შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (3 თავი)


17-09-2020, 10:35
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 945

მიამ უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები და ცოტნეს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით რომელსაც გოგონას სახის შემხედვარეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში
-მია ცოტნეს სახლს შენ უნდა მიხედო სხვას ვერ ვანდობ
-არ შემიძლია-ამოიბლუდუნა მიამ
-შანსი არა, ჩემი რეზის საუკეთესო მეგობრის სახლს სხვას ვერ ვანდობ-მიას ამ სიტყვების მოსმენისას ისეთი რეაქცია ჰქონდა თითქოს რაღაც ჩაარტყეს თავში, თვალთ საუბნელდა რამდენიმე წამით და ტვინი გაეთიშა, ვერ აღიქვავდა გონება რომ ცოტნეს დარტყმული მეგობარი და თავისი უფროსის ძმა ერთიდაიგივე პიროვნება იყო -მია გესმის რას გეუბნები?-ნინი მიაჩერდა გადაფითრებულ გოგონაა
-კი მესმის-აღმოხდა კარგახნის დუმილის მერე მიას
-მოეთ ამ საქმეს შენ მიხედავ, კაი წავედი მე ბევრი საქმე მაქ, ცოტნე დღეს სახლი ანახე და ხვიდან მუშაობას დავიწყებთ-ნინიმ გადაკოცნა ცოტნე და კიბეებზე ავიდა
-გარეთ დაგელოდები-ცოტნემ მიას მიაბჯინა ცისფერი სფეროები და როცა გოგონამ უკმაყოფილო სახით ზურგი აქცია გარეთ გავიდა, მიამ ჩანთას დაავლო ხელი და ოფისი დატოვა
-მია-მოესმა კიბიდან ჩასულ გოგონას ცოტნეს ხმა ზურგიდან -მანქანი იქ მიყენია -მიტრიალდა თუ არა მისკენ მია, ცოტნემ ხელით ტრასის იქთ მდგარ მანქანაზე მიუთითა
-შენ რა სულ გაგიჟდი?-მიუახლოვდა მია -გგონია რომ შენს მანქანაში ჩავჯდები? გგონია რომ შენს სახლში წამოვალ?
-წამოხვალ!-უთხრა დარწმუნებით ცოტნემ
-შენთან ერთად არსად წამოვალ გასაგებია? მითუმეტეს შენსგამო არაფერს გავაკეთებ!-იყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ და მიტრიალდა, მაგრამ ცოტნემ ჩაავლო მაჯაში ხელი და თავისკენ მოატრიალა
-ხელი გამოშვი ახლავე-დაუყვირა მიამ, სანაცვლოდ კი ცოტნემ მეორე მაჯაც დაუჭირა და ახლოს მოქაჩა თავისკენ სუნთქვაარეული გოგონა
-რომ არ გაგიშვა? -ცოტნე მღვრიე თვალებით ჩააცქერდა მიას შავ თვალებში
-გამიშვი-მია მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა რის გამოც მან უფრო მეტად მოუჭირა თითები, გოგონას ტკივილისგან ცრემლები მოაწვა მაგრამ მთელი ძალით შეეწინააღმდეგა საკუთარ თავს რომ ცრემლები არ გადმოსცვენოდა
-თუ წამოხვალ გაგიშვებ-დაუსისინა ტუჩებთან ახლოს, ისე ახლოს რომ სულ ოდნავ შეეხო მის გაფითრებულ ტუჩებს
-არ წამოვალ-უპასუხა მისი სიახლოვით გაბრუებულმა და უნთქვაარეულმა გოგონამ
-მაშინ არ გაგიშვებ-ცოტნემ კიდევ უფრო მოუჭირა თითები
-მტკივა-აღმოხდა ტკივილისგან შეწუხებულ გოგონას
-უფრო გეტკინება თუ ჭკვიანად არ იქნები-ისევ ტუჩთან ახლოს დაუჩურჩულა მიას და ცხელი სუნთქვა შეაფრქვია გადაფითრებულ სახეზე
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ-დაუღრინა მიამ და დაეჯაჯგურა მის მარწუხივით შემოჭდობილ თითებს
-თუ არ წამოხვალ პირობას გაძლევ რომ ამ სამსახურს ხვალვე დაკარგავ და პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ ვეღარსად იმუშავო-მის ამ სიტყვებზე მია გაგიჟდა უბრალოდ, გადაირია
-რას ბოდავ-მიამ ისევ ხელების დახსნას ცდილობდა
-რაც გაიგე-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და ხელები გაუშვა -დეო ხვალამდე გაქვს თუ ჩემს სახლში არ მოხვალ იცოდე სამსახურს დაგაკარგვინებ-მიას რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ მისმა ტელეფონმა დარეკა და სასწრაფოდ უპასუხა
-მია მუშაობა დაამთავრე?
-კიი-მია გაგას ხმის გაგონებაზე უარესად აღელდა
-კარგი დამელოდე, მალე ვიქნები მანდ
-გელოდები-ამოთქვა მიამ
-მოხდა რამე?-.აშინვე შეატყო მღელვარება მიას
-არა არაფერი, გოდები გარეთ ვარ უკვე-მიამ ამოთქვა და გაუთიშა, შემდეგ კიდევ შეხედა ციტნეს ამღვრეული თვალებით და ზურგი აქცია, ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ტრიტუარს, ცოტნე გაღიზიანებული უყურებდა მიმავალ გოგონას და ბრაზისგან ხელები მომუშტა როცა მია მის გვერდით გაჩერებულ ემ ხუთში ჩაჯდა და მძღოლს პირდაპირ ტუჩებში აკოცა ისე რომ ეს კარგად დაინახა ცოტნემ, მანქნამ რომ ჩაუქროლა მთელი სული და გი გააყოლა მას.
გაგა დროდადრო მისკენ აპარებდა თვალს და მის უცნაურ ქცევას ახსნას ვერ უძებნიდა
-მია მოხდა რამე?-გოგონას მიაბჯინა ცივი მზერა
-რაფერი რატომ მეკითხები?-მიამ ისე უპასუხა რომ მისკენ არ მიუხედია
-დაძაბული მეჩვენები-გაგამ მზერა ისევ ტრასაზე გადაიტანა
-გეჩვენება-არ ტყდებოდა მია და ჩანთის ქვეშ მალავდა დაწითლებულ მაჯებს
-მია მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე-გაგას ამ სიტყვებზე მიას რეაქცია არ ქონია, მისი გონება ისევ ცოტნესთა იყო -მია გესმის რას
გეუბნები?-გაღიზიანდა ბიჭი მიას ურეაქციობაზე
-რააა?-მიამ არეული თვალებით შეხედა
-მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე-უთხრა ბრაზნარევი ტონით გაგამ და თავადაც შეხედა მიას, გოგონას ისეთი გაოგნებული სახე ქონდა რომ გაგა უარესად გაბრაზდა
-რა ?-მიამ თვალები დაახამხამა
-მია ამ თემაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ? ისე რატომ მიყურებ თითქოს პირველად ახლა გესმის?
-ხომ გითხარი რომ ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ
ადრეა? -გაბრაზდა მია
-მია ორიწელია მიყვარხარ, შარშან გთხოვე ხელი, უარაი მითხარი... მეც დაგელოდე რადგან სწავლის დამთავრება გინდოდა, მთილი წელი გელოდე, ახლა ხომ დაამთავრე უნივერსიტეტი? სამსახურიც გაქვს! რაღას დაველოდოთ? ლოდინი აღარ შემიძლია
-არ მინდა!-მიას ყვირილზე ისე გაგიჟდა გაგა რომ მანქანა ტრასიდან გადაიყვანა და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა
-მია ეს როგორ გავიგო?-აყვირდა გაგა, მია მანქანიდან გადავიდა, გაგაც გაეკიდა, მალევე დაეწია მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოატრიალა გოგონა და ადგილზე გაშეშდა ორივე, გაგამ თვალი კიდა მიას დაწითლებულ მაჯას -ეს რა ჯანდაბაა?-დაუღრიალა მიას ,რომელიც მოულოდნელობისგან შეხტა ადგილზე და ხელის დახსნა სცადა თუმცა გაგამ ძლიერად მოუჭირა თითები -ეს რაარისთქო? ასე ვინ მოგექცა?-უთხრა მაქვსიმალურად მშვიდი ტონით, მიას კი უმალ ცრემლები მოაწვა და თავი დახარა ვერ გაუძლო მის მრისხანე მზერას -მია მგონი კითხვა
დაგისვი-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა
-გაგა გთხოვ-აღმოხდა ატირებულ მიას
-მია მიპასუხე ეს ვინ გააკეთა-მხრებში ჩაავლო ხელი და დაუყვირა
-არვიცი-იცრუა მიამ
-არ ირიცი?-გაოცებულს გაეცინა
-არ ვიცნობ-კვლავ მოატყუა მიამ
-დამცინი?! მია სახელი და გვარი -უღრიალა ისევ
-თავი დამანებე-მიამ თავი დაიხსნა მისი ხელებიდან
-ჩემი გაგაიჟება გინდა არა?-თავზე წამოადგა ბიჭი
-არ მინდა
-მია ვინ გააკეთას ეს? ის იყო არა? ის ნაბიჭვ.რი ვინც სახლში მოგიყვანა წვეულებიდან-დაუღრიალა გოგონას ყურთან ახლოს
-გაგა სისულელეებს ნუ ბოდავ-მია იცოდა რომ გაგა იმ წვეულების ამბავს მოიკითხავდა და მალეც გაარკვევდა მომხდარს, ამიტომ მაქსიმალურად სცადა ეს აზრი მისთვის თავიდან ამოეგდო
-არ ვიცნობ ვიღაც არანორმალურია, ლაპარაკი უნდოდა
-გგონია მაგ სისულელეს დავიჯერებ?-გაგა მიუახლოვდა
-თუ არ დაიჯერებ ეგ შენი პრობლემაა- უთხრა მიამ და ტელეფონი ამოიღო და ტაქსი გამოიძახა, გაგას გაეცინა მწარეს მიას ქცევაზე
-ესეიგი ტაქსით აპირებ სახლში დაბრუნებას?
-გაგა გთხოვ შენთან ჩხუბი არ მინდა
-და არც ჩემი ცოლობა-დაუღრიალა და მანქანში ჩაჯდა დაელოდა ტაქსის მისვლას და როგორცკი ტაქსიში ჩაჯდა მია მაშინვე გაზს მიაჭირა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა მანქანა.
მია გაოცდა როცა თავისი კორპუსის წინ დაინახა უამრავი პოლიციის მანქანა, სწრაფად გადავიდა ტაქსიდან, ფული გადაუხადა და კიბეები აირბინა აღელვებულმა, გაოცდა როცა თავის სახლის კარი ღია დაუხვდა, გარშემო კი უამრავი პოლიციელი და მეზობლები
-მოხდა რამე?-იკითხა ხმააკანკალებულმა და სუნთქვა გაუჩერდა როცა მაკა გამოვარდა სახლიდან და ატირებული ჩაეხუტა მას -დედა რა ხდება?- ამოიბლუდუნა მიამ
-ჩხრეკაა-შეხედა მაკამ შვილს და ცრემლები გადმოსცვივდა კვლავ
-რა ჩხრეკა?-გაოცდა მია და დედას მიაჩერდა
-კახას ეძებენ
-რაა?-მიამ ვერაფერი გაეგო, თან ისეთი შეშინებული და დაძაბული იყო რომ აზრებს თავს ვეღარ უყრიდა
-მეწყვილის მკვლელობას აბრალებენ-ამოიტირა მაკამ და ისევ მიას ჩაეხუტა
-რააა?-მიას გონებამ ვერ აღიქვა დედას ნათქვამი
-მია შვილო-ცირა მიუახლოვდა მიას და სახეზე მოეფერა
-დეიდა რა ხდება-მიამ ქალს მიაბჯინა ცრემლიანი თვალები
-ნუ გეშინია საყვარელო-ქალი ოროვეს ჩაეხუტა , მიამ გაოცებული შევიდა სახლში სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული არეული დაუხვდა და კიდევ ქექავდნენ ოთახებში კარადებს
-რა ჯანდაბა ხდება აქ?-იყვირა გაცეცხლებულმა
-მკვლობის იარაღს ვეძებთ-მიას თავზე წამოადგა მაღალი ახლგაზრდა ბიჭი
-ჩემი ძმა მკვლი არაა-მიაყვირა ბიჭს
-ტონს დაუწიეთ, მე გამომძიებელი გიგა გეგეშიძე ვარ
-გამომძიებელი?-გაოცდა მია -არასწორად იძიებთ
-მართლა?- გაბრაზდა ბიჭი -აბა რატომ გაიქცა შენი ძმა? რა გგონიათ რამდენხანს დაიმალება? მაიც ვიპოვი
-ჩემი ძმა არასად არ იმალება-დაუყვირა
მიამ-იმიტომ რომ მკვლელი არაა
-ეს გოგო მომაშორეთ-მიმართა ერთერთ პოლიციელს გიგამ, მია გარეთ გაიყვანეს და სახლში შესვლის უფლება აღარ მისცეს, მია ისე იყო გაღიზიანებული და გაგიჟებული რომ დაბლა ჩავიდა, სუფთა ჰაერზე გავიდა და ღრმად შეისუნთქვა გრილი ჰაერი ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ახრჩობდნენ
-მია-მოესმა მარიამის ხმა
-მარიამ-იყვირა მიამ და მისკენ გაექანა, ძლიერად ჩაეხუტა მეგობარს და ატირდა
-ჩემო გოგო-მარიამსაც ცრემლები მოეძალა
-რა კარგია რომ მოხვედი-ამოისლუკუნა მიამ
-როგორ შემეძლო არ მოვსულიყავი-მარიამმა უფრო მაგრად ჩაიხუტა დაქალი
-კახას მკვლელობას აბრალებენ-ამოისლუკუნა მიამ
-ვიცი ვიცი, მაგრამ სისულელეა, მალე გაირკვევა ყველაფერი ნუ გეშინია
-არა ვერ გაირკვევა, იმიტომ რომ ის გამომძიებელი...
-მია ნუ გეშინია
-კახა ასეთ რამეს არ ჩაიდენდა ვიცი დარწმუნებული ვარ მაგრამ...
-დავამტკიცებთ რომ უდანაშაულოა ნუ გეშინია
-როგორ? ის გამომძიებელი ისეთი ზიზღით ლაპარაკობდა მასზე-ასლუკუნდა ისევ მია და ორივე ადგილზე გაშეშდა როცა კახა შენიშნეს თავისი მანქანით მომავალი, პოლიციის ოთხივე თანამშორმელმა როგორცკი იცნო ძებნილი მანქანა იარაღი დაუმიზნეს გაჩერება და ფრთხილად გადასვლა უბრძანეს, მისა სული დაეწვა ამ ყველაფრის შემხედვარეს, გაოგნებული კახა ხელებაწეული გადავიდა მანქანიდან, პოლიციელები ეცნენ ბორკილები დაადეს და თან გაჩხრიკეს, ყველაფერი ამოაცალეს ჯიბეებიდან, კახა ისეთი დაბნეული და გაოგნებული იყო ხმას ვერიღებდა, მიამ მიახლოება სცადა მაგრამ არ მიუშვეს
-კახა- იკივილა მაკამ როცა დაბლა ჩასულმა დაინახა ხელბორკილებში შვილი
-დედა მე არაფერი ჩამიდენია-დაუყვირა კახამ დედას, მიას გული გაუჩერდა მისი ხმის გაგონებისთანავე, მაკამ გაიბრძოლა შვილთან მიახლოება სცადა მაგრამ არც ის მიუშვეს, მია ცრემლებად იღვრებოდა
-ნუ გეშინია შვილო-მაკა განწირული ხმით ყვიროდა
-დედა მე არაფერი დამიშავებია მიას და ანას გეფიცები-იყვირა კახამ რომელიც პატრულის მანქანისაკენ წაათრიეს და ჩასვეს, გამომძიებელი კმაყოფილი სახით მიუახლოვდა ატირებულ მაკას და მიას
-თქვენც უნდა წამოხვიდეთ ჩვენება უნდა ჩამოგართვათ
-ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია-უღრიალა მაკამ მას -მე მკვლელი არ გამიზრდია
-მაგას გამოძიება დასდგენს-ცივი მზერა ესროლა მან მიას და მიტრიალდა.
-მარიამ შეგიძლია ადვიკატი გვიშოვო?-შეხედა მიამ მეგობარს აწყლიანებული თვალებით
-მამას ვეტყვი და გამოგიგზავნით, იცნობს ვიღაც კარგ ადვოკატს ნუ გეშინია
-უთხარი მალე მოვიდეს-ატირდა მია
-ნუ გეშინია-მარიამი ჩაეხუტა მეგობარს
-წამობრძანდით-გაისმა პოლიციელის ხმა რომელმაც მანქანზე მიუთითა მიას, გოგონა დედას გვერდით დაჯდა და კარი მიუკეტეს და მანწანნა ასგილს მოწყდა
-დედა გთხოვ დამშვიდდი-მიას სული ეწვოდა დედას ტანჯვაზე -მარიამი ადვოკატს გამოგვიგზავნის, ყველაფერი გაირკვევა აი ნახავ
-მია-აღმოხდა მაკას -შენც ხომ იცი რომ ასე არ იქნება-და ხმა ჩაუწყდა
-კახასი ხომ გჯერა? ხომ გჯერა რომ ის მკვლელი არაა? რომ ვერავის მოკლავდა?
-მჯერა მაგრამ ამათ არ სჯერათ-ამოისლუკუნა ქალმა
-დავამტკიცებთ რომ უდანაშაულოა-მიამ ცრემლები შეიმშრალა და ისე მტკიცეთ წარმოსთქვა ეს სიტყვები რომ მაკაზეც მოახდინა გავლენა მისმა სიმშვიდემ და შემართებამ.
მიამ იქამდე არ მისცა ჩვენება სანამ ადვოკატი არ მივიდა მხოლოდ მისი თანდასწრებით მისცა ჩვენება



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№2 სტუმარი ჰეჰეე

მალე დადეე ხოლმე რაა დავიღალე ლოდინით ისე ძალიან მომწონს❤❤

 


№3  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ძალიან მაგარია

მადლობა

ჰეჰეე
მალე დადეე ხოლმე რაა დავიღალე ლოდინით ისე ძალიან მომწონს❤❤

მიხარია რომ მოგწონთ, ყველანაირად ვეცდები რომ დიდხნს არ გალოდინოთ

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

სანამ ისტორიაზე გადავალ, სულ მინდა ვიკითხო და მავიწყდება "ბლუდუნი" რა ზმნაა?

ამ მიასი ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაცნაირი მშრალი გოგოა. ამ გეგასგან კიარა სთან რა უნდა ვერ მივხვდი. ეს ცოტნე რა საზიზღარია, თან საცოდავიც. დავიჯერო ეს ყველაფერი მხოლოდ კეთილდღეობისთვის სჭირდებათ, რომ კარგად იგულაონ თუ რა ხდება?! ვისაც უნდათ როგორც უნდათ ისე ემუქრებიან და ამ ძმის სასიმამრომ როგორ შეაშინა ყველა ასე ძალიან?!

კიდევ, დებს ცუდი ურთიერთობა აქვთ თუ ამ პატარაზე რატოა ეს კაცი ჩაციკლული ასე ძალიან?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგრამ ძაან არეულობა არუსამ თავში როგორი ბოროტი ბიჭები არიან როგორ ატყუებენ გოგოებს დადეთ მალე რა საინტერესო ადგილას დაამთავრეთ მადლობა წარმატებები

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა მაგრამ ძაან არეულობა არუსამ თავში როგორი ბოროტი ბიჭები არიან როგორ ატყუებენ გოგოებს დადეთ მალე რა საინტერესო ადგილას დაამთავრეთ მადლობა წარმატებები

მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ, ვეცდები დღეს დავდო ახალი თავი

grafo
სანამ ისტორიაზე გადავალ, სულ მინდა ვიკითხო და მავიწყდება "ბლუდუნი" რა ზმნაა?

ამ მიასი ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაცნაირი მშრალი გოგოა. ამ გეგასგან კიარა სთან რა უნდა ვერ მივხვდი. ეს ცოტნე რა საზიზღარია, თან საცოდავიც. დავიჯერო ეს ყველაფერი მხოლოდ კეთილდღეობისთვის სჭირდებათ, რომ კარგად იგულაონ თუ რა ხდება?! ვისაც უნდათ როგორც უნდათ ისე ემუქრებიან და ამ ძმის სასიმამრომ როგორ შეაშინა ყველა ასე ძალიან?!

კიდევ, დებს ცუდი ურთიერთობა აქვთ თუ ამ პატარაზე რატოა ეს კაცი ჩაციკლული ასე ძალიან?

ბლუდუნი ზმნა არაა ჩემი გამოგონებაა :) :) :) მგონი.
რაც შეეხება ისტორიას ვეცდები მეტად გავშალო
ცოტნეს ნამდვილად მოწონს მია და ამოტომ გადაეკიდა, მაგრამ ვაჩე ფულის გამო დაუახლოვდა ნიცას, მამიკოს გოგოს, რაც შეეხება სოფის, ნიცას და ირაკლის მათ თემასაც გავშლი, რატომ სძულთ დებს ერთმანეთი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent