შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (5 თავი)


20-09-2020, 14:18
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 101

ცოტნე დიდხანს უყურებდა თვალებში სუნთქვა არეულ გოგონას, რომელიც მისი დაჟინებული მზერისაგან დაბნეული ცდილობდა გაქცეოდა მის ამღვრეულ ცისფერ თვალებს
-მია-დაიჩურჩულა ცოტნემ მისი სახელი და ცხელი ტუჩები მიაწება საფეთქელზე, ეს ისეთი მოულოდნელი და გაუაზრებელი ქცევა იყო მისი მხრიდან რომ მიამ რამდენიმე წამის განმავლობაში ვერცკი გაიაზრა თუ რა მოხდა -მია მაგიჟებ-ცოტნეს ჩავარდნილ ხმაზე მია გონს მოვიდა და უარესად დაიძაბა, ჯერ კიდევ მისი ცხელი ტუჩების მწველ შეხებას გრძნობდა საფეთქელზე, ისევ ეწვოდა კანი
-გეყოფა-მიამ თვალი გაუსწორა და გაბედა ხმის ამოღება, თან მკერდზე მიაბჯინა ხელები და მისი უკან დახევა სცადა, ცოტნე დაემორჩილა რადგან იცოდა რომ თავის შეკავება გაუჭირდებოდა და შეიძლებოდა ისეთი რამ გაეკეთებინა რომ მია შეეშინებინა, თავგზააბნეული გოგონა მაშინვე გაეცალა და კარს ეცა, სახელური დასწია მაგრამ ვერ გააღო, ამიტომ გაბრაზებული შეტრიალდა ცოტნესკენ -ახლავე გააღე-ფაქტიურად უბრძანა
-რა მკაცრი ხარ-ცოტნე ღიმილიანი სახით მიუახლოვდა და მის წინ დადგა
-გააღე-მია ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-ხომ გითხარი მინდა გელაპარაკო
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს-ლამის უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-ასე რატომ ღელავ?-ცოტნეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან -ასე ძალიან ვმოქმედებ შენზე?-მიამ მზერა აარიდა მის გამომწვევ ცისფერ სფეროებს და დაიძაბა
-კარი გააღე ახლავე-არ აყვა მის თამაშს
-მია მინდა რომ უკეთ გაგიცნო-ბრაზი გაერია ხმაში ცოტნეს
-მე არმინდა რადგან უკვე კარგად გაგიცანი და ვიცი რომ შენ ყველაზე ...-ცოტნემ სიტყვა არ დაამთავრებინა და ტუჩებზე მიადო თითი
-არც ისეთი საშინელი ადამიანი ვარ შენ რომ
გგონია-თვალებში ჩააშტერდა გოგონას, მიას გულისცემა გაუჩერდა თითქოს
-გთხოვ კარი გააღე-მიამ უკან დაიხია და კარზე მიუთითა, ცოტნეზე რატომღაც იმოქმედა მისმა თხოვნამ და კარი გააღო, მია ოთახიდან გავარდა და მისაღებში შევიდა, სადაც მარიამი ტელეფონში თავჩარგული იჯდა, რეზი კი სასმელს წრუპავდა ჭუქიდან
-მეც დამისხი-მიას ყურსუკან მოესმა ცოტნეს ხმა და მოულოდნელობისგან შეხტა, რეზიმ დაასხ მეორე ჭიქაში და გაუწოდა, მარიამმა მიას შეხედა
-წავედით?-მის ხმაში ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა რომ მია გაოცდა და რეზის მიაბჯინა მკვლელი მზერა
-არა მისაღები და სამზარეულოც უნდა განვიხილოთ და მერე წავალთ-ამოთქვა მიამ და ცოტნეს შეხედა
-განვიხილოთ-გაეცინა მას და სამზარეულოსაკენ წავიდა, მიაც უკან მიყვა.
-მარიამ შეყვარებული გყაავს?-რეზის კითხვმ მარიამი მდგომარეობიდან გამოიყვანა და ცივი თვალები მიაბჯინა მომღიმარ ბიჭს, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა
-რა მნიშვნელობა აქვს?-უპასუხა გაღიზინებულმა
-ესეიგი არა-კმაყოფილი სახით გახედა რეზიმ მარიამის
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს-გაბრაზდა მარიამი
-აქვს-დარწმუნებით უთხრა და უტიფრად აათვალიერ ჩაათვალიერა მისი უზადო სხეული
-თავხედი ხარ-გაცეცხლდა მარიამი მის ქცევაზე და ზედმეტად მოკლე კაბა ქვემოთ დაქაჩა, რეზის გაეღიმა მის ამ სულელურ ქცევაზე
-უბრალოდ ზედმეტად ლამაზი ხარ-მხრები აიჩეჩა უდანაშაულო სახით, მარიამი ძლიან დააბნია მისმა მოულოდნელმა კომპლიმენტმა და ვერაფერი უპასუხა-რადგან შეყვარებული არ გყავს...
-მე არ მითქვამს რომ არ მყავს-მარიამმა კვლავ მას მიაბჯინა თაფლისფერი ამღვრეული თვალები
-მაგრამ არც ის გითქვამ რომ გყავს-შეედავა რეზი
-ვერ ვხვდები რა გინდა?!-გაცეცხლდა მარიამი
-რაც მინდოდა უკვე გავიგე-უთხრა მშვიდი ტონით ბიჭმა და სავარძლიდან ადგა, აივანზე გავიდა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მშვიდად მოუკიდა და გააბოლა, თან მარიამს ადევნებდა თვალს ღია კარიდან, რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და იმ დღეს სწყევლიდა როცა მიას არწმუნებდა წასულიყო ნიცას წვეულებაზე ფოტოების გადასაღებად.
მიამ სამზარეულოც დაათვალიერა დ როგორციქნა დაბრუნდნენ მისაღებში, სადაც დამფრთხალი მარიამი დაუხვდათ რომელიც მაშინვე ფეხზე წამოვარდა და მიას მიეკრო, ტელეფონის ხმამ სამივე შეაკრთო და დააბნია, მიამ სწრაფად მოძებნა ტელეფონი ჯიბეში და ნომერს დახედა, კარგახნის ფიქრის მერე უპასუხა და ჰოლში გავიდა
-მია სად ხარ? სამსახურში არ მითხრეს-დაიწყო გაგამ
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-გაბრაზდა მაი
-მია ნუ სულელობ, გავიგე რაც მოხდა და მინდა დაგეხმარო
-შენ ვერაფრით დამეხმარები
-მია მორჩი სისულელეებსთქო-უყვირა გაგამ-სად ხრ
არ .ითხარი და მოგაკითხავ
-არ მჭირდება შენი მოკითხვა
-მია მისაართი მითხარითქო-გაბრაზდა გაგა და ლამის უყვირა, მიამ თმაზე შეხება იგრძნო და დაფეთებული შეტრიალდა უკან და შეხტა მოულოდნელობისაგან -მიაა-გაისმა გაგას დაძაბული ხმა და ცოტნეს კმაყოფი სახის შემხედვარემ გაგას ზუსტი მისამართი უკარნახა მიამ
-ათ წუთში მანდ ვიქნები გესმის?-გაბრაზებული ტონით უთხრა გაგამ და გაუთიშა, მიამ ცოტნეს მიაბჯინა მკვლელი მზერა
-შენს შეყვარებულს ძალიან გაუმართლა-უთხრა მომღიმარი სახით მიას, რომელმაც გვერდის ავლა სცადა მისთვის მაგრამ ცოტნემ გზა
გადაუჭრა
-გამატარე-არ შეუხედია მისთვის ისე უთხრა მიამ
-რომ შენ მისი გოგო ხარ, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა იმაში რომ მე მომეწონე რადგან მალე აღარ იქნები მისი-მიამ ზუსტად ვერ გააცნობიერა რა უთხრა და გაოგნებული სახით მიაჩერდა მას და სანამ რამეს იტყოდა ისევ დარეკა მისმა ტელეფონმა, მიამ უპასუხა
-მია გელოდები-გაისმა გაგას ხმა და გაუთიშა მაშინვე მან, მიამ გვერდი აუარა ცოტნეს მისაღებში შევიდა ჩანთას და ბლოკნოტს ხელი დაავლო
-მარიამ გაგა გველოდება-მიმართა დაბნეულ მეგონარს რომელიც დაბნეული იყურებდა ხან მას ხან რეზის -წავედით-ხილი ჩაკიდა მეგობარს და გასასვლელ კართან მივიდნენ, სახელური დაქაჩა და დაკეტილი დაუხვდა კარი, გაცეცხლებული მიტრიალდა უკან მდგომი ბიჭისაკენ, ცოტნემ კარს გასაღები მოარგო და გადაატრიალა და მომღიმარი სახით შეხედა გოგონებს
-შეხვედრამდე-დაუსისინა მიას ყურში და კარი ფართედ გაუღ, მია და მარიამი სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ სახლიდან.
-მარიამ რატო ხარ ასეთი დაბნეული მოხდა რამე? რეზიმ რამე გითხარ?-დაიძაბა მია
-მითხრა-შეხედა მარიამმა მეგონარს არეული სახით
-ყურადღებას ნუ მიაქცევ მაგ არანორმალურებს, მაპატიე რომ წამოგიყვანე
-ნუ სულელობ, აბა აქ მარტოს გამოგიშვებდი?ამ შეშლილებთან?-გაეცინა მარიამს.
გაგას მანქნაში ჩასხდნენ თუ არა ბიჭმა გაბრაზებით შეხედა მიას
-როდის აქეთია საქმეზე მეგობართან ერთად დადიხარ?
-გაგა ეგ შენ არ გეხება-გაბრაზდა მია
-ვისთან იყავით?-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა გოგონებს
-არანორმალური ხარ-ამოიტირა მიამ და მანქანიდან გადავიდა, დაბნეული მარიამიც გადავიდა
-დასხედით ახლავე-გადავიდა გაგაც და მიას მიაბჯინა მკვლელი მზერა
-თავი დამანებე საერთოდ
-დასხედით თორემ ძალით ჩაგტენით
ორივეს-დაუღრინა გოგოებს, გაბრაზებული მია უკან ჩაჯდა მარიამთან ერთად
-ამიხსნი აქ ვის სახლში იყავი და მარიამი რატომ გყავდა თუ ჩემით გავიგო?-სარკიდან გახედა მიას
-ჩემი მეგობრის სახლში ვიყავით-იცრუა მარიამმა
-მართლა? რატომღაც არ მჯერა-იყვირა გაგამ და გაზს მიაჭირა.
ვაჩე სოფისთან დაშორების შემდეგ სასმელში იხრჩობდა თავს, ძალა არ ყოფნიდა წასულიყო მასთან ვინც უნდოდა და ხაზი გადაესვა ძმისა და მეგობრებისათვის, რადგან მისი გადაწყვეტილება არა მარტო ცოტნეს, რეზის, გიორგის და მათ ოჯახებს, კიდევ ბევრ ადამიანს დაუნგრევდა ცხოვრებას. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ყოველდღე სავავდა და თავს იხრჩობა სმაში, არავის ლაპარაკი არ ესმოდა, არაფეეი ესმოდა საერთოდ...
ირაკლი გაცეცხლებული იყო მომხდარით ჯერ ისევ და ვერ მშვიდდებოდა
-დამშვიდდი გთხოვ-თმაზე ჩამოუსვა თლილი თითები მართამ
-არ შემიძლია ნიცას რომ ვუყურებ როგორ იტანჯება იმ ნაბიჭვ.სი გამო მინდა რომ მოვკლა ის სირ.
-ხოიცი ნიცას როგორ უყვარს-მართა კალთაში ჩაუჯდა ქმარს და სახეზე ჩამოუსვა თითები
-სწორედ მაგიტომ ვიკავებ თავს, თორემ აქამდე გავანადგურებდი მაგ ლაწირაკებს
-ირაკლი ხოიცი რამე რომ დაუშაო ნიცა გაგიჟდება, ვაჩე ძალიან უყვარს
-სამაგიეროდ იმ კრეტინს არ უყვარს როგორც ჩანს
-დრო მიეცი, ის იცდაშვიდი წლის ბიჭია, თან იცი რომ დედამისი ზედმეტად ანებივრებდა, გათამამებული თავხედი ბიჭია, ნიცა კი ჯერ ძალიან პატარაა...
-გავაფრთხილე გული არ ატკინო თორემ არ გაპატიებთმეთქი და მაინც ატკინ -დაიღრინა ირაკლიმ
-დრო მიეცი, ნუ ჩადგები მათ შორის, რაც მეტად ჩაერევი, ვაჩეს მეტად დააშორებ ნიცასთან, ხო იცი რა ამაყი და ამპარტავანი ბიჭია
-ვიცდი მართა ვიცდი... მაგრამ როდემდე?
-ირაკლი გთხოვ ხომიცი რომ ნიცა... -მართა ადგა და მაგიდას მიეყრდნო, თან სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა -ნიცას გამო უნდა წახვიდე დათმობაზე... ნიცას ასეთი მდგომარეობა რომ არა ხომ იცი რომ ვაჩეს განადგურებში პირადად დაგეხმარებოდი
-სწორედ მაგიტომ ვიკავებ თავს, არ მინდა რომ ნიცამ თავს რამე აუტეხოს, თორემ ფაქტია იმ ის ყლ.ს ნიცა არ უყვარს, გამოგვიყენეს მაგ .ლებმა
-მაგათი დროც მოვა-დაისისინა
მართამ -მაგრამ ახლა არა
-ნიცას გაცნობის წამიდან შეუყვარდა, ვუთხარი და გავაფრთხილე რომ არაფერი შეგეშალოს მასთან ურთიერთობაში თორემ არ გაპატიებ მეთქი და მან იმის მაგივრად შორს დაეჭირა თავი, უარესად აუბნია თავგზა
-მარტო ნიცას?-გაეცინა მწარედ მართას -ბანკის ვალი დაუფარე მაგ სირე.ს და საქმეში შეგიყვანეს, თან ისე რომ მთავარი წილი ჯერ ისევ მაგათია
-თუ მოვინდომებ ხოიცი რომ გავანადგურებ?
-ეგ იოლი არ იქნება, მართალია რესტორანს შენ მართავ და ფინანესბსაც მაგრამ...
-სხვა ბანკშიც აქვთ ვალი და თან ძალია დიდი თანხა, შესატანი მე შემაქვს ჩვენი რესტირნის შემოსავლიდან,თუ მოვინდომებ გავაშავებ და ჩავძირავ მაგ სირ.ბს
-ჯერ დაველოდოთ ვნახოთ რა იქნება, იქნებ ნიცაც მოვიდეს აზრზე -მართამ სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი საფერფკეში ჩააჭყლიტა
-გგონია რომ ნიცა იმ კრეტინს დაივიწყებს?
-იქნებ შეძლოს და თვალი გაუსწოროს რეალობას
-ნიცას ეს არუნდა, მშვენივრად ხვდება რომ ვაჩეს არ უყვარს, მაგრამ მასზეა ჩაციკლული, ნიცას ჯანმრთელობის პრობლემები რომ არა მე ვიცი რასაც ვუზავდი მაგ ნაბიჭვ.ებს.
მარიამი სახლთან მიიყვანა გაგამ, მია ცოტა დაიძაბა როცა მარტო დარჩნენ მანქანაში რატომღაც შიში შეეპარა, მითუმეტეს რომ მიას სახლისკენ არ წაიყვანა გაგამ მანქანა
-სად მიდიხარ-ჰკითხა დაძაბული ტონით მიამ, გაგამ სარკიდან გახედა მიას და სიცილით უთხრა
-უნდა მოგიტაცო -და გაზს მიაჭირა
-ნუ სულელობ-მიასაც გაეცინა და თავადაც გახედა სარკიდან მომზირალ ბიჭს
-უნდა ვილაპარაკოთ -დასერიოზულდა გაგა
-რაზე? უკვე ყველაფერი გავარკვიეთ
-ასე მარტივად შეგიძლია ჩემზე უარის თქმა?-გაგა ბრაზდება -აი მე კი არ შემიძლია შენზე უარის თქმა
-რატომ?-გახედა ისევ სარკეში მიამ
-იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ-უთხრა გაგამ და მანქანა ტრასიდან გადაიყვანა, შემდეგ კი ნელა გააჩერა და მიასკენ შეტრიალდა-როგორც ვხვდები შენ უკვე დამივიწყე
-ასე არაა
-მია შენზე უარს არ ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში
-გაგა ახლა მართლა არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი
-მია გიყვარვარ?-ისე მოულოდნელად კითხა მია დაიბნა და ვერაფერი უპასუხა, გაგა კი ჯიუტად თვალებში უყურებდა სახეალეწილ გოგონას, მია ამ რთული სიტუაციიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა, სწრაფად ამოიღო ჩანთიდან და უპასუხა
-მია-გაისმა მაკას ჩავარდნილი ხმა ტელეფონში, გოგონა დაიძაბა
-დედა მოხდა რამე?-კითხა ხმააკანკალებულმა დედას
-ანა საავადმყოფოშია-ამოისლუკუნა ქალმა
-რაა?-ჩაყვირა მიამ ტელეფონში
-რა ხდება?- დაიძაბა გაგა
-დედა რომელ საავადმყოფოში ხართ? რატომ წაიყვანეთ ანა? რა დაემართა? -კითხვები მიაყარა მიამ
-არვიცი ბებიაშენმა დამირეკა ცუდად გახდაო, მეც ეხლა მოვედი
-მალე მოვალ დედა-მისამართის გაგების მერე მიამ გაუთიშა დედას
-მია ანას რა დაემართა?
-ბებიასთან იყო კახას ამბების გამო და ცუდად გამხდარა ეხლა
-რა დაემართა?-გაგა მიტრიალდა და მანქანა დაქოქა
-არვიცი-ამოიტირა მიამ.
მიას და გაგას მარიამი შეეფეთათ მიმღებში
-მარიამ?-გაოცდა მია
-მია-გოგონა ჩაეხუტა მეგობარს -დედაშენმა დამირეკა
-რამეს ხომარ მიმალავთ?-შეშინდა მია
-ნუ გეშინია-დაამშვიდა მარიამმა და მეორე სართულზე აიყვანა სადაც მაკა და მანანა იყვნენ
-დედა?-მია დედას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -რამე ცუდი მოხდა და მიმალავთ?-ხმა აუკანკალდა მიას
-არვიცი-ამოისლუკუნა ქალმა და ცრემლები გადმოსცვივდა
-დედა?-მიას ხმა ჩაუწყდა და მასაც ცრემელები გადმოსცვივდა



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მომწონს წარმატებები

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ძალიან დიდი მადლობა

 


№3  offline წევრი Imagination88

ბოლომდე აღარ წამიკითხავს ისე გიწერ ამ კომენტარს. პირველი თავიდან ვკითხულობ ამ ისტორიას და მაოცებს მიას ამ დონეზე მოთმინების უნარი და გაგას ამდენი აგრესია გოგოსადმი, მთელი ისტორიის მანძილზე. უყვარს მაგრამ ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა.ეჭვიან ტიპს უფრო გავს რომელსაც უნდა ყველას დაანახოს რომ მარტო მისია მია. ვფიქრობ იმიტომ არის ესეთი პერსონაჟი გაგა რომ ცოტნეთი ჩანაცვლება გინდა, მაგრამ ჩემი აზრით ასეთი ურთიერთობაში დარჩენა ან ცოტნესთან ურთიერთობის წამოწყება ერთი და იგივეა,თუ გინდა რომ მიას ცოტნე შეაყვარო ვფიქრობ მისი ხასიათი უნდა მოარბილო და ის სიმშვიდე და დამოუკიდებლობა აგრძნობინო რაც გაგასთან ურთიერთობაში აკლია. იმედი მაქვს საწყენად არ მიიღებ, არ ვარ "ჰეითერი" ან რამე მსგავსი უბრალოდ რჩევაა.

და კიდევ გთხოვ "მზერა მიაბჯინა"_ს მაგივრად "მიაპყრო" გამოიყენე მგონი უფრო ლამაზად ჟღერს.

საბოლოო ჯამში წარმატებებს გისურვებ, ვიმედოვნებ კმაყოფილი დარჩები საკუთარი ნაშრომით❣️

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ძალიან ძალიან დიდი მადლობა რჩევებისათვის აუცილებლად გავითვალისწინებ.
რაც შეეხება ისტორიას, მიას ურთიერთობა გაგასთან და ცოტნესთან მიმართებაში სულ სხვაგვარად წარიმართება, რეალურად არცერთი არ იმსახურებს მიას და ორივე დიდ ტკივილს მიაყენებს მას, ორივე დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომას და მიას ცხოვრებას დაანგრევენ, მაგრამ მია მაინც ამ ორიდან გააკეთებს არჩევანს ერთერთზე მხოლოდ იმიტომ რომ სიყვარულისგამო ერთერთი ყველაფერს გაწირავს...
იმედია რაც ჩაფიქრებული მაქვს შევძლებ მკითხველამდე სწორად მოტანას და მოგეწონებათ ეს ისტორია, მადლობა კიდევ ერთხელ რჩევისათვის და აზრის გაზიარებისათვის

 


№5 სტუმარი ლივია ,,

რატომღაც გაგა და მია უფრო წარმომიდგენია ერთად და იმედია ბოლოს ერთად ესენი დარჩებიანნ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი ნეაკო

ვნახოთ შესაძლებელია

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიანნ საინტერესოაა, ახალ თავს ველოდები, წარმატებები❤❤

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
ძალიანნ საინტერესოაა, ახალ თავს ველოდები, წარმატებები❤❤

მადლობა დიდი, ავტვირთე უკვე და იმედია დღეს გამოქვეყნდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent