შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს(სრულად)


13-09-2020, 14:17
ავტორი golden girl
ნანახია 6 375

სადღაც შორს........(სრულად)
ყველაფერი,ყველაფერი ერთ დღეს დამემსხვრა,ოცნებები,ჩემი მიზნები და მთლიანად ჩემი ცხოვრება,როცა მამის სიკვდილის შემდეგ გავიგეთ,რომ ყველაფერი რაც გაგვაჩნდა ბანკში იყო ჩადებული.ისედაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა დედას და ამ ამბავმა თავზარი დასცა,ლოგინიდან ვეღარ დგებოდა.მე და ჩემი პატარა ძმა აღმოვჩნდით სრულიად მარტო ამ დაუნდობელ წუთისოფელში,მხოლოდ ბებია-პაპა გვეხმარებოდნენ სოფლიდან შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით.საშინელება კი მაშინ დაიწყო,როცა ბანკის თანამშრომლები გამოგვეცხადნენ და გვითხრეს რომ 2 თვის განმავლობაში თუ არ დავფარავდით დაგროვილ ვალებს,ბინას აუქციონზე გაიტანდნენ.
-დედა იზო დეიდა რეკავს ამერიკიდან-ზანტად გადავეცი ტელეფონი დედას და ოთახიდან გავედი.კართოფილს ვწვავდი ზუკასთვის.მე კი მადა საერთოდ აღარ გამაჩნდა.ისედაც ყოველთვის გამხდარი ვიყავი და საერთოდ ძვალი და ტყავი გავხდი.
-ელენე,დედი-გამოვიდა დედაჩემი ოთახიდან.
-უნდა რაღაც გითხრა დედი.იზომ დარეკა,ცოტა ფულს გამოგვიგზავნის ხვალ.
-კაია დედა მეც ავიღებ ხელფასს ამ დღეებში და ნუ გეშინია,წამლებსაც გიყიდი.
-დედი იზომ სამსახური გიშოვა ამერიკაში,ასე იძახის,შენ რომ გაცვლითი პროგრამით იყავი 11 კლასში ამერიკაში,აღარ გაუჭირდება წასვლაო.
სახე შემეცვალა.ამერიკა ნამდვილად არ შედიოდა ჩემს ოცნებებში.5 წლის წინ გაცვლითი პროგრამით წავედი ფილადელფიაში, მაგრამ არც სკოლას და არც იმ ოჯახს,სადაც ვცხოვრობდი,დიდად არ გავუგიჟებივარ.ერთი სული მქონდა უკან დავბრუნებულიყავი.ერთადერთი ადამიანი ვინც ძალიან ძვირფასი გახდა ჩემს ცხოვრებაში,ჩემი კლასელი ჯოანა იყო.ის ერთი წელი ისე მივეჯაჭვე ამ უკეთილშობილეს გოგოს,რომ თბილისში დაბრუნებულს ძალიან გამიჭირდა უიმისობა.ამიტომ დღედაღამ სკაიპით ვეკონტაქტებოდი და ძლივს დავითანხმე საქართველოში ჩამოსვლაზე,თუმცა ამასაც არ ეწერა ახდენა.
-დედი ვიცი რომ გააზრებაც გიჭირს,მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს,ზუკა როგორ უნდა გავზარდო,შენი 300 ლარით?იქნებ იქ სწავლის გაგრძელებაც შეძლო,ძალიან კარგი ოჯახი ყიფილა,7 წლის ბავშვს უნდა მიხედო.ხელფასი 4000 $ ყოფილა.ჩემო ლამაზო გოგო მოვიფიქროთ.....
ხელფასი მართლაც არ იყო ცუდი.ვალების გადახდას შევძლებდი და მშივრებიც არ იქნებოდნენ დედა და ზუკა.იქნებ სწავლაც გამეგრძელებინა.იქნებ..........
დავიწყე საბუთების მოგროვება,საელჩოში გასვლისთვის ვემზადებოდი.სტიმული მომეცა.ჯოანას გავანდე ეს ამბავი და სიხარულით გაგიჟდა.
დედაც კი უკეთ გახდა.სადილსაც კი ამზადებდა უკვე.
პატარ-პატარა ხარჯებიც კი ძალიან დაეტყო ჩვენს ისედაც გაჭირვებულ ოჯახს.ვცდილობდი ფეხით მევლო და გზის ფული დამეზოგა,უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი...
როგორც ვივარაუდეთ ,ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვიზა+ ბილეთი უკვე ხელში მეჭირა.2 კვირაში ამერიკაში ვიქნებოდი.
ყველაფერი მოვაწესრიგე,დედა ექიმთან მივიყვანე,წამლები მოვუმარაგე,ზუკას კერძო მასწავლებელი ავუყვანე და ეს 2 კვირაც გაფრინდა.ცრემლები თავისით მომდიოდა დედას და ზუკას შემხედვარე.დავპირდი,რომ ყოველთვის ერთად ვიქნებოდით.მხოლოდ ცოტა უნდა მოგვეცადა.......
ჩემი ოჯახი კონექტიკუტის შტატში,ჰარტფორდში ცხოვრობდა.აეროპორტში ოჯახის მძღოლი დამხვდა ტრაფარეტით და მთელი ჩემი ავლადიდებით მივადექი ულამაზეს ორსართულიან სახლს,ულამაზეს,მწვანეში ჩაფლულ ქუჩაზე.
ძალიან თბილად შმხვდნენ ყველა.ჩემი მოვალეობა იყო 7 წლის ლილის მოვლა-პატრონობა,სკოლაში წაყვან-წამოყვანა და მეცადინეობა.საჭმლის მომზადება არ მევალებოდა მაგრამ მე თუ მოვისურვებდი შემეძლო რაც მინდოდა ის გამეკეთებინა.
ოჯახის უფროსი წევრი მერი,ლილის ბებია იყო,დედა-ვივიენი და მამა-ბენ ტეილორი. ყველა ძალიან განათლებული ,კულტურული და კეთილშობილი ხალხი იყო,საკმაოდ შეძლებულებიც.პატარა ლილი კი ულამაზესი და უტკბილესი გოგონა დიდი თაფლისფერი თვალებით და ქერა კულულებით.
მეც თავდაუზოგავად შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას.ერთი თვის თავზე ლილის ნიშნების ფურცელი მივიღეთ სკოლიდან.ვივიენი აღფრთოვანრბული იყო ლილის მაღალი ქულებით,რაც ჩემს დამსახურებად მიიჩნიეს და ამის შემდეგ ასმაგად პატივისცემით მეპყრობოდნენ,არც საჩუქრებს იშურებდნენ და ყველაგან დავყავდი ოჯახს როცა სტუმრად მიდიოდნენ.პირველი ხელფასი უკლებლივ გავუგზავნე დედას ,რომ ვალები გადაეხადა ნაწილობრივ მაინც და გამოსახლება შეგვეჩერებინა.ზუკას დავპირდი ,რომ შემდეგ თვეს საჩუქრებს გავუგზავნიდი.ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ ფაქტით,რომ ჩემი ოჯახი ამოისუნთქავდა,აღარც კი ვდარდობდი ჩემს ბედზე,უფრო მეტიც ძალიანაც მომწონდა ტეილორების ოჯახში ცხოვრება.
ერთ დღეს ოჯახმა მიწვევა მიიღო მერის ძმიშვილის ნიშნობაზე.როგორც აღმოჩნდა ეს ძმიშვილი იყო ვის კომპანიაშიც ვივიენი და ბენი მუშაობდნენ და მისი წყალობით არაფერი აკლდათ .მერიმ პირდაპირ მომთხოვა მათთან ერთად წასვლა,კაბაც კი მაჩუქეს.მე რაღაცნაირად არ მინდოდა წასვლა,არასოდეს ვყოფილვარ მილიონერების ელიტურ წვეულებაზე და არც სურვილი მქონდა,თუმცა უარს ვერ ვეტყოდი ისეთი სითბოთი მექცეოდა ყველა.
შაბათ საღამოს ვეცადე ცოტა გამოვპრანჭილიყავი.სადა მაკიაჟი გავიკეთე,თმა გავიშალე და უსაყვარლესი ლურჯი კაბა ჩავიცვი,ჩემი თვალების ფერი.მერი აღფრთოვანებული იყო და კომპლიმენტებს არ იშურებდა.
ულამაზესი ვილა,თავისი უმშვენიერესი და უზარმაზარი ბაღით სადღესასწაულოდ იყო მოღთული.უამრავი ადამიანი ირეოდა,ოფიციანტები აქეთ-იქით დარბოდნენ ნაირნაირი საჭმელ-სასმელით,ელიტის წარმომადგენლები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ ჩაცმა-დახურვით.
ჩემი ყურადღება ერთად მდგომმა ახალგაზრდა წყვილმა მიიპყრო.როგორც მივხვდი მათ ნიშნობაზე ვიყავით მისულები.მერი,ვივიენი სიყვარულით გადაეხვივნენ ამ მაღალ მამაკაცს და მის საცოლეს,თან თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ.მამაკაცი საკმაოდ სიმპატიური გახლდათ,მაღალი იყო საკმაოდ,მუქი მწვანე თვალებით,ყავისფერი თმით,რომელიც შუბლზე მომხიბლავად ჩამოყროდა და საკმაოდ წითელი ტუჩებით.ქალი ისეთი სიფრიფანა იყო ,ლანდი გასდიოდა,ქერა თმით და ცივი ცისფერი თვალებით.
მილოცვებს რომ მორჩნენ,მამაკაცმა ყურადღება მომაპყრო.მერი ჩემო თავი წარუდგინა:
-ეს ულამაზესი გოგონა ჩვენი ოჯახის ახალი წევრია საქართველოდან,მშვენიერი ელენა ოვაშელი.
-ეს ჩემი ძვირფასი ძმიშვილი დევიდ როჯერსია ჩემო გოგონა და მისი საცოლე ბრიტნი.
მორიდებით მივულოცე წყვილს,ქალმა ზედაც არ შემომხედა,მამაკაცი კი დაჟინებით მიყურებდა და უხერხულობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა ,უცბად გამაგრილებელ სასმელს ხელი დავტაცე და ლილისთან ერთად ბაღში გავუჩინარდი.
მე და ლილი ნუგბარებს შვექცეოდით და თან ლაპარაკით ენებიც გადავიტყავეთ.გოგონა საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა ჩემთან თავს და სულაც არ ფიქრობდა მშობლებზე.
-ძალიან უცხო გარეგნობა გაქვთ,მუქი თმა,ლურჯი თვალები და ძალიამ თეთრი კანი.თქვენს ქვეყანაში ყველა თქვენნაირი ლამაზია?
შევხედე და თვითონ სიძე ბატონი მესაუბრებოდა,ძალიან დავიბენი...
-არა ყველა ჩემნაირი არ არის ,მაგრამ ქართველები ძალიან ლამაზები და გამორჩეულები არიან-ვუპასუხე მორიდებით.
-ვისურვებდი უფრო მეტი გავიგო თქვენს ქვეყანაზე და დამეხმარებით?
-იცით ნებისმიერი ინფორმაცია დღეს ხელმისაწვდომია და ჩემი დახმარება არაფერში გჭირდებათ,თან მგონი თქვენი საცოლე ძალიან გაგიბრაზდებათ აქ რომ დაგინახოთ,თან მეც ძალიან უხერხულად ვარ მართალი რომ გითხრათ-მივაყარე სხაპასხუპით.
-თქვენ მაგაზე ნუ დარდობთ,ბრიტნი ძალიან მენდობა და საერთოდ არაა ეჭვიანი-ჩაიცინა დევიდმა.-მე ლილისთან მოვედი და არა თქვენთან,ვგიჟდები ამ ბავშვზე.
-დიახ რა თქმა უნდა-ვუპასუხე დაბნეულმა და წასასვლელად მოვემზადე.
-კიდევ შევხვდებით მშვენიერო ელენა_მომაძახა ღიმილით.
სახლში გვიან დავბრუნდით.როგორც მერისგან შევიტყვე,დევიდს დედა ადრე გარდაცვლია და მისი გაზრდილი იყო ,ამიტომ ძალიან უყვარდა მამიდა და ხშირადაც ნახულობდა.
-მადლიერების დღეზე აუცილებლად მოვა ჩემი ბიჭი,ჩემი ჭკვიანი დევიდი.როგორ მიხარია ,რომ 3 თვეში ქორწილი ექნება და იმედი მაქვს მის შვილებსაც მოვესწრები-არ ჩერდებოდა მერი.
-ის საკმაოდ მდიდარია,ნავთობის და უამრავი რამის ბიზნესშია.ყველაფერს თავისით მიაღწია,ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახულია.რამე თუ ჩაიფიქრა აუცილებლად მიაღწევს.
-მისი საცოლე რას საქმიანობს?-ვკითხე ინტერესით
-მოდის ბიზნესშია,დიზაინერია და დევიდი ძალიან ეხმარება ყველაფერში.მაგრამ ბრიტნი თავს ყველასგან შორს იჭერს და არ ვიცი საერთოდ როგორია,მაგრამ მთავარია ,რომ დევიდს უყვარს.
ძალიან გვიან ჩამეძინა.იმდენ რამეზე ვფიქრობდი,იმდენი პრობლემა მქონდა,აღარ ვიცოდი რა მექნა.მთავარი იყო,რომ სამსახურის კმაყოფილი ვიყავი და ჩემებს ვეხმარებოდი რაც შემეძლო.ძალიან მინდოდა ჯოანას ნახვა,უკვე აღარ მელაპარაკებოდა იმდენჯერ მთხოვა ჩავსულიყავი მასთან ნიუ-იორკში, რომ მცხვენოდა ჩემი საქციელის.გადავწყვიტე აუცილებლად წავსულიყავი შემდეგ უქმეებზე მასთან.
მალე ნოემბრის ბოლო ხუთშაბათიც მოახლოვდა.ოჯახი მადლიერების დღისთვის ემზადებოდა.ელოდებოდნენ ბენის მშობლებს,მერის ძმას და რა თქმა უნდა დევიდ როჯერს საცოლესთან ერთად.
მე ჩავერთე სამზადისში და გადავწყვიტე საცივი მომემზადებინა.ინდაური ისედაც ყოველთვისაა მადლიერების დღეს ყველა ოჯახში და სოუსად საცივი გადასარევი იქნებოდა.ხაჭაპურებიც გამოვაცხვე დედაჩემის რეცეპტით და საოცრად გემრიელი გამომივიდა.ვივიენი გაგიჟდა ჩემი კულინარიული ნიჭით და მთხოვა ქართული კერძები ზოგჯერ მაინც მომეზადებინა თუ არ შევწუხდებოდი.
მადლიერების დღეს რაღაცნაირად დაძაბული ველოდებოდი როჯერსის მოსვლას.მისი ღიმილიანი სახე არ ამომდიოდა გონებიდან.
ბენის მშბლები ძალიან კეთილშობილი ხალხი იყვნენ.უამრავი საჩუქრით გვესტუმრნენ.ლილის განსაკუთრებით ანებივრებდნენ.მერის ძმა ანუ დევიდის მამა ჯოშ როჯერსი საკმაოდ წარმოსადეგი მოხუცი გახლდათ,შვილი ძალიან გავდა მამას.
ყველანი დევიდს და მის საცოლეს ელოდებოდნენ.ლილი აჟიტირებული დარბოდა და იკლებდა ყველაფერს.ამიტომ მისი გარეთ გაყვანა მთხოვეს დროებით.ეზოში საქანელაზე დავჯექით და ვეჯიბრებოდით ვინ უფრო სწრაფად გაქანდებოდა.ისე კარგად გავერთე,რომ ხმამაღლა ვკისკისებდი.
-სიცილიც რომ ლამაზი გაქვთ-მომესმა ხმა
-ბატონო როჯერს-წამოვხტი ფეხზე -ძალიან შემაშინეთ.
ლილი გაექანა და დევიდის ძახილით ჩაეხუტა მამაკაცს.
-ნახე როგორი ლამაზი საჩუქრები მოგიტანე ლილი ჩემო გოგონა.
ლილიმ ხელიდან გამოსტაცა საჩუქრები და სახლისკენ გაუჩუნარდა.მეც უკან მივყევი.
-დევიდი მოვიდა დედა,მამა .რამდენი საჩუქარი მომიტანა იციით...ჭყიპინებდა სიხარულით ლილი.
-დევიდ,ჩემო ძვირფასო მარტო რატომ ხარ,ბრიტნი სადაა?
-ლოს-ანჯელესში გაფრინდა მამიდა,საქმეები აქვს იქ.
-მოდი ჩემო ბიჭო,რა ხანია გელოდებით,უამრავი
გემრიელი კერძი გველოდებაა,მათ შორის ქართული სამზარეულოდანაც ელენას მომზადებული.
ყველა მაგიდას მიუჯდა.ლილიმ დევიდთან ინება დაჯდომა,ამიტომ მეც ახლოს მომიწია მასთან ჯდომა ლილისთვის ყურადღება რომ მიმექცია.
შებრაწული ინდაური გამოიტანა ვივიენმა საცივთან ერთად და მერიმ მთხოვა ამეხსნა სტუმრებისთვის საცივი რისგან იყო მომზადებული .მეც ენად გავიკრიფე.ავუხსენი რომ სპეციალური სუნელები საქართველოდან მქონდა წამოღებული და ნიგოზთან ერთად მზადდებოდა.გადაირივნენ ისე მოეწონათ,ყველა რეცეპტს მთხოვდა.ხაჭაპურზეც გაგიჟდნენ,სხვა საჭმელს არც კი გაკარებიან.
-ყველაფერი ასეთი გემრიელია თქვენს სამზარეულოში?
-დიახ ბატონო როჯერს.
-მე გურმანი გახლავართ და ვისურვებდი კიდევ გამესინჯა სხვა გემრიელობები....
-როგორც ვიცი ნიუ-იორკში არის ქართული რესტორნები და შეგიძლიათ ეწვიოთ.
-კი მაგრამ ჯობდა თქვენი რჩევით მივირთვა კერძები ,თან ამიხსნიდით რა რისგანაა მომზადებული.
-უკაცრავად მაგრამ მე ვერ დაგეხმარებით-ცოტა უხეშად გამომივიდა ,მაგრამ აღარ მინდოდა თემის გაგრძელება.
-ელენა ,ძვირფასო შენ ხომ აპირებ შენს მეგობარს ესტუმრო ამ ვიქენდზე ნიუ-იორკში და დევიდსაც არ აწყენინო-თითქოს ჩემს ჯიბრზე გამოვიდა სიტყვით მერი.
-ძალიან კარგი,მე გამოგივლით ამ შაბათს და წაგიყვანთ ნიუ-იორკში,გავსინჯოთ თქვენი სამზარეულოს მარგალიტები და შემდეგ თქვენს მეგობარსაც ეწვიეთ.
უარის თქმას ვაპირებდი,მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდა ყველა ,რომ მომერიდა და მორიდებით დავთანხმდი.
ძალიან აჟიტირებული ვიყავი.თან მინდოდა დევიდ როჯერსის ნახვა ,თან არა.დაბნეული ვიყავი მისი საქციელით.აშკარად მაბავდა,არადა რამოდენიმე თვეში კაცს ქორწილი უნდა ქონოდა.ეს ჩემი ოჯახიც თითქოს ხელს მიწყობდა,განსაკუთრებით მერი.
ჩემებს დავურეკე და მოვუყევი როგორ აღფრთოვანდნენ ამერიკელები ჩემი მომზადებული საჭმელებით.დედას ხმა არ მომეწონა.
-დედა რა ხდება არც მისმენ თითქოს.
-ხო შვილო არ მინდოდა მეთქვა,მაგრამ,სხვა ბანკიდანაც მოგვაკითხეს და აღმოჩნდა ,რომ მამას სოფლის სახლიც ჩადებული ჰქონია.სასწრაფოდ ითხოვენ დაფარვას.....
გული გამიჩერდა....ბებია და პაპა დამიდგა თვალწინ,ჩემი ტკბილი მოხუცები...მამა ეს როგორ გააკეთე???რისთვის???
შოკირებული ვიყავი,მართლა არ ვიცოდი ამდენი ფული საიდან მომეტანა.გადავწყვიტეთ,რომ სესხს აიღებდა დედა და მე აქედან გადავიხდიდი,მაგრამ მაინც არ ყოფნიდა....
შაბათს დილით ადრე გამომეცხადა დევიდ როჯერსი.ჯინსის შარვალი და მაისური ეცვა,ისეთი სხვანაირი იყო.....ძალიან სიმპატიური და სექსუალურიც...ჩემი ფიქრების ცოტა კი შემრცხვა.
მერიმ ისეთი ეშმაკური ღიმილით გაგვაცილა რომ ცოტა არ იყოს გავოცდი,მგონი მაჭანკლობდა ჩუმჩუმად....
შავი რენჯ როვერის ჯიპით იყო მოსული,კარი გამომიღო და თავის გვერდით დამაბრძანა.ისე უხერხულად ვიყავი ხელებიც კი ვერ მოვათავსე კომფორტულად.
-დაძაბული ხარ,მოეშვი,ნურაფერზე ნუ იღელვებ,ყველაფერი რიგზეა.
წინასწარ დაეჯავშნა მაგიდა ბატონს რესტორანში.შიგნით შესულს ცრემლები მომადგა თვალებზე,იქ მართლაც ქართული სული იგრძნობოდა.ყველაფერი ქართული იყო,ჭურჭელი,ხალიჩები,აქსესუარები.თანამშრომლები ყველა ქართველი იყო.ისეთი ბედნიერი ვიყავი ამდენი ქართველით,რომ დევიდმაც შენიშნა.
-მოგენატრა ალბათ შენი სამშობლო ელენა,იქნებ მომიყვე რატომ დატოვე და აღმოჩნდი ამერიკაში?
-დევიდ მოდი ჯერ შევუკვეთოთ და შემდეგ ვისაუბროდ.
-ok
ქართულად მივმართე მიმტანს რომ მენიუ მოეტანა.ბეიჯზე ეწერა გუგა.
-გუგა გამარჯობა,ეს ჩემი უფროსია და აინტერესებს ქართული სამზარეულო.მინდა თავი გამოვიჩინოთ და რას შემოგვთავაზებთ?
გუგა თავაზიანად მოგვესალმა და საბოლოოდ ფხალეულზე,მჭადზე,ჩაქაფულზე და დესერტად ფელამუშის ნიგვზიან ბურთულებზე შევჩერდით.ღვინო თეთრი ნახევრად მშრალი ავირჩიე.
-იცით რომ,საქართველო ღვინის სამშობლოა?
ცოტა გაკვირვება გამოეხატა სახეზე და უარის ნიშნად თავი გააქნია.
-ყველაზე ძველი ყურძნის წიპწა საქართველოშია აღმოჩენილი,უგემრიელესი ღვინოები გვაქვს.
-მოუთმენლად ველოდები.
ღვინო მართლაც საუკეთესო აღმოჩნდა.ლაპარაკის ხასიათზეც მომიყვანა.
-იძულებით ვარ ამერიკაში ბატონო დევიდ იძულებით.
-რამ გაიძულა ელენა?
ღვინო რომ არა სიტყვას არ დავძრავდი,ეხლა კიდევ ძველი მეგობარივით გადავუშალე გული როჯერს.ინტერესით მისმენდა,ხმას არ იღებდა.
-აი ასე აღმოვჩნდი აქ,ცხრა მთას იქით კი არა ცხრაასი ათასი მთის იქითაა ჩემი სამშობლო და ძვირფასი ადამიანები.....
რაღაცის თქმას აპირებდა გუგას რომ არ შეეწყვეტინებინა.უამრავი გემრიელი საჭმელი მოგვიტანეს.მონატრებულმა მეც კარგად გეახელით,დევიდი კი სულ ‘delicious’ გაიძახდა.
კარგა ხანი ვისაუბრეთ,ვიცინეთ კიდევ,თუმცა არც ერთხელ არ უხსენებია თავისი საცოლე.
ტელეფონზე ჯოანამ დამირეკა.ისე ქოთქოთებდა კინაღამ გამოძვრა.
-კარგი,კარგი დაწყნარდი მალე მოვალ.დევიდ მგონი წასვლის დროა.დიდი ხანია უკვე აქ ვართ.
-კარგი ჩემო კარგო ელენა,წავიდეთ.
ანგარიში გაასწორა.ყველა გულთფილად დაგვემშვიდობა.
ჯოანას სახლთან მიმიყვანა.
-მინდა კიდევ გავიმეოროთ ეს დღე ელენა.
-რა საჭიროა დევიდ,ძალიან გთხოვთ.მერისთან და ოჯახთან უხერხულობაში ნუ ჩამაგდებთ გთხოვთ....
დევიდი შეცბა,არ ელოდა უკვე ჩემგან უარს.
-კარგით,თქვენ როგორც გინდათ.ისედაც მადლობელი ვარ კომპანიონობა რომ გამიწიეთ.
-კარგით,გმადლობთ ყველაფრისათვის და ნახვამდის.
უკან მოუხედავად მოვკურცხლე ჯოანას სახლისკენ.
-ელენაააა,როგორც იქნა გიხილეე.
გადამეხვია ჯოანა.მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი ნახვით.ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი.
-როგორი გალამაზებული ხარ ჩემო გოგო,როგორ მომენატრეე.
-მეეც ჩემო ძვირფასო,რამდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი რომ იცოდე.
-მოდიი,როგორ გელოდებოდიი,რომ იცოდე რა მოგიმზადე?შენი საყვარელი ლაზანიაააა...
-გმადლობ ჯოანა,ნასვამ-ნაჭამი მოვედი,ყავას კი დავლევდი.
-კარგი თან მომიყევი ამბები.
-ჩემი ოჯახის ნათესავია ცნობილი მილიონერი დევიდ როჯერსი და იმასთან ერთად ვიყავი ქართულ რესტორანში.
-ხვდებით ერთმანეთს?-გაოცებული მიყურებდა ჯოანა.
-არა რა ვხვდებით,მაგრამ მგონი მაბავს და მე სირაქლემას პოზაში ვარ.
-ერთი კარგად მომიყევი მიდი.
გვიანობამდე ენები გადავიტყავეთ.ჯოანამ დაასკვნა,რომ დევიდს საცოლე არ უყვარდა და აშკარა იყო რომ მოვწონდი.
-მოვლენების განვითარებას დაველოდოთ,არ ვიცი რა იქნება ჩემო გოგო.....
მეორე დღე შოპინგებზე სიარულს დავუთმეთ,შემდეგ ვისადილეთ და სასიამოვნოდ დაღლილები დავბრუნით სახლებში.
მერი სულმოუთმენლად მელოდებოდა.
-აბა ,ელენა ძვირფასო მომიყევი როგორ გაატრეთ შენ და დევიდმა დრო?
-ქალბატონო მერი,ჩვენ მხოლოდ ვისადილეთ ქართულ რესტორანში და მალევე დავშორდით.მას ძალიან მოეწონა ქართული საჭმელები.
-მხოლოდ?
-კი რა თქმა უნდა,აბა თქვენ რას ელოდით?
-არა არაფერს ჩემო გოგო,კარგი, დაისვენე.
შუა კვირაში,მას მერე რაც ლილი სკოლაში მივიყვანე,ფეხით გადავწყვიტე გასეირნება.ცოტა ხანში მივხვდი,რომ მანქანა მომყვებოდა ფეხდაფეხ.გავჩერდი და გადავწყვიტე ტრანსპორტს დავლოდებოდი გაჩერებაზე.ამ დროს მანქანიდან დევიდი გადმოვიდა და ღიმილით მომიახლოვდა.
-ელენა,როგორ ხარ?შეიძლება დავილაპარაკოთ?
-რა ხდება ბატონო დევიდ?მე საქმეები მაქვს უამრავი.რამე გადაუდებელია?
-კი,ეს შენ გეხება.
-ცოტა შემეშინდა,მშვიდობაა?
-წამოდით მანქანაში და სადმე დავილაპარაკოთ.
ძალიან არ მინდოდა მასთან ისევ მარტო დარჩენა,მაგრამ უარი ვერ ვუთხარი,რადგან ინტერესი მკლავდა.
მანქანით კარგა ხანი ვიარეთ ჩუმად და ბოლოს ძალინ ლამაზ ტბასთან გააჩერა.
-აი აქ მგონი მოგეწონებათ .
-მშვენიერი ადგილია,დავჯდეთ სადმე?
ტბის პირას, ხეებით დაბურულ ულამაზეს ადგილას ჩამოვჯექით.ისევ ჩუმად იყო.დაჟინებით მიყურებდა და საუბარს არ აპირებდა.
-ბატონო დევიდ მე დიდი ხანი ვერ დავრჩები,გისმენთ რა ხდება?
-ელენა,ისეთი მშვენიერი ხარ,უცხო სილამაზე გაქვს,გამორჩეული.აღარ ვფიქრობდი თქვენს ნახვას,მაგრამ ფეხებმა თვითონ მომიყვანეს თქვენთან.მინდა იცოდე,რომ გაგიჟებით მომწონხართ,ვერ გელევით,პირველივე დანახვისთანავე მოვიხიბლე თქვენით.მინდა რომ ხშირად გნახოთ,იმედია წინააღმდეგი არ იქნებით.
კი ვხვდებოდი რომ მოვწონდი,მაგრამ არ მოველოდი,რომ შეხვედრებს მომთხოვდა ასე მალე კაცი,რომალსაც საცოლე ყავდა და მალე დაქორწინდებოდა.
-გადაწყვიტეთ ქორწილამდე გაერთოთ ბატონო როჯერს?თქვენი საცოლე რა იტყვის ძალიან მაინტერესებს რომ გაიგოს რა გეგმები გაქვთ?
საცოლის ხსენებაზე სახეზე წამოენთო და ფეხზე წამოდგა.
-ელენა ჩემს საცოლეს ნუ ვახსენებთ ძალიან გთხოვთ,მე თქვენ მომწონხართ ძალიან და მინდა ხშირად გნახოთ,უფრო მეტიც,მინდა ჩემი საყვარელი გახდეთ,უზომოდ მიზიდავთ და თავს ვერ ვაკონტროლეებ.
გაოგნებისგან კინაღამ გული გამიჩერდა.ხმას ვეღარ ვიღებდი.
-მითხარით რამე ელენ,რატომ ხართ გაჩუმებული...
-რაა?გაჩუმებული კი არა გაოგნებული ვარ.თქვენ,მიუხედავად იმისა,რომ საცოლე გყავთ,ჩემთან გინდათ გაერთოთ?
-ეს გართობა არ იქნება,მე თქვენ სიგიჟემდე მინდიხართ.ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის ,რომ ჩემი გახდეთ.ვხვდები რომ ფინანსური პრობლემების გამო ხართ აქ ჩამოსული.მე თქვენ ყველა პრობლემას მოგიგვარებთ,ძალიან გთხოვთ ასე ნუ მიყურებ....
-ღმერთო ჩემო! თქვენ თავი ხომ არაფერს მიარტყით,რას ბოდავთ საერთოდ.მე კახპა კი არა ვარ.ჩემს ქვეყანაში ქალის პატიოსნება ფასდაუდებელია და ძალიან გთხოვთ აღარ მნახოთ,თავი დამანებეთ,არანორმალური ხართ და მეტი არაფერი.
გიჟივით წამოვხტი და კისრისტეხით გავარდი.ჩემს ბედად ტაქსის გაჩერება ადვილად შევძელი და თავი დავაღწიე დევიდ როჯერს,თუმცა დროებით.....
რამოდენიმე კვირამ წყნარად ჩაიარა.იმას თუ არ ჩავთვლით,რომ დედამ დამირეკა და მითხრა,რომ სესხი ვერ აიღო და სავარაუდოდ სოფლის სახლს დავკარგავდით..სასოწარკვეთილი ვიყავი.ბებია და პაპა....რა მოუვიდოდათ გაფიქრებაც კი მაგიჟებდა.....
ერთ დღესაც ტელეფონზე ზარი შემოვიდა უცხო ნომრიდან.
-დიახ,გისმენთ.
-ელენა,დევიდი ვარ.შენი ნახვა მინდა აუცილებლად.
-არ არსებობს,თავი დამანებე ავადმყოფო,არც კი იფიქრო ჩემი ნახვა.
ისეთი აგრესიული გავხდი,ალბათ გაოგნდა ჩემი საქციელით,თუმცა ჩემთვის სულერთი იყო,მინდოდა თავიდან მომეშორებინა და ამისთვის ყველაფერს ვიზავდი.
გავუთიშე,თუმცა მალე შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე,რამაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა:
-ელენა,მინდოდა შენი დავიწყება, მაგრამ ძალიან მომწონხარ და მივხვდი,რომ ეს შეუძლებელია.შენ ჩემი მოსმენა არ გინდა და მე სხვა გზა არ დამიტოვე.ვიცი,რომ არარეგალი ხარ, ერთი ჩემი ზარი და ამერიკას დაემშვიდობები სამუდამოდ.აირჩიე,ან ჩემი გახდები და მე ყველაფერში დაგეხმარები,ან არადა მე ვიცი რასაც ვიზავ.2 დღე დაგელოდები,რომ დაწყნარდე და დამიკავშირდი ამ ნომერზე.
შოკში ვიყავი,ცრემლები თავისით მომდიოდა,სულ ვკანკალებდი.ლილის ძალიან შეეშინდა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა და ტირილი დაიწყო.
-ნუ ტირი ძვირფასო,თავი მტკივა ძალიან და მაგიტომ ვტირი.ჩავიხუტე ბავშვი და ცოტა მომეშვა.გადაწყვეტილება უნდა მიმეღო!
მთელი ღამე გავათენე ტირილში.რა უნდა მექნა საქართველოში?შიმშლით სიკვდილი გველოდა მეც,დედას და ზუკას......
როგორ მომინდა დედასთან ჩახუტება,მისი სურნელი..ჩემი სახლი.....მაგრამ მე ვალდებული ვიყავი დამეცვა ისინი,მეპატრონა.ეს იყო ჩემი ვალი......
მესამე დღეს დევიდს მივწერე და შეხვედრა დავუთქვი იმ ტბასთან.
საკმაოდ ციოდა,თან ისე ვნერვიულობდი,რომ მოძრაობა მიჭირდა.მაინც მივედი.
-მოხვედი?მაპატიე,არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ჩამეგდე,მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე....
-მე ბევრი პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე და ვალდებული ვარ დავიცვა ისინი შიმშლისგან და სიკვდილისგან.როგორც გინდათ ისე იქნება.
თავი ჩავღუნე და ტირილი დავიწყე.
-ელენა არ გინდა გთხოვ.ველაფერს გაგიკეთებ რაც გინდა ,ყველა პრობლემას მოგიგვარებ გპირდები,უზრუნველად იცხოვრებ ხომ იცი ეს შემიძლია....
ნიუ-იორკში შევხვდეთ ხოლმე,იქ აპარტამენტი მაქვს და.....
-კარგით.ამ ვიქენდზე შევხვდეთ და მანახეთ ეგ თქვენი აპარტამენტი.ეხლა კი ნახვამდის.
უკან მოუხედავად წამოვედი.არ გამომყოლია....
ღამე ტირილში გავატარე.ძლივს ამოვისუნთქე,ვალების გადახდა დავიწყე.უარი რომ მეთქვა და თავისი მუქარა სისრულეში მოეყვანა მერე?ზუკას,დედას,ბებია-პაპას რა ეშველებოდათ?ათას რამეზე ვფიქრობდი.ჯოანასთან მინდოდა დალაპარაკება,მაგრამ შემრცხვა.....არადა როგორ ვოცნებობდი ქართველ ქმარზე,ქორწილზე...მაგრამ ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა...დევიდ როჯერსი მძულდა!
ვიქენდზე ვივიენს დავეთხოვე და ვუთხარი,რომ მეგობართან გავატარებდი ნიუ-იორკში.მერი თითქოს რაღაცას ეჭვობდა,ჩამეკითხა დევიდი ხომ არ შეგხმიანებიაო.მე რა თქმა უნდა ვიუარე და სწრაფად გავშორდი.
ქუჩის ბოლოში მანქანით დევიდის მძღოლი მელოდებოდა,მითხრა რომ დევიდი ნიუ-იორკში იყო და მასთან უნდა მივეყვანე.ერთ ლამაზ კაფესთან გამიჩერა და მითხრა ,რომ დევიდი კაფეში მელოდობოდა.
ფეხებს ძლივს მივათრევდი,მისი სახის დანახვა არ მინდოდა.ყველგან მოვათვალიერე,არსად არ ჩანდა.უკან გაბრუნებას ვაპირებდი სიხარულით,რომ ჩემი სახელი შემომესმა.
-ელენა,აქეთ მოდი.
შევხედე და თითქმის ვერ ვიცანი.კეპში,ჯინსის შარვალსა და მაისურში სულ სხვანაირი იყო,ბევრად მომხიბვლელი.
-მიხარია რომ გხედავ,მომენატრე ძალიან.
-მე არა ბატონო როჯერს.
-როგორ ხარ?
-ცუდად ძალიან.
-ელენა ვიცი,რომ იძულებით ხარ აქ,მაგრამ ისიც ვიცი რომ დახმარება გჭირდება რათა შენს პრობლემებს გაუმკლავდე.მე შენთან მინდა ყოფნა,ვერ გივიწყებ.დამიჯერე ყველაფერს გავაკეთებ,რომ შემეჩვიო.უშენოდ არ მინდა,არ ვიცი რა გამიკეთე....
-მე? მე არაფერი გამიკეთებია.
-კი როგორ არა,შენ მე მომაჯადოვე ელენა და მე არ გაგიშვებ არსად.მისმინე ანგარიში გაგიხსენი და სისტემატიურად ჩავრიცხავ სოლიდურ თანხებს.როგორც გინდა ისე გამოიყენებ.
-არ მჭირდება თქვენი არაფერი,თავი დამანებეთ-უცბად ისტერიული ტირილი ამივარდა,რომ წარმოვიდგინე ფულის სანაცვლოდ მისი საყვარელი როგორ გავხდებოდი.
-მე თქვენ მძულხართ,თქვენთან მხოლოდ ჩემი ოჯახის გულისთვის ვიქნები და ამას კარგად ხვდებით.მინდა რომ ჩემი მოვალეობა მოვიხადო ჩემების წინაშე და ოჯახი ფეხზე დავაყენო,ამაში ხელს ვერავის შემიშლის.
-ხელს არ შეგიშლი,პირიქ ჩემო ელენა,პირიქით.
-რამეს ხომ არ მიირთმევ?
-არა,არაფერს.
-წამოდი გავიდეთ მაშინ.
პატარა ბავშვივით გავყევი უკან.ცრემლებს ვერ ვიკავებდი.ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა.არც მახსოვს საით წავედით.გათუშული ვიჯექი.აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი ლიფტში როცა შევედით და დევიდმა 36 სართულს მიაჭირა ხელი.ხელს არ მიშვებდა ისე შევედით სახლში.გავოცდი,ისე ძალიან მომეწონა აპარტამენტი.მთელი სართული ეკევა,იმდენი ოთახი იყო დაიკარგებოდა ადამიანი და ყველაფერი საოცარი გემოვნებით მოწყობილი.
ხელი გამიშვა და მეც უზარმაზარ ოთახში დასჯილი ბავშვივით კედელს მივეყუდე.
-მოდი ჩემთან-ჩემი ხელი აიღო და ნაზად მეამბორა.
-ულამაზესი ხარ,ჩემი მინდა გახდე,უკან არაფერზე დავიხევ მშვენიერო ელენა.
ძალიან ახლოს მოვიდა.ჯერ თმაზე მეალერსებოდა,თავი ამაწევინა და ხელი ჩამომისვა ლოყაზე.სულ ვკანკალებდი,თავს ვერ ვიმორჩილებდი.
-მომენდე ელენა ნუ ნერვიულობ.
ამ სიტყვებით ტუჩებზე დამაკვდა.ისე მკოცნიდა,ისეთი ვნებით,რომ საოცარი გრძნობა დამეუფლა და მეც ავყევი კოცნაში.ქურთუკი გამხადა,კაბა ჩამიხსნა და უცბად ხელში ამიტაცა.საძინებელში შემიყვანა, უზარმაზარ საწოლზე დამაწვინა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო.ისეთი სხეული ჰქონდა,უზადო.დაკუნთილი და საოცარი ფერი დაჰკრავდა მის კანს.საწოლზე წამოვჯექი მორცხვად.ახლოს მომიწვა და ხელი ამისვა ფეხზე,ბარძაყზე მაგრად მომიჭირა და მე სუსტად შევკივლე.
-არ ვიცი რას მიშვები.სიგიჟემდე მინდიხარ.-თან ხარბად შემომყურებდა და ტანსაცმლის გახდას ცდილობდა.
-მე თვითონ გავიხდი-უცბად წამოვხტი და კაბის გახდა დავიწყე მორცხვად.მხოლოდ ლიფით და ტრუსით გამიჭრდა უცხო მამაკაცის წინაშე დგომა.ახლოს მოვიდა,მუცელზე მომეფერა,ლიფი ნელა გამხადა და სავსე მკერდზე მომაშტერდა. ძუძუს თავზე ხელი მომიჭირა,შემდეგ დაიხარა და ენით მომეალერსა.
-როგორი სურნელი გაქვს,ფაქიზი კანი ...ჭკუიდან მშლი ელენ....ოხვრა აღმოხვდა.ლოგინზე მიმაწვინა.ისე მეალერსებოდა გონება მებინდებოდა სიამოვნებისგან.ჩემი მკერდი მუჭში მოიქცია და ისე მეალერსებოდა.
ზემოდან მომექცა,ფეხები გადამაწევინა და ბიძგით შემოვიდა.ისეთი კივილი აღმომხდა,რომ წამით შეჩერდა და ზემოდან დამაცქერდა გაოცებული,მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა,ბიძგები ნელნელა გააგრძელა და უფრო ნაზად მეალერსებოდა.უკვე აღარ მომწონდა ეს ალერსი,მუცლის დაბლა საშინელ ტკივილს ვგრძნობდი და გაქცევა მინდოდა,თუმცა ისე ვყავდი მომწყვდეული სად გავიქცეოდი.ცოტა ხნის შემდეგ შეაჟრჟოლა და ჩუმი კვნესა აღმოხდა.მივხვდი რომ ყველაფერი მორჩა.ისევ ვტიროდი.გვერძე გადავბრუნდი და ჩუმად ავქვითინდი.
-რატომ არ მითხარი ძვირფასო,რომ შენთვის პირველი მამაკაცი ვარ.
-ეს რამეს შეცვლიდა?რაღაც არა მგონია.
უკნიდან მომეკრო და თმაზე განაგრძო მოფერება.
-შენ ჩემი ხარ ელენა,მხოლოდ ჩემი.
ტირილისგან დაღლილს მალე ჩამეძინა.
როცა გავიღვიძე დევიდი ოთახში არ დამხვდა.აბაზანაში შევედი და თბილი წყლიდან კარგა ხანს არ გამოვსულვარ.ოთახში გამოსულმა ულამაზესი პერანგები და კიდევ უამრავი ტანსაცმელი აღმოვაჩინე კარადაში.როგორც ჩანს ამაზეც უზრუნია როჯერს.
სასტუმრო ოთახში გავედი და გავოცდი,დევიდი ვახშამს ამზადებდა.როცა დამინახა,მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა.
-მოდი ვივახშმოთ.ჩემი ხელით გავამზადე ჩემო ძვირფასო.ღვინოს დალევ?
-სიამოვნებით.
მაგიდასთან დავჯექი,მან ღვინო დამისხა და თვითონაც დაჯდა.
-იცი საშინლად მშია.რამდენიმე დღეა წესიერად არ მიჭამია.მერი რაღაცას ხვდება,სულ კითხვებს მისვამს.
გაეღიმა მერის ხსენებაზე.-მერიმ რომც გაიგოს პრობლემა არაა.
მინდა რომ ვიქენდებზე აქ შევხვდეთ ხოლმე, რა თქმა უნდა საზღვარგარეთ თუ არ მომიწია საქმეზე გამგზავრება.მინდა რომ ხშირად გნახო.უკვე ვეღარ გავძლებ უშენოდ ელენა.-ისეთი თვალებით მიყურებდა,რომ თვალები დავხარე.
-მე ბედნიერი ვარ იმით,რომ ერთადერთი მამაკაცი ვარ შენს ცხოვრებაში,მაგრამ გაოცებულიც ვარ,რომ 25 წლის ულამაზეს ქალს აქამდე არავინ გყოლია.
-ნუ გაგიკვირდება დევიდ.საქართველოში წესიერ ოჯახაში გაზრდილი გოგონები მხოლოდ ქმრისთვის ინახავენ თავის უბიწოებას.შენ რომ არა გათხოვებამდე არც მე ვიფიქრებდი ვინმესთან დაწოლაზე.ეს შენ მაიძულე....
-კარგი არ გინდა,არ ინანებ ამას.მე შენ გაგაბედნიერებ......
საკმაოდ შევთვერი.ხან ვტიროდი,ხან ვსაყვედურობდი,გიჟივით ვიქცეოდი.ის კი ლამაზი,ღიმილიანი სახით შემომყურებდა და მხოლოდ საალერსო სიტყვები თუ წამოსცდებოდა.

*************
სახლში მხოლოდ მეორე დღეს წამიყვანა და შორიახლოს გამიჩერა.
რომ მივდიოდი ვგრძობდი მის დაჟინებულ მზერას,მაგრამ არ მიმიხედავს.
ჩვეულებრივ გავაგრძელე ჩემი ცხოვრება.ანგარიში შევამოწმე ,რაც მან მომცა და გავოცდი,50 000 $ იჯდა ჩემს ანგარიშზე.აღარ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა.მაშინვე დედას გადავუგზავნე ორივე ბინის ფული,ვუთხარი რომ ჯოანამ სესხი გამომიტანა.უკვე აღარ ვფიქრობდი იმაზე,რომ როჯერსის საყვარლობა მომიწევდა ამის გამო.აზრი აღარ ჰქონდა ამაზე ნერვიულობას.მე უნდა გამეძლო,ამეტანა და აღარ მეწუწუნა.
ყოველ საღამოს სასიყვარულო შეტყობინებებს მიგზავნიდა დევიდი და ერთი სული ჰქონდა ვენახე.
მე ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი ,რაც ლილის აღზრდა-განათლებას ეხებოდა.ყველას ვუყვარდი და პატივს მცემდნენ.ეხლა უნდა მომეფიქრებინა რა მეთქვა მათთვის ისეთი, რომ გავენთავისუფლებინე სამსახურიდან და ვიქენდზე დევიდს შევხვედროდი.
ერთ დღეს ვივიენს ვთხოვე დრო გამოენახა,რადგან მასთან დალაპარაკება მინდოდა---გისმენ ჩემო კარგო,ხომ მშვიდობაა?
-იცი ვივი მეუხერხულება,მაგრამ უნდა გითხრა,რომ მეგობარი მამაკაცი მყავს და მინდა მას ვიქენდზე შევხვდე ხოლმე.
-ელენ,ძალიან მიხარია,რა თქმა უნდა უქმეებზე რაც გინდა ის უნდა აკეთო.
-გმადლობ ვივი.ეხლა წავალ საქმეებს მივხედავ.
შაბათის-კვირას დაძაბული ველოდებოდი.ვერ ვხვდებოდი მინდოდა თუ არა მასთან შეხვედრა.თითქოს საკუთარი თავის პატივისცემას მაკარგვინებდა ეს ადამიანი,თან მიზიდავდა უზომოდ თავისი უზადო გარეგნობით,სასიამოვნო ხმის ტემბრით,განსაკუთრებით ელენას როცა მეძახდა......
შაბათ საღამოს ჩვენს აპარტამენტში მივედი.დევიდი არ იყო მოსული.დაძაბული ვიყავი ძალიან,მრცხვენოდა ამდენის უფლებას რომ ვაძლევდი თავს,სადღაც შინაგანად მეც მინდოდა დევიდთან ურთიერთობა,თუმცა თავს არ ვუტყდებოდი.
დივანზე მივწექი და არ მახსოვს რამდენი ხანი ველოდე,ბოლოს ჩამეძინა.მისმა სურნელმა და ალერსმა გამაღვიძა.
-მაპატიე რომ დიდხანს გალოდინე ჩემო ძვირფასო,გადაუდებელი საქმეები მქონდა და ვერც კი დაგირეკე.
-მესმის დევიდ, მე არაფერს გსაყვედურობ.
-წყალს გადავივლებ,იქნებ ყავა მოგემზადებინა მანამდე....
თავი დავუქნიე.ტუჩებში მაკოცა ძალიან ტკბილად და აბაზანისკენ გაემართა.მე ყავის მომზადება დავიწყე....მიზიდავდა აშკარად,თავს ვერ ვერეოდი,მინდოდა მომფერებოდა...ხელები სახეზე ავიფარე.
-ელენ რამე მოხდა?
-არა,არაფერი- უცბად შევტრიალდი.პირსახოცი შემოეხვია წელზე.ისეთი მიმზიდველი იყო თავისი დაკუნთული სხეულით,სველი თმა სახეზე ჩამოშლოდა....
აშკარად უსირცხვილოდ ვათვალიერებდი.მომიახლოვდა და სახეზე ხელი ჩამომისვა.
-ყავა მზადაა,დავასხა?-ხმას არ მცემდა,დაჟინებით მიყურებდა და მძიმედ სუნთქავდა.
-ელენ,შენ არ იცი რამხელა ბედნიერებაა ,რომ ჩემთან ხარ.მინდა სულ ერთად ვიყოთ გესმის?დაანებე სამსახურს თავი და აქ გადმოდი საცხოვრებლად,ხომ იცი ყველაფერს გავაკეთებ შენთვის.
-დევიდ ვივიენს ვერ დავაღალატებ,ბავშვი შემეჩვია ძალლიან.
-მოდი ჩემთან-ხელი მომხვია წელზე და ახლოს მიმიზიდა.-მინდა მოგეფერო,ჩემო პატარავ.
ხელში ამიყვანა და ჩვენს საძინებელში წამიყვანა, სადაც ძალიან გრძელი ღამე მელოდა,ვნებით და ალერსით სავსე.....
კვირასაც მთელი დღე ერთად ვიყავით.ხან სადილს ვამზადებდით ერთად და ვჭამდით,ხან ფილმებს ვუყურეთ.მეალერსებოდა,მეც ვეღარ ვმალავდი ,რომ ეს ყველაფერი საოცრად მომწონდა.
-არ მინდა გაგიშვა...ვერ გელევი ელენა.შენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე.
-მე კი არა შენ დააყენე ჩემი ცხოვრება თავდაყირა.-ღიმილით ვუპასუხე და ჩავეხუტე.-უნდა წავიდე გვიანია დევიდ.
-მე წაგიყვან ჩავიცვამ.
გული დარჩენას მთხოვდა ,მაგრამ არ შემეძლო....
ისევ არ მომიხედავს უკან.არ მინდოდა მეტირა.ეზოში შევჩერდი,ვიცოდი,რომ დევიდი უკვე მიყვარდა სიგიჟემდე და არ ვიცოდი რა მეშველებოდა ამის მერე.რა იქნებოდა?ამის მეშინოდა ზუსტად.რა იქნებოდა ამის მერე?როცა მოვბეზრდებოდი და მიმატოვებდა მე რა მომივიდოდა ,ამის გაფიქრებაც კი გულს მიკლავდა......
**************************************************************
შობა ახლოვდებოდა.ოჯახში სადღესასწაულო სამზადისი იყო.მე და ლილიმ ნაძვის ხე ავაწყვეთ,ოთახები მოვრთეთ.მერიმ განაცხადა,რომ შობას მისი და შერონი გვეპატიჟებოდა და ყველა უნდა წავსულიყავით.ჩემთვის სულერთი იყო.უკვე ვიცოდი,რომ დევიდიც იქ იქნებოდა.იმდენად ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს,რომ მონატრების საშუალებას არ მაძლევდა.ყველგან დავდიოდით ხან მანქანით,ხანაც მისი პირადი თვითმფრინავით.სხვადასხვა შტატში ხან ფილმის პრემიერაზე,ოპერაში,რესტორნებში.ვიცოდი,რომ უამრავი საქმე ჰქონდა,მაგრამ მაინც ნახულობდა ჩემთვის დროს.სულ მეფერებოდა,უამრავ საჩუქარს მჩუქნიდა,ანგარიშზე კი უკვე უამრავი ფული ჰქონდა ჩარიცხული.ყველანაირი ვალი გავისტუმრე საქართველოში.ჩემები ძალიან ბედნიერები იყვნენ და უკვე ჩასვლას მთხოვდნენ.ზუკა სულ ტიროდა ჩემი ხმის გაგონებაზე,მაგრამ დევიდს ვერ ველეოდი,მე მის გარეშე არავინ ვიყავი,უბრალოდ მოვკვდობოდი.
შობის დღეს უამრავი საჭმელი მოვამზადეთ და შერონთან წავედით.მოუთმენლად ველოდი დევიდის ნახვას,მაგრამ საშინელი იმედგაცრუება მელოდა.როცა შევედით მაშინვე შევნიშნე ბუხართან მჯდომი დევიდი და მის გვერდით კი ბრიტნი ფუჟერით ხელში.გული გამიჩერდა მათ დანახვაზე,ვეღარ ვინძრეოდი.
-ეს არის თქვენი ულამაზესი ელენა?-სანდომიანი მოხუცის ხმამ მომიყვანა აზრზე.
-კი შერონ ეს არის-ღიმილით უპასუხა მერიმ.
ჩვენმა საუბარმა წყვილის ყურადღება მიიპყრო.დევიდი შეცბუნებული ჩანდა ჩემს დანახვაზე.ადგა თავის დაკვრით მოგვესალმა,მერიმ ჩაკოცნა თავისი საყვარელი ბიჭი.ბრიტნი არც კი განძრეულა,არც მერის მისალმებია და არც არავის.ცოტა არ იყოს გავოცდი,ასეთი ცივად და უცხვირპიროდ რატომ იქცეოდა.
-გაიგე მერი ჩვენი გვრიტები თებერვლის ბოლოს ქორწინდებიან.....
-ჩემო ძვირფასებოო,როგორ გამახარეთ,ჩამახუტეთ პატარები მალეეე
ეს უკვე ნამეტანი იყო.ცრემლებმა დამახრჩო.აბაზანაში შევვარდი და მწარედ ავქვითინდი.ვეღარ ვჩერდებოდი.დევიდი ცოლს ირთავდა....ნეტავი რისი იმედი მქონდა?მეზიზღებოდა ჩემი თავი.
ტელეფონი განათდა.დევიდის შეტყობინება იყო:
„ვიცი,რომ ცუდად ხარ.გთხოვ დაწყნარდი.ხვალ დავილაპარაკოთ.მე შენ არასოდეს მიგატოვებ.“
ეს მართლაც სიგიჟე იყო.რის მიღწევას ცდილობდა არ ვიცოდი.უკვე აღარაფერი ვიცოდი.ძლივს დავწყნარდი.სახე დავიბანე და სასტუმრო ოთახში გავედი.
სადილზე არაფერი მიჭამია.ხმაც არ ამომიღია.არც დევიდსაც.ისიც ჩუმად იყო,დროდადრო გამომხედავდა ხოლმე.ბრიტნიც არ იყო ენაწყლიანი.მოხუცები ძალით ალაპარაკებდნენ.როგორც იქნა სახლში წამოვედით.მე მაშინვე დავწექი და მკვდარივით ჩამეძინა.
დილით დევიდის შეტყობინება დამხვდა,რომ მელოდებოდა ჩვენს სახლში.მე რა თმა უნდა არ ვაპირებდი მასთან შეხვედრას და თავის დამცირებას.სულაც არ მინდოდა გაეგო ჩემი გრძნობების შესახებ.ამიტომ ტელეფონი საერთოდ გამოვრთე.ლილის არდადეგები ჰქონდა და მასთან ერთად გადასარევად ვერთობოდი.ახალი წლის მოსვლას ველოდი მთელი გულით.ჩემებს უამრავი საჩუქარი გავუგზავნე და ამითაც ბედნიერი ვიყავი.ახალი წლისთვის გიზინაყი გავაკეთე.გაგიჟდა ლილი ისე მოეწინა და არა მარტო ლილი.
ახალი წლის შემოსვლა ზარზეიმით ავღნიშნეთ.შამპანიურით საკმაოდ შევთვერი და საშინლად მომინდა დევიდის ხმის გაგონება,მაგრამ მაინც თავი ხელში ავიყვანე და არ დამირეკავს.
ღამის 2 საათზე დავწექი და გავითიშე.არ ვიცი რომელი საათი იქნებოდა,რომ კაკუნმა გამაღვიძა.ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა,შემდეგ კი წამოვდექი როგორც იქნა და აივნის კარებთან მივედი.იქ დევიდი იდგა შამპანიურით ხელში.გაშტერებული ვუყურებდი.მეგონა მელანდებოდა.
-გამიღე კარები ელენა გავიყინეე-თავისი საოცარი ღიმილით მიყურებდა.
კარები გავაღე.უჩუმრად შემოვიდა და ჩემთან ახლოს მოვიდა.
-ახალ წელს გილოცავ მშვენიერო,ბედნიერება მოეტანოს ამ წელს ჩვენთვის.
ეს უკვე მეტისმეტი იყო ჩემთვის.ჩავეხუტე და ავტირდი.
-ნუ ტირი პატარავ.მომენატრე სიგიჟემდე.რატომ გამორთე ტელეფონი?იცი გამაგიჟე მგონი.-არეული ლაპარაკობდა,აშკარად ნასვამი იყო.
-დევიდ......
-ჩუმად ძვირფასო,შენი ტუჩები მომენატრა მოდი ჩემთან........
იქვე სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩამისვა.დიდი ხანი ვეალერსებოდით ერთმანეთს.ჯიბიდან საშუალო ზომის შეფუთული ყუთი ამოიღო.
-ეს შენი საჩუქარია ელენ,მინდა სულ გეკეთოს.
ოქროს ყელსაბამი იყო,ბრილიანტის პატარა კულონით.
-დევიდ ულამაზესია.მე კიდევ არ მაქვს შენთვის საჩუქარი...მაპატიე.
-ელენა,შენ თავად ხარ ჩემი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი.
უცბად მისი საცოლე გამახსენდა და სახე წამეშალა.მიხვდა დევიდი ყველაფერს.
-ელენა მომისმინე ძალიან გთხოვ.ბრიტნის წინაშე ჩემი ვალდებულება მაქვს.მამამისი ჩემი მეგობარი და პარტნიორი იყო.ის ყველაზე წესიერი ადამიანი იყო ვისაც კი ვიცნობდი.ჩემი გულისთვის მოკვდა,გადამეფარა როცა ჩამისაფრდნენ და მესროლეს.მითვალთვალებდნენ და იცოდნენ დაცვის გარეშე ,რომ ვიყავი.მე სიკვდილის წინ დავპირდი ,რომ ბრიტნის მივხედავდი.
-მკვლელები ვინ იყვნენ?
-ჩემი მეორე პარტნიორი,რომელსაც ჰოლდინგის ხელში ჩაგდება სურდა და მე ვუშლიდი ხელს.
-ბრიტნის ისე უპატრონე,ცოლად მოყვანა რა საჭიროა?
-მე მას ძალიან ვუყვარვარ ელენა,ხელს ვერ ვკრავ,პირობა მაქვს მიცემული....
-დევიდ იცოდე მე ხელს არ შეგიშლი,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა აღარ გაგრძელდება.მე არ შემიძლია ასე...ისედაც ჩემს თავმოყვარეობას დიდი ხანია გადავაბიჯე.
-ჩემო ძვირფასო,ამას ნუ მეუბნევი,გთხოვ...მე ,მე ვერ გავძლებ უშენოდ ,შენ ჩემი ცხოვრება ხარ.ნუ მსჯი გთხოვ ელენა..-სასოწარკვეთილი მიყურებდა.
-ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე შეცდომა იყო დევიდ.შენ მე მაიძულე,ხომ არ დაგავიწყდა?მაგრამ ეხლა მეც ძალიან მიჭირს შენს გარეშე.მოვკვდები უშენოდ,თუმცა ისე არ დავეცემი,რომ ცოლიან კაცთან დავიჭირო საქმე.შენი წყალობით საკმაოდ დავაგროვე ფული,ხოდა საქართველოში წავალ,აქ ცოდო ვარ შენს გარეშე...-ამის თქმა იყო და ავტირდი,საშინლად მტკიოდა გული ამ ყველაფერს ,რომ ვაანალიზებდი.მის გულზე მიხუტებულს არც მახსოვს ტირილში როდის ჩამეძინა.
დილით როცა გავიღვიძე დევიდი უკვე წასულიყო.ბალიშს ჯერ კიდევ ასდიოდა მისი სურნელი.გადაწყვეტილება უკვე მივიღე.დევიდთან ურთიერთობის 2 თვით უნდა დავმტკბარიყავი მაქსიმალურად.
****************************************************

თებერვალი იდგა.ძალიან ციოდა ჰარტფორდში.თოვლი,ყინვა და ქარი შუძლებელს ხდიდა ,რომ გარეთ ცხვირი გაგეყო.დევიდი გიჟს გავდა.2 კვირა გადიოდა რაც ამინდის გაუარესების გამო ტრანსპორტს უჭირდა მოძრაობა და მეც ვერ გავდიოდი სახლიდან.საღამოს,ძილის წინ ჩვენი ვიდეო ზარები საათები გრძელდებოდა.ხან ვიცინოდით,ხან სისულელებს ვლაპარაკობდით,მოკლედ ერთმანეთი უზომოდ გვენატრებოდა.
პარასკევი საღამო იყო.დევიდმა დამირეკა და მითხრა,რომ მოვმზადებულიყავი,მაიამში მივდიოდით.ძალიან ავფორიაქდი.ვივიენი გავაფრთხილე და პატარა ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავალაგე.ვიცოდი,რომ დევიდი ყველაფერზე წინასწარ იზრუნებდა.
საოცარი ამინდი დაგვხვდა მაიამში,სულ სხვა სამყარო.5 ვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით.ისეთი ხედი იშლებოდა ჩვენი ფანჯრებიდან,რომ სუნთქვა შემეკვრა.მძიმე სუნთქვა ვიგრძენი კისერთან.
-შენ არ იცი რა ლამაზი და სასურველი ხარ.ნებისმიერს გადაიყვან ჭკუიდან.მომენატრე ელენა....-ყელზე მეალერსებოდა.მივტრიალდი და შუბლი მივადე.-დევიდ -ერთი ამოვიკვნესე მისი სახელი და მაშინვე ხელში ამიტაცა.საძინებლიდან დიდხანს ისმოდა ჩვენი ვნებით გათანგული ხმები და კვნესა....
შაბათს,საუზმის შემდეგ ტენისის კორტებზე წავედით,დევიდი შეუდარებლად თამაშობდა და როცა დრო ჰქონდა,ყოველთვის მიდიოდა სათამაშოდ.ადგილზე როცა მივედით,მანქანიდან გადმოვედით და ის იყო რომ კოცნას ვაპირებდი ვიღაცის ხმამ შემაჩერა.
-ვაუ ამას ვის ვხედავ,თვით დევიდ როჯერსი....და ეს მშვენიერი არსება ვინაა დევიდ?-წინ საკმაოდ სიმპატიური ყმაწვილი დაგვიდგა ღიმილით.
-ახ,ჯიმ როგორ ხარ?ეს ელენაა ჩემი მეგობარი.
-მეგობარი?ჰაჰა ძალიან ლამაზია მეგობრის კვალობაზე.
-ელენ ეს ჯიმი სტიუარტია,ბრიტნის დეიდაშვილი.
-სასიამოვნოა.მე გავალ და კორტებზე დაგელოდები დევიდ.-არ შევიმჩნიე ნერვიულობა.
კარგა ხანს ველოდი,ბოლოს გამოჩნდა ცოტა არ იყოს სახეწაშლილი იყო.
-დევიდ მშვიდობაა?
-დამემუქრა ბრიტნის ვეტყვი საყვარელი ,რომ გყავსო და ხელი დავარტყი.ნაბი****რია მაგარი და ნაძირალა.მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი.თვითონ ტიპიური ალფონსია,მექალთანე.
-ხო საკმაო სიმპატიურია.დაიკიდე,წამოდი წავიდეთ თუ გინდა.
-არა მელოდებიან,ერთ სეტს ვითამაშებ.
მე საგულშემატკივროდ მოვკალათდი და საერთოდ დამავიწყდა ჯიმ სტიუარტი.
დევიდი გაღიზიანებული ჩანდა,აგრესიულად თამაშობდა.შესვენებაზე მითხრა,რომ მანქანაში ტელეფონი დარჩა და მომეტანა.
მანქანა გავაღე და ტელეფონი ჩანთაში ჩავიდე.ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი,რომ ვიღაცამ მანქანას მიმანარცხა.შევკივლე.ჯიმი იყო.ხელი ვკარი და გაქცევა დავაპირე,მაგრამ სხეულზე მომეწება და ხელები დამიჭირა,განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
-რა გინდა არანორმალურო,გამიშვი.დევიდს ვეტყვი იცოდე.
-ჰაჰაჰა,ფეხებზე შენი დევიდი ჩიტო.არ გინდა ჩემთან გაერთო?დევიდს დაგავიწყებ ერთ წამში,მოიხიბლები ჩემით.-ისე მეტაკა რომ ვერც გავინძერი,ტუჩებს მილოშნიდა და მთელი ძალით მაწვებოდა.ვეღარ ვსუნთქავდი და ის იყო გული უნდა წამსვლოდა,რომ თავსუიფლება ვიგრძენი.აზრზე როცა მოვედი დავინახე ,როგორ ურტყავდა დევიდი სტიუარტს.
-თვითონ გემეკეკლუცა და მეც უარი ვერ ვუთხარი როჯერს.-სიცილს არ წყვეტდა სასისხლიანებული ჯიმი.-აშკარად მოვხიბლე შენი ქალი.
დევიდი უკონტროლო გახდა.ძალა მოვიკრიბე და დევიდს წინ დავუდექი.
-დევიდ მოკლავ,თავი დაანებე გთხოვ წავიდეეთ-ვტიროდი სასოწარკვეთილი.
ჩემმა ხმამ გამოაფხიზლა დევიდი.ხელი მომკიდა და რასაც ქვია მანქანაში ჩამაგდო.
სასტუმროში გიჟივით შევარდა,მეც მიმათრევდა.ასეთი დევიდი არასოდეს მენახა.
ნომერში შევედით და ხმის ამოღება გავბედე.
-დევიდ დაწყნარდი რა მოგივიდა.შენ რა იეჭვიანე?
-მშვენივრად კოცნაობდით რაც მე დავინახე.
-რაა? შენ რა გაგიჟდი?ვერ დაინახე როგორ ვყავდი მიმწყვდეული?ხელებიც გაკავებული მქონდა და გიჟივით მლოშნიდა,კინაღამ გამგუდა.
-არა მიტმასნილი რომ იყავი მე ეგ დავინახე,ხომ თქვი რომ სიმპატიურიაო.სხვა მოგინდა?მე აღარ გაკმაყოფილებ?
ამ სიტყვებმა ჭკუიდან გადამიყვანა და სახეში გავარტყი.
-ხელი დამიჭირა და ყბაზე ხელი ისე მომიჭირა,რომ სიმწრისგან ავტირდი.
-მოდი ვნახოთ ვინ უკეთ გაკოცებს.-მხეცივით მეტაკა.გიჟივით მკოცნიდა.მე ხელი ვკარი და გაქცევა დავაპირე.ძალიან შემეშინდა.დამეწია და საწოლზე დამაგდო,ყველაფერი შემომახია,უხეშად მკოცნიდა,მკბენდა და ხელს მიჭერდა ბარძაყებზე ისე,რომ მტკენდა.ვეხვეწებოდი,რომ თავი დაენებებინა,ვებრძვოდი რაც შემეძლო,მაგრამ ამაოდ,ძალა გამომეცალა და დავნებდი.....
ღამე იყო ადგომა რომ შევძელი.სასტუმრო ოთახში ვნახე გალეშილს ეძინა.სასმლის ბოთლები აქეთ-იქით მიმოეფანტა,როგორც ჩანს ბევრი დაელია.ჩავიცვი და სასტუმრო დავტოვე.აეროპორტისკენ გავეშურე და დიდი წვალების შემდეგ ჰარტფორდში დავბრუნდი განადგურებული.მერიმ და ვივიენმა მაშინვე შენიშნეს სილურჯეები ჩემს მკლავებზე და სახეზე.
-ელენა ძვირფასო რა მოხდა?-გაგიჟებული მეკითხებოდნენ.
-ჩემმა ბოიფრენდმა იძალადა ვივი-ტირილი ამიტყდა.იეჭვიანა და....განადგურებული ვარ.-გულამოსკვნილი ვტიროდი.რა იცოდნენ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი.
-წამოდი ჩემო გოგო დაისვენე,დამამშვიდებელს მოგცემ.
წამალი დავლიე და ცოტა ხანში გავითიშე კიდეც.ალბაათ 24 საათი მეძინა .გამოფიტულმა გავიღვიძე.ტელეფონზე დევიდის 121 ზარი იყო შემოსული და შეტყობინება,სადაც ყურმილის აღებას მთხოვდა.ძალიან ცუდად ვიყავი.ჯოანა გამახსენდა და დავურეკე ,რომ მჭირდებოდა.
საღამოს ჯოანა მოვიდა.ჩემს ოთახში შევიყუჟეთ,ყველაფერი მოვუყევი.თან ვტიროდი და მოვსთქვავდი.ჯოანა ხმას ვერ იღებდა,მხოლოდ მამშვიდებდა.
-ელენ არ შეარჩინო ეს დამცირება და შეურაცხყოფა.ეს როგორ გაგიბედა.
-ჯოანა ცუდად ვარ.მე ის სიგიჟემდე მიყვარს.როგორ გამიკეთა ეს.არც კი მომისმინა....121 ჯერ აქვს დარეკილი.მწერს რომ ვუპასუხო.რა ნამუსით დამირეკა...
-არ უპასუხო,ეხლა მაინც ძალიან ცუდად ხარ.დაბლოკე საერთოდ.
-მართალი ხარ,დავბლოკავ მის ნომერს.
ასე ტირილ-ტირილში გავატარეთ ის ღამე.მეორე დღეს ძალაგამოცლილი,მაგრამ ცოტა დამშვიდებული ავდექი.ჯოანა გავაცილე და ჩემს საქმეს შევუდექი.
ერთი კვირის შემდეგ,როცა ლილის სკოლიდან მოვდიოდი,წინ დევიდი გადამიდგა.მის დანახვას არ ველოდი და ნერვიულობისგან კინაღამ დავეცი,მისმა ხელმა დამიჭირა.
-მინდა გელაპარაკო,როგორ ხარ?
-როგორ ვარ?ძალიან ცუდად დევიდ,შენ მე გამანადგურე და რის გამო...აღარ მინდა გნახო აღარასოდეს,გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.
-ელენა მომისმინე..
-არა დევიდ,არ მოგისმენ.გზიდან ჩამომეცალე და დაივიწყე ჩემი სახელი,თორემ ყველას მოვუყვები ჩვენზე და იმასაც რაც გამიკეთე.-ხელი ვკარი და სწრაფი ნაბიჯით გავეცალე.არ გამომყოლია....
***************************************************************
თებერვალი იწურებოდა და მისი ქორწილი ახლოვდებოდა.
ერთ დღეს სახლში ტელეფონმა დარეკა.შერონი იყო,მერის და.ცოტა ხანში მერის ქოთქოთი გავიგონე.
-რაღაც მოხდა,რატომ ჩაშალეს ქორწილი?
-ვინ ქალბატონო მერი?ვიზე საუბრობთ?
-ჩემს დევიდზე და ბრიტნიზე რა თქმა უნდა.
-რა მოხდა მერე?
-ქორწილი აღარ იქნებაო.დაშორებულან.ჩემს ბიჭს უნდა დავურეკო.
რამდენჯერმა სცადა მერიმ დარეკვა,მაგრამ დევიდს ტელეფონი გამორთული ჰქონდა.მე გაოგნებული ვიყავი.ალბათ ჯიმმა უთხრა ყველაფერი ბრიტნის,სხვა რა უნდა ყოფილიყო.დევიდისგან არაფერი ისმოდა.მხოლოდ ერთხელ დაურეკა მერის და უთხრა,რომ მან და ბრიტნიმ ასე გადაწყვიტეს და ნუ ინერვიულებდა.
*********************************
გაზაფხული მოვიდა და პირველ დღეებშივე ვიგრძენი რაღაც ცვლილება ჩემში.სუსტად ვიყავი და თავბრუსხვევები დამჩემდა.რამდენჯერმე გულიც ამერია.აშკარა იყო,მე ფეხმზიმედ ვიყავი.ბოლოს იმ საშინელ დღეს რა თქმა უნდა ვინ იფიქრებდა თავის დაცვაზე,ისეთი გაგიჟებული იყო დევიდ როჯერსი.სასოწარკვეთილი დავყურებდი ტესტს.გავვარდი და კიდევ ვიყიდე რამოდენიმე.ყველა დადებითს აჩვენებდა.ჯოანას დავურეკე და ვუთხარი,რომ ფეხმძიმედ ვიყავი.მითხრა,რომ თავი დამენებებინა სამსახურისთვის და მასთან გადავსულიყავი.მე ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი,რადგან ვიცოდი ვეღარ შევძლებდი ჩემი მოვალეობის შესრულებას ისე სუსტას ვიყავი.
მერის და ლილის ვთხოვე დრო გამოენახათ,რადგან დალაპარაკება მინდოდა.
-ძალიან მერიდება,მაგრამ მინდა გითხრათ,რომ აქ მუშაობას ვეღარ შევძლებ.ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და მინდა თავს მივხედო.საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას.
-ხომ მშვიდობაა ძვირფასო?რა პრობლემები გაქვს?იქნებ დაგეხმაროთ?
-არა მერი გმადლობთ,ვერ შეგაწუხებთ.იმ კვირაში გადავალ.
-ლილი გაგიჟდება,ისე უყვარხარ-მითხრა ვივიენმა.
-მეც ხომ იცით როგორ მიყვარს,მაგრამ თავი აღარ მაქვს,რომ მივხედო ვივი,მაპატიე.
მეორე დღეს მერიმ კაბინეტში დამიძახა.
-ეს შენს მეგობარ კაცს უკავშირდება ელენა?
-დიახ ქალბატონო მერი-ვერ დავმალე სიმართლე.
-ნუ დაგავიწყდება რომ 50 წელი ექიმი ვიყავი და არც ეხლა ვარ გამოჩერჩეტებული ისე,რომ ვერ მივხვდე.შენ ორსულად ხარ ელენა,ჩემო გოგო.
გაოგნებისგან ავტირდი,ხელები ავიფარე სახეზე.ძალიან მცხვენოდა აღიარების.
-სახეზე შენი სიფერმკთალე,თავბრუსხვევები,გაძლიერებული მადა და რამოდენიმეჯერ დაგინახე როგორ შევარდი საპირფარეშოში,ალბათ გული აგერია.
-ქალბატონო მერიი , მეე....
-არ გინდა არაფრის ახსნა.შენ რასაც გადაწყვეტ ისე იქნება.იცოდე მხოლოდ,რომ მე ნებისმიერ წუთას დაგეხმარები თუ საჭირო გახდება.-ახლოს მოვიდა და ჩემეხუტა .ეს საყვარელი მოხუცი ძალიან გამჭრიახი და დაკვირვებული ყოფილა.
*********************************
შემდეგ კვირას ჯოანასთან გადავედი ნიუ-იორკში.ძალიან დაბნეული ვიყავი.თან საქართველოში მინდოდა დაბრუნება,დედა და ზუკა ძალიან მენატრებოდნენ.თან ვერ ვწყვეტავდი გამგზავრებას.მიუხედავად ყველაფრისა დევიდი სიგიჟემდე მენატრებოდა.ჯოანა მაძალებდა მისთვის სიმართლე მეთქვა,მაგრამ ავუკრძალე მასზე ლაპარაკი.დევიდს არასოდეს ვაპატიებდი ჩემს დამცირებას და შეურაცხყოფას.თან მე არც კი ვიცოდი ვუყვარდი თუ არა მას.არა კი მეუბნებოდა ,რომ მისი ბედნიერება ვიყავი,თუმცა რომ ვუყვარდი არასოდეს უთქვამს.აი მე კიდევ უზომოდ მიყვარდა და მენატრებოდა,მაგრამ მის გარეშე ცხოვრება უნდა მესწავლა.ახლა იმაზე ვდარდობდი დედისთვის რა მეთქვა.როცა იქნებოდა ხომ უნდა გამემხილა მისთვის,რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
ასე გავიდა ერთი თვე ჩემი ტეილორების სახლიდან წამოსვლიდან.ჯოანა ძალიან მიწყობდა ხელს.ჩემს ჯანსაღ კვებაზე ძალიან ზრუნავდა.მის ამაგს როგორ გადავიხდიდი არ ვიცოდი.
ერთ დღესაც ჯოანას სამსახურში წასვლის შემდეგ გარეთ გასეირნება გადავწყვიტე.აპრილის თბილი დილა იყო.გარეთ გავედი და ის იყო მოსახვევში უნდა გავსულიყავი,რომ ჩემი სახელი შემომესმა.მოვტრიალდი და ჩემს წინ დევიდი იდგა.წვერ მოშვებული და საკმაოდ გამხდარი.ცოტა შევშფოთდი მის დანახვაზე.
-დევიდ,აქ რა გინდა?
-ელენა-ახლოს მოვიდა.-რამდენი გეძებე,რომ იცოდე და როგორც იქნა გიპოვე.
-მისმინე დევიდ.არ გინდა.მე შენთან საქმე დავამთავრე.კარგად იყავი.-მივტრიალდი და ერთი ნაბიჯი გადავდგი თუ არა ხელი დამიჭირა და მთელი ძალით გულზე მიმიხუტა.ღმერთო როგორ მენატრებოდა მისი სურნელი,თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
-დევიდ არ გინდა გთხოვ-ხელი ვკარი და სწრაფად გავშორდი.
-ვიცი რომ ფეხმძიმედ ხარ.
-რაა? -სიმწრით გამეცინა.-შენი არ არის ბავშვი,ჯიმისაა,მანქანასთან ზასაობის დროს გავაკეთეთ.კარგათ იყავი.
-ელენაააა -ხელი მომკიდა,თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა,ხმა უკანკალებდა.
-მიყვარხარ გესმის,სიგიჟემდე მიყვარხარ....მე ძალიან ცუდად ვარ შენს გარეშე,ცხოვრება ჩამომენგრა.არ წახვიდე გთხოოვ....
გაშტერებული ვუყურებდი.მიუხედავად იმისა,რომ როცა ერთად ვიყავით , უდიდეს სითბოს და პატივისცემას ვგრძნობდი მისგან,სიყვარულზე არასოდეს უსაუბრია.სულ მაკლდა მისგან სიტყა „მიყვარხარ“.
-დევიდ....-სიტყვები ყელში მეჩხირებოდა.ხელები სახეზე ავიფარე და ხმამაღლა ავზლუქუნდი.
-მოდი ჩემტან პატარავ-ჩამიხუტა გულში და თბილად მეფერებოდა თავზე,მკოცნიდა.-ნუ ტირი ყველაფერი კარგად იქნება,მაპატიე გთხოვ,ოღონდ მაპატიეეე.....
სახლთან ახლოს პატარა პარკი იყო და იქ ჩამოვჯექით სკამზე.მიხუტებულები ვიჯექით და მის გულისცემას ვისმენდი.თითქოს სიზმარი იყო და გამოფხიზლება არ მინდოდა.
-მაშინვე მივხვდი რაც ჩავიდინე შენს წინაშე-საუბარი დაიწყო-მაგრამ სითამამე არ მეყო მენახე მაშინვე და პატიება მეთხოვა,სმა დავიწყე,ჰოლდინგშიც კი აღარ მივდიოდი.იმ ნაძირალამ ჯიმმა რა თქმა უნდა ყველაფერი უთხრა ბრიტნის.ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო შენ თუ ჩემთან არ იქნებოდი.მე არაფერი მიუარია და პირიქით ვუთხარი,რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ და შენს გარეშე უბედური ვარ.საბოლოოდ ამ ამბავმა მასთან დაშორება გამიმარტივა.მე მას რა თქმა უნდა არ დავტოვებ მარტო და სულ ვუპატრონებ,მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა იქნება.მანაც გამიგო და ისტერიკა არ მოუწყვია.
-ჩემი ორსულობის ამბავი მერიმ გითხრა ხომ?
-სიგიჯემდე,რომ მომენატრე მერისთან მოგაკითხე,მაგრამ იქ აღარ დამხვდი.მას ყველაფერი მოვუყევი და მაშინ მითხრა შენს ორსულობაზე. მითხრა,რომ სამშბლოში აპირებდი წასვლას.მე მთელი აეროპერტები მოვიარე,ვინ აღარ ჩავრიე და აღმოვაჩინე,რომ არსად არ გამგზავრებულხარ.კინაღამ გავგიჟდი,ვერ გპოულობდი.მერე გამახსენდა მაშინ,ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ჯოანასთან რომ დაგტოვე და 3 კვირაა ახლო-მახლო დავეხეტები,მაგრამ მხოლოდ დღეს გნახე...-ხმა ისევ უკანკალებდა და ძალიან ღელავდა.
-ერთი თვეა შენთვის რაღაც მაქვს ნაყიდი და მინდა განახო-თავი ავწიე.
ჯიბიდან ლამაზი,პატარა ყითი ამოიღო და გახსნა.ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი იწონებდა თავს.
-მინდა,რომ ჩემი ცოლი გახდე და ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად ჩვენს შვილებთან ერთად.
-დევიდ-თვალები ამიცრემლიანდა-მე,მე შენთან მინდა,თანახმა ვარ დევიდ,მიყვარხარ უზომოოოოოდ.......
***************************************************
ძალიან მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ ჩვენს ვილაში.მხოლოდ ტეილორები და დევიდის ახლო ნათესავები იმყოფებოდნენ.მეჯვარე რა თქმა უნდა ჯოანა იყო.
მუცელი უკვე მეტყობოდა ულამაზეს მაქმანებიან თეთრ კაბაში.ქორწილის დღეს,ჩაცმას რომ მოვრჩი და ის იყო ჩასვლას ვაპირებდი სტუმრებთან,კარები გაიღო და ნაცნობი ხმები გავიგე და ქართული ლაპარაკი.
-ჩემო გოგონა რა ლამაზი ხარ,ჩემო ელენეე-დედა იყო,ჩემი ძვირფასი დედა.ზუკა ედგა გვერდით კარგად გაზრდილი.დევიდს ამაზეც ეზრუნა ჩემგან მალულად.
ღმერთო რა ბედნიერი ვიყავიი.ჩემს გვერდით იყო ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი და ზუსტად ვიცოდი,რომ დევიდის გვერდით ყოველთვის ბედნიერი ვიქნებოდი,ჩვენს შვილებთან ერთად.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია ბრავო

 


№2 სტუმარი სტუმარი ლელა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე...მადლობა ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent