შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაენის მოდგმა (თავი მეორე)


10-09-2020, 20:06
ავტორი lashausafrtx
ნანახია 895

ავთოს მშობლებიც მოვიდნენ, მოიყვანეს მათი ნაცნობი მღვრდელი... ავთოს დედა თინა, დაჟინებით იმეორებდა ერთი და იმავეს.. რომ ავთოს მამაოს დახმარება ესაჭიროებოდა.
-მაია: მობრძანდით მამაო,
-თინა:მამა მიქაელ იქნებ უშველოთ ჩემს შვილს.. მაიამ რომ დამირეკა და მითხრა მისი მდგომარეობა, ძალიან ვინერვიულე.
-მამა მიქაელი:დამშვიდდით და მარტო დამტოვეთ.. მასთან, იცოდეთ არავინ შემოხვიდეთ! ეს თქვენთვის საფრთხეს წაროადგენს. მე თინამ და ოთარიმ.. დავტოვეთ ოთახში.. მამა მიქაელი და ავთო. საშინლად ვგრძნობდი თავს, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. შევსულიყავი თუ არა.. ძალიან მინდოდა შესვლა, მაგრამ არ მინდოდა მამაოსთვის ხელი შემეშალა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ კარზე მივაყურადე, იქნებ გამეგო რაიმე, მაგრამ მხოლოდ მამაოს ხმა მესმოდა. ჯვარსა მაღალსა.. პატიოსანსა.. რომელსა.. აქებენ ანგელოზნი, და ძალნი ზეცათანი.... ჩვენც თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ...... განეშორე ამ ახალგაზდას სხეულს! ღმერთის და უფლის სახელით გიბრძანებ!...
ვეღარ მოვითმინე და შევაღე კარი, და რას ვხედავ... ავთო უგონოდ წევს საწოლში, მაშინვე მივარდი ავთოს და ვცდილობდი გონზე მომეყვანა, მამაომ კი ჩემი შეჩერება სცადა.
-მოასვენე შვილო, მას არ სჭირდება ამ სახის დახმარება.. მისი სხეული თავისუფალია, სხვა რამეშია საქმე.
-მაია:რას გულისხმობთ მამაო?
-მისი სხეული არ არის შებყრობილი, რადგან ლოცვის დროს მას უბრალოდ ღრმად ჩაეძინა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ის გათვალულია. ამ სიტყვების გაგონებაზე, მაშინვე თინა შემოვიდა ოთახში.
-თინა:რას ბრძანებთ მამაო? გათვალული? ვის რატომ უნდა დასჭირვებოდა ეს?
-ბევრი ილოცეთ მასზე, ჯვარი ატარეთ.. რომ დაგიცვათ ავი თვალისგან.
-თინა: ვისთვის ვისთვის რა უნდა დაეშავებინა ჩემს შვილს.... რამდენჯერ გითხარით, მოერიდეთ ხალხს, მოერიდეთ ქუჩაში სიარულს.. ნუ დაენახებით ყველას.
-მაია: მაპატიეთ მამაო მაგრამ, არ მჯერა ჯადოსი.. და მსგავის.
-თინა: რა თქმა უნდა.... თქვენ ხომ არაფირს არ გჯერათ, მხოლოდ დაქალების.. ძმაკაცების... არ გაიგონოთ უფროების დარიგებები, არ დაგვიჯეროთ არაფერი... მამაო გვიშველეთ, ძალიან გთხოვთ უშველეთ ჩემს შვილს დაეხმარეთ.
ის არ მყოფნიდა ავთოს მდგომარეობა, ახლა თინაც დამემატა.. მე და ოთარიმ ძლივს დავამშვიდეთ, და მამაოსთან ერთად სადარბაზოში ჩავიყვანე. მამაო რომ გავაცილე, თინა თალიკოსთან შევიყვანე... მას ავუხსენი სიტვაცია და მომხდარზე შეშფოთდა.
-მე თქვენ რას გეუბნებოდით? ხომ ვამბობ ჩემსი შვილიც იმ კუდიანმა დაწყევლა... ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
-მაია: კარგით რა თალიკო დეიდა.. ისედაც აღელვებულია ვერ ხედავთ.
-არა შვილო მესმის მაგრამ.. ფრთხილად უნდა იყოთ, იმ დედაკაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თავიდან ამას ვერ ვიჯერებდი, მაგრამ დრო და დრო ვრწმუნდებოდი რომ, ჩემი დედამთილი.. და თალიკო მართალს ამბობდნენ, რადგან მეორე დღისით, შემთხვევით ფანჯარაში რომ გავიხედე, კვლავ გაუნძრევლად იდგა ლონდა და მიცქერდა. მაშინ ამევსო მოთმინების ფიალა, ვიფიქრე ალხა ამას ვუჩვენებ სეირს... სარეცხის ჯოხი მოვიმარჯვე ხელში, და ქვემოთ ჩავედი რომ ლონდასთვის ჭკუა მესწავლებინა, ეზოში რომ აღვმოვჩნდი, იქ აღარავინ აღარ იდგა, მაშინ კი დავრწმუნდი რომ ჩემი მეუღლეს მდგომარეობა, ლონდას პროფესიასთან იყო დაკავშირებული. სარეცხის ჯოხი ძირს დავაგდე.. მუხლებით დავეცი ძირს, და ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, თალიკომ რომ დამინახა ასეთ მდგომარეობაში, მოსაცმელი მომახურა მხრებზე, და თავისთან შემიყვანა, მის საწოლზე დამაწვინა.. და ისე მივლიდა როგორც დედა.
-მაია: თალიკო დეიდა.. არ ვიცი როგორ მოვიქცე, როგორ დავეხმარო ავთოს.
-ჯერ ჯობია დაწყნარდე შვილო, მე თქვენს ოჯახს არავის დავაჩაგვრინებ! ჩემი შვილი უკვე დაღუპეს.. თქვენ თავს კი აღარ დავუთმობ! მასთან ასე ჩხუბით ვერაფერს გავხდებით, ამით შეიძლება მეტად დავამძიმოთ მდგომარეობა... შენ ახლა აქ იწექი, მე კი სანთლებს დავანთებ.. და შემდეგ ერთად ვილოცოთ! ლოცვა გაგვაძლიერებს და ჩვენს ავთოსაც გამოაჯანმრთელებს. თალიკოს სიტყვებმა იმედით შემამკო.. მართლაც დავმშვიდდი და მასთან ერთად ვლოცულობდი.. ავთოს გამოსაკეთებლად. ამასობაში დაღამდა, მე კი სახლში ავბრუნდი და დავინახე ავთო როგორ იქავებდა სხეულს ისე რომ, თითქოს ათასობით მწერი ეხვეოდა თავს. ქავილს რომ ვერ იჩერებდა, სრულიად გადავიდა ჭკუიდან, და დაიწყო თვით დაზიანება... კედელს გამეტებით ეჯახება, უკვე მას სისხლი სდის.. მთელი ძალღონე მოვიკრიბე და ჩავებღაუჭე მას, ისეთი ძალა მომივიდა რომ შევძელი მისი წაქცევა, დიდხანს ცდილობდა ჩემს მოშჴრებას, მაგრამ ბოლოს ძალა გამოეცალა და ჩაეძინა. დიდი ძალის ხმევით, მივიტანე საწოლამდე ავთო და ჩავაწვინე საწოლში, ბავშვები გაოცებულები მიყურებენ.. მე კი მაშინვე ვსტაცე ხელი ორთავეს, და მათ ოთაში შევიყვანე.
-მაია: ახლა მისმინეთ, მამა ძალიან ცუდად არის... მისთვის ახლა სიმშვიდეა საჭირო, ამიტომ თქვენ ცოტახნით.. ბებოსთან და ბაბუსთან წახვალთ.
-ანა: არა დეე ჩვენ შენთან გვინდა!
-მაია: ვიცი ჩემო პატარა, მაგრამ ახლა ასეა საჭირო, ჩემთვის მამასთვის და თქვენთვის ხომ?
-დაჩი: დედა არ გვინდა თქვენს გარეშე არსად წასვლა!
-მაია: საერთოდ არ მაინტერესებს რა გინდათ და რა არა.... რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ! აღარ მინდა თქვენთან ვაჭრობა! იმ წამსვე ჩამწყდა გული როდესაც მათი სახეები დავინახე, ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვების შემდეგ, მაშინვე ცრემლი მომადგა.. და ორთავეს გადავეხვიე, პატიებას ვთხოვდი მათ... შემდეგ კი თინა გამოვიდა ოთახიდან, და გვითხრა რომ ის და ოთარი წაიყვანდნენ, ბავშვებს თავისთან დროებით, მე კი მირჩია რომ დღეს მათთან დავწოლილიყავი, თავად კი ავთოს მიხედავდა მთელი ღამე.. თავიდან უარს ვამბობდი მაგრამ ისეთი გადაღლილი და გამოუძინებელი ვიყავი, რომ ბოლოს მაინც დავთანხმდი. შუა ღამისას.. განწირული კივილის ხმა შემომესმა ავთოს ოთახიდან, სწრაფად ავდექი საწოლიდან და შეშინებული შევარდი ავთოს ოთახში, წინ საშინელი სურათი დამხვდა.. ავთო თინას ახრჩობდა, ვერანაირად ვერ ვაშვებინებდი ხელს.. მეც დამარტყა ხელი და გადამაგდო უკან, შემდეგ ოთარიმ სცადა გამკლავებოდა ავთოს, მაგრამ უშედეგოდ.. თინა უკვე გონებას კარგავდა, და ძალიან შემეშინდა არ მოეკლა.. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე რომ გამეტებით მეკბინა ავთოსთვის მხარზე, რამაც იმოქმედა და გაანთავისუფლა თინა და დროულად დამეხმარა ოთარიმ და ერთად შევაკავეთ ავთო.
ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ის ღამე.. ბავშვები პანიკაში ჩავარდნენ და სუთნქვა გაუხშირდათ, დიდი ძალა დამჭირდა იმისათვის რომ დამემშვიდებინა ისინი, ყველაფერი რომ დასრულდა, თინას და ოთარის ვუთხარი რომ ბავშვებთან ერთად დროებით მათ სახლში გადასულიყვნენ, მე კი ყველაფერს ვიღონებდი იმისათვის რომ ავთო დამებრუნებინა.
დილით სხვა გზა აღარ მქონდა, გაჩერებას აღარ ვაპირებდი.. ჩემში მრისხანე მტაცებელმა გაიღვიძა, ზალა მოვიკრიბე და გადავწყვიტე ლონდას დავსხმოდი თავს. მის სართულს რომ მივუახლოვდი გამეტებით ვაბრახუნებდი კარს, ერთი სული მქონდა როდის გააღებდა რომ ჭკუა მესწავლებინა მისთვის... კარი რომ გააღო კვლავ გაუნძრევლად ჩუმად მიყურებდა, მე კი უხამსი სიტყვებით შევამკე.
-მაია: რა გინდა შე კუდიანო? რას გადაგვეკიდე? რა დაგიშავეთ? ახლა მოგკლავ და პასუხსაც არ ვაგებ...... რას გაჩუმებულხარ შე კახპავ. მანამ სანამ მას ვლანძღავდი, უეცრდ მისი ხმა გავიგონე, გეყოფა.. ვიცი რამაც მოგიყვანა ჩემთან, შემოდი. მან მის სახლში შემიპატიჟა და მეც შევყევი, ირგვლივ ბლომად სანთლები ენთო და შემაძრწუნებელი ფარდებით ჰქონდა ოთახი ჩაბნელებული, მის სალხს მხოლოდ სანთლები ანათებდა. -ლონდა: მე ვიცი შენი მეუღლე რატომაც არის ასეთ მდგომარეობაში, მას მომაკვდინებელი ჯადო აქვს გაკეთებული, ამიტომ ჯერ მთავარია გავიგოთ რომელი ნივთი არის გამოყენებული ამისთვის.
-მაია: ეს როგორ უნდა გავიგო?
-ლონდა: ჯადოს გასაკეთებლად, უამრავი ნივთი შეიძლება გამოიყენო... მაგალითად ფოტოსურათი, მისი თმა, მის მიერ დანალევი ჭიქა ან ბოთლი, ტანსაცმელი, კბილი.. და კიდევ სხვა უამრავი ნივთი.
-მაია:რატომ ან ვის უნდა გაეკეთებინა ეს? ვისთის რა დაუშავებია ჩემს მეუღლეს? -ლონდა:ჯადოსთვის ან წყევლისთვის არ არის აუცილებელი წარსულში ან აწმყოში ჩადენილი ცოდვა... ირგვლივ უამრავ ადამიანს შეიძლება ვუყვარდეთ მოვწონდეთ, ან სულაც ოცნებობდნენ ჩვენით, ნუ ეძებ ავთოს მტერს, ჯობია ვეძებოთ მისი მოყვარე. კარგად გაიხსენე, ვინმე.. ვისზეც ეჭვიანობდი ან ფიქრობდი რომ სახიფათო ადამიანი იყო.
-მაია: ეგეთი ვინ შეიძლება იყოს... ჯანდაბა გამახსენდა.. არა ეს შეუძლებელია, არა ვერ დავიჯერებ... ჩემს დაქალზე თათიაზე ვეჭვიანობდი როდესაც მე და ავთო შეყვარებულები ვიყავით, თათია მასზე მელაპარაკებოდა გამუდმებით.. ავთოს მიმართაც ბევრჯერ გამოუხატია სითბო, ძალიან არ მომწონდა მისი საქციელი.. მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა.. არა ამას მართლა ვერ დავიჯერებ.
-ლონდა: ახლა ნდობის დრო არ არის, საქმე შენს მეუღლეს ეხება, რომელსაც მზიმე მომაკვდინებელი ჯადო აქვს.. უნდა გავშიფროთ ვინც საჭიროა, ამიტომ ახლა წადი სახლში მშვიდად, და შენი დაქალი დაპატიჟე შენთან სახლში.. ისე რომ თითქოს მისი დახმარება და გვერდით ყოფნა გჭირდება, იცოდე არაფერი შეიმჩნიო ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც დაუკვირდი კარად, თავიდან ბოლომდე შეისწავლე მისი ხასიათი და ქმედება. ძალიან დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მემოქმედა... ვერ ვიჯერებდი რომ შესაძლებელი იყო ის ფაქტი თითქოს ჩემს დაქალს ასეთი საქციელი ჩაედინა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა,. მართლაც შევეხმიანე თათიას, და მოვიპატიჟე.. ისიც სიხარულით დამთანხმდა. რამოდენიმე საათში მესტუმრა... მე თავს ვიჭერდი ისე რომ თითქოს არაფერს ვეჭვობდი, ჩემი ტკივილი გავანდე და ისიც თანამიგრძნობდა, ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ჩვენს ყოველ შეხვედრაზე, შემდეგ რამდენიმე წამით საპირფარეშოში შევედი, რადგან ძალიან ვღელავდი და დამშვიდება მჭირდებოდა.. სველი ხელი მოვისვი სახეზე და კვლავ დავბრუნდი სამზარეულოში.. სადაც თათია არ დამხვდა, მაშინვე გულის ცემა მომემატა, და აფორიაქებულმა შევაღე ჩემი საძინებლის კარები და ძალიან გამაღიზიანა რაც ოთახში დავინახე, თათია გაშეშებულ ავთოს გვერდით ჩამომჯდარა, და სიყვარულით აღსავსე თვალებით და მომღიმარი სახით უმზერდა მას, ჩემი იქ ყოფნა არც კი შეიმჩნია, მე კი ძალიან უხეშად გაბრაზებულმა მივარდი თათიას და თმაში ვწვდი, მთლიანი ოთახი შემოვატარე თმით, მან კი კივილი მორთო.. ხმაურზე ჩემი მეზობელი თალიკო შემოვიდა, რომელმაც ჩემი გაჩერება სცადა მაგრამ უშედეგოდ, იმ დრომდე არ გავუშვი ხელი სანამ მისი თმა ხელში არ შემრჩა, ისე გამომეცალა ენერგია რომ.. თალიკოს ხელებში ჩამომეძინა.



№1 სტუმარი Shga

Gagrdzelebas velit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent