შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე


31-08-2018, 18:52
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 930

მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
დავდივარ, ძლიერ ის მენანება.
მე მუდამ ვფიქრობ დანამულ ფიცზე,
ჩემი გრძნობები სულ მედარდება.

მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
ისევ და ისევ ვსეირნობ მარტო.
მუდამ ვოცნებობ გრძნობათა ხიბლზე!
როგორც ჩანს მათთვის მე არ ვარ სანდო.

მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
უწინდებურად ვხედავ სიბნელეს.
ვფიქრობ გრძნობათა იმ ლამაზ მითზე,
სადაც არ მეტყვით: "გამოგიყენეს!"

მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
კვლავაც ვერ ვხედავ ლამაზ ცხოვრებას.
მე ხელს ჩამოვკრავ გიტარის სიმზე
და წარმოვიდგენ იმ საოცრებას.

მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
შენ წარმოგიდგენ გრძნობათა ღმერთო.
მე დავწექი ჩემს სისხლში თუ სისხლზე
და გემონები შენ ჩემო ერთო.

მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
უწინდებურად ვხედავ სიბნელეს.
ვფიქრობ გრძნობათა იმ ლამაზ მითზე,
სადაც არ მეტყვით: "გამოგიყენეს!"



№1  offline წევრი luana

მომეწონაა თან ძაან <3

 


№2 სტუმარი შარლოტა

კარგად წერ, მომეწონა...
პირველი სტროფი განსაკუთრებულად მომეწონა...
წარმატებები..

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

luana
მომეწონაა თან ძაან <3

ძალიან დიდი მადლობაა heart_eyes მიხარია რომ ჩემი ლექსები მოგწონთ
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent