შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 14)


26-09-2020, 09:54
ავტორი EllaTriss
ნანახია 12 060

***
- ვიცნობ თორნიკეს, ლაშასთან ერთად მოდის ხოლმე ხანდახან - აღტაცებული დაჰყურებდა მარიამის ტელეფონში მყოფ თორნიკეს სურათს სალომე
- აუ, სალო.. ხო ძალიან სიმპათიურია? - მაშინვე სახეზე აწითლდა მარიამი და სალომეს მკლავს, გვერდიდან ჩაებღაუჭა
- როგორ გიციმციმებს თვალებიი - ტელეფონი გვერდით გადადო და მისი სახე ხელებში მოიქცია - რა გაგიკეთა ასეთი ამ ბიჭმა
- მიყვარს, სალომე.. ვერ წარმოიდგენ როგორ ძალიან მიყვარს - მოწვეტით დაეცა საწოლზე და გულის ფორმის ბალიში ხელებში ჩაიბღუჯა
- უიმე, ჩაქრიი - მაშინვე გვერდით მიუწვა სალომე - ჯერ ისევ მინი მაუსის პიჟამა გაცვია გოგო, რადროს შენი სიყვარულია - სიცილით დახედა ვარდისფერ პიჟამოებში გამოწყობილ მარიამს
- კარგი რაა, რას ერჩი ჩემს მინი მაუსს-უცებ შეკრა წარბები და პიჟამაზე არსებულ ნახატს თითები გადაუსვა
- მე არაფერს, თორნიკეს თუ მოსწონს შენნაირი ბავშვები საკითხავია - მხრები აიჩეჩა და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა
- სალომეე - გაბრაზებულმა შეუბღვირა- ბავშვი არ ვარ. მართალია ჩემზე 9 წლით დიდია მაგრამ.. მერე რაა ასეთი სხვაობა არის ხოლმე არა? ხომ არის? სალომეე..
გაუჩერებლად იცინოდა სალომე, მისი შემხედვარე მარიამმაც ვეღარ შეიკავა თავი და მასაც სიცილი აუტყდა
- რახდება აქ - ისე უცებ შემოაღო კარები ლაშამ, ორივე ადგილზე შეხტა. წამში შეწყვიტეს სიცილი, დამნაშავესავით ჩახარა თავი მარიამმა
- ძმაო.. შენ..ნინა არ არის და როგორ შემოხვედი? - თვალების ფახულით ახედა სალომემ
- ნინა რათმინა, გასაღები მეც მაქვს სალომე - ნელა მიუახლოვდა და თავზე აკოცა
- კარგი მაშინ მე წავალ - სწრაფად წამოხტა საწოლიდან მარიამი
- არა, იყავი. - სალომეს დაასწრო თქმა ლაშამ, გაოცებული თვალებით გადახედეს გოგოებმა ერთმანეთს - რაიყო, ასე რა გაგიკვირდათ.. დაწექი მარიამ, დღეს დებთან ერთად ვიძინებ, უარი არ მიიღება - თქვა თუარა საწოლის შუაგულში მყოფ სალომეს გვერდით მიუწვა
- ღმერთო.. მიჩქმიტე სალომე - ჩუმად ამოიჩურჩულა მარიამმა - მრავლობითში თქვა ღმერთო.. - სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, სწრაფად მიუწვა სალომეს მეორე მხრიდან და საბანი გადაიფარა
- ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ხართ - ღიმილით გადახედა ორივეს სალომემ
- მეც - ვეღარ მოითმინა მარიამმა - ანუ.. იმის თქმა მინდოდა..
- კარგი მარიამ, ახსნა არაა საჭირო, დაიძინე
ასე კი უთხრა მაგრამ რა დააძინებდა მარიამს, სიხარულისგან ისე გამალებით უცემდა გული ეგონა საცაა ამომივარდებაო. პირველად უწოდა და, პირველად მოიხსენია ასე.. ღმერთო როგორი სასიამოვნო იყო. თავს უსარგებლოდ აღარ გრძნობდა, მისი ერთი თბილი სიტყვა, ერთი თბილი გამოხედვაც კი წარსულის ყველა ცუდ მოგონებას ავიწყებდა. ვერ დაიძინა.. გონებაში კვლავ მისი სიტყვები უტრიალებდა. ფრთხილად წამოჯდა საწოლზე, კიდევ ერთხელ ღიმილით გადახედა და-ძმას და მერე ფრთხილად, ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
მისი არც ერთი ქმედება არ გამოჰპარვია ლაშას, არც მას ეძინა. ცოტა ხანს ყოყმანობდა თუმცა ბოლოს მაინც გაყოლა ამჯობინა. შუბლზე აკოცა უკვე ღრმა ძილში მყოფ სალომეს და ოთახი დატოვა. მისაღებს სუსტად ანათებდა კედელზე ჩამოკიდული ნათურა, ირგვლივ სრული სიმშვიდე იყო. უეცრად აივნის ღია კარს მოჰკრა თვალი და პირდაპირ იქით წავიდა. მოაჯირს ხელებით დაყრდნობოდა მარიამი და ლამპიონებით განათებულ ბათუმს ფიქრებში ჩაძირული გასცქეროდა. დივანზე დადებული პლედი აიღო ლაშამ და აივანზე ისე გავიდა. არაფერი გაუგია მარიამს, ზურგზე რომ იგრძნო შეხება ინსტიქტურად წამოიყვირა
- შეგცივდება, მოიხურე - ზურგზე მოახვია და მის გვერდით დადგა
- ღმერთო.. თუ ეს სიზმარია, არ გამეღვიძოს ძალიან გთხოვ - თავისთვის ჩაილაპარაკა მარიამმა, თუმცა მაინც გაიგონა ლაშამ
- მომიყევი - განათებული ქუჩისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა
- რა? - უცებ დაიბნა მარიამი
- არვიცი რამე. მინდა რომ მოგისმინო..
- მ.მომისმინო? შენ..მე -ინსტიქტურად საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო
- მომიყვები თუ არა?
- კი, კი. მოგიყვები, მოგიყვები - ნერვიულობისგან გული ისევ აუჩქარდა და ვეღარ გაიგო რა მოეყოლა - მე.. როცა იტალიაში წავედი და დედა არ წამომყვა, ძალიან მეშინოდა, თვითმფრინავში ერთი ქალი გავიცანი, ჩემს გვერდით იჯდა და მთელი გზა.. საათების განმავლობაში მისთვის ხელი არ გამიშვია. ძალიან მრცხვენია ახლა ალბათ სადმე რომ შემხვდეს.. - ნელა საუბრობდა თუმცა მაინც არ ჰყოფნიდა ჰაერი. წამიერად გახედა და როცა მის მზერას შეეჩეხა ვეღარ გააგრძელა
- მარიამ..
- გისმენ
- გძულვარ? - სრული სერიოზულობით ჰკითხა და ოდნავ მუახლოვდა
- არა..
- სიმართლე, მარიამ.
- არ მძულხარ. მართალია შენ არასდროს გყვარებივარ, თუმცა ჩემს გულში მაინც განსაკუთრებული ადგილი გაქვს.. -იმის მიუხედავად რომ სიმართლეს ამბობდა სახე მაინც აუწითლდა და ძლივს გადაყლაპა ნერწყვი
- რატომ.. მე ხომ საშინლად გექცევი
- როგორც არ უნდა მომექცე ჩემთვის მაინც ძმა ხარ - მექანიკურად აიჩეჩა მხრები - შეიძლება შენ არასდროს მაღიარო დად, მაგრამ.. არაუშავს, მიჩვეული ვარ. ალბათ ახლაც მეთამაშები, ლაშა რომელსაც მე ვიცნობ მასთან ერთად დაძინების კიარა დარჩენის უფლებასაც არასდროს მომცემდა - ოდნავ გაეღიმა ამაზე
- და თუ ეს თამაში არ არის? - ცერად გახედა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო
- ვერ დავიჯერებ
სწრაფად აარიდა მზერა ლაშამ და ღრმად ამოიოხრა
- ხო..მართლა ჯობია არ დაიჯერო. ზოგჯერ ჩემი ქცევები მე თვითონ მაკვირვებს - სიგარეტს გაუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. უარესად გამწვავება აღარ უნდოდა მარიამს, ისედაც ყოველწამს იმის შიშში იყო უცებ არ აფეთქდეს და ისევ ყვირილი არ დამიწყოსო. ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი და გონებაში ყველანაირი ხერხი განიხილა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა საუბრის გაგრძელება.სინამდვილეში ძალიან ბევრი რამის კითხვა უნდოდა, თუმცა მისი რეაქციების ეშინოდა.
- მიდი, მკითხე - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამოიყვანა, არ უყურებდა თუმცა მარიამს მაინც ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მისი მზერისგან იწვოდა
- რა..? - გაჭირვებით ამოთქვა ერთი სიტყვა
- ვხედავ რომ რაღაცის კითხვა გინდა, მიდი, გისმენ
ცოტა ხანს ყოყმანობდა მარიამი, მაგრამ მერე ორგანიზმში არსებული მთელი გამბედაობა მოიკრიბა და ხმა ამოიღო
- დიდიხანია თორნიკეს იცნობ? - როგორც კი ჰკითხა მაშინვე ინანა. თემის შეცვლა უნდოდა, თუმცა გაიფიქრა მგონი უარესი ვქენიო. წამში შეეცვალა გამომეტყველება ლაშას, აშკარად ყველაფერს ელოდა ამის გარდა. უკვე საშინლად აღიზიანებდა მარიამის გონებაში არსებული თორნიკე და ბრაზის გამოხატვისგან თავი ძლივს შეიკავა
- კი, წლებია - მოკლედ უპასუხა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო.
რადგან მშვიდად უპასუხა, ოდნავ დამშვიდდა მარიამი და შემდეგი კითხვა ფრთხილად შეაპარა
- მის ყოფილებს იცნობ?
- რაში გაინტერესებს მისი ყოფილები!- აქ კი ტონი ვეღარ გააკონტროლა და ხმას უნებურად აუწია, ადგილზე შეხტა გოგო და დამნაშავესავით ჩახარა თავი - კარგი, მაპატიე.. - ხელები აწია და ღრმად ჩაისუნთქა
- მიყვარს.. - ჩუმად ამოიჩურჩულა მარიამმა
- რა? - გაკვირვება აღებეჭდა სახეზე
- მიყვარს.. თორნიკე მიყვარს.
- გოგო შენ ნორმალური ხარ?! რადროს შენი სიყვარულია, ჯერ სულ ბავშვი ხარ! - ბრაზის ნაპერწკლები აუკიაფდა თვალებში, ყველაფერს წარმოიდგენდა და თუ ოდესმე მარიამის სიყვარულის ამბავი ასე გააღიზიანებდა ვერასდროს
- არ ვარ ბავშვი! - მარიამმაც აუწია ხმას- უკვე სრულწლოვანი ვარ, გავიზარდე! ვერავინ ვერაფერს დამიშლის!
- ტონს დაუწიე!
- არა!
- მარიამ, გონს მოდი! მეც ვყოფილვარ შენს ასაკში და ვხვდები ყველა უცნაური გრძნობა სიყვარული გგონია. არა, მასეც რომ იყოს. ერთხელ გაკოცა და გგონია შენს სიყვარულს, სიყვარულითვე უპასუხებს?! გითხარი, თორნიკე ერთი გართობის მოყვარული ტიპია, სერიოზული ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია. თავს ნუ გამოაყენებინებ, ცხოვრება დაგენგრევა!
- თავს შევაყვარებ.. - კმაყოფილმა დაიკრიფა ხელები
- კიდევ თავს შევაყვარებო ამბობს.. ღმერთო ახლა ამას..- მომაბეზრებლად აატრიალა თვალები - არ მოგცემ უფლებას ცხოვრება დაინგრიო!
- ჩემი ბედი როდიდან გადარდებს? ვინ ვარ შენთვის, რა მნიშვნელობა აქვს რა დამემართება. იმიტომ გითხარი, რომ მერე ჩვენი ერთად დანახვისას შოკში არ ჩავარდნილიყავი
- მარიამ!
- ძილინებისა - თვალი ჩაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა აივანი
- მე თუ პრობლემები მაკლდა

***
სრულიად მარტოს გამოეღვიძა საწოლში სალომეს, ჩაბნელებულ ოთახში მკრთალად აღწევდა დღის სინათლე. საშინლად სტკიოდა თავი, ძლივსძლივობით წამოდგა და ხალათი მოიხურა
- მარიაამ.. ძამიკოო.. - ნელი ნაბიჯებით ჩავიდა მისაღებში თუმცა იქაც ვერავინ იპოვა, გონებაში ათასმა საშინელმა აზრმა გაუელვა, ნამდვილად იჩხუბეს და ერთმანეთი დახოცესო. შეშინებულმა გულზე მიიდო ხელი და ის იყო ტირილის დაწყებას აპირებდა, რომ სამზარეულოში მოფუსფუსე მარიამს მოჰკრა თვალი. შვებისგან ღრმად ამოისუნთქა და სწრაფად მიირბინა მასთან. ყურსასმენები გაეკეთებინა მარიამს და სალათს მშვიდად ჭრიდა. სალომეს დანახვაზე სწრაფად გათიშა მუსიკა და ღიმილიანი მზერა შეაგება
- დილამშვიდობისა
- დილამშვიდობისა? გოგო, საწოლში რომ ვერ დაგინახეთ შიშისგან კინაღამ მოვკვდი! სადაა ლაშა?
- არვიცი, ალბათ სძინავს - მხრები აიჩეჩა და საქმიანობა გააგრძელა
- სძინავს? და სად?
- სასტუმრო ოთახში. არ მითხრა რომ გაგიკვირდა, როგორ შეეგუებოდა ჩემთან ერთად ძილს მთელი ღამე
- თქვენ რა იჩხუბეთ? - ნაღვლიანი მზერით შეხედა
- ისედაც სულ ნაჩხუბრები არ ვართ? კარგი დაივიწყე. ეს გამომართვი - მაგიდაზე დადებული ჭიქა და წამალი გაუწოდა- ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ისმევაო, ნინამ ასე გამაფრთხილა.
უსიტყვოდ გამოართვა სალომემ და მაშინვე დალია
- დაგეხმარო?
- არაა, ჩემი საფირმო სალათის ჩათვლით ყველაფერი მოვამზადე
სწრაფად დააწყო მაგიდაზე თეფშები, ომლეტიც გადმოიღო გაზქურიდან და კმაყოფილი მზერით შეხედა სალომეს
- ამის გაკეთება როდის მოასწარი?
- შენ მე არ მიცნობ, გოგონი - თვალი ჩაუკრა და სალათის ჯამიც ჩადგა მაგიდის შუაში - მოდი დაჯექი, თან რაღაცას მოგიყვები სანამ იმან გაიღვიძა
აჟიტირებული მიუჯდა მაგიდას და ფეხები მოიკეცა
- რამოხდა - შეშინებული თვალებით შეხედა სალომემ და ისიც ჩამოჯდა
- დამშვიდდი, ცუდი არაფერი. მოკლედ.. -თითები აათამაშა მაგიდაზე- ფეისზე თორნიკეს გავუგზავნე მეგობრობა
- და მერე?
- რა მერე გოგო, დამიმატა - თვალები უბრწყინავდა სიხარულისგან - ახლა ვფიქრობ მივწერო? თუ.. ვითომ ის მომწერს
- და რაუნდა მიწერო..
- რავიცი მაგას ვფიქრობ.. -სწრაფად გადმოიღო სალათი თეფშზე და ის იყო პირველი ლუკმა უნდა შეეჭამა რომ მესენჯერმა შეახსენა თავი
- ღმერთო! - ინსტიქტურად გაუვარდა ჩანგალი ხელიდან და სწრაფად აიტაცა ტელეფონი
'როგორ ხარ, პრინცესა?'
- მომწერა, ღმერთო მომწერა! სალომე მომწერა! - სწრაფად წამოხტა მაგიდიდან და ადგილზე დაიწყო ხტუნვა
- ვინ მოგწერა? - ჩუმად მიუახლოვდა უკნიდან ლაშა და წამებში ააცალა ხელიდან ტელეფონი
- რასაკეთებ! ან.. როდის შემოხვედი! დამიბრუნე! - მაშინვე ყვირილი დაიწყო მარიამმა - სალომე უთხარი მომცეეს..- საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მასზე ბევრად მაღალი იყო და ხტუნაობა უწევდა რომ ტელეფონი წაერთმია
- ძმაო კარგი რაა, მიეცი.. -სიცილით გამოესარჩლა სალომე
- პრინცესა არაა? ახლა ვანახებ პრინცესას
- შენნ. რაუფლებით.. რაუფლებით წაიკითხე! მოგკლავ - მაშინვე მკერდზე დაუშინა მუშტები
- დამაცადე ნუ მექაჩები, მარიამ! რაღაცას გავაკეთებ და მორჩა
- არ გაბედო! არ გაბედო! ლაშა კარგი რაა რანაირად იქცევი
- რანაირადაც შემეფერება. გამომართვი - სწრაფად მიაჩეჩა ტელეფონი ხელში და სალომეს თავზე აკოცა - გავიქეცი, სკოლაში მაგვიანდება
- რა მიწერა? - ჯერ გასასვლელისკენ მიმავალ ძმას გააყოლა თვალი და მერე ტელეფონში თავჩარგულ მარიამს გახედა
- არაფერი, მეგობრებიდან წაუშლია. ღმერთო რა შევცოდე ასეთი! - მოწყვეტით დაეშვა სკამაზე და მიტოვებული ლუკმა გაიქანა პირში
- კარგი, მე წავალ ჩავიცვამ
- მმმ და საუზმე? - პირგამოტენილმა გაფართოებული თვალებით ახედა
- ჯერ ნახევარი საათი მაინც არ გასულა - თვალი ჩაუკრა და სწრაფად დატოვა სამზარეულო.
სასწრაფოდ თავიდან გაუგზავნა მეგობრობა მარიამმა და კლავიატურაზე ტექსტის აკრეფა დაიწყო თუმცა სანამ თვითონ გააგზავნა მანამდე დაასწრო თორნიკემ
'შენ რა წამშალე?'
'არაა'
'როგორ არა, თავიდან მომივიდა მეგობრობის შემოთავაზება'
- . ...
'მარიააამ'
'მე არ წამიშლიხარ ეს..'
'კაი მჯერა' - ტექსტის დასრულება აღარც აცადა, მანამდე მოუვიდა პასუხი
სიცილის სმაილები რომ დაინახა ერთიანად წამოხურდა სახეზე. ისე ეშლებოდა ნერვები, ვინ იცის როგორ წარიმართებოდა მათი მიმოწერა ეს ინციდენტი რომ არა, ახლა კიდევ ცხადი იყო არ სჯეროდა რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ყველაზე მეტად კი ის უღრღნიდა გულს რომ აღარ იმატებდა, ღმერთო ისე უკანკალებდა ხელები ძლივს აკრიფა ტექსტი
'აღარ დამიმატებ?'
'ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ აღარ ინანებ' - ისევ სიცილის სმაილები, ღმერთო ჭუიდან გადაჰყავდა მის ამ საქციელს
'არ მინანია!'
'ვითომ?'
'გეფიცებიი'
დასენა. ღმერთო დასენა. აღარ იცოდა მეტი რაექნა, საკუთარ სიამაყეს გადაუსვამდა ხაზს თუ მიწერდა მაგრამ ვაი რომ სხვა გამოსავალიც ვერ იპოვა.
'დღეს საღამოს გცალია?' - მაინც ვეღარ მოითმინა და მიწერა. საუკუნედ გაიწელა მის ლოდინში წამები
'შენთვის მოვიცლი'
ამის წაკითხვა და მარიამის შვებით ამოსუნთქვა ერთი იყო.
'ოკი, მიუნჰენში 8ზე შევხვდეთ'
'კაი, მოსულა'

