ანუკი. გაგრძელება (თავი მეთხუთმეტე)
ანუკის და სანდროს ურთიერთობა იმ ურთიერთობათა რიცხვებს მიეკუთვნება, რომლებიც ხშირად წარუმატებლად მთავრდება ერთი მთავარი მიზეზის გამო. ორივე ძალიან გვანან ერთმანეთს. სანდროც მთელი ბავშვობა ისეთივე განებივრებული იყო, როგორც ანუკი. ორივე საშინლად ეგოისტი გახლდათ. ამას ისიც ემატება რომ რეალურად ერთმანეთი არ ყვარებიათ, ეს უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო. ბავშვობაში ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამთ, სიტუაციამ ისე მოიტანა , რომ ანუკის და სანდროს ძალიან სწრაფად მოუწიათ გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაგვიანებული იყო. ბავშვმა ყველაფერი შეცვალა არა მარტო მათ ცხოვრებაში, არამედ მათ გარშემომყოფთათვისაც. ანუკის მონაყოლი შორს იყო სიმართლისგან, ისინი შეთანხმებულები იყვნენ რომ სიმართლეს არავის არ გაანდობდნენ. -როგორ ხარ?-სანდრო არაფრით არ შეცვლილა, ყოველ შემთხვეაში გარეგნულად. ისევ უაზროდ მოშვებული წვერი, რომელიც ანუკის აზრით, საერთოდ არ უხდებოდა, მამამისის ნაჩუქარი საათი ხელზე და ამჯერად ბეჭედიც ეკეთა თითზე. საქორწინო. -კარგად შენ?-ფორმალურობის ეტაპის გავლის შემდეგ, კაფეში დასხდნენ და ყავა შეუკვეთეს-როგორია ლონდონი? -წვიმიანი და მოჟამული. მაგრამ ლონდონი რო არა დღეს ცოლი არ მეყოლებოდა. -ხოო ? ქართველი არ არის? -არა. მაგრამ ძალიან კარგი გოგოა. -გილოცავ, მიხარია. მართლა. -ვიცი. მადლობა... უბრალოდ მინდოდა მეკითხა რამდენი მოყევი... აქ. -რაზეც შევთანხმდით. არ მითქვამს რატო წახვედი. არ მითვამს რო არ მიყვარდი და მაგიტო. უბრალოდ ვითომ ვერ აიტანე რო ჩემ თავს ვიტანჯავდი. არც ის მითქვამს რო ალექსანდრესთვის ვაპირებდი ყველაფრის თქმას.. შენ რომ .. -არ შემეშალა ხელი. ვიცი. წერილი .. რო მოვიპარე და არ გაგაგზავინე. როგორც ჩანს ბედს მაინც ვერ აცდები. გავიგე, რომ ისევ ერთად ხართ. -ხო, ადრე თუ გვიან ალბათ ესეც მოხდებოდა. -მიხარია, რომ ესე ჩვეულებრივად შეგვიძლია ურთიერთობა იმ ყველაფრის მერე ვნერვიულობდი, არ მინდოდა რო შეგზიზღებოდი. -არა, მეც დავიმსახურე ეს ყველაფერი. შენი გრძნობებით ვმანიპულირებდი, მაგრმა შეხედე. ეხლა ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს შენ ცოლი.. მე ალექსანდრე. -ცოლად მიყვები ისევ? -არა მგონია. -უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დაგჭირდეს ყოველთვის შენ გვერდით მიგულე. -და მაინც გაინტერესებდა რამდენი მოვყევი არა?-ანუკის გაეცინა. -კარგად მიცნობ. ვწუხვარ დანარჩენი ყველაფრის გამო.. მამაშენის გამო. -მადლობა. -ბოდიში რომ ვერ ჩამოვედი დასაფლავებისთვის. -არ არის პრობლემა, მეც ძლივს ჩამოვუსწარი. -ანუკი, სანამ წავალ და ზუსტად ვიცი რო ისევ დავკარგავთ ერთმანეთთან კავშირს ბევრი მიზეზის გამო, მინდა რაღაცა გკითხო და გულახდილად მიპასუხე. -გისმენ. -მართლა გჯერა რო ალექსანდრე იგივეს არ გაიმეორებს? და თავიდან არ ჩაგაგდებს იმ მდგომარეობაში, რომელშიც 5 წლის წინ იყავი? ანუკი არ ელოდებოდა ამ შეკითხვას, რეალურად ამაზე არც უფიქრია. მან აპატია ალექსანდრეს ყველაფერი, მაგრამ ენდობოდა თუ არა.. არ იცოდა. სანდროს შეკითხვამ სერიოზულ საგონებელში ჩააგდო, თუმცა არ აპირებდა მისთვის ეს ეგრძნობინებინა. -ბოლომდე ვენდობი. -კარგი. მაშინ მართლა გყვარებია. უნდა წავიდე, მეჩქარება, მადლობა რომ მნახე.. როგორ ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი ხარ. შენი გადახდილია.. და წარმატებები. -შენც. *** ანუკი მთელი დღე ფიქრობდა სანდროსთან საუბრის შესახებ, მერე კარგა ხანი ფიქრობდა მოეყოლა ამის შესახებ ალექსანდრესთვის თუ არა. ტყუილს აზრი არ ჰქონდა ან დამალვას, თბილისი პატარა ქალაქია და რა თქმა უნდა უკვე ვინმეს დანახული ჰყავდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოსდებდა პირველივე შემხვედრს. ,,ჭორიკანა და ბოროტ ადამიანებს რა დალევს ამ ქვეყანაზე. კარგი , ეხლა შენ წახვალ ალექსანდრეს ოფისში და ყველაფერს მოუყვები.. როგორც არ უნდა იჩხუბოთ... რაც არ უნდა მოხდეს, მერე უარესი მოხდება.. რატო უნდა მეჩხუბოს? მერე რა რო შევხვდი''-ეს ფიქრები არ ასვენებდა ანუკის, ამიტომ ადგა და მართლა სამსახურში მიაკითხა ალექსანდრეს. -ნუკი? ხო მშვიდობაა-ოდნავ გაკვირვებული წამოდგა მაგიდიდან , აკოცა და ოთახის კარი დახურა. -კი.. გაქ 10 წუთი? -კი. გინდა გავიდეთ სადმე. -არა. რაღაც მინდა გითხრა. -გისმენ. -მოკლედ... არ გაბრაზდე. ჯერ პირობა მომეცი რო არ გაბრაზდები. -კარგ ხასიათზე ვარ და ალბათ ძალიან მოგიწევს ცდა რო გამიფუჭო. -სანდრო ვნახე დღეს. -სად ნახე? -კაფეში. გუშინ ღამე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მეც დავთანხმდი. ალექსანდრემ ხელი გაუშვა და ოდნავ უკან დაიხია, მერე ფანჯარასთან მივიდა, ისევ მაგიდასთან და დაჯდა. -გაბრაზდი ხო? -რა უნდოდა? -ცოლი მოიყვანა. მომიკითხა და მომისამძიმრა მამას სიკვდილი. მეტი არაფერი. მინდოდა ჩემით მეთქვა სანამ ვიღაც დეგენერატი მოვიდოდა და მოგახლიდა და მერე ამის გამო უნდა გვეჩხუბა კიდე ურფო ვიდრე ეხლა ვიჩხუბებთ.. გეხვეწები არ გაბრაზდე, ვიცი გუშინვე უნდა მეთქვა, უბრალოდ არ ვიცი, მაინტერესებდა რისი თქმა უნდოდა. მაგრამ ძლივს ცივილიზებულად შემიძლია ყველასთან ურთიერთობა, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ ალექსანდრე და წარსულიდან ვისაც შევხვდები ყველას ხო არ... დავაიგნორებ. -რატო არ მითხარი? -მეგონა.. მეტყოდი რო არ .. არ ვიცი. არ ვიცი რატო. -ეხლა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მერე ვილაპარაკოთ. -კარგი, როგორც გინდა. -არა, აქ დამელოდე. მალე დავამთავრებ და მოვალ. -გაბრაზდი? -1საათში დავბრუნდები-სკამიდან მშვიდად წამოდგა, პიჯაკი შემოიცვა, ანუკის შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. ,,გაბრაზდა.. რა თქმა უნდა გაბრაზდებოდა.. ეხლა დამშორდება, ან სანდროს ცემს? იქნებ ეგ არის მნიშვნელოვანი შეხვედრა? .. ნეტა საერთოდ არ მეთქვა, რას გაიგებდა. ან ვინ ეტყოდა, ყველა წესიერი მეგობარი ვინც ყავდა დაიკიდა. დიტოს რო დავენახე აუცილებლად დაურეკავდა, მაგრამ აღარ აქვთ ურთიეთობა.. არა ესე უარესი იქნებოდა, მე ხო არ ვიცნობ მაგის ახალ მეგობრებს, იქნება ვინმემ დამინახა და გარეგნულად მიცნეს... ან რა ვიცი რეებს ვბოდავ. არ უნდა მენახა.. მაგრამ რეალურად არაფერი არ დაუშავებია, რატო არ უნდა მენახა.. შენ და შენი ტყუილები ანუკი, ყოველთვის შარში ეხვევი, არ შეგიძლია ერთხელ სიმართლე თქვა ყოველგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე? არა შენ უნდა გაართულო. თუმცა... როგორ არ დააშავა, ის წერილი ვინ დამალა.. იცი რა... წერილს არ აქვს მნიშვნელობა, ამაზე ნაღდად არაფერს არ ვეტყვი.. მე სანდროს შევპირდი და ამ საიდუმლოს საიქიოშიც თან გავიყოლებ, თუ არადა სანდროს გამაყოლებს საიქიოში ალექსანდრე ეს რომ გაიგოს..'' ანუკის თავში ქაოსი ხდებოდა, ათასი აზრი ერეოდა ერთმანეთში. ვერ ხვდებოდა რომელ ერთზე ეფიქრა. საათს გიჟივით მიშტერებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა ალექსანდრე, ეშინოდა რომ გაბრაზებული იყო და დაშორებას აპირებდა. მაგრამ ესე რომ ყოფილიყო, ანუკის ოფისში ხო არ დატოვებდა? და აი ისევ ის უაზრო და ქაოტური ფიქრები. ყოველი ნაბიჯის გაანალიზება და იმედი, რომ რაღაცას მიხვდი. თითქოს იცი რატო იქცევა ესე, მაგრამ უცებ ოთახში ისეთი სახის გამომეტყველებით ბრუნდება, სულ რომ დედამიწის არსებობის მანძილი დაგითმონ საფიქრალად მაინც ვერაფერს ვერ მიხვდები. ალექსანდრეს ოთახში შემოსვლა და ანუკის დენდარტყმულივით წამოხტომა ერთი და იგივე იყო. -როგორ.. ჩაიარა შეხვედრამ? ალექსანდრეს არც უპასუხია, უბრალოდ ანუკის გადახედა ჩუმად, პიჯაკი გაიხადა ისევ სკამზე გადაკიდა. თითქოს ამ ყველაფერს სპეციალურად, მის საწამებლად აკეთებდა. -ალექსანდრე.. დავიტანჯე, გეხვეწები მითხარი რამე. ისიც წყნარად, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და სავარძლის კიდეში, მისგან მოშორებით ჩამოჯდა. სახეზე ერთი უაზრო, ცივი გამომეტყველება ჰქონდა და ანუკის გამომწვევად მიჩერებოდა, თითქოს პასუხს მისგან ელოდებოდა. -დრო მოგეცი საფიქრად-ძლივს ამოიღო ხმა-რო მითხრა, რატო ნახე დღეს სანდრო. გეყო? -რა? ხო გითხარი რატო ვნახე, უბრალოდ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და... -და რატო ნახე? -რატო არ უნდა მენახა... კარგი.. ყველაფეირ ისე არ იყო როგორც მოვყევი. ამერიკაში სანდრომ.. კი თავისი ნებით დამტოვა, მაგრამ მე.. ვუთხარი რო წასულიყო, ვუთხარი რო შენ მიყვარდი და შენთვის ვაპირებდი ყველაფრის თქმას, ბავშვის შესახებ. -აპირებდი? -კი. აღარ ჰქონდა მიზეზი ჩემთან დარჩენის.. და წავიდა. -და შენ? რატო არ მითხარი არაფერი? -არ ვიცი. იმ მომენტში როცა ...-კიდევ ერთი ტყუილი. რამდენი ტყუილი უნდა დამჭირდეს რომ ეს ყველაფერი დავმალო. რომ სანდროს ხელი დავაფარო-წერილის გამოგზავნას ვაპირებდი, მაგრამ არ ჩამოვიდა. არ ვიცი რა მოხდა. დაიკარგა, მაგას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მერე მუცელიც მომეშალა და აღარაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი. სულ ეს იყო. ეს ჩვენი საიდუმლოა, სანდრომ მთხოვა რომ ყველაფერი ისე მომეყოლა თითქოს ვერ ავიტანე შენი შვილისთვის სიკვდილზეც რომ მზად ვიყავი. ავად ვიყავი და გულის გამო მირჩიეს აბორტი... დანარჩენი უკვე იცი. -სანდრომ გთხოვა და ამიტო ეს ყველაფერი არ უნდა გამეგო არასდროს? იმიტო რო სანდრომ გთხოვა? -სანდროსთან ვალში ვიყავი. სულ მივლიდა, ჩემ გვერდით იყო და მზად იყო შენი შვილი აღეზარდა, მე კიდე არ დავუფასე. ჩემ გამო ძალიან ბევრი დაკარგა. -ბოლოჯერ გეკითხები. გიყვარს? -მიყვარს? ეხლა გაიგე რა გითხარი? შენ გამო... -მიპასუხე, უბრალოდ მიპასუხე, კი ან არა. -არა. რა თქმა უნდა არა. არც არასდროს მყვარებია. -დამპირდი, რომ ამ დღის მერე აღარ მომატყუებ. არც არაფერს დამიმალავ. რაც არ უნდა იყოს. ეხლაც თუ რამე დაგრჩა სათქმელი, ეხლავე თქვი. -არაფერი არ მაქვს სათქმელი, ეს არის სიმართლე. -კარგი.. მაშინ დავივიწყოთ. აღარ გვინდა წარსულში ქექვა. -ხო... -ეხლა კიდე ერთი ორი შეხვედრა მაქვს, საღამოს ვივახშმოთ სადმე გინდა? მე , შენ, გიორგიმ და ალბათ მაგის ცოლიც წამოვა. -კაი. -ესე 8 ისთვის გამოგივლი. *** ანუკის სახლშიც არ იყო მაინცდამაინც მშვიდობიანი სიტუაცია. იმ ვახშმის შემდეგ ელენე კიდევ უფრო ცუდად იყო, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. კარგად ხვდებოდა რომ ნინა არ იყო ერთადერთი , ვინც ესე ფიქრობდა მის შვილზე . ეს კი კიდევ უფრო ადარდებდა. ნინოც ანალოგიურად ნერვიულობდა, მაგრამ არც უშვებდა იმ აზრს რომ ნინას გამო შეიძლებოდა დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ტატო.. აი ტატო საერთოდ ცდილობდა არც ეფიქრა ამ ყველაფერზე, ვერაფრით ვერ უგებდა ანუკის. მისი ხასიათი ყოველთვის ამოუცნობად ეჩვენებოდა, ერთს ფიქრობდა, მეორეს ამბობდა და მესამეს აკეთებდა. ამიტომ ისევ ელენეს ენდობოდა, რომ რამე სისულელეს არ დაუშვებდა. თუმცა გულის სიღრმეში ალექსანდრეს მიმართ რაღაც ზიზღის გრძნობა მაინც არ გაქარვებოდა, ვერ ივიწყებდა ტკივილს და ზიანს, რომელიც მასთან ურთიერთობამ ანუკის მიაყენა. საერთო ჯამში ყველა პატივს სცემდა მის გადაწყვეტილებას და სიტყვის თქმასაც ვერ ბედავდა, ერთი ნინაღა რჩებოდა პრობლემა, რომლის მოგვარებაც იდეაში ალექსანდრეს საქმე იყო. საღამოს 8ისთვის ანუკი გამოწყობილი იყო, თუმცა ხასიათი არ უვარგოდა. ელენეს დაბალი წნევა ჰქონდა და არ უნდოდა მისი დატოვება, მაგრამ ნინომ დაარწმუნა რომ თვითონ მოუვლიდა. -ესე იგი ალექსანდრემ მომითხრო შენი წარმატების შესახებ ამერიკაში, საკუთარი ფირმა დაგიარსებია, ვაღიარებ, არ ველოდებოდი-გიორგი ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც თითქმის საერთოდ არ ფიგურირებდა ამ სიუჟეტში. მაგრამ ალექსანდრეს ნომერ პირველი მრჩეველი და მესაიდუმლე ადამიანია. კომუნიკაბელური, ზოგჯერ ზედმეტად, შრომისმოყვარე, თუმცა .. არც ისეთი ინტელექტუალური. ყოველ შემთხვევაში ცდილობს საკუთარი საქმე კარგად გააკეთოს, ოჯახს მიხედოს და დანარჩენი რაც მის ირგვლივ ხდება დიდად არ არდარდებს. კიდევ ერთი, უცნაური საუბრის სტილი აქვს, რასაც ალბათ თქვენითაც მიხვდებით. -ხო, თავიდან გამიჭირდა, არც ველოდი ესეთ წარმატებას, ეს ვირუსი რომ არა ალბათ ახალ-ახალ რესტორნებს გავხსნიდით სხვადასხვა შტატში. -ხო, ეხლა ჩვენც გვიჭირს, მაგრამ საკმაოდ კარგი თანხა გვქონდა გადანახული ზუსტად ესეთი შემთხვევებისთვის, ამიტომ მინიმუმ 4 თვე როგორც არაფერი ისე ვიმუშავებთ, მერე ალბათ შემცირებებზე წავალთ. დაახლოებით 30 პროცენტს გავუშვებთ. -ამდენს? ესეთ უმუშევრობაში?-ანუკის გაუკვირდა. -რას იზამ ჩემო კარგო, ეს ხომ ბიზნესია-გიორგიმ გაუღიმა და ღვინო მოსვა-შესანიშნავია. სწორედ აღნიშნე, უმუშევრობაში, ეხლა ჩვენ რომ ამდენი ადამიანი ვამუშაოთ და ფული ვუხადოთ, გავკოტრდებით. პირველ რიგში საქმე, მერე სხვა ყველაფერი. ესე არ არის ალექსანდრე? -კი. ესეა. ანუკი ახალია ამ საქმეში, პერსონალთან ურთიერთობა მას არ ევალებოდა, ამიტომ ცოტა ეუცხოვება ასეთი მიდგომა . არაუშავს ისწავლის. მალე ჩვენ ფირმებს შევაერთებთ. -შევაერთებთ? და ეგ როდის გადავწვიტეთ-გიორგის სახე შეეცვალა და ჭიქა მაგიდაზე დადო. -მე გადავწყვიტე. როგორც კომპანიის მფლობელმა, დაგავიწყდა? -გასაგებია, მაგრამ შეგეძლო ჩემთან გაგეარა ეგ იდეა. -არ ჩავთვალე საჭიროდ. რა მნიშვნელობა აქვს, აქამდეც ჩვენთან იყო მოერთებული ეგ ფირმა. -ეხლა გაკოტრდა. ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. -ნუ დარდობ, ეს ჩვენი ბიუჯეტს არ ეხება, ანუკიმ წილი გაყიდა თავისი ფირმის და მოახმარებს საკუთარ ფირმას. ახალი იდეები გვაქვს , კომპანიის გაფართოება ყველას აწყობს. საერთოდ, სულ ბიზნესზე ხო არ ვილაპარაკებთ, აი მართამაც მოიწყინა. -არა, მიჩვეული ვარ, ალექს. ხო იცი, შენი ძმა სახლშიც სულ ამაზე ლაპარაკობს. -ტყუილი, პირად ცხოვრებას და სამსახურს ერთმანეთში არ ვურევ. -არა, სანაცვლოდ შენ საერთოდ არ გაგაჩნია პირადი ცხოვრება-მართამ ქმარს საშინელი გამომეტყველებით გადახედა, ეტყობოდა რომ ნაჩხხუბრები იყვნენ, ან უბრალოდ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. -აპატიეთ, მართას. მეორეს ელოდება და ფეხმძიმობისას სულ ესე იცის. -მეორეს?-ანუკის სახე გაუბრწყინდა-ბავშვს ელოდებით? -კი. გოგოს. -გილოცავთ, ალექსმა არ მითხრა-ანუკიმ გაკვირვებულმა გახედა და მერე გიორგის და მართას ათასი ბედნიერება უსურვა. -არ ვიცი, ალბათ იმიტო რო შენ გარდა არაფერზე არ ლაპარაკობს და არ ფიქრობს. აღარ შემიძლია ანუკი, გაყევი ცოლად უკვე-ანუკის ხელიდან ჭიქა გაუვარდა და გატყდა. ამ დროს ოფიციანტი მოვიდა და სწრაფად აიღო ნამსხვრევები. -კარგად ხარ?-ალექსმა ხელი მოკიდა და ოდნავ შეანჯღრია-ანუკი? -ხო. ხო.. უცებ გავითიშე. რა უხერხულია... -არაუშავს, ჭიქას ხო არ გადავყვებით, ალბათ რამე უბედურება აგვცდა-მართას გაეღიმა. ამ უბედურებაზე ანუკიმ ქორწინება გაიფიქრა, იქნება ამცდესო. -გიორგი, ქორწინება ისეთი თემაა, რაზეც მე და ანა ბოლოს რინგზე გადავწყვეტთ-ალექსანდრეს გაეცინა, მაგრამ ანუის სახის დანახვის შემდეგ ისევ გაჩერდა-მართა, ისე ბიჭი რო ყოფილიყო ხო ჩემ სახელს არქმევდით? -აუცილებლად. -და გოგო როა ალექსა რო დაარქვათ არ გინდათ? -არა, ალექსი ერთიც გვეყოფა სახლში. -გიორგი, ნუ ხარ ბოღმიანი. კაი, ანგარიშს მოგვიტანენ ეხა და წავიდეთ. ხო მართლა, ბათუმში ზეგ მივდივართ. ანუკიც მოდის. -მართლა? რა მაგარია-მართას სიხარულისგან სახე გაუნათდა-ყოველ წელს დავდივარ ამათთან ერთად და სულ ნინა და მე ვართ ხოლმე, უკვე აღარ შემიძლია. -რატო, ლიზი არ მოყავდა ხოლმე?-ანუკიმ ძლივს ამოიღო ხმა. -ნინასთან? არასდროს. არც იცნობდა-მართას ოდნავი უხერხულობაც არ უგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრესაც და გიორგისაც ხმა ჩაუვარდათ-და საერთოდ ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ მოდიოდა. მაგრა გავერთობით. თან ალექსანდრეს დაბადების დღესაც იქ ავღნიშნავთ . ძალიან გამიხარდა. *** ალექსანდრემ სახლამდე მიიყვანა ანუკი და სანამ მანქანიდან გადაუშვებდა ცოტახანი სალაპარაკოდ დატოვა. -არ გინდა რამე თქვა? -რაზე? -ვიცოდი, რომ ჯერ არ გინდა გათხოვება , მაგრამ ესეთ რეაქციას არ ველოდებოდი. თითქოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მოგაყენეს. -არა, რა შუაშია. უბრალოდ ძალიან .. ჩქარა ვითარდება მოვლენები. -ჩქარა? 1 თვეა ერთად ვართ, რა დავაჩქარე. ცოლად არ მომყავხარ ჯერ სულ რო მეხვეწო. -ანუ... ეგ წინადადებაც რაც მართამ თქვა.. ეგ ვიგულისხმე. -ანუკი, მომავალშიც თუ არ ფიქრობ რო ცოლად გამომყვე, ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ჩვენ ურთიერთობას. -ეგ არმ ითვამს. -მარა გაიფიქრე. ეგეც საკმარისია. -უბრალოდ, მინდა რომ კარგად დავფიქრდეთ, იგივე შეცდომა რო არ დავუშვათ. -იგივე შეცდომაში ჩემ ღალატს გულისხმობ? -არა, ვიცი რო არ მიღალატებ. -აბა რატო ახსენე დღეს ლიზი? -არ ვიცი, ისე გამახსენდა.. არ გვინდა ჩხუბი. -ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩემ ცოლობაზე დიდი შეურაცხყოფა შენთვის არაფერია. ალბათ ნარკომანს უფრო აიტანდი რო გეძახდნენ, ვიდრე ჩემ ცოლს. -არა, ნუ ამბობ ეგრე. არ მინდა იგივე შეცდომების გამეორება, ესე ხო კარგად ვართ. რო გამოგყევი ცოლად რამე კარგი გამოვიდა მაქედან? -სიტუაციაში განსხვავებას ვერ ხედავ? მაშინ არ მიყვარდი. -და ეხლა გიყვარვარ. -აბა რა ჯანდაბა მინდა აქ რო არ მიყვარდე? რატო გავშორდებოდი ცოლს? და შენი აზრით მართლა მქონდა საქმე ამერიკაში? რა დროს შეხვედრები და სპონსორებია როცა ყველა ბიზნესი იხურება ირგვლივ? ამაზე არ გიფიქრია? -ჩემ გამო წამოხვედი? -მეგონა მაგას იქ მიხვდი. -არა... -ანუკი, რო არ მიყვარდე, მანიაკი ვარ და შენი გრძნობებით ვერთობი თუ რა მინდა შენთან? რატო მინდა რო ჩემ ოჯახთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, ან შენ თუ არ ხარ დარწმუნებული რო გიყვარვარ, მაშინ რას ვაკეთებთ ერთად. -არა, ბოდიში.. შეგარცხვინე დღეს მართასთანაც და.. -არაფერ შუაშია აქ არც მართა არც გიორგი. საერთოდ მართა და გიორგიმ რა იფიქრეს, მე მაინტერესებს შენ რას ფიქრობ. და შენ არაფერს არ ამბობ. სულ ჩუმად ზიხარ. ესე გავგიჟდები. -იმიტო რო არ ვფიქრობ ამ თემაზე. ვფიქრობ რო მომავალი ნამდვილად გვაქვს , მაგრამ.. მე კარიერა მინდოდა... ისე უცებ ჩამომენგრა თავზე ყველაფერი .. ჩემი ბიზნესი. ეხლა ოჯახი რო შევქმნა მგონია რო ვეღარასოდეს დავუბრუნდები სამსახურს და არ მინდა კუხნაში ამოვლპე. -მოდი იქიდან დავიწყოთ რო კუხნაში მე შენ არ შეგიშვებ, არაფრის კეთება წესიერად არ იცი და მომწამლავ. მერე კიდე 22 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს, ამიტო ნუ აზვიადებ. არ გაძალებ არაფერს, უბრალოდ მინდა რო ეჭვი არ გეპარებოდეს იმაში რო მიყვარხარ. უბრალოდ იფიქრე.. ეხა ხო არ გთხოვ პასუხს ან ბეჭდით ხო არ ვდგავარ... დაფიქრდი, სულ იფიქრე და იქნება გაგინათდეს ეგ შენი გონება. -არა, ვიცი. ალბათ ნერვები დამისუსტდა ყველაფრის მერე და.. რო აღარ ვმუშაობ, საქმე რო არ მაქ არ ვარ მიჩვეული. მერე გიჟს ვემსგავსები ხოლმე. ვიფიქრებ -რო ჩამოვალთ ბათუმიდან იმუშავებ ჩვენთან ერთად და აღარ იქნები ეგრე. მორჩა? ანუკის გაეცინა, მისკენ მიიწია ,ხელით მიიზიდა და აკოცა. -ეს რისთვის? -არ ვიცი, წუწუნის საბაბს რო არ მაძლევ და ყველა პრობლემას წამებში რო მიგვარებ. -გითხარი ყველაფერს მოვაგვარებ თქო. -კარგი, ეხა წავალ, ხვალ დავიწყებ ჩალაგებას და ბათუმისთვის მოვემზადები. -მიყვარხარ. -მეც. *** მეორე დღეს ანუკიმ მთელი სახლი გადაქექა რომ ერთი ნივთი ეპოვა, ბათუმში წასაღებად, ალექსანდრეს დაბადების დღისთვის. სულ ფიქრობდა, სწორად იქცეოდა თუ არა, მაგრამ წინა დრის შემდეგ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ კიდე დიდხანს მის გარეშე ვერ გაძლებდა. 5 წელიც საკმარისი იყო. თან გადაწყვიტა რომ ის დღეები რაც იქ იქნებოდნენ უნდა გაეგიჟებინა და დაერწმუნებინა რომ მისი ცოლი არასოდეს გახდებოდა და დაბადების დღეზე სურპრიზი გაეკეთებინა. თუმცა იქამდე ნინასთან უნდა მოეგვარებინა ყველაფერი. ბათუმის 6 საათიანი დამღლელი გზის შემდეგ როგორც იქნა ყველა მშვიდობით ჩავიდა. ანუკის საბედნიეროდ ნინა, გიორგი და მართა ცალკე მანქანით მიდიოდნენ, ამიტომ მასთან არ მოუწია ამდენი დროის გატარება. თუმცა 1 კვირა წინ იყო. ალექსანდრეს ბათუმში სახლი ჰქონდა და დასარჩენად იქ მივიდნენ. -ესეც ჩვენი ოთახი-ალექსანდრემ ჩემოდნები დაალაგა და ანუკისკენ გატრიალდა საკოცნელად -ჩვენი? დამატებითი ოთახი არ არის? -ანუ? დამატებითი. კაი, გეგონება ერთად არ გვიძინია. ჩემი ცოლი იყავი, თუ აღარ გახსოვს. -ხო, მარა ეს სხვაა.. მე ხო გითხარი. -ანუკი.. ძილი. უბრალოდ უნდა გეძინოს აქ. დაწყნარდი. -ხო, მაგრამ... მე არ მინდა შენთან ერთად ძილი. -ღმერთო მოთმინება მომეცი...-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა და ჩემოდნის ამოლაგება დაიწყო. -ალექს? -რა? -სხვა ოთახი არ არის? ან რავი გასაშლელი ლოგინი, რამე. -არა. არ არის. 3 საძინებელია, ყველა დაკავებულია. თუ გინდა .. მთავარ ოთახში დავწვები. -არა, მე დავწვები. -ანუკი... -კარგი, მაშინ ძირს დავწვები. ან რამე სავარძელზე. ან სასტუმროში. -სერიოზულად? ესე ძალიან არ გინდა ჩემ გვერდით წოლა რო სასტუმროში წახვალ? -არა, კაი, მოვიფიქრებთ რამეს-ანუკი საკოცნელად მივიდა, მაგრამ ალექსმა არც გახედა-კაი რატო ბრაზდები? -არ ვბრაზდები.. დაიკიდე. დროზე ამოვლაგდეთ და ზღვაზე გავიდეთ. იქნება იქ ჩადრი წამოიღო და ჩემთან ერთად არ ჩახვიდე ზღვაში. სირცხვილია მაინც. -ალექს... -ნუ მეძახი ალექსს. ალექსანდრე, ალექსანდრეს მეძახი შენ. საერთოდ სანდრო რო ნახე იმის მერე სხვანაირად იქცევი. -მემგონი დაიღალე, გინდა ხვალგ ავიდეთ ზღვაზე? -არა. მინდა რო დღეს გავიდეთ. -კარგი...-ანუკი ქვემოთ ჩავიდა, გიორგი ყავას აკეთებდა. -გინდა ყავა? -არა. გიო.. რაღაც უნდა გითხრა, ვერ ვითმენ, ვიღაცას რო არ ვუთხრა გავაფრენ. -გისმენ? -მოკლედ..-ანუკიმ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო-მთელი თვეა მელაპარაკება იმაზე რო ისევ დავქორწინდეთ.. ხოდა გადავწყვიტე დაბადების დღეზე სიურპრიზი მოვუყწო. -და ცოლად მოიყვანო?-გიორგის გაეცინა -არა, გავყვე. ბევრჯერ მთხოვა და უარი ვუთხარი. ნუ იცინი, მაგრა ვნერვიულობ. მაგის დაბადების დღეს სად აღნიშნავთ? -შერატონში ვიფიქრეთ. -ხოდა, მაქედან მალე უნდა წახვიდეთ, ვაფშე დახურვა მინდა.. რო მარტო ჩვენ ვიყოთ. მერე თქვენც რო წახვალთ დანარჩენი მე ვიცი. -კაი. -რა კაი -ეგრე გავაკეთებ. -მართლა? ესე მალე დამთანხმდი? -რატო არ უნდა დაგთანხმდე. გიჟდება შენზე, ლამის ღამე ჩაგვიხტეს მე და მართას საწოლში შენზე ლაპარაკით. ნუღა აწვალებ. -არ,ა ჯერ სად ხარ. მაგის დაბადების დღემდე უნდა გავაგიჟო. -აუ არა. სულ ცუდ ხასიათზე უნდა იაროს? -არაუშავს გადაიტანს. -კაი მაგაშიც დაგეხმარები, ერთად ვეღადაოთ. -ხო, მთავარი პრობლემა ნინაა. -ნინას... ბოდიში შეგილია მოუხადო, რა თქმ აუნდა დამნაშავე არ ხარ, უთხრა რო მაგის შვილზე აბოდებ, მერე ვითომ თანხმობას თხოვ ან რამე ეგეთი და ეგაა. სენტიმეტალურია ძაან რეალურად, არ გაგიჭირდება დათანხმება. -მართლა? -კი და თუ რამე მეც დაველაპარაკები. შვილიშვილი უხსენე და გააფრენს. -აუ.. ჯერ შვილი .. -არა, ისე უხსენე. -კაი. აუ გიო დიიიიდიი მადლობაა. -პირიქით, ოღონდ ალექსი მოგვაცილე და იქით გადაგიხდით მადლობებს. ეხა სადაა? -გაბრაზებულია. ვუთხარი სხვა ოთახში მინდა ძილი თქო, ან სასტუმროში გადავალ თქო. ჩემოდანის ამოლაგება დაიწყო-ამაზე ორივეს გაეცინა. ამასობაში ალექსანდრეც ჩამოვიდა. -რა გაცინებთ? -ალექს, მართას ხოა რმიეხმარები ჩემი ჩემოდნის ამოლაგებაში?-ანუკიმ და გიორგიმ ხარხარი გააგრძელეს, რაზეც ალექსანდრეს კიდე უფრო აეშალა ნერვები. -წავედიით?-მართა უკვე საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მხოლოდ თხელი ჟაკეტი ჰქონდა შემოხვეული-ერთი სული მაქ, ძაან მომენატრა ზღვა. -იცი რა, მე უკვე მაცვია და ერთად გავიდეთ. -მოიცა, ჩვენ არ გველოდებით?-ალექსანდრემ ჰკითხა. -რა იყო, დაიკარგებით? წამოდი მართა-ანუკიმ ჩანთას მოკიდა ხელი და სანაპიროზე გავიდნენ. -რა გჭირს შენ? -არაფერი. ჩაიცვი დროზე და გავიდეთ. -მეც მზად ვარ. -მანქანაში გამოიცვალეთ სუ ყველამ თუ თბილისში, რა არი ეს. -იჩხუბეთ ? -ჭკუიდან გადამიყვანს ეს გოგო. სპეციალურად მაგიჟებს მემგონი. -არაუშავს, გაერთობი. *** საღამოს გიორგი და ალექსი სანამ საყიდლებზე იყვნენ გასული, რადგან სახლში აპირებდნენ ჭამას, ანუკი, მართა და ნინა მარტო დარჩნენ. მართა გადაღლილი იყო მგზავრობისგან, თან ტოქსიკოზი ჰქონდა და მალე წავიდა დასაძინებლად. ანუკი კიდე ძალას იკრებდა ნინასთან სალაპარაკოდ, რომელიც ეზოში იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. ბოლოს ყავა გაუკეთა და ისიც ეზოში გავიდა. -ვიფიქრე ყავას დავლევთ ერთად.. თქო.. ქალბ... ნი.. -ბოლოს გაჩუმდა და ხელის კანკალით დადგა ფინჯანი მაგიდაზე და დაჯდა. ნინას ზედაც არ შეუხედავს . -საწამლავი ჩამიყარე შიგნით? -რა კარგი იუმორი გაქვთ...-ანუკის გაეღიმა და ყავა მოსვა-რაღაცაზე მინდოდა თქვენთან ლაპარაკი. -გისმენ. -იცით... მესმის, თქვენი. თავიდან ბოლომდე მართალი ხართ და თქვენ ადგილზე საერთოდ არ მომინდებოდა ჩემნაირი ადამიანის დანახვა თქვენი შვილის გვერდით. მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ, ბავშვი ვიყავი, არაფერი არ მესმოდა, მთელი ცხოვრება ფუფუნებაში გავატარე, ისე რო წამით არ დავფიქრებულვარ არავიზე და არაფერზე. ეგოისტად გამზარდეს. როდესაც რაღაცას ვერ ვიღებდი რაც მინდოდა, საშინელებებს ვაკეთებდი. არც თქვენი შვილი ყოფილა ანგელოზი. ორივემ დავაშავეთ. -და როგორი საშინელი შვილი მყავს მაგაზე სალაპარაკოდ მოხვედი? ყოჩაღ. -არა, ეგ არ მიგულისხმია... -თუ იმის სათქმელად არ მოსულხარ , რომ ერთმანეთს შორდებით, მემგონი ვერ ვხვდები რა გინდა. -არა. პირიქით. მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი, ძალიან მიყვარს ალექსანდრე და მზად ვარ ყველაფერი მოვითმინო, აბსოლუტურად ყველაფერი, ოღონდ მის გვერდით ვიყო. -და ეხლა გაიგე ხო ეგ? რო გიყვარს და მის გვერდით გინდა ყოფნა? -ხო აგიხსენით, არ მესმოდა მაშინ. თქვენ არასდროს მოგსვლიათ ასე? არ ვიმართლებ თავს, უბრალოდ.. ვცდილობ გამოვსწორდე. ალექსიც ცდილობს გამოსწორდეს და საკუთარი თავი სრულიად სხვა კუთხიდან დამანახა. თუ მან შეძლო და მაპატია, იქნებ თქვენც შეძლოთ? გპირდებით, მეორედ არაფერ მსგავსს არ დავუშვებ. -რა უნდა გაპატიო? -ჩემი.. საქციელი..-ანუკი კარგად ხვდებოდა რატომ ეკითხებოდა ესეთ რაღაცეებს ნინა, უნდოდა ბოლომდე დაემცირებინა და გამოეცადა, მართლა რამდენად ნანობდა ამ ყველაფერს, თითქოს სჯიდა იმ ყველაფრისთვის-რომ შეგარცხვინეთ... ამისთვის გთხოვთ ბოდიშს. ისევ.. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ აქედან რომ წავედი.. ფეხმძიმედ ვიყავი. ნინამ პირველად შეხედა ანუკის თვალებში, თითქოს რაღაცა მნიშვნელოვანს ელოდებოდა. -მეშინოდა.. რო იმის მერე რაც გავაკეთე, ალექსი ბავშვს არ მიიღებდა, ან წამართმევდა. არ ვიცი, უბრალოდ თავისუფლებაზე ვფიქრობდი. მინდოდა ყველასგან შორს ვყოფილიყავი. უკან ვეღარ მოვიხედავდი. ვერც შვილით ხელში ვერ დავბრუნდებოდი, მეშინოდა ხალხი რას იფიქრებდა. -ბავშვი.. -მუცელი მომეშალა. მეხუთე თვეზე ვიყავი. სუსტი გული მქონდა, ორგანიზმი.. სტრესი დაემატა და ... მითხრეს შენ ასაკში ხშირიაო... ამან საერთოდ მომშალა. იქიდან ჩამოსვლა აღარც მიფიქრია. დღე არ გასულა რომ ამ ყველაფერზე არ მეფიქრა, რა მოხდებოდა რომ არ წავსულიყავი. პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს, ბავშვს მაინც დავკარგავდი... და ამაზე მთავარი ჩემთვის არაფერი ყოფილა. 5 წელი მაინც დამჭირდა რომ ამ ტკივილს რამენაირად შევგუებოდი. ისევ გეუბნებით, არც თავს ვიმართლებ, არც გაცოდებთ. მინდა ბოლომდე იცოდეთ სიმართლე და ბოლოს თქვენით განსაჯოთ . მე .. გავაკეთე ბევრი ისეთი რამ რასაც დღემდე ვნანობ. საშინლად ვნანობ. ცხოვრების ბოლომდე ვინანებ, მაგრამ მე დიდი ხანია არც ერთ წამალს არ გავკარებივარ, ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ. უცხოეთსი საკუთარი ფირმა მქონდა დაარსებული, სწავლაც იქ დავამთავრე... -რატო მეუბნები ამ ყველაფერს? -მე მიყვარს ალექსანდრე. მის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია ცხოვრება. მინდა რო ისევ ... მისი ცოლი გავხდე. -ცოლი? -ხო... -ალექსი ამბობდა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ხარ. -ასეც უნდა ეგონოს, საკუთარ დაბადების დღემდე . მე თქვენთან ... მოვედი ნებართვის ასაღებად... ასე ვთქვათ.. ვიცი რომ მას დიდიხანია უნდა ჩემი ცოლად მოყვანა, მაგრამ ვფიქრობ თქვნეიც.. ერიდება. იცის რომ წინააღმდეგი ხართ. -მე რომ უარი გითხრა, რამეს შეცვლის? ანუკი დაფიქრდა, ასეთ კითხვას ნაღდად არ ელოდებოდა. ნინას უნდა გადაეწყვიტა მათი ბედი? -კი. იმედი მაქვს რომ მე შეგაცვლევინებთ აზრს და ბოლოს დამთანხმდებით. იქამდე ალექსანდრეს არაფერი ეცოდინება. მე ეხლავე შემილია ცოლად გავყვე და თქვენი აზრი არც მოვისმინო, მაგრამ ეს ალექსანდრეს ოჯახში გამოიწვევს ძალიან დიდ დისკომფორტს. მე არ მინდა მას დედასთან ჰქონდეს ცუდი ურთიერთობა, მით უმეტეს არ მინდა რომ მე მქონდეს თქვენთან ცუდი ურთიერთობა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, სანამ რამეს მეტყვით კარგად დაფიქრდით. -არ მეგონა თუ ოდესმე ჩემი ბიჭის ხელს მთხოვდნენ-ნინას გაეღიმა. -ხო.. ცოტა უცნაურია. მესმის. -ანუკი, მხოლოდ იმიტომ რომ მე შენს ოჯახს ვცემ უზარმაზარ პატივს.. და ვიცი რომ არ ხარ... გულით ბოროტი ადამიანი, ბავშვი მეც ვყოფილვარ.. მეც არვ არ ბევრი რამით ამაყი.. მე ჩემი შვილის ბედნიერებას წინ არ გადავუდგები. -ანუ.. ანუ .. თანახმა ხართ? -კი, ალექსის ხელს შენ გაბარებ-ამაზე ორივეს გაეღიმა. -არ გეწყინოთ, მაგრამ.. ალექსს თქვენი იუმორის გრძნობა აქვს, გიორგისაც. *** ახლა ისღა დარჩენოდა ალექსანდრე გაეგიჟებინა, რაც თავის მხრივ, არც ისე რთული იქნებოდა . უკვე მოფიქრებული ჰქონდა ყველაფერი. სპეციალურად წამოღებული ჰქონდა გამომწვევი და მოღეღილი ღამის პერანგი და თხელი, ულამაზესი ქსოვილის ხალათი. აბაზანიდან ჯერ პირსახოცით გამოვიდა, რომელიც ძლივს ფარავდა. -აბა ეხა გადავწყვიტოთ ვინ სად დაიძინებს-თმიდან პირსახოცი მოიძრო და შემშრალება დაიწყო, წინ გადაიხარა და ალექსანდრეს გახედა. -ძირს დავიძინებ მე-ალექსმა ზურგი შეაქცია და ღრმად ამოისუნთქა. -არა, კარგი. ცოდო ხარ. მართამ იპოვა გასაშლელი ლოგინი, იმას შემოვატანინებ და მე დავწვები. მაინც ჩემი ინიციატივა იყო. ალექსანდრეს არაფერი არ უპასუხია, ამიტომ ანუკიმ გამოცვლა დაიწყო, ისიც შემთხვევით შეტრიალდა და თვალები გაუფართოვდა -რას.. რას აკეთებ-გაეცინა და ისევ ზურგი შეაქცია-სერიოზულად? -მეგონა არ შემოტრიალდებოდი-ღამის პერანგს ხელი დაავლო და აბაზანაში შევიდა. ალექსანდრე საწოლზე წამოწვა და სიცილი ძლივს შეიკავა. ანუკიც გამოვიდა და თმის შემშრალება განაგრძო. -ეგ.. ღამის პერანგია.. თუ რა არის? -არ მოგწონს? -ანუ.. რა აზრი აქვს მაგის ჩაცმას? -რას ქვია რა აზრი აქვს, შემცივდება. შიშველი ხო არ დავწვები? ისე დავწვებოდი, სხვა ოთახში რო ვიყო. მაგრამ იცი რა კომფორტულია? -კარგი.. გეყოფა . სპეციალურად მაღიზიანებ? -გაღიზიანებ? -ნახევრად შიშველი დადიხარ მთელ ოთახში. -კარგი, თუ ესე გიჟდები, ხალათს ჩავიცმევ, მარა ჯერ ქვევით ჩავალ, მომწყურდა. -რა? -ალექსანდრე წამოხტა და წინ გადაეღობა-ჩემი ძმა არი აქ. ჩაიცვი და ისე ჩადი. -ძინავს ალბათ. -არა, ჩაიცვი. -ალექს, ხამივით იქცევი. არაფერი არ ჩანს. ჩვეულებრივი ღამის პერანგია. -ეგ.. ეგ არ არის ღამის პერანგი ... -აბა რა არის? -მე ამოგიტან წყალს.. და გასაშლელ ლოგინსაც. არ გახვიდე არსად. -კაი ხო. მანამდე თმას გავიშრობ. ალექსანდრე ქვევით ჩავიდა, გიორგი და მართაც იქვე იყვნენ, სამზარეულოში , ნინა ნამცხვარს აცხობდა. -თქვენ არ გძინავთ? -არა, მართას ნამცხვარი მოუნდა და ვუცხობთ. -მართა, სად იპოვე ის გასაშლელი ლოგინი? -გასაშლელი ლოგინიო?-ნინა გაკვირვებულმა გახედა-საწოლი არ გყოფნით? -არა, გაშლილად გვიყვარს წოლა. საწოლი კიდე პატარაა. მართა? -ხო, ჩვენთან არის, დაკეცილია. -ისე ცოტაც და მემოგნი შენ ოთახიდანაც გამოგაგდებს ხო იცი-გიორგის გაეცინა. -გიორგი.. ჭორიკანა 12 წლის გოგოს მახსენებ-ნინამ საყვედურით გახედა-ნუ ერევი. ნამცხვარს არ შეჭამთ? -არა, ანუკის არ ცალია. -რას აკეთებს?-მართამ იკითხა. -ჩემ ნერვებზე თამაშობს, რო დაიღლება ვეტყვი, ჩამოვა. ალექსანდრე მართას ოთახში ავიდა და ლოგინი შეუტანა ანუკის. -წყალი? -რა წყალი? -წყალი არ ამომიტანე? ოო, ჩემით ჩავალ. -არა... დარჩი. ეს გაშალე და დააგე თეთრეული, მე ჩავალ-ალექსანდრე კიდე ჩავიდა. -გამოგაგდო?-ეხლა ნინასაც სიცილი აუვარდა. -წყალი დამავიწყდა. -ალექს! ნამცხვრის სუნი მცემს! მეც ამომიტანე!! ამაზე საერთოდ დაიხოცნენ სიცილით, თვალებიდან ცრემლები მოდიოდათ. ნინა ძლივს იკავებდა თავს. -რა გაცინებთ... აი .. დაეწყება მართას .. ზღმარტლს და პამიდვრის მურაბას რო მოგთხოვს ან საზამთროს შუა ზამთარში და მერე მე გავიცინებ-ალექსანდრემ წყალი და ნამცხვარი აუტანა ანუკის და კარი ჩაკეტა-აი ეხლა... სულ რო ფანჯრიდან გადახტე აღარაფერს არ ამოვიტან. -ნამცხვრისთვის ჩანგალი რო არ ამომიტანე? თუ კოვზი. -ხელით შეჭამ. -საწოლში? -ხო!!-ალექსანდრე წყობიდან გამოვიდა. -ვაი... კაი.. ძაან გაღიზიანებული მეჩვენები. -უბრალოდ.. შემოიცვი ეგ შენი ხალათი და დაწექი დასაძინებლად უკვე.. -ჯერ ნამცხვარი უნდა ვჭამო. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.