შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი(თავი2)


11-09-2020, 01:59
ავტორი ქრიისს
ნანახია 1 099

დილით წვიმის, ხმამ გაღვიძა , ნეტავ იცოდეთ როგორ ძალიან უყვარს წვიმა... წვიმას რომ, შეჰყურებს ამ დროს, ყველაზე ლაღი და ბედნიერია.
ასეთ ამინდში მოწყენილი არასდროსაა ხოდა არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი, მხიარულად წამოდგა და საბაზანოსკენ წავიდა, გრილი წყლის ქვეშ დადგა და თავი უკან გადასწია. ფიქრი დაიწყო მომავალზე...თუ რა იქნებოდა შემდეგ? ცოტა არიყოს და მომავლის პერსფექტივა აშინებდა... წარსულის შეცდომების გამო, რაღაც ცუდის მოლოდინში იყო. გული უგრძნობდა და მისი გული არასდროს ცდება... წყალი გათიშა და საძინებელში შევიდა, გუშინ გამზადებულლი სამოსი ჩაიცვა ჩემოდანს ხელი მოჰკიდა სახლიდან , გავიდა,კარები ჩაკეტა და თავისი ლამაზი მანქანისკენ გაემართა მანქანა დაძრა და ელენას სახლისკენ გაემართა....

თავიდან ფიქრობდა მარტო წავალო, მაგრამ გზაში მარტო ყოფნის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა ....ხოდა გადაწყვიტა თან მისი ბავშვობის მეგობარი ელენა წაეყვანა, ჭანტურია მისი ერთადერთი მეგობარია რომელიც, შემორჩა ქვასავით მარიტას ვერავინ გაუძლო და ყველამ მიატოვა... თავიდან ეს ამბავი ძალიან აწუხებდა მაგრამ ახლა სულერთი გახდა....

ელენესთან დარეკვა გადაწყვიტა რათა გამზადებული დახვედროდა

რამდენ წამიანი ზუმერის შემდეგ, ყურმილს იქიდან გოგონას წკრიალა ხმა სასწაულად დაბოხებული ეჩვენა, მაშინვე მიხვდა რომ, ახლახანს გააღვიძა და უნებურად ჩაეღიმა

-და-თქვა ნამძინარევი ხმით

- ენე რა მინდა გთხოვოო- დაუწყო პრანჭვა ჭანტურიას, ერთადერთი ადამიანი იყო ელენა რომელთანაც მარიტა ისევ ის ძველი ბავშვი იყო...

- მარიტააა-დაიღმუვლა გაბრაზებულმა- რამდენჯერ უნდა გითხრა რომ, გავიზარდე და აღარ ვარ ეს “ენე” ელენა მქვია ელენა-ბოლოს ჩურჩულით თქვა

- მარიტამ ტუჩის კუთხე ჩატეხა მისი დაქალის ბავშვიბაზე- კარგი ხო ნუ ატრიალებ მაგ თვალებს

- აუ მარ როგორ ხვდები?- გაბუტულმა ამოილაპარაკა

- მთელი ბავშვობა გიცნობ, კაი ხო რა მინდა გითხრა სვანაეთში მივდივარ. ნინია ბებოსთან , მთელი ზაფხული იქ ვიქნები თუ გინდა წამოდი- ერთიანად მიაყარა და პასუხის მოლოდინში გაისუსა

- წამოვალ აბა რას ვიზამ, ნინია ბებოსთან ვიზიტს გგავაცდენ? -ჩაიბუტბუტა ჭანტურიამ

- კაი ელე გამზადე ჩანთა, ან მაინც სულ ჩემები უნდა გეცვას და პატარა ზურგჩანთაც გეყოფა-გაიღრიჭა აბაშიძე

-კაი ხო... რამდენ ხანში მოხვალ?

- 15 წუთიც და მანდ ვარ

- ხოდა ნუღარ მაცდენ ჩემო ლამაზო- ჩაჰყვირა ჭანტურიამ და გათიშა

მარიტას სიცილი აუტყდა ელენას ბავშვობაზე, პოზიტივით ავსებდა ეს პატარა გოგო.
24 წლისა ქალბატონი ჭანტურია, მართალია მარიტა მასზე მხოლოდ 1 წლით დიდია, მარგრამ ყოველთვის პატარა ბავშვივით უფრთხილდებოდა. მისთვის რამე რომ, გეთქვა თავ დახრილი,იდგებოდა და ვერაფერს იტყოდა... მაგრამ საკმარისი იყო ვინმეს ელენასთვის რამე ეთქვა, მარიტას რისხვას ვერავინ გადაურჩებოდა, ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის...

15 წუთში მართლაც ელენეს სახლის წინ იყო და ელოდა მის ჩამოსვლას, ჭანტურიამაც არ დაიგვიანა და წამში მის მანქანაში გაჩნდა...

- გამარჯობა უჟმურო- გადაიწია და ლოყაზე აკოცა

- ცანცარა- ჩაილაპარაკა მარიტამ და თვითონაც აკოცა დაქალს- წავედით?

- წავედით- თქვა ელენემაც

მარიტამ მანქანა დაძრა და დააგნენ, სვანეთის გზას. მთელი გზა ენა არ გაუჩუმებია ჭანტურიას, ხან მღეროდა ხან ლაპარაკობად, ერთი ორ სიმღერაში მარიტაც აიყოლია, მთელი გზა მხიარულებაში გალიეს . აი გამოჩნდა უშგულიც. მარიტას გული სიამაყით აევსო, 4-ე ფანჯარა ჩამოსწია და ღრმად ჩაისუნთქა, სვანეთის ჰაერი.
როგორც იქნა მიაღწიეს სახლამდე ძლივს გადმოვიდა დაღლილი მარიტა, და ელენას გაღვიძებას შეუდგა..

- ენეე გაიღვიძე რა -უკვე ბუზღუნზე იყო გადადასული, ჭანტურიამ
თვალის გახელა რომ, ინება
-გავიღვიძე ხო -დაიბუზღუნა ელენემაც და მანქანიდან გადავიდა

სახლში შევიდნენ ნინიამ თავისი ორი გოგო რომ, დაინახა სიხარულისგან ტაში,შემოკრა და ორივე გულშიჩაიკრა.მის ლამაზ ცისფერ თვალებში კი ცრემლი აკიაფდა

- ჩშშ ნინეე რა იყო?-ვითომ გაბრაზდა -თუ გეწყინა ჩვენი მოსვლა წავალთ

-რასამბობს ეს ქაჯანა?-შეხედა ელენას გაოცებულმა ნინიამ
- კაი ბებო ნუ მიაქცევ ყურადღებას -ჩაილაპარაკა ელენამ და ნინიას მიეხუტა

კუბდარით დაბრუნდა ,
როგორ უყვარდა მარიტას ეს ქალი....ცოტა საუბრის შემდეგ, გოგონები, დასაძინებლად გაემართენ... გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ ორივე მშვიდად გადაეშვა “მორფეოსის” სამყარო



კარგია, საინტერესო ჩანს, მაგრამ მაინც გირჩევ ცოტა გაზარდო თავები და ბევრი არ მალოდინო :)

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№3  offline წევრი ქრიისს

ყინულის დედოფალი
კარგია, საინტერესო ჩანს, მაგრამ მაინც გირჩევ ცოტა გაზარდო თავები და ბევრი არ მალოდინო :)

თქვენს რჩევას გავითვალისწინებ, და ძალიან მიხარია რომ, მოგწონთ❤️

《Sunshine》
ძალიან მაგარია

ძალიან მიხარია რომ,მოგწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent