შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 13)


24-09-2020, 13:56
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 622

***
- გამომართვი, ჩემი ტანსაცმელია. გამოიცვალე და უფრო კომფორტულად დაიძინებ - ნაცრისფერი მაისური და შარვალი გაუწოდა საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ მარიამს
- მადლობა, შეგაწუხე.. - სწრაფად მოიწმინდა თვალზე ეულად ჩამოგორებული ცრემლი და მორცხვად დახარა თავი
- რა შეწუხება, მეორედ არ თქვა - მის გვერდით ჩამოჯდა და ნელა ჩაისუნთქა - მისმინე მარიამ.. გეფიცები ის არაკაცი დაისჯება. ამას ასე არ დავტოვებ, გპირდები. . აღარ ინერვიულო, კარგი? და აღარც იფიქრო ამაზე. ჩათვალე რომ ცუდი სიზმარი იყო, მორჩა, დამთავრდა.
- დამთავრდა? - ოდნავ ჩაიცინა და თვალები დახარა - გგონია ასეთი იოლია დავიწყება? ის ჩემს..ჩემს გაუპა*იურებას ცდილობდა - ამაზე თავი ვეღარ შეიკავა და ისევ ატირდა
- ჩშშ.. კარგი, დამშვიდდი და თავი ხელში აიყვანე. არაფერი არ მომხდარა, გესმის? არაფერი.არავის მივცემ უფლებას რომ რამე დაგიშავოს. ნუღარ ფიქრობ, საკმარისია. მიდი, გამოიცვალე და დაწექი - წამით მოეფერა თმაზე და წამოდგა - გვერდით ოთახში ვიქნები, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.
ოდნავ დაუქნია თავი მარიამმა და ცრემლები მოიწმინდა. ჯერ ისევ შოკში იყო. ბავშვობაში არასოდეს ეშინოდა ადვილად, მაგრამ თუ ერთი შეეშინდებოდა მერე ძალიან უჭირდა ამის ორგანიზმიდან გამოდევნა. ახლაც იგივე დაემართა. თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, იცოდა რომ იქ ნამდვილად ვერავინ ვერაფერს დაუშავებდა თუმცა იმ ჩარჩენილ შიშს მაინც ვერაფერს უხერხებდა.
თითქმის მუხლებამდე სწვდებოდა თორნიკეს მაისური, შარვალი აღარც ჩაუცვამს ისე დაწვა საწოლში. ცდილობდა სხვა რამეზე ეფიქრა და ბალიშს ჩაეხუტა, მალევე იგრძნო განსხვავებული და სასიამოვნო სურნელი რომელმაც წამით ყველაფერი დაავიწყა. თვალები დახუჭა და ოცნებებში გადაეშვა, ისევ ის ბავშვური სამყარო, ფერადი პეპლები და ყვავილები დაუდგა თვალწინ, ბებიის ეზო სადაც ყოველთვის ძალიან ბედნიერი იყო. მის ტკბილი ხმა, რომელიც დაძინების წინ იავნანას უმღეროდა, მოულოდნელად მის ხმას ჭექა-ქუხილის ხმა შეერია და სწრაფად გაახილა თვალები. მალევე მიხვდა რომ ეს რეალობა იყო. გარეთ კოკისპირულად წვიმდა რასაც თან საშინელი გრუხუნიც ერთვოდა. ბევრი არ უფიქრია სწრაფად წამოხტა ლოგინიდან და ელვის სისწრაფით გავარდა მეორე ოთახში. არც დაუკაკუნებია პირდაპირ შეიჭრა და წამებში მიუწვა თორნიკეს გვერდით
- მარიამმ..რამოხდა? - უეცრად გაახილა თვალები და დაბნეულმა გახედა მის გვერდით მოკალათებულ ფერდაკარგულ გოგოს
- შეიძლება შენთან დავიძინო? - ისეთი თვალებით შეხედა, ღიმილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ
- რატომ?
- რატომ და.. - აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება, მართლა უნდოდა რამე ლოგიკური მიზეზი მოეფიქრებინა თუმცა ამ დროს
ისევ გაისმა გამაყრუებელი გრუხუნი, მთელს სხეულში გააჟრიალა მარიამს და პასუხის ნაცვლად მთელი ძალით მიეკრა მკერდზე
- მოიცა, რასაკეთებ
- მეშინია, ძალიან გთხოვ რა.. - თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ფრჩხილებით ჩააფრინდა მკლავზე
სიცილი ძლივს შეიკავა თორნიკემ და თვითონაც მოხვია ხელი
- გრუხუნის?
- ჰოო, ძალიან მეშინია.. არდამცინო ოღონდ
- მართლა ბავშვი ხარ რაა - ოდნავ ჩაიღიმა და თავზე აკოცა.
თითქოს მართლა უშველა ჩახუტებამ მარიამს, თავს ისე დაცულად გრძნობდა როგორც არასდროს და წამებში ჩაეძინა, ისე მშვიდად იყო მის მკლავებში მოკალათებული, ბომბიც რომ აფეთქებულიყო ალბათ მაინც არ გაიღვიძებდა. მისგან განსხვავებუთ დაძინება აღარც უფიქრია თორნიკეს, მისკენ გადმობრუნდა და სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია. პირველად იყო გოგოსთან ისე ახლოს რომ შეხება არ შეეძლო. მარიამი მას ენდობოდა, მას კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა ამ ნდობის განადგურება. მისი საიხლოვე, მისი ბავშვური ქცევები, ღიმილი, ყველაფერი იზიდავდა მასში. ნაზად გადაუსვა ცერი ტუჩებზე, ოდნავ შეიშმუშნა მარიამი და უფრო მიეკრა. წამით ისეთი პატარა და დაუცველი ეჩვენა, ნერვებიც კი მოეშალა საკუთარ ფიქრებზე. თავი მის კისერში ჩამალა და მისი თმის სურნელით გაბრუებული თავადაც გადაეშვა ძილის მორევში.

***
- შენთან ვალში ვარ - ვისკის ჭიქა მის წინ მინის მაგიდაზე დადო ლანამ და თავადაც გვერდით მიუჯდა
- დაივიწყე
- არა რატომ, მითხარი როგორ გადაგიხადო მარიამის დაცვისთვის - ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს გაუკიდა
- აღარ მოწიო და საკმარისი იქნება - ფრთხილად გამოაცალა სიგარეტი თითებიდან და საფერფლეში ჩააგდო
- კარგი ერთი, მაგით შენ რა სარგებელი? - ირონიულად ჩაიცინა და სიგარეტი ისევ თავის თითებში დააბრუნა
- არა რა, როგორ მოგეცი დალევის უფლება - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლაშამ
- რაგინდა, ასეთი უფრო საყვარელი არ ვარ? - უფრო ახლოს მიიწია და მზერა გაუსწორა, წამით ძალიან შავი ეჩვენა მისი თვალები რომელშიც კვლავ არაფერი იკითხებოდა
- ჯობია, დაწვე - სწრაფად აარიდა მზერა ლაშამ
- რაღაც მინდა გკითხო - ისევ გაეღიმა და მაგიდაზე მდგარი ჭიქა თავად აიღო ხელში
- დაანებე, ისედაც ბევრი დალიე
- მერე რა, ხომ ხედავ სითამამე მემატება - სწრაფად გამოცალა ჭიქაში არსებული სითხე და სახედამანჭულმა დააბრუნა მაგიდაზე
- ასე მალე რატომ მოგბეზრდი? - სრული სერიოზულობით ჰკითხა და მოსასმენად მოემზადა
- არმინდა ამაზე ლაპარაკი
- მე მინდა! მინდა ვიცოდე რატომ ასე უეცრად. სხვა გყავს? ჩემზე ლამაზია?
- ლანა არგინდა გთხოვ..
- მითხარი! ჩემზე ლამაზია?! - უკვე ყვირილზე გადავიდა და ფეხზე წამოიჭრა
- არა! - ბრაზმორეულმა თვითონაც დაიყვირა და წამოდგა
- აბა?! ვერ გაკმაყოფილებდი?
- მშვენივრად იცი რომ ეგ არაფერ შუაშია!
- არა, არვიცი! მე.. მე ხომ არ გთხოვდი შეყვარებულივით მომექეცი მეთქი, არასოდეს გამიპროტესტებია ჩვენი ურთიერთობა ასეთი სახით, უბრალოდ.. შენთან მინდოდა. ხელი რატომ მკარი?
- ლანა.. კარგად იცი რომ ასე შენს გამო ვიქცევი, სიგიჟემდე მინ*იხარ მაგრამ არ შემიძლია ცხოვრება დაგინგრიო! შეიძლება წინ ბედნიერი მომავალი გაქვს, ჩემთან ყოფნით კი ამ ყველაფერს ხელს კრავ, ვერხვდები?!
- არმინდა ეგ მომავალი.. - ძალიან მშვიდად ამოთქვა და მათ შორის მთლიანად შეამცირა მანძილი - იმით ვარ ბედნიერი რაც გვაქვს. შეიძლება ცხოვრებაში არც არასოდეს მქონდეს იმაზე ბედნიერი წუთები რაც შენთან ერთად მქონდა. დღევანდელობით მინდა ცხოვრება და არა იმით მომავალში რა იქნება!
- ლანა.. - მისი სახე ხელებში მოიქცია და ნელა ჩაისუნთქა - მისმინე ამას მერე ინანებ, ჩემთან ვერ გექნება ის ბედნიერება როგორსაც იმსახურებ, ეს ხომ მითქვამს, რატომ იწყებ ისევ თავიდან. მე ვერ შემოგთავაზებ იმაზე უფრო მეტს რაც არის. სხვასთან კი შეიძლება მეტი გქონდეს, გთხოვ, ამაზე უნდა იფიქრო. ცხოვრებას ნუ ინგრევ..
- ისედაც დანგრეული მაქვს! - მისი ხელები უხეშად მოიშორა და უკან დაიხია - სულ პირველად რომ იწე*ი ჩემთან არ გაგიჩნდა კითხვა რატომ არ ვიყავი ქალიშვილი? ! - უეცრად ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე
- არგინდა..
- არა, გეტყვი! გამაუპა*იურეს! - ხმა აუკანკალდა და მთელი სხეულით დაიწყო ცახცახი, მოუშუშებელ და მივიწყებულ ჭრილობებს მთელი ძალით ჩასცხო დანა და თავიდან განაახლა, მთელი სხეული ასტკივდა ამის გახსენებისას
უცებ შეცბა ლაშა და თვალები გაუფართოვდა
- 1 წლის წინ. მშვიდად ვბრუნდებოდი სამსახურიდან სახლში, ცხოვრებაში არავისთვის მიმიყენებია ზიანი, მაგრამ მაინც გამიმეტეს! ვთხოვდი, ვემუდარებოდი! არ დამინდო! აი მანდ დამთავრდა ჩემი სიცოცხლე. მანდ მოკვდა ლანა. არ მახსოვს არაფერი იმ დღის შემდეგ! რამდენი დღე ვიწექი ფსიქიატრიულში? რამდენი ფსიქოლოგი გამომიცვალეს? არ მახსოვს! ზუსტად იმ დღეს შევწყვიტე ბედნიერ მომავალზე ფიქრი! მე მოვკვდი! დამმარხეს! შენს წინ უსიცოცხლო სხეულია რომელმაც მარტო იმიტომ გააგრძელა სიცოცხლე რომ პატარა, ლეიკემიით დაავადებულ გოგონას პირობა მისცა რომ მის მაგივრად იცოცხლებდა! არასოდეს აღარ გავიღიმებ ისე, როგორც ადრე! ვეღარასოდეს ვიქნები ბედნიერი! ამას შევეგუე! მამიდა მეუბნებოდა გაივლისო, მაგრამ არ გაიარა!
გაშეშებული იდგა ლაშა, მისი სიტყვების აღქმა ჯერ კიდევ უჭირდა. უსმენდა და ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო.. არუნდოდა მისი სიტყვების სისწორეში დარწმუნება. სრულიად სხვა, ძალაგამოცლილ გოგოს უყურებდა რომელსაც თვალებიდან შეუჩერებლად სცვიოდა ცრემლები. წამითაც რომ ფიქრობდა რისი გადატანა უწევდა ჭკუაზე იშლებოდა. უნებურად, თავადაც მოადგა თვალზე ცრემლები და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი
- ლუკა.. ჩემი შეყვარებული.. ხომ გაინტერესებდა მასზე..- ისევ გააგრძელა მცირე პაუზის შემდეგ - იცი ეს რომ გაიგო რამითხრა?! სხვისი ნა*მარი არ მჭირდებაო. ადამიანმა რომელზე დაქორწინებასაც ვაპირებდი ბეჭედი მომიგდო და მიმატოვა! მეგობრებმა, დაქალებმა, ნათესავებმა! ყველამ მიმატოვა! გამრიყეს! იცი რაშეგრძნებაა როცა მთელს სხეულზე ცეცხლი გიკიდია და იცი რომ წყლით ვერ ჩააქრობ?! ვერაფრით ვერ ჩააქრობ! იცი როგორ მეზიზღება საკუთარი თავი?! საკუთარი სხეული! ჩემი სული ამ სხეულიდან მოშორებას იმ დღის შემდეგ ლამობს! იცი რამდენჯერ ვცადე სუიციდი?! ბედის ირონია, ღმერთი არასდროს მკლავდა! - ოდნავ ჩაეცინა ამაზე - ამის შემდეგ მეუბნები ბედნიერ მომავალს ხელს კრავო? რომელ მომავალს? რომელ ბედნიერებას? მე მოვკვდი, ლაშა! არ ვარსებობ! ლანა არ არსებობს! არ შემიძლია გითხრა ვის ელაპარაკები, მაგრამ ეს მე არ ვარ! შენ ლანას არ იცნობ.. ის მხიარული, ბედნიერი, ლაღი სპორტის მასწავლებელი იყო თბილისის კერძო სკოლაში. მოვკვდი გესმის?! ახლა მეტყვი აქ მარტო როგორ ცხოვრობო? ხომ გაინტერესებს?! იგივე რომც დამემართოს არ მაღელვებს. ისევ გამიტაცონ,ან სიკვდილით დამემუქრნონ თუნდაც დანა მომაბჯინონ ყელზე. არ მაღელვებს! პირიქით შეიძლება გავიცინო კიდეც! აღარ არსებობს ლანა! იმაზე მეტად ვეღარავინ მატკენს, დარწმუნებულივარ! ყოველ ღამე ვნატრულობ სიკვდილს, რათმინდა ჩემთვის უსარგებლო სიცოცხლე როცა ვიცი რომ შეიძლება სხვას ჩემზე მეტად სჭირდება. მაგრამ აღარ ვცდი სუიციდს! იქამდე ვიდგები ფეხზე სანამ ღმერთი თვითონ არ მომკლავს, ესეც იმიტომ რომ ევას მივეცი პირობა!
გგონია რომ ოდესმე ჩემზე მეტად გტკიოდა გული?! არა.. ჩემზე მეტად ვერავის ვერასოდეს ეტკინება დამიჯერე!
რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს მაინც ისევე მეტკინება როგორც იმ დღეს, ეს ტკივილი არასდროს ჩაცხრება. დრო არ კურნავს.. ის გაიძულებს შეეგუო!
ახლა კი წადი! მიდი! ისევე წადი როგორც ყველამ დამტოვა ამის მოსმენის შემდეგ! - სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და საჩვენებელი თითი გაიშვირა კარისკენ.
შეუმჩნევლად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლები ლაშამ და ღრმად ამოისუნთქა. ადგილიდან განძრევა უჭირდა, მისთვის თვალებში შეხედვა არ შეეძლო. მთელს სხეულში ერთიანად დაუარა საშინელმა ტალღამ, მისი ტკივილი იგრძნო და ოდესმე განცდილ ყველა ტკივილზე მეტად ეტკინა. გრძნობდა როგორ ეწვოდა სული, მას კი დახმარება არ შეეძლო. ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა, გრძნობდა როგორ უჭირდა სუნთქვა, მის გულისცემა ესმოდა. მთელი ძალით მიიხუტა სხეულზე და თმაზე მოეფერა
- შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ.. - თავზე აკოცა და მის ყელში ჩამალა თავი
- წადი..შეცოდება საჭირო არაა. მიჩვეული ვარ ამის გაძლებას - მისი მკლავებისგან თავი გაინთავისუფლა და ოდნავ უკან დაიხია
- სისულელეს ნუ ამბობ არ მეცოდები.
მომეცი უფლება რომ დღეს შენთან ვიყო, გთხოვ.. -ნაზად მოეფერა ლოყაზე და ისევ ჩაეხუტა. უცებ გამოეცალა მთელი ძალა ლანას და წელზე შემოხვეული ხელები რომ არა, ალბათ მართლა დაეცემოდა. ისევ ატირდა.. ამდენი ხნის შეკავებულ ყველა ცრემლმა ერთად დაუნამა სახე..

***
ყავისფერი ფარდებისგან მთლიანად ჩაბნელებულ ოთახში გამოეღვიძა მარიამს. თვალები პატარა ბავშვივით მოიფშვნიტა და მეორე მხარეს გადაბრუნება სცადა, თუმცა ამის ნაცვლად იატაკზე გაიშხლართა. ზურგის ტკივილმა წამსვე დააბრუნა რეალობაში. უცებ გაიაზრა სად იყო და ყვირილის შესაკავებლად პირზე აიფარა ხელი. ოთახს მქრქალად ანათებდა ფარდებს შორის შემოპარული დღის სინათლე. ფრთხილად წამოჯდა იატაკზე და ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ნაცრისფერ კედელზე საათი 08:30-ს აჩვენებდა. თორნიკე არ იყო. ალბათ სამსახურში წავიდაო, კმაყოფილმა გაიფიქრა და ოდნავ დამშვიდებული წამოდგა ფეხზე. სარკეში ჩახედვა არ უნდოდა ისედაც კარგად იცოდა როგორ გამოიყურებოდა ახალ გაღვიძებულზე, უმაკიაჟოდ და თმა გაჩეჩილი ნამდვილად არ იყო კარგი სანახავი. ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და მისაღებში გასულმა ინტერესით მოავლო თვალი კედელზე დაკიდულ სურათებსა და ნახატებს, გუშინ არც თავი ჰქონდა რომ დაეთვალიერებინა და არც განწყობა. აბურდულ თმაზე ხელი გადაისვა და ის იყო კვლავ ფიქრების მორევში უნდა წასულიყო რომ ზურგს უკან ბოხი ხმა შემოესმა
- გაიღვიძა პრინცესამ
- ღმერთო ! - უნებურად წამოიყვირა მის დანახვაზე და შიშისგან აკანკალებული ხელი გულზე მიიდო - გაგიჟდი? ასე რატომ მომეპარე..
- მაპატიე, შეშინება არ მინდოდა - ოდნავ დახარა თავი თორნიკემ და კიდევ ერთხელ აათვალიერა ინტერესით. მისი მაისური თითქმის მუხლებამდე სწვდებოდა, თმაც ისე საყვარლად ჰქონდა აჩეჩილი უნებურად გაეღიმა
- რა? საშინლად გამოვიყურები ხო? არა, ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გენახე - დანანებით გადააქნია თავი
- ვინ გითხრა რომ საშინლად გამოიყურები, პირიქით ძალიან საყვარელი ხარ
- ვინ, მე, უმაკიაჟოდ ვარ საყვარელი? - საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია
- ხო ზუსტად შენ. მე თუ მკითხავ საერთოდ არ გჭირდება მაკიაჟი, ჭორფლებს გიმალავს - ოდნავ მიუახლოვდა და ლოყაზე გადაუსვა თითები
მის შეხებაზე უცნაურად დაეჭიმა სხეული მარიამს და იგრძნო როგორ იმატა სხეულში ტემპერატურამ. გაშეშებულმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და თვალების ფახურით ახედა
- სკოლაში არ მიდიხარ? - უცებ სცადა საუბრის სხვა თემაზე გადატანა
- კი
- მერე არ გაგვიანდება?
- მეჩვენება თუ ჩემს გაგდებას ცდილობ.. - ოდნავ მოჭუტა თვალები და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა
- არაა, არა. რატომ უნდა ვცდილობდე გაგდებას, არ ვცდილობ - მხრები აიჩეჩა და ოდნავ უკან დაიხია
- კაი, ისედაც მივდივარ, პირველი გაკვეთილი მაქვს. საუზმე მაგიდაზეა ისე არ წახვიდე და ჰო.. კინაღამ დამავიწყდა. აი იქით - საჩვენებელი თითი მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა-ჩემი დის ოთახია, შედი და რამე ტანსაცმელი აარჩიე, თუ რათქმაუნდა საღამოს კაბით არ გინდა ქუჩაში გასვლა
- ჰო მაგრამ.. რომ გაბრაზდეს
- არ გაბრაზდება. ჩემი და მასეთი არაა. წავედი მოკლედ.. - დივანზე დადებულ ქურთუკს ხელი მოკიდა და კარისკენ აიღო გეზი
- თორნიკე..
- ჰო - უცებ შემობრუნდა საკუთარი სახელის გაგონებაზე
- მე.. მოკლედ, მადლობა ყველაფრისთვის.არც კი ვიცი ამ სიკეთეს როგორ გადაგიხდი, ან ოდესმე თუ შევძლებ გადახდას - მორცხვად დახარა თავი და ნელა ჩაისუნთქა
- იმისთვის არ დაგხმარებივარ რომ შენგანაც რაიმეს ველი - ნიკაპზე მოკიდა თითები და თავი ააწევინა - ჩემთან ვალში არ ხარ და ნუღარ ფიქრობ რა ამაზე მაგრად გამიტყდება იცოდე - სწრაფად დაიხარა და ლოყაზე, უფრო ტუჩის კუთხესთან მიაკრო ცხელი ბაგეები. კინაღამ იქვე ჩადნა მარიამი, სახეზე ალმური აედო და მაშინვე აეფაკლა ლოყები, გონს რომ მოვიდა უკვე სრულიად მარტო იდგა ოთახში. უღონოდ ჩაეშვა სავარძელში და უნებურად გაეღიმა
- ღმერთო ეს რაიყო.. - ფრთხილად წაიღო ხელი ტუჩის კუთხესთან სადაც წამის წინ აკოცა თორნიკემ, თვალები დახუჭა და მთელი არსებით გადაეშვა ოცნებებში

***
- შეგიძლია ეს სამასწავლებლოში აიტანო? - როგორც კი სპორტ-დარბაზიდან გამოვიდა მაშინვე მოსწავლეს შეაჩეჩა ხელში ჟურნალი თორნიკემ, იცოდა მთელი დღე მაინც ვერ გაექცეოდა კითხვებს რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევდა, თუმცა დროებით მაინც ცდილობდა თავის არიდებას. უკანა კარიდან გავიდა ეზოში და სიგარეტს გაუკიდა
- თორნიკე მას'წ - შეუმჩნევლად მიუახლოვდა უკნიდან ლაშა და მხარზე ხელი დაჰკრა, მყისვე შემობრუნდა თორნიკე და ორგანიზმში დარჩენილი კვამლისგან ხველება აუტყდა
- ძმაო.. შემეშინდა. კარგი რაა.. - უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე
- გავატაროთ ეგ. ჩემთვის რაღაც ხომ არ გაქვს მოსაყოლი?
- არა - მექანიკურად აიჩეჩა მხრები
- არაა? - ოდნავ ჩაიცინა, თუმცა წამშივე დასერიოზულდა - თავი არ მაცემინო!
- აუ კაი რა ტო, რას ამიჩემე წადი სხვაზე დახარჯე ეგ მოზღვავებული ენერგია - მისთვის გვერდის ავლა სცადა თუმცა წამში ჩაავლო მკლავში ხელი ლაშამ
- რატომ დარჩა გუშინ მარიამი შენთან?
- ძმაოო, ახლა არ დაიწყო რა
- ძმას მოგცემ ახლა. იცი რამდენი სისულელის თქმა მომიწია გუშინ ლილესთვის? შენ გგონია ეს სიამოვნებით გავაკეთე? იმედი მაქვს რაიმე ლოგიკური ახსნა აქვს ამ ყველაფერს თორემ სხვაგვარად რომ იყოს, გაფრთხილებ.. გაფრთხილებ.. ცუდად დამთავრდება
- აქვს, ხო აქვს! - ნერვებმოშლილმა ხმას აუწია - გუშინ ვიღაც ა*ვარი მარიამს აწუხებდა, რესტორნიდან ადრე ხომ წავიდა და გზაში აეკიდა რა, ნუ მოკლედ რო არ მივსულიყავი..
- რაა?
- ხო. მე არც ვაპირებდი გაყოლას, გეფიცები, პროსტა გვანცამ მომწერა ამ ღამე მარტო ხო არ ივლისო და მერე ვიფიქრე მართლა რამე არ მოხდეს მეთქი და..
- მოიცადე, გაჩერდი - ხელის აწევითაც ანიშნა - რასქვია აწუხებდა?!
- მე რომ მივედი ძალით მიათრევდა მანქანისკენ, რომ დამინახა სახეში გაარტყა რომ გაეთიშა. ცუდად იყო, ასეთ მდგომარეობაში სახლში ხომ ვერ წავიყვანდი?
- ნაბო*არი! - სახეზე ყველა ძარღვი დაეჭიმა და ბრაზის ნაპერწკლები აუკიაფდა თვალებში - მოვკლავ! ვინ არის?! ვინ არის მეთქი?!
- დაწყნარდი, ერთწუთს! პოლიციამ უკვე ყველაფერი იცის, ჩარევა საჭირო აღარაა, საკმარისად ვცემე დამიჯერე
- მოვკლავ!
- არა, დაწყნარდი! - ხელი ჩაავლო უკვე შესასვლელ კართან მისულს - თავში ხელში აიყვანე, გეუბნევი უკვე დაისაჯა. მარიამიც კარგად არის!
- გამიშვი თორნიკე, ვერ მოვისვენებ რომ არ ვცემო!
- ლაშა! საკმარისია, მეთქი! - იმხელა იღრიალა, წამით გაჩერდა ლაშა და გაკვირვება აღებეჭდა სახეზე
- ვახ, ჩემი! ცოტა გაიაზრე რასაც გეუბნები. უკვე ყველაფერმა ჩაიარა, აზრი აღარ აქვს. იქ რომც მიხვიდე გგონია პოლიციაში მის თავს ვინმე გაცემინებს?! მარიამს ასე ვერ დაეხმარები და ტყუილადაც შეიქმნი პრობლემებს. თანაც სამსახურში ხარ, გაკვეთილები გაქვს. ასე შენს ნებაზე თუ მოინდომებ სეირნობას, ქეთევანი ახტება და აღარ დაეცემა!
ოდნავ ჩაფიქრდა ლაშა, ღრმად ჩაისუნთქა და მერე კედელს მთელი ძალით დაარტყა ხელი
- ხო, კარგი მართალი ხარ - ხელები აწია და კედელთან ჩაიკეცა
- დაწყნარდი რა. ისევ გაკვეთილი მაქვს თორე არ დაგტოვებდი - ზარის ხმის გაგონებისთანავე დერეფანში მიმავალ ბავშვებს თვალი გააყოლა თორნიკემ
- წადი, მიდი მიხედე
ნელა გადააქნია თავი თორნიკემ და შენობაში შევიდა.

დღე უაზროდ მიიზლაზნებოდა, თითქმის საუკუნედ გაიწელა გაკვეთილები. გონებაში მხოლოდ თორნიკეს სიტყვები უტრიალებდა ლაშას. საშინელი დანაშაულის გრძნობა შემოაწვა, არადა თვითონ ფიქრობდა, გასართობად წავიდაო. საერთოდ არ იყო არაფრის ხასიათზე, წასვლა და გადაკარგვა უნდოდა თუმცა თიკასთვის მიცემული პირობა ამის საშუალებას არ აძლევდა
- კარგად ხარ? - სრულიად დაცარიელებულ სამასწავლებლოში მყოფს უეცრად გვერდით მიუჯდა ლანა
- არვიცი, მეც ვერ ვხვდები როგორ ვარ
- თუგინდა მომიყევი -იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა
- გცალია დღეს? - მისი სიტყვები დააიგნორა და ინტერესით გახედა
- რავიცი, კი
- მე და თიკა ერთ ადგილას ვაპირებთ წასვლას, ჩვენთან ერთად წამოდი
- შენ და.. თიკა? - უსიამოვნოდ მოხვდა გულზე მისი სიტყვები და სახეზეც უცებ დაეტყო უკმაყოფილება
- ხო, სულ მინდოდა ცოტა გვესაუბრა. იმ დღის შემდეგ ნორმალურად ვეღარ მივაქციე ყურადღება - დივანზე გადაწვა და მუხლებზე დადებული ჟურნალი გვერდით დაიდო
- აა, თიკა ჯაშზე ამბობ? მეთერთმეტე კლასიდან - უცებ გაუბრწყინდა სახე
- აბა შენ რაიფიქრე? - ცერად გახედა და ოდნავ ჩაეღიმა
- მე.. არაა, არაფერი
- გეგონა შეყვარებული იყო? - ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო
- ისედაც ვიცოდი რომ ვერ იქნებოდა
- ვითომ რატომ, უფლება არ მაქვს?
- არმითქვამს რომ უფლება არ გაქვს
- მაგრამ ამან გაგაღიზიანა - ოდნავ წამოიწია და სახე ახლოს მიუტანა
- ჰო, გამაღიზიანა. ისედაც იცი ჩემს გრძნობებზე, დამალვას არც ვაპირებდი. . შენგან განსხვავებით - ოდნავ ჩაიცინა და წამოდგა - დაბლა დაგელოდებით
სამასწავლებლოდან მიმავალს თვალი გააყოლა ლაშამ და როგორც კი გავიდა ღრმად ამოიოხრა
- შეიძლება გავგიჟდე

***
- ვერ ვიჯერებ რომ ბათუმში ასეთი ადგილი არსებობს - როგორც კი მანქანიდან გადმოვიდნენ ღიმილით მოავლო თვალი უზარმაზარ ტრიალ მიანდორს თიკამ. ირგვლივ ისეთი სიმშვიდე და იდილია იყო, მთელი ცხოვრება მოგინდებოდა დარჩენა. შუაგულ მინდორში მდგარ ერთადერთ ეულად დარჩენილი ხის ქვეშ გაჩერდნენ, ხელისგულივით მოჩანდა ზღვისპირას გაშენებული ქალაქი. ახლაღა მიხვდა რომ მისი შორიდან ყურება სულ სხვა სიამოვნება იყო. ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი და ხელები ჰორიზონტალურად გაშალა. მთელს სხეულში უცებ გაურბინა ქარმა, სიამოვნებისგან გარესამყაროს მოწყვეტილს, სრულიად განსხვავებული ემოციები აღებეჭდა სახეზე
- ღმერთო როგორი ლამაზი ყოფილა, მე კი ვერ ვამჩნევდი - კიდევ ერთხელ დაარღვია სიჩუმე და მანქანას მიყრდნობილ მასწავლებლებს გახედა- აქ რატომ მოვედით?
- ემოციებისგან დასაცლელად - სწრაფად დაუბრუნა პასუხი ლაშამ - წარმოიდგინე რომ სულ მარტო ხარ. მიდი იყვირე, გამოხატე. აქ ვერავინ გაიგებს
- დაანებე გოგოს თავი, იქნებ არ უნდა - სწრაფად ჩაერია ლანა
- ხო სხვათაშორის ეს შენც ეს გეხება - უცებ მიუბრუნდა
- მე?
- დიახ, ორივეს. ასე რომ.. - ჯიბიდან ყურსასმენები ამოაძვრინა, ტელეფონს შეუერთა, ბოლო ხმაზე აუწია მუსიკას და ყურებში გაიკეთა
- მოედანი თქვენია ქალბატონებო - ხელები აწია და მანქანაში დაბრუნდა. ერთხანს გაშეშებულები უყურებდნენ ლანა და თიკა, სავარძელზე კომფორტულად გადაწვა და თვალები დახუჭა. აშკარა იყო, ნამდვილად არ აპირებდა მათ მოსმენას. ოდნავ ჩაეღიმა ლანას, მერე თიკას ხელი მოკიდა და სწრაფი ნაბიჯებით მოშორდნენ მანქანას
- ლანა მას, სად მივდივართ.. - შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს
- ცოტა მოვშორდეთ, გამორიცხული არაა ყურსასმენები მოიხსნას
- რაა? მასს.. კარგით რა, ოღონდ არ თქვათ რომ ყვირილს მართლა ვაპირებთ
- რათქმაუნდა ვაპირებთ ძვირფასო, აქ ტყუილად ხომ არ მოვედით
- ჰო მაგრამ მე.. არშემიძლია
- ისე კარგად შეგიძლია.. - უცებ გაუშვა ხელი და მათგან უკვე მოშორებით მდგარ მანქანას გახედა
- მიდი
- მას.. გეფიცებით არ შემიძლია
- ამაში რთული არაფერია თიკა, კარგი, მიყურე - ხელები გაშალა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი - ცხოვრება მშვენიერიაა! - უცებ დაიყვირა და გოგოს გახედა
- მიდი, ახლა შენ
ცოტა ხანს ყოყმანობდა თიკა, ვერ გაეგო რა ექნა.. გულში სულ სხვას გრძნობდა, გონებით კი სულ სხვაგან იყო. თვალები დახუჭა და ფიქრებით კვლავ თავის საოცნებო სამყაროში გადაეშვა. წამიერად ყველაზე ბედნიერიც კი მოეჩვენა საკუთარი თავი. გრილი სიო ნაზად ელამუნებოდა სახეზე. ნელა დააშორა ბაგეები ერთმანეთს და მთელი ძალით დაიყვირა. რეაქციებმაც არ დააყოვნა, უეცრად გააჟრიალა მთელს სხეულში. იმწამს, სრულიად გაუცხოებული მოეჩვენა საკუთარი ხმა. ეს მისთვის უცხო იყო, აქამდე ხომ არასოდეს გაუკეთებია მსგავსი რამ. მთელი სხეულით კანკალმა აიტანა, ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა და უკვე სრულიად გაუცნობიერებლად ტიროდა
- თიკა.. თიკა, კარგად ხარ? - ყრუდ ჩაესმა მასწავლებლის ხმა, ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი და უღონოდ ჩაიკეცა ცივ მინდორზე.
არ ახსოვდა კიდევ რამდენჯერ შეძლო დაყვირება, გონებიდან წაეშალა, ამოუვარდა.. მხოლოდ გრძნობდა.. გრძნობდა იმას, რომ ორგანიზმიდან რაღაც დიდი მოიშორა, ტვირთი რომლის ზიდვისგან უკვე სუნთქვაც კი უჭირდა. თითქოს მის გონებაში დრო გაჩერდა და მერე ერთიანად სწრაფად დაიწყო სვლა. ისე მივიდნენ სახლამდე ვერც კი გაიგო, სრულიად სხვა გრძნობებს მოეცვა მისი ორგანიზმი და ახლა თითოეულ წამს მათ შესასწავლად ხარჯავდა.
ღიმილით დაემშვიდობა მასწავლებლებს და მანქანიდან გადავიდა. შეძენილ სიმსუბუქესთან ერთად სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა კორპუსისკენ, ცხოვრებაში პირველად, რეალურ სამყაროშიც იყო ბედნიერი, იმდენად ბედნიერი რომ სხვა არაფერზე ფიქრი აღარ უნდოდა. ხელის აწევით დაემშვიდობა ჯერ კიდევ მათ ცქერაში გართულ მასწავლებლებს და მერე სწრაფად გაუჩინარდა შენობაში
- შენი აზრით ეს დაეხმარა? - კორპუსისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა ლანამ
- მას მხოლოდ სითბო და სიყვარული სჭირდება, ადამიანი ვინც მოუსმენს, გაუგებს, არ გააკრიტიკებს და არა ფსიქოლოგი რომელიც საათების განმავლობაში არ ასრულებს მონოლოგს და აიძულებს ილაპარაკოს იმაზე რაც მხოლოდ თავისი პირადია
- ასე არაა. ფსიქოლოგებს ადამიანის სულში შეღწევა შეუძლიათ, მათი ტკივილის გაზიარება. რა არის ცუდი იმაში რომ თიკა ფსიქოლოგთან დადის?
- თიკას ფსიქოლოგი არ სჭირდება ლანა - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მანქანა დაძრა
- ხო მაგრამ ჩაკეტილი ბავშვია
- არგინდა, ქეთევანივით ნუ დაიწყებ ახლა. ჩაკეტილი არ არის, უბრალოდ ასეთად აქციეს, დააკომპლექსეს, მან კი ეს თავის დროზე ვერ ამოთქვა.
აღარაფერი უთქვამს ლანას, საზურგეს მიეყრდნო და ჩაფიქრებული მზერით გვერდულად გახედა
- ბავშვებთან სულ სხვანაირი ხარ..
- რას ნიშნავს სხვანაირი? - წამით შეავლო თვალი და მერე ისევ გზას გახედა
- რავიცი.. თითქოს მხოლოდ მათთან გამოხატავ სიყვარულს თავისუფლად, მათი ძალიან კარგად გესმის, ზოგჯერ იმაზე მეტადაც კი ვიდრე საჭიროა
- და ფიქრობ რომ ეს ცუდია?
- არა. პირიქით, ასეთი უფრო, უფრო.. კარგი დაივიწყე რაღაცას ვბოდიალობ უაზროდ - თავი ჩახარა და ნელა ჩაისუნთქა
- უფრო რა?
- დაივიწყე..
- მითხარი, მაინტერესებს
- მინდოდა მეთქვა ასეთი უფრო მომწონხარ მეთქი მაგრამ.. ამას რამნიშვნელობა აქვს შენ მაინც ყოველთვის ისე იქცევი როგორც გინდა
ოდნავ ჩაიცინა ლაშამ და მანქანა მაღალი ბინის წინ დააპარკინგა
- მოვედით
- ჰო, მადლობა რომ მომიყვანე -სწრაფად მოიხსნა ღვედი და გადასვლა დააპირა
- ლანა..
- ჰო - სწრაფად შემობრუნდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო. ყავისფერი სფეროები მთლიანად ჩაშავებოდა, სუნთქვაც ჩვეულებრივზე ოდნავ მეტად ჰქონდა გახშირებული. წამით რაღაც სხვა, აქამდე ამოუცნობი ამოიკითხა მის თვალებში
- ნანობ იმას, რომ გუშინ შენზე მომიყევი?
ნელა ჩაისუნთქა ლანამ და სადღაც შორს, უსასრულობაში, ერთ წერტილს გაუშტერა მზერა
- არა.. მაგრამ ეს იმიტომ არ მითქვამს რომ შეგცოდებოდი ან ჩემთან ყოფნის ვალდებულება გქონოდა
- ლანა.. მისმინე..
- არა, ძალიან გთხოვ. მაშინ როცა საკუთ თავს მე თვითონ ვერ ვიტან, შენ ვერ მოგთხოვ გიყვარდე მეთქი - ცრემლებით აევსო თვალები და მათ დასამალად თმა ჩამოიშალა
- არა, არა ლანა პრობლემა შენში კი არა ჩემშია. - ღრმად ამოიოხრა და თავი უკან გადაწია- იყო დრო, როცა სიყვარულის მეც მჯეროდა, მიყვარდა.. ან უბრალოდ მეგონა რომ მიყვარდა, არვიცი..
სწრაფად მოიწმინდა ცრემლები ლანამ და ინტერესით გახედა
- ეკა..როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, პირველად ვიგრძენი ბედნიერება, პირველად გავიღიმე მასთან ერთად თავისუფლად. ვიფიქრე რომ ჩემს ცხოვრებასაც ჰქონდა აზრი.. მისი არსებობა მათბობდა.. სიცოცხლის ხალისს მაძლევდა. ისეთი ცივი მიმიღო როგორიც მაშინ ვიყავი. მაშინ როცა საშინელი დეპრესია მქონდა საათობით იჯდა ჩემს გვერდით ჩუმად.. დაქორწინებას ვაპირებდით.. - ამაზე თვალები აემღვრა და შუბლზე მოისვა ხელი, თითქოს აღარც კი უჭირდა მასზე საუბარი - მე მის გარეშე ცხოვრება არ წარმომედგინა, მან კი ჩემს მოსწავლესთან მიღალატა. წარმოიდგინე, 17 წლის ბავშვთან შევუსწარი გასახდელში - ირონიულად ჩაეღიმა ამის გახსენებაზე.
სუნთქვაშეკრული უსმენდა მის თითოეულ სიტყვას ლანა, არ უნდოდა მისი ფიქრები დაეფრთხო და არც კი ინძრეოდა, გაუაზრებლად იკვნეტდა ტუჩებს და თვალს არ აშორებდა. უეცრად შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს და სხეული მთლიანად გაეყინა
- თამაშობდა. თურმე, თამაშობდა. წლები.. წლები მატყუებდა რომ ვუყვარდი. ფულის გამო, იმ ნაბი*ვრის ფულის გამო თავს მამაჩემს რომ უწოდებს... ჩემი გრძნობები.. გული.. ყველაფერი ფეხქვეშ გათელა.. სალომე რომ არ ყოფილიყო მე იმ დღეს თავს არ ვიცოცხლებდი, მართლა არ ვიცოცხლებდი. ნუთუ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ გაუკეთო? ნუთუ მაკლდა ცხოვრებაში ტკივილი? არ შემიძლია.. ჩემში ყველა გრძნობა მოკვდა. შეგიძლია უგულო მიწოდო, ხო, მართლა ასეთი ვარ.. მაგრამ ლანა.. მე მას შემდეგ არ მქონია სერიოზული ურთიერთობა და არც მექნება. არმინდა სიყვარული, ქორწილი, ბავშვები. არ მინდა. მართლა აღარ მინდა. რომც მინდოდეს ეს აღარ შემიძლია. მაგრამ შენ შეგიძლია.. ცხოვრება წინ გაქვს, დარწმუნებულივარ იპოვი ადამიანს რომელიც შეგიყვარებს, დაგაფასებს და იმ წარსულით მიგიღებს რომელიც გაქვს. ჩემთან კი დროს ტყუილად კარგავ, არ შემიძლია ის მოგცე რასაც იმსახურებ..
- გგონია რომ ცხოვრება წინ მაქვს? - ამდენი ხნის დუმილის შემდეგ პირველად ამოიღო ხმა და ოდნავ ჩაიცინა - საერთოდ არ მისმენდი გუშინ.. მე არ ვცოცხლობ მეთქი, ლაშა. ვარსებობ, იმიტომ ვარსებობ რომ იძულებული ვარ. სიცოცხლე მეც შენსავით, იძულებით გავაგრძელე. როგორც შენ აძლევ იმ გოგოს უფლებას რომ შენი მომავალი შეიწიროს, ისე მე ვაძლევ ჩემს წარსულს ამის უფლებას. ერთნაირი ცხოვრება გვაქვს, მართალია განსხვავებული ტკივილით, მაგრამ ტკივილი, ტკივილია. ასე რომ.. ყოველთვის რის თქმასაც ჩემთვის გადაწყვეტ, ჯერ საკუთარ თავს უთხარი ხოლმე - სწრაფად მოიწმინდა თვალებში ჩამდგარი მარილიანი სითხე, მანქანის კარი გააღო და ღამის სიბნელეს შეერია.



№1  offline წევრი Marita_G

ძალიან მაგარი იყო დრამები და ამბები რაა. ოროვე ირთულებს ბედრიერებისკენ მიმავალ გზას

 


№2  offline წევრი EllaTriss

Marita_G
ძალიან მაგარი იყო დრამები და ამბები რაა. ოროვე ირთულებს ბედრიერებისკენ მიმავალ გზას

მიხარია თუ მოგეწონა❤

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

აი რით ვეღარ გაერკვა ლაშა ამ თავის გრძნობებშიი, მეცოდება ლანა არ იმსახურებს ამდენ ტკივილს.

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი დარინა
აი რით ვეღარ გაერკვა ლაშა ამ თავის გრძნობებშიი, მეცოდება ლანა არ იმსახურებს ამდენ ტკივილს.

ნელ-ნელა დაიწყება ლაშას გრძნობებში გარკვევის ამბავიც❤

 


№5  offline წევრი OKI ME

ეს რა იყო? უამრავი ემოციით ამავსო ამ თავმა. ჩემთვის ამ თავში იყო, ბევრი ემოცია, გრძნობა და არ ვიცი კიდევ რა დავწერო. მოკლედ, უზომოდ საინტერესო თავი გამოგივიდა. ჩემთვის საკმაოდ ემოციური თავი იყო. ❤️❤️

აი, მარიამის და თორნიკეს ამბავი ისე საინტერესოდ ვითარდებააა. სიმართლე გითხრა, თავიდან დიდათ არ ვინტერესდებოდი ამ ორით თუმცა ახლა უკვე ეს ორიც მიყვარს ❤️❤️ ნუ, მთლად ლანა და ლაშას მსგავსად ვერა მაგრამ იმაზე უფრო მეტად ვიდრე აქამდე ))))))❤️

ზოგადად არ მესმის ხოლმე ადამიანების ვინც ცხოვრებას ირთულებს. მიუხედავად ლანას გადატანილი ტრამვებისა რომლებიც იმაზე ბევრად უფრო მტკივნეულია ვიდრე ლაშასი მაინც მაგრად დგას. წარსული ტრამვების მიუხედავად მაინც შეუძლია სიყვარული. ლანა უფრო იმარტივებს ცხოვრებას და ლაშა ყველაფერს ირთულებს. მესმის ატკინეს, მაგრამ ზედმეტად ირთულებს ცხოვრებას რა. ამ შემთხვევაში, ლაშა სისუსტეს უფრო იჩენს. როგორც მასწავლებელი და მეგობარი უკარგესია. ❤️❤️

ჩემ ლაშიკოს ასე საკუთარი თავისთვის იმის ძახილი რო არა არ უნდა შეუყვარდესში ,ვატყობ შემოეყვარება ეს ჩემი ლანა. უბრალოდ თავს იტანჯავს, იწამებს და ლანასაც იგივეს უკეთებს.❤️❤️

რა მოიცდი ახლა შემდეგ თავამდე, უუუჰ ((((

 


№6  offline წევრი EllaTriss

Megioki
ეს რა იყო? უამრავი ემოციით ამავსო ამ თავმა. ჩემთვის ამ თავში იყო, ბევრი ემოცია, გრძნობა და არ ვიცი კიდევ რა დავწერო. მოკლედ, უზომოდ საინტერესო თავი გამოგივიდა. ჩემთვის საკმაოდ ემოციური თავი იყო. ❤️❤️

აი, მარიამის და თორნიკეს ამბავი ისე საინტერესოდ ვითარდებააა. სიმართლე გითხრა, თავიდან დიდათ არ ვინტერესდებოდი ამ ორით თუმცა ახლა უკვე ეს ორიც მიყვარს ❤️❤️ ნუ, მთლად ლანა და ლაშას მსგავსად ვერა მაგრამ იმაზე უფრო მეტად ვიდრე აქამდე ))))))❤️

ზოგადად არ მესმის ხოლმე ადამიანების ვინც ცხოვრებას ირთულებს. მიუხედავად ლანას გადატანილი ტრამვებისა რომლებიც იმაზე ბევრად უფრო მტკივნეულია ვიდრე ლაშასი მაინც მაგრად დგას. წარსული ტრამვების მიუხედავად მაინც შეუძლია სიყვარული. ლანა უფრო იმარტივებს ცხოვრებას და ლაშა ყველაფერს ირთულებს. მესმის ატკინეს, მაგრამ ზედმეტად ირთულებს ცხოვრებას რა. ამ შემთხვევაში, ლაშა სისუსტეს უფრო იჩენს. როგორც მასწავლებელი და მეგობარი უკარგესია. ❤️❤️

ჩემ ლაშიკოს ასე საკუთარი თავისთვის იმის ძახილი რო არა არ უნდა შეუყვარდესში ,ვატყობ შემოეყვარება ეს ჩემი ლანა. უბრალოდ თავს იტანჯავს, იწამებს და ლანასაც იგივეს უკეთებს.❤️❤️

რა მოიცდი ახლა შემდეგ თავამდე, უუუჰ ((((

მიხარია რომ მოგეწონა❣❣
მალე დაიწყება 'სიყვარულობანაც' და ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდება ❣

 


№7 სტუმარი სტუმარი ხატი

ძალიან კარგია ველოდები შემდეგ თავდ

 


№8  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ხატი
ძალიან კარგია ველოდები შემდეგ თავდ

❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაი, როგორ შემეცოდა ლანა. თუმცა ველოდი მსგავს რაღაცას.
თუმცა ჩემთვის გაუგებარია ყველამ რატომ გაიგო ეს ამბავი. ეს რა ვიცით ქართველებმა რაა.
ნამდვილად 1 წლის წინ მოხდა ეს ამბავი თუ შეგეშალა რამე?!
საკუთარ თავს თვითონ ვერ ეგუება. ამიტომ აქვს პრობლემა და რახან სხვამ ბოლომდე მოუსმინა, ჰგონია რომ უნდა შეიცოდონ ან მიაგდონ. მაგრამ, აბუქებს თავის ემოციურ მდგომარეობას როცა აღწერს, რადგან ეგეთ შემთხვევაში სიყვარულის უნარიც არ უნდა ჰქონდეს. აი, ჯიუტი ბავშვით გამოდი: იცით მე გამაუპატიურეს და ჰე ახლა, ან შემიცოდეთ ან გამრიყეთ. ამას კიდევ დიდებული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ლაშასთან, არსებობს მხოლოდ არა კვატი.
ორი დეპრესიონერა, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ ვარფისფერი ეგონათ და როგორც კი გაშავდა ხელს არ ატოკებენ გასაფერადებლად.

არ იჩქარო რაა, ნელა და თანმიმდევრულად მიყევი ყველას და ყველაფერს :).

 


№10 სტუმარი რუსია

გემრიელობა და საკმაოდ დიდი თავი იყო❤️❤️ ძალიან ძალიან კარგი თავი იყო როგორც იქნა გახსნენს კარტები ❤️ საინტერესოდ მიდის ყველაფერი ❤️❤️მადლობა შენ❤️❤️❤️უკვე ვგიჟდები ამ ოთხზე❤️

 


№11  offline წევრი marita1230

ძალიან ძალიან მომწონს მარიამი. მზესავით ანათებს ისტორიას. მისსი და თორნიკეს წყვილი სისაყვარლის ზეიმია.
მიხარია თიკას სიცოცხლის ხალისი რომ დაუბრუნდა . იმედია შეინარჩუნებს ამ სილაღეს და თავისუფლად გააგრძელებს ცხოვრევას.
ყველა გავლილი გზა ტოვებს ჩვენზე კვალს და ჩვენც ამითი ვაგრძელებთ ცხოვრებას. მართალია ლანა .
შეიძლება შენ თავს არ აფასებდე , არც გიყვარდეს , გძულდეს კიდეც მაგრამ მაინც ვერ ვხვდები სულ ლანა რატომ უნდა იჩენდეს ინიციატივას და ლაშა პატარა გოგოსავით რატომ უნდა იფასებდეს თავს. რამდენჯერ უნდა კრას ხელი? და ამანაც რამდენჯერ უნდა დაუხაროს თავი და ისევ შესთავაზოს მისი სხეული გამოსაყენებლად. მესმის რომ როცა გიყვარს ამას ყველაფერზე მაღლა აყენებ მაგრამ ყველგან არის რაღაც ზღვარი.
იმედია ლანა შეძლებს მისი თავის მიღებას .
ასევე სამწუხაროდ ბევრია ლუკასნაირი დაკომპლექსებული ბიჭები. სულ რამდენიმე სიტყვით გამოამჟღავნა მისი სიყვარული.
წარმოდგენაც არ მინდა იმისი რას გამოივლიდა ლანა როცა ყველა ახლობელი ზურგს აქცევდა. ამაზრზენია მათი საქციელი და დამოკიდებულება .
ემოციური თავი იყო, წარმატებებს გისურვებ.

 


№12  offline წევრი EllaTriss

grafo
ვაი, როგორ შემეცოდა ლანა. თუმცა ველოდი მსგავს რაღაცას.
თუმცა ჩემთვის გაუგებარია ყველამ რატომ გაიგო ეს ამბავი. ეს რა ვიცით ქართველებმა რაა.
ნამდვილად 1 წლის წინ მოხდა ეს ამბავი თუ შეგეშალა რამე?!
საკუთარ თავს თვითონ ვერ ეგუება. ამიტომ აქვს პრობლემა და რახან სხვამ ბოლომდე მოუსმინა, ჰგონია რომ უნდა შეიცოდონ ან მიაგდონ. მაგრამ, აბუქებს თავის ემოციურ მდგომარეობას როცა აღწერს, რადგან ეგეთ შემთხვევაში სიყვარულის უნარიც არ უნდა ჰქონდეს. აი, ჯიუტი ბავშვით გამოდი: იცით მე გამაუპატიურეს და ჰე ახლა, ან შემიცოდეთ ან გამრიყეთ. ამას კიდევ დიდებული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ლაშასთან, არსებობს მხოლოდ არა კვატი.
ორი დეპრესიონერა, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ ვარფისფერი ეგონათ და როგორც კი გაშავდა ხელს არ ატოკებენ გასაფერადებლად.

არ იჩქარო რაა, ნელა და თანმიმდევრულად მიყევი ყველას და ყველაფერს :).

ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და ეს დეპრესიაც გაივლის ❤

რუსია
გემრიელობა და საკმაოდ დიდი თავი იყო❤️❤️ ძალიან ძალიან კარგი თავი იყო როგორც იქნა გახსნენს კარტები ❤️ საინტერესოდ მიდის ყველაფერი ❤️❤️მადლობა შენ❤️❤️❤️უკვე ვგიჟდები ამ ოთხზე❤️

❤❤❤

marita1230
ძალიან ძალიან მომწონს მარიამი. მზესავით ანათებს ისტორიას. მისსი და თორნიკეს წყვილი სისაყვარლის ზეიმია.
მიხარია თიკას სიცოცხლის ხალისი რომ დაუბრუნდა . იმედია შეინარჩუნებს ამ სილაღეს და თავისუფლად გააგრძელებს ცხოვრევას.
ყველა გავლილი გზა ტოვებს ჩვენზე კვალს და ჩვენც ამითი ვაგრძელებთ ცხოვრებას. მართალია ლანა .
შეიძლება შენ თავს არ აფასებდე , არც გიყვარდეს , გძულდეს კიდეც მაგრამ მაინც ვერ ვხვდები სულ ლანა რატომ უნდა იჩენდეს ინიციატივას და ლაშა პატარა გოგოსავით რატომ უნდა იფასებდეს თავს. რამდენჯერ უნდა კრას ხელი? და ამანაც რამდენჯერ უნდა დაუხაროს თავი და ისევ შესთავაზოს მისი სხეული გამოსაყენებლად. მესმის რომ როცა გიყვარს ამას ყველაფერზე მაღლა აყენებ მაგრამ ყველგან არის რაღაც ზღვარი.
იმედია ლანა შეძლებს მისი თავის მიღებას .
ასევე სამწუხაროდ ბევრია ლუკასნაირი დაკომპლექსებული ბიჭები. სულ რამდენიმე სიტყვით გამოამჟღავნა მისი სიყვარული.
წარმოდგენაც არ მინდა იმისი რას გამოივლიდა ლანა როცა ყველა ახლობელი ზურგს აქცევდა. ამაზრზენია მათი საქციელი და დამოკიდებულება .
ემოციური თავი იყო, წარმატებებს გისურვებ.

რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ლანაც შეძლებს მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. ❣

 


№13 სტუმარი xatia

დღეს არ დადებ?

 


№14  offline წევრი EllaTriss

xatia
დღეს არ დადებ?

ხვალ❣
ყოველდღე ფიზიკურად ვერ ვახერხებ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent