შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარეთ... (პირველი თავი)


8-10-2020, 18:19
ავტორი Dileni
ნანახია 806

თავი პირველი:
მე მაკო ანანიძე ვარ. ახლა უკვე ოცდაოთხი წლის ვარ. ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის კურსს დამთავრებული.. ზემოთხსენებული ლილე კობახიძე და თეო აბესაძე ჩემი მეგობრები არიან. ბატონი აბაშიძე კი იმ დღეს გავიცანი, როდესაც პირველი კურსის პირველ დღეს ჰარვარდში ჩავედით მე, ლილე და თეო. რთული დღე იყო. საღამო ხანს კი დაგეგმილი იყო სტუდენტების გაცნობა.
- აუ რა ჩავიცვა, არვიცი - ბრაზობს ლილე და გადმოლაგებული აქვს მთელი გარდერობი.
- აუ გოგო თმები ათასჯერ დავივარცხნე, მოვიხდინე, მაგრამ, მგონია, რომ ამ ღილს არ უხდება ჩემი თმების სტილი. - თავს მატკიებს თეოს სტილის ხარვეზები.
- გოგო მე კიდევ ფეხსაცმელი არ მაქვს, რა ჩავიცვა?! - თქვა ლილემ, არადა ამ დროს ლილეს ფეხსაცმელების ფაბრიკაა ჩემს ცხვირ წინ გადაშლილი.
- ხალხნო მე კიდევ მზად ვარ და უკვე დაობებულია ლოდინისგან ჩემი 90-იანების პერანგი და შავი ქვედაბოლო. - ვთქვი მე და ამით საბოლოოდ დავაკნინე ჩემი სტილი და ჩაცმულობა. ფეხსაცმელი კი ისედაც დაკნინებულია. მეხვეწებოდნენ გამოიპრანჭეო, მაგრამ მერიდება. იქ ბევრი ლექტორი იქნება.
მოკლედ როგორც იქნა მომზადება დაასრულეს და ახლა საბოლოო დეტალები დარჩა, მათ შორის ის, რომ ისე გავიდეთ ჩვენი ოთახიდან, რომ უკან არ შებრუნდნენ თავიდან მოსამზადებლად.
- მაკო! - იძახის ლილე
- გისმენ ლილე, ახლა რაღა მოხდა?
- მაკო!
- გი-სმენ!
- მაკო-ო!- აჰყვა თეოც და ჩემსკენ მოიწევენ მომღიმარი სახეებით...
- აქ რა ხდება? - ვიკითხე მე.
- მაკო იცი რა? - გამიღმა თეომ.
- მჰ, იცი რაა? - აჰა კიდევ.
- რა გინდათ ხალხნო?
- რა და, დღეს... - თავი დახარა ლილემ და გიჟივით იკრიჭებოდა.
- აუ, მოკლედ ლილე რომ ამოდიოდა დღეს ნომერში ვიღაც მაღალი და სიმპათიური ნახა და უნა გთხოვოს, რომ თუ წვეულებაზე იქნება, და ვიცით, რომ იქნება, ცოტა გაცნობის სიტუაცია ჩამოაგდო. -მოულოდნელად მიაყარა ლილემ.
- ლილეე! დედა გენაცვალოს! -სიცილი ავტეხე მე. - ჩამოსულიყავი ჯერ. - ხო, და ფრაზა ,,დედა გენაცვალოს“ ჩემთვის მოიფიქრეს ამ ორმა ალქაჯმა.
- ხომ მოაგვარებ? - გამიღიმა ლილემ.
- მე რატომ? თეოს რატო არ ეუბნები?
- კარგი რა, ხომ იცი ასეთ რაღაცეებში ყველაზე უკომპლექსო შენ ხარ - გამიღიმეს გიჟებივით და ძლივს შეძლეს კარში გატევა, რომ უკან არ შემობრუნებულიყვნენ.
წვეულება დაიწყო. ყველა იქ იყვნენ: გოგონები, ბიჭები, კურსდამთავრებულებიც, ლექტორები და ის მაღალი სიმპათიურიც.
- აი, აი, აი, აი ეს არიის! - ლამის ხტუნვა დაიწყო ლილემ და ლექტორის შვილზე მიმითითა.
- შენ, შენ გიჟი ხომ არ ხარ? ეს მისის მერის შვილია. -თვალები შუბლზე ამივიდა მე.
- ეგ ვინღაა? - იკითხა თეომ.
- თეოო! მისის მერი ჩვენი ლექტორია ანტიკურ ხელოვნებაში. - დავასაბუთე მე. - ჰომ, და კიდევ მისი შვილი, აი ის სიმპათიური, რომელიც ჩვენ მაღალ გოგოს მოეწონა, ერთ-ერთი ქართველი ლექტორისგან ყავს, რომელიც ამ ამბის შემდეგ, ანუ როდესაც გაიგო, რომ შვილი ჰყავდა ჰარვარდიდან წავიდა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ბავშვს სახელიც მისცა და გვარიც, ეს კაცი გახლდათ ვინმე ბატონი ნიკა დარსაველიძე, ხოლო ეს მაღალი სიმპატიური ყმაწვილი, რომელიც ახლა ჩვენი თანაკურსელია არის გიორგი დარსაველიძე.
- ვაიმე! - თქვა ლილემ და წყალი მოსვა. - რატომ არის ქართველი. რატომ?
- აქ სავარაუდოდ ჩვიდმეტი ქართველი სტუდენტია ჩვენიანად, როგორც ვიცი - გაიღიმა თეომ.
- კარგია, ჩვენ სამნი და ერთს უკვე ვიცნობთ - გაღიმებული სახეები ორივემ ლილეს წითელი სახისკენ მივაბრუნეთ.
საღამო კარგად მიდიოდა, მანამდე სანამ, ლილეს ვიღაც არ დაეტაკა და ზედ წითელი ღვინო არ გადაასხა. ლილემ უცბად წამოიყვირა და მის კაბაზე დასხმული ღვინის ხელსახოცით წმენდას შეუდგა.
- დაგეხმაროთ? - გაისმა ბოხი ხმა.
ლილემ უკან მიიხედა და ბატონი დარსაველიძე შერჩა.
- რა თქვით? - იკითხა დაბნეულმა ლილემ.
- დაგეხმაროთ? - ისევ მტკიცედ გაიმეორა გიორგიმ.
- არა, მადლობა, არ არის საჭირო.
- დარწმუნებული ხართ? სველი ხელსახოცი არ გნებავთ?
- კარგით, დიდი მადლობა - გაუღიმა ლილემ და გამოართვა ხელსახოცი. - გოგონებო, მე ოთახში უნდა ავიდე, ასე ვერ ვიქნები.
- გარეთ ბნელა, შენ კი გეშინია სიბნელის, გამოგყვებით. - უთხრა თეომ.
- არ არის საჭირო, თუ ნებას დამრთავთ მე გავყვები. - გვითხრა გიორგიმ. - გოგონი, შეიძლება გამოგყვეთ?
ლილემ გაიღიმა. ეს კი თანხმობა იყო.
- გოგონებო! მალე დავბრუნდები.
ისინი გავიდნენ დარბაზიდან.
- მე ლილე ვარ. - გაიღიმა ლილემ და მას შეხედა.
- მე გიორგი დარსაველიძე. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩემთვისაც ბატონო გიორგ...
- შეჩერდი - გააწყვეტინა საუბარი - ბატონო და თქვენობით არ გვინდა კარგი? - გაიღიმა მან და ლილე მის თავს აღარ გავდა. რა მოუვიდა ნეტა იცოდეთ... დადნა. რა საყვარელი იყო გიორგი.
- კარგი. -ძლივს ამოღერღა მან. - გიორგი, რამდენი წლის ხარ?
- მე 19-ის ვარ. შენ?
- სასიამოვნოა ერთნაირი ასაკი - გაიცინა ლილემ. - ესეც ჩემი ოთახი, მადლობა, რომ მომაცილე.
- უკან ხომ უნდა დაბრუნდე?
- კი, გამოვიცვლი და ჩამოვალ.
- უკანა გზაზე კომპანიონზე უარს იტყვი? - გაიღიმა გიორგიმ და მორცხვად შეხედა ლილეს.
- შემოხვალ? - დაბნეულმა იკითხა ლილემ.
- ნებას დამრთავ? -წარბები ზევით ასწია მან.
- კეთილი იყოს- გაიღიმა ლილემ და ხელით შემოსასვლელისკენ მიუთითა.
- მადლობა - თავზე ხელი გადაისვა დაბნეულმა ბიჭმა და სამი ალქაჯის ბუნაგში შევიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent