შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი(თავი 1)


10-09-2020, 00:59
ავტორი ქრიისს
ნანახია 9 155

თბილისის რიტმული ცხოვრებისაგან გადაღლილი, აივანზე შემომჯდარიყო და გადაჰყურებდა ქუჩაში შემორჩენილ ადამიანებს: ზოგი გარბოდა, ზოგიც ნელა მისეირნობდა თავსხმა წვიმაში... მარიტა კი იჯდა და ფიქრობდა. საფიქრალს რა დალევს,მაგრამ ახლა მხოლოდ და მხოლოდ მარტის თვეზე,ფიქრობდა თვეზე რომელიც მის ხასიათს აღწერდა მარტის თვესავით ცვალებადი იყო მისი ხასიათი :ხან წვიმდა, ხან თოვდა, ხანაც გამოიდარებდა.მარტის წვიმასავით ჯიუტია, და მზესავით გარედან თბილიჩანს მაგრამ ვინც ახლოს გაიცნო ხელთ ქვასავით ცივი ადამიანი შერჩა... წარსულის ფიქრებმა შემოუტია...განა ბავშვობაშიც ასეთი იყო? არა რათქმაუნდა არა.მისნაირი კეთილი და სათნო ბავშვი,მთელს ქალაქში არ დაიარებოდა. მაგრამ დროის სვლამ გული გაუქვავა... ჯერ იყო და მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი,მამა დაკარგა, საწყალ თემურს გულმა დაარტყა და ნადრევად დატოვა წუთისოფელი. ამის გამო მარიტას 2 თვე ნახევარი მწვავე დეპრესია ჰქონდა ... შემდეგ სრულიად მოულოდნელად ბიჭი გაიცნო, თავიდან არ ნებდებოდა, გაიძახოდა სიყვარული არ არსებობს სიყვარული არ არსებობსოო. მაგრამ თორნიკე ჯაყელი ისე შეიპარა ჯერ მის გონებაში და შემდეგ გულში, რომ ჩვენმა მარიტამ გაზრებაც ვერ მოასწრო და დიახ შეუყვარდა ტკივილამდე შეუყვარდა... 4 წელი ერთად გაატარეს სრულ იდილიაში, მარიტასთვის რომ,გეკითხათ რას გრძნობდა იტყოდა:”ასე მგონია ღრუბლებში მოფარფატე ნაზი ბუმბული ვარ”-ო მაგრამ რა მოხდა? თორნიკე ჯაყელი გაქრა... გაინტერესებთ ხო ? ასე ადგა და გაქრა. არც დარეკვაა, არც მიწერა წერილიც კი არ დაწერა. რას გრძნობდა მარიტა?
ტკივილს და იმედგაცრუებას
საკუთარი თავი ძულდა ეს ბიჭი, რომ შეიყვარა მას შემდეგ გახდა ასეთი ცივი და უგულო...

უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია, ერთიც გადახედა ქუჩას,სადაც თითო ოროლა ადამიანი შემორჩენილიყო და ისინიც სახლში მიჩქაროდენ... ადგა ჩამოშლილი თმა ისევ ფანქრით დაიმაგრა და სახლში შებრუნდა, ყავა მოამზადა და ფინჯანთან ერთად
საძინებელი ოთახისკენ მიაშურა.. საწოლზე ჩამოჯდა ფეხები მოკეცა და იქვე კარადასთან ახლოს მდგარ გამზადებულ ჩემოდან შეხედა... დღევანდელი ღამეც და ხვალ უკვე სვანეთის გზას დაადგება, ბებოსთან მიჩქარის .. ბოლო კურსი დახურა და უკვე ჩამოყალიბებული ქალია.პროფესიით დიზაინერია... რომ, ვთქვათ ეს საქმიანობა ძალიან უყვას თქო მოგატყუებთ, ამ გადაწყვეტილებას სათავეში ოჯახური ბიზნესი უდგას. დედამისს და მამამისს ქალაქში,ყველაზე ცნობილი ატელიეს დამფუძნებლები არიან ასევე მაღაზიათა ქსელი აქვთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ... რათქმაუნდა ბიზნეს კურსებიც გავლილი აქვს ქალბატონ მარიტას მაგრამ პროფესით მაინც დიზაინერია სვანეთიდან დაბრუნებული ოჯახურ ბიზნეს ჩაუდგება სათავეში... ფიქრებში იყო გართული რომ,დაურეკეს შეკრთო მოულოდნელმა ზარმა, თემურის გარდაცვალება ღამით შეატყობინეს და მას შემდეგ შიში დასჩემდა, ღამით როდესაც ურეკავდნენ ყოველთვის ცუდის მოლოდინში იყო არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი.. გაუბედავად აიღო და უპასუხა

-ალო-ცდილობდა ხმა არ აკანკალებოდა
- მარიტა შენ ხარ?-გაისმა ხავერდოვანი სამური მაგრამ ბოხი ბარიტონი
-დიახ მარიტა გახლავართ - პაუზის შემდეგ იკითხა - თქვენ ვინ ბრძანდებით?
- ანრი გულედანი
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-მორიდებულად იკითხა მარიტამ
პასუხის მოლოდინში 2 წუთი გავიდა
-ალო აქ ხართ?- და გაისმა ზუმერის გამბული ხმა

- გათიშა - ჩაილაპარაკა თავისთვის და რამდენჯელმე ცადა ზარის განხორციელება მაგრამ უშედეგოდ, ნომერი გამორთული იყო.
ფიქრით თავი არ შეიწუხა ტელეფონი გამორთო და ხვალინდელი დღის მოლოდინში მშვიდად გადაეშვა სიზმრების სამფლობელოში....



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია მალე დადე გთხოვ

 


№2 სტუმარი mm

ძალიან მომეწონა დასაწისი<33 ველი შემდეგ თავსს:))

 


№3  offline წევრი ქრიისს

mm
ძალიან მომეწონა დასაწისი<33 ველი შემდეგ თავსს:))

ვეცდები იმედები არ გაგიცრუო❤️????

《Sunshine》
ძალიან მაგარია მალე დადე გთხოვ

12 -ის მერე დავდებ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონაა ძალიან საინტერესო ჩანს მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent