შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით. (ნაწილი 11)


14-09-2020, 12:27
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 668

ქეითის პოვ:
ღამის პირველი საათი იყო ,გარეთ საშინლად წვიმდა.
მე კი ვიწექი და ვერ ვიძინებდი,რადგან იანი და ბიჭები  ჯერ კიდევ არ იყვნენ  სახლში.
იმის მიუხედავად ,რომ იონამ მითხრა სანერვიულო არაფერი არ იყო !
მე კი მაინც ნერვიულობით ვკვდებოდი !
ცოტაც და ჩემი ფეხით დავიწყებდი იანის და ბიჭების ძებნას ,რომ არა ხმაური ,რომელიც პირველი სართულიდან მოდიოდა .
-მოვიდნენ!! წამოვიძახე და მთელი სისწრაფით მოვიცვი ხალათი და ზუსტად 10  წამში ჩავირბინე კიბები ,მაგრამ ადგილზე ჩასული იქვე გავიყინე სიტუაცია რომ დავინახე .
იატაკზე სისხლის ნაკვალები იყო ,
იქვე კი ვიღაცას ყავდა ყველა შემოხვეული, მათ შორის იანიც.
-იან!!წამოვიძახე და მისკენ გავიქეცი, იანიც მთელი ძალით ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა .
-რა მოხდა? ავხედე ჩაცრემლილი თვალებით და თან იქით გავაპარე
მზერა,შიშით სული გამძვრებოდა მალე.
-ეს ვისი სისხლია?
ვიკითხე უკვე აკანკალებულმა და ისე რომ იანის პასუხს არც დაველოდე ,წინ წავედი !
იქ კი ნაბი დამხვდა ,ხელი სულ სისხლიანი ჰქონდა!
-ნაბი!!
ნაბის მივუახლოვდი და თავი ვეღარ შევიკავე ცრემლები წამსკდა!
რაზეც ყველამ სიცილი დაიწყო ,მათ შორის ნაბიმაც .
-რა გაცინებთ!??
წამოვიყვირე მე ,რაზეც ნაბი ჩამიხუტა. -ნუ გეშინია,უბრალოდ ხელში ვარ დაჭრილი.
მითხრა სიცილით.
-რა გინდოდათ? რატო წახვედით?!
დავარღვიე სიჩუმე და ყველას გაბრაზებული სახით მივაჩერდი .
-აუუ,წადი ახლა დაიძინე,გეძინება გეტყობა.
იანმა არ დამაცადა გამოკითხვა და ხელი მომკიდა ,შემდეგ კი ისე რომ არც დამაცადა შეწინაღმდეგება,ჩვენს ოთახში ამათრია .
-გეყოფა,თავის არიდება!!
რა მოხდა ახლავე მითხარი!
ვკითხე ასვლის თანავე იანს ,რომელიც სულ სველ ტანსაცმელს იხდიდა.
-არაფერი ისეთი.
მიპასუხა მშვიდად.
-არაფერი?!! ესაა არაფერი?
ნაბი დაჭრილია !! სულელი არ ვარ იან და იმასაც  კარგად ვხვდები რა მოხდა. ვთქვი უკმაყოფილოდ და საბანი გადავწიე.
-თუ იცი რაღატო მეკითხები?
ვითომ არაფერი ჩემსკენ დაიხარა და ტუჩებზე მაკოცა .
-ნუ თამაშობ!! ძაალიან გაბრაზებული ვარ.
ავიბღუნძე პატარა ბავშვივით და საბანი გადავიფარე.
-კარგი,ახლა დაიძინე და ხვალ მოგიყვები ,კაი ?
მითხრა და ლოყაზე მაკოცა ,რაზეც მე თავი დავუქნიე,შემდეგ კი უკვე ახალ დაწოლილს ზურგი ვაქციე .
-ოოო,მოდი  ჩემთან !
შემომატრიალა იანმა და გულში ჩამიკრა .
წვიმის წვეთების ხმა როგორც იავნანა ისე ჩამესმოდა ,ამიტომ ცოტახანში ორივეს ტკბილად ჩაგვეძინა.

იანის პოვ:
ქეითს მალევე ჩაეძინა ,მაგრამ მე მეღვიძა.
რა დამაძინებდა, როდესაც ვიცოდი ,რამხელა საფრთხე ელოდა მას წინ.
მოგონება -4 საათის წინ:
-იან!! მოიცადე!
უკან დამედევნენ ბიჭები ,როდესაც იმ არაკაცს უკნიდან ვესროდი .
-გაგვექცა!
დავახეთქე იარაღი მიწაზე ,მანქანა რომ დაქოქა ალექსიმ .
-დავეწევით!
დამამშვიდა ჯიმმა და მანქანაში ჩაჯდა!
მთელი გზა ფანჯრიდან ვესროდი ალექსის მანქანას ,ისე რომ ცოტახანში მანქანა მგონი მართლა გამოვიდა წყობიდან და გაჩერდა.
-გადმოაჯვი ახლავე!!
წავედი ყვირილით ალექსის მანქანისკენ.
-ხაფანგი არ იყოს.
უეცრად კი ლეონმა გამაჩერა.
-რა ხაფანგი?
რაზევ გაბრაზებულმა გავხედე.
-ესე არ გაჩერდებოდა.
მიპასუხა ამაზე ჯეიკმა.
-აბა რა უნდა ვქნათ?!
წამოვიყვირე უკვე გაღიზიანებულმა.
-მე და ნაბი მივალთ ჯერ.
გამომხედა ჯოშუამ.
-რატო შენ და ნაბი?
თუ ხაფანგია თქვენს დაშავებას,სჯობს მე დავშავდე !!
ვუპასუხე გაღიზიანებულმა და უკვე მისკენ მივდიოდი ჯიმა რომ გამაჩერა.
-სახლში საცოლე გელოდება.
მაინც ვაპირებდი წასვლას ,მაგრამ ისე რომ ვერც გავიაზრე , ბიჭები უკვე მანქანის წინ იდგნენ !
წამებში კი ,ისე რომ ვერც მოვასწარი ყველაფრის ბოლომდე გადახარშვა სროლის ხმა გაისმა და რომ არა ჯოშუა, რომელმაც ნაბისთვის ხელის კვრა მოასწრო ,არ ვიცი დღეს ნაბი ცოცხალი თუ იქნებოდა.
-შენიი!!!
უკვე სროლით გავიქეცი მანქანისკენ !
-შენ გგონია იან მილერი ამას შეგარჩენს!!?
გადმოდი ახლავე!
უხეშად გადმოვათრიე ალექსი და ძირს დავაგდე .
-რა თამაშს თამაშობ?!!ხომ იცი ქეითისთან ახლოსაც რომ მიხვიდე,შენც და შენს მთელ კლანსაც ,ამოგხოცავთ!
ვთქვი მე გაბრაზებულმა ,ისე რომ იარაღი არ მომიცილებია.
-ვერ გეტყვი რას ვთამაშობ.
მომავლისთვის შემოვიტოვებ ამ სიუპრიზს ბიძაშვილო.
გამიღიმა მაცდურად ალექსიმ,რაზეც უკვე ვაპირებდი  მისთვის პირდაპირ შუბლი გამეხვრიტა.
-დააწეექიიით!!
გავიგე უეცრად ჰარის ყვირილი და ამას საშინელი სროლის ხმებიც მოჰყვა !
შემდეგ რაღაც მანქანა გაჩერდა და ალექსი წაიყვანეს!
-ამისი!!
წამოვდექი ფეხზე ყვირილით.
-გაიგონეთ?!! გაიგონეთ იმ ნაბიჭვარმა რა თქვა?!!
მივუბრუნდი ბიჭებს .
-დავიცვავთ ქეითს,არ ინერვიულო, ახლოს ვერ მივა მასთან.
ხელი დამადო მხარზე ჰარიმ.
-ნაბი კარგად ხარ?
მივუტრიალდი უკვე ნაბის.
-ხელში დავიჭერი,დიდი არაფერი.
ღიმილით მიპასუხა მან.
-რამე რომ მოგსვლოდა , ნახავდა ეგ
ს**ი!
ვთქვი მე რამის ღრინვით ,შემდეგ კი სხვებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი.

მოგინების -დასასრული
გუშინდელიდან ვცდილობ ,რათა ქეითიმ არ შეამჩნიოს როგორ ვნერვიულობ !
ვცდილობ ეს ღიმილით გადავფარო,მაგრამ რა ვუთხრა ქეითს არ ვიცი...გავუმხილო სიმართლე ,თუ დავუმალო?

ქეითის პოვ:
იანს 20-ჯერ მაინც ვკითხე ერთი კვირის უკან მომხდარხე ,მაგრამ სულ ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა!
-არაფერი არ მომხდარა.
უკვე ძაალიან მაღიზიანებდა მისი ეს პასუხი, რადგან ვიცოდი მატყუებდა!!
ერთი კვირაა რაც იანის დის და მისი ოჯახის სახლში ვართ ,არც წინ მიიწევს არაფერი და ვერც ვხვდები ,ჩვენი ნიშნობა შედგება საერთოდ?
არც იანი იძახი არაფერს და არც არავინ.
ჩვეულებრივი საღამო იყო და ყველანი მისაღებში ვისხედით და რაღაც გასართობ თამაშს ვთამაშობდით.
-ჯოშუა, ქეით თქვენი დროა!
ღიმილით მითხრა იონამ ,რაზეც მე წამოვდექი და ჯოშუასკემ წავედი.
-იანი აღწერე.
სიცილით ჩამჩურჩულა ჯოშუამ, რაზეც მე სიცილით გავედი ოთახის ცენტრში და უჟმური  ,,როჟების ,,კერვა დავიწყე
რათა იანისთვის მიმებაძა!
ამაზე კი ჯოშუა უკვე სიცილით კვდებოდა.
-არავინ არ შემოხვიდეთ ჩემმს ოთახში!!
ვთქვი ბოხი ცივი ხმით.
-იანი!!!
წამოიძახა ყველამ ერთად სიცილით ,რაზეც იანი თვალებ დაჭყეტილი წამოდგა.
-მეე??
მე ამაზე სიცილით თავი დაავაქნიე.
-აუუ შენ რას გიზავ ქეით!!
წამოვიდა ჩემსკენ და ხელში ამიტაცა,შემდეგ კი მხრებზე გადამიკიდა, ისე რომ იატაკს ვუყურებდი !
-დამსვიი!!
ვყვიროდი და თან შიგადაში ვიცინოდი. -კაი ჩემი ბრალია ,დასვი!!
მოვიდა ჯოშუა სიცილით და იანს ჩემი თავი დაასმევინა.
-უყურე ამ ლაწირაკებს.
წამოარტყა სიცილით წკლიპურტი ჯოშუას .
-კარგი ვაგრძელებთ!!
უკვე ჰარიმ შეგვაწყვეტინა სიცილით,მაგრამ სანამ გავნაგრძობდით მივხვდი როგორ მციოდა და მეორე სართულზე ასვლა გადავწყვიტე.
-აუუ,მოვალ მე ახლავე!
მხოლოდ ეს ვთქვი და ჩვენი ოთახისკენ წავედი .
ცოტა არ იყოს მციოდა და რამე შემოსაცმელი მინდოდა.
კარებს რომ მივუახლოვდი
ცოტათი შეღებული იყო ,რამაც ძაალიან გამიკვირვა და სასწრაფოთ შევედი !
იქ კი მხოლოდ ერთ რაღაცას მოვკარი თვალი....ვიღაცა ჩემი ფანჯრიდან გაადახტა!
ამაზე მე შეშინებულმა ვიყვირე !
ჩემს ყვირილზე კი ყველა 2 წამში
ოთახში გაჩნდა .
-ქეით რა მოხდა?
ჩამიხუტა იანმა,მე კი ჯერ კიდევ ვკანკალებდი შოკისაგან.
-აქ ვიღაც იყო !! იან ჩემი თვალით დავინახე,ფანჯრიდან გადახტა!
ვიძახდი სასოწარკვეთილი.
-ყველაფერი გადმოყრილია,ვიღაც რაღაცას ეძებდა.
გავიგე ჯიმის ხმაც.
-ვინ??
გაკვირვებულმა ვიკითხე მე.
-არაა საჭირო იცოდე.
ამაზე კი უკვე იანმა მიპასუხა მკაცრად. -რატომ არ უნდა ვიცოდე?!
ეს მეც მეხება!
მე კი უკვე გაბრაზებული მივუბრუნდი! -გითხარი არა საჭირო და მორჩა!
მიპასუხა იანმა, რაზეც მე გაბრაზებული გავედი ოთახიდან ,უკან კი იონა გამომეკიდა .
მართლაც დიდხანს მაწყნარებდა
და მეუბნებოდა რომ ხანდახან რაღაცები არა საჭირო ვიცოდეთ,ამიტომ ცოტა დაავმშვიდდი მასთან საუბრის შემდეგ.
დასასრულს კი გადავწყვიტე აღარ ვიკითხო არაფერი, მანამ იანი თვითონ არ მეტყვის.

იანის პოვ:
-აქქ როგორ შემოვიდნენ?!!
დავდიოდი ანერვიულებული
აქეთ-იქით !
-ქეითს არ უთხარი არაფერი?
გადახტა ჩემს სანერვიულოს ჯიმი .
-რა უნდა მეთქვა ჯიმ? შენს მოკვლას აპირებენ, ჩემზე შური რომ იძიონთქო?!
ვიკითხე მე ანერვიულებულმა.
-ესე დამალვას სჯობს!!
არ უნდა იცოდეს!?
მიპასუხა ჯიმა ასევე გაღიზიანებულმა.
-მე გადავწყვეტ მაგას!
ახლა კი დავალება მაქვს,ბიჭებს დაურეკე, ყველა მოვიდეს შეკრებაზე .
რამე უნდა გავაკეთო,ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებ.
ვთქვი გაღიზიანებულმა და აივანზე გავედი რომ სუფთა ჰაერზე ცოტა დავმშვიდებულიყავი.
ამიერიდან უფრო ფრთხილად ვიქნები რათა ქეითს გავუფრთხილდე და რამე არ დაუშავონ.

ქეითის პოვ:
4 დღე გავიდა იმ შემთხვევის შემდეგ და ყველა ისევ ისე უცნაურად იქცევა !
არც არავინ არ მეუბნება არაფერს და ამაზე საერთოდ ვგიჟდები !!
თან ის მაკვირვებს ყველაზე მეტად რომ იანი აღარსად აღარ მიშვებს!
ყველაფერი, სად გავიდე სად არა, მას უნდა ვკითხო და რომ გავდივარ ჯარს მაყოლებს რასაც ქვია!
მაღააზიაშიც ვერ გავდივარ ჩემი ნებით და რომ ვეკითხები რატომ?
იმასაც კი არ მეუბნება .
მამა იყო გუშინ მოსული და იანმა რაღაცაზე სალაპარაკოდ გაიყვანა და იმის შემდეგ მამამაც უცნაურად დაიწყო მოქცევა !
ვერ ვხვდები რას ცდილობენ იმის დამალვით ,რომ რაღაც ცუდი ხდება,ამაში უკვე დარწმუნებული ვარ!!!
დღეს საღამოს ბრუნომ დამირეკა და მითხრა რომ ჩემი ნახვა უნდა
და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა
მივხვდი, რომ შეიძლება არ გამიშვას იანმა მის სანახავად .
ვიცი სისულელეა ,მაგრამ გადავწყვიტე უკითხავად წავიდე ჩუმად ,იმედია ძაალიან არ გამიბრაზდება.

იანის პოვ:
საღამოს 7 საათია ,მე კი შეკრებაზე ვარ ,სადაც  ჩემმა ხალხმა უნდა  მომაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება და რამე თუ გაარკვიეს და ბინგო!!
გაირკვა რომ თურმე ამ დროის მანძილზე ქეითს უთვალთვალებენ და მის ყოველ ნაბიჯს უყურებენ და რომ არა ის ხალხი ვისაც თან ვაყოლებდი ,ვინ იცის ქეითს რა გადახდებოდა.
ადრე მომიწია შეკრებიდან მოსვლა ,რადგან ბევრი ვერაფერი გავარკვიე .
-ქეითი ოთახშია?
მისვლის თანავე ჩემს კაცს ეს ვკითხე ,რომელიც მის ოთახთან დავტოვე .
-დიახ.
მიპასუხა ბიჭმა და გაიწია
რომ ოთახში შევსულიყავი ,მაგრამ ოთახში არავინ არ დამხვდა!
-ქეით?!
ხან იქით გავიქეცი ხან აქეთ,მაგრამ ფაქტი იყო, ის არსად არ იყო. -სადააა??! არ გითხარი ყურადღება მიაქციეთქო?!!
მივვარდი განრისხებული დაცვას.
-არ გამოსულა ოთახიდან ,გეფიცებით!
მიპასუხა შეშინებულმა ბიჭმა .
-აბაა სად ჯანდაბაში წავიდა!
გავცხარდი უარესად და კარს წიხლი ვკარი.
-ბიჭები შეკრიბე და ყველგან მოძებნეთ!
ცოტახანში გამოვაცხადე და დალოდება დავიწყე ,მეტი სხვა რა გზა იყო .

ქეითის პოვ:
მეგისთან  და ბრუნოსთან  ერთად ვიყავი და ბედნიერი ვიყავი მათა გვერდით,ისე რომ აღარც გამხსენებია რომ იანმა არ იცოდა ჩემი აქ ყოფნის ამბავი და ძაალიან ვანერვიულებდი .
უკვე წასვლას ვაპირებდი და ორივეს ვემშვიდობებოდი კარზე
ვიღაცის საშინელმა ბრაგა ბრუგმა რომ შეგვახტუნა სამივე!
მეგი წავიდა და კარი ნელა გააღო,
იქიდან კი იანის ხალხი შემოცვივდა!
-აქ რა გინდათ?
ვიკითხე დაბნეულმა.
-ბატონი იანი გეძებთ,ეგონა რომ მოგიტაცეს.
ამაზე მე თვალები ვჭყიტე !
-მომიტაცეს?
და აი მივხვდი რამხელა შარში ვიყავი და რა დიდი პრობლემები მექნებოდა სახლში რომ მივიდოდი!
-ესე მალე დაბრუნდა?
ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და ბიჭებს უკან გავყევი.
-გნახავთ ბავშვებო!
მივაძახე გამოსვლამდე მეგის და ბრუნოს,შემდეგ კი რამოდენიმე კაცთან ერთად მანქანაში ჩავჯექი .
მთელი გზა ნერვიულობით რამის გადავმხტარიყავი !
ვიცოდი რომ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი და ისიც ვიცოდი რომ დამნაშავე ვიყავი,მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო.

სახლამდე მისული ნელა შევედი სახლში და ყველაფრისთვის მოვემზადე რაც წინ მელოდა.
შედეგად კი დავინახე კიდეც გაფითრევბული იანი, რომელიც ჩემსკენ გაბრაზებული მოდიოდა!
-შენ სულ დაკარგე ჭკუა?!!
ხელები მკლავებზე მომკიდა და ბოლო ხმაზე მიყვირა!
მე ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ჩუმად თავ ჩახრილი ვიდექი .
-შენ გეკითხები?!! სად იყავი?
იკითხა ისევ ყვირილით ,თან ისე რომ ხელი არ გაუშვამს.
-ბრუნო ვნახე.
ძლივს ამოვიღე ხმა.
-ბრუნო ნახე?!!!მერეე რატომ არ მითხარი?! რომ გეთქვა ერთი სიტყვით მოკვდებოდი? ესე უპასუხისმგებლოდ
პატარა ბავშვივით მოქცევა შეგეფერება?!! გეკითხები?!! შემაჯანჯღარა იანმა, რაზეც ცოტაც და ვიტირებდი, რადგან თავს ძაალიან დამნაშავეთ ვგრძნობდი!
-ფეხი აღარ გაადგა არსად,საერთოდ!თორემ ძაალიან ვიჩხუბებთ!
ახლა ადი ოთახში და გამოიცვალე,სახლში ვბრუნდებით ,დანარჩენზე იქ დაგელაპარაკები.
ესღა მითხრა მკაცრად და ხელი ცივად გამიშვა.
მეც ხმის ამოუღებლად ოთახში ავედი რომ გავმზადებულიყავი სახლში წასასვლელად.
მართლა ცუდად მოვიქეცი,მისთვის ეს უნდა მეთქვა.
ალბათ ძაალიან ინერვიულა და მის ადგილას რომ წარმოვიდგენ თავს,ვხვდები რაც იფიქრა.

-მალე გნახავ ჩემო გოგო და არ ინერვიულო არაფერზე კაი?
ჩამეხუტა წამოსვლამდე იონა და ამ სიტყვებით დამამშვიდა,მოსალოდნელი ჩხუბისთვის.
-შენ კიდე დაწყნარდი!
ძაან არ ეჩხუბო.
მიუბრუნდა იანსავ,რაზეც იანს ხმა არ ამოუღია..მთელი დროის მანძილზე ბასრი და ცივი თვალებით მიყურებდა ,ეს კი უკვე მთლიანად ცეცხლს მიკიდებდა...როგორ მოვიქცე,რომ ეს ყველაფერი მალევე მაპატიოს?
მთელი გზა იგივე მდგომარეობაში იყო ,ხმას არ იღებდა და მეც შერცხვენილი ჩუმად ვიჯექი .

სახლში რომ შევედით ისევ დუმდა,ამიტომ მე გადავწყვიტე ეს დაძაბული სიჩუმე ,ამით გამენეიტრალებინა .
-ბოდიში,არ მიფიქრია თუ ასე ინერვიულებდი.
ვთქვი უკვე მისი სიჩუმით დაღლილმა.
-ბოდიში არ მჭირდება,მინდა რომ ერთხელ მაინც დამიჯერო რასაც გეუბნები.
მითხრა უხეშად და შემდეგ ოთახის კარისკენ წავიდა,სააბოლოდ კი მხოლოდ ესღა მომაძახა.
-მე სხვაგან დავიძინებ.
ამაზე კი უკვე მეც გავბრაზდი!!
მინდა მის გვერდით ვიყო და ერთად გავარკვიოთ ეს ყველაფერი ,მაგრამ თუ თავს ამარიდებს რას მოვაგვარებთ?
-რატომ?!! უნებურად ხმას ავუწიე,ისე რომ ცრემლები თვალთ მედგა!
გული მტკივა რომ შეცდომის გამოსწორების საშუალებასაც არ მაძლევს!
-ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ,არ მინდა შენთან საუბარი .
რაღაც ცუდს გეტყვი ქეით და გეყოფა ახლა!
შენ არ გაქვს მიზეზი რომ მე გამიბრაზდე,უბრალოდ იფიქრე რა გააკეთე დღეს და როგორ მოიქეცი.
თქვა ეს თუ არა და მოაჯახუნა კიდეც კარი, ისე რომ ჩემს პასუხს აღარც დალოდებია .

უკვე ცოტაღა მეკლდა და ვიტირებდი!
იმაზეც ვფიქრობდი რომ ყველაფერი ჩაიშლებოდა ,მათ შორის ნიშნობაც და იანი აღარ მომიყვანდა ცოლად .
ერთად ვეღარ ვიქნებით?
არ მაპატიებს ამას?
აღარ ვეყვარები??
იქნებ ჩემით დაიღალა.
არ ვიცი,მაგრამ მოცდის მეტი არაფერი დამრჩენია,ეგეც იმ იმედით რომ ბრაზი გადაუვლის.

3 კვირის შემდეგ:
უკვე მესამე კვირა დაიწყო და იანი ისევ არ მცემს ხმას!
მე კი ამ ყველაფრისგან გაგიჟებულმა ბევრი ვიფიქრე და ჯიმს ველაპარაკე ამ ყველაფერზე,მან კი დამამშვიდა და  მითხრა რომ დრო სჭირდება ,და ქორწილიც აუცილებლად შედგება!
სულ რაღაც 2 კვირაში მზადება დასრულდება და შეგვიძლია უკვე შევუღლდეთ .
მაგრამ ახლა იმაზე ვნერვიულობ,რომ იანს აღარ ვენდომები!
რა მემართება არ ვიცი,ასეთი უსუსური არასდროს არ ვყოფილვარ,მაშინაც კი როდესაც ამხელა საფრთხე შევუქმენი ჩემს თავს და მამას გადასარჩენად მაფიის წევრი გავხდი!
მაშინაც კი არ მიგრძვნია თავი ასეთად.
ახლა კი მეც არ მჯერა რომ ამ ყველაფერზე ვნერვიულობ!
მაგრამ მიყვარს!
რა გავაკეთო?? იმდენას მიყვარს რომ მისი დაკარგვა მეშინია,თუნდაც ვიცოდე რომ არასდროს არ გამიშვებს,მაინც მთელი ძალით ვეჭიდები და შიში ვარ ,რომ ერთ პატარა შეცდომასაც კი შეუძლია ჩვენი ურთიერთობა დაანგრიოს.
ეს კი ვიცი მხოლოდ ჩემი დანაშაულია და ასე არ უნდა ვიყო განწყობილი,უბრალოდ თავს ვერ ვაკონტროლებ ,ვგიჟდები და ვიცი რომ მალე საერთოდ პანიკაში ჩავარდები თუ იანი არ დამელაპარაკება .
მითხრას რა ხდება,მითხრას რა გავაკეთო რომ დამელაპარაკოს!
ვიცი შეიძლება უმიზეზოდ ვფიქრობ ამდენს,მაგრამ თავს უკვე ისე ვგრძნობ როგორც უბრალო ტვირთი!
არც იმას მეუბნებოდა რა მოხდა და თან ასე მკაცრად მაკონტროლებდა...ნუთუ არ ვიმსახურებდი ახსნას?
რომ ეთქვა რა ხდებოდა,იქნებ ბრუნოსთან არც წავსულიყავი!
ასეთი სერიოზულად თუ იყო საქმე და ასე გამიბრაზდებოდა,იქნებ ასე არც მოვქცეულიყავი.
იანი ძაალიან მიყვარს,მაგრამ ზოგჯერ ძაალიან მაბნევს .
სულ ცდილობს ყველაფერი თვითონ მოაგვაროს ,ისე რომ არავის დახმარება არ დასჭირდეს!
მეც მათ შორის ისე მექცევა ,თითქოს არაფერი გამეგებოდეს ამ საქმეში!
ბოლოს და ბოლოს მეც ამ დაჯგუფების წევრი ვიყავი და ბევრ სქმეშიც დავეხმარე...ნუთუ არ მენდობა?!
მე უბრალოდ სიმართლე მჭირდებოდა,რომელიც დარწმუნებული ვარ მე და ჩემს უსაფრთხოებას ეხება.
მაგრამ საჭიროა ცოტა მენდოს და გულახდილი იყოს ჩემთან,თორემ ზუსტად ვიცი ეს ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს მომავალში.
ახლაც ამაზე ლაპარაკის ნაცვლად ,რათა გავერკვიოთ ყველაფერში ,უბრალოდ ცივად მექცევა,ეს კი უკვე ძაალიან მწყინს!
მგონია რომ ისე აღარ ვუყვარვარ და მხოლოდ პრობლემეს ვუქმნი.
მგონია რომ ასე ამიტომ მექცევა...ამაზე კი ძაალიან ვნერვიულობ.

იანის პოვ:
რთული პერიოდი დამიდგა ბოლოს დროს,რადგან ქეითმა ძაალიან შემაშინა და მისი საქციელიდან გამოდინარე,მასზე დღემდე გავრაზებული და განაწყენებული ვარ.
მეტიც ფაქტობრივად არც ველაპარაკები და რომ ვხედავ თვალს ვარიდებ.
სახლში მოსულიც პირდაპირ ცალკე ოთახში ვწვები,მაგრამ კარს ყოველთვის ღიაას ვტოვებ და მაშინ როდესაც მას სძინავს ვამოწმებ,რათა ვინმე არ შემოიპაროს და რამე არ დაუშავოს!
ამის გამო მოსვენება მაქვს დაკარგული და ღაამები აღარ მძინავს!
არც ვიცი თან ქეითს როგორ ვუთხრა,რის გამო ვარ ამ დღეში!
ალბათ აჯობებდა ყველაფერი გამემხილა,მაგრამ არ მინდა თავი ხიფათში იგრძნოს,მინდა უსაფრთხოდ იგრძნოს ჩემს გვერდით თავი და არა ასე!
როდესაც ჩემს გამო მას მოსაკვლავად დასდევენ,ეს კი მან არ იცის!
ამ წამსაც ოთხ კაცამდე მყავს აყვანილი და რამოდენიმე დღეე ღამეა ყველა ხერხით ვცდილობ მათგან ინფორმააცის მიღებას,მაგრამ კრინტს არ ძრავს არც ერთი!
მე კი ვატყობ რომელიღაცა აუცილებლად შემომაკვდება.
ამაზე ფიქრებით ვიტანჯებოდი ისევ და ჩემს კაბინეტში ბოლოს მოპოვებულ იმფორმაციას ვამოწმებდი,უეცრად ვიღაცამ კარი ,რომ შემომიღო.
-რა ამბებია იან?
ეს ჯიმი იყო და აშკარად აღელვებული ჩანდა.
-ისევ იგივე..მათ ადგილმდებარეობას ვერ მივაგენი.
-ჯეიკი და ნაბი ერთ-ერთ მძევალს ელაპარაკებიან ახლა და მგონი ცოტაღა უკლია, რომ ყველაფერი დაფქვას.
-მართლა? ეს კარგია.
-ხო კიდე..რაც შეეხება მთავარს რის გამოც მოგაკითხე.
ეს რომ მითხრა უკვე ფურცლები მაგიდაზე დავალაგე და იმის მიუხედავად ,რომ ვხვდებოდი რისთვის იყო აქ,მშვიდად ვუპასუხე.
-გისმენ.
-იან სიმართლე რომ გუთხრა ქეითზე ძაალიან ვღელავ.
ცოდოა..მთელი დღე-ღამე ამ სახლშია და ფეხსაც ვერ ადგამს ოთახიდან ოთახში,უკან შენი კაცები ,რომ არ გაყვნენ.
-ასეა ჯიმ საჭირო,ეს მისთვის კეთდება.
არ მინდა რაიმე დაუშავონ..ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ,ვეღარ.
-კი მესმის იან რომ ტრავმა გაქვს და ისევ გგონია ,რომ იგივე განმეორდება როგორც უწინ და მას ვერ გაუფრთხილდები,მაგრამ მის ადგილასაც წარმოიდგინე თავი!
არ იცის რა ხდება და მითუმეტეს შენთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს ბოლო პერიოდი...ნუ კი მითხრა,რომ არ უთხრაო,მაგრამ ამას წინად მელაპარაკა და ჰგონია,რომ აღარ გიყვარს..ძაალიან ნერვიულობს.
ამის მოსმენაზე ცოტახანს გავშეშდი და სხვა სამყაროშიც კი გადავეშვი სადაც მილიონი საფიქრალი დამატყდა ერთად თავს.
-ასე რატომ ფიქრობს?
შეიშალაა?!
-ეგ შენ ჰკითხე!
ყოველ დღე ცივად და უთქმელად ზედაც რომ არ გიყურებდეს ქეითი, რას იფიქრებდი შენ?
-აჰა...ეს უკვე ცუდია.
-ხო ნამდვილად!
ხოდა გირჩევ,რომ სანამ დროა გაესაუბრო და გააგებინო სინამდვილეში რა ხდება.
-კარგი ჯიმ,მადლობა.
ჯიმთან საუბარს მოვრჩი თუ არა აღარ დავიცადე მეტი და გადავწყვიტე ქეითისთან ყველაფერი გამერკვია ,რასაც ვოლო კვირებია თავს განძრახ ვარიდებ.

პირდაპირ ჩვენი ოთახისკენ გავემართე და დაუკაკუნებლად შევედი ოთახში,ამ მომენტში კი როგორც ჩანს ქეითი იცვლიდა და ნახევრად შიშველი დამხვდა!
-იან.
უეცრად გაუკვირდა,რომ დამინახა ,მე კი მისი მდგომარეობა არც გავითვალისწინე ,პირდაპირ მივედი და ჩემს წინ საწოლზე დავსვი!
შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,რათა საკუთარი თავი გამემზადებინა სათქმელისთვის!
მაგრამ ვაი რომ მაინც სააბოლიდ ვერ დავაწყე სიტყვები და მხოლოდ ეს ორი სიტყვაღა ვუთხარი.
-მაპატიე ქეით.
ამაზე ქეითი ისედაც დაბნეული ,მეტად დაიბნა და ცოტახანს ჩუმად მიყურა,მანამ ხმა თვითონაც არ ამოიღო.
-რა,რაზე?
ალბათ მას ჰქონია რომ ამაში მხოლოდ თვითონაა დამნაშავე..ეს ჩემი ბრალია.
-იცი ქეით მე_
ვაპირებდი ყველაფერი მეთქვა კარზე კაკუნი ,რომ გაისმა,იქიდან კი ჯოშუამ რომ შემოყი თავი!
აღელვებული ჩანდა!
-იაან! სწრაფად წამოდი,რაღაც გავარკვიეთ!
მინდოდა აქ დავრჩენილიყავი,მაგრამ ამ წამს ქეითის დასაცავად ამ ამბის ბოლომდე გარკვევა უფრო უკეთესი იქნებოდა,ამიტომ ქეითს მხოლოდ მკრთალად გავუღიმე უცბად და სწრაფად გავიქეცი ოთახიდან!
იმედია იმ ნაგავს მალე დავიჭერ.

ქეითის პოვ:
აი უკვე სამი კვირა და 4 დღე შესრულდა იმ ინციდენტის შემდეგ,და იმის მიუხედავად რომ დღეს პირველად ხმა გამცა იანმა,მაინც ვატყობდი რომ ბოლომდე ვერ ეპატიებინა ჩემი საქციელი,რადგან უეცრად არსაიდან გაიქცა!
ამიტომ ჯერ კიდევ სასოწარკვეთილი ვარ ხან მეგის ვურეკავ და რჩევებს ვთხოვ ,ხან კი იონას !
მაგრამ სულ ერთი და იგივე შიინარსის იყო საუბარი!
-იანს დრო სჭირდება.
რა დრო სჭირდება ასეთი?
მე ის იანი მჭირდება ,რომელიც ჩემს მიმართ თბილი და ალერსიანი იყო და არა ცივი, უჟმური იანი, რომელიც ისევ ბობისავით მექცევა!!
იმ საუბარის შემდეგაც ვნერვიულობ,რადგან ვერ მოვასწარით ნორმალურად საუბარი,არც ის გამიგია თუ მაპატია.
დღის ბოლოს ვიცი მაინც მომიწევს მისი ნახვა და იქნებ რამენაირად ეს შანსი გამოვიყენო და გავესაუბრო.
ბევრი ფიქრის შემდეგ  რა მექნა,მომაფიქრდა!
მე უნდა მემოქმედა რამე.
ასე რომ მორცხვად შევედი გვერძე ოთახში და ეს ვიკითხე.
-იან...შეიძლება შენთან დავიძინო?
-რატომ ? რამე ხდება?
უკვე ძილბურანში წასული და გამოფხიზლებული,თვალებ დაჭუტული მიცქერდა საწოლიდან.
-მეშინია.
პატარა ბავშვივით ეს სისულელე ვუპასუხე,რაზეც ამოიხვნეშა და დამთანხმდა.
-მოდიი.
ხელით მანიშნა თავის გვერდით ,რაზეც სიხარულით გავიქეცი .
-ოღონთ იცოდე,არ შემაწუხო.
მაგრამ მაინც გამაფრთხილა და ზურგი მაქცია.
უკვე ყელზე მქონდა მობჯენილი
წყენა ,რომ ბოლო ხმაზე არ მეტირა !
ხოდა ნელა მივტრიალდი იანისკენ და ერთი ხელი წელზე შემოვხვიე შეძლებისდაგვარად,შემდეგ კი ის ვკითხე რაც ბოლო პერიოდი არ მასვენებს!
-აღარ გიყვარვარ?
ჩურჩულით ვიკითხე ,პატარა გაბუტული ბავშვივით,თან უკვე ტირილს რომ ცოტა მეკლდა !
-რაა?
ამაზე კი ნელა შემოტრიალდა ჩემსკენ და საწოლზე წამოჯდა,ისე რომ პირდაპირ თვალებში მიყურებდა,ამაზე მე უკვე თავი ჩავხარე .
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე?
მკაცრად იკითხა.
-აღარ მელაპარაკები!! აღარ მეფერები!! ჩემთან აღარ გძინავს!!
ტირილით მივაყარე ერთმანეთს სათქმელი ,ისე რომ არ შემისვენია.
-მეხუმრები?
ჩაიცინა მწარედ იანმა,და რომ მიხვდა არ გავჩუმდებოდი მთელი ძალით ჩამიხუტა,შემდეგ კი თმებზე დამიწყო ფერება.
-არ იცოდი ვითომ ახლა რატომ გექცეოდი ესე?
იკითხა მშვიდად,რაზეც თავი გავაქნიე,ისე რომ მის გულ მკერდს არ მოვშორებივარ.
-იმიტომ რომ გამაბრაზეე!!
არა უარესი ,ძაალიან გამაბრაზე!!
გითხარი რომ ჩემთვის გეთქვა სანამ სადმე გახვიდოდი,შენ კი სრულიად უკითხავად წახვედი!
არადა იცი,ხვდები ქეით საფრთხე რომ გემუქრება,ჩემს უთქმელადაც მაგდენს აცნობიერებ მგონი ხო!?
მე შენს დაცვას ვცდილობ,შენ კი როგორ მომექეცი??
ჩემს ადგილას რას იზავდი?
კარგად იცი რომ შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ,ხვდები რომ ჭკუიდან შევშლები რამე ,რომ დაგემართოს.
მითხრა სრულიად მშვიდად
,მაგრამ მის სიტყვებში მრისხანება მაინც შეინიშნებოდა.
-ვიცი..სულელივით მოვიქეცი ,მაგრამ გთხოვ ასე ნუ დამაიგნორებ!!
გპირდები ასე აღარ მოვიქცევი.
ავკრუსუნდი ისევ,რაზეც უკვე იანს  ღიმილი შევნიშნე.
-ერთი დიდი პრობლემა ხარ,მაგრამ ჩემი პრობლემა ხარ და ძაალიან მიყვარხარ ქეით,ეს არ დაგავიწყდეს.
შუბლზე მაკოცა ,შემდეგ კი
ნელ-ნელა თმებზე დამიწყო მოფერება ,მე კი ამ პროცესში მის მკერდზე ჩამეძინა.
ამ ღამის შემდეგ ყველაფერი თავის
ადგილს დაუბრუნდა და ეს ძაალიან მაბედნიერებდა ეს ფაქტი რა თქმა უნდა.
-ქეით!
დილით წამოწოლილები ვიყავით ორივე , იანმა ხმა რომ ამოიღო.
-გისმენ.
-იცი შემდეგ კვირას ასრულებენ სამზადის.
-რა სამზადის?
-ჩვენი ქორწილის.
-ააა..უი,ეგ არც მახსოვდა.
თუ არ ხარ მზად ან პრობლემების მოგვარება გინდა ჯერ ,შეგიძლია გადავდოთ,პრობლემა არ მაქვს იან.
-მზად ვარ,პრობლემებიც უკვე მოვაგვარე ,მთავარი ესაა.
რას იტყვი??
ბოლოს ესღა იკითხა ღიმილით,რაზეც მე სიხარულით დავეთანხმე უკვე!
-კიიი!!
ამ ჩემს რეაქციაზე იანმა სიცილი დაიწყო ,რაზეც თავში ბალიში მოხვდა!

იანის პოვ:
ქეითან ურთიერთობა გამოვასწორე და ქორწილიც შემდეგი კვირისთვის შედგება!
ეს გადაწყვეტილება კი იმიტომ მივიღე,რომ უკვე ფაქტობრივად ქეითის უსაფრთხოება დაცულია.
ჩვენი სახლის საიდუმლო ნაწილში უკვე ისეთი პირები მყავს გამოჭერილი,რომლების მეშვეობითაც ალექსი ხელში მყავს!
ვერაფერს ვეღარ დააშავებს და ეს უკვს მეტად მაბედინებს,რომ ქორწილი აღარ გადავდო.

ქეითის პოვ:
შემდეგი კვირის ნახევარზე მეტი სამზადისი მიმდინარეობდა, და უკვე გადაღლილი კიარა გადაქანცული ვიყავი ყველაფრით!!
ამდენი სანაცნობო რომ უნდა შეკრიბო ,არ უნდა ამას დაგეგმვა?
მაგრამ ვაღიარებ ,ჩემი კაბის არჩევის დღე რომ დადგა ,დიდი სიხარულით გავემართე იონასთან და მეგისთან ერთად ,კაბის ასარჩევად ,ისე რომ დაღლა არც გამხსენებია!
ხოდა აი დადგა ეს მშვენიერი დღეც...დღე ,როდესაც ჩემი ცხოვრების სიყვარულს,საკურთხევლის წინ დავპირდებოდი როგორც ცოლი,სამუდამო და ერთგულ სიყვარულ...ამად ღირდა ეს ყოველივე და გეფიცებით საერთოდ არც ერთ წამს არ ვნანობ.
არც ცუდს და მითუმეტეს არც კარგს!
-დეეე კაი რააა!!! რა კაცებს ხელის გადაწევაში ეჯიბრები?
ნუ გადამრიეეე!!!
ამოდიი მეორეზე,გოგოები ემზადებიან და ამ კაბას ვერ გავუგე ვერაფერი !!
ამოვიწუწუნე ,ტელეფონზე ჩამოკუდებულმა,და პირველად დამაკლდა იანის გარდაცვლილი დედა რომ აქ არ იყო,რადგან 1 საათია ამ კაბას ვეჯაჯგურები და ვერა და ვერ მოვირგე!
-აუუუ!!! ესენი მეხუმრებიან მოკლედ,რა მამაკაცური ჰორმონების მოზღვავება ახლა იგრძნო ამ დედაჩემმა!
ვწუწუნებდი და თხელი აბრეშუმის ხალათის ამარა განერვიულებული აქეთ-იქით დავდიოდი,როდესაც უკვე წესით მზად უნდა ვყოფილიყავი!
-იონააა!!!
ისე გამახარა უეცრად კარში იონას გამოჩენამ ,თითქოს 1 წელი არ მყავდა ნანახი!
-მოდი გამოვიცნობ..რაღაც გიჭირს ხო?
სიცილით ამავლო თვალი.
-კიიი!! მიჭირს და მაგ შენს განგსტერ ძმას მოვკლავ !!
აქ 15 დაცვა რომ დამიყენა კარებთან,თან ყველა კაცი!!
ხალათით ვერ გავსულვარ,რომ ვინმეს საშველად დავუძახო!!
მივაყარე ანერვიულებულმა და რასაც ქვია ქორწილის ამბებით გადამწვარი
კედელთან ჩავიმუხლე!
-ყველაფერი ჩაფლავდება!
მუხლებზე მედო თავი და ვბურტყუნებდი.
-გოოგოო!! ნუ გადამრიე,ერთმა პატარა დაბრკოლებამ დეპრესიაში უნდა ჩაგაგდოს?
ამაყენა იონამ და თმა გადამიწია ,რომელიც დრამატულად ჩამომფხატოდა სახეზე.
-ჩემი მზადება მოიცლის და შენ დაგეხმარები!!
სჯობს მე ვიყო ქორწილში მოუმზადებელი,ვიდრე ხალხს ხალათიანი პატარძალი გამოეცხადოს!
სიცილით მითხრა იონამ და კაბაზე მიმითითა.
-მოიტანე აბა!!
მეც სწრაფათ მივურბენინე კაბა .
ვაღიარებ არც ასე გაადვილდა საქმე,რადგან ვერც იონამ ვერ უშველა კაბას.
ნუთუ ერთ კვირაში ასე გავსუქდი?
-მოიცა ხელი აქ გავყო?
გატრუნული ხესავით ვიდექი კაბა
ამოცმული ,თუ რაც ერქვა და
გაკვირვებული მივჩერებოდი
ჩაფიქრებულ იონას ,რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ამ წამს მსოფლიოს გადარჩენის გეგმაზე ფიქრობდა!
-არა რაღაც არ გამოდის .
მეგიც გვჭირდება!
ცოტახანი ფიქრის შემდეგ წამოიძახა იონამ და გამწარებული გავარდა კოლიდორში.
მეგიც მალევე მოვიდა ,მაგრამ რათ გინდა?
მეგიმაც ვერ გვიშველა და ბოლოს ისე მოხდა რომ იონამ ბებიამის უხმო ,რომელიც 3 ჯერ იყო გათხოვილი,ხოდა ქალსაც არ გაუჭირდა და ჩემი ,,ორიგინალური,,კაბა ,რომლისაც ვერც თავი გაგვეგო და ვერც ბოლო,მომარგოო!!!
კაბა ძლივს ჩამეცვა და კმაყოფილი სარკეში ვიყურებოდი,ხმაზე რომ შევხტი!
-ბობიიიი!ჩემო ძმაოოო!! თხოვდები ბიჭოო?!!
სიცილ კისკისით შემოვიდა ჰარი
და მის გვერდით მდგარი ჯეიკი ,რომელიც მის სიტყვებზე იხეოდა.
-ხოოო მოგვესწროო!!
წამოიძახა ჯეიკმაც და არარსებული ვითომ ცრემლი მოიწმინდა.
-აუუუ!! აქ რა გინდათ ახლა?? დამთარსეთ და ეგგა!!
კაცმა არ უნდა მნახოს.
დავიწყე ბავშვივით წუწუნი,რაზეც ჰარიმ შეიცხადა და მიპასუხა.
-პირველი ღამისთვის ,საჩუქარი უნდა მოგცეთ!!
ამაზე იონამ და მეგიმ დაიწყეს ფხუკუნი ,მე კი სულ გადავწითლდი.
-პირველი არაა ისს!!
ჰარის თავში ხელი წამოარტყა ჯეიკმა.
-იქნება ერთი 25-ე!
მიაყოლა და ჰარისთან ერთად ახარხარდა!
-ეეეე !! ისე მაგ პონტში ,მეც მინდაა ცოლი!! გეხვეწები მე მესროლე რა თაიგული!!
თქვა ჰარიმ და ჯეიკთან ერთად გაგრძელა კაკანი!
-წადით!!წადით ახლა თორემ პატარძალი თაიგულის მაგივრად
ვენოკს გესვრით პირდაპირ!
ორივე გაყარა სიცილით იონამ!
-ამაათ მერე მივხედავ!!
ჯერ პატარძალი ვარ არ შემეფერება!
ღრმად ჩავისუნთქე სათქმელის შემდეგ და სარკეში ჩემს თავს დავუწყე ისევ თვარიელება და ვაღიარებ,ძაალიან მომწონდა ნანახი მე,რომელიც ნამდვილად არ გავდა ძველ ქეითს ,მაგრამ სამაგიეროდ,უფრო უკეთეს ახალ ქეითს სიხარულით მაცნობდა.

იანის პოვ:
-ენდრიუუ!!!გეყოს რა სასმლის მოპარვა, ქეითმა უნდა მიგიყვნოს საკურთხეველთან თუ შენ?
სიცილით დავუძახე ენდრიუს ,რომელიც შამპანიურს
,,ვითომ,,წრუპავდა !
-მაცადე ჩემი იან,შვილს ვაცილებ!
გამომძახა და სავსე ჭიქა უკვე მთლიანად გადაკრა .
-სად იყავით თქვენ?
მე კი ახლახანს შემოსულ ახარხარებულ
ჰარის და ჯეიკს მივუბრუნდი.
-არსად კაცო!! ქეითს მოვუშალეთ ნერვები და მოვედით.
მიპასუხა უდარდელად ჯეიკმა.
-ჩემს ცოლს ნუ უნადგურებთ ნერვულ სისტემას ,თორემ ვერ გადამირჩებით!!
დავტუქსე ორივე სიცილით .
-აუ ჯიმი იყოს ახლა აქ!! დაიწყებდა ,,დედობრივი,,
გრძნობებით გაბრუებული ჩვენს გალანძღვას !
თქვა ჰარიმ და ჯიმიც გამოვიდა გვერდითა ოთახიდან.
-გავიგე რაც თქვი და ეგ დედობრივი გრძნობები იქნება
დედას რომ გაგინებთ ,იმდენს იზავთ!
მაცდური ღიმილით უთხრა ორივეს ჯიმა და ჯოშუას
მიუახლოვდა ,რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ჰალსტუხის გაკეთებას.
-ლეონი სადაა?
ვიკითხე უკვე სარკის წინ მდგარმა,რადგან უკვე ყველანი მზად ვიყავით.
-არ ვიცი ,მგონი ქვემოთაა და
ვიღაცას კერავს!
მიპასუხა ჯოშუამ.
-აუუ ახლა აქაურობა არ გადამიწვას,მაცადოს დავქორწინდე და მერე რაც უნდა უქნია!
სიცილით ვთქვი მე და თმა კიდევ ერთხელ შევისწორე.
-აბა!! აბაა!! დროაა!!
გავიგე ენდრიუს წამოძახილი და თვალებ გაფართოვებული მივაჩერდი!
-მერეე წადიიი!! ვინ მომიყვანს ქეითს საკურთხეველთან?
ვიკითხე თუ არა ენდრიუც გაიქცა!
-ვააა..რა ცუდი ბედი უჩანს ამ ქორწილს.
ჩავიცინე და ეზოსკენ გავემართე.

დროა...

ქეითის პოვ:
მშვენიერი გარემო ,გაზაფხულის ნაზი სურნელით იყო გაჟღენთილი
და უნაკლო დღედ რომ ჩამეთვალა ეს დღე ,მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმაღა
დამრჩენოდა
-თანახმა ვარ.
ვთქვი ეს სიტყვები და თან შავ
მშვენიერ თვალებში ჩავხედე ჩემს წინ მდგარ უსიმპათურეს  მამაკაცს, უფრო სწორად კი უკვე ჩემს ქმარს..
                -იან მილერს.

ხალხის ტაშის ხმა მესმოდა,და მხოლოდ ესღა მახსენებდა, რომ ამ სამყაროში ვიყავი ,თორემ მთლიანად მის კოცნში ჩავიკარგებოდი.
ისეთი ნაზი და ამავდროულად ვნებიანი იყო ეს კოცნა.
ტაშის ხმა და ხალხის შეძახილები
მხოლოდ ერთმა უცნაურმა
ხმამ დაარღვია,ვერ ვხვდებოდი
ამ ხმის გაგონების შემდეგ
რატომ ვგძნობდი ამხელა ტკივილს !
იმასაც ვერ ვხვდებოდი რატომ მიბნელდებოდა თვალთ,ან რატომ შემომყურებდა იანი ისეთი შეშინებული თვალებით როგორიც არასოდეს მენახა!!
-ქეით!!ქეით!! არ გაითიშოოო!!
მხოლოდ ეს ხმებიღა ჩამესმა, სანამ საერთოდ მივეცემოდი
იმ სიბნელეს ,რომელიც ასე მექაჩებოდა.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები საინტერესო ისტორიით ^_^ <3

 


№2 სტუმარი Marimari

Imedia qeiti gadarcheba da male dalagdeba yvelafers, dzlivs daqorwindnen da ese undodat exla. Warmatebebi

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

მალე დადებ♥️♥️

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან მაგარია იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები საინტერესო ისტორიით ^_^ <3

კი აუცილებლად და მგონია მოგეწონება <3

Marimari
Imedia qeiti gadarcheba da male dalagdeba yvelafers, dzlivs daqorwindnen da ese undodat exla. Warmatebebi

დიდი მადლობა ^^ <4

სტუმარი ანასტასია
მალე დადებ♥️♥️

კი <3

 


№5  offline წევრი ❤❤❤❤❤

როდისს დადებ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent