შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და არარეალობას შორის


13-10-2018, 01:19
ავტორი taalf
ნანახია 1 725

თვალებს ვხუჭავ,
მეღიმება,
სასიამოვნოდ თუ მწარედ არ ვიცი
ჯერ ვერ ვამბობ ზუსტად
მაგრამ ვიცი რომ მჭირდება
უმოძრაოდ, თვალებდახუჭულ მდგომარეობაში ყოფნა .
ისევ ვიღიმი და წარმოვიდგენ,
წარმოვიდგენ თვალებს
მისას,
ყველა’ფერის თვალებს და,
ღიმილი უფრო მეტად იბყრობს ჩემს სახეს,
ვხედავ მიყურებს,
მის თვალებში ჩემს თავს ვხედავ და,
ბედნიერების იმპულსები ხელის თითებიდან იწყებენ ჩემს სხეულში გავრცელებას.
მოახლოებაც არ სჭირდება,
ისე ვგრძნობ მის სუნთქვას ჩემს სახესთან ახლოს,
შუბლსა და ცხვირს ორის რომ მელამუნება,
იმდენად მსიამოვნებს, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,
ოდნავ ეღიმება,
ვგრძნობ მიახლოვდება,
მე უფრო მეტად ვღელავ
მისი სურნელი მიღიტინებს ცხვირში და...
ვიკარგები,
მთლიანად მასში ვიკარგები,
ვხვდები არ მინდა დაბრუნება,
სულ მასთან და მასში მინდა ყოფნა.
1... 2... 3...
თვალებს ვახელ და
მწარე რეალობა უფრო მეტად მასკდება პირდაპირ
ვიდრე თვალების დახუჭვამდე.
ახლაც მეღიმება, მწარედ,
თითქოს თვალები მოწოლილი ცრემლებისგან მეწვის კიდეც,
მიწყლიანდება,
მაგრამ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,
ოღონდ ამ ჰაერს მისი სურნელი არ აქვს,
და ეს უფრო მეტად მაიძულებს ისევ სიმწრით და იმედგაცრუებით გამეღიმოს,
თანდათან ვიაზრებ რომ იქ არ არის, არსად არ არის,
არ მიღიმის, არ მიყურებს, არ მიახლოვდება, არ მეხება, მე მასში არ ვარ, ის ჩემში არ არის და...
მე საბოლოოდ ვიკარგები,
ისევ ვიკარგები,
ოღონდ მასში არა
არაფერში, სრულიად სიცარიელეში.



რა ლამაზად წერ heart_eyes როგორ მომეწონა kissing_heart

 


№2  offline წევრი taalf

მწვანე თვალება
რა ლამაზად წერ heart_eyes როგორ მომეწონა kissing_heart

დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent