საიდუმლო
1 თავი ცხოვრება საინტერესო,ამაღელვებელი და ამოუცნობია.ვერასდროს ვიფიქრებდი თუ წიგნის პერსონაჟი მეგონებოდა თავი.ცხოვრება ტკბილ-მწარე დღეებით სავსეა.ზოგჯერ ამაოების მორევში ისე ვეშვებით, ვერც კი ვიაზრებთ როგორ იცვლება ჩვენი რელსები.იმდენად ამობრუნებულ რეალობაში ვხვდებით გვიჭრს გააზრება, რომ ეს ჩვენს თავს ხდება.ზოგჯერ მადლობელიც კი ვართ ამ თავდაყირისთვის. ნოემბრის სუსხიანი დღე იყო.ღრუბლები ალაგ-ალაგ კანზე ჩალურჯებულ ადგილებს გავდა.უნივერსიტეტიდან გამოსული ფეხით დავუყევი ქუჩას.რაღაც ბურუსში გახვეული ვიყავი და ეს ამინდს დავაბრალე.გაჩერებასთან მისულმა გადავწყწვიტე ჩემს საყვარელ კაფეში ჩაი დამელია.ყაზბეგს ჩავუყევი და კაფეში შესვლისთანავე წვიმა დაიწყო.იქ უკვე ყველა მიცნობდა.ნატას მივესალმე და გაღიმებულმა მითხრა ჩვეულებისამებრ.მე ჩამეცინა და ჩემი ადგილისკენ დავიძარი.მყუდრო ადგილი მქონდა ამოჩeმებული.წიგნი ამოვიღე და კითხვა განვაგრძე.ჩაი 10 წუთში მომიტანეს.კაფეში დღეს ბევრი ხალხი არ იყო.კითხვამ ისე გამიტაცა რომ ვერც კი შევამჩნიე ჩემს წინ როგორ აესვეტა ვიღაც და ხავერდოვანი ხმით მითხრა: -საყვარელო ბოდიში საცობში მოვხვდი და დავაგვიანე,ხომ არ მიბრაზდები?-უცხო პიროვნება გადმოიწია მაგიდაზე გადამკოცნა და ჩამცურჩლა-გთხოვთ გადამარჩნეთ და ამყევით-გაოცებულს ხმა ისე ჩამივარდა ძლივს ამოვილუღლუღე- არა რას ამბობ. -დიდი ხანია რაც მელოდები?-ისეთი შეწუხებული სახე ქონდა უცნობს ლამის დამივეჯე რომ მიცნობდა. -არა სულ რაღაც 15 წუთია მოვედი-მეც გულუბრყვილოდ ვუპასუხე -როგორ გაგყინვია ხელები-თავის ხელებში მოაქცია ჩემი ხელი.თბილი კი ქონდა. -ჩემს უკან წითელ კაბაში გოგონა ისევ ზუს?-უცებ ჩუმად მკითხა უცნობდა,თითქოს დაზვერვის აგენტი ყოფილიყოს. -კი და რომ იცოდეთ აქეთ მოდის-თან შეშინებულმა და თან გაოგნებულმა ვუპასუხე-სანამ მე თქმა მოვასწარი გოგო თავზე დაგვადგა.რომელსაც ხელში ფინჯანი ყავა ეკავა.თვალებით ნაპერწკლებს ყრიდა და მეგონა მთელ კაფეს გადაბუგავდა-ძუ ვეფხვს გავდა სადაცაა მსხვერპლს რომ თავს დაესხმება -უნამუსო-ეს მის ერთადერთი სიტყვა იყო.ჯერ მე შემომხედა ცხელი ყავა კი პირდაპირ უცნობს შეასხა უცნობი წამოხტა.ალბათ დაიწვა კიდეც და არც ელოდა მსგავს საქციელს.გოგონა კმაყოფილი გავიდა კაფიდან.ნატა უცებ მოვარდა და დახმარება შესთავაზა მე კითხვის ნიშნოს თვალებიტ შემომხედა და მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.უცნობმა დახმარებაზე უარი თვვა და საპირფარეშო იკითხა.მე სასწრაფოდ ავიღე ჩემი ჩანთა და გავედი გარეთ.სასტიკად წვიმდა გაჩერებამდე კიდევ არც ისე ახლო მანძილი იყო.ღმერთო ყველა გიჟს მე რატომ უნდა გადავეყარო,მაგნიტი მაქვს ასეთებს რომ ვიზიდავ? დავსვრი რიტორიკული შეკითხვა და ზეცას ავხედე.უცებ ხმა მომესმა. -ვერ წახვალთ დასველდებიტ,მინდა ბოდიში მოგიხადოთ და თუ ნებას დამრთავთ ყველაფერს აგიხსნით-მის ხმაში მორიდება სირცხვილი და მუდარა ჩანდა.არც კი შემიხედავს ისე გავეცი პასუხი-არა არაფრის ახსნა საჭრო არაა.მე დახმარება მთხოვეთ და მეც შევეცადე მაინც. -არა გთხოვთ მომისმინოთ,არ მინდა ცუდად გაიგოთ-არ ნებდებოდა უცნობი -ნუ წუხართ,არაფერს არ ვიგებ ცუდად.საერთოდ არანაირად არ ვიგებ-რაღაც შიგნიდან ბურთი მომაწვა. -ახლა ისედაც წვიმს,ვერ წახვალთ.თუ მე უხერხულობას გიქმნით წავალ -არა უხერხულობას არ მიქმნით-ჩემს სიჯიუტეს შინაგადან დავუბრიალე თვალები და შერცხვა. -მაშინ გთხოვთ ჩაიზე დამეწვიოთ.-მითხრა კარი გამოღო და გზა დამითმო.-მე უკვე სიჯიუტედარცხვენილმა ისევ კაფეში შევაბიჯე და ჩემი ადგილისკენ გავემართე. -საქმე არც ისეა როგორც გარედან ჩანს-დაიყო შორიდან მოვლით უცნობმა-თავდაპირველად მე ერეკლე ონიანი ვარ.25 წლის.პროგრამისტი.-და ხელი გამომიწოდა -მე სანდრა გოლეთიანი. -სასიამოვნოა შენი გაცნობა.ახლა კი საქმის ვითარებას გაგაცნობ.ეს გოგონა ბებიას არჩეული სასურველი სარძლო იყო-ნაძალადევი ღიმილით თქვა ახლა უკვე ახალგაცნობილმა ერეკლემ.მე გამეცინა -ნუ დამცინი.ვერაფრით გაიგო რომ ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილები.ბებოს ინსულტი აქვს გადატანილი რის გამოც უარს ვერ ვეუბნები,არ მინდა ინერვიულოს.ყოველ ნახვაზე მეკითხება ცოლს როდის მოვიყვან. -როგორ შეიძლება არ გამეცინოს როცა მახსენდება რა სახე ქონდა იმ გოგოს-ვერ შევიკავე და გულიანად გავიცინე.როგორც ჩანს არ ელოდა ჩემგან მსგავს და თითქოს ვიგრძენი დაძაბულობა როგორ მოეხსნა.-არ გიცდია ამ გოგოსთვის აგეხსნა რომ ერთმანეთისთის არ ხართ შექმნილები?-ცოტა ირონიაც გავურიე. -აი ისევ დამცინი,როგორ არ ავუსხენი მაგრამ ტავშ ისე ქონდა ჩაბეჭდილი რომ ვერ შეიგნი,თან არამგონია მხოლოდ ბებიას ჩაგონებული იყოს ეს მის თავში.-თითონაც ამყვა იუმორში. იუმორი ჰქონია.ახლა დავაკვირდი და შევხედე პირველად მას.სწორი ცხვირი.ჩამჯდარი ყავიფერი თვალები.გამოკვეთილი ტუჩები.განიერი მხარბეჭი-კარგი სანდრა მორჩი მის თვალიერებას.შევუძახე ჩემს თავს. -გზაში ვფიქრობდი როგორ მომეგვარებინა ეს საქმე.შემდეგ კაფეშ შემოვედი და..შენ დაგინახე.და უცებ შენს მაგიდასთან გავჩნდი.-მე ჩამეღიმა.საათს დავხედე და მივხვდი დიდი დრო გასულა და თან შეუმჩნევლად. -ჩემი წასვლის დროა-ვთქვიო და წასასვლელად მოვემზადე -მე მანქანით ვარ და წაგიყვან-დიდი მონდომებით შემომთავაზა და მომლოდინე თვალებით შემომხედა. -არა მადლობა ტრანსპორტით წავალ ჯერ არც ისე გვიანია რომ არ იყოს. -კარგი მაშინ გაგცილებ-ადგა და გზა დამითმო.გარეთ ისევ კოკისპიროად წვიმდა. -ძალიან წვიმს მგონი საღი აზრი არ იქნება ტრანსპორტით წასვლა-შემომხედა ერეკლემ ჩემი პასუხის მოლოდინში. -კარგი თანახმა ვარ-მოვუჭერი და თითქოს ჩემს ხმაში სიმკაცრე დავიჭრე. -კარგი მაშინ წავიდეთ,აი ჩემი მანქანაც.-უცებ პიჯაკი გაიძრო და თავზე დამაფარა.საშინლად უხერხულობა ვიგრძენი.წამში მანქანასთან გავჩნდით,მაგრამ მე გრძელ წუთებად მომეჩვენა.ციოდა მაგრამ ცხელმა ჰაერმა მთელი სხეული მოიარა.მთელი გზა უხმოდ გავიარეთ.მხოლოდ მაშნ ამოვირე ხმა როცა სახლს მივუახლოვდი. -აი აქ შეაჩერე.აქვე ვცხოვრობ მეც -ამ კორპუსში? -არა მეორეში. კორპუსთან შემიჩერა.-მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებ-ხელი გავუწოდე და ღიმილი ავიკარი სახეზე. -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.მცირედ უსიამოვნებას თუ არ ჩავთვლით.-ხელი გამომიწოდა და მანაც გამიღიმა.-იმედია კიდევ შევხვდებით -მე პასუხად მხოლოდ მცირედით გავუღიმე კარი მივუხურე და სადარბაზოში შევედი.სახლის კარი ფრთხილად გავაღე და მაშნვე დედის ხმა მომესმა -მოხვედი დედი? -კი დე მოვედი-ჰოლში გავიხადე და მისაღებში შევედი. -დაიღალე დედა გენაცვალოს?-მზრუნველად შემომხედა დედამ -კი დე საშინლად.კაფეში შევედი ცოტა ხანს და წვიმმა მომისწო ამ დრომდე ვერ წამოვედი. -მოდი ცოტა ივახშმე. -არ მინდა დე.წავა დავწვები. -კარგი დედი.დაისვენე.ხვალ ისე დილით მიდიხარ? -კი დე-ამ დროს უკვე ჩემს ოთახში ვიყავი.ცხელი შხაპის ქვეშ ყველა მომენტს ისევ და ისე ვატრიალებდი.რაღაც ამოუხსნელი სიხარული მქონდა ჩაგუბებული სულშ.რომლის თან მეშინოდა თან მიხაროდა.არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში.ამ ფიქრებში შეუმჩნევლად დამეძინა. პ.ს გავაგრძელო? რას ფიქრობთ მკითხველნო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.