შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 14


17-03-2017, 22:56
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 305

დილით მარიამი ადრე წავიდა სახლში.ზურას ჯერ კიდევ ეძინა.განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა.ზურას ცოლი იმავე საღამოს მივიდა სახლში.მეორე დღეს ზურას გვიანობამდე ეძინა.მისი ცოლი ადრე ადგა,სამზარეულოში გავიდა და სიგარეტის მოწევა დაიწყო.მის ხმაზე ზურასაც გაეღვიძა,წყლის დასალევად სამზარეულოში გავიდა.გაუკვირდა,რომ ცოლი სიგარეტს ეწეოდა.
-ვაა,ეწევი?
ნათიამ ხმა არ ამოიღო.
-როდიდან ეწევი? - კითხა ზურამ
-მომინდა და ვეწევი
-რავიცი,არ ეწეოდი ხოლმე.ნევიულობ რამეზე?
-რა მაქვს სანერვიულო - ნერვული ღიმილით უთხრა ნათიან
-რამე გჭირს? - ჰკითხა ზურამ დაეჭვებით
-რა უნდა მჭირდეს - რამოდენიმე წამიანი დაფიქრების შემდეგ უპასუხა ნათიამ
-რა ხდება,მითხარი - ზურა სკამზე ჩამოჯდა მის გვერდით
ნათია ხმას არ იღებდა.
-რატო ხარ ჩუმად,თქვი რა
-ამ ბოლო დროს რამე გჭირს?
-რა უნდა მჭირდეს,მშვენივრად ვარ
-ძაან ცივი ხარ.ისევ ისეთი თბილი არ ხარ
-გამისკდა გული,მევთქვი რამე მოხდათქო - სკამიდან წამოხტა გაბრაზებული ზურა
-ხო აბა რა,მერე რა - უთხრა ნათიამ ცინიკურად - შენთვის ეგ არაფერია,არადა ადრე რომ მეთქვა ეგეთი რეაქცია არ გექნებოდა
-გეჩვენება რაღაცეები
-ხო,მოჩვენებებიც დამეწყო
ზურამ ყური აღარ ათხოვა და ოთახში შევიდა დასაძინებლად.ნათია ისევ ადგილზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.თვალები ცრემლებით აევსო და ერთმანეთის მიყოლებით ჩამოცურდნენ ლოყაზე.ცოტა ხანს ასე იჯდა,შემდეგ მაგიდაზე დაგდებულ ზურას ტელეფონს მოჰკრა თვალი და უცებ გამოფხიზლდა.სანამ ოთახში იყო შესული ზურა,მისი ტელეფონი ხელში ჩაიგდო და მესიჯები დაათვალიერა,რამოდენიმე უცნაური შინაარსის მესიჯი ნახა,ყველაზე მეტად,ერთმა ჩააგდო შოკში. ,,მომენატრე“. მესიჯის გამომგზავნს სახელზე მარიამი ეწერა.მისი ნომერი ნათიამ სწრაფად ამოიწერა,შემდეგ ზურას ტელეფონით ზარი გაუშვა,თუმცა არავის უპასუხია.რამოდენიმე წუთში იგივე ნომრიდან მესიჯი მოუვიდა ,,ეხლა ვერ გიპასუხებ“.5 წუთის შემდეგ ნათიამ კიდევ გაუშვა ზარი და ყურმილი აიღეს
-გისმენ - გაისმა გოგოს ხმა.მისი ხმა მხიარულად ჟღერდა
ნათიამ უცებ გაუთიშა.თითქოს გულში დანა გაუყარეს.თავს საშინლად გრძნობდა,თუმცა ჯერ ყველაფერი კარგად უნდა გაეგო.თავიდან არ იცოდა საიდან დაეწყო ეს ყველაფერი როგორ გაეგო,თუმცა შემდეგ რეზო გაახსენდა,ზურას უახლოესი მეგობარი,რამე რომ ყოფილიყო მის ცხოვრებაში,რეზოს აუცილებლად ეტყოდა.შეიძლებოდა მას სცოდნოდა ეს ნომერი.სკამიდან ადგა და ჩანთას ძებნა დაუწყო,ამასობაში ოთახიდან ზურა გამოვიდა.
-სად მიდიხარ?
-უნდა გავიდე,საქმე მაქვს
-ბავშვები?
-მასწავლებლებთან არიან და სანამ მოვლენ მანამდე მოვალ.და შენ სადმე მიდიხარ?
-კი
-სად?
-დათოსთან,საქმე მაქვს
-კარგი.წავედი
ნათია გავიდა და ფიქრობდა,ქმარს გაყოლოდა უკან,თუ რეზოსთან ასულიყო,თუმცა ახლა რეზოსთან მისვლა ამჯობინა.20 წუთში უკვე რეზოსთან და ნინოსთან იყო სახლში.თავიდან მოკითხვით დაიწყო,შემდეგ ნელ-ნელა შეაპარა,რომ ნომრის მფლობელის ვინაობის გაგება უნდოდა.
-რეზო,ნომერს გაჩვენებ და იქნება იცოდე ვისია?
-კარგი აბა მაჩვენე
ნათიამ ტელეფონში ჩაწერილი მარიამის ნომერი აჩვენა.
-ეს მგონი მარიამის ნომერია
-ვინ არის მარიამი?
-ჩემი თეკლას კლასელი და მეგობარი.ახალ წელს რომ იყო აქ,თუ გახსოვს,მერე ზურამ გაიყვანა.ისა და რატომ მეკითხები?
-აა არაფერი რაღაცას ვარკვევ.ანუ ზუსტად იცი,რომ მაგ გოგოსია?
-არ ვიცი,მგონი.მეც უნდა მეწეროს ტელეფონში,მაგრამ სადაა არ ვიცი.თეკლა,მამა,მოდი აქ - დაუძახა რეზომ თეკლას.თეკლაც მაშინვე მივიდა - ეს მარიამის ნომერი არ არის?
-კიი,მარიამისია.რა იყო?
-აა არაფერი მამა,წადი საქმეს მიხედე
თეკლამ გაკვირვებულმა შეხედა და გავიდა.ნათია ხმარ არ იღებდა.განადგურებული ჩანდა.
-ნათი,ხო მშვიდობაა?
-კი კი რეზო.უნდა წავიდე ეხლა და დიდი მადლობა
-არა რისი მადლობა.თუ რამე დაგჭირდა,შენს გვერდით მიგულე.იმედია ყველაფერი კარგად არის - უთხრა დაეჭვებით რეზომ
-მადლობ.იმედია - უთხრა ნათიამ და წავიდა.
რეზომ გააცილა ნათია და სახლში შევიდა.სახლში მისი ცოლი ნინო არ იყო,ამიტომ თეკლას მიუბრუნდა და კითხა
-მამა,არ გინდა გარეთ გაისერნო?
-არა,რა იყო?
-მარიამთან რომ წახვიდე?
-არ მინდა,არსად მივდივარ და რატო მკითხე ნომერზე წეღან?
-არა არაფერი ისეთი.კაი,ზურა ამოვა ეხლა და ცოტა ხანს ოთახში იყავი,საქმე მაქვს
-კაი
რეზომ ტელეფონი მოიმარჯვა და ზურას დაურეკა
-სად ხარ ბიჭო,ამოდი ცოტა ხანს ჩემთან
-კაი ამოვალ,რა ხდება?
-საქმე მაქვს შენთან
-ცოტა ხანში მოვალ
-კაი
რეზო მოუთმელად ელოდა ზურას მისვლას,რომ ნომრის ამბავი გაეგო და გაეგო,ნამდვილი იყო თუ არა მისი ეჭვები,რაც რეზოს ნათიას კითხვის შემდეგ გაუჩნდა.



№1  offline წევრი D-I-A-N-A

გავიფიქრე თუ არა როდის დადებ ახალ თავს და აი დაიდო :დდ დედა ეს რა თავი იყო ...ვიცოდი რომ მალე ყველაფერი გაირკვეოდა . მოუთმენლად ველი შემდეგ თავს . იმედია მალე დადებ <3 <3

 


№2  offline წევრი anonimiavtori

D-I-A-N-A
გავიფიქრე თუ არა როდის დადებ ახალ თავს და აი დაიდო :დდ დედა ეს რა თავი იყო ...ვიცოდი რომ მალე ყველაფერი გაირკვეოდა . მოუთმენლად ველი შემდეგ თავს . იმედია მალე დადებ <3 <3

მადლობ და შევეცდები რაც შეიძლეება მალე დავდო <3

 


№3  offline წევრი salomee

ღმერთო, რა გულის ამრევია ეს სიტუაცია და ყველაფერი, რასაც აღწერ:)
ძალიან არაჯანსაღია
გულწრფელად მაინტერესებს, მართლა ამართლებ და მოგწონს ამ გოგოს საქციელი?
(რა თქმა უნდა, არ მომწონს და არც ვკითხულობ, უბრალოდ რამდენიმე თავს გადავავლე თვალი და მივხვდი რაც ხდება))

 


№4  offline წევრი anonimiavtori

salomee
ღმერთო, რა გულის ამრევია ეს სიტუაცია და ყველაფერი, რასაც აღწერ:)
ძალიან არაჯანსაღია
გულწრფელად მაინტერესებს, მართლა ამართლებ და მოგწონს ამ გოგოს საქციელი?

რაში დაინახე ის,რომ ამ გოგოს საქციელი მომწონს? :)

 


№5  offline წევრი salomee

anonimiavtori
salomee
ღმერთო, რა გულის ამრევია ეს სიტუაცია და ყველაფერი, რასაც აღწერ:)
ძალიან არაჯანსაღია
გულწრფელად მაინტერესებს, მართლა ამართლებ და მოგწონს ამ გოგოს საქციელი?

რაში დაინახე ის,რომ ამ გოგოს საქციელი მომწონს? :)

ამ სიყვარულის ისტორიას რადგან გადმოგვცემ, მგონია, რომ სიტუაციასაც ჯანსაღად უყურებ. კარგია თუ არ მოგწონს :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent