შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ


18-02-2019, 23:39
ავტორი Hellarosse
ნანახია 2 111

და ყველაფერი ისევ მთავრდება,
ტკივილი ისევ მიხსნის იარებს.
აუტანელი გულის ხმაური
და სუნთქვა მეკვრის...

სრული სიბნელე საბნად მეხვევა
და უკვე შიშის გრძნობაც დავკარგე,
მთვარის შუქიც კი ვეღარ შეაღწევს
და სუნთქვა მეკვრის...

ნუთუ არაფერს არ ნიშნავს შენთვის?
და ვეღარ ხედავ ტკივილს კარს მიღმა?
შენი ხმა ექოდ მესობა გულში
და სუნთქვა მეკვრის...

ნუთუ გგონია კიდევ გენდობი?
კიდევ გავივლი ცეცხლსა და წყალში?
უკვე დამკარგე და სწორედ მაშინ,
როცა ყველაფერს შენთვის დავთმობდი!

სულ ერთი სიტყვა, სულ ერთი სუნთქვა,
დამანახვებდა მე საყრდენ წერტილს,
ახლა კი უკვე დააგვიანე,
ახლა კი უკვე გემშვიდობები!

და თუმცა ისევ სიბნელეში ვარ,
და თუმცა ისევ ტკივილი მიტევს,
და ისევ მესმის გულის ხმაური,
და სუნთქვაც ისევ ისევე მეკვრის...



№1 სტუმარი მიშიკო

ძალიან ლამაზი ლექსი არის

 


№2  offline წევრი Hellarosse

მადლობაააა ❤️
მიშიკო
ძალიან ლამაზი ლექსი არის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent