შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვა, ცოლ-ქმარი და ლობსტერი


3-10-2020, 21:41
ავტორი Holmwood
ნანახია 910

როდესაც ჰანს ვაინერი მარადისობაზე საუბრობდა, გონებაში წარმოუდგებოდა ხოლმე მოფართხალე ლობსტერი, რომელიც ყელზე იჭერდა თოკს, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა მოეკლა თავი. არ ვიცი იცოდა თუ არა ჰანსმა, რომ ლობსტერებს სასუნთქი სისტემა ფეხებში აქვთ მოთავსებული, მაგრამ ის დანამდილებით ვიცი, რომ ასეთ პიროვნებას თითქმის შეუძლებელია თეოლოგიის ლექციის შემდგომ მარადიულის დაგემოვნების სურვილი არ გასჩენოდა:
- საყვარელო, იცი, რომ ლობსტერები უკვდავები არიან? - უთხრა ჰანსმა მეუღლეს, ანეს და ცოცხალი ლობსტერებით სავსე შეფუთვა სამზარეულოს მაგიდაზე დადო.
- როგორც ღმერთები და ვამპირები?
- ჰო, სანამ ვინმე ან რამე არ მოკლავთ.
- არ მინდა ისეთი უკვდავება, როდესაც შეიძლება პეპელაზე ადრე მომეღოს ბოლო.
- იქნებ გალაპაგოსის კუებსაც აჯობო?
- მთავარია დედაშენზე დიდხანს ვიცოცხლო.
- კარგი რა, დაანებე იმ ქალს თავი. ის ქალაქის მეორე ბოლოშია, იმის შანსი, რომ შეგხვდეს იგივეა, რომ ჰოკაიდოზე ნახო ღიპმოთანთალე იაპონელი. ჩვენ კიდევ აქ ვართ, ტალღების ხმა ჩაგვესმის, ფანჯრიდან ვუყურებთ ზღვას, ნავებს, იახტებს, თოლიებს.
- ჰო, მართალი ხარ. ლექცია საინტერესო იყო? შენი ნაწერების გასამდიდრებლად გამოგადგება?
- მეეჭვება. ისევ ეგვიპტელ და სხვა ღმერთებზე ისაუბრეს, კიდევ ნიცშეს მარადიული კვლავდაბრუნების იდეაზე.
- ეგ რას ნიშნავს? რეინკარნაცია?
- არა. იმას, რომ კაცმა არ იცის ჩვენ უკვე მერამდენედ ვიქორწინეთ.
ჰანსმა ანეს სახეზე დაბნეულობა ამოიკითხა და განუმარტა:
- ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდან მეორდება, მარადიულად, უსასრულოდ.
- მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ასე ხომ ყველაფერი მოსაბეზრებელია, ჩვენ ბედის შეცვლა არ შეგვძლებია. სულელი კაცი ყოფილა ნიცშე, ურწმუნო.
- ნიცშეს ათეისტს ვერ ვუწოდებდი.
- მაგან არ თქვა ღმერთი მოკვდაო? თუ აინშტაინი იყო.
- აინშტაინმა, პირიქით, გააცოცხლა. ნიცშემ თქვა, სწორედ ამიტომ ვერ დავარქმევ ათეისტს. თქვა, რომ ღმერთი მოკვდა; იყო, არსებობდა და მოკვდა, ღმერთის იდეა ადამიანებმა მოვკალით. ის მარადიული იყო აი, ამ ლობსტერივით, სანამ ჩვენ მოსახარშად გავიმეტებდით.
- მაინც არ მესმის - ჩაიბუტბუტა ანემ და თარო გამოაღო, რომელიც შეფუთვას მოხვდა, პაკეტი იატაკზე დაეცა და იქიდან ლობსტერები გადმოცვივდა. ზღვის ბინადრები იატაკზე ბაჯბაჯს მოჰყვნენ. ანემ შეჰკივლა და სკამზე შეხტა. ჰანსს გაეცინა:
- ამ პატარა ღმერთების გეშინია? სასწრაფოდ პაკეტში თუ არ ჩავალაგებთ სახლში მიიმალებიან და ღამით რომელიღაღა მაღვალაკი საწოლში შემოგვიძვრება, - ჰანსმა ხელში ერთ-ერთო ლობსტერი აიყვანა და თავის მეუღლეს მიუახლოვდა.
- ჰანს, ახლავე გაწიე! მართლა გეუბნები, გაწიე, თორემ რაღაცას გესვრი, - ხმა უკანკალებდა ანეს, თან მეუღლის ბავშვურობაზე ეცინებოდა.
- ნახე რა საყვარელია. შენზე ჩამჩურჩულა ისე მიყურებს ვწითლდებიო, ნახე რა აჭარხლებულია მართლა. მითხრა, რომ ატკინე და ახლა შენთან ჩახუტება უნდა.
- ჰანს!
კაცი უფრო მიახლოვდ მეუღლეს და ხელი ისე გაარხია, თითქოს საცეცებმოღერებული ლობსტერის ანესთვის სროლას აპირებდა. ქალმა შეჰკივდა და სკამიდან მაგიდაზე გადასკუპდა. იატაკზე მეტალის თეფშები დარახუნდა.
- ჰანს! იცოდე გაგშორდები, - ანემ საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ხუმრობდა. ჰანსი კი მაგიდაზე შედგა და მეუღლის წვალება განაგრძო:
- ოდესმე შეგიმჩნევია, რომ მათი საცეცები ბოქსის ხელთათმანებს ჰგავს? მოიცა, მოიცა, - ჰანსმა ლობსტერი ყურთან მიიტანა, თითქოს უსმენსო, - აჰა, გასაგებია. რომ არ ჩაეხუტე შენთან ჩხუბი უნდა.
ანემ ხელში უზარმაზარი ქაფჩა მოიმარჯვა და მისი ქნევა დაიწყო. ჰანსი ლობსტერს წინ და უკან აქნევდა, მოულოდნელად ხელი წინ მარდად გაიწვდინა, ლობსტერი მეუღლის შესაშინებლად შეანჯღრია და მხეცივით დაიღრიალა. ანე თან იცინოდა, თან სასოწარკვეთილი ჩანდა, თითქოს მისი სახე ოპტიკური ილუზია ყოფილიყო, რომელზეც ორივე ემოციის დაჭერა თანაბრად შეიძლებოდა. ქალი მაგიდიდან ჩამოხტა და სამზარეულო დატოვა. ჰანსი უკან დაედევდა, თან ვითომ ლობსტერის ხმით გაჰკიოდა: "მაკოცე ჩემო ქალბატონო და პრინცად გადავიქცევი, მხოლოდ ერთი კოცნა".
ჰანსმა თავადაც არ იცოდა მეუღლეს ეთამაშებოდა თუ დედამისზე ნათქვამი ფრაზის გამო აწვალებდა.
ჰანსი სამზარეულოს ზღურბლს გასცდა, როდესაც ანემ ფეხი დაუდო და კაცი იატაკზე გაიშხლართა. ლობსტერი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე გაცურდა, თითქოს კერლინგის დისკო ყოფილიყო. ანემ კმაყოფილებისგან გადიკისკისა, მეუღლეს ზურგზე დაახტა და უთხრა:
- დეგენერატი ხარ!
- შენ კიდე მსუქანი, ღმერთო, წელი! ალბათ მთვარეზეც ასი კილო აიწონები.
ანემ თავში წაუთაქა ხელი. ჰანსი ტკივილისგან სახეს მანჭავდა:
- მეორედ ასეთი რამე, რომ გამიკეთო იცოდე ას ევროს მოგთხოვ საწოლში ნებივრობისთვის!
- შენ რა, კახპასავით გინდა მოიქცე?
- შენ თუ იდიოტის როლს ირგებ, დამიჯერე არც მე გამიჭირდება!
- კარგი, ჰო, მაპატიე, ჩემო დემეტრა.
- ახლავე ლობსტერს მოამზადებ, მგელივით მშია, თან მაინერესებს როგორი გემო აქვს. ადე, ის წითელი ხოჭოები პაკეტში ჩააწყვე. არაფერი გაბედო, თორემ მე უკვე გაგაფრთხილე რაც მოხდება.
ანემ მუხლები კიდევ ერთხელ დააჭირა ხერხემალზე და ფეხზე წამოდგა. ჰანმა სხეული აითრია, როდესაც წელში გასწორდა ძვლებმა დაიტკაცუნა, იქვე მობაჯბაჯე ლობსტერს დაავლო ხელი და სამზარეულოში მის თანამოძმეებთან ერთად პაკეტში მოათავსა. ჰანსმა წყლით სავსე ქვაბი შედგა გაზქურაზე, შემდგომ ცეცხლი აანთო და ქვაბის გაცხელებას შეუდგა. სანამ წყალი ცხელდებოდა ცოლ-ქმარი მაგიდასთან დაჯდა, ძირს დაცვენილი თეფშები არც აუღიათ. ანე ცოტახანი ბრაზმორეული უმზერდა მეუღლეს, მერე დაშოშმინდა, სიგარეტი გააბოლა და ჰკითხა:
- იმ თავის წერა დაასრულე? შემიძლია წავიკითხო?
- არა, ჯერ არა. სიგარეტს როდის უნდა დაანებო თავი?!
- არ ვიცი, როდესაც აღარ მომინდება.
- იცი, რომ მწეველებს ათჯერ უფრო მეტი ნაოჭი აქვთ, ვიდრე არამწეველებს? გინდა, რომ ძუძუები ცვილივით ჩამოგიდნეს და ჩამოგეწელოს? არა, მე მინდა ჩემს ცოლს გლუვი კანი ჰქონდეს.
- თუ ასე ძალიან იდარდებ არც მე მინდა, რომ ადრე გამიჭაღარავდე და პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ.
- ხომ იცი მოწევას არ გიშლი, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ არ მომწონს. თუ რამე ტკბილი არ ჩაღეჭე მთელი დღე პირი თუთუნის სუნად გიყარს და შენთვის საკოცნელადაც ვეღარ ვიხრები.
- არც მე მომწონს შენს პერსონაჟს, ჯეინს, რომ ზღვაში ახრჩობ, მკითხველი საცოდაობით მოკვდება და შეძულდები.
- სწორედ ამ განცდის გაღვივება მჭორდება მკითხველში, ძალიან მიხარია თუ ჯეინის მიმართ ემპათიით განგაწყვე.
- იქნებ არ გამოგიქვეყნონ?
- ასე რატომ გგონია?
- იქნებ ვინმეს იდეას დაემთხეს, შემთხვევით პლაგიატორი აღმოჩნდე, რა იცი.
- იმედია ისეთ უნიჭოდ არ მთვლი, რომ პორნოგრაფიის სცენარისტად გამიმეტო.
- არა, არა, ნუ ბუზღუნებ, ეგ ჩლუნგების საქმეა, კლიშეები შენი სტილი არ არის. ელექტრიკოსი მიდის მარტოხელა ქალის სახლში ვინტილიატორის შესაკეთებლად, უცბად ვინტილიატორი მწყობრში მოდის, პროპელერი ტრიალს იწყებს, ქალს ქარის ძლიერი ნაკადი ხალათს ართმევს და ჟიმაობას იწყებენ. ესეთი სისულელის შეთხზვა შენ არ შეგიძლია, - ანემ ღრმა ნაფაზი მოარტყა, - შენი სცენარი ინტერელქტუალური და განმანათლებლობითი იქნება, ასეთად წარმომიდგენია: მოკლეკაბიანი გოგო, გრძელი წინდებით და შეხსნილი პერანგით ადის ბიჭის საძინებელ ოთახში სამეცადინოდ. ფსიქოლოგიაზე სწავლობენ, ისინი საუბრობენ ფროიდზე, არაცნობიერზე, გოგონებში ს შურზე, ბიჭებში კასტრაციის შიშზე, ბლა-ბლა-ბლა და შეიძლება ამ დიალოგს იმდენად შეჰყვე, რომ ერთმანეთზე არც კი აკოცნიო.
- ძალიან სასაცილოა, ძალიან, აი, მიყურე როგორ ვღრიალებ, ჰა-ჰა-ჰა!
- გირჩევნია სცენარის ორიგინალურობაზე იფიქრო.
- თუ გაინტერესებს მაქვს სათადარიგო გეგმა თუ არ გამოაქვეყნებენ ფული საიდან უნდ ვიშოვო.
- ორაგულები უნდა დაიჭირო?
- არა, რესტორანს გავხსნი.
ანეს ირონიულად გაეღიმა:
- მართლა? სად?
- გრივენის კონცხზე.
- ოჰო, სახელი თუ გაქვს მოფიქრებული? რა უნდა დაარქვა "ანეს და ჰანსის რესტორანი"? იქნებ გავაერთიანოთ და "ჰანეს რესტორანი"?
- გეყოფა დაცინვა. სახელად ერქმევა "Rest or Run", - თქვა ჰანსმა, ცერა და შუა თითი ისე გააქვავა, თითქოს ამ თითებით რაღაც ეჭირა და ხელი მარცხნიდან მარჯნივ წამოიღო, თითქოს ჰაერში მომავალი რესტორნის სახელი ჯადოსნურად უნდა დაწერილიყო.
ანემ ხახა დააღო. ისე იცინოდა ხმა არ ამოსდიოდა ყელიდან:
- მითხარი, რომ იხუმრე.
- არა!
- "Rest or Run"? დაისვენე ან გაიქეცი? ესაა შენი გეგმა?
- აქ მთავარი ხიბლი ისაა, რომ სიტყვა "რესტორანს" ეს დასახელება ერითმება. და საერთოდ, ეს პარალელური მომავლის გეგმაა და ნუ მალაპარაკებ. ჩემი წიგნი აუცილებლად გამოქვეყნდება, შენ ხომ გჯერა?
- რა თქმა უნდა, საყვარელო. გამოქვეყნდება, მაგრამ ჩემი თხოვნაა ჯეინს ნუ გაიმეტებ, - ეს თქვა ანემ და წყლის თუხთუხი გაიგონა. სიგარეტი საფერფლეზე დააჭყლიტა, წამოდგა, ლობსტერების პაკეტს წაავლო ხელი, რომ ქვაბში ყველა ერთბაშად ჩაეყარა, მაგრამ ჰანსმა მაჯაზე დაადო ხელი:
- რას აკეთებ? - იკითხა ანემ.
- ეეე... გადავიფიქრე.
- რა გადაიფიქრე?
- ლობსტერებს არ მოვხარშავთ.
- ვითომ რატომ? თავად არ გინდოდა?
- გადავიფიქრე - მეთქი.
- მიზეზი?
- მეცოდებიან.
- რა?
- შენც ხომ გეცოდება ჯეინი, ესინი კიდე უკვდავები არიან. მოდი, სანაპიროზე ჩავისეირნოთ, მზის ჩასვლას ვუყუროთ და ეს პატარა ღმერთები გავუშვათ ზღვაში, - ჰანსი აღელვებით საუბრობდა, ანე გაკვვირვებით უცქერდა მეუღლეს, - ჩვენ კი კონცხის რესტორანში წავიდეთ და რამე გემრიელი მივირთვათ.
- ეეე... ასე ძალიან რატომ განიცდი? თუ ამათი მომზადება არ იცი აღიარე.
- არა, არა, უბრალოდ ისინი ზღვის შვილები არიან, გამიგონე, და არა ამ ქვაბში ჩაგუბებული მტკნარი წყლის. მენანებიან, ძვირფასო.
- ჰმ, - ანემ თავი გააქნია, - როდემდე უნდა იყო ასეთი ბავშვური? ხანდახან მგონია, რომ ფილმ "დიდის" მთავარი პერსონაჟი ხარ, ჯოში, რომელმაც ზოლტერს ვეღარ მიაგნო.
ჰანსმა მხრები აიჩეჩა და წარბები მაღლა აზიდა. ანემ ამოიხვნეშა, ისე მიუახლოვდა ჰანსს ტუჩები ლამის ნიკაპზე მიადო და ჩუმად უთხრა:
- კარგი, რადგან ასე გინდა... რვაფეხები და გველთევზები ყელში მაქვს ამოსული. რა შევუკვეთოთ, კაპიტანო ჰანს?
- ლობსტერი - იყო პასუხი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent