მე შენ და ცხოვრება (თავი 16)
და აი ახლა აქ ვარ, უკვე ჩემს საქართველოში, ჩემს დუდუსთან და გიოსთან.მეორე დღეა რაც ჩამოვედი, სახლი რომელიც დუდუმ და გიომ დამახვედრეს, ჩემს ჭკუაზე გადავაადგილე ნივთები, ახლა სამზარეულოში ვარ,ყავას ვსვამ და ვფიქრობ როგორ გამოვიყვანო ყიფიანი ციხიდან,რომ გავანადგურო.ისეთი შეცვლილი ვარ ალბათ ვერც მიცნობს,ნეტავ მე რა რეაქცია მექნება,რომ ვნახავ?ფიქრები გავფანტე და დუდუს დავურეკე. -დუდუ რაშვები? -მე და გიო საქმეზე ვართ გამოსულები. -მინდა ჩემს მეგობრებს ყველას შეეხმიანო და ერთად შეკრიბო,მომენატრნენ,ყველაფერს გავაკეთებ ძველებურად ერთად,რომ ვიყოთ. -კარგი ახლავე დავრეკავ,ვეტყვი, რომ იკოსთან და ნინისთან შეიკრიბონ. -მეც ჩავიცვამ და გავალ. საძინებელში ავედი,შავი შარვალი, შავი ზედა,ფეხზე ბათინკები ჩავიცვი,ტყავის ქურთუკი მოვიცვი, მანქანის გასაღები ავიღე და ეზოში გავედი,ჩემი შავი ბიჭი იქ იდგა და მელოდებოდა, 5 წელია ასე მელოდება, ლამის მოვეფერე ძველი დრო.რომ გამახსენდა.ყველა და ყველაფერი მენატრებოდა უსაზღვროდ. მანქანაში ჩავჯექი და იკოს სახლში წავედი. -დათა!დუდუმ დამირეკა საქმე მაქვს,თქვენთან შეიკრიბეთ მალე მოვალო,წამოიყვანე ნიაკო და ამოდით,ნინიც სახლშია. -მშვიდობაა? -არვიცი,მოვალ და გეტყვითო,აკოსაც დავურეკავ და თაკოსაც. -კაი ძმაო წამოვალ ახლავე. -ნეტავ რა ხდება? -არვიცი ნინი,გავარკვევთ მოვლენ აწი. -იმედია ყველაფერი რიგზეა. -რატომ ნერვიულობ ჩემო ცხოვრება შენ? -აი ყველას რომ გვკრიბავს მაგიტომ ვნერვიულობ. -არაფერი მოხდება.-პატარავ მიყვარხარ ძალიან. -მეც ძალიან მიყვარხარ.-აკოს დაურეკე ახლა მიდი. -ხო ეგ გიჟი სულ დამავიწყდა. -დარეკე თორე აგვაფეთქებს რომ მოვა. -გელაშვილო რაშვები?-თაკოს გაუარე და სასწრაფოდ ჩემთან ამოდით. -გოგოლაძე მოგენატრე საყვარელო? -არა რა,რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს არაფერი გეშველება შენ. -დიახაც!არაფერი მეშველება, დასალევი წამოვიღო? -არაფერი გინდა თქვენ მოდით მალე. ნახევარ საათში ყველა იკოსთან იყო. -კი მაგრამ რატო შეგვკრიბეს მაგათმა?-მირას ხო არ ეხება? -მირას?-იკომ სევდიანად იკითხა-როგორ ძალიან მენატრება, ნეტავ როგორ არის. -ყველას გვენატრება ეგ გადარეული მაგრამ,გული მწყდება ერთხელაც რომ არ მოგვიკითხა. -თქვენ მოიკითხეთ?ერთხელ მაინც მოიკითხეთ ან შენ იკო ან შენ აკო?რომ მოგნატრებოდათ მოიკითხავდით. -და შენ დათა?მოიკითხე? -არა. -ესეიგი არ გენატრებოდა? -მენატრებოდა და ახლაც მენატრება.- თუ ხვდებით, რომ რაც მირა წავიდა, ბედნიერები ვერ ვართ სრულყოფილად?ცოლი მყავს, შვილი მყავს, შენც იკო მაგრამ, ბედნიერები არ ვართ,ეს კი მირას გამოა.-არც ნიას, არც ნინის და არც თაკოს სახეზე არ მინახავა სრულყოფილი ბედნიერება. -მართალი ხარ დათა,ბედნიერები არ ვართ.-მაინც და მაინც დუდუს და გიოს უნდა დაერეკა მირა რომ გაგვხსენებოდა? -მართალი ხარ აკო,მანამდეც უნდა გაგვხსენებოდა მაგრამ, ყველაზე მეტად მე მეტკინა მირას წასვლაც და ისიც,რომ ყველაზე ბოლოს გავიგეთ მისი ამბავი,ის ჩემი სულის ნაწილია, ყველაზე მეტად მე მტკივა,რას არ მივცემდი ახლა, რომ აქ იყოს და ჩავეხუტო. კარებთან ვიდექი,მათ საუბარს ვუსმენდი თვალცრემლიანი, ბოლოს იკოს ნათქვამზე ვეღა მოვითბინე და კარი შევაღე. -გოგოლაძე აქ ვარ ჩამეხუტები?-ვუთხარი თვალცრემლიანმა.-ღმერთო როგორ მენატრებოდნენ,ყველა გაოცებული მიყურებდა და ცრემლები ცვიოდათ მათაც. -იკო აქ ვარ.-ვუთხარი ღიმილით.ადგილიდან არ იძვროდა, დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები,მეტი ვეღარ მოვითბინე, მე მივედი და ჩავეხუტე.ჩავეხუტე და გული ამომაჯდა ქვითინით,თავს ვეღარ ვიკავებდი,ყველა ერთად ჩაგვეხუტა, სათითაოდ მკოცნიდნენ,იღიმოდნენ და სიხარულის ცრემლები ცვიოდათ. -ჩვენო მირა როგორ მოგვენატრე.-მითხრა დათამ. -არ მჯერა აქ ხარ ჩვენთან ხარ.-ეს ჩემი გადარეული გელაშვილი იყო. -ერთად ვართ ისევ.-გოგონებმა მომხვიეს ხელები. დივანზე ჩამოვჯექით, ყველას სიცილ-ტირილი გვქონდა ავარდნილი. -მოყევი როგორ ხარ? -ცოტაც და მოგიყვებით ყველაფერს ამომასუნთქეთ.-საერთოდ არ შეცვლილხართ. -შენ კი შეცვლილი ხარ.-ნაღვლიანად მითხრეს ერთხმად.-აღარ გიციმციმებს თვალები ისე როგორც ადრე რა შეგემთხვა ასეთი? -გავიზარდე ალბათ და მაგიტომ. -ჩვენც გავიზარდეთ მაგრამ, ერთადერთი რაც ბედნიერებისთვის გვაკლდა შენ იყავი.-ხედავ?უკვე ჩვენც აგვიციმციმდა თვალები,რადგან სრულყოფილად ბენიერები ვართ შენი დაბრუნებით ასე, რომ გაზრდა არაფერ შუაშია,რაღაც შეგემთხვა და გელოდებით გვითხარი. -მოკლედ ვიტყვი და სხვა დროს გავაგრძელოთ.მე,მე ბავშვი დავკარგე.-ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა. -მირა ჩემო გოგო ეს რა გადაგიტანია,- ჩამეხუტა ნინი.-ჩემო ლამაზო, ჩემო კეთილო,ასე რატომ დაიტანჯე. -არვიცი არაფერი არ ვიცი. -რატომ არაფერი გვითხარი? -არ მინდოდა, აქედან, რომ წავედი ვიცოდი,ყველას გული გატკინეთ ჩემი გადაწყვეტილებით და ჩავთვალე, რომ ჩემთან აღარ გინდოდათ. -სისულელეა.-იყვირა იკომ.-ჩვენ აღარ გვინდოდი?ჩვენ კი არა შენ აღარ გინდოდით მაგრამ,ახლა მთავარია დაბრუნდი და ჩვენთან ხარ.-აღარასდროს გაპატიებ ასეთ საქციელს, არც მე და არც დანარჩენები,დამთავრდა, დაბრუნდი და დავივიწყოთ ეს 5 წელი. -მირა მოგვიყევი რა როგორ მოხდა.-მითხრა აკომ.-ასეთი სერიოზული აკო არასდროს მინახავს. -მოგიყვებით ყველაფერს-ვუთხარი და თხრობა დავიწყე, ყველაფერი მოვყევი ჩასვლის დღიდან, ჩამოსვლის დღემდე. -და ყიფიანი? -რა ყიფიანი დათა? -ის ყიფიანი,რომ ბათას ვენდობი,ყველაზე მაგარი კაცია ვინც კი ოდესმე შემხვედრია. -შენ როდის აქეთ შეგიყვარდა ყიფიანი? -მას მერე რაც....-იკომ თვალები დაუბრიალა და დათაც გაჩუმდა. -რატომ გაჩუმდი დათა?თქვი რაც რა? -არაფერი მირა დამშვიდდი. -არა აკო ვერ დავმშვიდდები,მითხარით ახლავე თორემ მაინც გავარკვევ და მერე მართლა ყველას დაგკარგავთ. -კარგი,კარგი მირა, დაჯექი-იკომ ერთი ამოიხვნეშა, სახეზე ხელები ჩამოისვა და წინ დამისვა. -იცი რატომ ზის ყიფიანი? -დავით ნაკაშიძის მკვლელობისთვის. -კი მაგიტომ მაგრამ, რატომ მოკლა ეგ თუ იცი? -არა ეგ არ ვიცი.-რახდება? -შენი მშობლები. -არა,არა,ჩემი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. -არ არის ეგრე. -როგორ თუ არ არის?-ფეხზე წამოვხტი. -დაჯექი და მომისმინე. -გისმენ მითხარი. -დავითმა დედაშენი გაიტაცა,დადა დაიბარა, ორივე მოკლა და ბათამ შური იძია,დეტალები არც ჩვენ ვიცით,როცა გამოვა ალბათ ჩაგვთვლის ღირსად,რომ თქვას. -არა,არა,ვერ ვიჯერებ ვერა, ბათა ჩემს მაგივრად ვერ იძიებდა შურს,იმ ყველაფრის მერე რაც მითხრა, ამას არ გააკეთებდა,შანსი არ არის. -რა გითხრა ასეთი? რატო ხარ ასე გამწარებული ყიფიანზე? ახლა მაინც აგვიხსენი ამდენი წლის შემდეგ. -ის,რომ გამომიყენა, აისრულა რაც უნდოდა და მიმაგდო.-იცი რა მითხრა?არასდროს მყვარებიხარ,რქები მინდოდა მომეტეხა შენთვის,ჯეკპოტიც კი მოვხსენი რადგან, შენთვის პირველი მე ვიყავიო.-ჯეკპოტიო გესმით?ჯეკპოტიო-ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.-ამის შემდეგ მეუბნებით,რომ ყიფიანმა ჩემი ოჯახის გამო შური იძია?აქ სხვა ამბავია, აუცილებლად გავარკვევ და ციხეს სანატრელს გავუხდი,დასაკარგი არაფერი მაქვს საერთოდ.არცერთმა გაბედოთ ჩაერიოთ და ხელი შემიშალოთ,ეს მე და ყიფიანის საქმეა რომელიც ერთმანეთში უნდა გავარკვიოთ. -ვერ შეძლებ დაიტანჯები,არვიცი ეგ სიტყვები რატომ გითხრა მაგრამ, ვერავინ დამარწმუნებს იმაში,რომ ყიფიანს არ უყვარდი.-მითხრა იკომ. -მართალია იკო,ბათა ყველაზე ღირსეული კაცია ჩემს თვალში, ვინც კი შემხვედრია. -ვეთანხმები დათას.მე რომელსაც სიყვარული ფეხებზე და არასერიოზულად ვარ განწყობილი მაგ გრძნობის მიმართ,მეც კი ვამჩნევდი როგორ უყვარდი ბათას.ამიტომ გირჩევ,ჯერ კარგად გაარკვიო ყველაფერი და მერე რაც გინდა ის აკეთო. -აკო მართალია ჯერ გაარკვიე და მერე. -არაფრის გარკვევას არ ვაპირებ, ვერ ვაპატიებ იმ დამცირებას,ვერ ვაპატიებ ჩემს ფეხქვეშ გათელვას. -ბავშვი?-ზუკასი იყო თუ ბათასი? -სერიოზულად იკო?-სიმწრით გამეცინა.-ზუკასი იყო.-აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი,თქვენზე მომიყევით.-ძალიან მეწყინა იკოს კითხვა მაგრამ,რა იცოდა,რომ ყიფიანის გარდა არავინ შემხებია, რა იცოდა,რომ ვერავის ვიკარებდი. -მოდი დავლიოთ დღეს. -დავლიოთ ტაში შემოკრეს გოგონებმა.-ოთხივე ერთმანეთს ჩავეხუტეთ,ბიჭებმა კი დასალევები ამოიტანეს. ძალიან ძალიან ბევრი დავლიე. -სახლში უნდა წავიდე. -მთვრალი ხარ მირა ვერ წახვალ. -არა!აუცილებლად უნდა წავიდე. -საჭესთან ვერ დაჯდები ასეთ მდგომარეობაში. -ტაქსი გამომიძახეთ მაშინ. ტაქსი გამოვიძახეთ და სახლში წავედი, კარები გავაღე,სიმარტოვე და სიცივე შემომეგება, ყველანაირად გატეხილი ვიყავი,გაციებული.როგორ მენატრებოდა, ღმერთოო?! ყველაფრის მიუხედავად რას არ მივცემდი, ერთი წამით მაინც, რომ დამენახა,მანადგურებდა ეს მონატრება,ფეხზე გავიხადე და იქვე წამოვწექი დივანზე, როდის ჩამეძინა არ ვიცი.ბათა მესიზმრა,თავზე ხელს მისვამდა და მეჩურჩულებოდა. -ჩემო სიყვარულო,ჩემო ცხოვრების აზრო,როგორ დამეტანჯე ჩემო ანგელოზო,რომ იცოდე როგორ მიყვარხარ,რომ იცოდე რა ჯოჯოხეთი იყო შენს გარეშე ჩემი ცხოვრება,ალბათ არ შემიძულებდი.მაპატიე ყველა სიტყვა რაც იმ დღეს გითხარი,ყოველთვის მეყვარები ჩემო გადარეულო გოგო, ოღონდ შენ იყო ბედნიერი და ჩემი სიყვარულის დედაც მოვ..ან. დილით, რომ გავიღვიძე პლედი მეფარა ,გამიკვირდა არაფერი მახსოვდა, როდის დავიფარე ეს ნეტავ?სიზმარი გამახსენდა, არა,არა,უფრო ცხადს გავდა,ნუთუ ყიფიანი გამოვიდა მაგრამ, აქ როგორ?აქ ვერანაირად ვერ შემოვიდოდა.ჩემს თავს ველაპარაკებოდი,მგონი ვგიჟდები. კარებზე ზარი დაირეკა,მეც გამოვფხიზლდი,ძლივს ავდექი ფეხზე,კარი გავაღე,არავინ დამხვდა.ძირს დავიხედე კონვერტი იყო,ავიღე და სახლში შემოვიტანე,გავხსენი,შიგნით კი წერილი იყო დაბეჭდილი ასოებით. ,,შენი შვილი ცოცხალია, ძალიან, ძალიან ახლოს არის შენთან, თუ ჭკვიანად მოიქცევი აუცილებლად დაიბრუნებ,, ავკანკალდი,იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. ვინ ჯანდაბა მეთამაშება?ტელეფონი ამოვიღე და დუდუსთან დავრეკე. -დუდუ სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდით,ახლავე! -რახდება? -ახლავე, ახლავეე!-ავკივლდი ტელეფონში. ზუსტად 20 წუთში გიომ და დუდუმ შემოგლიჯეს სახლის კარები, ძირს ჩაკეცილი, რომ დამინახეს სასწრაფოდ ჩემთან მოცვივდნენ, ფეხზე ამაყენეს. -რა ხდება?რა გჭირს?რას გავხარ? -ნახე მიდი,ნახე იქ რა წერია. -სად მირა? -აი იქ. წერილი წაიკითხა. - დედას შევ..ი -ვინ ჯანდაბაა ეს?ვინ იცოდა ბავშვის შესახებ? -ზუკამ და თქვენ.-ხო კიდევ გუშინ ბავშვებსაც ვუთხარი.-იქნებ? -არც გაბედო მირა!მაგის გაფიქრებაც არ გაბედო. -მართალი ხარ,მართალი!უბრალოდ გავგიჟდი და ვეღარ ვაზროვნებ. -ფოსტიდან არ არის, როგორ გავარკვიო? -ვერ გავარკვევთ,კამერების ჩართვა დამავიწყდა. -არაუშავს გიო,დამშვიდდით.-ვიღაცამ თამაში დაიწყო და აუცილებლად გააგრძელებს,ასე რომ ახლა ჩავრთოთ. -მართალი ხარ მირა,გიო გადი ჩართე კამერები. -ახლა რაც შეეხება ჩემი მშობლების სიკვდილს ,რატომ დამიმალეთ? -ვერ გეტყოდით,ამხელა გზაზე იყავი.-დათოს დედაშენი უყვარდა მთელი ცხოვრება,დადას ვერ აპატია საყვარელი ქალის წართმევა, არ მოისვენა სანამ თავისი არ გაიტანა,ვერაფერი გავაკეთეთ,არ გვეგონა,არც ჩვენ და არც დადას ამდენს თუ გაბედავდა. -უნდა გეთქვათ,ჯანდაბა!უნდა მცოდნოდა და ყიფიანს არ უნდა გაეკეთებინა ჩემი გასაკეთებელი.-გენდობოდით თქვენ კი დამიმალეთ.წადით აქედან და მე მივხედავ ჩემს თავს. -სისულელეს ნუ ამბობ მირა,იცოდე ინანებ. -არ ვინანებ.წადით. -არსადაც არ წავალთ. -მაშინ მე წავალ.-ქურთუკი მოვიცვი და კარისკენ წავედი. -ყიფიანმა თავის გასაკეთებელი გააკეთა.-მომაძახა დუდუმ. -რას ქვია თავისი გააკეთა?-ვინ იყო ყიფიანი, რომ დადა ნაკანის გამო შური ეძია? -დადას შვილობილი იყო.-გიომ მითხრა და ხელები ჩამოყარა. -რას ამბობს დუდუ ეს? -ხო მირა, დადასთან ცხოვრობდა საბერძნეთში,მასთან იყო როცა საქართველოდან წავიდა, როცა თავის მეგობრები დაკარგა მაშინ,შვილივით უყვარდა დადას. -არა, არა, არ იქნება სიმართლე ეს ყველაფერი.-მე რატომ არ მითხრა მამამ? -ბათას არ უნდოდა გცოდნოდა. -გასაგებია.-ვუთხარი მშვიდად. -კარგად ხარ? -მეტი რო არ შეიძლება. -რას აპირებ? -არ მაინტერესებს ვინ იყო ყიფიანი მამაჩემისთვის,მაინც გავასწორებ მიწასთან. -შეცდომას დაუშვებ. -შეცდომა მისი შეყვარება იყო.-ახლა ეს წერილი უნდა გავარკვიო, ჩემი შვილი თუ მართლა ცოცხალია,უნდა ვიპოვო,აუცილებლად უნდა ვიპოვო. -მირა იქნებ არ ღირს?-ვიღაც გეთამაშება. -ეგრეც რომ იყოს უნდა გავარკვიო ვინ მეთამაშება.-გამიყვანეთ იკოს სახლამდე მანქანა იქ მყავს. -წავიდეთ. -მიყვარხართ ძალიან ბიჭებო. -ჩვენც ძალიან გვიყვარხარ. იკოს სახლში მივედი,კარი შევაღე, ეძინათ,ამიტომ აღარ გავაღვიძე,მანქანის გასაღები ავიღე და წამოვედი. მთელი დღე დავბოდიალობდი მონატრებულ ქუჩებში და ფიქრისგან თავი მისკდებოდა,ტელეფონის ზარმა მომიყვანა აზრზე. -გისმენ. -საქმეა. -მოვდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.