შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს 6,7 თავები


2-09-2020, 13:13
ავტორი spangebob
ნანახია 847

თავი 6
ჩვენთვის ალბათ ბევრჯერ უკითხავთ რას ინატრებდი ერთი სურვილის ასრულება რომ შეგეძლოსო. ზოგი ამბობს მილიონსო, ხუმრობით, თუმცა ამით იმ სიცარიელის დაფარვას ცდილობენ რომელიც ღრღნით, სხვებიც კიდევ გაიცინებენ, ზოგიც იფიქრებს ფულის ხამიაო და გადავლენ სხვა თემაზე. ალბათ ყველა ჩვენგანს ეშინია გრძნობების გამოხატვის და ამაზე მეტად ხალხის აზრი აბრკოლებს, რომ თქვან ის რასაც განიცდიან. „რას იფიქრებენ ჩემზე?“ ალბათ ყველას ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა, რომ აკეთონ ის რაც სურს, ან თქვან ის რასაც რეალურად ფიქრობენ. ამით კი ჩვენ ვითარდებით და ვიცვლებით(ალბათ უკეთესობისკენ) და მაინც ადამიანზე ბევრად მეტის გაგება შეგიძლია იმით თუ რას ამბობს სხვებზე, ვიდრე რას ამბობენ მასზე სხვები.
ყველანი კომპიუტერის ეკრანს მივშტერებივართ და ვცდილობთ რაიმეს გარკვევას.
-ამ ვიდეოებით ვერაფერს გავიგებთ- ამბობს ალექსანდრე.
ოთახის სიწყნარეს ფეხსაცმლის კაკუნის ხმა არღვევს და ყველანი „შანელისკენ“ ვიხედებით. როგორც ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულია, შავიფეხსაცმელებით და ცისფერი პიჯაკით თავდაჯერებულად მოდიოდა.
-სიახლეებს გამაცანით, გავიგე რაღაც მნიშვნელოვანი გიპოვნიათ.
-დიახ რაღაც ვიდეოებს მივაგენით- მივაგენით ადვილი სათქმელია როდესაც მახსენდება რა გადავიტანე ამ ვიდეოების მოსაპოვებლად- თუმცა არცერთში არ ჩანს გოგონების სახეები.- კომპიუტერს მიუჯდა და ყველა ვიდეოს გადახედა თავიდან ბოლომდე. ძალაინ არაკონფორტულად ვიგრძენით ყველამ თავი რადგან არ იყო ადვილი ამდენ ხალხში ვიდეოების ყურება. უცბად ადგა და გარეთ გავიდა სწრაფად. ვიფიქრე ცოტახანს და შემდეგ გავედევნე უკან. სადარბაზოში აქეთ-იქეთ დადიოდა სიგარეტით ხელში და ტიროდა. ფრთხილად მივუახლოვდი და იქვე დავდექი.
-წყალი ან რამე ხომ არ გინდათ? შემიძლია მოგიტანოთ, კარგად ხართ?-ვკითხე ჩუმად
-კარგად მე არასდროს ვიქნები-თქვა და გაჩუმდა, წამოსასვლად შემოვბრუნდი როდესაც ლაპარაკი დაიწყო. - ერთ-ერთი ვიდეოში ჩემი შვილი ვიცანი, წარმოდგენაც არ მინდა რა გაუკეთა იმ მონსტრმა. სამი თვეა გარდაიცვალა და ეს ყოველი დღე ამ სამი თვის განმავლობაში ჯოჯოხეთია, აღუწერელი კოშმარი. თავი მოიკლა, მე კიდევ ვერაფერი შევნიშნე, არც კი ვიცოდი ამდენ სტრესს თუ უმკლავდებოდა. დედამ კი ყოველთვის უნდა იცოდეს რას გრძნობს მისი ერთადერთი შვილი, მე კიდევ სამსახურმა ისე მომიცვა არც მახსოვდა რომ მეკითხა რამე ხომ არ სჭირდებოდა. სკოლაში ყველაფერი კარგად იყო, პირიქით სამაგალითო მოსწავლეც.- თავი ხელებში ჩარგო და ხმამაღლა დაიწყო ტირილი. მივუახლოვდი.
-თქვენი ბრალი არაა, თქვენ ხომ ვერც წარმოიდგენდით ასეთი რამ თუ დაემართებოდა. - ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა. ძალიან მეცოდება, ვერც წარმოვიდგენდი რა დღეში იყო ახლა.
-სჯობს წავიდე- თავი დავუქნიე.
ვუყურებდი სანამ ჩავიდა კიბეებზე, შემდეგ სახლში შევბრუნდი სრულიად სასოწარკვეთილი. ყველა მე მიყურებდა.
-იცით...
-კი გვესმოდა, საშინელებაა-ამბობს ალექსანდრე დაბალი ხმით.
ცოტანხნით ოთახში სიჩუმე ისადგურებს და ყველა რაღაცაზე ფიქრობს. საბოლოოდ კი ყველა ჩვენს საქმეს ვუბრუნდებით. ნუთუ ასე არაა ყოველთვის, საშინელი ამბების გაგება გვწყინს და შესაძლოა გულსაც გვწყვეტს, თუმცა ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას თითქოს არაფერი მომხდარა. ხოლო თუ გვახსენდება მომავალში მომხდარი თავს გავაქნევთ და ვიშორებთ არასასიამოვნო მოგონებებს და ალბათ სწორედ ესაა პრობლემა, ცოტაა ისეთი ხალხი ვინც რეალობას არ ეგუება და მაქსიმალურად იბრძვის სამართლიანობისთვის.
-რაღაცას მივაგენი- ყვირის გიორგი. ყველა მისკენ ვიყურებით- ამ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ სასტუმროში მიდის, ჯავშანი ვნახე რომელიც მდივანის კომპიუტერიდან განხორციელდა. საქმიანი შეხვედრა არ ჩანს, თან ორადგილიანი ნომერი შეუკვეთა.
-წავიდეთ?- კითხულობს ანი.
-ამ შაბათ კვირას ჩემი მეგობრის გამოფენაა, მაგრამ ვერ წავალ ალბათ.
-წახვალ-მეუბნება მკაცრად გიორგი- მე და ანი მივხედავთ ამ საქმეს, დაიმსახურე ერთი დღე დასვენება და რომ მოხვალ სანდროს დაეხმარები აქ.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ წახვალ გამოფენაზე, ახლა კი წადი სახლში გვიანია უკვე. მე და ანი მივხედავთ მაგ საქმეს.- გამეცინა ისე მელაპარაკებოდა მაგრამ მასთან კამათის თავი აღარ მქონდა. სახლში ფეხით წავედი, საღამოს ქარი უბერავდა, მაგრამ სასიამოვნო იყო სიწყნარეში სეირნობა. არც კი მახსოვს ბოლოს როდის გავისეირნე, სიარულით დავდივარ, თუმცა ისე თითქოს სადღაც მეჩქარებოდეს.
როგროც იქნა მოვიდა შაბათი საღამო. ზურმუხტისფერი კაბა ჩავიცვი შავ პალტოსა და ფეხსაცმელებთან, ცოტა მაკიაჟიც(ტუში და ფანქარი) გავიკეთე. მეზიზღება დრო, როდესაც გამზადებული წუთებს ითვლი რომ სახლიდან გახვიდე. ძაან ადრე მისვლა არ ვარგა, არც ძაან გვიან. კარგია ხუთი წუთით დაგვიანება როდესაც ხალხი მართლა გელოდება, ეფექტს ახდენ შესვლისას, თუმცა მუზეუმში შენი მისვლის დრო ნაკლებად ადარდებს ვინმეს.
როდესაც მივედი ყველა თავისთვის დადიოდა ღვინის ჭიქით და სურათებს ათვალიერებდა. სურათები ზედმეტად აბსტრაქტული, თუმცა საინტერესო ჩანდა. ყველას ჩამოვუარე ღვინით ხელში, თუმცა ნიკოზი ვერსად დავინახე. შეიძლება ხალხში არ ჩანდა.
-შენც მორგებიხარ აქაურობას-მესმის ნაცნობი ხმა
-მეც? „როცა შენს თავს უმრავლესობის მხარეს აღმოაჩენ, ესეიგი ცვლილების დროა“. ოჰ! „ტოლსტოი“ მოსულა! - გამეცინა, ღმერთო! რელაურად „ტოლსტოი“ დავუძახე.
-„ტოლსტოი?“ მომწონს ჩემი მეტსახელი. როდესაც ადამიანს მეტსახელს არქმევ ესე იგი რაღაცით გამოირჩევა.
-შენ აქ რა გინდა?
-იგივეს კითხვა შემიძლია.
უნდა მეპასუხა, როდესაც დამეტაკა. -ნიკოლოზ! - ვყვირი ბოლო ხმაზე, ამიყვანა და დამატრიალა.
-როგორ მიხარია რომ მოხვედი- მსვავს როგორც იქნა - ახლა უნდა გავიქცე მოვალ მალე - და ისე მიდის პასუხს არც ელოდება. ირაკლი მიახლოვდება ისევ.
-მე უბრალოდ მიყვარს გამოფენებზე სიარული თავისუფალ დროს. - გამიღიმა, მეც გავუღიმე. რა სავარელი იყო. თითქოს ხალხი შემოგვეცალა და მარტო ჩვენ დავრჩით, ღვინო დაიჭირა მანაც და ფოტოს ვუყურებდით. ნახევარ ფოტოზე სიბნელე იყო მეორეზე ნათელი-მგონია სიკეთესა და ბოროტების ასოციაა. „ყველა მთვარეა, ბნელი მხარე გააჩნია, რომელსაც არასდროს არავისთან აჩვენებს.“ რა გგონია მარტო შენ იცი მარკ ტვენი?- ხმამაღლა გამეცინა, ყველამ მე შემომხედა.
მშვიდად და მოთბინებით მიყურებდა და თვითონაც ეცინებოდა მაგრამ აი რაღცნაირად მშვიდად ვგრძნობდი თავს მასთან.
-თქვი რამე რამდენხანს უნდა ვიყოთ ჩუმად-მეტყობოდა რომ დავთვერი ცოტა და მასაც არ გამოპარვია ეგ.
-„სწორი სიტყვა შეიძლება ეფექტური იყოს, თუმცა არცერთი სიტყვა არაა ისეთი ეფექტური, როგორც სწორ დროს აღებული პაუზა.“-თვალები გადავუტრიალე - კარგი კარგი. წავიდეთ სადმე, ვჭამოთ.- მშიოდა მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, მან კიდევ ხელი მომკიდა და წამიყვანა, ვეღარ შევეწინააღმდეგე. -არ დაემშვიდობები?
-გამიგებს-ვთქვი მე და უკან გავყევი, მანქანა ახლოს ეყენა და უნდა ჩავმსხდარიყავით.
-ჟაკეტი დაგრჩა, იმის მერე თან ვატარებ, ვიცოდი რომ კიდევ გნახავდი სადმე.- გამოვართვი და გადავეხვიე მადლობის ნიშნად. ბავშვები აღარ ვიყავით, თუმცა თავისუფლად ვგრძნობდი თავს მასთან და ამავდროულად დაცულად. ისევ მე მოვშორდი და ჩავჯექი მანქანაში, თორემ ასე მთელი ღამე ვიდგებოდით.

თავი 7
ერთ კაფეში შევედით, ეტყობოდა რომ საკმაოდ ძვირიანი იყო. ხალხი ირაკლის უყურებდა, ის ადვილად მოერგო აქაურობას. ალბათ ფიქრობედნენ ეს ვინ მოუყვანიაო. შევიძურწე თავდახრილი და მაგიდასთან დავსხედით. მიყურებდა და ტუჩის კუთხეები აპრეხოდა.
-მოგწონს აქაურობა?-მკითხა ჩუმად
-კი, არაუშავს
-არაუშავს- ჩაიბურტყუნა და გაეღიმა. ორივესთვის შეუკვეთა კერძი, ძაან ლამაზი სალათა იყო და რაღაცა კიდე სტეიკის მაგვარი. პირველად ვხედავდი ასეთ საჭმელებს, თუმცა უგემრიელესი იყო.
ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა ეჭვის თვალით მოყურებდა მაგრამ მზერა ირაკლიზე გადავიტანე და სხვა დანარჩენი, რომელიც ალბათ მეჩვენებოდა, დავივიწყე. „ღრმად ისუნთქე“ შემოვუძახე ჩემ თავს და ჭამა გავაგრძელე. ჭიქა გამივსო სასმელით, რომელიც ვერც შევნიშნე როდის მოიტანეს.
-არაყია? გინდა დამათრო არა?-გადაიხარხარა.
-„შემიწყალეთ, დედოფალო, განა მე მივცემდი საკუთარ თავს უფლებას ქალბატონისთვის არაყი დამესხა? ეს სუბთა სპირტია!“
-დიდად არ მიყვარს დალევა.
-ხალხი იმიტომ არ სვამს რომ არყის გემო მოსწონს, ცხოვრებას რაღაც ხიბლს სძენს.
-„რაც არ უნდა თქვან პესიმისტებმა დედამიწა სრულიად მშვენიერია, მთვარის ნათების ქვეშ კი, უბრალოდ განუმეორებელია.“ დალევის გარეშეც!- ჭამა განვაგრძე.
-ნერვებს მიშლი-მითხრა ჩუმად.
-„აგური ისე უბრალოდ, არსაიდან, არაფრისთვის, არასდროს _ დაეცემა არავის“-გამეცინა ჩუმად მან კი თვალები გადაატრიალა, გამიკვირდა ჩემი თავი ვიცანი.- ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა თუ შენი სიტყვებით მელაპარაკები და არა ბულგაკოვის ციტატებით.
-„ ადამიანი შინაგანი სურპრიზების გარეშე, საკუთარ ყუთში უინტერესოა“
-შემიძლია იგივე გითხრა-
-რომ უინტერესო ვარ? - გულდაწყვეტა შევნიშნე ხმის ტემბრში.
-არა, ნერვებს მიშლი.
-„ არაფერია! 300 წლის მერე ესეც გაივლის“- არაფერი ვუპასუხე და ოდნავ მარჯვნივ გადახარა თავი და მიყურებდა დიდი ლურჯი თვალებით.- ვერასდროს ვხვდები რაზე ფიქრობ.
-ადამიანის ფიქრების მოსმენა რომ საჭირო იყოს გავიგებდით ერთმანეთის აზრებს.
-ანუ ისეთ რამეზე ფიქრობ რომ არ უნდა გავიგო?
-ეგ არ მთქვამს, უბრალოდ შეგეძლო გეკითხა.
-მეტყოდი? - ჩაიცინა.
-არა, მაგრამ შეგეძლო. მგონი წასვლის დროა, დაღამდა.-გადაიხადა და გავედით, რა ადგილიც იყო(სახელს ვერ დავარქმევდი) იქიდან. ცოტა აციებულიყო, თუმცა კარგი იყო, ჩემ გაწითლებულ სახეს, რომელიც გარეთ რომ გამოვედით შემდეგ გამოჩნდა, ამშვიდებდა. ჟაკეტი მომახურა, არც კი ვიცოდი რომ წამომიღო მანქანიდან რომ გადმოვდიოდით. საპასუხოდ გავუღიმე და მადლობა გადავუხადე ვახშმისთვის. ჩემ სახლთან ახლოს ვიყავი, ხუთი წუთის გზა იყო იქამდე.- ფეხით წავალ აქვე ვცხოვრობ- ახლა ვიგრძენი ალკოჰოლით გამოწვეული თაბრუსხვევა და იქვე მდგარ მანქანას დავეყრდენი.
-კი, ნამდვილად- იცინოდა როცა მანქანას ძლივს მომგლიჯა. მანქანაში რასაც ქვია ძალით ჩამსვა და წამიყვანა სახლამდე. შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან და მეც გადმომიტანა. ყველაფერი ტრიალებდა. მანქანა ჩაკეტა.
-არაა საჭირო, წავალ ჩემითაც.- არც მისმენდა ისე მივყავდი, ხელის დახსნა ვცადე მარა არ მიშვებდა. მეც მივყვებოდი ბარბაცით, სხვა რა გზა მქონდა.
-გეთქვა საერთოდ თუ არ გქონდა ალკოჰოლი დალეული და არ დავლევდით. -არაფერი მითქვამს, გაბრაზებული ჩანდა.
როგორც იქნა ლიფტი მოვიდა და ამომყვა მერვემდე და შემიყვანა სახლში.
-დარჩი- ვუთხარი ჩუმად, ყველა ჩემ პრინციპს გადავახტი, ალკოფოლი მალაპარაკებდა.
-არა, არასწორია ჩემი დღეს აქ დარჩენა- მკაცრად მითხრა.
-კარგი- ავდექი და საწოლისკენ წავბარბაცდი, სკამზე პირსახოცი დამრჩენია, არც მაინტერესებდა. წამოვწექი ტანსაცმლით და იმის შემდეგ არ მახსოვს როგორ ჩამეძინა.
დილით გავახილე თვალები და ჭიქით წყალი დამხვდა თავთან, სასწრაფოდ დავლიე ყელი მეწვოდა და ცოტათი მიშველა. ჩემი თავის მადლობელი ვიყავი რომ ასეთი საჩუქარი დამახვედრა დილით. პიჟამო მეცვა, თუმცა როდის ჩავიცვი არ მახსოვდა. წამოვდექი და პირსახოცშემოხვეული აბაზანის გზას გავუდექი. უცბად ჩახველების ხმა გავიგე. შეშინებულს პირსახოცი დამივარდა და უცბად ტახტზე მწოლიარე ირაკლი დავინახე. გავაცნობიერე რო ტიტველი ვიდექი და უცბად ავიღე დავარდნილი პირსახოცი და შემოვიხვიე. ყველაზე საშინელი პირველი პაემანი იყო ისტორიაში, თან ადამიანთან რომელიც მართლა ძალიან მომწონს. თუმცა ალბათ ბოლოჯერ ვნახულობდი.
-დარჩი? რატომ?- ვკითხე გაოცებულმა.
-შენ მთხოვე, თან მარტო ვერ დაგტოვებდი ასეთ მდგომარებაში- ვთხოვე? რა ჯანდაბისთვის ვთხოვე? ახლა მეორე შეხვედრის ყველა შანსი გადაიწურა, ჟურნალში წავიკითხე, რომ კაცები ვერ იტანენ სასოწარკვეთილ ქალებს, თავიდან უაზრო ფიქრებს ვფანტავ. რა ვქნა არ ვიცი, საბოლოოდ 15 წუთში ვივლებ და ვიცვამ, ამასობაში ცოტა აზრზე მოვდივარ და ვფიქრობ რა ჯანდაბა ვქნა.
-გშია?- ვეკითხები და სამზარეულოში გავდივარ. პასტის მომზადებას ვიწყებ.
-საუზმეზე პასტა?- მეკითხება ხარხარით.
-დიახ, რამე პრობლემაა?-ვეკითხები ეჭვის თვალით.
-არანაირი, კონფორტული დივანი გაქვს და ლამაზი სახლი. შენ გგავს.
-მე მგავს?
-კი მყუდროა და ლამაზი-უცნაურად ამბობდა კომპლიმენტებს, თუ საერთოდ კომპლიმენტი იყო არც ეგ ვიცოდი, გავუღიმე ოდნავ.
ტელეფონმა დარეკა და ორივე შევხტით, დავხედე და ანი რეკავდა.
-„დღეს ჩამოვალთ, ამიტომ ჯერ არ წახვიდე „ოფისში“ საღამოს გამო და გავარკვიოთ საქმეები. რაღაც ახლები აღმოვაჩინეთ“-გამიხარდა სიახლეები რომ იპოვეს.
-სანდროსაც უთხარი თუ დავურეკო?- ტელეფონში სიცილ-კისკისი ისმოდა, როგორც იქნა მომაქცია ყურადღება.
-არა, ვუთხარით უკვე, საღამოსმდე- დამიკიდა ტელეფონი. უცნაურია, თუმცა ამაზე უცნაური რა უნდა იყოს რაც ჩემ თავს ხდება ახლა. გამეცინა.
როდესაც ვბრუნდები ირაკლი უკან მიდგას და უეცრად მკოცნის, ძაან მორიდებულად და უცნაურად ცოტა. მეც ვპასუხობ მარა მიკვირს. შემდეგ უკან იწევს და შეშდება, თვალებში მიყურებს, ჯერ ერთში მერე მეორეში და ჩემ ემოციის ამოკითხვას ცდილობს.
-არ ვიცი რა მემართება, ბოდიში, უბრალოდ ასე არასდროს მიგრძვნია თავი, ვიცი რომ სწრაფია და რატო ვნერვიულობ არც ის ვიცი- დაბნეული აგრძელებდა სიტყვების სროლას და გასაჩუმებლად ჩავეხუტე.
-არაუშავს.- მისი ამოსუნთქვის ხმა მთელმა შენობამ გაიგო მგონი. ამაზე მეტი აღარ გვისაუბრია, ფასტა მივირით(ჩემი კულინარიული შესაძლებლობები შეაქო კიდევაც) ფილმს ვუყურეთ და საუკეთესო დრო გავატარეთ.
-არსად ხარ წასასვლელი? - მიკვირდა ამდენი დრო ქონდა რომ აქ მჯდარიყო და ასე ეყურებინა ჩემთვის?
-რა თქმა უნდა, მაგრამ მე აქ მინდა ყოფნა.- თავი დავადე მხარზე, მანაც გამიცინა და თმა გამისწორა. მალე დაღამდა და მეც წასასვლელი ვიყავი. ჩვეულებრივად ჯინსები და მაისური ჩავიცვი. ირაკლიმ მანქანით მიმიყვანა და გადასვლის დრო დადგა.
-კარგად, კარგი დრო გავატარე დღეს, საუკეთესოც კი.- თავი გზისკენ შეაბრუნა და ვიცოდი რომ უნდა გადავსულიყავი, მაგრამ რატომღაც გული მწყდებოდა ასეთ ცივ დამშვიდობებაზე. საშინელება იყო, თითქოს ისეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ ისე დამემშვიდობა თითქოს აღარ აპირებდა ჩემ ნახვას. ჩუმად გადავედი და მანქანის კარი დავხურე. კიბეებზე ავედი და იქვე პირველ სართულზე ჩამოვჯექი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, თუმცა რატო არ ვიცი. რა მჭირდა? როგორ შეიძლება ერთ დღეში ადამიანის მოწონება. დებილი ვიყავი, საშინლად დებილი, ჩემი გუშინდელი „დარჩი“ გამახენდა და მისი ცივი პასუხი, „არა, არასწორია ჩემი დღეს აქ დარჩენა“. არასწორი იყო მართლაც მისი აქ დარჩენა.

პ.ს. რას ფიქრობთ ახალ თავებზე?



№1  offline წევრი Tako_elizbarashvili

ძალიან კარგია ასე გააგრძელე ♥️

 


№2  offline წევრი spangebob

Tako_elizbarashvili
ძალიან კარგია ასე გააგრძელე ♥️

მიხარია რომ მოგწონს <3 <3

 


№3 სტუმარი hh

მალე დადებ შემდეგ თავს?<3 ძალიან კარგია!

 


№4  offline წევრი spangebob

hh
მალე დადებ შემდეგ თავს?<3 ძალიან კარგია!

დღეს ავტვირთავ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent