როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 15)
ყავის ჭიქით ხელში იჯდა ნათია ნინის სასტუმრო ოთახში და თვალი ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული. -სიმართლე რომ გითხრა ვაფშემც ვერ მივხვდი რატო იჩხუბეთ_ხელები გაშალა ნინიმ -სიმართლე რომ გითხრა ვერც მე_სიმწრით გაეცინა ნათიას. -რაღაც ეჭვები მაქ_ფრთხილად ამოხედა ნინიმ -არ მენდობა, ვერ მენდობა, საკუთარ თავსაც ვერ ენდობა, გონია, რომ ორ კვირაში მივხვდებით, რომ ერთმანეთთან არაფერი გვესაქმება და გვეტკინება. ეს ეჭვები?_ ისევ გაიღიმა ნათიამ. -რას აპირებ? დაელაპარაკები? -რა თქმა უნდა, ასე მარტივად ვერ დავკარგავ, ის რასაც მის გვერდით ვგრძნობდი რაღაც სხვა იყო, განსაკუთრებული_ბედნიერად გაეღიმა მოგონებებში წასულს. -რაღას უცდი, აუ წამო საერთოდ ვსტაცოთ ხელი, ვაკოს დავურეკავ მანქანაზეე, ერთი ორი დღე გადავმალოთ და მერე ვინღა დაიბეუნებს_ხელი აიქნია ფეხზე წამომხტარმა ნინიმ -კაცის მოტაცების ოცნებას ვერ შეეშვი ხო შენ_ყავა მოსვა ნათიამ. -არა და რა გახდა ერთი ჩემნაირი დარეკილიიი. -წარმომიდგენია ისიც შენნაირი რომ იყოს ჯერ ერთად რა იქნებით და მერე თქვენი შვილი. -ნუ გადაიტანე ახლა თემა, მართლა არ წახვალ? -ჯერ მანანას თემა უნდა მოვაგვარო_ღრმად ამოიხვნეშა სიტყვებზე. -როგორ?_წინ დაუჯდა ნინი -სახლიდან წამოვალ. -ნათი დაფიქრდი_თვალები გაუფარდოვდა მეგობარს. -უკვე გადავწყვიტე, სანამ ასე იაზეოვნებს ვერ გავჩერდები და საქმე გიორგიში არაა, ზოგადად მის ხედვაშია, სანამ ამას არ შეიცვლის არ შემიძლია. სწავლის დაწყებამდე სოფელში ვიქნები, მერე ბინას ვიქირავებ._უკვე გადაწყვეტილმა ჩაილაპარაკა და სიტყვებს გულიც ამოაყოლა თითქოს. ასე უგულისყუროდ არასდროს უმუშავია გიორგის. გულს ვერაფერს უდებდა და შედეგად რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი გააფუჭა. ბოლოს კედლის გასასწორებელი მოწყობილობა მოისროლა და ლევანს იმ წამს გალესილი კუთხე გაუფუჭა. -მოდი შევისვენოთ_თვალი ჩაუკრა ბიჭებს. მაშინვე გავარდა გიორგი აივანზე და რკინის გისოსზე იყარა ჯავრი. -გინდა ვილაპარაკოთ?_ფრთხილად კითხა თომამ. -ისე ნუ იქცევი ვითომ ვერაფერს ხვდებოდე და არაფერი იცოდე. -დებილი უნდა ვყოფილიყავი თქვენ შემხედვარე ეჭვი რომ არ გამჩენოდა. თავიდანვე ხომ იცოდი რაშიც ყოფდი თავს? -უბრალოდ ვერ ვხვდები სიყვარული ასეთი რატოა, ხომ შეიძლება უფრო მარტივი იყოს?_ნაღვლიანმა გახედა კაცს. -მარტივი? ჩვენ ახლა განტოლებაზე ან რამე ამოცანაზე არ ვლაპარაკობთ გიორგი, როცა სიყვარული მარტივია, მაშინ სიყვარული არ არის, ნამდვილ გრძნობას ბრძოლა უნდა, წინაღობების გადალახვა უნდა, აი ამითი დარწმუნდები გრძნობის სიძლიერეში და არა ისე, გაიცანი, მოგეწონა, სახლში დაისვი. სიყვარული ის ბრძოლაა, რომელშიც მონაწილეობის უფლებას ღმერთი ყველას არ აძლევს. ბედნიერი კაცი ხარ და არ და არ დაკარგო_ბეჭზე მოუთათუნა კაცმა. -მაგრამ, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით_ჩუმად ჩაილაპარაკა გიორგიმ. -აუჰ, რითი ხარ ნაკლები? ნარკომანი ხარ, უმუშევარი და ბირჟაზე ლოთობ თუ რითი? გაიგე ჩემო ბიჭო, მთავარია აქ რა გაქვს_გულზე მიადო ბიჭს ხელი და მარტო დატოვა. დაფიქრება ნამდვილად ჭირდებოდა . მეორე დღეს ნათია მართლაც გაემგზავრა სოფელში, ზაფხულის ბოლომდე იქ აპირებდა დარჩენას, ორი დღის შემდეგ გიას მანქანა დალანდა კარებთან. -მა_გაუბედავად შეეგება მონატრებულს. -როგორ ხარ მამი_მაშინვე მოეხვია კაცი შვილს. -არამიშავს, თქვენ, შენ? -ჩვენც მა, ხომ იცი დედაშენის ამბავი, რომ კითხო პოზიციას არ თმობს, არადა მთელი ღამეებია არ ძინავს._ჰამაკში ჩაჯდა დაღლილი გია. -მა, ხომ იცი, რომ უკან არ დავიხევ? -ვიცი, ვისი შვილი ხარ ბოლო ბოლო_გაეცინა კაცს და ქალიშვილი ჩაიხუტა. -თუ გგონია შვილო, რომ სწორად იქცევი, უკან არ დაიხიო და არ დანებდე, მაგრამ თუ ოდნავადაც გეპარება ეჭვი ამის გამო ოჯახს ნუ გახლეჩ. -მა, ვერც შენ გაგიგია_ნაღვლიანად გადააქნია თავი ნათიამ. -საქმე არც ჩემშია და არც გიორგიში, არც ვინმე კერძოდ აღებულ ადამიანშ, საქმე ზოგად ხედვაზეა გესმის, არ შემიძლია ისეთ ადამიანთან ვიყო და ვიცხოვრო, ვინც გარშემომყოფებს თურმე ზემოდან უყურებს და თავს არავის უყადრებს. იმდენად ვიყავი ჩემს მოსაწყენ სამყაროში ჩაბუდრული, ვერც კი შევამჩნიე, რომ დედას მეგობრები არ ყავს, მასთან არავინ დადის, არც თავად წასულა ვინმესთან, ეს იმდენად ნორმად მეჩვენებოდა არც მე გამჩენია სურვილი ადამიანს დავახლოვებოდი, გიორგიმ თვალები ამიხილა, ცხოვრება დამანახა, იცი, რომ 25 წლის ვარ და მარტინი სასმელი რომ არსებობდა არ ვიცოდი, არ ვიცოდი რას ნიშნავდა გართობა და სეირნობა, საკუთარ თავზე დროის დათმობა. იგივე ნათიას არ დავუბრუნდები_თავი გადააქნია გოგომ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიშორა. -უკვე გამეზარდე მა_ნაღვლიანად გაუღიმა შვილს და შუბლზე აკოცა, -ისე მოიქეცი როგორც ზრდასრული, დამოუკიდებელი ქალი მოიქცეოდა_თავი დაუკრა ქალიშვილს და სახლში გაბრუნება გადაწყვიტა. -გია, დაბრუნდი?_კარის ხმაზე მაშინვე გამოეგება თვალებ დაწითლებული ცოლი. -სხვა ვინ მოვიდოდა_ამოიხვნეშა კაცმა. -ეს რას ნიშნავს, არ დაბრუნდება? -ღმერთო ჩემო მანანა, ის შენი შვილია, შენი აზრით?_მკაცრი სახით ახედა ცოლს. -ჩემთან რა გინდა?_წარბები შეკრა ქალმა -არა რა, ის ბავშვი მართალია, გააფრენინებ ადამიანს, უბრალოდ თავი დამანებე, რაც გინდა ის ქენი, მე ჩემი შვილის მხარეს ვარ, რომ იცოდე_თითი დაუქნია გაშეშებულ ქალს და ოთახისკენ წავიდა. -ეგ რას ნიშნავს, მხარს არ მიჭერ? ცოლს უღალატებ? -საკუთარ შვილს უღალატე და დიდი რამე მე ცოლს თუ ვუღალატებ. -გიო, ბიჯო, სამ დღეში შენი დის ქორწილია, არ ნერვიულობ?_შუა მუშაობაში გამოხედა ლევანიმ. -მე რა მანერვიულებს, თვითონ იკითხოს, წაბრძანდება ვიღაცასთან საცხოვრებლად._გაბრაზებულის ხმით ჩაიდუდღუნა ბიჭმა. -ქმარი ვიღაცაა ბიჭო?_სიცილი აუტყდა ლევანის. -აბა რაღას მეკითხები? -შენ კიდე ყველაფერზე როგორ ბუზღუნებ_ მირიანი ჩაერთო ამჯერად. -ყველა რო მიდის ბოლოს იმას ვბუზღუნებ_იარაღები დაყარა გიორგიმ და გრძნობებს დანებდა. -ერთადერთი ვინც მყავდა ნინია იყო სანამ ბაჩო გამოჩნდებოდა, ერთმანეთზე ზრუნვის გარდა საქმე არაფერი გვქონდა, დღე მისით იწყებოდა და სრულდებოდა, ვიცოდი სახლში მისულს გვერდით ოთახში რომ მხვდებოდა, რთული ყოფილა. -მასე არ შეიძლება ძმაო, ეგოისტობ. -ვიცი და ამაზე ხმასაც არ ამოვიღებ არასდროს, ამისთვის ვიწვალეთ ზუსტად ეს წლები, რომ ბედნიერი ყოფილიყო, ბაჩოსთან კიდევ იქნება. -არ იქნება და_ჩაქუჩი შეათამაშა ხელში ლევანიმ და სამივეს გაცინება მოახერხა. -უბრალოდ მარტო დარჩენა არ მინდა_სიმწრის სიცილით გაეღიმა ბიჭს. -მარტო მაინც არ ხარ და ჩვენს თავს სულაც არ ვგულისხმობ_თვალი ჩაუკრა მირიანმა. -იქნება ქორწილში? საცოლეა ბოლობოლო_მაინც დაცინეს ბიჭებმა. -არამგონია, ისე ვიჩხუბეთ დანახვაც არ ენდომება ჩემი. -შენც ისე ქენი, რომ მოუნდეს._წარბები აუთამაშა ლევანიმ. -ახლა არა, ჯერ ნინია გავუშვა მშვიდობით და თან რემონტს რომ დავიწყებთ იქეთ ახლოს მეყოლება_გაეღიმა ნათიას სახის გახსენებაზე და ისევ მუშაობას მიუბრუნდა. ცრემლების ღაპა-ღუპით ასრულებდა რემარკის მორიგ რომანს ტელეფონი რომ აუმღერდა. უცხო ნომერს გაკვირვებულმა დახედა და მალევე უპასუხა. -სარძლოო, სად დამეკარგე? -ნინიაა, როგორ ხარ_გულწრფელად გაუხარდა გოგოს ხმა. -კარგად საყვარელო, სამ დღეში ვთხოვდები და ჯერ არ მჯერა_სიცილი აუტყდა გოგოს. -უკვე მოვიდა დროო? ასე მალეე? -აბაა, უცებ გავიდა, მინდოდა მეკითხა რას იცმევ, ან თუ გცალია სალონში ჩემთან ერთად რომ წამოხვიდე? მინდა გოგოები ერთად მყავდეთ გვერდით. -ნინი, მე არ ..... -არც კი გაბედო, არც სცადო საერთო. -გთხოვ. -არა, ეს დღე ჩემთვის საუკეთესო უნდა იყოს, პირველ რიგში მე შენ საკუთარ მეგობრად მიგიღე და არა გიორგის საცოლედ. მართლა მატკენ გულს თუ ამ დღეს მიმატოვებ. -კარგი, კარგი მართალი ხარ, წინა დღეს ვერ ჩამოვალ დასარჩენი არ მაქვს და ქორწილის დღეს დილით ადრე გამოვყვები ტრანსპორტს და მომწერე სალონის სახელი სად მოვიდე. -დასარჩენი არ გაქ? ვერ მივხვდი, ნათი ხომ კარგად ხარ? -კი კი, დიდი ისტორია, შემდეგისთვის იყოს. -კარგი საყვარელო, მაშინ გელოდები._გაუთიშა გაღიმებულ გოგოს და წამში მიუბრუნდა გვერდით მდგომ ძმას. -მოვდივარო, მაგრამ რაღაც უცანურად ილაპარაკა. -რა მხრივ? ცუდად იყო?_წამში ანერვიულდა ბიჭი. -არა, დასარჩენი არ მაქვსო_წარბები შეეკრა ჩაფიქრებულ ნინიას. -ვახ, არ ვიცი, რა მოხდა ნეტა? მალე გავიგებ_თავი დაიქნია ბიჭმა. -აი ზე საინტერესო ქორწილი გამომდის რა_ტაში შემოკრა გახარებულმა და ბედნიერი მოეხვია გაღიმებულ ძმას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.