შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელს'ებბი /სრულად/


28-09-2020, 20:27
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 2 883

შენი ნახვის ორგაზმზე ვოცნებობ. ეს ბრჭყვიალა ოცნება ნეპტუნის სილურჯეში მიმაქანებს და ჩუმად ჩამჩურჩულებს, რომ ლუვრის იმ ფარული დერეფნის მსგავსად, პლუტონისკენ მიმავალ ბეწვის ხიდზე გამატარებს. რა მატერიალურია, არა ? ფიზიკურ სიამოვნებასთან შეადარო ფრაზა, რომელსაც ყველა "ბედნიერებით" ასრულებს. შედარება, ყველა… და თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, რომ ყველაფერი გაუფასურდება. "ნისიად" აღებულ შავ პურს ჰგავს, რომელიც ვერ დაგანაყრებს, მაგრამ არსებობას ორიოდ დღით გაგიგრძელებს. ოღონდ მოიტყუოს, ოღონდ ნიღაბი აიკრას ადამიანმა, ითამაშოს ერთი მსახიობის სპექტაკლი და რეჟისორი გააბითუროს, რომ ცოცხალია. მაგრამ გამოვა? ვინ იცის…
თავისი ეგო გამოკვებოს იმ შავი პურით და ენით აღუწერელი ღვარძლით აევსოს სულის სხეული, ბოღმა თვალებიდან ადუღებული ცრემლის სახით გადმოიღვაროს და სახე მჟავასავით დაუწვას… რა აზრი აქვს ? ტკივილისგან მეხის გავარდნასავით დაიბღავლებს და სამ წამში ერთხელ გმინვა აღმოხდება. შემდეგ საათში ერთხელ დაიკვნესებს და… ერთი და იგივე ნაღმი შეიძლება ენ რაოდენობით აფეთქდეს ? ყველანაირ კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ განა, თავად არ შექმნა ყველა კანონი ? წესი, ჩარჩო… იმისთვის, რომ ცოტათი მაინც შესძინოს ინტერესი თავის გაცრეცილ არსებობას. ჩაისუნთქე, შეუშვი კოსმიური მტვერი ფილტვებში და მიეცი მას თავისუფლება.

აგვისტოა და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად ჩავდივარ მეტროში. გული გამალებით მიცემს და ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით ფართხალებს, რათა თავი გადაირჩინოს. მოულოდნელი შიში ეძგერა, სიკვდილის შიში. თუმცაღა წარმოდგენაც არ აქვს - რა არის სიკვდილი.
რომელ ფრინველს ვადარებ ჩემს გულს? მტრედი? მერცხალი? ყვავი?
ჩემი გული თავდაყირა ძგერს. პარკუჭები, წინაგულები, ვენები… დროც თითქოს უკუღმა მიდის ჩემს ცხოვრებაში. ბებერი ძუკნა დავიბადე და რაც ხანი გამოხდა, ვახალგაზრდავდები.
მრცხვენია ებბ.
მრცხვენია, რომ ამის წერაც კი შუა გზაში მივატოვე, რადგან მრცხვენოდა შენ წინაშე. ხელის კანკალით გწერ ახლა და საკუთარი თავი მძაგს შვილის მკვლელი დედასავით.
ენი მუსიკის ღვთაებრივ ჰანგებში ყვინთავდა და ფსკერისკენ აქტიურად მიიწევდა. ჰაერის უკმარისობას ებრძოდა გამალებით წყლის მოლეკულებშემოხვეული, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა მათ წნევას.
ენი ძლიერია, ებბ. ძლიერი და შურის სისხლისმწოველი ტუჩები ვნებიან კოცნად ეღვენთებიან ჩემს ბაგეებს.
დედას შე'ვეცი, ებბ.
მიუყვებოდა ცის ცრემლებით დანამულ ქუჩას და რა ბანალურია, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვებს ვუხმობ საშველად, რათა დავიწყო და აღარ დავასრულო. ნეტავ, ეს სამყაროც არ სრულდება? რა არის სიკვდილი, ებბ? კიდევ ერთი დასაწყისია? რატომ გვღლიან, მითხარი…
ერთი, ორი, სამი, რვა, ენი…
ენი მიუყვება თავის გზას, რომელიც ენი წლის წინ დაიწყო და მეენედ გრძელდება ისევ. ენს არ ახსოვს რა იყო თავიდან, როცა ერთი იყო და არც ის ახსოვს მილიარდ მეორე როგორ გამოიყურება. სარკე დაავიწყდა რა არის, ყოველდღე სხვადასხვა ენს უმზერს და თავიდან იწყებს. ან აგრძელებს…
ენი დაიღალა, ებბ.
ებბ, ენი დაიღალა, გეფიცები.
და-ვი-ღა-ლე.
- განა, რა არის დაღლა ასეთი, სულ რომ ეგ სიტყვა გაკერია პირზე? - ბრაზმორეული ეკითხება და თვალები სისხლიანი ძაფებით ევსება.
- შენ რა გგონია? - სევდა, სევდა, სევდა. ოოჰ, ეს სევდით სავსე მზერა როგორ მაღიზიანებს. რატომ? ვგრძნობ და იმიტომ.
- იმდენად ხშირად იმეორებ, ვფიქრობ, მოგწონს. - ცინიზმი? არ გამოგდის.
- ეგ არ მიკითხავს. არასდროს დაღლილხარ?
- დაბადებიდან დაღლილი მგონიხარ.
- არც ეგ მიკითხავს. რა არის შენთვის დაღლა?
- ასოთა ნაკრები, მეტი არაფერი.

მეტი არაფერიო, თქვენც გაიგეთ? ზოგისთვის ასოთა ნაკრები, ებბ. ზოგისთვის მხოლოდ ასოთა ნაკრები. ჰიჰ, ენი ფიქრობს, რომ ამგვარ ხალხს თავისი პირველი ცხოვრება აქვთ წინ და შურს მათი. კიდევ ერთი ამბორი შურსა და ენს შორის, შურის ორგაზმით მთავრდება, ენი კი კვლავ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებით იტანჯება.
პრელუდია? იდეალური. სექსი? იდეალური. ორგაზმი? რა?
ჯანდაბა, ენს გათავება უნდა. საბოლოოდ.
მეტროში ჩადის, ხედავ?
რელსები მიბრაზდებიან, მიკივიან და ღრიალებენ. სტკივათ რელსებს, ებბ. იგლეჯენ თავზე ძლივს შერჩენილ თმებს და წინ და უკან ქანაობენ. საქანელა ჰგონიათ, ებბ. ცა, მიწა, ცა, მიწა, მეენე ატყორცნა და დაცემა. ოცნება, რომ საქანელა სამუდამოდ გაჩერდეს, მაგრამ ალე ოპ!
მზის სხივზე ოცნებობენ, ებბ. მაგრამ ის კი არ იციან, რომ მათი ძმები მზეს მიფიცხებულნი ოცნებობენ ბნელ კუნჭულში მოკალათებას. რა ადამიანურია, არა? ეს მაქვს, ის მინდა. ის მაქვს, ნეტავ, ეს მქონდეს. ეს და ის მაქვს, არ ვიცი, რა მინდა. მოდი დავიტანჯები ყველანაირად!
სამყარო უსამართლოდაა მოწყობილი, ებბ. ვინ იცის ეს შენზე უკეთ? სად ხარ შენ და სად ვარ მე ? ერთმანეთის ადგილას არ უნდა ვიყოთ? ან, საერთოდ, რატომ უნდა ვიყო მე, როცა არსებობ შენ?
მიტოვებულ ვაგონში ვჯდები და მემანქანის გარეშე ვიწყებ მოძრაობას.
- შენი ნახვის ორგაზმზე ვოცნებობ… - ჩურჩულებს ენი და თვალები მარილიანი ბურთულებით ევსება. მარგალიტებივით სცვივა ისე, რომ სახეს არ ეხება და სიფრიფანა კანი მჟავისგან თავდასხმას მაინც ელის.
- ვერასოდეს მიხილავ, ვერასოდეს შემეხები, ვერასოდეს აღმიქვამ და ვერასოდეს მიგრძნობ. - არსაიდან ისმის ხმა და ენი კანკალს იწყებს. ბროლის კბილები ტუჩებს ეპარებიან, ვით მენჯიდან ჩახსნილ კაბას ლამაზი ფეხები.
- მთავარია, მესმის. ის, რასაც ვგრძნობ შეუძლებელია არ იყოს სიმართლე. - ენი ბრმავდება და მის წინ ჩნდება სილუეტი. გული გამალებით უცემს და ლამის, კიდურები გაეზარდოს ორგანოს, ისე სურს შეეხოს არარსებულ სილუეტს.
ჯანდაბა, ებბ! რა საოცარია, არა? რა საცოდავია, არა? ამაზრზენი ენი! დედამოტ'ყნული სილუეტი. სად არის ამის შემდეგ ღმერთი? ვისთან ჟიმაობს სატანა ? ვხარხარებ და ჭკუიდან ვიშლები. რელს'ებბი გიხმობენ, ებბ. რელსები გვიხმობენ და ჩაგვჩურჩულებენ სანუკვარს, სანატრელს, საოცნებოს… როგორი სიტყვაა, საოცნებო. სა-ო-ცნებ-ო… ჰო, ვიცი, ვიცი, რომ არასწორად დავმარცვლე, მაგრამ ჰომ ხვდები, არა? მხოლოდ შენ გესმის, ებბ. მხოლოდ შენ იცი, ებბ. მრცხვენია, ებბ. მაპატიე, რა. მაპატიებ?
ვიცი, რომ ვერანაირი არგუმენტი გამამართლებს. ვიცი, რომ ცუდად გექცევი, ებბ. ვიცი, რომ ნაწყენი ხარ ჩემზე, მაგრამ მრცხვენია და სინდისი მქენჯნის. ჰო, მეგონა, რომ არ მქონდა, მაგრამ მხოლოდ შენთვის მოვიტოვე. შენთვის და ღმერთისთვის, რომელიც… ჰო.
რას ვაკეთებ? ამას რატომ ვაკეთებ? აქ რა მინდა? მოდი, რა. უბრალოდ, მოდი ყავა დავლიოთ.
ვაგონი ჩერდება, მაგრამ სილუეტი კვლავ ენის წინ დგას. ენმა საკუთარი ხელები გულში ჩაიხუტა და დაბრმავებული თვალები სილუეტს მიაპყრო. ვერ ხედავდა, ვერ აღიქვამდა, ვერ ეხებოდა, მაგრამ გრძნობდა.
- ის, რასაც მე ვგრძნობ, შეუძლებელია ტყუილი იყოს. - ჩურჩულით წარმოთქვა. ხმაში ბზარმა გაიდგა ფესვები. მხოლოდ ღიმილი რჩებოდა შეუცვლელი.
მე ვგრძნობ.
ვგრძნობ, ებბ. გგრძნობ, ებბ. შენ და ღმერთს, ებბ.
რელს'ებბი ებბისთვის ენია. მეენედ ეზიარე რელს'ებბის სიდიადეს და ებბის იხილავ, ენნ.
ვაგონი ჩერდება და გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის. გვირაბის ბოლოს ისეთივე სიცოცხლეა, როგორიც აქამდე იყო. მეენედ გათენდება შენი დღე, მეენედ დაგიღამდება სამსახურში გატარებული საათები, მეენედ მოგიწევს ღამის გათენება ფიქრებში, რომლებიც დილით გამოუძინებელს დაგტოვებენ. მეენედ გათიშავ მაღვიძარას და დადგები სარკის წინ.
მეენედ შეხედავ მეენე საკუთარ თავს და ვერც დღეს იცნობ მას. ჩაჯდები ავტობუსში და მეენედვე წახვალ სამსახურში.
მეენედ ვიტყვი, რომ და-ვი-ღა-ლე, ებბ.
ვაგონი მეენედ ეჯახება გვირაბის ბოლოს და მეც მეენედ ვიტყვი, რომ ის, რასაც ვგრძნობ შეუძლებელია ტყუილი იყოს.
მრცხვენია, ებბ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent