა გამოვცხადებულიყავით.
მეც რა თქმა უნდა პირდაპირ შეკრების ოთახისკენ გავემართე!
ყველანი ვიჯექით და უფროს ველოდით და აი გამოჩნდა ძლივს უფროსიც ,ყველას მოგვესალმა, შემდეგ კი საქმის განხილვა დაიწყო,მამაჩემის საქმის.
-როგორც იცით გუშინ დაახლვებით 5 საათზე ,შუა ქუჩაში იყო მკვლელობის მცდელობა,კაცი კინაღამ ყველას თვალწინ მოკლეს!
და თქვენ ყველამ მგონი კარგად იცით ვისი ნამოქმედარია ეს ყველაფერი..დაჯგუფება რომელიც ეგრედწოდებულ
,,შავ ხაზზე,,მდებარეობს
და მისი სასტიკი ლიდერი
იან მილერი ... ამას უნდა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო!!
იან მილერი აუცილებლად უნდა დავიჭიროთ,ან მკვდარი ან ცოცხალი!
თქვა კაცმა მკაცრად და ყველას გადმოგვხედა.
-ახლა კი აიწიოს ხელი იმან ვინც ამ საქმეს გაუძღვება!
შემდეგ კი იკითხა კაცმა და ყველას სათითაოდ შემოგვხედა,მაგრამ ყველა ჩუმად იყო და შიშით ხელს ვერავინ სწევდა და აი მეც !
ადამიანი, რომელმაც უშიშრად ხელი ავწიე.
-თქვენ ქეით!!?იკითხა კაცმა გაკვირვებულმა და შემდეგ მიამატა.
-არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება ,ამას თქვენ ვერ მოგანდობთ...ეს თვითმკვლელობის ტოლფასია,ვინმე სხვა?!
იკითხა კაცმა ,მაგრამ 30-მდე კაცმა მგონი სათითაოდ აარიდა  თვალი ,ყველა ისევ ჩუმად იყო,ამაზე კი უკვე  კაცმა იმედგაცრუებულმა ამოიხვნეშა და თქვა .
-ქეით...სხვა რა გზაა....ეს საქმე შენია.
მითხრა და შემდეგ ხელით მანიშნა რომ მასთან მივსულიყავი.
-ყველანი თავისუფლები ხართ!!მუშაობა გაგრძელეთ!
წამოიძახა და შემდეგ მე მომიტრიალდა.
-რატომ გადაწყვიტე ასე უშიშრად ამ საქმის აღება?
მესმის ის მამაშენია ,მაგრამ მაგის გამო რატო რისკავ?
მხოლოდ მრისხანება ვერ დაგეხმარება.
იან მილერი უძლიერესი და ძაალიან სასტიკი ლიდერია..დარწმუნებული ხარ რომ ამას თავს გართმევ?
მკითხა წარბის აწევით.
-დიახ..დარწმუნებული ვარ!
ვუპასუხე მტკიცედ .

მე იან მილერ არ მოგცემ უფლებას მამა მომიკლა!!
თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს ,
გაგანადგურებ!!
შენ არ ხარ ის ვინც მე მეგონე!!
მამა კინაღამ მომიკალი!
უგულო კაცი ხარ და არ იმსახურებ სიცოცხლეს.

ქეითის პოვ:
როდესაც გადავწყვიტე რომ იანის საქმეს   ავიღებდი ,ვიცოდი ადვილი საქმე არ იქნებოდა ეს,მაგრამ მისი უბრალოდ გამოჭერა მაინც ასეთი ძნელი არ მეგონა!
2 კვირაა რაც იანს დავდევ და ერთი წამი ვერ გამოვიჭირე ზუსტ დროს!
ეს ყველაფერი უკვე ჭკუიდან მშლიდა !დარჩეს ერთ ადგილას ცოტახანს ?
არ შეუძლია?
დღე და ღამე მას დავდევ
და ისევ ვერაფერი !
უკვე ყელში ამოსულს ყოველ დილით გაღვიძება აღარ მინდოდა რომ ვიცოდი რომ იანს უნდა გავყოლოდი ისევ უკან!!
-ჰეი!!გაიღვიძეე!!ზარია შენთან!
გავიგე ჩემს სამუშაო მაგიდაზე მძინარემ
ნადიას ხმა.
-ჰაა?!?ვინ არის?
წამოვყავი თავი და ტელეფონი გამოვართვი ნადიას.
-გისმენთ...რომ მითხრეს რომ იანი ერთ-ერთ სასტუმროში შეამჩნიეს, მივხვდი რომ  წასვლის დრო იყო!
ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ ფეხზე წამოდგომა დავიწე .
-ჰეე!!?საით ყავას გიკეთებდი!
გავიგე ნადიას ხმა.
-საქმე მიხმობს!
ვთქვი მე და ქუდი დავიფარე .
მთელი გზა მოწყენილობისაგან ვითომ და არაფერი მუსიკებს ვუსმენდი
და შიგადაში ვყვებოდი,თან ჩემს თავზე მეცინებოდა,რა მამღერებს!!??
აი ძლივს მივედი ადგილზე, სადაც იანი იმყოფებოდა.
შევდგი თუ არა ფეხი სასტუმროში,პირდაპირ
ლიფტში შევვარდი რასაც ქვია!
მეშინოდა თუ ბიჭებიც აქ იყვნენ არ ვენახე,მათვის არაფრის დაშავება არ მინდა,უბრალოდ არ შემიძლია,რაც არ უნდა იყოს,ისინი ჩემმი მეგობრები იყვნენ...ამ ფიქრებში ნელ-ნელა მოთმინებით
ველოდი როგორ ადიოდა მაღალი სართულისკენ ლიფტი და აი გაისმა კიდეც ლიფტის ხმა და კარი გაიღო !
მე კი როგორც ჯაშუში ისე გავედი ლიფტიდან და თან ვითომ დიდ ყვავილებს ვეფარებოდი!
მერე მივხვდი რომ სულელივით ვიქცეოდი და პირდაპირ ნორმალურად გავაგრძელე გზა ...ნელა ერთ ერთი გვერდითა ოთახის  კარი შევაღე იანის ოთახის გვერდით
და პირდაპირ ფანჯარა გამოვხსენი.
ვაღიარებ სახიფათო იყო და მეშინოდა გული არ წამსვლოდა ,მაგრამ გავრისკე და 8 სართულზე ფანჯრიან გადავძვერი იანის ოთახში !
ფანჯარა ღია იყო ჩემს ბედზე ,ამიტომ პირდაპირ იქვე მდგარ საწოლის ქვეშ დავიმალე.
ცოტახანში გავიგე კიდეც იანის ნაბიჯების ხმა ,თან ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა,ზუსტად შესაბამისი მომენტი იყო რომ ჩემი საქმე გამეკეთებინა!
ნელა ამოვიღე სპეციალური იარაღი ,რომელშიც დასაძინებელი სითხით გაჟღენთილი პატარა ისრებით იყო გადატენილი!
თოფი კარგად მოვიმარჯვე,და მოვემზადე,მაგრამ რას ვაკეთებ?
რაღაც მჭირს!?
სასხლეტისთვის ვერ გამომიკვრია თითი!
ვაძალებდი ჩემს თავს ,მაგრამ ვერ ვბედავდი,მისი ხმა რომ მესმოდა თითქოს ჰიპნოზის ქვეშ ვექცეოდი!
იანი როგორც იქნა ლაპარაკს მორჩა და ოთხშიც საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა,სუნთქვის ხმა ისმოდა მხოლოდ,და რატომღაც არვიცი რატომ ამ წამს მოუნდა ჩემს მუცელს ჭყრუალი!
ისე ჭყრუალებდა სიცარიელის გამო,
გეგონებოდა ღრიალებსო!
ვცდილიბდი გამეჩერებინა ,მაგრამ როგორ??
და აი დავინახე როგორ ადგა ფეხზე იანი და ცოტახანში კარის ხმაც გავიგე  ,როგორც ჩანს ოთახი დატოვა .
-უჰჰ..გადავრჩი!
ჩავიჩურჩულე მე და გამოვძვერი, კარისკენ მივდიოდი და ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ ასეთი შანსი დავკარგე.
-ქეით..აქეთ!გავიგე უცბად იანის ხმა ,მეგონა თავიდან მომეჩვენა,მაგრამ არა!!
ვაი!!!ადგილზევე გავიყინე ,ნელ-ნელა უკან მივტრიალდი და კედელზე აყუდებული იანი დამხვდა იქ,
დაჟინებით მიყურებდა!
-შენ...დავიბენი მე და ვერ ვიჯერებდი რომ გამომიჭირა ,რა უნდა მექნა?
ამდენი ხნის შემდეგ მისი ნახვა უცნაურ განცდებთან მაკავშირებდა.
-მე მეძებდი როგორც ვიცი,მაგრამ ის ვერ გავარკვიე ჩემგან რა ჯანდაბა გინდა ?
მითხრა იანმა და ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა ,მე  კი უკან  დავიხიე.
-არა ..არ გეძებდი!
თავის დაცვა ვცადე,მაგრამ ამაზე იუნგიმ უკვე გაღიზიანებულმა მიპასუხა.
-სულელო გოგო !
ჩემი ხალხი მახვევია ყველგან ,1 თცეა დამდევ!!
ამის გაგონება იყო და მივხვდი რომ გამომიჭირა!
თავის დაძვრენა ვცადე!
-მეჩქარება, უნდა წავიდე!!
ვთქვი და გიჟივით გგავარდი კარისკენ,მაგრამ შუგამ მალევე ადგილზე გამაჩერა ,ხელი მომიჭირა მაჯაზე და უკან მიმაბრუნა !
-არა ..არსად არ წახვალ!! იქამდე მანამ არ მე გადავწყვეტ ამას!!!!
ამაზე მეც უბრალოდ გავშეშდი ,მგონი სერიოზულად მომკლავს რომ არ მოვუსმინო.
-კიდევ ერთხელ გკითხავ.. რატო დამდევდი!?
მიყვირა უკვე განრისხებულმა, ამაზე კი მაინც იგივეთი მოთმინებით ვუპასუხე.
-არ დაგდევდი.
შევატყე რომ ჩემს იგივე პასუხზე კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა,მაგრამ მწარედ ჩაიცინა და ხელი ჩემი საროჩკის ჯიბისკენ წამოიღო ,იქიდან კი ფურცელი ამოიღო ,სადაც ყველა ის მისამართი, გეგმა და საერთოდ ყველანაირი ინფორმაცია მეწერა ,რაც მის საქმეს ეხებოდა.
მე გაშეშებული ვუყურებდი ,რამდენჯერმე
ვცადე გამორთმევა, ხელი წავიღე ფურცლისკენ ,მაგრამ იანმა ხელით იქით წაიღო.
-ნწ ნწ აპ აპ აპ!
დამიქნია ხელი .
ნელა ცხრად გადაკეცილი ფურცელი გაშალა და ყველაფერს თვალი გადავლო ,შემდეგ კი ჩემსდა გასაკვირად სიცილი დაიწყო .
-მაგარი გეგმაა!
მითხრა თან და სიცილი გაგრძელა.
-შენით მოიფიქრე თუ ვინმე დაგეხმარა?
იკითხა კიდევ ერთხელ სიცილით,მაგრამ ცოტახანში სიცილს რომ მორჩა ისევ სერიოზული სახით მომიბრუნდა .
-ესეგი პატარა  პოლიციელ გოგოს ცუდი ბიჭის დაჭერა დააბარეს?
და პატარა გოგომ ის ნუთუ  არ იცის რომ დიდ ცუდ ბიჭს ვერ მოერევა?
თქვა და უკვე სახიფათო გამოხედვით ხელი უხეშად მომკიდა მკლავზე .
-წამოდი ერთი, შენთან ლაპარაკი მომინდა!!ბევრი რაღაც უნდა განვიხილოთ!!
თქვა და ოთახიდან გამათრია, მეც რა უნდა მექნა ?
ჩემი უაზრო ჩავარდნით შერცხვენილი და შეშინებული პატარა ბავშვივით უკან მივდევდი.
იანმა სასტუმროს კაფეში მიმიყვანა და იქვე სკამზე უხეშად დამსვა ,შემდეგ თვითონაც დაჯდა და სკამს მიეყრდო ზურგით,თვალები კი მე მომაპყრო.
-გისმენ.

-რა..?
მოვისულელე თავი,ამაზე იანი უკვე  გაბრაზდა!
-მეტ დრო აღარ დავკარგავ!!
იცოდე ცუდად მოგექცევი!
თქვი ახლა რას აპირებდი.
ამაზე მე ნერწყვი ღრმად ჩავყლაპე და პირდაპირ მივახალე...რატომ დავმალო?
ის დამნაშავეა!
-შენს მოკვლას ვაპირებდი!!
ამაზე იანმა
დაბნეული სახით შემომხედა.
-რა გინდოდა?
ვხვდებოდი თან როგორ ეცინებოდა უკვე და აი გადაიხარხარა კიდევაც!
-რა? რატომ იცინი?
მხოლოდ ერთი და იგივეს ვიმეორებდი გაკვირვებული,მალე კი სიცილით გული რომ იჯერა მკაცრად გამომხედა თავისი ბასრი თვალებით.
-და რატომ??
ამაზე მე უკვე გავბრაზდი, რომ გამახსენდა ყველაფერი !
-შენ  მამაჩემის მოკვლა სცადე !!! რატომ?
მეგონა ამას არ იკადრებდი,მე ორჯერ გადაგარჩინე,ეს რატომ გააკეთე?!
მამა ახლა კომაშია იცი?
ველოდი რომ ამ კითხვებზე პასუხებს დამიბრუნდებდა,მაგრამ ამის მაგიერ შუგა ფეხზე გაბრაზებული  წამოდგა.
-რაა???!რეებს ბოდავ!!ვინ გითხრა ეგ სისულელე რომ მე გავაკეთე ეგ?!
მითხრა რამის ყვირილით,ასე რატომ გაბრაზდა?
-პოლიციელი ვარ და როგორც პოლიციელებმა ჩემმა კოლეგებმა ასე გაარკვიეს..ამას სხვა ვინ გააკეთებდა,თუ არა შენ!
ამაზე იანი ისევ ღიმილით დაჯდა ,ცინიკური ღიმილით ოღონთ.
-და მაგ შენს კოლეგებს იმდენი გამოცდილება მაინც თუ აქვთ ამ საქმეში რომ ის მაინც იცოდნენ ჩემს შესახებ !
 მე იან მილერი ,თუ რამეს გადავწყვეტ ვასრულებ კიდეც!
მამაშენი ახლა კომაში კი არ იქნებოდა ,მკვდარი იქნებოდა  ეს რომ მე გამეკეთებინა!!
მითხრა უკვე ყვირილით გაბრაზებულმა იანმა ,ამაზე მე დავფიქრდი და მისი ხმიდან გამომდინარე და ლოგიკურათაც მივხვდი რომ ის მართალი იყო.
თუ რამე გააკეთა არ დამალავდა,ეს არაფერში არ სჭირდება მას..ანუ მას არ მოუკლავს?
ამის გაცნობიერება იყო და  სირცხვილით თავი ჩავხარე ..რა სულელი ვიყავი!!
ცოტახანი ამის გამო ჩუმად ვიყავი, ისევ იუნგიმ რომ დაარღვია სიჩუმე.
-უტვინოს რომ გეძახდი, არ მეგონა ასე ახლოსაც თუ მიტანდი გულთან და მართლა უტვინო გახდებოდი.
თქვა და ფეხზე იმედგაცრუებული სახით წამოდგომა დაიწყო .
-იან ...ბოდიშს გიხდი.
ვთქვი მე ჩუმად თავ ჩახრილმა,ამაზე ის  ახლოს მოიწია ..ზედმეტად ახლოს!
-რამე მითხარი?!რაღაც ვერ გავიგე.
ამაზე მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ,ამჯერად უფრო ხმამაღლა.
-ბოდიშს გიხდი.
ამაზე იანმა ღიმილით მიპასუხა.
-კაცი რომ არ აღმოჩნდი, ჯერ იმის პატიების პროცესში ვარ და შემდეგ  ამასაც გაპატიებ,რა თქმა უნდა..ცოტახანი მაცადე!
მივხვდი მის ცინიკურ სიტყვებს
და ანერვიულებულმა ვუპასუხე.
-ხოო!!ვიცი დამნაშავე ვარ!ვწუხვარ...არ უნდა მეფიქრა შენზე ასე..მეტი რაღა ვქნა?
ამაზე მან გაიცინა.
-არა რა ..მაფიოზობა რომ არ გამოგივა ,პოლიციელობაც რომ არ გამოგივა ვერ უნდა მიხვდე!?
შენზე მეცინება.
თქვა და წკლიპუურტი გამარტყა თავში.
-აუუუუ!!მეტკინა.
ამაზე უბრალოდ  გაიცინა ,შემდეგ კი დაჯდომას აპირებდა ეს ღიმილი რომ გაქრა მისი სახიდან!
რაღაცას მთელი ინტერესით აკვირდებოდა უკან  და რას ვერ ვხვდებოდი .
-რა ხდება ?
ვიკითხე დაბნეულმა,რაზეც იანი ახლოს მოიწია და ჩამჩურჩულა.
-გითვალთვალებენ.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

კარგი ოქნებოფა "ჰარი,ჯიმი" და ასეთ სახელებს რო არ იყენებდე

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი მარი
კარგი ოქნებოფა "ჰარი,ჯიმი" და ასეთ სახელებს რო არ იყენებდე

რა მხრივ? ^^
ჩემი აზრით სახელებს მნიშვნელობა არ აქვს,თუ მონათხრობი მორმალურია ❤️

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგი ისტორიაა რაც შეიძლება სახელებს გთხოვ არ შეცვალო უკვე მომაბეზრებელია Bts - ის წევრების სახელები რომ გვხდება ყველგან

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან კარგი ისტორიაა რაც შეიძლება სახელებს გთხოვ არ შეცვალო უკვე მომაბეზრებელია Bts - ის წევრების სახელები რომ გვხდება ყველგან

კი და აქ იმიტომ დავდე ამ სახელებით ,რომ სხვა ინტერესის ხალხმაც წაიკითხოს ხო იცი ^^ ❤️❤️
ძაალიან მიხარია რომ მოგწონს❤️❤️

 


№5 სტუმარი mari

saxelebi ar sechavalo ianis saxelis magivrad ramdenjerme suga shemxvda da rogorc aris ise datove atana armakvs am roca saxels ucvilian ise dzalian kargi istoriaa da velodebi shemdegs

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

mari
saxelebi ar sechavalo ianis saxelis magivrad ramdenjerme suga shemxvda da rogorc aris ise datove atana armakvs am roca saxels ucvilian ise dzalian kargi istoriaa da velodebi shemdegs

მაპატიე,მაგრამ ძაალიან დიდი თავებია და ალბათ ზოგან მრჩება,მაგრამ სამწუხაროდ არ მინდა იგივე სახელებით დავდო..ყველამ მინდა წაიკითხოს და ასეთ შენთხვევაში არ უყვარს ყველას კეიპოპი და ბითიესი,ამიტომ გადავწყვიტე სახელების შეცვლა.
იმედია ხვდები რას ვიძახი❤️
დიდი მადლობა,მიხარია რომ მოგწონს❤️

 


№7  offline წევრი 《Sunshine》

აუ მალე დადე რა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent