შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თი ელ სი.


9-10-2020, 21:05
ავტორი FayaMango
ნანახია 886

თი ელ სი

თავი პირველი.

ტაბითა დიდად არასდროს იხიბლებოდა შემოდგომით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სწავლა იწყებოდა უნივერსიტეტში და ისეთი ბედ-იღბალი ჰქონდა, ლექციები სულ დილით ეწყებოდა. მეორე მიზეზად კი სულ იმას ასახელებდა, სიცივე და სუსხი არ მიყვარს, შესაბამისად, შემოდგომასაც ვერ ვიტანო. თუმცა დღევანდელ დღეზე ასე ვერ იტყოდა.
ოქტომბრის შუა რიცხვები იდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სტუდენტებს შუალედური გამოცდების ჩაბარება უწევდათ. მათ შორის, რა თქმა უნდა, ტაბითასაც, რომელმაც ისეთი მონდომებით გაიღვიძა დილით ჯერ კიდევ რვის ნახევარზე, თვითონაც ფრიად გაკვირვებული აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ ეწუწუნა და მოთქმა დაეწყო, უხმოდ შევიდა სამზარეულოში და ასევე ჩუმად შეაერთა მადუღარა. კარადიდან თავისი საყვარელი ჭიქა გამოიღო, ყავა ჩაიყარა შაქართან ერთად და წყლის ადუღებას დაელოდა, თან ქალაქის ხედს გახედა ფანჯრიდან. ერთხელ კი წამოამთქნარა, მაგრამ ძილის ნაკლებობას საერთოდაც არ გრძნობდა.
პირიქით, ენერგიაზე და კარგ ხასიათზე იყო. სულ არ ნერვიულობდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით საათ-ნახევარში გამოცდა ჰქონდა. გადასამეოებლად კონსპექტებიც კი არ წაუღია, როცა როგორც იქნა მომზადების შემდეგ სახლიდან გავიდა. მხოლოდ მისი უცვლელი თანამგზავრები — ჩანთა(მასში მოთავსებული სხვადასხვა ინვენტარებით), ტელეფონი და ყურსასმენები გაიყოლა. სადარბაზოდან გასვლისას, როგორც კი მისმა კანმა სუსხიანი ამინდი იგრძნო, გააჟრჟოლა. მოსაცმელი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე და გზას ისე გაუდგა ავტობუსის გაჩერებამდე.
სიარულისას სიცივეს ვერ გრძნობდა, თუმცა როგორც კი ერთ ადგილზე გაჩერდა, ნელ-ნელა ფეხებზე სიცივე იგრძნო(არადა, გრძელი შარვალი ეცვა). განრიგს როცა შეხედა, შვებისგან ამოისუნთქა, რადგან ტრანსპორტი წესით მალე უნდა მოსულიყო, მაგრამ იმდენი ხანი ელოდებოდა, ეგონა ძალიან დიდი დრო გავიდა. სიცივისგან ადგილზე ვერ ისვენებდა. ცოტაც და ჰაერში ხტუნვას დაიწყებდა გასახურებლად(მაინც არავინ იყო ახლო-მახლო), როცა როგორც იქნა, გამოჩნდა ლურჯი ფერის ავტობუსი.
ტაბითამ შვებით ამოიოხრა.
შიგნით შესვლისას, ჯერ, რა თქმა უნდა, ბარათი გაატარა, შემდეგ კი გამათბობელთან ახლოს დაჯდა. ყურსასმენები მოირგო და სიმღერების მოსმენაში, დრო ისე გაუფრინდა, ვერც გაანალიზა, სანამ ხალხმა ბოლო გაჩერებაზე ჩამოსვლა არ დაიწყო. თვითონაც წამოდგა ფეხზე და ტრანსპორტიდან ჩამოვიდა.
აქედანვე გაამზადა პირადობის მოწმობა და კალამი, რომლებიც მოსაცმლის შიგნითა ჯიბეში ჩაილაგა.
საგამოცდო შენობაში შესვლისას ჩანთა პირველ სართულზე ჩააბარა და ის იყო, ზემოთ უნდა გადაენაცვლა, როცა დერეფანში თავის ანერვიულებულ მეგობარს მოჰკრა თვალი. კონსპექტი მაგრად ჩაებღუჯა ხელში ნუკას, ისე ბუტბუტებდა, ვიღაცას ეგონებოდა შელოცვას წარმოთქვამსო, თუმცა თვითონ გოგონა იმდენად იყო აღელვებული გამოცდის გამო, სულაც არ ადარდებდა ვინ რას იფიქრებდა მასზე. გვერდით მდგომი მომღიმარი ტაბითაც კი ვერ შენიშნა, სანამ მხარზე შეხება არ იგრძნო.

-ტაბი, როდის მოხვედი? -მის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა.
-ახლახანს. -მეგობარმა ღიმილი ვერ დამალა- რას იმეორებ?
-შენი აზრით? -ნუკამ თვალები აატრიალა და თაბახის ფურცელი სახესთან აუფარა.
-შენ და შენი გეოლოგია. -უდარდელად ამოიფრუტუნა ტაბითამ.
-და ასე ხელ-ცარიელი რატომ მოხვედი შენ? -ნუკას გაუკვირდა, როცა მეგობრის ხელებში ფურცლები ვერ შენიშნა.
-რაში მჭირდება იმ მასალის გამეორება, რომელიც გადაღეჭილი მაქვს? -მობეზრებულმა კი იკითხა, მაგრამ სიამაყის გრძნობაც დაეუფლა, რადგან იცოდა ამ გამოცდას უმაღლეს ქულაზე დაწერდა.
ასეც აღმოჩნდა.
ყველა საკითხი იცოდა, რაც კი შეხვდა.
ჯერ მსგავსად არც ერთი შუალედური დაუწერია.
იმდენად ადვილად იხსენებდა ფაქტებსა და მოვლენებს, თვითონაც სერიოზულად უკვირდა.
დღეს მართლა განსხვავებულად დაიწყო დილა ტაბითას რუტინული ცხოვრებისგან განსხვავებით.
“მშვენიერია.” გულში ღიმილით გაიფიქრა გოგონამ, თან საბოლოოდ გასცა უკანასკნელ კითხვას პასუხი და ისე, რომ არც გადაუხედავს შესამოწმებლად, ფურცელი დამკვირვებელს ჩააბარა.
-ტელეფონი გქონდა? -ისე უღიმღამოდ ჰკითხა ქალმა, ტაბითამ ლამის თვალები აატრიალა.
-დიახ, მქონდა. -ეცადა ზრდილობიანად ეპასუხა.
-მერამდენე მაგიდასთან იჯექი?
-ოცდამეორე.
-აჰა. -პირდაპირ გაუწოდა მობილური, რომელიც გოგონამ ამჯერად უხეშად გამოართვა და უკანმოუხედავად წამოვიდა.
-უჟმური. -ამრეზით ჩაილაპარაკა.
ცოტაოდენი ბრაზი იგრძნო იმ ქალის უტაქტობის გამო, მაგრამ მალევე გადაავიწყდა ეს წვრილმანი შემთხვევა, როცა მეათე სექტორიდან გამომავალი თავისი სხვა მეგობარი შენიშნა.
-ამო! -გასძახა შორიდანვე, რომ არ გაესწრო- რა ქენი აბა, როგორ დაწერე? -მიახლოებისას ღიმილით ჰკითხა და მერე გადაკოცნა.
-რავი, დავწერე რა. -მხრების ჩეჩვით უპასუხა სტუდენტებისთვის კარგად ნაცნობი ფრაზა.- შენ რა ქენი?
-ყველაფერი! -კმაყოფილმა მიუგო- ასე მარტივად ჯერ არც ერთი შუალედური დამიწერია.
-ვა, ვა, საღოლ. -ბიჭმა საუკეთსო მეგობარი შეაქო, თან ცერა თითი აუწია.-მარტო მოხვედი?
-კი, მაგრამ მერე ნუკა ვნახე და დიდი ალბათობით, ერთად წავალთ.
-სანამ ის გამოვა კი გავიღებდი მსხვერპლს და ბოლომდე შენს გვერდით დავრჩებოდი, მაგრამ ოც წუთში ძმაკაცმა უნდა გამომიაროს. ამიტომ, მხოლოდ ათას ორასი წამი მაქვს. -ტაბითას ამირანის ნათქვამზე გაეცინა. ნუკა ალბათ, მართლა იქამდე იჯდებოდა, სანამ დამკვირვებელი ფურცელს ძალით არ ააცლიდა.
ხანდახან ძალიან უკვირდა, როგორ მეგობრობდა ისეთი ტიპაჟის ადამიანთან, როგორიც ნუკაა. ეგონა, კავშირს ვერ დაამყარებდა მსგავსი ხასიათის ხალხთან, თუმცა ტყუილად!
ამ ორს შესაშური მეგობრობა თუ არა, არავისზე ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ. სულ იცოდნენ ერთმანეთის გვერში დგომა და გათვალისწინება. არასდროს საუბრობდნენ მომაბეზრებელ, უშინაარსო თემებზე, რადგან სხვა უფრო საინტერესო საკითხები ყოველთვის ჰქონდათ განსახილველი.
მართალია, სულ რაღაც სამი წელი შეუსრულდებოდა ოქტომბრის ბოლოს მათ მეგობრობას, რაც ადამიანის გასაცნობად საკმარისი საერთოდ არაა. თუმცა, მერწმუნეთ, ამ ხნის განმავლობაში მოგროვებული ინფორმაცია თვით ტაბითას ბავშვობის მეგობრებმაც არ იცოდნენ მის შესახებ, რაც ნუკამ იცოდა.
მოკლედ... ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ.

-კიდე როდის ამოდიხარ ამ ღმერთისგან მივიწყებულ ადგილას? -ამირანმა ნუკაზე ჩაფიქრებული ტაბითა გამოაფხიზლა.
-ხვალ, ოღონდ ამჯერად შუა დღისას.
-თუ გინდა გამოგივლი და ერთად ამოვიდეთ.
-ვაიმე, კი, როგორ არ მინდა? მინდა.
-კარგი, ორზე შენს სადარბაზოსთან ვიქნები.
-ოქეი. -ამირანის გამოწვდილ მუშტს მუშტი მისცხო გოგონამ. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ნუკას ლოდინში იმდენი ხანი გავიდა, ტაბითა ლამის ადგა და წავითა თავისი ნებით. მოუწია კიდევაც ცოტახანში, როცა დამწუხრებულმა მეგობარა ამცნო, რომ სხვა საქმე ჰქონდა. სულ ბოდიშები უხადა ტაბითას ტყუილად ლოდინისთვის ქალბატონმა ჭყონიამ.
“სხვა რა გზა არისო.” გაიფიქრა ცოტათი დასევდიანებულმა და მეტროსკენ მარტო დაიძრა. ყურსასმენები მოირგო და გზა ისე განაგრძო. რამდნეიმე წუთში ხასიათი ისევ გამოუკეთდა, როცა თავისი საყვარელი სიმღერა ჩაირთო.
სახლში მისვლა არ სურდა, ამიტომ, ძველი თბილისის მონახულება გადაწყვიტა და საკმაო ხნიანი მგზავრობის შემდეგ თავისუფლების მეტროდან ამოვიდა. მშვიდად გაუყვა ქუჩებს, თან ტელეფონი მზად ჰქონდა, რათა ლამაზი კორპუსებისა და შენობებისთვის სურათები გადაეღო.
მაგრამ ისე ციოდა, ხელები სულ გაჰყინვოდა. კიდევ კარგი, ქუდი ჩანთაში ედო, თორემ ცოტახანში თავიც ასტკივდებოდა ამისთანა სუსხის გადამკიდეს. ერთ მომენტში კბილების კაწკაწი აუტყდა ჩვენს ტაბითას, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს დააჯერა ბევრი ჩაძახების შემდეგ, რომ ასე ძალიანაც არ ციოდა, მართლაც აღარ შესცივნია.
კათოლიკურ ეკლესიას მშვიდობიანად ჩაუარა თუ არა, იქვე მოსახვევში უნდა გადასულიყო, როცა ხმაურით გამოვარდა მანქანა. ლამის გული გაუსკდა მოულოდნელობისგან.
რა შეშლილია ზოგი ადამიანიო, გაეფიქრა გაბრაზებულს. თუმცა მძღოლისთვის არაფერი მიუძახებია ცხელ გულზე.
როგორია, შენთვის მშვიდად როცა მიდიხარ და არსაიდან დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი ჩაგიწუილებს გვერდით?
თანაც ასეთ ვიწრო ქუჩაზე?
ამის მიუხედავად, მშვიდად განაგრძო გზა ტროტუარზე. ბოლოს ბეთლემის აღმართსა და კიბეებს რომ მიადგა, ერთი კი ამოიხვნეშა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?
თუ უნდოდა, ზემოთ, თბილისის ლამაზი ხედი დაენახა ეს “დაბრკოლება” უნდა გადაელახა.
ასეც მოიქცა. უპრობლემოდ აიარა კიბეები.
მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა იქვე მჯდარი ლამაზი თეთრი კატა შენიშნა სხვადასხვა ფერის თვალებით(რამდენიმე ფოტოც კი გადაუღო). ერთი-ორჯერ მიეფერა და როგორც იქნა, ეკლესიის ეზოსაც მიაღწია.
ცოტათი იმედები გაუცრუვდა, რადგან ბევრი ხალხი დახვდა. იქვე რამდენიმე ბიჭიც შენიშნა, რომლებმაც არასაამაყო მზერით გადმოჰხედეს. ეს არ მოეწონა გოგონას, მაგრამ ყურადღება არც მიუქცევია, როცა თავის საყვარელ სკამზე ჩამოჯდა და ხედით ტკბობა დაიწყო. მალევე დაიცალა ეკლესიის ეზო და დარჩნენ მხოლოდ უკიდეგანო ფიქრებს მიცემული ტაბითა და ირგვლივ რამდენიმე კატა. გოგონას იმ აზრმაც გაუელვა თავში, საღამომდე აქ ვიჯდებიო, მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველი საათი იყო და ამდენ ხანს უბრალოდ ვერ მოიცდიდა. გაიყინებოდა და თან მალე მოშივდა კიდეც.
მთავარია, რამდენიმე წუთით წყნარად ჯდომისა და რაღაცების გადახარშვის საშუალება მიეცა. თითქოს ამ სილამაზეში სულიერი სიმშვიდეც იპოვა.
“როგორი კარგი დღეა? ნეტავ ბოლომდე ასე გაგრძელდეს.” გულში გახარებული ფიქრობდა, როცა ძველ თბილისს ტოვებდა. უაზროდ გაღიმებული მიაბიჯებდა ქუჩებში და რატომღაც ცხოვრება უხაროდა. გული აღტაცებისგან სწრაფად უცემდა და უკვირდა, რას შეიძლბოდა გამოეწვია ეს ყოველივე. ალბათ იმის დამსახურებაც იყო, რომ გამოცდა ძალიან კარგად დაწერა და მაღლივს დაწყნარებული მოშორდა. არც ხვალინდელი შუალედური იყო რთული. არც კი ღელავდა ამაზე.
იმის მიუხედავად, რომ მუდამ ფიქრებში იყო გართული, შუქნიშანთან ან ზებრასთან საკუთარ თავს მობილიზებას უკეთებდა, რათა გადასასვლელზე ფრთხილად გადასულიყო.
ახლაც, მოთმინებით ელოდა, როდის შეწყდებოდა ულევ მანქანათა ნაკადი, მაგრამ არადა არ აჩერებდა არავინ.
ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა მძღოლმა ინება და შეანელა სვლა. და ის იყო, უნდა გადაედგა ნაბიჯი, რომ ცხვირწინ ჩაუქროლა სხვა ვიღაცამ.

-კრეტინო! -უნებურად ყურსასმენები მოიხსნა და იმხელა ხმაზე დაიყვირა, იმ მანქანიდან შუა თითი გამოუყვეს.
“ნაბი*ვარი.” გულში გაიფიქრა განრისხებულმა.
-კარგად ხარ? -იმ მანქანიდან, რომელმაც გზა დაუთმო, თავი გადმოჰყო მძღოლმა, მაგრამ მზე პირდაპირ სახეში ანათებდა და ვერც დაინახა ადამიანი.
-კი. მადლობა. -სუსტად გაუღიმა და როგორც იქნა, გადავიდა გზაზე.
პირდაპირ დანკინ დონატში შევიდა. შიმშილისგან და აღელვებისგან ფეხები უკანკალებდა. ცოტა დამშვიდების მერე, რაღაცები შეუკვეთა და იქვე თავისუფალ მაგიდასთან ჩამოჯდა.
ამასობაში, დროც გავიდა, თან ტელეფონზე ნუკამ დაურეკა მოსაკითხად და ტაბითამაც წინანდელი შემთხვევის შესახებ უამბო. მეგობრებმა ერთმანეთის ამბები გაცვალეს და ხვალინდელი დღეც დაგეგმეს, რას გააკეთებდნენ გამოცდიდან წამოსვლის შემდეგ.
ტაბითას საგრძნობლად რომ არ შეჰღამებოდა, მალევე დაიძრა სახლისკენ და ისევ გადასასვლელს მიუახლოვდა. შუქნიშანზე ჯერ ყვითელი, შემდეგ კი წითელი ფერი აინთო, მაგრამ ეს გზა ავტობუსების იყო და ამიტომ, მანქანებიც გაჩერდნენ და ფეხით მოსიარულეებიც.

-იცი ზეგ რა ხდება? -ნუკამ მხიარული ხმით ჰკითხა მეგობარს.
-არა, აბა მითხარი. -ტაბითას ერთ წამს მზერა ახლოს გაჩერებული მანქანისკენ გაექცა. მძღოლის გვერდითა მხარეს ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, რომელიც ასევე ტელეფონზე საუბრობდა, თან თვალებს ყველგან აცეცებდა.
-მარგო ჩამოდის.
-რა?! -აღტაცებისგან ხმამაღლა წამოიძახა და ადამიანების ყურადღება მიიქცია.- მართლა?
-ჰო. აეროპორტში უნდა დავხვდეთ.
-მეც მოვდივარ! მე არ დამტოვოთ.
-რა თქმა უნდა. აბა, უშენოდ როგორ? -გაეცინა ნუკას.
-აუ, ისე გამახარე. ახლა უფრო შესანიშნავ ხასიათზე მოვედი. -ყურებამდე გაიკრიჭა ბედნიერი ტაბითა.
-ნუკა, ორი წუთით მჭირდები! -ტელეფონიდან ნუკას დედის ხმა გაიგო.
-კარგი, წავედი და დაგირეკავ კიდე მერე. -მეგობარი დაემშვიდობა და გაუთიშა.
-არის! არის! არის! -გასხივოსნებულმა ლამის იქვე დაიწყო ხტუნაობა, მაგრამ თავი შეიკავა და უბრალოდ ღიმილს დასჯერდა. მზერა კვლავ მანქანისკენ გაექცა და როცა იმ ბიჭის მზერა შენიშნა, გაეცინა.
-გამარჯობა. -არსაიდან წამოსცდათ მის ტუჩებს. ამხელა ემოციების ქვეშ მყოფმა ვერც გაიაზრა, რა გააკეთა.
მაგრამ ცუდი ხომ არაფერი უქნია?
უბრალოდ სრულიად უცნობ ადამიანს მიესალმა.
-გაგიმარჯოს. -გოგონას საქციელი კი გაუკვირდა, თუმცა კუშტი მზერა მოულბა და თვითონაც სიცილით მიუგო.
მერე ფეხით მოსიარულეთათვის შუქნიშანიც აინთო და რამდენიმე ადამიანთან ერთად ტაბითაც დაიძრა გადასასვლელისკენ.
მაინც ვერ მოითმინა და შუა გზაში უკან მიიხედა, როცა დაინახა რომ ის ადამიანი კვლავ უმზერდა, კიდევ ერთხელ გაეღიმა და თან პულსიც აუჩქარდა მოულოდნელად.
დაასკვნა, რომ სასიამოვნო უცნობთან ჰქონდა წამიერ შეხება. და ასე უცნაურად ბედნიერს მოშორდა ის მანქანა. ტაბითამ თვალი იქამდე გააყოლა, სანამ შავმა მერსედესმა რომელიღაც კუთხეში არ შეუხვია.
მგონი, ის უცნობი ტიპი გულში ჩაუვარდა.



№1  offline წევრი FayaMango

nukito20w
პირველი ვარ!
მიხარია რომ დაიწყე კიდევ ახალი. ვათ-ზეც ვკითხულობ ხოლმე შენს შემოქმედებას და აქაც სიამოვნებით ვაგრძელებ. კარგი წამოწყებაა და გამიხარდა შენი აქ ხილვა.
რაღაცნაირად, უცნაური გოგოა შენი პერსონაჟი და მომწონს ზუსტად ამიტომ. თან რაღაცებში შენც გგავს.
მიყვარს შენი იუმორის გრძნობა ❤.
მოკლეეეედ, ველოდები შემდეგ თავს!
წარმატებები,საყვარელო❤.


<333333333333 მადლობააა ნუკკიიი.. გამახარე რააა ;;დდ *____*
--------------------
არ მაქვს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent