შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 5)


12-09-2020, 12:36
ავტორი naattii
ნანახია 10 013

-ჩემო ერთადერთო გოგო როგორ ხარ მა?
-კარგად მა, უბრალოდ ყველა უბედურება მე მემართება_შუა ქარვასლაში მდგომი ლამის ბოლო ხმაზე მორთო ნათიამ წუწუნი.
-ხომ მშვიდობაა მა?
-ლეპტოპი გამიტყდააა_სრული დრამატულობისთვის ვითომ ტირილის ნოტები შეურია ხმაში.
-გამისკდა გოგო გული ჭირს არ წაუღია? იყიდე ახალი მერე.
-იმხელა რაღაცა როგორ ვათრიო, დინამიკები, ყურსასმენები ორნაირი, დამცავი, მაუსი, ჩანთა._ისევ ადუდღუნდა ტელეფონში.
-კარგი, მოვიფიქრებ რამეს_ამოიხვნეშა კაცმა და მაშინვე გაუნათდა გონება, -მამა, რაღა უცხოს ვთხოვო, თომას დავურეკავ და რომელიმე ბიჭს გამოვაშვებინებ. _ნეტა დაენახა იმ წუთას რა ილეთი გააკეთა ნათიამ დერეფანში სიხარულისგან.
-უი მამა, სწორი ხარ, რომელიღაცას თითი ქონდა ცოტა სერიოზულად ნატკენი და არაფერი უჭირს ორი საათი თუ წამოვა.
-რა დაემართა მამა?
-ისეთი არაფერი, ჩაქუჩი მოირტყა და კანი გაუსკდა, ნაკერები უკვე ადევს_რატო თავი არ გაიხეთქა, ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელი აიქნია
-კარგი, დავრეკავ ახლავე.
-ესეც ასე ბატონო გიორგი, ახლა მაცადე_გამარჯვებულის ღიმილით შემართა მუშტი და ალტას მაღაზიას მიაკითხა.
რამდენიმე წუთი დაჭირდა გიორგის პლაშატკიდან მოედანზე ჩასულიყო. სიბრაზისგან ლამის ხარივით ქშენდა, ძიძაა თუ რა უბედურებაა, მას რა სამუშაო არ აქვს. ძლივს მოახერხა მოპირდაპირე მხარეს მანქანის ადგილის გამოძებნა და მძიმე ნაბიჯებით წავიდა შენობისკენ. პირბადე მოიმარჯვა და ნათიაც დაინახა შესასვლელთან. მაშინვე ყველაფერს მიხვდა, ამ გოგომ მოტყუება სულ არ იცოდა, იმხელაზე აეკრა სახეზე გამარჯვების ღიმილი, დებილიც მიხვდებოდა მისი მოწყობილი რომ იყო ყველაფერი.
-ესეიგი თამაშს ვაგრძელებთ, კარგი კარგიიი_პირბადეში ჩაიღიმა და წყნარად დადგა შესასვლელთან დაცვას სიცხე რომ გაეზომა.
-აბა საიდან ვიწყებთ ქალბატონო?_თავაზიანად დაუკრა თავი გაკვირვებულ გოგოს, ეგონა გაცოფებულ გიორგის ნახავდა.
-ცომლენდში შევარჩიე_თითით მიუთითა მაღაზძიისკენ და ღრმად ამოისუნთქა/
მთელი საათი გაჩერდნენ იქ, გიორგის დაღლას ვიღა დაეძებდა ისე გააწამა კონსულტანტი, ბოლო დეტალებიც კი აახსნევინა კომპიუტერის, თანაც ნახევარი საერთოდაც არ ესმოდა. მისი ყუთი გიორგის დააკავებინა, ზემოდან კი ყველა ის ნივთი დაადო მამამის რაც უთხრა. ფაქტობრივად ბიჭი ბრმასავეთ გამოვიდა იქედან და მხოლოდ ნათიას ფეხებს მიჰყვებოდა.
-უი ტელეფონი ბრონი_თავზე ხელი მიიდო და უკვე კარებთან მისული მოაბრუნა ბიჭი.
-ღმერთო, რომ ვცემო რა უჭირს?_ზემოთ აიხედა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
-რამე მითხარი?
-ამდენი ფული საიდან გაქთქო, ათას მაინც დახარჯავდი ეხა.
-ტექნიკის მაღაზიაში ბოლოს როდის იყავი? ათასი მარტო ლეპტოპი ღირდა_ჩანთაში იქექებოდა გოგო
-რაა?_ლამის ხელიდან გაუვარდა ყუთები.
-გიორგი, სამი წელია სკოლაში ვმუშაობ, პლიუს რეპეტიტორი ვარ, რაც ხელფასი ამიღია რაში დავხარჯავდი? საჭმელი ჩემი საყიდელი არაა და გადასახადები გადასახდელი, კლუბები აქ არაა ღამე დავდიოდე
-რომ იყოს ხო რას ამბობ, კაცი ვერ მიგასწრებდა, მანქანა იყიდე_მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-სისწრაფის მეშინია.
როგორც იქნა იქედანაც გამოაღწიეს, ნახევარი საათი ტექნოლაბის კონსულტანტი აწამა და როგორც იქნა მაქანასთან მიაღწიეს.
-ვაა შენია?_სუფთა,შავი, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი ოპელის კარი გააღო გიორგიმ.
-სამუშაოსია, ერთად ვიყიდეთ.
ყუთები ფრთხილად შეაწყო და უკან კოტონის მაღაზიას გახედა, შემდეგ დაღლილ ნათიას, რომელიც ისე დაღლილიყო თავისივე თამაშით ფეღზე ძლივს იდგა.
-იცი რაა, რადგან ამდენი ფული გაქვს, კიდევ ერთი საქმის მოგვარება შეიძლება_გულში გოგოს გამწარებულ სახეზე მთელი ხმით გაიცინა, ხოლო რეალურად მაჯაზე სტაცა ხელი და კოტონის შესასვლელისკენ გააქანა.
-აჰა, ნახე ფასდაკლებაო, ეკონომიასაც გააკეთებ, აბა დავიწყოთ_ხელები საქმიანი კაცივით გაუსვა გიორგიმ და ჩამოკიდებულ ტანსაცმელს მივარდა. -ისეთი ჩხინკორა ხარ 34 კარგად გექნება, აჰა ეს 36 ავიღოთ.
-ჩხინკორა რა სიტყვაა_ხელებზე დახვავებულ ტანსაცმელს დახედა საწყლად, --ვერ ვიტან მოზომებას.
-ესეც ტყავის იუბკა, ეს ვარდისფერი ბლუსკა, ჯინსის შარვალი...
-ჟარგონებით ნუ ლაპარაკობ შევწუხდი და ასე მოკლე შორტს ვინ იცმევს_თვალებ გაფართოებულმა დახედა ნივთს.
-შენ, აჰა ჯინსის ქვედაწელი ბატონო, იუბკა რადგან არ მოგწონს. ჰე აბა გასახდელში.
-ღმერთო ჩემივე დაგებულ მახეში სულ მევე როგორ ვებმები_ლამის ტირილი დაიწყო ტანსაცმლის რაოდენობას რომ დახედა და გასახდელის კარი შეაღო.
ჯერ ტყავი მოიზომა, მისდა გასაკვირად ძალიანაც მოეწონა, არც მოკლე იყო არც გრძელი, მის ფეხებს ნამდვილად უხდებოდა, ვარდისფერი მაისური შეუხამა და პატარა ქუსლიანიც ჩაიცვა.
-აბა?_სარკეში ტრიალისას მოუახლოვდა გიორგი
-ხოოო, ვითომ წმინდანებზე მართლა სწორი ვყოფილვარ.
-სწორი ბოძია, ადამიანი მართალია ხოლმე_ირონიულად ჩაუკრა თვალი და შემდეგი წყვილის მოსაზომად შევიდა.
-ჭკუის სწავლებაც დამიწყო ყოფილმა მონაზონმა_თვალის ტრიალით მიუგო ბიჭმა.
მთელი საათი მოუნდა ტანსაცმლის ცვლას, ჯინსი იმდენად კომფორტულად ქონდა ორი აიღო, ტყავიც და ფეხსაცმელებიც, შეტანილი ტანსაცმლის ნახევარი საყიდლად გადაალაგა და გიორგის მზერამ აუწვა ზურგი.
-რა ხდება?_სალაროსკენ გატრიალდნენ.
-მკერდის მერე ტრა*კითაც თუ გამაკვირვებდი არ მეგონა_თავი გადააქნია ბიჭმა.
- კიარა საჯდომი, ქართული უნდა გასწავლო.
-წესით, ან წიკვინი უნდა დაგეწყო ეს რა მითხარიო, ან შეგეფერებინა. მესამე ვარიანტი არ მიფიქრია _წარბებ შეკრული ჩაფიქრდა ბიჭი
-მე ხომ სტანდარტებს არ ვემორჩილება_თვალი ჩაუკრა ბიჭს და მაშინვე ზურგით შებრუნდა შერცხვენა რომ დაემალა.

-ჯერ არ დაგვისრულებია_ღიმილით გადახედა გადაღლილ გოგოს.
-შანსი არააა_ლამის ტირილი დაიწყო ნათიამ. -დარჩა რამე?
-თმა.-წარბები აუთამაშა ბიჭმა.
-გამორიცხულია, ტყავის კაბაზე დაგთანხმდი და შეღებილი თმით ვერ ვივლი სკოლაში.
-დებილი ბავშვივით იქცევი, მასწავლებელი კიარა მოსწავლე დადის შეღებილი თმით_ძალით შეიყვანა სალონში და რიგში დააჯინა.
-გამოღიავება უნდა, ოღონდ მთელი თავის არა.
-პერუშკებივით_თავი დაუქნია სტილისტმა და მალევე დაიჯინა.
მთელი საათნახევრის მანძილზე რაც იქ გაატარეს გიორგი ღიმილით მესიჯობდა, მხოლოდ რამდენჯერმე ამოხედა გოგოს და თვალი ჩუკრა. ზოგჯერ ისე იტარებდა ენის წვერს ტუჩზე ნათიას წარმოდგენაც არ უნდოდა რა სიბინძურეს წერდნენ, გული დაწყდა, რატომღაც იმ დღეს, იმ მომენტი, იმ ადგილას, მხოლოდ ის და გიორგი უნდოდა ყოფილიყო. რატო? თავადაც არ იცოდა.
უკვე ბინდდებოდა ბინასთან რომ მივიდნენ, ლამის სირბილით აიტანა გიორგიმ ნივთები და შესასვლელშივე დაუტოვა.
-უკვე მასგვიანდება, აბა შენ იცი, ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებ_თვალი ჩაუკრა აწითლებულ გოგოს და სირბილით დაეშვა კიბეებზე.
-მადლობაა_ძლივს მოახერხა მიძახება ნათიამ და ძლივს მოიფიქრა კარის მიკეტვა. სწორი იყო, ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებდა. ღიმილით შეათვალიერა თმა სარკეში და ღიღინით წავიდა ოთახისკენ.



თავიანთ დაგებულ მახეში თავადვე გაებნენ და ჯერ ვერ ხვდებიან, საყვარლები❤ რას შეუცვალა ამ გოგოს იმიჯი? მონაზონი ხომ მოსწონდა და ახლა ნახოს მაგან მოწონება და გაგიჟება❤ ორი გიჟი❤
ისე მეც მაქვს წიკად არასწორად ნათქვამი სიტყვების გასწორება :)
ველოდები შემდეგს❤

 


№2 სტუმარი ანუ

ძალიააან კარგიაააა.. მომწონს გიორგი :დ ახალი იმიჯით ნათია უფრო მომწოოონს და დარწმუნებული ვარ გიორგისაც :დ ^-^

 


№3 სტუმარი სტუმარი ანმეე

გიორგი ნათიაზე პატარაა ჰო?
აუ მომწონს ეს წყვილიიი
ძალიან საყვარლები არიან heart_eyes ნათია ფაქტიურად ახლიდან დაიბადა და მალადეც გიოს
მოკლედ ახალს ველოდები kissing_heart წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

"-უი ტელეფონი ბრონი_თავზე ხელი მიიდო და უკვე კარებთან მისული მოაბრუნა ბიჭი.
-ღმერთო, რომ ვცემო რა უჭირს?_ზემოთ აიხედა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო."
ძალიან მაგრად ვიხალისე ამ მომენტზე

ერთი ის ვერ გავოგე მოქმედება სად მიმდინარეობს ქუთაისში ბათუმში თუ თბილისში

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
თავიანთ დაგებულ მახეში თავადვე გაებნენ და ჯერ ვერ ხვდებიან, საყვარლები❤ რას შეუცვალა ამ გოგოს იმიჯი? მონაზონი ხომ მოსწონდა და ახლა ნახოს მაგან მოწონება და გაგიჟება❤ ორი გიჟი❤
ისე მეც მაქვს წიკად არასწორად ნათქვამი სიტყვების გასწორება :)
ველოდები შემდეგს❤

მადლობა ჩემო კარგო ❤️
ანუ
ძალიააან კარგიაააა.. მომწონს გიორგი :დ ახალი იმიჯით ნათია უფრო მომწოოონს და დარწმუნებული ვარ გიორგისაც :დ ^-^

❤️❤️❤️
კი 3 წლით პატარაა ❤️
სტუმარი ანი
"-უი ტელეფონი ბრონი_თავზე ხელი მიიდო და უკვე კარებთან მისული მოაბრუნა ბიჭი.
-ღმერთო, რომ ვცემო რა უჭირს?_ზემოთ აიხედა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო."
ძალიან მაგრად ვიხალისე ამ მომენტზე

ერთი ის ვერ გავოგე მოქმედება სად მიმდინარეობს ქუთაისში ბათუმში თუ თბილისში

ქუთაისში, თუ სწორად მახსოვს პირველ თავში ვახსენე მამაქალაქი ❤️

 


№6 სტუმარი ატბ

დღეს დადებ?

 


№7  offline მოდერი naattii

ატბ
დღეს დადებ?

ხვალ ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგრა ვიხალისე საოცარი ნაწარმოებია რომელიც ძალიან მახალუსე ს ეს გიჟი წყვილილი მომწონს ისე ებრძვიან ერთმანეთს უეჭველი შეუყვარდებათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent