სპორტის მასწავლებლები (თავი 8)
მთლიანად თეთრად შემოსილ ბათუმში, დილაადრიან გაჩნდა სანტა კლაუსი. თავისი საფირმო ხურჯინით ხელში გარს უვლიდა ქალაქის ცენტრში განთავსებულ ნაძვის ხეს და ბავშვებს ელოდა. ჯერჯერობით მის ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე ქალს მოჰკრა თვალი წითელთმიანმა გოგონამ, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა ხომარ მელანდებაო და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა. ნამდვილად სასაცილო სანახავი იყო როგორ იღებდნენ სანტასთან ფოტოს ქალები, რომლებსაც ეტყობოდათ ნაკლებად აინტერესებდათ სხვისი აზრი და რომ იტყვიან 'თავის ჭიას ახარებდნენ' თვალი ძლივს მოსწყვიტა სანახაობას გოგომ და ისევ საჭეს მიუბრუნდა, მთელი გზა არ შორდებოდა ფიქრი მათზე და იმაზე რომ არასოდეს არის გვიანი გააკეთო ის რაც გინდა. მანქანა მაღალი კორპუსის წინ გააჩერა და ისეთი ქარიზმით გადმოვიდა გარშემომყოფთა ყურადღება წამსვე მიიპყრო. ოდნავ დატალღული თმა მხრებზე გადაიყარა და წითელი ქუდი თავზე ფრთხილად მოირგო. სულ ცოტაც და ადრესატამდე მიაღწევდა, ღრმად ჩაისუნთქა და ისე შევიდა შენობაში. ლიფტით სწრაფად ავიდა და ყავისფერი კარის წინ რომ დადგა პირველად მაშინ იგრძნო შიში, ფეხები მოეკვეთა და კედელს მიეყრდნო. რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა მერე უეცრად დააზარუნა, ერთხელ..ორჯერ..სამჯერ..ოთხჯერ.. არავინ აღებდა. უჭირდა იმის დაჯერება რომ სახლში არ იყო. ფიქრობდა ალბათ დამინახა და იმიტომ არ გააღოო, არადა თვითონ რამხელა გზა გამოიარა მასთან შესახვედრად. დანანებით გადააქნია თავი, მეზობელი კარის წინ ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო. დიდხანს იჯდა ასე მობუზული, თუმცა იძულებით შექმნილი მყუდროება მალევე კიბეებზე მომავალმა თორნიკემ დაურღვია. დაღლილი ძლივს ამოვიდა ბოლო საფეხურზე და ცოტა ხანს მოაჯირს დაეყრდნო, მხოლოდ წამით შეავლო თვალი კართან მოკალათებულ წითურს და მერე გზა გააგრძელა. ამჯერად თვითონ დააზარუნა ლაშას კარზე და ცოტა ხანს დაელოდა. თვალს არ აშორებდა გოგო მის თითოეულ ქცევას. ფრთხილად შეიმშრალა თვალზე მომდგარი ცრემლები და შეეცადა აუღელვებლად ეთქვა - ვერ ხედავ რომ სახლში არაა, კიდევ რამდენხანს უნდა იდგე მანდ? მაშინვე შემობრუნდა თორნიკე და ჯერ კარს შეხედა მერე გოგოს - უკაცრავად მე მითხარით? - ხო შენ გითხარი. გეგონება აქ კიდევ ვინმე იყოს შენს გარდა -წამსვე წამოხტა გოგო და წინ აესვეტა - ჯერესერთი ცოტა ზრდილობა არგაწყენდათ, პირდაპირ შენობით ტონზე რომ გადმოხვედი და მეორეც რამდენ ხანსაც მინდა იმდენ ხანს ვიდგები აქ, თუ წუხდები გზა აი იქითაა - ხელი კიბეებისკენ გაიშვირა და კედელს მიეყუდა - ვის მე მაკლია ზრდილობა? - თვალები დაქაჩა და საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო - მემგონი ჩხუბი გინდა და მიზეზებს ეძებ - ოდნავ ჩაეღიმა თორნიკეს - ეს შენ გინდა ჩხუბი, ამის დედაც - გაბრაზებულმა დაარტყა კედელს ხელი და ტკივილისგან სახე დაემანჭა, აშკარად მთელი ჯავრის ამოყრა უნდოდა თუმცა მარტო იმას მიაღწია რომ ხელი იტკინა. - ამის დედაც? - სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ - რაგაცინებს - მაშინვე თვალები დაუბრიალა და ხელს დახედა - ისე რჩევას მოგცემ. ლაშას უთხარი სკოლაში გასწავლოს როგორ მოვიქცეთ უფროსებთან - ცალი წარბი აწია და ქვემოდან ამოხედა, მაშინვე გაიაზრა რომ სისულელე წამოროშა და ამით თავის ასაკს გაუსვა ხაზი, არადა მარტო 18წლის იყო. ლაშას ხსენებაზე წამით ჩაფიქრდა თორნიკე, ვერ მიხვდა საიდან იცნობდა. მისი ყოფილი რომ ყოფილიყო ეცოდინებოდა თუმცა ესეც საეჭვო იყო, ლაშას წითურები არასოდეს მოსწონდა. ბოლოს მაინც იფიქრა მეზობელიაო და ამაზე ფიქრს შეეშვა - უფროსებთან არა? შენი ჭკუით ფიქრობ რომ შენზე პატარა ვარ? - ინტერესით დააკვირდა სრულიად გაფითრებულს - დიახაც. ალბათ ლაშას მოსწავლე იქნები, ხო ასე იქნება - იხტიბარი არ გაიტეხა და მზერა აარიდა. ოდნავ ჩაფიქრდა თორნიკე და მერე ბრწყინვალე იდეამ გაუელვა თავში - გამოიცანი - შეეცადა ირონიის გარეშე ეთქვა თუმცა მაინც ჩაეღიმა - რათქმაუნდა გამოვიცნობდი ძალიან კარგი მიხვედრის უნარი მაქვს - ფართოდ გაუღიმა და ხელები დაიკრიფა. ვეღარ გაიგო ატყუებდა თუ მართლა მისი მოსწავლე იყო, კიდევ ერთხელ აათვალიერა და ოდნავ მოშვებულ წვერზე შეაჩერა მზერა. არა, მისი მოსწავლე ნამდვილად არ იყო. ამას მიხვდა მაგრამ თავი დაიიმედა ალბათ ყოფილი მოსწავლეაო და შეეცადა სახიდან ღიმილი არ გაჰქრობოდა. ოდნავ გადააქნია თავი თორნიკემ და კიბეებზე დაეშვა. - მოიცადე სად მიდიხარ - მაშინვე დაედევნა გოგო - რამოხდა ჩხუბით გული ვერ იჯერე? - ლიფტის გამოძახების ღილაკს მიაწვა - არაა, ეგ რაშუაშია. ერთმანეთი მაინც გაგვეცნო - კარგი ერთი შენი გაცნობის სურვილით არ ვიწვი - ირონიულად გაეცინა - რაო? გეგონება თვითონ ზე საოცრება მყავდეს - მაშინვე აეშალა ნერვები და დოინჯი შემოიყარა - იცი რა? შემიძლია მე თვითონ შეგირჩიო სახელი - უკაცრავად? - ცერად გამოხედა თორნიკემ - შენ ხომ არ მეუბნევი სახელს და მე შეგირჩევ. შენ იქნები...- საფეთქელზე მოისვა თითები - გურამი! - სიცილი ვეღარ შეიკავა თავის სიტყვებზე სიბრაზისგან თვალები აენთო თორნიკეს და ლიფტის ღილაკს კიდევ მიაწვა. - პირველად ვხედავ ადამიანს ვინც საკუთარ ხუმრობაზე ამდენს იცინის. გურამი არა? კიბატონო, მაშინ შენ ლამარა იქნები უცებ შეწყვიტა სიცილი გოგომ და მკვლელი თვალებით შეხედა - რა? - ადგილზე გაშეშდა ამ დროს ლიფტიც მოვიდა და მაშინვე შევარდა თორნიკე. - კარგად ლამარა ბიცოლა, სასიამოვნო იყო თქვეთან საუბარი - ხელი დაუქნია თორნიკემ და ღილაკს მიაწვა, მაშინვე გაექანა გოგო თუმცა კარი დაიკეტა და ვეღარაფერს გახდა. - უხ, ვირი! *** - აქაურობა ძალიან ლამაზია - მეზობელი სახლის მიმართულებით მისეირნობდნენ ლანა და ლაშა - ხო, ზამთარი ასეთ ადგილებს უხდება - არა ასე არაა, ზამთარი ყველაფერს უხდება.. ზოგჯერ, ბებია ამბობდა სადაც ბედნიერი იქნები იქ არის შენი პარიზიო - ოდნავ ჩაეღიმა ამის გახსენებაზე, პატარაობისას არასოდეს აქცევდა დიდ ყურადღებას ბებიას დარიგებებს და თვითონაც გაუკვირდა ეს რომ ახსოვდა - ხოო, ისე რომ დაუკვირდე მართალია. ამიტომ უნდა მოძებნოს ადამიანმა ბედნიერება და შემდეგ ამ ბედნიერებასთან ერთად ყველგან თავისუფლად იცხოვრებს - მხრები აიჩეჩა და ოდნავ ჩაფიქრდა - ბედნიერებას ვერ მოძებნი, მას ყველა ადამიანი თავად ქმნის - ასეც რომ იყოს არსებობენ ადამიანები ვისაც ბედნიერების შექმნა არ შეუძლიათ - მაგალითად მე ..- ოდნავ ჩაეღიმა ლანას მის სიტყვებზე - შენ რაშუაში ხარ, ზოგადად ვთქვი - ჯერ ვითომც არაფერიო ისე თქვა, თუმცა რამდენიმე წამში გაიაზრა და გაჩერდა - მოიცა რა? - რა? - ახლა ლანაც გაჩერდა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო - რამდენიმე წამის წინ თქვი ბედნიერებას ყველა თავად ქმნის მაგრამ მე მისი შექმნა არ შემიძლიაო, არა? - რატომ აქცევ ჩემს სიტყვებს ამხელა ყურადღებას, - უკმაყოფილოდ ამოიოხრა ლანამ - შევიდეთ გთხოვ ცივა.. - ლანა.. - ბავშვებოოო - ფანჯრიდან თავი გამოყო მოხუცმა ქალმა და ლანამაც შვებისგან ამოისუნთქა - შემოდით, რატომ დგახართ ცივა მანდ - მოვდივართ მერი დეიდა - თვალებით ანიშნა ლანას შევიდეთო და ეზოში შესასვლელი კარი გააღო. არანაკლებ ლამაზი ეზო იყო, თოვლით დამძიმებულ ხეებს შორის შესასვლელი ბილიკი იყო გაკვალული, მაშინვე გამოეგებნენ სახლის წინ მერი და თაზო - მოდით, მოდით - უცებ შეიპატიჟეს სახლში და ბუხრის წინ ჩამოსხდნენ - ლანა ხომ შვილო? - წარბები აათამაშა მერიმ და გვერდით მიუჯდა - დიახ..- - გუშინ თაზო მიყვებოდა თქვენზე, გამეხარდა რომ ჩამოხვედით. უფრო ხშირადაც უნდა მოხვიდეთ ხოლმე ლაშა, რაარის შვილო აუცილებლად რაღაც უნდა დაგვემართოს აქამდე რომ ამოხვიდეთ? - ნაწყენი მზერით გახედა ქალმა - რასამბობთ მერი დეიდა, ღმერთმა კარგად გამყოფოთ. სამსახურის გამო სულ დაკავებული ვარ და ვეღარ ვახერხებ, თორემ იცით როგორც მიყვარხართ - გვერდით მჯდარ თაზოს დაადო მხარზე ხელი - ვინ მყავს თქვენზე ახლობელი.. - შვილო, შვილო - უცებ ტირილი წასკდა მერის და ჩაეხუტა - საკუთარი შვილი აღარ გვკითხულობს, შენ რა ვალდებული ხარ..- ცოტა ხანს უხმოდ ქვითინებდა - მერი დეიდა კარგით რა, ასე ნუ ამბობთ.. - მერი გეყოფა ახლა, სირცხვილია გოგოსთან რას იფიქრებს ბავშვი - უცებ შეუტია თაზომ - უი ჩემი სიკვდილი - თავში წაიშინა ხელები - მაპატიე შვილო - ახლა ლანას მიუბრუნდა - არა რასამბობთ.. - წავალ რამეს გავამზადებ - უცებ წამოხტა და სამზარეულოში გაიქცა - არგინდათ მერი დეიდა არიწვალოთ, ნუ შეწუხდებით - რასამბობ შვილო ათასში ერთხელ მოდიხარ და მაშინაც ისე გაგიშვათ? -უკვე სამზარეულოში გასულმა გამოსძახა - მე დავეხმარები - უცებ წამოხტა ლანა და ისიც სამზარეულოში გავიდა,სრულიად გამოცვლილი ეჩვენა მერი. ახალი ენერგიებით დამუხტული უკვე ცომს ზელდა. ზუსტად ისეთი სამზარეულო იყო, როგორიც ბებიასთან. აქა-იქ გაყვითლებულ კედლებს ძველებური სურათები ამშვენებდა. უყვარდა ეს გარემო, უეცრად გადაეშალა თვალწინ წარსულის მოგონებები და თვალში ცრემლიც კი გაუკრთა - ლანა შვილო, გინდა რამე?- ფიქრებიდან ქალის ხმამ გამოარკვია - მეე..დაგეხმარებით - ეს კი უთხრა მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დახმარებოდა ისეთი მოუხერხებლობის პატრონი, როგორიც თვითონ იყო. მშვენივრად იცოდა სამზარეულოში არაფრის კეთება არ შეეძლო და მაინც სურვილმა სძლია - არა შვილო, შენ სტუმარი ხარ დაისვენე - თბილი ხმით უთხრა ქალმა - არა, არა მინდა რომ დაგეხმაროთ - კარგი მაშინ..- ოდნავ ჩაფიქრდა მერი-მიდი ჭადები დააცხვე,აი ფქვილი იმ კარადაშია - თითით აჩვენა და ოდნავ გაუღიმა - ჭადები? - ტუჩების კვნეტა დაიწყო ლანამ - ხო..ხოიცი გაკეთება? - კი, რათქმაუნდა ვიცი. ვიცი.. - ღრმად ჩაისუნთქა და კარადა გამოაღო, ნერვიულობისგან მთელი სხეული დაეჭიმა. საიდან იცოდა, რათქმაუნდა არიცოდა. სახლში ყველაფერს მაია აკეთებდა და თვითონ ჭურჭლის დარეცხვის მეტი არასოდეს არაფერი გაუკეთებია. თვალები დახუჭა და გონება დაძაბა, შეეცადა ყველაფერი დეტალურად გაეხსენებინა რაც კი ჭადის შესახებ გაეგო თუ დაენახა. მაგრამ ნურასუკაცრავად თვალებდახუჭული სიბნელის მეტს ვერაფერს ხედავდა - ეჰ, ჩვენი ეკა არაჩვეულებრივი მზარეული იყო.. -თავისთვის ჩაილაპარაკა მერიმ ეკას ხსენებაზე სუნთქვა შეწყვიტა ლანამ, ერთ ადგილას გაშეშდა და იგრძნო როგორ დაუარა ორგანიზმში უსიამოვნო ტალღამ, ისიც იცნობდა..ანუ იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ მათაც კი გააცნო. მაშინ რამოხდა, რატომ დაშორდნენ ასე..კითხვები არასვენებდა. უნდოდა მერის მივარდნოდა და ყველაფერი ეკითხა რაც კი გონებაში ჰქონდა, თუმცა ამის ნაცვლად ადგილზე იყო გაშეშებული და ვერ ინძრეოდა. უეცრად შეწყვიტა მერიმ საქმიანობა და გაფითრებული გოგოს დანახვისას თავში შემოიკრა ფქვილიანი ხელები - დედა ჩემი სიკვდილი, ეს რავთქვი. მაპატიე შვილო..უნებურად წამომცდა - თავის მართლება დაიწყო ქალმა - მერი დეიდა, ეკაზე მომიყევით - აწყლიანებული თვალებით ამოხედა გოგომ - ცუდად არ გამიგოთ ლაშა არაფერს მიყვება, მე კი ინტერესისგან ვკვდები. ვერც ვეკითხები, ღიზიანდება მასზე ლაპარაკს რომ ვიწყებ მერი ოდნავ ჩაფიქრდა და ღრმად ამოისუნთქა - გეფიცებით ლაშას არ ვეტყვი რომ თქვენ რამე მითხარით - ქალის სიჩუმით ისარგებლა და ისევ თვითონ გააგრძელა - კარგი.. - ფქვილი და ჯამი გამოართვა და ლანამაც შვებისგან ამოისუნთქა, მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა - ეკა..- მის გახსენებაზე წამით ღიმილი აღებეჭდა სახეზე ქალს - გეცოდინება, ლაშას საცოლე იყო.. - გაკვირვებისგან ელდა ეცა ლანას, მაგრამ მაინც შეეცადა არ შეემჩნია და ოდნავ დაუქნია თავი - ერთად ძალიან კარგად იყვნენ, ისე უხდებოდნენ.. ეკა მოდელია, ერთმანეთი აქ გაიცნეს, ნიაკოსთან ერთად მუშაობს... ჩემი შვილია ნიაკო - თბილად გაეღიმა მერის და ლაპარაკში გართულმა ჭადის ცომის მოზელა თვითონ დაიწყო - ხოდა ჩემს გოგოს აქ ყავდა ჩამოყვანილი სტუმრად, ლაშაც აქ იყო მაშინ, ჩვენი სალომეც. ერთად ძალიან კარგ დროს ატარებდნენ.. წელიწადი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. მერეე..რავიცი შვილო ქორწილის წინა დღეს ვიღაც ბიჭთან შეუსწრო ლაშამ, ძალიან ცუდი ამბები იყო ძალიან - ღრმად ამოიოხრა და ცომის მოზელვაც დაასრულა, გაოცებული უყურებდა ლანა, კიდევ ვერ გაეაზრებინა მოსმენილი. წარმოიდგინა რისი გადატანა მოუწია და გული საშინლად ეტკინა - შენი ჭირიმე, შვილო, ნუ ეტყვი ლაშას რაც გითხარი..გამიბრაზდება. არ უყვარს ამას რომ ვიხსენებ და მართალიცაა - სახე მოეღუშა ქალს - არა რასს..ალაპარაკოა არვეტყვი - ენის ბორძიკით ძლივს ამოთქვა და ფეხზე წამოხტა - კარგი აღარ გვინდა ამაზე. ცომი მზადაა გამომართვი, მე ხაჭაპურებს მივხედავ - უცებ შეაჩეჩა ხელში ჯამი მერიმ და ლანამაც იძულებით გამოართვა. გაზქურა აანთო მერიმ და ტაფა შემოდგა - მიდი შვილო მალე დააკარი თორემ ზეთი დაშრება ფრთხილად ამოიღო ცომის ნაწილი ჯამიდან ლანამ და ხელში რომ დაეშალა თვალები გაუფართოვდა, ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო ტაფაზე დადებას აპირებდა, ლაშა შემოვიდა სამზარეულოში და ისე დაიბნა მაშინვე ხელიდან გაუვარდა - ვაიმე - უცებ შეხტა - რასაკეთებ შვილო, გოგო შეაშინე - მაშინვე დატუქსა მერიმ ლაშა - მე რაშუაში ვარ, წყლის დასალევად შემოვედი - მხრები აიჩეჩა და ჭიქა აიღო - როგორ რაშუაში ხარ, ვერ ხედავ თვალი ეცა. მალე დალიე და გადი. შვილო შენ გააგრძელე მე ავწმენდ ამას - ახლა ლანას მიუბრუნდა და მაშინვე ტილო აიღო - კარგი.. - გასვლისას თვალი ჩაუკრა ლაშამ დიდხანს იტრიალეს სამზარეულოში, ვერაფერი ვერ გააკეთა ლანამ. რასაც ხელს კიდებდა ყველაფერს აფუჭებდა, ერთხანს ითმინა მერიმ და ბოლოს უთხრა ყველაფერს შეეშვი და მაგიდის გაშლა დაიწყეო. საშინლად რცხვენოდა საკუთარი თავის, იცოდა არაფრის გაკეთება რომ არ შეეძლო და მაინც რანაირად იფიქრა მერისთან ერთად სუპერძალა გამიჩნდებაო. ხელის კანკალით დააწყო თეფშები მაგიდაზე, ეშინოდა აქაც არაფერი გავაფუჭოო. - მერი დეიდა, ლანა სადაა? - უცებ შევიდა სამზარეულოში ლაშა და იქაურობას თვალი მოავლო - მაგიდის გასაშლელად გავუშვი იქით - თვალით ანიშნა, მერე უცებ საქმიანობას შეეშვა და უკვე მიბრუნებულს მკლავში ჩაავო ხელი - შვილო, მოიცადე.. - მაშინვე შეჩერდა ლაშა, უცებ იქით-აქეთ მიმოიხედა მერიმ არავინ გაიგოსო და თითქმის ჩურჩულით დაიწყო - სად იპოვე ეს გოგო, კარგი გეთანხმები ძალიან ლამაზია, საყვარელი, მაგრამ მარტო სილამაზე ხომ არ კმარა? ნეტავ გენახა..- სინანულით გადააქნია თავი მერიმ - არაფრის გაკეთება არ შეუძლია სამზარეულოში, ასეთი მოუხერხებელი, ჩემს ცხოვრებაში არავინ მინახავს გეფიცები გულიანად გაეცინა ლაშას მის სიტყვებზე - დედა ღმერთო ჭორაობა გამომდის, შენ მომიტევე უფალო - ხელები მაღლა აღაპყრო ქალმა- ლაშა შვილო, ასეთი ცოლი არ გამოგადგება შენ, ჩემი სიტყვა კარგად დაიხსომე - რა ცოლი მერი დეიდა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ - ოდნავ დასერიოზულდა - ვიცი მე შენი მეგობრობა, - წარბები შეკრა ქალმა- კარგი, წავიდეთ საჭმელი გაცივდება. მისაღებში გავიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ, ყველაფერი არაჩვეულებრივად ჰქონდა მომზადებული მერის,გემრიელად ისადილეს და დალევაზე რომ მიდგა საქმე, ლანამ თვალები დაქაჩა, ბევრი ეხვეწა ლაშას არ დალიოო მაგრამ ვინ მოუსმინა. თაზომაც თავი გაიგიჟა წამლებს დავლევ და წნევა აღარ ამიწევსო. კარგად მოილხინეს, სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოყვებოდა, ძველი ამბებიც გაიხსენეს და მალევე შემოაღამდათ. უკვე კარგად შეზარხოშებულები ადგნენ მაგიდიდან. თაზო ისე იყო გათიშული, დივანზე მიაწვინა თუარა მერიმ მაშინვე ჩაეძინა. თვითონ ეზოს კარამდე მიაცილა სტუმრები და თბილად დაემშვიდობა. სრულ სიბნელეში ტელეფონის განათებით ძლივს მიაღწიეს მანქანამდე - ტარება ხოიცი - მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან და გაუწოდა, თვითონ ისეთ დღეში იყო თვალებს ძლივს ახელდა. ლანამ გაბრაზებულმა გამოგლიჯა ხელიდან გასაღები და საჭეს მიუჯდა, ლაშამაც მის გვერდით დაიკავა ადგილი - კაი ცუდი სიმთვრალე არმაქ, ნუ გაჭედავ ეხა - სახეზე ჩამოუსვა თითები, მაშინვე მოიშორა ლანამ და მანქანა დაქოქა, ცდილობდა მხოლოდ მანქანაზე მოეხდინა კონცენტრაცია, თუმცა მაინც ათას რამეზე ეფიქრებოდა. - ნეტა ხვალ ორშაბათი იყოს, ძალიან მაინტერესებს 'პახმელიაზე' მყოფი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილები - რორამე ხო ჩამიტარებდი? - სიცილით გახედა და საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო - არა რათქმაუნდა. მაგის იმედი არ გქონდეს - ცალი წარბი აწია და კიდევ ერთხელ შეამოწმა უსაფრთხოების ღვედი ეკეთა თუ არა - აუ ლანა - რაიყო - რო მოვწიო ხოარ გაგიტყდება? - ჯიბეში სიგარეტს დაუწყო ძებნა - სად მანქანაში?- მაშინვე თვალები დაქაჩა - ხო ჩავუწევ ფანჯარას - შენ ხოარ გააფრინე გარეთ ზამთარია,საშინლად ცივა - ოო რატოარ გკიდია - დიდიხნის ძებნის შემდეგ ძლივს იპოვა სიგარეტი და გაუკიდა ერთხანს ითმინა ლანამ და ბოლოს ნერვებმოშლილმა გამოგლიჯა ხელიდან - ნუ მაგიჟებ, გეყოფა უკვე და ფანჯარასაც აუწიე გაცივდები - აუ შენ რა პრეტენზიული ყოფილხარ ტო - რაიყო აქამდე არმიცნობდი? - მაინც ყველანაირი მომწონხარ მე ამის გაგონებაზე სახეზე წამოხურდა ლანა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე უჰაერობისგან მოვკვდებიო. აღარაფერი უთქვამს, გზას გაჰყურებდა და ცდილობდა მოწოლილი ბრაზი ჩაეხშო. სინამდვილეში საკუთარ თავზე უფრო მეტად იყო გაბრაზებული, ვიდრე მასზე. რაუნდოდა მის მანქანაში, მასთან ერთად. ადამიანს უბრალოდ მოსწონდა და მეტი არაფერი, მობეზრდებოდა, მიატოვებდა. მერე? გული არ ეტკინებოდა? ამაზე ფიქრი გულს უკლავდა. 30წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და როგორც კი საჭეს ხელები მოაშორა პირველას მაშინ იგრძნო დაღლილობა. თვალები ნელა დაახამხამა და სრულიად ძალაგამოცლილმა ძლივს მოიშორა სხეულიდან ღვედი - სად მოვედით - ქვემოდან გახედა სიბნელეში ჩაფლულ კორპუსს ლაშამ - ჩემთან.. ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დაგტოვებდი - რამდენადაც ვიცი არც ისე ცუდ მდგომარეობაში ვარ, მარა ჩემთან დარჩენა არ შეგეძლო? - ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ. - მაშინვე ხელები აწია და წამიერად შეხედა. თვითონაც არ ჰქონდა იმაზე პასუხი რატომ არ უნდოდა მასთან დარჩენა. - კაი გავატორთ - მხრები აიჩეჩა და მანქანიდან პირველი გადავიდა. გარეთ ისეთი სუსხი იყო წამით ვერ გაჩერდებოდა ადამიანი, სწრაფად შევიდნენ კორპუსში და მეოთხე სართულამდე კიბით ავიდნენ. ამჯერად არ გაუპროტესტებია ლაშას, ლიფტის შემხედვარეს თავისთვის ოდნავ ჩაეღიმა და გზა გააგრძელა. როგორც კი სახლში შევიდნენ ინტერესით მოავლო თვალი ყველაფერს, ზუსტად ისეთი იყო როგორც წარმოედგინა. სადა, უბრალო მაგრამ ძალიან ლამაზი. ზუსტად ისეთი როგორიც ლანას ხასიათში იჯდა. - შენები არარიან? - მაინც გაბედა და ჰკითხა. ადგილზე გაშეშდა ლანა, ამის გახსენებაც კი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა. ქურთუკი სავარძელზე დადო და გაჭირვებით ამოთქვა რამდენიმე სიტყვა - არა, მარტო ვცხოვრობ - მარტო.. - ოდნავ გაკვირვება აღებეჭდა სახეზე - ისე ხვდები რამდენად მნიშვნელოვანი რაღაცეები არ ვიცით ერთმანეთზე? - დივანზე ჩამოჯდა და ოდნავ ჩაფიქრდა - ახლა მაგის დრო არაა, წავალ საწოლს გაგიშლი - უკვე კართან მისულს ჩაავლო ხელი ლაშამ - კაი რაა, შენთან ერთად დავიძინებ. ბევრად უფრო სერიოზულ თემაზე გვაქვს სალაპარაკო ლანამ ღრმად ამოიოხრა და გვერდით მიუჯდა - მკითხე რაც გინდა - დივანზე გადაწვა და მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო - რავიცი შენზე მომიყევი რამე, მინდა გიცნობდე - ისედაც მიცნობ - მოკლედ მოუჭრა და იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული. საერთოდ არ უნდოდა თავის წარსულზე და იმაზე საუბარი რის დავიწყებასაც წლებში განმავლობაში ცდილობდა - მარტო შენი სახელი, გვარი და მისამართი ვიცი. სხვაა..მაგალითად და ან ძმა არ გყავს? - მის თითოეულ რეაქციას აკვირდებოდა ლაშა - არა - შეყვარებული? - შეყვარებული რომ მყავდეს შენთან ვიქნებოდი? - ადრეც არ გყავდა? - მყავდა - და რატომ დაშორდით? - როგორც კი ჰკითხა მაშინვე ინანა, სულ იძახდა ალკოჰოლი ჩემზე გავლენას არ ახდენსო, მაგრამ თვითონაც იცოდა რომ ახლა სწორად მაგის ბრალი იყო ასე ღიად რომ უნდოდა ყველაფერზე საუბარი - თვითონ მიმატოვა. - თმაზე გადაისვა ხელი და მზერა აარიდა - სხვის გამო? - არმინდა ამ თემაზე ლაპარაკი. - უეცრად შეხედა. სრულიად გამოცვლილი ეჩვენა ლაშას, სულ სხვანაირად უელავდა თვალები და ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად სუნთქავდა - კაი არგაძალებ მშვიდად..- ხელების აწევითაც ანიშნა და ოდნავი პაუზა გააკეთა- შენ მკითხე ახლა.. იმწუთას მართლა არაფრის კითხვა არუნდოდა ლანას, თითქოს ჯერ კიდევ საშინელი წარსულის მარწუხებში იყო მოქცეული და უშედეგოდ ცდილობდა თავის დაღწევას. ნელა ჩაისუნთქა და მოწოლილი ცრემლებს გასაქანი არ მისცა. - სიყვარულის არსებობის გჯერა? - თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ წამოროშა, სინამდვილეში მართლა აინტერესებდა მისი აზრი ამაზე, მაგრამ არა ახლა. - არა - ბევრი არ უფიქრია მაშინვე მიახალა და ოდნავ გაეღიმა - რა შენ გჯერა? - კი - სისულელეა.. - არ არის სისულელე - ახლა საპირისპირო აზრის გამო უნდა ვიჩხუბოთ? - ოდნავ გაუკრთა ბრაზი ხმაში, ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი და მზერა კედელს გაუშტერა - სხვა მკითხე. - ჩემს მიმართ რას გრძნობ? - აზარტში შევიდა და უფრო მოხერხებულად მოკალათდა დივანზე, ხვდებოდა როგორ აგიჟებდა თავისი კითხვებით და ეს რაღაცნაირად სიამოვნებდა კიდეც - საიდან მოგაქვს ეგ კითხვები - უბრალოდ მიპასუხე - მხრები აიჩეჩა და პასუხის მოსასმენად მოემზადა. ოდნავ ჩაფიქრდა ლაშა, მართლაც და ამაზე არასდროს უფიქრია. რას გრძნობდა თვითონაც ვერ ხვდებოდა - არვიცი - როგორ თუ არ იცი? - თვალები შუბლზე აუვიდა ამის გაგონებისას - მართლა არვიცი, გეფიცები არ მიფიქრია მაგაზე - ხოდა ახლა იფიქრე - და შენ რას გრძნობ? - კითხვას რატომ მიბრუნებ? - იმიტომ რომ არც შენ გიფიქრია, აღიარე. - არა მიფიქრია, მე თავიდანვე ვიცოდი რასაც ვგრძნობდი - ნერვები მოეშალა ლანას - სერიოზულად? - ჰო - და რას გრძნობ? - მართლა აინტერესებდა რას გრძნობდა, ინტერესით ჩახედა დანისლულ თვალებში - ვერ გეტყვი - და რატო? - ... - ლანა.. ოღონდ ეგ არა, არა.. არა.. არ გიყვარდე გთხოვ - ამის დაჯერება არუნდოდა. ფერი დაკარგა სახეზე ლანამ, მას მარტო ის აინტერესებდა ის რას გრძნობდა და საბოლოოდ იქამდე მიიყვანა საქმე რომ საკუთარ გრძნობებში გამოუტყდა - არ მიყვარხარ.. - თავი ჩახარა და ჩამოშლილი თმა გადაიწია - მართლა? სიმართლე მითხარი გთხოვ. არმინდა გული გეტკინოს ამას ვერ გადავიტან - მართლა.. - სუნთქვას ამოაყოლა და თითების წვალება დაიწყო - არ მომატყუო თქო! - ხმას აუწია და ფეხზე წამოდგა, სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა იმაში რომ მას უყვარდა და მაინც - არ მიყვარხარ თქო რავქნა მეტი! - გაუაზრებლად დაიყვირა და თვითონაც წამოხტა - გული გეტკინება ლანა, ამას რატომ აკეთებ..ხოიცი რო ჩვენი ურთიერთობა დროებითია, მერე? - იცი რაა, რაღაც გამოიგონე და ახლა იმის დაჯერებას ცდილობ. როგორ გგონია ვინმეს მივცემ უფლებას რომ გული მატკინოს? არ მიყვარხარ და არც არასდროს მეყვარები, შეგიძლია მშვიდად იყო - ნაძალადევად გაიღიმა და ოთახში წავიდა. უკვე საშინლად სტკიოდა გული, წამის წინ ისე კარგად იცრუა ლამის თვითონაც დაიჯერა. სარკეში შეხედა საკუთარ თავს და კვლავ ზიზღის გრძნობა მოაწვა. იაზრებდა რამხელა ტკივილს მიაყენებდა საკუთარ თავს მასთან დაშორების შემდეგ და მაინც.. როგორ შეიძლება ადამიანმა ამხელა სისულელე გააკეთოს, ასე უმოწყალოდ გაიმეტოს საკუთარი თავი. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და სარკეს მოშორდა. სწრაფად ჩაიცვა პიჟამოები და ლოგინში დაწვა, აღარც ფიქრი უნდოდა და აღარაფერი.. თვალები დახუჭა და შეეცადა დაეძინა თუმცა არც ეს გამოუვიდა, დიდხანს იყო ასე, საკუთარ გამოგონილ სამყაროში სადაც ყველა ბედნიერი იყო, ცხოვრება პრობლემებისა და ცრემლის გარეშე. უეცრად შეხება იგრძნო წელზე და წამსვე დაუბრუნდა რეალობას, გულის ცემაც გაუხშირდა და გაჭირვებით გაახილა თვალები. ცხელ სუნთქვას გრძნობდა ყელში. ნაზად აკოცა ლაშამ და უკნიდან აეკრა - სიგარეტის სუნი გაქვს - უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე და მისკენ გადმობრუნდა - ხო მოვწიე - ოოფ - წარბები შეკრა და მწვანე სფეროები მიაპყრო, გაბრაზებულიც კი ისეთი საყვარელი იყო, უნებურად გაეღიმა ლაშას - მოდი ჩემთან..უნდა დაგსაჯო წეღანდელი ჩხუბისთვის - მოწყურებულივით დაეწაფა გოგოს ტუჩებს და გიჟივით დაუწყო კოცნა *** 8საათი ხდებოდა სახლში რომ მივიდა ლაშა, კვირა იყო, არსად ეჩქარებოდა თუმცა მაინც არ ეკარებოდა ძილი. ყავისფერი ფარდები გადაწია და ოთახი ოდნავ განათდა. სახლში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მისი ხშირი სუნთქვა არღვევდა, კვლავ არ შორდებოდა გუშინდელზე ფიქრები..როგორ არ ეცადა მაგრამ თავიდან ვერაფრით ამოიგდო. აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ ლანას ატკენდა. მას უყვარდა.. მისი თითოეული უარით კი უფრო რწმუნდებოდა ამაში. თვითონ? თვითონ ისევ უსასრულო სივრცეში იყო დაკარგული. დივანზე ჩამოჯდა და ის იყო თვალების დახუჭვა დააპირა, კარზე ბრახუნი ატყდა. არა, სწორად გაიგეთ არავითარი ნორმალური ადამიანივით მოქცევა და დაზარუნება, ვიღაც პირდაპირ შეტევაზე იყო გადმოსული. - რახდება ამ დილაუთენია - ნერვებმოშლილმა კიდევ ერთხელ შეავლო კედელზე ჩამოკიდებულ საათს თვალი და კარისკენ გაემართა, შემოსასვლელში შუქი აანთო და ის იყო ჩხუბი უნდა დაეწყო, რომ კარის გაღებისთანავე ენა ჩაუვარდა. მის წინ მაღალი სუსტი აღნაგობის წითელთმიანი გოგო იდგა, ხელში ტელეფონი ჩაებღუჯა და დაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ეტყობოდა, არ ელოდა რომ კარს ვინმე გააღებდა და მოულოდნელობისგან შეკრთა. რამდენიმე წუთი გაშტერებულები უყურებდნენ ერთმანეთს. ძლივს აღიდგინა გონებაში ჩარჩენილი პატარა კულულებიანი გოგო ლაშამ, ვერ რწმუნდებოდა რომ ის იყო. უფრო მეტად კი დაჯერება უჭირდა.. ახლა მის წინ ქალი იდგა და იმ პატარა გოგოსგან მარტო თვალები იყო დარჩენილი - მარიამმმ..- ძლივს ამოთქვა ერთი სიტყვა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ხომარ მეშლებაო - გამარჯობა ძამიკო, როგორ ხარ? - ოდნავ მოეშვა გოგო და ნაძალადევად გაუღიმა - შენ..ეს მართლა შენ ხარ? - უეცრად მთელმა ბავშვობამ გადაურბინა თვალწინ, ნელ-ნელა ახსენდებოდა როგორ ეჩხუბებოდა, უყვიროდა, ატირებდა და მერე საშინლად ნანობდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სულ ეგონა რომ მას სძულდა და მართლაც ყველაფერს ელოდებოდა იმის გარდა რომ ოდესმე ისევ შეხვდებოდნენ და თანაც მარიამის ინიციატივით - ხო მე ვარ მე, რადგან ჩემი სახელი გახსოვს ისიც გემახსოვრება ვინ ვარ - ამჯერად უფრო ბუნებრივად გაიცინა - შეიძლება შემოვიდე? - მოდი. - სწრაფად გაეცალა და შეატარა. როგორც კი კარი მიხურა ისეთი უჰაერობა დაემართა ეგონა დავიხრჩობიო, მთელი მისი სხეული საშინელი დანაშაულის გრძნობას მოეცვა და ძალიან უჭირდა მის წინ ბუნებრივად მოქცეულიყო - ლამაზი სახლი გქონია - როგორც კი მისაღებში შევიდა ინტერესით მოავლო თვალი ყველაფერს და ჩამოჯდა - როდის ჩამოხვედი? - ვეღარ მოითმინა და მაინც ჰკითხა - 3დღის წინ. ხოიცი ჩინეთში რაღაც ვირუსი როა კორონაო თუ რაც ქვია, დედამ ტვინი შემიჭამა შეიძლება სხვა ქვეყნებსაც მოედოს, იტალიაშიც გავრცელდეს, საზღვრებს ჩაკეტავენ და ვეღარ ჩამოხვალო. მეც რავი თან ვისვენებთ უნივერსიტეტში მაინც და წამოვედი - მხრები აიჩეჩა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ისე თავისუფლად ესაუბრებოდა, თითქოს მართლა სამაგალითო და-ძმა ყოფილიყვნენ. ოდნავ გაეღიმა ლაშას, კიდევ ვერ იჯერებდა, სრულიად შოკირებულს თავი სიზმარში ეგონა და ყოველწუთს ელოდა გაღვიძებას - გუშინაც ვიყავი მოსული და გუშინწინაც - ძმის სიჩუმით ისარგებლა და ისევ თვითონ გააგრძელა - მეგონა კარს შეგნებულად არ მიღებდი.. იცი? ამის გამო ვიღაც იდიოტზე ამოვიყარე ჯავრი, ჯანდაბა - თვალები აატრიალა ამის გახსენებაზე - ასე ჩუმად უნდა იყო? - თმაზე გადაისვა ხელი და ინტერესიანი მზერა მიაპყრო - წარმოდგენა არმაქ რა შეიძლება გითხრა - რავიცი მაგალითად შენზე მომიყევი... დედასგან ვიცი რომ სკოლაში მუშაობ - შეგნებულად ცდილობდა ისე მოქცეულიყო თითქოს მისგან არაფერი ცუდი არ ახსოვდა და უბრალოდ ძმაზე შეყვარებული და იყო - ხო.. - სხვა? შეყვარებული, საცოლე, ცოლი არ გყავს? - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ფეხზე წამოხტა - არა - საერთოდ არ შეცვლილხარ. ისევ ისეთი უჟმური ხასიათი გაქვს - ვეღარ მოითმინა და მაინც მიახალა - რაგინდა მარიამ რატომ მოხვედი აქ ამ დილაუთენია და რატომ იქცევი ისე თითქოს ძალიან გვიყვარდეს ერთმანეთი? - თვალებში ბრაზის ნაპერწკლები გაუკრთა და გოგომაც ვეღარ გაუძლო მის მზერას - არ გვიყვარს? - არ გვიყვარს. შენ ჩემი და არ ხარ, მე ერთი და მყავს და ის სალომეა. ჩემთვის შენ უბრალოდ მამაჩემის შვილი ხარ მეორე ცოლისგან და მეტი არაფერი. როგორც არ უნდა ეცადო რომ ამ რეალობას გაექცე, ჩემთვის ეს სულ ასე იყო და ასე იქნება! - უკვე ყვირილზე გადავიდა, ვერ იტანდა, არ შეეძლო მისი ყურება, ადამიანი რომლის გამოც დედა დაკარგა, რომლის გამოც მამამისი იძულებული იყო ლილე ცოლად შეერთო, ვისგამოც სრულიად მარტო აღმოჩნდენ. გოგო რომელმაც ოჯახი და ბავშვობა წაართვა ახლა მის წინ იდგა და ისე იქცეოდა ვითომც აქ არაფერიო. გულისცემა გაუხშირდა და ბრაზი მთელს სხეულს მოედო - რატომ მიყვირიხარ..მე უბრალოდ მინდა..ოჯახი ვიყოთ..ეს დანაშაულია? _ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა ლოყებზე და სულ უფრო უჭირდა თავის შეკავება - დანაშაულია! გაეთრიე ჩემი სახლიდან, მე შენი ძმა არ ვარ, არ ვარ მეთქი გაეთრიე! - ხელი ჩაავლო და ძალით წაათრია კარისკენ - გამიშვი! მე თვითონ წავალ! - უხეშად მოიშორა მისი ხელი და ჩანთა აიღო - არაადამიანო, რით ვერ გაიგე რომ მე არ ვარ დამნაშავე შენს უბედურებაში, რა ჩემი ბრალია რომ დავიბადე, გგონია ასე ძალიან მინდოდა?! მე არ დამიმსახურებია ეს შენგან.. არ დამიმსახურებია. ამას რომ მიხვდები უკვე ძალიან გვიანი იქნება იმიტომ რომ შენს მიმართ მხოლოდ ზიზღი მექნება და მეტი არაფერი - კარი მოიბრახუნა და ელვის სისწრაფით დატოვა სახლი. რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა ლაშა, გაორებულად ჩაესმოდა მარიამის სიტყვები. გრძნობდა რომ დამნაშავე იყო, ამჯერადაც ზედმეტი მოუვიდა მაგრამ უკვე აღარ იცოდა ვისთვის რა დაებრალებინა. უღონოდ დაეშვა სავარძელზე და თავი ხელებში ჩარგო. არც ერთი ბედნიერი წუთი არ ახსენდებოდა ბავშვობიდან, მის გონებაში მხოლოდ ჩხუბი, ყვირილი და ცემა იყო. რამდენჯერ გადაფარებია სალომეს, რამდენჯერ მოხვედრია მამის ქამარი მის მაგივრად. ეს ყველაფერი კი მარტო იმიტომ რომ ლილეს დედად არ იღებდნენ. მათ ცხოვრებაში მარიამი რომ არ ყოფილიყო ვინ იცის იქნებ ბედნიერებიც ყოფილიყვნენ. მამა ლილეს არ მოიყვანდა ცოლად, დედას არ მიატოვებდა. დედა.. მის გახსენებაზე თავი ვეღარ შეიკავა და უხმოდ ატირდა, მის გულში ის ისევ ცოცხალი იყო, კვლავ თბილად უღიმოდა და მზად იყო შვილები ყველაფრისგან დაეცვა. სულით ხორცამდე ენატრებოდა, მზად იყო მთელი ცხოვრება დაეთმო, ოღონდ ერთხელ კიდევ ჩახუტებოდა, მისი სურნელი კიდევ ერთხელ შეეგრძნო. მთელი დღე ძველი ტკივილის გახსენებაში გაატარა. ისე შემოაღამდა ვერც კი გაიგო. ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდა ასე, თუმცა რეალობაში კარზე ზარის ხმამ დააბრუნა, გაჭირვებით წამოდგა და გასაღებად გაემართა. ისე იყო დაღლილი გეგონება რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარაო, მართლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა ახლა ვინმესთან საუბარი, იმ ერთის გარდა რომელიც კარის გაღებისას წინ დახვდა - დილას ისე წახვედი ვერგავიგე, ტელეფონიც გამორთული გაქვს. ვიფიქრე რამე ხომარ მოხდა მეთქი და.. - არა, ყველაფერი რიგზეა ლანა - შეეცადა აუღელვებლად ეთქვა, მაგრამ ხმა მაინც გაებზარა - მოდი მანდ რატომ დგახარ - ცუდად გამოიყურები - შეშინებული თვალები მიაპყრო და სახლში შევიდა. ისევ ისეთი არეულობა დახვდა მისაღებში. სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი ოთახი, უსიამოვნოდ დაემანჭა სახე და ფანჯარა გამოაღო - შენ გეკითხები, რაგჭირს მეთქი?! - ჩანთა მაგიდაზე დადო და გვერდით მიუჯდა - არაფერი.. - ლაშა - გისმენ - ეს მე გისმენ, გუშინ კარგად იყავი, არ მესმის ასეთი რამოხდა დღეს - ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი და ოდნავ ჩაფიქრდა - ვალდებული არ ხარ ჩემი პრობლემები ისმინო - ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, უღონოდ გადაწვა დივანზე და შეეცადა წამით მაინც დაევიწყებინა ყველაფერი - ამას საკუთარი სურვილით ვაკეთებ. მომიყევი..მოგეშვება. თან იქნებ შენი დახმარება შემიძლია - ჩემი დახმარება არავის არ შეუძლია - თვალები არც გაუხელია ისე თქვა - ასე რატომ ფიქრობ. გთხოვ რა..ვერგიყურებ ასეთ მდგომარეობაში _ უეცრად შეახო მკლავზე ხელი, ნელა გაახილა თვალები ლაშამ და ჯერ ხელზე დაიხედა მერე ლანას გაუსწორა თვალი, დიდხანს უყურებდა ასე მერე უეცრად შეიპყრო ყველაფრის თქმის სურვილმა თუმცა მალევე მოთოკა თავი - შენზე მომიყევი - რა? - უბრალოდ..მინდა ცოტახანს მაინც ვიფიქრო სხვა რამეზე ერთხანს ყოყმანობდა ლანა, რა უნდა მოეყოლა? ის რასაც საკუთარ თავსაც ვერ უყვებოდა? შუბლი შეჭმუხნა და შეეცადა რამე კარგი გაეხსენებინა - პატარა რომ ვიყავი სახლიდან გავიქეცი - ოდნავ ჩაეღიმა ამის გახსენებაზე - დედა არ მაძლევდა ჩემს მეგობართან დარჩენის უფლებას, მე კი ძალიან მინდოდა. მამა პორტში მუშაობდა და ვიფიქრე როგორმე მასთან თუ მოვხვდებოდი ის აუცილებლად გამიშვებდა. ბავშვი მაინც სხვაა..ახლა რომ ვფიქრობ როგორი სულელური აზრები მქონდა. რათქმაუნდა იქამდე ვერ მივედი, არც კი ვიცოდი სად იყო. მარტო იმას მივაღწიე რომ დავიკარგე.... ძალიან დიდხანს დავბოდიალობდი ქუჩაში, როცა დაღამდა ძალიან შემეშინდა - თვალებიდან ცრემლები თავისით გადმოსცვივდა, თითქოს თვალწინ ედგა ის მომენტი - პოლიციამ გამთენიისას მიპოვა, მთელი ღამე მეძებდნენ.. თვალებიდან არ ამომდის დედას შეშლილი სახე როცა დამინახა. ვერცერთ მასთან გატარებულ წუთს ვერ ვაფასებდი.. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად უსმენდა ლაშა, ჩაძიება არ უნდოდა, პირველად ხედავდა ასეთ ღიას, ერთ წერტილს უყურებდა და ისევ მოგონებებში იყო ჩაძირული - მაპატიე არმეგონა ასე თუ იმოქმედებდა... ახლა სად არიან? - გულის რაღაც ნაწილში მაინც ჰქონდა იმედი რომ ეტყოდა ცოცხლები არიანო - არ არიან.. ავარია იყო. ვერ გადაარჩინეს.. 8 წლის ვიყავი. - სუნთქვას ამოაყოლა და თავი ხელებში ჩარგო - მაპატიე..მაპატიე.. ძალიან მწუხვარ - მხარზე დაადო ხელი და მიიხუტა - ძალიან ძნელია მშობლების გარეშე ცხოვრება.. -მის მკლავებში სლუკუნებდა და უფრო ეკვროდა - ვიცი - დედა მეც 8წლის ასაკში დავკარგე, ამიტომ შენი მესმის უცებ გაჩერდა ლანა, ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და ქვემოდან ამოხედა - მამა ხომ გყავს.. - ისეთი მამის ყოლას როგორიც ის არის ჯობია საერთოდ არ გყავდეს - ასე რატომ ამბობ, რაც არუნდა იყოს მამაა - აწყლიანებული თვალებით უყურებდა და ცდილობდა ოდნავი სიმპათია მაინც შეენიშნა მის თვალებში მამის მიმართ - ის ჩემთვის დიდი ხნის წინ მოკვდა. აღარმინდა ამაზე ლაპარაკი - უცებ წამოდგა და გავიდა ვერ გაიგო რამოხდა, რატომ სძულდა ასე. თვითონ რომ ჰქონოდა მამასთან ჩახუტების შესაძლებლობა დაუფიქრებლად გაიქცეოდა მისკენ, მას კი ჰყავდა და იძახდა ჩემთვის მოკვდაო. წამით სიბრაზე მოაწვა, უნდოდა ეყვირა, როგორ შეგიძლია მშობელს ასე მოექცეო, მაგრამ როგორღაც მაინც შეიკავა თავი. არ იცოდა რა მოხდა მათ შორის და ზედმეტად არც ჩარევა უნდოდა. ყველაფერზე ფიქრი უკუაგდო და წამოდგა, სამზარეულოში გავიდა და ლაშას დაუწყო ძებნა, თუმცა არსად იყო. ვერ მიხვდა როდის გავიდა თუმცა აშკარა იყო საუბარი აღარ უნდოდა. ერთხანს ელოდა თუმცა ბოლოს მაინც წასვლა გადაწყვიტა. ჩანთა აიღო, კარი გააღო და ღამის სიბნელეს შეერია. პ.ს რაღაცნაირად არმინდოდა თორნიკე რომ მარტო ყოფილიყო, ასე რომ.. ვფიქრობ მარიამი დროულად გამოჩნდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ორზე? უდიდეს მოტივაციას მაძლევთ თქვენი თითოეული კომენტარით.. გემშვიდობებით შემდეგ თავამდე.. სიყვარულით თქვენი ელატრისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.