შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 11)


20-09-2020, 08:28
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 228

სრულიად გადათეთრებულ, თოვლივით ქათქათა ბათუმში უკვე 2020 იყო. როგორც ყოველთვის დიდი ზარზეიმით შეხვდა ხალხი ახალ წელს, ყველას სჯეროდა რომ წელიც ციფრივით ლამაზი იქნებოდა, ისეთი განსაკუთრებული როგორიც ის იყო. ელვის სისწრაფით მისდევდა დღეები ერთმანეთს, ნელ-ნელა თოვლიც დადნა და ახლა ქალაქი ზამთრის ერთადერთ შემორჩენილ სტუმარს მხოლოდ ყინვას მასპინძლობდა. სწრაფად გაირბინა არდადეგებმაც, არავის უნდოდა სკოლა და მწარე ჯოჯოხეთში დაბრუნება სახელად 'სწავლა' ; თუმცა ეს იყო ის, რასთან შეგუებაც ბავშვებს უწევდათ. სამსახური, ოჯახი და ბევრი პრობლემა კი უფროსების ხვედრი, რასთან გაქცევაც უბრალოდ შეუძლებელი იყო.
14 იანვარი.
თითქმის ნახევარი თვე.
თითქოს დრო არც კი გასულა, გუშინდელივით ედგა თვალწინ ყველაფერი. მისი თვალები, ლამაზად მოციმციმე თვალები, თვალები რომლისთვისაც სიკვდილიც კი შეეძლო. გაუშვა.. დაკარგა.. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება კი არა სუნთქვაც შეუძლებელი იყო. უაზროდ მისდევდა დღეები ერთმანეთს, არდადეგები რომც არ ყოფილიყო, მაინც ვერ შეძლებდა სკოლაში წასვლას, მოკვდებოდა და ვერ გაუძლებდა მის ნახვას, საშინლად სტანჯავდა გრძნობა, რომლისთვის სახელის დარქმევის ასე ეშინოდა.
ზარის ხმა.
კარზე ბრახუნი.
სულ ერთი იყო, არადარდებდა.
მისთვის იქ, იმ დღეს კიდევ ერთხელ დამთავრდა სიცოცხლე. ინსტიქტურად მაინც წამოდგა და კარისკენ წავიდა, სინამდვილეში კი გაღების არანაირი სურვილი არ ჰქონდა.
მაინც გააღო, კვლავ არიცოდა რატომ მაგრამ გააღო
- სად ხარ. ფესვები გავიდგი - ბუზღუნით შევიდა სახლში თორნიკე, სწრაფად გაიხადა ქურთუკი და მისაღებში შესვლისას შედგა. ბოლოს როდის ნახა სახლი ამ მდგომარეობაში არც კი ახსოვდა, ან უბრალოდ არ უნდოდა გახსენება. სიტყვის უთქმელად უკან შეჰყვა ლაშაც, სავარძელში დაჯდა და სიგარეტი ამოიღო, ისე იქცეოდა თითქოს ვერც კი ამჩნევდა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი თორნიკემ და ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი
- რაგჭირს შე*ემა რამდგომარეობაში ხარ? - მის წინ დაჯდა და კიდევ ერთხელ ინტერესით დააკვირდა. კვლავ დუმილი, ლაპარაკს არ ჩქარობდა. უკვე სერიოზულად შეეშინდა თორნიკეს
- თოფურია ნახე?! არა, ვერ ვიჯერებ როგორ შეუძლია ყოველჯერზე ასეთ მდგომარეობაში ჩაგაგდოს და მერე ვითომც არაფერი ისე წავიდეს. უგულო მანიაკი
- ეკა არაფერ შუაშია - ძლივს გასაგონად ამოთქვა
- კარგი ერთი. ასე სხვა დროსაც იქცევი ხოლმე და არვიცი?
- ლანა..
- რა?- წამიერად დაიბნა
- მივატოვე..
თვალები შუბლზე აუვიდა თორნიკეს და ინსტიქტურად ფეხზე წამოხტა
- არა რა, ვიცოდი რომ ერთად იყავით. კი მარა მე რაღას მიმალავდით ერთი გამაგებინე?
- საშინელება გავუკეთე თორნიკე, გამოვიყენე და მივაგდე. ასე როგორ მოვექეცი.. როგორ მოვექეცი. როგორ..- თავი ხელებში ჩარგო და იატაკზე ეულად მიგდებულ ცარიელ შუშის ბოთლს ფეხი ჰკრა
- ჰა? - მოსმენილისგან დაშოკილს უნებურად აღმოხდა
- საკუთარი თავი მეზიზღება, ვეღარ ვსუნთქავ თორნიკე, ვერა. რატომ არსებობენ ჩემნაირი ადამიანები, რატომ. რატომ. ეს ხომ დანაშაულია - ფეხზე წამოხტა და უაზროდ დაიწყო ოთახში სიარული, წამიერად შეიპყრო ყველაფრის დალეწვის სურვილმა თუმცა დროულად მოთოკა თავი, ფარდა გადაწია და ფანჯარა გამოაღო. ოთახში შემოსულმა ზამთრის გრილმა ჰაერმა ოდნავ გონს მოიყვანა თორნიკეც, წამში გადახარშა მოსმენილი და ოდნავ ჩაეღიმა
- მეღადავები ხო? ხუმრობაა ეს ყველაფერი..საიდან მოიგონე
- არ მომიგონებია! - უეცრად დაიყვირა და მთელი ძალით დაარტყა მაგიდას ხელი - არ მომიგონებია, არა. ღმერთმა დამწყევლოს..
- სისულელეს ნუ იძახი, რატომ უნდა დაგწყევლოს, ღმერთო ჩემო... - უეცრად გადაისვა თმაზე ხელი - რაც არ უნდა იყოს ახლა მომხდარის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდე, შენ კი დგახარ და აღარიცი როგორ მოისწრაფო სიცოცხლე
- ამის გამოსწორება შეუძლებელია, საშინლად ვატკინე გული. უფლება მივეცი რომ შევყვარებოდი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ერთ დღეს მომიწევდა მისი მიტოვება
- ჯერესერთი ჩვენზე არ არის დამოკიდებული ვის შევუყვარდებით და ვის არა.
- ზუსტადაც რომ დამოკიდებულია. მე რომ თავიდანვე შორს დამეჭირა თავი მისგან, ეს არ მოხდებოდა. იმედს ვერ იგრძნობდა
- ხო მაგრამ იგრძნო და რავქნათ ახლა?! მაპატიე მაგრამ ზოგჯერ ბავშვივით იქცევი. წადი და ბოდიში მოუხადე
- რა ბოდიში თორნიკე, შენ რა დამცინი?! გგონია ერთი ბოდიში შეძლებს ყველაფრის გამოსწორებას? გეუბნები იმ გოგოს ცხოვრება დავუნგრიე მეთქი. ოღონდ ჩემთან ყოფილიყო და საყვარლობაზეც თანახმა იყო. მე რაგავაკეთე? იმის მაგივრად რომ ამისთვის ხელი შემეშალა, ავდექი და უფლება მივეცი ჩემთან ურთიერთობით მომავალი გაენადგურებინა - ემოციებისგან დაცლილი უღონოდ დაეშვა დივანზე, თითქოს საუბარმა ოდნავ შვება მოჰგვარა თუმცა გრძნობდა ამით ხელახლა გახსნა ჭრილობა
- კარგი. ეგ ყველაფერი კარგი, გავიგე - ხელების აწევითაც ანიშნა- მაგრამ ასე ძალიან რატომ მიიტანე გულთან ეს ამბავი? შენთვის რამნიშვნელობა აქვს ის რა გრძნობს
- როგორ თუ რამნიშვნელობა აქვს? გული ვატკინე მეთქი! - ისედაც ნერვებმოშლილი უარესად გაღიზიანდა
- მერე რა? აქამდეც ბევრისთვის გიტკენია გული. აი მაგალითად ლიზა გაიხსენე, მერვე სკოლაში რომაა სპორტის მასწავლებელი. ახალი ამბავია რომ უყვარხარ? ერთადაც ყოფილხართ. არმინდოდა მეთქვა მაგრამ მასთანაც ხომ იწექი
- თორნიკე! - იმხელა იღრიალა, ინსტიქტურად შეხტა თორნიკე - ეგ ერთიდაიგივეა?!
- გინდა იყვირე, გინდა დამარტყი მაგრამ მე განსხვავებას ვერ ვხედავ ძმაო. იმ გოგოსაც საშინლად ატკინე გული რომ უთხარი არ მჭირდებიო, მისითაც გაერთე და გადააგდე მაგრამ მაშინ ასე საერთოდ არ განიცდიდი
- რაგინდა, მაგას რატომ მახსენებ!
- იმიტომ გახსენებ რომ იქნებ მიხვდე რომ ლანა შეგიყვარდა - მის წინ ჩამოჯდა და ინტერესით დააკვირდა
- სისულელეა..
- არ არის სისულელე. აღარ ჩამომათვლევინო ახლა თავადაც იცი რომ, ის ერთადერთი არ არის ვისთანაც წოლილხარ, ვისთვისაც იმედი მიგიცია რომ კიდევ შეხვდებოდი, მაგრამ მორჩა - ხელებითაც ანიშნა და კმაყოფილი გადაწვა დივანზე
შეატყო როგორ დააფიქრა მისმა სიტყვებმა, წამიერად გახედა და მერე ერთ წერტილს გაუშტერა მზერა
- აღიარების გეშინია? - მისი დუმილით ისარგებლა და ისევ თვითონ გააგრძელა
- არა, მე ეკა..
- დაივიწყე ეკა. არ ჭირდები იმ გოგოს ღმერთო ჩემო. ეგ შენ გგონია რომ ისევ თოფურია გიყვარს, თორემ მართლა მასე რომ იყოს ახლა ლანაზე კიარა ეკაზე იფიქრებდი. ლანა კიარა ეკა მოგენატრებოდა
- მონატრება რაშუაშია
- სიტყვის მასალად ვთქვი. არა, მიდი დაფიქრდი აბა ბოლოს როდის იფიქრე ეკაზე
- ოოო, თორნიკე რა. მაგაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები მაქვს, რასისულელეზე მაფიქრებ
- აჰა ხედავ? მნიშვნელოვნადაც აღარ თვლი, უფრო მეტიც შენი პირით თქვი რომ სისულელეა მასზე ფიქრი
- თორნიკე!
- რა?
- ღმერთო.. - ღრმად ამოიოხრა და მაგიდაზე დადებულ ალკოჰოლის ჯერ კიდევ გაუხსნელ ბოთლს დასწვდა
- კარგად მომისმინე, ხვალ ადგები და სკოლაში მოხვალ.
- არა.
- კი!
- არა
- კი თქო, კი. ქალივით ხომ არ აპირებ აბა გაქცევას? ანდაც რომც გაიქცე, იმ გულს მაინც ვერ ამოიგლეჯ ლანაზე რომაა სიგიჟემდე შეყვარებული
- გეფიცები, მგონია რომ ახლა წინ ცხოვრება გამოვლილი ადამიანი მიზის - ოდნავ ჩაეცინა და ბოთლი მოიყუდა - ვაღიარებ, არასოდეს მეგონა რომ სიყვარულზე ამდენი იცოდი
- შენგან განსხვავებით სიყვარულის არსებობის ყოველთვის მჯეროდა - მექანიკურად აიჩეჩა მხრები
- მაინტერესებს შენი მეორე ნახევარი, გავიცნობდი.. - ნელა ჩაისუნთქა და ისევ გაეღიმა - ღმერთო რამაცინებს, მგონი ვგიჟდები.. - ნერვებმოშლილმა დააბრუნა ბოთლი მაგიდაზე და ჩაფიქრებულ თორნიკეზე შეაჩერა მზერა
- რაიყო ენა გადაყლაპე? აქამდე გაუჩერებლად ლაპარაკობდი
- ხოო..სინამდვილეში აქ სულ სხვა რაღაცის სათქმელად მოვედი და ეგ გამახსენდა
- თქვი მერე, იქნებ ცოტა ხანს მაინც ვიფიქრო სხვა რამეზე - ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და თორნიკესაც ესროლა
- სხვა რამე რომ არ არის.. - ოდნავ მოჭუტა თვალები
- რაა? ისევ მე მეხება?
- შენ არა, სიყვარულს
- ოოფ - ნერვებმოშლილმა გაუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა
- სახლში მოწევა ახალი პონტია?
- ფეხებზე თორნიკე. თქვი თუ ამბობ
- ოღონდ.. არ მცემო კარგი? -ოდნავ ჩაიცინა-არმინდა ხვალ სკოლაში დალურჯებული წავიდე და არ დაივიწყო რომ ძმასავით მიყვარხარ
- რეებს ბოდიალობ ოღონდაც. მიდი თქვი - კვამლისგან ხველება აუტყდა და ამჯერად წყლით სავსე ჭიქა მოიყუდა
- მარიამს ვაკოცე..
დამთავრებული არ ჰქონდა, მაშინვე გადასცდა ლაშას და ჭიქაში დარჩენილი სითხე მთლიანად მაისურზე გადაისხა
- ღმერთო, რადროს ვუთხარი - თავისთვის ჩაიბურტყუნა და თავში წაიშინა ხელები - კარგად ხარ?
უარესი ხველება აუტყდა და ძლივს მოითქვა სული, ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დაახეთქა და ისეთი თვალებით შეხედა, თორნიკეს გაქცევა მოუნდა
- ვინ, რომელ მარიამს? - კბილებში გამოსცრა
- აი.. შენი და რომ არის და თან დას რომ არ ეძახი
ორი წუთი გაშტერებული უყურებდა, მერე უცებ გადაურბინა ფერებმა სახეზე და ფეხზე წამოიჭრა, მაშინვე ადგა თორნიკეც
- შენ ხომ არ გაგიჟდი?! მე მიკითხავ სიყვარულზე ლექციებს და თავად რა *ირობას აკეთებ!
- ხო ვიცი რო ჯერ არ უნდა მექნა - თავის მართლება სცადა და ოდნავ უკან დაიხია
- იცი?! რაღადროსი! მარიამი ბავშვია ჯერ, ბავშვი. რასქვია აკოცე?! როგორ აკოცე?! როგორ შეეხე ჯერ სულ პატარაა! - მაშინვე მივარდა და პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი
- არგინდა ძმაო, ნასვამი ვიყავი. ვერმოვზომე..
- რასქვია ვერმოზომე?! რასქვია!
- ძმაო მომისმინე ერთიწამი, ვთამაშობდით და..
- გაჩუმდი! ახლოს აღარ გაეკარო გესმის?! 2 მეტრის რადიუსში არ მიუახლოვდე, მოგკლავ იცოდე შემომაკვდები! - უეცრად გაუშვა ხელი და ფანჯარასთან მივარდა - ვისაც არ ეზარება ყველა მე მაგიჟებს!
- ძმაო.. - ოდნავ მიუახლოვდა თორნიკე_მაპატიე რა, ამის გამო ურთიერთობა ხომ არ გაგვიფუჭდება?
- რატომ აკოცე? არა რაგინდოდა, ხომ არ მოგწონს, არც გიყვარს.
- მითხრა რომ პირველი კოცნა არ ჰქონდა და..- მექანიკურად თქვა და რომ მოზომა რასისულელე გააკეთა მაშინვე ქურთუკს დაავლო ხელი და კარისკენ გაიქცა
- არა! თავს მომაკვლევინებს - წამში გაჰყვა უკან - ვერ გადამირჩები, თორნიკე!
***
დილაადრიან ხმაურს მოეცვა სკოლის უზარმაზარი შენობა, ერთმანეთში ირეოდნენ ბავშვები, მასწავლებლები.. ყველას სახეზე უკმაყოფილება იყო აღბეჭდილი. ფაქტი იყო, არავის უხაროდა მეორე სემესტრის დაწყება.
სამასწავლებლოს შუაგულში მყოფ, გრძელი მაგიდის გასწვრივ ნელი ნაბიჯებით მიმოდიოდა ქეთევანი. ყველა ინტერესის თვალით შესცქეროდა ჩაფიქრებულ დირექტორს რომელიც საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა
- ქალბატონო ქეთევან, აღარ გვეტყვით აქ რას ველოდებით? - მაინც ვეღარ მოითმინა ლანამ რომელიც მორიგე მასწავლებლის ბეიჯს დიდხანს ათამაშებდა ხელში
- თქვენ არავის - ხელები აწია ჯიქიამ - ეს მე ველოდები იმ ორს, თავები უნდა ვახლევინო ერთმანეთზე
- ვერგავიგე ქეთევან, რასერჩი ბავშვებს - ჟურნალიდან თავი ამოწია ბიოლოგიის მასწავლებელმა
- აეგ მე ვიცი ლეილა, მე. პასუხს მოვთხოვ იმისთვის რომ თავზე გადამახტნენ
უეცრად შემოვიდა სამასწავლებლოში თორნიკე, სათვალე და კეპი წამსვე მოიხსნა, ყველას მხიარულად მიესალმა და პირდაპირ ჟურნალების კარადისკენ აიღო გეზი
- მაჩაიძე! - უკნიდან მოესმა ქეთევანის ხმა, წამსვე გაჩერდა და სწრაფად მოაბრუნა თავი
- ქალბატონო ქეთევან?
- აქ მოდი - ხელითაც ანიშნა, ღრმად ამოისუნთქა თორნიკემ და დირექტორისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა
- ის სად არის, ყველაფრის მცოდნე გენიოსი
- არვიცი - მხრები აიჩეჩა და ინსტიქტურად ლანას გახედა
- ჰოო როგორ არა დავიჯერე. ახლავე თქვი თორემ მთელს ჯავრს შენზე ვიყრი - ხმა გაიმკაცრა ქალმა
- აქვარ ქალბატონო ქეთევან - უკნიდან მოისმა ბოხი ხმა, წამიერად ყველამ კარისკენ გაიხედა. თავის დაკვრით მიესალმა ლაშა მასწავლებლებს და თორნიკეს მიუდგა გვერდით
- ძალიან კარგი. ლანა, შვილო დღეს შენ ხარ არა მორიგე? - უეცრად დახედა ლანას ხელებში მოქცეულ მორიგე მასწავლებლის ბეიჯს, მაშინვე სახეზე წამოწითლდა ლანა და ოდნავ დაუქნია თავი
- კარჟალოვს მიეცი. - თქმა კიარა ბრძანება უფრო იყო, წამიერად გაუსწორა ლანამ თვალი და ბეიჯი გაუწოდა, მაშინვე გამოართვა ლაშამ და სანამ ქეთევანი ეტყოდა მანამდე ჩამოიკიდა ყელზე
- მარტო დღეს კიარა, ეს ერთი კვირა, სულ შენ იქნები მორიგე მასწავლებელი. მეორე კვირას მაჩაიძეც შემოგეშველება - კმაყოფილი სახით დაასრულა დირექტორმა.
მომაბეზრებლად აატრიალა თვალები ლაშამ და გაოცებულ თორნიკეს წამიერად გახედა
- მიდი, მიდი ზარი დარეკე. გაკვეთილის შესვლის დროა. საქმეს მიხედეთ, ზოზინი არ დავინახო. - უცებ მოათავა სათქმელი ქეთევანმა და სამასწავლებლო კმაყოფილმა დატოვა
- სასჯელიც ასეთი ვიცი
- მადლობა თქვი, უარესს ველოდი
ზარის დარეკვა და სამასწავლებლოს დაცლა ერთი იყო, ყველა წავიდ-წამოვიდა და ბოლოს მაინც ლანა და ლაშა დარჩნენ მარტო, ბედის ირონია. ტელეფონი ამოიღო ლანამ და შეეცადა ყურადღება გადაეტანა
- დღეს ადრე მოხვედი - მის წინ ჩამოჯდა ლაშა
- მეგონა მორიგე ვიყავი - ტელეფონიდან თავი არც აუწევია ისე თქვა - მაგრამ ქეთევანმა კარგად გაგიჩალიჩა - რაც შეეძლო უდარდელი გამომეტყველება მიიღო და ისე შეხედა
- ფეხებზე. არმადარდებს
- საერთოდ რამე გადარდებს? - ოდნავ გაეღიმა საკუთარ სიტყვებზე
- კი.. შენ რომ გაწყენინე ეგ მადარდებს_გულწრფელად უთხრა და შეამჩნია როგორ შეეცვალა სახე
- მაგაზე ლაპარაკი არ მინდა -მზერა აარიდა და ღრმად ჩაისუნთქა
- კარგად თამაშობ, მაგრამ თვალები.. ეგ ლამაზი თვალები მაინც გყიდიან
- წადი და სხვას უთხარი ეგ ნამიოკური კომპლიმენტები - ნერვებმოშლილმა წარბები შეკრა
- მყაავს მერე ეგ სხვა?
- მოძებნე. არ გაგიჭირდება, მარტო შენი სურვილიც საკმარისია ყველა სიამოვნებით გაგი*ლის ფეხებს
- რანაირად ლაპარაკობ ლანა - გაკვირვებულმა ინტერესით შეხედა - ასე მგონია გამოგცვალეს
- მე ასეთი უფრო მომწონს ჩემი თავი - მხრები აიჩეჩა და თავს ძალა დაატანა რომ მისთვის თვალებში შეეხედა
- მე არა
- მოკვდა ის დრო, შენს სურვილებზე რომ დავდიოდი
- მაპატიე.. ვიცი რო ძაან გატკინე
- არიცი
- ვიცი ლანა, დამიჯერე ვიცი - ხელი წაიღო მისკენ, მაშინვე სახე აარიდა ლანამ
- არ შემეხო, ამის უფლება დიდიხანია დაკარგე - სიბრაზე გაერია ხმაში
- კაი.ვიცი - ხელების აწევითაც ანიშნა და წამოდგა
მის თითოეულ ნაბიჯს, სუნთქვას, სულ მცირე დეტალსაც კი ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს ლანა, უნდოდა დაენახა რომ ისიც განიცდიდა, ნანობდა. თუმცა ამის ნაცვლად სულ სხვა რამეს ხედავდა და ამას ჭკუიდან გადაჰყავდა
- გეცოდები? - ამჯერად თვითონ მიუახლოვდა ფანჯრის რაფასთან მდგომს
- არა
- სხვა ახსნა არ აქვს იმას რომ ჯერ ისევ გაწუხებს ეს თემა
წამიერად თორნიკეს სიტყვებმა გაუელვა გონებაში, მართლაც და რა ახსნა ჰქონდა იმას რომ ისევ განიცდიდა, ასე უჭირდა მისი მიტოვება. უყვარდა? არა. არ უნდოდა ამის დაჯერება, დიდხანს იდგა ჩუმად და ბოლოს გონს მაინც ლანას სიტყვებმა მოიყვანა
- ნუ გეცოდები. საჭირო არ არის. კარგად ვარ, ხომ ხედავ?! ვიცოდი რომ ერთ დღეს ამასთან შეგუება მომიწევდა და აი ეს დღეც - ტუჩის კუთხეში ჩაიცინა - ცხოვრება გრძელდება
- ლანა..
- საკმარისია! თუ ისევ ამ თემაზე უნდა ილაპარაკო, სიტყვის გაგონებაც არ მინდა - ხელები აწია და სწრაფად გავარდა სამასწავლებლოდან.
პირველად, ცხოვრებაში პირველად სტკიოდა მისი მისამართით ნათქვამი თიოეული გამოგონილი სიტყვა. ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო მაგრამ ასეთი ქცევით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებდა ზიანს. ვალდებული იყო გაეძლო, შეგუებოდა.. ერთად მუშაობდნენ, ხომ ვერ გაიქცეოდა?! მაგრამ მაინც დაზუსტებით იცოდა, ასე დიდხანს ვერ გაძლებდა .ნელი ნაბიჯებით ჩავიდა პირველ სართულზე და ზარის ხმაც გაიგონა. აურზაური ატყდა დერეფანში, სწრაფად გამოცვივდნენ კლასებიდან ბავშვები.. ძლივს გაიკვლია გზა მათ შორის და დარბაზში შევიდა, უკვე წასასვლელად ემზადებოდა თორნიკე თუმცა მისი დანახვისას შედგა. ჟურნალი მაგიდაზე დააგდო და მიუახლოვდა
- ლანაჩკაა.. რაგჭირს, კარგად ხარ?
ოდნავ გააქნია თავი ლანამ და ცრემლები თავისით გადმოსცვივდა, წამში მიეჭრა და მთელი ძალით ჩაეხუტა. გაოგნებული იდგა თორნიკე, ძლივს მოიფიქრა რომ ხელები მოეხვია
- კარგი დამშვიდდი.. ყველაფერი კარგად იქნები, ოღონდ ნუ ტირიხარ რაა..
- მაპატიე - უეცრად ამოწია თავი და ცრემლები მოიწმინდა - თავი ვერ შევიკავე
- ასე მის გამო ხარ არა?
- დაივიწყე - გვერდი აუარა და მაგიდასთან ჩამოჯდა
- მისმინე. შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ არც ის არის კარგად.
- ნუიცავ, არგაბედო! შენ არიცი რამოხდა - ისევ აევსო ცრემლებით თვალები, სულ უფრო და უფრო მეტად უჭირდა თავის შეკავება. კოსად შეკრული თმა წამში ჩამოიშალა და თავი ხელებში ჩარგო
- ვიცი ლანა.. მომიყვა - სინანულით უთხრა და თვითონაც მის წინ დაიკავა ადგილი
- ვეცოდები თორნიკე.. ეს ნორმალურია? რასგეკითხები, ნორმალურია აბა რა, მეტი გრძნობა ისედაც არ გააჩნია ჩემს მიმართ
- რასისულელეა ეს შეცოდება არაა!
- აბა რა არის?! მოვიდა და ბოდიშს მიხდის ყველაფრისთვის, სინდისი რომ დაიმშვიდოს. როცა თვალებში ვუყურებ ვერაფერს ვხედავ, სიცარიელეა და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ნელ-ნელა მეც ვიკარგები ამ სიცარიელეში - ღრმად ამოისუნთქა და შუბლზე მოისვა თითები
- მისმინე. მე საერთოდ მგონია.. უფროსწორად კი არ მგონია, ზუსტად ვიცი, ასე იმიტომ იქცევა რომ უყვარხარ და..
- კარგი რაა თორნიკეე..სერიოზულად? ახლა შენც გეცოდები და იმიტომ იგონებ ამას, არაა? არგინდა თუ ღმერთი გწამს
- რაშუაშია, ღმერთო! ყოველთვის იმას რატომ ხედავ რისი დანახვაც გინდა. ცოტა ხანს მაინც დაივიწყე ეს შეცოდება და სხვა მხრივ იფიქრე. ძალიან აწუხებს ის ფაქტი რომ გული გატკინა, განიცდის, შენ რომ გუშინ იმ მდგომარეობაში გენახა როგორშიც მე ვნახე ამაში უფრო დარწმუნდებოდი. უყვარხარ.. უბრალოდ დრო სჭირდება რომ ამას მიხვდეს..
- სისულელეა..
თორნიკეს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, თუმცა დარბაზში ჟივილ-ხივილით შემოიჭრნენ ბავშვები და გაჩუმდა, მხარზე ხელი მოუთათუნა, წამოდგა და ჩუმად უჩურჩულა
- კარგად იქნება ყველაფერი, მთავარია გჯეროდეს

***
დღე ნელა მიიზლაზნებოდა, ძლივსგასული გაკვეთილების შემდეგ, საათი უკვე შუადღის სამს აჩვენებდა. ბავშვებისაგან დაცარიელებულ სკოლაში, კაკუნით მიაბიჯებდა მარიამი, მომაჯადოებლად გაშლილი წითელი თმის ქვეშ, ტელეფონი მოექცია და უკმაყოფილო სახით უსმენდა დედის მონოლოგს
- შვილო, მარიამ. მომისმინე, ქალბატონ ქეთევანს სიტყვა სიტყვით გადაეცი რაც გითხარი. იმ ბავშვს ცხრიანი რომ გამოჰყვეს, დედამისთან ურთიერთობა გამიფუჭდება, ის კი ჩვენი ფირმის ყველაზე სარფიანი დამკვეთია
- კარგი დედა, გავიგე. რამდენჯერ უნდა გამიმეორო? სკოლაში ვარ უკვე და საერთოდ თუ ასე გადარდებდა თავად რატომ არ მოხვედი?
- როგორ მოვიდოდი მარიამ, დილას ხომ გითხარი კორექციაზე ვარ ჩაწერილი სალონში თქო. თანაც შენ უფრო კარგად გამოგდის ასეთი რაღაცეები. რას წუწუნებ არ მესმის ერთხელ რომ დაეხმარო დედას მოკვდები?
- არ ვწუწუნებ დედა მაგრამ..
- ხოდა გაჩუმდი. იმ ქალმა უნდა დაინახოს რამხელა ძალა აქვს ჩემს სიტყვას, წარმოიდგინე როგორ ავმაღლდები მის თვალში
- შენს სიტყვას თუ ჩემს სიტყვას? - ოდნავ ჩაიცინა მარიამმა
- რამნიშვნელობაა აქვს? რამ გაყო შენი და ჩემი. მიდი, მიდი დროს ნუ კარგავ. მიყვარხარ, გკოცნი - ისე გაუთიშა ტელეფონი დამშვიდობებაც არ აცადა, საშინლად მოეშალა ნერვები მარიამს და ის იყო კიბეებზე უნდა ასულიყო, დარბაზის მიმართულებით მიმავალ თორნიკეს მოჰკრა თვალი
- აჰაა, აი კიდევ ერთი მოუგვარებელი პრობლემა. მე შენ გაჩვენებ, ქეთევანი მაინც არ გარბის ჯერ - წარბები მაღლა აზიდა და სწრაფად შეიცვალა მიმართულება, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დარბაზს და შესასვლელი კარიდან, გასახდელში შესულ თორნიკეს მოჰკრა თვალი
- მშვენიერია. ზედმეტი ხალხის გარეშე გაგისწორდები. - კმაყოფილი ღიმილი მოეფინა სახეზე, ზედმეტი ხმაური რომ არ გამოეწვია ფეხის წვერებზე ჩაირბინა კიბეები და ღრმად ამოისუნთქა, საშინლად სწრაფად უცემდა გული თუმცა მაინც მოიკრიბა გამბედაობა. ნახევრად ღია იყო გასახდელის კარი, შიგნით შევიდა და ის იყო ჩხუბი უნდა დაეწყო მისგან ზურგით მდგარ, წელს ზემოთ შიშველი თორნიკეს დანახვისას ენა ჩაუვარდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ადგილზე გაიყინა. პერანგი იქვე გრძელი სკამის მიმართულებით ისროლა თორნიკემ და ახლა შარვლის გახდა დაიწყო, ქამარი თითქმის ბოლომდე გახსნა, მეტის ყურება არც შეეძლო მარიამს, ნელი ნაბიჯებით დაიხია უკან, უჩუმრად უნდოდა გასვლა თუმცა ვერც მიხვდა ისე დაეჯახა მის უკან მდგარ დაბალ მაგიდას, ხმაურზე წამსვე შემოტრიალდა თორნიკე და შეშინებული მარიამის დანახვისას თვალები გაუფართოვდა
- მარიამმ? - პირველად წარმოთქვა მისი სახელი, ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, წამით ყველაფერი დაავიწყდა მარიამს..თუმცა ნერვიულობისგან ტუჩების კვნეტა მაინც არ შეუწყვიტავს, საშინელ მდგომარეობაში იყო, აღარც გაქცევა შეეძლო არც დარჩენა
- აქ რასაკეთებ? - გულიანად გაეცინა თორნიკეს
- მეე.. - საშინელი კანკალი დაეწყო მთელს სხეულში, სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა და კისერზე მოისვა ხელი
- ხოო შენ - სიცილი არ შეუწყვიტავს ისე მიუახლოვდა
- ჯერ ჩაიცვი და მერე გეტყვი - თვალები დახარა რომ მისთვის არ შეეხედა
- ჩავიცვა? რატო, აქ ხო იმიტომ შემოხვედი რომ შიშველი გენახე?
- რასისულელეს ამბობ, გარყვნილო! - წამში ანთო სიბრაზისგან თვალები
- აჰაა, შენ მითვალთვალებდი როგორ ვიცვლიდი და კიდევ მე ვარ გარყვინილი. ოჰ, ეს ქალური ლოგიკა
- ახლა ისეთს გაგარტყამდი. საიდან უნდა მცოდნოდა რომ იცვლიდი? - თავის მართლება სცადა თუმცა მაშინვე მიხვდა რომ სულელურად გამოუვიდა
- ხო აბა რაა, გასახდელში ხომ საჭმელად შემოდიან, პიცა, ბურგერები ყველაფერია. ფაქტობრივად სწრაფი კვება. ვის გაუგია გასახდელში გამოცვლა, მაგის თქმა გინდოდა არაა? _ გულიანად გადაიხარხარა და მაგიდას მიეყრდნო
- ნუ დამცინი! თორემ.. - საჩვენებელი თითი დაუქნია და სანამ კიდევ რამეს ეტყოდა ლაშას ხმა მოესმა დერეფნიდან
- თორნიკეე. ტელეფონი დაგრჩა სამასწავლებლოში და გაუჩერებლად რეკავს
მაშინვე თვალები დაქაჩა მარიამმა
- ჯანდაბა, აქ მოდის?
- არა, სუპერ-მარკეტში!
- რას ბოდავ, სერიოზულად გეკითხები
- აქ მოდის, ჰო! აქ მოდის და ბოლო მოგვეღება ერთად რომ დაგვინახავს! - ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი ღრმად ამოისუნთქა
- მერე რამე მოიფიქრე, რას დგახარ
- ხედავ რამდენ პრობლემას მიქმნი?
- მალეე
ფეხის ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა, სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა თორნიკემ, მარიამს მაჯაში ჩაავლო ხელი და კედელთან მდგარი უზარმაზარი კარადის გვერდით დამალა. იმწამსვე შემოვიდა ლაშა და თორნიკეს ბრაზით სავსე თვალები მიანათა
- დაყრუვდი შე*ემა? ტელეფონი დაგრჩა თქო - იმხელა მანძილზე ესროლა ძლივს დაიჭირა თორნიკემ და თან ცალი თვალით მარიამს გახედა
- ვიცვლიდი, ვერგავიგონე ალბათ - მხრები აიჩეჩა და ნაძალადევად გაუღიმა
- მიზეზები არ დაგელია - ისე უცებ გადაიძრო მაისური, გააზრებაც ვერ მოასწრო თორნიკემ და მოულოდნელობისგან დაიყვირა
- გაჩერდი! რასაკეთებ?!
- რაგაყვირებს, ხოარ გააფრინე?! - ისეთი შეუბღვირა ადგილზე გაიყინა თორნიკე- რას უნდა ვაკეთებდე ვიცვლი, ვერხედავ?! - გაბრაზებულზე თვითონაც აუწია ტონს.
თვალები გაუფართოვდა მარიამს, ამდენის გაძლება მართლა აღარ შეეძლო. თვალები მაგრად დახუჭა და ნერვულად დაიწყო თითების წვალება.
- ვხედავ, მაგრამ მერე გამოიცვალე
- რა მოწიე თორნიკე, რაგინდა პირველად მხედავ შიშველს?! - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ქამრის გახსნა დაიწყო
- ძმაო მოიცადე. არგინდა რა.. - წინ გადაუდგა და მუდარით სავსე მზერა შეანათა
- არხარ შენ ნორმალური. ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ არ უნდა გავიხადო და გეფიცები გავჩერდები
- გეტყვი. - სწრაფად მოუჭრა - გეტყვი. რატომ და..რატომ.. რატომ..
- ჰა ეხლა ამოღერღე
- ქარი უბერავს ამ ფანჯრიდან, შეიძლება გაცივდე - მექანიკურად აიჩეჩა მხრები
სიცილი ძლივს შეიკავა მარიამმა და პირზე აიფარა ხელი
- ხოო? - ჯერ კედლის ზემოთ პატარა გისოსებიან ფანჯარას ახედა მერე თორნიკეზე შეაჩერა მზერა
- ხო
- თუ ასეა შენ რატომ დგახარ შიშველი?
- მე? - სწრაფად დაიხედა სხეულზე - ვიცვამდი, აი უკვე ვიცვამ კიდეც - სწრაფად დაავლო მაისურს ხელი, თუმცა სანამ ჩაიცვამდა მანამდე გააჩერა ლაშამ
- ერთიწუთი, დაიცა. თუ ახლავე მეტყვი რა *ირობის გადასაფარავად იგონებ მაგ სისულელეებს, არ გაგიბრაზდები
- არ ვიგონებ და მასეთ სიტყვებსაც ნუ იძახი - ნელა ჩაისუნთქა თორნიკემ
ნელ-ნელა მოთმინებას აკარგვინებდა მისი სიტყვები, ის იყო კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას უეცრად ამღერდა მარიამის ტელეფონი.
- ეს რაიყო?
- არაფერი - მაშინვე სცადა დამალვა
მთელს სხეულში გააკანკალა მარიამს და სწრაფად დაუწყო ძებნა ჩანთაში, თუმცა იმდენად ნერვიულობდა როგორც კი ამოიღო მაშინვე ხელიდან გაუვარდა და ამ ხმის დამალვა კი უკვე მართლა შეუძლებელი იყო. დანებების ნიშნად ხელები აწია თორნიკემ და ღრმად ამოისუნთქა.
პირდაპირ კარადის მიმართულებით წავიდა ლაშა და როგორც კი მიუახლოვდა ჯერ ძირს დავარდნილ წითელ აიფონს დახედა, შემდეგ კი ნელა აათვალიერა კედელზე აკრული მარიამი, რომელიც თითქმის არ სუნთქავდა
- მარიამ?! - ისეთი მკაცრი იყო მისი ხმა, მართლა ყველაფერი ერჩივნა ახლა იქ, მის წინ დგომას
- შენ აქ რას.. - უეცრად გახედა ჯერ კიდევ წელს ზემოთ შიშველ თორნიკეს_რასაკეთებდით?! - იმხელა იღრიალა ადგილზე შეხტა მარიამი, წამში დაეტაკა თორნიკეს
- ხმა ამოიღე, რა ჯანდაბას აკეთებდით მეთქი?!
- დაწყნარდი ძმაო, უბრალოდ ვლაპარაკობდით
- ლაპარაკობდით არა?! მოგკლავ ახლა! არ გითხარი მარიამს არ მიუახლოვდე მეთქი?! არ გითხარი?! - ისეთი გაარტყა, წონასწორობა მაშინვე დაკარგა თორნიკემ და ძირს დაეცა
- არგინდა გთხოოოვ - მაშინვე ატირდა მარიამი და გაავებულ ძმას წინ გადაეფარა
- შენ. მერე დაგელაპარაკები, გაიწიე! -ხელი კვრით სცადა მისი მოშორება
- ძალიან გთხოოვ, მისი ბრალი არ არის.. გემუდარები. . - მაშინვე ფეხებში ჩაუვარდა და ისტერიკულად ატირდა
- ადექი. ახლავე ადექი - სწრაფად ჩაავლო მაჯაში ხელი და ფეხზე ააყენა, იქვე დადებულ თავის მაისურსაც დასწვდა, წამში გადაიცვა და ისეთი სისწრაფით გააქანა ოთხაიდან, ვერც კი გაიაზრა მარიამმა
- მტკივა გამიშვი..
- იარე!
ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა ლოყებზე, მაკიაჟი უკვე მთლიანად ჰქონდა გაფუჭებული და თვალები მთლიანად ლაინერით მოსვრილი. გონს სახეზე გრილი ჰაერის შეგრძნებამ მოიყვანა, უკვე კართან იდგნენ. ისევ ისეთი მრისხანე თვალებით უყურებდა ლაშა, მთელს სხეულში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა მარიამს და ხმა ძლივს ამოიღო
- აქ ქეთევანთან მოვედი. გეფიცები. ის.. უბრალოდ სალაპარაკოდ შევყევი.. სხვა არაფერი მომხდარა
- მარიამ! მომისმინე. კარგი ვთქვათ მე დაგიჯერე, წარმოიდგინე იქ სხვას რომ დაენახეთ, იმ მდგომარეობაში.. შენი აზრით ის უფრო ლოგიკურია რომ სალაპარაკოდ შეხვედი?! და თუ მაინც და მაინც ლაპარაკი გინდოდა გარეთ დალოდებოდი, ცოტა ხანში ხომ გამოვიდოდა?! შიგნით რამ შეგიყვანა. როგორ შეხვედი კაცების გასახდელში?!
- ჰო ვიცი.. გაუაზრებლად. .
- რა გაუზრებლად?! ეგ იგივეა რაც ქალების საპირფარეშოს მაგივრად კაცებისაში შეხვიდე და მერე იქ მყოფთ უთხრა გაუაზრებლადო. საერთოდ არ გიფიქრია იმაზე რომ იქ შიშველი იქნებოდა?!
- ხომ გითხარი ვერ ვიფიქრე თქო - ცრემლები მოიწმინდა და წარბები შეკრა - და საერთოდ, შენ რაში გაღელვებს? რატომ მასწავლი მე როგორ უნდა მოვიქცე?! - უნებურად დაეყვირა
- ტონს დაუწიე!
- რატომ?! რაგინდა.. რასაც მინდა, იმას ვიზამ!
- ხო არაა? არ მოგცემ უფლებას ამ ასაკში ცხოვრება დაინგრიო. მარტო შენ კი არა, ნებისმიერი რომ ყოფილიყო შენს ადგილას იგივეს ვიზამდი. მისმინე მარიამ, თორნიკესგან თავი შორს დაიჭირე. ქალების მიმართ არ არის ერთგული. მესმის, პატარა ხარ და ჯერ ისევ ილუზიებში ცხოვრობ, მაგრამ ის რაც შენ სიყვარული გგონია, მისთვის მხოლოდ გართობაა დამიჯერე. შენზე საკმაოდ დიდი ვარ და ეს ვიცი, გეუბნევი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მერე შეიძლება შენი მომავალი შეეწიროს. ამიტომ სანამ რამეს იზავ კარგად დაფიქრდი ხოლმე და არ მაიძულო რომ ლილეს ვუთხრა!
ისე სწრაფად მოსწყდა ადგილს, მარიამმა პასუხის გაცემაც ვერ მოახერხა. ნერვებმოშლილმა მიარტყა კიბეს ფეხი და ამჯერად ქეთევანთან სასაუბროდ შებრუნდა სკოლაში.

***
- ძალიან გტკივა? - გახეთქილ წარბზე სპირტიანი ბამბა ფრთხილად მოუსვა ლანამ - კიდევ ვერ ვიჯერებ, როგორ დაგარტყა..
- ძალიან კარგად მესმის მისი, ამიტომ არვბრაზობ. თიკოს გამო მეც ბევრი მიცემია - უეცრად აეწვა წარბი და სახე დაემანჭა
- თიკო?
- ჩემი დაა. გაგაცნობ ოდესმე, იმედია - ოდნავ ჩაეღიმა
- იოანეს დედა ანუ? - წარბზე ლეიკო გადააკრა და სპირტიანი ბამბა ნაგვის ყუთში ჩააგდო
- ხოო, მითქვამს იოანეზე?
ოდნავ დაუქნია თავი ლანამ
- ძაან შეგაწუხე, აქ რომ მოვედი
- არა, რასამბობ. მაინც მარტო ვარ -მხრები აიჩეჩა ლანამ - ბლინებს გავაკეთებ, მაპატიე..სხვა არაფრრის კეთება არ გამომდის..
- შენნაირი მაგარი მეგობარი არ მყოლია ჯერ -სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ
- ნუ დამცინი და მომიყევი მარიამზე, როგორი გოგოა - ნელა გავიდა სამზარეულოში და ბლინების კეთებას შეუდგა
- რავიცი.. - მაშინვე უკან გაჰყვა თორნიკეც და მაგიდას მიეყრდნო
- ლამაზია? - წამიერად შეავლო თვალი ფიქრებში წასულს
- არის რა
- ეგ რათქმაა თორნიკე
- რავიცი
- მოგწონს?
- არა რატომ უნდა მომწონდეს
- რავიცი, გოგოა და არ შეიძლება რო მოგეწონოს?
- შეიძლება, მაგრამ...
- რა მაგრამ ვერ გავიგე
- მაგრამმ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ლაშა მისი ძმაა და თანაც ძალიან პატარაა. მასთან შანსი მაინც არ მაქვს- სწრაფად გამოვიდა ფიქრებიდან და ხელები გაიქნია
- არ მითხრა რომ გოგოსთან ურთიერთობის ძმის გამო გეშინია - სწრაფად დაასხა ტაფაზე ბლინები
- არა ტო, არ მეშინია, ღმერთმა დამიფაროს ლაშასი მეშინოდეს მაგრამ..
- რამდენისაა? - სანამ ეტყოდა მანამდე დაასწრო კითხვა
- 18
- არაა ძალიან პატარა, რაგინდა?
- რავი. კაროჩე.. შეიძლება ითქვას რომ ლამაზია, მარა.. მეტი არაფერი. ტყუილად იმედი რომ მივცე ეგეც არ მინდა, ხო ხვდები..
ღრმად ამოისუნთქა ლანამ და ბლინები თეფშზე დაალაგა. წამში გაიაზრა თორნიკემ რაც თქვა და რატომაც შეეცვალა გამომეტყველება
- აუ ლანაჩკა, გეფიცები გაუაზრებლად ვთქვი. ბოდიში რაა..
- ვიცი, არმწყენია - მაგიდასთან ჩამოჯდა და თორნიკესაც თვალით ანიშნა მოდიო
- დრო სჭირდება თქვენს ურთიერთობას, აი ნახავ გააგიჟებს შენი მონატრება და მოვა
- არამგონია.. უკვე მოვბეზრდი
- ასე იოლად არ მობეზრდებოდი გამორიცხულია.. მისმინე ისე შეგიძლია მოვლენები თავად დააჩქარო
- როგორ?
- გააგიჟე. ხოიცი როგორც აგიჟებენ ქალები კაცებს - თვალი ჩაუკრა და ბლინი გაიქანა პირში
- ხო მაგრამ ასეთი რაღაცეები არ მიყვარს
- საქმეს ჭირდება ძმა
ოდავ ჩაეღიმა ლანას და თითები აათამაშა მაგიდაზე
- ვნახოთ.



№1  offline წევრი შამხათი

ოჰოოო..დაიძაბა სიტუაცია, იმედია ლანა ისე მოიქცევა, დაარწმუნებს ლაშას მისდამი გრძნობებში. კარგი ისტორიაა, გელოდები ხოლმე.

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ვააჰჰ გული მიგრძნობს წინ ბომბა თავი მელოდება :დდ (იმედია ასეიქნება :დდ)

 


№3 სტუმარი ანუ

აი ეს უკვე კაია.. ვიხალისე კიდეც..
მარიამს 'ძმური' დამოკიდებულების გამო უბრაზდება თუ მხოლოდ იმიტომ რომ არ უნდა თორნიკემ ის გაუკეთოს რაც თვითონ გაუკეთა ლანას?
ძაან მომწონს რა თორნიკეს და მარიამის წყვილი..ძალიან პოზიტიური წყვილია ^-^ ამ გოგოს ჭირდება ესეთი თორნიკე რა რომ გაახალისოს და გააბედნიეეროს, ძმა მაგას არ უვარგა და დედა :/
ეჭვიანობის სცენას ველოდები და იმედია სრულყოფილი იქნება, ანუ მთელ გაგიჟებებს და გაცოფებებს ვგულისხმობ :დ ძაან ჩამოუყალიბებელი ტიპია ეს ლაშა და ძალიიიაააან მინდა ლანამ ჭკუიდან გადაიყვანოს აი იმენა ბოლო დონეზე რო გააგიჟოს ღირსი იქნება..
ველი ახალ თავს..

პ.ს და რა მაინტერესებს ასე რატო აგვიანებს ადმინისტრაცია დასტურის დადებას იცის ვინმემ? მთელი დღე ველოდებოდი იმენა დამეთხარა ნერვები -_-

 


№4  offline წევრი Marita_G

ცივი ლანა და ჩხუბისთავი ლაშა. ძალიან მომწონს და თორნიკე და მარიც საყვარლები არიანნნნნ.... ველოდები შემდეგს ♡♡♡

 


№5 წევრი EllaTriss

შამხათი
ოჰოოო..დაიძაბა სიტუაცია, იმედია ლანა ისე მოიქცევა, დაარწმუნებს ლაშას მისდამი გრძნობებში. კარგი ისტორიაა, გელოდები ხოლმე.

ვნახოთ, ვნახოთ.. ❤

სტუმარი სტუმარი
ვააჰჰ გული მიგრძნობს წინ ბომბა თავი მელოდება :დდ (იმედია ასეიქნება :დდ)

იქნება ❣

ანუ
აი ეს უკვე კაია.. ვიხალისე კიდეც..
მარიამს 'ძმური' დამოკიდებულების გამო უბრაზდება თუ მხოლოდ იმიტომ რომ არ უნდა თორნიკემ ის გაუკეთოს რაც თვითონ გაუკეთა ლანას?
ძაან მომწონს რა თორნიკეს და მარიამის წყვილი..ძალიან პოზიტიური წყვილია ^-^ ამ გოგოს ჭირდება ესეთი თორნიკე რა რომ გაახალისოს და გააბედნიეეროს, ძმა მაგას არ უვარგა და დედა :/
ეჭვიანობის სცენას ველოდები და იმედია სრულყოფილი იქნება, ანუ მთელ გაგიჟებებს და გაცოფებებს ვგულისხმობ :დ ძაან ჩამოუყალიბებელი ტიპია ეს ლაშა და ძალიიიაააან მინდა ლანამ ჭკუიდან გადაიყვანოს აი იმენა ბოლო დონეზე რო გააგიჟოს ღირსი იქნება..
ველი ახალ თავს..

პ.ს და რა მაინტერესებს ასე რატო აგვიანებს ადმინისტრაცია დასტურის დადებას იცის ვინმემ? მთელი დღე ველოდებოდი იმენა დამეთხარა ნერვები -_-

მიხარია, თუ მოგეწონა❣

Marita_G
ცივი ლანა და ჩხუბისთავი ლაშა. ძალიან მომწონს და თორნიკე და მარიც საყვარლები არიანნნნნ.... ველოდები შემდეგს ♡♡♡

❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი სვანი

ძალიან მომწონს კარგი ისტორიაა❤️❤️❤️❤️იმედია მალე დადებ ახალ თავს????????????????

 


№7  offline წევრი OKI ME

ნუ, უფრო და უფრო რომ მომწონს და მიზიდავს ეს ისტორია ფაქტია. ❤️❤️ პირველი თავის წაკითხვის წამიდან მომეწონა და ჩემს მოლოდინებს ამართლებ ყოველთვის.

მოკლედ, მოუთმენლად ველი ლანა რას იზავს ახლა. მოუხდება ლაშას ცოტა ეჭვიანობა და ლანას სიცივე. თუმცა, რა ვქნა ვერ ვბრაზდები ლაშაზე და ჰაა, რაც გინდათ ის თქვით. ნუ კი აკეთებს და ამბობს ხოლმე საოცრებებს მაგრამ მესმის. არეულია ლაშა და ვერ გარკვეულა ჯერ.

 


№8 სტუმარი anna

ძალიან მომწონს ლანას და ლაშას წყვილი. ხო ლაშას ცოტა ეჭვიანობა არ აწყენს და რა მაინტერესებს ევა ვინ არის, ლანას და იყო? ნეტა რა გადახდა ლანას, ფსიქოლოგმა კი ახსენა ძალადობის მსხვერპლიო და ესეიგი ლანა გააუპატიურეს წარსულში? ერთი სული მაქვს როდის მოუყვება ლაშას თავის წარსულზე. აი მარიამი კი ვერაფრით მოვიწონე, ძაან უაზროთ ქაჯობს,რატომღაც ძალიან მაღიზიანებს ეს გოგოც და დედამისიც. ძალიას საზიზღარი ქალი ჩანს, ანუ და-ძმას ბავშვობა გაუმწარა ქალმა და კიდე როგორი გონორით ელაპარაკება ლაშას. ლაშას ადგილზე მაგდენს არ მოვუთმენდი.

 


№9 სტუმარი ატბ

როდის დადებ ახალ თავს?

 


№10 წევრი EllaTriss

სტუმარი სვანი
ძალიან მომწონს კარგი ისტორიაა❤️❤️❤️❤️იმედია მალე დადებ ახალ თავს????????????????

მალე იქნება❤

Megioki
ნუ, უფრო და უფრო რომ მომწონს და მიზიდავს ეს ისტორია ფაქტია. ❤️❤️ პირველი თავის წაკითხვის წამიდან მომეწონა და ჩემს მოლოდინებს ამართლებ ყოველთვის.

მოკლედ, მოუთმენლად ველი ლანა რას იზავს ახლა. მოუხდება ლაშას ცოტა ეჭვიანობა და ლანას სიცივე. თუმცა, რა ვქნა ვერ ვბრაზდები ლაშაზე და ჰაა, რაც გინდათ ის თქვით. ნუ კი აკეთებს და ამბობს ხოლმე საოცრებებს მაგრამ მესმის. არეულია ლაშა და ვერ გარკვეულა ჯერ.

არცმინდა რომ გაბრაზდე, ჩემი სიყვარულია ეგ ბიჭი :დ
ნუ.. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება❤❤

anna
ძალიან მომწონს ლანას და ლაშას წყვილი. ხო ლაშას ცოტა ეჭვიანობა არ აწყენს და რა მაინტერესებს ევა ვინ არის, ლანას და იყო? ნეტა რა გადახდა ლანას, ფსიქოლოგმა კი ახსენა ძალადობის მსხვერპლიო და ესეიგი ლანა გააუპატიურეს წარსულში? ერთი სული მაქვს როდის მოუყვება ლაშას თავის წარსულზე. აი მარიამი კი ვერაფრით მოვიწონე, ძაან უაზროთ ქაჯობს,რატომღაც ძალიან მაღიზიანებს ეს გოგოც და დედამისიც. ძალიას საზიზღარი ქალი ჩანს, ანუ და-ძმას ბავშვობა გაუმწარა ქალმა და კიდე როგორი გონორით ელაპარაკება ლაშას. ლაშას ადგილზე მაგდენს არ მოვუთმენდი.

ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებ, წინასწარ თქმა არ მინდა...

ატბ
როდის დადებ ახალ თავს?

ხვალ❤

 


№11 სტუმარი ანუ

იქნება დღეეს?

 


№12 სტუმარი anna

ეხლა ამათ ელოდე როდის დაადასტურებენ გაგზავნილ სიახლეს. grimacing

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო თავი იყო მომეწონა ძალიან და მალე დადეთ მომდევნო თავი მინდა ისე იეჭვიანოს ლაშამ ცრემლები რომ მოზდიოდეს სიმწრისგან ისეთი რადაუშავა გოგოს უაზროდ ტანჯავს თავისით ვერ გაურკვევია რას გრძნობს გოგოს გოგოს მიმართ,მომწონს მარიამის და თორნიკეს წყვილი .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent