კაენის მოდგმა (თავი მესამე)
თათია უხამსი სიტყვებით მომმართავდა, მე კი იმის ენერგიაც არ მქონდა რომ სიტყვა დამებრუნებინა... სიტვაცია ისე შეიქმნა რომ თითქოს მე ვიყავი მის წინაშე დამნაშავე, ოთახიდან სამზარეულოში შემოვარდა ჩემი მეუღლე, და ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა.. მხრებზე ხელები ჩამავლო და მაიძულებდა რომ, თათიასთვის პატიება მეთხოვა.. ვერ აგიღწერთ, იმ წუთს რამხელა ტკივლის ვგრძნობდი გულში, თვალებიდან ცრემლები მსდიოდა.. ავთო თმაში მწვდა და მაიძულებდა რომ თათიას წინაშე მუხლებზე დავცემულიყავი. თალიკო კი ცდილობდა რომ დაენებებინა ჩემთვის.. მაგრამ უშედეგოდ. ამ ყველაფრის შემყურე თათია გულიანად იცინოდა... ამაზრზენი შესახედი იყო, თვალებიდან ჩამოღვრილი საღებავით, არეული თმით და მომცინარი სახით.. ჩვენს წინაშე იდგა. სრულებით დავრწმუნდი რომ ავთოს მდგომარეობა თათიას ნახელავი იყო, ამიტომ მთელი გულით შევიძულე იგი, ჩემი მეუღლე კი მიუხედავად იმისა რომ მამცირებდა რატომღაც მაინც მიყვარდა.. სწორედ ეს მტკენდა გულს, მანამ არ დამანება სანამ ბოდიში არ მომახდევინა თათიას წინაშე, შემდეგ კი უხეშად მკრა ხელი და გაზქურას მიმარტყმევინა თავი, რის შედეგადაც ცხარე ცრემლით ვტიროდი.. ამის დანახვაზე თალიკომ სილა გააწნა ავთოს, მაგრამ მაშინვე თმაში წვდა თათია და სახლიდან გააგდო.. თან უხამსი სიტყვებით ამკობდა მას. შემდეგ მომიახლოვდა თავი ამაწევინა და მითხრა რომ... მართალი ვიყავი მას ავთო ყოველთვის მოსწონდა, და ამას იმიტომ მალავდა რომ მას არ აინტერესებდა და მხოლოდ ჩემი საშვალებით იქნებოდა ავთოსთან ახლოს... თურმე მას დიდი იმედი ჰქონდა რომ ერთ დღესაც, ავთო მე და ბავშვებს დაგვტოვებდა და მასთან ერთად გაიქცეოდა.. ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელია. ჩემი წამება გაურკვეველი ვადით გაგრძელდებოდა, რომ არ მოსულიყო ავთოს დედა.. და არ გაეგდო სახლიდან თათია კინწისკვრით, მთელი ძალის ხმევა დასჭირდათ თალიკოს და თინას, რომ დავემშვიდებინე.. მაგრამ მაინც მოახერხეს. თალიკომ მითხრა რომ მან შეატყობინა თინას აქ რაც ხდებოდა და ისიც სასწრაფოდ მოვიდა ჩემთან, ბავშვები კარგად არიანო მითხრა.. და შემომთავაზა რომ მეც წავსულიყავი მათთან და ის დარჩებოდა, ამჟამად რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ თინა გავაცილე და ცოტახნით ჩემთან თალიკო დარჩა. -მაია:მადლობელი ვარ თქვენით თალიკო დეიდა და მე გიხდით ბოდიშს რომ ის კახპა ფისიკურად შეგეხოთ.. ძალიან შემეცოდეთ მართლა. -მაგაზე შენ არ ინერვიულო ჩემო გოგონა, მე იმან გამხადა ცუდად რომ გიყურებდი როგორ გექცეოდა ავთო.. რა დაემართა ჩვენ ბიჭს, შენს გამო ვარსკვლავებს მოწყვეტდა... ახლა კი როგორ გექცეოდა, ამას ვერ დავიჯერებდი ჩემი თვალით რომ არ მენახა, არა... არ იტირო ჩემო გოგო მოდი დამშვიდდი. თალიკომ გულში ჩამიკრა და ცდილობდა ჩემს დამშვიდებას. შუა ღამეა... საკუთარ ოთახში ვეღარ ვიძინებ რადგან რაც არ უნდა იყოს შიში მაქვს ჩემი მეუღლის, მაგრამ სასტუმრო ოთახში ვიძინებ... რადგან მასთან ახლოს ვიყო, სადაც არის უნდა ჩამეძინოს, მაგრამ ოთახიდან ისეთი ხმა მესმის.. თითქოს მიწისძვრა დაიწყო, შეშინებულმა შევიხედე ოთახში და რას ვხედავ... ავთო მთელი ძალით ეჯახება კედელს, ისეთი სიძლიერით რომ ნახევარი სახე სულ სისხლში აქვს, მაშინვე შევაკავე და ზედ ჩამოვეკიდე... თან ვეჭიდავები რომ როგორღაც წავაქციო, მაგრამ ისიც მიძალიანდება... მე კი ყურში ჩავჩურჩულებ. -მაია:გთხოვ..... გონს მოდი... ჩემო საყვარელო, მე ხომ ძალიან მიყვარხარ.... გააკეთე ეს ჩემთვის ჩვენთვის... ძალიან გთხოვ გონს მოდი, დამიბრუნდი, დამიბრუნე ჩემი ძველი ავთო.. ძალიან გთხოვ. თითქოს მან მართლაც შეისმინა ჩემი სიტყვები და ნელ ნელა დამშვიდდა და ჩაეძინა, მე კი მივჩერებოდი მას და მძინარეს ვეფერებოდი.. თან თვალიდან ცრემლი მსდიოდა, მას კი შევფიცე რომ აუცილებლად ვუშველიდი, და კვლავ დავიბრუნებდი მას. დილით სანამ ავთოს ეძინა, ლონდას მივაკითხე სახლში... და მომხდარი ვუამბე, თან ვთხოვე რომ იქნებ იყოს შანსი რომ ავხსნათ ჯადო, გადახდით კი იმდენს გადავუხდიდი რამდესნაც მოისურვებდა, მან კი მიპასუხა. -ლონდა:ჯადოს ახსნა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ უნდა გავიგოთ რომელი ნივთით არის გაკეთებული. -მაია:ეგ როგორ უნდა გავიგოთ რა ნივთი გამოიყენა თათიამ? -ლონდა:გაიხსენე... ბოლოს როდის იყავით თქვენ სამნი ერთად? -მაია:ჩემს დაბადების დღეზე... 28 აგვისტოს. -ლონდა:მაშინ შესაძლებელია რომ მან თუნდაც ჭიქა გამოიყენა რომელზეც ავთოს დეენემი იქნებოდა, მაგრამ ეს ნაკლებად არის შესაძლებელი რადგან... ვერ გასნაზღვრავ იმას რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეეხოს ნივთს და მის გარდა სხვა არავინ, ამისგან დაზღვეული არ იქნებოდა.. ამიტომ ჭიქა ბოთლი და თეფში გამოვრიცხოთ, ასევე თმის შეგროვებაც ძალიან რთულია.. თანაც არამგონია ეგ გოგო ისეთი მოხერხებული იყოს რომ ავთოს თმა ისე ეშოვნა რომ მას არაფერი ეგრძნო ან გაეგო, რაღა თქმა უნდა ვერანაირი გზით ვერ იშოვნიდა ასევე შენი მეუღლის კბილს, ამიტომ დარჩა ერთადერთი რამ... შენი მეუღლის ტანისსამოსი, ახლა კარგად გაიხსენე, გონება დაძაბე და შეეცადე გაიხსენო, როგორ საიდან და როდის შეეძლო თათიას ხელში მოხვედრილიყო შენი მეუღლის ტანსაცმელი, მნიშვნელობა არაქვს ეს მაისური იქნებოდა შარვალი თუ ფეხსაცმელი. -მაია:ტანსაცმელი? არა.. ნამდვილად ვერ ვიხსენებ საიდან და როდის შეიძლებოდა ეს თათიას ხელში მოხვედრილიყო.... არაა შეუძლებელია... გამახსენდა, არა ღმერთო არა.. როგორ მევედრებოდა, როგორ მთხოვდა რომ არ გადამეგდო მისი ძველი ტანსაცმელები, მე კი არ დავუჯერე ნეტავ მართლა არ გადამეგდო.. როგორ მთხოვდა, ნეტავ დამეჯერებინა.. ღმერთო ნეტავ მცოდნოდა რა შეიძლებოდა ამას მოყოლილიყო. -ლონდა:აბა ეხლა დამშვიდდი! და დაწვრილებით მომიყევი რა ჩაიდინე? -მაია:სოფლიდან რომ ჩამოვედით სახლის დალაგება დავიწყე, ოთახში კი მისი უამრავი ძველი ტასნაცმელი იყო სავსე, ამიტომ თავი მოვუყარე, და გადაგდებას ვაპირებდი მაგრამ მან მთხოვა რომ მას უყვარდა ზოგიერთი ტანსაცმელი, მე კი მაინც გადავუყარე. -ლონდა:როგორ? სად გადაყარე? -მაია:ჩვენს წინ ნაგვის ბუნკერთან დავდე რადგან ვიფიქრე ვინმე გაჭირვებული აიღებდა და გამოადგებოდა, მაგრამ რა ვიცოდი თუ ამ დღეში ჩავარდებოდი მაგის გამო, ვერც წარმოვიდგენდი. -ლონდა:შეგიძლია მიმიყვანო იმ ადგილას სადაც ტანსაცმელი დადე? -მაია:დიახ რა თქმა უნდა, ახლავე მიგიყვანთ... ქალბატონო ლონდა, რაღაცნაირად იმედი მომეცა რომ ყველაფერს გავარკვევთ და ჩემს მეუღლეს მოვხსნით ჯადოს... ხომ ასეა? -ლონდა:ყველანაირ ღონეს ვიხმარ რომ ეს შევძლო, მაგრამ მოდი ჯერ ღრმად ვიმსჯელოდ... შენ ის მითხარი ასეთი შემთხვევა, წარსულში ხშირად გადაგხდენიათ? -მაია:არა არასოდეს.. მსგავსიც კი არასოდეს გადაგხვდენია. -ლონდა:მაშინ რატომ გადავწყვიტეთ რომ ეს აუცილებლად, თათიას ჩადენილია? -მაია:როგორ რატომ? ჯერ ერთი წარსულშიც ვეჭვობდი რომ.. მას ჩემი მეუღლის მიმართ ჰქონდა სიმპატიები.. და ახლა თავადვე გამომიტყდა ამაში. -ლონდა:ეგ გასაგებია რომ მოსწონდა თუ უყვარს შენი ქმარი... მაგრამ რატომ გაუკეთა ჯადო ახლა და არა თუნაც ახლო წარსულში? -მაია:იმიტომ რომ აქამდე როგორც თავად მითხრა ჰქონდა იმედი რომ ოდესმე მიგვატოვებდა ავთო და მასთან ერთად გაიქცეოდა, მაგრამ რომ დარწმუნდა რომ ასე არ მოხდებოდა, ამ გზას მიმართა. -ლონდა:კი არის ამაში ლოგიკა.. მაგრამ არა არა... არ გამოდის მაინც. -მაია:რატომ არ გამოდის? -ლონდა:თუ კი მან ჯადო იმ განზრახვით გაუკეთა ავთოს, რომ თავდავიწყებით შეეყვარებინა თავი, მაშინ ავთო მასთან გაიქცეოდა ისე რომ შენ თვალითაც ვერ ნახავდი.. და როგორც მიყვები რომ ის არაადეკვატურია და უცნაურად იქცევა საკუთარ თავს აზიანებს, რაში სჭირდებოდა.. რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო თუკი უყვარს და მასთან ერთად უნდა რომ იყოს, ჩემი აზრით თათიას ხელი რომ იყოს ამ საქმეში, ავთო მასთან გაიქცეოდა.. და არ იქნებოდა ახლა ამ დღეში.. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ამ საქმეში თათია არაფერ შუაშია, აქ უფრო სხვა ვინმე უნდა ვეძებოთ, ამიტომ მოდი მაჩვენე ის ადგილი სადაც ტანსაცმელი გადააგდე... და კარგად ვიფიქროთ. მართლაც მივიყვანე ლონდა იმ ადგილას, სადაც დავდე ტანსაცმლით სავსე პარკი ბუნკერთან, მაგრამ არაფერი იყო იქ ისეთი რაც დაგვეხმარებოდა... მაგრამ შემთხვევით შევამჩნიეთ რომ ბუნკერთან აფთიაქი იყო, სადაც ვიდეო კამერები.. იყო გადმონტაჟებული, მაგრამ ვინ მოგვცემდა უფლებას რომ კამერების საშვალებით გაგვერკვია რასაც ვეძებდით.. ამიტომ მაინც ვცადე, და აფთიაქში ვთხოვე რომ იქნებ.. ჩანაწერები ეჩვენებინათ ჩემთვის, რადგან მე მოვიგონე რომ დავკარგე ხელჩანთა. აფთიაქარმა მირჩია რომ პოლიციისთვის მიმემართა და ისინი დამეხმარებოდნენ, მაგრამ მე ვუთხარი რომ არ მინდოდა დიდი აურზაური და უბრალოდ ჩემით მინდოდა მომეზებნა, ამიტომ ვთხოვდი უფლება მოეცათ რომ მენახა ჩანაწერი, მაგრამ სამწუხაროდ მითხრეს რომ კამერების ოთახი აქ არ ჰქონდათ.. რა გაეწყობოდა ამიტომ ვთხოვე რომ იქნებ მოეტანათ 10 სექთემბრის ჩანაწერი, და მალევე დავუბრუნებდი.. ისინი კი შემპირდნენ რომ ხვალ დილით შემომევლო და მათხოვებდნენ დროებით, გამიმართლა რომ იქ მომუშავე ქალბატონი.. ჩემი დაჩის მასწავლებლის ძმისშვილი აღმოჩნდა. მანამდე კი სახლში მივედი.. ავთოს საყარაულოდ. კარი რომ შევაღე, სახლში სიწყნარე დამხვდა... მაგრამ ოთახში ავთო არ იყო, ამან ძალიან შემაშინა.. მთლიანი სახლი შემოვიარე და არსად ჩანდა. მაშინვე თალიკოსთან ჩავედი, კარზე ხანგძლივი ბრახუნის შემდეგ... მისმა შვილმა გამოღო კარები რომელიც ნასვამი იყო. -მაია:სად არის თალიკო დეიდა? -ზურა:რავიცი მე სად არის.. მაღაზიაში იქნება ალბათ, მოდი და დაელოდე თუ გინდა. -მაია:არა იყოს, ავთო ხომ არ დაგინახავს? -ზურა:არა დაიკო არ მინახავს, ავთო კიარა მე სად ვარ ეგ ვერ გამირკვევია. -მაია:კარგი ბოდიში... -ზურა:მოიცადე ერთი წუთით თოჯინა.. თუ ჩემი და ხარ, ერთი რაიმე საშვალება ხომ არ გექნება? მაგრად მტკივა თავი რა. -მაია:5ლარიანი მაქვს მხოლოდ გამომართვი. -ზურა:ვახ შენ გაიხარე რა... თალიკოს ვეტყვი რომ იყავი ჩვენთან. -მაია:კარგი არაფრის, მე წავედი. შემოვტრიალდი თუ არა, პირისპირ დამხვდა თალიკო.. ძალიან შევშინდი და შიშსგან შევხტი. -მაია:თალიკო დეიდა? მე თქვენ გეძებდით. -რა მოხდა შვილო? ავთო ხომ კარგად არის? -მაია:არ ვიცი, იცით.... სახლში ვეძებდი და რომ ვერ ვნახე.. თვენთან ჩამოვედი რომ.. იქნებ შენიშნეთ სადმე? -არა შვილო არსად არ შემინიშნავს, ავიდეთ კარგად მოვძებნოთ.. იქნებ იმალება სადმე. -მაია:იმალება? ქალბატონო თალიკო.... დეიდა თალიკო... ჩემი მეუღლე არის ცუდ მდგომარეობაში.. ახლა მას იმის დრო აქვს რომ დამალობანა ითამაშოს როგორ ფიქრობთ? ანდაც ჩემი მეუღლე გიჟია და იმალება? -არა მაია შვილო არა ეგ არ მიგულისხმია, მაპატიე ცუდად გამომივიდა.. უბრალოდ რომ არ ვიცით სად არის მეც ძალიან ვდარდობ თვენზე და ვეღარ ვუფიქრდები რას ვამბობ.. მაპატიე შვილო. -მაია:არა არა.. თვენ მაპატიეთ, ძალიან აღელვებულიო ვარ, ძალიან უხეშად გითხარით მაპატიეთ. ორივენი ავედით სახლში და კვლავ შევუდექი ავთოს ძებნას, უეცრად მომაფიქრდა რომ სააბაზანოს დათვალიერება დამავიწყდა, და მაშინვე შევაღე კარი შევაღე და შევნიშნე რომ სარკეს თვალდაუხამხამებლად უცქერდა ავთო.. მაშინვე ვცადე რომ ადგილიდან გამომეყვანა, მაგრამ ისე გაუნძრევლად იდგა თითქოს მის მაგივრად უზარმაზარ ქვას ვეჭიდებოდი.. სააბაზანოდან რომ გამოვედი თალიკოს ბოდიში მოვუხადე და დავემშვიდობე, შემდეგ კი რამდენიმე წუთიანი თხოვნის შემდეგ მოვახერხე და დავაბრუნე საწოლში ავთო, ის იყო უნდა წამოვმდგარიყავი საწოლიდან რომ ავთომ ყურებზე ხელის აფარება დაიწყო, და ყვიროდა.. ვიღაცას ან რაღაცას უყვიროდა რომ გაჩერებულიყო.. ძალიან მეცოდებოდა, და ამავდროულად ძალიან მეშინოდა.. ის კი გაუჩერებლად გაჰყვიროდა ერთსა და იმავეს,.. რომ შეეწყვიტა გაჩერებულიყო, ბოლოს თავში დაიწყო ხელების რტყმა.. და საკუთარი სხეულის დაკბენა. ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა ეს შემოტევა.. დრო და დრო ვამჩნევდი მის სახეზე ცხვირიდან სისხლი როგორ სდიოდა, და ვერ ვიგებდი ეს რატომ ხდებოდა.. როგორც იქნა ნელ ნელა დამშვიდდა და ძალიან ღრმად ჩაეძინა. მე კი ის გავასუფთავე მოვწმინდე სისხლი და სუფთა საბანიც გადავაფარე, ძალიან მეშინოდა მარტო რომ ვყოფილიყავი, და ამიტომ ლონდა ამოვიყვანე ჩემთან, ლონდამ ფეხი შემოდგა თუ არა,იმ წამსვე იგრძნო რომ ცუდი აურა ტრიალებდა სახლში.. იმდენად ცუდად იმოქმედა მასზე რომ აღელვებულმა ერთი ჭიქა წყალი მთხოვა, შემდეგ მძინარე ავთოს დახედა.. და მითხრა რომ საქმე იმაზე რთულად იყო ვიდრე მეგონა.. ეს ისეთი ძლიერი ჯადოა რომ ფაქტიურად, ავთო მოსიარულე გვამი იყო.. ისიც გაიკვირვა რომ ასე ვის შეეძლო რომ გაემეტებინა ეს ახლახგაზრდა ბიჭი... ჯადო ისეთი ძლიერი იყო რომ.. ბოდიშის მოხდით მითხრა ლონდამ, რომ მას არ შეეძლო აქ გაჩერება.. და თუ არ მეწყინებოდა მას ერჩივნა რომ მის სახლში ასულიყო.. რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი, მე კი დაღლილობისგან ცოტახნით წამოვწექი, სასტუმრო ოთახში მდივანზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.