ღალატი {სრულად}ისტორია რომლის დასრულებაც არ მინდოდა ... დიდხანს ვფიქრობდი დასაწყისზეც და დასასრულზეც, მაგრამ როგორც ყოველთვის პირველ წარმოდგენას დავჯერდი . გამოვიდა ისეთი როგორიც გამოვიდა , რაღაც დააკლდა, რაღაც ზედმეტი იყო, რაღაც რეალური და რაღაც არარეალური . ნამდვილი გრძნობებით რომელსაც ვიღაც, სადღაც გმირებისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების მქონე პიროვნება განიცდის . მომენატრეთ , რამდენიმე დღეში ისევ თავიდან მომენატრებით. მოლოდინი , შეფასებების კითხვა, თქვენსა და ჩემ ნააზრევს შორის პარალელის გავლება , განსხვავებული აზრის პოვნა და სხვა თვალით დანახვა . არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა ისე როგორც ადრე მოგწონდათ ჩემი ისტორიები, მაგრამ მე მაინც მალე დავიწყებ ახალს და ისევ დაგიბრუნდებით . ........... სასტუმროს ბოლო სართულზე იყო გამოკეტილი. გაქცევა ნებისმიერ წამს შეეძლო, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქორწინება. ფიქრისგან უკვე თავი უსკდებოდა, რამდენიმე ჭიქა თეთრი ღვინო დალია და კიდევ უფრო აირია მისი აზრები. მანეკენზე მორგებულ თეთრ კაბას უყურებდა და სული ეხუთებოდა, ნაჭერს ფრთხილად შეეხო ზუსტად ისეთი იყო როგორიც წლების წინ წარმოედგინა, მაგრამ ეს არ იყო ის ქორწინება რომელზეც მაშინ ოცნებობდა. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, თითქოს ოთახი დაპატარავდა , სუნთქვა აღარ შეეძლო ,სწრაფად გააღო კარი და ბარბაცით გაუყვა დერეფანს. დიდხანს დადიოდა, თავბრუსხვევა აწუხებდა , გამოსახულება აირია კედელზე მიყრდნობილი იდგა და გზის პოვნას ცდილობდა. სრული სიჩუმე იყო , სასტუმრო მთლიანად მოწვეულ სტუმრებს ეკავათ , სიძის მამინაცვალის საკუთრებაში მყოფ ადგილს იყვენებდნენ ქორწილისთვის. ყველას ეძინა და ვერავინ შენიშნავდა ნახევრად შიშველ, მთვრალ ქალს . დერეფნის ბოლოს შეუხვია და შეეჯახა კიდეც თავისზე მაღალ , ძლიერ სხეულს. მისი ხელები იჭერდნენ, მოშიშვლებულ მხარზე გრძნობდა მხურვალე თითების შეხებას, სასიამოვნო სურნელი კიდევ უფრო აბრუებდა და ალბათ დიდხანს არ მოშორდებოდა უცნობს თავად რომ არ გაეზარდა მანძილი. ქვემოდან უყურებდა მის ზღვისფერ თვალებს და დაბნეული სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა _ამ დროს აქ რას აკეთებ _ ისე მიმართა თითქოს კარგად იცნობდა არადა ქალი დარწმუნებული იყო , რომ სრულიად უცნობი კაცი იდგა მის წინ _თქვენ რას აკეთებთ? აქაურობა სტუმრებისთვის დახურულია - ძლივს მოახერხა სიტყვების თქმა - - რა დაბალი დონეა _ჩაიცინა და მოღეღილი ხალათი მხარზე გაუსწორა _ მთვრალი , შიშველი საპატარძლო - წარბები მაღლა აზიდა. სახე უცნაურად დაბრიცა , კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ისე განაგრძო გზა ლიფტისაკენ. როგორც იქნა გაიღო ნანატრი კარი , მოთმენა აღარ შეეძლო უკან გაჰყვა , მის გვერდით დადგა და კედელს მიეყრდნო. ხალათის გასწორება როგორღაც მოახერხა, წვრილი თითები თმაში შეიცურა და კაცის პროფილს დააკვირდა. მთვრალი იყო, პატარა გოგოს ჰგავდა, რომელსაც არც სტატუსი ჰქონდა, არც მოვალეობები გააჩნდა _ღმერთივით დიდებული და ეშმაკივით საშიში _ჩუმად ჩაილაპარაკა მაგრამ კაცის ყურადღება ისევ მიიპყრო. არაფერი უთქვამს ისევ ირონიული ღიმილით დააჯილდოვა და კარის გაღებისთანავე დატოვა ლიფტი. უყურებდა როგორ მშვიდად მიაბიჯებდა , საერთოდ დაავიწყდა ყველა ფიქრი. ნომერში რომ დაბრუნდა საწოლზე დაცემისთანავე გაითიშა და მანამ არ გამოფხიზლებულა სანამ გოგონებმა არ აიძულეს გაღვიძება დამღლელი პროცედურები,გამოცლილი ენერგია , სტრესი და ბედნიერი ქალის ნიღაბი რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვერ მოიშორა. ლამაზი იყო, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა , მაგრამ მაინც ეს ყველაფერი სულს უხუთავდა _ყველაფერი იდეალურადაა...ისე როგორც საჭირო იყო. მე და შენ უკვე ცოლ_ქმარი ვართ და ორივე მივიღებთ ნანატრ თავისუფლებას _ ცეკვავდა. აწ უკვე მეუღლის მკლავებში მოქცეული მელოდიას აყოლებდა სხეულს _მოდუნდი , პატარავ _ტუჩები ყბაზე შეახო, ყურში ეჩურჩულებოდა და თითებს ქალის შიშველ ზურგზე დაატარებდა _ულამაზესი ხარ, გეფიცები ასეთს არ ველოდი _ძალაუფლება, რესურსების მაქსიმალურად გამოყენება და შედეგიც სახეზეა ... დაძაბულობას ვერ ვიშორებ. მგონია , რომ ყველა მიხვდება _რას უნდა მიხვდნენ , გგონია ცუდად გამომდის შეყვარებული კაცის როლის თამაში? ამდენი თვე გრძელდებოდა ჩვენი რომანი ყველა ელოდა ქორწილს_ ჩუმად საუბრობდა, ეფერებოდა , სხეულზე ეკვროდა და ნებისმიერ იქ მყოფს თავს შეყვარებულ კაცად აჩვენებდა _ისე მიყურებ თითქოს სურვილისგან იწვი... მე საკუთარ სამსახიობო შესაძლებლობებში მეპარება ეჭვი , თორემ შენ რომ პროფესიონალი ხარ წლების წინ ვაღიარე ლუკა _შენ ხომ გიყვარვარ, ჩემო პატარავ როგორი საყვარელი ხარ _მიყვარხარ , როგორც მეგობარი ... სულის ადამიანი , მაგრამ ეს ყველაფერი . ეს ადამიანები საშინლად მოქმედებენ _შენ დაქალებთან ერთად გაერთე, ისე როგორც სხვის ქორწილში ..._იცინოდა, ზემოდან უყურებდა და მელოდიის დასასრულს უკვე ტუჩებს უკოცნიდა. ისეთი ვნებიანი იყო , მაგრამ მაინც ცარიელი. ვერაფერს გრძნობდნენ , ყველაფერი სპექტაკლს ჰგავდა. ორი მსახიობის კარგად შესრულებულ როლს. მოშორებით იდგნენ, სტუმრები ცეკვავდნენ, სიმღერის ხმა იმდენად მაღალი იყო , რომ სიტყვების გაგება უკვე შეუძლებელი ხდებოდა . აივანზე ერთად გავიდნენ , ბიჭის ხელი წელზე ეხვეოდა ძლივს მოდუნდა, თავი მკერდზე მიადო და მდუმარედ უყურებდა ხედს სანამ ლუკამ ვიღაც არ დაინახა _პატარავ მოემზადე ჩემი ოჯახის ყველაზე გამორჩეული წევრის გაცნობისთვის _კიდევ არის ვინმე ვისაც არ ვიცნობ? _ღიმილიანი სახით შებრუნდა და ნაცნობი სახის დანახვისას კონტროლი დაკარგა. ისევ ის, ირონიული მზერა _გაიცანი ჩემი უფროსი ნახევარძმა მოსე გელოვანი _ნუთუ ისე დაგავიწყდა უფროსი ძმა , რომ ჩემზე არაფერი გითქვამს _მოჩვენებითი მწუხარება და კვლავ დამცინავი ტონი _არ მეგონა საერთოდ თუ დაუბრუნდებოდი ცივილიზაციას ... თანაც ბევრნი ხართ და მხოლოდ დედისა და მამის შვილებზე საუბარს ვერ დავუთმობდი დროს ... მოსე მამას პირველი შვილია , ლენას ტყუპისცალი. გახსოვს , გიყვებოდი ადრე _გამახსენდა - სულ მცირე ინფორმაცია ჰქონდა მასზე. ფოტოებიდან კი არ ახსოვდა. არც ისე ხშირად ათვალიერებდა მათ ოჯახურ ალბომს -როდის დაბრუნდი მოსე? რომ მცოდნოდა დაგხვდებოდი _დღეს დილით დავბრუნდი და დახვედრაც საინტერესო მქონდა_ მზერა გაუსწორა ქალს , საშიში იყო მისი ლურჯების ელვარება, შემდეგ ფართოდ გაიღიმა_ გილოცავთ , იმედი მაქვს თქვენი ქორწინება დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდება _წავიდა . ასე ცივად აქცია ზურგი წლების უნახავ ძმას. _მის შესახებ რატომ არასდროს მიყვებოდი ... თითქმის დამავიწყდა რომ არსებობდა კიდევ ვიღაც შენს ოჯახში _არ მეგონა თუ დაბრუნდებოდა... მოსე არავის გავს _ყველაზე საშიშად გამოიყურება... მამაშენს ჰგავს? _მამა მასთან შედარებით უცოდველი კნუტია ... სამყაროში ყველაზე მეტად მისი მეშინია და თან მისი მჯერა. ყოველთვის სწორად იქცევა, თავისი პრინციპების მიხედვით ... ყველას შეუძლია მიღალატოს , მას არა ! _მსგავსი რამ არასდროს არავისზე გითქვამს _ეს მხოლოდ შენ გითხარი ... სხვამ ვინ იცის ჩემი ყველა ბნელი საიდუმლო ქორწილიდან წასვლამდე მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდა მოსე. უეცრად გამოჩნდა , ხელი წელზე მოხვია და მოცეკვავე წყვილებს შორის დაიკავა ადგილი დედოფალთან ერთად. გაოგნებული უყურებდა ზღვისფერთვალება კაცს და თავადაც არ იცოდა რა უნდა ეთქვა _ნუ ღელავ, არავის ვეტყვი ლუკას ლოთი ცოლი რომ ჰყავს _უბრალოდ ქორწილის წინა ემოციების განეიტრალებას ვცდილობდი ... _ძლივს ამოილუღლუღა. ეშინოდა ამ კაცის, მის გვერდით რაღაც ემართებოდა _ვერ ვიჯერებ რომ ჩემი პატარა ძმა ასე გაიზარდა, ამდენად დაეხვეწა გემოვნება და უკვე ქმარი გახდა _დაატრიალა და ზურგიდან აეკრო. ქალის ყურთან საუბრობდა, მის ცხელ სუნთქვას კანზე გრძნობდა და გულისცემა უჩქარდებოდა _კომპლიმენტად მივიღო? _შენ როგორ გგონია, როგორი ხარ _მე? _საკუთარ თავზე რეალური წარმოდგენა თუ გაქვს სხვა ნებისმიერის სიტყვები უმნიშვნელო უნდა იყოს ... _მე მგონია რომ ლუკას გაუმართლა ჩვენი გზები რომ გადაიკვეთა_გადაწყვიტა რომ თამაში უნდა გაეგრძელებინა . ისევ ხედავდა კაცის თვალებს უკვე მის წინ იდგა , მელოდიაც დასრულდა _შენც გაგიმართლა მის ოჯახში მოხვედრით ?! _ისეთი ტონი ჰქონდა გოგონა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა. ლუკას ოჯახი კი ზედმეტად დიდი, არეული და მრავალფეროვანი იყო. განქორწინებული მშობლების შვილი , რომელსაც ჰყავდა მამინაცვალი, დედინაცვლები . ბიოლოგიურ დებთან და ძმებთან ერთად მშობლების გერებთანაც მეგობრობდა . ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ახლა მის ქორწილში იყვნენ ახალ ოჯახებთან ერთად. ნატალია კი ტრადიციული კახური ოჯახის ქალიშვილი გახლდათ. რამდენადაც განსხვავდებოდნენ მათი ოჯახები იმდენად კარგად უგებდნენ ერთმანეთს თავად ლუკა და ნატა. ....... ემოციური ადამიანი იყო ნატალია. წიგნივით იკითხებოდა მისი გრძნობები და ყოველთვის უჭირდა სიმართლის დამალვა, მაგრამ ეს მდგომარეობა იშვიათ გამონაკლისებს შორის იყო. ყველას გვაქვს საიდუმლოები , რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს შემოვუნახეთ და მისი ხმამაღლა გაჟღერებაც კი არ გვინდა. ნატალიას და ლუკას ბევრი ასეთი საიდუმლო ჰქონდათ, ერთად გადატანილი ამბები , რომლებსაც აღარ იხსენებდნენ , მაგრამ მათი დავიწყებაც რთული იყო. ლუკა პროფესიით მსახიობი იყო და მისთვის როლის თამაშს ჰგავდა მთელი დღე , ნატალია კი ამდენ ხანს თავის მოტყუებას ვერ ახერხებდა. თავისუფლად სუნთქვა მხოლოდ სახლში შესვლის შემდეგ მოახერხა. მიუხედავად იმისა,რომ ის ადგილი მისთვის მშობლიურ გარემოს არ წარმოადგენდა, მაინც კარგად გრძნობდა თავს. ლუკასთან ყოველთვის სიმშვიდე იყო. ცოლის სტატუსს მხოლოდ არათითზე მორგებული ბეჭედი ახსენებდა ისე კი მეგობართან თანაცხოვრება დაიწყო -არ დავლიოთ თავისუფლების, ახალი ცხოვრების, სიმშვიდის და გახსნილი გზების სადღეგრძელო ? - ზედმეტი სამოსი მოიშორა, პერანგის ღილებიც გაიხსნა, მკლავებიც აიკეცა და ნიღბების გარეშე დაიწყო სახლში მოძრაობა -საშინლად ვარ გამოფიტული ... ეს ყველაფერი თუ არ მოვიშორე გონებას დავკარგავ -ნეტავ ფოტოებს თუ ნახავს ის ს.რი - ჭიქა თავისთვის გაივსო და ნატას შეხედა- წარმოუდგენლად ლამაზი ხარ , გეფიცები -აღარ მაინტერესებს მისი აზრი... ახლა ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ გარიგებით ქორწინებას გადავურჩი და სამუდამოდ გავთავისუფლდი ფრაზისგან „როდის თხოვდები“ - წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. ჭიქა აიღო და შემდეგ დააკვირდა ბოთლს- ჩემი ღვინოა? რამდენი ბოთლი გაჩუქა ნიკომ - პასუხს არ დალოდებია ისე დაცალა ერთი ჭიქა და მეორედაც შეავსო - ჩვენ საყვარელ საქმეებს გაუმარჯოს, დაე ორივენი წარმატებულები გავხდეთ -ჩვენს დიდ ტყუილს გაუმარჯოს და მაინც , მე ყველა ქალზე მეტად მიყვარხარ - მოეხვია, თავზე აკოცა და შემდეგ გაემართა სახლის ერთი ნაწილისაკენ. ახალ საძინებელში პირველ ღამეს ატარებდა, ერთი კაცის ცოლის სტატუსით სიზმრად სულ სხვა კაცის თვალებს ხედავდა. ახალ გამოცდას უმზადებდა ცხოვრება... ............... რამდენიმე დღე ჩვეულებისამებრ მშვიდად გაატარეს. ნატალია თავის გეგმებზე ფიქრობდა, მუშაობდა და ემზადებოდა ხანაც უბრალოდ განტვირთვისთვის იყენებდა დროს, რომელიც ვინ იცის კიდევ როდის გაუთავისუფლდებოდათ. დილიდან აუზზე იყო , ცურავდა და წყლის საშუალებით ახდენდა რელაქსაციას. ამოსვლის შემდეგ აივანზე მდგომი სხეული დაინახა ნახევრად შიშველი დაჰყურებდა ზემოდან _გეძებდი ... შენ კი სად ყოფილხარ _რა ხდება ? _ჩემი ძმა მოვიდა ... ეზოში გამოვალთ ჩვენც, ბუნგალოში დავსხდეთ _ სანამ თმას იკრავდა გამოჩნდა კიდეც ძმა, რომლის ნახვაც ყველაზე ნაკლებად გაახარებდა. მოსეს მზერას გრძნობდა მთელს სხეულზე ურცხვად რომ დათარეშობდა. მორცხვი არ იყო , მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა არსებული და არ არსებული კომპლექსი უჩნდებოდა. ძლივს მოახერხა გამჭვირვალე მოსაცმლის შეკვრა დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა ამ უკანასკნელს , ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო _ პატარავ ... ყავას მოგვიმზადებ? _ლუკაც გამოჩნდა , მისმა სხეულმა დაფარა აქამდე მდუმარედ მდგომი მოსეს სახე და მკლავები წელზე შემოხვია _გამოვიცვლი და მერე ხო? _მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს და სჯობს საერთოდ თუ არ გამოხვალ ... _ მხოლოდ ეს ინება ეთქვა და გააჩერა კიდეც _მე და ლუკას საიდუმლოები არ გვაქვს ... მნიშვნელოვანი თუ არის მეც უნდა მოგისმინოთ _სერიოზულად? _ სახლში შესულ ქალს მზერა მოარიდა და ძმას გახედა _ ის რა ყველაფერში ცხვირს ჰყოფს? _ჩემი ცოლია, შენ არ იცი რას ნიშნავს მეორე ნახევარი ? _ლუკა საქმე მნიშვნელოვანია და როგორ გგონია მაქვს შენი პატარა ცოლუკასთვის განმარტებების მიცემის დრო , ხალისი ან სურვილი? _ყოველთვის ასეთი უხასიათო როგორ ხარ ... ნატამ რაღა დაგიშავა ლუკა კი საკმაოზე მეტად მშვიდი იყო . სახლიდან გამოსულ ცოლს ღიმილით შეეგება , ლანგარიც გამოართვა და მაგიდაზე დაალაგა _უშაქროა ... ვიფიქრე , რომ ყავაც მწარე გიყვარს _ ფინჯანი მოსეს დაუდგა წინ _და შენი აზრით მწარე კიდევ რა მიყვარს _ მისკენ გადაიხარა და მზერა რომ გაუსწორა ქალი კიდევ ერთხელ დაიბნა _სჯობს საქმეზე გადავიდეთ... დრო არ მაქვსო თქვი _ლუკა ოფისში, ან მაღაზიებში ბოლოს როდის იყავი ... წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა ხდება. ბაბუას დატოვებული მმართველი სავსე ანგარიშით მოტყდა და გაკოტრების ზღვარზეა ყველაფერი _კაიი? არადა როგორ ენდობოდა ... _მე ხომ გეუბნებოდი ეგ კაცი არ მომწონს_თქო ... როდის წავიდა. ოფისში ბოლოს ერთი თვის წინ ვიყავით _ ნატა რომ ჩაერთო საუბარში მოსეს ნამდვილად დაეტყო გაკვირვება. ქალს ზემოდან გადმოხედა და ისევ აურია ფიქრები _ ისედაც არ იყო ყველაფერი დალაგებული. ალბათ ყელში ამოუვიდა თქვენი საქმეების კეთება ... _შენ ქმარს ვესაუბრები თუ ხედავ . ჩვენს მემკვიდრეობაზე , რომელიც მხოლოდ ჩემი და მისია _რადგან ამ თემას შეეხე ბარემ გეტყვი , კომპანიის წილი უკვე ნატასაც ეკუთვნის. ჩემი წილის 30% მისია _მეღადავები ? შენი წილის ნახევარზე მეტი ორი დღის წინ მოყვანილ ქალს მიეცი? შენ სულ გამოშტერდი თუ რა ხდება ... რა გამოდის შენთან კი არა ქალბატონ რძალუკასთან მოვსულვარ ... და თქვენ დიპლომი მაინც თუ გაქვთ რომელიმე ფაკულტეტის _ბაკალავრის ორი და მაგისტრის ერთი . კიდევ რამდენიმე კერძო კურსების ... კონკრეტულად რომელი გაინტერესებს გააჩნია - ასეთი არასდროს ყოფილა, მაგრამ თავის შეკავება ვერ შეძლო- თუ შეიძლება ამ ტონით ჩემთან საუბარს შეეშვი , აშკარაა,რომ თანამშრომლობა მოგვიხდება თანაც რაც შეიძლება სწრაფად _თავი სიზმარში მგონია... გამოდის მარტომ უნდა ვიმუშაო _ხომ იცი მე ჩემი პროფესიის გამო მაინც ვერ დაგეხმარებოდი ... მალე დასი გასტროლებზე მიდის და საერთოდ არ ვიქნები ქვეყანაში _რა დასი ... რაზე ლაპარაკობ საერთოდ. ბოლოს ეკონომიკას სწავლობდი _შევეშვი და მსახიობი გავხდი... თეატრში ვარ და ვაკეთებ იმას რაც მიყვარს . მართლა იმდენი დრო გავიდა შენი წასვლის შემდეგ , ყველაფერი შეიცვალა -სერიოზულად ,შენ მსახიობი გახდი? რომ ვისაუბრეთ რატომ არ მითხარი -ასე ნუ იცხადებ, ყველაფერი შენი ბრალია -ორივემ რომ შეხედა მერე სიცილით განაგრძო-არ გახსოვს შენ მიმიყვანე ჯერ კიდევ ბავშვი თეატრში , შემაყვარე იქაურობა და მერე საერთოდ პატარა როლიც მივიღე - გაბრწყინებული სახით იხსენებდა ბავშვობას . ნატამ იცოდა როდის რას აკეთებდა ლუკა, მაგრამ მოსეს დამსახურებაზე პირველად გაიგო _მე ყველაფერი მახსოვს! მამამ იცის რას აკეთებ? _რა თქმა უნდა _მერე რაო რა გითხრა _არასერიოზულად მიიღო, გაბრაზდა, ვიჩხუბეთ და მერე შემირიგდა ... გრძელი , ხანგრძლივი და მოსაწყენი პროცესი იყო _ჯიბეგაფხეკილი რომ დავრჩებით შენი მსახიობის ხელფასით მოახერხებ ფუფუნებაში ცხოვრებას? _ვერ ვხვდები რა ჩამორჩენილი, პირველყოფილური დამოკიდებულება გაქვთ მამა_შვილს მსახიობების მიმართ ... არ მეგონა ამდენად თუ ჰგავდა ზურაბს რომელიმე შვილი _ ნატალია გულწრფელობით გამოირჩეოდა და ამჯერადაც თქვა ის რასაც ფიქრობდა _მე არ ვიცი შენ და შენს ქმარს რა კავშირი გაქვთ ასეთი , მაგრამ ჩემთან დისტანციას თუ არ დაიცავ შენი საქმე ცუდად იქნება , პატარავ _ თავი გვერდით გადასწია თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა _ ყავას ორი კოვზი შაქრით ვსვამ და ყველაფერი ტკბილი მიყვარს , რომ იცოდე _უკვე მიდიხარ ? _საქმეები მაქვს ...თანაც ახალ დაქორწინებულებს ხელს არ შეგიშლით ერთმანეთით ტკბობაში მოსე რომ წავიდა მოდუნდა და მაშინვე დაიწყო საქმეზე ფიქრი. ლუკასთვის სრულიად უმნიშვნელო იყო ბაბუის დატოვებული ბიზნესი , ნატალის კი დიდი გეგმები ჰქონდა . _მაღიზიანებს. ნახე როგორ მელაპარაკება? ნამდვილი ცხოველია ... საერთოდ როგორ ხარ მისი ძმა _ მე დედას ვგავარ ... ის მამას . რთული ხასიათი აქვს , თავისებურია , მაგრამ საშიში არაა და ტყუილად გეშინია _არ მეშინია , 50 % ჩვენია ასე რომ თანაბარი უფლებები მაქვს და ჩემი თანხმობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს _ეცადე მშვიდად იყო , რაც უფრო ძლიერად შეუტევ უფრო გაბრაზდება და მერე განრისხებული მართლა საშიში ხდება. რომ ნახავს როგორი ჭკვიანი ხარ , ნდობა გაუჩნდება... სულელ ქალებზე ალერგია აქვს _მე კი მეგონა მისნაირებს სწორედ მარტივად სამართავი ქალები მოსწინდათ _მოსეს ყველას მართვა შეუძლია თუ არ დაეზარება... მასთან ომს ნუ დაიწყებ, გთხოვ თორემ მე რომ წავალ გადაგივლის _ ხელზე აკოცა და ლოყაზე მოეფერა _თეატრში როდის წახვალ... რეპეტიციები არ გაქვს? _ხვალვე უნდა წავიდე... ტექსტს ვამუღამებდი გუშინ . ხომ მოხვალ პრემიერაზე დიდხანს საუბრობდნენ ლუკას როლზე. ყოველთვის მოსწონდა ნატას სცენარის განხილვა , ხელოვნების ყველა დარგი უყვარდა. გიჟდებოდა ყველაფერ ლამაზზე და გამორჩეულზე . ლუკაც ყველასგან განსხვავდებოდა ამიტომ იყო მასთან ასე ახლოს. ყველა მეგობარს შორის გამოარჩევდა , რაღაც აუხსნელი სულიერი სიახლოვე ჰქონდა მასთან , მაგრამ ვერასდროს აღიქვამდა ისე როგორც კაცს. ............... დილიდან წავიდა ოფისში . მძიმე მდგომარეობა იყო. სიცარიელე დახვდა მხოლოდ რამდენიმე ძველი თანამშრომელი შენიშნა და მათ შორის მოსეს ფიგურაც ამოიცნო . შორიდანვე ეტყობოდა დაძაბულობა მდივანს რაღაც დოკუმენტებს ართმევდა და ლეპტოპს წარბშეკრული უყურებდა _ფურცლებს აღარ იყენებთ თუ რა ხდება... გაყიდვების მაჩვენებლები მჭირდება. დოკუმენტები რაც არის ნანა _ნანა არა ბატონო მოსე ნინა .... ყველაფერი ელექტრონულად გვაქვს და _ნინა როგორ ხარ ? გამარჯობა _ გოგონას მოეხვია და შემდეგ დანარჩენებსაც მიესალმა _მე წავიღებ ლეპტოპს და მოსეს ყველაფერს ავუხსნი შენ ყავა მოგვიტანე ხო? _კარგიი ახლავეე _გახარებული გავარდა მოსე კი კიდევ უფრო უკმაყოფილო დარჩა _არ მოდიხარ? _წინ წავიდა და ბიჭს მოუბრუნდა. კაბინეტში შევიდა და დივანზე ჩამოჯდა . ყველაფერი მაგიდაზე დააწყო , კომფორტულად მოკალათდდა _ახლა რა ყველაფერი ამ კომპიუტერებით გვარდება? იმიტომ გაგვაკოტრა იმ ნაბ.იჭვარმა _ყველაფერი მოუწესრიგებელია.. გაყიდვების მაჩვენებელი კატასტრფულად დაბალია_სანამ მოსე ჯუჯღუნებდა მანამ იპოვნა საჭირო მონაცემები და ეკრანზე გამოსახული დიაგრამა აჩვენა_აი ნახე ... ავეჯი ყრია მაღაზიებში _რომელ მაღაზიებში ... სადღაა მაღაზიები . სამი დაიხურა _ვიცი ... _კიდევ რა იცი პატარავ ? _ბევრი რამ და მათ შორის ისიც თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ჭაობიდან ... ხელოსნები მალე გაიქცევიან. ხელფასი თვეებია არ აუღიათ. მასალებიც ცოტაა _ფსკერზე რომ ვართ მეც ვიცი ... თანამშრომლების გაშვება მომიხდა და ბოლოს მგონი მე მომიწევს დურგლობის გახსენება . დავჯდები და დავიწყებ სკამების და მაგიდების კეთებას _თავიდან ყველაფერი რთულია ხოლმე, მაგრამ მე მჯერა რომ გამოვა _იღიმოდა, როგორც ყოველთვის ახლაც გულწრფელი და საყვარელი იყო. მოსე ისე უყურებდა ნატაც მოიღუშა _სასაცილოდ საქმე არ გვაქვს და არც ოცნებების დროა . სჯობს ყველაფერი ერთ მაღაზიაში გადავიტანოთ. მუშებიც გავუშვათ და ცეხები დავხუროთ . ერთი დარჩება , როგორმე გავყიდოთ იქნებ რომ ვალები გავისტუმროთ ... გავყიდი ერთი რომელიმე მაღაზიის ფართს , რომელიც კარგ ადგილასაა და იმით გადავუხდი ბიჭებს... მეზიზღება ვალი მითუმეტეს იმათი ვინც იმსახურებდა _ სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცია და სწრაფად მოუკიდა _საჭირო არ იქნება ... თუ კარგ რეკლამას გავაკეთებთ . სოციალურ ქსელში გავავრცელებთ , შევცვლით ავეჯის დიზაინს და მარკეტინგზე წავიმუშავებთ შევძლებთ ახალ წლამდე _ბიჭი ზურგით იდგა , ფანჯარასთან ეწეოდა ნატასკენ შემობრუნდა და ერთხანს მდუმარედ უყურებდა. გოგონა ისევ გაბრწყინებული იჯდა, საკუთარ თავში დარწმუნებული _ მაქვს რამდენიმე ნახაზი... რეკლამაზეც ვიზრუნებ. ძალიან ბევრ ცნობილ სახეს ვიცნობ ლუკას დამსახურებით , ისინი განათავსებენ ფოტოებს . გვერდიც გავაკეთე... ამ დღეებში გადავუღებ ფოტოებს. მაღაზიაშიც ცვლილებებია საჭირო ,ისე ყრია ყველაფერი მყოდველს შესვლაც დაეზარება_მიმიკები ეცვლებოდა წუწუნებდა, პატარა გოგოს გავდა, ლეპტოპს უყურებდა და შემდეგ მოსესთვის გაურკვეველ გეგმებს აჩვენებდა _შენ ლუკასთან ქორწილზე ფიქრობდი თუ ამ ყველაფერზე ...ესენი აქ როგორ დახაზე_ ეკრანზე რომ დაინახა ავეჯის ჩონჩხი იქვე ჩამოჯდა ნინამ ყავა მიიტანა , ნატამ მადლობა გადაუხადა და მაშინვე აიღო ფინჯანი. იღიმოდა და თვალები უციმციმებდა მოსე კი სულ უფრო და უფრო მეტად ჯუჯღუნებდა _მაპატიე, მაგრამ ამდენ ხანს სად იყავი უკაცრიელ კუნძულზე? იქ არც კომპიუტერი იყო, არც ინტერნეტი, არც ცივილიზაცია? _არა! მე რომ წავედი ჯერ კიდევ ღილაკებიან მობილურებს იყენებდნენ და ის დიდი კომპიუტერები ჰქონდათ რომელიც თავიდანვე არ მევასებოდა... დანაშაულია ? თუ თქვენთვის სვეცკებისთვის მე და ჩემნაირები გოიმები ვართ _ნუ ბრაზდები გთხოვ... მე უბრალოდ მიკვირს. სხვანაირად არ გამოდის დღეს ცხოვრება, თორემ ასე ურთიერთობას მეც პირადად კონტაქტი მირჩევნია. ბიზნეს სექტორში მითუმეტეს არაფერი გამოვა ისე თუ არ ავუწყობთ ფეხს ცვლილებებს. მთელი დღე ერთად იყვნენ. მოსე ისე დაჰყვა მის ნებას ვერც იაზრებდა. ცხოვრებაში პირველად აკეთებდა საქმეს ქალის მითითებებით. უბრალოდ მოსწონდა მისი იდეები , ისე უხსნიდა და უჩვენებდა მოსალოდნელ შედეგებს, რომ კითხვები აღარ ჰქონდა. მაღაზიებში ცვლილებები იმ დღესვე დაიწყეს. მუშებს შეაცვლევინა დეკორი, გარემო გამოაცოცხლა ისეთი გახდებოდა ყველაფერი, რომ ქუჩაში გამვლელსაც აიძულებდა შესვლას. დადიოდა, ლაპარაკობდა, იღიმოდა, ისე გასცემდა განკარგულებებს საერთოდ არ ეტყობოდა რომ უფროსი იყო . ყველას მიმართ თბილი, უშუალო და ერთნაირად დადებითად განწყობილი იყო. კონსულტანტ გოგონებს რაღაც მითითებები მისცა, უხსნიდა როგორ უნდა ესაუბრათ კლიენტთან პატარა ეწიუდები გაითამაშა მოსემ რამდენჯერმე ღიმილი ვერ შეიკავა _აი მაგალითად როგორ გავყიდო ეს საწოლი... _ერთ - ერთ საძინებელზე მიუთითა და წარბები საყვარლად შეჭმუხნა_ მე ვარ მყიდველი ახალდაქორწინებული და ვეძებ ავეჯს საძინებლისთვის ... უნდა მითხრა რომ ხარისხი არის მაღალი, რა მასალაა , როგორ ამუშავებენ. როგორი გამძლე იქნება როგორ მოუხდება რაღაც ფერებს . ჰკითხე საძინებლის კედლები რა ფერია გაუღიმე, ესაუბრე ბევრი უთხარი რომ ფასები ყველაზე ადეკვატურია ... ცოტა მეტი დაასახელე და მერე უთხარი რომ დაკლებაც შეიძლება. ეს რა თქმა უნდა კლიენტზეა დამოკიდებული. ჩვენი მაღაზიები საშუალო ფენაზეა გათვლილი _გასაგებია ... _ეს ყველაფერი ნატოს დარიგებამდეც რომ გცოდნოდათ საწყობი სავსე არ იქნებოდა _ მოსემ ნატასგან განსხვავებით წამში მოშხამა გოგონა არადა მანამდე ისეთი მინაბული აკვირდებოდა ბიჭის ნაკვთებს _ყველაფერი ხვალიდან მოგვარდება. ბიჭები კედლებს შეღებავენ ამაღამვე. ავეჯსაც ისე დააწყობენ როგორც ვთქვი და ფასადსაც მიხედავენ ასე რომ შეგეძლება უფრო თავისუფლად იმოქმედო _ მოსეს ყურადღება არ მიაქცია ისევ განაგრძო გოგონების გამხნევება _ ხვალ შემოგივლით მუშებთან შეხვედრა უფრო რთული იყო. ჯერ მოსეს უსმენდნენ, ხელფასებთან დაკავშირებით საუბრობდა ბიჭი და ნატასგან მოულოდნელად იქვე დაურიგა კონვერტებით ორი თვის ხელფასი ყველას. ეს რა თქმა უნდა სრული თანხა არ იყო , მაგრამ მაინც დაამშვიდა ბიჭები. შეუძლებელი იყო მისთვის მოგესმინა და ნდობა არ გაგჩენოდა _ფული საიდან ... კი მაგრამ ახალი ავეჯის დასამზადებლად მასალა როგორ უნდა ვიყიდოთ _ნუ ღელავ ჩემი პირადი ბიუჯეტიდანაა ეს ფული ... _კი მაგრამ ასე _ჩემი საქმეა როგორ მივხედო თანამშრომლებს... აჩვენე ახლა ის შენი ნახაზები თუ გაგეგება რამე ვნახოთ. იქნებ ისე დახატე და ვერც აკეთებენ _რადგან ვერ ვაკეთებ იმას არ ნიშნავს , რომ არ ვიცი როგორ კეთდდება . მასალაც მალე წუთი წუთზე მოვა და ხვალვე დაიწყებენ პირველი საცდელი პარტიის გაკეთებას _უჩემოდ იპოვნე მასალა? რაიმე უხარისხო თუა იცოდე _შენგან განსხვავებით ვერკვები ახალ მასალებში... მხოლოდ ხის ნაირსახეობებს არ იყენებენ დღეს _შენ რა ისევ იმის ხაზგასმას აკეთებ, რომ მე რაღაცებში ვერ ვერკვევი? _შენ კი სულ ეჭვი გეპარება ჩემში _ქალების ნდობა არ შეიძლება თანაც ასეთ საქმეში ... რა გინდა ამ ნახერხში და ხე_ტყეში კულინარიის კურსებზე ვერ იარე? _კულინარიაც შესწავლილი მაქვს ... მიყვარს გემრიელი საჭმელი , მაგრამ დიზაინი ჩემი სფეროა _ ნიშნისმოგებით უთხრა და პატარა ოთახში შევიდა სადაც ყველაფერს აუხსნიდა ავეჯის დიზაინის შესახებ . _პატარა მეტიჩარა _თვალები აატრიალა და უკან გაჰყვა . უკვე გვიანი იყო, მაგრამ ბიჭები მაინც იქ იყვნენ და ყურადღებით უსმენდნენ ნატლიას. რაღაც შესწრებები იქვე შეიტანეს ყველანი კმაყოფილები დარჩნენ. მოსე უკვე დაღლილი იყო ნატას კი არაფერი ეტყობოდა . ისევ ისე მარდად მიკაკუნებდა საშუალო ქუსლის მქონე ფეხსაცმლით . მანქანა არ ჰყავდა ამიტომ მოსემ შესთავაზა წაყვანა. ერთხანს ჩუმად ისხდნენ შემდეგ ნატალიმ მიმოწერა დაიწყო _ეს ხმა ნერვებს მიშლის.. ვის წერ ამდენს ,რომ დაგირეკოს და ელაპარაკო არა? _ტელეფონი საერთოდ გააქვს? _კი _ჯიბიდან ამოაცურა და უდარდელად დაატრიალა აიფონის უახლესი მოდელი_ზარებისთვის ვიყენებ _წარმოდგენაც არ გაქვს რამდენი საქმის გამარტივება შეუძლია ამ პატარა მოწყობილობას ხო? და არც გაინტერესებს _ისევ გწერენ და იქნებ ხმა მაინც ჩაუგდო _ლუკაა ... რეპეტიციაზეა და გვიან ღამემდე ვერ დაბრუნდება _ასე გვიან ასრულებს სულ რეპეტციებს _ახლა პრემიერისთვის ემზადებიან.... შემდეგ გასტროლები აქვთ ბევრი დრო და ენერგია სჭირდება _ვივახშმოთ და თან მომიყევი ლუკას ამბები ... ისე ჩანს კიდევ დიდხანს ვერ დაველაპარაკები _პასუხს არც დალოდებია ისე გააჩერა მანქანა რესტორანთან და ნატალიც იძულებული გახდა გაჰყოლოდა. ცარიელ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი და შეკვეთა მისცეს. დარბაზი თითქმის სავსე იყო , მუსიკის ხმა ისმოდა და ნატალია თითებს აყოლებდა მელოდიას _სწავლა უკვე დაასრულა ხო? _ ოცის იყო რომ ჩააბარა და შარშან დაასრულა. პირველივე კურსიდან თეატრშია... რამდენიმე ეპიზოდური როლი ფილმებშიც შეასრულა. სცენაზე თუ არ გინახავს აუცილებლად უნდა ნახო... წარმოუდგენლად ნიჭიერია. სცენისთვისაა შექმნილი და სხვა ნებისმიერი საქმე მისთვის ჯოჯოხეთური იქნებოდა _აღფრთოვანებული ხარ ... კარგია ცოლი რომ გულშემატკივრობს და აფასებს საქმეს რომელიც უყვარს. როდის გაიცანით ერთმანეთი _ერთად დავდიოდით ცეკვის სტუდიაში , ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა და მალევე დავმეგობრდით. მას მერე არ გაყრილა ჩვენი გზები _ანუ მეგობრობიდან ქორწილამდე მიხვედით _ასე გამოვიდა _როგორც სჩანს თავიდანვე მოსწონდი როგორც ქალი ... თორემ ტეხავს მეგობართან ს.ქსი _ამდენი ჩარჩო, სტერეოტიპი , სიძველე , წარსული ერთად როგორაა შენთან _ისე უთხრა არც კი დაფიქრებულა და წამსვე მიიღო მისი ანთებული მზერა პასუხად_მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ცოტას ვიცნობ შენნაირს _ჩემნაირი მეორე არავინაა და საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ რომ ვინმეს მსგავსად უნდა ვაზროვნებდე ან ვცხოვრობდე, მიყვარდეს და მძულდეს. არც ისაა საჭირი რომ გესმოდეს ჩემი , მთავარია საქმე ვაკეთოთ _თუ უცხოებივით ვიქნებით გაგვიჭირდება ერთად... _შენთან მეგობრობას არ ვაპირებ ... იმედი მაქვს კომპანიონობა გამოგვივა და ეს შენი იდეები წარმატებას მოგვიტანს. გეგმები კარგია, მაგრამ როგორ იმუშავებს ეგაა მთავარი _იმუშავებს, მაგრამ დრო დასჭირდება . მჯერა, რომ გამოვა და ბაბუს დატოვებულ საქმეს წარმატებულ ბიზნესად ვაქცევთ _იცნობდი ? - მზერა შეეცვალა , იმ წამს საშიში აღარ იყო _უკვე მძიმედ იყო ლუკამ რომ გამაცნო , მაგრამ მაინც მოახერხა თავის შეყვარება ... გამორჩეული ადამიანი იყო _ძალიან უყვარდა თავისი საქმე ბოლო დღეებში რომ ვნახე მთხოვა არ გამექრო მისი დაწყებული . პირობა რომ არ მიმეცა აქ საცხოვრებლად არასდროს დავბრუნდებოდი _ მშვიდად თქვა და მიმტანს მადლობა გადაუხადა. მშიდად ვახშმობდნენ, ბიჭი არაფერს ამბობდა და აშკარა იყო საუბრის დასრულება სურდა, მაგრამ ნატა ვერ ისვენებდა. ისე დაიწყო მისი სახის დაკვირვება ვერც კი გაიაზრა , არც უფიქრია ბევრი _გინდა რამე მკითხო თუ ასე რატომ მიყურებ _ მოულოდნელად ასწია თავი , ჩანგალი დადო და მზერა გაუსწორა _საერთოდ არ გავხარ ლუკას ... ვერასდროს ვიფიქრებდი , რომ ძმა ხარ. ლენაც სხვანაირია _არ ვართ იდენტური ტყუპები... მე გარეგნულად დედას და მის ნათესავებს ვგავარ ასე რომ ტყუილად მაკვირდები, მაღიზიანებს ამდენ ხანს რომ მიყურებენ _ეს ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია ... ვიზუალური მხარის გაცნობა _მე თუ ვკონტაქტობ ისე რომ შენი სახის ნაკვთებს არ ვიზეპირებ ე.ი შესაძლებელია ამის გარეშეც _ასე უცებ როგორ შეგიძლია მონსტრად გადაქცევა_მოიბუზა და ტუჩები საყვარლად დაბრიცა. ბიჭმა ისევ შეხედა და წარბები მაღლა აზიდა _ბავშვივით რატომ ხარ ... რა უბედურებაა გათხოვილი, ზრდასრული ქალი ხარ თუ ორი წლის ნატალიკო რომელიც ყველას გულის მოგებას ცდილობს მერე შოკოლადები რომ მიიღოს _ზრდასრულობა არ გამორიცხავს ემოციებს ... _მგონი დროა წავიდეთ ... სახლში გაგიყვან _ანგარიში მოითხოვა და შემდეგ პირველი დაიძრა გასასვლელისაკენ. კარში პირველი გაატარა , მაგრამ მანქანაში ჩაჯდომამდე უკან არც მიუხედავს. გვიანი იყო უკვე , სახლთან რომ მივიდნენ მხოლოდ ეზო იყო განათებული რაც იმას ნიშნავდა, რომ ლუკა ისევ მუშაობდა. _ხვალ დილით გამოგივლი ... ადრე გავიდეთ _არ შეწუხდე _არ მალოდინო _თითქოს არც გაუგია ნატას სიტყვები . გადასვლამდე წამით შეხედა და მალევე წავიდა. ლუკა მთელი ღამე არ დაბრუნებულა . არც ელოდა ნატა , ისევ ლეპტოპთან იჯდა წინ ფურცლებიც ეწყო და მანამ მუშაობდა სანამ არ ჩაეძინა. სარწეველაში იწვა და თხელი პლედი ეხურა. მხოლოდ სახე უჩანდა , მზის ამოსვლამ შეაწუხა, მაგრამ კიდევ არ აპირებდა გაღვიძებას .ნაბიჯების ხმა ესმოდა, მაგრამ ლუკა ეგონა და ყურადღება არ მიუქცევია სანამ უცნობი სურნელი არ მიუტანა სიომ. კაცი იქვე სავარძელში იჯდა , ნახაზებს დაჰყურებდა _რომელი საათია? _ თვალების გახელისას მოსე რომ დაინახა ინსტიქტურად წამოჯდა _ ჩამძინებია... რაღაც საქმეებს ვაგვარებდი. უძილობა მაქვს ხოლმე და _ ისევ გაუჩერებლად ბურტყუნებდა. მხოლოდ მოკლე პენუარი ეცვა ხალათიც იმავე ზომის იყო და შეკრულიც არ ჰქონდა. თმა მხარს წვდებოდა მხოლიდ, მსხვილი ხვეულები ჰქონდა , თავი რომ აამოძრავა ძვლების ხმა გაიგო და სახე დაბრიცა _ჯანდაბა აქ არ უნდა დავრჩენილიყავი _სანამ მოემზადები მე ამათ გადავხედავ _ლეპტოპი თავისკენ შეაბრუნა და გოგოს მზერა მოაშორა. ნატას მზადების დასრულებამდე ლუკაც დაბრუნდა. ძმის ეზოში დანახვას არ ალოდა , მანქანიდან რომ გადავიდა არეული თმა ძლივს გაისწორა, აჩაჩული პერანგის ღილებიც შეიკრა და მოსეს შეკრულ წარბებს მაინც ვერ გაექცა _აქ რას აკეთებ ამ დილაადრიან ძმაო? _ეცადა მხიარულად შეხვედროდა. მხარზე ხელი დაჰკრა და კოცნა დააპირა _მე საქმეს და შენ ? დილიდან დილამდე მუშაობ ხოლმე ახლაც ? _ასე გამოვიდა ... ვერ გაიგებ მსახიობის ცხოვრებას _სიგარეტის , ოფლის, აყროლებული სუნამოს სუნს და შენს ვიზუალს ხომ გავიგებ. რა ჯანდაბაა გუშინ მოყვანილ ცოლს ღალატობ? _რეპეტიციის შემდეგ განსატვირთად წავედით .. ხვალ უკვე სპექტაკლია და ჩვევად გვაქვს გართობა ამ დღემდე . რას ჭედავ? შენ ჩემი ძმა ხარ თუ მისი _საკმარისად მყავს და_ძმები კიდევ ნატალია არ დავიმატო ! შენ კი საერთოდ არ იქცევი სწორად , არაკაცობაა ახალმოყვანილი ცოლის სახლში მარტო მიგდება. მგონი მთელი ღამე აქ გელოდა გაყინული და შენ სადღაც დედის ტყვნ.ში გულაობდი _საუბარი ნატას გამოჩენამ შეაწყვეტინა. ლანგრით მოჰქონდა საუზმე და ყავის ფინჯნები. დაბნეულმა არ იცოდა ლუკას როგორ შეხვედროდა , ისევ ბიჭმა მიახვედრა . რომ დაეხმარა და მკლავები მოხვია _პატარავ შენ რა უჩემოდ ვერ დაიძინე? ხომ მოგწერე ბიჭებთან ერთად მივდივარ აღსანიშნად და ბარემ გუგასთან დავრჩები_თქო _უბრალოდ ვერ დავიძინე და საქმეებს ვაგვარებდი ... მერე ჩამეძინა . ხომ იცი როგორ მემართება ხოლმე. ვისაუზმოთ და გავალთ მერე ჩვენ _მიდი მე უნდა გადავივლო და დავიძინო ... წარმატებულ დღეს გისურვებ _ ლოყაზე აკოცა და წავიდა. მოსე ჩუმად იყო . ნატაც დაძაბული იჯდა , საერთოდ არ უნდოდა ბიჭს ეჭვები ჰქონოდა. მხოლოდ ყავა დალია სხვა არაფრისთვის დაუკარებია თითი . ეზოც ისე დატოვეს , სიტყვა უთქვამს. მთელი დღე ისევ ერთად გაატარეს. მაღაზიები იმ დღესვე მოწესრიგდა და მიიღო ისეთი სახე როგორიც ნატას სურდა. სიხარულისგან დახტოდა , ყველაფერი შემოიარა და შემდეგ ფოტოაპარატი მოიმარჯვა. დიდხანს ცდილობდა , მაგრამ არ გამოსდიოდა ისეთი ფოტოები როგორიც თავად სურდა _ასე არ გამოვა _ მოიწყინა და მთელი სახეც მოეღუშა. სავარძელში ჩაეშვა და ფოტოაპარატი მაგიდაზე დადო _არავინ შემოდის ხომ ხედავ რეკლამა გვჭირდება, რომელსაც ფოტოების გარეშე ვერ გავაკეთებთ . მე კი არ შემიძლია _ფოტოგრაფი გვჭირდება და ალბათ მოდელებიც ... მე რამდენადაც ჩავწვდი შენი რეკლამების არსს . ცარიელი ავეჯით არაფერი გამოვა , თუ გავაცოცხლებთ უკეთესი იქნება . დღეს გვიანია , ხვალამდე ვიპოვნი ვინმეს და ამ დღეებში გავამზადებთ ყველაფერს _სწორია... ეგ აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე , მაგრამ ცნობილი სახეები ფოტოსესიებში საკმაოდ ბევრ ანაზღაურებას ითხოვენ... ერთია გვერდის ფოტოს გაზიარება და მეორე ფოტოსესია . ფოტოგრაფი მყავს _უცებ გაახსენდა და თვალები გაუბრწყინდა _აუცილებლად ცნობილი უნდა იყოს მოდელი? საძინებლებს ჩვეულებრივი მოკვდავები არ იყენებენ? მთავარია ფოტო იყოს ბუნებრივი _ჩვენ უნდა შევქმნათ ბრენდი ... ლოგოზეც ვმუშაობ. ფერებზეც ვფიქრობ და საერთოდ რაღაც ნიშანი უნდა განგვასხვავებდეს ყველასგან . რამდენიმე კონტრაქტზეც ვიწყებ მუშაობას , უბრალოდ ბაზარს ვეცნობი ჯერ და ათასი აზრი მიტრიალებს გონებაში . არ მინდა რაღაც ისე არ იყოს და დრო დავკარგოთ _თუ დამშვიდდები უკეთესი იქნება... რაღაც წინასწარ უნდა მოიფიქრო რაღაც ექსპრონტად გადაწყვიტო ... ფოტოგრაფი ვინ იქნება ? _ლულუ ... შენ ალბათ არ იცნობ _ვიცნობ _თვალები აატრიალა და უკმაყოფილოდ დაატრიალა სიგარეტის ღერი თითებსშორის_ისევ ისეთი ჭირვეულია? _საიდან იცნობ _ურთიერთობა გვქონდა წლების წინ ... ბავშვობაში _რა სახის _შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ... დაურეკე და თუ შევთანხმდებით დავიწყოთ. მანამდე ლოგოზე ვიმუშაოთ... ფერების ჩემი ვარიანტი გითხარი _შავი და წითელი ბანალურუა _მაგრამ უხდება ერთმანეთს _მაშინ თეთერი და შავი იყოს _ორივე გააკეთე და მერე გადავწყვიტოთ... მე ჩემ ძველ მეგობარს დავურეკავ.. სამზარეულოში მას გადავიღებთ _მზარეულია? ეგ კარგი იდეაა და ვინ არის? _ თომა ბერაია ... გეუბნებაა რამეს? _ფაქტობრივად სიტყვებს აცლიდა ნატალი . ბოლოს ისე ამოღერღა გოგოს გაჩუმება უნდა მოეხერხებინა მაგრამ ის კიდევ უფრო მეტად ენერგიულად ამეტყველდა. ვერ მალავდა გაოცებას. ახალი იდეაც დაებადა . ყველაფერი შეათანხმეს, ყველას სხვადასხვა დღე აწყობდა მთავარი ფოტოგრაფის დათანხმება იყო რაც მოსეს სახელის ხსენების შემდეგ შესაძლებელი გახდა. ნატალისაც იცნობდა, მაგრამ რამდენიმე დღის დათმობას არ აპირებდა ქალბატონს მოსეს სახელი რომ არ გამოეყენებინა , ისე ოსტატურად უთხრა ვინც იყო მისი კომპანიონი იქვე მდგომს გაოცება გამოესახა სახეზე . ის დღეც დასრულდა. გეგმებით კმაყოფილს მხოლოდ ბოლო დეტალებზე ფიქრი სჭირდებოდა. მეორე დღეს ლუკას სპექტაკლის პრემიერა იყო და თავადაც სჭირდებოდა მომზადება. ასე თუ ისე ყურადღების ცენტრშო იქნებოდა. პირველად იქნებოდა მისი ცოლის ამპლუაში როდესაც რესტორანში გადაინაცვლებდნენ თამაშიც მოუხდებოდა. ლუკა როგორც ყოველთვის ახლაც ღელავდა , სახლში არც იყო სადღაც წავიდა და მოსე რომ დაადგა გვიან ღამით ვერ მიხვდა რა უნდა ეთქვა _ლუკა სად არის? სპეციალურად გვიან მოვედი წესით სახლში უნდა იყოს არა?_ღამის პერანგში გამოწყობილს უყურებდა და შემდეგ მაღლა ასასვლელ კიბეზე გადაიტანა მზერა_იმედია ხელი არ შეგიშალეთ_თავზე გადაისვა თითები და უკან დაიხია _არა...არა ლუკა სახლში არაა . მე მარტო ვარ . დაჯექი , რას დალევ ? მგონი უკვე ნასვამიც ხარ ყავა , მინერალური თუ ლუდი ? _ უცებ თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა _კიდევ არ არის? სერიოზულად ... ოდესმე არის საერთოდ? რამდენი ხანია დალაპარაკება მინდა და ვერ მოვახერხე . რა უბედურებაა _ძალიან ნერვიულობს და ამ დროს მარტო ყოფნა , სეირნობა და აზრების გაფანტვა უყვარს . შეიძლება მალე მოვიდეს... მივწერ . რომ გაიგებს აქ ხარ მოვა _ყავის მზადება დაიწყო , ხელები უკანკალებდა და გვიან მიხვდა ამას. თითქმის უცხო კაცთან ერთად ნახევრად შიშველი, სრულიად მარტო იყო და ეს სულაც არ წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოვლენას ნატას ცხოვრებაში _ხვალ ალბათ დილიდან ექნება რეპეტიცია ხო? _ხო ... დაწყებამდე გაივლიან _როდის მიდიან _ზუსტად არ ვიცი ... _ ყავა გამზადდა . ფინჯანი მაგიდაზე დადო და მაცივრიდან ტკბილეულიც გამოიღო . თავისთვის წვენი დაისხა და ინსტიქტურად დაიწყო ტორტის დაგემოვნება. ნერვიულობდა და ეს მის თითოეულ მოძრაობას ეტყობოდა. მოსე ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ არ დანახვა რთული იყო იმდენად მარტივად იკითხებოდა მისი ემოციები _როგორ სჩანს რთულია ხელოვანი კაცის ცოლობა შენნაირისთვისაც კი _ჩემნაირი რას ნიშნავს _ მაინც გაბრაზდა. მზერა გაუსწორა და სახეზე წამოწითლდა...რას მერჩი მოსეე ? რა გინდა ჩემი ხასიათისგან _იმდენად გამგები ხარ , ისეთი კეთილგანწყობილი და მაინც ალბათ ერთ დღეს გაჭედავ გვერდით კაცი რომ დაგჭირდება და ის რეპეტიციაზე იქნება ან სადმე განმარტოებით მყოფი ... ამის თქმა მინდოდა და ტყუილად ნუ ეძებ ქვეტექსტებს... ცოტა მოდუნდი არ ვიკბინები მიხვდი ბოლოს და ბოლოს _აი ისევ უხეში და ცივი ხარ... როგორ მიყურებ ასე მგონია მაგ თვალებში ზღვა გაქ ახლა ადიდდა , ერთიანად გადმოვა და დამახრჩობს _ როგორც ყოველთვის არ უფიქრია ისე თქვა გონებაში გაჩენილი აზრები, სახეც ბავშვივით მოექუფრა და მოსეს გაღიმებაც მოახერხა. ნასვამი იყო და თავი ვეღარ შეიკავა, მალევე სიცილში გადაეზარდა _ღმერთო ჩემოო შენ საერთოდ რანაირი ვიღაც ხარ _შენ რა ... შენ დამცინი? _თან მონუსხული უყურებდა მის სიცილს და თან ბრაზდებოდა _წავედი ... წავედი თორემ თქვენი ოჯახი აშკარად ყველა იმ ოჯახისგან განსხვავდება რაც მინახავს _ ფინჯანი დადგა , მაღალი სკამიდან წამოდგა უეცრად მოხვია ხელი მოშიშვლებულ მხრებზე ნატას , დაიხარა , სწრაფად აკოცა ლოყაზე და მოშორდა. თვითონ ვერც გაიაზრა საკუთარი ქმედება, ფხიზელი რომ ყოფილიყო აუცილებლად შეიკავებდა თავს , მაგარამ გოგოს სულ აურია ფიქრები. მანამდე მსგავსი არაფერ მოსვლია, ბავშვი ნამდვილად არ იყო ჰქონდა მეტის გამოცდილებაც შეყვარებულიც ჰყავდა, მეგობარი ბიჭიც და ბევრი თაყვანისმცემელიც, მაგრამ მოსესთან რაღაც აუხსნელი ემართებოდა რომლის დაიგნირებასაც ვერ ახერხებდა. მთელი სხეული უხურდა ერთი მარტივი შეხების და კოცნის გამო. იჯდა და ირგვლივ დატოვებულ მის სურნელს სუნთქავდა, უკვე კარგად რომ ცნობდა და გონებაშიც ჩაბეჭდილი ჰქონდა ასე რომ მოსწონდა ტვინის რეცეპტორებს . ახსენდებოდა მისი სიცილი , რომელიც უიშვიათესი რამ იყო, შემთვრალი მზერა და უცნაური ბრჭყვიალები , რომლებიც მანამდე არცერთი მთვრალი კაცის თვალებში უნახავს. მოსეს ცისფერი, მოლურჯო თვალები მაინც არავის და არაფრის ფერი იყო . მეორე დღეს ადრე დაბრუნდა რომ სპექტაკლის დაწყებამდე მომზადება მოესწრო . ლამაზად გამოიყურებოდა დახვეწილი, ელეგანტური და სადა იყო . ლუკას რამდენიმე წუთს ესაუბრა და შემდეგ მაყურებლის ადგილი დაიკავა. მოსე დაწყებამდე წამებით ადრე მიუჯდა გვერდით _მეგონა აღარ მოხვიდოდი _ჩემი პატარა ძამიკო პირველად უნდა ვიხილო დიდ სცენაზე...ვერ გამოვტოვებდი ამ მოვლენას თორემ ამდენ ხალხთან ერთად ემოციის მიღებას გადავეჩვიე. ახალ თაობას არც ვიცნობ, მე რომ დავდიოდი მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო _ჩუმად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები და დაიწყო კიდეც ლუკას ერთ_ერთი მთავარი პერსონაჟის განსახიერება უხდებოდა და თავს შესანიშნავად ართმევდა . აშკარა იყო არავინ და არაფერი ახსოვდა, გმირის ტყავში იყო მთელი არსებით . როლიდან გამოსვლა დასასრულსაც ძლივს მოახერხა. ოვაციების ფონზე რომ დაეშვა ფარდა ყველა ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა. ნატამ როგორღაც მიაღწია , რამდენიმე წამს მოეხვია , კომპლიმენტები არ დაიშურა _სასიამოვნოდ გამაკვირვე_მოსეს ორმა სიტყვამ უფრო იმოქმედა ბიჭზე ვიდრე სხვა ყველა დანარჩენმა- არ მეგონა საბავშვო თეატრის შემდეგ ასე თუ განვითარდებოდი- ძმას მოეხვია და მაშინვე დაპატიჟა კლუბში _ახლა უნდა წავიდე და იცოდე კლუბში გელოდები. ნატას გაუარე რა ... მან იცის სადაც ვიქნებით_ელოდნენ, საგრიმიოროში უნდა გასულიყო _მისამართს მოგწერ ... მე მოგვიანებით გავალ. ან საერთოდ ვერ წავალ , საშინლად დაღლილი ვარ. ძალას მაცლის ამდენ სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნა _ახლა სახლში გაგიყვან ამომავალი ვარსკვლავის მეუღლევ და დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ როგორც ჩვეოდა ამჯერადაც თავად გადაწყვიტა. სახლში რომ მიიყვანა და თან ეზოშიც შევიდა აშკარა იყო წასვლას არ აპირებდა. ნატამ ფეხსაცმელი მოიშორა, წვივები დაიზილა და მისაღემისკენ დაიძრა _ის ტორტი ისევ თუ გაქვს ყავასთან დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ _სამზარეულოშია ყავაც და ტორტიც ... თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში _ლუკასგან მიჩვეული იყო ყველაფერს თავად აკეთებდა . მოსე კი ისე უყურებდა პასუხი აშკარა იყო_სერიოზულად? შენი ცხოვრების დევიზია ყველა ქალი სამზარეულოში ? არადა ძალიან ბევრი ცნობილი შეფმზარეული კაცია და ამ საქართველოში რატო ამოიჩემეს რო ქალი უნდა ამზადებდეს ვერ ვხვდები _ჩუმად ლაპარაკობდა . ფეხშიშველი დადიოდა , ყავის აპარატთან ფინჯანი დადგა ტორტიც გამოიღო მაცივრიდან და რამდენიმე ნაჭერი ჩამოჭრა _გამოცვლას აპირებ? _ამ კაბით კლუბში ვერ წავალ...შენთვის აშკარად მარტივია ცხოვრება შავი ჯინსი და მაისურები , შიგადაშიგ პერანგს გაურევ ალბათ რომ აცივდება _ ისევ ბუტბუტებდა და კიბისკენ მიდიოდა . მოსე ჯერ უყურებდა მერე ყავის ფინჯანი აიღო და თეფშიც ახლოს მისწია . რამდენიმე წუთში უბრალოდ სარაფნით დაბრუნდა, თმა უკან ჰქონდა გადაწეული და ბანტის ფორმის სამაგრით შეკრული . მსუბუქი მაკიაჟი ისევ ეკეთა , ამჯერად ტუჩები სხვა ფერად ჰქონდა შეღებილი . ჩუმად ისხდნენ, ნატა წვენს მიირთმევდა და ფანჯრიდან იყურებოდა . სულ ცდილობდა , მაგრამ მუდამ დაძაბული იყო ამჯერადაც ვერ გრძნობდა ბოლომდე თავს კომფორტულად. _შენი ოჯახის წევრები სად ცხოვრობენ? _ მოულოდნელმა კითხვამ გამოაფხიზლა. უკვე მეორე ნაჭერ ტორტს მიირთმევდა ბატონი მოსე _კახეთში ... მშობლებიც და ძმაც _ვენახები გაქვთ თუ _გვაქვს ... მამას ღვინის მარანი აქვს . ამით არიან დაკავებულები თუმცა ჩემს ძმას სხვა გეგმებიც აქვს. მიწების ყოდვას კიდევ აპირებს და სხვადასხვა პროდუქტის წარმოებას გეგმავს , მაგრამ არ ვიცი როგორ გამოუვა ამდენი საქმე ერთად . ვენახებს , ღვინოს და სხვადასხვა ნაწარმს ისედაც დიდი დრო სჭირდება _გემრიელ თათარას არ აკეთებ ? _შენ რა მართლა ასე გიყვარს ტკბილეული ? _არ შეიძლება ? _რა ვიცი უცნაურია ... ვიცი თათარაც და ჩურჩხელაც . ბებია იმერელი მყავს და ბევრნაირი ჩურჩხელა ვიცი. მაქვს კიდეც , გინდა? _მეკითხები ? _ ისე გაიოცა ნატამ სიცილი ვერ შეიკავა . ყველაფერი ერთ დიდ ვაზაზე ელაგა , მაღლა ედო და ვერ წვდებოდა_ ლუკას არ უყვარს და ისე შემოაგდო ლაგების დროს ვერც ვწვდები _ სკამის დადგმას აპირებდა მოსე რომ მივიდა და მარტივად აიღო უზარმაზარი ვაზა . ისე ახლოს იყო , იქვე კარადაზე დადო და გადახედა ფართო ასორტიმენტს _ესენი ყველა თქვენთან დაამზადეს? _ხოო . დედა და დამხმარე ქალები აკეთებენ ნატურალური ყურწნის წვენით . რამდენიმე ჯიშის ყურძნითაა , ზოგი კაკლით ზოგიც თხილით ... ესეც თათარას ფირფიტები _მე მგონი ამ ღამით ვერ გადავრჩები _იმ წამს პატარა ბავშვივით იყო. არადა ისევ ისეთი სერიოზული ჩანდა. არ იცინოდა, მიმიკა არ ეცვლებოდა, მაგრამ თვალებში ჭინკები უხტოდნენ. ნატა ძალიან გაერთო ამ სანახაობით იჯდა და უყურებდა როგორი ნეტარებით სინჯავდა ყველას _უგემრიელესია ყველა... უნდა გამერისკა და მეც გამეშენებინა ვაზი _ჩუმად , თითქოს თავისთვის თქვა , მაგრამ ნატას რა გააჩუმებდა მაშინვე კითხვებზე გადავიდა _სად აპირებდი ... სადმე სოფელი გაქვთ? ლუკას არაფერი უთქვამს ... მეგონა პაპამ რომ გაყიდა სახლი მას შემდეგ სულ ქალაქში ცხოვრობდით _მამას არ აქვს , მე მაქვს და ნუ იცი ამდენი კითხვის დასმა . შემარგე ეს ბედნიერება _კიდევ გამოვაგზავნინებ დედაჩემის ან საერთოდ წავიდეთ ერთ დღეს ლუკასაც რომ ექნება დრო ... მამა მაინც ელოდება რა ხანია _ტრადიციული ოჯახი გაქვს... როგორ მიიღეს ლუკას არეული ოჯახის ამბავი. ამდენი დედინაცვალი, მამინაცვალი , ნახევარ დები და ძმები _ლუკა უყვართ და შესაბამისად მიიღეს მისი ოჯახიც . მიუხედავად იმისა , რომ ზედმეტად ტრადიციული ხალხია _ლამაზი დედა გყავს ... მახსოვს ქორწილიდან . საერთოდ არ ეტყობა თუ საქმეებით არის დაკავებული _ასეთია , ყველაფერს აკეთებს მამასთან ერთად . ისე მხატვარია , მისთვის ესთეტიკა და სილამაზე ზოგადად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვენახშიც კი რაღაცნაირად გამოიყურება. გამორჩეულად _ისე უყვარდა საკუთარ მშობლებზე სუბარი ალბათ მათი სიყვარულის ამბავსაც მოუყვებოდა მოსეს განწყობა რომ არ შეცვლოდა _წასვლის დროა...მოემზადე უკვე . ეზოში დაგელოდები_იქვე მოუკიდა სიგარეტს და მალევე გავიდა უკანა ეზოში. ფანჯრიდან ხედავდა ზურგით მდგომს და ვერ ხვდებოდა ასე უცებ რამ შეუცვალა ხასიათი . მალევე მოემზადა და ასე მდუმარედ მივიდნენ კლუბამდე. ლუკა თავის კოლეგებთან ერთად იყო უკვე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ცოლს აჟიტორებული შეხვდა _ცოტა ხნით ვითამაშოთ და თუ დაიღლები მალევე წადი _ ყელში აკოცა და თითები საჯდომისკენ ჩააცურა . ლუკას რომ მოშორდა მოსე უკვე მაგიდასთან იჯდა ,როგორც აღმოჩნდა ვიღაცებს იცნობდა კიდეც. ლუკამ დანარჩენებსაც გააცნო და დაიწყეს ღამე, რომელიც აშკარად დიდხანს გაგრძელდებოდა. ლუკას გვერდით იჯდა, მისი ხელი ბარძაყზე ედო ჯერ ერთ ჭიქა კოქტეილს სვამდა , კომპლიმენტებით ავსებდა მსახიობებს. ყველას იცნობდა და მათ გვერდით თავისუფლად იყო . შემდეგ დაინახა წინ სავარძელში მჯდომ მოსეს როგორ ეხვეოდა მარიშკა და თავი უცნაურად იგრძნო. ბიჭმა ჭიქა დაცალა , ქალს ხელი შემოხვია წელზე მოცეკვავე ბრბოსკენ დაიძრა , თან რაღაცას ეუბნებოდა , ყელშიც აკოცა და შენდეგ ისე შეერივნენ მოცეკვავეებს რომ მათი დანახვა ვეღარ შეძლო _არ დალევ , ნატ_ ლუკას ხმამ რომ გამოაფხიზლა მიხვდა სუნთქვა როგორ ეკვროდა _ კარგად ხარ _რამე ძლიერი მომიტანე ... დაღლილი ვარ და დღეს მეც დავლევ _კარგიი , როგორც შენ იტყვი მალევე დათვრა... სულ რამდენიმე ჭიქა და უკვე სიმსუბუქეს გრძნობდა. ცეკვა დაიწყო , გათავისუფლდა და მელოდიას შეერწყა. ყველა მიმოფანტული იყო, ზოგი წავიდა , ზოგი ცეკვავდა , ლუკა საერთოდ აღარ ჩანდა. ზუსტად იცოდა ვისთან ერთადაც იქნებოდა და მასზე არც უფიქრია. სრულიად უცნობი მკლავების შეხება იგრძნო , ცეკვა არ შეუწყვიტავს, ბიჭი უკნიდან ეკვროდა მასთან ერთად რიტმში მოძრაობდა მხოლოდ მის მკლავს ხედავდა რომელსაც ლამაზი ტატუ ამშვენებდა. თითები იმსტიქტურად ააყოლა ნახატს და ბიჭის ტუჩები რომ მიეწება ყელზე იმ წამს დაინახა წინ მდგომი მოსეს ამღვრეულუ მზერა. ისე უყურებდა თითქოს მალე დაახრჩობდა. ჯერ კიდევ არეული იყო , თავისუფალი და უდარდელი შემდეგ გელოვანი მკლავში წვდა და დედამიწაზე დააბრუნა. ბიჭს მოაშორა მისი ჩანთაც აიღო და სირბილით გაიყვანა შენობიდან. ხმაურიც მიწყდა, განათებაც შეიცვალა და გრილი ჰაერიც ერთიანად მოედი ახურებულ სხეულზე. სიარული უჭირდა, კედელს მიეჯახა და მოსე ისევ ახლოს აღმოჩნდა, მისი ბრაზიანი თვალები და შეკრული სუნთქვა ჩაელექა მეხსიერებაში _რა ჯანდაბას აკეთებ _თავის აწევა ყბაზე მოჭერილმა თითებმა აიძულა _ როგორ იქცევი საერთოდ ხვდები ? _ვერაა ... _თავი გააქნია და გაიცინა _ ყველაფერი ტრიალებს... შენ ტრიალებ მოსეე _ მკლავები მოხვია, მისკენ მიიწია და ქვემოდან ახედა _ ყალბი ქერა სად გაუშვი ? _იცინოდა და მთვრალ მზერას არ აშორებდა _გათიშული ხარ _ ზიზღით წარმოთქვა ბოლო სიტყვები . ქალის სხეული ხელში აიყვანა , სხვა გზა არ იყო , ბრაზობდა , მაგრამ იქ ვერ დატოვებდა. ვინ იცის რას ფიქრობდა ნატა კი მის ყელში თავჩარგული მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა თავს . შემდეგ მანქანის სავარძელზე აღმოჩნდა და ყველაფერი ჩაბნელდა _ნეტავ შენი ქმარი სად ჯანდაბაშია _საჭეს ხელს უჭერდა გათიშულ ქალს უყურებდა და ძმასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა. თავად მიიყვანა ცარიელ სახლში , ჯერ კიდევ არ იყვნენ კიბესთან გოგო რომ უეცრად აფართხალდა, მისი იატაკზე დასმა მოუხდა და დაიწყო კიდეც ღებინებდა _ ჯანდაბა ეზიზღებოდა მსგავს მდგომარეობაში მყოფი ყველა ქალი. საერთოდ სძულდა ამ დონემდეე გალეშილი ადანიანის ყურება ახლა კი უწევდა ეყურებინა საყვარელი ძმის ცოლი როგორ აღებინებდა პირდაპირ მის ფეხებთან . გათიშული, სრულიად არაადეკვატური იდგა და დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო. ლუკას ტელეფონი გათიშული ჰქონდა, შეტყობინება დაუტოვა მაგრამ აზრი არც ამას ჰქონდა. სააბაზანოში ძლივს შეიყვანა რაღაცას ბურტყუნებდა გაუგებრად. პირდაპირ დუშის ქვეშ დააყენა და მალევე სულ მთლად გაწუწულს უყურებდა. თხელი ატლასის კაბა ტანზე მიეწება, შიშველ სხეულზე ეკვროდა ბორდოსფერი ნაჭერი , მზერის არიდება ნებისმიერს გაუჭირდებოდა. ლამაზი იყო, ასეთი გათიშულიც კი არავის გავდა. მოსეს ყელზე მოეხვია და თითქოს არც არსებობდა მათ სხეულებს შორის ბარიერი . დაბინდული მზერით უყურებდა თავისზე მაღალს, შემდეგ თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა , ზედმეტად ახლოს იყო კაცის ტუჩებთან _მიუწვდომელი და ყველაზე სასურველი _ არეულად ამბობდა ისევ სიტყვებს , მაგრამ მოსემ ეს უკანასკნელი ნამდვილად გარკვევით გაიგო და თითქოს გაშეშდა . საწოლზე სველი კაბით დააწვინა, მკლავზე ეხვეოდა მისი წვრილი თითები , ახლოს იყო საშიშად ახლოს და მის მიმართ იმ წამს მორეულ გრძნობებს შორის ყველაზე ბევრს ზიზღს გრძნობდა. სწრაფად მოაშორა ხელები და ისე დატოვა სახლი უკან აღარც მიუხედავს. ქორწილის წინა ღამის ინციდენტი თითქოს დაივიწყა, ნატას საქმისადმი დამოკიდებულება მის მიმართ დადებითად განაწყობდა . ცდილობდა თავს მორეოდა, ყველა უცნაური გრძნობა დაეიგნორება და ოჯახის წევრად მიეღო . ახლა კი ისიც ჩვეულებრივი ქალი გახდა, ისეთი გულს რომ ურევდა და ზიზღს იწვევდა. ის ღამე ქერა მსახიობის საწოლში დაასრულა და დაიწყო დღე , რომელიც კარგს არაფერს მოუტანდა ნატალიას. ლუკას ხმამ გამოაფხიზლა. იგრძნო სიცივე და საშინელი თავის ტკივილი. ბიჭი პლედს აფარებდა და მის გამოფხიზლებას ცდილობდა _ ნატულია ... სიცხე გაქვს მგონი. ასეთი გაყინული რატომ ხარ . ნატა _მცივა ... ვიყინები _ პლედი ყელამდე მიიტანა და მოიკეცა. _კარგი დამშვიდდი ... ცხელ აბაზანას გაგიმზადებ და წამალს დაგალევინებ. უცებ გაგივლის დიდი დრო დასჭირდა ნატას გამოფხიზლებას , მის თავთან იჯდა წვნიანით სავსე ჯამით და თავისი ხელით აჭმევდა ადეკვატური რომ გახდა . თავი ისევ სტკიოდა და ბევრი არაფერი ახსოვდა. მხოლოდ კადრები რომელშიც მოსე იყო . _მოსემ მოგიყვანა? მწერდა , მობილური რომ ჩავრთე ერთად მოვიდა ყველა გამოტოვებული ზარი და შეტყობინება _ხო , მგონი და გაყინულიც დამტოვა. უტაქტოა , ხეპრე _ასე ნუ ამბობ ... მას რომ არ წამოეყვანე იქ ვინ იცის რა მოხდებოდა. მეც არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვეღარ გავუძელი. იქ იყო , რომ დავინახე მაშინვე წავედით ... არაჩვეულებრივიი ღამე გვქონდა . შენ კი ამ დროს თურმე იყინებოდი. კიდევ კარგი წამოვედი _შერიგდით ? _აჰაამ ... როგორც იქნა დამიჯერა და შენზე აღარ იეჭვიანებს _გაიცინა და კიდევ მიაწოდა კოვზით საჭმელი _აღარ მინდა ... კარგად ვარ . მიხარია რომ დაგიჯერა და შეგირიგდა _ მოეხვია და ლოყაზე აკოცა _საშინლად ვარ გამოფიტული . დავიძინებ ხო? _მე დღესაც მაქვს სპექტაკლი ... დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სავარაუდოდ რამდენიმე კიდე გვექნება წასვლამდე. დამირეკე თუ რამე კარგი? _საქმეები მაქვს მეც... ფოტოებისთვის მჭირდება _ლულუმ მითხრა მე მთხოვაო ... მოსე ცოტას თუ წაეფლირტავება ყველაფერს გააკეთებს მაგათ ისეთი მხურვალე რომანი ჰქონათ წლების წინ . დღემდე შოკი მაქვს გოგო ისე იყო რას უშვებოდა ამ ენერგოვამპირს არ ვიცი _იმედია გამოვა რამე ... სტაბილურობამდე იმედია გავუძლებ _ გაუძლებ . მე თუ შემიძლია ვიპოზიორებ რომელიმე საწოლზე _ გაიცინა და შუბლზე აკოცა_სიცხე აღარ გაქვს ... წავედი . ტელეფონი ახლოს გქონდეს მთელი დღე ძალაგამოცლილი იყო. როგორღაც მოსულიერდა. საქმეებზე ისევ მუშაობდა ათასი დეტალი იყო რომლის მოგვარებაც შეეძლო და დრო ფუჭად არ გაუფლანგავს. მეორე დღეს ჩვეულებრივ დაუბრუნდა დღის რეჟიმს. მხოლოდ მოსე იყო უფრო ჩუმი, უხეში და მკაცრი. კიდევ უფრო მეტად აშინებდა და ვერც ხვდებოდა რა იყო ბიჭის ასეთი ქცევის მიზეზი. შემდეგ დაიწყო გადაღების პირველი დღე _ლუ ლუ როგორ მიხარია _ ნატა შეეგება , მოეხვია უღიმოდა ტყავიდან ძვრებოდა , მაგრამ ქალი აშკარად მოსეს ეძებდა _როგორ ხართ? იმედი მაქვს ყველაფერი სწრაფად დასრულდება მალე მნიშვმელოვანი საქმე მელის _როგორმე მოვახერხებთ შენი და არჩეული მოდელების დროის შეთანხმებას _არაპროფესიონალებთან მუშაობა კიდევ უფრო რთულია მიუხედავად იმისა რომ იდეა კარგია და სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების გამოყენება _ სწრაფად საუბრობდა და თან ყველაფერს აკვირდებოდა_როგორც სჩანს ახლა იწყებთ ... ლუკა როგორ არის? ქორწილშიც ძლივს ვნახე ნორმალურად. მივფრინავდი და სულ რამდენიმე წუთით შემოვურბინე _კარგად არის , რეპეტიციები აქვს . ხვალ მიფრინავს, გასტროლები ეწყება _გოგო აღარ უსმენდა მოსე დაინახა და პირდაპირ მისკენ გაიქცა. ყელზე ჩამოეკიდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნატას არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ , მაგრამ გოგო რომ დაიშაქრა ფაქტი იყო. გადაღებები იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე წარმოიდგენდნენ. ყველა ფოტო ძალიან კარგი იყო , იდეა ხორციელდებოდა იმაზე უკეთ ვიდრე წარმოიდგენდნენ. მოსეც კმაყოფილი იყო , მთელ დროს ლულუსთან ატარებდა, ფოტოებს ერთად ნახულობდნენ , ამ დროში ახალი დიზაინით დამზადებული ავეჯიც გამოჩნდა ფილიალებში მათი ფოტოებიც გაამზადეს და შემდეგ დარჩა საძინებლები ... დრო არავის ჰქონდა. _მოსე შენ გადაგიღებ _არც იფიქრო _გაიხსენე რა კარგი გამოდიოდა შენი ფოტოები _ეგ იყო შენთვის და არა მყიდველისთვის ... პოზიორობას არ ვაპირებ . გამორიცხე ! მითუმეტეს საძინებლის ... მისაღების ან ბიბლიოთეკის ავეჯის კიდევ ჯანდაბას _ნუ ხარ კომპლექსიანი თორემ დავაფოტოშოპებ იმ ძველ ფოტოებს... ყველაზე პიკანტურს _ მიუახლოვდა და მკლავები მოხვია _ სულ ორი , სამი ფოტო . დახვეწილი იქნება საწოლზე არ წამოგაგორებ ... ბანალური რომ არ ვარ ხომ იცი _გარდერობის ფოტოებიც საჭიროა _აჰაამ ისე გავაკეთებ თითქოს დილით ემზადები თაროებზე ტანსაცმელი გვჭირდება . შენ კლასიკურ ფორმას ვერ იტან მაგრამ ... ღმერთოო ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებთ _არა ! ან ლუკას დავურეკავ და ის გადაიღე _არ სცალია და რატომ ჯიუტობ არ მესმის. დარწმუნებული ვარ ლულუ რაღაც კარგს გააკეთებს ისეთს შენც რომ მოგეწონება. მაინც გვჭირდება გარეკანის ფოტო რეკლამისთვის. მთავარი მფლობელი ხომ შენ ხარ არა? რაც უფრო მალე დავიწყებთ ფოტოების განთავსებას მით უფრო მალე მოგვარდება ჩვენი პრობლემები და სტაბილურობამდე მივალთ ნატალიასთვის არაფერი უთქვამს . ჩვეული მზერა მიაპყრო წამით და შემდეგ მოშორდა. ყველაფრისგან რომ გათავისუფლებულიყო სხვა გზა არ ჰქონდა. იმ დღესვე დაასრულებდნენ საქმეს და დაელოდებოდნენ შედეგებს. ლულუს დანებდა, ბოლომდე მიჰყვა და ფოტოებიც შესანიშნავი გამოვიდა. ერთად გამოიყენა გარდერობის მოდელები , საძინებლის ავეჯი , სარკეები და კედელში ჩაშენებული წიგნის თაროებიც. საღამოს უკვე ყველა ფოტო იდო ფილიალის გვერდებზე. ლოგოც მზად ჰქონდა ნატალიას და ადმინობაც იკისრა. მალევე გააზიარეს ფოტოები ცნობილმა სახეებმა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. ისევ ოფისში იყო, მოსესთან შევიდა გახარებული _გამოწერაც უნდა შეძლონ... აქ ყველაფრის ზომები და ფერებია მითითებული . ფასიც და ადგილზე მიტანის სერვისიც უნდა დავამატოთ . რაც უფრო მარტივი იქნება მით უფრო კარგად გაიყიდება _დააკაკუნე შემოსვლამდე და დღეიდან შენს ოთახში გადაბარგდი _რა ჯანდაბა გჭირს არ მეტყვი? რატომ მიღრენ... იმის ნაცვლად რომ გიხაროდეს ჩემი იდეების დამსახურებით ჭაობიდან ამოდიხარ ისე მელაპარაკები თითქოს მტერი ვიყო _ ტონი აკონტროლე სანამ მოთმინებას დავკარგავ _მაინტერესებს რა ხდება ... მადლობის მაგიერ _რომელი მადლობა შენ შენს ბიუჯეტზე ზრუნავ ... ყველაფერი რაც გააკეთე შენს ანგარიშზე აისახება . მე რისთვის გადაგიხადო მადლობა . არ იმუშავებ და არ გექნება ბიზნეს ვუმენად გარდაქმნის შანსი . შენ ხომ ეგ გინდა, რაც შეიძლება პოპულარული გახდე ... ინოვაციები , ცვლილებები, პარტნიორები ახალი პროდუქტი მაღაზიებში _და ცუდია რომ მიზნები მაქვს? თუ ერთ ადგილას უნდა გავიყინოთ _თვალები აემღვრა მოსე არ იყო ის კაცი შეურაცხყოფას რომ მიაყენებდა , მაგრამ მისი უხეში ტონი გულს ტკენდა_კარგი , გასაგებია . როგორმე მოვახერხებ დისტანციის დაცვას მაინც მარტო ვაპირებდი ყველაფრის გაკეთებას შენს გამოჩენამდე _ თავისი ნივთები სწრაფად აიღო და თავისუფალ ოთახში გადავიდა. ის დღე იქაურობის მოწესრიგებას მოანდომა . შემდეგ სახლში წავიდა ლუკა უნდა ენახა გაფრენამდე _მოხვედი ქალბატონო ნატალია? თვალს ვადევნებ ინსტაგრამს ... რა კარგი ფოტოებია . ინტერესიც დიდია _ხო ხვალიდან ალბათ ყველაფერი ამოძრავდება და ბევრი სამუშაო ექნებათ ბიჭებს ... ბარგი უკვე ჩაგილაგებია _ჩემოდნებს შეხედა და საწოლზე ჩამოჯდა _რაღაც ბედნიერი არ ხარ . რა გჭირს? _მოსეს რაღაც ჭირს.. ცუდად მექცევა _მოსეს არ შეუძლია ქალთან ცუდად მოქცევა ... თუ არ გელაპარაკება შეეშვი . ხომ გითხარი უჭირს ადამიანების ნდობა . უცნაურია, რთულია და უბრალოდ დაელოდე. ნუ მიაწვები, მისგან მეგობარი ასე უცებ არ გამოვა _მარტო ყოფნა მეზარება... ჩემებთან წავალ ამ დღეებში. იქედან მივხედავ საქმეებს _დაისვენე და მშობლებს უთხარი რომ გასტროლების შემდეგ ვესტუმრები აუცილებლად. შენი ძმაც დაამშვიდე , მაშინებს _რომ იცოდნენ რაც ხდება ... ღმერთო _გეყოფა ... არაფერიც არ ხდება . ორივე ვაკეთებთ იმას რაც გვინდა და კიდევ რომ დავბრუნდები დაჩი ჩვენთან გადმოვა . ვესაუბრე , თანახმა არ არის, მაგრამ დავითანხმებ _როგორ გადმოვა... მერე სტუმრები რომ მოვლენ მასთან ან ჩვენთან რას ეტყვი _ყველა ისე გაიცნობს როგორც ჩემს მეგობარს რომელიც ჩვენთან ცხოვრობს ... დღეს უამრავ ადამიაბს აქვს ბინის პრობლემა _და ეს რომ წლები გაგრძელდება? _მოვიფიქრებ რამეს... აღარ მინდა ასე სიარული . აქ მინდა იყოს , დავიღალე შორს ყოფნით . იმედი მაქვს შენთვის არ იქნება პრობლემა _სახლი დიდია და მე შენს ნახევარში არ შემოვიჭრები როგორი რთულიც არ უნდა იყოს დაჩისთან თანაცხოვრება _ხომ იცი რა საყვარელია ... მალევე დაგიახლოვდება _ მოეხვია და თავზე აკოცა _ზოგჯერ ძალიან მაწუხებს ამ ამბავში რომ ჩაგითრიე ნეტავ ისე მომეცა შენთვის ის აქციები . ჩემთვის მაინც არაფერს ნიშნავს _ჩემთვისაც მისაღები იყო ეს შემოთავაზება და არ გვინდა ამაზე ფიქრი. წადი , გააკეთე შენი საყვარელი საქმე და მიიღე მაქსიმალური სიამოვნება. _მიყვარხარ _ ლოყაზე აკოცა და შემდეგ წავიდა . ნატალია კი მარტო დარჩა ცარიელი სახლის უმეტყველო კედლებში გამომწყვდეული . ......... გაყიდვების მაჩვენებელი ერთ თვეში გაორმაგდა. შეკვეთების რაოდენობაც გაიზარდა , ანგარიშის გასწორება შეძლეს. ყველა თანამშრომელს პრემიაც ჩაურიცხეს და სტაბილურად განაგრძეს მოგების მიღება. ნატალია მთელი დღეები ხატავდა , ეცნობოდა ცვლილებებს მსოფლიო მასშტაბით . სხვადასხვა კულტურის ნაზავს ქმნიდა . ერთი გამორჩეული დურგალი ჰყავდა რომელთან ერთადაც განიხილავდა თითოეულ ახალ მოდელს. ერთს ამზადებინებდა და შემდეგ უკვე დახვეწილ მოდელებზეც ფიქრობდა. მაქსიმალურად კომფორტულ და გამორჩეულ ავეჯს ქმნიდნენ. მხოლოდ მაღაზიების შეკვეთები საკმარისი არ იყო , მეტი შემოსავლის მისაღებად სხვადასხვა დაწესებულებებთან კონტრაქტის დადება სჭირდებოდა. ძმის მეგობრებთან ერთად იყო აგვისტოს მიწურულს საუბრისას რომ იპოვნა ახალი გამოწვევა _სახლი კი დასრულდა მაგრამ ამდენ ავეჯს რა აარჩევს არ ვიცი. გეფიცები მალე გავგიჟდები სადაცაა ვინანებ _ნაატ შენ ხო გაქვს ავეჯის სახლი ... ახალ დიზაინს ქმნის . არ დაეხმარები შენი საყვარელი ძმის ძმაკაცს? თორე გაგვექცევა ისევ საქართველოდან და ვინღაა დააბრუნებს უკან _კარგი იდეაა ეგ ... ხო დაეხმარები ნატა? _ ძმა რომ სთხოვდა უარს როგორ ეტყოდა . ბიჭიც ჩუმად იჯდა და მის პასუხს ელოდა. კარგად არ იცნობდა ლევანს , ახალი დაბრუნებული იყო და სულ ორჯერ შეხვდნენ , მაგრამ ნიკო ენდობოდა _თუ მენდობა მე თანახმა ვარ ... ყველაფერი შეგვიძლია შევათანხმოთ. სახლსაც ვნახავთ მე და ჩემი ბიჭები _აუ მართლა? ეზოშიც მინდა რაღაცების გაკეთება _ხისგან რაც მზადდება ჩათვალე რომ ყველაფერი გაქვს ... ტექნიკა დაგრჩება მხოლოდ _საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. კი ბევრი საქმე ელოდა, მაგრამ დრო ჰქონდა და ძალიანაც მოხარული იქნებოდა _მაშ შევთანხმდით _თქვენს წამოწყებას გაუმარჯოს და იმედია ვეღირსებით ახალსახლობას _ ბიჭები ახმაურდნენ და დალევა განაგრძეს. ნატა ერთი ჭიქით შემოუფარგლა და მაშინვე დაიწყო ფიქრი. ლევანი ლინგვისტი იყო, მუდამ მოგზაურობდა და საინტერესო პიროვნება გახლდათ. მასთან მუშაობა მოსაწყენი ვერ იქნებოდა და დიდ გამოცდილებასაც დაუგროვებდა. _როდის ბრუნდება შენი საყვარელი ქმარი _ ლუკასთან საუბარს რომ მორჩა ნიკო მოეხვია და ლოყაზე აკოცა_ რანაირი სიძეა არასდროსაა შენთან . ჩემ მეგობრებსაც არ იცნობს... არც ნათესავებს. ყველა ელის როდის გამოჩნდენა რომ დაპატიჟონ . რაო აქაოდა ცნობილი კაცი ვარო და არ ვკადრულობ კახელ მეღვინეებსო? _ხომ იცი რომ ლუკა არაა ეგეთი.. დრო არ აქვს მასზე არაა დამოკიდებული. როგორც კი დაბრუნდება მაშინვე გესტუმრებათ... ყველა ნათესავის მონახულება კი არაა საჭირო. ჩვენთან გავაკეთოთ სუფრა ... _რად გინდოდა ეს ბიჭი ... მსახიობი და მაგათი ამბები. ვაფშე სხვა ტიპია რას გაუგებს ეგ ჩვენს ცხოვრებას _ჩემი ესმის _საქმიანი ქალი უფრო ხარ ვიდრე გათხოვილი ქალი _როგორ უნდა მეტყობოდეს რომ გათხოვილი ვარ _ გაიცინა და ძმას მხარზე დაადო თავი _არ ვიცი , სხვანაირი უნდა იყო ... მე ხომ იცი შენი ბედნიერების გარდა არაფერი მინდა და მაგას რომ რამე შეეშალოს ძვლებს დავუმტვრევ _ნიკოო ამ ხასიათით კიდევ დიდხანს ვერ შეირთავ ცოლს _მე ჯერ კიდევ პატარა _მამა რომ 30 წლის იყო უკვე ორივე ვყავდით _შენ ხო გათხოვდი ... ბავშვებზე შენ იმუშავე ბავშვები ნამდვილად უნდოდა რომ ჰყოლოდა. ისე ცხოვრება ვერ წარმოედგინა და კონტრაქტში ამასთან დაკავშირებითაც იყო მუხლი . ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდა მანამდე, გეგმები რომლებიც უნდა შეესრულებინა. ...... _შეკვეთა გვაქვს... მთელი სახლისა და ეზოს ავეჯი უნდა დავუმზადოთ ლევან .... _ყველაფერი ? კი მაგრამ სად გვიპოვნა _ჩემი მეგობარია ... იდეაც მომაწოდა და თუ გამოვა კარგი იქნება ამ მხრივაც თუ ვიმუშავებთ _კახეთშია? -ხო _შენ რა იქეთ აპირებ გადასახლებას? იცი რა დრო დასჭრდება ყველა ოთახის ავეჯის არჩევას , მერე როდის გაკეთდდება ... ლუკა მალე ჩამოვა _რომ ჩამოვა ჩემებთან აპირებს დარჩენას ასე რომ პრობლემა არ იქნება . შენთვის რა მნიშვნელობა აქვს _ჩემი ძმის არყოფნისას ვალდებული ვარ მის ცოლს მე ვადევნო თვალი სისულელე რომ არ ჩაიდინოს _თვალი მადევნო როგორც პატარა სულელ გოგოს? შეურაცხმყოფელია შენი დამოკიდებულებაა და ძალიან გთხოვ გეყოფა ჩემი როგორც უტვინო არსების წარმოჩინება _როგორ გეკადრება ქალები .. შენ და შენნაირები ყველაზე ჭკვიანები ,გაიძვერები და ეშმაკები ხართ . სწორედ ამიტომ _არ ვიცი და აღარც მაინტერესებს რა გამოცდილება და დამოკიდებულება გაქვს ასეთი ქალებთან ეს აზროვნება რომ ჩამოგიყალიბა , მაგრამ ვიცი , რომ შენი მეთვალყურეობა არ მჭირდება ! საქმესთან დაკავშირებით დანარჩენს მოვაგვარებ ბიჭებთან ერთად ... მინდა მათ იმუშაონ ვისაც დიდი გამოცდილება აქვს. ვერ დავუშვებ რაიმე დეტალის ჩავარდნასაც კი _ მის გვერდით თითქოს ფრთებს კარგავდა. სული ეხუთებოდა რომ უყურებდა და უსმენდა სრულიად არაადეკვატურად მოსაუბრეს. მისი ფიქრები და აზრები ხომ საერთოდ არ ესმოდა არც ის რასაც აჟღერებდა და მითუმეტეს არც ის რაც გონებაში ჰქონდა გადამალული. ლუკა სჭირდებოდა და მასთან საუბარი, მაგრამ ძმასთან მიმართებაში ბრმავდებოდა ისიც. მისთვის ზედმეტად იდეალურიც კი იყო , სათაყვანებელი . თავიდან ეგონა ეჩვენებოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა , რომ ლუკასთვის მოსე ყველა ნათესავზე წინ იდგა . შესაძლოა მასზე ცოტას საუბრობდა, მაგრამ მაინც გიჟდებოდა უფროს ძმაზე. ნატა კი ნამდვილად ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ლუკას თავისგან რადიკალურად განსხვავებული მოსე ასე ჰყვარებოდა . მარტო იყო მის წინაშე, თავს უძლურად გრძნობდა და გარბოდა კიდეც. კახეთში უკვე ბარგით დაბრუნდა. მართალია ლევანის სახლი სხვა რაიონში იყო, მაგრამ იქედაბ სიარული უფრო ეკომფორტულებოდა. ყველა ოთახი ბიჭთან ერთად დაათვალიერა. ფოტოები გადაუღო და იმ დღესვე დაიწყო ფიქრი. ლევანმა მიახლოებით აუხსნა რაც სჭირდებოდა ისე კი სრული თავისუფლება მისცა, ნდობა გამოუცხადა რაც პასუხისმგებლობას უორმაგებდა. თითქმის მთელი კვირა იჯდა და ნახაზებს აკეთებდა. ძირითადად ბიბლიოთეკაზე იფიქრა, კაბინეტის ფუნქციაც უნდა შეეთავსებინა და ყველაზე მყუდრო ადგილი ყოფილიყო ლევანისთვის. არ უნდოდა სტანდარტული თაროებით გაევსო ყველაფერი და ბევრი იმუშავა კონსტრუქციაზე. იყო კიდევ რამდენიმე ადგილი სახლში რომელმაც ბევრი დრო წაიღო. ბოლოს ლევანთან ერთგვარი პრეზენტაციით წარსდგა. გაუჩერებლად ლაპარაკობდა , უხსნიდა რა სად როგორ იქნებოდა და მხოლოდ ფოტოებსა და ნახატებს არ სჯერდებოდა. თავად ისეთი აჟიტორებული იყო კაცსაც გადასდო ემოციები _აბა? არაფერს იტყვი ? რა შევცვალო მითხარი და ბიჭებს ზომებისთვის მოვიყვან რომ ხვალვე დაიწყონ მუშაობა _იდეალურია ... მე არც კი ვიცი ბოლოს როდის ვნახე შენნაირი საკუთარ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი მსგავსი დახვეწილი გემოვნებითა და კულტურით . აღფრთოვანებული ვარ , ყველა მოლოდინს გადააჭარბე _მის მზერაშიც იკითხებოდა აღტაცება რაც საოცრად ესიამოვნა ნატას . ეს იმას ნიშნავდა რომ გამოუვიდა _გმადლობ ... სასიამოვნოა მსგავსი სიტყვების მოსმენა . იმედი მაქვს ნამუშევარიც ასევე მოგეწონება _მე ამჯერად მეჩქარება , მაგრამ მინდა ქალაქში დაბრუნების შემდეგ ერთი საღამო დამითმო. მადლიერების ნიშნად ვახშამზე გეპატიჟები , თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ _ ვეცდები დრო გამოვნახო ... _ზომებს რაც შეეხება მე ცოტა ხნით ქალაქიდან გავდივარ. გასაღებს დაგიტოვებ და ნებისმიერ დროს შეგეძლება ხელოსნებთან ერთად მოსვლა _კარგი ... დროსთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვიტყვი . ბიჭები რომ დაიწყებენ მუშაობას შემდეგ შეგეხმიანები _არ არის პრობლემა ... დაველოდები ლევანთან ურთიერთობა ნამდვილად სასიამოვნო იყო. კარგ ხასიათზე მყოფი დაბრუნდა სახლში , მაგრამ მოსეს ზარმა ერთ წამში შეუცვალა განწყობა. ბიჭის ზარები რომ დახვდა მაშინვე უპასუხა _მოსე _იცი მაინც რამდენი ხანია გირეკავ? შენს ეზოში ვარ უკვე უზარმაზარი ძაღლი დგას ჩემს წინ და ავის მომასწავლებლად მიცქერს_ჯერ მისმა ტემბრმა დააფრთხო მერე ძლივს გაიაზრა რომ იქ, კახეთში მის სახლში იყო და დროულად თუ არ გავიდოდა ძაღლი დაგლეჯდა. სხვა არავინ იყო სახლში . სირბილით გაიქცა ისიც არ უფიქრია რომ სააბაზანოდან ახალი გასული იყო მხოლოდ ხალათი ეცვა დანამულ ტანზე და სველი თმიდან წყალი ჯერ კიდევ წვეთებად სდიოდა. _სტუმარია მურა ... გემუდარები დამშვიდდი _ ძაღლი უკვე უღრენდა მის წინ რომ გაჩნდა და ნაცნობი სახის დანახვისას წკმუტუნი დაიწყო. პატარა ცუგას დაემსგავსა საყვარელი პატრონის დანახვისას მის წინ დაიწყო ტრიალი და კუდის ქიცინი_ კარგი ბიჭი ხარ , ჭკვიანი ბიჭი _ნამდვილად ჭკვიანი და ერთგულია _ მოსეს ხმა ყურთან ახლოს გაიგო და მაშინვე ცეცხლი მოედო _ დიდხანს აპირებ შუა ეზოში ნახევრად შიშველი დგომას ? _აქ საერთოდ რას აკეთებ _სახლში არ შემიპატიჟებ? ესაა კახელი ქალის სტუნართმოყვარეობა მაზლის მიმართ?_უკვე თვალებში უყურებდა და ანთებულ მზერას არ აშორებდა _გთხოვ _ ხელით ანიშნა და წინ წავიდა. მკერდზე გადაწეული ხალათი მჭიდროდ შეიკრა და სახლში შეაბიჯა _ მშვიდობაა? _საქმე გვაქვს...იმ კახელი არისტოკრატის სახლის გეგმა უნდა დაასრულო. მნიშნველოვან ხელშეკრულებაზეა საუბარი ... ბორჯომში უნდა წავიდეთ _მანდ რა გვინდა _მინერალური წყალი უნდა წამოვიღო კასრებით _ისეთი მჟავე სახე გაქვს კი გეტყობა რომ რაღაც გაწუხებს _ თითქოს ვერ მიუხვდა ირონიას _დაასრულებ იმ სახლის საქმეს თუ როგორ მოვიქცეთ _მხოლოდ ზომები დარჩა ...მე აუცილებლად უნდა ვიყო ბიჭებთან ერთად . მარტო ვერ გავაკეთებ ხვალ წავიდეთ _ამდენი დრო არ მაქვს... დღესვე დაურეკე იმ კაცს და მივიდეთ მე და შენ _შეენ? _დიახ , მე _დარწმუნებული ხარ ? მე გასაღები მაქვს და შეგვიძლია გვიანაც მივიდეთ დავურეკავ ბიჭებს _ვინ აძლევს სახლის გასაღებს დაქირავებულ _ამის გარჩევას არ ვაპირებ ... თუ დრო არ გვაქვს მოვწესრიგდები და წავიდეთ. ძალიან ბევრი ვიშრომე და ზუსტად რომ არ გაკეთდდეს ყველაფერი იცოდე ერთ თეთრსაც არ გამოვართმევ ლევანს _ბარემ მთელი საწარმო აჩუქე არ გინდა? რომ გეუბნები გავაკეთებ ე.ი შემიძლია ! _ახლოს იდგა, ანთებული მზერით დაჰყურებდა და ბრაზისგან დუღდა ნაბიჯების ხმა რომ გაისმა და ნიკო გამოჩნდა . _ნატა რა ხდება? ვინ არის ეს კაცი _ნიკოო ... უკვე დაბრუნდი? მე გასვლა მიწევს ისევ. აა ხო გაიცანი ლუკას ძმა მოსე _ძმაა? _უფროსი ... ლენას ტყუპისცალია _სასიამოვნოა... მაპატიე უბრალოდ ბევრნი ხართ და სიძის ოჯახთან ნაკლები კონტაქტის გამო _არაუშავს... მესმის თქვენი _ხელი ჩამოართვა ნიკოს _გამოიცვალე ... სტუმარს მე მივხედავ_ნიკომ ისე შეხედა კიდევ უფრო აჩქარდა. იმ წამს გაუნათდდა გონება ეს ორი წარმოუდგენლად ჰგავდა ერთმანეთს. მიხვდა რატომ იყო მისი ზოგი წინადადება ნაცნობი. ზედმეტად სწრაფად მოემზადა, მაგრამ მაინც დედაც უკვე სახლში იყო, მამაც და სუფრის მზადებაც დაწყებული ჰქონდათ. მოსეც არ იყო დიდად წინააღმდეგი . ნიკოსთან და მერაბთან საუბრობდა _არ წავიდეთ? მალე დაღამდება _სად უნდა წახვიდეთ შვილო _დედა საქმე გვაქვს... ლევანის სახლში უნდა მივიდეთ _არავითარ შემთხვევაში... თქვენი საქმე მე არ ვიცი ამ კაცს აქედან ვერ გავუშვებ _მოდი ასე მოვიქცეთ ჩვენ წავალთ, საქმეს დავასრულებთ და დავბრუნდებით. მეც არ მინდა თქვენგან ისე წასვლა , დამიჯერეთ_მოსე ასეთი მანამდე არ უნახავს. მერაბი დაარწმუნა და ნატასთან ერთად დატოვა ეზო. ძაღლი ამჯერად მშვიდობიანად მიაცილებთან . მგზავრობისას მხოლოდ გზას კარნახობდა სხვა არაფერი უთქვამთ. სახლის კარი მოსემ გააღო , წარბშეკრული დადიოდა ოთახიდან ოთახში და ნატასთან ერთად ინიშნავდა ზომებს. _მგონი ყველაფერი მზადაა_პლანშეტს დაჰყურებდა და მონაცემებს აკვირდებოდა . აი აქ კიდევ მინდა ერთხელ გაზომე რაა... თაროები ზუსტად უნდა ჩაჯდეს _ამდენი იფიქრე საკუთარ საძინებელზე და გარდერობზე? _არ მიფიქრია იმიტომ რომ შეცვლა ნებისმიერ დროს შემეძლო და ეს საქმეა, რომელიც ხარისხიანად უნდა შევასრულო. სახლი ლუკას ჰქონდა უკვე დასრულებული სხვათაშორის მე არაფერი შემიცვლია , არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს შენს ძმას _გეტყობა _ ჩუმად თქვა და ისევ დადგა კედელთან . ნატა ისევ ვერ ისვენებდა უცებ მივიდა და ხელით დაიწყო ადგილების მონიშვნა . _მზადაა... ახლა კობას ჩავუგდებ . ხვალ ონლაინ გავესაუბრები და შემდეგ ყველანი დაიწყებენ მუშაობას. მინდა რომ მხოლოდ ამ საქმეს მიხედონ _და დანარჩენ საქმეს რას უპირებ _დანარჩენები გაინაწილებენ ... _ქალბატონი შენ ხარ ... საქმეც შენია და შენ გადაწყვიტე ისე, რომ პრობლემა არ შეიქმნას _ძალიან კი ელოდები როდის გადამიბრუნდება ფეხი, მაგრამ ვერ ეღირსები_ წინ წასულს უყურებდა და ჩუმად ლაპარაკობდა. სახლში რომ დაბრუნდნენ უკვე მწვადის სუნი იდგა ეზოში. თონეში გოჭი იწვებოდა და კიდევ ვინ იცის რომელი წვრილფეხი სად ტრიალებდა შამფურზე. სხვა გზა არ ჰქონდა თავადაც უნდა მიხმარებოდა დედას. მოსე ნიკოსთან დატოვა ეზოში და ისე გადაინაცვლა სამზარეულოში. ლუკას გვერდით მსგავსი სტუმრიანობა არასდროს შეაწუხებდა, ვერ იტანდა ამ გადავსებულ სუფრებს და ბოლო წვეთამდე ჩაცლილ ჭიქებს. ეჯავრებოდა მთვრალი კაცები, გრძელ_გრძელი სადღეგრძელოები და არეულობა . ახლა კი ისევ სამზარეულოში იყო , წინსაფრითა და უამრავი საქმით რომელიც წუწუნის გარეშე უნდა გაეკეთებინა, ვერ იტანდა მზადებას თუ განსაკუთრებულ სუფრას არ ამზადებდა და ამ დროსაც მარტო ერჩივნა ყოფნა _რა კარგი ბიჭია ... ნამდვილი ქართველის იერი აქვს . ყველასგან განსხვავდება , ეტყობა სხვებთან ერთად არ აღზრდილა. დედამისი რომელია ? _დედა არ ჰყავს ... ის , როგორც ვიცი მშობიარობიდან მალევე დაიღუპა. ლუკას ბევრი არ უსაუბრია, თავადაც არ იცის დეტალები . ალბათ ტყუპებზე მშობიარობა გართულდა _ თითქოს იმ წამს გაიაზრა რომ მოსე ობოლი იყო. ისე ეტკინა გულის სიღრმეში პატარა ბიჭი რომელმაც არ იცოდა რა იყო დედის სითბო , სუნთქვა შეეკრა _საბრალო ბიჭი ... უდედოდ გაზრდილა და მაინც როგორი კარგია. ალბათ ზემოდან უყურებს დედამისი და უხარია _ქალი ჩუმად საუბრობდა და ეზოში მდგომს უყურებდა ნატა რომ მოეხვია_რაოო დედას დახატულო _მიყვარხარ დეე , უსაზღვროდ _ ლოყაზე აკოცა და ჭრელი თავსაფარი გაუსწორა _კარგია რომ მყავხარ _ჩემო ბედნიერებავ...ჩემო მზის სხივო კარგი შენ ხარ და შენი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში აივანზე გაშალეს სუფრა. მხოლოდ ოჯახისწევრები იყვნენ , მაგრამ 20 დამშეულს დააპურებდნენ იმდენი რამ იყო მომზადებული. არ გაჰკვირვებია ეზოში ნიკოს და მერაბის მეგობრების გამოჩენა. სიძე ვერ გააცნეს ძმაკაცებს, მაგრამ მისი ძმა გამოიჭირეს. ისე აჩქარებდა თავიდან ახლა კი სიტყვაც არ უთქვამს ბორჯომში წასვლაზე და საქმეზე. აშკარად არ აპირებდა იქედან ფეხის მოცვლას . ბოლოს მოსეს წინ იჯდა , ბიჭი აშკარად დახელოვნებული თამადა იყო ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდა. არასდროს უსმენდა ხოლმე ჭიქით ხელში მდგომებს ახლა კი რატომღაც განაბული იჯდა და ერთ სიტყვასაც არ ტოვებდა. ისევ ისეთი სერიოზული იყო, სვამდა და თითქოს არც ეტყობოდა არადა აშკარად ბოლომდე ცლიდა სასმისებს. თითქოს უთქმელად იცოდა იქ რა უნდა გაეკეთებინა , წამით გულისრევა იგრძნო გაიაზრა , რომ ისიც ამ საზოგადოების ნაწილი იყო ოღონდ ღიპის გარეშე , რომელიც ასაკის მატებას თან მიჰყვებოდა. ლევანიც რომ გამოჩნდა სუფრასთან დანარჩენები უკვე შეზარხოშებულები იყვნენ. ბიჭი ყველას თავაზიანად მიესალმა და სუფრასთან ადგილი ნატას გვერდით დაიკავა. იმ წამიდან გრძნობდა მოსეს მზერას და მთელი ტანი ეწვოდა . ლევანთან საუბრობდა , ბიჭი რამდენიმე ჭიქით შემოიფარგლა , ღვინით ტკბებოდა. ეზოში იყო ლევანიც რომ შეუერთდდა ღვინის ჭიქებით ხელდამშვენებული _როგორც სჩანს ეს ხმაური შენც არ გიყვარს _გადავეჩვიე... სხვაგან არსად ვახშმობენ ასე როგორც აქ _გაიღიმა და ღვინო დააგემოვნა_ არც ასეთი ღვინო აქვთ და ალბათ ამიტომ_ თავისივე სიტყვებს უპასუხა . ეტყობოდა რომ ნასვამი იყო , მაგრამ სასიამოვნოდ გამოიყურებოდა აბრჭყვიალებული თვალებით _შენთან ვიყავით ... არ მეგონა დღეს თუ ჩამოხვიდოდი _ნიკომ დამირეკა და ბიჭებთან ყოფნის შანსი არ დავკარგე. ხვალ საღამოს მივფრინავ . მოსე ვინ არის ? _ლუკას ძმაა... ასევე ჩემი კომპანიონი _ გასაგებია _ლევან , თქვენი სახლით თუ ვიმსჯელებ საინტერესო პიროვნება ხართ _ მოსეს ხმა რომ გაიგო იმ წამსვე შებრუნდა მისკენ. სიგარეტი ტუჩებსშორის ჰქონდა მოქცეული და უცნაური მზერით უყურებდა _ მეღვინე აშკარად არ უნდა იყოთ _არც თქვენ ჰგავხართ უბრალო დურგალს... მე ენათმეცნიერი გახლავართ შემდეგ ნატასთვის გაუგებარ ენაზე თქვა ერთი წინადადება მოსემ , რომელმაც ლევანი აშკარად გააოცა. ნატა ვერ მიხვდა გაოცება თავად სიტყვებმა გამოიწვია თუ იმან რომ მოსე ამ ენას ფლობდა. ბიჭმა რომ გაიღიმა , ნატას დაემშვიდობა და წავიდა ფაქტი იყო . დარჩა მოსეს წინ გახეევებული _შენ რა უთხარი ასეთი _ის რომ რამდენიმე ენა მეც ვიცი და კიდევ ის რო დურგლობა უბრალო პროფესია არაა . ერთი სხეულისგან მეორეს შექმნა , ფორმის მინიჭება და ახალი არსებობის დაწყება არასდროსაა უბრალო საქმე _შენ ეს არ გითქვმს _ზედმეტი სიტყვები და ურთიერთობები მხოლოდ შენ გიყვარს _ უეცრად გამოჩენილ ძაღლს ამჯერად ღიმილით შეეგება. დაიხარა და თავზე მოეფერა . ისიც ფეხებთან დაუწვა _კარგი ბიჭი ხარ შენ ... _გრძელ თითებს ძაღლის ბეწვზე დაატარებდა. ნასვამი იყო , უცნაურად გამოიყურებოდა ისევ ამიუხსნელი და იდუმალი _ დილით ადრე წავიდეთ . ეცადე გაიღვიძო და არ მალოდინო ბევრი საქმე გვექნება .......... ბორჯომში ისე ჩავიდნენ რომ არ იცოდა იქ რა შემოთავაზება ელოდა. მოსემ მანქანაში ჩაჯდომისთანავე სათვალე მოირგო , მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართო და ნატას მთელი გზა ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს უხილავი იყო. ეწყინა, ისევ არ სცადა საუბრის წამოწყება და მასთან დაახლოებაზე კიდევ ერთხელ თქვ უარი. უკვე რწმუნდებოდა რომ ამ კაცთან მეგობრობას ვერასდროს შეძლებდა . გზაში ძილი არ გამოსდიოდა, საშინლად იღლებოდა საუკეთესო შემთხვევაში უარესში კი ღებინება ეწყებოდა . ქალაქიდან რომ გავიდნენ ლოცვა დაიწყო , წარმოდგენა არ უნდოდა როგორ მოიქცეოდა მოსე ქუჩაში დატოვებდა , აუცილებლად დატოვებდა. ჩანთიდან კიდევ ერთი აბი ამოიღო და დალია , მაგრამ წამლის გადაყლაპვამდე მიხვდა, რომ იწყებოდა. ყველაფერი დატრიალდა, თითქოს სისხლის მთელი მოცულობა შუბლზე აწვებოდა წინ გადაიწია, ტუჩები ერთმანეთს დააშორა როგორმე ფანჯრიდან შემოსული ჰაერი რომ ჩაესუნთქა კონდიციონერის სიგრილეც კი მოქმედებდა _რა გჭირს _შორიდან ესმოდა მოსეს ხმა. მანქანას უბრალოდ ვერ გადაიყვანდა გზიდან ისეთ ადგილას იყვნენ. აღმართს მიუყვებოდა და მანქანების გრძელ რიგში იყო_ჯანდბა ნატა გესმის ? ცუდად ხარ? _მაპატიე _ ვერ მიხვდა მისი ნათქვამი მოსემ თუ გაიგო , მაგრამ ჯოჯოხეთს რომ მოუწყობდა მისი გაწკრიალებული მანქანის განადგურების გამო ზუსტად იცოდა. საკუთარ თავზე არ დარდობდა ისე როგორც მისგან მოსალოდნელ საშიშროებაზე. სულ მთლად გაიყინა, სხეული ცივმა ოფლმა დაუნამა. ყელი ეწვიდა , სუნი თავიდან ურევდა გულს . ყურები დაეხშო და თვალებიდან ცრემლები სდიოდა სირცხვილისგან ტკივილისგან ყველაფერი ერთად აწუხებდა. არადა რამდენი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც მგზავრობას ასე არ უმოქმედია. გონს რომ მოვიდა მანქანა უკვე გაჩერებული იყო მოსე ღია კართან იდგა, სახეზე წყლით დასველებულ გრილ თითებს უსვამდა და შემდეგ ქაღალდის ხელსაწმენდებს აწოდებდა . აღელვებული უფრო ჩანდა ვიდრე განრისხებული , მისი მზერა ყველა სიტყვაზე მეტს ამბობდა _უნდა გადმოხვიდე ... გესმის ? ასე დიდხანს თუ იქნები გეფიცები სასწრაფოს გამოვიძახებ ... აქამდე არ ჩუმდებოდი და ახლა ენა გადაყლაპე დავიჯერო? აღწერე როგორ ცუდად ხარ მეწუწუნე ან ჩართე ეგ ტვინი და იმოქმედე _მხრებზე გრძნობდა მისი თითების შეხებას უნდოდა თავადაც დაყრდნობოდა, მაგრამ ხელები ისეთი დასვრილი ჰქონდა ვერ გაბედა _დამეყრდენი ... თუ არ გადმოხვალ ისევ აღებინებ მანდ ისეთი სუნია _როგორღაც გადავიდა , გრილი ჰაერის შეხება ესიამოვნა, ღრმად ჩაისუნთქა და იქვე დიდ ქვაზე ჩამოჯდა. თვალები დახუჭა, მოსეს ყურება არ შეეძლო სირცხვილით კვდებიდა უკვე. ბიჭი აშკარად ცდილობდა როგორმე მდგომარეობა გამოესწორებინა . იქვე წყარო იყო და მაინც რას უშველიდა უბრალო წყარო _ნატალი... გესმის? შემომხედე და მიპასუხე! _მაპატიე რაა... აღარ მეგონა თუ დამემართებოდა _ ისევ წამოუვიდა ცრემლები თავი ეზიზღებოდა _გეყოფა ტირილი უარესად ნუ შემშლი! უკან დავბრუნდებით ... მანქანას გავარეცხინებ , შენ გამოიცვლი სადმე საპირფარეშოში და მორჩება იმედია კიდევ არ გაიმეორებ და ამ მცირე მანძილს ბორჯომამდე დავფარავთ _კარგი , როგორც იტყვი_ რა უნდა ექნა . უნდა დამორჩილებოდა. უკან დაჯდა , საშინელი სუნი იყო . ამჯერად ყველა ფანჯარა ღია იყო და მაინც ვერ ერეოდა სუფთა ჰაერი. ერთ-ერთი სამრეცხაო ბენზინგასამართ სადგურთან იყო , საპირფარეშოში შესვლაც შეიძლებოდა და თავის მოწესრიგებაც. ნატას ჩანთიდან კაბა თავად ამოიღო უცებ მიაწოდა და თავისთვისაც აიღო ახალი მაისური. სანამ მანქანა ირეცხებოდა მანამ მოწესრიგდნენ. საპირფარეშოდან გამოსულს მინერალურით ხელში დახვდა , უსიტყვოდ მიაწოდა ბოთლი და ერთჯერადი ჭიქა. ისეთი მადლიერი იყო იმ წამს სულ რომ საშინელებები ეთქვა მაინც არაფერს უპასუხებდა. ასე ემართებოდა სულ როცა დანაშაულს გრძნობდა სიტყვას ვეღარ ამბობდა, ენას ყლაპავდა თითქოს . გზას სანამ დაუბრუნდებოდნენ მოსემ უეცრად მიასხა საკუთარი სუნამო და სანამ სიტყვას იტყოდა მანამ უკვე მთელს სხეულზე გრძნობდა მის სუნს. თვალებგაფართოებული უყურებდა საჭესთან მჯდომს რომელიც უკვე ტრასაზე აბრუნებდა მანქანას და საკმაოდ ჩქარა მიდიოდა. _ასე ნუ მიყურებ... წყალი ვერ შველის მაგ სუნს . იქნებ ბორჯომამდე გავძლო თორემ მე თუ ვაღებინე საავადმყოფოში მომიწევს დაწოლა _გთხოვ ... როგორმე დავივიწყოთ და ნუ _სანამ არ დაიხეხები და თავიდან არ გავრეცხავ მანქანას მინიმუმ შვიდჯერ სუნი არ მომცემს დავიწყების საშუალებას . შენ და შენი ქმარი ერთნაირები ხართ _ლუკა ცუდად არ ხდება _ეს ახლა , თორემ ადრე პარკებით მქონდა სავსე მანქანა ეგ რო ცუდად გახდებოდა ... ამის ყურება თუ ოდესმე კიდე დამჭირდებოდა ვერ ვიფიქრებდი რა _გთხოვ _წინ იყურე , ღრმად ისუნთქე და ეცადე არაფერი დაგემართოს სასტუმროში შესვლამდე გადარჩნენ როგორღაც. ეს ამბავი ტრაგიკომედიას გავდა , რომელიც ნატას ცხოვრებაში შავი ასოებით ჩაიწერა. მკერდზე მიხუტებული ბორჯომის ბოთლით შევიდა სასტუმროში. ყველაფერი მოსემ მოაგვარა , პატარა ბავშვივით ელოდა და უკან მიჰყვებოდა სანამ ოთახის გასაღები არ მისცა. გვერდი_გვერდ იყვნენ ნომრებში . როგორც კი მარტო დარჩა მაშინვე გახდა დაიწყო სააბაზანოში შევარდა და დიდხანს უკან არ გამოსულა. ხალათში გახვეული იდგა საწოლთან კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო _გამიღე საქმე მაქვს ... დროზე ! _ისე ისმოდა მისი ხმა ინსტიქტურად რომ მიჰყვებოდი . ოთახში შეუშვა და მის წინ დადგა დამრგვალებული თვალრბით _ ცოტა დრო გვაქვს... 12 საათზე შეხვედრაა . მოემზადე , გიცდი _ აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. ყველანაირად ცდილობდა ამ ქალის ატანას, მის დაიგნორებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. რამდენადაც ცდილობდა იმდენად უახლოვდებოდა. ნატას ასე არასდროს გასჭირვებია მომზადება, ჯერ კიდევ უკანკალებდა ხელები. მოსეს თავად გააკითხა აივანზე და ძლივს ჰკითხა საქმეზე _სანამ წავალთ მითხარი რა საქმეა ... რომ ვიყო მზად _ უბრალოდ იჯექი და მოგვისმინე. მე მოვაგვარებ ... ფერი საერთოდ არ გაქვს . ისევ ცუდად ხარ ? -არა , მე უბრალოდ ვღელავ . წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო შეხვედრაზე - სინამდვილეში მოსე აფორიაქებდა. ცოტა ხნის წინ ისე დატოვა სველი კაბით,გათიშულ მდგომარეობაში მყოფი ,რომ მისი ამბავიც არ უკითხავს ახლა კი მზრუნველობით ურევდა გონებას. არ თამაშობდა, ნამდვილად არ იგონებდა და მართლა ღელავდა ნატას კი ეს იმდენად სიამოვნებდა სიტყვებიც არ ჰქონდა . -ამჯერად მე მოვაგვარებ . შენ უბრალოდ გამომყევი - თქვა და ნატაც დაემორჩილა. უკან მიჰყვებოდა, სადავეები საერთოდ დაკარგა. თავს მის მდივნად გრძნობდა, ან უბრალო რეკვიზიტად . საშუალო ასაკის ქალს შეხვდნენ რესტორანში . მოსეს ისე უყურებდა სულ რომ გარკვეული ყოფილიყო საქმეში მისგან მაინც არაფერს მოისმენდა ბიჭთან ურთიერთობა ისე უნდოდა. ყველაფერი აშკარა იყო , ბატონი იყენებდა საკუთარ გარეგნობას თან ისე თავდაჭერილად, რომ ეჭვის შეტანა გაგიჭირდებოდათ ფლირტის ხელოვნებას ფლობდა ისე დაარწმუნა ქალი კონტრაქტის დადებაზე , რომ ზედმეტი საუბარიც არ დასჭირდა. არც მოდელები უჩვენებია, არც ხარისხზე უსაუბრიათ . ქალი წავიდა და მომდევნო შეხვედრამდე დაემშვიდობა ორივეს. ბიჭმა ისევ იხმო მიმტანი და შეკვეთა შეცვალა. გემრიელად მიირთვა საუზმე, კმაყოფილი იყო და ცოტა ხანს დუმდა _მგონი მე საერთოდ არ ვიყავი საჭირო _აქვე მოვაწერთ ხელს და საჭირო იყავი... მოდელს ავარჩევთ მეორე შეხვედრისას, ზუსტ რაოდენობას გვეტყვის . დეტალებს განვიხილავთ და ხვალ წავიდეთ. დღეს ნამდვილად ვერ გადავიტან შენთან ერთად მგზავრობას _ხვალ მარტო წავალ _ტაქსისტს გინდა ლუკმა პურის ფული წაართვა? ვინღა დაჯდება მის მანქანაში ... _ეს უკვე სიბოროტეა _მეც მაგას არ ვამბობ? ამიტომ ისევ ჩემი მანქანით იმგზავრებ . გამოსაცვლელი გახდა, არადა შევეჩვიე _გეყოფა! _მე მეყოფა? ამ საუკუნეში წამალი ვერ იშოვნე რომ ეშველა? _ამ საუკუნეზე რომ შენ მესაუბრები რომ გიყურებ მგონია ისევ მონარქიაა _მეფური იერი ნამდვილად მაქვს, მაგრამ არ ვართ დიდგვაროვნები _ისე იღიმოდა ნატა თვალს ვერ აშორებდა. ისევ იგივე გრძნობა გაუჩნდა ,.უცხო და აუხსნელი _ჯერ რადგან არ მივდივართ ნომერში ავალ ... დავისვენებ _ის იყო წამოდგა და წასვლას აპირებდა მკლავში რომ წვდა მისე _ნატა , თუ ცუდად ხარ ისევ წავალ და რამე წამალს მოგიტან . სუსტად მეჩვენები _მადლობა , მაგრამ არაა საჭირო. უბრალოდ დავისვენებ და შემდეგ წყალს დავლევ _კარგი , შენ უკეთ იცი უცნაური არ იყო ? ერთდროულად მზრუნველი , დამცინავი, უხეში . ნატას მსგავსი არავინ ჰყავდა მანამდე ნანახი . ოთახში ასვლის შემდეგ საწოლშიც ვერ მოისვენა გარეთ ისეთი კარგი ხედი იყო რომ არ გაევლო ცუდად გახდებოდა . ისევ გამოიცვალა , კომფორტული კაბა და სპორტული ფეხსაცმელი მოირგო. სარკეში შეავლო საკუთარ ანარეკლს თვალი , მაკიაჟის გარეშე იყო და მართლაც ფერმკრთალი ჩანდა. ქუჩებში სეირნობდა, წყარომდე გზა ფეხით გაიარა ლუკას ესაუბრა რამდენიმე წუთი უყვებოდა როგორ შერცხვა ის კი იცინოდა და წარსულში მომხდარ მსგავს შემთხვებას ახსენებდა _ლუკა ნუ ხარ ბოროტი ... მაშინაც შემრცხვა , მაგრამ ახლა არ ველოდი . მოულოდნელად გავხდი ცუდად . თანაც მოსესთან , ღმერთოო მეგონა მომკლავდა _თავისი მანქანები სულ უყვარს , მაგრამ ჩემ ცოლს არაფერს დაუშავებდა. რატომ ვერ იჯერებ, რომ მოსეს ნდობა შეგიძლია , იმის მიუხედავად რომ მეგობრები არ ხართ შენ ჩემი ცოლი ხარ და შენ გამო ნებისმიერ რამეს გააკეთებს _ჩემ გამო კი არა შენ უყვარხარ და შენს ცოლს არ დატოვებს გასაჭირში ... ასეთს ვერ ვენდობი , ვინ იცის როდის გაგიჟდეს და ზურგი მაქციოს _ნატ მე ახლა მივდივარ ... მეძახიან. დატკბი მაგ ადგილით . მოსეს უთხარი და სხვა კურორტებზე გადაგიყვანს იმ ქალთან თუ მოაგვარა _არა, იმედია საერთოდ არ შევხვდები წასვლამდე _ ჩუმად თქვა და ეკრანიდან გაქრა კიდეც ლუკას სახე. მარტო ყოფნა არ უყვარდა ამიტომ მეგობრებს დაურეკა , უკვე წყლით სავსე ჭიქით იჯდა პარკში . ირგვლივ უამრავი ბავშვი დარბოდა ის კი მშვიდად ადევნებდა თვალს . უყვარდა ჟრიამული ,თინეიჯერობისას საკუთარი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმოედგინა მაშინ ბევრ შვილზე ოცნებობდა ზუსტად ასეთი სიცოცხლე რომ შეეტანათ სახლში. უყვარდა დიდი ოჯახები , და_ძმური ურთიერთობები სხვადასხვა ასაკის პატარა ადამიანები , მათთან კავშირი ... ყველაფერზე ფიქრობდა, მაგრამ ლუკასთან ნამდვილად ვერ ეყოლებოდა ბევრი ბავშვი ვერც ისეთი ოჯახი ექნებოდა როგორიც ბავშვობაში წარმოედგინა. _ნატა ? ნამდვილად შენ ხარ ხო ? იმედია არ მეშლება _ ნამდვილად დასცინოდა ბედი . მშვიდად ჯდომაც ვერ მოახერხა იმ ოცნების დამანგრეველი რომ გამოჩნდა მის წინ ბავშვით ხელში , ბედნიერი სახით _გიგა ... _როგორ ხარ ნატ? წლებია ერთმანეთი არ გვინახავს ... ღმერთოო რამდენი დრო გავიდაა _ ბიჭი მოეხვია, ლოყაზე აკოცა და ფეხზე მობღაუჭებული ბავშვი ლამის დაივიწყა . ნატას მომენტალურად გაახსენდა წარსული და მასთან გატარებული დრო , ჟრუანტელმა მთელს სხეულში დაუარა ეს არ იყო სასიამოვნო ყველაფერი ერთად აირია _მე კარგად ... როგორც სჩანს შენც . არ ვიცოდი აქეთ თუ დაბრუნდი , მეგონა სამუდამოდ აპირებდი გადაცხოვრებას _ბავშვს დააკვირდა ალბათ სამი წლის იქნებოდა. დიდი ლამაზი თვალებით შეისწავლიდა ნატას _ შენ რა გქვია პატარავ? _მე ტასო ვალ , მამიკოც გოგო _მაა ნატა ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარია ... ნუ ესწერვები _კარგი რა პატარაა , რა იცის _დედას ჰგავს,სისხლში აქვს ხასიათი _ ბავშვი ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა _ წამო რა , ჩემთან დაგპატიჟებ . რესტირანში დავსხდეთ , გთხოვ გავიხსენოთ ძველი დრო . უარი არ მითხრა _სასტუმროში უნდა დავბრუნდე , გამიხარდა ნახვა _ისევ განრაზებული ხარ ? ამდენი წელი გავიდა , კარგი რა ნატ _არ ვარ გაბრაზებული - როგორ შეიძლებოდა გაბრაზებული ყოფილიყო, ის შეგრძნება რაც ღალატის შემდეგ დარჩა ჯერ კიდევ პატარა გოგოს ნამდვილად აღემატებოდა უბრალო ბრაზს. ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ამბავი იყო გიგისთან განშორება ახლა კი ისევ ვერ დაიმცირებდა თავს, მოკვდებოდა კიდევ საცოდავი ქალის სახით რომ აღმოჩენილიყო მის წინ _მაშინ წამოდი _ ხელი ჩაკიდა . კინკლაობის, ჯიუტობის და აურზაურის არც ძალა ჰქონდა და არც ნერვები . გაჰყვა , ძირითადად ბავშვს ესაუბრებოდა რაც მამას აშკარად არ მოსწონდა. მის მზერას გრძნობდა,რომელიც წარსულისგან განსხვავებით აღიზიანებდა. _დაგეტოვებინა ... ვსაუბრობდით _საშუალო ასაკის ქალს უყურებდა ტასო რომ მიჰყავდა . სულ რამდენიმე წუთში გამოიზახა ძიძა ,რომ მარტო დარჩენილიყვნენ _შეცვლილი ხარ და თან მაინც ისეთივე _გავიზარდეთ , შენ უკვე მამა ხარ. როგორც სჩანს გვანცამ ოჯახის კაცად ჩამოგაყალიბა _ვერ მოახერხა , ბავშვით ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას ყველაფერი რომ ინგრეოდა, მაგრამ მაინც განვქორწინდით . ისევ თავისუფალი ვარ _ისეთი სიამაყით თქვა თითქოს რაღაც დიდი საქმე ჰქონდა გაკეთებული. ნატას გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა. როგორ შეეძლო მსგავსი ბიჭისთვის დაეთმო დრო, გრძნობები და მთელი არსება. როგორი სულელი იყო , რომ ფიქრობდა სიყვარული ყველაფერს გაუძლებდა . ახლა იჯდა და სასიამოვნოს ვერაფერს განიცდიდა სამყაროში ყველაზე სულელი ქალი ეგონა თავი. მას მერე შეიცვალა, აღარ იყო ისეთი მიმდობი, მაგრამ მაინც წარსულის შეცდომა არ ასვენებდა _ძალიან ცუდია რომ ვერ შეძელი პასუხისმგებლობის მქონე კაცად ჩამოყალიბება ... დრო რომ გადის რაღაც ხომ უნდა იცვლებოდეს . შენ კი აშკარად ისევ საკუთარი თავი გიყვარს ყველაზე მეტად _ყველაზე მეტად შენ მიყვარდი _ სიმართლეს ჰგავდა მისი სიტყვები, ტუჩებთან მიიტანა ნატას ხელი და ნაზად შეეხო _ყველა ყოფილზე მეტად შენ იყავი ჩემს გულში . შენნაირი არავინ ყოფილა - უყურებდა და ვერ იჯერებდა ,რომ ამდენად მატყუარა შეიძლება ყოფილიყო ადამიანი. ისევ ცდილობდა ნატას გონების არევას და ეგონა,რომ გამოუვიდოდა _სამწუხაროა თუ ამდენად რთულია შენი ცხოვრება , ნატა დაგიკარგავს. ქმარი ჰყავს უკვე და შენნაირი ხელმოცარულებისთვის ვაფშე არ სცალია_ ხელის გამოწევას აპირებდა , მაგრამ სხვა დაეხმარა. მოსეს თითები მაჯაზე შემოეხვივნენ . ზურგიდან გრძნობდა მის სიმხურვალეს, დახრილი იყო და ზემოდან დაჰყურებდა გადაფითრებულ ბიჭს _შენ საერთოდ ვინ ხარ _ის იყო წამოდგომა დააპირა მოსემ ნატას წელზე რომ შეუცურა ხელი და გვერდით დაიყენა _თავს ნუ მაცემინებ , დარჩი მაგ სკამზე თორემ თავზე დაგამხობ ამ რესტორანს _ ჩანთაც თავად აიღო და ისე წაიყვანა იქედან გაშეშებული ქალი, რომ ხელი არ მოუშორებია. ნატა მთელი სხეულით გრძნობდა მისგან წამოსულ სიცხეს, მის ღრმა სუნთქვას და ბრაზს რომელიც აშინებდა _მოსეე _ყველგან კაცს როგორ პოულობ შეგიძლია ამიხსნა? გიყურებ და ვერ ვხვდები ... ერთი ჩვეულებრივი ქალი ხარ და ასეთს რას უკეთებ ამ ს.რებს დაყლ.ვებულები რომ ცდილობენ შენს დაკერვას. ჩემი ძმა იმის შემდეგ აშკარად დედამიწიდან მარსზე ნახტომივითაა _მე უბრალოდ ვსაუბრობდი და საერთოდ ... ღმერთო ან მოსვლა რა ფორმით იყო . ან ეს მუქარა . ეს ... ეს _ყველა ქალი ერთნაირად საყურადღებო ხართ რაა... კაცმა თვალი თუ მოგაშორათ ვიღაც სხვა გიცუცქდებათ და თქვენც ეგრევე იკერებით არც ქმარი გახსოვთ , შეყვარებული ხომ საერთოდ ვის რაში ადარდებს. ნებისმიერთან მირბიხართ _ აგრძელებდა დაბალი ტონითა და შეშლილი მზერით მის შეურაცხყოფას და ისე მოხვდა ნატას გაშლილი ხელი სიტყვა გაუქრა _აღარ გაბედო ჩემს ცხოვრებაში ჩარევა და ჩემზე ისე საუბარი როგორც ვიღაც შენს ყოფილ ბ.ზებზე. ალბათ ბევრმა გიღალატა და მიგატოვა . ვერ მოინელე მათი წასვლა და ყველა კაცი ისეთი გგონია ქალს რომ ვერ ინარჩუნებს. ვწუხვარ, შენგან გამსხვავებით ლუკას გაუმართლა სასტუმროსთან ახლოს იყვნენ. სულ რამდენიმე მეტრი და უკვე ეზოში მიდიოდა. ჩქარი ნაბიჯებით, ლამის სირბილით მიაღწია დერეფნამდე . მთელი სხეული უთრთოდა ბრაზისგან. აგიჟებდა ეს კაცი , ჭკუიდან გადადიოდა. ცხოვრებაში არასდროს არავისთვის გაურტყამს და ის ვიღაც სხვა ქალს აღვიძებდა რომელსაც თავად ნატაც ვერ ცნობდა და აკონტროლებდა. კარი ძლივს გააღო და შევიდა, არც შეუმჩნევია მოსე რომ მიჰყვებოდა ისე მიიმწყვდია ნომერში უკან დახევაც ვერ მოახერხა. ერთიანად დააცხრა თავს, ლოყა აწითლებული ჰქონდა, თვალები ანთებული და ისეთი საშიში იყო როგორც არასდროს _ანუ შენ სხვებს არ გავხარ ხო? წესიერი ქალი ხარ, ამაყი და თავდაჭერილი არა? _ კარი ხმაურით დახურა და ქალისკენ დაიძრა _ ნუ მიახლოვდები ... აქედან გაეთრიე საერთოდ _დარწმუნებული ხარ რომ გინდა წავიდე? _ ხმაში ხრინწი გაუჩნდა. ტონს არ ცვლიდა, ერთხელაც არ უყვირია , მაგრამ მისი გამომეტყველება ამხელდა უკონტროლობას _შენ მგონი ავად ხარ ... _შეიძლება , გამორიცხული არაფერია _ კედელთან დარჩა , გასასვლელი აღარ ჰქონდა. მოსე ისე ახლოს იყო , რომ მთლიანად ფარავდა. უჰაერობის შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ყუთში გამოამწყვდიეს და ჟანგბადი ქრებოდა მხოლოდ კაცის სურნელი დარჩა რომელიც კიდევ უფრო ურევდა თავგზას. თითები ლოყაზე რომ შეეხო და წამსვე აუწვა სხეული , ურცხვი ფალანგები გრძელ ყელს რომ ჩაუყვნენ . გულისცემა ისე აუჩქარდა, ისე როგორც არასდროს. ცოტაც და ძალა გამოეცლებოდა, იქვე ჩაიკეცებოდა და გონებას დაკარგავდა _რას აკეთებ _ ძლივს თქვა ბიჭის სახე რომ მიუახლოვდა , ტუჩებზე გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას და კვნესას ძლივს იკავებდა. უნდოდა , სიგიჟემდე უნდოდა სამყარო გაექრო , ყველაფერი დაევიწყებინა და მისი ტუჩების შეხება ეგრძნო. თვალები დაეხუჭა, არ უნდოდა , მაგრამ ვერ შეძლო . ძალა არ ჰქონდა ამ უცხო , წამლეკავი გრძნობის წინააღმდეგ _მოსეე _საკუთარი ხმა ვერ იცნო , მთელი სხეულით თრთოდა . გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა , ისევ გაახილა თვალები კაცის ანთებულ მზერას წააწყდა და წამის მეასედში იგრძნო ბაგეებზე მხურვალე შეხება. ძლიერად ხვევდა ხელებს სხეულზე, ტუჩებს უხეშად უკოცნიდა და ვერც კი გაიაზრა როგორ დანებდა სურვილს, როგორ შემოხვია წვრილი მკლავები კაცს ყელზე , როგორ დაამსხვრია ყველა ზღვარი და გადადგა ყველაზე დაუფიქრებელი, სულელური ნაბიჯი _ამდენად მარტივად მოსაპოვებელი ქალი ხარ ... რამდენიმე წუთი გჭირდება ღალატისთვის. ისეთივე როგორც ყველა დანარჩენი _ყბაზე უჭერდა თითებს , დაწითლებულ ტუჩზე ცერი გადაუსვა და მერე ისე გაიცინა , ისე თითქოს მის სულში დემონი სახლობდა. ერთიანად მოშორდა ქალის სხეულს და დატოვა სიცარიელე, უფსკრული რომლის ნაპირზეც იდგა ნატა. .............. უნდა წასულიყო ? ალბათ სჯობდა მოშორებოდა, მაგრამ მასთან მუშაობა ხომ მაინც მოუხდებოდა. ყველაფერზე უარს ვერ იტყოდა ერთი კაცის გამო. არ წავიდა, ჩალაგებული ბარგი უკან დააბრუნა სააბაზანოში შეიკეტა და ოთახიდანაც არ გასულა ვახშმამდე. აივნიდან გადაჰყურებდა წინ გადაშლილ ხედს, ცდილობდა არ ეფიქრა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ასე არასდროს არავის უმოქმედია . ერთი კოცნა უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო მთავარი მისი სიტყვები, აზრები და დამოკიდებულება იყო , მაგრამ მაინც ვერ იგდებდა გონებიდან. საქმიან ვახშამზე რამდენიმე წუთით დაიგვიანა, უკვე მაგიდასთან ისხდნენ მოსეს გვერდით დაიკავა ადგილი და საუბარში მალევე ჩაერთო. მიხვდა როგორ გაუკვრიდა მისი დანახვა, მაგრამ ცდილობდა დაეიგნორებინა. შინაგან ფორიაქს ვერ აკონტროლებდა, ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა , მაგრამ ქალმა ყველაფერი აურია -ხვალაც უნდა დარჩეთ... ჩემი დაბადებისდღეა და წვეულებაზე გეპატიჟებით. სასტუმროს ვერანდაზე იქნება . უარს არ მივიღებ -მაპატიეთ ,მაგრამ მე აუცილებლად უნდა წავიდე. ბატონი მოსე იქნება თქვენი სტუმარი -არა ძვირფასო, დრო უნდა იპოვნო და შენც მოხვიდე . ჩვენი კომპანიონობის დასაწყისსაც ავღნიშნავთ . თუ არ მოხვალ უპატივცემულობად ჩავთვლი - ბოლოს თქვა და მოსეს ლოყაზე მიაწება ტუჩები- ხვალამდე ძვირფასო -გამაოცე - ზემოდან უყურებდა ნატა კი ისევ ქალს ადევნებდა თვალს -თუ გაქცევა იქნება საჭირო ეს მე ნამდვილად არ ვიქნები და ისე ნუ გააკეთებ კიდევ რომ მოგიხდეს წლების განმავლობაში გადაკარგვა - გულისცემა გაორმაგებული ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა სიტყვების თქმა. სწრაფად დატოვა და ნომერში დაბრუნდა . ბოლო ორი დღე ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა. ჩიხში იყო, ცოტაც და გაგიჟდებოდა, კრიზისულ სიტუაციებში თითქმის ყოველთვის პოულობდა გამოსავალს ახლა კი ვერაფერს იფიქრებდა. მოსეს წინააღმდეგ ბერკეტს ვერ პოულობდა. ლუკასთვის რომ ეთქვა შემდეგ რა მოხდებოდა? კი მეგობრები იყვნენ, კი შეეძლო სხვასთან ურთიერთობა ჰქონოდა ,მაგრამ მოსესთან არა. ის მისი ძმა იყო და საერთოდ მასთან რომანზე ფიქრიც კი აკრძალა. ფაქტს მაინც ვერ გაურბოდა, ეს კაცი მის შინაგან ქალღმერთს ყირაზე აყენებდა. -როგორ ხარ პატარავ? არ დაბრუნდით თბილისში?- ლუკამ რომ დაურეკა და ისევ ბორჯომის ხედი დაინახა გაუკვირდა- კარგად ხარ ? -კი , იმ ქალბატონმა წვეულებაზე დაგვპატიჟა. ხვალ დაბადების დღე ჰქონია ... კარგი შენი ძმა საჩუქრად უნდა, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვერ გავიგე -რა გჭირს ნაატ? -რა მჭირს -აშკარად დაძაბული ხარ და ნერვებ მოშლილი ... მშვიდობა გაქვს? -კარიერული წინსვლის ფონზე ჩემი პირადი ცხოვრება და სიმშვიდე ფსკერზე დადის ლუკა . იქ ხო მიმართლებს და აქ რა მოხდა? ბორჯომში , პარკში მინერალური წყლის წრუპვით გართულს დილანდელი ინციდენტით დარცხვენილს თავზე დამადგა ვინ? არც მეტი არც ნაკლები , გიგა -ის გიგა მე ვინც ვიცი? -ბავშვით ხელში მისეირნობდა რომ დამინახა და გვერდი კი არ ამიარა იმ ყველაფრის შემდეგ რაც გამიკეთა , არააა დიდი სიყვარულით გამომელაპარაკა, რესტორანში დამპატიჟა და ლამის ძალით წამათრია. ამდენ ხალხში ჭიდაობას ხო არ დავიწყებდი არა არ მოვდივარ_თქო. ბავშვი ძიძას გაატანა , ფლირტი დამიწყო უაზროდ, შენო ყველაზე მეტად მიყვარდიო, ცოლს გავშორდიო -... ნეტავ მენახა სახეს გავუერთიანებდი . რომ ჰყავდი ვიღაც ნაბოზ.რს აეკიდა და ახლა უყვარხარ? როგორ გაბედა გამოლაპარაკება საერთოდ . მაგის დედას შევ.ეცი ცივილური ტიპშა რო გაეჩითე ხო ხედავ . ისტერიკა უნდა მოგეწყო თავდაყირა უნდა დაგეყენებინა მისი ცხოვრება, რო კაიბიჭობდა და ახლოს ვეღარ გაგეკარებოდა -ღმერთო ჩემოო , შენც მისნაირი ხდები ხოლმე -ვისნაირი . რას მეუბნები -მოსეს გაზრდილი ხარ , აშკარაა . ისე უცებ დაემსგავსე ვერ ვიჯერებ ! ნუ ღელავ მომხედა შენმა ძმამ, შენ არ ხარ ,მაგრამ ის მივლის, მაშორებს თაყვანისმცემლებს . მოჩენებასავით გამოჩნდა და მინი ეწიუდი დადგა. შენგან განსხვავებით თავი შეიკავა, არ გაუმართავს მუშტი-კრივი -რომ სცოდნოდა რა ნაბოზ.არიც ედგა წინ ისე გაიფენდა დედა ვეღარ იცნობდა ... ძალიანაც კარგი . ახლა კიდევ უფრო მიხარია მარტო რომ არ გიწევს საქმეების კეთება, რა დროულად დაბრუნდა -შენ წარმოდგენა არ გაქვს ... მოსე საერთოდ არ არის ისეთი წმინდანი შენ რომ გგონია -და მე ვარ ისეთი როგორიც მას ვგონივარ? ბოლომდე ვერავის შეიცნობ ნატ,მთავარი თვისებები უნდა იპოვნო , დეტალებს არ უნდა გაეკიდო . დაიკიდე ის ს.რი კიდე თუ შეგხვდა მითხარი იცოდე -და რას იზამ, მოსეს დაუკვეთავ და ის დაუპადიეზდებს? -ბავშვთან ერთად თუა ხელს არ დააკარებს, ტყუილად უნდა ვუთხრა -სერიოზულად?- ლამის კივილი დაიწყო . აივანზე დადიოდა და ხელებს ჰაერში შლიდა- არ მცნობიხარ ! -ძალიანაც კარგად მიცნობ , პატარაავ . ჩემო ლამაზოო , დახატულო დაიკიდე ყველაფერი რაც ნერვებს გიშლის , დატკბი ცხოვრებით. რა კარგ ადგილას ხარ, სუფთა ჰაერზე, მინერალური წყალი დალიე ისეირნე, ხვალინდელი დღე გამოიყენე -ისეირნებს კი , ყოფილ თაყვანისმცემელთან ერთად გაიგულავებს ... როდის ბრუნდები შენ ? დროულად ჩამოდი თორემ ცოლი გათხოვილი დაგხვდება - ლამის გადავარდა მეზობელ აივანზე წელს ზემოთ შიშველი მოსე რომ გამოჩნდა, სიგარეტით ხელში -მოსეა? მაჩვენე -ძმები უჩემოდ ვერ კონტაქტობთ? -ის არ იყენებს იმ თავის ტელეფონს და აქედან სად დავრეკო. საიტზე არასდროსაა ... მაჩვენე. შორსაა? მიაწოდე მობილური -აივანზეა ,როგორ მივაწოდო -რა გინდა ლუკა? გვიან მოგწერ და დაგელაპარაკები თუ შენი ცოლი არ გეჭორავება -ჩემი ცოლი მიყვება ყველაფერს ისედაც...არ შეწუხდე შენ გაერთე ახალ პარტნიორთან ან ვინმე სხვასთან , განიტვირთე ოღონდ თუ თხელი კედლები აქვს მაგ ოთახს სადმე სხვაგან გადაინაცვლე არ დამისტრესო მარტო დარჩენილი ქალი, თორემ მართლა მიღალატებს მერე -ლუკაა - ისევ შეაბრუნა მობილური და ახარხარებულს ანთებული მზერა გაუსწორა. მოსეს დანახვა აღარ უნდოდა. ჯერ ოთახში დაბრუნდა, შემდეგ ფეხსაცმელი ჩაიცვა, ჩანთას ხელი დავალო და საერთოდ დატოვა სასტუმრო. ღამე ყველაფერი კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა, ბავშვების ხმა აღარ ისმოდა, ახალგაზრდები უფრო მეტნი იყვნენ. დიდხანს დადიოდა, შემდეგ მშვიდი ადგილი იპოვნა, ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო ხატვის გარდა არაფერი უშველიდა. ვერც გაიაზრა ისე დახატა მოსეს თვალები , რომ დახედა ამოხევა მოუნდა, მაგრამ ვერ გაიმეტა. ისეთი ლამაზი იყო, იმდენად უცხო და მიმზიდველი წამით ისიც ინატრა სხვა სიტუაციაში, სხვა დროს რომ გაეცნო. შემდეგ მიხვდა, რამდენად განსხვავდებოდა ამ კაცისგან, რამდენად გამაღიზიანებელი იყო მისი პიროვნება და ისევ უკუაგდო ფიქრები . მეორე დღესაც ასე ხეტიალს არ აპირებდა, დილიდან მოემზადა და ქალაქიდან გავიდა. უფრო მაღლა , ბაკურიანისკენ დაიძრა. ტაქსის მძღოლი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა ისე დაუსახა კურორტების რუკა ,რომ მთელი დღე საინტერესოდ გაიყვანა. ბავშვობის მოგონებებიც გაიხსენა და რამდენიმე დასახლება მოიარა. საღამოს უკვე დაღლილი , ემოციურად გადატვირთული დაბრუნდა უკან. ოთახში შესვლაც ვერ მოასწრო მოსე დერეფანში შეხვდა -სად დადიხარ -რატომ გაქვს მუდამ მრძანებლური ტონი, როდესაც მე და შენ კომპანიონები ვართ და არა ბოსი და ხელქვეითი -სად იყავი -მეთქი -ხომ მოვედი - გასაღები მოარგო კარს ,დააიგნორა ბატონი და ოთახში შეიკეტა. …………….. გელოვანი თავად იუბილარის ყურადღების ეპიცენტრში იყო. გვერდიდან არ შორდებოდა ქალი და ისიც აშკარად არ იყო წინააღმდეგი . ჩვეულებისამებრ სერიოზული და მშვიდი იყო , თავის ტყავს არ ტოვებდა, მაგრამ ცეკვაზე უარი არ უთქვამს . რამდენიმე ჭიქა კოქტეილი დალია წვეულების ფორმატიდან გამომდინარე მამაპაპურ ქეიფს ვერ გამართავდა. ამ მხრივ არასდროს ეტყობოდა ცივილიზაციისგან შორს ყოფნა , შინაგანი კულტურა ჰქონდა ყველა უბედურებასთან ერთად დიდ პლიუსად თანდაყოლილი. ნატალია მარტო იყო , გამაგრილებელი სასმელით სავსე ჭიქით იდგა აივნის ერთ_ერთ თავისუფალ მხარეს . ხედს უყურებდა და ცდილობდა როგორმე დრო გაეყვანა. აგიჟებდა მოსეს ურეაქციობა , უკვე თავს ისე გრძნობდა თითქოს წინა დღეს არაფერი მომხდარა და ყველაფერი სიზმარი იყო ან უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი. თავადაც ცდილობდა დავიწყებას , ემოციების ჩაკეტვას და თამაშს. ბოლო დროს კი ზედმეტად ხშირად უწევდა თამაში. სულს უმძიმებდა , სულ უფრო და უფრო მეტად რთულდებოდა მისი ცხოვრება , ენატრებოდა ბავშვობა როდესაც ყველაფერი მარტივი იყო . მშობლების გვერდით არაფერი ემუქრებოდა მისი მეამიტობაც პრობლემას არ ქმნიდა შემდეგ კი ქალად ცხოვრება დაიწყო და თან მიჰყვა ტკივილი,.იმედგაცრუება , ღალატი , არეული პირადი ცხოვრება , თავდაყირა დაყენებული ყოველდღიურობა ბოლოს კი გადაწყვეტილება , რომელმაც ერთ დიდ ჩიხში შეიყვანა -თქვენზე ნამდვილად ვერ გავრცელდა წვეულების მუხტი- ფიქრებიდან უცნობმა ხმამ გამოიყვანა . გვერდით მდგომ ახალგაზრდა ბიჭს შეხედა და საშინლად მოუნდა უჩინარი ყოფილიყო _მარტო, მშვიდად ყოფნა მირჩევნია _იქნებ ცეკვამ შეგიცვალოთ განწყობა _იცით უკვე ჩემი წასვლის დროა _ მაჯაზე მორგებულ ვერცხლისფერ საათს დახედა ჭიქა იქვე მაგიდაზე დატოვა და იქაურობას გაეცალა. მოსესთან დამშვიდობებას არ აპირებდა , ბარგი უკვე მზად ჰქონდა და ტაქსიც გამოიძახა. გზა ნომრამდე საკმაოდ გრძელი იყო , არ ჩქარობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა როგორ გაჰყვა უკან უცნობი . უკვე ნომერთან იდგა და კარს აღებდა მოსეს ხმა რომ გაიგო _გათხოვილ ქალებთან ურთიერთობის წამოწყება ახალი ტენდენციაა ცხვირმოუხოცავ ღლაპებთან თუ რა ხდება _უკან რომ მიბრუნდა ერთი მეტრის დაშორებით მდგომს შეხედა და საერთოდ აერია გონება. თითქოს ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო . არაფრის მოსმენა აღარ უნდოდა, არც ნახვა და გაგება. სწრაფად შევიდა ნომერში, ჩანთა აიღო და ლიფტისაკენ დაიძრა ამჯერად. მანქანაში იჯდა უკვე შენობიდან გამოსული კაცი რომ დაინახა . წამით გადაეყარა მის მზერას შემდეგ კი მძღოლს წასვლა სთხოვა და იქაურობას გაეცალა. არ უნდოდა , მაგრამ მაინც ადარდებდა მისი აზრები. გიჟდებოდა მოსეს რომ ვერ აჩვენა ნამდვილი სახე და მისი დამოკიდებულების შეცვლა ვერ მოახერხა. საშინლად გრძნობდა ამის გამოც თავს, არადა უბრალოდ უნდა დაეიგნორებინა , მაგრამ არ შეეძლო, არ გამოსდიოდა . ...... თბილისში დაბრუნების შემდეგ ყოველდღიურმა რუტინამ დაიკავა დროის მთელი ნაწილი. ლუკას გასტრლებიც დასრულდა . მშვიდად ეძინა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო . შეშინებული წამოჯდა, შუაღამე იყო და გარეთ არ გავიდოდა ალბათ ტელეფონიც რომ არ ამღერებულიყო და ლუკას სახე არ დაენახა _კარი გამიღე პატარავ ... _ლუუუკ დაბრუნდიიი როგორც იქნა... _სულ სირბილით გაიარა მანძილი და ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს. მანაც ჰაერში ასწია და მთელი სახე დაუკოცნა. თითქმის შიშველი იყო, მოკლე პენუარი კიდევ უფრო აეკეცა, სიგრილე იყო და კანი სულ დაეხორკლა. ბიჭის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული შემდეგ თავი შეაბრუნა და მოსეს მზერას წააწყდა. წამით მოჩვენება ეგონა და ლამის კივილი დაიწყო . შემდეგ მიხვდა რომ ნამდვილი იყო _ასე მოგენატრე პატარავ ? _მომენატრე ... იმედია მალე არ წახვალ თორემ აღარ შემიძლია _ ჩუმად უთხრა და გასწორდა_რატომ არ მითხარი , დაგხვდებოდი _არ მინდოდა შენი გაწვალება... მოსემ მითხრა დაგხვდებიო მის მზერას გრძნობდა და მთელი სხეული ეწვოდა. არ უნდოდა დაენახა როგორ გამოიყურებოდა , მკერდი გაუმკვრივდა, სიცივისგან ძუძუსთავები დაებერა და პენუარის ბოლოებსაც ქარი ამოძრავებდა _ყავას მოგვიმზადებ ? მოსეს საქმე აქვს და ბარემ მინდა გავიგო _გაიყინა, მოსეს საქმე ვინ იცის რას ეხებოდა იქნებ კოცნაზე ეთქვა და კიდევ ვინ იცის რა იქნებოდა. ლუკამ არაფერი იცოდა და ამისთვის მზადაც ვერ იქნებოდა. არეული ნაბიჯებით დაიძრა სახლისაკენ , ყავის გამზადებამდე ხალათი მოიცვა და შემდეგ ფინჯნები მისაღებში გაიტანა. ლუკას გვერდით ჩამოჯდა და მოსეს ცივ მზერას თვალი აარიდა. ალბათ სახეზეც ეტყობოდა როგორ ღელავდა კაცი კი ერთობოდა ამ სანახაობით _არ იყო საჭირო ამ ღამესვე საუბარი...ხვალ მშვიდ გონებაზე სჯობდა გვესაუბრა _არ მიყვარს ხომ იცი გადადება... თანაც ხვალისთვის გეგმები მაქვს -კარგიი , როგორც შენ გინდა. მე უბრალოდ ვუფრთხილდებოდი შენს გრძნობებს- იმ წამს ნატას უყურებდა და იმდენად ირონიული ჰქონდა მზერა, რომ სუნთქვას უკრავდა _ნატა წავა თუ პირადული თემაა _დარჩეს , პირიქით კარგია რომ გვისმენს _რა ხდება ასეთი . პირდაპირ თქვი _კი ვიცოდი რაც ხდებოდა, ველოდი , მაგრამ _სიგარეტი მოიქცია ტუჩებსშორის და მოწევა დაიწყო _მოკლედ მამა მიდის _სად მიდის ... _მონასტერში ... ცოდვები უნდა მოვინანიოო . ისე კარგი იქნებოდა ყველა ასე იქცეოდეს, დროულად ინანიებდნენ ჩადენილს სანამ ცოდვები დაუგროვდებათ _ნატას უყურებდა , შემდეგ ჩაიცინა და სიგარეტის კვამლი მაღლა გაუშვა _ ახლა წავალ . მარტოს დაგტოვებ მონატრებულ ცოლთან წავიდა. დატოვა ნაღმი და გაქრა. ნატამ იცოდა ლუკასთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო მამის მდგომარეობა , მაგრამ შვება იგრძნო მოსეს ამბავი რომ არ ეხებოდა. _რამ გადააწყვეტინა წასვლა... აქამდე არ ფიქრობდა და ახლა რა მოხდა _ზრდასრული კაცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. იქნებ მართლაც ასე სჯობს , დიდი და მძიმე ცხოვრება გაიარა იმდენი რამ ნახა ჩვენ რომ წარმოდგენაც არ შეგვიძლია -მე უნდა წავიდე - რამდენიმე წამს თავდახრილი იჯდა შემდეგ ნატას თავზე აკოცა და წამოდგა. არაფერი უკითხავს იცოდა ვისთანაც მიდიოდა , ფინჯნები სამზარეულოში შეიტანა. ჩემოდნები ისევ დერეფანში ელაგა , გვერდი აუარა და თავის საძინებელში გამოიკეტა. ბოლო დროს მშვიდად ძილიც აღარ შეეძლო , უკვე თენდებოდა ის კი ვერ მშვიდდებოდა. ბოლოს ისევ ფურცლები იპოვნა, ფანქარი აიღო და ხატვა დაიწყო. დილით მაგიდასთან მჯდომს გაეღვიძა, კისერი და წელი საშინლად სტკიოდა. ძლივს გასწორდა და მაშინვე გაიგო ძვლების ხმა . სამუშაო დღე ელოდა წინ, მაღაზიებში უნდა შეევლო ბიჭებიც ენახა და ყველაფერი მოეგვარებინა. ლევანის სახლისთვის ავეჯის მზადება მიმდინარეობდა და მთელი ყურადღება იქეთ ჰქონდა მიმართული. -ხვალ შენებთან წავიდეთ ... არ მინდა სიმამრის განაწყენება -მე კი არ მინდა რაღაც გააკეთო რაც ცუდად გხდის -რთველში სულ მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ... გავერთობი . რა ცუდად ყოფნაზე მესაუბრები. ხო იცი ვგიჟდები იქაურობაზე. ცოტა ექსკურსიაც მომიწყვე და დროც სასიამოვნოდ გავა -რამდენ ხანს დავრჩეთ -ერთი კვირა მაქვს და დავრჩეთ -მართლაა? მაშინ ბევრ ადგილს გაჩვენებ , მაგრამ საქმესაც ვერ გაექცევი -არც ისეთი სუსტი ვარ...ბოლო დროს ვვარჯიშობ და ნახე რა ლამაზი გავხდი - მაისური დემონსტრაციულად აიკეცა და პრესი აჩვენა - ვგიჟდები ისე მომწონს ... სულ მეუბნებოდა მოსე ივარჯიშეო და არ ვუჯერებდი . გამხდარი ვიყავი სულ , თურმე მთავარი ფორმაა და არა წონა -ნარცისი რომ ხარ დაჩიმ იცის? -იცის , მაგრამ ისიც მიყვარს და შენც , ჩემო პაწინაა - ლოყაზე ხმაურით აკოცა და მკერდზე მიიკრა - ყველაზე კარგი ხარ შენ და ნეტავ ქალები მიყვარდეს -გეყოფა ... ბარგს ჩავალაგებ და წავიდეთ მგზავრობამ ხალისიანად ჩაიარა, სიმღერითა და ცეკვით ისე შეუძლებელი იყო ლუკასთან ერთად . მშობლები გაფრთხილებული არ ჰყავდა და ეზოში რომ შევიდნენ ყველანი გაგიჟდნენ სიძის დანახვისას. ლუკაც არ იყო ცუდად მათ მიმართ განწყობილი და ამ შემთხვევაში თამაში ნამდვილად არ უწევდა. ნატას ოთახში დაბინავდნენ, სანამ ნივთებს ალაგებდა ლუკა მაყალზე სტეიკს წვავდა, მწვადი თქვენზე იყოსო და რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა იმის კეთება დაიწყო. ზემოდან უყურებდა ბიჭებს და ეღიმებოდა. რა იქნებოდა სხვა აზროვნების მქონე საზოგადოებაში რომ ეცხოვრათ, თავისუფლად ,მშვიდად და ბედნიერად. ლუკა მეგობრის სტატუსს მოირგებდა და აღარ მოუხდებოდათ ეს თამაში , არც თავად მოუწევდა გათხოვება მშობლების დასამშვიდებლად . ყველაფერი საერთოდ სხვაგვარად იქნებოდა , რომ არა ადამიანების უკუღმართი დამოკიდებულება. სიცივის გამო მისაღებში ისხდნენ, იმ დღეს წვიმა გარდაუვალი იყო. მერაბმა როგორც იქნა წარუდგინა თავისი სიძე მეგობრებს და ლუკაც დაკვირვების ქვეშ გადავიდა. მისი საქმე ყველასგან განსხვავდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა კითხვებზე საინტერესო პასუხების გაცემა და მათ დიალოგში ჩართვა. არ უყვარდა მსგავსი ღრეობები, მაგრამ ღვინოს ცოტ-ცოტას აგემოვნებდა. კერძებზე კი ნამდვილად გიჟდებოდა და მალ-მალე აქებდა ქალბატონ სიდედრს. -ხვალ აუცილებლად დაურეკე მოსეს ჩამოვიდეს...- მერაბმა ისე კატეგორიულად უთხრა მიხვდა სიმშვიდის საათები რომ დაერღვეოდა . -საქმეები აქვს, შესაძლოა ჩამოსვლა ვერ მოახერხოს -მოახერხებს შვილო , დაურეკოს შენმა ქმარმა და ის მოახერხებს -დავურეკავ აუცილებლად ... მოსე გიჟდება ბუნებაზე, სოფლებზე და საერთოდ აქაურ საქმეებზე . ყურძნის დაწურვაშიც რომ დაგეხმაროთ არ გამიკვირდება -ძალიან კარგი ბიჭია მოსეზე საუბრის მოსმენა აღიზიანებდა. დატოვა სუფრა და საძინებელში ავიდა. გვიანი იყო სტუმრები რომ წავიდნენ და ლუკაც შევიდა . ნასვამი იყო, მხიარული და კიდევ უფრო საყვარელი. ფეხსაცმელი მოიშორა , საწოლზე დაემხო და როგორც დაეცა ისე დაეძინა. დილით გვიან გაიღვიძა, ლუკა გვერდით აღარ ჰყავდა . საწოლიდან ადგომა არც უნდოდა, გარეთ წვიმდა და ამინდის გამო ვერაფერს გააკეთებდა. პირველი სართულიდან ესმოდა ხმები , მაგრამ ლუკას შესვლამდე არც უფიქრია გატოკება . -საუზმეზე გელოდებიან პატარავ ჩამოდი -შენ რა უცებ გახდი სოფლელი ბიჭი ... მამლის ყივილზე ადექი? -რა ზარმაცი ხარ გოგოო -ლუკაა , მეძინება დაღლილი ვარ -ისე იყურები თითქოს წუხელ ვნებიანი ღამე გქონდა...რა გესიზმრა ასეთი -საზიზღარო - ბალიში ესროლა და ზურგი აქცია-ჩემებს უთხარი სძინავს ვერ გავაღვიძე, შემეცოდა-თქო მონატრებულ ოთახში, საყვარელ საწოლზე, წვიმიან ამინდში ძილს არაფერი ერჩივნა. შუადღე იყო უკვე რომ ადგა, შიმშილმა შეაწუხა და უცებ ჩაიცვა. პირველ სართულზე ჩასულს ხმაური რომ მოესმა იფიქრა წვიმის გამო რაღაცას თამაშობენო, მაგრამ იქ ლუკას ნაცვლად მოსე რომ დახვდა სიზმარი ეგონა. მერაბს ჭადრაკს ეთამაშებოდა , მდუმარედ იჯდა აშკარად იმარჯვებდა და აგიჟებდა კაცს. -წააგე მამა? შანსი არაა - ნიკო ხარხარებდა და მერე მოსეს ეხვეოდა- შენ ვინ ყოფილხარ -გეუბნებოდით ბავშვობაში საქართველოს ჩემპიონი იყო-თქო , მაგრამ არ დამიჯერეთ -ლუკა ლუდის ბოთლით ხელში იჯდა- პატარაავ , როგორც იქნა გაიღვიძე მე კი უკვე ამოსვლას ვაპირებდი - ნატასთან მივიდა ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა -ნუ დაივიწყებთ სად ხართ და აქ ნუ გამიმართავთ ახლა ხვევნა-კოცნას - მერაბი ცუდ ხასიათზე იყო წაგების გამო -დედაშენი გასულია და გინდა რამეს მოგიმზადებ -შენ უმზადებ ხოლმე? არა რაა ზუსტად ისეთი ხარ როგორსაც ეძებდა - ნიკომ თვალები აატრიალა და ლუდის ახალი ბოთლი აიღო - ნატ შენც ხო არ ეთამაშები , იქნებ მოუგო -მეეჭვება შეძლოს , ფიქრი მისი სტიქია არაა - ჩუმად თქვა მოსემ და ნატა გამოიწვია კიდეც. არადა მანამდე არც უფიქრია თამაშზე -ლუუ , შეგიძლია ყავა მომიმზადო და შოკოლადიც გამოაყოლო? შენ ძმას ვაჩვენებ როგორ უნდა თამაში -სერიოზულად, გაგანადგურებს - ჩუმად უთხრა ლუკამ ,მაგრამ უკვე მოსეს წინ იჯდა და თავიდან აწყობდა ფიგურებს . მოსე აშკარად გაბრაზდა, თავხედობად მიიჩნია მისი ეს თავდაჯერებულობა და ამ ბრაზმა წაგებამდეც მიიყვანა. ნატას გვერდით ლუკა იჯდა, ყავაც მიუტანა და შოკოლადიც , შიგადაშიგ თავზე კოცნიდა, იცინოდა , ამხნევებდა . მართალია თამაში დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მოსეს გონება აერია , კონცენტრაცია ვეღარ მოახერხა , სიმშვიდის წერტილი დაეკარგა და წააგო კიდეც. უყურებდა და ვერ იჯერებდა, სახეზე ფერები გადაუვიდა. ცოტაც და ააყირავებდა მთლიან მაგიდას ,თავი ძლივს შეიკავა ნატას გამარჯვებულ ღიმილს რომ წააწყდა. უნდოდა წამოვარდნილიყო და იქვე მიეხრჩო . ლუკამ მუხლებზე დაისვა და რამდენჯერმე ხმაურით აკოცა ლოყაზე. ხელები მოხვია , გულზე მიიკრა, აქებდა და ადიდებდა. მოსე კი ბრაზისგან იწვოდა, აღარც მათი ყურება შეეძლო არც იქ დარჩენა. სახლიდან საერთოდ გავიდა , საძინებელში ავალ დავისვენებო განაცხადა და მეორე სართულზე გადაინაცვლა. -მთელი კვირა აქ აპირებს დარჩენას? - ლუკასთან იდგა და ჩუმად ელაპარაკებოდა -ზეგ უკვე კარგი ამინდია და ვიწყებთ კრეფასო ... რთველზე ჩამოვიდა, ამიტომ დარჩება. ხანდახან ძაან სწერვა ცოლივით იქცევი -თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებს -და რა გავაკეთო წადი-თქო ვუთხრა? ნიკო და მერაბი გიჟდებიან ხომ ხედავ -თავისნაირი ჰომოფობი ნახეს და იმიტომ -მოსე ჰომოფობი არაა -დარწმუნებული ხარ? -კარგი ხო , ცოტა არის -ქალებზე რეებს ფიქრობს და განსხვავებულ ორიენტაციაზე ან ფერადკანიანებზე ხომ საერთოდ წარმოდგენაც არ მინდა -თითებს წაიჭრი ასე -დანა გამოართვა და თავად განაგრძო დაჭრა- მე გავაკეთებ შენ მიდი მოურიე . -კარგი რა ნატალია რას ერჩი ამ ბიჭს? ასე მონასავით ამუშავებ? -რამდენიმე წუთი იყო სულ გასული , ლუკა გაერთო კერძის მზადებაში,მაგრამ ნიკო რომ დაადგათ ყველაფერი აურია -ქალები რომ ვამზადებთ მონები არ ვართ და კაცები რომ აკეთებენ მონები არიან? საცოდავი შენი ცოლი ... -გეყოფა ახლა ნუ იცი ეს ფემინისტური გამოხტომები, ვიხუმრე უბრალოდ ... აღარ წვიმს , ცხენებით გავდივართ და წამოხვალ? -ცხენზე ჩემი ჯდომის მცდელობა მოტეხილი ხელით დასრულდა და ამიტომ -კაი მართლა ვერ ჯდები ? ისე უბრალოდაც ? პროსტა მინდორში გავივლიდით , ფეხით ვინ მოივლის აბა ვენახებს -შენი ბაიკი ათხოვე -ბაიკს ატარებ და ცხენზე ვერა? რანაირი ხალხი ხართ , გადამრევთ ... კარგი ხო ჯანდაბას -ცხენით მე მოვდივარ... ჩემი თეთრი გოგო ხო მზადაა -მოსეს ჰყავს , არ მეგონა შენც თუ წამოხვიდოდი -ჩემი ცხენი მოსეს მიეცი როცა მე აქ ვარ? -ყორანი წაიყვანე რა იყო, რა გჭირს ...ნუ ბავშვობ ნატალია ნერვებმოშლილი უყურებდა თავის ცხენთან მდგომ კაცს. ფაფარზე ეფერებოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა. ცხოველთან რომ უფრო მშვიდი და ბედნიერი იყო ვიდრე ადამიანთან ეგ ცალკე პარადოქსს ქმნიდა. ცხენზე პირველი დაჯდა და სხვებს არ დალოდებია ისე გაუყვა გზას . ჩქარა მიდიოდა, მონატრებას გრძნობდა აქამდე რომ არ ფიქრობდა ამ შეგრძნებებზე , ბედნიერებაზე რომელიც ღრუბლების ქვეშ , ნისლში გაჭენებულ ცხენს მოჰქონდა, თავისუფლების ფერი, რაღაც განსხვავებული რაც სხვა დროს არ იყო. ასეთ ამინდში ყოველთვის გადიოდა სახლიდან , თინეიჯერობის წლებს სულ ცხენზე ატარებდა ის დრო ნამდვილად სანატრელი იყო. მიდიოდა და სიჩუმეში გაჟღერებულ ცხენის ფლოქვების ხმას უსმენდა. ვენახებს რომ მიაღწია შემდეგ გაჩერდა და თვალმიუწვდომელ მწკრივებს გახედა , სხვადასხვა ჯიშის ვაზი ჰქონდათ ყველას გახარების პროცესი ჰქონდა ნანახი, ზოგჯერ მონაწილეობასაც იღებდა, მათ მოვლას სხვა ქალებთან ერთად ახერხებდა . ბევრი დრო ჰქონდა იქ გატარებული და მაინც მოუხდა იქაურობასთან განშორება, არეულმა ცხოვრებამ დააშორა საყვარელ საქმესა და ადგილებს. ცხოვრებაში გამოჩენილი არასწორი ადამიანები ყველაფერს თავდაყირა აყენებენ და ახალ გზაზე გადასვლას გაიძულებენ საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება . -როგორც სჩანს ნაზი ქალის იმიჯიც ყალბია -სინაზე სიძლიერეს არ გამორიცხავს ... შენთვის თავის გაცნობას არც ვაპირებ ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა გგონია - შეუბღვირა და აღვირი მოქაჩა, ცხენი უკანა ფეხებზე დადგა შემდეგ კი ქარის სიჩქარით გაუყვა ვაზის მწკრივებს . მაღალ კისერზე მოეხვია , თავი დაადო და მიჰყვა მის ნაბიჯებს. არავინ და არაფერი ადარდებდა, წარსულის მოგონებებით ტკბებოდა. -ჭადრაკში განმეორებით თამაშს ვითხოვ - ღიმილი ძლივს შეიკავა მოსეს სიტყვები რომ გაიგო -წაგება ასეთი მტკივნეულია შენთვის? -შენთან არ უნდა დავმარცხებულიყავი -ქალს, ჩემნაირ ქალს შეუძლია ყველაფერში დაგამარცხოს. უბრალოდ უნდა მომინდეს - მის მსგავსად ირონიული ღიმილი არ გამოსდიოდა, მაგრამ საკუთარი სიტყვები კი დაუბრუნდა გონივრულად -ერთი შემთხვევითი მოგება გაძლევს ამხელა თავდაჯერებულობას? - ღრმად სუნთქავდა, თვალები უნათებდა -იცი რატომ დამარცხდი? ვერ იფიქრე, ვერ დაუშვი რომ მოგიგებდი და თან ბრაზობდი რომ გავბედე . საცოდავი ხარ ქალები რომ შენზე რაიმეთი ნაკლები გგონია და მეცოდები -იყენებ სიტუაციას ხომ? იცი გვიყურებენ, ახლოს არიან და დიდ გულზე ხარ -იმ მუხის ხეებს ხედავ? - ხელით ანიშნა მინდორში მდგომ უზარმაზარ ხეებზე - იქამდე ჩემზე ადრე თუ მიხვალ კიდევ ვითამაშებთ და მოგების შანსს მოგცემ - თავადაც ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, ასეთი არ იყო. არასდროს იწვევდა ვინმეს, შეჯიბრიც არ იყო მისი გასართობი ახლა კი ადრენალინის მოჭარბებას გრძნობდა. ისე უნდოდა გამარჯვება როგორც არასდროს . კიდევ ერთი ახალი თვისება გაჩნდა იმ ქალთან რომელსაც ჯერ ვერაფერი გაუგო, მაგრამ არსებობა რომ დაწყებული ჰქონდა ფაქტი იყო. -შენივე ცხენით, შენივე ტერიტორიაზე გინდა დაგამარცხო? ზედმეტად მტკივნეული არ იქნება პატარავ ?- მოსე აშკარად ხალისობდა, სისხლში ჰქონდა მსგავსი შეჯიბრები . ტუჩზე იკბინა და შემდეგ გაიცინა ცხენი ადგილს რომ მოსწყდა და ქართან ბრძოლა დაიწყო ინსტიქტურად წასცდა ბგერები, ბავშვობა დაუბრუნდა მეზობელ ბიჭებთან და გოგონებთან ერთად რომ დაჰქროდა ველებზე. ცხენს არც კი უბრძანებდა, მიშვებული ჰყავდა და მხოლოდ შეძახილებით ამხნევებდა. თავისი თეთრი გოგო ,რომ დაინახა გაბრაზდა ისევ, მასზე ჯდომის უფლება არ უნდა ჰქონოდა მოსეს. ბრაზმა გონება დაუბინდა და წინ წასულს ისე დაუსტვინა ცხენი უკანა ფეხებზე დადგა, ადგილზე ტრიალი დაიწყო თავად კი წინ გაიჭრა . უკან აღარ მიუხედავს ხმამაღალი შეძახილებით აძლევდა მინიშნებებს უკან ჩამორჩენილ ცხენს გვიან დაინახა როგორ გადავარდა მოსე მინდორში და ცხოვრებაში პირველად იგრძნო მსგავსი ტკივილი. სრულიად დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი , მანძილის გადალახვამდე ცხოვრების ნახევარი დაკარგა . საუკუნოდ გაიწელა დრო სანამ მიუახლოვდა , გაყინული თითები ყელზე მფეთქავ არტერიას შეახო და პულსი რომ იგრძნო იმ წამს ამოისუნთქა. შემდეგ სახეზე შეეხო , სხეულზე აკვირდებოდა , მაგრამ მოტეხილობა ვერ შენიშნა, თავიდანაც არ მოსდიოდა სისხლი -გამოფხიზლდი რაა... რა ვიცოდი თუ გადმოვარდებოდი. ცხენოსნობაზე სულ ასე ვაკეთებდი და რა ვიცოდი ასეთი სუსტი თუ იყავი . მოსეე გთხოოვ გაახილე თვალები - ცოტაც და ტირილს დაიწყებდა ისე ახლოს იყო მალე ზღვარს გადალახავდა . წამის მეასედში მიწაზე გართხმული აღმოჩნდა, სველ ბალახზე იწვა და ზემოდან მოქცეული გელოვანის ანთებულ თვალებს უყურებდა -აკრძალული ხრიკებით მომიგე ... შენი ცხენი გააგიჟე . წესებით თამაშიც კი არ შეგიძლია -ყბაზე მოუჭირა თითები, იმდენად ახლოს იყო მის სუნთქვას ტუჩებზე გრძნობდა და გამბედაობის მისხალიც აღარ ჰქონდა შემორჩენილი - როგორი ქალი ხარ , ვერ ამოგხსენი როდის რას უნდა ველოდო შენგან - თითები ყელზე გადაიტანა , შემდეგ მკერდზე მიაბჯინა- ისე თრთის შენი სხეული , როგორც პატარა ბარტყის . უცოდველი, უსუსური ჩანხარ , მაგრამ საზიზღარი ქორი უფრო ხარ ვიდრე საყვარელი ჩიტი -და შენ? ჩემს ოჯახში თამაშობ წესიერი კაცის როლს. ისე იქცევი როგორც ნამდვილი ქართველი, ღირსეული, საამაყო და მისაბაძი კაცი , რომელიც სინამდვილეში ძმის ცოლს კოცნის ... მხოლოდ მე ვარ დამნაშავე და შენ არა ? ხვდები როგორ მიყურებ ? იაზრებ როგორ გიცემს გული , როგორ ჩქარა მოძრაობს სისხლი შენს დაბერილ ძარღვებში ...გიჟდები სურვილისგან . გინდა ისევ მაკოცო და ისევ მე დამადანაშაულო ?- ტუჩები გაუშრა, ცოტაც და სიტყვას ვეღარ იტყოდა . მოსე ჭკუიდან გადაიყვანა , მის გონებაში შეაღწია -ნამდვილი ეშმაკი ხარ , მაცდუნებელი - მოშორდა,წასვლა არ უნდოდა , მთელი არსებით სურდა დარჩენა და მისი ტუჩების კიდევ ერთხელ დაგემოვნება . ზურგი აქცია , იქვე მდგომ ცხენს ზემოდან მოქეცა . სახლში დაბრუნება არ უნდოდა. დაღამებამდე გარეთ იყო , ცდილობდა იმ ქალისთვის გაეგო , როგორმე გაეკონტროლებინა . საერთოდ არ მოსწონდა საკუთარი ქცევა, არ ჰგავდა ნამდვილ ნატალიას . ეს ყველაფერი აგიჟებდა , კონტროლს აკარგვინებდა და გამოსავალი სულ უფრო რთული დასანახი იყო. როგორ ართულებდა კაცების არსებობა მთელს ცხოვრებას, ბავშვობა ალბათ ამიტომ იყო მარტივი, სიყვარულის, გრძნობების, ვნების გარეშე ფიქრებით სათამაშოებზე, ტკბილეულზე და გართობაზე. შემდეგ ჩნდებოდა ვნება და ქრებოდა სიმშვიდეც. მარტივი ალბათ უემოციო ადამიანების ცხოვრებაა , ნაკლები მუხტითა და ქაოსით , დალაგებული აზრებით ცხოვრება. ......... ამინდის ცვლილებასთან ერთად დაიწყო საქმეც. ერთი სახეობის ყურძენს კრეფდნენ მხოლოდ პირველ ეტაპზე , დილაადრიან დაიწყო ფუსფუსი. მუშები ეხმარებოდნენ , ყველა მწკრივში იდგნენ , მაგრამ მაინც დიდხანს გაგრძელდა საქმე. ლუკა პირველად იყო ამ პროცესში ჩართული, ხალისობდა და ნატასაც უმაღლებდა განწყობას. მერაბს მუშაობის დროს სიმღერა ჩვევად ჰქონდა, ამჯერადაც არ გაჰკვირვებია მისი ხმის გაგება, მაგრამ ძმები რომ აჰყვნენ ყველას ყურადღება მიიქციეს. მოსე შორს იყო, მაგრამ მაინც ხედავდა, ფერი რამდენიმე საათში შეეცვალა, ერთი შეხედვით ნამდვილ გლეხს ჰგავდა , თვალებში ჭინკები უხტოდნენ . მინდორში სხვებთან ერთად იჯდა შესვენების დროს , მძიმე ვედროებს თავად ეზიდებოდა . რამდენიმე შუახნის ქალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, ამ კაცის მრავალსახიერება აგიჟებდა უკვე. ისეთი ჯელტმენი ჩანდა, იმდენად ზრდილობიანი და წესიერი ლამის წმინდანს დაემსგავსა. -ნატო, შვილო მიდი დედაშენს მოეხმარე , სუფრა გაშალეთ დავისვენოთ ვისადილოთ თორემ წამექცევა ხალხი სახლში რომ წავიდა შემდეგ იგრძნო დაღლილობა, სიცხისგან გაოფლილი, დამწვარი, ძალაგამოცლილი იყო. ხელებზე ხელთათმანები ეკეთა, სუფთა ჰქონდა, მაგრამ მაინც ტკიოდა. კერძები უკვე მზად იყო, მხოლოდ სუფრამდე მიტანა სჭირდებოდა. გრძელი ხის მაგიდა მუხის ძირში იდგა , თავისი სკამებით სპეციალურად შესვენებისთვის . ჩრდილში , სუფთა ჰაერზე. ახლოს წყაროც იყო და გაგრილება შეიძლებოდა -დავიღალე , მაგრამ სასიამოვნოდ ... დრო თუ მექნება კიდევ ჩამოვიდეთ - ლუკა მიუახლოვდა და მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო- დავიწვი ... ამიტომ აქვთ ამათ ასეთი მუქი ფერი -თან რუჯს იღებენ თან ხელფასს... შენ კი ზღვაზე მიდიხარ და სასტუმროში ტოვებ იმდენ ფულს- გაიცინა და არეული თმა გაუსწორა- ნუ გადამირევ გოგოებს , ჩაიცვი -სხვებმაც გაიხადეს -იმათ ღიპები აქვთ - ჩუმად ჩაიცინა და ტუჩზე იკბინა -საზიზღარო - წყალი შეასხა და კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა -ლუკაა იცოდე ვერ გადამირჩები -მაჩვენე რა შეგიძლია- უკანსვლით წავიდა, ნატას ყინულებიანი ბოთლი ეჭირა და მისკენ მიდიოდა უეცრად გვერდზე რომ გახტა წყალი კი მოსეს გადაევლო ,რომელიც ხელში ვედროებით იდგა და მანქანისკენ მიდიოდა. მის შემობრუნებამდე მიწის გასკდომა ინატრა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდა -რა ჯანდაბაა გოგო , სათამაშო ადგილი იპოვნე ? -ნუ იძაბები რაა... შემთხვევით შერჩი ხელში - ლუკა სიცილისგან უკვე ცუდად იყო. ნატას ხელი მოხვია და საფეთქელზე აკოცა- ნუ უბღვერ ჩემ ცოლს, აშინებ ასე არაფერი უთქვამს ისე დაცალა ვედროები , შემდეგ სველი მაისური გადაიძრო ალბათ სულ გაყინული იყო . ბეჭზე გადაიდო და ისე დაიძრა მაგიდისაკენ . ნატას მზერაც თან გაიყოლა , ისე გამოითიშა ლუკამ მისი გაწუწვა მაინც მოახერხა. იძულებული გახდა გონს მოსულიყო და საქმე გაეგრძელებინა. მარანში გვიან ღამემდე იყვნენ. ნიკო და მოსეც ეხმარებოდნენ, ლუკა ისვენებდა თავად კი მონატრებული პროცესის სანახავად წავიდა. ძველი ღვინით სავსე ჭიქებით იდგნენ და ახალ მოსავალს ლოცავდნენ. სამივე კარგად შემთვრალი იყო უკვე , დაღლილებს მარტივად დაეტყოთ ალკოჰოლის ზემოქმედება -ნატულიაა შენი ქმარი სადაა? ხელიდან გამოგვეცალა? - ნიკო მოეხვია და ლოყაზე აკოცა -ღვინის სუნი გაქვს ... გაიწიე არ მიყვარს ხო იცი - სახე ბავშვივით დამანჭა და ბიჭი კიდევ უფრო გაახალისა -არ იცვლებიი რაა -მალე დაასრულებთ? დედა ვახშამს ამზადებს -მოვალთ მა , ხაშლამა გააკეთე ? -გავაკეთე კი -შენ გააკეთე? - ისე გაუკვირდა თავისთავად წამოსცდა სიტყვები - არადა როგორ მიყვარს და უნდა შემაძულო ახლა? -რა იყო გოგო მაზლს არაფერს აჭმევ შენს გაკეთებულს? არ იცის როგორი კარგი მზარეული ხარ? ტეხავს ნატალია -ვისაც არ უნდა არ ვაძალებ ჩემი ნახელავის დაგემოვნებას - იცოდა მერაბი საყვედურს ეტყოდა ამ ტონისთვის ამიტომ სწრაფად გაეცალა . ვახშმობის დროს თითქოს განგებ დააკვირდა როგორ მადიანად მიირთმევდა ბატონი მოსე. ცოტაც და გასკდებოდა ალბათ, ღვინო ისევ არ დავიწყნიათ , უბრალოდ ბევრი სადღეგრძელო და ხმაური არ ყოფილა. ნატამ დაძინება ვერ შეძლო, არადა საშინლად იყო დაღლილი. ლუკას ისევ გათიშულს ეძინა, ხალათი მოიცვა და ეზოში ჩავიდა. მოსე ხის სკამზე იჯდა , ფეხები მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი , ეწეოდა და ღვინის ბოთლიც იქვე ედგა. არ უნდოდა მასთან ჯდომა, შებრუნება გადაწყვიტა, მაგრამ იმ წამს გამოხედა,თითქოს შორიდანვე გრძნობდა მიახლოებას -შეკვეთების რაოდენობა ნახე ? ასეთი არასდროს ყოფილა ... მზადებას ვერ ასწრებენ . შენი ახალი ავეჯი განსაკუთერბით მოსწონთ -ოფისში დეკორატორების დაქირავებაზეც უნდა ვიფიქროთ... ლევანის სახლის დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ ბევრი დაკვეთა გვექნება და მარტო ვერ მოვახერხებ -დაასრულე და შემდეგ გამოვაცხადოთ ვაკანსია ... დალევ? - ჭიქა აავსო და გაუწოდა -არა -თუმცა ხო, შენ ზედმეტად მალე თვრები -შენ საკუთარი თავი ახლა ფხიზელი გგონია? -ნწ , დავთვერი ... დავიღალე კიდეც. როგორ შეელიე აქაურობას -ასე გამოვიდა -ალბათ საკმარისად არ გიყვარდა...ვერ გაკმაყოფილებდა -ან უბრალოდ არასწორი არჩევანი გავაკეთე ... -ყოველთვის ისეთი გზა უნდა აირჩიო უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს- მასთან დიალოგი იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა საოცარი იყო. უცნაურად მშვიდი ჩანდა, გულწრფელი და მართალი -სწორი არჩევანი ყველა დროს სხვადასხვაა -შენკენ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯს ვნანობ და ამას ვერაფერი შეცვლის - წავიდა . მარტო დატოვა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. დილით ადრე დაბრუნდა თბილისში, ლუკასაც საქმე გამოუჩნდა და ორი დღე დარჩნენ მხოლოდ კახეთში. გაუჭირდა იქაურობასთან გამომშვიდობება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ............ მოსე რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთოდ არ უნახავს, სამსახურში თავს არიდებდა ,მაგრამ გელოვანების შეკრებას ვერ გამოტოვებდა ახალი რძალი. ბატონი ზურაბი მონასტერში მიდიოდა და ოჯახურ ვახშამს აწყობდა , შვილებთან და შვილიშვილებთან დამშვიდობება სურდა . -მასთან საუბარი მინდოდა, მაგრამ არ ვიცი ...აზრი არ აქვს. იცი ახლა რაღაცნაირად იმედი მაქვს თუ შეიცვლება იქნებ მეც მიმიღოს ისეთი როგორიც ვარ -ვნახოთ , დრო გვიჩვენებს ყველაფერს -კარგია ჩემთან რომ ხარ - თავზე აკოცა და მერე გაუღიმა- ულამაზესი რომ ხარ იცი? -შენ უბრალოდ ძალიან გიყვარვარ ლუკა -ჩემზე მეტადაც შეუყვარდები ვინმეს, ვიცი ! -წავედით, თორემ დავაგვიანებთ და ხომ იცი მამაშენი ვერ იტანს -ნამდვილი რძალი გაიჩითე- ხმამაღლა გაიცინა და უკან გაჰყვა . სახლის კარი ლენას უფროსმა ქალიშვილმა გაუღო . თათია 17 წლის ულამაზესი გოგონა იყო , დიდი ლამაზი თვალებითა და მუდამ მომღიმარი სახით. იმ წამს პირველად დააფიქსირა ნატამ ,რომ გოგონას მოსეს ფერი თვალები ჰქონდა, უყვარდა მათი მოელვარე ლურჯები -ჩემო ფერიაა , როგორი ლამაზი ხარ - ლუკა გოგონას ეხვეოდა და ათას კომპლიმენტს ეუბნებოდა -მიმიშვი ბიცოლასთან თორე ეწყინება- სიცილით უთხრა და ნატასაც მოეხვია - აიი ვერანაირად ვერ მოგიხდინე ბიცოლა და რა გავაკეთო? მგონი სჯობს შენც ლუკას მსგავსად სახელით მოგმართო -ყველანი აქ ხართ? - ლუკა მისაღებში შევიდა და იქ მსხდომებს მიესალმა. სიძე და მეორე დისშვილიც ნახა, მამა კი არ ჩანდა - ზურა სად არის ლენ? -აივანზეა , მოსესთან ერთად ... ჩემთან ერთად მშვიდად სუნთქვა ისევ არ შეუძლია შენს ძმას - ამჯერად სიძემ უპასუხა და გვერდით მჯდომ ცოლს ხელზე მოეფერა. ნატას წარმოდგენა არ ჰქონდა მათ ურთიერთობაზე, მაგრამ აშკარა იყო მოსეს ლუკასთან ჰქონდა მხოლოდ კარგი ურთიერთობა. საკუთარი ტყუპისცალთანაც კი უხეში იყო , როგორ შეიძლებოდა მასთან მშვიდი ურთიერთობა ვინმეს დაემყარებინა . -ოდესმე შენც შეგირიგდება , ეს ოდესმე როდის იქნება მხოლოდ დიდმა მოსემ იცის. რა იყო ისე ერთი ცოლისძმა საკმარისი არ ვარ? - ლუკა როგორც ყოველთვის სიტუაციას მუხტავდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა, დაძაბულობას ვერ იტანდა -ჩემი მშვენიერი რძალიც მოსულა - ზურას ხმა რომ გაიგო ინსტიქტურად წამოდგა და მისი მიმართულებით დაიძრა- როგორ ხარ ? ჩემი ბიჭი ხომ არ გაბრაზებს? -მამა პირველს ამას რატომ ეკითხები ყოველთვის? -მამამისს დავპირდი ლუკა თუ აწყენინებს მე მოვთხოვ პასუხს-თქო და მინდა მქონდეს ინფორმაცია . რა იყო შენ რატო ანერვიულდი , პატარა არტისტო გასტროლებზე რო გავარდი და დატოვე გოგო -თავიდანვე მითხრა,რომ თავის პროფესიაზე მეტად ვერ შემიყვარებდა ასე რომ გარკვეული გვაქვს ეგ ამბავი . თქვენ ნუ იდარდებთ - ისევ ისე იღიმოდა, თავისუფალი და ნათელი იყო მაგიდასთან მალევე დასხდნენ. ერთ თავში მოსე იჯდა მეორეში ზურაბი . მოსეს გვერდით ორივე მხარეს დისშვილები ისხდნენ, აშკარად სიძისგან შორს უნდოდა ყოფნა . ბავშვებთან ზედმეტად თბილი იყო , რამდენჯერმე ისეთი სიყვარულით გაუღიმა გოგონას ,რომ ნატას თვალი გაუშეშდა. ყველაფერზე საუბრობდნენ, ზურაბი სვამდა კითხვებს აშკარად დიდი ხნის უნახავები ჰყავდა ყველა , მაგრამ მაინც ინფორმაციები არ აკლდა. პირდაპირ არავის არაფერს ეუბნებოდა, თუმცა დარიგებებს აძლევდა ყველას მოსეს გარდა . მისი მიმართულებით არაფერი უთქვამს -ჩემო ბრილიანტებო , ჩემი წასვლის შემდეგ რამე თუ დაგჭირდებათ იცოდეთ მოსესთან მიდით - ბავშვებს გადახედა და ლაშას თითი დაუქნია- შენ კი, დედაშენს ნერვებს ნუ უშლი თორემ მამაშენივით ლმობიერი კი არ არის ბიძაშენი. მოიცლის შენთვისაც -ჩემს ნაცვლად ნუ ემუქრები ბავშვს - ზურასთან ამ ტონით მოსაუბრე ადამიანი პირველად ნახა. ამ კაცს სიტყვას არავინ უბრუნებდა და მითუმეტეს არ უბრძანებდა-ბავშვიც აღარ არის და ასე მიმართვა ვფიქრობ არ სიამოვნებს - ლაშა უკვე 14 წლის იყო და ნამდვილად უფრო დიდის შესახედაობა ჰქონდა სანამ მის ბავშვურ გამომეტყველებას დააკვირდებოდით - დროა შენ საკუთარ სულს მიხედო , ყველა იზრუნებს საკუთარ ცხოვრებაზე . ამ ასაკშიც ვერ მიხვდი , რომ ყველანი ისედაც დამოუკიდებლად ვმოქმედებდით მაშინაც კი ,როდესაც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებდა შენი ქალიშვილი -სიცოცხლის ბოლომდე ასე უნდა გააგრძელო მოსე? ჩვენი ბავშვები კი ძალიან გიყვარს , გინდა ისინიც გაფასებდნენ და შენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. როგორ ფიქრობ რატომ არიან ასე დადებითად განწყობილები თითქმის უცნობი ბიძის მიმართ ... იმიტომ რომ ჩვენ შენგან განსხვავებით სულ კარგს ვამბობდით და -ცუდი არც არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, შენგან განსხვავებით არ მიმიქარავს . ისე კი გასაკვირია თქვენ ორს ასეთი ბავშვები როგორ გყავთ -ზურა , სიმშვიდეს გისურვებ ... მე უნდა წავიდე - წამსვე წამოდგა დიმა და ლენაც მიჰყვა . ისე თითქოს ზუსტად იცოდა მისი აზრები. ნატას აქამდე არ შეუნიშნავს წყვილის მსგავსი ერთობა ახლა კი ისე ხედავდა ,როგორც ერთ მთლიანობას -საინტერესოა , სამყაროში ერთადერთი ერთგული ქალი როგორ აღმოაჩინე და დაისაკუთრე. ჩემი ტყუპისცალი რომ არის ამით ეტყობა მხოლოდ , თუმცა ასე თავგამეტებით სიყვარული მე არ შემიძლია - ტონი სეეცვალა, აღარც დამცინავი იყო, არც გამომწვევი, არც ბრაზით სავსე ნატამ წამით სიმშვიდეც ამოიკითხა მის მზერაში -ამიტომ არ შეგიძლია ჩვენი გაგება დღემდე. ვიცი მოვა დრო გაგიჟებით შეგიყვარდება, საკუთარ თავსაც გადააბიჯებ, ყველაფერს დაივიწყებ და მიხვდები გრძნობები როგორ გმართავენ -ღმერთმა დამიფაროს ერთ გრძნობას შევწირო ყველაფერი რაც ცხოვრებაში გამაჩნია- ჩუმად თქვა ,მაგრამ არც ისეთი ტონით რომ ვერავის გაეგო -მამა ,დედა მართლა მიდიხართ?- თათა აღელდა , ბიჭი არც შეტოკებულა. მდუმარედ აკვირდებოდა ყველას -ვიცოდი ასე რომ მოიქცეოდა, არ შეუძლია ცხოვრება სხვისი დანაშაულის გახსენების გარეშე, თუნდაც საუკუნე გავიდეს. გავრისკე, ვცადე, კიდევ ერთი შანსი მივეცი , მაგრამ არა ! არ გამოიყენა . მეც არ ვაპირებ დავრჩე ადამიანის გვერდით ვისთვისაც არაფერს ვნიშნავ - ლენას ბრაზიანი, მტკიცე მზერა მოსეს იდენტური იყო . ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ვერავინ მიეკარებოდა სიახლოვეს. ზურა კი გასაკვირად ჩუმად იჯდა, არ ერეოდა ტყუპების დიალოგში. არც სიძის შეჩერება უცდია, მოსესთვის საყვედურიც კი არ უთქვამს. ცოლ-ქმარი წავიდა და მხოლოდ ლუკა გამოხატავდა აღშფოთებას. ნატა ჯერ კიდევ ხარშავდა გონებაში იქ მომხდარ ამბებს ,რომლებმაც კიდევ ერთხელ შეუცვალა წარმოდგენა გელოვანების ოჯახის წევრებზე -კარგით რაა, ისიც როგორია და შენ ხო საერთოდ . განგებ გააქციე ხო? ახლა მშვიდად ხარ? -მშვიდად მე დედაჩემის მკლავებიდან მოშორების შემდეგ არ ვყოფილვარ და ვერც ვიქნები ... ყველამ თავის სიმშვიდეზე იზრუნოს და დაიცვას ის , თუ მოეპოვება საერთოდ- მოჩვენებითი სიმშვიდე იყო მასში, ეს ნამდვილად არ იყო ბუნებრივი უგრძნობი გელვანი. -ძიაა , გვწყინს ასე რომ იქცევი ... ჩვენ გამო მაინც შეურიგდი რაა . რა დააშავეს ასეთი ვერ ვხვდები -მე იცი რას ვერ ვხვდები ? რა წესია მამათქვენი ვიღაცის გამო მიდის და თქვენ რჩებით... ასე ტოვებთ სულ ? მამაშენიც ასე მშვიდად რჩება ვინმე რომ გაბრაზებთ ან გაწყენინებთ ? - საერთოდ შეცვალა მდგომარეობა და იქეთ შეუტია ბავშვებს -გინდა ჩვენც წავიდეთ ? -ღმერთო რამდენი რამ უნდა ისწავლოთ კიდევ ... - თმები აურია ბიჭუნას და მერე თავზე აკოცა -მე რა მინდა თქვენთან ყოფნაზე მეტად -რომ დავბრუნდები იმედი მაქვს ქაოსი აღარ დამხვდება თორემ ნამდვილად მივუწვები ჩემს ქალს გვერდით - ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა ზურამ და ღვინით სავსე ჭიქა აიღო- ჩვენს არეულ , ქაოსურ დიდ ოჯახს გაუმარჯოს . სამყაროში არაფერი მაქვს თქვენზე ძვირფასი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძვირადღირებული ნივთი ყოფილა ჩემს ხელში არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება საკუთარ სისხლსა და ხორცს რომ იჭერ ხელში. ნეტავ მალე გამოცადოთ თქვენც ამ საგანძურის ძალა -ორი რომ არ გეყო და კიდევ უფრო მეტად მოგინდა გამდიდრება ვიცით უკვე...როგორც სჩანს ამ ქონებამაც სიხარბე იცის და იმას ვერ იაზრებთ,რომ მოფრთხილება და ზრუნვაც სჭირდება - მოსე ამჯერად მამასაც მისწვდა. ჭიქა დაცალა , დანამული ტუჩები ერთმანეთს გაუსვა და შემდეგ ქვედატუჩი კბილებსშორის მოიქცია. დემონი იყო, ნამდვილი სატანა -და მაინც , უშეცდომო, უცოდველი ადამიანი არ არსებობს ამიტომ ყველას ჩვენ-ჩვენი ცოდვების დანახვა უნდა შეგვეძლოს შემდეგ სხვებს რომ არ მოვექცეთ არაადამიანურად . განსჯის უფლებაც მხოლოდ ღმერთს აქვს . ადამიანობაც დიდი განძია, რომელიც ბევრს აკლია - მოსეს არ უყურებდა, რომ შეეხედა ალბათ სიტყვას ვერ იტყოდა. მის მზერას გრძნობდა , იწვოდა, მაგრამ მაინც მშვიდად ამბობდა სათქმელს,რომელიც ასე აწუხებდა - გაუმარჯოს ამ დიდ ოჯახს -ასეთი სიტყვები თქვი და არ სვამ? - ზურამ მოულოდნელი გადასვლა გააკეთა - იქნებ უკვე ელოდებით იმ განძს მე რომ ვლაპარაკობდი -არა მამა , ჯერ არა ... თუმცა ვნახოთ. შენს დაბრუნებამდე იქნებ მესამე შვილიშვილით დაგხვდეთ - ლუკამ უპასუხა , ნატას ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა . ისევ გრძნობდა მოსეს მზერას, ისევ ეწვოდა მთელი სხეული და იქედან გაქრობა უნდოდა. სულს უხუთავდა ეს თამაში -ფრთხილად იყავი რომელიმე გასტროლიდან დაბრუნებულს სხვისი ბავშვი არ დაგახვედროს ... - წამოდგა, ჩვეულებრივზე მეტად არეული ჰქონდა გამომეტყველება- არ მიყვარს გამომშვიდობება და ცერემონიები . მაინც ბავშვები მოგენატრება ყველაზე მეტად და ისინი რჩებიან შენთან - გოგონას აკოცა და თავზე გადაუსვა ხელი- მალე არ გაიზარდო გთხოვ , მერე ქალებს რაღაც ემართებათ მოსეს წასვლის შემდეგ თავისუფლება უნდა მოსულიყო, მაგრამ მაინც არსად ჩანდა. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა კიდევ უფრო მძაფრად ხედავდა ამ კაცში დაბუდებულ სევდას, რომელსაც საკუთარ თავსაც უმალავდა იმ მრავალი ნიღბით ასე ოსტატურად რომ ირგებდა. .......... -დაჩი დღეს ჩვენთან გადმოვა. ბარგის ნაწილს გადმოიტანს ... - ერთი ჩვეულებრივი დილა დილა მსგავსი უჩვეულო ამბით დაიწყო რაც კიდევ ერთ ეტაპზე მიანიშნებდა. იმ დღის შემდეგ ორ კაცთან ერთად უნდა ეცხოვრა , თამაში კიდევ უფრო რთული გახდებოდა. სახლში მისული ყოველი სტუმარი პრობლემა გახდებოდა თორემ თავად ნამდვილად არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო სრულიად უცხო გარემოში რომ ყოფილიყვნენ მშვიდად იცხოვრებდა სახლის ერთ ნაწილში . ის დღე აშკარად არ იყო მისი. საქმეები გართულდა, ლევანთან უნდა ჩასულიყო კახეთში. ავეჯის ბოლო ნაწილი ჩაჰქონდათ . ააწყობდნენ და საქმეს დასრულებულად გამოაცხადებდნენ. შეთანხმებული იყვნენ შეხვედრაზე, სამუშაო რომ დაასრულეს უკვე გვიანი იყო -იმაზე კარგი გამოვიდა ვიდრე ფოტოებიდან წარმომედგინა... ნამდვილად საოცრება ხარ . ყველა კუთხრე ისე მომწონს მგონი საცხოვრებლად აქ გადმოვალ -მეც კმაყოფილი ვარ ... ბიჭებმა კარგად იმუშავეს -უდავოდ საქმის პროფესიონალები გყავს ... -თუ წინააღმდეგი არ იქნები ფოტოგრაფი მოვა და გადაიღებს . შეგვიძლია არ დავწეროთ შენი სახლი რომ არის -არა, პირიქით ჩემს გვერდზეც განვათავსებ ფოტოებს ... ვახშამზე ხომ დარჩები . ფოტოგრაფიც მოვა -ადრე უნდა მოსულიყო, მაგრამ დააგვიანდა...ჩემებთან მინდოდა გასვლა -რთველში თქვენ არ ჩაერთვებით? დიდი ამბები აქვთ შენებს -მალე ჩამოვალთ, ლუკა უკვე დაბრუნდა და მეც მას ველოდი ლულუ რომ მივიდა ლევანიც გამოიყენა ფოტოსესიისთვის. ნატალია შორიდან ადევნებდა თვალს . ვახშამზე ისიც დარჩა და შემდეგ ერთად დაემშვიდობნენ ლევანს. სახლში დაბრუნებულს დაჩიც დახვდა , ორივენი მისაღებში ისხდნენ რაღაც ფილმს უყურებდნენ და აშკარად უდროო დროს გამოჩენილი სტუმრის როლი ჰქონდა . ლუკა მაშინვე შეეგება -პატარავ ასე რატომ დაგაგვიანდა? მოეწონა ლევანს სახლი? -კი, ძალიან...ფოტოებიც გადავიღეთ და დარწმუნებული ვარ ამ კუთხითაც გავაგრძელებ მუშაობას. დაჩი , კეთილი იყოს შენი გადმოსვლა -მადლობა ნატა , იმედი მაქვს მოვახერხებთ ამ უცნაურ თანაცხოვრებას -მოუხერხებელი არაფერია , სტატუსს თუ დაივიწყებთ ამ სახლში - დაჩის გადახედა და თვალი ჩაუკრა მერე კი ისევ ნატას მიუბრუნდა- ვახშამი მზადაა , დაღლილი იქნები სანამ მოწესრიგდები ყავას გაგიმზადებ თუ გინდა -ვივახშმე უკვე... ჩემს ოთახში ვიქნები. დავისვენებ - დაჩი დიდი ხნის წინ გააცნო ლუკამ და თავიდანვე ხვდებოდა როგორ ეჭვიანობდა ბიჭი. ქორწილის ამბავი რომ გაიგო ურთიერთობაც დაეძაბათ, მაგრამ ლუკამ საბოლოოდ შემოირიგა. ნამდვილად ჰქონდა დარწმუნების ნიჭი , ბოლოს მაინც ისე აკეთებდა როგორც თავად სურდა. ნატალია ზედმეტად კარგად იცნობდა და ზუსტად იცოდა მისი ყველა ჩანაფიქრის შესახებ როდესაც საუბარს იწყებდა. ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში რომ გაიცნეს ერთმანეთი. მეწყვილეები იყვნენ, რამდენიმე კონკურსშიც კი მიიღეს მონაწილეობა მანამ სანამ ორივე შეეშვა ცეკვას. ეს არ იყო ის საქმე რასაც პროფესიონალურ დონეზე დაეუფლებოდნენ, არცერთს ჰქონდა ამისთვის საკმარისი მონაცემები . ერთად იმდენი ეტაპი გაიარეს რომ შეუძლებელი იყო მათი დაშორება .... არც იმდენად მარტივი აღმოჩნდა დაჩისთან ერთად თანაცხოვრება ,როგორც წარმოედგინა. ლუკასთან ყოფნას შეჩვეული იყო, მაგრამ უცნობ კაცთან ერთად რომელსაც სულ სხვა ცხოვრების სტილი, კულტურა და გემოვნება ჰქონდა არ იყო მარტივი. მთელ დღეებს საქმეებს უთმობდა, პიარზეც თავად მუშაობდა, დიზაინზეც,მაღაზიებშიც დადიოდა, ფინანსებსაც ამოწმებდა და იმდენ ფუნქციას იღებდა საკუთარ თავზე,რომ გაძლება აღარ შეეძლო. -აი აქ არის სია , სახლების რომლისთვისაც ავეჯის დამზადება დაგვიკვეთეს. ფიზიკურად ვერ მოვასწრებ. მაქსიმუმ სამ -ოთხ ადგილზე ვიმუშაო. რამდენ ხანს უნდა გველოდონ იპოვნიან სხვა ავეჯის სახლს. უამრავია ბაზარზე , დიზაინერი გვჭირდება სასწრაფოდ თანაც კვალიფიციური . ბიუჯეტს გადავხედე და გვაქვს ამის საშუალება ორი ან სამი კვალიფიციური კადრი რომ ავიყვანოთ-კაბინეტში შევიდა და მისალმების გარეშე დაიწყო საუბარი . ფურცლები მაგიდაზე დაულაგა უკვე გათვლილი ჰქონდა ყველაფერი -გამოვაცხადე უკვე კონკურსი ... არ გინახავს? - ლეპტოპი დახურა და ქვემოდან ახედა- დილით სარკეში ჩაიხედე? -რა ხდება - გამოუძინებელი იყო, თავს ცუდად გრძნობდა იმდენი ცვლილება დახვდა წინა დღით სახლში - თმა მაქვს ცუდად? - ხელი გადაისვა ხვეულებზე და სავარძელში ჩაჯდა - ახალი კადრები გვჭირდება , არა მხოლოდ დიზაინერი -ჯერ ესენი ვიპოვნოთ და შემდეგ სხვებზეც ვიზრუნებთ ... მოიცადე . წამოდი ვისაუზმოთ თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოგაგდეს - ქურთუკი აიღო და ნატალიასაც აიძულა გაყოლა- მიდი აიღე ჩანთა და მოსაცმელი..წვიმს გარეთ -საქმე მაქვს ... დღეს უნდა დავასრულო ნახაზები -წამოიღე და მაჩვენე მეც -იმ ქალმა შემშალა... ისეთი რაღაცები უნდა ტვინი მატკინა. ვერც მიხსნის, ვერც ფოტოს მაჩვენებს, არც ნახატი მოსწონს . ნუ სარკეებით გადაავსო სახლი , ნარცისია ნამდვილი -გინდა გამოგყვე? -ქმარი ჰყავს, თანაც სიმპათიური -რა შუაშია , უბრალოდ ვეცდები დავარწმუნო -გგონია მე არ ვეცადე? - გაკვირვებული დარჩა ქოლგა რომ დააფარა და თავისკენ მიიზიდა-ფეხით მივდივართ? -აქვეა კაფე ... მანქანას მაინც ვერ გავაჩერებთ იქ -ქალის სუნამოს სუნი გაქვს თუ მე მეჩვენება- არც კი უფიქრია პირდაპირ უთხრა რაც იგრძნო და ქვემოდან ახედა -წინ იყურე თორემ მანქანა გაგიტანს ... რა მოგეჩვენა- ქურთუკის საყელო ოდნავ ასწია და სურნელი შეისუნთქა- აა ხო , მეგობარს ვათხოვე და როგორც სჩანს დარჩა ... ჩემი სუნამოს სუნი რატომ გაქვს დამახსოვრებული საერთოდ -უბრალოდ ეგაა მძაფრი და გულისამრევი- უკვე კაფესთან მივიდნენ, კარი გაუღო და შეატარა. ქოლგა გარეთ დატოვა ყუთში და უკან მიჰყვა . სასიამოვნო სითბო იყო , სურნელი რომ იგრძნო მიხვდა მშიერი იყო. კომფორტულად მოეწყო და არეულ თმაზე ისევ გადაისვა თითები -მაჩვენე აბა რას აპირებთ ...ან როგორი სახლია -სახლი დიდი ხნის წინაა აშენებული, ახალმა მფლობელმა ყველაფერი შეცვალა და ეზოც დედოფლის რეზიდენციად აქცია. ფანტანი, ლომები, ქანდაკებები , ჩუქურთმები, ბოძები - ფოტოებს აჩვენებდა - ეზოს ავეჯიც შესაბამისი უნდა. ნეტავ იცოდე რამდენხანს არჩევდა აი ამ სკამებს ... ნუ მისაღების კარადებზე არაფერს ვიტყვი . ამ სახლის დასრულებამდე სხვა სამი სახლი დავასრულე და ეს კიდევ გრძელდება -ხვალ აუცილებლად წამოვალ ... მივხვდი დაახლოებით რაც უნდა, მაგრამ თუ არ ვნახე ყველაფერი ასე არ გამომივა - ყველაფერს გადაავლო თვალი შემდეგ კი ყავის ფინჯანი აიღო- ჭამე შენ, მე ვნახავ. სანამ ნატალია დანაყრებას ცდილობდა მანამ დეტალებსაც დააკვირდა და ერთი ფინჯანი ყავის შემდეგ დაიწყო დესერტის დაგემოვნება -გემრიელია ? მეც შევუკვეთო? - თეფშს აკვირდებოდა , მერე თავისი ჩანგლით ჩამოჭრა ერთი ლუკმა და მალევე შეუკვეთა -ახალი თაფლობის თვე გაქვთ, თუ ასეთი დამშეული რატომ ხარ გამაგებინე -საქმეები მაქვს და ვერ მოვიცალე მოსამზადებლად -ლუკამ ვერაფერი გაგიკეთა? -არც ლუკას სცალია - ნამდვილად არ ჰქონდა დრო მთლიანად დაჩიზე იყო გადართული, თეატრის შემდეგ მთელს დროს მას უთმობდა . კერძებიც მხოლოდ მისი გემოვნების დამაკმაყოფილებელი მოიპოვებოდა , ახლის მზადების ენერგია კი არ ჰქონდა . არც უნდოდა დიდად სამზარეულოში ჩასვლა და პიკანტური სცენების ნახვა . წამით წინა საღამოს ნანახი კადრები ამოუტივტივდა გონებაში -ესეც გასინჯე ... გემრიელია -შენ აქ ხშირად დადიხარ? -ხომ გითხარი, მიყვარს ტკბილეული -ხო მართლა ჩურჩხელები გამომიგზავნეს და ხვალ მოგიტან -თათარა რომ ვერ ვჭამე ? - ისეთი სახე ჰქონდა ნატამ რომ ახედა სიცილი ვერ შეიკავა - რა იყო , სასაცილო რა ნახე -მაქვს ყურძნის წვენი და გაგიკეთებ , მაგასაც წამოგიღებ ხვალ -მართლა ? ნიგოზსაც მოახეხავ ? -რა იყო ბავშვობაში ტკბილს არ გაჭმევდნენ? - დაუფიქრებლად უთხრა , არც წარმოედგინა,რომ აწყენინებდა. ისეთი არაფერი უთქვამს ,მაგრამ მოსეს სახე მოეღუშა, ისევ გაჩნდა სევდა მის თვალებში -წავედი მე , შენ დაასრულე და მერე სახლში წადი . დაიძინე , ხვალ მე მოვაგვარებ მაგ ქალთან -მოიცადე კი, მაგრამ ... მოსეე - თავი დამნაშავედ იგრძNო, არადა ვერ ხვდებოდა ასეთი რა თქვა. უყურებდა უქოლგოდ მიმავალს , როგორ ასველებდა წვიმის მსხვილი წვეთები და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა. არასდროს გამოსდიოდა ამ კაცთან მშვიდი დიალოგი, მაშინაც კი როდესაც საოცრება ხდებოდა და თავადაც დადებითად იყო განწყობილი . სახლში ჩვეულებისამებრ უხმაუროდ შევიდა , ძილის გარდა არაფერი უნდოდა . შხაპს მიიღებდა პიჟამას ჩაიცმევდა და დაიძინებდა. კარის მიხურვისთანავე თვალში მოხვდა ყუთები. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, იფიქრა ნივთების გადანაცვლება მოუნდათო და გზა განაგრძო. დერეფანში იყო უკვე თავისი ოთახიდან გამოტანილი კარადა რომ დაინახა და უფრო სწრაფად განაგრძო სვლა -რა ჯანდაბაა - სრულიად ცარიელი დახვდა საძინებელი. კედლების ნაწილიც კი გადაღებილი იყო და იატაკზე პარკები ეფინა - ლუკაა ... ლუკა რა ხდება ჩემს ოთახში - კიბე აირბინა და ბიჭის საძინებელში შევარდა. ნეტავ არ შესულიყო საერთოდ დაჩიზე შემოხვეულს მშვიდად ეძინა - ჯანდაბა ...ჯანდაბა - ზურგით იდგა და კედელს ეყრდნობოდა- მაპატიეთ რომ გაგაღვიძეთ, შემოგივარდით და მშვიდი ძილი დაგირღვიეთ, მაგრამ ჩემს საძინებელში რა ხდება ? -პატარავ , უკვე დაბრუნდი? მეგონა გვიან მოხვიდოდი და მოვასწრებდი ნივთების ატანას. ჯანდაბა რა დრო გასულა - საათს შეხედა და შარვალი ამოიცვა- დაჩის კაბინეტის მოწყობა უნდა შენს ოთახში , მეორე მხარეს ცარიელ ოთახში გადავიტან ყველაფერს -არ შეიძლებოდა სხვაგან მოეწყო კაბინეტი? უამრავი ცარიელი ოთახია -იმ ოთახშია ისეთი ხედი როგორიც მჭირდება მუშაობისთვის , არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა -დაჩი, ძვირფასო მინდა ისევ შეგახსენო ,რომ მე ლუკას მეგობარი ვარ და ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს -ამას რატომ მეუბნები ...გგონია -მე არაფერი მგონია , ყველაფერი შესანიშნავად ვიცი, ვხვდები და მაინც მირჩევნია ვიცოდე როდესაც ჩემს ნივთებს ეხებიან -მეც მირჩევნია მარტო ვცხოვრობდე ჩემს კაცთან , თავისუფლად და არა იმაზე ფიქრით,რომ მისი ცოლი დაგვადგება აქტის დროს -რა ჯანდაბა გჭირთ მართლა ცოლი და საყვარელივით რომ იქცევით -ხომ ხედავ მე ყოველთვის საყვარელი ვარ -სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ არის კანონმდებლობით დაშვებული ჰომოსექსუალების ქორწინება თორემ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ხელისმომკიდე და არა მისი ფიქტიური ცოლი - ოთახი დატოვა და შემდეგ საერთოდ სახლიც . ყოველთვის გრძნობდა უარყოფით დამოკიდებულებას, დაჩი კი ამის დამალვას არც ცდილობდა. ნერვები ეშლებოდა უკვე, არადა ვერ იტანდა ამ შეგრძნებას. სიმშვიდეს საბოლოოდ დაემშვიდობა ვერავის დაელაპარაკებოდა , არც წასასვლელი ჰქონდა. საღამომდე ერთ-ერთ კაფეში იჯდა და ჩაის სვამდა. შემდეგ მეგობართან წავიდა, ის კი ქმართან ერთად კლუბში წასასვლელად ემზადებოდა და ახალი მიმართულებაც გამოუჩნდა . მისი კაბა მოირგო და წყვილთან ერთად წავიდა გასართობად. ერთ ჭიქა კოქტეილს სვამდა, დათრობა არ უნდოდა, მაგრამ ცეკვა ძალიან . შუაღამემდე ცეკვავდა, მსუბუქ კოქტეილს სვამდა და მშვიდად ყოფნას ცდილობდა. უკვე ტაქსიში იჯდა მობილური რომ იპოვნა და ლუკას უამრავი შეტყობინებაც დახვდა. პასუხის დაბრუნება არც უფიქრია, პირადად საუბარი ერჩივნა. სახლში შესულმა ფეხსაცმელი მოიშორა და ისე გადაინაცვლა მისაღებში. გაოცებისგან საუბრის უნარი დაკარგა ბიჭებთან მჯდომი მოსე რომ დაინახა -აი ისიიც , ჩემი მშვენიერი ცოლიც დამიბრუნდა- ლუკა უცებ მივარდა, ხელი მოხვია და ოთახიდან გაიყვანა- სად ხარ აქამდე, ორი საათის წინ მოსე მოვიდა, შენთან ჰქონდა საქმე. გირეკავდი არ მპასუხობდი. ლამის დაჩისთან წამასწრო. მოვატყუე მეგობარია , სახლში პრობლემები აქვს და ჩვენთან გადმოვიდა-თქო -ისედაც ხო ასე აპირებდი ... კარგად გაუგეს ერთმანეთს? დაამეგობრე და ბოლოს და ბოლოს უთხარი სიმართლე -ხომ არ გაგიჟდი ... მოსე ცოცხლად გამატყავებს მეც და მასაც -ამბობდი ჰომოფობი არ არისო -მაგრამ ორივემ ვიცით, რომ არის -ჩემი ოთახი ეს არის? - საკუთარი ნივთები რომ დაინახა ქურთუკიც მოიშორა- უსაშინლესად მეძინება და დავიძინებ რა, გთხოოვ -ნაწყენი ხარ? -არა, მხოლოდ დაღლილი და გამოფიტული - კაბის გახდა არც უფიქრია ისე დაეცა საწოლზე და გაითიშა. მართლა ზედმეტი იყო ბოლო დროს დაგროვილი ემოციები პიკს აღწევდა. ............... -აბა ? სად არის ჩემი ჩურჩხელები -მეორე დღეს მოსე კაბინეტში ეწვია და დაუპატიჟებლად მოკალათდდა სავარძელში -დამავიწყდა - მართლა არ გახსენებია და დამნაშავე ბავშვის გამომეტყველება მიიღო. -ჯანდაბა სულ გადამავიწყდა, სამზარეულოში არც შევსულვარ -როგორც სჩანს ახალმა მცხოვრებმა აგირია ტვინი ... ვერ უმკლავდები ორ კაცს ერთად? -არა, დაჩი რა შუაშია ... -მის გამო ხარ ასეთი გადაღლილი? -რატომ უნდა ვიყო დაჩის გამო გადაღლილი,, უბრალოდ სახლი სჭირდებოდა და დავუთმეთ ოთახი . იმედი მაქვს არ მეტყვი ,რომ ისიც ჩემი საყვარელია -და ვისზე ვთქვი,რომ საყვარელია ? -ზოგჯერ ისე იქცევი ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი მგონია ... -უცნაური მეგობრები ჰყავს შენს ქმარს ...ან მე ვერ ვუგებ ხელოვან ადამიანებს -ყველა ადამიანი განსხვავებულია -ეგ კარგი გამართლება მოიგონეს ... როდის მივდივართ იმ ქალთან? -ახლავე წავიდეთ ქალბატონმა მაკამ მოსეს შეთავაზებებს ვერ გაუძლო . ნატალიასგან გასაკვირად კაცს ბევრი რამ ჰქონდა გადაწყვეტილი, ფოტოებიც აჩვენა და თავად ისაუბრა იმ ნაწილზე რომელზეც ნატას არ ჰქონდა ნამუშევარი. ისე არ დატოვა სახლი სანამ საბოლოოდ არ გადააწყვეტინა ყველა დეტალი. დრო კი საკმაოდ დიდი დასჭირდა, საღამო იყო უკვე რომ დატოვეს სახლის ტერიტორია, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო -არ მჯერა, რომ მორჩა. ბიჭები გააკეთებენ და ვსო ... მადლობა როგორ გადაგიხადო -ხომ არ გავიწყდება რომ ჩემიცაა ეს კომპანია -სახლში რადგან მიგყავარ ჩურჩხელებს გაგატან -მეჩქარება , რაღაც საქმე მაქვს ... სხვა დროს იყოს - მანქანა ღობესთან შეაჩერა და როგორც კი გადავიდა ნატა მაშინვე წავიდა. არადა მანამდე არ ეტყობოდა,რომ ეჩქარებოდა. ........... როგორც იქნა დაიწყო გამოცხადებულ ვაკანსიაზე კადრების შერჩევა . ისეთი სერიოზული იყო გასაუბრების დროს რომ ნატალიაც კი დაიძაბა. ჩვეულ მოვლენად ექცა მისი მუხტის გამო უკანა ხაზზე გადასვლა , მაგრამ ამჯერად თავად უფრო კომპეტენტური იყო და ვერ დათმობდა პოზიციებს. გელოვანი სივებს ეცნობოდა და ამის მიხედვით მსჯელობდა ნატას კი საქმე ადარდებდა , ის რასაც პრაქტიკაში გააკეთებდნენ _არ აქვს მნიშვნელობა ამ ფურცლებს , დამიჯერე _მაშინ ქუჩიდან ავიყვანოთ ვინმე გემოვნებიანად ჩაცმული და შევთავაზოთ მუშაობა _გემოვნებიანად ჩაცმა არ ნიშნავს იმას, რომ სახლის დეკორსაც ასეთივე ხარისხით შექმნის... მე საერთოდ არ გამომივა ტანსაცმლის ხაზის დიზაინის გაკეთება და საერთოდ გემოვნება ყველას სხვადასხვაგვაეი აქვს ხასიათი და დამკვეთთან მიდგომაა მთავარი _ააჰ ანუ უნდა ავარჩიოთ ის ვინც უფრო კონუნიკაბელურია? მაშინ ლია თუ ლიკუსა ავიყვანოთ ყველას მოაწონებს თავის ნახელავს განსაკუთრებით მამრობით სქესს _გეყოფა ამ ტონით ქალებზე საუბარი ! სხვათაშორის ყველაზე შთამბეჭდავი განათლება სწორედ მას აქვს შენ ხომ ევ გაიბტერესებს სად და რა ქულებზე ისწავლა _ხმას ნუ უწევ _ ქვემოდან ახედა ოთახში მოსიარულეს და წარბები შეკრა _ არ ვაპირებ აქ კიდევ ერთი კაცთმოყვარე ქალი ავიტანო და სკანდალში გავეხვე _კიდევ ერთი ? _დიახ _არ წარმომედგინა ახალგაზრდა კაცს ამ საუკუნეში ასე მდაბიურად თუ შეეძლო ფიქრი_ბრაზისგან სკდებოდა მერე რა თუ იქ მისული ქალების უმრავლესობა მოსეს დანახვისას კეკლუცს იწყებდნნე, ზოგი საერთოდ ისე იქცეოდა ნატას რცხვენოდა მათ გამო, ყველა ერთნაირი ხომ არ იყო _მდაბიური იმ ქალის ქცევაა საქმის კარგად კეთების ნაცვლად ფეხების გაშლით რომ იკეთებს კარიერას ... ზუსტად ამ საუკუნეში ისევ რომ არსებობს ის კატეგორია რომ ჰგონიათ პერანგის ღილს თუ ჩაიხსნიან და გრძელ ფეხებს პროვოკაციულად გამოამზეურებენ სამსახურს მიიღებენ , კომფორტულად იცხოვრებენ . გულისამრევია უბრალოდ ასე ცხოვრება კაცის ხარჯზე , გონების მინიმალური მუშაობით _ამ კონკრეტულ ვითარებაში რატომ ვსაუბრობთ მსოფლიოში არსებული ქალების რაღაც მცირე პროცენტზე ვერ ვხვდები ... ჩემი კანდიდატები ესენი არიან და თუ თანახმა არ ხარ შემიძლია არგუმენტები დაგისახელო _ საქაღალდეები ცალკე დაულაგა და სავარძელში დაბრუნდა _სამიდან ორი კაცია ... იგივეს ფიქრობ შენც და უბრალოდ არ აღიარებ ! _უბრალოდ არჩევანი დიდი არ იყო და ყველაზე მეტად მათ მოახერხეს ჩემი, როგორც ჭირვეული დამკვეთის სურვილების დაკმაყოფილება _ამ ორზე თანახმა ვარ ... მესამეზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ _რატომ? _ის გეფლირტავებოდა და ისე დაგარწმუნა თორემ ყველაფერი სულელურად აარჩია ... ავეჯში ვერ ერკვევა და თვალების ციმციმით ვერ დააკმაყოფილებს ვერავის მაგან მაქსიმუმ თითები გამოიყენოს _ჩუმად თქვა ბოლო სიტყვები , სავარძელს მიეყრდნო და თვალები აატრიალა _რა აზრები და წარმოდგენები გაქვს საერთოდ შენი ფანტაზია უკიდეგანოდ უშრეტია ხომ? _დამიჯერე ბევრი მინახავს, ბევრგან მიმუშავია და საერთოდ შენზე უკეთ ვიცი ვისგან რა არის მოსალოდნელი პატარა ქალბატონო _ალბათ ისევე მართალი ხარ როგორც ჩემი შეფასებისას _მოკლედ ეს ორი ავიყვანოთ... ამ ეტაპზე საკმარისი იქნება და კიდევ თუ გამოჩნდება საინტერესო კადრი მესამესაც დავამატებთ . იმედი მაქვს პირდაპირ არ ანდობ საქმეს ამ ბავშვებს ხო? _დავაკვირდები და შემდეგ გადავწყვეტ ნატალიას არჩეულ კადრებს გამოცდილება საკმაოდ ჰქონდათ, კრეატიულებიც იყვნენ, ხალხთან ურთიერთობაც შეეძლოთ და საქმის კეთებაც ასე რომ ერთ თვიანი დაკვირვებაც არ გახდა საჭირო მოსეც დარწმუნდა მათ პროფესიონალიზმში. -არ მიდიხარ ? - კაბინეტში სინათლე რომ დაინახა ინსტიქტურად გაჩერდა -ჯერ არა , საქმეები მაქვს -ახლა მაინც გყავს ორი შემცვლელი , ბიუჯეტის ამბებს მე ვაგვარებ და დავიჯერო სოც. ქსელებს სჭირდება ამდენი დრო ? -მე ყველაფერს თავიდან ვამოწმებ ... მირჩევნია გზადაგზა ვაკონტროლო ვიდრე მერე ერთად მომიხდეს პასუხისგება სხვის შეცდომაზე -აი თურმე რა იმალება კეთილი უფროსის უკან ... არავის გვენდობი ? -ყველანი ადამიანები ვართ , ვინ იცის ვის რა პრობლემა და საფიქრალი აქვს . სჯობს ორმა ადამიანმა გააკეთოს ვიდრე ერთმა -და შენს ნამუშევარს ვინ ამოწმებს -ყველაფერს რამდენჯერმე ვამოწმებ , ჩემზე არ იდარდო -ისეთი გამხდარი და ფერმკრთალი ხარ , სჯობს საქმეს შეეშვა და ექიმთან წახვიდე -როგორც ყოველთვის თავაზიანი ხარ - თვალები აატრიალა და ლეპტოპი რომ დაუხურა მოსემ აღარ გაუგრძელებია ჯიუტობა -წამოდი, სახლში გაგიყვან არაა საჭირო თავის გაწირვა ისედაც კარგად მიდის ყველაფერი . ორ თვეში ვერ გახდები ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე და ცნობილი ბიზნესვუმენი -მაქსიმალისტი რატომ არ ხარ -სჯობს რეალურად შეაფასო ყველაფერი და შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთო ვიდრე არარეაულრს ელოდე , სულელურ ოცნებას გავს - შენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა ,თუნდაც საშინელებას ამბობდე- მანქანაში სიჩუმე რომ ჩამოწვა შემდეგ ისევ ნატალიამ თქვა გულწრფელად სათქმელი. რაზეც პასუხად დუმილი მიიღო ............. ერთხანს სიმშვიდე სუფევდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, დაჩი და ლუკა დასასვენებლად წავიდნენ. საზღვრებს გარეთ მათთვის სიმშვიდე და თავისუფლება იყო მუდამ ახლა კი მთაში იყვნენ, დაჩის სახლში ყველასგან და ყველაფრისგან შორს. ნატა მარტო იყო , თავისუფალ დროს რომელიც თითქმის არც ჰქონდა, მეგობრებთან ატარებდა . შემდეგ ყველაფერი აირია. გამთენიისას ზარის ხმამ აიძულა ტელეფონის პოვნა, ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული მობილური ყურთანაც არ ჰქონდა შორიდა ესმოდა ლუკას ღრიალით ნათქვამი სიტყვები, რომლებმაც მთლიანად შეძრა -მოსეს სახლი დაიწვა , შიგნით იყო ...საავადმყოფოში გადაიყვანეს მასთან მიდი... იპოვნე და მითხარი რომ კარგადაა . ჭკუიდან გადავალ მალე ნატა გესმის? ახლავე გამოფხიზლდი და მოსე მაჩვენე ისე წამოვარდა საწოლიდან თითქოდ კოშმარში იყო. უცებ იცვამდა და ლენასთან რეკავდა. პირველად მას შეატყობინეს სახლის დაწვის ამბავი , ქალაქგარეთ იყო და გზიდან ელაპარაკებოდა ნატას. კლინიკამდე სანამ მიაღწია ჭკუიდან გადავიდა. პალატის ნომერი რომ უთხრეს მიმღებიდან სულ სირბილით მივიდა ოთახამდე. კარი რომ შეაღო და მისი თვალები დაინახა იმ წამს დაიწყო სუნთქვა. ხელი შეხვეული ჰქონდა, კისერიც და მხარიც . ზელს ზემოთ შიშველი იყო და დამწვრობის კვალი ეტყობოდა, ჟანგბადსაც აწოდებდნენ , მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა _ნატალია? _მადლობა ღმერთს _ყელში ბურთი გაეჩხირა. სავარძელში ჩაეშვა _შენ რა ტირი ? _გეჩვენება ...ლამის ცოცხლად დაიწვი სატირალი რა არის _საიდან გაიგე _ექიმმა რაო... ესენი სულდამწვარია სადაც მარლა გახვევია? _მძიმე არ არის... იმედია არც დამაჩნდება თორემ მართლა ურჩხულს დავემსგავსები _მაგაზე არ იფიქრო ... მკურნალობის უამრავი მეთოდი არსებობს მთავარია სასუნთქი გზები არაა დაზიანებული _ცოტა ხნის წინ წამალი გამიკეთეს , თავს ვეღარ ვერევი, მეძინება და მადლობა ყურადღებისთვის. ლუკა დაამშვიდე , ლენაც .. გთხოვ _ზედმეტად დაღლილი ჩანდა. სუსტი და უძლური ეჩვენა ასეთს ვერ უყურებდა , მთელი არსებით უნდოდა მისულიყო მოფერებოდა , მის გვერდით ყოფილიყო ეთქვა რომ ყველაფერი გაივლიდა , მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა. _მათესთან იყავი ? _ლენა იდგა დერეფანში _შენ არ შესულხარ?- ზოგჯერ ლენა უფრო აკვირვებდა ვიდრე მოსე _არა, ვიცოდი ინერვიულებდა . ცუდად რომ იყო არასდროს მაჩვენებდა _თვალები ამღვრეული ჰქონდა და სიტყვების თქმა უჭირდა . საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო ლუკამ დაურეკა _ლუუ ჩვენი სახლი სულ დაიწვა _ იმ წამს წამოუვიდა ცრემლები _მათე როგორაა _ექიმმა დიდი დრო დასჭირდება მაგრამ ნაწიბურები არ დარჩება თუ ყველაფერს სწორად გააკეთებსო ... დარწმუნებული ვარ სახლზე უფრო დარდობს ვიდრე საკუთრ თავზე _რამდენი დღე დატოვებენ ... რაო ექიმმა _კვამლი ჰქონდა ჩასუნთქული... ჯერ სახლიდან გამოჰქონდა რაღაც ნივთები .მერე მეზობელ ბინაში ხომ იცი ლამარა დეიდა ცხოვრობდა მის გამოსაყვანად შესულა. როგორც სჩანს ხელებიც იმ დროს დაიწვა _საუბრობდა და ცრემლებიც შეუჩერებლად სდიოდა _არანორმალურია როგორ არ გამოვიდა დროულად . საკუთარი სიცოცხლე არასდროს ადარდებდა და ნებისმიერის გამო შეეძლო თავის განწირვა ... ლამარა როგორაა _მასთან გაჩნდა ცეცხლი და მერე მოედო მთელს ეზოს ... გარდაცვლილი ყოფილა უკვე რომ გამოუყვანია . ხომ იცი როგორ უყვარდა ნახევარ დღეს მასთან ატარებდა ... ცუდად ვარ _დამშვიდდი გთხოვ , ვერაფერს შევცვლით უკვე. მთვარია ცოცხალია _ დიმას მიეკრო მკერდზე და ისე განაგრძო ტირილი _ ჩემ თავს გაფიცებ შეწყვიტე ტირილი ხომ იცი მერე გონებას კარგავ..._თმაზე ეფერებოდა და თავზე კოცნიდა _ლენა ... მიდი ნახე და დამშვიდდები _არა ... აზრი არ აქვს . მიხვდება რომ იქ ვიყავი .ბავშვებსაც ვერ გამოვუშვებ უფრო ნერვიულობს როცა ხედავს როგორ ღელავენ მასზე _მე ვიქნები აქ არ ინერვიულო ... მოგწერ ყველაფერს. სახლში წადი და ბავშვები დაამშვიდე ისინიც ღელავენ ალბათ. ლუკა შენც გათიშე და იფიქრე იმაზე რომ ჩაიარა _მობილურის ეკრანს უყურებდა და ყველაფერს ალაგებდა. თავად ნეიტრალური ფიგურის ამპლუაში იყო , მაგრამ მათზე ნეკლაბ არ ღელავდა. სულ სხვა ფერი ჰქონდა მის ტკივილს . მალე მარტო დარჩა , პალატაში ჩუმად შევიდა იცოდა მოსე წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო და ვერ გაიღვიძებდა , მაგრამ მაინც ფრთხილად მოქმედებდა . მშვიდი იყო , მაგრამ ამ სიმშვიდეშიც ჩანდა სევდის ფერები . ვერ წარმოიდგენდა რომ ის კაცი რომელიც ასე ძალიან აშინებდა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებდა სხვის გადასარჩენად. ვერც ამდენ ემოციას ხედავდა , საყვარელი ადამიანების სიმშვიდეს საკუთარზე წინ აყენებდა? მაშინ რატომ იყო ტყუპისცალისგან შორს ? რატომ არ ურიგდებოდა , რატომ ჰქონდა ასეთი რთული და ამოუხსნელი ხასიათი . თავზე დაათენდა , დილით ექთანი შევიდა და მოსემაც მალევე გაიღვიძა. ნატას დანახვამ ნამდვილად გააკვირვა , მაგრამ ვერაფერი თქვა. ექიმი ესაუბრებოდათ , ლუკამაც დარეკა და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩუმად იყო , არაფერს ამბობდა არავინ იცის მისი ფიქრები საით მიდიოდნენ . _პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ... მთავარი შენ ხარ _თქვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოა წარსული, მარტივად შეგიძლიათ ყველაფრის დავიწყება და გაქრობაც. მე იქაური სანათიც კი მიყვარდა ... უკან ვერ დავაბრუნებ , ისეთი აღარასდროს იქნება . ლამარა ბებოც აღარ დამხვდება ჯოხით ხელში , მხრებზე მოსხმული ჭრელი თავშალით და ჭაღარა თმით . გაქრა ის ადგილი და თან წაიღო ყველა მოგონება _კარგი რა მოსე ... _მარტო მინდა ყოფნა , გაათავისუფლე შენი ცოლი. ნუ ავალებ ჩემს თავთან ჯდომას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას -აღარ იყო მისი ტონალობა მბრძანებლური,ტახტიდან ჩამოგდებულ მეფეს ჰგავდა _არაფერი დამივალებია ... _არ მაინტერესებს მინდა მარტო ვიყო და არავინ შემაწუხოს თორემ წავალ აქედან დღესვე _სად წახვალ ექიმმა კიდევ ხუთი დღე უნდა დარჩესო ... გინდა ამდენი შრამი გქონდეს? _დამღალე უკვე_ თავად გათიშა , უკან დაუბრუნა მობილური ნატას და ცივი მზერა მიაპყრო_დამდე პატივი და აქედან წადი . თუ დაფიქრდებით ყველანი მიხვდებით რომ შენი აქ ჯდომა და იმათი იქ ნერვიულობა მე არაფერს შემიცვლის _წავალ . უბრალოდ მობილურს დავტოვებ და როდესაც რაიმე დაგჭირდება დამიკავშირდები . სახლში მაქვს ლუკას წინა მობილური _ იჯდა შეტყობინებებს შლიდა და თან ლაპარაკობდა . მოსეს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება აღარ მისცა , მობილური იქვე დატოვა კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და გასასვლელისკენ დაიძრა. რატომღაც იცოდა , რომ ბანალური „გამოჯანმრთელებას გისურვებ" არ სჭირდებოდა. სახლში დაბრუნებისთანავე იპოვნა ძველი მობილური ნომერი აღადგინა და ლუკასთან ისაუბრა. მას უკვე ჰქონდა გავლილი რამდენიმე წუთიანი მძიმე დიალოგი მოსესთან და გაბრაზებული იყო _ასეთი რა გითხრა _მშვიდად ყოფნა მადროვე თორემ იძულებული ვიქნები ისევ გავქრეო და მართლა მეშინია , რომ წავიდეს და სულ აღარ დაბრუნდეს? _მეეჭვება ისევ წავიდეს...მაინც ისე გააკეთებს როგორც თავად მოისურვებს . დაჩი როგორაა, მგონი თქვენც ვეღარ ისვენებთ _მაინც ახერხებს დასვენებას . იმას თუ არ ჩავთვლი რომ ორი დღეა მე მამშვიდებს _ წამსვე შეეცვალა ხმაც და მზერაც. ნატალიას დაჩის მიმართ არ ჰქონდა იმდენად კარგი დამოკიდებულება,რომ მასთან მეგობრობაზე ეფიქრა , მაგრამ მოსწონდა ლუკა მასთან ყოფნის დროს. დაჩისთან მცირეხნიანმა თანაცხოვრებამ მხოლოდ უარყოფითი ემოციები გაუჩინა, თავს აიძულებდა ყველაფრის დაიგნორებას, მაგრამ მაინც ეს ბიჭი საერთოდ არ ჰგავდა ლუკას _ჩემო საყვარელოო დაჩისთან მშვიდად იყავი , მოსეს მე მივხედავ _როგორ _ექთანს ნომერი გამოვართვი და ის თუ არ მეტყვის მაინც გავიგებ ყველაფერს ისე რომ თავადაც არ შეწუხდება _აი ამიტო მიყვარხარ მოსეზეც კი ზრუნავ ჩემ გამო ... _ იგრძნო დანაშაულის შეგრძნება ისე მძაფრად რომ ყელში უჭერდა და სუნთქვას უკრავდა. ისევ დუმილი, უთქმელი სიმართლე და დასრულებული საუბარი ... ........ საავადმყოფოში მარტო იყო , არავინ მისულა მხოლოდ ნატა შედიოდა რამდენიმე წუთით. ჩანთით საჭირო ნივთები მიჰქონდა, ზედმეტი სიტყვებისა და კითხვების გარეშე ტოვებდა . პირველად გამოუვიდათ მშვიდი ურთიერთობა ისე რომ ნატალიას არაფერი გაუფუჭებია. ყოველ ჯერზე გრძნობდა მის შეცვლილ დამოკიდებულებას, ისედაც მოდუნებული და ძალაგამოცლილი იყო , მაგრამ მაინც არცერთხელ შეუშინებია თავისი მკაცრი მზერით. შემდეგ ლუკასთან საუბარი იყო , რომელიც თან ახარებდა და თან თავს დამნაშვედ აგრძნობინებდა. პირველად ატყუებდა მასთან მეგობრობის განმავლობაში _ნატაა , ჩემო პატარავ ,ჩემო ყველაზე კეთილო და კარგო _ლუკამ საუბრი რომ დაიწყო ხვდებოდა რა თხოვნაც ჰქონდა , მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია _პირდაპირ მითხარი ლუკა რაა _ჩვენ დავრჩებით აქ ძალიან კარგად ვართ , საქმეები არც მქონდა და რამდენიმეს გავაუქმებ . მირჩევნია დაჩისთან ვიყო და თან მოსე უნდა დავარწმუნო სანამ ახალ სახლს იყიდის ჩვენთან ანუ შენთან დარჩეს _ბოლო სიტყვები რომ თქვა ნატას ისე უყურებდა თითქოს ომს ელოდა , სახეზე ეწერა რომ უამრავი მეთოდი ჰქონდა მის დასარწმუნებლად მოფიქრებული არადა ნატალია ბოლო დღეებში სულ მოსეს უსახლკაროდ დარჩენაზე ფიქრობდა . _სხვა ალტერნატივა თუ არ აქვს ... შენი სახლია და შესაბამისად შენს ძმასაც აქვს უფლება იცხოვროს თუმცა მეეჭვება დათანხმდეს -თავი სძულდა იმ წამს ამ სიტყვებისთვის, ამ თამაშისთვის _ნაატ ნეტავ იცოდე რა კარგი ხარ... ისე მეშინოდა რომ უარს მეტყოდი. გეფიცები ვერც იგრძნობ მის ყოფნას. ახლა უბრალოდ დამწვრობებს უნდა მიხედოს , ცოდოა მარტო სადღაც სასტუმროში _კარგი ლუკა ჩემთვის არ არის პრობლემა ... მოსეს თუ დაარწმუნებ მე ოთახს მოვამზადებ სულ ეს იყო . ლუკა დაარწმუნებდა მოსეს და მზადებაც დაიწყო. მისთვის ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები იყიდა. ოთახი შეარჩია , ყველაფერი მოაწესრიგა და მოუთმენლად ელოდა მასთან თანაცხოვრებას. იმედი ჰქონდა, ბავშვივით სჯეროდა, რომ ამჯერად მაინც მოახერხებდა მასთან დაზავებას. ........ მოსეს ყველაზე მეტად უჭირდა იმ დროს. ცხოვრებაში სულ რამდენიმე მსგავსი მძიმე მომენტი ჰქონდა გამოვლილი და თითოეულმა მათგანმა მოუშორებელი დაღი დაუტოვა. ახლა ყველა უბედურებასთან ერთად ნატასთან ცხოვრება მოუხდებოდა, ქალთან რომელიც ვერც შეიძულა და ვერც შეიყვარა. მისი დაიგნორებაც არ შეეძლო , არც დამეგობრება და საერთოდ ვერ ხვდებოდა რომელი იყო ქალის ნამდვილი სახე. ბოლო კვირის განმავლობაში იმდენად დადებითად განეწყო , რომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა წარსულის დავიწყება. ექიმმა ყველაფერი ზედმიწევნით აუხსნა რეცეპტიც მისცა და ექთნის დახმარებით ისიც აჩვენა როგორ უნდა დაემუშავებინა ჭრილობები . მოსეს თითქმის არაფერი უთქვამს , მხოლოდ მადლობა გადაუხადა გასვლამდე და შემდეგ ნატალიაზე გადაიტანა მზერა _მე ტანსაცმელი მოგიტანე ... _პერანგი და შარვალი ამოიღო და საწოლზე დააწყო . დაბნეული იყო არ იცოდა დახმარება უნდა შეეთავაზებინა თუ არა. ხელი ისე ჰქონდა ნამდვილად გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად ჩაცმა _მგონი არ გატკენს _ მის მზერას გრძნობდა და კიდევ უფრო იბნეოდა. ქვემოდან ახედა და წარბები შეჭმუხნა _ გავიდე ხო ? _მნიშვნელობა არ აქვს _ შარვალი ცალი ხელით გაშალა და ჩაცმა სცადა . ჯანსაღ ფეხზე მარტივად მოირგო, მაგრამ დაზიანებული აშკარად ეტკინა . სუნთქვა გაუხშირდა , გამომეტყველება შეეცვალა და ნატამაც ვეღარ მოითმინა _მოიცადე , ასე იტკენ _ შარვლის სათავე დაიჭირა და ბარძაყზე ფრთხილად ასწია _ დიდი ზომა ვიყიდე , მაგრამ აშკარად არაა დიდი განსხვავება _ ზედმეტად ახლოს იყო, ცდილობდა მინიმალურად შეხებოდა, მაგრამ შეუძლებელი იყო. მის სუნთქცას გრძნობდა. წამლებს შერეულ სუნს. საავადმყოფოს მძაფდი სურნელი ფარავდა ყველაფერს და მაინც როგორ მოქმედებდა მასთან სიახლოვე. შარვალი თეძომდე რომ ასწია შემდეგ თავად შეიკრა მოსემ და მის ხელებს წამით შეეხო. პერანგის ჩაცნა კიდევ უფრო გაძნელდა, ნატა ისე ღელავდა ცოტაც და ტირილს დაიწყებდა_ძალიან გტკივაა? სახლში რომ მივალთ მაისური ჩაიცვი და აღარ შეგაწუხებს ასე ძალიან _ფეხსაცმელი მომეცი და გავედით. აქაურობა მეზიზღება _ ხმის ტემბრი შეცვლილი ჰქონდა, ნატალიას ზემოდან უყურებდა და მის თვალებში გაურკვეველ ემოციებს კითხულობდა. სახლამდე მისასვლელი გზა ზედმეტად გაიწელა . მოსეს ოთახში ყველაფერი მზად იყო მის მიერ გადარჩენილი ნივთები ერთ დიდ ყუთში ეწყო. კარადაში ტანსაცმელი და მისთვის საჭირო ყველა ნივთი იდო. ფანჯრები სქელი ფარდებით იყო დაფარული . ისე იყო დაღლილი , რომ არაფერი შეუმჩნევია საწოლზე დაჯდა ფეხსაცმელი გაიხადა და პერანგის ღილების გახსნაც დაიწყო _ჯანდაბა_ ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა. ბრაზობდა საკუთარი მდგომარეობა აგიჟებდა , არაკომფორტულად გრძნობდა თავს_ ხეიბარივით ვარ და მაინც ვერაფერი გავაკეთე _ ნატამ რომ განაგრძო ღილების გახსნა ისევ ისე იჯდა სანამ სახეზე მისი თმა არ მიედო თვალები არ გაუხელია. ინსტიქტურად შეახო ცხვირის წვერი და სურნელი ღრმად ჩაისუნთქა . კანზე გრძნობდა მისი გრილი თითების შეხებას და თვალში ხვდებოდა ვარდისფერი ღაწვები. უცნაური იყო , ვერ ხსნიდა ამ ქალს და ჭკუიდან გადადიოდა. _მაისური მოგცე თუ ასე გირჩევნია ... _კარადასთან მივიდა და ნაჭრის შარვალი გამოიღო_ არ ვიცი პიჟამას შარვლებს რამდენად იყენებ , მაგრამ რბილი ქსოვილია და მგონი კომფორტულად იქნები _მადლობა _გამოართვა და შარვლის გახდა დაიწყო _ექიმმა თქვა რომ სითხე უნდა მიიღო და რას დალევ _უბრალოდ წყალი მომიტანე სხვა არაფერი მინდა და ლეპტოპი რომ დავიწყო მუშაობა _აქ არის ლეპტოპიც და მობილურიც... შენი ნომერი აღვადგენინე _საწოლის ერთ მხარეს ტუმბოზე იდო ორივე _მე გავალ და თუ რამე დაგჭირდება დამიძახე უნდოდა ახლოს ყოფილიყო, დახმარებოდა და თავადაც მშვიდად ეგრძნო თავი , მაგრამ მის სიახლოვეს სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. ჰაერიც კი სხვაგვარად იმუხტებოდა , გული ისე ჩქარა უცემდა თითქოს მანამდე არასდროს მიახლოებია კაცს. სხეულის ნაწილი დამწვარი ჰქონდა და მაინც იმდენად მიმზიდველი იყო სუნთქვას უჩერებდა _სახლში ხართ? _ლუკამ დაურეკა და სამზარეულოში ჩამოჯდა _ხო ... ოთახშია ისვენებს _ლაპარაკობს თუ ჩუმადაა _მე ისედაც არ მელაპარაკება ხოლმე... ბავშვები აქაც არ მოვლენ ? იქნებ გაერთოს. დაურეკე უთხარი ჩემთან დარჩნენ _როგორაა... დამოუკიდებლად რომ შეძლებს ყველაფრის გაკეთებას შემდეგ მოვლენ _ხო ახლა უჭირს .. ხელიც ტკივა და ფეხიც _ყოველთვის ასეთი ხიფათიანი იყო . ბავშვობიდან რაღაც ემართებოდა ხან გამშველებელი იყო, ხან დამცველი და ბოლოს სიკეთე ჭრილობებით უფასდებოდა _ამიტომაა განსხვავებული და დრო მიეცეთ . ნატა იზრუნებს , არ შეაწუხებს და გამოჯანმრთელდება კიდეც მითუმეტეს შეჩვეული ყოფილა _დაჩის ხმა ესმოდა სადღაც იქვე იყო _ მე უნდა წავიდე... ვახშამი უნდა მოვამზადო ვიტამინებით სავსე კერძების მზადება დაიწყო. რაც გაახსენდა ყველა საჭირო პროდუქტი გამოიყენა და ნოყიერი ვახშამი მიუტანა მოსეს. საძინებელში ისე შევიდა რომ დაკაკუნება ვერ შეძლო , ხელები დაკავებული ჰქონდა . მხოლოდ ოთახში შესვლის შემდეგ დაინახა , რომ ეძინა . ლანგარი პატარა მაგიდაზე დადგა ვდა შემდეგ მისწია საწოლთან . სახეზე რომ დააკვირდა ოფლის წვეთები შენიშნა, აშკარად ღრმად სუნთქავდა ხელის შეხებაც არ იყო საჭირო იმის მისახვედრად რომ სიცხე ჰქონდა. არადა წესით უკვე უნდა გაევლო ამ სიმპტომებს _მოსე ... გაიღვიძე წამალი უნდა დაგალევინო_ ტაბლეტი უკვე ხელში ჰქონდა და ლოყაზე ფრთხილად ეხებოდა _მოსე გთხოვ _წყალი მინდა _დაგალევინებ_ საწოლზე ჩამოჯდა, მოსე ეყრდნობოდა და წყალიც თავად დაალევინა წამალთან ერთად _მაღალი არ გაქვს და ასე სუსტად რატომ ხარ _ცივი წყლით დაასველა პატარა პირსსახოცი და შუბლზე დაადო. რამდენიმე წუთს უსვამდა ახურებულ სხეულზე ცივ ნაჭერს _მოსეე _კარგად ვარ ასე ნუ მიყურებ _ტუჩები ენისწვერით დაისველა და ხელი მაჯაზე მოუჭირა _ მომაშოეე ეგ და წყლის ჭიქა მომეცი _იქნებ ექიმთან დავრეკო... არ უთქვამს რომ სიცხე ისევ გექნებოდა . ადრე ხომ არ გამოგწერა _მშია ... იქ საჭმელია ? მადისაღმძვრელი სუნი მოდის ისევ _დაჯდა , მაგიდა თავისკენ მისწია და მაგიდას გადახედა _აი მესმის სტუმრის გამასპინძლება _მართლა კარგად ხარ ? _შენ უკვე ივახშმე ? სკამი მოსწიე ან საწოლზე დაჯექი აშკარად აღარ ჰქონდა აზრი მასთან საუბარს. გემრიელად მიირთვა, სიტყვაც აღარ უთქვამს შემდეგ კი მალამოს წასმის დრო მოვიდა. _ექთანთან დაკავშირებით რა გააკეთე... მოვა ვინმე?_სამზარეულოდან უკან დაბრუნებულს ჰკითხა და ხელს დახედა _მე მივხედავ ... _შეენ ? _ხო , იცი დედა ექთანი იყო რაღაცებს მასწავლიდა და შემიძლია . ექიმმა შესანიშნავად ამიხსნა . შემიძლია მკვდარი ქსოვილიც მოგაშორო _საშინელი სანახავია და რომ შეწუხდე იცოდე მე ვერ მოგხედავ სანამ თავად არ გამოფხიზლდები _ასეთი სუსტიც არ ვარ ... ბავშვიბაში მეც დავიწვი . ფეხზე გადავისხი მდუღარე წყალი . დიდხანს მეგონა, რომ შრამი დამრჩებოდა . ერთ ექიმბაშთან დავყავდი ბებოს და მიშველა იცი? საერთოდ არ მაქვს იარები ... საშინელი სანახავი იყო _სახვევის ხსნიდა და თან საუბრობდა _კანკალებ _იმიტომ რომ მეშინია ... შენ მძაბავ . მგონია, რომ რაღაც საშინელს მეტყვი _მაშინ როდესაც პატარა ბავშვივით ვარ და ჩემზე ასე ზრუნავ? ამდენად უმადური გგონივარ ნატალია? _არ შეგიძლია რომ უბრალოდ მოდუნდე და დაელოდო _ბავშვობიდან არ მიყვარს როდესაც ვიღაც ჩემზე ზრუნავს , ჩემ გამო წუხდება და ღელავს ამიტომ ვერაფერი მაიძულებს ამ მდგომარეობასთან შეგუებას. ასეთი რამ კოშმარშიც არ დამესიზმრებოდა_ დამწვარ კანს შეხედა და მზერა დაებინდა _ საშინელია ... ჩემი სახლი , მთელი ჩემი ბავშვობის მოგონებები რომელსაც ასე ვუფრთხილდებოდი განადგურდა _სტრესი გამოჯანმრთელების პროცესს ართულებს ხომ იცი _ ფრთხილად უწმენდდა დამწვარ კანს. ამაზე იყო კონცენტრირებული მაგრამ ისევ გრძნობდა მის მზერას. ასე ახლოს ყოფნას ისევ ვერ შეეჩვია ყოველ ჯერზე შიგნიდან იწვოდა_ თუ გეტკინება მითხარი _ისე ფრთხილად მოქმედებ მგონი გავიწყდება რამდენ ადგილასაა კიდევ ... _ჩქარა ვერ გავაკეთებ ... _გულმოდგინე , მშრომელი ბავშვივით ხარ ყოველთვის როცა საქმეს გავალებენ _არავის დაუვალებია და ნუ მეუბნები ასე. არც ვწუხდები და არც ვიღლები სხვა თუ არაფერი ჩემი კომპანიონი ხარ მე კი ვერ ვიტან როდესაც ელემენტარული დახმარების გაწევა მაინც შემიძლია და არ ვაკეთებ _ელემენტარული გგონია ეს ყველაფერი ? ანუ ყველას მსგავსად დაეხმარებოდი ? _არც ისე ბევრი ახლობელი მყავს _ლუკას ჩემს გარდა ბევრი ნათესავი ჰყავს _ლუკას შენ გამორჩეულად უყვარხარ _ჩემზე არაფერი იცოდი სანამ ქორწილში არ მნახე _ნაკლები საუბრის გამო შენ არ უნდა ბრაზობდე _მალამოც წაუსვა და ისევ დაიწყო გადახვევა _ იმედია გამომივა _ტუჩზე იკბინა და ისე დაიწყო შეხვევა_მჭიდროდ არ უნდა იყოს _კარგია ნუ ღელავ თუ მეტკინება გეტყვი _ კიდევ უფრო ახლოს მიიწია მხარზე რომ შემოეხვია და ჩაემაგრებინა . წამით დააკვირდა ხელი მეორე მხარზე ედო და ისე უყურებდა . ბავშვივით გულწრფელად გაუხარდა და გაეღიმა _გამოვიდა ... მეორე ცდა არ დასჭირდა მოსე ჩუმად იყო უკვე საუბარიც აღარ შეეძლო მის თვალებში აციმციმებულ ვარსკვლავებს უყურებდა. ხედავდა როგორი ნამდვილი იყო , როგორ ცდილობდა მთელი გულითა და სულით . ერთხელ ატკინა და მოსემ როგორც კი ხელის გაწევა სცადა მაშინვე აემღვრა მზერა _მაპატიე რაა ... იქნებ მართლა გიპოვნო ექთანი. რომ გაგირთულო მერე რა ვქნა _არ მინდა ახლა არ ვარ იმ მდგომარეობაში უცხო ადამიანის ატანა რომ შევძლო_ ისე უცებ იუარა ნატასაც გაუკვირდა და ბოლოს განმარტების მსგავსად განაგრძო საუბარი . დიდი დრო დასჭირდა , მაგრამ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად გააკეთა. შემდეგ ლეპტოპიც მისცა და გასვლაც დააპირა , მაგრამ მოსემ გააჩერა _მუშაობას თუ აპირებ ბარემ დარჩი ... ერთად უფრო მალე მოვილევთ _იქნებ დღეს საერთოდ დაგესვენა და ხვალიდან დაგეწყო. ნამდვილად არ არის იმდენი საქმე _არ შემიძლია უაზროდ ყოფნა. ვერც ვეწევი, ვერც ვსვამ და მითუმეტეს ვერც დავდივარ . ფილმის ყურება დავიწყო თუ წიგნის კითხვა ცალი ხელით _ფილმი რომ ნახო რა მოხდება ... ამ ტელევიზორის ჩართვაზე გიფიქრია საერთოდ? _არ ვუყურებ ტელევიზორს _მოიცა საერთოდ როგორ იგებ რა ხდება მსოფლიოში ... იქნებ ომი დაიწყოს _ 12 წლის წინ აგვისტოს ომში ტელევიზორის ყურების გარეშეც ვიყავი და როგორმე ახლაც გავიგებ . ღმერთმა დაგვიფაროს , ახლა რომ რამე მოხდეს და მე ამ მდგომარეობაში ვიყო _შენ აგვისტოს ომში იყავი ? _ კართან გაჩერდა და უკან მიბრუნდა _ასე რატომ მიყურებ მე უბრალოდ მოხალისე ვიყავი რომელსაც იარაღი არ გაუსვრია და სულ მცირე წვლილი მიიღო იქაურების გამოყვანაში... _ სიმართლე გითხრა გამიკვირდა _არცაა საჭირო ყველაფერი იცოდე ადამიანზე და არაფერი გაკვირვებდეს ყოველ დღე უფრო და უფრო მეტს იგებდა მოსეს შესახებ, ყველაფერი ახალი აკვირვებდა, წარმოდგენას უნგრევდა და მაინც ის ისევ რთული, ამოუხსნელი და გუგებარად საშიში რჩებოდა. დღეები გადიოდა, გრძნობდა მისგან პატივისცემას , აშკარად აფასებდა ნატალიას დახმარებას იმაზე მეტადაც კი ვიდრე საჭირო იყო. ზოგჯერ საუბრობდნენ კიდეც, ძირითადად საქმეზე და მასთან ერთად მუშაობას ისე შეეჩვია არც კი იცოდა შემდეგ რა ეშველებოდა. ახლოს იყო, მაგრამ მაინც დისტანციას არ არღვევდა მოსე, უხილავ გალავანს ვერ ლახავდა ნატალია. _შეიძლებაა? _ კარზე დაუკაკუნა და პასუხს დაელოდა _მეგონა მარტო დამტოვე ან რაღაც დაგემართა ... ამდენ ხანს სად წახვედი . უკვე გამოსვლას ვაპირებდი _ნახე რა გავაკეთეეე _ ოთახში შევიდა და უზარმაზარი თეფშით თათარა აჩვენა _შენ მე ისე გამასუქებ ვარჯიშიც აღარ მიშველიის... ღმერთოო რა სუნი აქვს. ცხელიაა? _მოიცა ... მოიცა ასე დაგწვავს . ღმერთო ახლა გინდა ახალი დამწვრობა მიიღო? _უგემრიელესია . გეფიცები ასეთს ბებიაც კი არ მიკეთებს. ახლა რომ მისმენდეს მომკალვდა კახელის თათარა ამჯობინე ჩემს ფელამუშსო ? _ბებია გყავს ? _ბაბუაც _ ბედნიერი ყოფილხარ _ხო , ნამდვილად... რომ იცოდნენ ახლა როგორ ვარ გული გაუსკდებოდათ . მალე უნდა მოვიშორო ეს იარებიც და მოვინახულო. ორი თვეა უკვე არ მინახავს _სად ცხოვრობენ _ამ ფელამუშში რა გაურიე ... რამდენს მალაპარაკებ . მადროვე დავტკბე _ისე შეკრა წარბები გეგონებოდათ ჩხუბობსო _ვაზზე და ყველა მის ნაწარმზე ასეთი შეყვარებული კაცი პირველად ვნახე მიუხედავად იმისა, რომ კახეთში გავიზარდე _საოცრებაა ნამდვილი ... რამდენი მოვლა, მზრუნველობა და დაფასებაც სჭირდება იმდენად დიდია მისი შედეგიც. გიფასებს შრომას და უამრავ საშუალებას გაძლევს ... ფოთლიდან დაწყებული გაწურული მტევნებიდან დასრულებული ყველაფრის გამოყენების საშუალებას გაძლევს _ნატალია ისე უყურებდა აშკარად არ ჰქონდა სიტყვები . მის ბავშვურ სიყვარულშიც კი რაღაც დოზით სევდა იყო. არაფერზე ჰქონდა ზედაპირული წარმოდგენები , მაგრამ მაინც ბევრი არასწორი დამოკიდებჰმება გააჩნდა. გამოჯანმრთელების პროცესი აშკარა რომ გახდა და ხელის მოძრაობა დაიწყო უფრო თავისუფლად გადაადგილდებოდა სახლში. ამინდების გამო ეზოს ვერ სტუმრობდა , მისაღებში იყვნენ ძირითადად. საქმის გამო მოუხდათ პირველად გასვლა, სხვაგვარადაც შეიძლებოდა ამ ამბის გადაწყვეტა, მაგრამ მოსემ დაიჟინა . შეხვედრა მალევე დასრულდა, მაგრამ ნატასთვის საუკუნოდ გაიწელა დრო, დაძაბული იყო ეშინოდა ცუდად არ ემოქმედა, აკვირდებოდა ყველა მის მოძრაობას და მიმიკას, რამდენჯერმე ეტკინა და წამსვე ცუდად გახდა. თავი ძლივს შეიკავა ,რომ არ ეკითხა. ზედმეტი ყურადღების გამოჩენა მასთან რომ არ შეიძლებოდა ეს უკვე შესანიშნავად იცოდა . შენობა რომ დატოვეს ტროტუარს ფეხით მიუყვებოდნენ. ჩუმად იყვნენ , მანქანა მოშორებით იყო და საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. მოსეზე იყო კონცენტრირებული, ფეხს რომ შეეწუხებინა საყრდენად რომ გადაქცეულიყო ამიტომ გვიან მოეგო გონს. გელოვანს მზერა შეეცვალა, გაჩერდა, კაფესთან რომ იდგნენ შემდეგ მიხვდა მინიდან რომ დაიწყო ვიღაცის თვალთვალი. -რა ხდება ? ვის უყურებ - ჰკითხა ,მაგრამ პასუხი არ მიუღია ძლივს დაინახა ახალგაზრდა ბიჭის გვერდით მჯდომი თათა . იცინოდა , მხრებზე ჩამოშლილ თმებს ისწორებდა და შემდეგ როცა ბიჭმა მისი თითები ტუჩებთან მიიტანა შორიდანვე აშკარა იყო როგორ გაწითლდა. მოსე ისე უცებ დაიძრა ნატალიამ ლამის გონება დაკარგა ცალკე მისი ფეხი ადარდებდა, ცალკე გაკვირვებისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. უკან მიჰყვებოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, მის შეჩერებას მაინც ვერ გაბედავდა და ვერც მოახერხებდა. ყველაფერ უბედურებას წარმოიდგენდა იმ რამდენიმე წამის განმავლობაში აყირავებულ მაგიდას, თათას ძალით წაყვანას, ბიჭის ცემას და ზედ მიყოლებულ მის მეგობარსაც ცოტაც და ტირილს დაიწყებდა მოსე რომ დაიხარა და ლოყაზე აკოცა . თათას ზურგს უკან იდგა, ხელები სავარძელზე დააწყო და რამდენჯერმე აკოცა _ჩემო ერთადერთო , აკი დამპირდი დღეს შემოგივლიო ? დამივიწყე და მეგობრებთან ერთობი ხომ -მოსეეეე _ გოგონა დაიბნა, სულ მთლად გაწითლდა სასწრაფოდ დაიხსნა ხელი გვერდით მჯდომი ბიჭის მტევნიდან და ფეხზე წამოდგა- აქ რას აკეთებ? დედა ამბობდა ჭრილობები ჯერ არ მოუშუშდებაო _შენ რას აკეთებ? სკოლა აქედან შორსაა _ ხელი მოხვია ჩაეხუტა და თან მშვიდი ტონით ესაუბრებოდა _ნატააა შენც აქ ხაარ_გოგონამ მაშველი რგოლი იპოვნა და თავად მოეხვია ბიცოლას_მიშველეე გთხოოვ _პატარაავ , როგორ ხარ? ჩვენ საქმეები გვაქვს დღეს ძალიან ბევრი და -მაგრამ რამდენიმე წუთით შემოგიერთდდებით- ნატალიასთვის სკამი მეორე მაგიდიდან გადაიტანა ანიშნა დაჯექიო და თავად თათას დაქალებს მიესალმა. აშკარად ჩამოდნენ გოგონები და სულ დაავიწყდათ რა მდგომარეობაში იყო მათი დაქალი. ყველამ იცოდა მოსეს ამბავი და ჯანმრთელობის შესახებ უსვამდნენ კითხვებს. ისიც ღიმილით პასუხობდა შეკითხვებს და ამშვიდებდა აღელვებულ თინეიჯერებს -თქვენ , ნაადრევად განვითარებული კლასელები ?- ჩაიცინა ბიჭებს რომ გადახედა -დუდა ჩიქოვანი - ხელი გაუწოდა და თან ისე უყურებდა მოსეს თითქოს დაუთბა მზერა- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა -საინტერესოა ... -მოსეეე , ვერ ვიჯერებდით თათამ რომ გვიამბო რაც გააკეთე ... -ოოჰ საუკუნეები რომ გავიდეს გოგონები მაინც ერთნაირად გიჟდებით გმირის როლს მორგებულ კაცებზე - გაიცინა და იმ წამს ისეთი თავისუფალი იყო ნატას შეშურდა . მასთან არასდროს იქცეოდა ასე, არც ასეთი მზერა ჰქონდა -ნამდვილად გმირობაა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ქალის გამოყვანა ... -ამაზე არ გვინდა კარგი? ბარბი , შენი დაბადების დღის წვეულების ამბავი მოვაგვარე. ხომ არ გეგონა ,რომ დამავიწყდა თხოვნა. მეპატრონეს ვესაუბრე და თქვენთვის სივრცე მზად იქნება -მართლა? ვაიმეე არ მჯერაა ... არც მიფიქრია ,რომ ჩემთვის მოიცლიდი - ფეხზე წამოვარდა, ყელზე მოეხვია და ნატა სულ გადარია. ლამის წამოიყვირა ფრთხილად ეტკინებაო. მოსემ შუბლზე აკოცა , ბავშვური სილაღით შესციცინებდა თვალებში გოგონას -გეყოფა ,თორემ დაბადების დღემდე ჩემი კანი აღდგენას ვერ მოასწრებს . ხომ მპატიჟებ? -რა თქმა უნდა ... შენ თუ შეძლებ მოსვლას პირველი სტუმარი იქნები -მოღალატე დაქალიც ამას ჰქვია -სანამ დაქალებს შორის განხეთქილების მიზეზი გავხდები დაგტოვებთ ... საღამოს გელოდები - შუბლზე აკოცა, გოგონებს ღიმილით დაემშვიდობა ბიჭები კი უბრალოდ დააიგნორა . გვერდით მიჰყვებოდა, შოკირებული, გაოგნებული, გაბრაზებული და აღშფოთებული. ვერ იჯერებდა , თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ გრძნობდა მისგან წამოსულ წამლეკავ მუხტს. გიჟს გავდა, ისე მიაბიჯებდა ტემპის დაჭერა სირბილს მოითხოვდა. მუშტი შეკრული ჰქონდა, თვალებიდან ცეცხლს ისროდა და საკუთარი მდგომარეობა სულ აღარ ახსოვდა -როგორი კარგი მოთამაშე ხარ და მერე ჩემზე იტყვი ,რომ -ახლა არ დაიწყო თორემ მთელს ჯავრს შენზე ვიყრი , საქმის დასრულებამდე გვჭირდება ერთმანეთის გვერდით მუშაობა - ზემოდან დახედა და აყირავებული დაიჭირა- ამ ფეხსაცმლით სიარული თუ არ იცი ჩაიცვი ბოტასი , არაა საჭირო კუდაბზიკობა -ღმერთოო შანსს არ უშვებს ჩემს ნერვებზე რომ არ ითამაშოს -ერთხელაც მოიტეხ რამეს და მერე ნახავ -რას აპირებ-უკვე მანქანაში ისხდნენ საუბარის დაწყება რომ გაბედა და მზერა გააპარა მისი პროფილისკენ -ახლა მამამისმა გამოსცადოს როგორია ბავშვს რომ ურევენ ტვინს და უცებ ქალად აქცევენ . იქნებ მიხვდეს რა ვიგრძენი ლენა გაყოლაზე რომ დაითანხმა -რატომ ართულებ , უბრალოდ მოსწონთ ერთმანეთი ალბათ ჯერ გრძნობებშიც არ გამოტყდომია რა ქორწინებაზე საუბრობ. -სიტყვა „მიყვარხარ“ სულაც არ არის საჭირო იმისთვის რომ ღრმად შეტოპო და უკან გამოსასვლელი გზა დაკარგო . ქალები მის ასაკში განსაკუთრებით მიამიტები და ოცნებას აყოლილები ხართ . სამყარო ვარდისფერი გგონიათ და პირველივე ბიჭი ვინც კომპლიმენტს გეტყვით თეთრ რაშზე ამხედრებული ბიჭი -ყველაფერი იმ კაცების ბრალია სათამაშოდ რომ იყენებენ ქალების გრძნობებს , რომ არ შეუძლიათ ტყუილის გარეშე , გულწრფელი ურთიერთობები . თუ მიამიტობაზე მიდგება საქმე და ჩვენ თუ სულელები ვართ თქვენ ბოროტი, უნდობი და მოღალატე არსებები ხართ . გრძნობების, ბედნიერების და თავისუფლების მკვლელი ჯალათები -ნორმალურ კაცზე თუ ვსაუბრობთ ის აკეთებს იმას რის უფლებასაც ქალი აძლევს და ყველაფრის გადაბრალება კარგად იცით , სიამოვნების მიღების შემდეგ ითხოვთ სიყვარულს, გრძნობებს, თეთრ კაბას და მაჯის ზომის ბრილიანტისთვლიან ბეჭედს -ნორმალურ ქალს ეგ ყველაფერი არ ჭირდება, მხოლოდ გრძნობა , პატივისცემა და ურთიერთობა . ერთგულების ხარისხი უჯობს ბრილიანტის ზომას -ერთგულებაზე ისე საუბრობ თითქოს ქალები არ იყოთ ყველაზე გამოცდილი, დახელოვნებული მოღალატეები- აშკარად აღარ ჰქონდა მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი. ბოლო დროს დამყარებულ მშვიდობას ისევ ომში გადაზრდიდა ,რაც ნამდვილად არ აწყობდა. ........ საღამოს ვახშამი რომ მოამზადა იცოდა თათა მივიდოდა. ელოდა და ესტუმრათ კიდეც . შესვლისთანავე მოეხვია, ეტყობოდა როგორ ღელავდა ისეთი საყვარელი იყო ნატა კიდევ უფრო მეტად შეშინებული უყურებდა მისაღებში მჯდომ გელოვანს. იმდენი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ჩუმად იყო და ბიძა-დისშვილის მოქმედებებს შორიდან აკვირდებოდა. სუფრა გაამზადა, დასხდნენ , მიირთვეს . მოსე ჩუმად იყო , არაფერს ამბობდა და კიდევ უფრო საშიში ხდებოდა -უკეთ ხარ ხომ? ლაშასაც უნდა მოსვლა...არც კი ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით. დიდხანს არც გვეუბნებოდა დედა. მერე , მერე _გგონია რომ გიყვარს? _ გრძელ სავარძელში იჯდა , ფეხები გაშლილი ჰქონდა და კომფორტულად იყო მოკალათებული . თათას არეულ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ისე ჰკითხა _მოსეე - ნატამ ამოილუღლუღა და ისეთი მზერა მიიღო პასუხად წამსვე წამოდგა- მე გავალ და _მაინტერესებს რა გგონია , თათა მიპასუხე - მშვიდი ჰქონდა ტონი. ნატას არც უყურებდა, თათას არ აშორებდა მზერას. კუთხეში მიიმწყვდია _რომ მომწონს , მიზიდავს და -მე ბიძა ვარ დაქალი ხო არა ... ბარემ მითხარი რომ ერთი სული გაქვს როდის გაკოცებს. თუ უკვე გაკოცა _ უცებ წამოიწია და თვალები ისე გაუფართპვდა გოგო ლამის დაახრჩო - თათააა _არა , რა კოცნა არ უკოცნია. ვაიმეე დიდი დიდი ხელზე მაკოცოს ან მომეფეროს. ისე რაღაცნარია ვერ გავუგე ვერაფერი ამდენი თვეა მითხრა მიყვარხარო და ჩახუტებითაც არ მეხუტება ნორმალურად. ერთხელ ყელზე ვაკოცე და ისე მომშორდა_ყველაფერი ერთბაშად თქვა და ამოუწურა მოთმინების ფიალა გელოვანს. ნატა კი ოთახიდან გასვლას ვეღარ ბედავდა ვაი თუ მივარდეს და რამე დაუშაოს თათას ვუშველიო ფიქრობდა _რა ქენი თათაა ? ღმერთოო ასე როგორ გავხარ დედაშენს და ის კიდე ბებიაშენს. რამე გარდამტეხი ასაკი გაქვთ? ჩემი შვილიც 17 წლის უნდა გათხოვდეს? რა იყოთ თავის გაკონტროლება არ შეგიძლიათ? მოიცადეთ იქნებ 25 წლის ასაკში იცნობ იდეალურ კაცს _იდეალური კაცი არსებობს ? _რა არ ვარსებობ? - აი ეს რომ თქვა უკვე ნატაც მოდუნდა, გაეღიმა , სიცილსაც დაიწყებდა რომ არა მოსეს არსებობა _შენ ერთი ცალი ხარ და ისიც სხვისთვის... შენმა ნათესავმა ქალებმა რა ვქნაათ _ მივიდა და მუხლებზე დაუჯდა _ გოგო ვარ, აღარ ვარ ბავშვი და რა ვქნა რომ მომწონს ბიჭი რომელსაც ვიცი, რომ მოვწონვარ ? _და ის ბიჭი რომ ვიღაც სხვა გოგოებს უფათურებს ხელებს და კიდევ რას შვება კარგად იცი , მაგრამ არ ვიტყვი? _ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს ისედაც სულ ვეჭვიანობ ... რა რთული ყოფილაა უუფ _იდიოტმა მამაშენმა იცის მისი გოგო ტრფობის ალით რომ იწვის და შინაგანი ქალღმერთი უდუღს? _რა ცუდი ხარ... მამამ რომ გაიგოს იცი რას მიზამს? _მე არაფერი გამიკეთებია და ის ვინაა რამე რომ ქნას _ვინ და მამაჩემი _მამაშენი რომელი... ის ხო არა 25 წლის ვირმა ჩემი 16 წლის და რომ გამოასულელა , ჩემგან მალულად ხვდებოდნენ , მერე საერთოდ დააფეხმძიმა და გაპარვაზე დაითანხმა იმის ნაცვლად რომ ჩვენთვის ეთქვა მიყვარსო ... მშიშარა იდიოტი _თავი ვერ შეიკავა თათა სავარძელში ჩასვა და ოთახში სიარული დაიწყო. _ იქ რომ არ მენახე შენც არაფერს იტყოდი ხო? _როგორ უნდა მეთქვა შენთვის იცი ძიაა მე ერთი ბიჭი მომწონს და მირჩიე როდის ვუთხრა რასაც ვგრძნობ _თქო? მამას კიდე რა ექნა ? იცოდა აკრძალული გრძნობა რომ ჰქონდა , თავს ვერ გაუმკლავდა , სიყვარულს ვერ მოერია ვერცერთი . არ გყვარებია ქალი რომლის შეყვარებაც სწორი არ იყო ამიტომ ვერ გაუგე მათ დღემდე. შენ საერთოდ არ გყვარებია ქალი ისე , რომ მის გამო სიგიჟე ჩაგედინა, საკუთარი თავისთვის გადაგებიჯებინა _რომანტიკოსი 17 წლის ბავშვის სიტყვები _ზურგი აქცია და სიგარეტს მოუკიდა . გვიან მიხვდა რომ ხელი უკანკალებდა, შიგნიდან წვავდა თათას სიტყვები. ყველაფერი ერთად მოაწვა გონებას თითქოს იმ წამს შეეჯახა რეალობას. ოთახის მეორე ბოლოში მდგომ ნატას არეულ მზერას წამით გადააწყდა თავისი ლურჯებით და შემდეგ ისევ ფანჯარასთან დადგა _თუ გაიცნობ დუდას ვიცი მოგეწონება _ მოეხვია და ლოყაზე აკოცა _მამაშენს რომ ვიცნობდი რა გამოვიდა _მე და ლაშა გამოვედით ... კოდევ მათი 18 წლიანი ბედნიერი ცხოვრება გამოვიდა. ცოტაა შენთვის? _ყოველთვის ასე არ ხდება პატარავ ... არც შენ ხარ ლენა და არც ის ბიჭია დიმა . შესაძლოა უკეთესი მომავალიც გქონდეთ, შეიძლება საერთოდ ვერ შეძლოთ თანაცხოვრება . ახლა სულ სხვა ცხოვრების რიტმია ... კარგად უნდა დაფიქრდე სანამ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამ _ მკერდზე მიიკრა და თავზე აკოცა _ უბრალოდ არ მომატყუო , გთხოვ _დედას სიმართლე რომ ეთქვა მასაც არ გაუბრაზდებიდი ? _ყოველთვის მათ ამბავს რატომ ვიხსენებთ _მაინტერესებს _მაშინ მეც 17 წლის ვიყავი ხომ არ გავიწყდება ... სულ სხვანაირად ვფიქრობდი. უფრო ფეთქებადი ხასიათი მქონდა . მიღალატეს , მომატყუეს და ისე მეტკინა ეს ვერ ვაპატიე ალბათ . თავი ყველაზე ცუდ ძმად ვიგრძენი რომელსაც არ ენდო , არ მოუყვა ყველაზე დიდ გრძნობაზე რაც კი გააჩნდა . ყველაფერი ერთად ჩამოინგრა ჩემთვის და მერე იმდენი რამ ვთქვი და გავაკეთე... იცი პატარავ ვინმეს რომ ეჩხუბები თუნდაც მართალი იყო, თუნდაც გაიმარჯვო მაინც გრჩება იარა _ ფანჯარასთან იდგნენ , თათას ეფერებოდა და ფიქრობდა ყველაფერზე. მასზეც, ლენაზეც, საკუთარ თავზეც და ნატაზეც, რომელიც მათ საუბარს აღარ უსმენდა . ოთახიდან როდის გავიდა არ შეუმჩნევიათ. ცალკე იყო, მარტო საძინებელში საკუთარი სიმართლითა და ტყუილით , ბევრი დამალული ამბავი იყო მათთან , უამრავი რამ რაც ზღვარს კიდევ უფრო ზრდიდა. .......... მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდა. ბავშვები ხშირად სტუმრობდნენ. რჩებოდნენ კიდეც , ძირითადად თათა იყო მათთან. ლაშა ჩუმი, უხეში ბავშვი იყო მასთან დაახლოება გაუჭირდა და ცდილობდა ნეიტრალური ურთიერთობა ჰქონოდა. მოსეს სანახავადაც მხოლოდ ორჯერ იყო, ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს და მალევე წავიდა. გასაოცარი ამბავი იყო ქალთმოძულე მოსე გელოვანი როგორი მეგობრული აღმოჩნდა თათასთან. _მეგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებდი არადა შესაშური წესრიგია-ნატალია სამზარეულოში იყო მზერა რომ იგრძნო და გამოჩნდა კიდეც _თანვე ვალაგებ ... მგონი ფეხი უკვე კარგად გაქვს _ექიმთან რომ წავალთ გავიგებთ რამდენი დრო დასჭირდება კიდევ _სკამზე ჩამოჯდა და წყალი დაისხა _რას ამზადებ? _ქათამს ვწვავ ... ისეთი არაფერი . თევზსაც მოვამზადებ თუ გინდა _ღუმელში რომ რაღაც ჩანს და სასიამოვნო სუნს უშვებს? _ კექსია შოკოლადის... ცოტა დარიჩინიც აქვს და ქიშმიშიც _ამით დაგეწყო _ანალიზების ჩაბარების დროს გლუკოზის რაოდენობაც განსაზღვრე დიაბეტი არ აიკიდო _მალე იქნება ? _გაორება მაქვს უკვე..._ ჩუმად თქვა და მზადება განაგრძო. მალე კექსიც გამოიღო და გასაგრილებლად დადო. _შენი ქმარი როდის ბრუნდება? _როცა საქმეს დაასრულებს_ აუღელვებლად უპასუხა მოსემ კი ქვემოდან ახედა _ასეთი უპრეტენზიო ცოლი ხარ დავიჯერო ? შენი ქმარი თვეების განმავლობაში გტოვებს და პრობლემა არ გაქვს _მუშაობა ავუკრძალო თუ რა გავაკეთო არ მესმის _თქვენი ოჯახური თანაცხოვრება მამაჩემის ყველა ქორწინებაზე მეტად განსხვავებულია ... ლუკა იმაზე მეტად დაემსგავსა ვიდრე მეგონა _ისევ გაჩუმდა. საუბარი აღარ გაუგრძელებია , მთელი ნეტარებით მოაპრიალა ერთი თეფში . მის გონებაში არსებული აზრები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ. გრძნობებიც ერეოდა , სხვადასხვა ფერი ჰქონდა ნატალიას . აღიზიანებდა, აგიჟებდა, აბრაზებდა, იზიდავდა , მოსწონდა, სამყაროს აშორებდა თავისი ღიმილით და საკუთარ სტატუსსაც კი ავიწყებდა . ზოგჯერ იმდენად დიდი იყო ლტოლვა , რომ თავის გაკონტროლება უჭირდა. ყოველ ჯერზე როდესაც უახლოვდებოდა, ზღვარს ამცირებდა და მის დაუფლებაზე ფიქრობდა საკუთარი თავიც ეზიზღებოდა. მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს განუცდია, მეგობრის შეყვარებულსაც კი არ უყურებდა როგორც ქალს ნატა კი მისი ძმის ცოლი იყო, იმ კაცის ქალი , რომელიც ასე ძალიან უყვარდა. მასაც ღალატობდა და საკუთარ თავსაც. იცოდა იმ კოცნით უკვე დააშავა, მაგრამ თავს იტყუებდა . ამ ამბის ახსნა არ შეეძლო , სიტყვები არ ჰქონდა იმის აღსაწერად რაც მის გულსა და გონებაში ხდებოდა. ახლა როცა ასე ახლოს იყო ყველაზე მეტად უჭირდა დისტანციის დაცვა. ორივეს სხვადასხვა ფიქრები ჰქონდა, არ იცოდნენ სიმართლე, ერთმანეთის ნამდვილი სახე და ყველაფერი უფრო მეტად რთულდებოდა . შუაღამე იყო ეზოდან ხმაური რომ შემოესმა, მანამდეც ესმოდა ნაბიჯების ხმა, მაგრამ ვერ გამოფხიზლდა იფიქრა მოსეა წყლის დასალევად სამზარეულოში გასულიო და ძილი განაგრძო. შემდეგ კი აშკარად ესმოდა ორი ადამიანის საუბარი, ხმაურიანი გადაადგილება სახლის მიმართულებით . ნახევრად მძინარე მიაბიჯებდა და თან ხალათს იცვამდა -ნეტავ საკუთარი თავი არ გეცოდება თუ ვერ ხვდები რა ჩაიდინე -ასეთი ნაცემიც არ ვარ, ნუ აჭარბებ- ლაშას ხმა რომ იცნო გაჩერდა და გამოფხიზლება დაიწყო -გგონია შენ გახეთქილ ტუჩზე ვამბობ? მამაშენის ბავშვობა ხარ - ვერ ხედავდა, მაგრამ ხვდებოდა როგორი სახე ჰქონდა იმ წამს- ამ აზროვნების გამო მეცოდები . რა გგონია გოგოს რომელსაც მოსწონს მის გამო როგორ ჩხუბობს ორი სულელი ბავშვი ის ცხოვრებაში გამოგადგება? ღირს მისთვის თავის გაწირვა და უაზროდ ომის წამოწყება რომელმაც შეიძლება ცხოვრება დაგინგრიოს? არაფრის გამო, განა შეურაცხყოფა მიაყენეს და იცავ. არაა! არა და არა უბრალოდ ჩხუბობთ ბიჭები რაა შენც მიუტანე საჩუქრები , იმანაც გიტყდებათ რო ორივეს გწერთ , გელაპარაკებათ -ისეთი დამცინავი ტონი ჰქონდა. იმდენს ლაპარაკობდა ალბათ აგიჟებდა ლაშას -გეყოფა რა...იმისთვის არ მოვსულვარ აქ ,რომ მამაჩემზე უარესები მითხრა. ამდენს ისიც არ მელაპარაკებოდა ხოლმე. ზურა მომენატრა რა, როდის დაბრუნდება- უკვე ნატაც ახლოს იყო . ხედავდა მოსეს, რომელიც სიგარეტს ატრიალებდა ხელში და ზურგით იდგა . გაიყინა თითქოს, ხელი კედელს მიარტყა და ბიჭისკენ მიბრუნდა მთელი ტანით. ასეთი სახე არასდროს ჰქონია მანამდე, ნატა გაიყინა. უნდოდა მისულიყო და გაეჩერებინა ეს დიალოგი, მაგრამ მის წითელში ჩაკარგულ ზღვისფერებს ვერ აშორებდა მზერას -ზურა მოგენატრა არა? ასეთი ხშირად მისულხარ აქამდე მასთან და ისიც სიამაყით ივსებოდა ხომ? უხაროდა თავისი შთამომავალი რომ ემსგავსება ... -არა, მაგრამ მას ესმის ...შენ არა. სულ არ მეთაკილება რომ ვგავარ , მეგონა შენც მისნაირი იყავი. ამბობდნენ ხოლმე მოსე ჰგავსო - ვგავარ კიდეც, იმით რაც კარგი ჰქონდა დაბადებიდან და ვერ გამოიყენა. არ ვგავარ მის ბნელ ნაწილს, იმას რომელიც ყველამ იცით და ის ასე რომ მოგწონთ შენ და შენნაირ პატარა, სულელ ბავშვებს. ისევ, ამ საუკუნეშიც არომანტიზებთ მისნაირების საქმეებს და სულ არ გრცხვენიათ ხომ ? გინდა სიმართლე გითხრა? - ზემოდან უყურებდა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მალე დაახრჩობდა, მაგრამ არა დაჯდა . მის წინ მდგომ სავარძელში ჩაეშვა , სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი -რომელი სიმართლე ... მე ყველაფერი ვიცი და -რა იცი , ის რომ შენმა საყვარელმა ბაბუმ ცხოვრების 20 წელი სხვადასხვა ციხეში გაატარა ? ხო როდის რამდენი ხნით იჯდა ეგ ალბათ მთელმა ოჯახმა იცით , მაგრამ იმ დროს რა ხდებოდა იცი? აი ზურაბი რომ ციხეში ადგილს იკავებდა ამ დროს ფეხმძიმე დედაჩემი რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო სოფელში მარტო ცდილობდა ცხოვრებას. ის რომ იქ სხვებს ურჩევდა საქმეებს მისი ცოლი ცხვირ წინ მუცლით იმდენ საქმეს აკეთებდა ,რომ ვეღარ გაუძლო. ის რომ იქ ეგდო , იმ ბოზ, ქურდ, მკვლელ, ჩათლახ ხალხში და თავი მაგარ კაცად მოჰქონდა მისი ქალი სიკვდილს ებრძოდა მისი შვილები რომ გადაერჩინა - ტონს არ უწევდა. შიგნიდან იწვოდა და მაინც ისე ელაპარაკებოდა ბიჭს, რომ ერთხელაც არ უყვირია . ისიც განაბული, გაქვავებული უსმენდა - შენ თუ კაცობა გგონია უცოდველი გოგოს გაუბედურება, მაშინ დაემსგავსე. დედაჩემი , მისი პირველი სიყვარული ისე მოკვდა მის სახლში , მკერდზე მიწვენილი ორი ბავშვით , რომ ის თავისი მენტალიტეტის, თავისი წესების და კანონების გამო ციხეში იყო. პირველად იმიტომ ჩასვეს, რომ არასწორ ხალხთან ერთად იყო მერე რა თქმა უნდა ისინი არ ჩაუშვა და თვითონაც იმდენივე მოიხადა რამდენიც სხვებმა. მერე ისწავლა ყველაფერი , არადა შეეძლო უნივერსიტეტი დაემთავრებინა, ემუშავა და ცოლ-შვილზე ეზრუნა. ის კი კარგი ქურდი იმის ხარჯზე გახდა, რომ ცუდი შვილი, ქმარი და მამა იყო . არცერთი ცოლისთვის ყოფილა კარგი ქმარი ამიტომ იყვნენ ისინი ისეთები ,როგორებიც იყვნენ. ციხიდან რომ გამოვიდა ექვსი წლის ვიყავით მე და დედაშენი. ლენას არ ახსოვს, გონებაში მხოლოდ საყვარელი მამიკო ჰყავს მე კი ამ წყეული ტვინით ყველაფერი მახსოვს რასაც ვხედავდი ხუთი წლიდან დღემდე -მოსე მე -შენ სხვა ხარ ვიცი... განა არ ვიცი ? ყველას ასე ჰგონია, უბრალოდ იწყება და შემდეგ ჩნდება დანა, იარაღი . თავიდან ისე უბრალოდ ჩნდება , მერე ვიღაც გამოიყენებს ...ერთ დღეს შენს ხელში არმოჩნდება და ისე შეიღებება ეს თითები სისხლით აზრზეც ვერ მოხვალ . ზურაც შენნაირი იყო ერთ დროს, სუფთა და უდანაშაულო ბიჭი. მერე იცი რამდენად დაისვარა? ვერ წარმოიდგენ და ვერც გეტყვი ყველაფერს... არ გინდა, ლენას ციხის კართან ნუ დააყენებ . ყველაფერს გაპატიებ, არასდროს გაქცევ ზურგს , მაგრამ ლენას გულის ტკენა საკუთარ თავსაც ვერ ვაპატიე ...-მხოლოდ იმ წამს დაკარგა ხმა. ერთხანს ჩუმად იყო , ალბათ რამდენიმე წამი გავიდა ,მაგრამ საუკუნეს ჰგავდა - არ გინდა უაზროდ ჩხუბი . დაიცავი , როცა უდანაშაულოს საფრთხე დაემუქრება . სიმართლისთვის ყველაფერი გააკეთე . მართალი იყავი გესმის? მერე შენს სიტყვასაც ექნება წონა და უსიტყვოდაც ბევრი დაგითმობს გზას . კაცად ყოფნა ძნელია ,კარგი შვილი, ძმა, ქმარი, მამა და ადამიანი უნდა იყო - მოსე თავზე რომ კოცნიდა თვალებამღვრეულ, სიტყვებდაკარგულ ლაშას ნატა ამ დროს იატაკზე იჯდა და საკუთარი გაორმაგებული გულისცემის დამშვიდებას ცდილობდა მოსე გელოვანი არ იყო ჩვეულებრივი კაცი. მისი ერთი შეხედვით, ერთი საქმით შეფასება შეუძლებელი იყო. ვერ ამოხსნიდი, იმდენი დამალული შრე ჰქონდა, მისი წარსული იმდენ ტკივილს, სევდას და დარჩენილ იარას ინახავდა . ბევრი დრო გჭირდებოდა რომ შეგეცნო, მისი რომ გაგეგო, მისი აზრები წაგეკითხა , უბრალოდ რომ მიახლოებოდი მის სულს. ნატას მთელი არსებით უნდოდა მასთან და მისთვის ეცხოვრა, მაგრამ სურვილებს როდის მიჰყოლია ყოველდღიურობა. .......... _ბინა ვიპოვნე ... უნდა ვნახო და ვიყიდო _იმდენად მოულოდნელად განუცხადა, რომ ნატამ სიტყვის თქმა ვეღარ შეძლო -რემონტი სჭირდება ალბათ ხომ?- არ უნდოდა წასულიყო. მოსწონდა მასთან ცხოვრება ასე მშვიდად და უპრობლემოდ მიუხედავად იმისა,რომ თავის შეკავება უხდებოდა მაინც ბედნიერი იყო. -თეთრი კარკასია , ყველაფერი უნდა ვიყიდო - თითებს დაჰყურებდა, ხელისგულზეც ჰქონდა დამწვრობის კვალი ვინ იცის რა გაიარა ცეცხლმოკიდებულ სახლში მყოფმა . ნატალია მის ოთახში არ შედიოდა ღამით , მაგრამ შუქს ხშირად ენთო აშკარად არ ეძინა იქნებ კოშმარებსაც ხედავდა -მე ცეცხლის პანიკური შიში მაქვს ... როგორ შეძელი იქ დარჩენა . ადამიანები გარბიან მსგავს ვითარებაში, ზოგს იმდენად ეშინია ფანჯრებიდანაც კი ხტებიან -მე არ მაქვს საკუთარი თავის დაცვის მსგავსი ინსტიქტი... მიწისძვრების დროსაც არ გავრბივარ -არ შეგეშინდა ? - მზერა გაუსწორა და პასუხს დაელოდა -რისიც მეშინოდა ის ცეცხლმა შთანთქა ... ახლა უკვე იმის მეშინია ,რომ ერთ დღეს დამავიწყდება ყველაფერი რაც იმ სახლში იყო გამოკეტილი . ძნელია გახსოვდეს , როდესაც ვერ ხედავ მე კი დავიწყების ყველაზე მეტად მეშინია , მეზიზღება კიდეც - სევდისფერი გაუხდა მზერა ნატას კი ისევ სხეული აუწვა სურვილმა. უნდოდა მისულიყო, მანძილი გადაელახა ,ყველაფერი გაექრო და მთელი ძალით მოხვეოდა . იმ ლამაზ თვალებს დაუკოცნიდა , თითებს თმაში შეუცურებდა და დიდხანს არ მოშორდებოდა მის ტუჩებს . მზერა გაუშეშდა , გულისცემა აუჩქარდა შემდეგ მაჯაზე მოეხვია თითები და გონს ძლივს მოვიდა - ასე თითებს დაიჭრი -მე ... მე უბრალოდ ვწუხვარ . მესმის როგორი რთულია როდესაც ნადგურდება ის რაც ასეთი მნიშვნელოვანია. იმდენი ნივთი მაქვს რომელი წარსულს მახსენებს, რომელიც მოგონებებს აღმიძრავს . ჩემი სახლის კედლებიც კი მიყვარს , ბავშვობის ტანსაცმელსაც კი ვერ ველევი . დედა მეზობლის ღარიბ ბავშვებს აძლევდა რაღაც ნივთებს მე კი არაფრით დავთმე ჩემი რამდენიმე კაბა , მეჩხუბა და ძალიან მეწყინა. ვერ მიხვდა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის პაპამ დაბადების დღეზე მაჩუქა 7 წლის რომ გავხდი , ერთიც მამას ნაყიდი იყო თვითონ ამირჩია თორემ სხვებიც ხომ მათი ფულით იყო შეძენილი. არ ვიცი შეიძლება ეგოისტი და ღორი ვარ , მაგრამ ვერავის დავუთმობ იმ ნივთებს რაც ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, თარიღებს და მდგომარეობას მახსენებს - მოსეს ვერ უყურებდა, თვალი რომ გაესწორებინა ვერ ეტყოდა ამ ყველაფერს არადა უნდოდა სცოდნოდა ,რომ მისი კარგად ესმოდა , რომ მარტო არ იყო და სხვებსაც ჰქონდათ მისი მსგავსი დამოკიდებულება ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ბრალიანი საგნების მიმართ. მზადებას აგრძელებდა, სული დაუმძიმდა წამით , წყენა გაახსენა, დედამ რომ ვერ გაუგო საშინლად ეტკინა მაშინ -ისინი რომ იწვოდეს ასე ძალიან რაც გიყვარს აალებულ სახლშიც შეხვიდოდი -არ ვიცი , მსგავსი ინსტიქტს დაყრდნობილი ქმედებების წინასწარ განსაზღვრა არ შემიძლია. იქნებ შემშინებოდა, არ ყოფილიყო ჩემი სიყვარული ამდენად დიდი და გავქცეულიყავი . ან მეც გამომეჩინა სიმამაცე და გადამერჩინა ჩემი მოგონებების ნაწილი -მე დარწმუნებული ვარ,რომ არ გაიქცეოდი - ისევ ვერ მოარიდა მზერა, ისევ გადაეყარა მის თვალებს და ისევ არეული რიტმით დაიწყო მუშაობა გულმა . ესიამოვნა ამ სიტყვების მოსმენა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ამ კაცის აზრები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდნენ ,ღირებული ხდებოდნენ ......... ნატასთან ერთად იყო იმ ადგილას სადაც ახალი მოგონებები უნდა შეექმნა პირველი ნაბიჯები მასთან ერთად გაიარა . ბინა საკმაოდ დიდი იყო ერთი ადამიანისთვის იქ მყუდროდ და კომფორტულად მოწყობას შეძლებდა. მოეწონა ნატას , დადიოდა და რაღაც იდეებიც უჩნდებოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს . მოსეს ხმა რომ გაიგო სიხარულისგან გულისცემა აუჩქარდა -დამეხმარები ამ ცარიელი კედლების სახლად გადაქცევაში ? - აივანზე იდგნენ და ხედს უყურებდნენ -დარწმუნებული ხარ ? -შენ ხომ სახლების დიზაინი შეისწავლე , პროფესიონალი ხარ სხვა რომ ვიპოვნო სისულელე იქნება მე კი საშინლად ვერ ვიტან ამ პროცესს -კარგი, ოღონდ შენობაში შევიდეთ ... ზედმეტად მაღლა ვართ - ახლაღა შენიშნა მოსემ ,რომ ნატა ერთ წერტილს უყურებდა და უჩვეულოდ გაფითრებულიც იყო -სიმაღლის შიშიც გაქვს? - ღიმილი ვერ შეიკავა ინსტიქტურად ჩაკიდა ხელი - დამშვიდდი მყარი შენობაა ასე უცებ არ დაინგრევა -ნუ დამცინი ... მე მართლა ძალიან მეშინია. ასე მაღლა რატომ იყიდე ცოტა დაბლა არ იყო ბინები? - მე მიყვარს ცასთან სიახლოვე , განგებ ავირჩიე ეს კორპუსი და თან ბოლო სართული ... კლდეზე ცოცვას რომ შევძლებ თან წაგიყვან თუ მომეწონება შენი დიზაინით მოწყობილი სახლი -შენ რა გგონია კლდეზე ავცოცდდები თან შენთან ერთად? უცებ ხასიათი რომ შეგეცვალოს მარტის ამინდივით, ხომ დამტოვე სადღაც ჩამოკიდებული - იმდენად გულწრფელი იყო მოსეს ისევ გულიანად გაეცინა -როგორი მშიშარა ხარ და ზოგჯერ რა დიდ გულზე ხარ რომ მელაპარაკები -მაგიჟებ და იმიტომ - ესეც პირდაპირ მიახალა და წარბები შეკრა -გეყოფა უკვე ... წავიდეთ ლიფტში იყვნენ უკვე, ღილაკს რომ დააჭირა მოსემ ისევ გაიცინა და ზემოდან დახედა კედელს მიყრდნობილ ქალს- იმედი მაქვს კლაუსტროფობიაც არ გაქვს -არა , მთლად კლაუსტროფობია არ მაქვს, მაგრამ დიდად არ მიყვარს პატარა სივრცეები . მირჩევნია დიდი იყოს და ნათელი . როგორ შეიძლება აქ კომფორტულად იგრძნო თავი, სულ ვითვლი ხოლმე სადმე მაღალ შენობაში რომ ვარ -კიდევ რისი გეშინია -ასე ვერ გეტყვი , რაღაცები სულ მაშინებს, რაღაც ზოგჯერ აი მაგალითად ჩემი მურა მიყვარს , მაგრამ სხვა ძაღლები მაშინებენ . ცხოველებთან მსგავსი დამოკიდებულება მაქვს -სიჩქარე ? წყალი? -ცურვა ვიცი, მაგრამ ფრთხილი ვარ როდესაც ზღვაში შევდივარ. არ მიყვარს სიცოცხლით თამაში ... გადაჭარბებულს ვერაფერს ვიტან ვერც სიჩქარეს, ვერც სიმაღლეს და ვერც სიღრმეს -მხოლოდ ემოციები და გრძნობები ჭარბობენ შენში , პატარავ - თავი ვერ გააკონტროლა და ის უთხრა რასაც ფიქრობდა. არ იყო ეს კაცი მოსე, ამდენს რომ საუბრობდა, ასე მშვიდად იყო ქალის გვერდით თან როგორი ქალის, რომელიც მისი ძმის ცოლი იყო, რომელმაც აკოცა და რომელიც ერთ ჩვეულებრივ არსებად მიაჩნდა. ისევ დაამუხრუჭა, ისევ გაჩუმდა და ასე მდუმარედ იჯდა მანქანაშიც სანამ თავის უბანს არ მიუახლოვდნენ. არ შეეძლო გვერდის ავლა, ვერ მოისვენებდა ახლა ეს შანსი რომ არ გამოეყენებინა- აქ შეუხვიე -აქ რა გვინდა?- ვერ მიხვდა იმდენად უცებ უთხრა და თან ისეთი ტონით -გააკეთე რასაც გეუბნები ასეთი რთულია? -მალამო უნდა წაგისვა , ხომ გახსოვს ისედაც დიდი ხანია გარეთ ვართ -გეყოფა , ცოტა ხნით გაჩუმდი ...- ცუდად იყო , არ უნახავს დამწვარი შენობა . გონება დაკარგა იმ წამსვე რა წამს საყვარელი ლამარა დეიდას გაჩერებული გულისცემა დააფიქსირა და გაიაზრა, რომ ვერ უშველა. ალმოდებულ სახლებს მზერა ბოლოჯერ მოავლო და მერე გაითიშა ახლა კი იქ იყო თავის ბავშვობას უახლოვდებოდა. ეზოს ,რომელშიც ბედნიერი წლები გაატარა , იმ ადგილთან აკავშირებდა საოცარი მოგონებები ახლა კი ჭიშკრიდან მხოლოდ დანახშირებული შენობის კვალი ჩანდა, ყვითელი ლენტით შემოღობილი , გამურული , დანაცრული ადგილი . მისი დარგული ხეც კი დანახშირებული იყო , აღარც ყვავილები ჩანდა, ყველაფერი უსიცოცხლო იყო ერთ დროს ხმაურიან იტალიურ ეზოში . მანქანიდან იმდენად სწრაფად გადავიდა დამწვარი ფეხიც კი არ ახსოვდა, ტკიოდა, მაგრამ სულის იარები უფრო მეტად ეწვოდა . მიდიოდა სანამ დამწვარ კიბეს არ მიუახლოვდა ასვლა შეუძლებელი იყო , ირგვლივ არაფერი იყო თავი ორმოში ეგონა ზემოდან დაჰყურებდნენ მეზობელი ეზოების სახლები, შორს მდგომი კორპუსები და მთელი ქალაქი ახრჩობდა. გაშეშდა , სუნთქვა უჭირდა, მზერა აემღვრა იმაზე მეტად ეტკინა ვიდრე აქამდე , არადა ეგონა ამ დროის განმავლობაში თავს მოერია -მოსე ... - ნატა საყრდენად რომ ექცა, გალეული მკლავები რომ შემოხვია ხელზე მერე იგრძნო როგორ შეტორტმანდა . ქალის სუსტი ხმა ყურთან ახლოს ესმოდა, მის ტკბილ სურნელს გრძნობდა სიცივეში , სიცარიელეში -ეს სახლი ბაბუამ იყიდა , აქ გაიზარდა მამაჩემი ამ ეზოში ცხოვრობდნენ. აქ იბადებოდა ის ურთიერთობები რაც ასე უყვარდა ბაბუს, რაზეც სულ მიყვებოდა და რითაც ამაყობდა. დედა აქ მოიყვანა მშობიარობის შემდეგ ... მე და ლენამ ამ ადგილას გავიარეთ- ხელით ანიშნა ამომტვრეულ ფილებზე და მერე უღონოდ დაუშვა დაბლა - ამ სახლში დაიწყო და დასრულდა ჩემი მშობლების ამბავი. დედა მეზობელ სახლში მიდიოდა სტუმრად თავის დაქალთან, აერია და მამასთან შევიდა . კარი არასდროს ჰქონდათ დაკეტილი . სულ რაღაც 15 წლის იყო მაშინ , შეცქრიალდა და დაქალს ეძახდა მამაჩემს რომ გადაეყარა დერეფანში ... უკანასკნელი წუთებიც იმ ოთახში დალია . ბოლოჯერ იქ ამოისუნთქა , საწოლზე რომელსაც მამაც კი არ ეხებოდა და ახლა ფერფლია... სადღაც ამ ადგილას იდგა აიი - რკინები იყო დარჩენილი მხოლოდ . მოსეს ხმა ჩაუვარდა - აქ მოგონებები იყო, ის რაც არ მინახავს ის რასაც სხვა ვერაფერი გამახსენებს. ფოტოები გამოვიტანე , მხოლოდ ალბომები გადავარჩინე . ლამარასთან მანამდე რომ გავსულიყავი ვნახავდი ღუმელს, გავთიშავდი ... მე კი დავიძინე . ვიფიქრე გვიანია , ეძინება და არ გავაღვიძებ ცოდოა-თქო- თავზე მოიჭირა ხელი და თვალები დახუჭა. ცრემლები მაინც ვერ გააჩერა, ვეღარ მოერია , აღარ ჰქონდა ძალა . ტკივილმა დაანგრია, გამოუშვა, მაგრამ მაინც გაანადგურა . შემდეგ რამდენიმე წამი გაჩნდა , თავისუფლების, სიმშვიდის, ფერებით სავსე წამი რომელმაც ირგვლივ ყველაფერი გააქრო ნატას ცრემლებით დანამული ტუჩები ტუჩებზე ეხებოდა, მისი გაყინული თითები კანს უწვავდნენ . მთელი ვნებით კოცნიდა, ბოლო თვეს დაგროვილი, ყველა დაიგნორებული ემოციით იკრავდა ქალს სხეულზე , თითებს კეფაზე უჭერდა და მანამ არ შორდებოდა სანამ ისევ არ გაიხსენა გონებამ ყველაფერი. შინაგანი ხმა ყვიროდა „ლუკას ცოლს კოცნი „ ისე ხმამაღლა გაჰკიოდა ,რომ წამების განმავლობაში მიღებული ემოციები გააქრო, ისევ ბრაზი, სიძულვილი, სიბნელე მოიტანა ,ისევ გააცოცხლა მონსტრი, რომელიც ვერ ხედავდა ნატალიას გულწრფელ ცრემლებს, მის უმანკო გულს და არაფერი იცოდა მისი სტატუსის გარდა . ის ცოლი იყო , სხვა კაცის ქალი, კაცის რომელიც თავად გაზარდა , რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა . მხოლოდ ღალატი იყო , არაკაცობა , უმსგავსობა -მოსე მე არ - ამღვრეული თვალებით უყურებდა, ყბაზე მისი თითები უჭერდნენ,ხედავდა მისი მზერა როგორ იცვლებოდა, ნელ-ნელა იფანტებოდა სევდა და ჩნდებოდა ბრაზი . ის კაცი იღვიძებდა ასე რომ აშინებდა . ისე იყო არეული, იმდენად ვერ აკონტროლებდა თავს,რომ იმ წამს სიმართლის თქმისთვისაც იყო მზად მიუხედავად იმისა,რომ საიდუმლოს გათქვამდა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა სჭირდებოდა „ მე არ ვარ ლუკას ნამდვილი ცოლი „ ეტყოდა და ყველაფერი ამოტრიალდებოდა, მაგრამ მოსესთან ასე შორს აღარ იქნებოდა, მისი გრძნობები აკრძალული აღარ იქნებოდა -აქედან წადი ! ახლავე მოშორდი ამ ადგილს და აღარასდროს გადმოკვეთო ზღვარი ჩემამდე , ეს უკანასკნელი იყო , გეფიცები ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ თუ არ გაქრები - ასეთ მონსტრს ვერ ეტყოდა სიმართლეს, ლუკას ვერ უღალატებდა არ შეეძლო . უკან დაიხია , მოშორდა და წავიდა . მოსე დამწვარ ხესთან დაჯდა, რომლის ფესვებიც ჯერ კიდევ ცოცხლად გამოიყურებოდნენ, მისი ნახევარი ისევ იბრძოდა არსებობისთვის საკუთარ თავს კი შანსი აღარ დაუტოვა . გააქრობდა ყველა გრძნობასა და გაჩენილ ფიქრს , დააიგნორებდა, დაივიწყებდა, გამოკეტავდა, თავს მოიტყუებდა ,რომ არაფერი ყოფილა . ცხოვრებაში პირველად გაჩენილ უკონტროლო გრძნობას შეეწინააღმდეგებოდა, გამოკეტავდა და გააქრობდა. დაბრუნება სხვაგვარად წარმოედგინა, სხვა მიზნები ჰქონდა, სხვა გეგმები ახლა კი ნატალიას გამო პირადი ცხოვრებაც კი აერია , ის ნაწილი რაც აქამდე არ აწუხებდა . ყველაფერი ერთბაშად დაატყდა თავს , დასუსტდდა , მაგრამ დაცემა არ შეეძლო ჯერ კიდევ ჰყავდა ადამიანები,რომლებიც მის იმედად იყვნენ, მის გამო ცოცხლობდნენ . ეზოდან გასულმა მანქანა რომ დაინახა თავადაც არ იცოდა რა უნდა ეფიქრა. ნატალია არსად ჩანდა, ქუჩა სულ მთლად ცარიელი იყო , საჭესთან დაჯდა და სოფელში წავიდა. ისევ ტკიოდა დამწვარი მხარი , მაგრამ ქალაქში დარჩენა აღარ შეეძლო. ისევ უნდა გაქცეულიყო, გარიყულიყო სამყაროსგან . საღამოს უკვე საკუთარ სამოთხეში მიაბიჯებდა, წვიმდა და ერთი სული ჰქონდა ბუხრით გამთბარ ოთახში როდის შევიდოდა. კარი გააღო და დაინახა კიდეც ტელევიზორის წინ მსხდომი მოხუცები . ბებო ქსოვდა და თან სერიალს უყურებდა ბაბუს კი სათვალე მოერგო და გაზეთს კითხულობდა. კარის გაღების ხმა ორივემ გაიგო და ერთადერთი ქალიშვილის დანატოვარის დანახვისას ფეხზ წამოდგნენ -ჩემო ბიჭო ამ დროს აქ რამ ამოგიყვანა ... რატომ არ გვითხარი , რამე მოხდა?- მოეხვია , თავისზე მაღალს სახე დაუკოცნა და პერანგის შიგნით დალანდული ბინტის გამო სახე მოეღუშა. თვალებში უყურებდა , უსიტყვოდ იცოდა ისევ რაღაც უბედურება იყო მის თავს -მოსე , მშვიდობა გაქვს ბიჭო ? -მომენატრეთ , სიმშვიდე მინდა ... ხაჭაპურს გამიკეთებ ბე ? - დანაოჭებული ხელები დაუკოცნა ქალს - ოთახში ავალ მე და დამიძახე მზად რომ იქნება გამოიცვალა , როგორღაც მოახერხა თავის მოწესრიგება და საწოლზე უღონოდ დაეშვა. თვალები როგორც კი დახუჭა მაშინვე ნატა გაახსენდა, ისევ ერთად დაატყდა თავს ყველა გრძნობა და ბოლოს ბრაზით დაასრულა. თვალები გაახილა და უეცრად ახმაურებულ მობილურზე გადაიტანა მზერა „არ ვიცი სად ხარ და არც მაინტერესებს . კახეთში წავედი და შეგიძლია მშვიდად დაბრუნდე სახლში „ „ჭრილობები არ დაივიწყო, ცოტა დარჩა განკურნებამდე „ ბოლო შეტყობინება რომ წაიკითხა სუნთქვა შეეკრა. ისიც იქ იყო , იმ ადგილას სადაც მუდამ შეეძლო თავის შეფარება. სახლში რომელიც მის ბედნიერ მოგონებებს ინახავდა ... ............ არ საუბრობდა საკუთარ პრობლემებზე, თითქმის არაფერი იცოდნენ მისი ტკივილის შესახებ ოჯახის წევრებმა რომელთანაც ნამდვილი იყო , თავისუფალიც და მშვიდიც . ასეც ხდება ყველაფერს არ ამბობ , არ შიშვლდები , საიდუმლოს იტოვებ , მაგრამ მაინც მათ გვერდით ხარ ყველაზე დაცული. სახლში ჩვეულებისამებრ ფუსფუსი იყო დედას ეხმარებოდა , უამრავი საქმე იყო რითაც დროს გაიყვანდა და გვიან ღამით კომპანიის პროექტებზე იზრუნებდა. საერთოდ ვეღარ იძინებდა ასეთი არეული მაშინაც კი არ ყოფილა პირველად რომ ატკინეს როგორც ქალს , არც პირველ სიყვარულს მოუტანია ამდენი გრძნობა და ემოცია . ახლა სულ სხვა ქალი იყო , იმდენად განსხვავებული, რომ ისევ პატარა გამოუცდელ გოგონას ჰგავდა. ლაბირინთში დაიკარგა ამჯერად გამოსავალს ვერ ხედავდა არც დავიწყება უნდოდა, არც გაქცევა შეეძლო და ვერც ამ გრძნობას ებრძოდა. ყველაზე რეალური, ძლიერი და დამანგრეველი რამ იყო მის ცხოვრებაში. თავს ვეღარ იტყუებდა , იმდენად ბევრი იყო მოსე , რომ უბრალოდ არ შეეძლო თვალის დახუჭვა . ყურადღება გადაჰქონდა , დამშვიდებას და გონების მობილიზებას ცდილობდა საქმიანი ქალი რომ არ გაენადგურებინა ვნებამორეულ ქალს. ყველა სახლი დაასრულა, ქალაქშიც ჩავიდა დამკვეთებსაც შეუთანხმდა და ბიჭებსაც დაავალა დროულად დამზადება. მაღაზიაში წავიდა და შეკვეთებს ამოწმებდა ნაცნობი ხმა რომ გაიგო და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა . ისე ღელავდა მის მდგომარეობაზე, თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა ხელებზე, მის ჟესტიკულაციას და ყველა გადადგმულ ნაბიჯს ადევნებდა თვალს. აშკარად კარგად იყო , პერანგზე მუქი ნაცრისფერი მანტო ეცვა და ისე დაიძრა ახალი ავეჯის სანახავად . ნატალიას ეგონა რომ შეუმჩნეველი იყო, ფიქრობდა ვერ დამინახა და ისე წავა ეხვედრაც არ მოგვიხდებაო. უყურებდა მანამ სანამ საძინებლის უზარმაზარი კარადა არ ჩამოეფარა შემდეგ მზერა მოაშორა და ლეპტოპზე გადაიტანა ყურადღება _დისტანციურ მუშაობას როდის შეწყვეტ ... ცვლილებებია საჭირო რომელსაც მარტო განვახორციელებ შენი აზრის გაუთვალისწინებლად თუ არ მოხვალ _მისი ხმა, ტონალობა და სიახლოვე წამოკივლებამდე ცოტა აკლდა . უყურებდა დამრგვალებული თვალებით და სიტყვას ვერ ამბობდა _გადმოგიგზავნე ყველა საქმე ... _შენ დიზაინერი ხარ თუ მფლობელი ... მოხსენებები არ მჭირდება . ისედაც ვიღებ ანგარიშს და შენი მუშაობის ხარისხიც ვიცი . აქ საუბარს არ ვაპირებ , წამოდი _ მაჯაზე შემოხვია თითები და იძულებული გახადა გვერდით გაჰყოლოდა. გულაფართხალებული მიდიოდა , არეული ნაბიჯებით მანქანში ჩუმად ისხდნენ , მაგრამ ნატა ვერ ისვენებდა _მე ვმუშაობ ყველაფერს ვაკეთებ ოფისში მოსვლა რა საჭირია _შენი არჩეული დიზაინერების მუშაობა რომ შეამოწმო _მიგზავნიან ყველაფერს ... მათ კლიენტებსაც ვესაუბრები და სახლებიც კი შევამოწმე, ავეჯიც _შეკვეთების რაოდენობა იზრდება და ბიჭები ძლივს ასწრებენ ... რიგებია _ვიცი ... ვამოწმებ ამასაც . ყველა ფილიალის შეკვეთებს ვიღებ მაილზე ... მოწესრიგებულია ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ დრო სჭირდებათ _მაშინ დავხუროთ ის ოფისი და სახლიდან ვიმუშაოთ ... ტყუილად ვიხდით გადასახადებს და ვაკავებთ შენობას_გაღიზიანდა . თავადაც არ იცოდა რა პასუხს ელოდა მხოლოდ მონატრება აგიჟებდა, მთელი თვე ელოდა ნატას გამოჩენას და ახლა მიზეზსაც ვერ პოულობდა მის იქ მისაყვანად . _რა გინდა მოსე ? ოფისში მუშაობენ თანამშრომლები , ხვდებიან კლიენტებს და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება _მაშინ ნახვამდის ... განვაგრძოთ დისტანციურად მუშაობა _მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა _სერიოზულად ? აქ მტოვებ? _გზას ვერ გააგნებ ? _ირონიულად ჩაიცინა და თავი გვერდით გადახარა _ მებრალები _ თვალებში უყურებდა , ხედავდა მის ნამდვილ სახეს ნიღაბ ამოფარებულ გრძნობებს და ორმაგად ტკიოდა . ღვედი აკანკალებული თითებით ძლივს შეიხსნა , თავი დახრილი ჰქონდა ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა , მაგრამ არ გამოუვიდა. მოსემ საჭეს რომ დაარტყა დამწვარი ხელი და თვალში მოხვდა მისი მკრთალი ნაიარევი ნაკადულივით იწყო სვლა სითხემ _გებრალები ... შენ , მე გებრალები არა ? -შენც მებრალები და საკუთარი თავიც ... მე ვარ დაწყევლილი . ყველას ვურთულებ ცხოვრებას ჩემი არსებობით , მაგრამ განგებ არაფერი განმიზრახავს . უბრალოდ შეწყვიტე ჩემთან ასე მოქცევა , ასე არაადამიანურად რომ მტკენ თავადაც სული გეხუთება ვერ ხვდები ? -და რა გგონია, ნეტავ რას ფიქრობ -შენ ვერასდროს აღიარებ იმას რასაც გრძნობ , იმას რაც ხდება -რა ვაღიარო შენ ხომ ჩვეულებრივი მოღალატე ხარ თუ ის რომ ძმას არ ვეუბნები , რომ თავის მატყუარა ცოლს გაშორდეს -შეგიძლია უთხრა , ყველაფერი დეტალურად მოუყევი და ისიც ისე დაკარგე როგორც ლენა - მანქანის კარი გააღო,მაგრამ ისევ უყურებდა- ვწუხვარ შენს გამო , ჩემ გამო , ჩვენ გამოც - წავიდა. უკან აღარ მიუხედავს. .............. ადამიანებში ვერასდროს ერკვეოდა. ყოველთვის ენდობოდა , იყვარებდა , ახლოს უშვებდა და შემდეგ ხვდებოდა რამდენად ბნელი იყო მათი სული. უამრავი მეგობარი დაკარგა , ბევრმა ისე უღალატა და ატკინა სამუდამოდ დარჩა მის გონებაში . ცხოვრების ყველა ეტაპზე ხვდებოდა ისეთ ადამიანებს,რომლებიც არ იმსახურებდნენ . რომ შეუყვარდა მაშინაც ბოლომდე ენდო, საკუთარ გრძნობებს მიჰყვა და უფსკრულიდან გადაიჩეხა. სულ მარტო იყო , არავინ ჰყავდა ლუკას გარდა. მანამდე უბრალოდ კარგი ნაცნობები იყვნენ, ერთმანეთთან შეხვედრა რომ უხაროდათ შემდეგ კი ახლო მეგობრები გახდნენ. ვერასდროს წარმოედგინა ლუკასნაირ ბიჭთან მეგობრობა თუ შეიძლებოდა , აქაც შეცდა საბედნიეროდ გელოვანი ყველაზე ერთგული აღმოჩნდა იმათ შორის ვისაც კი ოდესმე იცნობდა. არასდროს არავინ უგრძვნია, ყოველთვის ცდებოდა , მაგრამ ახლა მოსესთან ურთიერთობის ამ ეტაპზე მთელი არსებით გრძნობდა ამ რთულ, ამოუცნობ კაცს რომლის ყველა ფერი ისევ ვერ შეიცნო , არ იცნობდა , მაგრამ მაინც იცოდა ისიც იგივეს განიცდიდა რასაც თავად . ყველაფერს ხვდებოდა, მის ადგილას დგებოდა და მაინც გაუსაძლისად ტკიოდა უმოქმედობა , საკუთარი უძლურება ასე მძაფრად არასდროს უნანია, მხოლოდ სიკვდილის წინაშე , გარდაუვალი უბედურების ,რომელსაც ვერ მოერეოდა. ლუკა ისევ არ ბრუნდებოდა, დაჩისთან ერთად შორს ყოფნა მისთვის სამოთხე იყო და უბრალოდ არ უნდოდა სამყაროს დაბრუნებოდა. ადამიანებისგან შორს , მშვიდად იყვნენ ერთად და ბედნიერად. ვერ თხოვდა დაბრუნებას არადა ყოველ ჯერზე უნდოდა ეთქვა ჩემთან მოდი უნდა ვისაუბროთ, მიშველე , ამომიყვანე ამ ჭაობიდანო . არ შეეძლო , მის სიმშვიდეს ვერ შეეხებოდა , უბრალოდ უნდა დალოდებოდა მომენტს ,დროს როცა გაივლიდა, არსებობა შემსუბუქდებოდა -პატარავ , როგორ ხაარ ? მთიდან დავბრუნდით , იქ არ იჭერდა , ფოტოებს ჩაგიგდებ უმაგრესი იყო . ერთ დღეს შენც წამოგიყვანდი, მაგრამ ისეთ სიმაღლეზე გული გაგისკდება -მიყვარხარ ასეთი ბედნიერი და გაბრწყინებული ამდენი ხნით არასდროს ყოფილხარ და დაჩიც მიყვარს ამისთვის , მიუხედავად იმისა რომ თვითონ არ ვევასები -ამის სწერვობას უყურებ გოგო? უყვარხარ , პროსტა ჭედავს ხანდახან -არ ესმის და დიდ გულზე ხარ ხო ? - გადაიკისკისა და უფრო კომფორტულად დაჯდა -სად ხარ შენ საერთოდ -სახლში -რომელ სახლში -ჩემს სახლში -და რატომ არ ხარ ჩვენს სახლში? -მოსეა იქ -ვიცი ,რომ მოსეა შენ რატომ არ ხარ-თქო -მე და მოსე ისე ვერ ვიცხოვრებთ ერთ სახლში როგორც მგელი და ბატკანი -რა მოხდა მითხარი და ვეჩხუბები რომ დავურეკავ -არაფერი, უბრალოდ დაივიწყე. უშენოდ იმ სახლში ყოფნა მაინც არ მინდა . აქ მირჩევნია -მერე საქმეები? -ყველაფერს ვაგვარებ დისტანციურად. ზოგჯერ მთელი დღე ქალაქში ვარ და მხოლოდ გვიან ღამე ვბრუნდები -მოიცა ამხელა გზას შუაღამით გადიხარ ? -ახლა ჩემი მართვის უნარებზე არ მესაუბრო თორე გავბრაზდები -ნუ გამაგიჟებ გოგო , ქალაქში სიარული გეზიზღება და ღამით, გადაღლილი მიძინებული დადიხარ თბილისიდან კახეთამდე? -გეყოს ... წავედი მე დაჩი მომიკითხე. ცუდი ამინდებია და გთხოვ ფრთხილად იყავით, ზვავში არ მოყვეთ . დარჩით სახლში თბილად და მყუდროდ -კარგი დედიკო, როგორც შენ იტყვი -გემუდარები თავს გაუფრთხილდი, შენ რომ რამე დაგემართოს მოვკვდები -რა ჯულიეტასავით მელაპარაკები ნატალია .. რა ჯანდაბა გჭირს , რა სენტიმენტებია -აქამდე არ იცოდი რომ ვღელავ შენზე ? -შენ რაღაც გჭირს ! არ გათიშო იცოდე თვალებში მიყურე და მითხარი რას მიმალავ -უიმეე ლუკაა გეყოფა ახლა , რას გიმალავ დავიღალე ბევრი საქმეა. მოვინდომე ბიზნესლედობა და მილიონების გამომუშავება ხოდა აჰაა გამოვიფიტე ...წავედი უნდა დავიძინო ხვალ ათასი საქმე მაქვს - გაუთიშა. მობილურის გამორთვასაც აპირებდა მოსეს ნომერი რომ დაინახა და გულისცემა ისე აუჩქარდა ლამის გონება დაკარგა -უნდა დაბრუნდე - პასუხი ვერ მოასწრო ისე უთხრა და სიტყვის თქმაც არ ადროვა - მე საქმეებს რაღაც ხნით უნდა ჩამოვშორდე და ყველაფერს შენ მიხედავ. ამაღამვე მივდივარ, ჩემი ლეპტოპი და ყველა დოკუმენტი კაბინეტშია . ჩემი ბინის გასაღები სამზარეულოს მაგიდაზე დავტოვე , პირობა შეასრულე , აქციე ის ადგილი სახლად... არ ვიცი როდის დავბრუნდები და შენი იმედი მაქვს - ბოლო სიტყვებმა გონება დაუბინდა. ცოტაც და იტირებდა , ხომ იცოდა რომ საკუთარ პროფესიონალიზმში დაარწმუნა , მაგრამ მისგან ამ სიტყვების მოსმენა თანაც ამ ტონალობით გულს უფლითავდა. გრძნობდა ტკიოდა, რაღაც გაუსაძლისად ტკენდა . ხედავდა მის თვალებს, მის გამომეტყველებას და ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა -არ გათიშო , გემუდარები - უცებ უთხრა და არც უფიქრია უკვე რომ ტიროდა და ხმაზეც ემჩნეოდა სისუსტე - ხომ კარგად იქნები ? მითხარი ... მოსე - ხმას რომ არ სცემდა სულ გაგიჟდა, მის სუნთქვასაც კი ისმენდა თავი ისე ასტკივდა თითქოს მალე იფეთქებდა. შუბლზე მოიჭირა თითები და ღრმად ჩაისუნთქა - მოსეე , ხომ დაბრუნდები -დავბრუნდები როგორც კი გამოჯანმრთელდებიან ისინი ვისი ცუდად ყოფნაც მკლავს - მხოლოდ ეს თქვა , ხრინწიანი, თითქმის დაკარგული ხმით და საუბარიც დასრულდა. მოსეს მობილური გაითიშა. მთელი ღამე თეთრად დაათენდა ნატალიას, დილით კი დაუბრუნდა ცარიელ სახლს რომელსაც მოსეს სურნელი ავსებდა, მისი კვალი იგრძნო ყველგან , ყველა კუთხეში . სამზარეულოში ის ფინჯანი იდგა მისთვის რომ იყიდა , მის საძინებელში ნივთების უმრავლესობა ხელუხლებლად ელაგა. საწოლზე დაწვა, ბალიშს მოხვია მკლავები და რამდენიმე საათს მოახერხა გონების გათიშვა . ............ დაუსრულებელმა საქმეებმა ჩაითრიეს. დრო ისე სწრაფად გადიოდა დილიდან დილამდე რამდენიმე საათით ძილი ჰქონდა დასვენების ერთადერთ საშუალებად. ზამთარმაც გაიარა, გაზაფხულმაც მოიკიდა ფესვები და ყველაფერი თავიდან გამოცოცხლდა, ნატალია კი ვერ ანათებდა ისე როგორც აპრილის მზე . საქმე სტაბილურად კარგად მიდიოდა, აქტუალობას არ კარგავდნენ, იზრდებოდა მოთხოვნა , მაგრამ ახალი ავეჯის დიზაინისთვის დრო არ ჰქონდა. საჭირო იყო განახლება, დანარჩენ თანამშრომლებს დაავალა ახალი იდეების მიწოდება და აარჩია კიდეც რამდენიმე მათგანი. ახალი კადრები აიყვანა, სხვადასხვა სფერო გადააბარა , თავად ყველაფერს აკონტროლებდა და თავისი წვლილიც შეჰქონდა ,მაგრამ იმდენ ფუნქციას ერთად აღარ ასრულებდა. მოსეს ბინის რემონტი ისევ გრძელდებოდა , ყველა დეტალზე ფიქრობდა ისე არაფერი აღელვებდა როგორც იმ სივრცის მყუდრო ადგილად გადაქცევა. რემონტი რომ დასრულდა და ხელოსნებს საბოლოოდ დაემშვიდობა დაიწყო ახალი ეტაპი ავეჯის მოდელები უკვე შერჩეული ჰქონდა, რამდენიმე მათგანი სპეციალურად მოსესთვის შექმნა . ბოლოს სამზარეულოს ტექნიკაც შეიძინა , ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც არ დავიწყნია მხოლოდ მოსეს გარდერობი იყო ცარიელი . მაისის მეორე კვირას სავსე , მაგრამ მაინც ცარიელ ბინაში იჯდა და გრძნობდა მონატრებას , რომელიც ყველა ზღვარს სცდებოდა უკვე . არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, ერთხანს კითხვებსაც არ სვამდა. ლუკა რომ დაბრუნდა მისი გრაფიკიც იმდენად დატვირთული იყო მთლიანად გადაეშვა თეატრის საქმეებში . დაჩი წიგნს ასრულებდა და თავის კაბინეტში გამოკეტილი ატარებდა მთელ დღეს მანამ სანამ ლუკა არ შეუვარდებოდა . კახეთში სამუშაოები არ წყდებოდა, საგაზაფხულო ციებცხელებაში იყვნენ. იქ გარბოდა ,როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა,რომ ბევრი არ ეფიქრა და ისევ საქმე ეპოვნა . დილიდან კაბინეტში იყო , ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებოდა და ადვოკატთან ჰქონდა გასაუბრება . ვახშამზე რესტორანში უნდა ყოფილიყო , ყველა დეტალზე იზრუნა , საკუთარი გარეგნობაც კი იდეალურ დახვეწილობამდე მიიყვანა . მაგიდასთან იდგა , ჩანთას ალაგებდა კარი რომ გაიღო და ძალაც ერთიანად გამოეცალა მოსეს მიახლოება იგრძნო. ნაბიჯების ხმა ესმოდა, უახლოვდებოდა, შემდეგ სურნელს გრძნობდა და მთელი სხეული ეწვოდა, ყველა ემოცია, გრძნობა და შეგრძნება ერთად დაუბრუნდა , ყველა ფერი რაც ბოლო თვეების განმავლობაში ვერ განიცადა ახლა დაატყდა თავს -მოსეე - დაბინდული მზერით უყურებდა, მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და სუნთქვას ცდილობდა - დაბრუნდი -და დამახვედრე ცვლილებები - გაუღიმა, წრფელი , თავისი ნამდვილი ღიმილით უღიმოდა . ისე უყურებდა, სხვას რომ არავის შეეძლო . უცნაური იყო , ერთხელაც კი არ შეხებია , ხელის ჩამორთმევაც არ უფიქრია არადა ნატალია სურვილისგან კვდებოდა. მის თითებს მაინც შეხებოდა , უფრო ახლოს მისულიყო და წვერიან ლოყაზე ეკოცნა , ეგრძნო ის სიმხურვალე მისი სიახლოვისას რომ ჩნდებოდა -ერთ ადგილას გაყინვა არ მჩვევია ... დრო გავიდა და ბევრი რამ შევცვალე კიდეც. ვფიქრობ უკეთესობისკენ -შეხვედრა გაქვს ?- ჩანთაში ნახევრად ჩადებულ ფურცლებს შეხედა და პლანშეტზე გადაიტანა მზერა. იცოდა იქ იქნებოდა ყველაფერი ამიტომ ბევრი არც უფიქრია- მნიშვნელოვანია ? -ბევრ რამეს შეცვლის , სერიოზული განაცხადი იქნება ჩვენთვის... შეხვედრამდე საათნახევარია - მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და იმ წამს გაიაზრა, რომ ხელები უკანკალებდა . გაოფლიანებული ხელისგულები კაბაზე შეუმჩნევლად დაისვა და სავარძელს დაუბრუნდა- დაჯექი -როგორ მოახერხე მათი დარწმუნება -საქმით, ხარისხითა და კრეატივით -ნებას მომცემთ ქალბატონო ნატალია , რომ მეც დავესწრო ამ ისტორიაში შესატან მოვლენას ? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ღვაწლი ნულის ტოლია- ისე უბრჭყვიალებდა თვალები, ჯოჯოხეთშიც ჩაყვებოდა -რა თქმა უნდა -წავიდეთ , რომ არ დავაგვიანოთ მოსეს გვერდით იყო. ისე თითქოს უბრალოდ პარტნიორები იყვნენ და არ არსებობდა სხვა არაფერი. აჰყვა მის თამაშს, გზას რომელიც სიმშვიდეს რაღაც დროით მაინც შეუნარჩუნებლად. გარეგნულად მაინც , მაგრამ შინაგანად რომ აირია? ამდენი ხნის შემდეგ ეშინოდა, ისეთი დაბნეული იყო შეხვედრაზე რაღაც სისულელე რომ ეთქვა არ გაუკვირდებოდა. ყველაფერს ჩაშლიდა თუ თავს ვერ გააკონტროლებდა, მაგრამ მოსეს გვერდით, გელოვანთან ასე ახლოს და ასე შორს როგორ შეიძლებოდა საქმეზე ფიქრი. მისი სურნელი ტრიალებდა მთელს მანქანაში, იმ დროს იყო მაინცადამაინც საცობი, გაგრძელდა გზა და რესტორანიც არა და არ გამოჩნდა. ძლივს მანქანიდან გადავიდა, ფეხით გასავლელი საკმაოდ დიდი მანძილი ისე ვერ გაიარა,რომ არ წაბორძიკებულიყო და ყველაფერი უფრო გართულდა. მოსეს დაძარღვული მკლავი წელზე შემოეხვია , მხრით მის მკერდს მიეყრდნო და სამყარომაც შეწყვიტა ბრუნვა მისი ცხელი სუნთქვა ყელზე რომ მიეფრქვა. ეს დეტალები , ეს წყეული დეტალები ამხელა აფეთქებებს რომ ახდენდნენ -ფრთხილად ... -მადლობა - ჩანთას თითები მოუჭირა და გზა განაგრძო. ეზოს შუა ნაწილშივე შეხვდნენ, ვერანდაზე გელოდებიანო მოახსენეს და გაცილებაც საკუთარ თავზე აიღეს. კიბეზე ასვლის დროს კიდევ ერთხელ შეეხო , ზურგზე ხელისგული მიაბჯინა და უკვე მზერაც დაებინდა. ეს არ იყო ნორმალური , ზრდასრული ქალის ქცევა. -ისუნთქე, რა გჭირს ნატალია- თითქოს განგებ აგიჟებდა, ისეთი ხმა ჰქონდა დაიფიცებდა, გრძნობდა ყველაფერს და აწამებდა -ეს საქმე რომ არ გამოვიდეს, მე შენ - დამუქრება უნდოდა, მაგრამ არ ადროვა -გამოგივა ! -ნატალია- შუახნის კაცი ფეხზე წამოდგა . ხელი გაუწოდა და ნატამაც დაიწყო მოქმედება. ღიმილიანი გამომეტყველებით შეაგება მარჯვენა - როგორც ყოველთვის პუნქტუალური ხართ -ბატონო მიხეილ დღეს დაგვიანება ნამდვილად დაუშვებელი იყო .. გაიცანით ჩემი კომპანიონი , მოსე გელოვანი -სასიამოვნოა , მსმენია თქვენზე ახალგაზრდავ - მოსესაც ჩამოართვა ხელი და მერე მხარზე დაარტყა- გაგიმართლათ , ნამდვილად შესაშური მეწყვილე გყავთ. მეც რომ მყოლოდა მსგავსი კომპანიონი დღეს კიდევ უფრო მეტს მივაღწევდი -თქვენ ნამდვილად მისაბაძი მაგალითი ხართ ბიზნეს სექტორში ბატონო მიხეილ ,თუმცა დიახ, მე ნამდვილად გამიმართლა - ნატას წამით შეხედა და გოგომ ისევ დაკარგა წონასწორობა. სკამი გამოუწია, ხმები აღარ ესმოდა უბრალოდ დაჯდა . მიხეილი მათ წინ იყო, რაღაცას საუბრობდა, მიმტანს შეკვეთას აძლევდა მოსეს ხმაც ესმოდა, სიტყვებს ვერ არჩევდა მხოლოდ. წყალი რომ დაინახა მაშინვე იფიქრა დავისხამო, მაგრამ ხელის აწევა ვერ მოასწრო მოსემ თავად აიღო გრაფინი და მიაწოდა ჭიქა. თითქოს ქალის ფიქრებს კითხულობდა, გრილმა სითხებ გამშრალ ყელს უშველა, მაგრამ არეულ ტვინს ვერ. -მოდი ჯერ ვივახშმოთ და შემდეგ გადავიდეთ საქმეზე , დანაყებული ადამიანი ბევრად უკეთ აზროვნებს ... ქალები დღეს სულ დიეტაზე არიან და აღარაფერს ამზადებენ , მაგრამ მოსე , ალბათ თქვენ დამეთანხმებით -ნატალია იმ მცირე გამონაკლის კატეგორიაში შედის ,რომელიც კარგადაც ამზადებს და გურმანიც არის - იმ წამს იგრძნო ფეხზე დადებულ ხელზე როგორ მოუჭირა თითები გელოვანმა ისე ძლიერად, რომ გამოფხიზლდა კიდეც- გონს მოდი ...არ გამაგიჟო- თვალებში უყურებდა, ახლოს მიიწია , უღიმოდა და ასე ემუქრებოდა -მართალს ამბობს მოსე, თუ კომპანიონის შექებას ცდილობს -საკუთარ ნახელავზე საუბარი არ მიყვარს, ყველა ჩემ მიერ შესრულებული საქმე მომხმარებელმა უნდა შეაფასოს -მაშინ ერთ ვახშამზე დამპატიჟებთ -აუცილებლად, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ თქვენი შეფ მზარეულებს ვერ შევედრები . მხოლოდ ქართული, ტრადიციული კერძების მზადება შემიძლია და მიყვარს -მით უკეთესი ...ბოლო დროს ყველაფერი იმდენად ევროპული გახდა მალე ხაჭაპურსაც შეუცვლიან ფორმას . ზოგჯერ ისე მინდა ძველ დროში დავბრუნდე , მაგრამ მარკეტინგი მიკრძალავს ... იძულებული ვარ ავყვეთ დროს -ახალ რესტორანში შეგვიძლია დავაბრუნოთ წარსული - იმ წამს დაებადა იდეა და გააჟღერა კიდეც . საოცარი ნიჭი ჰქონდა სხვების სურვილების ამოცნობის ,როდესაც საქმეს ასრულებდა, მაგრამ მოსეს ხმა იყო. თავად არ უთქვამს არადა ხომ გაიფიქრა - თუ წინაარმდეგი არ იქნებით, ნატალია შეძლებს წარსულისა და აწმყოს დაკავშირებას. -ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ინტერიერი და რთული იქნება ავეჯის დიზაინის შეხამება, მოდი არ გვინდა ექსპერიმენტები, მაგრამ მე მაქვს ერთი იდეა, რომელიც დიდი ხნის წინათ მინდოდა განმეხორციელებინა და რომლის შესაქმნელადაც თქვენ იდეალური ვარიანტი ხართ ვახშამმა იმაზე ნაყოფიერად ჩაიარა ვიდრე წარმოიდგენდა ნატალია. მოსეს არცერთი სიტყვა ყოფილა ისეთი შეწინააღმდეგება რომ მენდომებინა, ვერავინ იფიქრებდა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირველდ რომ ჩაერთო საქმეში. გასაგიჟებლად მშვიდი, გაწონასწორებული და ამაღლებული ეჩვენებოდა , იმ მოსეს არ ჰგავდა ბოლოს რომ ნახა. -მაშ გაუმარჯოს ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისს- ხელი იქვე მოაწერეს და ჭიქებიც აავსეს წითელი ღვინით. არ უნდა დაელია , მაგრამ რომ არ დაელია გაგიჟდებოდა. ერთი ჭიქა ბოლომდე დაცალა, მაშინვე იგრძნო მოქმედება. სასიამოვნო ტალღა გავრცელდა მთელს სხეულში, მოდუნება მოახერხა და ღიმილიც უფრო ფართო გაუხდა. -ჩვენი წასვლის დროა, გმადლობთ მასპინძლობისთვის . ხვალიდანვე შევუდგებით საქმეს - წამოდგომა მოსემ აიძულა. თან მიხეილს ემშვიდობებოდა და თან წელიდან ხელს არ აშორებდა -შეხვედრამდე ბატონო მიხეილ . კიდევ ერთხელ, დიდი პატივია თქვენთან მუშაობა - მომნუსხველად იღიმოდა და შემდეგ უკვე გზას მიუყვებოდა - ხელს არ გამიშვებ? -არა . კარგად მახსოვს შენი და ღვინის ურთიერთობა -შენ მე მთვრალი გგონივარ? -ორი ჭიქა დალიე, კიდევ ერთიც და გაითიშებოდი -საშინელებაა -ხო , მთვრალი ქალი ნამდვილად ჯოჯოხეთია -არადა მეგონა სხვანაირი დაბრუნდი. ისევ ისეთი ურჩხული ხარ- ტუჩები დაბრიცა და მანქანის დანახვისას დამოუკიდებლად განაგრძო სვლა. მაინცადამაინც მაშინ უმტყუნა ფეხსაცმლის წვრილმა ქუსლმა, რაღაც ღრმულში გაიჭედა და მოსეს ცინიკური სიცილიც დაიმსახურა- ჩემი ბრალი არ არის, ფილებია ამოტეხილი -დაჯექი - კარი გაუღო და არ დალოდებია ისე მოუარა მანქანას- ლუკა სახლშია? -არა , უკრაინაშია .... სამი დღის წინ წავიდნენ -ისევ მარტო ხარ -ჩემი პირობა შევასრულე ... სახლი გელოდება - მისკენ გაიხედა, მოსემაც გაუსწორა მზერა . შუქნიშანი წითლად ანათებდა . აშკარა იყო საითაც წავიდოდა გზა. გასაღები ჩანთაში ჰქონდა, ყოველთვის თან ატარებდა, ხშირად მიდიოდა და იქ რჩებოდა. იცოდა რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც იმ ბინის პირველი მოგონებები ნატალიას ეკუთვნოდა და ამას ვერაფერი შეცვლიდა. გასაღები გაუწოდა და დაელოდა როდის გააღებდა. მდუმარედ შემოიარა ყველა ოთახი , დადიოდა და არაფერს ამბობდა ვერც ემოციას ამოიკითხავდით მის უმეტყველო სახეზე. ნატალია კი ისე უყურებდა თითქოს სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა. უზომოდ უნდოდა მოსწონებოდა, იმდენი ემოცია ჩადო უბრალოდ არ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო . იმდენ ხანს დუმდა მოსე, რომ უკვე გრძნობდა როგორ იბერებოდა ყელში უზარმაზარი ბურთი -არაფერს იტყვი ? არცერთ სიტყვას? სულ არაფერს ? - კითხვებს სვამდა და თვალებიც ემღვრეოდა - ასე არ შეიძლება . წახვედი და დამიტოვე თეთრი კედლები . არაფერი გითქვამს , სულ არაფერი მიგინიშნებია . მარტომ გავაკეთე ყველაფერი შენ კი , შენ - აივანზე გასულს უკან გაჰყვა , წვიმდა და ქარიც საშინლად ქროდა - ჩემი ყვავილები ... სულ დატყდება -რატომ განსხვავდება ყველა ოთახი ერთმანეთისგან -იმიტომ რომ ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს და შენთვის მოსახერხებელი უნდა იყოს ყველგან ყოფნა. სახლი პატრონს უნდა ჰგავდეს , ისიც შენსავით განსხვავებულია... მუქი , ნათელი, ცოცხალი, მშვიდი, მყუდრო , სიძველით და სიახლით -ოთახებს ემოციები მიეცი -სახლი ცოცხალია , ყველა კუთხე უნდა იგრძნობოდეს , უნდა მოგყვებოდეს, ხელს არ უნდა გიშლიდეს . კარს რომ დახურავ შენს სამყაროში უნდა ხვდებოდე ...სახლი ეს დღის ბოლო გაჩერება უნდა იყოს - ისე ლაპარაკობდა ერთხელაც არ ჩაუსუნთქავს . ბავშვი იყო, ზრდასრული ქალის სხეულში გამომწყვდეული პატარა გოგონა -რა გინდა რომ გითხრა , რას ელოდი როცა დასრულებულ სახლში შემოხვედი -მეც არ ვიცი, შენნაირი სიტყვაძუნწი, უჟმური და კომპლექსიანი კაცისგან რას ველოდი -კომპლექსიანი ? -დიახ, საკუთარი ემოციების გამოხატვის კომპლექსი გაქვს და ეფარები ამ ცარიელი კაცის ნიღაბს არადა სავსე ხარ ,იმდენად რომ ვეღარ იტევ - მთვრალი იყო, მერე რა რომ ორი ჭიქა დალია. მისთვის საკმარისი იყო , ყველა გრძნობა ერთად დაემატა და დამიჯერეთ თავადაც არ იცოდა რა ცეცხლის ალში გაეხვა -გგონია,რომ ემოციები მაქვს და ვმალავ ? -ნუ მიახლოვდები და ასე ნუ მიყურებ- როგორც კი დაიძრა მოსე მაშინვე ხელები გაშალა და წარბები მაღლა აზიდა- დღეისთვის საკმარისია შენი სიახლოვე. მერე მოხვალ, მაკოცებ და ისევ მე დამაბრალებ. პატარა ბიჭივით ხარ საკუთარ ჩადენილ დანაშაულზე რომ ვერ იღებს პასუხისმგებლობას -თავად თქვი, დანაშაულია ყველაფერი ის რასაც მაგ პატარა თავში გამომწყვდეული ტვინით ფიქრობ -შენ ხარ ყველაზე ცუდი, სასტიკი და ბოროტი დამნაშავე ... სიმშვიდე წამართვი. სამუდამოდ გამომტაცე ხელიდან არადა რამდენ ხანს ვცდილობდით მე და ლუკა . მოხვედი და ყველაფერი გაანადგურე , მეც ბოლოს მიღებ - თავად მიუახლოვდა, მის მზერას მიჰყვა, მანძილი გააქრო და თითები სახეზე შეახო- ქალები ყველაზე უჭკუო ქმნილებები ვართ თქვენ რომ გიძღვნით გრძნობებს , თქვენს გამო რომ შეგვიძლია დავთმოთ ყველაფერი , სულ , სულ ყველაფერი გესმის?- ისევ ეფერებოდა, თითებით მისი სახის კონტურს ხაზავდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა-ვიცი მოგეწონა, ვიცი შეიყვარე ჩემი შექმნილი სახლი , ვიცი პირობა შევასრულე ,ცარიელი კედლები ვაქციე სახლად - მოშორდა, უკან დაიხია, მიდიოდა , მაგრამ არ უშვებდა. გრძნობდა მის ხელებს წელზე, ხერხემალს აყოლილ თითებს და ტუჩებს ცრემლიან თვალებს რომ უკოცნიდა, მიუყვებოდა მათ კვალს და მხურვალე ამბორით აქრობდა . მერე გულზე მიიკრა, ჩახუტებისგან მსგავსი სიამოვნების განცდა იარსებებდა გელოვანის არსებობა რომ არა . ახსოვდა მისი თითები თმაში, ყურის ქვეშ გაორმაგებული გულისცემა და სიმხურვალე ,რომელიც ტანსაცმლის მიღმაც აღწევდა და წვავდა . სიმსუბუქე , სიმშვიდე, გათიშული გონება და სახლში დარჩენილი პირველი საერთო მოგონება, უშფოთველი ძილი. ……. დილა უჩვეულოდ დაიწყო. სახლში გავრცელებული სითბო სულამდე აღწევდა . არ უნდოდა გაღვიძება , მოსე საწოლში არ იყო , მაგრამ მის სურნელს გრძნობდა და დარწმუნებული იყო ღამით მის მკლავებში მოქცეულს ეძინა. მხოლოდ ფეხსაცმელი ჰქონდა გახდილი და საკუთარ გონებაზე ბრაზობდა ეს მომენტი რომ ვერ დაიმახსოვრა. აივნის კარი ღია იყო , ზურგით ეყრდნობოდა მოაჯირს , ეწეოდა და თვალს არ აშორებდა ნატალიას . უნდა წასულიყო, მშვიდად დაეტოვებინა გელოვანი რომ დღის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო , მაგრამ ჯიუტად მიაბიჯებდა მისკენ _სახლში გაგიყვან , გამოიცვალე და ოფისში წავიდეთ _ სიგარეტი საფერფლეში ჩაგდო და მსუბუქად ჩაახველა ხმის გასაწმენდად _დილა მისალმებით უნდა დაიწყო , რატომ იწყებ ყოველთვის საქმით ... დილა მშვიდობისა მოსე _ახლოს იყო, მაცდურად უღიმოდა და გრძნობდა საკუთარ არსებაში დაწყებულ გაზაფხულს _რომელი მშვიდობა , როცა ახალგაღვიძებული ამ გამომეტყველებით მიახლოვდები და ასე მიყურებ _გილოცავ _გაუღიმა, თვალები დაუწვრილდა ისე იცინოდა _რას _შენ საკუთარი ფიქრების ხმამაღლა წარმოთქმა დაიწყე _და შენ ეს მდგომარეობა აღსანიშნი გგონია? თავს რომ ვერ აკონტროლებ მერე იწყება პრობლემებით სავსე გზა _ყველა გზა სავსეა პრობლემებით და დამიჯერე უფრო მშვიდად მაშინ ხარ როცა გონებაში სათქმელს არაფერს ტოვებ _ან სულელი ხარ ან ეშმაკი თუ ყველაფერს ამბობ და არ გეშინია _ უეცრად აღმოჩნდა მის უკან და გაუთავისუფლა სივრცე რომელიც შენობის ბოლო სართულიდან იშლებოდა . მკლავი მუცელზე შემოხვია , ზურგით გულმკერდზე აიკრო და იგრძნო ქალის სხეულში შეჭრილი შიში როგორ იწყებდა მოქმედებას _ასეთი ღია ხარ? ასეთი უსაზღვრო და თავისუფალი ? _ყურთან ესმოდა მისი ხმა და შეშინებული უყურებდა წინ გადაშლილ სივრცეს _შენ ... შენც არ ხარ თავისუფალი . მხოლოდ მისი ცქერა შეგიძლია , არ გეშინია ამ უსასრულობის , იმიტომ რომ ... შენ _ კიდევ როგორ შეეძლო ლაპარაკი ვერ ხვდებოდა , ცახცახებდა და თვალის ერთი წერტილისთვის გასწპრებას ცდილობდა _შენც გეშინია. ჩემზე მეტადაც გეშინია და ამ შიშს ასე იკლავ . თვალებს იხვევ , ებრძვი სიმაღლეს, სიღრმეს, სიჩქარეს ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ საკუთარი მარწუხები დაივიწყო _გრძნობდა როგორ დაეჭიმა ხელი , გაუხშირდა სუნთქვა და მოიმატა მისმა პულსაციამ _შიშისგან თრთი, გაიყინე, თვალებდახუჭული დგახარ და ხელი რომ გაგიშვა წაიქცევი როგორ მეუბნები ... როგორ ბედავ _მე შემიძლია თვალი გავახილო , წაქცეულიც წამოვდგე და გზა განვაგრძო , მაგრამ შენ? შენ როდემდე განაგრძობ საკუთარი თავის დამალვას ნიღბის ქვეშ ... როდის გაიხსენებ იმ ბიჭს შენში რომ დამარხე _წარმოდგენა არ გაქვს რას ამბობ ... შენ უბრალოდ გინდა ჩემ გონებაზე იმოქმედო და რაღაც აფსურდს თხზავ . მაგრამ ვერ ვხვდები თავის მოტყუებას ცდილობ თუ ჩემს მოტყუებას _ერთ დღეს ორივე დავამარცხებთ საკუთარ შიშებს ... ჩვენ შევძლებთ _ მისკენ შებრუნდა. ისევ ვერ იმორჩილებდა გაყინულ ხელებს , ქაოსს ძლივს უმკლავდებოდა , მაგრამ მაინც იბრძოდა მის არსებაში არსებული მოსეს ქალი. ფეხის წვერებზე აიწია, მკლავები მოხვია და ლოყაზე შეახო ტუჩები ადგილზე გაქვავებულს წავიდა აფორიაქებული, არეული, მაგრამ მაინც სავსე ემოციებით . იმ დღეს ენერგიის მოჭარბებას გრძნობდა . ანათებდა და შუა ღამემდე მუშაობდა , ახალი იდეები უჩნდებოდა სულ უფრო მეტად უნათდდებოდა გონება. მოსე რამდენადაც ფიტავდა მასში არსებულ შინაგან ქალღმერთს იმდენად აძლიერებდა საქმიან ნატალიას. იგრძნო ცვლილება , მისი უემოციო მზერა აღარ აშინებდა მასში ხეფავდა გრძნობებს, რომელსაც ძლივსღა იმორჩილებდა გელოვანი. საქმე იმდენი იყო , რომ მთელი დარჩენილი დღეც მალევე გავიდა. უნდოდა მალევე დაესრულებინა . ვერანდისა და ეზოს ავეჯის არცევა იყო ყველაზე რთული უკვე დასრულებულ გარემოს რომ მორგებოდა და თან განსხვავებული ყოფილიყო. ღამით ამაზე მუშაობდა და თან ფიქრებით მოსეს სახლში იყო. ძალიან უნდოდა მოესმინა მისი და თათას საუბარი . ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ერთი რამ ზუსტად იცოდა, თბილი ტონით წარიმართებოდა დიალოგი. .......... რესტორანი მზად იყო. ავეჯი განათავსეს და ბატონ მიხეილს ელოდნენ. ისევ ისე ენერგიულად დააბიჯებდა და ყველაფერს აკვირდებოდა სანამ მოსემ არ გააჩერა -გეყოფა , ყველაფერი იდეალურადაა. არ სჭირდება ამდენი გადამოწმება -რაღაც ისე რომ არ იყოს მის მოსვლამდე უნდა შევამჩნიო და შევცვალო -ჯერ კიდევ მზადების პროცესში არაფერი შეუფუთავთ სანამ მიკროსკოპით არ მიჰყევი ყველაფერს. სკამის ფეხი არ დაგიტოვებია -როგორი ადამიანი ხარ შრომისმოყვარეობისთვისაც კი მეჩხუბები -როგორი მიუხვედრელი ხარ, კი არ გეჩხუბები ვცდილობ დაგასვენო და მაინც არ იშლი შენსას- ხელი გაუშვა და სკამზე ჩამოჯდა - ასეთი კომფორტული სკამები არცერთ რესტორანშია -როდის მოვაა... ვღელავ . ფოტოებიც არ გადამიგზავნი, მდივანს ვუთხარი საკუთარი თვალით უნდა ნახოს-თქო . იქნებ უტაქტობაში ჩამითვალოს- ტუჩებს ბრეცდა, მაგიდაზე იყო მიყრდნობილი და ღრმად სუნთქავდა თან ხელს სახის წინ იქნევდა. მოსე არ ღელავდა, არასდროს ნერვიულობდა ყოველთვის იცოდა ნატა საქმეს გაუმკლავდებოდა . ამჯერადაც მოხიბლული დარჩა არ უთქვამს, ვერ გამოხატავდა მიღებულ შთაბეჭდილებებს . მიხეილმა კი კარის გაღებისთანავე დაიწყო საუბარი. ვაჟიშვილთან ერთად იყო ამჯერად ,რომელიც აშკარად არ იყო მოხარული დამწყები ქსელის ჩართვით საქმეში ახლა კი აჩვენებდა როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. -ნახე და ისწავლე ... მსგავსი ადამიანები, პერსპექტიული ხალხი მაქსიმალურს დებს საქმეში -ბატონო მიხეილ - მოსემ ხელი ჩამოართვა -შესანიშნავია ... ის ცვლილებები განლაგებაში , ძვირფასო ნატალია რა ცუდია რომ აქამდე ვერ გაგიცანით - ხელზე ეამბორა და უკან მდგომ ბიჭს წარბაწეულმა გახედა - სხვის ცოლებს მაინც დააკვირდი იქნებ იპოვნო ვინმე გათხოვარი და თან ნორმალური -მამა ... სანახავი კიდევ ბევრია. ორი მაგიდა და ოთხი სკამი ბევრს არაფერს ნიშნავს . ისინი სუფრით დაიფარება ნატალიას ნიჭიერებაც მათთან ერთად -რესტორანში მთავარი მაგიდის ფორმა თუ გინდოდათ რომ ყოფილიყო მეეჭვება ამ ობიექტის სწორად მართვა შეძლოთ - ჯერ კიდევ აღშფოთებული იყო ბიჭის უხეში ტონით მოსეს ირონიით გაჟღენთილი ხმა რომ გაიგო და ხელიც შეეხო ზურგზე -მეორე სართულზე ავიდეთ ...ვერანდას ვნახავ და იქედან გადავხედავ ეზოს - მიხეილმა შვილს წინ წასვლა აიძულა. დაწინაურდნენ, რაღაცას გაბრაზებული სახით ეუბნებოდა ნატას სიტყვები არ ესმოდა, ხერხემალში დავლილ ჟრუანტელზე იყო გადართული რომელიც ტვინამდე აღწევდა -გთხოვ ნამუშევარს წყალში ნუ ჩამიყრი . მიხეილის შვილთან დაპირისპირება არ გვაწყობს ...კონტრაქტი რომ გააუქმოს გავკოტრდებით -ქვემოდან უყურებდა და ჩამწყდარი ხმით ელაპარაკებოდა -ვიღაც ლაწირაკს ,რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რამხელა შრომა ჩადე ამ ყველაფერში, უფლებას არ მივცემ ასეთი ტონით ისაუბროს შენზე - ხელი მაჯაზე მოხვია და გვერდით გაყოლა აიძულა. ჯერ კიდევ გაოგნებული იყო , მოსე იცავდა და ეს შეგრძნება ისე საოცრად მოქმედებდა აღარაფერი აინტერესებდა. მიხეილი უკვე ვერანდაზე იდგა და ზემოდან უყურებდა შევსებულ ეზოს -როგორც ხედავთ მზადების პროცესში დამოუკიდებლად ჩავამატე დეტალები, რომლებიც ვფიქრობ მოუხდა საერთო სივრცეს. ეს ყველაფერი ან ბონუსად იქნება ან ბიჭები წაიღებენ ... მე უბრალოდ ვერ ვიტან დაუსრულებელ საქმეებს და თუ სწორად დავინახე თქვენი ხედვა სტუმრები მიიღებენ იმას რაც სხვა თქვენს არცერთ ფილიალში იქნება . ბატონო გიორგი ვფიქრობ, გაუჭირდებათ თქვენს მზარეულებს სუფრით უფრო დიდი შთაბეჭდილების მოხდენა - ბიჭს ღიმილიანი სახით მიუბრუნდა და მზერა გაუსწორა -ქედს ვიხრი , მშვენიერო ნატალი -მე ამ საჩუქარს დიდი პატივით მივიღებ ... ვფიქრობ ამ რესტორნის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი თქვენ იქნებით -მიხეილმა უთხრა და ისევ განაგრძო საუბარი- მოსაწვევს გამოგიგზავნიან და იმედი მაქვს გვეწვევით გახსნის დღეს -გახსნამდე , თუ პატივი მექნება დაპირებულ ვახშამზე გეპატიჟებით შაბათ საღამოს - ნატალიას სიტყვებმა უეცრად დაძაბა მოსე. წარმოდგენა არ ჰქონდა მიხეილის დაპატიჟებას თუ აპირებდა. კაცს ისე გაეხარდა თითქოს ქვეყნის საუკეთესო მზარეულები არ ჰყავდა დაქვემდებარებაში -აუცილებლად , შაბათ საღამოს გეწვევით ... -რადგან შევთანხმდით დაგემშვიდობებით - ხელი გაუწოდა . გიორგის თავის მსუბუქი დაკვრით დაემშვიდობა და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა მამა-შვილს. თავაწეულმა დატოვა ტერიტორია. მოსე ჩუმად მიჰყვებოდა გვერდით , მაგრამ ხვდებოდა ისიც უსაზღვროდ კმაყოფილი იყო . მანქანის კარი გაუღო , დაელოდა როდის დაჯდებოდა და შემდეგ დაიკავა ადგილი საჭესთან. მუსიკა ჩართო მანქანის დაძვრამდე და ღიმილი მოეფინა სახეზე. კლუბთან რომ გაჩერდა ნატა შემდეგ გამოფხიზლდა -ერთი ჭიქით ავღნიშნოთ , გადმოდი - კარი გაუღო და დაელოდა- ნატალია -გინდა დამათრო ? -თითქოს აქამდე მიმიტოვებიხარ მთვრალი...-ხელი გაუწოდა , უძლური დატოვა. გვერდით მიჰყვებოდა ფართო ღიმილითა და ორმაგი სიჩქარით მფეთქავი გულით. შემდეგ ხმამაღალი მუსიკის ხმამ შექმნა მუხტი ,რომელმაც მთელს სხეულში გაფანტა ბედნიერების ნაპერწკლები. მხოლოდ ერთი ჭიქა დალია, წარმატების აღსანიშნი ერთად ერთი ჭიქა და ცეკვა დაიწყო. მოსეს მზერას გრძნობდა, უხაროდა და კიდევ უფრო მეტი მონდომებით აყოლებდა მელოდიას სხეულს. ისევ რაღაც მოხდა, მოსესკენ შებრუნდა უნდოდა მისი სახე დაენახა , მაგრამ იქ აღარ იყო სადღაც გარბოდა თვალის დახამხამებაში უკვე მოჩხუბარ ბიჭებს შორის იდგა . ისე მოიქცია ერთ-ერთი ზურგს უკან და წინ მდგომს მკერდზე ჰკრა, რომ ვერავინ მოვიდოდა გონს. რაღაცას ამბობდა, ჯერ კიდევ მხოლოდ იქვე მყოფებს ჰქონდათ შემჩნეული დაძაბულობა, ნატას მისვლამდე წინ მდგომს ყბაში წვდა და ისეთი რაღაც უთხრა მაშინვე შეწყვიტა ხელების ქნევა -წამოდი -მოსე -ფეხს თუ არ გამოადგამ გეფიცები შუაზე გაგგლეჯ. მოკიდე ხელი შენ გოგოს და უკან გამომყევი - თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, ნატას მაჯაზე მოხვია თითები სიტყვაც არ უთქვამს ისე წაიყვანა. უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა ბიჭი და გოგო მანამ სანამ ავტოსადგომამდე არ მივიდნენ -მანქანით ვარ და წავიყვან -გოგოს წინ ყოყლოჩინობა რომ დაიწყე მდაბიურად არ გეყო და ახლა გალეშილმა უნდა ატარო სახლამდე? ფსკერზე დადიხარ ბიჭო ? -ნათლიაა , აზრზე არ ხარ როგორ გამაგიჟა -არიფულად რომ წამოეგე ვიღაც არარაობის პროვოკაციას და ანერვიულე ეს ანგელოზივით ბავშვი ესეც მყოფნის ინფორმაციისთვის - უკანა კარი გაუღო გოგონას და ღიმილიც არ დავიწყნია -დამშვიდდი ნიტა , ამ სულელ ბავშვს ხომ იცი არ უნდოდა შენი ანერვიულება- სანამ ბიჭი მეორე მხარეს ჯდებოდა მანამ უთხრა და თავზე აკოცა . ნატალია ისევ გაოგნებული იდგა და უყურებდა მოსეს კიდევ ერთ ფერს. მანქანაში ჩუმად ისხდნენ, ბიჭს გოგო მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და თავზე კოცნიდა მანამ სანამ სახლთან არ მივიდნენ. მოსემ აშკარად იცოდა ნათლულის შეყვარებულის სახლის მისამართი. მანქანიდან გადასულ შეყვარებულებს დამშვიდობება ადროვა, გოგო ეზოში რომ შევიდა მხოლოდ შემდეგ წავიდა. -სესილიაზე ამბობდა რაღაც სისულელეს ... ჩემ დაზე ბოდავდა მოსე - დუმილმა გააგიჟა აშკარად და ხმამაღლა დაიწყო საუბარი- შენ არ მეუბნებოდი ენა უნდა ამოაძრო ყველას ვინც გაბედავს მასზე ცუდის თქმასო ? -სანამ გაბედავდა მანამდე სად იყავი ... - საჭეს ხელი დაარტყა და სიჩქარეს უმატა - მე გეტყვი სადაც იყავი , სესილიას ეჩხუბებოდი ისე როგორც ბავშვობაში. ყველაფერი უკუღმა რატომ გესმის შვილო გამაგებინე . როდის გითხარი შენს დას ტყუილად ნუ უბრაზდები , გაარკვიე ყველაფერი და გააჩუმე ყველა ვინც სისულელეებს ამბობს-თქო -სესილიას არ იცნობ? არ ჩაერიოო მე თვითონ მოვაგვარებო -რომელი ქალი გეტყვის წადი ჩემ გამო იჩხუბეო? ყველას ჰგონია რომ თვითონ შეუძლია მოგვარება და შენც ყველაფერი აშკარად უნდა გააკეთო ხო? ცემა-ტყეპა და ათასი კაცის წინ შოუს დადგმა გგონია საქმის მოგვარება? - ყვიროდა უკვე . გზას უყურებდა და თან უკან მჯდომისკენ იხედებოდა - სახლში ადი ახლა , არაფერი უთხრა სესილიას თორემ ენას ამოგაცლი -ის შენთან მოდის და ყველაფერს გიყვება ხომ? მეც არ მიკვირდა ამდენი საიდან იცოდი ? შენ ჩემი ნათლია ხარ თუ მისი -ეჭვიანობას როდის მორჩები ნეტავ - გაიცინა და მანქანა კორპუსთან გააჩერა- სულელო ბავშვო ...ნუ მებუტები - მისკენ გადაიწია და თავზე გადაუსვა ხელი- მიდი ადი ბინაში ნატას გავიყვან და მოვაგვარებ მერე -ვწუხვარ ასე რომ გაგიცანით ნატა , იმედი მაქვს სხვა დროს უკეთეს ვითარებაში შევხვდებით. ლუკა ძალიან მიყვარს და თქვენი გაცნობა ვერა და ვერ მოვახერხე -არაუშავს... სხვა დროს გამოვასწოროთ ბიჭი სადარბაზოში რომ შევიდა შემდეგაც არ წასულა, მანქანა მოაშორა კორპუსს და ეზოში ელოდა -არ მივდივართ? -თუ არ დაბრუნდება წავალთ -შენ როგორ მოაგვარებ . მის ნაცვლად სცემ იმ ბიჭს? -მათი ასაკის შვილები უნდა მყავდეს ვცემო და ასე ვაჩვენო კაცის სახე? მაგათ ჯერ ცხოვრების არაფერი იციან ახლა სწავლობენ , ვინ რასაც დაარიგებს ძალაუნებურად იმას იჯერებენ ან ცუდ გზას ირჩევენ ან სწორს . ის ბიჭი მეცოდება, არ ჰყავს ისეთი ადამიანი ვინც სწორ გზას უჩვენებს , დაკარგავს საკუთარ შესაზლებლობებს და დავა ფსკერზე . ნეტავ აქამდე დავლაპარაკებოდი - მანქანა ეზოდან გაიყვანა და ჩუმად განაგრძო საუბარი. თითქოს საკუთარ თავს საყვედურობდა. ისე განიცდიდა უცნობი ბავშვის ამბავს როგორც საკუთარს. სხვა ნებისმიერი გალანძღავდა, ერთ მხარეს დაიჭერდა ,მიკერძოებული იქნებოდა და აშკარა დამნაშავეს ესროდა თავის წილ ტალახს. მანქანა გააჩერა და ნატალიაც გადავიდა. მხოლოდ ერთი სიტყვით დაემშვიდობა , უნდოდა მასაც ისე დალოდებოდა როგორც სხვებს , მაგრამ მაშინვე დაძრა მანქანა. ჭიშკარი გაღებული არ ჰქონდა ლუკა რომ გამოვარდა და ხელში ააფრიალა. ქუჩაში იდგნენ, ლუკა სახეს უკოცნიდა , ხმამაღლა იცინოდნენ გზის ბოლოს მანქანაში მჯდომი მოსე კი სუნთქვაგაჩერებული უყურებდა წყვილს. ისევ მოხდა გადატრიალება, ისევ დაუბრუნდა დედამიწას, რეალობას და ვინ იცის მერამდენედ გაამრთელა დარღვევის პირას მყოფი ზღვარი . ............ შაბათს დილიდანვე დაიწყო კერძების მზადება. სამზარეულოდან თითქმის არ გასულა, მუსიკა ჰქონდა ჩართული და ასე ახერხებდა განტვირთვას. უყვარდა როდესაც გემრიელ კერძებს ამზადებდა , ხშირად არ იყო სამზარეულოში, მაგრამ ყოველთვის ინდომებდა . ქართულ სამზარეულოზე შეყვარებული ბავშვობიდან გახლდათ და თავდაპირველად საყვარელი კერძების მომზადება ისწავლა . აქაც შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა, რაც კარგად არ გამოსდიოდა მანამ აკეთებდა სანამ არ ისწავლიდა. თინეიჯერობისას რაღაც რომ ანერვიულებდა ან აბრაზებდა და თავს ვერაფრით ირთობდა სამზარეულოში იკეტებოდა . მხიარულად იხსენებდა ხოლმე კულინარიის ამბებს . ერთი დიდი თავგადასავალი იყო პატარა ოთახში ,რომელიც ბევრისთვის საძულველ ადგილს წარმოადგენდა. დაჩი სახლში არ იყო , ლუკა საღამოს აპირებდა დაბრუნებას. უკვე ხუთი საათი იყო ცეკვაში გართულს მოსე რომ დაადგა თავზე. ცოტაც და ზედ შეასხავდა გამზადებულ საჭმელს -ღმერთო ...ღმერთოო ლამის დაგწვიი - უცებ დადგა ქვაბ და სახეზე ხელები აიფარა- რატო შემოიპარე გამაგებინე -ისეთ ხმაზე გაქვს მუსიკა ჩართული ვიღაცას ეგონება აქ თუ ორასი კაცი ქეიფობს...შემოსვლისთანავე გავიგე მელოდია და ვიგრძენი ბევრი გემრიელი კერძის სუნი - პატარა ბავშვივით უხტოდნენ ჭინკები თვალებში არადა როგორი გეგმები ჰქონდა, მისვლამდე იკრებდა ძალას დისტანციის დასაცავად ახლა კი რას აკეთებდა. სამზარეულოს ცენტრში მდგომ უზარმაზარ მაგიდაზე ქვაბებში გამზადებულ კერძებს უყურებდა და ნერწყვის ყლაპვას ძლივს ასწრებდა- არ მჯერა , სასწაული ხარ -ყველა კაცი ბანალურად მუცლის მონა ხართ - სიცილი დაიწყო და ხელზე დაარტყა -რას აკეთებ . სტუმრების მოსვლამდე თითს არ ახლებ არაფერს -შენ რომ ჭამ კარგია? მშიაა , ნატალიაა -მე მზადების დროს არ ვჭამ - ისეთი გამომეტყველებით თქვა თითქოს შეურაცხყოფას აყენებდნენ- გარეთ გრილოდა მაგრამ ნატას ლოყები ბროწეულისფრად უნათებდა . მაღლა აწეული თმა გაჩეჩვოდა , ტანზე მორგებულ ჭრელ კაბაზე თეთრი , ფითქინა წინსაფარი ეკეთა -და არც ისვრები? - ჩაიცინა და წინსაფარს დააკვირდა რომელიც ბევრ ადგილას იყო დასვრილი -სეპციალურადაა თეთრი, როგორც მხატვრის სამოსია მუდამ ფერებით აჭრელებული - წარბები მაღლა აზიდა და ისევ შებრუნდა- მაცდენ , მე კი ბევრი დრო არ მაქვს -ლუკა არ არის? მეგონა ასისტენტობას ის გაგიწევდა-რომ მიხვდა როგორი ტემპითაც ამზადებდა ფეხებში რომ არ აბლანდვოდა მაგიდასთან ჩამოჯდა და ისე უყურებდა საქმეში ბოლომდე ჩაძირულს . ღიმილს ვერ იკავებდა მისი თითოეული მოძრაობა ცეკვის გარეშეც მიყვებოდა მელოდიას -არ სცალია, სტუმრების მოსვლამდე მოვა ალბათ ... შეგიძლია ხორცი დაჭრა ? რადგან აქ ხარ მწვადი შეწვი და ეს ძვლიანი ნაწილებიც გაამზადე- იმხელა ხორცის ნაჭერი დაუდო მაგიდაზე მოსეს თვალები გაუფართოვდა -მთელი ხბო იყიდე ? -ასე ვარ მომზადებას მიჩვეული თუ მცირე ულუფას არ ვაკეთებ -ორი ჭიქა ღვინო გათრობს, მაგრამ მაინც ყივის შენში კახური სისხლი- პერანგის მკლავები აიკეცა, ხელები დაიბანა და მაგიდაზე დალაგებულ სხვადასხვა ზომის დანებს დახედა- მე რომ არ მოვსულიყავი რას აპირებდი? -მე დავჭრიდი - მშვიდად უთხრა და ლამის თითი დააკარგვინა მოსეს -დამცინი ? -მიჭირს , მაგრამ თუ მოვინდომებ ყველაფრის გაკეთება შემიძლია. მზადებას რომ ვსწვალობდი ერთხელ ნიკაზე გაბრაზებული ვიყავი, არ ველაპარაკებოდი და შესაბამისად ხორცსაც ვერ გამიმზადებდა ამიტომ იძულებული გავხდი მე გამეკეთებინა. პირველ ჯერზე კოშმარულად გამომივიდა და მერე მაჯებიც მტკიოდა, მაგრამ წლების განმავლობაში დავხვეწე ტექნიკა -ამდენი კერძის მომზადება რა საჭირო იყო სუფრაზე თეფშების კოშკი უნდა დადგა? -ისე შემოვიტან და გავიტან,რომ არ გახდება საჭირო . ეჭვი ნუ გეპარება ჩემ შესაძლებლობებში, სუფრისა და კერძების დიზაინზე ზრუნვასაც ვახერხებ როგორღაც -ეჭვი არ მეპარება- ხორცი სხვადასხვა კონტეინერში გადაანაწილა . დრო საკმაოდ მალე გადიოდა . მის გვერდით თანაშემწის ამპლუა მოირგო, სამზარეულოში იდგა გამოწყობილი და ნატალიას ემორჩილებოდა თან ისე,რომ საკუთარი მდგომარეობის გააზრებაც ვერ მოახერხა. უნდოდა მისულიყო , მოხვეოდა და მისი აწითლებული ღაწვები დაეკოცნა, ტუჩებზე გაუშეშდა მზერა მათი წვალება რომ დაიწყო . იდგა და მაგიდაზე დაწყობილ კერძებს უყურებდა, ხმამაღლა ამბობდა მათ სახელებს . იხსენებდა კიდევ რისი მომზადება იყო საჭირო, გეგმავდა როდის რას მიიტანდა,შეწვავდა და მოხარშავდა. ამ დროს ისეთი იყო, ნაზი, ქალური, საქმიანი, მტკიცეც და იმ სიდიადით სავსე მხოლოდ იქ , იმ ვითარებაში რომ შეიძლება გამოჩენილიყო. იქ , იმ სახლში რომ არ ყოფილიყვნენ მისი ძმის ცოლთან, სამზარეულოში აუცილებლად მივიდოდა, გადაკვეთდდა მანძილს, მკლავებს მოხვევდა და მთელ სახეს დაუკოცნიდა . ეტყოდა ყველაფერს იმ გრძნობებზე ნელ-ნელა რომ ვრცელდებოდნენ მთელს არსებაში , გამოუტყდებოდა , რომ არა ძმობა, მოვალეობები, პრინციპები... -პატარაავ მოვედიიი ... უფრო ადრე ვერ მოვახერხე- ის იყო თავი დახარა, მისი სურნელის შესაგრძნობად შეტოკება გაბედა შემოსასვლელიდან ლუკას ხმა რომ გაიგო. გაქვავდა, სუნთქვა შეეკრა, შეზიზღდა საკუთარი თავი და ყველა გრძნობა რომელიც მართავდა. ნატალიაც სძულდა, იმისთვის რომ ასეთი იყო , ასეთი მიმზიდველი, სასურველი და გასაგიჟებელი. -ლუუუ , რა კარგია რომ მოასწარი მოსვლა. დამეხმარები ხომ? აქ რაღაცებია დასასრულებელი. მე შხაპი მჭირდება , მოვწესრიგდები და შემდეგ სუფრის გამზადებას დავიწყებ - წინსაფარი მოიხსნა, მოსეს წინ გაირბინა და ლუკას მოეხვია. ლოყაზე აკოცა , უღიმოდა და თავისი წკრიალა ხმით აცნობდა გეგმებს -მიდი, გაიქეცი ... მივხედავ ყველაფერს -იქ მოსეა, მწვადს შეწვავს... თუ რამე დასჭირდება აჩვენე სად რა დევს -არ მჯერა, რომ შენც შემოგიყვანა სამზარეულოში - ნატა უკვე საძინებლისკენ გარბოდა მოსე კი ცდილობდა საქმე გაეგრძელებინა. ცხოვრებაში პირველად შურდა, ყველა უჯრედი ეწვოდა ისე შურდა და თან ვისი? ერთადერთი ძმის,რომელიც მის თვალწინ იზრდებოდა,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, რომლის გამოც სიცოცხლეს დათმობდა -გრილს მივხედავ ... აქ ისე ცხელა უკვე სუნთქვა აღარ შეიძლება - ნამდვილად აღარ შეეძლო სუნთქვა ლუკას გაბრწყინებული სახის ყურება და მასთან საუბარი. თავის მოჩვენების ძალა არ ჰქონდა, უნდა დამშვიდებულიყო , ნიღაბი მოერგო, თავს გამკლავებოდა ეზოში დარჩა. სახლში არ შესულა , ფანჯრიდან ჩანდა სამზარეულო . ხედავდა როგორ გამოჩნდა თხელი ხალათით , ყველაფერი მიალაგა და თან ლუკას ესაუბრებოდა. ისე იყვნენ ერთად თითქოს უსიტყვოდაც ესმოდათ , უჩვეულო იყო მსგავსი წყვილის ხილვა რაღაც ხნით ყველაფერი დაავიწყდა და მათში დაინახა ორი უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ასე არ იყო, ვერ იქნებოდა , ნატალიას მზერა , კოცნა, მისი სიტყვები და სიახლოვე რეალური იყო და ამის დავიწყების უფლება არ ჰქონდა. მას ვერ ეყვარებოდა ლუკა, ის უბრალოდ კარგად თამაშობდა. სახლიდან კალათით ხელში სულ სხვა ქალი გამოვიდა. მოსეს საკუთარი თვალით რომ არ ენახა სამზარეულოში ვერდაიჯერებდა რომ ერთი და იგივე პიროვნება იყვნენ. სუფრას უკვე დიზაინერი ნატალია ამზადებდა. მარტივად შეცვალა ყველაფერი , ჩვეულებრივი ადგილს ოჯახური იერი მისცა. საქართველო მოაქცია ერთ მაგიდაზე ქალმა , რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბევრ ქართულს , მაგრამ მასში იყო უფრო მეტი ქართველი ვიდრე ნებისმიერ სხვაში. ამის დაიგნორება უბრალოდ არ შეიძლებოდა, ვერანაირი ბრაზი გადაფარავდა იმ დეტალებს მოსეს ასე ძალიან რომ უყვარდა , ყველგან რომ ეძებდა და იქ იპოვნა სადაც არ შეიძლებოდა. _მოსე პერანგი გამოიცვალე თორემ საჭმლის სუნი აგდის _ ლუკას ხმამ ისევ დააბრუნა რეალობაში_როგორ მომენატრა შენი მწვადიი _გამზადებულ შამფურს შეხედა ტუჩები გაილოკა _ისე გავსუქდები როლს წამართმევენ _ტყუილად წუწუნებ... ყველაფერს შთანთქავ და მაინც უფლისწულის ფორმაში რჩები _ შორდებოდა წყვილს და მაინც ესმოდა მათი საუბარი. ბევრი არ უფიქრია ისე დაიძრა საკუთარი ოთახისკენ. იმდენად იყო გონებაარეული, რომ გვიან გაიაზრა სად იცვლიდა. კარადაში ისევ ისე ხელუხლებლად ეკიდა ნატალიას ნაყიდი ტანსაცმელი. ყველა კადრი ერთად დატრიალდა, როგორ ზრუნავდა სახლის დაწვის შემდეგ, როგორ აკეთებდა ყველაფერს ზედმეტი მითითებებისა და კითხვების გარეშე. ტანსაცნლის ნაწილი გარეცხილი, დაუთოებული და კარადაში ლამაზად დაკეცილი დახვდა. ზუსტად ახსოვდა ისინი დასვრილი დატოვა სააბაზანოში . ოთახში სისუფთავის სუნი იყო , თითქოს იმ დილითაც იქ გაიღვიძა. ნატალიას გრძნობდა, იმ სახლში მხოლოდ ერთ ოთახში იყვნენ ორნი ერთად , სხვა ყველა დანარჩენისგან შორს. საწოლზე გადაიტანა მზერა , გასწორებული იყო , მხოლოდ ბალიში იდო მაღლა მასზე კი ნატალიას თმის სუნი იგრძნობოდა. იმის გააზრება, რომ იქ ეძინა ხანჯლის ჩაცემას ჰგავდა. ეტკინა ისე ძლიერ შეეკუმშა გული რომ სხეული მოეკეცა მიხეილმა დამირეკა ჩემი ერთი კომპანიონი დავპატიჟე, მოსეს ნაცნობი აღმოჩნდა და წინააღმდეგი ხომ არ ხართო . ვინ არის? მე წარმოდგენა არ მაქვს და მინდა ვიცოდე ვის დავსვამ ჩემ სუფრასთან _მისი ხმა ესმოდა, თავი დახრილი ჰქონდა არ უყურებდა , მაგრამ მაინც ხვდებოდა როგორი გამომეტყველება ექნებოდა _მოსე _გაჩერდა , კარი მიხურა და შემდეგ მიუახლივდა _კარგად ხარ ? ლოყაზე ფრთხილად შეახო ხელი , მაშინვე მოიშორა გელოვანმა _აქ რატომ გეძინა _ მაჯაზე უჭერდა თითებს და შეშლილი მზერით უყურებდა. მაინც როგორ იცვლება ადამიანის განწყობა ფიქრებთან ერთად. რამდენიმე საათის წინ მისი მოფერების სურვილით კვდებოდა ახლა კი ტკენდა _გამიშვი , რა დაგემართა _მიპასუხე აქ რატომ გეძინა _საიდან მოიტანე ... მე არ _როგორ იბნევი, წამით მგონია რომ ტყუილი არ შეგიძლია _ ხელი გაუშვა და სახეზე მოეფერა _როგორი საყვარელი ხარ , როგორი ფაქიზი და ამ კამკამა მზერით მატყუებ ! მითხარი , ახლავე მითხარი თორემ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით გავანადგურებ _ ყბაზე მოუჭირა თითები და თავის აწევა აიძულა . ჩუმად ელაპარაკებოდა მაგრამ ზიზღი ჩანდა მის ტონალობაში რაც ნატას ანადგურებდა -ლუკა არ იყო ... მე კი ვერ ვიტან ჩვენს საძინებელში მარტო ყოფნას. ამიტომ შენი ოთახი ავირჩიე- საშინელებას ეუბნებოდა იცოდა მოსე რასაც იფიქრებდა, მაგრამ მაინც არ გაჩუმდა_არ არის ის , ხარ შენ _ მაინც როგორ ხარ ასეთი ... ასეთი ავხორცი _ნააატ მოვიდნენ გამოდიიით _ მისაღებიდან ისმოდა ლუკას ხმა . ნატა ხელიდან დაუსხლტა ამღვრეული ჰქონდა მზერა მიდიოდა და თანდათან უფრო იცვლებოდა. ჩნდებოდა ნიღაბი, არარსებული ბედნიერების მიხეილი ოჯახთან ერთად იყო. მეუღლე და მეორე ვაჟიც გააცნო მასპინძლებს . ნატალია ლუკას გვერდით იდგა და სტუმრებს ესაუბრებოდა მოგვიანებით შენიშნა კიდევ ერთი სტუმარი ,ახალგაზრდა ქალი რომელიც მოსეს წინ იდგა მომღიმარი სახით . შემდეგ ლოყაზე მოეფერა, მიუახლოვდა და აკოცა კიდეც. გელოვანის ხელი მის წელზე იყო შემოხვეული, განაბული იდგა ქალის სხეულს აკრული სანამ მიხეილმა არ დაურღვიათ სიმყუდროვე -როგორც აღმოჩნდა ქალბატონი ქეთო მოსეს ძველი ნაცნობია. ახლახანს დაბრუნდა , ვახშამზე ვსაუბრობდით და იმედი მაქვს მასპინძელი უტაქტობაში არ ჩაგვითვლის -რას ბრძანებთ, ჩვენი სახლი მოსესაც ეკუთვნის ... მისი მეგობრები ყოველთვის სასურველი სტუმრები იქნებიან - ეჭვიანობდა! აი ასე მძაფრად გრძნობდა ამ საშინელებას. არადა ადრეც უწოდა ეს სახელი ემოციას ,რომელსაც ყოფილ შეყვარებულთან განიცდიდა, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ სჭირდა. უნდოდა ქალის ხელი მოეშორებინა, მოსეს შემოხვეოდა, მთლიანად დაეფარა და ახლოს გაკარების უფლება არ მიეცა. გიჟდებოდა ბიჭის მზერაზე, ისე უყურებდა, იმდენი სითბო იყო საკუთარი თავი უმნიშვნელოდ იგრძნო . ასეთი ანთებული არასდროს ყოფილა, ენერგიის მოჭარბებას გრძნობდა, ძარღვებში სისხლი უდუღდა . კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდა, კეკლუცი და მიმზიდველი. ყურადღების ეპიცენტრში უნდოდა ყოფილიყო, ნამდვილად ყველა მასზე იყო გადართული მოსეს გარდა. გელოვანი ქალის გვერდით დაჯდა და მასთან საუბარში ისე გაერთო ნატას ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. აღტაცებულები იყვნენ ნატალიას შემოქმედებით, იმდენი კომპლიმენტი მიიღო და მაინც ფასი დაეკარგა მათ სიტყვებს. ვერაფერმა გამოუსწორა განწყობა , ყალბი ღიმილი ნამდვილი სიხარულით მანამ ვერ ჩაანაცვლა სანამ მიხეილმა ახალი წინადადება არ შესთავაზა -ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ორი სასტუმროს ავეჯი მთლიანად განვაახლო . ორივე საკურორტო ზონაშია , ვიცი ქალაქიდან გასვლა დიდი ხნით თქვენს საქმეებს შეუშლის ხელს , მაგრამ გთხოვთ ნატალი თქვენს რომელიმე დეკორატორს ნუ გაუშვებთ და თავად გააცოცხლეთ იქაურობა -ასეთ შემოთავაზებაზე ვერც ვიფიქრებდით ამ ეტაპზე, ბატონო მიხეილ სასიამოვნოდ გამაოცეთ - ჩუმად იყო, ჯერ კიდევ იაზრებდა საკუთარი შემოქმედების შედეგს. მოსეს ხმა ესმოდა და იღიმოდა -ნატალიას დამსახურებაა -ნამდვილი საგანძური მოვიპოვე წლების წინ , როდესაც ნატა გავიცანი- ლუკამ ხელზე რომ აკოცა და მოსეს მზერა იგრძნო სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე. რა არ სცადა და მანამ არ შეხედა სანამ ლუკა არ შეეხო. ისიც ეჭვიანობდა? ისე ეგოისტურად უნდოდა მასაც იგივე ეგრძნო რასაც თავად განიცდიდა. ახლა ორივენი ერთ მდგომარეობაში იყვნენ , მანამდე კი მხოლოდ მოსე იწვოდა ამ ალით . -მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები ბატონო მიხეილ ... უნდა დაელია, ერთი ჭიქა მათთან ერთად რომ არ დაეცალა ვეღარ გაუძლებდა. საკუთარი მარნიდან წითელი ღვინის ერთმა ბოკალმა სხეულს თავისუფლება მიანიჭა, სულს ვერაფერი უშველიდა . ხედავდა ლუკას მიერ გაჟღერებულ ვალსის მელოდიაზე როგორ ცეკვავდნენ ქეთო და მოსე. ყელში ბურთი გაეჩხირა, ყველაფერი გაუფერულდა. უნდოდა მაგიდის საფარზე ხელი ჩაეჭიდა და ყველაფერი გაენადგურებინა. მოსესთან ცეკვა უნდოდა, თავისუფლება, ბორკილებისგან შორს ყველა ადამიანისგან მოშორებით გელოვანის მკლავებში ყოფნა . რატომ იყო მისი ცხოვრება ასეთი რთული, რატომ უყვარდებოდა ყოველთვის არასწორი კაცები. ერთ უბედურებას გაექცა და მეორესთან შეჯახებამ გაანადგურა. სიმშვიდისკენ მიმავალმა გზამ ქაოსამდე მიიყვანა . ერთად გააცილეს მიხეილი . ეზოში დარჩა გელოვანებთან და ქეთოსთან ერთად, რომელიც ლუკამ დაიტოვა. უნდოდა მეტი გაეგო ძმის მეგობარზე , მოსვენება ჰქონდა დაკარგული და ვერ ხვდებოდა როგორ ართმევდა ძალას ნატალიას. ყავის მომზადება მოიმიზეზა და სამზარეულოს შეაფარა თავი. მაგიდასთან დაჯდა, თავი ხის ზედაპირს დაადო , ცრემლებმაც იწყეს სვლა. ცრემლებს აყოლებდა ემოციებს და ასე ცდილობდა სხეული ტკივილთან გამკლავებას -დაგახრჩო საკუთარმა სიყალბემ , ვეღარ გაუძელი არა? - მოსეს ხმა რომ გაიგო გონება დაებინდა. ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავს , ისევ გაიღვიძა გელოვანის ქალმა -შენი წყეული ნიღაბი ... სხვებთან როგორი ჯელტმენი ხარ, როგორი გალანტური მე კი შეგიძლია ისე მატკინო თვალიც არ დაახამხამო. ცხოველი ხარ, ნამდვილი მონსტრი , მატყუარა , არაკაცი რომელსაც ყოველ წამს შეუძლია ძმის ღალატი მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს , ჟინი ,რომელიც ჩემთან გიჩნდება - მის წინ იდგა, ცრემლებით დანამული სახით, ათრთოლებული ხმითა და გაყინული სხეულით . თვალის არ აშორებდა და სიმშვიდეს იღებდა მისი გამოწვევით -ხმას დაუწიე , ტონი აკონტროლე -გეშინია ,რომ ლუკა გაიგებს ხომ? იცი ცხოვრებიდან გაგაქრობს რომ გაიგოს როგორი ხარ სინამდვილეში მისი სათაყვანებელი ძმა - იწვევდა, აგიჟებდა და ისე ექცეოდა როგორც თავად. სამაგიეროს უხდიდა ტკივილისთვის, საკუთარ მდგომარეობას აჩვენებდა . პოზიციებს უცვლიდნენ ერთმანეთს იმ წამიდან რა წამს გაიღვიძებდა ცეცხლოვანი ქალღმერთი -ლუკას ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი მე ვარ , შენ კი ქალი ხარ , რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად მოიშორებს- პირზე მიაფარა თითები, ისევ ვერ გააკონტროლა თავი და კუთხეში მიიმწყვდია ნატალია . მის თვალებს უყურებდა , გრძნობდა მისი ტუჩებიდან წამოსულ სიმხურვალეს . აჯობა, ცდუნებამ სძლია ხელი მოაშორა და მთელი დღის დაგროვილი სურვილი აისრულა. მთელი ვნებით უკოცნიდა ბაგეებს, უხეშად, მომთხოვნად კოცნიდა და ყელზე შემოხვეულ მის მკლავებს თითებს უჭერდა. კაბის ბოლო მაღლა ასწია, თითები მოშიშვლებულ ბარძაყზე მოუჭირა და საჯდომისკენ გადაინაცვლა . მის დაბინდულ თვალებს უყურებდა, ყელზე რომ უკბინა კვნესის ხმა გაიგო და სახლის სიჩუმეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნის ხმაც შეერია. ქეთო ნაბიჯების ხმამ დააშორათ, ერთიანად მოშორდა ქალის გახურებულ სხეულს და მისი სურნელით გაჟღენთილმა დატოვა სახლი. ზღვარი კიდევ ერთხელ განადგურდა. ნაგროვები თავშეკავება წამებს შეეწირა, უფსკრულში თავით გადაეშვა მოსე გელოვანი დამარცხდა საკუთარ თავთან ბრძოლაში . ......... ერთი ნაბიჯით უახლოვდებოდა და ასით უკან იხევდა. ერთ წრეს უბრუნდებოდნენ გამუდმებით თავს იტყუებდნენ , თამაშობდნენ და კიდევ უფრო მეტად ტკენდნენ ერთმანეთს. ყოველ დღე ერთად მუშაობდნენ , ერთ შენობაში იყვნენ მაგრამ მაინც იშვიათად საუბრობდნენ. ოფისში უკვე იმდენი ადამიანი მუშაობდა და მაინც საქმე თავზესაყრელად ჰქონდათ _საქმე მაქვს, გცალია? _მეც მაქვს , შემოდი _ მზერა გაუსწორა კართან მდგომს და მისი გამოკვეთილი ფორმებიც არ დარჩენია შეუმჩნეველი. კაბის დამსახურებით უფრო სავსე ეჩვენა მისი ფორმები და მაშინვე მუცელზე გადაიტანა მზერა. საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები ნატალიას ფეხმძიმობა აშინებდა არადა სიხარულით უნდა შეხვედროდა ძმისშვილის არსებობას _მოსე ვიცი ახლა სასტუმროებს სჭირდება ბიუჯეტის დიდი ნაწილი , მაგრამ მიხეილთან მუშაობის გარდა ბევრი შეკვეთა გვაქვს. დღეს შეკვეთებს გადავხედე და ვფიქრობ დროა სხვა ქალაქში გავხსნათ ერთი მაღაზია მაინც _რომელ ქალაქში ... მაშინ ახალი მუშები და ხის ცეხის გახსნაც დაგვჭირდება . ახალი შენობები , კომპეტენტური ხელოსნები , დანადგარები ... თითქოს ერთი მაღაზიაა და უამრავი დრო, ფული და შრომა სჭირდება _გგონია ამ ყველაფერზე არ მიფიქრია? ისიც კი შევამოწმე რა მდგომარეობაა ავეჯის მაღაზიების მხრივ . რამდენად გაყიდვადი იქნება იქ ჩვენი ავეჯი და რომელ უბანში უნდა გავაკეთოთ . მიახლოებით შენობების ფასიც აქაა, ახალი ხელსაწყოებისა და დანადგარებისაც. სხვათაშორის აქაც გაფუჭდა ერთი ლამის შეიწირა ის ბიჭი , კოკა . მუშებს რაც შეეხება ვიპოვნით ვინმეს ... ერთი ორი ჭკვიანი ხელოსანი საკმარისი იქნება და მუშები საკმაოდ ბევრია _კოკასთან შესვენების დროს ვაპირებ გასვლას. ამათ გადავხედავ და დავფიქრდები ... თუ ყველაფერი რიგზეა მუშების საქმეს მე მოვაგვარებ. _რამდენიმე თვე დასჭირდება მოგვარებას და ამ დროის განმავლობაში ბიუჯეტსაც გავანაწილებთ ... კოკასთან მეც გამოგყვები , თუ წინააღმდეგი არ ხარ . შენ რა საქმე გქონდა _ გასვლას აპირებდა , მაგრამ დარჩა . მოსეს სულ გადაავიწყდა სათქმელი _ხომ თქვი რაღაც საქმე მაქვსო _მინდოდა ახალი საქმე დაგვეწყო , მაგრამ წელს აშკარად არ მოხერხდება _რა საქმე _მეგობარი მყავს , რომელიც ნამდვილ საოცრებებს აკეთებს რკინისგან. მოსწავლეებიც ჰყავს რამდენიმე თვის წინ ვნახე და მინდოდა გვეცადა ჩვენი გაერთიანება. მას ნიჭი აქვს , მაგრამ დიდი შეკვეთების მიღებას ვერ ახერხებს ... ჩვენ კი შეგვეძლო ერთი დიდი საამქრო გაგვეკეთებინა . ბაზარსაც გადავხედე და შენც თუ ჩაერთვებოდი ... მოკლედ ამაზე სხვა დროს იყოს _სახეზე ჩამოისვა ხელი. ისევ უყურებდა და ტვინიდან ვერ იგდებდა კითხვებს. პირი გაუშრა, თავი უსკდებოდა _ვიცი რასაც გულისხმობ, გარკვეული ვარ თუმცა ამ საქმეზე მუშაობაზე არ მიფიქრია . ჩემს მეგობარს დავუხატე დიდი ხნის წინ აივნის ჭედურის მოდელი . ძლივს იპოვნა ნორმალური ადგილი და მაშინ დავინტერესდდი . შენ კარგად ხარ ? _კი , უბრალოდ თავი მტკივა _მე კაფეში ვაპირებ გასვლას. ალბათ შენც მშიერი ხარ . რაღაც ახალ ტორტს აკეთებენ , გასინჯე უკვე? უგემრიელესია ... გუშინ ორი ნაჭერი ვჭამე და სახლშიც წავიღე _ ჩვეული მხიარული ტონით საუბრობდა და სულ აგიჟებდა მოსეს _მირჩევნია მარტო ვიყო , სიჩუმეში _ ისეთი ტონით უთხრა თითქოს მისი ხმა ტკენდა თავს. ნატას მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. უცებ წამოდგა და კარისკენ დაიძრა ისე რომ აღარაფერი უთქვამს _ჯანდაბა .... ჯანდაბა _მაგიდაზე ხელი დაკრა და მერე სავარძელს მიეყრდნო. თვალები დახუჭა , ღრმად სუნთქავდა და დამშვიდებას ცდილობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ წავიდა , მაგიდასთან მჯდომს წინ დაუჯდა და მშვიდად მისცა შეკვეთა მიმტანს _გემოვნება შეგეცვალა? _ბოლო დროს კვებას ყურადღებას ვაქცევ _წვენი დალია და ისევ განაგეძო კერძის დაგემოვნება _წონაში მოიმატე , რა ხდება ? _ავადმყოფურად გამხდარი ვიყავი და გადავწყვიტე დავიბრუნო ჯანმრთელი ადამიანის იერი ... ნორმალური წონა მაქვს , აქამდე კახექსიის ზღვარზე ვიყავი და მსუქანი არ ვარ _არ მითქვამს მსუქანი ხარ_თქო ... მართლაც ძალიან სუსტი იყავი თვეების წინ _თითქოს ამოისუნთქა და თავიდან აღიქვა მისი გარეგნობა . უფრო ლამაზი ეჩვენა , ისეთი ფერმკრთალიც აღარ იყო . ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა _ხო , სანამ ცუდად არ გავხდი მანამ ვერ მივხვდი , რომ საკუთარ თავზეც უნდა მეზრუნა _ჩუმად თქვა და სხვა მხარეს გაიხედა. _ცუდად? როგორ თუ ცუდად ... შენ რა გჭირს . ავად ხარ ? _ ისე დაიძაბა, იმდენი რამ თქვა ერთბაშად რომ ნატალიამაც კი იგრძნო მისი დაძაბულობა _მნიშვნელოვანი არაფერია... გადაღლილობისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო ჩემმა ორგანიზმმა აჯანყება გადაწყვიტა. გონება დავკარგე , წნევა დამივარდა . ანალიზებშიც ცვლილებები იყო ამიტომ დავუბრუნდი ჯანსაღ ცხოვრებას რომელსაც 20 წელზე მეტი ვინარჩუნებდი _გონება როდის დაკარგე ... ანალიზებში რა ცვლილებებია _ ჭიქას ხელი დაავლო, წყალი მთლიანად დაცალა და ნატამ ღიმილი რომ ვერ შეიკავა იმ წამს მიხვდა როგორ ეტყობოდა ყველა ემოცია _ იმ დღეს დალოდება რომ გთხოვე და წახვედი ... დილიდან ვმუშაობდი და ვეღარ გავუძელი _და აქამდე არ მითხარი ? ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ . ჯანდაბა ... იქედან ვინ წამოგიყვანა _მუშებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს . მათ კლინიკაში გადამიყვანეს . კიდევ გაქვს კითხვები ? _რატომ არ მითხარი თუ სუსტად იყავი უნდა გეთქვა და დავრჩებოდი . საერთოდ რატომ მუშაობ დილიდან დილამდე რომ დააგვიანო ვინ დაგსჯის მაგის გამო . რატომ გინდა გავგიჟდე _როგორ შეგიძლია სულ მეჩხუბო ... მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ვეღარ გავუძელი ამდენ სტრესს და გადაღლილობას? _ნატა _რა ნატაა , რა ... შემომხედე , მიხვდი მოვიმატე და მაშინვე იფიქრე რომ ფეხმძიმედ ვარ. ხომ ასეა... ერთი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ გვყავს ბავშვი , ტენდეციას ვარღვევთ . იმედია შენც დედამთილის მსგავსად არ გამინაწყენდები _ჩაიცინა და ჩანთას ხელი დაავლო _ ჯერ არ ვაპირებთ ... რომ დავგეგმავთ ფეხმძიმობას აუცილებლად შეგატყობინებთ, როგორც საუკეთესო ბიძას _გაანადგურა და წავიდა. კიდევ უფრო გაიზარდა მანძილი .......... ლუკას დაბადების დღე იყო . წლების შემდეგ პირველად ხედავდა ამ დღეს ასე ბედნიერს. ბოლო დროს სულ გარბოდა , საკუთარ თავს ჩუქნიდა თავისუფლებას და მთელი დღით იკარგებოდა. ახლა კი ოჯახურ ვახშამს გეგმავდა, ნატალიასთან ერთად ყველა ოჯახისწევრს ელოდა და ამჯერად დაჩიხ გვერდით ჰყავდა. წასვლის უფლება არ მისცა , პირველად იქნებოდნენ ყველანი ერთად , ერთ მაგიდასთან . სახლი ნელ_ნელა ახმაურდა სამშვიდობო ზონას დაემსგავსა დედა, მამინაცვალი მათი შვილები და მამაც იქ იყვნენ . ლენა , დიმა და ბავშვები პირველები მივიდნენ . მოსე სულ ბოლოს გამოჩნდა , ლუკას ყველაზე მეტად ისევ მისი დანახვა უხაროდა და ნატა კიდევ უფრო მძიმდებოდა . აშკარა იყო ძმების სიყვარული , გრძნობდა მოსე როგორ იცვლებიდა და დანაშაულის შეგრძნება ღრღნიდა. სუფრა საკმაიდ დიდი გამოვიდა, იმდენი იყვნენ და მაინც არცერთმა იცოდა მათი ნამდვილი სახე. დაჩისთან თავს უხერხულად გრძნობდა , ლუკამ ნატას ოჯახიც დაპატიჟა და ახლა ჩვეულებრივი ქართული ვახშამი მიმდინარეობდა. ვერ ხვდებოდა რა იყო ლუკას მიზანი, რატომ აიძულებდა დაჩის ამ ვითარების ატანას . ხედავდა რამდენად მძიმედ იყო , როგორ უჭირდა ამ ყველაფრის მოთმენა . მათ რომ სიმართლე სცოდნოდათ არაფერი იქნებოდა ძველებურად. ახლა ლუკას ნატასთან ერთად ლოცავდნენ, შვილთა სიმრავლეც კი უსურვეს , შვილიშვილებს მოლოდინზე წუწუნიც დაიწყეს . აღარ შეეძლო მოსეს დანახვა, მისი აზრების და გრძნობების წარმოდგენა. დაჩის არეული მზერაც გულს უკლავდა , მაგრამ ლუკა ? რას უპირებდა ლუკას თუ წაართმევდა ყველას და ყველაფერს. ის გიჟდებოდა ოჯახზე, მათ გარეშე ვერ იცხოვრებდა . ტყუილიც კი ცხოვრების ნაწილად გაიხადა მათ გამო . არა , ვერ უღალატებდა , ვერ ატკენდა არ შეეძლო მისი განადგურება. ყველაფერი თავად ჰქონდა ნანახი, მისი გრძნობები , ემოციები , ტკივილი ბრძოლა საკუთარ თავთან და სურვილებთან . ლუკა იმაზე სუსტი იყო ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, მხოლოდ ნატამ იცოდა მისი ნამდვილი სახე და საკუთარ თავს ვერ აპატიებდა მას რომ რამე დაშავებოდა. _ლუკა რომ დაიბადა მოსე და ლენა ცხრა წლის იყვნენ . მათი ნახვა სამწუხაროდ დიდხანს ვერ მოვახერხე ლუკა კი პირველად მოსემ აიყცანა ხელში . სულ მგონია რომ მას უფრო მეტი ამაგი აქვს ვიდრე მე ჩემზე მეტადაც უყვარს _არ უსმენდა საუბარს კაცის სიტყვებიც ძლივს გაიაზრა. მხოლოდ მოსეს არეული მზერა, სახეზე ასახული სევდა და ტკივილი აღიქვა მთელი არსებით . ლუკას არ გაუპროტესტებია მამის სიტყვები სხვა ეჭვიანობას დააბრალებდა , ნუ იგონებო ეტყოდა მან კი ხელი მოხვია და თავი მიადო _ნამდვილად მოსესგან მაქვს ყველაფერი კარგი რაც ჩემშია ... არცერთ მამას არ შეეძლო ისეთი რაღაცების სწავლება მას რომ გამოსდიოდა _ გაიცინა და დედამისს შეხედა _თქვენი განქორწინებაც მან გადამატანინა _არ გვინდა წარსულის გახსენება _ მტკიცედ განაცხადა და კიდევ ერთი ჭიქა დაცალა. თორმეტ საათამდე სახლი ისევ დაცარიელდა , დარჩნენ სამნი . ლუკაშუა ეზოში იდგა და ორივეს უყურებდა _დაიღალეთ ხომ ? _რატომ მაყურებინებ ამ სპექტაკლს _იმიტომ რომ მათ გარეშე ვერ მიმიღებ ... _ისინი შენ ვერ მიგიღებენ შენ კი მათ გამო ეს ფარსი წამოიწყე. რატომ არ შეიძლება ისე უყვარდე მათ როგორ უპირობოდაც შენ გიყვარს ისინი. _გახსოვს როგორ იყავი შენმა ძმამ რომ გაიგო და გცემა ? _ჩემი ძმის ცხოველობას ისე იხსენებ თითქოს შენ არ დაარტყი ჩემს ნაცვლად ... ხანდახან იმდენად მათნაირი ხარ რომ გულს მირევ . მგონია ერთ დღეს ის ხალხი ყველა შენი ნათესავი ერთად იყივლებს შენს სისხლში და რამეს დამიშავებ _შენც რომ შეგძლებოდა თავის დაცვა და იმ გიჟისთვის უფლება არ მიგეცა კარგი იქნებოდა. _მადლობა მოსეს რომ ბავშვობიდან ველურად გზრდიდა ... მისი გეშინია ყველაზე მეტად ხომ? გგონია მოგვკლავს? _მე ნამდვილად მომკლავს ისე რომ თითს არ დამაკარებს. ჩემები ისე გამანადგურებენ რომ ცემა_ტყეპაზე არც იფიქრებენ. დავიღალე აზრი არ აქვს ... არასდროს გესმის ჩემი _შენს საუკეთესო მეგობარს ხომ ესმის ... მითხარი ნატა რატომ აკეთებს ამ ყველაფერს. რატომ არ ვარ საკმარისი მისთვის , რატომ არ იბრძვის ჩემთვის _იმიტომ რომ მის გულში ბევრნი არიან. ყველას სხვადასხვა ადგილი გვაქვს და ერთის დაკარგვაც კი რთული გადასატანი იქნება. წარმოიდგინე, რომ თითოეული მათგანი მისი სხეულის ერთი ნაწილია და თუ გინდა დასახიჩრებული სულით იყოს შენს გვერდით მაშინ აიძულე იბრძოლოს -ყველანი ეგოისტები ვართ ... ყველაფერი გვინდა მივიღოთ სიმშვიდეც, ბედნიერებაც, ოჯახიც, სიყვარულიც , სამსახურიც, საზოგადოებაში სტატუსიც ჯანდაბა ერთი დიდი სპექტაკლია მთელი ჩემი ცხოვრება - ლუკა სავარძელში ჩაეშვა, სახე ხელებში მოიქცია და მერე სიცილი დაიწყო - მეგონა ეს იყო გამოსავალი, მაგრამ არ არის. საერთოდ არ არსებობს გამოსავალი თუ ნაცრისფერი არ ხარ . კიდევ ერთი წელი მომემატა და მე ისევ ვერ ვპოულობ სწორ გზას . გამოსავალი ნამდვილად არ ყოფილა ტყუილში ......... იმ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ნატალია დიდ დროს ვერ ატარებდა დაჩისთან და ლუკასთან, მაგრამ რამდენიმე წუთიც საკმარისი იყო დაძაბულობის შესამჩნევად. ერთ დღეს კი სახლში დაბრუნებულს ყველაფერი თავდაყირა დახვდა. ლუკა ძლივს იპოვნა ერთ-ერთი ოთახის კუთხეში იჯდა გაშეშებული. მიხვდა თავიდან იწყებოდა ყველაფერი, წარსულში დაბრუნდნენ -წავიდა- თავი ნატას ფეხებზე ედო. მოკეცილი იწვა იატაკზე სრულიად გამოფიტული - მალე ქვეყნიდანაც წავა... -რას აპირებ , გაუშვებ ? -რამდენჯერ გავაჩერე , აღარ შემიძლია... ვეღარ ვუძლებ სხვის ტყავში ცხოვრებას. რატომაა ასეთი რთული გასაგები ყველასთვის -შენ სხვებს არ გავხარ ... ყველასგან განსხვავდები და თუ მოინდომებ შეძლებ მიგიღებენ ისეთს როგორიც ხარ - თავზე ეფერებოდა. თვითონაც ტიროდა , საკუთარ თავსაც , ლუკასაც და ყველაფერს რაც მათ ირგვლივ ხდებოდა . -მითხრა ნატაც გააუბედურეო... ცხოვრება სულ მთლად აურიეო მას არაფერში ჭირდებოდა შენი ცოლობა კომპანიის წილის გამო დააშანტაჟეო . წარმოგიდგენია ? გონია ,რომ ამის გამო გაიძულე გამოყოლა ... საერთოდ არ მიცნობს . ახლა ისე მესმის შენი , იმ ნაბიჭვარმა რომ გამოგიყენა და მიგატოვა , გახსოვს როგორ იყავი? -როგორ შეიძლება არ მახსოვდეს... შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემს გვერდით ფეხზე ვერასდროს დავდგებოდი. შენც არ გაქვს უფლება მთელი ცხოვრება შესწირო ერთ ადამიანს. გრძნობები მიდიან , დამიჯერე ისე ქრება, უფასურდება. მაშინ მეგონა აღარასდროს შემიყვარდებოდა, ახლა ვიცი,რომ არც მყვარებია . ის არ იყო სიყვარული, მან მიღალატა, უბრალოდ გაერთო ჩემთან მე კი უფლება მივეცი წასულიყო. შენ მაშინ გამახსენე ყველაფერი რაც მიყვარდა მის გარდა, ადამიანები, საქმე , ადგილები , მომენტები რომელთა გაშვებაც არ ღირდა . შენს ცხოვრებაში იმდენი რამაა რაც გაგიჟებით გიყვარს ... იყავი თავისუფალი -იცი რა მანადგურებს ახლა? ვგრძნობ რომ მისი წასვლა კი არა საკუთარი უძლურება მტკივა. მგონი საერთოდ არ ვიცი რა არის სიყვარული და ჩვეულებრივი ცხოველი ვარ . მხოლოდ საკუთარი მდგომარეობა მადარდებს, კომფორტი და კეთილდღეობა -გაგიჟებით რომ გიყვარს ნებისმიერ სიგიჟეს ჩაიდენ მის გამო და მასთან ერთად- კედელს ზურგით მიეყრდნო . თვალები დახუჭა და წამსვე დაინახა მოსეს სახე. ბოლო თვე იმდენად სწრაფად მიიწურა ახლოსაც ვერ ახერხებდა მისვლას. უკვე რამდენი დრო გავიდა, მთელი წელი გაფრინდა და არსაიდან , არაფრისგან ძლიერდებოდა გრძნობა -სერიალში მთავარი როლი შემომთავაზეს ... წავალ . გარემოსაც შევიცვლი , გამოცდილებასაც მივიღებ და ყველაფერზე დავფიქრდები -ასე მორჩა შენი და დაჩის ამბავი? -მორჩა -და ჩვენ ? -დრო მომეცი , კარგი ? ახლა აზროვნება არ შემიძლია, გადაწყვეტილების მიღებასაც ვერ შევძლებ ... -დაგელოდები ... დრო ისე ჩქარა გადის მჯერა ყველაფერი დალაგდება. კარგად ვიქნებით, ვიმსახურებთ -შემდეგ შენც მომიყვები ცვლილებების მიზეზზე ... ვიცი, რომ რაღაც ხდება . არის ვიღაც ვინც თვალებში სხივი დაგიბრუნა , სხვანაირი ხარ მე კი შენთვის ვერ მოვიცალე , მაგრამ აუცილებლად მომიყვები ყველაფერს -და თუ ვერ შევძლებ მოყოლას? -უნდა შეძლო, მარტომ უნდა განვაგრძოთ გზა სიმშვიდისკენ. ორივემ ცალ-ცალკე უნდა მოვიკრიბოთ ძალა ... არავისზე და არაფერზე იფიქრო საკუთარი გრძნობების გარდა თორემ ხომ ხედავ დრო გადის ჩვენს უაზრო თამაშში, მოჩვენებით ბედნიერებაში. ხალხის ხმას აყოლილები ვკარგავთ საუკეთესო წლებს ............. -არ მიყვარს ზღვისპირა ქალაქები და ისიც მეყოფა დისკომფორტისთვის , გთხოვ ეცადე არ გამომიწვიო , გაფრთხილებ - მოსემ ქალაქის დატოვებისას ისე გააფრთხილა თითქოს ნატას სურდა მასთან ჩხუბი . -როგორ შეიძლება ადამიანს ზღვა არ გიყვარდეს -მეც არ მესმის ყველაფერი უკუღმა როგორ გესმის... მე ვთქვი ქალაქები და არა თავად ზღვა -განმიმარტე -ვერ ვიტან დაბინძურებულს, განადგურებულს, შეურაცხყოფილს... ქაოსს ირგვლივ და საერთოდ ამ ქალაქის მტაცებლურ დამოკიდებულებას. ყველა გამდიდრებისთვის იყენებს და არა სიმშიდისთვის...აშენებენ სულ ახალ შენობებს, სასტუმროებს, რესტორნებს და უკარგავენ ხიბლს. სულ უფრო მეტად მაწუხებს იქ ჩასვლა ასე მგონია ზღვის დამორჩილებას ცდილობენ და ისიც ამიტომ ატეხავს ტალღებს სანაპიროს , ვერ უძლებს ამდენს . დიდხანს ითმენს და ბოლოს ყველაფერს ფარავს -შენი მზერაც ასეთია, ზღვის’ფერი - სუნთქვაშეკრული რომ უსმენდა, მის პროფილს უყურებდა , წამები დასჭირდა მოსადუნებლად მისი მზერაც დაინახა ,ღიმილიც კი შენიშნა სანამ ისევ შეაბრუნებდა თავს ერთდროულად რთული და სასიამოვნო იყო მასთან ერთად მგზავრობა. გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდათ, ბოლო დროს არ უჩხუბიათ , არც ზღვარი გადაულახავთ. ნამდვილად ზღვის ადიდებასავით ელოდა მოსეს კიდევ ერთ აფეთქებას თავად კი წვიმასავით შეუწყობდა ხელს მისი ტალღების სიძლიერეს. გზა ზედმეტად დიდი იყო, თავის შეკავება უჭირდა ,ცდილობდა,მაგრამ ბოლოს მაინც მას უყურებდა. სახის შესწავლას რომ დაასრულებდა ჯდომის მანერას, მოძრაობას, ხელებს, თითებს აკვირდებოდა -გზას უყურე, ნუ მაღიზიანებ ! - ისე მოულოდნელად გახედა ნატამ თავის შებრუნება ვერ მოასწრო -სადმე გავჩერდეთ, ვისაუზმოთ - გზას გახედა და ტრაფარეტებს დააკვირდა. დამღლელი იყო მისთვის მგზავრობა თანაც ასეთ მოწყენილობაში. მუსიკის ჩართვა გაბედა და მუხლებზე დაწყობილი თითებიც ააყოლა მელოდიას, რიტმი ფეხებზეც გადავიდა ცეკვა უნდოდა , მაგრამ მოსესთან ყველაფერი საშიში ეჩვენებოდა -ღმერთო ჩემო - ბიჭმა თავი რომ გააქნია და უცნაური ღიმილიანი სახით გახედა წამსვე შეჭმუხნა წარბები -რა მოხდა -მე რა ტირანი ვარ ? ვინ გგონივარ საერთოდ ასე რომ გეშინია ჩემი -მეშინია მშვიდობის დაკარგვის, შენ ისე მოულოდნელად ბრაზდები და ზრდის საზღვრებს . ხომ გამაფრთხილე და ვცდილობ არ გაგაღიზიანო -მე არასწორი ქმედებები მაღიზიანებენ და არა შენი ბუნებრივი მდგომარეობა ... მე ვინ ვარ, რა უფლება მაქვს რაიმე აგიკრძალო -ერთ დღეს ისე საუბრობ ქალი ისევ უუფლებო მონა მგონია შენს გონებაში და -ნუთუ არ მეთანხმები ,რომ ყველა კაცს არ შეიძლება კაცი ეწოდოს და ასევეა ქალიც ... -რატომ არ გჯერა რომ ქალებსაც შეგვიძლია ვიყოთ ერთგულები- არ უნდა ეთქვა, იცოდა ეს ზღვარი იყო და მაინც ვერ გაჩუმდა- გიღალატეს ? -მეკითხები კიდეც ? ქალებსაც შეგიძლიათ არა? - ჩაიცინა და თავი გააქნია- სასაცილოა უკვე შენი აზრები საკუთარ თავზე ,მგონი საერთოდ ვერ ხვდები ვინ ხარ -იქნებ შენ ვერ ხვდები , ვერ მხედავ , ვერ მგრძნობ -მე შენ არ უნდა გგრძნობდე !- ჯდომის პოზაც შეიცვალა , მკლავებიც დაეჭიმა და ტონალობაც უფრო მკაცრი გაუხდა -კაცებიც ხომ ღალატობენ ცოლებს...ქართველ კაცს ტრადიცია ჰგონია - ეცადა საუბრის გაგრძელებას, ისევ იღვიძებდა ის ქალი არავის და არაფრის რომ არ ეშინოდა -ეგ იმ არაკაცების შეთხზული ამბავია , თავის გამართლების უსუსური მცდელობა , რომ კაცია და ყველაფერი ეპატიება . ქართველობასთან კი არა ადამიანობასთან არ აქვს არანაირი კავშირი კაცს რომელიც ღალატობს , ტკენს და აბუჩად იგდებს ქალს ,რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უნდა უფრთხილდებოდეს - ნელა ისედაც არ ატარებდა, მაგრამ ნატამაც იგრძნო სიჩქარის მომატება უნდოდა ეთქვა შენ მოღალატე არ ხარო, უნდოდა მისი აფორიაქებული სული დაემშვიდებინა , მაგრამ ვერ უთხრა. ეს რომ ეთქვა ისევ იგივე რეაქციას მიიღებდა და კიდევ უფრო მეტად ატკენდა. მთელი არსებით გრძნობდა ტკივილს , რომელიც ძმის ღალატის გამო ანადგურებდა მოსეს. ერთადერთი გამოსავალი ლუკას აღიარება იქნებოდა, მაგრამ მის დაბრუნებამდე რამდენიმე თვე მოუხდებოდა ლოდინი. ახლა უკვე ქალაქში იყვნენ და ნამდვილად ხედავდა ყველაფერს რაზეც მოსე საუბრობდა. მანამდე ამ კუთხით არასდროს შეუხედავს ზღვის ნაპირთან ახლოს მდგომი შენობებისთვის. ცარიელ სასტუმროში იყვნენ, მხოლოდ პერსონალის ნაწილი დატოვა ბატონმა მიხეილმა ტურისტებს აღარ იღებდნენ. ცვლილებები მასშტაბური იყო და ბევრ მოძველებულ ნაწილს ცვლიდნენ , ყველაფერს რასაც განახლება სჭირდებოდა. ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყეს რემონტი ახლა კი ავეჯის ჯერი იყო და ღრუბლიანი ქალაქი დახვდათ. მთელი დღე ისე წვიმდა გარეთ გასვლა ვერ მოახერხა, დადიოდა , ფიქრობდა , აკვირდებოდა, მაგრამ იდეები არ მოსდიოდა. თითქოს გაეყინა ფანტაზია. -იმაზე დიდი შენობაა ვიდრე წარმოვიდგენდი...დიდი დრო დაგვჭირდება , ამიტომ გვაფრთხილებდა დარჩენა მოგიხდებათო -ისევ იგივეს აგრძელებ- თვალები აატრიალა და მისკენ შებრუნდა -რას ვაგრძელებ -მოულოდნელად ჩნდები და პირდაპირ ლაპარაკს იწყებ -რამე იდეა გაქვს თუ უბრალოდ დადიხარ -ვერ ვხვდები რა უნდა ვქნა -ყოველთვის ახალს ხომ ვერ მოიფიქრებ... მთავარია თავად სასტუმროს დეკორს შეესაბამებოდეს -ერთი კატეგორიის ნომრები ერთნაირი იქნება... ლუქსები უნდა განსხვავდებოდეს . ეზო სულ შესაცვლელია . რესტორანი, ჰოლი იმხელა სივრცეა მგონი ახალ წლამდე ვერ დავასრულებ და მთელ ენერგიას წაიღებს -ეს დღე უნდა დავიმახსოვრო, პირველად წუწუნებ საქმეზე ... მე მაინც მგონია,რომ მგზავრობამ იმოქმედა და იმიტომ ხარ ასეთი მოდუნებული -ამბობდი ზღვისპირა ქალაქები არ მიყვარსო ...ვერ გატყობ უხასიათობას -ყველაფერი ცარიელია, მხოლოდ აქაურები არიან ამინდის მიუხედავად მაინც მომწონს . მხოლოდ ის ადგილები დარჩა,რომელიც ერთგულად ემსახურება ქალაქს . რესტორნები, კაფეები, ყველაფერი დახურეს იმათ ვინც იყენებს აქაურობას- წვიმის წვეთები ზანტად ცვიოდნენ ციდან, ჰაერიც კი სხვანაირი იყო. მოსემ ქოლგა გაშალა და ნატალიას ინსტიქტურად მოხვია ხელი მხარზე ახლოს რომ ყოფილიყო. მალევე გაიაზრა საკუთარი ქმედება ქალის დაჟინებული მზერა იგრძნო და ხელი მოაშორა -იცი ვფიქრობდი, რომ ზედაპირულად აფასებდი ყველას და ყველაფერს ახლა კი მივხვდი, დეტალების ადამიანი ხარ . ყველაფერს აღიქვამ, გრძნობ, იმახსოვრებ -შენ ბევრი რამ ისევ არ იცი , ვერც გაიგებ ალბათ -გავიგებ, უბრალოდ დრო მჭირდება ...- ჩუმად თქვა და ქვემოდან ახედა. მოსეს არ შეუხედავს, არ უნდოდა საუბრის გაგრძელება. გვიან ღამემდე ვერ მოისვენა. ლუქსი უზარმაზარი იყო, თავი კომფორტულად უნდა ეგრძნო , მაგრამ ახალი გარემო, აუტანელი სიჩუმე და უმოძრაობა აგიჟებდა. მუშაობის ნაცვლად მოსეს ხატავდა და უკვე საკუთარი თითების დამტვრევას ნატრობდა იმდენად არ მოსწონდა ეს მდგომარეობა. ვერ მოერგო ახალ ქალაქს, საქმეზე კონცენტრირება არ შეეძლო , ვეღარ უძლებდა გაურკვევლობას, დაძაბულობას და სტრესს. ................................ წვიმის ხმა რომ გაიგო ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა სად იყო . თანდათან რომ ძლიერდებოდა ხმა და ქარიც ახეთქებდა წვეთებს ფანჯრებზე შემდეგ მზერა ფურცლიდან გადაიტანა , ცა იმ წამს გაანათა ელვამ რასაც ძლიერი ქუხილი მოჰყვა. გარეთ შტორმი იყო , ზღვა მთელი ტერიტორიის დაფარვას აპირებდა, მსგავსი რამ არასდროს უნახავს და ახლაც სიბნელის გამო ბევრს ვერ ხედავდა. ნათურები რომ აციმციმდა და ერთმანეთის მიყოლებით ჩაბნელდა ირგვლივ მდებარე ყველა შენობა ტელეფონის პოვნა ძლივს მოასწრო. უცხო ადგილას, უჩვეულო მდგომარრობაში, სიბნელეში როგორ შეიძლებოდა არ შეშინებოდა, მაგრამ მოსესთან გასვლაზე ვერც ფიქრობდა. როგორ გაბედავდა ბატონის შეწუხებას თანაც შუაღამეს . საწოლზე დაწვა, საბანში ჩაიმალა და დამშვიდებას ეცადა, მაგრამ უშედწგოდ. _გამიღე ნატა _ კარზე ფრთხილ დაკაკუნებას მოსეს ხმა რომ დაერთო სიხარულისგან ლამის ფრენა დაიწყო. უცებ მივარდა კარი გახსნა და მორიგი ქუხილს წამოკივლებით შეხვდა _შენც ვერ დაიძინე? _მოსეს როგორ უცებაც მოეხვია ისე მოშორდა. აკანკალებული თითები თავზე გადაისვა და ოთახის შუაგულსიკენ დაიძრა _დავიძინოთ... ზედმეტი საუბრის გარეშე _ ფეხშიშველი იყო , საწოლიდან ბალიში აიღო და დივანზე მოთავსდდა. არ უნდოდა ნატალიას მიმართ ზედმეტი ყურადღების გამოჩენა, მაგრამ არ შეეძლო მისი დატოვება როცა ზუსტად იცოდა როგოფ შეეშინდებოდა მარტოს. რამდენიმე წუთი დერეფანში იდგა და მის თითოეულ მოძრაობას უსმენდა. გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას, წარმოიდგენდა მის დამფრთხალ მზერას და უკვე კარზე აკაკუნებდა . _მოისვენე და ასე ნუ მიყურებ _ თვალებდახუჭული იწვა , მაგრამ არ ეძინა ნატალიას რა მოასვენებდა _ვერ ვიძინებ რა გავაკეთო ... _ცრემლები რომ შეერია მის სუსტ ხმას მოსემაცგაახილა თვალები. სიბნელის გამო ნორმალურად ვერ ხედავდა , მაგრამ აშკარად საწოლზე იჯდა -იავნანა გიმღერო თუ რა ვქნა _ისევ ძლიერ წვიმდა და ქარმა უეცრად რომ გააღო აივნის კარი ნატამ კივილი დაიწყო _დამშვიდდი უბრალოდ კარია _ სწრაფად წამოდგა და ქარი ისე ძლიერ უბერავდა წვიმის წვეთები მთელს სხეულზე ეცემოდა . სანამ დახურა დაუსველდა კიდეც მაისური კახელ ქალს ამ წვიმის გეშინია? სეტყვის დროს როგორ იძინებდი _ ეცადა დაემშვიდებინა, გული ვერ უძლებდა ასეთს რომ ხედავდა . ხელები ეწვოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა _ჩემს სახლში არ მეშინია ... უცხო ადგილებში თავს დაუცველად ვგრძნობ. ნუ მეჩხუბებიი _რომ ამოიტირა და სახე ხელებში ჩამალა უკვე ნაბიჯებს დგამდა. საწოლზეც აღმოჩნდა და მკლავებიც ისე შემოხვია მხოლოდ მის ცრემლებზე და ბავშვივით ათრთოლებულ გულზე ფიქრობდა. _არ გეჩხუბები ... ნუ ტირი _პირი გაუშრა , გოგო მკერდზე რომ მიეკრო და ხელები წელზე შემოხვია სულ აირია. იმდენად ახლოს იყო სულ ცოტაც და აკოცებდა_უნდა გავიდე ...სველი მაისური გამოვიცვალო _არ წახვიდე ,გთხოვ _ ოდნავ მოუჭირა თითები და ქვემოდან ახედა . არ ეშინოდა უკვე აღარ აინტერესებდა თუნდაც გარეთ ყველაფერი დაეფარა ზღვას მხოლოდ მოსეს გაშვება არ შეეძლო. ეგონა გული გაუსკდებოდა თუ წავიდოდა. გაყინული თითები მაისურის ქვეშ შეუცურა , გრძნობდა გელოვანის რეაქციას და სიამოვნებისგან გონება ებინდებოდა _გეყოფა _ძლივს ამოუშვა ბგერები ჯერ კიდევ უყურებდა, გრძნობდა -შენ იარა დაგრჩა? _თითებით კანის სიგლუვე რომ ვეღარ იგრძნო ლამის თავიდან ატირდა . პოზა შეიცვალა გვერდიდან დაჯდა მაისური სწრაფად მოაშორა და ტელეფონის შუქზე დაინახა ბეჭზე დარჩენილი დამწვრობის კვალი- რატომ არ მიხედე ... სულ ცოტა იყო დარჩემილი_ თითები მხარზე გადაიტანა არსად იყო კვალი მხოლოდ იმ ერთ ადგილას _წარსულის ყველა მძიმე ეპიზოდი ტოვებს კვალს _თითის წვერებით ეხებოდა სახეზე და ცრემლებს აშორებდა . ის იყო მინიმალური ზღვარიც გადალახა და შეეხო მის დანამულ , ათრთოლებულ ტუჩებს ყველაფერი რომ განათდდა . უკეთ დაინახა ნატას სახე მისი ბავშვური რეაქცია ანთებული ჭაღის დანახვისას და გაწითლებული ღაწვები სიბნელის გამო რომ არ ჩანდნენ. საკუთარ თავთან ომის მოგება დასჭირდა მანძილის გასაზრდელად. მაისური არც კი გახსენებია ისე წამოდგა და კარისკენ დაიძრა. აივნის კარის გაღების შემდეგ მაგიდიდან გადმოვარდნილი ბლოკნოტი გადაშლილი ეგდო იატაკზე და იქედან უმზერდა შავი ფანქრით დახატული საკუთარი თვალები. წამით შეჩერდა მის ასაღებად , წავიდა და დატოვა სულ არეული ქალი . ........... ათამდე პორტრეტი იპოვნა და თითოეულ მათგანში სხვადასხვაგვარ ემოციას ხედავდა. საკუთარ თავს ნატალიას თვალით უყურებდა , ცდილობდა მისი ფიქრები ამოეცნო. ისევ ერთმანეთს ებრძოდნენ გრძნობები, სიამოვნებდა და თან ბრაზობდა. რამდენადაც მარტივი იყო მისი ემოციების ამოცნობა იმდენად რთული გახდა ნატალიას შეცნობა. ფაქტები მის წინააღმდეგ იყვნენ და გონება არ აძლევდა მასთან მიახლოების საშუალებას. -გადავწყვიტე ,რომ პირველი სართულიდან დავიწყო - თითქოს როლები გაცვალეს მისალმებას არც დალოდებია ისე დაიწყო საუბარი. პლანშეტი გაუწოდა და ფანჯარასთან დადგა -კარგად ხატავ - ფოტოებს უყურებდა , სივრცეს აკვირდებოდა და თან ნატალიასკენ ჰქონდა მტელი ყურადღება -არც იმდენად,რომ მხატვარი მერქვას ამიტომ ვაკეთებ იმას რაც ნამდვილად კარგად გამომდის -გამოდის დავიწყეთ ... რომელ ნაწილსაც დავასრულებთ თანვე დამზადებას დაიწყებენ . მე დანარჩენ საქმეებს მივხედავ ისე ,რომ შენ მხოლოდ ამ ადგილზე კონცენტრირდე -შევთანხმდით- ქურთუკი მოიცვა, კაპიუშონი წამოიფარა და კარისკენ დაიძრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამჯერად თავად ზრდიდა მანძილს. უკვე სასაცილოც კი იყო ეს მდგომარეობა წრეზე ტრიალებდნენ დაუსრულებლად იმიტომ რომ ორივე უკან იხევდა, ბოლომდე არ ამბობდნენ სათქმელს, არ იცლებოდნენ ემოციებისგან ეშინოდათ შედეგების და აგრძელებდნენ ერთი წრის ირგვლივ ტრიალს . წინა ღამის შემდეგ ყველაფერი იმდენად მშვიდი ჩანდა შიშის შეგრძნებაც კი გაუჩნდა. კვალი ჩანდა, მაგრამ მაინც ზედმეტად ჩუმი იყო ცა, თითქოს წვიმისგან დაიღალა და ახლა ძალებს იკრებდა . ღამით იქნებ ისევ იგივე განმეორებულიყო ახლა კი ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა დედამიწას. მთელი დღე დახეტიალებდა, სხვადასხვა ადგილს აფარებდა თავს უყურებდა გეგმას და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა. ბოლოს სანაპიროზე აღმოჩნდა უკვე ბინდდებოდა , მუშაობა შეწყვიტა და უბრალოდ თვალმიუწვდომელ სივრცეს უყურებდა . -ზედმეტად ახლოს ხარ ... საშიშია -ესეც დაუშვებელია ? -ჩაიცინა და წამიერად გაჩენილი ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა -ის შენთვის ზედმეტად დიდი, უძირო და მიუწვდომელია ... -ასე ძალიან რომ მიზიდავს? მზად ვარ მისკენ გასავლელი გზა ნებისმიერ წამს დავფარო -თუნდაც დასასრულთან მიხვიდე გზის ბოლოს? -მე ვიცი,რომ ეს გზა თავადაა დასასრული ... - მზერა რომ გაუსწორა მოსეს მუქი ლურჯი ჰქონდა სფეროები , გაეღიმა -ზღვის ‘ფერი ხარ გელოვანო -სასტუმროში დაბრუნების დროა , გაიყინები აქ -და შენ არაფერს გააკეთებ ჩემს გასათბობად -მე არ ვარ ის ვისთანაც მიჰყავხარ გზას ... შენი გზა უკვე დასრულდა და ახლა ლუკასთან ერთად -წავიდეთ , ყინავს - ზურგი აქცია და პირველი გაუყვა გზას. მარტო მიაბიჯებდა, იცოდა მოსე უკან მიჰყვებოდა , მაგრამ მაინც მარტო იყო. დამალული სიმართლე სულს უყინავდა, არ აძლევდა გათბობის საშუალებას. მირბოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცეოდა. ტყუილი ნახტომია უფსკრულისაკენ , ფსკერზე დაშვებულს კი მხოლოდ სიმართლე მოგევლინება მხსნელად. არ არსებობს სხვა საშუალება , სიმართლე ერთადერთი გზაა თავისუფლებისთვის... ........ ბოლო დღეები იყო დარჩენილი , მალე დაასრულებდნენ სამუშაოს , ახალ ელფერს მისცემდნენ სასტუმროს და დატოვებდნენ ქალაქს . -მგონი ყველაფერი გავიარეთ... ბიჭებს გადავუგზავნი და დაიწყებენ - თავი რომ ასწია და მოსეს მზერა დაინახა მიხვდა სხვაგან დაფრინავდა , გაბრაზდა- შენ რა არ მისმენ? -ხვალ არ ვიქნები ... -სად მიდიხარ -ხომ თქვი ჩემი მეგობარი ცხოვრობს აქო, შეგიძლია მასთან ერთად გაატარო ხვალინდელი დღე -ვთქვი,რომ ცხოვრობდა. ისევ ცხოვრობს-თქო არ მითქვამს... მარტო მტოვებ? ახლა რაღა მოხდა ისევ რომ გარბიხარ -არ გავრბივარ, აუცილებლად უნდა წავიდე . ხვალ საღამოსვე დავბრუნდები და ბოლო სკამის შემოტანამდე აქ ვიქნები - ისე დატოვა ნატამ სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. ხვდებოდა უმიზეზოდ რომ არ დატოვებდა, მაგრამ ის არ იცოდა მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. მთელი დღე მოწყენილი იჯდა ნომერში და მოსეს ხატავდა, სევდისფერი მზერა ჰქონდა ისევ საღამოს ნამდვილად დაბრუნდა, ზემოდან უყურებდა როგორი დაღლილი მიაბიჯებდა სასტუმროს ეზოში. კართან იდგა ,მისი ნაბიჯების ხმას ელოდა . ადგილზე შეხტა მისი ხმა რომ გაიგო -ნატალია ... გამიღე -დაბრუნდი უკვე? - იმ წამსვე რომ გააღო თავი გაყიდა. მოსე ისეთი გამოფიტული ჩანდა მზერა ვერ მოაშორა -ანგარიშები გადმომიგზავნე... -მივხედე უკვე, შენ შეგიძლია დაისვენო -გადმომიგზავნე - ზურგი აქცია და საკუთარი ოთახის კარი გააღო -სავახშმოდ არ წამოხვალ? მშია , გელოდებოდი- ბოლო სიტყვა რომ თქვა გელოვანმა მხოლოდ შემდეგ გამოხედა - თუ ძალიან დაღლილი ხარ ნომერში მოვატანინებ -შენთან მოიტანონ ... გამოვალ - კარი მიხურა და ნატალიამ მაშინვე დაიწყო ოთახის მოწესრიგება. ბავშვივით უხაროდა რომ დაითანხმა. იქ ყოფნის განმავლობაში მშვიდად მუშაობდნენ , მასთან ყოფნა ისეთი სასიამოვნო იყო ბოლო წამებამდე უნდოდა დროის გამოყენება. იგვიანებდა, მაგიდა უკვე მზად ჰქონდა და საქმე რომ ვერაფერი იპოვნა სარკის წინ საკუთარ გამოსახულებას ათვალიერებდა. რამდენჯერმე დატრიალდა კიდეც, უნდოდა ლამაზი ყოფილიყო, ზოგჯერ საერთოდ ივიწყებდა სტატუსს და პატარა კეკლუც თინეიჯერს ემსგავსებოდა, ფლირტის დროს რომ ლოყები უწითლდება, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ცდილობს რჩეულისთვის თავის მოწონებას. კარი ჩაკეტილი არ ჰქონდა და მოსე რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა -შეგეძლო უჩემოდ დაგეწყო , ლოდინი არ ღირდა- სარკეში უყურებდა ქალის გამოსახულებას, მაგრამ არაფერს ამბობდა მის გარეგნობაზე . მალევე მოაშორა მზერა და მაგიდასთან დაჯდა -ვიფიქრე მშიერი იქნებოდი,სავარაუდოდ გრძელი გზა გამოიარე -როგორ გგონია რამდენ ხანში შევძლებთ უკან დაბრუნებას - სერიოზული იყო, ჩვეულებისამებრ მშვიდი ტემბრი ჰქონდა , მაგრამ ნატა გრძნობდა მის დაღლილობას -თითქმის ყველაფერი მზად არის ... გეჩქარება ? -ხომ გითხარი , არ მიყვარს ზღვისპირა ქალაქები... - ღვინის ბოთლს საცობი მოხსნა და ჭიქა გაავსო - დაგისხა ? -არა , მე არ მინდა - ნამდვილად არ ღირდა იქ მისი დათრობა. ჩუმად განაგრძობდა კერძის დაგემოვნებას . მოსე ნამდვილად მშიერი იყო და მისკენ ხშირად აპარებდა თვალს . არ უნდოდა დაჟინებით ცქერა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოსდიოდა -გისმენ - კიდევ ერთხელ აიღო ღვინის ჭიქა და ამჯერად დარჩენილი სითხეც დალია . კიდევ ერთხელ რომ გაავსო ნატას ეუცნურა, მაგრამ არაფერი უთქვამს -მე ... მოსე უბრალოდ - დაიბნა, ვერ ხვდებოდ არა ეთქვა -გაინტერესებს სად ვიყავი - მეორე სავსე ჭიქა შესვენების გარეშე დაცალა და დესერტის დაგემოვნება დაიწყო - ცნობისმოყვარე ხარ თუ მხოლოდ ჩემით ინტერესდდები -ზომიერად ცნობისმოყვარე ვარ -ზოგადად დედაჩემის მშობლებთან დავდივარ ... როცა დიდი ხნით ვიკარგები მათთან ვარ. ბოლოს ბებო იყო ცუდად და ვზრუნავდი მათზე . მთაში არიან , ცივილიზაციას რომ მოვწყდი სწორედ იქ წავედი . უბრალოდ არ მინდოდა თან წამეღო ქალაქისთვის დამახასიათებელი ქაოსი , თორემ შემეძლო იქაც ავყოლოდი ცვლილებებს -მივხვდი, რომ უბრალოდ არ გიყვარს ტექნოლოგიური მიღწევების გასართობად გამოყენება... არ ხარ ის კაცი სოციალური ქსელებით ურთიერთობა რომ ხიბლავდეს- არ უყურებდა, წყლით სავსე ჭიქაზე დაატარებდა თითებს, მაგრამ მის მზერას გრძნობდა- ბუნება, სიმშვიდე, მოხუცები,რომელთაც დედის ფერი აქვთ ... ყველაფერი ნამდვილი , ბუნებრივი მესმის რატომაც დარჩი იქ -ბევრს ჰგონია, რომ რაღაც სხვა მიზეზი მქონდა. თითქოს გავურბოდი ვინმეს ან რამეს ... როცა რაღაც ცოდვა გამძიმებს მართლაც გინდა ყველასგან შორს გაქცევა , მაგრამ მაშინ არაფერი მსგავსი არ მაწუხებდა. ბევრი ვნახე , განვიცადე, გავაკეთე და უბრალოდ აღარ მინდოდა ქალაქის ხმაურიანი ცხოვრება -უცნაური წარმოსადგენი ხარ სოფელში, იქაური საქმეებით , საყვარელ მოხუცებთან ... სიამოვნებით გნახავდი მშვიდს, ბედნიერს და თავისუფალს ამ შეკრული წარბების, ბრიალა თვალების და უკმაყოფილო გამომეტყველების გარეშე . აღარ შემეშინდებოდა შენი -ჩემი მხოლოდ იმათ ეშინიათ ვისაც დანაშაულის შეგრძნება აწუხებთ ... არასდროს ვფარავდი ხოლმე სხვის ჩადენილ ცოდვებს - გელოვანი კიდევ ერთხელ აცარიელებდა ჭიქას და ნატალია მის მზერაში ნაკლებ სიმძიმეს ხედავდა - მამაჩემსაც კი ეშინოდა ჩემი -ზურა ცუდი მამა იყო ? -უარესებიც არსებობენ ... ზურამ საკუთარ თავს დაუშავა ყველაზე მეტი . ყველაფერი რაც სხვებს ვნებდა მის მხრებზე ცოდვებად გროვდებოდა და ახლა ისე დამძიმდა სუნთქვაც უჭირს -რატომ არ ამხნევებ, არ ეხმარები თუ ხვდები რომ ცუდადაა -ყველას აქვს არჩევანი , მან ბევრჯერ დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა -მრავალცოლიანობას გულისხმობ? ვერ აპატიე რომ დედაშენის შემდეგ დაქორწინდა? შენი დამოკიდებულება ღალატისადმი ცნობილია უკვე ჩემთვის- მოსე ელაპარაკებოდა და ეს იმდენად გამორჩეული მომენტი იყო არ უნდოდა წამი დაეკარგა. სანამ ზღვარს მიაღწევდა მანამ ასწრებდა ყველა კითხვის გაჟღერებას -ღალატი ... წყეული ქმედება ,რომელიც განგრევს ! დედას მაშინ უღალატა ციხიდან გამოსვლას რომ არ ეცადა და მარტო დატოვა. ლუკას დედა, ლელა 7 წლის შემდეგ შეირთო და მალევე ისიც მიატოვა. სიყვარულს ეძებდა , სიმშვიდეს ეძებდა და თან სულ ერთ შეცდომას უშვებდა არ შორდებოდა დამნაშავეებს , უკან დახევის ნაცვლად სულ უფრო უარესს აკეთებდა. იცი რა ? როცა რაღაც ცუდს აკეთებ შენც გტკენენ ის ან სხვა...მნიშვნელობა არ აქვს , სამაგიეროს აუცილებლად იღებ- ნატას მზერა გაუსწორა და ჩაიცინა - ასე რომ, უნდა ველოდოთ და შევეგუოთ ტკივილს მე და შენ -შენ ძალიან მძაფრად აღიქვამ უმნიშვნელო დეტალებსაც კი ... უცნაური ხარ , რთული -შენ არ გინახავს იმდენი არაადამიანი ,რამდენსაც მე ვიცნობ . მიკვირს როგორ არ შემზიზღდა ადამიანთა მთელი მოდგმა , როგორ ვამართლებ დღემდე ქალს ,რომელიც საკუთარ სახლში , საკუთარ ძმაკაცთან ღალატობდა ციხეში მყოფ ქმარს . იმ ქმარს ,რომლის შვილებსაც ზრდიდა იმ კედლებში . არ დამიმალავს მისი ბ.ზობა , არც ყალბი ძმაკაცის არაკაცობაზე დამიხუჭავს თვალი , მაგრამ მათი მოღალატე ხასიათის მიღმა ვხედავდი დადებით თვისებებს. ის კაცი ღირსი იყო? იმსახურებდა? არ ვიცი, შეიძლება - ღვინით დანამული ტუჩები ენის წვერით გაილოკა და ფეხები გაშალა , წინ მიიწია . ნატალიას გაფართოებულ თვალებს შეხედა და გაიცინა - ღალატსაც იმდენივე სახეობა აქვს რამდენი ფერის გრადაციაც არსებობს სამყაროში ... საერთოდ ყველაფერი რასაც ადამიანი ქმნის ან სჩადის ყველაფერი ასეთია, მრავალფეროვანი . ვერ მოაქცევ ერთ ჩარჩოში , ვერ დაახარისხებ და გააერთიანებ -ღალატი , მაინც ეს გგონია ადამიანის მთავარი ცოდვა ?- პირი გაუშრა, იმდენი ემოცია მოეძალა ერთად რომ არ იცოდა რაზე ეფიქრა უბრალოდ კითხვას სვამდა -მკვლელობაც ღალატია , მრუშობაც, ქურდობაც, ტყუილიც ... საკუთარ თავს რომ ღალატობ ისე ხშირად, მოუნანიებლად და მძაფრად ალბათ არავის სხვას . აი ამ წამსაც მე საკუთარ თავს ვღალატობ შენთან რომ ვზივარ, გიყურებ , მშვიდად გელაპარაკები იმაზე რაც არ უნდა იცოდე .დღეს , როდესაც დედაჩემი დაიბადა - წამოდგა ,დაცლილი ჭიქა მაგიდაზე დადგა და თვალებამღვრეულ ნატას ზემოდან დახედა- უკვე ღალატის ყველა ბნელი ფერია ჩემში ................ მომდევნო დღე დღეები ისე გაატარეს თითქოს საუბარი არ შემდგარა. საქმე ბევრი იყო, დრო არ ჰქონდათ ერთმანეთისთვის , მარტო დარჩენაც შეუძლებელი იყო , ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ნატალია გონს რომ მოვიდა უკვე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. თარიღი რომელიც ყოველთვის უყვარდა, მიუხედავად სიმძიმის, პრობლემებისა თუ იმედგაცრუების დაბადების დღე მუდამ ერთად კრავდა დროს გატანებულ ასაკთან ერთად გაჩენილ ემოციებს. არასდროს ჰქონია ასეთი წელი, სიმშვიდის მოლოდინში თავს დამტყდარი ყველაზე დიდი გრძნობით . მარტო იყო , ვერ მოახერხა ზღვარის დაცვა მთელი არსებით უნდოდა გელოვანთან გაეტარებინა ის საღამო -ნატალია - კართან მდგომ ქალს დაბნეული მზერა გაუსწორა -არ შემომიშვებ? -რა ხდება? -ჩემი გეშინია , ჩემთან მოახლოება გაფრთხობს მოსე ? ! -თუ მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს დაღლილი ვარ -დაბადების დღე მაქვს, არ მინდა მარტო ვიყო , გთხოვ -მისი მზერა სულს უხუთავდა, ეშინოდა . მასთან სიახლოვე ნამდვილად აშინებდა, საკუთარ თავს კონტროლს ვერ უწევდა და მაინც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ბრძოლა ნატალის გამო -არ ვიცოდი, შარშანაც არ აღგინიშნავს -გემახსოვრებოდა რომ მეთქვა? ოთახში ისევ არ მიშვებ? -ჩაიცინა და თავი გვერდით გადახარა- იქ ვინმეა ? -არა , ვინ უნდა იყოს ... დაბადების დღის ბოლო საათებს ჩემს ნომერში ხომ არ გაატარებ. ვივახშმოთ, გამოიცვალე და გავიდეთ -არ მინდა წასვლა , შენთან მინდა- კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა , მოსეს სიტყვის თქმის უფლება არ მისცა ისე შევიდა ნომერში და პირდაპირ ფანჯრის წინ მდგომი სავარძლისკენ დაიძრა. საკუთარი ბლოკნოტი რომ დაინახა ღიმილი მოეფინა სახეზე . აშკარად მოსეს ადგილი დაიკავა და საკუთარ ნახატს დააკვირდა - უფლებას მომცემ დიდ ტილოზე რომ დაგხატო ? - თითები ფურცელზე გამოსახული კაცის ნაკვთებს შეახო ,ისე უნდოდა ნამდვილსაც ასე მარტივად მოფერებოდა -რისთვის მოხვედი ნატალია - უკნიდან ესმოდა მისი ხმა, შეცვლილი გაბზარული, გადაღლილი -მაჩუქებ საკუთარ თავს დაბადების დღეზე ?- ზუსტად იცოდა გააგიჟებდა, მაგრამ იმდენად იყო დაღლილი საკუთარი ცხოვრების უფერულობით მეტის მოთმენა აღარ შეეძლო -საკუთარ თავს დავუთმობ ქალს რომელიც ჩემი არ არის? -იმაზე მეტად გეკუთვნი ვიდრე ოდესმე ვინმეს , საკუთარ თავსაც კი ვერ ვამარცხებ შენ გამო - ისევ მოსეს პორტრეტს დაჰყურებდა, თითებს ნაზად დაატარებდა და ისე საუბრობდა თითქოს ის იქ ,მის უკან არ იდგა -როგორ შეგიძლია ისე მოქცევა თითქოს ეს ქალი სულ სხვა ადამიანია, ჩემი ძმის ცოლი სხვაა შენ კი სხვა - მაჯაში წვდა , ბლოკნოტი ხელიდან ააცადა და მის გამოსახულებასაც ვეღარ ხედავდა. ახლოს გრძნობდა მის სუნთქვას, გახშირებული გულისცემის ხმა ესმოდა. საჩვენებელ თითზე მორგებულ ბეჭედს შეეხო და თავის აწევა აიძულა- ერთი ქალი მებრძვის, მაგიჟებს, ისე იქცევა თითქოს ეს რგოლი მის თითზე არაა , თითქოს თავისუფალია და არავის ეკუთვნის. ეგ ქალი ჭკუიდან მშლის ... სინამდვილეში კი სხვა ხარ , საერთოდ სხვა -ეს ბეჭედი რომ არ არსებობდეს - ხელის გათავისუფლება არ უცდია, მხოლოდ ბეჭედი მოიშორა და ისე მოისროლა არც კი უფიქრია მის ბედზე - ჩემში ორივე ქალი რომ იყოს და ორივე თავისუფალი? მათგან ერთი თუ მთლიანად გეკუთვნის და მეორეც შენი თუ გახდება -გინდა ირეალურ სამყაროში გადამიყვანო? მე არ მჩვევია რეალობისგან დამალვა , თავს არ მოვიტყუებ ნატალია -რატომ შევხვდით ასე გვიან , ხომ შეიძლებოდა მანამდე დაბრუნებულიყავი და გამეცანი -და რა ერთ ძმას ქორწილამდე მეორე ძმაში გაცვლიდი? გგონია შენს სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული და ჩვენ ორნი შენი მარიონეტები ვართ? -მე მხოლოდ ის ვიცი, რომ შენ მხედავ, მგრძნობ , მაგრამ არ მიცნობ - ხელის გაშვების უფლება არ მისცა, მეორე ხელი მოუჭირა მტევანზე და ესეც საკმარისი იყო ყველა უჯრედის გასაცოცხლებლად - დრო რომ მოვა, გეფიცები ყველაფერს მიხვდები -რომელი დრო , გგონია არსებობს სამყაროში დრო როდესაც შენ მოღალატე აღარ იქნები? ან მე ... მე დავივიწყებ ვინ ვარ ? -შენ მოღალატე არ ხარ ! - თვალებში უყურებდა , მის ვერ წარმოთქმულ აზრებს პასუხობდა და ისეთი მტკიცე იყო , სწორედ ის ქალი ლაპარაკობდა მოსეს რომ აურია მთელი არსება -არ ვარ ? აბა ვინ ჯანდაბა ვარ ... საუბარი გინდა ხომ? აქ ამისთვის მოხვედი რომ ერთმანეთისგან აღარ გავიქცეთ . თვალი გავუსწორო რეალობას ? როგორც კი ვცდილობ მაშინვე ვხედავ რომ არაკაცი ვარ ! ამდენ წლიანი ცხოვრების შემდეგ გამოჩნდი , იმ ღამესვე მოღალატე გამხადე , ვიცოდი ვინც იყავი იქ სასტუმროში, ქორწილის წინ მთვრალი რომ დააბიჯებდი და მე მინდოდი , ისე მინდოდი რომ გიყურებდი სისხლი მიდუღდა. წელიწადზე მეტია ვნატრომ ,რომ ისე შეგიზიზღო როგორც ყველა ვისი ღალატიც მინახავს და ისეთი უმნიშვნელო გახდე როგორც ყველა დანარჩენი ქალი, სამყაროში - ფეხზე იდგა , განრისხებული, გაგიჟებული ამბობდა ყველაფერს რასაც საკუთარ თავში მალავდა- ვინ ჯანდაბა ვარ , როდესაც საკუთარი ძმის მშურს, ზოგჯერ ისიც მძულს, ყველა მისი შეხება რაც მინახავს და რაც წარმომიდგენია . ლუკა საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა ყოველთვის, რომ დაიბადა იმ წამიდან სულ იმაზე ვფიქრობდი რა შემეძლო მისთვის გამეკეთებინა, ახლა საყვარელ ქალს ვართმევ - ყბები დაეჭიმა, ჩაიცინა და თავი გააქნია- ის გავაკეთე რაც ყველაზე მეტად მეზიზღება ადამიანში, ის რის გამოც ბევრი გამითელია და შენ...ღმერთო შენ ისევ ისე მიყურებ, ამ წყლიანი მრგვალი თვალებით როგორც ყველაზე სუფთა , უცოდველი ქალი -ჩემი დანაშაული მხოლოდ ერთია , ტყუილი ... შენ კი ჩვენი მსხვერპლი ხარ , თამაშის რომელიც თავდაცვისთვის იყო - მიუახლოვდა, ჩამოშვებულ მხრებზე ხელი შეახო და მაშინვე იგრძნო რეაქცია-მოსე , ღმერთო ნეტავ შემეძლოს ყველაფრის უკან დაბრუნება და სიმართლის თქმა -ისეთი პატარა იყო, მოსეს სხეული მთლიანად ფარავდა, თითები წვერიან ლოყაზე შეახო და შემდეგ თმაში შეუცურა. ძალა აღარ ჰქონდა და მაინც მოსეზე ისე ზემოქმედებდა ,რომ ისიც ვერ იძვროდა ადგილიდან . ცხვირის წვერი ჯერ ლოყაზე შეახო, შემდეგ სახე მის თმაში ჩამალა და სურნელი ღრმად ჩაისუნთქა. -არის რამე რამაც შეიძლება გაგვამართლოს ? არ არსებობს ! ყველაფერი უბრალოდ თავის გამართლების ფუჭი მცდელობაა - ჩუმად ლაპარაკობდა , პირი გაუშრა მის სიახლოვეს ყოფნა ასე არასდროს გასჭირვებია . სულ უფრო მეტი უნდოდა, ვერ შორდებოდა -გემუდარები დავასრულოთ ... გაქცევა და თავის მოტყუება - თითები სულ გაეყინა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალს ვერ წყვეტდდა ლურჯ სფეროებს , რომელშიც ქაოსი ტრიალებდა . ზღვას გავდა იმ დროს, ტალღები ჯებირებს აწყდებოდნენ და მალე ყველაფერს დაფარავდნენ - ვეღარ ვუმკლავდები ... სულ სხვების გამო რატომ უნდა ვიხევდეთ უკან. ჩვენი , ჩემი და შენი ცხოვრება ყოველთვის სხვებისთვის იყო , არასდროს საკუთარი თავისთვის ... შენ გქონია ერთი დღე ,როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი ? შენს სურვილებზე -რამდენიმე საათით რომ დავივიწყო ყველაფერი საკუთარი თავის გარდა რეალობაში დაბრუნების შემდეგ შემზიზღდება ის ვინც ვარ ... - მაჯაზე შეახო ტუჩები და თვალები დახუჭა. სრულიად ფხიზელი იყო, მაგრამ მისი სიახლოვე ათრობდა -უნდა წავიდე ? ! - სახეზე ეფერებოდა, ისე როგორც მის პორტრეტს წუთების წინ და ელოდა როდის შეხედავდა კიდევ ერთხელ. ლურჯმა დაფარა მთელი სივრცე, გულისცემის ხმას გახშირებული სუნთქვა ერთვოდა და გრძნობებით სავსე ვნება იმარჯვებდა სამყაროზე . წესები, პრინციპები, სტატუსი და ყველა ადამიანი ერთბაშად გააქრო გონებამ. სისხლი ისე სწრაფად მოძრაობდა კაპილარებში , ყველა უჯრედს აცოცხლებდა, აფეთქებდა და ცეცხლით ანთებდა მოელვარე სფეროებს. ყველა საზღვარი გაქრა, ჩამოიქცა დიდი ხნის ნაშენები გალავანი , შიშველ სხეულზე იკრავდა ქალის ათრთოლებულ სხეულს -მოსე - გრძნობებისგან არეული, თვალებამღვრეული უყურებდა ზემოდან მოქცეულ საყვარელ კაცს და სიტყვის თქვასაც ვეღარ ახერხებდა. მისი შეხება ყველაფერს ავიწყებდა, მსგავსი რამ არასდროს განუცდია და თავადაც ვერ იაზრებდა ისე ჰყვებოდა მის რიტმს. ყველა სიტყვა , შეხება და მზერა დაელექა გონებაში . ყველაფერი სიზმარს ჰგავდა , ცეცხლოვან წარმოსახვას , რომლის დასრულებისაც ჯოჯოხეთივით ეშინოდა . -თვალები გაახილე , მინდა გიყურო - ხრინწიანი ხმა ესმოდა ყურთან ახლოს. მისი ანთებული მზერა რომ დაინახა ისევ შეეშინდა იმ თვალების რომელშიც გელოვანის არეული სული ჩანდა-შეპყრობილი გამხადე- აწითლებულ ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი ტუჩებით დააშრო- შენც ვერ მოახერხებ ყველაფრის გაქრობას და სულის დამშვიდებას მოშორდა, საწოლის ბოლოში დაჯდა და ნატას მთრთოლვარე სხეულს მზერა ააყოლა. ისევ მოეხვია, ზურგიდან აეკრო შიშველი მკერდით და თავი მხარზე დაადო . ერთხანს ჩუმად იყო, მოსეს უყურებდა , თითები ფრთხილად შეუცურა თმაში და წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო მშვიდად განაგრძო მოფერება. -რას აპირებ -ახლა არა ,გთხოვ -როდის -დღეისთვის საკმარისზე მეტი ემოცია მივიღე საუბრის შემდეგ ... მეორე ნაწილს სხვა დროს სამივე ერთად გავივლით -მე არ ვიცი შენ რას აპირებ ,მაგრამ მე არსადროს დამიფარავს ღალატი . ახლაც არ ვაპირებ მიუხედავად იმისა, რომ მთავარი დამნაშავე ვარ -დანაშაულია გიყვარდე ? -დანაშაულია. ერთადერთი რომელიც არ მინდა ვინანო ,რომლის არ ჩადენაც ჩემს ძალებს აღემატებოდა - თავისკენ მიიზიდა , შიშველ წელზე მკლავი მოხვია და ტუჩებზე წაეტანა -ყველაზე ნამდვილი ხარ მათ შორის რაც კი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში - სუნთქვაარეულმა თქვა მის ტუჩებთან -მთელი არსებით მინდა მჯეროდეს ყველა შენი სიტყვა და გამოხედვა , ყველა რეაქცია - თითებს მის შიშველ სხეულზე დაატარებდა, საკუთარ სურნელში არეულ მის სუნს გრძნობდა და თავს ბედნიერების იმ ნაწილის შეგრძნების უფლებას აძლევდა ,რომელიც შინაგან ხმას ებრძოდა. ბედნიერებასა და უბედურებას შორის ზღვარზე გადიოდნენ ............... დღე დაიწყო და დასრულდა თავისუფლების საათებიც. მარტოს ეძინა, მოსე გვერდით არ დახვდა , დედამიწაზე მალევე დაბრუნდა , მთავარია დაშვება არ ყოფილიყო ზედმეტად მტკივნეული. მისი ბალიშს მკლავები მოხვია, სურნელი შეისუნთქა და ბოლომდე ეცადა სიამოვნების გახანგრძლივებას. გარეთ მზე ანათებდა, მშვიდი ამინდი იყო და გელოვანიც არ ტოვებდა ზღვის ხედს. სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის ჰქონდა მოქცეული , ნატალიას ადევნებდა თვალს , სახეზე მიმიკა არ ეცვლებოდა სანამ მოწევა არ დაასრულა მანამ არ შესულა ოთახში . დინჯად მიაბიჯებდა, ნატალიას ნახევრად შიშველ სხეულს მზერა მოავლო და თვალებთან შეჩერდა -სატვირთოები ჩამოვიდნენ, მუშები ავეჯს ტვირთავენ ... მიხეილი საღამოს მოვა . მოწესრიგდი , საუზმე არ დაგავიწყდეს - ნატალია ჩუმად აკვირდებოდა ვერ ხვდებოდა ურთიერთობის რა ფორმის გაგრძელებას აპირებდა გელოვანი . ისიც თითქოს განგებ იცავდა ამ ზღვარს , გასვლამდე შეჩერდა, დაიხარა და კიდევ ერთი ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა არ იცოდა მოსე რას აპირებდა, მაგრამ საკუთარი გეგმები ჰქონდა . ცხოვრებაში პირველად აპირებდა ბრძოლას, აკრძალული , დაუშვებელი სიყვარულისთვის. ჰქონდა ძალა,რომელიც მანამდე არასდროს გამოუცდია, თავი სამყაროში ყველაზე ძლევამოსილ ქალად მიაჩნდა მის შინაგან ქალღმერთს , რომელიც მწვერვალზე იდგა და მთლიანად მართავდა ნატალიას. ენერგიით სავსე მიესალმა მუშებს. ჩვეულებისამებრ უშუალო იყო, ყველანი მოიკითხა, სამუშაოებს თვალს ადევნებდა, ამოწმებდა , მითითებებს აძლევდა . თითოეულ დეტალზე იყო კონცენტრირებული და მოსეს იქ ყოფნასაც კი აიგნორებდა . ეს საქმე უნდა დაესრულებინა, მიხეილი კიდევ ერთხელ გაეოცებინა და შემდეგ მხოლოდ პირად ცხოვრებაზე ეფიქრა. საქმე დროებით უნდა ამოეგდო გონებიდან, სხვა შემთხვევაში ყველაფერი გაჭიანურდებოდა და კონცენტრირების გარეშე ისევ წყეულ წრეს დაუბრუნდებოდა. საღამოს მუშებთან ერთად ისხდნენ და ვახშმობდნენ. ნატალიამ რესტორანში დაჯავშნა ადგილი სპეციალურად მათთვის. დამღლელი , გრძელი სამუშაოს შემდეგ სასურველი შედეგიც დადგა . -არ ველოდი დღესვე თუ დავასრულებდით, ნამდვილად , უპირობოდ იმსახურებთ პრემიებს გაწეული სამუშაოსთვის. გეფიცებით საუკეთესოები ხართ -ნატალია მართალია, თქვენ რომ არა ასეთ დროში ასეთ შედეგს ვერ მივიღებდით ... ყოჩაღ -ჩვენც გვიხარია რომ მოვახერხეთ და იმედები გაგიმართლეთ -იცით რა ?დღეს ნუ წახვალთ , დაღლილები ხართ და მთელ საქართველოს ვერ გაივლით. გემრიელად მიირთვით, დაისვენეთ , ყველა ხარჯს მე ავანაზღაურებ და ხვალ დილით დაუბრუნდით თქვენს საქმეს- მოულოდნელი განცხადება გააკეთა თავისი გაბრწყინებული სახითა და ჭინკებათამაშებული თვალებით . ღვინის ჭიქაც დაცალა და წარბშეკრულ მოსეს თვალი ჩაუკრა. აგიჟებდა, იცოდა რომ ჭკუიდან გადაჰყავდა და მაინც არ წყვეტდდა მის ნერვებზე თამაშს. -გინდა ჩემი ხელით მოკვდე ხომ?- სანამ ბიჭების შეძახილები ისმოდა და ნატალიას სადღეგრძელოს ამბობდნენ მანამ მოსე იმუქრებოდა -სასიამოვნო სიკვდილი მელის ... ვფიქრობ ჩვენი ნომრები მზად იქნება და მალე შევძლებ უკან დაბრუნებას - კიდევ ერთი ჭიქა დალია და თვალები კიდევ უფრო მეტად აენთო. ტუჩებს იწვალებდა, ხვეულ თმაში თითებს დააცურებდა , იღიმოდა და ბოლოს მარტო მიუყვებოდა ოთახისაკენ მიმავალ გზას. უყურებდა საკუთარ შემოქმედებას, ახალი ხის სუნი ტრიალებდა ყველგან და ისიც გაბადრული მიაბიჯებდა -ფრთხილად- ფეხი რომ გადაუბრუნდა მოსემ დაიჭირა და მაშინვე იგრძნო სიმხურვალე როგორ გავრცელდა მთელს სხეულში - ისევ მთვრალი ხარ - დე ჟა ვუ ? - თავი მისკენ შეაბრუნა, თითები მაჯაზე მოუჭირა და გაშვების საშუალება არ მისცა- ხომ სასიამოვნო შეგრძნებაა, აღმაფრთოვანებელი ...- ისე საუბრობდა თითქოს მასთან სიახლოვეს აღწერდა- როდესაც ხედავ მუშაობის შედეგს - გაიცინა და თავად მოშორდა არეულ კაცს - იცი ამ ადგილის უკანასკნელი სტუმრებიც ჩვენ ვართ და პირველებიც - გზას აგრძელებდა, მისი წკრიალა, თბილი ხმა ისმოდა ირგვლივ . მოსე ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, უყურებდა , გრძნობდა და გაბრაზების ნაცვლად ღიმილს ვერ მალავდა- მშვიდი ძილი, გელოვანო -ნატალია - ღია კარი გააჩერა, დახურვის საშუალება არ მისცა და თავადაც მიჰყვა . ზურგით მიეყრდნო ხის ზედაპირს, თვალებდაბინდულ ქალს ლურჯები მიაპყრო და თავი გვერდით გადახარა- ბოლო ერთად გავატარეთ , პირველიც ერთად გამოვა -უკანასკნელი ვერ იქნება , ხომ ?- ტანსაცმლის მოშორება თავად დაიწყო . ისეთი მაცდური იყო, მიმზიდველი და თან სულ უფრო მეტად უწითლდებოდა ღაწვები. მოსემ კეფაზე რომ წაავლო ხელი და ტუჩებზე დააცხრა შეუკავებელი კვნესა წასკდა. ზღვარგადასული , უკვე მარტივად მიაბიჯებდა თავშეკავების ნანგრევებზე. ............... ვახშმის დრო იყო, გარეთ უკვე ბნელოდა. დღე ისეთი მოკლე გახდა, რომ მალევე ცვლიდა სინათლეს სიბნელე. გელოვანი პირველად იყო იმ ეზოში , ზღურბლზე რომელიც გადაულახავ ბარიერად დაუწესა საკუთარ თავს და ტყუპისცალს. ახლა საკუთარი თავი ახრჩობდა, ძველიც და ახალიც ერთდროულად უჭერდა მარწუხებს . კარი ღია იყო, დაუკაკუნებლად შევიდა და მაშინვე გაიგო ლენას ხმა -დიმა გააჩერე ხელები თორემ ამ თეფშს გესვრი , გეფიცები - იმუქრებოდა, მაგრამ აშკარად იცინოდა -ბავშვებს ფსიქიკას ნუ უზიანებ თორემ დაგსჯი , გეფიცები - სიძის ხმაც გაიგო, მისაღებში იყვნენ . სუფრას ერთად ამზადებდნენ და თან კინკლაობდნენ. დიმამ კიდევ ერთხელ აიღო თეფშიდან საჭმელი და მოხვდა კიდეც ზურგში გაშლილი ხელი, რომელიც სავარაუდოდ ვერც იგრძნო, მაგრამ თავისი მსახიობური ნიჭის ზეიმი მოაწყო - მკლავ გოგოო? ესაა ჭირსა და ლხინშიო? მშია , ვკვდები და არ მაჭმევ ? შვილებოოო ჩამოაღწიეთ დროულად სანამ შემოვაკვდი დედათქვენს - თან ბავშვებს ეძახდა, თან ლენას მოხვია ხელები წელზე და წასვლის საშუალება არ მისცა . მოსეს ხმა აღარ ესმოდა, ხედავდა სახეს როგორ უკოცნიდა განაბულ ლენას . -ძიაა ? - დიმამაც დაინახა და ბავშვებიც შევიდნენ. კაცმა სიტყვა ვერ თქვა, ჯერ კიდევ ცოლს ეხვეოდა და გაფართოებული თვალებით უყურებდა უფროს გელოვანს- როდის დაბრუნდი, როგორ მომენატრეე . იმდენი რამე უნდა მოგიყვე- თათა ტიტინებდა და სხეულზე ეკვროდა. რამდენჯერმე აკოცა გოგონას და შვება იგრძნო -აქ როგორ ხარ ... კი არადა , უფრო სწორად - ლაშას ბურდღუნი ესმოდა . ისიც მოეხვია და გაჩუმება არჩია -თეფშს მომიტანთ ? საშინლად მაინტერესებს ლენა ისევ ისე უგემურად ამზადებს თუ ისწავლა -ჩემი ცოლი უგემურად არასდროს ამზადებდა, უბრალოდ სწორად ვერ აფასებდი ... თათაა , მა გამოიტანე თეფში და ჭიქა . მგონი ბიძაშენიც დაღლილი და დამშეულია -წყალი მინდა - ლენა ისევ ისე იდგა , მერე ძლივს თქვა და ფერი დაკარგა. ისევ მოეხვია დიმა, საფეთქელზე აკოცა და ჩუმად რაღაც უთხრა. მოსეს ყურები ისე დაეხშო ხმებიც აღარ ესმოდა, მხოლოდ რაღაც ბგერები . სკამს ხელით ეყრდნობოდა, ამჯერად პირველი არ დამჯდარა. დიმას დაელოდა, თავად ბავშვების გვერდით დაიკავა ადგილი . ხედავდა როგორ უჭერდა თითებზე ხელს ლენას დიმა , როგორ ეფერებოდა და თვალებით ესაუბრებოდა. მათი ურთიერთობა ისე მიუწვდომელი იყო, იმდენად შორი ,რომ მოსეს წარმოდგენაც არ შეეძლო . ბავშვები ლაპარაკობდნენ, ისე იქცეოდნენ თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მოსეს სასტუმროზე უსვამდნენ კითხვებს სანამ ვახშმობა არ დაასრულეს და ალაგება არ დაიწყეს. -მოსე ... - ლამის ტირილით თქვა ლენამ და შუბლზე მოიჭირა თითები- გავგიჟდები, გეფიცები -არაფერი მჭირს, არ ვკვდები ნუ გეშინია ... უბრალოდ მივხვდი ღალატის მიზეზს -ისევ ღალატს უწოდებ, ე.ი ვერაფერსაც ვერ მიხვდი - დიმამ ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა -ყველამ დავაშავეთ -ხო არა? მოღალატეები მხოლოდ ჩვენ ვართ და შენ რომ ლენას გული ატკინე , ზურგი აქციე და ჩაგვიმწარე ბედნიერება ეგ არ იყო ღალატი ხომ? როგორ ზომავს ახლა თქვენი სასწორი ბატონო მოსე -მე ისევ მგონია ,რომ არასწორად მოიქეცით , მაგრამ ახლა მესმის რატომ გააკეთეთ ეს . მაშინ არ მესმოდა, ვერ ვიგებდი , არ შემეძლო და ვწუხვარ, რომ ამ ფორმით დამანახა განგებამ საკუთარი დანაშაული -დავიჯერო შენც შეგიყვარდა ? - ლენას სიტყვებმა თავის ტკივილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ქალს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ ირონიული ნამდვილად არ იყო- გილოცავ , როგორც იქნა შენც მიხვდები რა არის ცხოვრებაში მთავარი ბედნიერება . მარტო აღარ იქნები -ჩემ მარტოობას დასასრული არ აქვს, ასე იყო და იქნება ... მადლობა რომ მიმიღეთ- ფეხზე იდგა უკვე , დიმა არ შერხეულა, მაგრამ ლენამ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით მოეხვია . თავი მკერდზე მიადო, ხელები წელზე შემოხვია და მოსეს სითბო ,რომ იგრძნო ცრემლები წამოუვიდა . -კარგად იყავი რა , გთხოვ მოსე ... გემუდარები ერთხელ საკუთარი თავისთვისაც იბრძოლე -კარგად ვარ - ცრემლები შეუმშრალა და ლოყაზე მოეფერა . მონატრება ისეთი ძალით მიაწვა თვალები აემღვრა , სფეროებში ზღვა ღელავდა თითქოს --ხომ მაპატიე -შენ რომ მაპატიე მეც მაშინ გაპატიე - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა - მე იმაზე მეტს ვგრძნობ და ვხვდები ვიდრე შენ გგონია, ტყუპო და კიდევ უფრო მეტად გგავარ პატიება გათავისუფლებს. წყენას რომ ივიწყებ და საკუთარ დანაშაულს აღიარებ სულს მძიმე ტვირთი შორდება. ზოგჯერ სიამაყის დავიწყება კიდევ უფრო გამაღლებს. ......... ლუკა დაბრუნდა , თამაშის ბოლო ეტაპი დადგა. მის წინ იჯდა , უყურებდა მომღიმარს და ფიქრობდა საიდან დაეწყო საუბარი -პატარავ ასე დიდხანს უნდა მიყურო? მზად ვარ მოგისმინო და გავიაროთ შენი ცხოვრების ის ამბები ,რომელბიც გამოვტოვე- საუბრის გაგრძელებას აპირებდა, ისე იყო აჟიტირებული არ გაჩუმდებოდა -მოსე მიყვარს -პირველას ეუბნებოდა ამას სხვას -მეც მივხვდი რომ გიყვარს და მაინტერესებს ვინ არის ჯერ არ ... - ლუკა თავის სტიქიაში იყო, ჭორაობის განწყობა ჰქონდა და ამ დროს ათას ემოციას გამოხატავდა, მაგრამ ნატალიას სიტყვები რომ გაიაზრა გაშეშდა -ლუკა ... ვიცი , ვიცი რომ სიგიჟეა და საერთოდ მეცინება ჩემს პირად ცხოვრებაზე. სულ არასწორი ადამიანები მიყვარდებიან ... არა არა, აქამდე არც მყვარებია თუ ისიც სიყვარულია და ესეც რასაც ახლა განვიცდი მაშინ საერთოდ არ გამოივიყენებ ამ სიტყვას. ღმერთო შენ ვერ წარმოიდგენ რა მემართება , მინდა ვიტირო, ვიცინო ყველაფერი გავაკეთო . ჭაობში ვარ ხომ? მომავალი არ გვაქვს ... რომც განვქორწინდეთ მე მაინც შენი ყოფილი ვიქნები ყოველთვის . გაგიჟდებიან - რამდენ ხანს აწუხებდა ეს აზრები, ტვინს რომ შიგნიდან უღრღნიდნენ და აქამდე ვერ ახერხებდა მათ გამოშვებას ახლა კი ყველაფერი ერთად უნდოდა ეთქვა . ყელში ბურთი გაეჩხირა, ლუკა ისევ რომ არ ირხეოდა ცრემლებიც წამოუვიდა- ლუკაა, შენც არ გამიბრაზდე გთხოვ . ვიცი ამას რომ გაიგებენ ყველა ზურგს მაქცევს, სამყარო ჩემს წინაარმდეგ წავა და შენც თუ ვერ გაიგებ -გაჩუმდი , ტირილი შეწყვიდე და აზრები მოიკრიბე ახლავე - თვალებში უყურებდა და სერიოზული სახით ელაპარაკებოდა - ვინ მოსე გიყვარს ნატალია , სანამ მე აქ არ ვიყავი შეიშალე ხომ? გეუბნებოდი ამდენს ნუ მუშაობ-თქო , გეუბნებოდი და არ გჯეროდა ახლა რა გიშველო , დავიღუპეე ერთადერთი მყავდი - უცებ წამოვარდა , ოთახში დადიოდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა -ზოგჯერ მეც ვერ ვიჯერებ . ის ისეთი განსხვავებულია, იმდენად დიდი ბარიერია ჩვენს შორის და მაინც ... რატომ ხდება ასე, რაც დაუშვებელია, რაც რთული და მიუღწეველია რატომ ხდება ბედნიერების ერთადერთი საშუალება -მოსე გელოვანი როგორ შეიყვარე ... გეშინოდა, არ მოგწონდა. ღმერთო ჩემი ტირანი ძმაა , შენ კიდე ჩემი ცოლი . ეს სამყაროს დასასრულია ? თვითონ იცის რომ გიყვარს? თუ იცის მალე მოვა მეტყვის შენი ღირსი არაა , სასწრაფოდ განქორწინდითო . მითხარი,რომ ვერ ხვდება -ისიც იმას გრძნობს რასაც მე და ჩვენ ... მე და ის -რა შენ და ის ...გაწითლდი. შენ გაწითლდი, ნატალიაა მოსესთან ს.ქსი გქონდა? არა, არა და არა. ვერ დავიჯერებ , რომ მოსე ჩემს ცოლთან დაწვა . სულ რომ ჭკუიდან გადაგეყვანა არც მოგიახლოვდებოდა , მოსე? არააა შანსი არაა იმას უფრო დავიჯერებ რომ მოვკვდი და ირეალურ სამყაროში ვარ ვიდრე იმას რომ, ჩემი ზეწესიერი ძმა საკუთარ რძალთან დაწვებოდა -ფაქტია ,რომ ორივემ გადავაბიჯეთ საკუთარ თავს. ეს გრძNობა გვმართავს და ის ახლა თავს ჩემზე უარესად გრძნობს იმიტომ ,რომ ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ვგონივართ -როდის მოხდა ... დიდი ხანია? როგორ ვერ მივხვდი ღმერთო ასე როგორ დავბრმავდი საკუთარი თავით და პრობლემებით,რომ ვერ შევნიშნე თქვენს თავს რა ქარიშხალიც ტრიალებდა -არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ...მეშინია . მის გარეშე ცხოვრება არ მინდა, უბრალოდ არ მინდა ლუკა . წარმოუდგენელი რამ მჭირს, ავად ვარ. ხო , ნამდვილად ავად ვარ... იქნებ ფსიქიკური აშლილობა მაქვს და იმიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. ის ხომ ტირანია, მისი ზღვისფერი თვალებით გამაგიჯა , შემშალა -ჩემო პატარავ , ჩემო ერთადერთოო ძლივს ნამდვილი კაცი შეგიყვარდა და არა ვიღაც , ძლივს იპოვნე ის ვინც გჭირდებოდა და მაინც როგორი რთულია- მოეხვია , თავზე კოცნიდა და ცრემლებს უმშრალებდა- ყველაფერი ჩემი ბრალია . არ უნდა შემშინებოდა, არ უნდა მეთამაშა. უნდა მეღიარებინა, უნდა ვყოფილიყავი ის ვინც ვარ . ღმერთმა დამწყევლოს თქვენი ცხოვრების არევისთვის - დავიღალე , ვეღარ ვუძლებ - მოდუნდა, ჩუმად ლაპარაკობდა და ისევ გრძნობდა იმ სიმშვიდეს მარტო ლუკას რომ ჰქონდა... მეგობრის ადგილი შეუცვლელია , მასთან არსებული სიმშვიდე სულ სხვა ფერია .......... შუაღამე იყო ნატალია რომ დატოვა . მძინარეს თმაზე ეფერებოდა , არაფერი უთქვამს მხოლოდ უსმენდა მის გრძნობებს, მოსესთან გადახდენილ ამბებს და ცხოვრებაში პირველად ფიქრობდა ყველაზე საკუთარი თავის გარდა. ამ მომენტზე წლების განმავლობაში ფიქრობდა, უამრავ ვერსიას განიხილავდა ცხადად თუ სიზმრად. ზოგჯერ კოშმარებს ხედავდა სადაც გამოიჭერდნენ და ყოველთვის სხვადასხვა ვერსიით ვითარდებოდა სიტუაცია. ტექსტიც მრავალფეროვანი იყო, დროც გადიოდა, მაგრამ ამ დრომდე შიშს მაინც ვერ უმკლავდებოდა. -ლუკა - კართან მდგომს შეხედა და უკან დაიხია. პირველად იყო ასეთი სუსტი , დაუცველი ეჩვენა მოსე გელოვანი და კიდევ უფრო დამძიმდა -ძლივს ჩამოვაღწიე, მომენატრა შენთან ერთად დალევა და საუბარი - არაფერი უკითხავს ისე დაიძრა მისაღებისაკენ. თავად იპოვნა ღვინო და ჭიქებთან ერთად დადგა მაგიდაზე- შენც არ გეძინა ? მეგონა შენს მშვიდ ძილს ვერაფერი შეეხებოდა -ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა -ან უბრალოდ ახლა გამომჟღავნდა ცვლილებები ,რომლებიც წლებია მიმდინარეობს -როდის დაბრუნდი , არ ვიცოდი -სამი დღეა ქალაქში ვარ, მაგრამ არავინ იცოდა .... ვისვენებდი -ლუკა მე რაღაც -რამდენი ხანია არ გვისაუბრია არა? რა კარგი იყო ბავშვობაში სულ გიყვებოდი ჩემ ამბებს . შენთან უფრო ხშირად ვიყავი ვიდრე საკუთარ სახლში, დედაჩემმა ჩემ შესახებ არაფერი იცოდა , მახოლოდ ახალი ქმრის ფულით ჩემი უზრუნველყოფა შეეძლო . შენ მასწავლე ყველაფერი -ამას იმიტომ არ ვაკეთებდი მერე მთელი ცხოვრება რომ გაგემეორებინა ... საინტერესო ბავშვი იყავი და ხო დიდი ხანია არ გვისაუბრია იმდენი რომ , შენი კერპი მოსე საერთოდ დამდაბლდა- მანამდე დალევაზე არ უფიქრია იმ წამს აიღო ჭიქა და სულმოუთქმელად დაცალა . ლუკა ისე იქცეოდა თითქოს ვერ ხვდებოდა მასაც რომ სურდა საიდუმლოს გამხელა -მართლა ყველაფერს გიყვებოდი ერთი ყველაზე დიდი ამბის გარდა . ახლაც ვერ ვხვდები შენგან დამალვა როგორ მოვახერხე, როგორ ვერეოდი საკუთარ აზრებს და გრძნობებს. ისეთი რთული იყო ამის კონტროლი, დაფარვა კიდევ უფრო მამძიმებდა. ხომ გახსოვს ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა, კომუნიკაციის ნიჭი გაქვსო მეუბნებოდი - ყველაფერი ახსენდებოდა და სუნთქვა ეკვროდა. იმდენი დრო გავიდა და ისევ ყველაფერი მძიმედ იყო. ყელზე ხელი მოისვა და თვალები წამით დახუჭა - ცეკვაზე გავიცანი ნატა , მაშინ სულ პატარები ვიყავით და ისიც იმ მრავალ ნაცნობს შორის იყო- ქალის სახელის გაგებისას მოსეს ფერები ეცვალა, კიდევ ერთხელ გაავსწო ჭიქა. ხელი უკანკალებდა და ამის დანახვა ლუკას სულ ანგრევდა. ასეთი არასდროს უნახავს , ეს არ იყო ის მოსე გელოვანი - შემდეგ სცენაზე აღმოვჩნდით ერთად, ისიც ეუფლებოდა ბავშვობაში სამსახიობო ხელოვნებას. პირველად მე ვაკოცე, სცენაზე ვიდექით ... მახსოვს სხვასთან მრცხვენოდა და ნატა ჩემიანად მივიღე. ერთმანეთს შინაგანად ძალიან ვგავდით მიუხედავად იმისა,რომ ის ჩემგან განსხვავებით არასდროს ფარავდა საკუთარ ემოციებს. იმ ასობით ადამიანიდან ვისაც ვიცნობ ნატალია ერთადერთია , სულის ნაწილია მან ჩემი ყველა ბნელი საიდუმლო იცის. ისეთებიც კი შენ რომ ვერ გითხარი... ნამდვილ მეგობართან ფრთებგაშლილი რჩები ცხოვრების ბოლომდე -თუ აპირებ ახლა მომიყვე როგორ გადაიზარდა თქვენი მეგობრობა ცოლ-ქმრობაში გთხოვ არ გინდა- ვეღარ გაუძლო და მზერაც კი ვერ გაუსწორა დიდხანს -ნატა ერთადერთი ქალია ჩემს ცხოვრებაში, იყო და იქნება მანამ სანამ ცოცხალი ვარ. უბრალოდ ვერ დავკარგავ, არ შემიძლია -ილაპარაკეთ და ამას იმიტომ მეუბნები ?- პირი გაუშრა, ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და თვალები დაებინდა . ვინ იცის რა აზრები ტრიალებდა მის გონებაში, როგორ ეწვოდა სული -არ ვიცი სიმართლეს მაპატიებ თუ არა , არც ის ვიცი ცხოვრების ქალთან განშორების მიზეზად ჩემს არსებობას თუ გადახარშავ. შენი დაკარგვა ყველაზე მეტად მატკენს , ხშირად მიფიქრია სიმართლეს რომ ვიტყოდი ვის რა რეაქცია ექნებოდა , ნაცნობებს და უცნობებს. ჩემი საქმე როგორ გაგრძელდებოდა, მაყურებლის დამოკიდებულება როგორი იქნებოდა ...ათას რამეზე მიფიქრია ამ წლების განმავლონაში, მაგრამ შენი რეაქცია ყველაზე მეტად მადარდებდა იმიტომ რომ შენსავით პატივს არავის ვცემ მოსე -ამას ნუ მეუბნები ! ნატალიას ესაუბრე თუ არა, ლუკა -ხმას აუწია, მაგრამ ისევ არ ყვიროდა, ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გელოვანისეულ სიმშვიდეს -ხომ იცი გოგონებს სულ მოვწონდი, მაშინც კი ჯერ კიდევ ბავშვი რომ ვიყავი შეყვარებულები მყავდა. შენ არ მოგწონდა ხშირად რომ ვშორდებოდი ერთს და ვიწყებდი მეორესთან. მეც არ მომწონდა, შენ გეგონა მათ პატივს არ ვცემდი , არ მაინტერესებდა და ვთამაშობდი ამით მე კი გრძნობას ვეძებდი,რომელიც არცერთ მათგანთან იყო. დიდხანს ვფიქრობდი, რომ სიყვარულის ნაკლებობის გამო არ მინდებოდა მათთან ყოფნა. შემდეგ მივხვდი,ქალები საერთოდ არ მაინტერესებდა, ვერცერთი აღძრავდა ჩემში სურვილს და ამის გადახარშვა , გეფიცები ისეთი რთული იყო იმასაც კი ვცდილობდი,რომ საკუთარი თავისთვის ძალა დამეტანებინა. იმ ზღვართან მივედი ,რომ გული მერეოდა საკუთარ თავზეც და ყველაფერზე რაც ირგვლივ იყო. თავი ჯოჯოხეთში მეგონა ჩემი ძველი ძმაკაცის მიმართ რომ ვიგრძენი ლტოლვა , მინდოდა მოვმკვდარიყავი . საერთოდ გავმქრალიყავი , საკუთარი თავის მიღებაც კი გამიჭირდა -რას მეუბნები - საერთოდ შეეცვალა გამომეტყველება. ის მოსეც გაქრა ცოტა ხნის წინ დანაშაულის გრძნობით რომ იჯდა და განაჩენს ელოდა. -იმას გეუბნები რომ ქალები არ მომწონს , გეი ვარ და ნატალიასთან არასდროს მიცდია კოცნაზე მეტი . კოცნაც რომელიც ისევ სპექტაკლზე მაგრძნობინებდა თავს და ვნებასთან კავშირში არ იყო ჩვენთვის . მისი პირადი ცხოვრებაც თავდაყირა იდგა, გათხოვებას უპირებდნენ , თავს ვერ აღწევდა ყოფილის ღალატის შემდეგ გატეხილი იყო მე მინდოდა სამუდამოდ დამემალა ჩემი ორიენტაცია და ყალბი ქორწინება წარმოვიდგინე გამოსავლად. ნატაც დავარწმუნე და დავიწყე ეს საშინელი თამაში...ჯანდაბა , ეს ჯოჯოხეთური შეგრძნებაა როცა ვიაზრებ, რომ ჩემთვის სამყაროში ორ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ბარიერად ვექეცი. ცხოვრება გაგირთულეთ , თქვენ ერთმანეთზე იმდენად გიჟდებით ,რომ ყველა ზღვარი გაიარეთ -გინდა მითხრა რომ კაცებთან ხარ , ამდენი წელი ასე ცხოვრობ ? - მაგიდას ხელებით დაეყრდნო, თვალები ისე უნათებდა ლუკა უკვე გრძNობდა როგორ უახლოვდებოდა ქარიშხალი - მე მთელი ცხოვრებაა მექალთანე მგონიხარ , შენი მგონია ერთადერთი ქალი რომელიც გაგიჟებით მომინდა და შემიყვარდა ... შენ კი მეუბნები ,რომ - სიცილი დაიწყო , ნამდვილად არ იყო საღ აზრზე . ფეხზე წამოვარდა - ფიქტიური ქორწინება, ერთი გულგატეხილი სულელი გოგო და მეორე ჰომოსექსუალი ბიჭის შესანიშნავი გამოსავალი ,თამაში რომლის აზრზეც ვერასდროს მოვიდოდი . როგორ მიყურებ , გგონია გცემ ასეთი რატომ ხარ-თქო? ხო შეიძლება ადრე დამერტყა კიდეც,არ ვიცი არ გამოვრიცხავ,მაგრამ ახლა რა უფრო მაგიჟებს არ ვიცი იქნებ ის რომ მატყუებდით თუ ის რაც გავაკეთე. საკუთარ დანაშაულს ვერ მიფარავს შენი სექსუალური ლტოლვა . მე მაინც ძმის ცოლი შევიყვარე და ჯოჯოხეთის დედას შევ.ცი ამაზე უარესი თუ არის - ღრიალებდა, ცხოვრებაში პირველად ხედავდა ასეთს და ეშინოდა მისი ისე როგორც არასდროს. ცემაზე უარესი იყო მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, ახლა შიგნიდან იწვოდა და ამის ნახვას მუშტის მიღება ერჩივნა. -ნატა ვერ გეტყოდა ჩემ საიდუმლოს ... მასზე სუფთას არავის ვიცნობ , საოცარი ქალია და არ გაპატიებ მის დატოვებას. ცხოვრებაში პირველად არის ასეთი , შენ გამო ნებისმიერ რამეს გააკეთებს, იბრძოლებს რომ არ დაგკარგოს ყველაფერს დაუპირისპირდება და შენ რომ მარტო დატოვო , შენ რომ გაექცე მას და საკუთარ გრძნობებს ... ნამდვილად მოკვდება ის მოსე გელოვანი რომელსაც მე ვიცნობ. ახლა ისევ ის კაცია ვისი ძმობითაც ვამაყობ, სიყვარულითაც ისე გამეტებით შეგიყვარდა . მხოლოდ ამ გრძნობას შეეძლო ალბათ შენი დაჩოქება -რით ამაყობ ... ვერაფერი გავაკეთე . მეგონა ყველაფერს ვხედავდი, ვხვდებოდი და არაფერი რჩებოდა ისეთი რასაც ვერ გავიგებდი . ყველაზე სწორი, მართალი და ნამდვილი მეგონა საკუთარი თავი . ნებისყოფა საერთოდ არ მქონია , თავს ვერ მოვერიე. ერთადერთხელ ჩავერთე საკუთარ თავთან ომში და ისიც წავაგე. ვიცოდი ლენასთვის რომ ცუდი ძმა ვიყავი და ნახევარი ცხოვრებაა ამას ვნანობ . მეგონა შენთან არაფერი შემშლია, შენ თითქოს მოგარიდე ყველაფერ ბნელს ახლა კი რა გამოდის ... მე შენ ვერ დაგიცავი , ვერ მივხვდი , ვერ გაგიგე მარტო დაგტოვე ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე . მარტო მოგიხდა აქამდე მოსვლა, შიშით - მოსე გელოვანი ცრემლებს ვეღარ აჩერებდა, აღარც ადარდებდა სითხე რომელიც სულში დანთებულ ცეცხლს ვერ აქრობდა. ლუკა კი ხედავდა მოსეს ფერს,რომლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა -როგორ შეგიძლია ყოველთვის უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით... ასე როგორ არ გიყვარს , როგორ ვერ ხედავ, ვერ ხვდები , ვერ გრძნობ საკუთარ თავს მოსე . რატომ გგონია,რომ დების, ძმების, მშობლების ან მეგობრების კეთილდღეობის შესაქმნელად არსებობ და არა შენი, პირადი ბედნიერებისთვის . ხომ ხედავ, შეუძლებელია ამდენ ადამიანზე იფიქრო, იზრუნო , გაუმარტივო ყოფა . არ არსებობს გესმის? შეუძლებელია ვინმე ბოლომდე დაიცვა ამ უკუღმართი არსებობისგან ... რაღაც ეტაპზე ყველას გვიწევს მარტო ბრძოლა , მაგრამ შენ ყოველთვის ასე იქცევი -შენ რას აპირებ , ისევ თამაში უნდა განაგრძო? გააკეთო ის რაც გეჯავრება? -განვქორწინდები ჯერ და მერე ჩვეულებრივ განვაგრძობ ცხოვრებას. ჩემთვის უკვე გადალახულია ეს ამბავი , მნიშვნელობა აღარ აქვს სხვები რას იტყვიან ან იფიქრებენ -ვერასდროს გავიგებ როგორ შეიძლება კაცები გინდოდეს, როცა ამდენი ღვთაებრივი ქალი შექმნა ღმერთმა -უნდა გინდოდეს ,რომ გესმოდეს- გაიცინა და მიუახლოვდა . ისევ გაურკვეველი მზერა ჰქონდა, არ იცოდა ბრაზობდა, ტკიოდა, მშვიდად იყო თუ არა. ცემას ელოდა და ბოლოს მოსე ისე ეხვეოდა როგორც ბავშვობაში. იმ წამს ისევ პატარა ბიჭი იყო უფროსი ძმა რომ ჩაიკრავდა გულში და ყველაფრისგან დაცულად მიაჩნდა თავი. -რაც არ უნდა მოხდეს იცოდე ,რომ მე უპირობოდ შენს მხარეს ვიქნები . აღარასდროს დაუშვა აზრად ,რომ ზურგს გაქცევ - თავზე აკოცა და მერე მოშორდა. სათქმელი აღარაფერი იყო , იმ ღამით ორივე მარტო უნდა დარჩენილიყვნენ. ლუკა გაუყვა გზას, რომლის დასასრულიც არ ჩანდა ... მოსე კი ერთადერთ გზას ხედავდა მხოლოდ, გზას რომელსაც ნატალიასთან ერთად გაივლიდა -მოსე- მისი სუსტი ხმა ესმოდა და ხედავდა როგორ ამღვრეოდა თვალები კაცის მოლოდინში -ჩვენს სახლში გელოდები , ნატალია - ესმოდა ქალის აჩქარებული სუნთქვა, ხედავდა მის დაღლილ სახეზე ღიმილს და შემდეგ ელოდა ჩუმი ნაბიჯების ხმას. განაჩენის მოლოდინში მყოფი დამნაშავესავით მიაბიჯებდა, ამღვრეული თვალებით , ფერმკრთალი და ემოციებისგან დაცლილი კიდევ უფრო სუსტი ჩანდა , მაგრამ მაინც მის მზერაში იყო ძალა,რომელიც შიგნიდან ანათებდა -რა იქნება ახლა - ახლოს იყო, მაგრამ მაინც არ უახლოვდებოდა . სიგარეტის კვამლში ჩაძირულ მის ზღვისფერებს არ აშორებდა მზერას -შენ როგორ გგონია -ბევრი გზაა წინ , გააჩნია რომელ მათგანს ავირჩევთ -მე თუ ხელს ჩაგკიდებ და გეტყვი,რომ აღარასდროს გაგიშვებ ისევ ბევრი გზა იქნება ჩვენს წინ?- სიგარეტის ღერი მოიშორა, მიუახლოვდა და თითები ლოყაზე შეახო -ბევრი ადამიანი იქნება . მათი აზრები , სიტყვები და შესაძლოა მარტო დავრჩეთ ბრძოლის ველზე - ცვლილებები დაიწყო,მოსეს პირველივე ნაბიჯმა გამოაცოცხლა ყველა უჯრედი . თვალებიდან წამოსული სხივი კიდვე უფრო ნათელი გახდა -მხოლოდ მე , შენ და გრძნობები ვართ , არავინ სხვა - ტუჩებზე ნაზად შეეხო , ნელა კოცნიდა და მთლიანად ტკბებოდა მისით - ვერავინ შეეხება ჩვენს კავშირს ...მხოლოდ ჩვენ , მე და შენ უნდა გვჯეროდეს, ვგრძნობდეთ ერთმანეთს -ასე ვერ ვფიქრობ, გთხოვ - ყელზე ეხებოდა მხურვალე ბაგეები და ნელ-ნელა სიშიშვლეს აჩვევდა ურცხვი ხელები - მოსე- თავი უკან გადასწია და მის ნაბიჯებს გაუცნობიერებლად მიჰყვა -ეს სახლი მხოლოდ ჩვენს მოგონებებს ინახავს, პირველი წამიდან ბოლომდე შენია ყველა კუთხე - მაგიდაზე შემოსვა და მის ფეხებსშორის მოექცეულმა მოღეღილ მკერდზე მიაწება ტუჩები - უბრალოდ გადმოხვალ ,მალე თავისუფალი ქალის სტატუსსაც დაიბრუნებ . ისე კი რა ხანია ჩემი ხარ -თეძოებზე თითები მოუჭირა თავისკენ მიიზიდა და ქალის სხეულის ნაწილი გახდა . თვალებში უყურებდა, ტუჩებს უკოცნიდა და იღიმოდა -გაგიჟდებიან ...ყველანი - გელოვანის ხელები და ტუჩები თავისუფლებისკენ გზას უხსნიდნენ, ფრთებს შლიდა შინაგანი ქალღმერთი , მოსეს ქალი ყველასგან შორს , ცაში დაფრინავდა -ჩვენზე მეტად ვერ გაგიჟდებიან -რეალური ხარ ?- არ იცოდა რა დრო იყო გასული ბინაში შესვლის წამიდან. ისევ მოსესთან ახლოს იყო, მის მკლავებში მოქცეული გაორებული ხედავდა სამყაროს. ვერ გამოდიოდა სიამოვნებისგან მიღებული ეიფორიიდან . თვალებში უყურებდა და ცდილობდა წაეკითხა მისი ფიქრები -თენდება ... მზის ამოსვლა ამ სიმაღლიდან გინახავს აქამდე ? - საკუთარი პერანგით დაუფარა შიშველი სხეული და ტუჩები დაუკოცნა -მეშინია -არ შეიძლება გეშინოდეს , როდესაც მე ვარ შენს გვერდით - აივანზე გაიყვანა, მოაჯირთან დააყენა და ზურგიდან აეკრო მის ათრთოლებულ სხეულს. თითებს მოაჯირს უჭერდა სანამ ხელი არ გააშვებინა, ტუჩებით ეხებოდა მტევანზე და ჩვეული ,მშვიდი , ხავერდოვანი ხმით გონებას ურევდა- დროა ყოველი წამით ტკბობა დავიწყოთ ... ნამდვილი, ბუნებრივი ფერებით რომელსაც სამყარო გვაძლევს ,გზაზე რომელსაც ერთად გავივლით -ბოლომდე ერთად ? მე და შენ ? - მაღლა იყო , მზის ამოსვლას უყურებდა, ახალ დღეს რომელიც ბედნიერებით დაიწყო . ბრძოლას დასასრული არ ექნებოდა, ბრბოსთან დაპირისპირება უაზრობაა და დაწყებაც არ ღირს- შენ ჩემთვის საკუთარ თავსაც კი დაივიწყებ ? დარწმუნებული ხარ რომ შეგიძლია, რომ მე ამდენად ღირებული ვარ შენთვის ?- თვალები აემღვრა, ხმა გაუწყდა ისევ გრძნობდა ზურგს უკან მისი სხეულის სიმხურვალეს. დუმილი დიდხანს გაგრძელდა - ღალატის მუქი ფერები არასდროს მოგვსორდება , არა? -მე შენ მჭირდები , მინდიხარ და ეს ნდომა მთელ ჩემ დარჩენილ ცხოვრებას მოიცავს. გხედავ, გგრძნობ სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა ჩემთვის . მარტივი არ იქნება, არც დასაწყისი იყო უბრალო და მსუბუქი ... შენ თუ გაქვს ძალა ჩემთან , ჩემთვის , ჩემ გვერდით ცხოვრების მაშინ ყველა ბარიერი გამქრალია- ტუჩები ყელზე შეახო, შემდეგ ყბაზე გადავიდა და ბოლოს საფეთქელზე ხანგრძლივი კოცნის კვალი დაუტოვა -თუ მზად ხართ წავიდეთ -მე დიდი ხანია მზად ვარ , მაგრამ სად მივდივართ ...- საერთოდ დაავიწყდა შიში ისე შებრუნდა და ზურგით მიეყრდნო მოაჯირს. მოსეს უყურებდა და პასუხს ელოდა -ეს მზერა, მოუსვენარი ბავშვი ხარ ათასი კითხვით - ქარისგან არეული თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე აკოცა - იქ წავალთ სადაც მხოლოდ ჩვენი ბედნიერება სურთ . ყველა ადამიანი ბრბოს ნაწილი არ არის , ისეთებიც არსებობენ უპირობოდ რომ უყვართ მოსეს მუდამ ელოდნენ , ქუჩაში გამოჩენილ ყველა მანქანას ადევნებდნენ თვალს და გულისფანცქალით ხვდებოდნენ საყვარელ შვილიშვილს. მათი ასაკი საუკუნეს უახლოვდებოდა, სრულიად სხვა ეპოქაში დაიწყეს ცხოვრება, განვლეს ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები , მაგრამ მაინც არ ჰქონდა მნიშვნელობა ცვლილებებს ისინი მხოლოდ გრძნობებით აფასებდნენ . მოსეს ყოველთვის ასწავლიდნენ ნამდვილი და ყალბი ადამიანები გაარჩიე სხვა ყველაფერი უმნიშვნელოაო , მაგრამ გელოვანს მაინც საკუთარი შეხედულებები ჰქონდა სამყაროს მიმართ. ახლა როცა მიხვდა რამდენად მარტივი იყო ადამიანური შეცდომების დაშვება და მოგონილი პრინციპების ღალატი ხედავდა მოხუცების სიმართლეს. წინ რომ ომი ელოდათ ორივემ იცოდა , მაგრამ საკუთარ თავში ძალა იპოვნეს ნამდვილი გრძნობების სახით და ისე განაგრძეს დღე როგორც ჩვეულებრივმა წყვილმა. სოფელში რომ ჩავიდნენ ნატა საუბარს მორჩა და ტიტინა ბავშვიდან დამფრთხალ გოგოდ გადაიქცა. თვალებგაფართოებული უყურებდა გელოვანს, მის გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება და უკან მიჰყვა. ჭიშკრის ხმაც კი უცნაურად ჟღერდა, პირველივე ნაბიჯები აგრძნობინებდა იქაურ სიმშვიდეს და ბოლოს მოხუცი ქალი ეზოს ბოლოდან რომ მოდიოდა ჩქარი ნაბიჯებით, სადღაც მოშორებით მყოფ ქმარს ეძახდა მოსე მოვიდაო. მისი თბილი მზერა, შევერცხლილი თმა თავსაფრის ქვეშ რომ სანახევროდ მალავდა , სიბერისგან დაღარული კანი და გელოვანი ? გელოვანი სულ სხვა ფერი იყო გალეულ ქალს ხელები რომ შემოხვია ,ლოყაზე ხანგრძივად მიაწება ტუჩები და მისი სუნი ჟანგბადთან ერთად ჩაისუნთქა -ბებო გენაცვალოს...- გულზე აკოცა ქალმა , თავი მიადო და ბიჭმა მისი მტევანი რომ მოიქცია თითებში შემდეგ დააკვირდა უცხო ქალს. ნატალია ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა,რომ თავადაც იქ იყო ისე უყურებდა ყველაფერს თითქოს არარეალური იყო. ეს შეგრძნება, ეს არგანცდილი გრძნობა ნაცნობობა უცნობების მიმართ -ბაბუ პირობას გისრულებ - მოხუც კაცს მხარზე ხელი მოხვია და ნატალიაზე თავით ანიშნა. მანამ ვერ მიხვდა ეს რას ნიშნავდა სანამ ბაბუმ არ ჩაიცინა, ზუსტად ისე მოსემ რომ იცოდა კმაყოფილების განცდისას -შეცდი , ხომ ხედავ მაინც იპოვნე შენი ადამიანი არ მოუსმენია სტანდარტული დალოცვები, მაგრამ გაიგო , იგრძნო ყველაფერი განიცადა მათ რომ მოეხვია . არსებობენ ჩვენი ადამიანები , ცხოვრებასთან მებრძოლი , ტკივილით სავსე ბედნიერების მარცვლების ძიებაში მყოფებიც რომ ინარჩუნებენ საკუთარ სახეს. დაგროვილ სითბოს ერთ შეხებაში რომ გინაწილებენ , გათავისუფლებენ , გაფერადებენ , სიმშვიდეს გჩუქნიან და თავს მათ ნაწილად გაგრძნობინებენ. -ღალატიდან სიყვარულამდე თუ სიყვარულიდან ღალატამდე - თავი მხარზე დაადო და ჩუმად უთხრა სიმშვიდეში მოსული სიტყვები -შენიდან ჩემამდე , გზა რომელის არსებობასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი- ზემოდან დახედა ზღვისფერები ანათებდნენ სიყვარულისფრად . ტუჩები ლოყაზე მიაწება და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე შემოხვეული მკლავით ......... არასდროს იცი როდის დაიწყება და როდის დასრულდება შენი ცხოვრების მთავარი ამბავი... ზოგჯერ გზის ბოლოს გამოჩნდება ის ბილიკი რომელსაც მთელი მუდამ ელოდი. იმედები რომ გადაგეწუხებათ მაშინ ახდება თქვენი გაუჟღერებელი ოცნებები , ის სურვილები რომლის თქმაც კი აფსურდული გეგონათ . რაც მთავარია არასოდეს თქვათ არასდოდეს! როდის გაცოცხლდება თქვენში დამალული ახალი თვისება არავინ იცის, საკუთარ თავსაც გააოცებთ ერთ დღეს . არც იდეალური და წმინდანი გეგონოთ ვინმე , ყველანი ცოდვილი მოკვდავები ვართ . ღალატი? ხო მოღალატე რაღაც დოზით შენც ხარ, მეც და ისიც . მთავარი მტერი მაინც ტყუილია , სიყალბე და თუ შენ ნამდვილი იქნები ყოველთვის გაიმარჯვებ . დაგინახავს შენი ადამიანი , გიგრძნობს ხელს ჩაგკიდებს და აღარასდროს გაგიშვებს ... და მაინც რამდენი ფერია ადამიანის მრავალფეროვან სულში ჩატეულ გრძნობებში ? ! ...... სულ'არეული 2020წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.