შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვდა და თბილისს ებურა თალხი -2-


12-10-2020, 02:57
ავტორი Hilalli
ნანახია 1 224

-2-

სასახლეს სადაც იმ ღამეს პირველად შევიდნენ ძმები დადიანები მაღალი ჭერი, ზედ დაკიდული მოოქროვილი ჭაღებითა და შუშის ვიტრინებზე დაფენილი ბარხატის ფარდები ამშვენებდა. ფართო მისაღების ცენტრში თავისი აბსოლიტური მომხიბლაობით ამაყად იდგა სასახლის პრინცესა - ანასტასია ვასაძე. წითელი კაბით მხრებზე ჩამოშლილი ოქროსფერი კულულებითა და თავზე დადგმული ბრილიანტებით მოჭედილი დიადემით. არავის უხდებოდა პრინცესის ტიტული ისე როგორც მას. არავინ იმსახურებდა მეფის წოდებას ისე როგორც მამამისი. და არავინ იყო იმ ოთახში იმაზე მომხიბლავი როგორც ის. და ყველა ამ ადამიანს ამ სახლში იგივე ფასი ჰქონდა მისთვის როგორც მის ფეხზე წამოცმულ ლაბუტინებს. საკმაოდ ძვირიანი ნივთი რომელიც მხოლოდ ფეხის სამაშვენისია. ან შანელის კაბას მაგრამ მისი ბრწყინავალების მთავარი ნათურა სწორედ ეს მშვენიერი დიადემა იყო, რომლიც მეფემ თავის პრინცესას აჩუქა. ის კი მამიკოს საჩუქარს სიამაყით ატარებდა ამ დღეს. ეს მწვანე თვალება მშვენიერება ნამდვილად ანათებდა ამ საღამოს მაგრამ მისი სილამაზე ამ მოვლილ სახის კანში და ლამაზ ნივთებში უფრო იყო ვიდრე დახვეწილ ნაქვთებშ. მაგრამ 21 წლის ბიჭები ამას ვერ ხედავენ. ვერც დემეტრე დადიანი ხედავდა როცა ოთახის კუთხეში გაჩერდა და აღტაცებული შესცქეროდა თავისი გულის მშვენიერებას როგორ ხსნიდა საჩუქრებს. თითქოს მის გარშემო არსებული ადამიანები სადღაც გამქრალიყო, თითქოს მუსიკა მხოლოდ მისთვის და ტასოსთვის უკრავდა. თითქოს ამ ოთახში მხოლოდ ის ორნი იყვნენ მაგრამ მაინც ძალიან შორი მანძილიდან უცქერდა რათა თავისი პატივისცემა გამოეჩინა ქალბატონისადმი. წამიერად ზღაპარში მოყვა მშვენიერ ზღაპარში რომელსაც მხოლოდ ფერია აკლდა, რადგან დემეტრეს კონკიაზე მეტად სჭირდებოდა სასწაულები რომ ამ გოგოს გული მოეგო. ეს კი იმ წამს კიდევ უფრო მკაფიოდ გაანალიზა როდესაც ცოტნემ ზღაპრული ფანტაზიებდან გამოიყვანა, მხარზე აღტაცებით დაარტყა ხელი და უთხრა:
- ღმერთო... მალე შეხედე! - ფანჯრისკენ ანიშნა - ეზოში რამაგარი მანქანა შემოვიდა
ცოტნე აღფრთოვანდა, დემეტრემ კი სახეზე ფერი დაკარგა. მანქანიდან ძალიან ელეგანტური 23 წლის ყმაწვილი გადმოვიდა, იმაზე 10 ჯერ ძვირადღირებული კოსტუმით ვიდრე დემეტრეს სკოლის ბანკეტზე ეცვა, ხელზე როლექსის ოქროს საათით. აბრეშუმის ჰალსტუხითა და საოცრად დახვეწილი მიხვრა მოხვრით. თორნიკე მეტრეველი - ბიჭი წითური დავარცხნილი თმით რომელიც წამში იქცა ამ საღამოს პრინცად. თავლისმომჭრელი ქარიზმით შემოვიდა უზარმაზარი წითელი ვარდებით ხელში კარში და პირდაპირ საღამოს პრინცესასაკენ წავიდა. კარის შეღებისთანავე თორნიკეს ოდეკოლონმა ამ სახლში მყოფი 30- ამდე გოგონას სუნამოს სუნი ერთიანად დაახშო. წარმოდგენა არ მაქვს ასეთი რა ესხა მაგრამ მისმა ვიზუალმა და სურნელმა მუსიკაც კი დაადუმა. დემეტრეს გვერდით ისე ჩაუარა თითქოს კედელზე აყუდებული ობლბა ყოფილიყო და მამიკოს პრინცესას წითელი ვარდების თაიგული გადასცა. გოგონამ ღიმილით გამოართვა და გადაეხვია შემდეგ ბარხატის ყუთიდან ოქროს ყელსაბამი ამოიღო თორნიკემ და ყველას თვალწინ მოარგო ანასტასიას ვიწრო ყელს, რომელსაც თავის ქერა დალალები ისე ამაყად ეჭირა ამ დროს როგორც ალბათ არასდროს. თორნიკე მეტრეველი უბრალო თაყავნისმცემლის სახელს ატარებდა ანასტასია ვასაძის ცხოვრებაში. მაგრამ ამ წამს ყველა ხედავდა, რომ ამ გოგოს ძალიან ათამამებდნენ უბრალო თაყვანისმცემლები.
- ეს ბიჭი... იმ ძალიან მაგარი შავი ჯიპიტად, რომ გადმოვიდა... - დაბნევით ჰკითხა ცოტნემ ძმას - მისია ეს მანქანა?
- ჰო... - მოწყენილმა მიუგო დემეტრემ
- და ეს გოგო მოგწონს ახლა ყელსაბამს რო უკეთებს ის ბიჭი მანქანა ვისიც არის ხო? - კიდევ უფრო დაბნეულმა და ყელში ნერწყ გაჩხერით მისცა მეორე შეკითხვა
- ჰო...
- შანსები გაქვს ძმაო - ირონიულად გაუღიმა - ასეთი მანქანის პატრონს რომ მოვწონდე მეც მივცემ
- არა ტასო ასეთი არარის. - მკაცრად უთხრა დემეტრემ ძმას
- ასეთი არარის? - გაუკვირდა ცოტნეს - თავზე ბრილიანტის გვირგვინი ადგას... რას ნიშნავს ასეთი არარის? ბრმა ხარ? ასეც რომ იყოს გარეგნულადაც არაფერი აქვს დასაწუნი ამ ბიჭს... თან მისი მანქანა.... ასეთი მდიდარია?
- ვერც კი წარმოიდგენ როგორი... - ხმა გაუწყდა - მის ოჯახს მთელ საქართველოში სასტუმროები აქვს. თავადაც ლოკომოტოვი ხო იცი? იქ თამაშობს კაპიტანია, ძალიან წარმატებული ფეღბურთელი... ამ ყველაფერთან ერთად ბიზნესი დაამთავრა განათლებულია და ოჯახის საქმეებს ადვილად გადაიბარებს...
- ჰოო... ძმაო... ნამეტანი სუსტი მეტოქე აგირჩევია. ამას ადვილად მოერევი და ბრიტანეთის პრინცს რო ცოლი აახიო არ ჯობია? - ირონიულად გადაუკრა ცოტნემ, რამაც ნამდვილად გაამხიარულა დემეტრე და მასაც გაეცინა. - რითი აპირებ მასთან დუელს? სიმპატიური ხარ მაგრამ....
- ბუნებით... - გაუღიმა დემემ - დედა ყოველთბის გვეუბნრბოდა მთავარი შინაგანი სამყაროაო.
- აჰამ... - გაეცინა ცოტნეს - ეს გოგო რომც დაკერო მის შენახვას ვერ გაწვდები ძმაო... დედა იმასაც გვეუბნრბოდა სახლში ცხოველს ნუ მოიყვანთ თუ მისი გამოკვება არ შეგიძლიათო.
- ამას ქუჩის კატებზე ამბობდა ცოტნე რას ადარებ?
- მითუმეტეს... ქუჩის კატის გამოკვებას ვერ ახერხებდი და შენი აზრით ამ შავ ხიზილალაზე გაზდილ გოგოს შეინახავ? არა თუ უბრალოდ მასთან სექსი გინდა კიდევ ჰო... ააა მოიცა მაგას მითუმეტეს ვერ გაწვდები...
- სექსი არ მინდა... მგონი მართლა მიყვარს და დამიჯერე ვაცნობიერებ რამდენად შეუძლებელი რამ მინდა
- შენი საქმის შენ იცი მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ვინმე ჩვენი წრიდან იპოვო. ვინმე ისეთი მაინც ვახშმად ასეტრინის მწვადს რომ არ მოგთხოვს და დედას გაკეთებულ კართოფილის სოუზს ზდილობისთვის მაინც შეჭამს.
ცოტნეს ამ ხუმრობით ნათქვამმა სიტყვებმა დემეტრე ნამდვილად დაანაღვლიანა. ამ ბიჭისთვის დედა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ნამდვილად არ სურდა ქალი რომელიც დედამისის გაკეთებულ წვნიანს არ შეჭამდა, მაგრამ ანასტასია ვასაძეში რატომღაც ძალიან იყო დარწმუნებული და სჯეროდა, რომ მისი ოცნების ქალი იყო. ქალი რომლისთვისაც მნიშვნელობა არ ექნებოდა სად იცხოვრებდა ან რას შეჭამდა ვახშმად და ბედნიერი იქნებოდა იმ დიდი სიყვარულით რომლის მიცემაც დემეტრეს შეეძლებოდა. მაგრამ იყო რომ ეს ქალი ანასტასია ვასაძე?! და ასეც რო ყოფილიყო მამიკოს პრინცესას ბოროტი მდიდარი მეფე მისცემდა იმის უფლებას ასე ეცხოვრა? მათი ამბავი ნამდვილად ჰგავდა ზღაპარს. ალადინის ზღაპარს, მაგრამ სამწუხაროდ აქ არც ჯინი იყო და არც მისი სამი სურვილი ამიტომ ყველაფერი მეფის ძალაუფლების ხელში რჩებოდა. ამ ფიქრებში წაღებული დემეტრე მარიამ რობაქიძის ტკბილმა ხმამ გამოაფხიზლა:
- მიხარია, რომ მოხვედი - უთხრა თავის მეგობარს და გადაეხვია. ეს ძალიან კეთილი, შავგვრემანი, ლამაზი გოგო იყო. რომელიც ბავშობიდან მეგობრობდა დემეტრესთან და ალბათ მისი საუკეთესო მეგობარიც იყო. ამავდროულად დამაკავშირებელი ხიდი რომელიც დემეტრესა და ანასტასიას შორის არსებობდა. - როგორ ხარ?
- კარგად მადლობა. შენ? - ძალდატანებული ღიმილით კითხა დემეტრემ. და ძმას მიუბრუნდა - მარიამი ხომ გახსოვს ჩემი კლასელი.
- ა... გასაგებია ამ წრეში საიდან მოხვდი - ცოტნემ ხაზი გაუსვა მარიამის ისევე როგორც სხვა დანარჩენი აქ მყოფის მაღალ სოციალურ სტატსუსს. - როგორ გაზრდილხარ და... გალამაზებულხარ. ბოლოს რომ გნახე მგონი ძალიანპატარა იყავი
- მადლობა თუ ეს ყველაფერი კომპლიმენტი იყო - გაეცინა მარიამს
- კი... ნამდვილად იყო. - გამომწვევი მზერა ესროლა ცოტნემ მარიამს
- აქ არ გელოდი - უპასუხა მარიამმა
- არც უნდა ყოფილიყო მაგრამ ამეკიდა. მერე დედამ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. - მორცხვად უპასუხა დემეტრემ
- კარგია - გაეცინა მარიამს - საჩუქარი მანახე რა უყიდე.
- არა... გადავიფიქრე მიცემა თორნიკეს საჩუქრების მერე აღარ ღირს.
- გეყოფა! ანასტასია ასეთი არაა. გაუხარდება და მოეწონება რაც არუნდა იყოს!
- დარწმუნებული ვარ - სიცილი ვერ შეიკავა ცოტნემ და გულიანად გადაიხარხარა. თუმცა მარიამისა და დემეტრეს სახეების მერე მიხვდა რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა და სიტუაციას განერიდა - მე გავალ რამეს შევჭამ
- კარგად მოიქეცი გთხოვ! - შეევედრა დემე
- გავიგე! - უპასუხა და გაუჩინარდა.
და აი წამიც როცა პრინცესა ჟასმინი თავად მიუხლოვდა ალადინს და დემეს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ახლა ნამდვილად უნდა დალაპარაკებოდა.
- დემეტრე...ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი. - ღიმილით მიუგო პრინცესამ.
- გილოცავ რამდენი წლის გახდი? - ხმა აუკანკალდა დემეტრეს
- 20 - ეს რათქმაუნდა უკვე იცოდა მაგრამ მაინც ჩათვალა თავი ვალდებულად რომ ეკითხა
- თორნიკეს შთაბეჭდილების მოხდენა ნამდვილად შეუძლია - დამცინავად დაიწყო მარიამმა- მისი შემოსვლის დროს მუსიკა რომ გამორთეს მაგაზე ძაალიან გამეცინა
- ხოო... - ანასტასიასაც გაეცინა - მთელი ეს დავარცხნილი თმა და ვარდები თავი თურქულ სერიალში მეგონა.
და აი წამი როცა დემეტრეს სიხარულის მაგივრად მეტი მწუხარწბა ჩაეღვარა გულში. თუ ამ ბიჭს ასე სამასხროდ იგდებნენ წარმოიდგინა მასზე და მის საჩუქარზე რამდენს იცინებდნენ. მაგრამ მარიამს ბავშობიდან იცნობდა ენდობოდა და მაინც რაღაც ეუბნებოდა რომ ასე არ მოექცეოდა.
- შენ დაპატიჟე? - განაგრძნო შავგვრემანმა გოგონამ - თუ მისტერ სრულყოფილებას არ სჭირდება დაპატიჟება.
- მე... მაგრამ - თავი იმართლა ანასტასიამ რაც ძალიან უცნაურად ჟღერდა - მამაჩემმა მთხოვა. მის ოჯახთან მეგობრობს და... ხომ ხვდები
- კი... - მკლავზე ნაზად მოკიდა ხელი მარიამმა - მე წავალ ცოტნეს მოვძებნი რამე შარში არ გაეხვიოს.
უთხრა და ჩუმად დატოვა მომხიბლავი წყვილი მარტო.
- ცოტნე ჩემი ძმაა - უთხრა დემეტრემ - მაპატიე ამეკიდა და იმედი მაქვს რომ შარში არ გაეხვევა.
- არაუშავს... აქ ბევრია დაუპატიჟებელი სტუმარი - თბილად გაუღიმა - თუ გაეხვევა არცეგაა პრობლემა. შენ ნუ იდარდებ.
- მას არ იცნობ - დემეტრეს სიმწრით გაეცინა - თორემ მერწმუნე ასე მშვიდად არ იტყოდი ამას.
- ძალიან ცუდი... უნდა გამაცნო.
- მე... რაღაც მოგიტანე... საჩუქარი - ჯიბიდან პატარა წითელი ყუთი ამოიღო დემეტრემ და პრონცესას გაუწოდა - თუმცა ცოტა მეუხერხულება ისეთი საჩუქრები მიიღე .
- ნუ ბოდავ! - ბრძანებასავით ჟღერდა თუმცა თბილი ღიმილით წარმოთქვა და პატარა წითელი ყუთი ნაზად გახსნა. შიგ ვერცხლის პატარა საყურები ეწყო. შეიძლება ანასტასიასთვის ეს ძალიან უბრალო საჩუქარი იყო მაგრამ დემეტრეს მთელ ქონებად და მძიმე შრომად დაუჯდა. მიუხედავად ყველაფრისა ანასტასია კარგად აღზრდილი ზდილობიანი გოგონა იყო და ღიმილით მიმართა დემეტრეს - გმადლობ მართლა ძალიან ლამაზია.
- დიდი არაფერი. - თავი მორცხვად დახარა დემეტრემ
- მართლა ძალიან მომწონს
ყურიდან ცალი საყურე მოიხანა ყუთიდან კი ერთი ამოიღო მის ადგილას თავისი ჩადო ბრილიანტის თვლებიანი მშვენიერი საყურე. და მომხიბლავი თაყვანისმცემლის გულის გასახარებლად გაიკეთა მისი ნაჩუქარი სამკაული. და დიახ მერწმუნეთ ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთა რომ კარგად აღზრდილი იყო და ამით პატივისცემა გამოხატა. თორემ დიდად ნამდვილად არ აღფრთოვანდა მისი საჩუქრით. მაგრამ ვერც დავადანაშაულებთ. ის მდიდარი მამიკოს ერთადერთი შვილი იყო. პრინცესასავით იზრდებოდა და ყველაფერი ჰქონდა რისი გაფიქრებაც შეეძლო და რაცარუნდა ეჩუქებინა დემეტრეს ვერაფრით შეძლებდა მის აღფრთოვანებას. მაგრამ ვფიქრობ ისიც დასაფასებელი იყო, რომ ზრდილობა გამოიჩინა და მისი ნაჩუქარი სამკაული გაიკეთა. ეს დემეტრესთვის საოცარი სიხარული უნდა ყოფილიყო მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ანასტასიამ თორნიკეს ნაჩუქარი ყელსაბამიც ასე ამაყად მოირგო როგრც მისი ნაჩუქარი საყურე და მიხვდა, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. სანამ თბილისელი ალადინი მორცხვად უღიმოდა თავის მიჯნურს და ცდილობდა სასაუბრო თემა ეპოვა შეშინებული მარიამი მივიდა მათთან.
- დემეტრე. ცოტნე...
- რაჩაიდინა? - გაბრაზებულმა ჰკითხა
- გაქრა... ვეძებდი და...სასწრაფოდ უკანა ეზოში უნდა წამომყვე!
- რაჩაიდინა? - კიდევ უფრო გაღიზიანებულმა კითხა
- წამოდი მალე!
მარიამი წინ გაიქცა და სწრაფად გაყვნენ მას დემეტრე და ანასტასია. ბევრი რამ უნდოდა იმ მომენსტში რომ ცოტნეს მოსვლოდა მაგალითად აუზში ჩავარდნილიყო, ვაზა გაეტეხა, იმაზეც თანახმა იყო ვინმესთან ეჩხუბა ოღონდ აუზთან კაიფში არ ენახა. და კიდევ უარესი, ანასტასიას ერთერთო სტუმარი აგონიაში ცოტნეს მიცემული მოსაწევით. იმ მომენტში დემეტრე დადიანს ერჩივნა მიწა გასკდომოდა ოღონდ ის სირცხვილი არ ეჭამა.
- რა ჩაიდინე ცოტნე? - ძმას დაუყვირა რომელიც შეშინებული და აკანკალებული უყურებდა აუზთან წაქცეულ ბიჭს. ხოლო მარიამი და ანასტასია მუხლებზე დაეცნენ ამ ბიჭის ფეხებთან.
- ჩემი ბრალი არაარის გეფიცები. მოწევა თითონ შემომთავაზა - თავლები აუწყლიანდა ცოტნეს - რაღაც ტრუხა ქონდა და კაი რამეს მოგაწევინებ თუ გასინჯული გაქვს თქო. მითხრა კი ვეწევი ხოლმეო გეფიცები ორი მსუბუქი ნაპასი დაარტყა. ჩემი ბრალი არაა...
- აახხ... - საშინლად გაბრაზდა და გულწასული ბიჭის თავთან მუხლებზე დაეცა - რამე უშველე მოდი აქ... რა გავაკეთო მითხარი?
მაგრამ ცოტნე დუმდა და შეშინებული თვალებით თავს უარის ნიშნად უქნევდა. ყველაზე ნაკლებად ვისი გამოჩენაც არ უნდოდა დემეტრეს ის მივიდა აუზთან - თორნიკე მეტრეველი. ეს ცოცხალადმკვდარი ბიჭი მისი ძმაკაცი აღმოჩნდა, ისიც შეშინებული ჩაიკეცა ბიჭის თავთან მისი და გამოფხიზლება სცადა
- სანდრო! გთხოვ გაიღვიძე ძმაო - ევედრებოდა თორნიკე სანდრო მათიაშვილს რომელიც ერთერთი მდიდარი ბიჭი იყო ამ წვეულებიდან და როგორც ცოტნე დადიანი უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა. - რა მიიღო?
- შოკოლად - ცივად უპასუხა დემეტრემ და ძმას მიუბრუნდა - ცოტნე მითხარი რა გავაკეთო... რით დავეხმარო?
- გამოვა ? - მეტად ობიექტური კითხვა თორნიკემ დაუსვა ცოტნეს. მიუხედავად იმისა რომ არცერთმა არიცოდა ცოტნეს გარდა რით შეიძლებოდა ემკურნალათ ბიჭისთვის. რატომღაც თორნიკე მეტად ითვალისწინებდა ცოტნეს მდგომარეობას.
- თავისით ვერა... - კანკალით უპასუხა ცოტნემ რომელიც ჯერ კიდევ კაიფში იყო და ეს სტრესი მასზე იმდენად მძიმეთ მოქმედებდა თავს ძლივს იკავებდა, რომ მასაც სანდროს ბედი არ გაეზიარებინა.
- რა გავაკეთო მითხარ? - ცოტნე აყვირდა - რით მოვაბრუნო
- საავადმყოფოში დავრეკო? - ისევ მეტად ოპტიმალური კითხვა დაუსვა თორნიკემ, გაცილებით მშვიდად - სხვა ვარიანტი არაა ხომ ასეა?
- დარეკეთ... - უთხრა ცოტნემ რომელიც გაცივებულ ყმაწვილს უყურებდა და ერთიანად კანკალებდა...
ეს უკანასკნელი გამოსავალი იყო და ცოტნე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა რადგან ფიქრობდა რომ ამ ბიჭის საავადმყოფოში წაყვანით ციხეში მიყავდათ მის გამო, მაგრამ ცოტნე კარგად ვერ ერკვეოდა რამდენად დიდი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდათ ამ მდიდარი ბავშვების მშობლებს პოლიციაზე. გოგონებმა სასწრაფოში დარკეს თორნიკემ კი მამამის დაურეკა და საქმის კურში ჩააყენა რომ პოლიციის დაკითხვა თავიდან აერიდებინა. ამასობაში ყველა სტუმარი აუზთან შეიკრიბა.
- რა ჯანდაბაზე ფიქრობდი ცოტნე? შეიძლება მოკვდეს გესმის? ხომ გთხოვე რომ კარგად მოქცეულიყავი... ხომ გთხოვე - სიმწრით აყვირდა დემეტრე.
- ჰეი... რა ჯანდაბას აკეთებ - მკაცრად კითხა თორნიკემ - ისიც კაიფშია ვერ ხედავ? გინდა, რომ იგივე ბედი გაიზიაროს რაც სანდრომ? თავი დაანებე და რომ გამოფხიზლდება მერე ელაპარაკე!
კი ცოტნეც კაიფში იყო, და არ ვიცი ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ამდენის ლაპარაკი როგორ შეძლო, რადგან მართლა ძალიან ცოტა აკლდა რომ გადაყირავებულიყო. მაგრამ თორნიკეს ამ სიტყვებმა ცოტნეზე ძალიან იმოქმედა, ამ ბიჭზე საოცრად კარგი შთაბეჭდილება დარჩა. არაა თორნიკე მეტრეველი ასეთი კარგი ნამდვილად არ იყო და სულ ფეხებზე ეკიდა დაემართებოდა თუარა იგივე ცოტნესაც. უბრალოდ ანასტასიაზე უნდოდა შთაბეჭდილების მოხდენა ამ საქციელით. მისი ზრუნვა ცოტნეზე, სანდროზე, თხოვნა პოლიციის აცილებაზე რაცარუნდა ყოფილიყო ქალზე გავლენას ახდენდა ასეთი სენტიმენტალური რამეები. საბედნიეროდ სასწრაფო მალევე მოვიდა და სანდრო წაიყვანეს. მაგრამ დემეტრე ძალიან შერცხვენილი და იმედგაცრუებული იყო. ანასტასიას თვის თვალებში შეხედვის საშინლად ეშინოდა. მაგრამ მისთვის ბოდიში აუცილებლად უნდა მოეხადა. სახვა გამოსავალი არ ქონდა. ამიტომ ძალა მოიკრიბა და უთხრა:
- მაპატიე დაბადებისდღე ჩაგიშალეთ.
- რასამბობ. შენ რაშუაში ხარ - მშვიდად უთხრა - თან რა დაბადების დღე მთავარია სანდრო გადარჩეს.
- კარგად იქნება ძლიერი ბიჭია - უთხრა თორნიკემ ანასტასიას. და მაჯაზე თბილად მოუსვა ხელი
- წავედით. ადექი! - დაუყვირა დემეტრემ ძმას რომელიც აუზის მოაჯირს დაყრდნობოდა და აშკარად თავს საშინლად გრძნობდა.
- ჰეი... შენ აშკარად ნასვამი ხარ ის კი კაიფშია საჭესთან ვერ დაჯდებით - უთხა მისტერ სრულყოფილებამ დეტრეს რომელსაც რათქმაუნდა აზრადაც არ მოსვლუა, რომ შეიძლება ფეხით აპირებდა წასვლას დემეტრე. - მე წაგიყვანთ
- არა გამდლობ...ტაქსით ვაპირებდი წასვლას - უთხრა დემეტრემ.
- მე წაგიყვანთ და მერე საავადმყოფოში წავალ. - არა ეს სიკეთე არ ყოფილა. ესეც შთაბეჭდილების მოხდენა იყო ანასტასიაზე რომელისაც დემეტრე მიხვდა და კიდევ უფრო შეზიზღდა ეს ბიჭი.
ცოტნეს სახეზე შეეტყო ასეთ მდგომარეობაშიც კი აზროვნებდა იმდენს რომ ძალიან უნდოდა ამ საოცარ შავ ჯიპში ჩაჯდომა. მაგრამ კარგად ესმოდა, რომ ის ძმის მეტოქე იყო და ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ მიიღებდა თავად ამიტომ ძმას დაელოდა. დემეტრეც მიხვდა, რომ მიუხედავად იმ ზიზღისა რაც ამ ბიჭის მიმართ გაუჩნდა ამ წამს უარი, რომ ეთქვა ძალიან საეჭვო იქნებოდა რადგან ეს აშკარა პირადი შუღლი უნდა ყოფილიყო. ამიტომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა თითქოს ხელფეხი შეუკრეს. ამიტომ ვალდებული იყო მანქანაში ჩამჯდარიყო. და პირველად ცხოვრებაში დემეტრეს თავისი მდგომარეობის შერცხვა. არუნდოდა ამ მდიდარ გათამამებულ ბიჭს ენახა სად ცხოვრობდა ამიტომ ავლაბრის ცენტრში მანქანა სუპერმარკეტთან გააჩერებინა
- რაღაც უნდა ვიყიდო... გმადლობ მაღაზიაში შევალ და სახლამდე ჩემით მივალ
- წაგიყვან ბარემ... შედი და დაგელოდები - უთხრა თორნიკემ
- არა ახლოს ვცხოვრობთ... გმადლობ
- რამნიშვნელობააქ ქუჩაში ხომ არ დაგტოვებ... დაგელოდებით - არც ესარყოფილა ზედმეტი სიკეთე. ჭკვიანი ბიჭი იყო თავიდანვე მიხვდა რომ ისინი მისი წრიდან არ ყოფილან და როცა ახლა ასე გამალებით ცდილობდა დემეტრე მის თავიდან მოშორებას ძალიან დააინტერესა სად ცხოვრობდა ასეთ ადგილას რომ მალავდა.
- არა მართლა ახლოსაა. აი ის წინა კორპუსია. - მოატყუა და ღიმილით დაუმატა - ქუჩაზე მანქანით ხომ არ გადამიყვან?!
- ამ... მაშინ კარგი... - რათქმაუნდა მაინც ეჭვი შეეპარა მაგრამ მეტს ვეღარაფერს გახდებოდა
- მადლობა... და გთხოვთ გამაგებინეთ როგორ იქნება სანდრო. მარიამს აქვს ჩემი ნომერი.
- აუცილებლად... ძმას მიხედე! - ღიმილით უთხრა და მანქანა დაძრა.
- მაღაზიაში რა გინდა? - ჰკითხა ცოტნემ ძმას
- არაფერი... - თავი მოწყენილად გააქნია და ავლაბრის აღმართებს აუყვა
- კაი ტიპია... - ღიმილით გაჰყვა ცოტნე ძმას - ვიცი შენი მეტოქეა მაგრამ იქნებ ვეძმაკაცოთ.
- რა მეამიტი ხარ ცოტნე
- რატომ? - თვალები აემღვრა
- ვერასდროს ხვდები ადამიანების განძრახვებს. ყველა ისეთი კარგი და კეთილი არაა როგორიც ჩანს. მაგრამ შენ როგორ მოახერხე, რომ ამდენი სიმწარის მერე რაც ცხოვრებამ განახა ასეთ მეამიტ ბავშვად დარჩი?
- მამიკოს პრინცესა შენ მოგწონს და მეამიტი მე ვარ? და ბავშვიც არ ვარ - წყენით უპასუხა ცოტნემ და ძმას წინ გაასწრო - უბრალოდ ადამიანებს შენსავით ეჭვის თვალით არ ვუყურებ.
დემეტრე მართალი იყო. ცოტნე პატარა მეამიტ ბავშვად დარჩა. მაგრამ ეს მისი ბრალი არ ყოფილა. უბრალოდ ზოგ ადამიანს იმდენად სუფთა ბავშური სული აქვს, რომ ვერ ახარხებს ცუდი ადამიანების ცუდი განზრახვების წაკითხვას. იმიტომ კიარა, რომ ცოტნე სულელი ბავშვი იყო უბრალოდ მის გულში იმდენად ბევრი სიწმინდე სუფევდა, რომ გააზრებაც არ შეეძლო რამდენად ცუდი განძრახვები ჰქონდათ ადამიანებს მის გარშემო. ეს სისულელის კიარა სუფთა გულის ნიშანი იყო. დემეტრეს კი ეს ესმოდა, ესმოდა რამდენად კეთილი და სუფთა იყო მისი ძმა. ალბათ სწორედ ეს იყო იმ დიდი სიყვარულის მთავარი მიზეზი რომელსაც ცოტნეს მიმართ გრძნობდა.
სალხში ჩუმად შესვლა გამორიცხული იყო საძინებელში შესვლამდე მისაღები უნდა გაეარათ სადაც ანას ეძინა. მაგრამ დემეტრემ მაინც ცადა,რომ ძმა ჩუმად შეეყვანა და დააწვინა მიუხედავად იმისა ანას ეღვიძა და მისაღებში მაგიდასთან იჯდა.
- კაიფშია? - საძინებლიდან გამოსულ შვილს ჰკითხა ანამ
- არა ნასვამია...
- შენი აზრით დაბოლილს და მთვრალს ვარჩევ დემეტრე - მკაცრად უთხრა - ჩაის დალევ?
- არა დავწვები... მადლობა... - უკან გაბრუნდა საძინებლისკენ
- დამელაპარაკე გთხოვ! - შეევედრა ანა. არვიცი რასაკეთებთ და ძალიან მეშინია.
- დილით ვისაუბროთ რა დე... მეძინება... ბოდიში - უთხრა და ოთახში შევიდა.
ორივეს ეღვიძა და ჩუმად უყურებდნენ შავ კედლებს. ცოტნს ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა. თავი საშინელი მონსტრი ეგონა და ფიქრობდა რომ ადამიანი სასიკვდილოთ გაიმეტა. თვალი ვერცერთმა მოხუჭა სანამ დემეტრეს მობილურზე სანდროს გადარჩენის იმფორმაცია არ მოვიდა მარიამისგან. შემდეგ ორივე დამშვიდდა და ჩაეძინათ.




p.s აბა რას ფიქრობთ?



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

საინტერესო სიუჟეტია,მაგრამ ბევრი თვალშისაცემი შეცდომა გაქვს.ერთ-ერთი არის ფე,,ღ"ბურთი,ფეხბურთია სწორი.კიდევ იყო რაღაც-რაღაცები.იმედი მაქვს არ გეწყინება და გამოასწორებ.❤წარმატებები.❤

 


№2  offline წევრი Hilalli

სტუმარი ნინი
საინტერესო სიუჟეტია,მაგრამ ბევრი თვალშისაცემი შეცდომა გაქვს.ერთ-ერთი არის ფე,,ღ"ბურთი,ფეხბურთია სწორი.კიდევ იყო რაღაც-რაღაცები.იმედი მაქვს არ გეწყინება და გამოასწორებ.❤წარმატებები.❤

არა რა მეწყინება პიროქით ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგია თანაც ვიცი რომ მართლწერასთან პრობლემები მაქვს გავითვალისწინებ აუცილებლად ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი 123

ძალიან ძალიან საინტერესოა ერთი სულ მაქვს როდის წავიკითხავ შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი A.N.A

ისტორია რომლის გაგრძელებაზეც არც ერთი ვარაუდი არ მაქვს. ეს პირველი შენ მოახერხე. მომწონს საინტერესო ამბავია, თუმცა ვერ ვმალავ აშკარა სიბრალულს ძმებისადმი და ჯანდაბა ახლა უფრო მძაფრად ვიაზრებ რა უსამართლოა ხანდახან ცხოვრება, არ მიყვარს ხოლმე ამაზე წუწუნი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რომელიც საკმაოდ რეალურს გავს სხვა ვერაფერს განვიცდი გარდა ბრაზისა და უსამართლობისა.
არ ვიცი რამე გამოსწორდება თუ არა წინასწარ ვერ განვსაზღვრე ვერაფერი.
რა გითხრა, ჯერ_ჯერობით ვერაფერს ვხედავ და ბრმად მოგყვები, რაც საშინლად მსიამოვნებს.
წარმატებები ძვირფასო, იმედია არ დაიკარგები❣️

 


№5  offline წევრი A.N.A

აღარ აგრძელებ? დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, ვიმედოვნებ მალე დაბრუნდები. ❣️

 


№6  offline წევრი Hilalli

A.N.A
აღარ აგრძელებ? დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, ვიმედოვნებ მალე დაბრუნდები. ❣️


ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვეღარ ვაგრძელებ ამ ისტორიას ცხოვრების სხვა ფაზაზე ვარ და ახალი დავიწყე. თანაც დიდიხანია არაფერი დამიწერია და უეცრად საიდანღაც მომივარდა მუზა. მაგრამ ოდესმე აუცილებლად მივუბრუნდები ამ ისტორიას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent