შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით. (ნაწილი-5)


1-09-2020, 02:03
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 461

იქამდე სანამ დათქმულ ადგილამდე მივედით, შეხვედრისთვის ვემზადებოდი მთელი გზა და საუბრზეც კი ვრეპეტიციობდი.

აეროპორტში რომ მივედით
ბიჭებმა პირდაპირ თვითფრინავისკენ გამაქანეს !
-მიდი ახლა დაჯექი!!შენს ადგილას და იცოდე ,რომ ჩვენც მოგყვებით პირადი თვითფრინავით!
მითხრა ლეონმა და თვითფრინავამდე მიმაცილა ბიჭებთან ერთად.
-შენ იცი ,ფრთხილად! ყველანაირად ეცადე რომ შიში და ნერვიულობა არ შეგეტყოს.
თქვა ჯიმა სანამ კარში შევიდოდი,
მე კი ამაზე გავუღიმე ყველას და ჩემი ადგილსკენ დავიძარი პირდაპირ,
რომ მოვკალათდი სკამზე კარგად ,ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკებს ვუსმენდი და აი რამოდენიმე წუთში თვითფრინავიც აფრინდა.
ეს რომ გაავაცნობიერე ცოტახანს თვალები მოვხუჭე ,დაძინებას ვაპირებდი,მაგრამ ვიღაცის შეხებაზე სასწრაფოთ თვალები ვჭყიტე!
ყურსასმენები მოვიცილე და ხმაც მალე ვიცანი!
-ფსსსსტტტ!!გვერდით გაფართოვებული  თვალევით გავიხედე და იქ კი ვინ დამხვდა?
ჰარი!
ჩემმს გვერდით იჯდა!
აქ რა უნდა,ახლა რა ვქნა?
ამ დროს ისე ვიყავი მგონი ცოტაც და  გადავხტებოდი თვითფრინავიდან!
-მაპატიეთ,მგონი არ შემშლია ხომ ადგილი?
არა,არა! ეს შენ ხარ!
ვაა!!მაგრად გგავხარ შენს ძმას!
თქვა ჰარიმ სიცილით და მეტად ახლოს მოიწია...მაკვირდებოდა.
-ამმ..არა..ვინ ძმა..მე....დაბნეულმა ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს,მაგრამ მან მხოლოდ გაიცინა.
-გეყოფათ! თქვენი ძმის ასლი ხართ..გგონიათ მომატყუებთ?
ნუ ღელავთ,მე ჰარი ვარ..მეც თქვენსკენ ვარ ,შეგიძლიათ მენდოთ..ერთ გუნდში ვართ.
ჩუმად გადმომილაპარაკა ,რაზეც სხვა გზა არ დამრჩა და ავყევი.
-ააამ..გასაგებია..კარგით.
შეშინებულმა ვუპასუხე და მოღრეცილი პარიკი თავზე შევისწორე.
-ბიჭებს ეგონათ მომტეხავდნენ!!მაგრამ ვერ მივართვი!!
მეც მინდა ამ გეგმაში მონაწილეობა მივიღო!!!
სადაა შენი ძმა? ან შენ რა გქვია?
კითხვები ღიმილით  მომაყარა და თვალები წამწამების ფახუნით მომაპყრო.
-ქეითი.
ვთქვი მე იმის შიშით რომ რამეს იეჭვებდა ადრე თუ გვიან.
-ქეით ..სასიამოვნოა შენი გაცნობა!
უფრო გაიღიმა ჰარიმ და ხელი ჩამომართვა,მეც ძალით ვიღიმოდი როგორც შემეძლო.
-ჩემთვისაც ,მაგრამ-ვთქვი და ხელი მისი ხელიდან გამოვაძვრინე,გეგმის დრო იყო,მას იქ ვერ გავიყოლებ!
-გთხოვ ეცადე ხშირი კონტაქტი არ გქონდეს ჩემთან !
ვინმემ არ იეჭვოს რამე!
იქნებ გვითვალთვალებენ?
თავი ყველაზე სერიოზულად დავიჭირე და მართლაც მგონი გაჭრა!
-აჰ! აჰ! მართალი ხარ!
კარგი შევინიღბები და
იცოდე აქვე ვარ!
მითხრა უკვე ჩურჩულით და როგორც ჯაშუშმა საათვალე გაიკეთა,
შემდეგ კი ისევ თავის ადგილზე დაჯდა .

-ღმერთო გადავრჩი მგონი!
ამოვიხვნეშე მე
და დასაძინებლად მოვკალათდი,
ძალები უნდა აღმედგინა.

მშვიდად მეძინა..მეძინა.
-ჰეე!!ქეით!!ქეით!! გავიგე ჰარის ხმა   და მე ცოტახანში ისევ გამეღვიძა .
-ჩამოხვედი!! ჩურჩულით მითხრა და ისევ ვითომც არაფერი გვერძე გამიარა.
მე თვალები მოვისრისე და ფეხზე წამოვდექი ,შემდეგ კი თვითფრინავიდან ჩავედი.
ჩავედი თუ არა თვალში მალევე მომხვდნენ შავებში გამოწყობილი
5 მამაკაცი..როგორც მივხვდი ჩემი საქმროს ხალხი.
ამაზე ბიჭებმაც მითხრეს!
-მოგვყევით.
თქვა ერთ-ერთმა
და ხელი მომკიდა ,შემდეგ კი წინ გამიძღვა.
ცოტახანში მანქანაში ვიჯექი უკვე და გზაში ვიყავი.
ეს კაცები რობოტები უფრო იყვნენ მგონი,ერთ პოზაში გაუნძრევლად იჯდნენ მთელი გზა ,ისე რომ უკვე უხერხული ატმოსფეროსგან შეწუხებულმა რამის სახელები არ ვკითხე ან რამე ,რავი!!

-მოვედით მისს შიზიკოთ.
ამაზე მე თვალები ვჭყიტე!
უკვე ცოლად ვითვლები???
უკვე?!! არც ხელის მოწერა ,არც ქორწილი?
-მადლობა..გავუღიმე ანერვიულებულმა
და უკან გავყევი.
სახლში რომ შევედი
ყველგან დიდი პორტრეტები მომხვდა თვალში, რასაც ქვია ყველა კუთხეში იყო!
მეც გაფართოვებული თვალებით შევსცქეროდი მართლაც უკვე შემაწუხებელ გარემოს.
-ამ ოთახში გელოდებათ თქვენი საქმრო! სააბოლოდ ერთ კართან გაჩერდა  და შემდეგ კარი საკუთარი ხელით გაამიღო.
ამაზე მე ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე, ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში ფეხი შევდგი...სწორედ ამ მომემტში
მომესმა ხმა.
-დააიგვიანე ძვირფასო!
გავიგე ოთახის ბოლოდან ხმა თუ არა ,მივხვდი რომ ის იყო ...თვალი გავაყოლე მთელ ოთახს და
იქვე მჯდარი მაღალი ,მოდი ვთქვათ სიმპათიური 26 წლამდე ბიჭი დავინახე ,დაჟინებული და ცბიერი მზერით მიყურებდა შორიდანაც კი.
-ბოდიში..თუ გალოდინეთ.
ვთქვი მე და ბოდიშის მოსახდელად თავი დავუკარი .
-არაუშავრს...ამ შენს ცუდ საქციელს გამოისყიდი ,რა პრობლემა?
თქვა ბიჭმა მაცდურად და ფეხზე წამოდგა,შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა.
-იანს მშვენიერი დაა ყოლია,ვაღიარებ არ ვნანობ ამ შეთანხმებას.
დაიწყო თავიდან ფეხებამდე ჩემი დათვარიელება,რაზეც უკვე საშინლად არაკომფორტულად ვიგრძენი თავი!
ამიტომ მისი ყურადღება რომ მიმექცია ხმამაღლა ჩავახველე!
-თუ შეიძლება საქმეზე გადავიდეთ.
ვთქვი სერიოზული ტონით,რაზეც ჩაიცინა.
-ასე მალეე!!?ჯერ პირველ ღამემდე მოვიცადოთ არ სჯობს?
მე პატიოსანი კაცი ვარ,ყველაფერი წესების მიხედვით მიყვარს,მაგრამ თუ გუნდა დავარღვევ ამ წესებს შენთვის.
სახიფათოდ ახლოს მოიწია
ბიჭი ,მე მი  ცოტა გავფითრდი და ხელით ნელა გავწიე...მგონი დამერხა!
-ოოუუ ..რა უკარება ყოფილა.
გაიცინა ბიჭმა და თან უფრო ახლოს მოიწია!
-იცი საყვარელო,ვგიჟდები უკარება გოგონებზე.
ყელთან ახლოს მოიწია თუ არადა
ისე ვერც გავაკონტროლე თავი
ჯიმის გეგმა განვახორციელე და პირდაპირ ფეხებ შუა ამოვკარი ფეხი,მეტი გზა უბრალოდ ამ სიტუაციაში არ მქონდა!
მის შეხებას ვერ ავიტანდი!
ამოვარტყი და  მანაც ტკივილისგან დაიკვნესა, უფრო ვიდრე დაიყვირა და შემდეგ გაღიზიანებულმა ამომხედა.
-შე პატარა-ვერ დამთავრა ნათქვამი,რადგან ამჯერად  მუცელში ვუთავაზე წიხლი!
მეც ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი,უბრალოდ თავს ვიცავდი!
მაპატიეთ ბიჭები გეგმა ისე ვერ წავიდა როგორც გეგმავდით!
ერთადერთი რაც მინდა მისგან თავის დაახწევა,ჯერ ჯერობით ვერევი,ამას ვფიქრობდი,მაგრამ არა დიდხანს !!
ცოტახანში აიატო მხრებში გასწორდა და ღრინვით ჩემსკენ წამოვიდა,მე ამაზე უკან სვლით წავედი .
-მოდი აქ! გავიგე აიატოს ხმა უკნიდან ,მაშინ  როდესაც უკვე მისგან გაქცევას ვაპირებდი !
მან დამასწრო !
ერთ ნაბიჯში დამეწია და ხელით უხეშად მიმაგდო საწოლზე,შემდეგ კი  ჩემსკენ წამოვიდა.
-ასეთი ძნელია შენს მომავალ ქმარს დაემორჩილოო!!?
თქვა მაცდური ღიმილით და ზემოდან დამაჯდა...ვაი.
-ხელი გამიშვი!! ვთქვი მე ღრინვით და ხელებით დავიწყე ყველგან ძებნა რამესი,რაც მის გათიშვაში დამეხმარებოდა..საბედნიერის ვიპოვე!იქვე  გვერდით მდგარი ვაზა ავიღე ხელში და სახეზე შემოვალეწე!
ამაზე აიატომ მწარედ იყვირა,
მე ამით ვისარგებლე და ფეხზე წამოვხტი ,შემდეგ კი კარებიდან გიჟივით გავარდი !
გრძელ კოლიდორს ისე მივუყვებოდი სირბილით, არც ვიცოდი სად მოვხვდებოდი, თან ჯიმის ნომერს ვკრებდდი გამწარებული!
-------------
ქეითი:ჯიმ!!!აკი პირველივე წამს არ მოგახტებაო?!! გინდა საიდუმლო გითხრა? მომახტა!
ჯიმი:უკვეე?!!ჯანდაბაა!!დაიმალე ,სასწრაფოთ სადმე დაიმალე,ჩვენც რამენაირად რაც შეიძლება მალე მანდ გავჩნდებით!
ქეითი:ჯიმ!!მე!!-
ჯიმი:ნუ ღელავ გადაგარჩენთ! მთავარია შენი საშუალებით მისი მისამართი გავიგეთ!
ქეითი-გელოდებით ჯიმ მალ-
----------------
სათქმელი ვერ დავამთავრე ,ვიღაცამ ტელეფონი რომ გამომაგლიჯა და კედელს მიანარცხა !
-ასე არ შევთანხმებულვართ საყვარელო!!
თქვა უკვე გაბრაზებულმა აიატომ ,რომელსაც სახეზე პატარა ჭრილობა ჰქონდა !
ხელი უხეშად მომკიდა მაჯაზე ,შემდეგ კი ასე მიმათრია რაღაც ოთახამდე რომ ვერც შეევეწინაღმდეგე!
ეს ოთახი საკანს უფრო გავდა, ვიდრე ოთახს!
აი უკვე შესულს კი იატაკს დამანარცხა
და კარები გარედან ჩამიკეტა, კარის უკან მდგარმა კი  შემომძახა.
-ამ ღამით მოგხედავ!!
ჯერ შენს ძამიკოს უნდა ვასწავლო ჭკუა !
ჯანდაბა ჩავფლავდიი!!
იმედია ბიჭები რამეს იზავენ!
უკვე მარტოდ დარჩენილმა ბნელ ოთახში ნერვიულობა დავიწყე ,არც კი ვიცი თუ მომისწრებენ ბიჭები.

იანის pov:
-რაა!??უკვეე??!დავყვიროდი თავზე ჯიმს ,რომელიც აღელვებული ყრიდა ყველანაირ იარაღს პატარა ჩანთაში!!
-ხოო!! ხო! ის სექსუალური მოძალადე უკვე საქმეზე გადავიდა!
-გითხარით არ გამოვათქო!!
ბობის დაა რას იზავდა??
აიატო ერთი ხელით დაიმორჩილებდა!!
ვთქვი მე და გაბრაზებულმა იარაღი გადავტენე .
-თუ აიატო არ მოკლავს მე მოვკლავ!!ჩავიჩურჩულე თან და შემდეგ ჯიმს გადატენილი იარაღი გადავაწოდე .
-გეყოფა ახლა!!!გოგოა!!აბა უფლება მიეცა ეხმარაა?!!
უკვე წყობიდან გამოსულმა გაწითლებულმა ჯიმმა მომაძახა და კარიდან გავარდა თან.
-მერე რა ,დიდი ამბავი ან ეგ იხმარს
ან კიდე სხვა !!
მივაძახე მე და უკან გავყევი .
-ხანდახან უგული კი არა ,საერთოდ რა ხარ არ ვიცი რა!
მითხრა ჯიმმა უკმაყოფილო სახით და გზა გააგრძელა.
-ძიძა ჯიმი.
ამოვილუღლუღე მე და იარაღ მომარჯვებული მანქანაში ჩავჯექი სხვებთან ერთად.
ის უტვინო ბობის დაა უნდა გადავარჩინოთ!!!
კი ,მაგრამ თვითონ ბობი სადაა!!?
ეს კითხვა მაწუხებდა თან
გაუჩერებლად ...უცნაურიაა!
ძაალიან უცნაური.

ქეითის pov:
ვიჯექი და რასაც ქვია ჰაერში ბუზებს ვითვლიდი,რა მოხდებოდა აზრზე არ ვიყავი საერთოდ ..ეს ჩემი 23 წლის ნანახი ქალიშვილობა ,ვიღაც ხეპრე არაკაცს უნდა წაერთმია!
თან ძაალით??არ ვიყავი თანახმა,
ნამდვილად არ ვაპირებდი აქ ვმჯდარიყავი იმის მოლოდინში როდის გადამარჩენდნენ ბიჭები!
ამიტომ ჩემს საიდუმლოდ დამალულ იარაღს მოვკიდე ხელი
და ჩემი გეგმის განხორციელება დავიწყე !
-გთხოთ!!!გამიშვით ტუალეტშიი !!ვყვიროდი ვითომ განწირული ხმით.
-მოითმინე!!გავიგე კარის იქიდან უცხო მამაკაცის ხმა .
-რა მოვითმონო!!ქალურმა პრობლემამ შემაწუხაა!!რა არ გესმით!
ამოვიოხრე მე ვითომ ტირილით .
-რამმ მაინც?!!
იკითხა დაბნეულმა კაცმა.
-მენტრუალური ციკლი!!
გამიღებთ ახლა?!!
წამოვძახე უკვე ღრიალით,
ამაზე კაცმა ხმა არ გამცა და ცოტახანში საკეტის გახსნის ხმაც შემომესმა!
ეს სულ ამართლებს.
კარის გაღება  ერთი იყო და პირდაპირ ჩემი იარაღი შევამზადე და კაცმა გააღო თუ არა კარი, იარაღი შუბლზე მივადე .
-გამატარე!! ვთქვი და ნელი სვლით დავიწყე წინ წასვლა,ცოტა კაცს რომ ჩამოვშორდი მთელი ძალით გავიქეცი ,გავრბოდი ისე რომ მეგონა მალე ცეცხლი გაუჩნდებოდა ფეხსაცმელებს!
-ჯანდაბა,გადატენილიც არ მქონია!
შემოვირტყი თავში ხელი ,იარაღს რომ დავხედე და გავაცნობიერე რომ გადატენილი არ მქონდა!
რომ გადამეტენა იქვე კედელს ავეკარი ცოტახანს ,მზად უნდა ვიყო.
-ეს ქალური პრობლემა სულ ამართლებს არა!?
-კი სულ..ვთქვი მე გაუცნობიერებლად ,ვითომ არაფერი და მერე გავაცნობიერე ვინ მითხრა ეს!
ვის? ვის გავეცი პასუხი!
ამაზე მე შეძრწუნებულმა ავხედე გვერდით მდგარს !
ეს ცივი იანი იყო ,თავისი უემოციო გამომეტყველებით მომჩერებოდა !!!
რა ვქნა? რა გავაკეთო?
-ვაღიარებ ბობიზე ცოტა ჭკვიანი ხარ.
თქვა და ხელი მომკიდა,მე კი მხოლოდ თავის ჩახვრით შემოვიფარგლე,თითქოს და უკვე არ დამინახა!
-მარცხნივ წადი, ჯიმი და ბიჭები იქ არიან!!
დროზე თორე ჯინი მოკვდა ნერვიულობით.
მითხრა და ხელი წამკრა რომ წინ წავსულიყავი.
-არ მინდა!!დებილი კი არ ვარ!!
არ ვაპირებ დავიმალო !
ვთქვი მე მკაცრად,რაზეც მას გაეცინა.
-ამას უყურეთ ერთი!
რა იყო დიდი გოგო ხარ!!?
საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს აქ ცოტახანში რა ამბავი იქნება!!
კაი ,კაი როგორც იტყვი.
მითხრა მაცდურად და ისევ სამიზნეს მიუბრუნდა!
ეს აიატო იყო ,რომელიც ჩემს ,,დაცვას,,ეჩხუბებოდა რომ გამოვექეცი !
-აიატოს შენ მიხედე ,იმ სამს მე მივხედავ.
გადმომხედა იანმა.
-თუ არ გაამაუპატიურა ,კი მივხედავ.
ვთქვი მე უკმაღოფილოდ .
-არა ,მართლა ტყუპები ხართ!!
უტვინო თავითაც გავხარ ძმას.
გამიღიმა ყალბად იანმა და პირდაპირ გაუფრთხილებლად წინ წაიჭრა,
მეც რა უნდა მექნა, გავყევი უკან.
-იან მეგობაროო!! წამოძახა აიატომ ღიმილით და მისკენ დაიწყო სვლა.
-რა იყო არ მელოდი ??
იკითხა უხეშად იანმა და იარაღი დაუმიზნა.
-არა! მეგონა შენ დასს რომ დავაორსულებდი მერე მოხვიდოდი!
თქვა მაცდური გამაღიზიანებელი ხმით აიატომ,რაზეც იანია გააბრაზება შევატყე..როგორც ჩანს ძაალიან უყვარს თავისი დაა.
-ანუ ჩემსს დას პირველივე დღეს მაგას უპირებდი? ჩაიცინა იანმა და ცოტახანს დუმილის შემდეგ მაცდური ღიმილით მიამატა .
-მაგიტომ არ გამოვგზავნე ჩემი დაა.
თქვა და უკვე გაგებულით გაბრაზებულ აიატოს შეხედა ღიმილით.
-მატყუარაა !!
წამოვიდა აიატო იანისკენ.
-რას აკეთებ ,ესროლეე!!
ვთქვი მე ანერვიულებულმა
და იანს გიჟივით წავკარი ხელი!
-არ ისვრისს!!! წამოიძახა იანმა.
-აბა ,აბა ვნახოთ !!გულში თუ თავში!!?დაუმიზნა იანს იარაღი აიატომ ,რაზეც სულ პანიკაში ჩავვარდი!
მაგრამ ზუსტ მომენტში გამახსენდა ჩემმი ახლად გადატენილი იარაღი,რომელსაც ვმალავდი!
-იქნებ შენ აირჩიო ეგ!
ცოტახანში ისე რომ ვერც ერთმა ვერ მოტვინა , იარაღი ამოვაძრე !
როგორც ჩანს იანი უფრო არ მოელოდა ჩემგან ამ ჭკვიანურ სვლას, ვიდრე აიატო .
-ლამაზო...არ გინდა..მომართა აიატომ ღიმილით .
-გაინძერი!
ვთქვი მე მკაცრად და ზურგზე მივადე იარაღი!
-როგორი მკაცრია.
ისეთი ღიმილით თქვა ეს
იმ გარყვნილმა ვითომც არაფერი!
-იან საით?!ვკითხე იანს.
-მანქანამდე წამოიყვანე და იანს ნუ მეძახი .
მითხრა გააღიზიანებულმა
იანმა და წინ წამიძღვა.
-ბოდიში..წესები მეც მეხებაა!!
როგორ დამავიწყდა!!
წამოვიძახე ჩურჩულით ცინიკურად და გზა გავაგრძელე .
-საიდან იცი შენ წესების შესახებ?

-ნუ..ნუ..ჩემმი ძმისგან მსმენია!
დაბნეულმა ვუპასუხე და სასწრაფოთ თვალი ავარიდე...ჯანდაბა...რატომ არ უკვირდები ქეით რას იძახი?
ყველაფრის მიუხედავად მგონი მისი ნდობაა მოვიპოვე...კარგი გადაწყვეტილება მივიღე ,როდესაც ეს სახიფათო საქმე ავირჩიე ,რადგან ეს აიატო ისეთი სახით მიყურებს რომ მგონი სერიოზულად გადაწყვიტა ჩემმი ცოლად მოყვანა...ავამტყოფი.


შენობის გარეთ გავედით და უკვე ეზოში გასულებმა, ბიჭებიც დავინახეთ, რომლებიც დასისხლიანბულები გველოდნენ..იმედი მაქვს ყველა კარგადაა.
-ბევრი დახოცეთ!? არაფერი არ უკითხავს,როგორ ხართ,ხომ არ დაშავდით,მხოლოდ ეს იკითხა პირდაპირ.
-საკმაოდ.
უპასუხა ჯეიკმა და სისხლი სახიდან მოიწმინდა,შემდეგ კი ყველაზე უდანაშაულო ღიმილით ჩემსკენ გადმოინაცვლა..როგორ შეუძლია ადამიანს თან მკვლელი მაფიოზი იყოს და თან უდანაშაულო და საყვარელი?
-შენ ალბათ ქეითი ხარ,როგორ ხარ?
ხომ არ დაშავდი? ეს არამზადა იმედია არ შეგხებია.
ზიზღით სავსე თვალებით გახედა მომღიმარ აიატოს,რომელიც ისევ მე მიყურებდა რატომღაც.
-კი..კარგად ვარ,დიდი მადლობა.
ვუპასუხე უხერხული ღიმილით.
-ქეით ეს შენ ქენი? აიატოს ამ კითხვით მიუახლოვდა სახესთან ჯიმი.
ჭრილობას აკვირდებოდა ,რომელიც მე დავუტოვე !
ვაპირებდი პასუხი ამაყად გამეცა,რომ ეს მე გავაკეთე,მაგრამ დამასწრეს.
-ხოო ჩემმა ველურმა კატამ ქნა.
ეს აიატო იყო ეს სისულელე რომ თქვა ,თან ენით მოილოკა ტუჩები და დაჟინებით მომაჩერდა უფრო..მანიაკია.
-ვაა!!ქეით ყოჩაღ! თქვა ნაბიმ და იანს მიუდგა გვერდით ,რაზეც უკვე ამდენი ქებისგან გავწითლდი.
-რა გჭირს? მომესმა ნაბის კითხვა,რომელიც იანს დაუსვა.
-არაფერი..თავს ვიდანაშაულებ რომ ბობიკოს ვიღაცა დამ გადამარჩინა.
გავიგე იანის სიტყვები და ვეღარ მოვითმინე და მივუბრუნდი..ახლა ხომ გოგო ვარ,მგონი არ მცემს,დროა საკადრისი პასუხი გავცე.
-უკაცრავად და მადლობის მაგიერია?
ვიკითხე გაღიზიანებული მზერით,ამაზე კი იანი პირდაპირ თვალებზე მომაჩერდა.
-შენი ძმა აქ არაა როგორც ხედავ,მაშინ როდესაც გვჭირდება... ამის გამო კი აღარ მოვკლავ!!ესეც მადლობა ჩემგან!
რამე გინდა კიდე?
თქვა უემოციოდ და ცოტახანს სახიფათო მზერით მიყურა,მანამ მე არ დავნებდი და მანქანისკენ არ გაემართა.

-არ მჯერა რომ ჩემმა პატარა გოგომ ესეთები აკეთა!
გახარებულიმა მითხრა ჯიმმა და ხელი თავზე შინაური ცხოველივით გადამისვა.
-მგონი ნაადრევია სიხარული!
მაგრამ ამ საყვარელ მომენტში ჯოშუას ხმა გავიგეთ და რომ გავიხედეთ, იქ მდგარი 20-მდე კაცი დავინახეთ,
ჩვენკენ მოდიოდნენ!
-იან!!მითხარი რომ ჩვენებიც აქ არიან და ამდენი კაცის წინაღმდეგ მხოლოდ ჩვენ არ ვართ!! წამოიყვირა შეშინებულმა ჰარიმ, ისე რომ მზერა მამაკაცებისთვის არ მოუცილებია!
-შენობაში არიან..ან ცოცხლები ან მკვდრები.
ვითომც არაფერი უდარდელად უპასუხა იანმა და მანქანის კარი გააღო.
-ჩასხედით !! ბრძანა თუ არა , მე აიატოს ვაიძულე იარაღის დახმარებით რომ მანქანაში ჩამჯდარიყო .
-სწრაფად!
ჩავსვი თუ არა და  მეც გვერდით მივუჯექი.
-ჯიმ აღმოსავლეთისკენ წადი პირდაპირ,იქ სასტუმრო მეგულება და ამ ღამეს მანდ მოგვიწევს გაჩერება.
იქამდე სანამ იანი საჭესთან მჯდარ ჯიმს მისამართს უხსნიდა,აიატო ჩემზე სექსუალურ ძალადობას ანხორციელებდა!
-რა ცხელი ხარ პატარა.
გავიგე აიატოს ჩურჩული ,რომელიც ფეხებზე ხელებს მითათუნებდა და ნელ-ნელა უკვე კაბისკენ მიქონდა!
ამ დროს კი ძაალიან ვინანე რომ გვერდით მოვისვი .
-სასწრაფოთ მომაშორე ხელები, თორემ სათითაოდ დაგატეხავ,ამის პირობას გაძლებ.
ვთქვი მკვლელი ხმით და სახოფათო მზერა მივაპყრე.
-ისე მომწონხარ..მგონი გადავიფიქრე შენი მოკვლა ,თუ რამეა შენ დაგიტოვებ მისი დის მაგივრად პრინცესა.
ჩემმი სიტყვები დაიიგნორა და ჩურჩულით იგივე განაგრძო.
-ზედმეტად აღარ შეეხო,თუ გინდა რომ შუბლი აქვე არ გაგიხვრიტო.
ჩემსდა გასაკვირად იანის ბოხი ხმა გავიგე ,რომელიც წინ იჯდა და სარკიდან მის სახიფათო მზერას ყველა ხედავდა.
-მადლობა.
გავხედე მე  და არაფერი რომ არ მიპასუხა,უხერხულად გზას მივაჩერდი ისევ .
ცოტახანი სიმშვიდე იყო ,არავინ არ იღებდა ხმას და უბრალოდ ტოკიოს ღამის მშვიდ ქუჩას ვადდევნებდით თვალს ..მაგრამ ეს
ჩემი მშვიდი მგზავრობა დიდხანს არ გაგრძელდა ,უცბად უკანა შუშა თოფის ტყვიამ რომ შემოლეწა!!!
ეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ შიშისგან ვიყვირე!
-ჯანდაბა ,უკნიდან!!
წამოიძახა იანმა და დაბნეულს იარაღი ხელიდან გამომტაცა ,შემდეგ კი ზურგი მაქცია და ჩვენს უკან მანქანას დაუწყო სროლა, ამაში კი
ჯოშუაც აჰყვა ცოტახანში !
-ესეც სიუპრიზი..გავიგე აიატოს ხმა,რომელიც ისევ ხელს აპარებდა ჩემმი კაბის ქვეშ,მაგრამ ეს ნაკლებად მანაღვლებდა ამ წამს!
-ჯიმ!!ცოტა სწრაფად!!
ანერვიულებულმა გავძახე საჭესთან მჯდარ ჯიმს ,რომელიც ასევე ანერვიულებული ცდილობდა საჭის დამორჩილებას!
-ჯიმ??გავიმეორე კითხვა,რადგან დავინახე,რომ ჯინი საჭეს მოშორდა და ამის მაგივრად ფანჯარაში გადამძვრალმა უკან მდგარ მანქანას დაუწყო სროლა სხვებთან ერთად.
-ჯიმ,დავიხოცებით!!
-ჯანდაბა!!ნაბი ატარე!! შემოყო ცოტახანს თავი ჯიმა და ამ სიტყვების შემდეგ იგივე პოზიციას დაუბრუნდა.
-გადავრჩი!!ამოვიხვნეშე რომ დავინახე რომ ნაბიმ მოკიდა საჭეს ხელი.
-არ ვიცი ტარება ჯიმ, როგორ უნდა ვატარო?!!ნაბიმ  წამოყვირა თუ არა და დავკარგე ისევ იმედები და უარეს პანიკაში ჩავვარდი!
-ნაბი!!რას აკეთებ!!?შევასკდით კედელს!!აფორიაქებულმა დავიწყე ყვირილი ,რადგან მეტად ამ შიშს ვეღარ გავაკონტროლებდი!
ამე აქ ვარ ლამაზო, ნუ გეშინია.
ენა არ ამისვა ლოყაზე იმ უჭკუო აიატომ!
-მომშორდი გარყვნილო!!
წამოვიყვირე მე ზიზღით და ისევ სიდენისს შუაში გავყავი თავი!
-მარცხნივვ!!მარცხნვ მოატრიალე!
დავუყვირე ნაბის ,რომელიც ცოტაც და ბოძს შეასკდებოდა!
-საით? იკითხა მაინც გულუბრყვილოდ ნაბიმ.
-ჯიიმ!!!დავიხოცებით!
იმედების გარეშე უკვე ვაპირებდი მეტირა..ასეთი რაღაცების მეშინოდა ,ავარია
და სიკვდილი 8 ბიჭთან ერთად ,აქედან ერთს მამაჩემის მოკვლა უნდა, მეორეს კი ჩემი გაუპატიურება!!
არ მინდოდა ასე სიკვდილი და მგონი არც გამწირა დედაბუნებამ ასე სასტიკად,ცოტახანში მანქანა ჩამოვიშორეთ და ჯიმი თავის ადგილს დაუბრუნდა,შემდეგ კი
წყნარად გავნაგრძეთ გზა.

-ჯანდაბა ,ეს რა იყო?
დარღვია ცოტახანში სიჩუმე ჯიმა ,რომელიც გაფითრებული იყურებოდა.
-ამის ბრალია! სახლში მივალთ თუ არა გამოიკითხება სათანადოთ.
სახიფათო ხმით თქვა ჯეიკმა და აიატოს გადმოხედა
 -და რა ვუყოთ? მაგისი ბანდა არ შეგვეშვება! თქვა ლეონმა.
-მართალია.
ამაზე აიატო კმაყოფილი ღიმილით დათანხმდა,რის შემდეგაც იანი აპირებდა რაღაც ეთქვა , ზარის ხმა რომ გაისმა ტელეფონზე.
იანმა ტელეფონს უპასუხა ,მაგრამ რატომღაც ხმა არ ამოუღია,მხოლოდ უსმენდა,რომ გათიშა ყველა მას მივაჩერდით.
-ვინ იყო?
იკითხა ანერვიულებულმა ჰარიმ.
-ჩვენი ერთ-ერთი წევრი იყო! სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ..იქ ასე ვერ დავტოვებ.
თქვა ანერვიულებულმა იანმა და ჯიმს შეხედა.
-ჯიმ მოაბრუნე.
-იან..იქ შეიძლება დავიხოცოთ,ჯერ გეგმა გვჭირდება.
თქვა ჯიმმა გულახდილად.
1ბიჭები ამ წამამდე ჩხუბობენ  ,ძაალიან ბევრი დაჭრილია და სიკვდილს ებრძვის.
ასე ვერ დავტოვებთ!
თქვა იანმა უემოციოდ და იარაღი მოიმარჯვა .
-გეგმა მაქვს.

უკან მივტრიალდით და იქამდე მანამ დანიშნულების ადგილამდე მივახწიეთ,იანმა გეგმა გაგვანდო,რომელიც რაღაც შანსებს გვაძლევდა რომ ჩვენი ხალხი მაინც გამოგვეყვანა ცოცხალი.
-ბიჭებო გადავედით ,სწრაფათ გავაკეთოთ ყველაფერი და მიახლოვებით 20 წუთში ისევ აქ დავბრუნდეთ ...ქეითი ხარ თუ ვიღაც ,შენ აქ დარჩი..
ჩემზე გადმოიტანა სააბოლოდ მზერა ,რაზეც პირ ღიამ შევხედე.
-რატომ?? ვიკითხე გაკვირვებულმა.
-დღეს გადამარჩინე და მეც სამაგიეროს გიხდი..იქ რომ წამოხვიდე ,ზუსტად იცოდე რომ მოგკლავენ.
მითხრა უემოციოდ
და მანქანაც გაჩერდა ,იანმა ქუდი გადაიფარა და სახლისკენ წავიდა ,ამაზე კი ყველა იარაღებს ეცა და მანქანიდან გადაცვივდნენ ,შემდეგ სახლში შეცვივდნენ იანთან ერთად ,მე კი ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს.
-ყველა დაიხოცება..გირჩევ ამხსნა თოკები ,თუ გინდა რომ შენ გადარჩე. გავიგე აიატოს მაცდური ხმა.
-არც იოცნებო.
ვთქვი მე და სიდენიას მივეყუდე, ლოდინის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა,მაგრამ ეს ლოდინი მანადგურებდა!
ყოველი გასროლის ხმა საშინლად ჩამესმოდა ყურში ,თითქოს ვფიქრობდი ..შეიძლება ამ გასროლამ ჯიმი მოკლა ,ან ნაბი ,იქნებ ლეონი?
ან ჯოშუა ,ან ჰარი?
ჯეიკობი ან კიდევ..... იანი.
ვფიქრობდი და ნერვიულობით ვეღარ ვისვენებდი!
მეტის გაძლება აღარ შემეძლო,
ამიტომ სასწრაფოთ კარი გავაღე
და მანქანიდან გადავედი!
თუ ვერ გადავრჩები ,რამით მაინც დავეხმარები!
-აქ იყავი იცოდე! გავაფრთხილე მკაცრად აიატო,რომელმაც გადახვეული თოკებზე მანიშნა თვალებით .
-შენ გგონია ვაპირებდი წასვლას?
თქვა ცინიკურად ღიმილით,რაზეც ყურადღება აღარ მივაქციე და პირდაპირ შენიბისგენ გავიქეცი!
-მოდივარ ბიჭებო!
წამოვიძახე და იარაღით ხელში შევვარდი სახლში!
იქ კი კარგი მდგომარეობა არ დამხვდა....ყველა ერთმანეთს ესროდა ,ყველგან დახოცილები და დაჭრილები ეყარნენ.
სად არიან ჩემმები?

-შენ აქ რა გინდაა!!??
შევხტი იანის ხმაზე,რომელიც დაჟინებით მომჩერებოდა..ასე უცბად როგორ დამინახა?
-მინდა რომ დაგეხმაროთ.
ვთქვი მე და იარაღი გადავტენე.
-არ უნდა გადმოსულიყავი!
მხოლოდ ეს თქვა უემოციოდ ,თითქოს და იმედგაცრუებულმა
და შემდეგ ისე სროლით შეიჭრა ბრბოში !
ცოტახანი ასე ვიდექი
ის რა ჩემზე ღელავს?
ამაზე ვფიქრობდი ,უცბად ჯიმის ხმა რომ გავიგე!!
როგორ გამიხარდა მისი ხმის გაგება!
-ჰეეე!!ქეით ფხიზლად!!
მართალია! დასახმარებლად მოვედი ,დროა საქმეს მივხედო!
გამოვფხიზლდი და პირდაპირ სროლით შევიჭერი მეც ბრბოში !
ცოტახანი თავი გავართვი,
მაგრამ ბოლოს ერთმა დეტალმა ჩემი ყურადღება მიიქცია და ცოტა დავიბენი ...კაცი შავებში ჩაცმული ჩვენსკენ ვითომც და არაფერი ნელი სვლით მოდიოდა ,მაგრამ რატომ ჩემსკენ,ვინნაა?!
მხოლოდ ეს კითხვა გამიჩნდა ამ წამს ,მაგრამ კაცი რატომღაც ცოტახანში იანის წინ გაჩერდა და აი გავიგე ყვირილის ხმაც.
-შეთანხმებას ხომ დათანხმდი?!
რა საჭირო იყო ეს აჟიოტაჟი?!!
იკითხა ყვირილით კაცმა ,რომლის ხმაც უკვე მშვენივრად ისმოდა ,რადგან ყველა გაჩერებულა და ჩუმად მას და იანს მისჩერებოდა.
-ჩემი დაა ნივთი არაა!!!
წამოიყვირა იანმა გაბრაზებული ხმით.
-ეს შეთანხმება იყოო!!ის ჩემი შვილია და მე გადავწყვეტ რა გზა მივცე!
თქვა ცივად კაცმა..რაზეა საუბარი?
-არ მოგცემ უფლებას ჩემს დასაც გაუმწარო ცხოვრება!
თქვა იანმა და იარაღი კაცის წინ დაახეთქა ,შემდეგ კი გასასვლელი კარებისკენ წავიდა ,მას კი უკან ყველა გაყვა ,მათ შორის დაბნეული მეც.

-ჯიმ რა ხდება?
მივუდექი ჯიმს გვერდით ,მაგრამ ჯიმი ჩუმად იყო.
-ვინაა ეს კაცი? ვიკითხე კიდევ  ერთხელ ,იმის იმედით რომ პასუხს გამცემდა.
-იანის მამა.
მიპასუხა ჯიმმა და სწრაფი ნაბიჯით იანის დასაწყნარებლად წაიწია წინ.
ანუ იანის მამაც მააფიაშიაა!!?
ანუ გასაგებია რაზეც ჩხუბობდნენ.
და როგორ მიჰყიდა უბრალოდ ვიღაც გარყვნილს თავისი გოგო?
ვფიქრობდი მე და ვხვდებოდი რომ
იანი ტყუილად და უმიზეზოდ არაა ასეთი ცივი და სასტიკი...ეს მამამისის ბრალია.
სასტუმროში დამღლელი დღის შემდეგ , ყველა ჩუმად ხმის ამოუღებლად ჩაიკეტა თავის ნომერში .
იმაზე კი არავინ ხმას არ იღებს ,რაც რამდენიმე საათის უკან მოხდა.

-რაზე ფიქრობ პატარა? გავიგე  აიატოს ხმა ,რომელიც წყევლასავით ჩამაბარეს ერთი დღე!
-ვფიქრობ როგორ მოგკლა..აივნიდან გადაგაგდო, თუ პირდაპირ ტყვია დაგახალო შუბლში .
ვუპასუხე გაღიზიანებული ღიმილით.
-რა სექსუალური ხარ ასე რომ ლაპარაკობ!!
იკბინა ქვედა ტუჩზე აიატომ.
-როდის მოგაშორებენ ერთი.
შევხედე მკვლელი სახით და საწოლზე გადავწექი .
ცოტახანი ,ცოტა ჩამთვლიმასავით ,მაგრამ მალევე 10 წუთიც არ იყო მგონი გასული სროლის ხმამ რომ გამომაღვიძა!
დაფეთებული წამოვხტი და გარემოს მოვავლე თვალი.
აიატოო!!ის ოთახში აღარ იყო,იმის შემდეგ კი რაც სროლამ დამაყრუა ,გასაგები იყო სადაც იყო .
მეც აღარ დავაყოვნე და იმის შიშით თუ ეს ნასროლი ვის მოხვდა ,გარეთ გავვარდი !
გარეთ გავედი და აიატო დამხვდა პირდაპირ კოლიდორში ..იანის ოთახიდან გამოდიოდა ,დასისხლიანებული იყო.
გავაცნობიერე რატომ და ისე რომ ვერც მივხვდი თვალები ცრემლით ამევსო .
-იან!!იანს რა უყავი?!!
გავიქეცი აიატოსკენ გაბრაზებული,
ამაზე კი აიატომ მხოლოდ ღიმილით გადმომხედა.
-ესეც ჩემი საცოლე!!შენ გეძებდი!
თქვა აიატომ ,რომელსაც სახეზეც სისხლი ემჩნეოდა ,ამაზე მე იარაღი დავუმიზნე.
- რა გააკეთე?
-გირჩევ იარაღი ჩასწიო..საკმარისად ვითამაშეთ დღეს!
მითხრა უკვე საკმაოდ სახიფათო გამომეტყველებით აიატომ.
-არამზადა!! ამაზე მე უბრალოდ მას ხელი ვკარი და იანის ოთახში შევვარდი, იქ კი უგონო მდგომარეობაში დამხვდა იანი!
დაჭრილი იყო...მაგრამ ცოცხალი!
-იან თვალები გაახილე,გაუძელი!!
ვაჯანჯღარებდი იანს და ნელ-ნელა მის სისხლში ვისვრებოდი !
ძლივს წამოვაყენე და მისი მსუბუქი წონის დამსახურებით მხარზე ხელ გადახვეული გავათრიე ოთახიდან.
-დაანებე თავი ,მაინც მოკვდება ძვირფასო..ჩემთან ერთად წამოდი.
წინ შეშლილი სახით გადამეღობა აიატო,რომელიც ამ წამს სახიფათო არ იყო,რადგან იარაღი აღარ ჰქონდა.
-მაინც მოგაკითხავ იცოდე,მართლა ძაალიან მომეწონე.
ვაიგნორებდი,მაგრამ ის თავს არ მანებებდა .
-თავი დამანებე.
მხოლოდ ეს ჩავილაპარაკე და წინ გავაგრძელე გზა ლიფტისკენ.
ქვემოთ სართულზე იყვნენ ბიჭები
და რამე უნდა მეშველა იანისთვის!
ლიფტის ღილაკებს  იანის სისხლისგან დასვრილი ხელები მივაჭირე და კანკალით მოთმინებით დაველოდე როდის გაიღებოდა კარი და აი გაიღო კარიც ,იანიც ძლივს შიგნით შევათრიე!
-მიდი გაიქეცი,მაგრამ იცოდე რომ შენთან დავბრუნდები და წაგიყვან !!
გავიგე კარის დაკეტვმდე აიატოს ხმა ,რომელიც იღიმოდა.
ცოტახანი ჩუმად ვიყავი ,მხოლოდ იანის შესუსტებული გულის ცემა და ჩემი აჩქარებული გულისცემის ხმა მესმოდა.
მანამ სასურველ სართულზე არ ჩავედი .
სართულს რომ მივახწიეთ
მე იანი გავათრიე და კარებამდე ძლივს რომ მივახწიე, დავაკაკუნე კიარადა უფრო დავაბრაგუნე და რამის კარი ჩამოვიღე!
-ლეონ ,ჯიმ!!გამიღეთ!
დავიწყე განწირული ყვირილი,ამაზე კი ლეონმა კარი გააღო და იანი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, შეშინებული ეცა და ხელიდან გამომართვა!
-ვინ ქნა ეს!!?გავიგე ჯიმის აღელვებული ხმაც.
-აიატომ!
ვთქვი მე და გათიშულ იანს დავხედე.
-ვანახებ მაგას!
ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა ლეონმა და მერე ჯიმს მოუტრიალდა,რომელმაც მეგობარი დაამშვიდა.
-ლეონ სასწრაფოდ საავამტყოფოში უნდა გადავიყვანოთ!
წავედით,მაგას მერე მიხედავს თვითონ იანი.
თქვა და იანი ზურგზე მოიკიდა.
იმედია იანი კარგად იქნება ,რატომღაც ძაალიან ვნერვიულობდი!

იანის pov:
მშვიდად მეძინა ,უეცარმა ტკივილებმა რომ მაიძულა თვალები სიმწრით გამეხილა.
არ ვიცოდი რა ხდებოდა...თვალი ნელა გავახილე და გარემო არ მეცნო და საერთოდ საავამტყოფოში რა მინდოდა ვერ ვხვდებოდი!!
გუშინ რაც მახსოვს ისა რომ დასაძინებლად დავწექი, ახლა კი ასე ვიღვიძებ.
რა მოხდა?
-გააიღვიძე!!?? გავიგე ნაცნობი ბოხი ხმა და თავი წამოვყავი,წინ კი ბობი დამხვდა ბიჭებთან ერთად.
-რა მოხდა? ვიკითხე მე.
-აიატომ დაგჭრა,მაგრამ ქეითმა გიპოვა და გადაგარჩინა.
მიპასუხა ამაზე ჯიმა.
-ახლა სადაა ქეითი?
შევხედე კითხვით უკვე ბობის ,რომელის მაგივრათაც მერჩივნა მისი დაა მენახა..მართლა მამაცი გოგო აღმოჩნდა,სიკვდილისგან გადამარჩინა.
-სახლში გავაგზავნე..მე ჩამოვედი ,აღარ მინდოდა მეტად საფრთხე შემექმნა მისთვის.
მიპასუხა ანერვიულებულმა ბობიმ.
-შემი დაა  რომ გჯობია იცი ხო ეგ უკვე? ვიკითხე გულახდილად და ტკივილით შეწუხებულმა
პატარაზე ამოვიოხრე,მაგრამ ამან ვერ შემაჩერა და გაავნაგრძე.
-ხოდა კიდევ...ისეთ დროს რომ გვჭირდებოდი სად გაქრი?
-ჩემი და ჩემს გვერდით ვერასდროს მუშაობს!!
ყველაფერი ჩაგეშლებოდათ!
მიპასუზა სისულელე,რაც უფრო თავის მართლებას გავდა,
-აჰა გასაგებია..ქეითი ბობიზე ძლიერია.
ლექსივით გავრიტმე მე და წყალს დავწვდი პირ გამომშრალი.

ქეითის pov:
იანს როგორც ჩანს "გოგო მე"არც ისეთი დიდად არ ვძულვარ!
ეს კი ძაალიან საკვირველია მართლაც!!
და თან უსამართლობაც,მაგრამ რა მნიშვნელიბა აქვს ამას?
მთავარია რომ ამ ყველაფრის დამსახურებით მგონი იანის ნდობა მოვიპოვე!!
-იან ასეთები არ გჭირს ხოლმე!!
ამდენი ხნის მუშაობის მანძილზე არ მინახავს ვინმეს შენთვის ზიანი მოეყენებინოს.
გავიგე ნაბის ხმა.
-ხოო..რაღაცები იცვლება!
თქვა ჩაფიქრებულმა  იანმა.
-და რატომ..?? მამაშენი...აპირებდა ნაბი რომ რაღაც ეთქვა ,იანმა რომ გააჩერა.
-მამაჩემს ნუ ეძახი და ნუ მელაპარაკები მაგ ადამიანზე საერთოდ!"
თქვა ბრაზით და ეს თემა საერთოდ დახურა.
როგორც ჩანს დიდად ბევრი კარგი რაღაც მამამის არ აქვს მაათვის გაკეთებული ბავშვობაში!

მამა ვახსენე და ტელეფონიც აწკრიალდა,მე ცოტა დაფეთებულმა ტელეფონს დავხედე ....ეს მამა იყო .
მამა,რომელსაც გონია რომ ქალიშვილი ყავს!
ამ ბოხი ხმით რა ველაპარაკო?
-უკაცრავად დაგტოვებთ .
ვთქვი მე ანერვიულებულმა და კარებიდან გავედი ,შემდეგ კი როგორც მოვახერხე
ხმა დავიწვრილე.
________________________
ქეითი:მამიკოო!!როგორ მომენატრეთ!როგორ ხართ?
მამა:კარგად შვილო შენ?!მოგვენატრე ჩვენც! რატომ არ რეკავდი?
ხო კარგად ხარ,ხმაზე რა გჭირს?
ქეითი:კარგად ვარ მამა,არ ინერვიულოთ,უბრალოდ გაციებული ვარ...დარეკვაზე კი ბოდიში, არ მეცალა!
გეფიცებით რამდენჯერ მინდოდა იცით დამერეკა !?
მამა:კაი ,კაი ხო ..ვიცი რომ შენც ძაან გენატრებით და გვინახულე მოდი, არ გამოგიშვებენ ცოტახანს?
ქეითი:რა გითხრათ!ჩემი ბოსსი ცოტა უჟმური სასტიკი ცივი და....
მამა:კაი აბა დაწყნარდი ,რაღაც აღელვდი *იცინის*
ქეითი:ხოო მოკლედ არ გამომიშვებენ მაა!
მამა:კარგი შვილო თუ ეგ ვერა ისე მაინც მოახერხე დაგვირეკო ხშირად!
მიდი ახლა აღარ მოგაცდენ..თავს მიხედე და წამლები მიღეე,გვიყვარხარ!
მეც და დედასაც!
ქეთი:მეც ძაან მაა..
------------------------
ლაპარაკს რომ მოვრჩი უმიზეზოდ ღიმილი ამიტყდა ..ძაალიან მომენატრნენ.
-ბობი...რამე გჭირს ხმაზე?
გავიგე უცბად საოცრად დაბნეული ჯეიკის ხმა,რომელიც შოკი სახით მიყურებდა.
-ჰაა..*ჩახველება*რა უნდა მჭირდეს!!?ვუპასუხე ანერვიულებულმა მე და ხმა ისევ დავიბოხე.
-ხო რავი..უცნაური ხარ ხანდახან ძმაო!გულახდილად მხარზე დამადო ხელი ჯეიკმა.
-როგორც ნაბი თუ ისე რა?
გავფანტე  დაძაბული ატმოსფერო ხუმრობით.
-ნაბის ვერ აჯობებ!
მიპასუხა სიცილით ჯეიკმა.
-ვაი რომ ვერა!
ვთქვი მეც სიცილით .
-იანმა თქვა რომ შენ დას მის მაგივრად გადასცე მადლობა.
მიამატა ცოტახანში.
-კი აუცილებლად,მაგრამ ეს ჩემთვის რომ ეთქვა შერცხვა?
ვიკითხე მე სიცილით.
-არ ვიცი,მაგრამ ასეც არ იხდის მადლობებს ხშირ შემთხვევაში...ხო და კიდევ...შენზე თქვა მადლობა გადაუხადეთ რამით რომ თავისი გეგმით გადაგვარჩინაო.
დაამატა უხერხულად ჯეიკმა...მე კი გამიკვირდა მოსმენილი..იანმა თქვა ეს?
-რისი მადლობა, ესა ჩემი მოვალეობაა!
ვთქვი ამაყად მე და შევიფერე.
ესეც ასე!!იანის ნდობაც ჩემია!!
რასაც ქვია ვხტუნაობდი შინაგანად სიხარულით.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია მალე დადე გთხოვ და კიდევ ერთი სული მაქვს როდის აეხდება ყველაფერს ფარდა რადგან იანს ქეითი მოეწონა არამგონია რამე საფრთხე ემუქრებოდეს

 


№2 სტუმარი შუგა

ეს მოთხრობა BTS ის წევრების სახელებით უფრო მომწონს ერთი იანი შუგაა ჯიმი ჯინი ალბათ და ჯეიკი ჯეიქეი დანარჩენი ვერ მივხვდი მაგრამ BTS ის წევრების სახელებით ჯობია

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

შუგა
ეს მოთხრობა BTS ის წევრების სახელებით უფრო მომწონს ერთი იანი შუგაა ჯიმი ჯინი ალბათ და ჯეიკი ჯეიქეი დანარჩენი ვერ მივხვდი მაგრამ BTS ის წევრების სახელებით ჯობია

იგივეა ზუსტად,უვრალოდ სახელები შევცვალე საყვარელო❤️
ჩემი დაწერილია ესეც და ისიც ❤️

《Sunshine》
ძალიან მაგარია მალე დადე გთხოვ და კიდევ ერთი სული მაქვს როდის აეხდება ყველაფერს ფარდა რადგან იანს ქეითი მოეწონა არამგონია რამე საფრთხე ემუქრებოდეს

დიდი მადლობა ჩემო კარგო,მალე დავდებ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent