უარყოფილი (თავი 10)
- ესეც მესამე ნაბიჯი დე, შენი ცივსისხლიანი მკვლელი შვილი ამ ომში გამარჯვებულია. ვამბობ და იქვე ვიკეცები, აზროვნების უნარი დაკარგული მაქვს, ვერაფერს ვხედავ და ვერაფერს ვგრძნობ. არ ვიცი რომელი საათია, არ ვიცი რა ხდება ან რა მოხდება მომავალში, თუმცა ვიცი რომ ამან უკვე აზრი დაკარგა. მე დავასრულე, ამით დავასრულე და ჩემი ვალი მოვიხადე. ჩემს ხელებს სამი ადამიანის სისხლი ამშვენებს, თუმცა გულში თავისუფლების და სიმშვიდის გრძნობას ვერაფერს ვშველი. ალბათ ძალიან დიდი ხანი ვწევარ ასე, აზროვნებას პოლიციელის ხმა მიბრუნებს. - ელიზაბეტ, დაკავებული ხართ. მტკიცედ ამბობს და ხელზე ბორკილებს მადებს. წინააღმდეგობას არ ვუწევ საერთოდ არ ვცემ ხმას, უარაფრო სახით ვუყურებ და მათ ნებას მივყვები. საბოლოოდ კი მანქანაში ვითიშები. გონს ციხის გისოსებს მიღმა მოვდივარ, როგორც კი ბადრაგი ჩემს გამოფხიზლებას ამჩნევს, მაშინვე გარეთ გადის და ვიღაცას ეძახის. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს წინ სანდრო დგას და იმედგაცრუებული სახით მიყურებს. - ყველაფერი კარგად მიდიოდა, რა გააკეთე ელიზაბეტ? - ცუდი გოგო ვარ გამომძიებელო? - საუკეთესო ადვოკატს გიპოვი, დაგიხსნი და შენს უდანაშაულობას დავამტკიცებ. - ხუმრობ არა? ორი ადამიანი მოვკალი, ერთი გავიტაცე და ვაწამე. რომელ უდანაშაულობაზე მელაპარაკები? - მომისმინე იწყებს მკაცრად და გისოსებს მჭიდროდ კიდებს ხელს. - გარეთ გაგიჟებული შენი მეგობრები დგანან, იქ შენი დაა, რომელსაც ვერავინ აწყნარებს. იქ დავითია პოლიციელი, რომელიც შენს დახსნას ცდილობს, გარეთ დეიდაშენი გელოდება და რაც ყველაზე მთავარია იქ ბიჭია, რომელიც გაღმერთებს, დიახ იქ ლუკაა და გელოდება როდის გამოაღწევ აქედან, რომ აუხსნა რა სისულელე გააკეთე. ჯანდაბა, ყველაფერი კანონის დაცვით მიდიოდა მაინც რა გააკეთე. შენ მანდ არ უნდა იჯდე, ეს არ დაგიმსახურებია. არვიცი სად, მაგრამ მანდ მაინც არ უნდა იყო. გაგიყვან, გპირდები აუცილებლად გაგიყვან. დრო იწურება, ისევ მარტო ვრჩები. სასამართლო ერთი თვის შემდეგ ინიშნება. ამ დროის განმავლიბაში სულ მარტო ვარ არავის უშვებენ ადვოკატისა და სანდროს გარდა, რომლებიც ყველა გზას მიმართავენ ჩემს დასახმარებლად. აქ ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო გავხდი. თვალები ჩამიცვივდა ჩემი თეთრი სახე ახლა უკვე ფერმკრთალი გახდა. ასეთი თბვალებჩამქრალი და უსიცოცხლოდ მოსიარულე გვამი გავხდი. უპრობლემო პატიმარი აღმოვჩნდი შენიშვნას არ ვიმსახურებდი, საჭმელად თითქმის არ გავდიოდი და არც ექიმი მჭირდებოდა ხშირად. მხოლოდ ერთხელ წამივიდა გული უჭმელობის გამო. საშინლად მენატრებოდნენ ჩემები, საკუთარ თავთან არ ვაღიარებდი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ლუკა მენატრებოდა, შეჩვეულის გადაჩვევა ყველაზე რთული აღმოჩნდა. მენატრებოდა მასთან ერთად გათენება და დაღამება, ლაპარაკი, ერთად ვახშამი და საერთოდ ყველაფერი, ღმერთო ჩემო როგორ ძლიერ მენატრებოდა, რამდენჯერმე მომელანდა კიდეც, თუმცა ეს ჩემს სისუსტეს მივაწერე. ძირითად დროს წიგნის კითხვაში ვატარებდი, რომელიც სანდრომ მომიტანა გასართობად. რა ირონიული სიტყვაა გართობა ჩემთვის. ერთმა თვემ არც ისე სწრაფად განვლო. სასამართლო პროცესი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. გული საშინლად მტკიოდა, მთელი ღამეები არ მეძინა. აფორიაქებული ვიყავი, ამ დღის დადგომას ყველაფერი მერჩივნა, თუმცა შეუძლებელი იყო თავის არიდება. და აი გათენდა ის დაწყევლილი დღეც, სანდრომ დილიდანვე მომიტანა სუფთა ტანსაცმელი, თეთრი უბრალო და ლამაზი კაბა იყო. სარკეში ჩახედვისას მივხვდი, რომ ეს მე არ ვიყავი. თმები უსწორმასწოროდ მეყარა მხრებზე, თვალები ჩაწითლებული მქონდა, ხელები მიკანკალებდა და სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. ბორკილები დამადეს და ისე გამიყვანეს სასამართლო დარბაზში. ანაბელმა ერთი შეჰკივლა ელიზაბეტო და მაშინვე გაბრიელის მკლავებში ჩაიმალა. მინდოდა მისი დამშვიდება თანაც როგორ, მაგრამ ვერ შევძელი. ერთხელაც კი ვერ გავუღიმე. ყველა იქ იყო ნინასა და ლუკას გარდა. მათ არც ველოდი. ხმას არ ვიღებ, მხოლოდ მეგობრებს ვაკვირდები, რომლებსაც ათასჯერ მაინც ეცვლებათ მიმიკა სახეზე. ადვოკატთა საშინელი ბრძოლა იწყება. ჩემი ადვოკატი ყველაფერს აკეთებს, მიცავს, არ ნებდება, ამტკიცებს იმას რაც იყო, არ იტყუება, თუმცა არც მადანაშაულებს. მოწინააღმდეგე ადვოკატი მოწმეს ითხოვს. სამარისებური სიჩუმე ვარდება, მოწმეს ყველა დიდი მოთმინებით ელის, მოწმე კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემი დაა. ამაყად მოაბიჯებს და ამხელა დარბაზში მხოლოდ მე მიყურებს. ეს ნაცნობი ემოციაა, ზიზღით მიყურებს. სხვას რას ველოდი. ჩემს წინ დგება. - დაიწყეთ ქალბატონო ნინა. - რა უნდა ვთქვა პატივცემულო? ამ ქალის დამსახურებით მე ობოლი ვარ. არ მყავს მშობლები და არავინ გარშემო ვისაც დავეყრდნობი. მე სათქმელი არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ მეზიზღები ელიზაბეტ და ვისურვებ, რომ ციხიდან ვეღარასდროს გამოხვიდე, რადგან კიდევ ვინმეს სიცოცხლე არ გააუბედურო. ბოლო სიტყვებს ირონიულად ამბობს და ბრბოში თავის ადგილს იკავებს. თვალებს ძლიერად ვხუჭავ მოსამართლე მაკვირდება და წამით მგონია კიდეც, რომ ჩემ მხარესაა, ვებრალები ან იქნებ გოგონა ჰყავს, რომელსაც ჩემს ადგილას წარმოიდგენს. ღმერთმა უწყის რა, თუმცა ჩემს ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებდი, ჩემმა ადვოკატმა ისევ გააგრძელა ბრძოლა, მანამ ლაპარაკობდა და მიცავდა სანამ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად არ გავიდა, შემდეგ კი ხელი ხელზე მომიჭირა და გამიღიმა. - გავიმარჯვეთ, აქედან გაგიყვან. მოსამართლე იგვიანებს, ყველა მე მომჩერებია, ყველა განაჩენს ელოდება, ყველა ჩემს გარდა, მე კი ამ წამს სიკვდილი მირჩევნია კიდევ ერთ იმედგაცრუებას, კიდევ ერთ დაცემას, ამხელა გამარჯვების შემდეგ. მოსამართლე მოდის, თავის ადგილს იკავებს და სიჩუმეს ითხოვს. - სასამართლომ ელიზაბეტ ბურდული უდანაშაულოდ ცნო. ადვოკატი კიდევ უფრო მიჭერს ხელს. ხალხში ჩოჩქოლი ტყდება, ყველა გაოცებულია, აქა იქ ყვირილიც ისმის. - მშობლები მოკლა რა უდანაშაულო ამისთვის ციხეც შვებაა. - დასახვრეტია ეს ბო^ი. - სამართალი ფულზე გაყიდეთ. - სიჩუმე მოსამართლის ხმა გვირგვინებს და ისევ სამარისებური სიჩუმე ისადგურებს გარშემო. - მისი მდგომარეობის გამო ის დაუყონებლივ იქნება გადაყვანილი ფსიქიატრიულ დაწესებებაში. წამიერად ხელს მიშვებს ადვოკატი, ნინას ირონიული ღიმილი.. მთელს სხეულში დენი მივლის. სასწრაფოდ მოვუჭირე გულს ხელი და იმდენად ძლიერად რომ ამოსუნთქვა ვეღარ შევძელი. ვეღარ ვინძრეოდი, წამიერად გავიფიქრე რომ სისხლმა მოძრაობაც კი შეწყვიტა. გონს ისევ ბადრაგის ხელის შეხებას მოვყავარ. - არა, არა ხელი გამიშვით. ხელის განთავისუფლება ვცადე. - გამიშვით მეთქი. გიჟი არ ვარ. არა არ წავალ იქ. გიჟი არ ვარ. ჯანდაბა თავი დამანებეთ ყველაფერი გააზრებულად გავაკეთე. გიჟი არ ვარ. მაინც მიჭერს დაცვა, კარისკენ მივყავარ. კართან მდგარ ლუკას ვამჩნევ. თავს ისევ ვინთავისუფლებ, მას ვვარდები და ხელებს კისერზე ვხვევ. - გიჟი არ ვარ, შენ ხომ მაინც იცი ლუკა. გიჟი არ ვარ არ გამიშვა იქ გთხოვ. მთელი ძალით მიხუტებს. - გემუდარები ლუკა იქ არ გამიშვა არ ვარ ფსიქოპატი არა, არა იქ ვერ დავრჩები ჯანდაბა გთხოვ. სახეს მაწევინებს, ხელებს ძლიერად მიჭერს ეშინია ჩემი თავი ვინმემ არ წაართვას. - გაგიყვან პატარავ, გპირდები იქ არ დაგტოვებ. - ლუკა გთხოვ. ვკივი ბოლო ხმაზე და მას ვებღაუჭები. ბოლოს მაინც მაშორებენ ხელს მთელი ძალით მიჭერს არ უნდა ჩემი გაშვება, საშინლად არ უნდა. - გიჟი არ ვარ. ერთს კიდევ ვამბობ და ძალა გამოცლილი ძირს ვეცემი. მანქანაში ვარ, როგორც ჩანს ჯერ არ მივსულვართ დანიშნულების ადგილამდე. თავს ძლივსძლივობით ვწევ, გონს ბოლომდე ვერ მოვდივარ, მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს. ერთ-ერთი მამაჩნევს და ეცინება. - რა სცენები ჩაატარე? არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. მოგეწონება, იქ ყველა შენნაირია. - შეეშვი რა, თავისი ეყოფა. მეორე სცემს პასუხს ჩემს ნაცვლად. ხმას ვერ ვიღებ ამის ძალა უკვე დიდი ხანია დავკარგე. რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ საბოლოოდ ვხვდებით დიდ ძველებულ შენობასთან. ორ სართულიანია და ეს კიდევ უფრო საშიშ შეხედულებას აძლევს. ნელნელა მივაბიჯებ ან სად მეჩქარება, მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ამ წამსვე მოვკვდე და ამ შენობაში ფეხი არ შევდგა. კარებშივე მეგებება ქალი, საშინლად დაღლილი სახე აქვს და ერთი სული აქვს როდის დაამთავრებს მორიგეობას. - მეშვიდე ოთახი იქნება შენი დანარჩენს იქ გეტყვიან. ბარბაცით მივდივარ ოთახისკენ და წამით კარებთან ვჩერდები. ეს ადგილი გულს მირევს. თეთრი კედლები, თეთრი საწოლი, თეთრი ავეჯი. ვერ ვიტან თეთრ ფერს. - შედი ლამაზო რას ელოდები. შუახნის ქალი მკიდებს წელზე ხელს და თბილად მიღიმის. პასუხს არ ვცემ ისე შევდივარ ოთახში და საწოლზე ვჯდები. - ეს შენი ფორმაა მოირგე, მოგიხდება. თეთრ ფორმას მაწვდის და მეც ძლივს ვიკავებ თავს რომ იქ არ ავყვირდე, თორემ ნამდვილად ფსიქოპატი ვეგონები ყველას. - ვიცი რომ გიჟი არ ხარ ლამაზო, ყველაფერი კარგად არის. აქედან მალე წახვალ. ნაზად მისმევს თმებზე ხელს. - როგორი ლამაზი ხარ, როგორი პატარა და რამდენი რამ გადაიტანე. მკლავებს მხვევს და მეც მასზე მიხუტებულს მწარე ქვითინი მივარდება. - აი ასე ჩემო საყვარელო, დაიცალე. მალევე მეძინება, მშვიდად მძინავს მანამ სანამ დაჟინებული მზერა არ მაფხიზლებს. თვალებს ფრთხილად ვახელ და თავთან მდგარ ქალს ვამჩნევ, იცინის და თან ზევიდან დამყურებს. მოულოდნელობისგან სწრაფად ვხტები საწოლიდან. ამაზე უფრო ხმამაღალი სიცილი უვარდება და ოთახიდან გარბის. - ჯანდაბა აქ მილიონობით ასეთია. ამას უნდა შეეგუო. სასაუზმოდ გავდივარ. მსუბუქად ვჭამ და წამლებს ვიღებ, რომელსაც ოთახში შესვლისთანავე ვაგდებ და საწოლზე ვჯდები. აქაურობას ვერ ვიტან, არ მინდა ასეთი ვინმემ მნახოს, ჩემი მეგობრები და ლუკა არ იმსახურებენ აქ სიარულს და გიჟის მონახულებას. ვერც კი ვხვდები, როდის განვასხვავე ლუკა ჩემი მეგობრებისგან. ის შეეცდება აქ მოსვლას, დამელოდება მანამ სანამ არ "გამოვჯანმრთელდები" უკეთესს იმსახურებს, უდავოდ, მეტს იმსახურებს. თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ მის თვალებს ვხედავ, მის სევდიან და ყველაზე თბილ თვალებს, რომლებიც თავდავიწყებით მიყვარს. მის ტუჩებს.. რას არ მივცემდი ოღონდ ახლა შემეძლოს მათი ცხადად ნახვა და შეხება. მიყვარდა ? არ ვიცი ამ გრძნობას რა ერქვა, თუმცა ერთადერთი იყო ვინც წამით შურისძიების წყურვილს მიქრობდა. მის მკლავებში მინდოდა ჩაკარგვა. მის გულის ცემას და გახშირებულ სუნთქვას ახლაც ნათლად ვრგძნობდი. ამის წარმოდგენაზე სულ ჟრუანტელი მივლიდა ტანში. ფიქრები კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა, ოთახში გუშინ ანგელოზად მოვლენილი ქალი შემოვიდა, გამიღიმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - შენთან მნახველია. თმაზე დამისვა ხელი. - მნახველია ჩემთან. მის სიტყვებს ვიმეორებ და კედელს თვალს არ ვაცილებ. - არ ნახავ? - ვინ არის? - სამი გოგო გელოდება. ფეხზე ვდგები და კარებისკენ მივდივარ. - ნატალი, შენთვის უბრალოდ ნატა. მიღიმის, მის ღიმილს ვგრძნობ კარებთან ვჩერდები ვბრუნდები და მსუბუქად ვუღიმი. ეს ქალი საოცრად მახსენებს დედაჩემს. მნახველების ოთახისკენ ნელ-ნელა მივიწევ, არ ვჩქარობ, არ ვიცი იქ რა დამხვდება ან რა უნდა ვთქვა. ისიც არ ვიცი როგორ უნდა შევხვდე მონატრებულ მეგობრებს. - ელი. დანახვისთანავე ფეხზე დგება ანაბელი და ხელებს მაგებებს. მეც ძლიერად ვეხვევი და ლოყაზე ვკოცნი. - მენატრებოდით. - ჩემო გოგო, როგორი გამხდარი ხარ. არაფერს არ ჭამ ხო? გთხოვ მიხედე თავს, ნუ მისცემ უფლებას შენც გაგაგიჟონ. ამჯერად ვივიენი მხვევს ხელს. - ვჭამ არ ინერვიულო. მეცინება მის მზრუნველობაზე, მაგიდასთან ვსხდებით. - ვინმე ხომ არ გაწუხებს აქ? მკაცრად მეკითხება ემილი. - მე კარგად ვარ. ერთს ღრმად ვსუნთქავ და თვალს ვარიდებ. - ბავშვები როგორ არიან? - ყველას ენატრები, მოვილაპარაკეთ, რომ ერთად მოვსულიყავით, მაგრამ ჩვენ მანამდე გადავწყვიტეთ შენი ნახვა. ამბობს ყოყმანით ვივიენი. - ლუკა როგორ არის? - ლუკა მას შემდეგ არ გვინახავს. - როგორ თუ არ გინახავთ? - სასამართლოს მერე სადღაც წავიდა, სახლში მივედით ირგვლივ ყველაფერი დამტვრეული იყო შენი ოთახის გარდა, მერე გიომ იპოვა ერთ-ერთ ბარში და გვითხრა, რომ ცოტახნით მარტო უნდა დაგვეტოვებინა. თავიდან არ დავუჯერეთ ვცდილობდით დაკავშირებას, თუმცა მერე მივხვდით რომ მარტო ყოფნა სჭირდებოდა და შევეშვით. - ჯანდაბა. თავს მაგიდაზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ, ისევ მას ვხედავ ეს კი ნამდვილად გაგიჟებას ჰგავს. - არ ინერვიულო კარგი? დამშვიდდება და მოვა. ხელს ხელზე მკიდებს ბელა. ჩვენი საუბარი დიდხანს არ გრძელდება. ნახვის საათები იწურება და ისინიც მტოვებენ. არ მინდა მათი გაშვება, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. გვიანდება და ფსიქიატრთან შეხვედრაზე მივდივარ. ჰო კიდევ ერთი ფაქტი, აქ ყოველ ღამე იკრიბებიან ფსიქოპატები აწ უკვე ჩემი ჩათვლით და ფსიქიატრს ესაუბრებიან იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ აქ. დროს მაქსიმალურად ვწელავ, თუმცა საბოლოოდ მაინც მათ გვერდზე ვზივარ, წრეზე და ფსიქიატრის დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ. - აბა დავიწყოთ იწყებს დაღლილი ხმით და თითოეულ ჩვენგანს აკვირდება. - მოდი ახლით დავიწყოთ. აქ რამ მოგიყვანა პატარა გოგო? - აუცილებელია პასუხის გაცემა? გულიანად ეცინება ჩემს კითხვაზე და წამში ეცვლება გამომეტყველება. - დაიწყე. ამჯერად მკაცრი ხმით მეუბნება და მეც მის ნებას მივყვები. - შური ვიძიე. მამაჩემი და ჩემი გამტაცებელი მოვკალი. დედაჩემი კი მამაჩემმა მოკლა ჩემს გამო. ჩემს დას ვეზიზღები და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცა, დედაჩემის სასაფლაოზე დამიჭირეს და რატომღაც ჩათვალეს რომ გიჟი ვარ. ვასრულებ მონოლოგს და მათ ვუყურებ. - და არ ხარ? მიღიმის ერთ-ერთი ირინიულად, როგორც მოგვიანებით ვიგებ ვერონიკა, გოგონა ქერა თმითა და ცისფერი თვალებით, საკმაოდ ლამაზია. - არ ვარ. მოკლედ ვუჭრი მას და ფეხზე ვდგები. - დავასრულე ექიმო შემიძლია წავიდე? - წადი. თვალს მარიდებს ისე მცემს პასუხს და მეც ჩემი ოთახისკენ მივდივარ. იატაკს ვუცქერ და ისე მივიწევ წინ, მხოლოდ შეცვლისა ვწევ თავს და მაშინ ვამჩნევ ფანჯარასთან მდგომ ლევანს. - მოგენატრე პატარავ? თავს გვერდით ვწევ. - არა ეს შენ არ ხარ. შენ ვერ იქნები, აქ ვერანაირად ვერ იქნები. - ამაყობ იმით, რომ საკუთარი მამა მოკალი? თვალებს ძლიერად ვხუჭავ. - ცდილობ გამაგიჟო. არ ვიყვირებ არავის დავანახებ, რომ სუსტი ვარ. ფსიქოპატი არ ვარ. ვბუტბუტებ ჩემთვის და რამდენიმე წუთი თვალდახუჭული ვდგავარ, შემდეგ კი ისიც ქრება და მეც შვებით ვისუნთქავ ამ ბინძურ ჰაერს. რამდენიმე საათი ვწევარ გაუნძრევლად და ჭერს ვუყურებ, კარების გაღების ხმა მესმის, ასე არავინ შემოდის თავიდან ვფიქრობ, რომ ნატაა, თუმცა ის მაინც ყოველთვის აკაკუნებს კარზე. თავს ვწევ იდაყვებს ვეყრდნობი და გაკვირვებული სახით ველოდები ვერონიკას და მის უკან მდგომ ორ ქალს. ისევ უკან ვწვები საწოლზე და მათ ყურადღებას არ ვაქცევ. -ასე უნდა იწვე? ადექი სალაპარაკო მაქვს. რამდენიმე წამი ვფიქრობ ავდგე თუ არა, თუმცა ბოლოს მაინც ვდგები ფეხზე და პირდაპირ მის წინ ვდგები. - რა იყო პატარავ ხო არ შეგეშინდა? - ვისი შენი? - ეს რა გაბედული გოგო ყოფილა შეხედეთ რა. ეცინება და უკან ორს უყურებს. - ლამაზო აქ მხოლოდ შენ არ ხარ ჯანმრთელი. არც ჩვენ ვართ გიჟები. - შეგატყვეთ. - დაგვცინი? - მგონი პირიქით კომპლიმენტი გითხარი. - ბევრს აღარ გავაგრძელებ. მე აქ უფროსი ვარ, ყველა მე მემორჩილება. ახლები არ მიყვარს, შენ კი რატომღაც განსაკუთრებულად არ მომეწონე, ამიტომ გაგაფრთხილე თავიდანვე რომ იცოდე ვინ ვინ არის და რამე ზედმეტი არ ქნა თორემ საქმე სწორედ ჩემთან გექნება. ნელ-ნელა მიახლოვდება მე კი ისევ ისე გაუნძრევლად ვდგავარ. - მე ყველა არ ვარ. - მომესმა? სახე ახლოს მოაქვს და ჯიბიდან საიმედოდ გადამალულ დანას იღებს. - ახლა რომც იყვირო იმდენად უცბად დაგასახიჩრებ ვერავინ გიშველის, მერე თავს გიჟად გავასაღებ და ისევ შენს გვერდით ვიქნები. - არ ვაპირებ ყვირილს. აუჩქარებლად ვცემ პასუხს და წარბსაც არ ვხრი. - არ გეშინია? ხმა საგრძნობლად ეცვლება და გაკვირვებული სახით მიყურებს. - უკვე დიდი ხანია აღარაფრის მეშინია. - მე გაგაფრთხილე შენი საქმის შენ იცი ლამაზო, თვალში ზედმეტად არ მომხვდე. უცბად წევს დანას და ოთახიდან უკან მოუხედავად გადის დანარჩენებთან ერთად. საწოლზე მოწყვეტით ვეცემი, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვზივარ, სიმწრის სიცილი მსკდება და დიდხანს გაუჩერებლად ვიცინი, შემდეგ კი ოთახის კარებს ვკეტავ და ისე ვიძინებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.