***
- ნათია, თორნიკე არ გინახავს? - როგორც კი პირველი გაკვეთილი ჩაატარა მაშინვე სამასწავლებლოში ავიდა ლაშა
- მესამედან ეწყება გაკვეთილები, ჯერ არ მოსულა
ნერვებმოშლილი დაეშვა დივანზე. ერთი სული ჰქონდა თორნიკე ენახა და კარგად გამოელანძღა, ნუთუ გოგო დაილია მაინცდამაინც მარიამს რომ დაადგა თვალი. მართალი ყოფილა, პრობლემები არ მთავრდებაო რომ ამბობენ, ერთს მოაგვარებ მაშინვე მეორე იჩენს თავს, მაგრამ ლაშას აღარც ახსოვდა ბოლო პრობლემა როდის მოაგვარა წარმატებით. გონებაში ათასი არეული აზრი ჰქონდა, უპატრონოდ მიყრილი პრობლემების გროვა, რომლებიც მოთმინებით ელოდებოდნენ საკუთარ რიგს. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის აწუხებდა რომ ვერაფრით გაეგო რატომ ადარდებდა მარიამის ცხოვრება ასე. თვითონაც ხომ ჰკითხა, შენთვის რა მნიშვნელობა აქვსო და ვერც მაშინ უპასუხა ვერაფერი. ადარდებდა და მორჩა.. ნუთუ სალომეზეც იგივე რეაქცია ექნებოდა, მის გამოც იგივენაირად იღელვებდა. არა. . ამაზე ფიქრიც კი აღარ უნდოდა. მარიამი არ იყო მისი და და ვერც ვერასდროს გახდებოდა.. თუ გახდებოდა? აპატიებდა მის გამო დანგრეულ ცხოვრებას? შეძლებდა დავიწყებას?
არა, გულსაც რომ ეპატიებინა და უკვე ხვდებოდა რომ პატიობდა კიდეც, გონებით მაინც არასდროს დაუშვებდა ამას
ელვის სისწრაფით მიჰქროდა ფიქრებში დახარჯული თითოეული წუთი. მეორე გაკვეთილმაც მალევე გაირბინა, იცოდა თორნიკე სამასწავლებლოში აღარც ავიდოდა და პირდაპირ დარბაზში გადაწყვიტა მიეკითხა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები. თითქოს ფიქრისას ბრაზი ოდნავ გაუნელდა კიდეც, თუმცა მისი დარბაზში შესვლა და ბრაზის ხელახალი მოზღვავება ერთი იყო. ისეთი სანახაობა შერჩა ხელში, ცხოვრებაში სიზმარშიც რომ ვერასდროს წარმოიდგენდა. ადგილზე გაშეშდა და ცოტახანს გაშტერებული უყურებდა ხომ არ მეჩვენებაო.
მაგიდაზე შემომჯდარ გოგოს, რომელიც აშკარად ნია იყო მეთორმეტე კლასიდან თორნიკესთვის კისერზე მოეხვია ხელები და მომაჯადოებლად უღიმოდა.
რამდენიმე წამი დასჭირდა მიღებული შოკიდან გამოსასვლელად და მერე ერთიანად გაგიჟებული მივარდა მათთან
- რახდება აქ!
დარბაზმა ექო მისცა მის ბოხ ხმას, წამში ჩამოხტა ნია მაგიდიდან და შეშინებულმა დახარა თავი
- ნია გადი აქედან, შენ მერე დაგელაპარაკები!
- მაგრამ მას..
- ნია!
უკანმოუხედავ გავარდა დარბაზიდან გოგო, წამიერად შეავლო თვალი თორნიკემ და მერე ღრმად ამოიოხრა
- შენ! შენ რანაირი მასწავლებელი ხარ! სულ არ გრცხვენია შენს მოსწავლეს რომ ეფლირტავები?! ჰა, ამოიღე ხმა! - წამში მივარდა და პერანგის საყელოში ჩაავლო ხელები
- დამშვიდდი ძმაო
- კიდევ ძმას რომ მეძახის! უსირცხვილო! როდის გახდი ასეთი მექალთანე!
- დამშვიდდი მეთქი! ჯერესერთი ჩემი მოსწავლე არაა, შენი მოსწავლეა! - უხეშად მოიშორა მისი ხელები და ოდნავ განზე გადგა
- რა?! შენ სულ გამო*ლევდი ამხელა კაცი?! მაგას რამნიშვნელობა აქვს შენია თუ ჩემია, ასეიგი რადგან შენ ასწავლი ბავშვებმა მე მასწავლებელი არ უნდა დამიძახონ, თუ რას ბაზრობ ეხლა?!
- არასწორად გაიგე. თუ ამახსნევინებ..
- რა?! რა უნდა ამიხსნა?! -წამში გააწყვეტინა სიტყვა- ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე!
- ხოდა როგორც დაინახე ისე არარის მეთქი!
- ფუ შენ კაცობას.. კიდევ თავს რომ იმართლებს! ქეთევანს ვეტყვი.. - სწრაფად მიბრუნდა და კარისკენ წავიდა
- რაა? არა, ლაშაა! - წამში დაედევნა უკან - არ გინდა გთხოვ ძმაო, რასაკეთებ გამაგდებს, სამსახურს დავკარგავ - სწრაფად გადაუდგა წინ
- მაგაზე მანამდე გეფიქრა
- ძმაო გემუდარები, რაგჭირს შენ რა მართლა გჯერა რომ ამას ვიზამდი?!
- იმის მჯერა, რაც დავინახე! -ძლიერად ჰკრა ხელი და კარებში გავიდა
- ლაშაა! ლაშა ძმაო გთხოოვ.. - სწრაფად გაეკიდა და სანამ დერეფანში გავიდოდა მანამ ჩაუვარდა მუხლებში
- ადექი, სულ გააფრინე?!
- კარგი ხო მართალი ხარ. მეც მასე ვიფიქრებდი შენს ადგილას, მაგრამ მასე არ ყოფილა დამიჯერე.
- ადექი!
- რომ ავდგე, ამახსნევინებ?
- თორნიკე, ადექი!
ნელა წამოდგა და დარცხვენილმა აარიდა მზერა
- ძმაო, მომისმინე..დარბაზში შევედი, გაკვეთილი მქონდა. სანამ ზარი დაირეკებოდა, ის გოგო თვითონ მოვიდა და მაგიდაზე შემოჯდა, თავიდან კი გამიკვირდა, ვერგავიგე რასაკეთებდა. შენიშვნის მიცემას ვაპირებდი, მაგრამ რომ მივუახლოვდი ხელები მომხვია, მეც უნებურად გამეცინა მის საქციელზე და..
- და მერე მოგეწონა ეს ყველაფერი და ურცხვად აყევი
- არა! - ნერვებმოშლილმა შუბლზე იტკიცა ხელი - ზუსტად მაშინ შემოხვედი როცა მის მოშორებას და შენიშვნის მიცემას ვაპირებდი!
- მოკეტე, ღმერთმა დაგწყევლოს! - ბრაზმორეულმა კედელს დაარტყა ხელი- შენიშვნის მიცემა თუ გინდოდა, რა ჯანდაბას ელოდებოდი მაშინვე გეთქვა!
- ძმაო, გეფიცები ორივე თვალით დავბრმავდე თუ ოდესმე მოსწავლესთვის სხვანაირად შემეხედოს. გევედრები..ძალიან გთხოვ.. გაჩერდი, ნუ ეტყვი ქეთევანს ჩვენი მეგობრობის ხათრით.. აქ ისეთი არაფერია..
-არაფერია არა? იცი ქეთევანს რომ ვეტყვი მერე რამოხდება? ნიასაც დაიბარებს, ის კი ყველაფერს თავის სასიკეთოდ შეატრიალებს და ისე მოყვება. შენ არავინ არ დაგიჯერებს, მისი მშობლები გიჩივლებენ, პედოფილად შეგრაცხავენ! უტვინო ხარ, უტვინო! შენ. შენ.. ჯერ წარმოდოდგენაც არ გაქვს იმხელა შარში გაქვს თავი გაყოფილი!
- ხოდა მასე რომ არ მოხდეს ამიტომ არ უნდა უთხრა ქეთევანს..
- თორნიკე, მე რომც არ ვუთხრა, ვინ იცის იმ გოგომ ალბათ უკვე მთელ სამეგობროს თავის სასიკეთოდ მოუყვა, ბავშვები შეგიძულებენ, ყოველ ჯერზე როცა გაკვეთილის ჩასატარებლად შეხვალ მათი ზიზღით სავსე მზერის ყურება მოგიწევს.
- ვიცი! ამის დედაც! - მთელი ძალით დაარტყა დარბაზის შესასვლელ კარს ხელი - რაგავაკეთო, თავი მოვიკლა?!
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლაშამ და სანამ კიდევ რამეს ეტყოდა, ზარის ხმაც გაისმა დერეფანში. მაშინვე გიჟივით შეცვივდნენ ბავშვები დარბაზის დერეფანში
- გამარჯობა მაას
- გამარჯობა მას
ყველა სათითაოდ მიესალმა ერთმანეთის შემყურე მასწავლებლებს, რომლებსაც თითქოს მზერა გაეცვალათ ერთმანეთში.
- გამოიცვალეთ და მოვალ - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თორნიკემ და მერე ღრმად ამოიოხრა, იცოდა ლაშასთვის მეტის ახსნას აზრი მაინც აღარ ჰქონდა. ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი და უთქმელად გაეცალა.

***
საშინლად დაძაბული იჯდა შესასვლელ კიბეებზე ლაშა. თვალებს რომ ხუჭავდა, მარტო იმ სანახაობას ხედავდა. იქნებ თორნიკე მართალი იყო.. იქნება მართლა არაფერს აპირებდა, უბრალოდ შენიშვნას მისცემდა და ამით ყველაფერი მორჩებოდა.
მაგრამ ნია.. თვითონ რომც დაეჯერებინა და გაჩუმებულიყო, შეიძლებოდა ნიას ყველასთვის ეთქვა. ასეთ შემთხვევაში კი თორნიკეს გადარჩენას ვეღარ შეძლებდა.
სწრაფად წამოხტა და სკოლაში შევარდა.
სწრაფად აირბინა კიბეები მესამე სართულამდე და დერეფნის ბოლოს მეთორმეტე ბ) კლასის კართან შედგა. ღრმად ჩაისუნთქა, ორჯერ დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო კარები
- უკაცრავად, ნელი მას - თავის დაკვრით მოუბოდიშა დაფასთან მდგარ დაბალ, ასაკოვან მასწავლებელს რომელსაც სათვალე ჭაღარა თმაზე აეტანა და გაოცებული თვალებით შესცქეროდა გაკვეთილზე შემოჭრილ მოულოდნელ სტუმარს
- ლაშა, შვილო რამოხდა? - სწრაფად დადო ცარცი ქალმა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა
- არა, არაფერი სერიოზული. მე.. უბრალოდ ნია მჭირდება ცოტახანს - ამჯერად ბავშვებისგან ნახევრად ცარიელ კლასს მოავლო თვალი და ნიაზე შეაჩერა მზერა, რომელსაც შიშისგან ხელები უკანკალებდა და თვალს არ აშორებდა დამრიგებელს
- კარგი, წაიყვანე - ოდნავ გაუღიმა ქალმა- მაგრამ მალე გამოუშვი, სერიოზულ საკითხს ვხსნი და არ მინდა ჩამორჩეს
- დიახ, რათქმაუნდა. ნია.. - თვალით ანიშნა გოგოს და კარისკენ პირველი წავიდა.
ნერვიულობისგან ხელ-ფეხს ძლივს იმორჩილებდა ნია, გული ისე უფართხალებდა ეს მის მაისურზეც კი იყო შესამჩნევი. როგორც კი კლასი დატოვა საშინლად დაიძაბა მთელი სხეულით, არ უნდოდა გაყოლა თუმცა არც დარჩენა შეეძლო. ისეთ საშინელ დღეში აღმოჩნდა უკვე აღარ იცოდა რა ექნა. უხმოდ გაიარეს დერეფანი და კიბეები.. უკან მიჰყვებოდა და ასე ეგონა იქ, გარეთ სიკვდილის მეტი არაფერი ელოდა. როგორც კი შენობიდან გავიდნენ მოშორებით გაჩერდა და თითების მტვრევა დაიწყო
- აბა გისმენ - ოდნავ მიუახლოვდა თუარა ლაშა მაშინვე უკან დაიხია გოგომ
- რასაკეთებ..
- მას, არ დამარტყამთ არა? - შეშინებული თვალებით ქვემოდან ამოხედა
- შენ რა დამცინი?! ოდესმე გინახავს მოსწავლეზე ხელი ამეწიოს? - ამაზე უარესად განრისხდა და სუნთქვაც გაუხშირდა
- ხო მაგრამ.. ახლა ძალიან ხართ გაბრაზებული და.. როცა ასე მიყურებთ..
- ნია! ჩემს სიბრაზეს შეეშვი და ამიხსენი რა გინდოდა თორნიკესთან, ის რა შენს მასწავლებლად არ ითვლება?! ასეიგი რადგან არ გასწავლის, მასწავლებელს არ უძახი?! როგორ გაბედე მასთან ფლირტის გაბმა გამაგებინე?! - მაქსიმალურად ცდილობდა ხმამაღლა არ ელაპარაკა მაგრამ ამის გახსენებაზე თავის მოთოკვა უფრო და უფრო მეტად უჭირდა
- მე არაფერ შუაში ვარ.თვითონ მოვიდა - სწრაფად გაიქნია უარის ნიშნად თავი
- კარგი ერთი. დღეს ცხრილში სპორტის გაკვეთილი არ გაქვთ, რა ჯანდაბას აკეთებდი დარბაზში თანაც მარტო და შესვენებაზე?
- მე.. თქვენ.. თქვენ გეძებდით რომ გათავისუფლება მეთხოვა
- მე მეძებდი? შესვენებაზე დარბაზში მეძებდი?!
- მას..გეფიცებით არაფერ შუაში ვარ. თორნიკე მასწავლებელი თვითონ მოვიდა და..
- გაჩუმდი! უარესად ნუ მაგიჟებ. კიდევ იმას იძახის თვითონ მოვიდაო.. - ოდნავ გაეცინა, თუმცა წამში დასერიოზულდა - მაგიდაზეც თვითონ შემოგსვა? თვითონ გაიძულა რომ კისერზე შემოგეხვია ხელები? თუ ის გაიძულა რომ გაგეღიმა?
ამაზე უკვე ტირილი წასკდა ნიას, თავი ხელებში ჩარგო და უღონოდ მიეყრდნო კედელს
- ნია, მომისმინე. აწიე თავი და ნუ ტირიხარ ეხლა. - სწრაფად მიუახლოვდა და სახიდან ხელები მოაშორა- არ გეგონოს თორნიკეს ვამართლებდე, ვიცი უკანასკნელი იდიოტივით მოიქცა მაშინვე რომ არ შეგიშალა ხელი, მაგრამ შენი საქციელი..
- მას მაპატიეთ ძალიან გთხოვთ.. გემუდარებით.. დირექტორს არ უთხრათ გამრიცხავენ, სწავლას ვეღარ გავაგრძელებ სახელი გამიტყდება სკოლაში..- ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა სახეზე
- დაწყნარდი.
- მას..
- რა გინდოდა თორნიკესთან? არა..მითხარი რატომ გააკეთე ეს, ბავშვი ხომ არ ვარ, შენი ტყუილები რომ დავიჯერო. ვიცი თორნიკე რაც არის, წლებია მასთან ერთად ვმუშაობ, ზოგჯერ ზედმეტად სულელიც, მაგრამ არც იმდენად უტვინო რომ საკუთარი ინიციატივით გაება მოსწავლესთან რომანი
- მას..- სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და ამღვრეული თვალებით შეხედა - მე.. დიდიხანია რაც.. რაც..
- რაც, რა?
- მრცხვენია თქვენთვის ამის თქმა.. - ხმამაღლა ამოიოხრა და სახე დაემანჭა
- აჰა, თურმე ჩემთვის თქმა გრცხვენია და გაკეთება არ შეგრცხვა არა?!
- მიყვარს. ან მომწონს.. არვიცი - ჩუმად ამოილაპარაკა და მოსალოდნელი რეაქციების მოლოდინში თვალები მაგრად დახუჭა
- ღმერთო ახლა გავგიჟდები.. ყველა პრობლემა მე რატომ მპოულობს - წამიერად გაეცინა და კისერზე მოისვა ხელები
- გოგო შენ საერთოდ, ის მაინც იცი სიყვარული რა არის?! რა სიყვარული.. ბავშვურად მოგეწონა და მაგას სიყვარულს უძახი?!
- მას..
- რა მას? რა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მასწავლებელზე სხვანაირად ფიქრი შეიძლება?
- ხო მაგრამ..
- რა მაგრამ?! ნია.. მომისმინე. ცხოვრება წინ გაქვს, რასაკეთებ ან შენ თავს რატომ იღუპავ ან თორნიკეს რატომ ღუპავ? აბა წარმოიდგინე, კარიერა დაენგრევა ვინმემ რომ ეს გაიგოს. ვეღარასდროს შეძლებს მასწავლებლად მუშაობას
- ვიცი.. ვხვდები.. მაგრამ მე..
- ნია! თორნიკეს არ უყვარხარ და არც არასოდეს შეგიყვარებს, აი რა არის სიმართლე! შეიძლება გაგიღიმა, მაგრამ უბრალოდ გაგიღიმა და ამით მორჩა! როგორ გგონია სკოლის მოსწავლესთან სერიოზულ ურთიერთობას გააბავს?!
- იქნებ..
- არა, ნია! თავს იტყუებ!... მომისმინე. ახლა მე, წესით ქეთევანთან უნდა ვიყო და ამ ამბავს ვუყვებოდე, მაგრამ აქ ვდგავარ და იცი რატომ?
ოდნავ გააქნია თავი გოგომ
- იმიტომ რომ არც შენთვის და არც თორნიკესთვის არ მინდა ცუდი. შეცდომები ყველას მოსდის, მთავარი მისი გამოსწორებაა. დაივიწყე.. თავიდან ამოიგდე ეგ ბავშვური გატაცება, სიყვარულს რომ ეძახი და ახლოს აღარ გაეკარო. ამით შენს ცხოვრებასაც გადაარჩენ და მისასაც. იმ ასაკში ხარ, რომ ამდენი უნდა გესმოდეს. არ ვეტყვი ქეთევანს.. არც შენს მშობლებს, მაგრამ უნდა დამპირდე..
სიჩუმე ჩამოვარდა, არაფრის თქმა აღარ უნდოდა ნიას. ოღონდ მიწა გამსკდარიყო და შიგნით ჩაეტანა მეტს არაფერს ნატრობდა იმწუთს. რცხვენოდა, საშინლად რცხვენოდა რომ დამრიგებლის წინ ასეთ რაღაცაზე უხდებოდა საუბარი. თავის აწევას და მისთვის შეხედვასაც კი ვეღარ ბედავდა
- თუ ასე არ მოიქცევი მე ვერ გავჩუმდები ნია! ეს ჩემი ბოლო სიტყვაა..- ოდნავ გადააქნია თავი და შიგნით შესვლა დააპირა
- არა, მას! - შიშისგან უცებ წამოიყვირა, მაშინვე გაჩერდა ლაშა
- კარგით.. კარგით გპირდებით, გპირდებით ასეთი რამ აღარასდროს განმეორდება. - აკანკალებული ხმის დასაფარავად ღრმად შეისუნთქა ჰაერი
ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი ლაშამ და მოკლედ მოუჭრა
- გაკვეთილზე წადი

***
იანვრის ცივ, მოქუფრულ ამინდს აქა-იქ ამშვენებდა ღრუბლებს შორის ძლივს-ძლივობით გამოღწეული სუსტი მზის სხივები. ერთი შეხედვით საინტერესო და მიმზიდველი სანახაობა იყო, თითქოს მზე დახუჭობანას თამაშობდა. ხან გამოჩნდებოდა ხანაც ღრუბლებს ამოეფარებოდა.. მერე თითქოს განგებ იწეოდნენ ღრუბლები და ისევ გამოანათებდა, თავისი უცვლელი ნათელი ღიმილით გადახედავდა სკოლის ეზოში შეგროვილ ბავშვებს და ისევ იმალებოდა..
ძალიან უნდოდა მთელი გონება მხოლოდ ამ სანახაობაზე ფიქრით დაეძაბა თორნიკეს, თუმცა იმწუთას, ეს არც ისე ადვილი იყო. თვალებს რომ ხუჭავდა იქ მარტო სიბნელე კი არა, ზიზღიც იყო საკუთარი თავისადმი. ცხოვრებაში არ წარმოედგინა დღე, პროფესიის გარეშე. სკოლის გარეშე..
- თორნიკე.. - ფიქრებიდან კარგად ნაცნობმა ხმამ გამოიყვანა, მასში არსებული სიმშვიდე ეუცნაურა და უარესის მოლოდინში ნელა მიაბრუნა თავი მისკენ
- გაგდებული ვარ არა? - გაჭირვებით ამოთქვა და მზერა აარიდა
- არ მითქვამს - თითქოს სინანულიც კი გაერია ხმაში ლაშას
გაოცების ნიშნად წარბები შეკრა და ამჯერად სრულიად შეცვლილი მზერით, სწრაფად გაიხედა მისკენ
- ნიას ველაპარაკე. დამპირდა რომ მსგავსს აღარფერს გააკეთებს, რათქმაუნდა შენგანაც იგივეს ვითხოვ
- დაიცა.. ანუ ჩემი გჯერა, არა? - სიხარული აღებეჭდა სახეზე- დამიჯერე..
- არ მანანებინო რომ ეს გავაკეთე.
- არა ძმაო.. - უცებ გაუნათდა სახე- გეფიცები ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ, რასაც გინდა იმას გავაკეთებ.. ციდან ვარსკვლავების მოწყვეტაც რომ მთხოვო მაგაზეც არ გეტყვი უარს
- თორნიკე - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი- გაფასებ, ეს იცი. როცა მჭირდებოდა ყოველთვის მხარში მედექი. მისმენდი.. არასოდეს დამავიწყდება ის რაც ჩემთვის გააკეთე, მაგრამ... გთხოვ ეს ბოლო და უკანასკნელი იყოს. თავს შარში ნუღარ გაყოფ.
- გეფიცები, მსგავსი არაფერი განმეორდება..ფრთხილად ვიქნები.
- ოხ, თორნიკე.. თორნიკე..
- ძმაო.. - უეცრად ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მაშინვე ჩაეხუტა
- კარგი, კარგი საჭირო არაა ეს სენტიმეტალური რაღაცეები. - ბეჭებზე ხელი დაჰკრა და მალევე მოშორდა
- მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან ბევრს აკეთებ ჩემთვის..
- ხოდა შენც უნდა გააკეთო რაღაც - კისერზე მოისვა ხელი და თავი ჩახარა
- მე? - წამიერად გაკვირვება აღებეჭდა სახეზე- კი, გისმენ ძმაო. შენთვის ყველაფერს ვიზამ ეს ხოიცი..
- მარიამი - მოკლედ მოუჭრა და მაშინვე შენიშნა როგორ შეეცვალა სახე მისი სახელის გაგონებისას - მარიამს არ გაეკარები.
- რა? - ოდნავ ჩაეცინა- მაგრამ ჩვენ.. უბრალოდ მეგობრები ვართ
- არ იყოთ. საერთოდ არ მომწონს თქვენი მეგობრული ურთიერთობა. არ მაინტერესებს რაც გინდა ის უთხარი, მაგრამ მოიშორე. ისე გააკეთე რომ ცხოვრებაში აღარასდროს მოუნდეს შენი ნახვა
- რასამბობ ძმაო კარგი რაა, გული რის გამო ვატკინო შენ რომ არ მოგწონს ჩვენი მეგობრობა?
- თორნიკე. გეფიცები ამას თუ არ იზამ, ახლავე ავბრუნდები ქეთევანთან და.. - სწრაფად მიტრიალდა კარისკენ
- შენ რა მაშანტაჟებ? - უმალ გადაუდგა წინ- ამას დახმარება აღარ ქვია უკვე! ჩემს მდგომარეობას შენს სასიკეთოდ იყენებ!
- იძულებული ვარ რომ ასე მოვიქცე
- არა არხარ. მე და მარიამი უბრალოდ მეგობრები ვართ, რატომ გვაშორებ რასვაკეთებთ ისეთს?!
- სანამ გააკეთებთ სწორედ მაგიტომ უნდა დამთავრდეს მანდამდე.
- ვერვიჯერებ.. - ოდნავ ჩაეცინა- შენ რა გგონია რომ მარიამს გულს ვატკენ?!
- არა, არ მგონია. ზუსტად ვიცი
- არ გცოდნია.
- აქამდე რომელ გოგოსთან გქონია სერიოზული ურთიერთობა?! ჰა, ვისთვის არ გიტკენია გული, მითხარი! მაგრამ მარიამი ბავშვია ჯერ და არ მოგცემ უფლებას მისი ოცნებები დაანგრიო!
- ლაშა..
- ქეთევანთან მივდივარ თორნიკე! - სწრაფად აუარა გვერდი და კიბეებისკენ წავიდა. თვალი გააყოლა თორნიკემ და შიგნით შესვლა რომ დააპირა, მაინც ვეღარ მოითმინა
- ეგ არ გააკეთო, კარგი ჰო ჯანდაბა!
- ანუ? - უმალ შემობრუნდა და ამჯერად საპირისპირო მიმართულებით ნელა დაეშვა კიბეებზე
- მარიამს აღარ შევხვდები..
- დაიფიცე.
- კარგი რაა, სერიოზულად? რა ბებიაჩემივით.. - გაპროტესტება დააპირა მაგრამ როცა მის მკაცრ მზერას შეეჩეხა, დანებების ნიშნად ხელები აწია
- გეფიცები..
- ვერგავიგე?
- გეფიცები, მარიამს აღარ შევხვდები. საკმარისია?!
ოდნავ დაუქნია თავი ლაშამ და შესასვლელისკენ წავიდა
- დაიცა, საით?
- მოვრჩი გაკვეთილებს - უკნიდან მიაძახა და სწრაფად გავიდა სკოლის ეზოდან

***
კარგა ხნის მივიწყებულ, უბედურ და ცუდ დღეებს დღევანდელიც მიათვალა თორნიკემ. ვისკის ბოთლით ხელში კედელთან ჩაიკეცა და თავი კედელს მიადო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ხვალ ისევ შეეძლო ადგომა და სამსახურში წასვლა. არავინ გააკრიტიკებდა, არავინ გალანძღავდა, მაგრამ რაღაც მაინც უსიამოვნოდ ჩხვლეტდა გულში. ტელეფონისთვის ნორმალურად არც შეუხედავს ისე გამორთო და კუთხეში მდგარი პუფის მიმართულებით ისროლა. ჯანდაბა. რა გააკეთა ამის ფასი.. ახლა მარიამთან ერთად უნდა ყოფილიყო ის კი იჯდა და სვამდა. არ განიცდიდა. ცდილობდა დაეჯერებინა რომ არ განიცდიდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და სწრაფად გაუკიდა. ვინ იყო მარიამი, მასთან დაშორება რომ გასჭირვებოდა. ეს უნდა გაეკეთებინა, თუ საკუთარი თავის და პროფესიის გადარჩენა უნდოდა ეს უნდა გაეკეთებინა.
დიდი ძალისხმევით მასზე ფიქრს შეეშვა. ცოტა ხანს დამელოდება და წავაო გაიფიქრა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. ოთახი მთლიანად აივსო კვამლით, ადგომა და ფანჯრის გამოღება უნდოდა თუმცა ამის არც ძალა ჰქონდა და არც ღონე. ვისკის ბოთლი მოიყუდა და იქამდე არ მოიხსნა სანამ ყელის ჩაწვით გამოწვეულმა ტკივილმა სერიოზულად არ შეაწუხა.
საშინლად ჩამოცხა, პერანგის ღილები ნახევრამდე შეიხსნა და ის იყო თვალების დახუჭვას და გარესამყაროსგან გამოთიშვას აპირებდა, რომ უცნაური ხმა შემოესმა, აი ეს კი ზუსტად ის ხმა იყო მთელი კვირის განმავლობაში რომ ცდილობდა მასთან შეჩვევას. თიკოს დაყენებული კარის ზარი, მელოდია კიარა ნამდვილი სასჯელი იყო. მაშინ ვერაფერი უთხრა არ ეწყინოსო, მაგრამ მისი გაგონებისას ყოველ ჯერზე რწმუნდებოდა რომ ჯობდა ეთქვა. ზლაზვნით წამოდგა, სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააგდო და ხველებით მივიდა კარებამდე. კარის გაღებამდე მართლა ყველას თავისუფლად წარმოიდგენდა მის მიღმა, თუმცა იმას ნამდვილად არა ვინც დახვდა.
წითელ, მუხლს საკმაოდ აცდენილ ატლასის კაბაში გამოწყობილიყო მარიამი, ფეხზეც იმავე ფერის მაღლები მოერგო. მის ტყავის ქურთუკზე უცვლელად იყო მოფენილი მისი ალისფერი თმა, რომელიც ამჯერად დაესწორებინა.
თავიდან ფეხებამდე აათვალიერა თორნიკემ და მერე უნებურად გაუფართოვდა თვალები
- მარიამმ
- არ მოხვედი.. 2საათი გელოდე. მოგწერე მაგრამ შემოსული არ იყავი, ვინაიდან ნომერი არ მქონდა, აქ მოვედი რომ შემემოწმებინა რამე ხომ არ დაგემართა, მაგრამ როგორც ვხედავ მშვენივრად ხარ
ოდნავ გაეღიმა თორნიკეს და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა მაშინვე ლაშას სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში, წამში დასერიოზულდა და ნელა ჩაისუნთქა
- წადი, არმცალია - თვალებითაც ანიშნა და ის იყო კარის მიხურვა დააპირა მაშინვე ხელით დაიჭირა მარიამმა
- რასაკეთებ, მაგდებ? როგორ არ გრცხვენია იმის მაგივრად რომ ამიხსნა რატომ არ მოხვედი..
- მარიამ წადი მეთქი, არგესმის?!
- რატომ უნდა წავიდე, სახლში ვინმე გყავს? -ოდნავ ჩაფიქრდა და მის ზურგს უკან გაიხედა - გამატარე! - ისე შევარდა სახლში ვითომც არაფერიო. გაოცებისგან პირი დააღო თორნიკემ, ძლივს მოიაზრა კარის მიხურვა და უკან გაყოლა
- ღმერთო.. - მისაღებში შესვლისთანავე ხველება აუტყდა მარიამს და სწრაფად გამოაღო ფანჯარა - აქ რა.. შენ რა აქ ეწეოდი? - როგორც კი სული მოითქვა ოდნავ მოშორდა ფანჯარას და ქურთუკი გაიხადა. მისი მოშიშვლებული ზურგის დანახვისას თვალები ნელა დაახამხამა თორნიკემ და ნერვულად მოისვა კისერზე ხელი. ნელ-ნელა იაზრებდა რამდენად სერიოზულად იყო ამ საღამოსთვის მომზადებული, მან კი ერთი ხელის მოსმით ჩაუყარა ყველაფერი წყალში.
სწრაფად მოიარა ოთახები მარიამმა და მერე ისევ მისაღებში გაუნძრევლად მდგარ თორნიკეს ასევეტა წინ
- სახლში არავინაა. რატომ არ გინდოდა ჩემი შემოშვებაა? - ხელები პატარა ქალივით დაიკრიფა და ქვემოდან ამოხედა - არა მოიცა, ჯერ ის მითხარი რესტორანში რატომ არ მოხვედი?
- მარიამ..
- გისმენ
- წადი.
- რატომ?! შეყვარებულს ელოდები და არ გინდა აქ მნახოს?
- საკმარისია! - უეცრად აუწია ტონს- ისე იქცევი გეგონება ჩემი ცოლი იყო. რაგინდა, რაშენისაქმეა, რა ეჭვიანობის სცენები გამიმართე აქ. წადი, გაეთრიე ჩემი სახლიდან! - საჩვენებელი თითი კარისკენ გაიშვირა და მზერა აარიდა.
თვალები ცრემლებით აევსო მარიამს, საშინლად სტკენდა გულს მისი ასეთი საქციელი. ვერ ხვდებოდა რა დააშავა და ეს ყველაზე მეტად აგიჟებდა. უეცრად დაავლო ხელი ქურთუკს და გაქცევა დააპირა, როცა მოულოდნელად ჩაავლო მაჯაში ხელი თორნიკემ
- მაპატიე, ყვირილი ზედმეტი იყო..
- გამიშვი! - უხეშად გაინთავისუფლა ხელი და წამებში გავარდა ბინიდან.

***
ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული ლანას, დივანზე შემომჯდარს ფეხები დაბალ მაგიდაზე შემოეწყო და უაზროდ ატრიალებდა პულტს ხელში. მისი ჩამოსვლის პირველი დღეები გაახსენდა, მაშინაც ასე, მარტო, ფიქრებით დაღლილი იჯდა. ნუთუ მას შემდეგ რამე შეიცვალა? ბედნიერი დღეებიც ჰქონდა? თუ მაინცდამაინც ახლა ჩაუღრმავდა წარსულის მოგონებებს.
უეცრად კარზე ზარის ხმა შემოესმა. პულტი მაგიდაზე დააგდო და ნელა წამოდგა. გაშლილი თმა უცებ აიწია, ფანქრით შეიკრა და კართან მისულმა სარკეში ჩაიხედა.
თითქოს ვინმეს ელოდებოდა, თავის საქციელით ნერვებმოშლილმა გააღო კარი, თუმცა მის წინ მდგარი სილუეტის დანახვისას წამში შეეცვალა გამომეტყველება
- არ მეგონა აქ თუ კიდევ მოხვიდოდი
- არც მე - მისთვის თვალი არ მოუშორებია ლაშას, ცდილობდა მასში ცვლილება დაენახა, მაგრამ ამის ნაცვლად ისევ ისეთ ლანას ხედავდა როგორიც ადრე იყო. იმასაც კი ფიქრობდა რომ გააგდებდა თუმცა უთქმელად გაეცალა.
ნელი ნაბიჯებით შევიდა მისაღებში რომელიც დალაგებულს ნამდვილად არ ჰგავდა, თუმცა არც ზედმეტად იყო არეული. მალევე მიჰყვა უკან ლანა, პულტი აიღო და ტელევიზორს მასქიმალურად ჩაუწია.
- დალევ რამეს?
- არა, ისედაც ბევრი დავლიე - ოდნავ გააქნია თავი და დივანზე ჩამოჯდა
- როგორც გინდა -თვითონაც მის გვერდით ჩამოჯდა და ფეხები აიკეცა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი არ ჩქარობდა ხმის ამოღებას, ერთხანს აცადა ლანამ და მერე ნერვებმოშლილმა ხმამაღლა ამოიოხრა
- მაგ სიჩუმით, ჩემს გაგიჟებას ცდილობ თუ რაარის?
წამიერად გაუსწორა მზერა ლაშამ და მერე უცებ გამოაცალა ფანქარი თმიდან
- გაშლილი უფრო გიხდება..
- მე სხვა რამ გკითხე. -თმა ზურგს უკან გადაიყარა და წარბები შეკრა
- არ მკითხო. უბრალოდ ჩემთან იყავი..
- რაგჭირს? - ოდნავ მიიწია მისკენ და ინტერესით შეხედა
- არვიცი ლანა - ღრმად ამოიოხრა და თავი უკან გადაწია- ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ რაღაც კარგი გავაკეთო, მგონი უფრო უარესს ვაკეთებ
- ვერმივხვდი.. რაგააკეთე -გაუაზრებლად დაიწყო ტუჩების კვნეტა
- რამნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა რომ გავაკეთე
- იქნებ გამოსწორება შეიძლება..
- არშეიძლება.. - გვერდულად გახედა და ლანამაც სწრაფად ჩახარა თავი
- სულიერად მამშვიდებს შენთან ყოფნა.. - ხელი წაიღო მისკენ და ნაზად მოეფერა ლოყაზე. მაშინვე სახეზე აილეწა ლანა, ის იყო რაღაცის თქმა დააპირა ამჯერად ბაგეებზე იგრძნო მისი თითები.
- რაგჭირს ტუჩებზე.. - ნაზად მოეფერა და ჩაფიქრებულმა გახედა
- არაფერი. ვიკვნეტ ხოლმე..
ოდნავ გაეღიმა ლაშას და ამჯერად მისი თმა მოიქცია თითებში. სწრაფად
მისკენ მიიწია და თავი მის კისერში ჩარგო, მოულოდნელობისგან შეკრთა ლანა. მისი შეხებით გამოწვეულმა სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელს სხეულში უცებ დაუარა. ნელა წაიღო ხელები მისკენ და ნაზად მოხვია კისერზე, მის სუნთქვას გრძნობდა მოშიშვლებულ ლავიწზე და ესეც კი საკმარისი იყო ბედნიერების ზენიტში მისაღწევად
- ვგიჟდები შენს სურნელზე - თმა გადაუწია და ყელში აკოცა.. ძალიან უნდოდა წინააღმდეგობა გაეწია ლანას, თუმცა ვერაფრით შეძლო. ისე ნაზად კოცნიდა, თითქოს არც კი ეხებოდა. მთლიანად დაუკოცნა ყელი, კისერი.. იმდენად ჰქონდა მისი შეხება მონატრებული რომ ასე იოლად ნამდვილად არ შეეძლო გაჩერება.
- საშინლად მომენატრე.. -ფრთხილად გადაუწია კაბის სალტა და მოშიშვლებულ მხარზეც აკოცა
- ნუ აკეთებ - დიდი ძალისხმევით მაინც შეძლო მისთვის ხელის კვრა -თავად დამშორდი, ახლა რაგინდა? შენი სათამაშო არ ვარ, როცა მოგინდება მაშინ ვერ გამომიყენებ - სწრაფად წამოხტა ფეხზე და გაქცევა დააპირა
- ლანა. ლანა.. - სწრაფად ჩაავლო ხელი -კარგი, მაპატიე გთხოვ.. თავი ვერ შევიკავე
- გამიშვი და წადი. - სწრაფად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლები - კარგად გამოგდის ჩემი გრძნობებით თამაში ბრავო. თან იმას მაიძულებ რომ დაგივიწყო, მერე აქ მოდიხარ და..
- ვიცი..საშინელი ადამიანი ვარ! დამიჯერე მეც მძულს ჩემი ეს საქციელი, მაგრამ.. არ შემიძლია.. შენზე დამოკიდებული გავხდი.. - მისი სახე ხელებში მოიქცია და ფრთხილად მიადო შუბლზე შუბლი. სუნთქვა შეეკრა ლანას. ფრთხილად ააწევინა თავი და მის ტუჩებზე გადაიტანა მზერა
- ისევ წახვალ..ისევ წახვალ და დამტოვებ.. -ჩუმად ამოიჩურჩულა
- არც ეგ შემიძლია..
- რომ შეძლო ვერ გავუძლებ... -თვალების ფახულით ახედა და ამჯერად საკუთარი ინიციატივით დასწვდა მის ტუჩებს. სწრაფად მოხვია წელზე ხელები ლაშამ და მის სურვილს თავადაც აჰყვა. ზუსტად იმ სასიამოვნო, საოცარ სამყაროში აღმოჩნდნენ საიდანაც თავის დაღწევა არავის მოუნდებოდა. სრულიად გაუაზრებლად აღმოჩნდნენ საწოლში და აქ კი არც ერთს აღარ შეეძლო გაჩერება. დიდი ხნის მონატრებულ სხეულებს შორის კვლავ საოცარი ქიმია გაჩნდა. მათ შორის ზუსტად ის ვნება და სიყვარული იყო რომელსაც წლების განმავლობაში ორივე ცალ-ცალკე ეძებდა. ერთმანეთის სულზე შეყვარებული ორ სხეული, შეხების გარეშეც ერთი მთლიანობა იყო..
მაგრამ ამის მიხვედრისთვის მათ კიდევ სჭირდებოდათ დრო.
დრო, რომელიც ნელა, მაგრამ უკვე სიყვარულით მოძრაობას იწყებდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანანო

აუ Შემდეგს როდის დადეებ? ????❤❤❤

 


№2  offline წევრი შამხათი

არასდროს არ მყოფნის ხოლმე, იმდენად კარგია. ერთი სული მაქვს, როდის გააგრძელებ.

 


№3 სტუმარი anna

როგორ მიშლის ლაშა ნერვებს, მაგრამ მაინც მიყვარს smile ლაშას და ლანას მომენტები მაკლია ამ ბოლო თავებში, თითქოს თორნიკეს და მარიამის წყვილი უფრო პირველ პლანზე წამოწიე, მთავარი წყვილი კი მეორე პლანზე გადავიდა და ეს ცოტა არ მომწონს.

 


№4  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ანანო
აუ Შემდეგს როდის დადეებ? ????❤❤❤

არვიცი, ვნახოთ..❣

შამხათი
არასდროს არ მყოფნის ხოლმე, იმდენად კარგია. ერთი სული მაქვს, როდის გააგრძელებ.

მიხარია თუ მოგწონს❣

anna
როგორ მიშლის ლაშა ნერვებს, მაგრამ მაინც მიყვარს smile ლაშას და ლანას მომენტები მაკლია ამ ბოლო თავებში, თითქოს თორნიკეს და მარიამის წყვილი უფრო პირველ პლანზე წამოწიე, მთავარი წყვილი კი მეორე პლანზე გადავიდა და ეს ცოტა არ მომწონს.

ყველანაირად ვეცდები ავანაზღაურო ❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰ, ასე უცებ ახალი თავი. როგორ გამიხარდა. ერთადერთი ისტორიაა, რომელსაც მშვიდად ვკითხულობ ამ ეტაპზე და ველოდები დადებას.

აი, როგორც კი შეუსწრო ლაშამ თორნიკეს, უკვე ვფიქრობდი "ოღონდ ეს არ ქნამეთქი" და ზუსტად ეგ გააკეთა :)).
როგორი არარაობაა, სიცარიელეა. საერთოდ არაფერი, არაფერი არ იცის და იმედია ლანასთან რაც აკავშირებს ეგ ცოტას დააფიქრებს.
არადა, მეგონა მეგობარი მაინც იქნებოდა კარგი. არ გააკარო თორნიკე ცოტა ხანი რაა, უნდა მიხვდეს ეს ღორი რომ დააშავა არა, შეეშალა უსაზღვროდ.

და კიდევ ერთი, სიგარეტს მოუკიდა და არა გაუკიდა,ვიცი რომ ეს უკანასკნელი ფორმაა გავრცელებული რატომღაც მაგრამ არასწორია და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ.

 


№6  offline წევრი du-da

ძალიან კარგია და მომწონს.კითხვის დროს სიამოვნებას ვიღებ. მაგრამ თორნიკეს პწესონაჟი ცოტა გამოაცოცხლე.ლაშა არ უნდა იყოს ასეთი ყოვლისშემძლე????????????????????

 


№7  offline წევრი EllaTriss

grafo
ოჰ, ასე უცებ ახალი თავი. როგორ გამიხარდა. ერთადერთი ისტორიაა, რომელსაც მშვიდად ვკითხულობ ამ ეტაპზე და ველოდები დადებას.

აი, როგორც კი შეუსწრო ლაშამ თორნიკეს, უკვე ვფიქრობდი "ოღონდ ეს არ ქნამეთქი" და ზუსტად ეგ გააკეთა :)).
როგორი არარაობაა, სიცარიელეა. საერთოდ არაფერი, არაფერი არ იცის და იმედია ლანასთან რაც აკავშირებს ეგ ცოტას დააფიქრებს.
არადა, მეგონა მეგობარი მაინც იქნებოდა კარგი. არ გააკარო თორნიკე ცოტა ხანი რაა, უნდა მიხვდეს ეს ღორი რომ დააშავა არა, შეეშალა უსაზღვროდ.

და კიდევ ერთი, სიგარეტს მოუკიდა და არა გაუკიდა,ვიცი რომ ეს უკანასკნელი ფორმაა გავრცელებული რატომღაც მაგრამ არასწორია და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ.

მიხარია რომ მომყვები..❣ გავითვალისწინებ აუცილებლად ❣

du-da
ძალიან კარგია და მომწონს.კითხვის დროს სიამოვნებას ვიღებ. მაგრამ თორნიკეს პწესონაჟი ცოტა გამოაცოცხლე.ლაშა არ უნდა იყოს ასეთი ყოვლისშემძლე????????????????????

მიხარია რომ მოგწონს..❣
გამოვაცოცხლებ მაგასაც :დ

 


№8 სტუმარი სტუმარი დარინა

ლანასაც უნდა გაეგდო ლაშაა, აი ვფიქრობ გამოსწორდება ყველაფრის უკეთ დანახვას შეძლებსმეთქი მაგრა უარესად იქცევაა, დად თუ არ აღიარებს მის ცხოვრებაშიც არ აქვს ჩარევის უფლება, მარტო უნდა დარჩეს ყველასგან მიტოვებული რომ მერე ყველა დააფასოს ვინც ყავს გვერდით, ლაშას ვერანაირად ვერ ვამართლებ, ბევრი რამ აქვს სასწავლი მაგრამ მაინც ვერ ხვდება ვერაფერს. მარიამის სიყვარულსაც არ იმსახურებს, ისე თავისუფლად ატკენია გულიი არც დაფიქრებულაა.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ოხხ ლაშა რაა...
ერთი ის მომენტი იყო მარიამს "და" რომ დაუძახა ლამის ვიტირე, ისრთი საყვარლობა იყო მარიამის რეაქციაააა ^-^
თორნიკეზე და მარიამზე გული დამწყდა რა.

 


№10  offline წევრი ვიპნი

აუ თორნიკე თუ ჭკუას ასწავლის ლაშას კარგი იქნება,იმ დროსაც ველოდები მარიამს რომ ბოდიშებით აიკლებს,გამაბრაზა მაგ ბიჭმა რა.

 


№11  offline წევრი EllaTriss

სტუმარი დარინა
ლანასაც უნდა გაეგდო ლაშაა, აი ვფიქრობ გამოსწორდება ყველაფრის უკეთ დანახვას შეძლებსმეთქი მაგრა უარესად იქცევაა, დად თუ არ აღიარებს მის ცხოვრებაშიც არ აქვს ჩარევის უფლება, მარტო უნდა დარჩეს ყველასგან მიტოვებული რომ მერე ყველა დააფასოს ვინც ყავს გვერდით, ლაშას ვერანაირად ვერ ვამართლებ, ბევრი რამ აქვს სასწავლი მაგრამ მაინც ვერ ხვდება ვერაფერს. მარიამის სიყვარულსაც არ იმსახურებს, ისე თავისუფლად ატკენია გულიი არც დაფიქრებულაა.

ნელ-ნელა, მაგრამ ყველას დააფასებს და საკუთარ შეცდომებსაც მიხვდება..❣

სტუმარი მარი
ოხხ ლაშა რაა...
ერთი ის მომენტი იყო მარიამს "და" რომ დაუძახა ლამის ვიტირე, ისრთი საყვარლობა იყო მარიამის რეაქციაააა ^-^
თორნიკეზე და მარიამზე გული დამწყდა რა.

კიდევ იქნება ეგეთი მომენტები..❣
თორნიკეს და მარიამს მასე არ დავტოვებ, ნუღელავ.. ;დ ❣

ვიპნი
აუ თორნიკე თუ ჭკუას ასწავლის ლაშას კარგი იქნება,იმ დროსაც ველოდები მარიამს რომ ბოდიშებით აიკლებს,გამაბრაზა მაგ ბიჭმა რა.

სულ მალე იქნება ეგ ამბები..❣

 


№12  offline წევრი OKI ME

ასე ოპერატიულად თუ დებს ნეტა კიდევ ვინმე ახალ თავებს? ))))) ❤️❤️
ჰოო, ახლა რაც შეეხება ამ თავს. :P
ეს რა ქნა ამ ბიჭმა ? რა ქენი ლაშიკო ეს? კარგი რააააა. რანაირი საქციელი იყო ეხლა ეგ. რაც არ მინდიდა რო ექნა ზუსტად ის გააკეთა.

თორნიკე კიდევ გამოფხიზლდეს. სისუსტეს კი ნუ იჩენს. ისე, თორნიკეც თავისი მეგობრის არ იყოს, ვერ გარკვეულა ჯერ უყვარს, მოსწონს თუ რა გრძნობს მარიამის მიმართ. ჩემი აზრით თორნიკემ უნდა მიახვედროს ლაშა რომ არასწორად მოიქცა მის მიმართ. ასე, ესაუბრო რა მოთხოვო პრინციპში მეგობარს, არჩევანი გააკეთოს ან სამსახური ან საყვარელი ქალი, არასწორია ლაშას მხრიდან. ბევრ შეცდომებს უშვებს და ვაი, თუ მწარედ მოიმკის.

მოკლედ მარიამი და ლანა უფრო მარტივად და მალე გაერკვნენ თავის გრძნობებში ვიდრე ბიჭები. ლანას ისე უყვარს, ლაშას ყოველ მისვლაზე ივიწყებს თავმოყვარეობას.

ლანა და ლაშა კი დამაკლდა ამ თავში, თუმცა მარიამის და თორნიკეს ამბავი ძალიან საინტერესო იყო.

ხო რა მაინტერესებს კიდევ. ლაშას და მარიამის მამა სად არის საერთოდ რომ არ ჩანს და მარტო ქალბატონი ლილე ჩანს ? ისე ეგ ლილეც არ მომწონს მე დიდათ. სულ რამდენჯერმე გამოჩნდა და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მარიამისადმი ისე დამოკიდებულება როგორიც წესით დედას შვილისადმი უნდა ქონდეს დიდათ არ აქვს. რავიცი შეიძლება მე მომეჩვენა ასე. რაღაცნაირად ცივი და უგრძნობი ქალის შთაბეჭდილება დამიტოვა.

რა მოიცდის ახალი თავის დადებამდე ? ((((

 


№13  offline წევრი EllaTriss

Megioki
ასე ოპერატიულად თუ დებს ნეტა კიდევ ვინმე ახალ თავებს? ))))) ❤️❤️
ჰოო, ახლა რაც შეეხება ამ თავს. :P
ეს რა ქნა ამ ბიჭმა ? რა ქენი ლაშიკო ეს? კარგი რააააა. რანაირი საქციელი იყო ეხლა ეგ. რაც არ მინდიდა რო ექნა ზუსტად ის გააკეთა.

თორნიკე კიდევ გამოფხიზლდეს. სისუსტეს კი ნუ იჩენს. ისე, თორნიკეც თავისი მეგობრის არ იყოს, ვერ გარკვეულა ჯერ უყვარს, მოსწონს თუ რა გრძნობს მარიამის მიმართ. ჩემი აზრით თორნიკემ უნდა მიახვედროს ლაშა რომ არასწორად მოიქცა მის მიმართ. ასე, ესაუბრო რა მოთხოვო პრინციპში მეგობარს, არჩევანი გააკეთოს ან სამსახური ან საყვარელი ქალი, არასწორია ლაშას მხრიდან. ბევრ შეცდომებს უშვებს და ვაი, თუ მწარედ მოიმკის.

მოკლედ მარიამი და ლანა უფრო მარტივად და მალე გაერკვნენ თავის გრძნობებში ვიდრე ბიჭები. ლანას ისე უყვარს, ლაშას ყოველ მისვლაზე ივიწყებს თავმოყვარეობას.

ლანა და ლაშა კი დამაკლდა ამ თავში, თუმცა მარიამის და თორნიკეს ამბავი ძალიან საინტერესო იყო.

ხო რა მაინტერესებს კიდევ. ლაშას და მარიამის მამა სად არის საერთოდ რომ არ ჩანს და მარტო ქალბატონი ლილე ჩანს ? ისე ეგ ლილეც არ მომწონს მე დიდათ. სულ რამდენჯერმე გამოჩნდა და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მარიამისადმი ისე დამოკიდებულება როგორიც წესით დედას შვილისადმი უნდა ქონდეს დიდათ არ აქვს. რავიცი შეიძლება მე მომეჩვენა ასე. რაღაცნაირად ცივი და უგრძნობი ქალის შთაბეჭდილება დამიტოვა.

რა მოიცდის ახალი თავის დადებამდე ? ((((

წაკითხვამდე მიხარია ხოლმე შენი კომენტარის დანახვა❣
ხო ეს ლილეს ქმარი... რავიცი ვფიქრობ ჯერჯერობით. თუმცა რომც ვიცოდე წინასწარ თქმა მაინც არ მინდა.. ;დ ნუ ყოველ შემთხვევაში გაგარკვევთ მის ამბებშიც, ისე არ დავტოვებ.
ლანა და ლაშა ვხედავ, ყველას დააკლდა. ვეცდები ავანაზღაურო.. ❣

 


№14  offline წევრი ვიპნი

მოკლედ ძალიან ამაღელვა ლაშამ,ჯერ ხო ძალიან გავბრაზდი მერე მეორე მხრიდანაც ვეცადე რომ შემეხედა,იმ ასპექტში გავამართლე რომ აი იცის თორნიკე როგორ ექცევა ქალებს,არ აინტერესებდა ადრე მათი გრძნობები და არ უნდა რომ მარიამსაც ეგრე მოექცეს,მაგრამ იქ შეეშალა რომ ის იცნობს თორნიკეს და უნდა სცოდნოდა მეგობრის დას გამოსაყენებლად არ შეხვდებოდა.თუმცა დად თვითონ არ აღიარებს და მანდ აირია .პ.ს.დიდებთან ყველასთან იჭრება საქციელებში,სკოლის იქეთ ცხვირი არ უნდა გამოაყოფინო :)

 


№15  offline წევრი EllaTriss

ვიპნი
მოკლედ ძალიან ამაღელვა ლაშამ,ჯერ ხო ძალიან გავბრაზდი მერე მეორე მხრიდანაც ვეცადე რომ შემეხედა,იმ ასპექტში გავამართლე რომ აი იცის თორნიკე როგორ ექცევა ქალებს,არ აინტერესებდა ადრე მათი გრძნობები და არ უნდა რომ მარიამსაც ეგრე მოექცეს,მაგრამ იქ შეეშალა რომ ის იცნობს თორნიკეს და უნდა სცოდნოდა მეგობრის დას გამოსაყენებლად არ შეხვდებოდა.თუმცა დად თვითონ არ აღიარებს და მანდ აირია .პ.ს.დიდებთან ყველასთან იჭრება საქციელებში,სკოლის იქეთ ცხვირი არ უნდა გამოაყოფინო :)

გეთანხმები, დიდებთან მართლა იჭრება. თუმცა, დროის ამბავია ესეც.. მოგვარდება მალე. ❣

 


№16  offline წევრი მე♥უცნაურე

ვიფიქრე რომ დაასრულებს მერე წავიკითხავ-თქო,მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და დღეს ყველა ერთად წავიკითხე. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ, წინა ისტორიისგან განსხვავებით, აქ უფრო დახვეწილი ხარ და სასიხარულოა, წინ რომ მიდიხარ.
რაც შეეხება გმირებს:
ვფიქრობ, მარიამთამ ძალიან უსამართლოდ იქცევა ლაშა.
თორნიკე კი, არ ვიცი, სიკეთის განსახიერებაა და მეცოდება, მეგობრისთვის მიცემული სიტყვის გამო, რომ უწევს სახლიდან გააგდოს, საგულდაგულოდ მისთვის გამოწყობილი გოგო, რომელიც მოსწონს!
ლანა და ლაშა ზუსტად შეეფერებიან ერთმანეთს, განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ერთმანეთის გაგება არ უნდა უჭირდეთ.
და ჰო, ზოგჯერ უნდა დაითმინო და დაეხმარო კაცს დაინახოს რას გრძნობს შენდამი... ხშირად, დამცირებულადაც გრძნობენ ქალები თავს, მაგრამ როცა მძიმე წარსულიანი კაცი გიყვარდება, ძნელია ერთი ხელის მოსმით დააჯერო სამყაროს მშვენიერებაში და დაუბრუნო სიყვარულის რწმენა. სამწუხაროდ, ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა და აბსოლუტურად მესმის ლანას ტკივილის.
მომწონს როგორიცაა ლაშა სკოლაში, რომ იცავს ბავშვების უფლებებს და გვერდში უდგას თითოეულს როგორც შეუძლია. ნეტავ ბევრი მსგავსი მასწავლებელი იყოს...

 


№17 სტუმარი სტ

ხვალ დადებ?<333

 


№18  offline წევრი EllaTriss

მე♥უცნაურე
ვიფიქრე რომ დაასრულებს მერე წავიკითხავ-თქო,მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და დღეს ყველა ერთად წავიკითხე. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ, წინა ისტორიისგან განსხვავებით, აქ უფრო დახვეწილი ხარ და სასიხარულოა, წინ რომ მიდიხარ.
რაც შეეხება გმირებს:
ვფიქრობ, მარიამთამ ძალიან უსამართლოდ იქცევა ლაშა.
თორნიკე კი, არ ვიცი, სიკეთის განსახიერებაა და მეცოდება, მეგობრისთვის მიცემული სიტყვის გამო, რომ უწევს სახლიდან გააგდოს, საგულდაგულოდ მისთვის გამოწყობილი გოგო, რომელიც მოსწონს!
ლანა და ლაშა ზუსტად შეეფერებიან ერთმანეთს, განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ერთმანეთის გაგება არ უნდა უჭირდეთ.
და ჰო, ზოგჯერ უნდა დაითმინო და დაეხმარო კაცს დაინახოს რას გრძნობს შენდამი... ხშირად, დამცირებულადაც გრძნობენ ქალები თავს, მაგრამ როცა მძიმე წარსულიანი კაცი გიყვარდება, ძნელია ერთი ხელის მოსმით დააჯერო სამყაროს მშვენიერებაში და დაუბრუნო სიყვარულის რწმენა. სამწუხაროდ, ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა და აბსოლუტურად მესმის ლანას ტკივილის.
მომწონს როგორიცაა ლაშა სკოლაში, რომ იცავს ბავშვების უფლებებს და გვერდში უდგას თითოეულს როგორც შეუძლია. ნეტავ ბევრი მსგავსი მასწავლებელი იყოს...

მიხარია, რომ ადრეც ჩემი მკითხველი იყავი.. ❤ ბევრი მეუბნება, რომ წინა ისტორიის შემდეგ გავიზარდე და ძალიანი ბედნიერი ვარ, რომ ეს გამომივიდა ❤
რაც შეეხება პერსონაჟებს, ნელ-ნელა ლაშაც მიხვდება და გაანალიზებს მარიამთან დაშვებულ ყველა შეცდომას.
მისნაირი მასწავლებლის ყოლა კი, მგონი აქ ყველას მოვანდომე ;დ ❤

სტ
ხვალ დადებ?<333

კი ❣

 


№19 სტუმარი ატბ

დღეს დადეებ?

 


№20  offline წევრი EllaTriss

ატბ
დღეს დადეებ?

დამატებული მაქვს. ადმინისტრაცია გადაამოწმებს და გამოქვეყნდება❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent