შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 11)


3-09-2020, 23:08
ავტორი vivien
ნანახია 1 145

საწოლზე მოწყვეტით ვეცემი, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვზივარ, სიმწრის სიცილი მსკდება და დიდხანს გაუჩერებლად ვიცინი, შემდეგ კი ოთახის კარებს ვკეტავ და ვიძინებ.
დღეები უაზროდ გადის ერთი მეორეს მიყვება, ბავშვები ხშირად ვერ მოდიან ამის უფლება არ აქვთ. მხოლოდ ორჯერ იყვნენ ისიც ათ-ათი წუთით. სანდროც იყო ერთხელ. ლუკა არ გამოჩენილა. არც ვერონიკა მაწუხებდა, იშვიათად ვხვდებოდი და თუ ვხვდებოდი ისიც უბრალო გამარჯობით ვიფარგლებოდით. ნატალიას ძალიან დავუახლოვდი, მართალი ავღმოჩნდი მართლაც საოცრად ჰგავდა დედაჩემს და უცბად მაყვარებდა თავს. ასე მიილია აქ ყოფნის ორი თვეც. ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, ოთახში ვიყავი, ვიცოდი რომ ნახვის საათები დასრულებული იყო და არავინ შემაწუხებდა, თუმცა მაინც შემოყო ნატამ თავი.
- ჩემო გოგო მნახველი მოგივიდა.
- მნახველი?
ცალ წარბს ზევით ვწევ და ისე ვეკითხები.
- ასე ნუ აკეთებ.
ეცინება და ჩემთან ჯდება.
- ჰო ვიღაც არის, მარტოა დარბაზში, არ ვიცი როგორ, მაგრამ მოახერხა რომ არავინ შეგაწუხებთ.
ფეხზე ვდგები და დარბაზისკენ მივიწევ. ყველაზე ვფიქრობ, თუმცა ბოლოს მაინც ლუკაა ის, ვისაც იქ ველოდები. მართალიც ვარ ის იქ არის. ნამდვილად ჩემს წინ დგას და სწორედ ისე მიღიმის, როგორც პირველად. ჯანდაბა ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მას ცხადად ვხედავ.
- ელიზაბეტ
- ლუკა..
ვჩურჩულებ ხმადაბლა და მისკენ მივიწევ.
- როგორ მომნატრებიხარ.
ძლიერად მეხვევა და ხარბად ისუნთქავს ჩემი თმის სურნელს. შემდეგ წამიერად თვალებში მაშტერდება და მოწყურებულივით ეტანება ჩემს ბაგეებს. მომთხოვნად მკოცნის და თითქოს ამ კოცნაში აქსოვს მონატრებას, გაბრაზებასა და იმედგაცრუებას. დიდხანს ვერ სწყდება ჩემს ტუჩებს. მეც არანაირი სურვილი არ მაქვს მისი შეჩერების. როგორც შემიძლია ვყვები და ხელებს მის თმებში ვხლართავ ის კი უფრო და უფრო მჭიდროდ მიკრავს სხეულზე.
- აქ არ უნდა იყო.
ვამბობ მაშინვე როგორც კი მშორდება. ერთხანს გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ ჯდება და მეც მის გვერდით მსვავს, ჩემს ხელს თავისაში იქცევს და ნაზად მკოცნის.
- სწორედ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.
- ვერ გამიგე, გარეთ ვერ იჯდები და ვერ დამელოდები. არ ვიცით როდის გამოვალ.
საგრძნობლად იძაბება.
- არ ხარ ვალდებული მელოდო. არ ხარ ვალდებული გიჟს ელოდო როდის მოვა გონს. ვერ იქნები მკვლელთან.
სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბავ, ფეხზე დგება და წინ და უკან სიარულს იწყებს.
- რანაირი ქალი ხარ ელიზაბეტ. საკუთარ თავს გიჟად ასაღებ და გინდა მეც გამაგიჟო? ეს ყველაფერი ჩემთვის მეორე ხარისხოვანია.
- შენც იცი რომ მართალი ვარ.
- ფეხებზე ყველას აზრი გესმის?
- უბრალოდ წადი.
- არა, არა ამის თქმის უფლება არ გაქვს.
ეცინება, ხელებს მაგიდაზე აწყობს და თვალებში მაშტერდება.
- აღარ მინდა, რომ ოდესმე დაგინახო. განთავისუფლებ იმ ტკივილისგან, რომლის გავლაც შენ ასე ძალიან გინდა.
- აქ მოსვლას ვერ ამიკრძალავ ლიზა.
- დაცვა
ვყვირი შედარებით ხმამაღლა და ისიც მაშინვე აქ ჩნდება. ლუკას თვალს ვარიდებ.
- მინდა რომ ეს ადამიანი აღარ დავინახო.
დაცვას ხელის აწევით აჩერებს ლუკა.
- შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ ელიზაბეტ.
შუბლზე ნაზად მკოცნის და ისე ტოვებს დარბაზს. ვბრუნდები, რომ მისი წასვლა არ დავინახო არ მინდა ვუყურო როგორ მიდის ჩემივე გაშვებული და როგორ მტოვებს ჩემივე სურვილით. თვალები ცრემლებით მევსება და იქვე მაგიდას ვეყრდნობი რომ არ დავეცე. საშინელებაა იმის გააზრება, რომ რაღაც მორჩა, დამთავრდა. უფრო სწორად კი არ დამთავრდა, მე დავამთავრე და ამით მხოლოდ ჩემი კი არა, ლუკას ცხოვრებაც შევცვალე, იმის მიუხედავად, რომ ის აქამდე მუდამ ჩემს გვერდით იყო. შემეშინდა, რომ იმაზე დიდ შეცდომას ვუშვებდი რისი არიდებაც მინდოდა.
- ცხოვრების სიყვარული?
მესმის ზურგს უკან ხმა. ჩემს უკან ვერონიკა დგას, თუმცა საერთოდ არ აქვს ის ირონიით გაჟღენთილი სახე, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა. იმ მაგიდაზე ჯდება, რომელსაც მე ვეყრდნობი.
- ჰო აქ მოსვლა ავუკრძალე.
ისე ვაღიარებ მის სიყვარულს თავადაც ვერ ვხვდები.
- არასწორი არჩევანია თუ ნამდვილად უყვარხარ დაგელოდება.
- შენ როგორ მოხვდი აქ?
- მამაჩემი მალევე გარდაიცვალა ჯერ კიდევ მოზარდი რომ ვიყავი მაშინ, დედაჩემმა კი საყვარლები გაიჩინა. ერთერთმა მათგანმა ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი გამოჭრა, შემდეგ კი მე დამაბრალა. აქ უკვე სამი წელია ვარ, სწორედ ამიტომ ვიცნობ ამ ადგილს ყველაზე უკეთ და სწორედ ამიტომ მემორჩილება ყველა მე შენს გარდა.
ბოლოს ღიმილით ამბობს. ამბის მოსმენილისგან შოკირებული ხმას ვერ ვიღებ.
- ნაბი^ვარი.
ბოლოს მაინც ვამბობ აღფრთოვანებული.
- იცოდე.პირველი ხარ, ვინც სიმართლე გაიგო. აქ არავინ იცის რა მოხდა მაშინ. ყველას ჰგონია რომ მართლაც მე მოვკალი დედაჩემი ასე ბევრად მარტივია და ესეც რომ არ იყოს ის სი^ი დამემუქრა, რომ თუ სიმართლეს ვიტყვი ძმას მომიკლავს. ჰო ხანდახან უფროსებსაც გვჭირდება გულწრფელი საღამოები.
ეცინება და მეც მიყოლიებს.
- კარგი წავალ დავისვენებ.
- ნიღაბი არ გჭირდება ვერონიკა.
- ასე ბევრად მარტივია აქ ცხოვრება. ჯობია შენი ეშინოდეთ, ვიდრე შენ გეშინოდეს მათი.
მიღიმის და სწრაფად ტოვებს ოთახს. მეც ჩემს ოთახს ვაშურებ, ვივიენის მოტანილ სიგარეტს ხელში ვიღებ და პლედმოხვეული სახურავზე ვიპარები. მთელ ღამეს იქ ვატარებ იმაზე ფიქრში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე ლუკას გაშვებით. ის ნამდვილად არ იმსახურებდა იმ ტკივილს, რომელიც ჩემს გამო უნდა აეტანა. ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული, რომ გრძნობა, რომელიც ტუჩებზე დამიტოვა ბოლო იყო. მისი შეხებაც და გამოხედვაც. ყველაფერი ბოლო იყო, ყველაფერი დასრულდა.
როგორ მათენდება ვერც კი ვხვდები, მხოლოდ გამთენიისას, ექვს საათზე, ვდგები ფეხზე, როდესაც შემოდგომის სიცივე მახსენებს თავს. პლედს უფრო მჭიდროდ ვიხვევ და ქვევით ისევე უჩუმრად ჩავდივარ დასაძინებლად. აქ ყოფნა არ აღმოჩნდა იმდენად რთული როგორიც წარმომედგინა, იყო რაღაც კარგი მათში. მას შემდეგ მე და ვერონიკამ რამდენჯერმე ერთად გავათენეთ საავადმყოფოს სახურავზე. აღმოჩნდა, რომ ეს მისი საყვარელი ადგილი ყოფილა, თუმცა მე მყუდროებას სულაც არ ვურღვევდი. ლუკამ შეასრულა თავისი პირობა და ბოლო ნახვიდან მასზე აღარაფერი მსმენია, რადგან ბავშვებიც ვერ მოდიოდნენ. ექიმების თქმით ცოტაღა მაკლდა გამოსაჯანმრთელებლად და აქედან მელა გავაღწევდი. ჰო ეს ის ყველაზე სასიამოვნო ფაქტია. ერთადერთი დაბრკოლება ისევ ეს გარემო იყო, ეს თეთრი კედლები, რომლებიც მხოლოდ ღებინების შეგრძნებას მიტოვებდნენ. მხოლოდ უსიამოვნო კოშმარები მაწუხებდა. ხშირად ვხედავდი მამაჩემს და ზურას, რომლებიც მემუქრებოდნენ, რა თქმა უნდა, არა მარტო სიტყვიერად, ხანდახან იმდენად რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ ცხადს ვეღარ ვარჩევდი, მაგრამ როგორც ექიმები ამბობდნენ ყველაფერი დროებითი იყო და მეც დიდი მონდომებით ველოდი იმ დროს.
დარბაზში ვზივარ, იმის ამოუხედავად, რომ არავინ არის ჩემთან. ოთახში ყოფნას ისევ ეს მირჩევნია, ვუყურო ხალხს და მათი დაკვირვებით გავერთო. მაინც გიჟის სახელი მაქვს და.
- ვის ელოდები ლამაზო?
უკნიდან ალექსის ხმა მესმის და მეც სწრაფად ვტრიალდები.
- სანდრიკ
ძლიერად ვეხვევი მას.
- ვაიმე მაინც და მაინც გული უნდა ამიჩუყოთ ჰო?
იცინის გიო და ისიც გვეხვევა. შემდეგ გოგონები მეხუტებიან მათი სიცილი და კისკისი ყველანაირ ხმას ჯობია ნუ, თუ ანაბელს არ ჩავთვლით. გაბრიელი ცოტა უხასიათოდ მეჩვენება, თუმცა ჩემთან მაინც არაფერს იმჩნევს. ბოლოს ჯერი დამიანზე ჩერდება.
- ჩვენ არც ისეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა ელ, იმედი მაქვს მაპატიებ და მეგობრობას შევძლებთ.
მასაც უსიტყვოდ ვეხვევი და შემდეგ ყველანი ერთად ვსხდებით მაგიდასთან. მე გიოსა და სანდროს შორის ვზივარ და ეს ორი წამით არ მაძლევს დაფიქრების საშუალებას. ასეთი მხიარული ბოლოს არც კი მახსოვს როდის ვიყავი. მხოლოდ ერთი ადამიანი გვაკლია იდილიისთვის და, რა თქმა უნდა, ეს თეთრი კედლები ზედმეტია.
- ლუკა წავიდა.
ბოლოს ისევ გაბრიელი იწყებს და მეც ხელი ერთ ადგილზე მეყინება. სუნთქვა მიხშირდება და ძლივს ვაბავ ორ სიტყვას ერთმანეთს.
- სად წავიდა?
ფეხის კანკალს ვერაფერს ვუშვები, მინდა, რომ უცბად მიპასუხონ და მეც აქედან გავიქცე. ნერვები ერთ წერტილში ერთიანდებიან და მტკივნეულად მაჭერენ ისედაც ნატკენ ადგილზე.
- გერმანიაში, გაურკვეველი ვადით.
- ახლა არ იკითხო რატომო.
წამში ეცვლება ხასიათი გიოს და უხეშად მეკითხება.
- გეყოფათ, ყველაფერი მისი კეთილდღეობისთვის გააკეთა. თქვენ რა გგონიათ ეს ლიზასთვის მარტივია? საერთოდ არ გესმით.
მიცავს სანდრო და მჭიდროდ მიხუტებს. მეც სახეს მის კისერში ვმალავ და ცრემლებიც არ აყოვნებენ. ალექსი გრძნობს ამას და უფრო მჭიდროდ მეხვევა, რათა სხვებმა არ შეამჩნიონ ეს ცვლილება. არ ვიცი რამდენი ხანი ვსხედვართ ასე სიჩუმეში, თუმცა ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ ისევ ემილი და ვივიენი ასწორებენ სიტუაციას და ჩვენს შორის დაძაბულობას აქრობენ. როგორც იქნა მეც ნელ-ნელა ვმშვიდდები და სანდროს ვშორდები. ამასობაში ნახვის დროც სრულდება. ჩემს წითელ თვალებზე აქცენტს არავინ აკეთებს. ისევ ისე მემშვიდობებიან, როგორც მომესალმნენ და მიდიან. მე კი ერთი სული მაქვს როდის დავრჩები მარტო საკუთარ თავთან. სახურავისკენ მივიწევ, თუმცა იქ ვერონიკა მხვდება ეს დიდად პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ გვერდზე უხმოდ ვუჯდები.
- აიღე სიგარეტის კოლოფს და სასმელს მაწვდის.
- ალკოჰოლი? შენ აღარ ხუმრობ.
მეღიმება და მხოლოდ ახლა მიყურებს.
- ბევრი იტირე არა? გინდა გამოვიცნო? დღეს შენი მეგობრები იყვნენ მოსულები და ლუკაზე ილაპარაკეთ.
- ის წავიდა.
ამ სიტყვებს ყველაფერს ვაყოლებ და სიგარეტს ვუკიდებ.
- შენც ეს არ გინდოდა?
- ვიცი, ვიცი რომ ეს მინდოდა, მაგრამ მისმა წასვლამ მთლიანი ძალა გამომაცალა. ყველაფერი მეტკინა გესმის ? ყველაფერი წამში დამემსხვრა. ის დაყენებული სახეც, ის ძლიერი ნერვებიც. საკუთარ თავს მაკარგინებს მისი არსებობა.
უხმოდ მისმენს და შემდეგ თავადაც იწყებს.
- მეც მიყვარდა ერთხელ, ერთხელ და გამორჩეულად, მაგრამ ვერ მაპატია , ვერ მაპატია ეს აღიარება. მე სხვა გზა არ მქონდა, ის კი ბრბომ შეაშინა. მკვლელის გვერდით ვერ იქნებოდა. ნაწილობრივ გავუგე, თუმცა მაინც ვერ ვპატიობ ასე წასვლას. ერთადერთხელ მოვიდა მითხრა რომ ეს ბოლო იყო და ამის შემდეგ ვეღარასდროს ვნახავდი. ორი თვის წინ კი გავიგე რომ ცოლი მოჰყავს. მალე ქორწილი ექნება.
ხმას ვერ ვიღებ ან რა უნდა ვუთხრა ასეთ სიტუაციაში. მხოლოდ სასმელს ვუწვდი.
- ეს ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.
ვამბობ ხმამაღლა და ერთ ბოთლს ვიყუდებ. საღამოს რამდენიმე ბოთლი უკვე გამოცლილი გვაქვს და ჩვენც სიცილ-ხარხარით ჩავდივართ ქვემოთ არც ისე ჩუმად, თუმცა მაინც შეუმჩნევლად. ისეთი დაღლილი ვარ დილამდე საერთოდ არ მეღვიძება და არც კოშმარები მაწუხებს. დილას რომ ვიღვიძებ, ამას თუ დილა ჰქვია, თავთან საჭმელი და აბი მხვდება რამდენიმე წუთი ვფიქრობ, რომ ერთხელ მაინც გავსინჯო ეს აბი, ერთხელ მაინც. ბოლოს ხელში ვიღებ და უცბად ვათავსებ პირის ღრუში. რამდენიმე წუთის შედეგად უცნაურ სიმსუბუქესა და თავისუფლებას ვგრძნობ. თვავებს ვხუჭავ და ლუკას სახეს ვხედავ მეღიმება.
"- რატო არ გძინავს?
მეკითხება დაძაბული ხმით და მაშტერდება.
- შენთან მირჩევნია.
ტელეფონს ვართმევ და ისიც წამში ახდენს რეაგირებას.
- მომეცი, ელიზაბეტ.
ცდილობს ტელეფონი წარმართვას საბოლოოდ კი მის მკლავებში ვყოფ თავს. კიდევ უფრო გამომწვევად ვუღიმი და მის ტუჩებს ვაცხრები, ისიც ცდულებას ვერ უძლებს და მყვება. წამებში მის კალთაში ვყოფ თავს. თმაში ხელს ვუცურებ და ჩემსკენ ვქაჩავ. ვგრძნობ მის გახშირებულ სუნთქვას, რომელიც, მცდელობის მიუხედავად, თავს ვერაფრით თოკავს. უფრო მოხერხებულად ვთავსდები მის კალთაში და ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ხელებს ჩემს წელზე დაათამაშებს, ჟრუანტელი მივლის. ხელები კაბის შესაკვრელისკენ მიაქვს. შიშველ ზურგზე მის ხელებს ვგრძნობ და უნებურად თვალებს ვხუჭავ. წამიერად მისი ტუჩები მშორდება."
ჯანდაბა, ეს იმდენად რეალურია, რომ ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და ვცდილობ თავი შევიკავო, რაც მეტნაკლებად გამომდის.
"- ელიზაბეტ, აი სად ყოფილხარ.
მესმის ლუკას ხმა და მისკენ ვბრუნდები. ჯობდა არ შევბრუნებულიყავი ის იმდენად ახლოს იყო, რომ...
- კარგად ხარ?
ისიც მოაჯირს ეყრდნობა, მხოლოდ იმ განსხვავებით ჩემგან, რომ მის ხელებს შორის მაქცევს და თვალებში მიყურებს. ძალიან ფრთხილად მიახლოვდება, თითქოს ცდილობს არ შემაშინოს.
- შენი თვალები... ის, ზღვისფერია.
ამბობს სუნთქვაშეკრული.
- ელიზაბეტ საოცარი ქალი ხარ."
ვგრძნობ, რამდენად ვსუსტდები. მოგონებები ერთი მეორეს მიყოლებით ანაცვლებენ ერთმანეთს. მე კი კანკალს ვერ ვიჩერებ, თავის საშინელ ტკივილს ვგრძნობ და საბოლოოდ ვითიშები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent