შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი V)


1-10-2020, 06:21
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 4 491

აჭარხლებული სახით ჩავდივარ პირველ სართულზე და ვხედავ მომღიმარ თეას ,რომელიც ხელს მიქნევს.
- შესვენება მაქვს და არ გავიდეთ სადმე ყავის დასალევად? - დაბნეულობისგან წამით არ მახსენდება ჩვენი შეთანხმება,მაგრამ მერე აზრზე მოვდივარ და ღიმილით ვუქნევ თავს.
- დავლიოთ. თავი მტკივა და იქნებ მიშველოს. - თვალებს სასაცილოდ ვაფართოებ.
- კარგი ყავის სახლი ვიცი აქვე და იქ წავიდეთ მაშინ.
- წამო.. - შენობიდან ერთად გავდივართ და ისე ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,თითქოს სუფთა ჰაერი იყოს ირგვლივ. ბოლოს სახეს ვმანჭავ მიუღებელი ჟანგბადის გამო და ქუსლების კაკუნით ვაგრძელებთ გზას ქვაფენილზე.
თეას უსაყვარლეს,კუკუშკა ყავის სახლში მივყავარ. ირგვლივ ძირითადად ყველაფერი ყავისფერ ტონებშია გადაწყვეტილი და ჭერიდან დაშვებული ჭაღების მკრთალი განათებაც საკმაოდ მყუდრო გარემოს ქმნის. მინის კედელთან მდგარ მაგიდასთან ,პუფებში ვსხდებით და სწორედ ამ დროს მოდის ახალგაზრდა ბიჭი და გვიღიმის.
- მოგესალმებით. რას მიირთმევთ?
- გამარჯობაა. - თვალებს უჟუჟუნებს თეა. - ორი ამერიკანო. მე სამი კოვზი შაქარი ჩამიყარეთ რაა. და შენ ელისაბედ? - ამჯერად ჩემკენ იყურება.
- სამი კოვზი შაქარი? სერიოზულად? ეს უკვე ყავის შეურაცხყოფაა. - სიცილით ვაქნევ თავს. - ჩემსაში მეოთხედი კოვზი შაქარი ჩაყარეთ. - ამჯერად მიმტანს ვაჯილდოებ ღიმილით.
- კაი რაა. რაღა აზრი აქვს მაგდენი შაქრის ჩაყრას? ბარემ ასე უთხარი: უკაცრავად, ცამეტი მარცვალი შაქარი ჩამიყარეთ რაა. დაწვრილებული ხმით ცდილობს მომბაძოს,რაც ძალიან სასაცილოდ გამოსდის.
- ცანცარა,რომ ხარ ვთქვი უკვე? - თვალებს ვატრიალებ და მეცინება.
- არაა, ორი დღეა ჯერ რაც გიცნობ. ცოტა შემარგე ცხოვრება და მერე გაშინაურდი უიმეეე. - სასაცილოდ წელავს ბოლო სიტყვას და ხელს იქნევს. მიმტანი ვეღარ უძლებს ჩვენი მსახიობური ნიჭით ტკბობას და ოდნავი ჩახველებით ცდილობს გაგვაჩეროს,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ,ბოლოს კი ჭლექიანივით იწყებს ხველებას და ჩვენც ვწყვეტთ კინკლავს და გაოცებული თვალებით შევყურებთ მიმტანს,რომელსაც ნელ-ნელა ეპარება სახეზე ღიმილი,ბოლოს ხმით ეცინება და ჩვენც ვყვებით.
- მაპატიეთ.... - პირზე იფარებს ხელს. -გნებავთ კიდევ რამე?
- ბილეთის საფასური დატოვეთ. - ეუბნება თეა სერიოზული სახით.
- რააა?- ბიჭი აშკარად გაოცებული ჩანს და ვერ ხვდება რაშია საქმე.
- ამდენ ხანს,რომ უყურებდი წარმოდგენას აბა რა გეგონა? - ეკრიჭება თეა და ბიჭსაც ეცინება.
- კაი რააა. -თავს ვაქნევ. - მადლობა,მეტი არაფერი არ გვინდა,მხოლოდ ყავას დავლევთ. - თბილად ვუღიმი ბიჭს და ისიც გვტოვებს. - გააგიჟე ბიჭიიი. - თვალებს ვუბრიალებ.
- ვაიმე რა კარგად ჟღერს გოგოოო. -მეკრიჭება.
- გადარეული ხაარ.
- ხოო,ცოტათი. - ისე იპრანჭება,თითქოს წამის წინ კომპლიმენტი მეთქვას. - უიმეე ხოოო,სულ დამავიწყდა... რა უნდოდა ბატონ ისააკს? - სწრაფადვე სერიოზულდება და ინტერესიანი თვალებით შემომყურებს.
- მივლინებაში მივდივართ ბორა-ბორაზე. - მოწყენილი ვამბობ.
- რაა?- კივის და გარშემო მყოფთა ყურადღებასაც იპყრობს. - რა სახით ხარ მერე გოგო? ვაიმეე,ბორა-ბორაზე მივდიოდე და ახლა ასე ვიქნებოდი? წამსვე გავვარდებოდი და კილო ტონა საცურაო კოსწიუმს ვიყიდდი. - ხელებს აფრიალებს და აღშფოთებული სახით მელაპარაკება.
- დამშვიდდი.- მეღიმება. - მაქვს კუპალნიკი.
- მხოლობით რიცხვში ამბობ მაგ სიტყვას, ქალი ბორა-ბორაზე მიდიხარ და არ გრცხვენია? - თვალების სწრაფი ფახუნით ამბობს ამ წინადადებას. მე კი მხრებს ვიჩეჩავ პასუხად. - დღეს გავდივართ საყიდლებზე. - წამსვე უნათდება სახე და საჩვენებელ თითს გამარჯვებულის სახით წევს მაღლა.
- კაი რააა. - საწყლად ვუყურებ,თან არ მინდა უარის თქმა ისე მიყურებს.
- უარი არ მიიღება. გასაგებია? - თითს მიქნევს და მიმტანს ღიმილით ართმევს ყავას. -გაიხარე დედიი. - ეუბნება ბიჭს,რომელიც დაახლოებით სამი წლით პატარა თუ იქნება მასზე.
- ვაიმე ვის ხელში ვარ ხააალხნოოო. - თავს დანანებით ვაქნევ და მაინც მეღიმება მის სასაცილო გამომეტყველებაზე. „რა ჰიპერაქტიული გოგოა...“ ვფიქრობ ჩემთვის.
ყავის სმას ვამთავრებთ და კომპანიამდე ისევ ფეხით მივდივართ. თეას შესასვლელთან ვემშვიდობები დროებით და წასვლას ვაპირებ,როცა ზურგს უკან ნაცნობი ხმა მესმის.
- ელიიი. - იქეთკენ ვბრუნდები,საიდანაც ხმა ისმის და მომღიმარ ილიას ვხედავ,რომელიც ხელებ გაშლილი მოდის ჩემკენ და ბოლოს გულში მიკრავს. ისეთი საყვარელი და თბილია,შეუძლებელია მისი დადებითი აურის დაიგნორება და მეც ჩემდა უნებურად ვბედნიერდები.
- როგორ ხარ? - ვასწრებ შეკითხვის დასმას.
- გაააადასარევად. - წელავს სიტყვას და თვალს მიკრავს ცუღლუტი ბავშვივით. - შენ?
- არამიშავს. - მხრებს ვიჩეჩავ.
- რა ხასიათზე ხართ პატარა ქალბატონო? - აბა გაიღიმეთ.. ასე არ შეიძლება. - ამბობს და სწრაფად მაბზრიალებს,რაზეც მეცინება. - აი ასეე,ნახე როგორ გიხდება ღიმილი. - მოხუცი ბებიასავით მიყურებს და ეღიმება.- ყავა არ გინდა?
- ამმ,არაა. ახლა დავლიეთ მე და თეამ. მადლობა.
- კაიი და საით მიდიხარ?
- სახლში ვაპირებ გასვლას.
- მეც გავდივარ უკვე და წამო, მიგიყვან მეე. - ამბობს და მანქანის კარს მიღებს. - დაბრძანდით ქალბატონო.
- უფროსთან ერთად,პირადი მძღოლიც ხარ - ვუღიმი და მანქანაში ვჯდები.
- აბა როგორ... ჩვენთან მაღალი ხარისხი და საუკეთესო მომსახურეობაა.- ისე ამბობს,თითქოს რეეკლამას ვიღებდეთ.
- გადაღებულია. - ხმით მეცინება,რაც კივილს უფრო გავს და ილიას გაკვირვებულ მზერასაც ვიმსახურებ.
- ეს რა იყო? ახლა შენ ამ ხმით გაიცინეე? - უკვე ხარხარით მეკითხება და მეც ლოყები მიწითლდება.
- რა გავაკეთოო,ასეთი სიცილი მაქვს. - ხელებს გახურებულ ლოყებზე ვიდებ.
- აუ რა მაგარი იყო ტოოო. - ისევ იცინის.
- შენ ჩემი დის სიცილი არ მოგისმენია,თორემ ასეთი რეაქცია არ გექნებოდა. - მეც მეცინება ანასტასიას სიცილის გახსენებისას.
- ამაზე უარესია?
- უარესი? მინებს ფშვნის ძაან ჩვეულებრივად.
- აუუ,როგორ მაინტერესეებს. - სიცილისგან ვეღარ სუნთქავს. - უნდა მომასმენინო.
- მოვახერხებ რამეს.
- ვიმახსოვრებ. - ამბობს ღიმილით და სახლისკენ მივყავარ.

სახლში შევდივარ,ნივთებს შესასვლელში ვტოვებ და ჩემს ოთახში შევდივარ. ტანსაცმელს ვიცვლი და საჭმელად გავდივარ სამზარეულოში.
ტელეფონის ხმა მესმის,ერეკლეა. სწრაფად ვპასუხობ.
- ხო ეკეე.
- საით ხარ ელე?
- სახლში ვარ უკვე და ვჭამ. არ ამოხვალ?
- აუ ჯერ ვერაა,რაღაც საქმეები მაქვს და მეთქი ელისაბედს გავიყვან სახლში და მერე ისევ დავბრუნდები სამსახურში თქო.
- ჩემი ყურადღებიანი ბიჭიი. - მეღიმება მის მზრუნველობაზე.
- საღამოს გეცლება,რომ ამოვიდე?
- ექვსზე მაღაზიებში საყიდლებზე გავდივარ და ასე რვისკენ ან ცხრისკენ ამო. თან ახალი ამბები მაქვს.
- კაიი. მშვიდობაა?
- რომ გეტყვი მერე შენ თვითონ გადაწყვიტე.- ვაინტრიგებ.
- რა ბოროტი ქალი ხაარ. რა მოიცდის ახლა ცხრა საატამდე? - წარმომიდგენია რა სახითაც ამბობს ახლა ამ წინადადებას.
- მოითმენ,მაგარი ბიჭი ხარ შენ. - ვიცინი. - მიდი აბა ჰეე და გნახააავ. - კოცნის იმიტაციას ვაკეთებ და ვუთიშავ.
ჭამას ვასრულებ და ასე ჩამსკდარი ვწვები ჩემს ფუმფულა საწოლზე. დეპრესიულ ბავშვს ვგავარ. ნაყინი მინდა... მგონი მთლად გავრეკე. ისააკზე მეფიქრება. მას საცოლე ყავს. ულამაზესი საცოლე... რა უნდა ვქნა? რა დროს ბორა-ბორა იყო? რა უნდა ვაკეთოთ იქ? - მილიარდ კითხვას ვუსვამ თავს და ასე მგონია მალე გადავიწვები. ბოლოს თავზე ბალიშს ვიდებ და მაგრად ვაჭერ ქუთუთოებს ერთმანეთს.გონებრივი დაძაბულობა მისას შვება და ვითიშები.

ტელეფონის ხმა მაღვიძებს,თავიდან ბალიშს ვიშორებ და მძინარე ხმით ვპასუხობ.
- მმმჰმ.
- რას ზმუილობ? შენ რა გეძინა? – „ ვინმე მეტყვის, ეს გოგო სამუშაოს ბოლოსაც ასეთი ენერგიული რატომ არის?“ - ჩემი მეორე მე შუბლზე ხელს ირტყამს.
- ჩამძინებია... რომელი საათია?
- შენი ადგომის და ჩვენი საყიდლებზე წასვლის. - წამსვე იბრუნებს აჟიტირებულის ხმას.
- კაარგი ხოო. გადავიცვამ უცებ და გამოვალ.
- ჩემი ძმის მანქანით მოგაკითხაავ. დაგირეკავ,რომ მოვალ.
დახლოებით ათ წუთში მოდის და მაღაზიისკენ მივყავარ. მანქანას ისე ატარებს,მთელს გზას ლოცვაში ვატარებ,რომ რამენაირად ცოცხლებმა მივაღწიოთ. მაღაზიაში ისეთ რაღაცეებს მაწვდის თვალები შუბლზე ამდის.
- გაგიჟდი? ეს როგორ უნდა ჩავიცვა? და საერთოდაც,დარწმუნებული ხარ რომ იცმევა? - ეჭვის თვალით ვუყურებ ორ ძაფის მაგვარ რაღაცას,რომელიც კონსულტანტის თქმით კუპალნიკი უნდა იყოს.
- გაიზომე რაა. - კნუტივით მიტურებს თეა.
- შანსი არააა. გამორიცხულია ამას არ ჩავიცვამ.
- უიმეეე,შენს ტანზე ვიყო ამას კიარა...
- კარგი ახლა,ამაზე უარესს ვერ იპოვნი. - მეცინება.
- აუ ეს ნახე რა კაია... - მაწვდის თეთრ,მთლიან უბრალო კუპალნიკს,რომელსაც საკმაოდ ღრმად მოღებული ზურგი აქვს.
- მართლა რა ლამაზიაა. -ხელში ვატრიალებ მატერიას.
- თან შენი კანის ფერს დააკვდება.
- მგონი კარგია. ამას ავიღებ. - კმაყოფილი ვამბობ და შეტრიალებას ვაპირებ,როცა ხელს მიჭერს.
- საით ქალბატონო? გგონია ეს ერთი გეყოფა? - ბოლოს სამ სხვადა სხავანაირ კუპალნიკს მარჩევინებს და სხვა სექციებში მიმათრევს. - ეს კაბა მგონი შენთვის შეკერეს... ეს სანდლები ძაან მოგიხდებაა. შორტები ელისაბედ! ტოპი? - ბოლოს საცვლებსაც კი ძალით მირჩევს და ათის თხუთმეტ წუთზე ცელოფნებთან ერთად ჩემი სხეულიც მიაქვს და მანქანაში „დებს“. ისე დამღალა ხელის განძრევაც კი აღარ შემიძლია. ბოლოს ჩემს ბინასთან მიჩერებს და ისევ ენერგიაზე მყოფი ცელოფნების ზემოთ ატანაში მეხმარება. მადლობას ვუხდი და ვემშვიდობები.
კარი ღია მხვდება. როგორც ჩანს ერეკლე უკვე მოვიდა. სახლში შევდივარ, ცელოფნებს ტახტზე ვყრი და ოთახის ჩუსტების ფრატუნით მივჩანჩალებ ოთახში. ერეკლე საწოლზე ჩაცმული წევს და თვალები დახუჭული აქვს. მისკენ ვიხრები და გემრიელად ვკოცნი ლოყაზე. თავის უკან გაწევას ვაპირებ,როცა ძლიერი ხელები მიჭერენ და ლოგინზე მაგდებენ. მოულოდნელობისგან კივილს ვიწყებ და მერე მესმის ერეკლეს ხარხარი.
- გული გამიხეთქე მხეცო. - მუშტს ვურტყამ მხარზე.
- აბა რა გეგონა ჩუმად,რომ მოდიოდი და კოცნას მპარავდი? - ინაზება.
- ველური. - მეცინება და კიდევ ერთხელ ვუკოცნი ლოყებს.
- აქამდე სად იყავით ქალბატონო? - თვალებ მოჭუტული მეკითხება,მერე ეღიმება და გულში მიკრავს. ჩემი ტელეფონის ხმა ისმის,აშკარად ჩემი და უნდა იყოს ამ დროზე.
- მაღაზიებში. ჩემმა თანამშრომელმა სიქა გამაძრო,ამდენი ხანი ფეხზე მაყურყუტა და გამაკოტრა კიდეც. - სიცილით ვეუბნები და ტელეფონის ასაღებად ვდგები. - ხო დაოო. - ბოლო ძალას ვიკრებ და ენერგიულად ვპასუხობ ანასტასიას.
- რას აკეთებ? - ხელს მიქნევს.
- არ მკითხოოო. ახლა მოვედი სახლში და დანგრეული ვარ. - ხელს გაშეშებულ კისერზე ვისვამ.
- ამ დროზე სად იყავი? რა გჭირს გოგო? - ეჭვის თვალით მიყურებს.
- დამშვიდდი კარგადააა და საიმედო ხელშიც. - იქედან ხმამაღლა პასუხობს ერეკლე.
- ოჰ რაღა გვიჭირს შენთან ერთად თუა. -თვალებს ატრიალებს.
- ფუ რა მწარეა ჩემიიი. - იცინის ერეკლე.
- ჰე ახლა იტყვით რა ხდებოდა იმ წვეულებაზე თუ ფეხით ჩამოვიდე მანდ?
- ნუ ბოლო ვარიანტიც კარგია. - ვეკრიჭები.
- გოგოოოო. - მზერით მემუქრება.
- კაი. ისააკს საცოლე ყავს. - მხოლოდ სამ სიტყვას ვამბობ და მის რეაქციას ველოდები. ცოტა დრო სჭირდება გასააზრებლად და ეს დროც დგება.
- რაი? - ლამის კივის აქცენტით.
- ხოო. - ყველაფერს დაწვრილებით გვაყოლებს და შიგადა შიგ ისაააკს ლანძღავს. ყველა სიკეთესთან ერთად, ისევ მეშხამება ხასიათი.
- ეს ირინა რატომღაც კარგი ქალი მგონია. ინტერნეტში სურათებიც ვნახე და კარგი ტიპი ჩანს. - ამბობს ისააკის დედაზე.
- ხოო,თითქოს მკაცრი იერი აქვს,მაგრამ სინამდვილეში უსაყვარლესი ქალია. - მეღიმება.
- ეგ არ შეარჩინო მაგ გათამამებულ კაცს. - ბოროტ სახეს იღებს.
- არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ანდაც რა უნდა ვქნა? საცოლე ყავს,საცოლე. - ბოლო სიტყვებს ლამის ყვირილით ვამბობ და ერეკლეც ჩემს დასამვიდებლად მაგრად მეხვევა.
- კარგი დამშვიდდი დაო, რამეს მოვიფიქრებთ.
- რას მოვიფიქრებთ? ბორა-ბორაზე მივდივართ გადაღებებზე. - მახსენდება.
- რაა? - ორივე ერთად ამბობს.
- ხოო. ალბათ სამი ან ოთხი დღით დავრჩებთ. მაგიტომაც ვიყავი საყიდლებზე,თეამ წამათრია,ჩემმა თანამშრომელმა.
- ღმერთო ჩემოოო.. რა მაგარია ბორა-ბორაზე შენ საერთოდ აზრზე ხაარ?- თვალებ გაფართოებული მიყურებს ჩემი და.
- მეც მინდააა. - წუწუნებს ერეკლე.
- მეც მინდა,რომ ჩემთან ერთად იყოთ. აუ რა კარგი იქნებოდა. - ჯერ ჩემს დას ვუყურებ მერე კი ერეკლეს.
- ისეც კარგი იქნება. დაიკიდე ეგ კაცი და მაგრად გაერთე. - მამხნევებს ერეკლე.
- მგონი პირველად თქვი რაღაც ჭკვიანური. - გესლავს ანასტასია.
- მადლობა. - იცინის ერეკლე და ჩვენც გვეცინება. - აუ დავიძინეთ ახლა რაა,თორემ ძალიან დავიღალე დღეს და რომ არ დავიძინო ნამდვილად გადავიწვები.
- კაიიი,ჭკვიანად იყავით და შემეხმიანეეთ. გკოცნიით. - თითს გვიქნევს და თიშავს. ჩვენ კი საწოლში ვწვებით კომფორტულად და მე როგორც ყოველთვის მის ყელში ცხვირ ჩარგული მშვიდად ვიძინებ.
**********************
აეროპორტში ერეკლეს მივყავარ,სადაც ყურებამდე გაკრეჭილი ილია და დაბღვერილი სახით მომზირალი ისააკი გვხვდებიან.
- აბა პრინცესავ,დავიპყროთ ბორა-ბორა? - თეძოების რხევით მოდის ჩემთან და ლოყაზე მკოცნის,მერე ერეკლესკენ ტრიალდება და ხელს უწვდის. - მე ელის უფროსი ვარ,ილია.
- სასიამოვნოა. ელენეს მეგობარი, ერეკლე. - ისიც ართმევს ხელს.
- ის კი ჩემი დეიდაშვილი და თანამოწილეა,ისააკი.
- მსმენია. სასიამოვნოა. - ეშმაკურად იღიმის ერეკლე და ხელს ართმევს ისააკს. მისი სახით თუ ვიმსჯელებთ,კარგი იქნება თუ რენდგენს გადაიღებს ხელზე.
- ჩემთვისაც. - ტუჩის კუთხე უტყდება ისააკს და მზერა ჩემზე გადმოაქვს. ასეთი მკაცრი გამომეტყველებით ისეთი მიმზიდველია,რომ ძნელია თავი შეიკავო და არ უყურო.
- აბაა წავედით,ჩასხდომა იწყება უკვე. - ამბობს ილია.
- წავედი აბა და ჭკვიანად იყავი. მომწერე რომ ჩაფრინდებით. - მარიგებს ერეკლე და შუბლზე ხანგრძლივად მკოცნის.
- მიყვარხარ. - ვუღიმი და ვშორდები.
- მეც მიყვარხარ პატარავ. - ხელს მიქნევს.

თვითმფრინავში ავდივარ და ჩემი ადგილის ძებნას ვიწყებ.
- მაჩვენე.. - მესმის ისააკის ხმა და წამსვე მაცლის ხელიდან ბილეთს. ჩემს გვერდით ხარ. წამოდი. - ხელს მაჯაზე მკიდებს და წინ მივყავარ. - ეს არის ჩვენი ადგილები. - მითითებს ორ ერთმანეთის გვერგი გვერდ მდგარ სკამზე.
- კარგი.- ვითომ უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს და სკამზე კომფორტულად ვჯდები. ცოტა ხნის შემდეგ ისიც გვერდით მიჯდება.
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ თვითმფრინავი აფრენას იწყებს და აი ახლა ვიაზრებ რომ ფრენის სასტიკად მეშინია. „ფრენის მეშინიაააა“ გონებაში ვკივივარ, თვალებს მაგრად ვხუჭავ და ხელებით სავარძლის ხელებს ვებღაუჭები. წამის შემდებ ხელზე თბილი თითების შეხებას ვგრძნობ.
- შენ რაა,ფრენის გეშინია? - ისააკია.
- მჰმ. - თვალებს არ ვახელ,ისე ვუქნევ თავს.
- ღმერთო ჩემო...- ღრმად ისუნთქავს. - მოდი აქ. - ამას ამბობს და ამჯერად მხრებზე ვგრძნობ მისი ძლიერი ხელების შეხებას და თითქოს შიშიც ქრება. თითქოს მისი ძლიერი ხელი ფარია,რომელიც ყველა საფრთხისგან დამიცავს.

მნაააჰ... მგონი შედარებით დიდი თავი გამოვიდა... გპირდებით,შემდეგ თავში "მეტი ისააკი" იქნება მადლობა,რომ კითხულობთ ველი თქვენს კომენტარებს



№1 სტუმარი Tamo

Rogorc iqnaaa gvagirses, isaaki minda momdevno tavshiii amovidanyelshi es erekle ???? kargi tavi iyo mainc ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

კარგია მალე დაამატე ახლი თავი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

კარგიააააა......მოუთმენლად ველი....

 


№4 სტუმარი Tamo

Rodis dadeb axaals!!!?????

 


№5  offline წევრი Marita_G

ველოდები შემდეგს ♡♡♡♡

 


№6 სტუმარი სტუმარი Eka

Aauu rogor volodebi

 


№7  offline წევრი svien

male da ra????????

 


№8  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
კარგია მალე დაამატე ახლი თავი

მიხარია,რომ მოგწონს ^_^ დავდე უკვე ახალი <3 <3

სტუმარი ნათია
კარგიააააა......მოუთმენლად ველი....

მადლობა,რომ კითხულობ და შენს აზრს მიზიარებ <3 ახლა დავდე ახალი თავი და იმედია მოგეწონება <3

Tamo
Rodis dadeb axaals!!!?????

ახლა დავდე ახალი თავი და ვიმედოვნებ,რომ მოგეწონება <3

Marita_G
ველოდები შემდეგს ♡♡♡♡

იმედია მოგეწონება ^_^

სტუმარი Eka
Aauu rogor volodebi

მიხარია,რომ მოგწონს ^_^

svien
male da ra????????

ახლა ავტვირთე ახალი თავი და იმედია მოგეწონება <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent